შრი სათჰია საი ბაბას სხეულის ჩასვენების წინ შესრულდა ბჰაჯანები, წარმოითქვა სხვადასხვა რელიგიების ლოცვები და საგალობლები მათ შორის ებრაული, ქრისტიანული, ისლამის, ბუდიზმის და სიკჰების რელიგიებიდან.
ბაბას სხეული ჩასვენებული იქნება საფლავში (2 მეტრი სიღრმის და 3,5 მეტრი სიგრძის), რომელიც ამოითხარილი იყო 3 მეტრით უკან იმ ადგილიდან, სადაც ის (სხეული) იწვა შუშის სარკოფაგში კვირის საღამოდან.
ერთგულებს აშრამიდან მიაქვთ შრი სათჰია საი ბაბას სხეული.
«სხეული ჩაშვებული იქნება საფლავში, რომელიც შეივსება «კურუკშეტრა» მატით (მიწით), მარილით, ვერცხლით, ოქროთი და ნავარატნით», – ამბობენ წყაროები. სხეული შეინახება მძინარე სამადჰის პოზაში.
რ.ჯ. რატნაკარი, ბაბას ძმისშვილი, შრი სათჰია საის ტრასტის წევრი უსრულებს საბოლოო რიტუალებს ბჰაგავან შრი სათჰია საი ბაბას 2011 წლის 27 აპრილის დილის 9 საათიდან.
პოლიტიკოსების დიდი ჯგუფის, მათ შორის ანდჰრა პრადეშის მთავარი მინისტრის ნ. კირანა კუმარ რედის და კარნატაკას შტატის მთავარი მინისტრის ბ.ს. იედდურაპპას, ინდოეთის მაღალი თანამდებობის სხვა პირებისა და საი ბაბას ათასობით მიმდევრის თანდასწრებით, მისი სხეული დაკრძალული იყო «საი გაიატრი» მანტრის სიმღერის თანხლებით.
შრი სათჰია საი ბაბას ძმისშვილი რ.ჯ. პატნაკარი პანდიტების ხელმძღვანელობით ასრულებს უკანასკნელ რიტუალებს ბჰაგავანის სხეულზე პრაშანტი ნილაიამში.
როგორც კი ვედების პანდიტების მიერ შესრულდა ბოლო რიტუალები, წითელი ფარდა დაეშვა დაახლოებით დილის 9:45-ზე და დაიწყო სხეულის საფლავში ჩაშვების პროცესი საი კულვანტ ჰოლის იმ ადგილზე, სადაც სვამი მრავალი წლები გამოდიოდა თავისი ერთგულების წინაშე, თავისი მოძღვრების გადმოცემით. სხეულის დაკრძალვის პროცესი გრძელდებოდა დაახლოებით 25 წუთს. პრაშანტი ნილაიამს და ერთგულებს არ უნახავთ მაჰა სამადჰი. მხოლოდ ოჯახის ახლობელმა წევრებმა და ტრასტის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა დაკრძალვაში.
მემორიალის აგება და საი ბაბას ოქროს ქანდაკების დადგმა იგეგმება რამდენიმე დღის შემდეგ. ბაბას ბოლო რიტუალები შესრულდა ინდუიზმის ტრადიციებით. ბაბა ქადაგებდა მსოფლიო ძმობას და ყველა რელიგიის ერთობას.
ადგილი სადაც დაიკრძალა სვამი გახდება ახლა საი ბაბას მუდმივი მემორიალი