ნოემბერი

1.11.19.
ადამიანები უფრო ხარბდებიან სხვისი ცხოვრების შესახებ ცოდნას. მათ სურთ საკუთარი თავისგან თავის დაღწევა სხვებით დაინტერესებით. მათ არ სურთ საკუთარი ცხოვრების დეტალების ან საკუთარი პრობლემების შესახებ შეწუხება ან რეფორმებზე რეაგირება და საკუთარი თავის რეაბილიტირება! რა სარგებელი აქვს ყველა იმ ინფორმაციის ტვირთს რომელსაც თქვენ ეძებთ თქვენს თავში სატარებლად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ცოდნას, როდესაც არ გაქვთ ცოდნა საკუთარი თავის რეგიონის შესახებ, რაც ნამდვილად არის ცენტრი ყველა ინტერესის რომელსაც თქვენ ავლენთ? კარგი არ არის ხეტიალი მთელ მსოფლიოზე, დაკავშირება სხვადასხვა რასის ადამიანებთან და მთელი ყურადღების დაკავება შოვნითა და ხარჯვით თქვენი საკუთარი იდენტურობის გაგების შემძლეობის გარეშე! გაითავისეთ და გააცნობიერეთ ის ფაქტი რომ ადამიანის ტანის ხე ნაყოფიერებას იჩენს მხოლოდ მაშინ როცა იგი იძლევა სიყვარულს (პრემას) მოსავალს. ეს ტკბილი საჩუქარი არის მიზეზი რატომაც ის იზრდება და რატომაც ის უნდა იყოს ყოველთვის ნალოლიავები!
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 12 აპრილი.
2.11.19.
სანამ სიცოცხლე შენარჩუნდება, თქვენ დაჭერილი იქნებით სიმაღლეებსა და სიღრმეებში, კარგსა და ცუდში, სისწორეებსა და შეცდომებში. დუალობა გარდაუვალია. ეს აუცილებელიც კი არის. მაინც, სიყვარულის ტკბილი ხილით დასატკბობად თქვენ უნდა მოაცილოთ სიბრაზის, ავგულობის, შურისა და სიხარბის სქელი კანი. გამოიყენეთ სიმწარე თქვენში სიტკბოს დასაცავად და განსავითარებლად თქვენს შიგნით. წმინდანთა და ბრძენთა გამოცდილებიდან, თქვენ შეგიძლიათ გააცნობიეროთ რომ გარე სამყაროდან მიღებული სიხარული უსასრულოდ მცირე სიდიდისაა როდესაც ადარებთ სულიერი დისციპლინით მოპოვებულ ნეტარებასთან. ამ ნეტარების მოსაპოვებლად, სულიერი ძალისხმევა განჯაჭვულობასთან ერთად არის აუცილებელი. მიწიდან წყლის ამოსაქაჩად ჭაბურღილის მეშვეობით, ჭაბურღილის მილები უნდა იყოს თავისუფალი ჰაერისგან იმიტომ რომ წყალი მაღლა ამოიწიოს. თუ ჰაერი შედის, წყალი არ ამოვა. ასევე, დარწმუნებული უნდა იყოთ რომ მიჯაჭვულობა ამქვეყნიურ საგნებთან ზიანს არ აყენებს თქვენს სულიერ ძალისხმევას. სიყვარული ვერ ამოჩქებს თუ გრძნობითი სიამოვნებები და პირადი სიამაყე მიაწყდება ჭკუას!
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 12 აგვისტო.
3.11.19.
ადამიანი მტირალი იმის გამო რომ ის დაკბენილი იყო კობრას მიერ სიზმარში შეიძლება განიკურნოს უბრალოდ გაღვიძებით! ექიმი არ არის საჭირო. ზუსტად ასე, როცა არჯუნას, რომელიც იტანჯებოდა უმეცრებისგან (აჯნანასგან), გადაეცა სულიერი ცოდნა (ჯნანა), ის გამოკეთდა და ასრულებდა თავის მოვალეობას. ტკივილი და გველი ორივე ქრება, როდესაც მძინარე ‘იღვიძებს’. კარების გასახსნელად, თქვენ უნდა გადაატრიალოთ გასაღები მარჯვნივ! ამის მსგავსად თქვენ უნდა შეტრიალდეთ შიგნით ღმერთისა და უბიწოებისკენ, მაშინ თქვენი ჩაკეტილი გული გაიხსნება და მონობის ჯაჭვი მოსცილდება. შეატრიალეთ გასაღები მარცხნივ, და თქვენ შეიკვრებით რადგან კარები ჩაიკეტება! ამ სულიერი გაღვიძებისთვის მთავარი მოთხოვნაა რწმენა ღმერთში და რწმენა საკუთარ თავში! თქვენ შეძლებთ მთების გადაადგილებას, მხოლოდ თუ თქვენ დაიპყროთ თქვენს ჭკუას! ალაგმეთ თქვენი გრძნობები და გამოიყენეთ თქვენი ინსტრუმენტები სასარგებლო არხებში; ეს დაშედეგდება სიხარულში თქვენთვის და სხვებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 12 აგვისტო.
4.11.19.
გამოცდები არის უფრო წყალობის გამოვლენა ვიდრე გაბრაზების. ღმერთის საშინელი ასპექტი არსებითად არ არის საშინელი. ღმერთი არის აღწერილი როგორც რასო ვაი საჰ – ის არის თვით სიტკბო. როგორ შეიძლება სიტკბო ოდესმე მწარე გახდეს? ღმრთიურება არის წუნდაუდებლად სუფთა სარკე, თქვენ ხედავთ მასში თქვენს საკუთარ ანარეკლს. როდესაც თქვენ გაქვთ ტერორ-დამრტყმელი მიდრეკილებები, ანარეკლი რომელსაც თქვენ ხედავთ ურტყამს ტერორს თქვენში. როდესაც თქვენ გაქვთ რბილი უვნებელი მიდრეკილებები, ანარეკლი იქნება ნაზი და რბილი. ნუ დაადანაშაულებთ ღმრთიურებას, როგორც ამას ბევრი ადამიანი აკეთებს. როდესაც ყველაფერი სწორად მიდის, თქვენ ამბობთ, რომ ღმერთი ძალიან ახლოს არის თქვენთან; როდესაც რამე არასწორედ მიდის, თქვენ ამბობთ, რომ ღმერთმა მიგატოვათ და შორს წავიდა! ის არასოდეს მიდის შორს ან მოდის ახლოს. მანძილი ღმერთიდან თქვენამდე ზუსტად იგივეა რაც თქვენგან ღმერთამდე. ის არის ყველგან. ის არის ყოველთვის შენს გულში. შეიცანით ის იქ; გააცნობიერეთ ის როგორც ყველაზე ახლოს მყოფი და უახლოესი თქვენთან. ის არის თქვენი საკუთარი მე, არც საშინელი და არც სათუთი, მაგრამ უბრალოდ ‘არის’.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 30 მაისი.
5.11.19.
მატერიალურ სიმდიდრეს თავისთან ერთად მოაქვს არა მხოლოდ სიხარული, არამედ მწუხარებაც ასევე. სიმდიდრის დაგროვებას და სურვილების გამრავლებას მიჰყავს მხოლოდ სიხარულისა და დარდის მონაცვლეობასთან. მიჯაჭვულობა არის სიხარულის და მწუხარების ძირითადი მიზეზი; გამოცალკევება არის მხსნელი. მიჯაჭვულობა (აშაკთი) არის სიკვდილი (მარაკა); მიუჯაჭველობა (ანაშაკთი) არის მხსნელი (თარაკა). მილიონერი იხდის საშემოსავლო გადასახადს ცრემლებით მის თვალებში; სკოლის დირექტორი სიხარულით უარს ამბობს თავისი სკოლის ავეჯსა და ლაბორატორიულ ტექნიკაზე, როდესაც ის სხვა რაიმე ადგილზეა გადაყვანილი. რატომ? იმის გამო, რომ ხელმძღვანელმა იცის რომ ის მხოლოდ აღმზრდელია, არა მეპატრონე. ის არ არის მიჯაჭვული ამ ნივთებზე; მან იცის რომ ესენი მთავრობის კუთვნილებაა. ზუსტად ასე იგრძენით რომ თქვენი ოჯახი, თქვენი სახლი, თქვენი მინდვრები, თქვენი მანქანა და ა.შ. ყველაფერი არის უფლის ქონება და რომ თქვენ ხართ მხოლოდ მინდობილი მესაკუთრე; იყავით მზად დატოვოთ ეს ბუდბუტის გარეშე როცა მომენტი გაცხადდება.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 19 აგვისტო.
6.11.19.
თუ თქვენ განპირობებული ავადმყოფობით იფხიზლებთ თორმეტი საათის განმავლობაში შივარათრიზე (უფალ შივას დიდი ღამის ზეიმზე), სიფხიზლე ვერ მოიპოვებს მის წყალობას. თუ თქვენ იჩხუბებთ თქვენს მეუღლესთან და მოწყდებით საკვებიდან მთელი ერთი დღე, ეს არ ჩაიწერება ღმერთის წიგნში როგორც მარხულობა. გახსოვდეთ ბჰოგა (სიამოვნების განმცდელი) შეიძლება იყოს ბჰაკტა (ერთგული); ნებისმიერი ადამიანი ხედვით მოგებაზე რასაც ის იმსახურებს ღმერთსადმი მსახურებიდან, ვერასდროს შეძლებს ყოფნას ჭეშმარიტ ერთგულად. ადამიანებს ერთ დღეს ქებით ცამდე აჰყავთ რამა და მეორე დღეს საჯაროდ გმობენ მას, როდესაც მათი სიმდიდრე ილევა. ამის მსგავსად, მათ ვინც აცხადებს ‘ჩემი ღმერთი არის დიდი და სხვების პატარა’, არ იციან სულიერი დისციპლინის ელემენტები და არიან უვარგისი სულიერი მსახურების სფეროში შესასვლელად. დჰანა (ფული) არის მსოფლიოს ვალუტა; სადჰანა არის სულის ვალუტა. უფალი ეძებს სისუფთავეს, გულწრფელობას და მუდმივ სიხარულს სადჰანაში, მის სახელზე ფიქრსა და მისი ფორმის განჭვრეტაში.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 19 აგვისტო.
7.11.19.
მოკაშკაშე მზის დანახვა შეიძლება მხოლოდ მისი საკუთარი სინათლით. ამის მსგავსად, მხოლოდ ღმერთის წყალობით შეგიძლიათ თქვენ მიიღოთ ღმრთიური ხედვა. არავითარი უნარი, ინტელექტუალური ძალისხმევა ან სწავლულობა არ არის საჭირო ღმერთის განსაცდელად. ისევე როგორც ღრუბლებმა შეიძლება მზე დააბნელოს, ღრუბლები ეგოიზმის, მიჯაჭვულობისა და სიძულვილის ადამიანს აცილებს ღმრთიურის დანახვიდან. ლოცვა და სადჰანა არის ის საშუალებები, რითაც ეს ღრუბლები იფანტება. სადჰანა არის სამეფო გზა ღმრთაებრივამდე მისასვლელად. ადამიანის ხასიათი არის კარგისა და ცუდის ნაერთი. მას, ვისშიც კარგი თვისებები ჭარბობს, აქვს სხვებში მხოლოდ სიკეთის დანახვის მიდრეკილება. ისინი, ვისაც აქვთ თანაბარგანწყობა ხედავენ კარგ და ცუდ ხარისხებს მიუკერძოებლად. ამიტომ აუცილებელია კარგი ხარისხების კულტივირება. სამყარო უნდა განიხილებოდეს როგორც ღმრთიურის არეკლილი სურათი. ყველა მოქმედება უნდა შესრულდეს ღმრთიურისადმი შესაწირავის სახით.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 11 თებერვალი.
8.11.19.
განვიხილოთ საკვები რომელსაც თქვენ ჭამთ – ეს არის შივამ (ხელშემწყობი), როდესაც თქვენ იღებთ მას გონიერად და ზომიერად. ეს ხდება რუდრამი (მაწყინარი), გამანადგურებელი მისი მოქმედებით, თუ მოხმარებულია სიხარბითა და შეუსაბამო პროპორციით. სინამდვილეში, ყოველი ნივთი ან აზრი, რომელიც აფერხებს ღმრთიური ნეტარების (ანანდას) მიღწევას ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში, განსაცდელსა თუ იდეაში, არის რუდრა; ყოველი ნაბიჯი გადადგმული შეზღუდვის, რეგულირების, კონტროლის, პროგრესისა და სუბლიმაციისკენ არის შივამ (ხელშემწყობი, ნაყოფიერი, მარგებელი). სურვილი არის ის რაც მოსვენებას არ აძლევს ადამიანს და ხდის მის საკვებს მარგებლად ან საწყევლად. ჭკუა არის ის რაც იღებს სურვილის გადაწყვეტილებას და მიმართავს მას. ბასრი დანა შეიძლება გამოყენებული იყოს ხილის დაჭრისთვის ან ჩარჭობისთვის. ქირურგის ხელში, მას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა, უპირატესად ვიდრე მისი მოსპობა. არასოდეს დაივიწყოთ, რომ საკუთარ ჭკუას შეუძლია გაგათავისუფლოთ თქვენ მონობიდან ან უფრო მჭიდროდ შეგკრათ ობიექტურ სამყაროსთან. უსმინეთ ყველგანმყოფ ღმერთს როგორც თქვენს შიგნით წარმოდგენილ შიდა მოტივატორს და ნება მიეცით მას რომ თქვენ გიმეგზუროთ.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 30 მაისი.
9.11.19.
ღმრთაებრივი სახელის ძალა შეუდარებელია. ხშირად ადამიანები მას არასერიოზულად იღებენ. ისინი შეცდომით ბრილიანტად იღებენ მბზინავ შუშის ნაჭერს. ნამდვილი ბრილიანტი ძალიან განსხვავებულია! რა არის ეს “ნამდვილი ბრილიანტი”? “მოკვდა ჭკუა“ – ღმერთის სახელი არის ნამდვილი ბრილიანტი! ამიტომ, დაიჭირეთ იგი დაცულად და უსაფრთხოდ და ეძებეთ თავშესაფარი უფლის ლოტოსის ტერფებთან! თქვენ ხართ ყველაზე ბედნიერი მონაწილეობის მიღებით აკჰანდა ბჰაჯანში. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. არასოდეს დაკარგოთ ბჰაჯანებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მხოლოდ თუ თქვენ კარგად იყენებთ მას, თქვენი სიცოცხლე იქნება განწმენდილი. თქვენ როგორც კი მოძებნით თავშესაფარს მასში, არასოდეს თქვათ უარი მასზე. სადაც გინდა წახვიდეთ, ღმრთიური ტერფები დაგიცავთ თქვენ! დააყენეთ ღმრთიური სახელი მყარად თქვენს გულში, თქვენი სიცოცხლე გახდება განწმენდილი. ეს არის ერთგულება (ბჰაკთი). ეს არის თქვენი ძალა (შაკთი). ეს არის გათავისუფლება (მუკთი). გლობალური აკჰანდა ბჰაჯანი ტარდება ყოველ წელს თქვენს შესახსენებლად და ამ სულის ხელახლა აღსაძვრელად!
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 13 ნოემბერი.
10.11.19.
ღმრთიიური სიყვარულის ტანმოსილებო! როდესაც თქვენ იგალობებთ ღმრთიურ სახელს სიყვარულით სულ მცირე ერთჯერ, თქვენ განცდით აღუწერელ და აურაცხელ ნეტარებას თქვენს გულში. ღმრთიური სახელი ადნობს თუნდაც გულქვა ადამიანს. ყინულიც კი მოითხოვს დროს გასადნობად, მაგრამ ღმერთის გული დნება წამიერად როდესაც თქვენ გალობთ მის სახელს სიყვარულით. ამიტომ იგალობეთ უფლის სახელი. იმ დროსაც კი როდესაც თქვენ მოგზაურობთ, თქვენ უნდა იგალობოთ მისი სახელი ჩუმად სხვების ყურადღების მიზიდვის გარეშე. ყველგან, ყოველ დროს და ყველა ვითარებაში, თქვენ უნდა იფიქროთ ღმერთის სახელზე (სარვადა სარვა კალეშუ სარვატრა რამა ჩინტანამ). არ არსებობს უფრო დიდი სულიერი ვარჯიში ვიდრე ეს. ყველა სულიერი პრაქტიკის არსი მოცულია უფლის სახელის განუწყვეტლივ გალობით. ქალი იუგაში, ღმერთის ღმრთიური სახელის გალობა არის მარტო სამეფო გზა გათავისუფლების მისაღწევად. განივითარეთ კეთილი გრძნობები, იფიქრეთ ღმერთზე სრული რწმენით რომ ის მოგცემთ ყველაფერს რაც თქვენ გჭირდებათ. მე გაკურთხებთ თქვენ თქვენი სიცოცხლის გატარებაზე სიყვარულით, მშვიდობითა და ბედნიერებით!
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 14 აპრილი.
11.11.19.
მე მინდა რაღაც გითხრათ, სასარგებლოა არა ის რასაც თქვენ ისმენთ, არამედ ის რასაც თქვენ დებთ ყოველდღიურ პრაქტიკაში. გინავითარეთ უარი საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების მიმართ. შეამოწმეთ თითეული არსებითობის სასინჯ ქვაზე. როდესაც თქვენს ბინებში ნივთებს აგროვებთ, თქვენ მხოლოდ სიბნელეს და მტვერს უწყობთ ხელს; ასევე, ნუ შეაგროვებთ და შეინახავთ ძალიან ბევრ მასალას თქვენს ჭკუაში. იმოგზაურეთ მსუბუქად. იქონიეთ უბრალოდ საკმარისი სიცოცხლის გასატარებლად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. პაპუს (ოსპისგან დამზადებულ კერძს) უნდა ჰქონდეს მხოლოდ საკმარისი უპპუ (მარილი) გემოს მისაცემად; ანუ, არ გააფუჭოთ კერძი ბევრი მარილის დამატებით. ცხოვრება ძალიან რთული ხდება სატარებლად თუ თქვენ მასში ძალიან ბევრ სურვილს ჩადებთ. შეზღუდეთ თქვენი სურვილები თქვენს შესაძლებლობებამდე და მათ შორისაც კი, იქონიეთ მხოლოდ ის რაც ხანგრძლივ სიხარულს მოგცემთ. არ გაედევნოთ მოდას და სახალხო მოწონებას და არ დაძაბოთ თქვენი რესურსები სავსებით უვარგისად. ასევე, მიჰყევით თქვენს საკუთარ დჰარმას და იმ წესების კოდექსს რომელიც არეგულირებს ცხოვრებას ან ეტაპს რომელიც თქვენ გაქვთ მიღწეული.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 19 აგვისტო.
12.11.19.
რამდენ ხანს შეგვიძლია მოვითმინოთ ბიჭი რომელიც სკოლაში იმავე კლასში რჩება? ის, ყოველ წელს უნდა გადავიდეს ერთი კლასიდან მომდევნო უფრო მაღალ კლასში. სულიერი ასპირანტიც არ უნდა გაჩერდეს დიდხანს ერთ სადჰანაში. ღმერთთან ოსტატ-მსახურის ურთიერთობიდან, ასპირანტმა უნდა წინ წაიწიოს ტან-კიდურის ურთიერთობაში და მიაღწიოს ყოვლისმომცველ ერთთან გაერთიანების ეტაპს – ანუ დუალიზმიდან (დვაიტადან), განპირობებული არა დუალიზმით (ვიშისთა ადვაიტით) მონიზმს ან არა დუალიზმს (ადვაიტას). საწყის ეტაპზე, კაცი თაყვანს სცემს ღმერთის პორტრეტებს ან კერპებს პატივისცემის ყველა თექვსმეტივე ფორმაში. მაგრამ, ის უნდა პროგრესირდეს ამ სტადიიდან ათმას ცნობიერებამდე. ყვავილები მალე ჭკნება და ლპება. ყვავილების შეთავაზების ეფექტი შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. რაც ღმერთს უფრო მეტად უყვარს არის ყვავილები აყვავებული საკუთარი ცხოვრების ხეზე, რომელიც საკუთარი უნარებითა და გულწრფელობით იკვებება და იზრდება. ესენი არის სათნოების ყვავილები გამოზრდილი ადამიანის გულის ბაღში.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 6 ოქტომბერი.
13.11.19.
აჰიმსა, არაძალადობის სათნოება, პირველი სათნოების ყვავილია, რომელიც ღმერთს ყველაზე მეტად უყვარს. ეს ნიშნავს გაცილებით მეტს, ვიდრე ცოცხალი არსების დაზიანებისგან თავის შეიკავებას. თავი უნდა შეიკავოთ ტკივილის გამოწვევისგან ნებისმიერი ცოცხალი არსების მიმართ არა მხოლოდ საქმეებით, არამედ სიტყვებითაც და აზრებითაც. არ უნდა მიიღოთ სხვისი დაზიანების ან დამცირების რაიმე იდეა. მეორე ყვავილი, რომელიც ღმერთს სურს, არის გრძნობების კონტროლი და გრძნობებზე ბატონობა (ინდრია ნიგრაჰამ). არ უნდა ირბინოთ გრძნობითი სიამოვნებისა და შეგრძნების სიხარულის უკან. მესამე ყვავილი, რომელიც უფლისთვის ძალიან ძვირფასია არის თანაგრძნობა (დაია). თანაგრძნობა ყველა ცოცხალი არსებისა და ყველაფრის მიმართ სასიამოვნოა უფლისთვის (სარვაბჰუთა-დაია), რადგან „ყველაფერი ღმერთია“, ნამდვილად! თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ რომ წმინდა წერილები გვასწავლის ჩვენ რომ ნებისმიერი ღმერთისადმი თაყვანისა და პატივის ცემა აღწევს უზენაესს (სარვა დევა ნამასკარამ კეშავამ პრათი გაკჩათი). ეს ასევე ხელის გულზე უნდა ვატაროთ თანაბრი კანონით, რომ ნებისმიერი ცოცხალი არსების მიმართ შეურაცხყოფა აღწევს უზენაესს (სარვა ჯიივა ტირასკარამ კეშავამ პრატიგაკჩათი)!
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 6 ოქტომბერი.
14.11,19.
სიყვარულის ტანმოსილებო! ბჰარათ არის ცენტრი ჭეშმარიტების, უბიწოებისა და ზნეობის; დამსახურების, ეპიტიმიისა და მსხვერპლშეწირვის (თიაგას), და ის სულიერებისა და ნეტარების სიმდიდრით არის დაჯილდოებული. თქვენი დიდი ბედნიერებაა, რომ დაიბადეთ ამ წმინდა მიწაზე. ძვირფასო შვილებო, თქვენ ყველამ უნდა იცხოვროთ თქვენი სამშობლოს მუდდუ ბიდდალუს (ძვირფასი შვილების) რეპუტაციით. არ გახდეთ მოდდუ ბუდდალუ (ტუტუცი შვილები) ან ჩედდა ბუდალუ (ცუდი შვილები). თქვენი სამშობლო იამაყებს თქვენით მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ კეთილშობილი და იდეალური გახდებით. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ სულიერი ფასეულობების და მსხვერპლის სულის წახალისება. განიხილეთ მსახურება, როგორც თქვენი მოვალეობა. მსახურება არის ღმერთი. ღმრთიურების განცდა შეიძლება. მხოლოდ მსახურების მეშვეობით. ღრმა გამოკვლევის საფუძველზე, თქვენ გეცოდინებათ რომ თქვენ ხართ ღმერთში, ღმერთი არის თქვენში და თქვენ ხართ ღმერთი. თქვენ უნდა იყოთ შემძლე გაიგოთ და იმოქმედოთ დარწმუნებით რომ თქვენ ხართ ღმრთიური ნაპერწკალი!
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 14 იანვარი.
15.11.19.
მეოთხე ყვავილი, რაც ღმერთზე უნდა იყოს შეთავაზებული არის კშამა – ტოლერანტობა ან სიძლიერე. კშამა არის ჭეშმარიტება, უბიწოება, ცოდნა, მსხვერპლი და სიხარული. კშამას გარეშე ვერავინ შეძლებს ერთი წამითაც კი იყოს ბედნიერი! კშამა ამაღლებს ღმრთიურ ხარისხებს და ააშკარავებს ღმრთიურებას თქვენს შიგნით. თქვენ უნდა შეასრულოთ სადჰანა რომ მიიღოთ იგი და დამკვიდრდეთ მასში. ასაზრდოვეთ აზრი რომ ღმერთი თანაბრად არის წარმოდგენილი ყველაფერში, მიუხედავად მასხარად აგდებისა უვიცებისგან და სარკასტული კრიტიკის განუსჯელი ან თუნდაც შემქები თაყვანისმცემლებისგან. მეხუთე ყვავილი არის შანთი – შინაგანი მშვიდობა. შანთი არ ნიშნავს იმას რომ რაც სხვებმა შეიძლება თქვან ან როგორ ბოროტადაც გინდა გამოიყენონ, საერთოდ არ უნდა ირეაგიროთ. ეს არ ნიშნავს იმას რომ ადამიანი უნდა იყოს კლდესავით მდუმარე. იგი გულისხმობს ყველა გრძნობისა და ვნების ბატონობას; შინაგანი მშვიდობა უნდა გახდეს ადამიანის ბუნება. შანთის აქვს განჯაჭვულობა როგორც ძირითადი ხარისხი. ზღვა, რასაც მოსწონს შეკრება და ფლობა, დაბლაა; ღრუბელი რასაც მოსწონს უკუგდება და უარის თქმა, არის მაღლა ცაში.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 6 ოქტომბერი.
16.11.19.
ღმერთისთვის ძვირფასი მეექვსე ყვავილია ასკეტიზმი (თაპასი). თაპასი არ ნიშნავს მეუღლის და შვილების მიტოვებას და ტყის განმარტოვებაში გაქცევას. ნამდვილი ასკეტიზმი არის სრული კოორდინაცია აზრს, სიტყვასა და საქმეს შორის. ბოროტი ადამიანი ამას ვერასოდეს მიაღწევს; ისინი ყალბად იქცევიან საკუთარი თავის მიმართ. როდესაც ადამიანი წარმატებას აღწევს ამ თაპასში, მათ მიერ ნათქვამ სიტყვებს ისეთი ძალა ექნება რომ რასაც კი ისინი იტყვიან გადაიქცევა მანტრებად! მეშვიდე ყვავილია დჰიანა (მედიტირება). დღეს დჰიანას მრავალი მეთოდი არსებობს! გახსოვდეთ, ჩუმად ჯდომა და თქვენი ემოციების და გრძნობების ღმერთზე გადატანა, არ არის დჰიანა. თქვენ ღმერთის დახმარებით გულმოდგინედ უნდა გარდაქმნათ თქვენი ემოციები, სურვილები და გრძნობები ღმრთიურ ხარისხებში – ეს არის ნამდვილი მედიტირება! თქვენი მედიტირების დახმარებით, თქვენ არ უნდა ჩამოაგდოთ ღმერთი დაბლა თქვენს დონეზე; ამის ნაცვლად, თქვენ უნდა აამაღლოთ თქვენი თავი ღმერთის დონეზე!
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 6 ოქტომბერი.
17.11.19.
მერვე ყვავილი რაც ღმერთს ნაზი სიყვარულით უყვარს, არის სათიამ (ჭეშმარიტება), ის რაც სახეშეუცვლელია დროს მსვლელობით. მხოლოდ ღმერთი რჩება უცვლელი წარსულიდან, აწმყოს გავლით მომავალში. როდესაც ეს ყვავილი ყვავილობს თქვენს გულში, თქვენ ჯილდოვდებით მარადიული სურნელებით. თაყვანი ეცით უფალს, შესთავაზეთ ეს რვა ყვავილი არაძალადობის, გრძნობების კონტროლის, თანაგრძნობის, შემწყნარებლობის, შინაგანი სიმშვიდის, ასკეტობის, მედიტირებისა და ჭეშმარიტების, აყვავებული თქვენი გულიდან! დღეს, თქვენ სთავაზობთ ახალ ყვავილებს, და თქვენი ერთგულება არ გრძელდება თუნდაც მანამ სანამ თქვენ გახვალთ სალოცავიდან! როგორც კი თაყვანისცემას დაასრულებთ, გაბრაზება, სიძულვილი და შფოთვა გეუფლებათ თქვენ და გდეგრადირებთ თქვენ. სათნო ხარისხების განვითარების გარეშე, როგორ შეძლებს ნებისმიერი ვინმე ღმერთის წყალობის მოპოვებას? დაკავებულს ასათია ნარაიანა ვრათით (სიცრუის აღთქმით) მთელი 364 დღე, თქვენ რა სიკეთის მიღების იმედი გაქვთ ერთ დღეს სათია ნარაიანა ვრათას შესრულებით? როდესაც თქვენ პრეტენზიას აცხადებთ იყოთ საის ერთგულნი, გაამართლეთ პრეტენზია სათნოების ამ ყვავილების კულტივირებით და ღმერთზე შეთავაზებით.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 6 ოქტომბერი.
18.11.19.
ყველა ძალისხმევა, ყველა ლაპარაკი და ყველა სიამოვნება სასაფლაოთი მთავრდება. ყოველი ნაბიჯი ადამიანს აახლოვებს მასთან, არ აშორებს. მაშ, რატომ ხარობთ როდესაც ცხოვრობთ, იჯერებთ რომ ეს არის ნამდვილი და ხანგრძლივი? თქვენ მოსმენილი უნდა გქონდეთ ეს: აპრაქტიკეთ ორი, უარი თქვით ორზე! რა არის ესენი? ორი რამ რაზეც უარი უნდა ითქვას არის: ხსოვნა ყველაფრის (1) ბოროტების რაც სხვებს უქმნიათ შენს მიმართ, და (2) სიკეთის რაც შენ სხვების მიმართ ჰქმენი. ორი რამ რაც განუწყვეტლივ უნდა იყოს განხორციელებული არის: (1) რწმენა რომ სიკვდილი გარკვეული და გარდუვალია და (2) რომ ღმერთი არსებობს და იღებს ლოცვასა და სიწმინდეს. ჩვეულებრივ ადამიანები პირიქით აკეთებენ. მათ არ ავიწყდებათ ბოროტება რასაც სხვები აკეთებენ ან ის სიკეთე რაც მათ მიერ კეთდება; მათ ავიწყდებათ სიკვდილის ფაქტი და ღმერთის არსებობის ფაქტი. თუ თქვენ ყოველ მოქმედებაში მოგებას ეძებთ, რა სასარგებლო არის ეს? ყველა საბანკო დეპოზიტი, შენობები, ხარისხები, ტიტულები და სიმდიდრე ყველა უნდა დარჩეს უკან. როგორც კი ბოლო სუნთქვა ამოხდება, ჩვენი ტანი ხდება აყროლებული სუნის და ცუდის მომასწავებელი; მას მოაშორებენ სახლიდან რომელიც შენ ააშენე და გიყვარდა!
– სატია საი საუბრობს, ტომი 6, თავი 44, 1966 წლის დეკემბერი.
19.11.19. ქალთა დღე
თანამდებობის პირებმა უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობები მიღებული ხელფასების შესაბამისად. ქალებს მოცემული აქვთ მაგალითი ამ მხრივ. ქალები არიან უფრო მტკიცე, მიძღვნილი და ერთგული თავიანთი საქმიანობის მიმართ სახლში და ოფისში მამაკაცებთან შედარებით. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მალაიზია, სინგაპური, იაპონია, გერმანია და ა.შ., ქალები უფრო მეტად პრაქტიკებენ ადამიანურ ფასეულობებს, ვიდრე კაცები. ისინი ყველანაირ ვითარებაში მისდევენ სვამის მითითებებს. მსოფლიოში არსებობს ათობით და ათობით მილიონი ასეთი გულწრფელი მუშაკი. ისინი ცდილობენ არა სახელისა და დიდებისთვის არამედ სვამის სიყვარულისა და წყალობისთვის. ეს ადასტურებს რომ მათ მიიღეს სვამის სწავლებები მათი სწორი სულით. სიყვარულის ტანმოსილებო! კულტივირეთ უანგარო სიყვარული, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და ემსახურეთ საზოგადოებას. შემდეგ ღმერთი მოგცემთ საჭირო ძალასა და ბედნიერებას. როდესაც ღმერთს შეუძლია აიძულოს მუნჯს ლაპარაკი და კოჭლს მთებზე ასვლა, რატომ მიატოვებს ის მათ ვინც არის გულწრფელი და შრომისმოყვარე?
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 20 ნოემბერი.
20.11.19.
სიყვარულის ტანმოსილებო! ერთხელ დაკარგული სიმდიდრე შეიძლება დაიბრუნოთ ამა თუ იმ გზით. თუ დაიკარგა მეგობარი, გულითადობით თქვენ შეგიძლიათ იშოვოთ ბევრად უფრო მეტი. მაგრამ თუ ჯანმრთელობა დაიკარგა, თქვენ დაიტანჯებით მრავალმხრივ. თქვენი ტანი არის მრავალი კიდურის ერთობლიობა, მხოლოდ მაშინ როდესაც ყველა კიდურს გამოიყენებთ წმინდა მიზნებისთვის, თქვენ გექნებათ პუშთი და სანთუშთი (კარგი ჯანმრთელობა და ბედნიერება). ადამიანის ჯანმრთელი ტანი არის ყველა სათნო მოქმედების საფუძველი. ადამიანის ცხოვრების ოთხი მიზნის რეალიზების ძირითადი აუცილებლობაა – უბიწოება (დჰარმა), სიმდიდრე (არტა), სურვილი (კამა) და გათავისუფლება (მოკშა). გამოიკვლიეთ, რატომ კარგავთ ჯანმრთელობას. ზედმეტი ფიქრი, შფოთვა და ხანგრძლივი სამუშაო საათები არის თქვენი ავადმყოფობის მთავარი მიზეზი. გადაჭარბებული საქმიანობა ნებისმიერ სფეროში არის საზიანო. ჭკუაში ატარეთ თქვენი ტანის შეზღუდვები და იმოქმედეთ შესაბამისად. ნუ მიაქცევთ მეტისმეტ ყურადღებას თქვენს ჯანმრთელობას. შეასრულეთ თქვენი მოვალეობები მშვიდობიანად და ბედნიერად, მაშინ ყველაფერი იქნება კარგად.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 20 ნოემბერი.
21.11.19.
მოექეცით ყველა ადამიანს როგორც თქვენს ძმას და დას. შეიძლება ზოგჯერ იყოს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს სიძულვილი და მტრობა. განსხვავებებმა ჩვენ არ უნდა დაგვყოს. საის ორგანიზაციის წევრებმა უნდა წაახალისონ ასეთი ერთიანობა. დაე არ არსებობდეს რაიმე კონფლიქტები. იცხოვრეთ როგორც ერთი ოჯახის შვილებმა. მიიღეთ კარგი სახელი, იმიტომ რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა ორგანიზაცია შედარებადი საის ორგანიზაციასთან. განივითარეთ სიყვარული და იმუშავეთ ერთობლივად. მხოლოდ მაშინ როდესაც ხელის ხუთი თითი შეირწყმება შეიძლება ნებისმიერი დავალების შესრულება. ვინმე შეიძლება იყოს ორგანიზაციის პრეზიდენტი – ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან შეიძლება იმოქმედოს ვიღაცის კაპრიზებისა და ფანტაზიების მიხედვით. მე ვიცი ფაქტი რომ საის ორგანიზაციაში ასეთი ხალხი არ არსებობს. მაინც, მე გაფრთხილებთ თქვენ. ორგანიზაციის ყველა ფრთა – სამიტი, სევადალი, ბალ ვიკასი და ა.შ. უნდა მუშაობდეს ჰარმონიულად. განიხილეთ სხვადასხვა ფრთები როგორც ერთი ხელის თითები და იმუშავეთ ერთობლივად.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 20 ნოემბერი.
22.11.19.
სტუდენტებო! საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც ევალებათ ერის ყოველმხრივი კეთილდღეობის სტიმულირების წახალისება, ქვეყანა მიჰყავთ გზააბნეულად. ადამიანური ფასეულობები, როგორიცაა მსხვერპლი, მთლიანობა, სამართლიანობა და ზნეობა თითქმის გაქრა. მოწიწება და პატივისცემა უხუცესების მიმართ სრულიად არ არსებობს. რაც ჩვენ დღეს გვჭირდება, არ არის ახალი განათლების სისტემა, ახალი სოციალური წესრიგი, არც თუნდაც ახალი რელიგია. ჩვენ გვჭირდება უთთამა-პურუშულუ (კეთილშობილური და მაღალი ჭკუის კაცები და ქალები). მხოლოდ მაშინ იქნება ერი აყვავებული. როგორიც შესაძლოა იყოს სიტუაცია სხვა უნივერსიტეტებში, შრი სატია საის ინსტიტუტის სტუდენტები უნდა მოიქცნენ სამაგალითო და იდეალურ მანერაში. წაახალისეთ ზნეობრივი, სულიერი და სოციალური ფასეულობები. მიუძღვენით თქვენი ცხოვრება ზნეობის დაცვას. ძვირფასო სტუდენტებო! წაახალისეთ განათლების იდეალები. კულტივირეთ ღმერთის სიყვარული და ყველას შთააგონეთ, ღმერთისადმი ერთგულება. იცხოვრეთ ღმერთში! მიასწრაფეთ სხვები იცხოვრონ ღმერთში.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 22 ნოემბერი.
23.11.19. სვამის დაბადებიდან 94-ე ჯაიანთი
არსებობს ბევრი ვისაც არ ესმის საის პრინციპი. ”ვინ არის ეს საი? რატომ ხდება გარკვეული ფაქტები ამნაირად? ” ისმება ეს კითხვები. მე არ ვარ სანიასი (უარმყოფელი). მე არ ვარ იოგი. მე არ ვარ ბჰოგი (სიამოვნების მაძიებელი). მე არ ვარ თიაგი (ვინც მსხვერპლს სწირავს). მე ვარ მე’. ეს “მე” არის პირველი სახელი, რაც ათმას მიეცა. უარმყოფელი დაკავშირებულია გარკვეულ შეზღუდვებთან. სიამოვნების მაძიებელი სხვანაირად არის შეზღუდული. მე არ მაქვს შეზღუდვები. ჩემი არის უსაზღვრო ნეტარება. ჩემი სახელია “მე”. ეს არ არის სახელი მოცემული დაბადების შემდეგ. ჩემს გასაგებად, ყველამ უნდა გააცნობიეროს რომ “მე” წარმოდგენილია ყველაში. ეს “მე” გამოიყენება ყველას მიერ ყველა კონტექსტში, იქნება ის მილიონერი თუ ღატაკი. ეს “მე” არის ბრაჰმანი. აჰამ ბრაჰმასმი (მე ვარ ბრაჰმანი). ყველა უნდა ეცადოს აღიაროს ღმრთაებრიობა რომელიც ყველაფერშია წარმოდგენილი. ეს ძალისხმევა უნდა გაკეთდეს ყველას მიერ. ადამიანად დაბადება მოცემული იქნა ამ მიზნით. ეს არ შეიძლება დაუტოვოთ ღმერთს.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 23 ნოემბერი.
24.11.19.
ინდივიდები განუყოფლადაა დაკავშირებული საზოგადოებაში როგორც სხვადასხვა ორგანოები ტანში. კაცობრიობა არის ბუნების კიდური და ბუნება (პრაკრიტი) არის ღმერთის კიდური. თუ ეს განუყოფელი ურთიერთობა გაგებულია, სად არის სიძულვილის ნიადაგი? არავინ არ უნდა თვლიდეს თავის თავს უშინაარსოდ ან უმნიშვნელოდ. თითოეული, პატარა თუ დიდი, არის მთლიანობის სასიცოცხლო ნაწილი და აუცილებელია მისი სათანადო ფუნქციონირებისთვის როგორც ყველა ნაწილი რაკეტაში. ნებისმიერმა მცირე დეფექტურმა ნაწილმა შეიძლება გამოიწვიოს რაკეტის აფეთქება. ამის მსგავსად, ამ უზარმაზარ კოსმოსში ყველა არსებას აქვს მნიშვნელოვანი სათამაშო როლი მისი სწორი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ყველას შეუძლია სულიერი გზა გაიაროს კრიალოსნის დახმარების ან ტყის მიღების გარეშე. მაგალითად, მინდვრის მხვნელმა ფერმერმა უნდა იფიქროს რომ ხნავს თავისი გულის მინდორს. თესლის თესვისას, მან უნდა იფიქროს რომ თესავს კარგი ხარისხების თესლს თავის გულში და მორწყვის დროსაც, უნდა იფიქროს რომ ის რწყავს თავისი გულის მინდორს სიყვარულით.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 23 ნოემბერი.
25.11.19.
ერთობა არის ძალა. ეს ხელს უწყობს ყველას კეთილდღეობას. თუ ვინმე არ ცდილობს ერთობას და წინსვლას, როგორ შეიძლება ის ემსახუროს საზოგადოებას? თუნდაც პატარა ჭიანჭველებს ერთად მოქმედებით შეუძლიათ გველის განადგურება. დღეს ქვეყანაში ძირი ეთხრება ერთიანობას. ყველა სახლში არის განსხვავებები. ინსტიტუციები ერთიანობის გარეშე საბოლოოდ მარცხდება. დაყოფილი ერი ნადგურდება. აქედან გამომდინარე, ერის კეთილდღეობისთვის, ყველამ უნდა იცხოვროს ერთობაში. მაღალის და დაბალის განსხვავება უნდა იყოს უარყოფილი. მხოლოდ ერის კეთილდღეობა უნდა გახსოვდეთ. თუ ერთობა დაკარგულია, რის მიღწევა შეუძლია ვინმეს? თუ სახლში არის სამი ადამიანი, სახლში მშვიდობა შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სამი ადამიანი ცხოვრობს ჰარმონიაში. თითოეულ ინდივიდში არის სამი რამ: მანასი (ჭკუა), ვაკი (ენა) და კაიამი (მოქმედებების ორგანოები). მხოლოდ მაშინ როდესაც ეს სამი ფუნქციონირებს ჰარმონიულად ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს მშვიდობა.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 23 ნოემბერი.
26.11.19.
ღმერთი დაფარული და გადაღობილია ეგოიზმის ღრუბლებით. ეგოიზმისგან თავის დაღწევა არის სადჰანა რომელიც უნდა განხორციელდეს. ისწავლეთ გაკვეთილი ხიდან. როდესაც იგი არის ხილით დამძიმებული, იგი თავის თავს არ ამაღლებს სიამაყით; იგი იღუნება დაბალა და იხრება, თითქოს იგი არანაირ კრედიტს არ მოითხოვს მისი მიღებისთვის და თითქოს იგი გეხმარებათ თქვენ მოწყვიტოთ ხილი. ისწავლეთ გაკვეთილი ფრინველებიდან. ესენი კვებავენ მათ, ვისაც შორს ფრენა არ შეუძლია; ფრინველი ამსუბუქებს კამეჩის ქავილს მისი დაკაწვრით თავისი ნისკარტით; ესენი ეხმარებიან და ემსახურებიან ერთმანეთს, ჯილდოზე ფიქრის გარეშე. რამდენად ფხიზლად უნდა იყოს ადამიანი მაშინ თავისი უმაღლესი ცოდნითა და უნარებით? მსახურება არის ეგოიზმის საუკეთესო სამკურნალო საშუალება; ამიტომ ჩაერთეთ მასში, რათა შეამსუბუქოთ ტკივილი და მწუხარება რამდენადაც თქვენთვის შესაძლებელია. ეცადეთ, გააყუჩოთ, იმდენად რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ, სხვების ტკივილი; ეს არის საუკეთესო სადჰანა ასპირანტებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 13 იანვარი.
27.11.19.
არსებობს კანონი მიზეზის და ეფექტის; ყოველ კარმას (მოქმედებას) აქვს შედეგი, მოგწონთ თქვენ ეს თუ არა, განჭვრეტთ თქვენ მას თუ არა! კარგი კარმა აწარმოებს კარგ შედეგს; ცუდი იძლევა ცუდ შედეგს. დაბადება არის სიკვდილამდე შესრულებული კარმის შედეგი. თუ თქვენ შეგეკითხებიან რა ემართება ადამიანს სიკვდილის შემდეგ, შეგიძლიათ საკუთარ თავზე მიუთითოთ და განაცხადოთ, „ეს არის რაც ხდება – ხელახლა დაბადება ხდება!“ ეს არ არის იმედგაცრუების რელიგია; ეს არის იმედის, დარწმუნების და გამხნევების რელიგია აქტიური, სასარგებლო და მადლიანი ცხოვრების გასატარებლად. ვინაიდან, მომავალი თქვენს ხელშია. თუმცა დღევანდელი დღე უკვე ჩამოყალიბდა გუშინ, ხვალინდელი შეიძლება დღეს ჩამოყალიბდეს! კარმას სხვადასხვა ტიპი სრულდება განდგომის წასაქეზებლად, სურვილის კანალიზებისთვის მარადიული და საყოველთაო მიზნებისკენ, ყველა მოქმედების თაყვანისცემის მოქმედებებში გადასაქცევად, თაყვანისცემის შესათავაზებლად ღმერთზე, ვინც თავმჯდომარეობს ბუნების ყველა ძალას, კაცის ყოველ ენერგიას და მისი ანატომიის ყველა კიდურს!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 15 ოქტომბერი.
28.11.19.
იმედგაცრუება გამოწვეულია ტანჯვის ძირეული მიზეზის არასწორი დიაგნოზით. თავის მასაჟირებით, თქვენ შეგიძლიათ შეამსუბუქოთ აუტანელი ტკივილი კუჭში? დაგვიანებას მნიშვნელობა არ აქვს; აღმოაჩინეთ უბედურების ნამდვილი ფესვი და შემდეგ გააკეთეთ წამალი. ყველა პრობლემისთვის ნამდვილი სამკურნალოა მიჯაჭვულობა და ილუზია. დაქორწინებული წყვილი ფიქრობს რომ ბედნიერები იქნებიან როდესაც ბავშვი შეეძინებათ; მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი დარდების სერიების! ისინი დარდობენ ბავშვის ჯანმრთელობაზე, ჩვევებზე, სკოლაში სწავლაზე, მეგობრებზე, ქორწინებაზე, კარიერულ პერსპექტივებზე და ა.შ., გაუთავებელ ჯაჭვში. ჭკუა ამრავლებს წვალების, შფოთვის და დარდის ფესვებს. კულტივირეთ განჯაჭვულობა, არა მიჯაჭვულობა. იცხოვრეთ კაცობრიობის დიდ მემკვიდრეობაზე; შემდეგ თქვენ უარს იტყვით მიჯაჭვულობაზე და არ დააკავებთ საკუთარ თავს დაბალი აზრებით, სიტყვებითა და საქმეებით! იფიქრეთ დჰარმაზე, სატიასა და პრემაზე (ჭეშმარიტებაზე, უბიწოებასა და სიყვარულზე), რომლებიც კაცობრიობის საფუძველს წარმოადგენს და რაც თქვენს ყველა ქმედებას მიმართავს უბიწოებისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 6 ნოემბერი.
29.11.19.
ადვილია უარი თქვა სადჰანაზე; ამოცანაა მასზე მორგება. მაგრამ აქ ერთი საფეხურით აცოცება არ არის სასარგებლო; ადით მაღლა და მაღლა უფრო სუფთა ჰაერში. აცოცდით სანამ არ დაინახავთ გორაკებს და ხეობებს როგორც ერთ სიბრტყეს, ყველა აწევასა და ვარდნას როგორც კავშირის არმქონეს. თქვენ ლაპარაკობთ თითქოს ყველაფერი დაანებეთ; მაგრამ როდესაც თქვენ კალამს კარგავთ, თქვენ აცნობებთ პოლიციას და თქვენ ეყრდნობით პოლიციას მის თქვენთვის დაბრუნებაზე! თქვენ ხართ გმირი, ლომი მსოფლიოს ტყეში, მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ არც აღტაცდებით და არც გულს იტეხთ, როდესაც კარგი იღბალი ან ცუდი გიტევთ თქვენ. იმისათვის რომ განვითარდეთ და გაიზარდოთ სულიერ პრაქტიკებში, თქვენ უნდა შეამციროთ თქვენი სურვილები და უარი უნდა თქვათ თქვენს წადილებზე. ხედეთ ყველაფერი როგორც დაუინტერესებელმა მოწმემ; არ გადაიჩეხოთ და არ გაიხლართოთ. როდესაც ბორკილები გაიხსნება, თქვენ იგრძნობთ ბედნიერებასა და სიმსუბუქეს. იმოგზაურეთ მსუბუქად თუნდაც ცხოვრების მოგზაურობაში.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 9 ოქტომბერი.
30.11.19.
მე მომწონს უბრალოება, მე მომწონს ჩაცმულობა რომელიც თავგზას არ აუბნევს ხალხს კეთილი სიტყვისთვის, ცოტა მსახურება, დამხმარე ხელი. ეს უნდა იყოს სუფთა და წესიერი; არა უცხო და უცნაური. ეს არ უნდა იყოს გაცვეთილი ყურადღების მისაქცევად. ისევე როგორც თქვენ გსურთ ატაროთ კომფორტული ტანის სამოსი, ისურვეთ ასევე სუფთა და დამამშვიდებელი სავარჯიშოები ჭკუისთვის როგორიცაა ჯაფამ, დჰიანამ (წმიდა სახელის გამეორება და მედიტირება) და ა.შ. გამოიყენეთ თვალები ჯანსაღი საგნების სამზერად, ფეხები ღმერთის სახლისკენ წასასვლელად, ხელები ღმერთის ტანმოსილებათა მსახურებისთვის, რომელნიც მოძრაობენ თქვენს გარშემო როგორც კაცები, ენა ტკივილის დასაამებლად, სათნოების შესაქებად, და ღმერთის სადიდებლად. ნუ გამოიყენებთ თვალებს თქვენი ტვინის ვულგარობისთვის, და ფეხებს საზიანო ფილმების რიგში დასადგომად. ხასიათი არის განათლების ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. მე განვიხილავ მადლიერებას როგორც მის მთავარ კომპონენტს! ყველამ უნდა გამოხატოს მადლიერება თავიანთი მშობლების მიმართ სიცოცხლის ამ საჩუქრისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 23 ივლისი.

ბაბა