სექტემბერი

1.09.2015
თქვენი გული უნდა იყოს როგორც ჭიქა, შიგნით გარეთა მსოფლიოს მანათობელი სულიერი სინათლით. შინაგანმა ბიძგებმა ურთიერთმოქმედებაზე გარეთა მსოფლიოსთან ადამიანი უნდა მიმართოს მსახურების, თანაგრძნობისა და ურთიერთ დახმარებისკენ. ამჟამად ადამიანები კითხულობენ და სწავლობენ ყველა სახის გაუგებარ ვედანტურ ტექსტებს და იბრძვიან კომენტარებით და თარგმანებით მათი აზრის გასაგებად. ცოდნა იღვრება დაბლა მათი ხორხებიდან; მაგრამ წამალი არ მოდის დაბლა მათი გულების დასარბილებლად. სულიერი ჭეშმარიტებები არ უნდა იყოს დადგმული უბრალოდ სახალხოდ გამოსაფენად, როგორც დრამაში, სადაც სათანადო კაბებს იცვამენ სცენაზე მაგრამ იხდიან როდესაც მსახიობები გადიან სცენიდან. მათ უნდა მისდიოთ ერთგულად ყოველ დროს ატმა ანანდას (სულის ნეტარების) მისაღებად რომელსაც ესენი გაუყალბებლად ჩუქნის. ნეტარება მიიღწევა ადვილად მზრუნველი, კარგდროული და მოწესრიგებული დისციპლინით; ეს ვერ მიიღება გადახტომით და გამოტოვებით. თქვენ უნდა გამოიყენოთ ძალისხმევა სათნოების ყოველი გაკვეთილის შესასწავლად სისტემატური მეცადინეობისა და ბეჯითობის მეშვეობით წარმატების მისაღწევად.
– ღმრთიური საუბარი, 21 სექტემბერი, 1960.
2.09.2015
სათნოება უნდა გამოიზარდოს ყოველ სახლში; თითოეული წევრი მონაწილეობას იღებს სიმშვიდით სიხარულში, თითოეული ადამიანი ეძებს ხელსაყრელ შემთხვევას სხვების დასახმარებლად. ეს დამოკიდებულება ისე უნდა იყოს დანერგილი რომ შეძლოს დარჩენა ხასიათში. ჭურჭელი დახუფულ მდგომარეობაში როგორ შეიძლება შეივსოს წყლით? ის უნდა გაიხსნას კარგი იმპულსების მისაღებად! ყველა თქვენს ძალისხმევაში, მიენდეთ უმაღლეს ძალას რომელიც ყოველთვის მზად არის თქვენს დასახმარებლად. მაშინ თქვენი სამუშაო გაკეთდება ადვილად. ეს მჟღავნდება ერთგულებიდან, და მინდობიდან უფლზე ვინც არის წყარო ყველა ძალის. როდესაც თქვენ მოგზაურობთ მატარებლით, თქვენ ნაყიდი გაქვთ მხოლოდ ბილეთი, ჯდებით სათანადო მატარებელში და იკავებთ ადგილს, თქვენ შეგიძლიათ დანარჩენი ანდოთ მანქანას. წაიღებთ თქვენ თქვენს ბარგს თქვენს თავზე დადებით? სწორედ ასე, მიენდეთ უფალს და გასწიეთ თქვენი უნარებიდან საუკეთესოსკენ. გქონდეთ რწმენა და გამოიმუშავეთ უფლის წყალობა გონიერების და სინდისის გამოყენებით რითაც მან თქვენ დაგაჯილდოვათ.
– ღმრთიური საუბარი, 21 სექტემბერი, 1960.
3.09.2015
ნამდვილი მეგობრები არიან ისინი ვინც გეხმარებათ თქვენი ცხოვრების ამაღლებაში თქვენი იდეალების და ემოციების გასუფთავებით. ისინი ვინც ჩაგითრევთ ზარ-ზეიმში, პედანტურობაში, უმნიშვნელო სანახაობებში და წვრილმან გამოხტომებში არიან მტრები და არა მეგობრები. ნამდვილი მეგობრები შეუძლებელია მოიპოვო სოციალური სტატუსით, გარეგანი ელვარებით ან სიტყვიერი მტკიცებით. მეგობრობა მოქსოვილი ფულადი კავშირებით ჩაიშლება როგორც კი თქვენ თხოვთ სესხად გაცემული ვალის გადახდას. ამიტომ, როდესაც თქვენ სესხს აძლევთ თქვენს მეგობარს, მეგობრობა იმსხვრევა ამავე მომენტში. როგორ შეიძლება მეგობრობა იყოს შეცემენტებული სიტყვებით ან მონეტებით? მეგობრობის გრძნობამ უნდა გაააქტიუროს ყველა ნერვი, უნდა გაიაროს ყველა სისხლ-უჯრედი, და უნდა გაასუფთაოს ყოველი ემოციური ტალღა; მას არ უნდა ჰქონდეს ადგილი ეგოურობის უმცირესი კვალისთვის. ამხანაგობა რომელიც ეძებს ექსპლოატირებას ან საწმისს პირადი გამორჩენისთვის შეუძლებელია იყოს ამაღლებული მეგობრობის კეთილშობილურ ხარისხში. ალბათ, ერთადერთი მეგობარი ვისაც შეუძლია ჩააბაროს ეს მკაცრი გამოცდა, არის ღმერთი.
– ღმრთიური საუბარი, 24 მაისი, 1973.
4.09.2015
მასწავლებლებმა პატივი უნდა სცენ თავიანთ პროფესიას როგორც წმინდა მოვალეობას. მათ აკისრიათ პასუხისმგებლობა ახალგაზრდა სტუდენტების მომავალი თაობების ჩამოყალიბებაზე იმით რასაც ისინი ასწავლიან, მითითებით პრაქტიკულ მაგალითებზე ცნობილი ლიდერების ცხოვრებიდან. მასწავლებლებმა უნდა შთააგონონ, და უნდა იყვნენ მაგალითები მოქმედების წესით რომლითაც ისინი ცხოვრობენ საკლასო ოთახის გარეთ. საგანმანათლებლო დაწესებულებებს აკისრიათ პასუხისმგებლობა იმაზე რომ საზოგადოებას მისცენ კარგად განათლებული ადამიანები რომლებიც იქნებიან კომპეტენტურები, რომლებიც დაეუფლებიან ხელისუფლებას და რომლებიც სანდო იქნებიან საზოგადოების სამსახურზე ერთგულებითა და საქმის ცოდნით. რაც აძლევს განათლებას მის ჭეშმარიტ ფასეულობასა და მნიშვნელობას არის მისი მორალური და სულიერი არსი. თუ მასწავლებლები უძღვნიან თავის თავს ამ კეთილშობილურ მიზანს, სტუდენტები გზას არ ასცდებიან. მე იმედი მაქვს მასწავლებლები მიუძღვნიან თავის თავს თავიანთ მოვალეობებს დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით, და მოიტანენ სტუდენტების ტრანსფორმირებას იმგვარად რომ ისინი გახდნენ სასარგებლო და ღირსეული მოქალაქეები.
– ღმრთიური საუბარი, 15 დეკემბერი, 1985.
5.09.2015
იმისთვის რომ გადაერჩინა კაცობრიობა, უფალი მოვლინდა ყველაზე უფრო მეტად მომხიბვლელი ფორმით, იმიტომ რომ მას შეძლებოდა ერთგულთა გულების მიზიდვა სიყვარულის მეშვეობით. აი ამიტომ მას უწოდებენ “რასო ვალ სან” (ის არის თვით სიტკბო). კრიშნა ინკარნირდა დჰარმას დასამყარებლად. ამიტომ დჰარმა არის ის რაც მას უყვარს ყველაზე უფრო მეტად. იარეთ დჰარმას გზაზე; ეს არის თაყვანისცემა რითაც ის არის კმაყოფილი. ფლეიტა არის მისი საყვარელი ნივთი. ამიტომ გიყვარდეთ ფლეიტა. ამიტომ მსგავსად ფლეიტის, გახდით ღრუ (სურვილებს მოკლებული) და პირდაპირი (გაუმრუდებელი) და ის მიგიღებთ თქვენ. იფიქრეთ ამაღლებულ სიტკბოზე რასაც კრიშნა იწვევდა მათ გულებში ვისაც წილად ხვდა მის თანამედროვედ ყოფნის კარგი ბედი! ყოველი ადამიანი, უწიგნური მწყემსიდან დაწყებული ყველაზე მეტად შორს მჭვრეტელ სწავლულამდე და ბრძენამდე, იყო მიბრუნებული მისკენ; ისინი ეყრდნობოდნენ მას მყარად ურყევი ერთგულებით. როგორი გაჭირვება და სირთულეებიც არ უნდა ყოფილიყო, ისინი არ თმობდნენ მისი ლოტოსის ტერფებს. მაგრად მოეჭიდეთ უფალს; ეს არის გზა მშვიდობისა და სიხარულისკენ.
– ღმრთიური საუბარი, 19 აგვისტო, 1968.
6.09.2015
გულს უნდა სწყუროდეს, მისი ხმა, მისი ფორმა, მისი ფლეიტა, მისი ღიმილი, მისი თამაში და მისი ცელქობები. ეს არის თაპასი (ეფიტიმია) რაც დაჯილდოებულია მისი წყალობით. წყურვილი უნდა იყოს იმდენად ღრმა რომ სხეულის მთლიანი ცნობიერება დაიკარგოს, გრძნობები გაბათილდეს და ჭკუა გახდეს უმოქმედო, გონება მიწყნარდეს, და დუალობის ყველა იდეა გაქრეს. ინდივიდი ხედავს თავის წინ ანანდას რომელსაც ის ნაბჯ-ნაბიჯ მიჰყავს უფალში შერწყმის უმაღლეს ნეტარებასთან. ბჰარატას კულტურამ გამოააშკარავა სახელმძღვანელო ამ ნეტარების მისაღწევად. ეს ნეტარება არის დაგვირგვინება ყველა სიტკბოს, ყველა სიხარულის, და ყველა შესრულება მიღებული ყველა უმაღლესი სურვილიდან. მაგრამ კაცი აქამდე იბრძვის წვრილმანი ნივთების, უმნიშვნელო სიხარულის და დაბალი სურვილების მისაღწევად. როდესაც თქვენ ეძებთ ღმერთს, თქვენ შეცდომაში არ უნდა შეხვიდეთ გზებით და მირაჟებით. ოქროს მაძებარმა უნდა უკუაგდოს თითბერი და სხვა ყვითელი მეტალები რომლებმაც შეიძლება ყურადღება გადაატანინოს ან რაღაც დროის შემდეგ გაანადგუროს კიდეც ის.
– ღმრთიური საუბარი, 19 აგვისტო, 1968.
7.09.2015
რაც დაინახება თქვენი თვალებით, რაც ამოძრავებს თქვენს ჭკუას, რაც აღვიძებს თქვენს სხეულს და რაც აფორმირებს მთელ თქვენს სიცოცხლეს არის ქმნილება თქვენს ირგვლივ. გოპალა კარგად არის გაცნობიერებული ძროხების მოვლაში, მათზე ზრუნვაში და მათ გაზრდაში. სიტყვა ‘გო’ მიეკუთვნება ძროხას, თითოეულ გრძნობის ორგანოს ცას, ლაპარაკს და ა.შ. ამიტომ გოპალას შეუძლია ითამაშოს თქვენთან და აგამღეროთ თქვენ. მას შეუძლია გამოძრაოთ თქვენ და ყველა სხვა. მას შეუძლია დაგიცვათ თქვენ და გაგხადოთ თქვენ ბედნიერი. ღმრთიური ინკარნირება არის გოპალას ასპექტი. ქმნილების აქტი და შემქმნელი არის მუდმივი და ეს გრძელდება მარადიულად. პირობები შეიძლება შეიცვალოს და დრონი შეიძლება იცვლებოდეს მაგრამ ღმრთიურება არსოდეს არ შეიცვლება. ღმრთიურების (პარამათმას) ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის ძროხების (მისი ქმნილების) მოვლა, მათი დაცვა და ბოლოს მათი მასთან შეერთების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე გამოიყენეთ გულწრფელი ძალისხმევა იმ ღმრთიურების ხელშესაწყობად რომელიც არის თქვენში დამსწრე და დატკბით ნეტარებით. თქვენ უნდა გამოამჟღავნოთ შეუპოვრობა თქვენი თავის ასამაღლებლად და თავს არასოდეს უნდა მისცეთ უფლება დაბლა დასასრიალებლად.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1978, თავი 23.
8.09.2015
დედამიწაზე ყოველი დაბადებულისთვის, ჭეშმარიტება არის ღმერთის ხილული გაცხადება. მთელი კოსმოსი შედგება მოძრავი და უძრავი ობიექტებისგან რომლებიც წარმოშობილია ჭეშმარიტებიდან, შენარჩუნდება ჭეშმარიტებით და შთაინთქმება შეშმარიტებაში. ჭეშმარიტება არის ღმრთიური და მარადიული (სატიამ ჯნანამ-ანანტამ ბრაჰმა). აქედან გამომდინარე ყველამ უნდა სცეს პატივი ჭეშმარიტებას. სატია და დჰარმა (ჭეშმარიტება და უბიწოება) არავის არ ემორჩილება. ყოველი სახის ძალა ფიზიკური თუ სხვა მოდის მათი გავლენის ქვეშ. წარმატება მოედინება ჭეშმარიტებიდან და დჰარმიდან. თქვენ როგორი სწავლული ან მდგომარეობის მქონეც არ უნდა იყოთ თქვენ უნდა ჩაინერგოთ ადამიანური ფასეულობების პატივისცემა. დაიცავით ჭეშმარიტება და უბიწოება ყოველთვის. რაც მოწაფეებმა და ადამიანებმა უნდა დაიცვან არ არის უბრალოდ ერი არამედ სატია და დჰარმა. თავის მხრივ ეს ფასეულობები დაიცავს სამყაროს. განათლებული ადამიანები, რომლებიც ქვეყნების სახელით ივიწყებენ ჭეშმარიტებას და უბიწო ქცევას, სინამდვილეში ძირს უთხრიან ადამიანთა ცივილიზაციას.სათნოების კულტივირება არის უფრო სასიცოცხლო ვიდრე სწავლულობის ან სხვა მიწიერი სიმდიდრისა და წარმავალი ბუნების სამფლობელოების დევნა.
– ღმრთიური საუბარი, 20 მაისი, 1990.
9.09.2015
ამ ტრანსცენდენტულ სამყაროში, ფონს გასასვლელად სიხარულის და დარდის გავლით, ადამიანებს აქვთ დიდი საჭიროება ვინმე მათი ახლობლის ვისთანაც მათ შეეძლებათ გაზიარება თავიანთი გრძნობების, განაწილება თავიანთი აღმოჩენების და დეპრესიების, თავიანთი ნეტარების და მწუხარების მომენტების, ვინმე ვინც იქნება მათ გვერდში მთელი მსვლელობის დროს ჭეშმარიტების და მშვიდობის მყარი გზით. მაგრამ მეგობრობა და მეგობრები დღეს არიან შორს იდეალებისგან. მეგობრები ვისაც შეუძლია ნამდვილი რჩევის, კომფორტის და ნუგეშის მოცემა არიან ნამდვილი მეგობრები. თუ მეგობრობა უნდა გაგრძელდეს მაშინ გულმა უნდა გაუგოს გულს, გულმა უნდა გაიწიოს გულისკენ. მეგობრობამ უნდა შეაკავშიროს ორი გული და ორივეზე უნდა მოახდინოს კეთილი ზეგავლენა, როგორიც არ უნდა იყოს ვითარება – დანაკარგი თუ მოგება, ტკივილი თუ სიამოვნება, კარგი თუ ცუდი ბედი. კავშირმა უნდა გადაიტანოს ყველა დარტყმა და უნდა იყოს შეუხებელი დროით, ადგილით და ვითარებით. უნდა შენარჩუნდეს ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა.
– ღმრთიური საუბარი, 24 მაისი, 1973.
10.09.2015
თქვენ უნდა გააცნობიეროთ რომ ყოველი მოქმედებისთვის არის შედეგი. შედეგი ყოველი მოქმედების დამოკიდებულია მოქმედების ბუნებაზე, ისევე როგორც ხის ბუნება დამოკიდებულია თესლზე რომელიც დაითესა. ადამიანის მოქმედების შედეგი არის გარდაუვალი და ამ მიზეზით იყო რომ იმპერატორმა მანუმ გადმოსცა რომ ყველამ უნდა დაიცვას დჰარმა. მოქმედებების შედეგები შეიძლება გამოჩნდეს ადრე ან გვიან მაგრამ ეს განსაზღვრულია მოსახდენად. როდესაც თქვენ მუდმივად ფიქრობთ ღმერთზე და ასრულებთ მოქმედებებს ღმრთიური გრძნობით, თქვენ განცდით ადამიანური ხარისხების სრულ აყვავებას. განიხილეთ ყოველი მოქმედება როგორც ღმერთზე მიძღვნილი. თქვენ თავს ვერ აარიდებთ მოქმედებებს. თქვენ უნდა გარდაქმნათ სამუშაო თაყვანისცემაში. თქვენ უნდა შეასრულოთ მოქმედება ამ სულით. თქვენ ვერ ჩაანაცვლებთ ლოცვას სამუშაოთი. თქვენ უნდა შეათავსოთ ორივე მუშაობა და ლოცვა.
– ღმრთიური საუბარი, 31 აგვისტო, 1992.
11.09.2015
ყოველ სხეულში არსებობს ელექტრომაგნიტური ენერგია. ბუნება არის იგივე ენერგიის განხორციელება. ამ ენერგიამ შეიძლება მიიღოს განსხვავებული ფორმები, მაგრამ მისი ძირითადი მახასიათებლები არის ერთი და იგივე. სინათლის ნათურა, ვენტილატორი რომელიც ბრუნავს, და ბევრი სხვა ნივთი რომელიც მუშაობს ელექტრული ენერგიით დამოკიდებულია იგივე სახის დენზე. ენერგიამ შეიძლება გამოამჟღავნოს თავისი სახე სინათლის, სითბოს ან მაგნიტური ენერგიის ფორმაში, მაგრამ ეს აცხადებს ღმრთიურ ძალას, რომელიც არის წყარო ყველა ენერგიის. ეს ელექტრომაგნიტური ენერგია ადამიანში თავს იჩენს გამოსხივებით. მას ასევე ეწოდება ‘შინაგანი არსების’ ათინათი. ხედვის, სმენის, მეტყველების, საჭმლის მონელების, და სხეულის ნაწილების მოძრაობის ძალა მოდის ამ ენერგიიდან. წყალიც ასევე შეიცავს ამ ენერგიას. სინამდვილეში მთელი კოსმოსი გამსჭვალულია ამ ღმრთიური ენერგიით. ამის საფუძველზე ვედანტა აცხადებს, “სარვამ ქალუ იდამ ბრაჰმა (ნამდვილად, ყველა არსება არის ღმრთიური)”.
– ღმრთიური საუბარი, 25 აგვისტო, 1998.
12.09.2015
თქვენ უნდა ეძებოთ სიყვარული მხოლოდ სიყვარულით. გოპები ლოცულობდნენ: “ოჰ კრიშნა დაუკარი შენი ტკბილი ფლეიტა და დათესე სიყვარულის თესლი სიყვარულს მოკლებული გულების უდაბნოებში. დაე სიყვარულის წვიმა დაეცეს მიწაზე და აქციოს მდინარეები სიყვარულის ნაკადად.” სიყვარულის მდინარეებმა უნდა იდინოს უწყვეტად. საკმარისია, თუ თქვენ შეძლებთ სიყვარულის ამ ერთი პრინციპის გაგებას. ეს სიყვარული არის ყველაფერი. მოეპყრეთ ამ სიყვარულს როგორც ყველაფრად მყოფს და ყველაფრის დასასრულს თქვენს ცხოვრებაში. არ მიმართოთ თქვენი სიყვარული მატერიალურ ობიექტებზე. თუ თქვენ აგრძელებთ სიყვარულს სიყვარულის გულისთვის, მაშინ ასეთი სიყვარული იქნება მარადიული. რაც საყვარელი უნდა იყოს ეს არის არა სხეული, არამედ სიყვარულის პრინციპი. ყველა სახელი და ფორმა არის წარმავალი და არამუდმივი. სიყვარული მიმართული წარმავალი ობიექტებისა და არსებებისკენ არის ფიზიკური, მაშინ როდესაც სიყვარული სიყვარულისთვის არის მარადიული. სიყვარული არის ღმერთი. თქვენ უნდა მიაღწიოთ ღმრთიურებას ასეთი სიყვარულით.
– ღმრთიური საუბარი, 28 ოქტომბერი, 2003.
13.09.2015
ღმრთიური სიყვარულის განხორციელებანო! როდემდეც ადამიანი იქნება პატივმოყვარე და ეგოური, არავის მოეწონება ეს ადამიანი. თუნდაც მისი დაქორწინებული მეუღლე და მისი საკუთარი შვილები, თუმცა მათ შეიძლება აჩვენონ გარეგნულად მისი პატივისცემა, არ იქნებიან ბედნიერი ამპარტავან ადამიანთან. მანამ სანამ ადამიანი აღვსილი იქნება ეგოთი, ის არასოდეს იქნება რეალურად ბედნიერი. მაშასადამე, თავიდანვე თქვენ უნდა მოიშოროთ თქვენი ეგო (აჰამკარა). თუ ადამიანი აღვსილია რისხვით, ის ვერ განცდის სიხარულს (კროდჰამ ჰიტვა ნა სოჩატი). მხოლოდ მაშინ როდესაც რისხვა არის დამორჩილებული, ბედნიერება შეიძლება იყოს განცდილი. მანამ სანამ ადამიანი არის აღსავსე გაუმაძღარი სურვილებით ის ვერ იგრძნობს რეალურ სიმდიდრეს. იმ მომენტში როდესაც ადამიანი უარს იტყვის სურვილებზე, ყველა სიმდიდრე მოვა მასთან. იქამდე სანამ ადამიანი არის ხარბი, მისთვის უცხო იქნება ბედნიერება. როდესაც თქვენ უარს იტყვით სიხარბეზე, თქვენ იგრძნობთ დაჯილდოებას ყველა სიმდიდრით.
– ღმრთიური საუბარი, 25 აგვისტო, 1998.
14.09.2015
თავდაუზოგავი სიყვარულის შესაძენად კშამას ან სულგრძელობის ხარისხი არის სასიცოცხლოდ აუცილებელი (კშამა არის მდიდარი მნიშვნელობით. გარდა სულგრძელობის, ეს ასევე გულისხმობს მოთმინებას და უზარმაზარ შესაძლებლობას დავიწყების ისევე როგორც პატიების). ყოველმა ინდივიდმა უნდა დანერგოს ეს კეთილი ხარისხი. კშამა არ მიიღწევა წიგნების კითხვით ან სწავლით ინსტრუქტორისგან. არც შეიძლება მიღებული იყოს როგორც საჩუქარი კიდევ ვინმესგან. კშამას ამ მთავარ სათნოებას შეიძლება მიაღწიოთ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, პირისპირ უშუალოდ შეხვედრით სხვადასხვა პრობლემებთან და სხვადასხვაგვარ სირთულეებთან, გავლით მღელვარებების და ტანჯვების ისევე როგორც დარდის. კშამას არ ქონისას კაცი ხდება ყველა სახის ცუდი მიდრეკილების შემთვისებელი. სიძულვილი და შური ადვილად იდგამს ფესვებს ადამიანში რომელსაც აკლია ეს სათნოება. ღმრთიურება არის მხოლოდ პრემას (სიყვარულის) და კშამას კომბინირებული გამოვლინება.
– ღმრთიური საუბარი, 25 მაისი, 2000.
15.09.2015
მარტო წიგნების სწავლა ვერ გაადიდებს თქვენს უნარიანობას; ეს უბრალოდ უზრუნველგყოფთ თქვენ ზედაპირული ან წიგნიერი ცოდნით. ეს აშკარად არ არის საკმარისი. რეალური უნარიანობა და ძალა მოდის მიერთებით შინაგან ძალაზე რომელიც დაფარულია თქვენში. ყველაფერი რაც არის გარეთ არის ხელოვნური. რეალური ჭეშმარიტება და ძალა ორივე არის შიგნით, თქვენს გულში. ეს არის გული რაც უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ამ ფაქტის არმცოდნე, ადამიანები გახდნენ გაშმაგებულად მოქმედი გარე სამყაროში, მხოლოდ წასაგებად აქ. არსებობს საკვების მრავალი ტიპი უხეში სხეულის დასაკმაყოფილებლად მაგრამ რა ხდება გულისთვის საკვებთან? ეს საკვები შეიძლება მიიღოთ მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ შეატრიალებთ თქვენს თავს ღმერთისკენ. თქვენ უნდა გაიგოთ წმინდა კავშირები აქ – საკვები, თავი და ღმერთი. მაშასადამე, ყოფითი ცოდნის შეძენასთან ერთად, თქვენ ასევე მნიშვნელობა უნდა მისცეთ კულტურასა და დახვეწას.
– ღმრთიური საუბარი, 25 მაისი, 2000.
16.09.2015
სულიერი პროგრესისთვის კშამა (დიდსულოვნება) არის რეალური საფუძველი ან ფუნდამენტი. დიდმა ადამიანებმა და ქვეყნებმა დაკარგეს თავისი დიდება, პრესტიჟი და რეპუტაცია რადგან გაუჩინარდა კშამა. მოთმინებისა და დიდსულოვნების უნარის გარეშე, ადამიანი ხდება სულიერად სუსტი. ამ სისუსტეს მიჰყავს ცუდ გრძნობებთან, არასასურველ აზრებთან, და შეუფერებელ მოქმედებებთან. ეს სათნოება არის საუკეთესოდ გაშენებული არასასურველ ვითარებებში და ადამიანი შეიძლება სიხარულით მიემშვიდობოს სირთულეებს იმის ნაცვლად რომ ჩათვალოს ეს არასასურველად. მაშასადამე, რთული მომენტები, და დარდის და ტანჯვის გარემო გთავაზობთ იდეალურ შესაძლებლობას კშამას განვითარებისთვის. ამის მიუხედავად, გონებრივი სისუსტის და უმეცრების გამო, ჩვენ გავურბივართ მტკივნეულ განსაცდელებს და გაჭირვებას. თქვენ არ უნდა იყოთ სუსტი; იყავით გულადი და მიემშვიდობეთ სიძნელებს. დაე მოვიდეს ეს, რაც მეტი მით სასიხარულო. მხოლოდ ასეთი მამაცური დამოკიდებულებით, შეგეძლებათ თქვენ თქვენში დაფარული კშამას გარეთ გამოტანა.
– ღმრთიური საუბარი, 25 მაისი, 2000.
17.09.2015
იასვარამ აკურთხა განაპატი სიტყვებით, “მე მაქვს ბევრი ატრიბუტი, მაგრამ არა შენი გონიერება. ამიტომ ჩემთვის თაყვანისცემის შემოთავაზებამდე, დაე ყველა ადამიანმა შენ გცეს თაყვანი. ეს არის სიკეთე რომელსაც მე შენ განიჭებ”. იასვარა არის მშობელი რომელმაც მაშინ მიანიჭა მაღალი სტატუსის ასეთი ღირსება თავის საკუთარ ვაჟიშვილს. აქედან გამომდინარე განაპატი წარმოადგენს უცვეთ პრინციპს. ის არის ყველა პოტენციის განხორციელება. ის არის ბინადარი ყველა სახის გონიერების. არაფერი ცუდი არ მოხდება სადაც კი ის ესწრება. განაპატი იკავებს იმის პოზიციას ვინც არის ყველა აყვავების წყარო. უფრო მეტიც, მაშინ როდესაც მას უხმობენ ნებისმიერი რამის წამოწყების წინ, არ იქმნება არავითარი დაბრკოლება მის შესასრულებლად. ადამიანები უმზერენ ვიგნესვარას დღესასწაულს როგორც რაღაც რუტინის საქმეს. მაგრამ ვიგნესვარა ახორციელებს ყველა ღმრთაების ყველა ფორმას და ყველა ძალას. საკმარისი არ არის მისი თაყვანისცემა წელიწადში ერთხელ. თქვენ მას თაყვანი უნდა სცეთ ყოველთვის.
– ღმრთიური საუბარი, 25 აგვისტო, 1998.
18.09.2015
შებინდების არასიცხადეში, ადამიანი შეცდომით სქელ თოკს იღებს გველად. როდესაც ადგილი განათდება მხოლოდ თოკი რჩება – გველი არასოდეს იყო აქ. მომენტალური ცდომილება იწვევს გველის მოჩვენებას და თოკის არ არსებობას. ამ ფენომენს ეწოდება მაია. მაია გაიძულებთ თქვენ წარმოიდგინოთ იმის დასწრება რაც აქ არ არის და დაიჯეროთ იმის არსებობა რაც არ არსებობს. პრაკრიტის კომბინირებული ძალა, ავიდია და მაია (ფენომენალური მსოფლიო, უმეცრება და ცდომილება) აიძულებს ადამიანებს დაივიწყონ თავისი ჭეშმარიტი ბუნება. ადამიანები ხშირად წარმოიდგენენ რომ მათ შეასრულეს ბევრი რამ, და სჯერათ რომ ყველა მათი მიღწევა მთლიანად სათანადოა მათი საკუთარი ძალისხმევების და უნარების. ისინი ივიწყებენ ჭეშმარიტებას რომ არსებობს უმაღლესი ძალაუფლება რომელიც მართავს მოქმედების ძალას ისევე როგორც მის შედეგს! არსებობს ცდომილების (ბჰრამას) ეფექტი. ამ ცდომილების მოშორებაში დასახმარებლად და ადამიანის შესაძლებლობის მისაღებად რომ გაიგოს დამახასიათებელი ღმრთიური ბუნება, ძველები ურჩევდნენ ლოცვებს.
– ღმრთიური საუბარი, 12 სექტემბერი, 1991.
19.09.2015
ღმერთი არის უსასრულო. ის შეუძლებელია გაიზომოს ან შედარდეს რაიმესთან, რადგან არ არსებოს ‘სხვა’ შესადარებლად. ვედები აცხადებს “ის არის ერთი მარტო მეორეს გარეშე” (ეკამ ევა ადვითიიამ). ღმრთიურმა ინება: “მე ვარ ერთი; მე ვიქნები ბევრი” (ეკოჰამ ბაჰუსიაამ). მისი ნებით ღმერთმა გააცხადა თავისი თავი ბევრში. ყველა რელიგია აღიარებს ამ ჭეშმარიტებას. ბიბლია აცხადებს: “ღმერთმა შექმნა ადამიანი მისი საკუთარი სახით”. ამგვარად ერთიდან მრავალფეროვანი კოსმოსი გაჩნდა. ცოდნის გაზრდით, ცხოველური ბუნება კაცში შემცირდა და მან შეძლო განვითარება და თავისი კულტურის დახვეწა. როგორც იტყვიან, ღმრთიურება ჩნდება ადამიანის ფორმაში (დაივამ მანუშა რუპენა). აქედან გამომდინარე არ განიხილოთ თქვენი თავი როგორც უბრალოდ ბუნების პროდუქტი, გრძნობების და ფიზიკური ელემენტების არსება. თქვენ ხართ ღმრთიურების განხორციელება.
– ღმრთიური საუბარი, 15 სექტემბერი, 1988.
20.09.2015
თქვენ შეიძლება გქონდეთ უზარმაზარი რწმენა ღმერთში. მაგრამ დრო და დრო, მაიას სიმძლავრემ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ამ რწმენას. ამიტომ იყავით ფრთხილად. მაჰაბჰარატაში კრიშნას ერთგული მორწმუნეებიც კი როგორიც იყვნენ დჰარმარაჯა და არჯუნა ყოყმანობდნენ და სჭირდებოდათ მათი მოვალეობების შეხსენება შესაბამისად ბჰიშმას და დრაუპადის მეშვეობით. რწმენა ღმერთში არასოდეს არ უნდა ირყეოდეს. არანაირ ვითარებაში არავინ არ უნდა წავიდეს ღმრთიური მიწერილობების წინააღმდეგ. როგორი თაყვანისცემაც არ უნდა შესთავაზოს ადამიანმა, მან როგორ ინტენსიურადაც არ უნდა იმედიტიროს, თუ ის არღვევს უფლის ბრძანებებს, ასეთი ერთგულების პრაქტიკა ხდება უსარგებლო. ამის აზრი ის არის რომ უფალს არ აქვს ანგარებიანი მისწრაფებები ან მიზნები. ადამიანები მცირე ჭკუის, ვიწრო და ანგარებიანი მოტივებიდან არჩევენ მოქმედებას უფლის წმინდა და კეთილშობილური ბრძანებების წინააღმდეგ. თუნდაც ცოდვის მცირე მოქმედებებს შეუძლია თავის დროზე მიიღოს საშინელი მასშტაბები.
– ღმრთიური საუბარი, 12 სექტემბერი, 1991.
21.09.15
ყოველი არსება არის ღმრთიურების განხორციელება. ჭეშმარიტი ადამიანური ურთიერთობები შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ მაშინ როდესაც ეს ჭეშმარიტება იქნება აღიარებული. პირველი ეტაპი არის სადაც თქვენ იგებთ, ‘მე ვარ სინათლეში’. შემდეგ არის როდესაც თქვენ იცით, ‘სინათლე არის ჩემში’, და ბოლოს თქვენ აცნობიერებთ ‘მე ვარ სინათლე’. ‘მე’ წარმოადგენს სიყვარულს და სინათლეს რაც ნიშნავს უზენაეს სიბრძნეს (ჯნანას). როდესაც სიყვარული და სინათლე ერთიანდება, ხდება რეალიზება. ერთგულების გზა არის უფრო ადვილი ვიდრე სიბრძნის გზა. სიყვარული უნდა მოვიდეს შიგნიდან და არა იძულებით გარედან. განივითარეთ სპონტანური სიყვარული. უარი უნდა თქვათ წყალობისთვის ღმერთთან შუამდგომლობის დამოკიდებულებაზე. ღმერთისადმი სიყვარული არ უნდა დაეფუძნოს მომსახურებას მომსახურებისთვის, წყალობის ძებნას ლოცვების და ღმერთისთვის შეთავაზებების სანაცვლოდ. მოათავსეთ თქვენი რწმენა ღმერთში და ასრულეთ თქვენი მოვალეობა თქვენი საუკეთესო უნარებით. გააჯერეთ თქვენი თავი სიყვარულით და გაუნაწილეთ ეს ყველას.
– ღმრთიური საუბარი, 15 სექტემბერი, 1988.
22.09.2015
თქვენ შეიძლება დააყენოთ კერპები და თაყვანისცეთ მათ. მაგრამ არ დაივიწყოთ შინაგანი მნიშვნელობა მთელი ამ თაყვანისცემის. ყველა გარე საქმიანობა საჭიროა მხოლოდ თქვენს დასახმარებლად რომ მიიღოთ არადუალობის სული და განცადოთ ერთობა ნაირსახეობაში. სიყვარული და მსხვერპლგაღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქ სადაც არის სისუფთავე, უმწიკვლობა, უანგარობა, სიწმინდე და ამაღლება იქ არ არის შიში საერთოდ. გაცემა და არა მიღება არის სულიერი სადჰანის ფუძემდებლური პრინციპი. თქვენი გული სავსეა სიყვარულით, მაგრამ თქვენ იყენებთ მას მხოლოდ ანგარებითი მიზნებით ნაცვლად ხალისით მის მისამართად ღმერთისკენ. ღმერთი არის გულში და არა თავში. გული სავსეა სიყვარულით. ყოველ დღე შეახსენეთ თქვენს თავს რომ ღმერთი არის ერთი; ყველა რელიგია იცავს ამ პრინციპს ‘ერთი ღმერთის, რომელიც ყველგანარს’. არ აძაგოთ არც ერთი რელიგია რადგან თითოეული არის გზა ღმერთისკენ. გულში ატარეთ სიყვარული თქვენი ახლობელი ადამიანების მიმართ, მიიღეთ ღმრთიურის კურთხევა. ეს არის სიცოცხლის მიზანი.
– ღმრთიური საუბარი, 9 სექტემბერი, 1994.
23.09.2015
ამ მსოფლიოში არ არსებობს არაფერი უფრო დიდი ვიდრე ბჰაკტი (ერთგულება). ერთხელ ბრძენმა ნარადამ აჩვენა თავის მოსწავლეებს როგორი დიდი არის ერთგულება ვიდრე კიდევ რაიმე მსოფლიოში, ღმრთიურების ჩათვლით. იმ დროს როდესაც ღმრთიურება იყო უფრო დიდი ვიდრე კოსმოსი, რომლიც უფალმა როგორც ვამანამ შეძლო მოეზომა ორი ნაბიჯით, თვით უფალი ატარებდა მის გულში ერთგულებას ერთგულებით. ერთგულება ასაჩუქრებს უმაღლესი უპირატესობით. მხოლოდ ერთგულება არის რეალიზების საშუალება. მხოლოდ ერთგულება იძლევა უმაღლეს მშვიდობას. ერთგულება არის პანაცეა ამ ყველაფრისთვის. ღმრთიური სიყვარული მოიცავს ყველა წმინდა მოქმედებას. ღმრთიურებასთან ერთიანობის მისაღწევად, ადამიანი მზად უნდა იყოს ყველაფრის მსხვერპლად გაღებისთვის. ადვილი არ არის ნებისმიერი ადამიანისთვის ღმრთიურების შესახებ ჭეშმარიტების შეცნობა. მისი ლიილები (სასწაულებრივი თამაშები) არის ჭკუის და სიტყვის მისაწვდომობის მიღმა. არ არსებობს ერთგულებაზე უკეთესი ვედა ან სასტრა.
– ღმრთიური საუბარი, 15 სექტემბერი, 1988.
24.09.2015
სიმართლის თქმა არის ადვილი. მაგრამ სიცრუის აყოლა არის დაკლაკნილი პროცესი. ადამიანმა უნდა მიიღოს ბევრი საწუხარი ერთი ტყუილის დასაფარად უფრო მეტი ტყუილით. აქედან გამომდინარე ნათქვამია: ილაპარაკეთ სიმართლე, ილაპარაკეთ რაც არის სასიამოვნო, არ თქვათ სიმართლე რომელიც არის არასასიამოვნო (სატიამ ბრუიატ, პრიიამ ბრუიატ; ნა ბრუიატ სატიამ აპრიამ). ღმერთი არის ჭეშმარიტების განხორციელება. ჭეშმარიტება არის სამყაროს საფუძველი. ეს ტრანსცენდენტული, უცვლელი ჭეშმარიტება არის ჭკუის, მეტყველების, დროს და სივრცის კატეგორიების მიღმა. ვედანტა აღწერს მას როგორც ‘რიტამ’. იცხოვრეთ ამ ჭეშმარიტებაზე. გაითავისეთ ფაქტი რომ უფალი არის ყოველ ადამიანში. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გააცნობიერებთ ღმრთიურის ყველგანარსებას, თქვენ ადვილად განცდით ღმრთიურს. მაშასადამე, დღეიდანვე უარყავით სვარტა (ეგოურობა), შეატრიალეთ თქვენი ჭკუა უზენაესისკენ (პარატასკენ), ატარეთ ცხოვრება სიმართლით (იადარტით) და განწმინდეთ თქვენი ცხოვრებები. თუ თქვენ გამოიმუშავებთ ღმერთის სიყვარულს უმნიშვნელო მოცულობითაც კი, თქვენ განცდით უსასრულო სიხარულს.
– ღმრთიური საუბარი, 15 სექტემბერი, 1988
25.09.2015
გათავისუფლება არის თქვენი უფლება დაბადებიდან! როდესაც თქვენ გადადგამთ თქვენს ნაბიჯებს უნივერსალური დაუმონებელი დჰარმით განათებულ გზაზე თქვენ გახდებით ნამდვილად თავისუფალი; თუ თქვენ გადაუხვევთ შორს სინათლიდან თქვენ მიიღებთ მონობას. რასაც თქვენ უწოდებთ ‘თავისუფლებას’ გარკვეულწილად არის მონობა. ნამდვილი თავისუფლება მიიღწევა მხოლოდ მაშინ როდესაც ილუზია არ არსებობს, როდესაც არ არსებობს სხეულთან და გრძნობებთან იდენტიფიცირება და ობიექტურ სამყაროსადმი მონობა. ადამიანები რომლებიც გაიქცნენ ამ მონობიდან და მიაღწიეს თავისუფლებას ნამდვილი გრძნობით არიან ძალიან ცოტა რიცხოვნების. მონობა დევს სხეულის როგორც საკუთარი მეს ცნმობიერებით შესრულებულ ყველა მოქმედებაში, ვინაიდან ადამიანი მაშინ არის გრძნობების სათამაშო ნივთი. მხოლოდ ისინი ვინც გაექცა ამ ხვედრს არიან თავისუფლები; ეს ‘თავისუფლება არის იდეალური საფეხური რომელთანაც დჰარმას მიჰყავს. ამ რწმენით მუდმივად ჭკუაში, ადამიანი რომელიც დაკავებულია ცხოვრებისეული საქმიანობით, შეძლებს გათავისუფლებულ პიროვნებად (მუკტა პურუშად) გახდომას.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 2.
26.09.2015
როდესაც ჩვეულებრივი ადამიანები ამბობენ, ‘იდი ნაა დეჰამუ’ (ეს არის ჩემი სხეული), სწავლულები განმარტავენ გამოთქმას ‘ნაა დეჰამუ’ და ამბობენ, ეს ნიშნავს ‘მე არ ვარ სხეული’ (რადგან ‘ნაა’ ნიშნავს ‘არ’. იგივე ლოგიკის გაგრძელებით თქვენთვის შესაძლებელია რომ ყოველ დროს შეინარჩუნოთ სრული სიმშვიდის მდგომარეობა, შეუხებელი ტკივილით და სიამოვნებით, მტკიცებით, რომ ‘ეს მწუხარება და სირთულეები ისევე როგორც ბედნიერება და სიამოვნება არ არის ჩემი. მე ვარ ამ ორობითობის მიღმა’. როდესაც თქვენ ამბობთ ‘ეს არის ჩემი სხეული’. ეს ავტომატურად არ გულისხმობს რომ ‘მე’ არის განსხვავებული ‘სხეულიდან’? როდესაც თქვენ ხართ გაცალკევებული თქვენი სხეულიდან, რატომ უნდა იგრძნოთ ტკივილი მისგან? ჭეშმარიტება ის არის რომ თქვენ ხართ უძლური გადალახოთ სხეულთან მიბმულობის ილუზია და ასევე უძლური ხართ აიტანოთ სხეულზე მიყენებული ტკივილი, რადგან თქვენ რჩებით ადამიანის არსების დონეზე. იცოდეთ რომ მანამ სანამ თქვენ იქნებით მიბმული სხეულთან, დარდი, სირთულეები და ტკივილი ხშირად მოგინახულებთ თქვენ.
– ღმრთიური საუბარი, 1 იანვარი, 2009.
27.09.2015
არც ერთ სხვა ადამიანს არ შეუძლია თქვენი შეზღუდვა; ამას თქვენ თვითონ აკეთებთ! თქვენ ირჩევთ რომ გახდეთ შეზღუდული, გადახვევით უბიწოების (დჰარმას) გზიდან. თუ რწმენა ღმერთის ყველგანარსში არის ღრმად ფესვგადგმული, თქვენ გახდებით მცოდნე რომ ის არის თქვენში და თქვენ აირჩევთ თავისუფლად ყოფნას. ამ რწმენის გასაზრდელად თქვენ უნდა გაიგოთ ღმრთიური (ატმას) ნეტარება მყარად. ღმრთიურების (ატმას) სინამდვილე არის დედაარსი, რომელიც არის უდაო სიბრძნე (ნიშჩიტა-ჯნანა). ამ საფუძვლის გარეშე, თქვენ ადვილად გახდებით ეჭვების, იმედგაცრუებისა და ილუზიის სამიზნე. აქედან გამომდინარე უპირველესად ეცადეთ იყოთ თავისუფალი. ე.ი. წარმატებული სიცოცხლის წინაპირობად, ჩაინერგეთ რწმენა უბიწოებაში (დჰარმაში) როგორც თქვენი პიროვნების ბირთვში, და შემდეგ ისწავლეთ და აპრაქტიკეთ დისციპლინა რომელიც საჭიროა ამ ბირთვის ჩასაწვდომად. როდესაც თქვენ შეიძენთ ამ კვალიფიკაციას, თქვენ შეძლებთ მთლიანად დაკავებას ყოფით საქმიანობაში, უბიწოების (დჰარმას) დადგენილებათა მიდევნით. ამგვარად თქვენ ტრანსფორმირებთ თქვენს თავს მორალურ პიროვნებად (დჰარმა-პურუშად).
– დჰარმა ვაჰინი, თავი 2.
28.09.2015
თუმცა დიდმა ალექსანდრემ დაიპყრო მსოფლიოს დიდი ნაწილები, მან ვერ შეძლო თან წაღება იოტისოდენა ქონებისაც კი რომელიც მან მოიპოვა. მან დატოვა მსოფლიო ცარიელი ხელებით. ამ ჭეშმარიტების მსოფლიოში საჩვენებლად მან დაავალა თავის მინისტრებს წაეღოთ მისი მკვდარი სხეული პროცესიაზე მისი დედაქალაქის ქუჩების გავლით, მაღლა აწეული ორივე ხელის, ცის მინიშნების მდგომარეობაში დაჭერით. როდესაც მინისტრებმა ჰკითხეს მას ამ უცნაური თხოვნის მიზანი, იმპერატორმა ალექსანდრემ უპასუხა, “მე დავიპყრე რამდენიმე ქვეყანა, დავაგროვე დიდი სიმდიდრე და ვაკონტროლე უზარმაზარი არმია, ამის მიუხედავად მე ვბრუნდები უკან ცარიელი ხელებით – აჩვენეთ ეს ყველას”. თქვენ შეიძლება დახარჯოთ დიდი დრო მთელი ძალისხმევით დიდი სიმდიდრის შესაძენად. ამის მიუხედავად, ერთი ბღუჯა მიწაც კი არ წამოვა თქვენთან როდესაც თქვენ დატოვებთ სხეულს. აქედან გამომდინარე, ახლა მაინც მიიღეთ ის ფაქტი რომ თქვენ ხართ ღმრთიური, და ეცადეთ დააფასოთ იგივე ღმრთიურება ყველაში თქვენს ირგვლივ.
– ღმრთიური საუბარი, 1 იანვარი, 2009.
29.09.2015
ზოგიერთ ადამიანს აქვს შეხედულება რომ სამუშაოზე აყვანილად ყოფნა არის მონობა, მაშინ როდესაც სახლში ჯდომა რაიმე გარკვეული სამუშაოს გარეშე არის თავისუფლება! ეს არის დაბალი გონიერების ნიშანი. როდესაც ადამიანი აყვანილია სამუშაოზე ის ემორჩილება მის ხელმძღვანელს. იგივემხრივ, სახლში ყოფნისას, შეუძლია ვინმეს გაექცეს ოჯახის მოთხოვნებსა და იძულებებს? მაშინაც კი როდესაც თქვენ ხართ თქვენს მეგობრებში, თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ მათი ფანტაზიის შესაბამისი მოქმედების საჭიროებას? აქედან გამომდინარე, გაიგეთ რომ სიცოცხლე მთლიანად არის საპყრობილე; განსხვავება არის უბრალოდ თავისუფლების აღკვეთის ტიპებში! თქვენ იგრძნობთ ამას ამ სახით მანამ სანამ იარსებებს თქვენი სხეულთან იდენტიფიცირების დამოკიდებულება. მეორე მხრივ გათავისუფლებულმა პიროვნებამ უნდა გათელოს ფეხქვეშ თავისი ეგოურობა, გაარჩიოს გრძნობითი სიამოვნება ნამდვილი ბედნიერებისგან და შეასრულოს თავისი მოვალეობები. ისინი იყენებენ მოვალეობას (კარმას) როგორც დახმარებას ეგოს დანგრევაში საშველად. ეს არის თავისუფლების და ბედნიერების გზა.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 2.
30.09.2015
თქვენ ზედმეტად იბრძვით და გეგმავთ ცალკეულ სქემებს დღედაღამ მათზე ფიქრით. ყველა თქვენი ძალისხმევის მიუხედავად რაც უნდა წავიდეს თქვენი ხელებიდან წავა. სხეული არის წყალის ბუშტის მსგავსი. ჭკუა არის შეშლილი მაიმუნის მსგავსი. თუ თქვენ მისდევთ ამ შეშლილ მაიმუნს, თქვენ მოხვდებით სირთულეებში. იმავენაირად, თუ თქვენ გაქვთ რწმენა სხეულში, თქვენ არ იცით როდის გასკდება ეს სხეული, რომელიც არის წყალის ბუშტის მსგავსი. არაფერი არ არის მუდმივი. მხოლოდ ათმა (მე) არის მარადიული და უკვდავი. “მე”, “საკუთარი მე”, “ღმერთი” ეს ყველა არის სხვადასხვა სახელი რომლითაც ათმასვარუპა არის წოდებული. ღმერთი ინკარნირებული იყო როგორც რამა, კრიშნა და ა.შ., და გამოიარა ზოგიერთი სირთულეები დიდი იდეალების საჩვენებლად. ბოლოს მათაც დატოვეს სიკვდილის სახვევი. ავატარების ფიზიკური სხეულები განიცდის ცვლილებას, მაგრამ ღმრთიური ათმა ამ სხეულებში რჩება იგივე. ეს არის ყველგანდამსწრე, მარადიული და უცვლელი. ღმრთიურება ადამიანის ყველა არსებაში არის ერთი და იგივე.
– ღმრთიური საუბარი, 1 იანვარი, 2009.

ბაბა

კომენტარის დატოვება