უკან: ნაწილი I
უკვე პირველი ატლანტები გაიყვნენ უბიწოებად და
ბიწიერებად – იმათად, ვინც ეთაყვანებოდა ერთიანი
ბუნების უხილავ სულს, რომლის სხივსაც ადამიანი გრძნობს
თავისში, – და იმათად, ვინც იჩენდა დედამიწის სულების ფანატიკურ თაყვანისცემას – ბნელ, ანთროპომორფულ ძალებთან, რომლებთანაც მათ შექმნეს კავშირი.
წარმოიქმნა თეთრი მაგიის სკოლა, რომელიც მარჯვენა ხელის აგენტებს მიჰყავდათ კაცობრიობის სულიერი განვითარების გზით. და შავი მაგიის სკოლა – მარცხენა ბილიკის ადეპტებისა, ჯადოქრებისა, რომლებმაც უკუაგდეს ძველი ცოდნა და აღმსარებლობდნენ ფალიურ კულტს, მატერიალურ სამყაროს და სულმდაბლურ ყოფით ვნებებს.
“ასე დაითესა იმ დღეებში თეთრი და შავი მაგიის მარცვლები.
ეს თესლები რაღაცა დროის განმავლობაში იდო დაფარულად, რათა გამოეშვათ ყლორტები მხოლოდ (ჩვენი) მეხუთე
რასის ადრეულ პერიოდში”.
შავმა ძალებმა და შავმა მაგიამ გააუკუღმართა ევოლუციის
კანონები.
ადამიანი ღრმად ჩაიძირა მატერიაში. ჩავარდა რა მარცხენა ბილიკის შავი ადეპტების ძალაუფლებაში, რომლებიც პრაქტიკებდნენ ფალიურ (სექსუალურ) კულტსაც, ატლანტების ბრწყინვალე რასა იქცა ბოროტი და მეომარი ჯადოქრების ხალხად, “ცოდვისგან შავ” რასად.
და მხოლოდ ერთი მუჭა რჩეულების, ღმრთიური მოძღვრების,
თავს აკავებინებდა კაცობრიობის ერთ ნახევარს მისი მეორე ნახევრის განადგურებაზე.
აი მაშინ იყო წარმოთქმული გამხელა
(ან ბერძნულად – აპოკალიპსისი)
კაცობრიობის მომავლის შესახებ.
“ოჰ, ენოჰ, მე გაჩვენე შენ ყველა ნივთი. შენ ხედავ მზეს, მთვარეს და მათ, რომლებიც მართავენ ვარსკვლავების მოძრაობას ცებზე…
ცოდვილთა დღეებში წლები იქნება მოკლე.
დედამიწაზე შექმნილი ყველაფერი წაიბილწება…
მთვარე შეიცვლის თავის კანონებს…”
ცოდვილთა დღეები ნიშნავდა დღეებს, როცა ადამიანმა მიაღწია
ფიზიკური განვითარების მწვერვალებს აღნაგობასა და ცხოველურობაში;
როცა დაიბადა პასუხისმგებლობა ნების თავისუფლებასა და ტიტანურ ვნებებზე; როცა ატლანტებმა თვითნააზრევი თავხედობით ზნეობრივი კანონების მორცხვობებს სტყორცნეს გამოწვევა.
და თავისი ოქროს დროიდან დაახლოებით 100 ათასი წლის გასვლის შემედგ, უარყვეს რა თავიანთი წინამძღოლები, თავიანთი იდუმალი ცოდნა და შესაძლებლობები მიმართეს თავადობის, ბარბაროსობისა და მხეცობის მსახურებაზე.
ატლანტები იყვნენ მრავალრიცხოვანი, და მათ შორის ყველა არ იყო ცუდი. მათი ევოლუცია გრძელდებოდა მილიონობით წელი, მაგრამ მათი დასასრული გადაწყვეტილი იყო წინასწარ.
ადამიანმა, წინასწარმეტყველების თანახმად დაიწყო შემცირება ფიზიკურ ზომაში, ძალაში და ხანდაზმულობაში. დედამიწის ღერძის დახრა შეიცვალა მორიგჯერად. და მეოთხე რასის ნეტარების აყვავებული ქვეყანა იქცა უნაყოფობისა და უბედურებათა საბინადროდ.
“და, ბოლოს მეოთხე რასა განწირულ იქნა ჩაძირვაზე”
ახლოვდებოდა რასის კატაკლიზმი.
“სინათლის მეფეები გაშორდნენ რისხვაში.
ადამიანთა ცოდვები გახდა ისეთი შავი, რომ დედამიწა კანკალებს
თავის დიდ აგონიაში”
და მათ თავს დაემხოთ კარმას წყევლა.
“საათმა ჩამოკრა, შავი ღამე მზად არის,
ქარიშხლის მფლობელები მოიჩქარიან. მათი ეტლები უახლოვდება დედამიწას.
მხოლოდ ერთ ღამეს და ორ დღეს იცხოვრებენ ჯადოქრები ამ მომთმენ მიწაზე.
ის განსჯილია, და ისინი უნდა დაეცნენ მასთან ერთად”.
შემოქმედებითი ძლიერების ბოროტად გამოყენებისა და ღმერთის საჩუქრის წაბილწვისთვის ოკეანის ტალღები, დაახლოებით 800 ათასი წლის უკან, თავს დაატყდა ატლანტების თითქმის ორმილიონიან დედაქალაქს და მატერიკის დიდ ნაწილს.
“წყლებმა აიწია და დაფარა ვაკეები დედამიწის
ერთი ბოლოდან მეორემდე.
ნიადაგი დაეშვა შავი სახის მფლობელების (შავი ჯადოქრების)
ფეხქვეშ.
და დედამიწამ ჩაყლაპა ისინი, ვინც ის შებილწა”
ყველა უწმინდური იქნა მოსპობილი,
ყველა ღვთისმოსავი – გადარჩენილი.
ეს იყო სრულიად მსოფლიოს წარღვნა.
ლემურიელების მსგავსად, მხოლოდ უბედური ატლანტი-ჯადოქრები დაიხოცნენ და მეტად ისინი აღარ უნახავთ.
სამართლიანობისთვის აქ კი უნდა ითქვას, რომ ის წარღვნამდელი გიგანტები ყველა ცუდი არ იყო, ყველა ჯადოქრად არ გადაიქცა. იმ ძველ დროს არსებობდნენ კეთილი გოლიათებიც, და შავი მაგი-რაკშასებიც არ იყვნენ უარესნი თანამედროვე ომების ზოგიერთ გენერლებზე ან ახლანდელ ტერორისტებსა და კილერებზე.
დიდი მატერიკები და რასები არ ქრებa დღისა და ღამის განმავლობაში, და არც ასწლეულის განმავლობაში. მატერიკებს, რასებს, ხალხებს და ციკლებს პოულობენ ერთი მეორეს მიყოლებით.
მეორე კატასტროფა ატლანტებს თავს დაატყდა 200 ათასამდე წლის უკან, მესამე – 80 ათასი წლის უკან. ბოლო კატაკლიზმი მოხდა 9564 წელს ჩვენს ერამდე, როცა ვულკანის ამოფრქვევამ და მძლავრმა მიწისძვრებმა დაანგრია კუნძული პოსეიდონისი.
ჭეშმარიტად:
“შენ გადაიქცევი საშინელებად და შენ აღარ იქნები საუკუნოდ”
(სახარება, მარკოზი)
მეოთხე რასა იყო თავის ქალი-იუგა-ში, როცა ჩაძირულ იქნა ატლანტიდის უკანასკნელი მატერიკი.
და ლეგენადრული რასიდან დარჩა მხოლოდ მონათხრობი ატლანტიდის ჩაძირვის შესახებ პლატონისა, რომლის სახელიც ბოლო კუნძულ პოსეიდონისის იქითაა, და ამასთანავე დარჩა გაუთავებელი კამათები ატლანტებისა და მათი დიდი ქვეყნის არსებობის სინამდვილის შესახებ.
მაგრამ ღმერთი არასდროს არ ტოვებდა ადამიანს დახმარების გარეშე, განსაკუთრებით დროთა გასაყარზე. ის ისახებოდა ფიზიკურ ფორმაში და ჩამოდიოდა დედამიწაზე. ჩამოდიოდა ავატარის სახით და, უპირველეს ყოვლისა, როგორც კაცობრიობის გადამრჩენი.
როცა კარმას მახვილი მზად იყო დაშვებულიყო მეოთხე რასაზე,
ღმერთი ვიშნუ ჩამოვიდა დედამიწაზე თავის პირველ, – ისტორიულ დროებში პირველ, – ხორცშესხმაში – როგორც მათსია-ავატარი,
ავატარი-თევზი.
ერთხელ, როცა ვაივასვატა, ინდოელი ნოე, დილით მდინარის ნაპირზე ასრულებდა განბანვას, მას ხელში ჩაუვარდა პატარა თევზი, და თევზმა უთხრა მას: “შემინარჩუნე მე სიცოცხლე, და მე გადაგარჩენ შენ”
“შენ მე რისგან გადამარჩენ?” – ჰკითხა გაკვირვებულმა მანუმ.
თევზმა უპასუხა: “მოვა წარღვნა და მისგან დაიღუპება ყველაფერი ცოცხალი, მისგან გადაგარჩენ მე შენ”
“შენ მე როგორ შემინარჩუნებ სიცოცხლეს?”
და მან უთხრა. “შენ თავიდან ჩამსვი ქილაში, როცა მე მისგან გამოვიზრდები, ამოთხარე ტბორი და ჩამსვი მე იქ. და როცა მე უფრო მეტად გავიზრდები, წამიყვანე მე გაშლილ ზღვასთან და გამიშვი იქ”.
მანუმ ასეც გააკეთა.
გამომშვიდობებისას თევზმა ბრძანა:
და მანუ“ამა და ამ წელს იქნება წარღვნა. შენ გააკეთე ხომალდი და დამელოდე მე. და როცა დადგება წარღვნა, ადი ხომალდზე, და მე გადაგარჩენ შენ”. მანუმ ააგო ხომალდი, და ავიდა მასზე. თევზის ბრძანების მორჩილებით მან თან წაიყვანა ცხოველები და წაიღო სხვადასხვა მცენარეების თესლი. შემდეგ, როცა თევზი მასთან მიცურდა, მან მას მოაბა თოკი, და თევზმა მშფოთვარე ტალღებზე სწრაფად გააცურა გემი, ჩრდილოეთით, ჰიმალაის უმაღლესი მთისკენ.
“მე შენ გადაგარჩინე. მიაბი ხომალდი ხეზე. მაგრამ იყავი ფრთხილად. ჩამოდი თანდათანობით, წყლის დაწევის კვალდაკვალ”.
და როცა წყლები თანდათანობით უკან იხევდა, მანუმ შეძლო მიწაზე ჩამოსვლა.
ასე გადარჩენის იმ კიდობანზე, რომელსაც ეწეოდა სასწაულებრივი თევზი – მათსია-ავატარი,
გადარჩა მანუ შვიდ ბრძენთან ერთად, რომლებიც სიმბოლირებენ შვიდ ტომს.
ასე გადაარჩინა ღმერთმა ჩვენი მეხუთე რასის პირველი ადამიანები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მილიონი წლის უკან. მეხუთე, არიულმა, რასამ დაახლოებით მილიონი წლის უკან დაიწყო თავისი გზა დედამიწაზე. და არიელი ხალხები იყვნენ მოწმე წყევლაზე გადაცემული ჯადოქრების – ბოლო ატლანტების ატლანტიდის ბოლო კუნძულზე – დაახლოებით 11 000 წლის უკან.
ასე შევიდა მეოთხე რასა მეხუთე მრავალათასწლეულ რასაზე.
ასე პირველი ორი ფიზიკური რასის –
მესამეს და მეოთხეს – ნარჩენები
გაქრა სამუდამოდ.
ეს ყველაფერი ისტორიული პერიოდის კუთვნილებაა, მტკიცებულებები კი ღმერთის დედამიწაზე ჩამოსვლის შესახებ ადამიანთა სხვადასხვა რასების დახმარებისა და ევოლუციისთვის დაიკარგა დროთა სიშორეში და კვლავ გახდება ხელმისაწვდომი მხოლოდ ჩვენი მომდევნო ახალი და მაღალ-სულიერი რასების ადამიანებისთვის.
შენ როგორ შეძლებ მე გამომკვებო გამორჩეული საჭმელებით,
თუ მთელი კოსმოსი ჩემს კოსმიურ მუცელშია მოთავსებული,
შენ როგორ შეძლებ სწორად წარმოთქვა ჩემი სახელი,
თუ მე ჩემით მოვიცავ ყველაფერ ცოცხალს და ვარსებობ მასში.
შენ როგორ შეძლებ მე განმბანო,
თუ მე ვარ ერთადერთი, ვინც ბინადრობს დედამიწის ყველა წყალში.
შენ როგორ შეძლებ მეთაყვანო მე ლამპარით ხელში,
თუ მე ვარ ერთადერთი, ვინც ციალებს სხივბრწყინვალებით, რომელიც აჭარბებს მილიონობით მზის ბრწყინვალებას.
შენ როგორ შეძლებ იცოდე ჩემი ფორმა.
თუ მე ვარ ერთადერთი, ვინც არის ბრამას და შივას მისაწვდომობის ფარგლებს იქით.
მეტი რა შემიძლია მე გითხრა შენ, ო, ადამიანო!
ბაბა
დიდი და დაფარულია ყოფის საიდუმლოებები.
დროის მიმდინარეობაში გამოდის, ქრება და იფერფლება ოთხი პატრუქი – გზის ბოლოს სიკვდილს მიაქვს დედამიწისეული პიროვნება – უმდაბლესი ადამიანური ეგო.
მაგრამ უმაღლესი ეგო, უმაღლესი “მე”, უკვდავია.
დედამიწისეული პიროვნების სიკვდილის შემდეგ, მისჯილი დროის გასვლისას, უმაღლესი ეგო კვლავ ხორცს ისხამს, იძენს ახალ ტაძარს, ახალ სხეულს, და კვლავ იმოსება უმდაბლესი მე-თი.
ამგვარად ახალი ადამიანი, კვლავ დაბადებული პიროვნება,
სულს იდგამს იგივე მონადით, რათა გააგრძელოს მოძრაობა თავის
ციკლურ გზაზე.
“ადამიანის დამრიგებელი არის სულიერი ცეცხლი”
ეს ცეცხლი – უმაღლესი სულიერი მე, სავსე თანჰით, სიცოცხლის სურვილით, მუდმივად გადმოსხეულდება თავისი უმდაბლესი,
პირადი, ეგო-ს, გავლენით და იცვლება ყოველ
დაბადებასთან ერთად
ეს ცოდნა, რომელიც ოდესღაც იყო საყოველთაო საკუთრება, თანდათანობით დაბნელდა და დამალული იქნა ნაზიარებთა საიდუმლო სანათობლებში, იმისთვის, რომ ახალი რასის განთიადზე კვლავ გამოჩნდეს და გაუხსნას ახალ ადამიანს მისი ციური წარმოშობის საიდუმლოება.
გადმოსხეულების კანონი ამბობს ერთი და იგივე სულიერი ინდივიდუალობის არსებობის შესახებ პიროვნებების გრძელ, თითქმის დაუსრულებელ რიგში.
დედამიწისეული პიროვნებები მსგავსნი არიან თვით იმავე მსახიობით, უმაღლესი მე-თი წარმოდგენილი განსხვავებული ტიპების. შინაგანმა, ჭეშმარიტმა ადამიანმა, რომელიც ანსახიერებს ამ ხასიათებს, ყოველთვის იცის, რომ ის არის ჰამლეტი მხოლოდ მოკლე ვადით, რამდენიმე აქტში იმათგან, რომლებიც ჰამლეტის მთელ ცხოვრებას შეადგენს. თანაც მან იცის, რომ წინა საღამოს ის იყო მეფე ლირი, და უფრო ადრე – ოტელო.
და თუმცა გარეგანმა პიროვნებამ არ იცის ამ ფაქტის შესახებ, მიუხედავად ამისა უმაღლესი მე სრულად შეიცნობს ამას. და მხოლოდ სულიერი თვალის ატროფია არ აძლევს საშუალებას აღბეჭდოს ეს ინფორმაცია ფიზიკური ადამიანის ცნობიერებაში.
მაგრამ
“ის, ვინც ეს იცის, ჭეშმარიტად გადალახავს ბოროტებას”
კვლავხორცშესხმის დოქტრინა არიელების მეხუთე რასაზე გადმოვიდა მისი წინამორბედიდან – მეოთხე რასის ატლანტებიდან.
დელფიის აღთქმა ”შეიცანი თავი შენი” ატარებდა იმავე აზრს წინა განხორციელებების შეცნობის და იყო ნათელი და გასაგები თითოეული ძველი ხალხისთვის.
”ყველა ცოცხალი ქმნილება არის – უბრალოდ მსახიობი სცენაზე. მას გააჩნია თავისი არსებობა, როცა ფარდა აიწევა და ვიდრე არ შესრულდება როლი.
ამ პიესას დგამს ღმერთი, და მასში როლი არის ღმერთის საჩუქარი. სცენარიც მის მიერ არის დაწერილი. ის არის რეჟისორი. და მხოლოდ ის წყვეტს, როგორი იქნება კოსტუმები და დეკორაციები, მსახიობების ჟესტები და ინტონაციები, როდის არის მათი შემოსვლა და როდის გასვლა.
თქვენი მოვალეობაა კარგად შეასრულოთ თქვენი როლი, რომ მიიღოთ მისი მოწონება, როცა ფარდა დაეშვება. დაიმსახუროთ უფლება ითამაშოთ უფრო და უფრო მაღალი როლები, თქვენი შესაძლებლობებისა და ენთუზიაზმის მადლით, – ამაში მდგომარეობს სიცოცხლის მიზანი და აზრი”.
ბაბა
ჯერ კიდევ პატარობაში ბავშვს წამოუტივტივდებოდა არაჩვეულებრივი შეგრძნება-სახეები: ის, გაზრდილი კაცია, ჯირითობს ცხენზე; ცხენის გავა, შემოჭერილი მუხლებით; ცხენებისადმი სიყვარული; ბევრი საათი უნაგირზე. როცა გაზრდილი, უკვე ამ სიცოცხლეში, ის დაჯდა ცხენზე, მაშინ რიტმის ჩვეული ცოდნითა და გრძნობით იქვე მიუშვა ის ოთხით. აი ის მამულშია; ის მფლობელია ციხის და თავაზიანი კავალერია. და ამ გრძნობა-დაჯერებულობამ – მან კარგად იცის ქალები, ყველა მათი ხრიკი, ცდუნება და სისუსტე – პატარა ბავშვში არ გამოიწვია არც გაკვირვება, არც კითხვები: ის ახლაც იყო იმ მამაკაცად. მან უბრალოდ ეს იცოდა.
მოწაფეობაში ის ხედავდა თავის თავს მზისთაყვანისმცემლად, და ხანდახან მას უნდებოდა გაემეორებინა მათი დამახასიათებელი ღმერთი რა-ს თაყვანისცემის ჟესტი.
ხედავდა თავის თავს ღარიბ გლეხ ქალად, მცხოვრებად სადღაც აღმოსავლეთში: ის ქვებისგან ასუფთავებდა პაწაწინა ნაკვეთს და ხელით ეზიდებოდა და ეზიდებოდა მასზე მიწას; წლიდან წლამდე ამუშავებდა მას და მოჰყავდა მოკრძალებული მოსავალი.
და ზოგჯერ თანამედროვე ბოსტნებზე შეხედვისას უცებ აუგორდებოდა განმგმირავი ნოსტალგია გამოზომილი, დაუსრულებელი, გაჭიანურებული ყურადღებაგამახვილების იმ დაუღალავ შრომაზე, რომელიც თითქოსდა ქმნიდა გვირაბს უცხო არსებობაში.
ერთხელ მასწავლებელმა სასხვათაშორისოდ აჩვენა, რომ ის და მისი ნაცნობები იყვნენ რომაელი ლეგიონერები – მოკლე დამახასიათებელი სამოსი, მეგობრული ურთიერთობები და აზრი, რომ ცხოვრებაში თითქმის ყველა შეხვედრა არის ძველ ნაცნობებთან.
სხვა დროს მის წინ აღიმართა მუქი, ცუდად განათებული ტაძარი, სადაც ქვის ვიწრო კელიებში მსახური ქალი, რომელიც ის (ბიჭი) თვითონ იყო, ღებულობდა დაღლილ მლოცველებს. და კვლავ გამოცოცხლდა ძველი სინანული და დაბრძენებული გაგება მამაკაცების, მათი დამოკიდებულების, ძალისა და სისუსტის.
ერთხელ მოწაფეს დაეუფლა დაუოკებელი სურვილი ესროლა მშვილდიდან. მაგრამ, როცა დაინახა ეს თანამედროვე კარგად აღჭურვილი, მასიური იარაღი, უკან დაიხია – არა მისი მშვილდი იყო სრულიად სხვანაირი. ეს იყო მისი მასწავლებლის თამაშები, რომელიც უღვიძებდა წარსულის ხსოვნას და რომელმაც შეახსენა, რომ სოფელში ბავშვობისას ის თავისთვის ყოველთვის აკეთებდა მშვილდისრებს.
მან კიდევ ბევრი რამ ნახა მოწაფეობის წლებში, როცა მასწავლებლის ხელებში კაშკაშად იწყებდა ნათებას ვერცხლის ძაფი – ანტაჰკარანა – და მისი ბრწყინვალება იტაცებდა სიბნელის დროიდან მისი წარსულის სურათებს; ადამიანთა სახეებსა და სიცოცხლეებს, რომლებსაც ოდესღაც ასულიერებდა მისი სული – უმაღლესი მე, საუკუნეთა მოწმე.
ოჰ, უფალო! აიღე ჩემი ხელები,
და დაე მათ დაუღალავად იმუშაონ შენთვის.
ოჰ, უფალო! აიღე ჩემი სული,
და დაე ის შეერწყმეს მთლიანად შენსას.
ოჰ, უფალო! წაიღე ჩემგან ყველაფერი, რაც მაქვს,
და ნება მომეცი მე გავხდე შენი მუშა ინსტრუმენტი.
(ბაბას სიტყვები)
სრულიად მსოფლიო წარღვნისას გადარჩენილი იყვნენ ღვთისნიერი და იოგური გაცისკროვნებისკენ მიდრეკილი მეხუთე რასის ადამიანები, პირველი ისტორიული ხალხები, რომლებმაც წყნარად დაიწყეს თავისი არსებობა ატლანტიდის მატერიკის ნარჩენებზე.
ასე წყნარად იწყებს თავის არსებობას მეექვსე რასა, ჩვენი მეხუთე რასის ჩასვენების უბედურ მდგომარეობებს შორის. და ასევე, ციკლური კანონის დაქვემდებარებით, იცვლება დედამიწის ღერძის დახრის კუთხე, და ხდება მისი თანმდევი კლიმატის ცვლილებები. ადამიანები იცვლებიან ზომაში და ქსოვილის სიმკვრივეში. და ამასთანავე სინათლის ძალები ინარჩუნებენ კაცობრიობის ერთ ნახევარს მეორეს განადგურებისგან.
ყოველი მკვიდრი რასა თავის გზაზე ჩვილობიდან და ჩასვენებამდე გადის ოთხ ეტაპს, რომლებსაც ჰქვია იუგა:
ეს არის კრიტა იუგა, ტრეტა იუგა, დვაპარა იუგა და ქალი იუგა.
სვამი ამბობს:
“ქალი იუგას ბოლოში ყველა ბოროტები კვდებიან, ცოტანი კეთილები კი – რჩებიან. და მათი შთამომავლები შედიან კრიტა იუგაში”
– ჭეშმარიტებისა და სიწმინდის საუკუნე, დასაბადებელი რასის
ოქროს საუკუნე.
ასე იწყებოდა მეხუთე რასაც.
“თანამედროვე ბავშვებს რომ მოესმინათ საქმეების მდგომარეობის შესახებ კრიტა იუგას დროში, ისინი იქნებოდნენ უბრალოდ გაოგნებულნი, გაოცდებოდნენ და არ დაიჯერებდნენ.
კრიტა იუგაში ადამიანის არსების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენდა რამდენიმე ასეულ წელს. უფრო მეტიც, მათი სხეულები იყო არა ასეთი პატარა, როგორც ამჟამად არის. ისინი იყვნენ გიგანტები. და მათი ხელები სიგრძეში აღწევდა ექვს ფუტს (დაახლოებით 2 მეტრი).
კრიტა იუგაში სიგრძის ერთეულად მიღებული იყო მანძილი თითების წვერებიდან იდაყვამდე. იმ დროს ადამიანის სიმაღლე შეადგენდა 14 იდაყვს (ე.ი. დაახლოებით 14 მეტრს)
“ტრეტა იუგაში, რაამას საუკუნეში ნორმალური სიმაღლე შემცირდა 7 იდაყვამდე (6-7მ). ქალი იუგასთვის ის შეადგენს 3,5 იდაყვს”.
ბაბა
“მეხუთე, წარმოქმნილი წმინდა გვარიდან, დაექვემდებარა მართვას პირველი ღმრთიური მეფეებისგან”.
მოკვდავი ადამიანისგან მათ ჰქონდათ ფიზიკური გარეგნობა, როგორიც ის იყო მაშინ, მაგრამ იყვნენ არსებები მაღალი ციური სფეროების. ეს ადეპტები ჩვეულებრივ ბინადრობდნენ მიწისქვეშა საცხოვრებლებში, პირამიდების ქვეშ, რომლებიც არსებობდა “სამყაროს ოთხივ კუთხივ” – მთელს დედამიწაზე.
პირველი დამრიგებლები ხალხთა მეხსიერებაში დარჩნენ სახელებით გოლიათების – კაბირებისა და ტიტანების, რომლებსაც მიეწერებოდათ ასოების, კანონების და გემთმშენებლობის, არქიტექტურის, ზოდიაქოს და ასტრონომიის ცოდნის, მრავალსახოვანი მეცნიერებისა და ხელოვნების გამოგონება.
აგრეთვე სოფლის აგროკულტურის დიდი ნობათის აღმოჩენა ჭვავისა და ხორბლის წარმოება, ყურძნის, მუსიკის, ასტრონომიისა და გეომეტრიის გამოყენება. ამასთანავე ღმრთიურების თითოეული მეფის მეფობას ეთმობა დიდი პერიოდი განსაზღვრული რამდენიმე საუკუნით.
ასე გაიარა ათასწლეულებმა. თანდათანობით გადნა ოქროს დღეები. და კრიტა იუგას, ოქროს საუკუნის ცვლაზე, მოვიდა ვერცხლის საუკუნე, ტრეტა იუგა, როცა დედამიწაზე ჩამოვიდა ავატარი რაამა. და დაამკვიდრა დედამიწაზე უბიწოების სამეფო, რაამა რაჯუ.
“რაამა” ნიშნავს “ის, ვინც ყველას მოსწონს და ყველასთვის სასიამოვნოა”. ავატარი რაამა იყო შვილის, მეგობრის, ქმრის, პატრონისა და მმართველის იდეალური თვისებების განსხეულება.
ის იყო იდეალი ყველასთვის. მისი მოსვლა ემსახურებოდა სულიერი ფასეულობების აღდგენასა და სამყაროს დაცვას სულიერი დაცემისგან.
თვით მისი შესახედაობა ხიბლავდა ყველას, ვინც მას ნახავდა.
სიყვარული, სილამაზე და სათნოება გამოსხივდებოდა მის მიერ და მოსავდა ყველაფერს მის ირგვლივ.
მან მოგვცა მაგალითი იმ თანხმობისა და ჰარმონიის, რომლებიც უნდა მეფობდეს ოჯახის წევრების ურთიერთობებში. და ადიდებდა იდეალურ ძმობას, მეგობრობის კეთილშობილებას და სიყვარულის და ერთგულების სიდიადეს.
სვამი იხსენებს:
ათასობით ძლიერი მამაკაცი ერტყა გარს შივას მშვილდს, რომელიც იდო ეზოს შუაგულში. აქ შეიკრიბნენ უფლისწულები ინდოეთის დაშორებული ოლქებიდან, იმ იმედით, რომ მოეპოვებინათ სიიტას ხელი.
რაამა და მისი ძმა ლაკშმანა კი აქ მოვიდნენ უბრალოდ ვიშვამიტრას განკარგულებით და არაფერზე არ პრეტენდირებდნენ.
უფლისწულები ერთიმეორის მიყოლებით ცდილობდნენ შივას მშვილდის აწევას, მაგრამ უშედეგოდ. რავანამაც კი მოსინჯა აეწია და გაეტეხა მშვილდი, მაგრამ დაეცა მისი წონის ქვეშ, და თავი იგრძნო დამცირებულად. ის, ვისზეც მბრძანებლობს მისი ეგო, განწირულია ცხოვრებაში ტანჯვისთვის.
ამ მომენტში რაამა მშვიდად მივიდა მშვილდთან, იქ შეკრებილი უფლისწულების გულსატკენად და გასაკვირვებლად.
ეზოში შეიქმნა აურზაური, როცა ახალგაზრდა რაამა მივიდა შივას მშვილდთან, იმიტომ რომ ეს იყო კადნიერი საქციელი ახალგაზრდა თოთხმეტი წლის ჭაბუკის მხრიდან გაებედა შეუდარებელი მშვილდის აწევა.
მაგრამ რაამამ მომენტალურად ასწია ის თავისი მარცხენა ხელით, რითაც მოწყვიტა ათასობით აპლოდისმენტი. როცა მან მოხარა ის, მაშინ მშვილდი გასკდა გამაყრუებელი ხმით. მას ყველა დიდხანს და ხმამაღლა უკრავდა ტაშს, ხარობდნენ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა კაცი, რომელიც არის სიიტას ხელის ღირსი.
ვიშვამიტრამ ჰკითხა რაამას, მზად არის ის ცოლად შეირთოს სიიტა? მან თავაზიანად უპასუხა, რომ არ შეირთავს ისე, თუ არ მიიღო მშობლების თანხმობა. ის ალბათ არც, კი შეხედავდა სიიტას თუ მშობლებს არ შეეკითხებოდა.
იმპერატორმა ჯანაკამ გაგზავნა შიკრიკები ეტლით, რათა მათ მოეყვანათ დასარათა და მისი ამალა. ხალხი ხარობდა და წინასწარ ტკბებოდა რაამას და სიიტას ქორწილით.
იმ დროისთვის მიტილაში ჩამოვიდა დასარათა დედოფლით, მინისტრებითა და სტუმრებითურთ. იმპერატორმა ჯანაკამ მიიღო ისინი ყველა შესაძლებელი თავაზიანობით და აღმოუჩინა სრული სტუმართმიღება. ყველაფერი მზად იყო დიდი მოვლენისთვის, და რაამაც, ყველაზე ლამაზ სამკაულებში, მოვიდა საქორწინო ცერემონიაზე.
სიიტას და რაამას ქორწილი ჭეშმარიტად იყო პრაკრიტისა და პარამათმას ქორწილი. ბუნებისა და ღმრთაების. რამდენადაც სიიტა დაბადებული იყო დედისგან – დედამიწისგან, ის აღჭურვილი იყო დედამიწის მაგნიტური ძალით. სწორედ ამის გამო მას შეეძლო მსუბუქად აეწია მშვილდი, რომელიც ასევე იყო პრაკრიტის ნაწილი. ამ ძალის დახმარებით ეს ნელა იწეოდა თვით – მან (სიიტამ) ეს ერთხელ სცადა.
რაამა თვით იყო ღმრთიური მაგნიტი. ამიტომ მისთვის არ წარმოადგენდა სიძნელეს მშვილდის აწევა.
ასეთი იყო ღმრთიური დრამის ყველა ნაწილი, რომელიც გათამაშდა კაცობრიობის კეთილდღეობისთვის.
რაამას და სიიტას ქორწინება ჩატარდა სრულიად დიდებულ დონეზე, და ადამიანები ეპაექრებოდნენ ერთმანეთს, ღმრთიური ქორწილის დიდებისა და დიდებულების ხოტბის შესხმით.
რაამას, როგორც მმართველს, არ ჰყავდა ბადალი.
ის იყო ხელმძღვანელის იდეალი, რომელიც მართავს არა თავისი მიდრეკილებებისა და ანტიპათიების შესაბმისად, არამედ პირველ რიგში ხელმძღვანელობს ადამიანთა კეთილდღეობით.
საკუთარი მაგალითით და მოქმედებით რაამამ გარდაქმნა სამყარო
უბიწოების სამეფოდ.
ის თვითონ იყო აღსავსე უბიწოებით, ანუ დჰარმით, და ბრძენნი ამაღლებდნენ და ადიდებდნენ მას, როგორც თვით უბიწოებას ადამიანის ფორმაში.
“კიდევ უფრო რა მაღალი მისია და ამოცანა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს სიცოცხლეში, ვიდრე ამ უმაღლეს არსებაზე გააზრებაა?
რომ დაიცვა შენი თავი ვარდნისგან, საჭიროა მხოლოდ ერთი სავარჯიშო – ისმინო მოთხრობები ავატარების სასახელო ცხოვრებაზე.
როცა თქვენ აკეთებთ ამას, ყველა თქვენი ცოდვა
ჩამოირეცხება”,-
თქვა ბრძენმა სუკჰამ.
*
მისდიეთ შინაგანი სამყაროს იდეალისა და უნივერსალური სიყვარულის პრაქტიკას. გადმოღვარეთ უსასრულო სიყვარული ათეულობით სხვა ადამიანზე, და ერთხელ თქვენ შეიცნობთ რაამა რაჯუს – რაამას უბიწო ხელმძღვანელობას.
ამბობენ:
“თითოეული ადამიანის არსება იღებს დაბადებას, რათა მიაღწიოს უბიწოებას”
და რას ნიშნავს ”უბიწოება”,
დჰარმა, ანუ
“სწორი ქცევა”?
ბევრი ადამიანი მოითხოვს მისდამი პატივისცემას, მაგრამ ისინი თვითონ ასეთ პატივს სხვებს არ სცემენ. ეს ხდება ინდივიდის, ოჯახის, სამსახურის ადგილის და საზოგადოების დონეზე – ერთი სიტყვით ნებისმიერ გარემოებაში, როცა ერთი ადამიანი ურთიერთობს მეორე ადამიანთან.
ავიღოთ ცალკე პიროვნება. თქვენ პირველ რიგში პატივი უნდა სცეთ თქვენ თავს, თქვენ სამუშაოს და ა.შ., მანამდე ვიდრე სხვების პატივისცემას მოიპოვებთ. თუ თქვენი სამუშაო თხოულობს თქვენგან იყოთ ჩაცმული დაკავებული მდგომარეობისა და შესასრულებელი ფუნქციის შესაბამისად, და თქვენ იცვამთ შეუფერებლად, ეს გახდება სხვებისთვის სიგნალი, რომ თქვენ პატივს არ სცემთ თქვენს საქმეს და მათ, ვინც მასში მონაწილეობს. ეს მოქმედება შეიძლება თქვენი მხრიდან წინასწარ არ იყოს გამიზნული. თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, რომ უფლება გაქვთ ჩაიცვათ ისე, როგორც თქვენ მოგწონთ, მაგრამ ამ დროს ვერ ამჩნევთ, როგორ უხეშად შეურაცხყოფთ თქვენი უფროსის და სხვა თანამშრომლების გრძნობებს.
გადავიდეთ ოჯახზე: თუ ქმარი ამცირებს ცოლს, პატივს არ სცემს თავის ქორწინების მოვალეობებს როგორც ქმრისა და მამის, განა მას უფლება აქვს ელოდოს პატივისცემას თავისი ცოლისა და შვილების მხრიდან? ოჯახების ნგრევის პრობლემა ხშირად წარმოიქმნება ქმრისგან ცოლის ან პირიქით პატივისცემის უკმარისობის გამო.
ზუსტად ასეა სამსახურშიც. ნებისმიერი ფირმა – ეს არის ფორმალური სტრუქტურა. თქვენ იძულებული ხართ ბოსის მიმართ გამოიჩინოთ პატივისცემა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ სამუშაო. ურთიერთპატივისცემა ოფისში მჟღავნდება სხვადასხვა გზებით.
ერთი უკიდურესობაა – როცა ადამიანი მლიქვნელობს ბოსის წინაშე და ყველაფერში ეთანხმება მას. ასეთმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ამით მან მოიპოვა ბოსის “პატივისცემა”, მაგრამ ამ შემთხვევაში ის არამარტო კარგავს თვითპატივისცემას, არამედ ხშირად იწვევს პატრონის ზიზღს და ხდება გარშემომყოფთა დაცინვის ობიექტი.
მეორე უკიდურესობაა – ბოსი მუშაკს თავს ატეხს ისეთ საშინელებას, რომ მას უფრო ეშინია მისი, ვიდრე პატივს სცემს.
ფირმის ყოველმა მეპატრონემ უნდა ჰკითხოს თავის თავს: “ჩემი ეშინიათ თუ ვუყვარვარ და პატივს მცემენ?”
“ის სხვებისგან თხოულობს პატივისცემას”
ეს გამოთქმა ისმის, როგორც ირონია.
არავის არ შეუძლია მოითხოვოს პატივისცემა სხვისგან. პატივისცემის საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ დაუშვებელია ბრძანება იმის შესახებ, რომ შენ პატივი გცენ.
“გაეცი და მოგეცემა”-
ეს ძველი ანდაზა სამართლიანია დღესაც.
მხოლოდ სხვების პატივისცემის გამოჩენისას შეიძლება მათგან ელოდო პატივისცემას.
საჭიროა ადამიანებს მისცე შესაძლებლობა გაიგონ, რომ თქვენ პატივს სცემთ მათ შეხედულებებს, მათ გრძნობებს, მათ დამოკიდებულებას, და მაშინ თქვენც გცემენ პატივს. აი ეს არის ადამიანური ფასეულობები მოქმედებაში.
აი ეს არის სწორი ქცევა.
გამოდის, რომ სხვების პატივისცემა დაკავშირებულია პირადი თავისუფლების შეზღუდვასთან?
“თქვენი თავისუფლება მთავრდება იმ მომენტში, როცა თქვენი თითი ეხება ჩემს ცხვირს,” –
ეს არის ცნობილი განცხადება ერთი ბრიტანელი პოლიტიკოსის, რომელმაც დასავლეთის ქვეყნებისთვის განსაზღვრა თავისუფლების საზღვრები.
ალბათ, ახლანდელ მოუსვენარ საზოგადოებაში ყველაზე უფრო მისაღები იქნება ლოზუნგი:
“თქვენი თავისუფლება მთავრდება იმ მომენტში, როცა თქვენი სიტყვები დაჭრიან ჩემს გულს”
და ეს უნდა გახდეს ყველასთვის სახელმძღვანელო – იქნება ის პოლიტიკოსი, რელიგიური ლიდერი, პროფკავშირების მოღვაწე თუ უბრალო ადამიანი ქუჩიდან ან მისი მეზობელი – მაშინ შეიძლება საზოგადოებაში აყვავდეს სიყვარული, ჰარმონია და ურთიერთპატივისცემა.
იბადება კითხვა:
“და რა ზიანია იმისგან,
რომ მე ვლაპარაკობ
იმას, რასაც ვთვლი სწორად?”
“რაც შეგეხებათ თქვენ, მე ვთვლი, რომ თქვენ ყველა ხართ ბრიყვები, ზარმაცები და …”
“შენ როგორ ბედავ ჩვენი ლიდერის შეურაცხყოფას!”
“დამშვიდდით! მას აქვს უფლება გამოთქვას თავისი
აზრი!”
ჯერ კიდევ ძველები ამბობდნენ, რომ უფრო ადვილია განკურნო ჭრილობა მიყენებული დანით ვიდრე ჭრილობა, მიყენებული უხეში სიტყვით.
ილაპარაკეთ ყოველთვის რბილად და თავაზიანად.
და არ დაივიწყოთ ოქროს რჩევა:
“არ გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ”.
ოჯახში კი ალბათ ყველაფერი უფრო მარტივად არის?
არ არსებობენ მშობლები, რომლებიც იტყოდნენ, რომ არ უყვართ თავიანთი შვილი. მაგრამ სინამდვილეში მათი უმეტესობა არ უფრთხილდება ბავშვებს ან მათ უხეშად ექცევა.
ყველა მშობელს აქვს ერთი საერთო სურვილი, რომ მისი შვილები გახდნენ პატიოსნების ნიმუშები, მიჰყვებოდნენ უმაღლეს საზოგადოებრივ ფასეულობებს, თუმცა თვით მშობლები თვლიან შესაძლებლად მის არმიდევნას.
თქვენ არ შესწრებიხართ
ასეთ შემთხვევას?
“უკვე დილის ათი საათია! ამ დროს ყველა პატარა ქალბატონი უნდა იყოს დავარცხნილი და მოწესრიგებული. მიდი სწრაფად მოიწესრიგე თავი
= დედას და მამას აქვთ მოუწესრიგებელი შესახედაობა, მაგრამ მოითხოვენ, რომ ბავშვი იყოს სუფთა და აკურატული.
= მშობლები ეწევიან და სვამენ ბავშვების თვალწინ და იქვე მსჯელობენ ალკოჰოლისა და ნიკოტინის მავნებლობაზე ბავშვებისთვის,
= მშობლები ცუდს ამბობენ და ავსიტყვაობენ მეზობლებზე და მეგობრებზე, მაგრამ სჯიან ბავშვებს იმისთვის, რომ მათ აწყენინეს თავიანთ მეურვეს.
მაგრამ თუ თქვენ სანიმუშო მშობლები ხართ, თურმე, მხოლოდ მშობლების სწორად ქცევის პირადი მაგალითი ბავშვების უმეტესობისთვის არასაკმარისია, და საჭიროა დისციპლინა, რომლის დაცვასაც მყარად უნდა მიაღწიო მთელი სიყვარულით და გაგებით. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გადალახო ერთი რიგი ბავშვების ინერტულობა და მეორეების ზეაქტიურობა.
ნაკადი საყოველთაო სარგებლისთვის უნდა მოათავსო ნაპირებში.
სხვანაირად ის გადმოიღვრება და დაანგრევს ყველაფერს გარშემო.
ერთხელ პრაშანტი ნილაიამში ჩამოვიდა ახალგზრდა წყვილი თავიანთი პატარა ვაჟით. დილის დარშანის შემდეგ ახალგაზრდები მოვიდნენ ჩვენთან სტუმრად. მათ გვიამბეს, რომ დარშანის მიმდინარეობისას ისინი ძალიან გაამხიარულა მათმა პატარა ვაჟმა, მაშინ როცა სვამი მიდიოდა მათ სიახლოვეს და ბავშვმა წამოიძახა: “სვამი!”
მაგრამ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ღირსეულ ქცევად. დარშანზე არ უნდა წამოიძახო “სვამი!”, უნდა იჯდე წყნარად და იღებდე მის დარშანს, ცდილობდე შეიგრძნო სვამის ზემოქმედება. დაე თქვენზე დასხივდეს მისი ღმრთიურება და შეაღწიოს მთელს თქვენს არსებაში. სწორედ
ამაში მდგომარეობს დარშანის მიზანი.
ჩვენ ვუთხარით მშობლებს, მათ მართებთ, რომ ამ ადრეულ სტადიაზეც კი ეცადონ ბავშვს შეასწავლონ დისციპლინა, დაარწმუნონ ის, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. და ასეთ შემთხვევებში ისინი თავად არ უნდა გამხიარულდნენ, რადგან თუ ისინი გამოხატავენ გახარებას და კმაყოფილებას, ბავშვი იგრძნობს, რომ ის იქცევა სწორად.
როცა მე ვიყავი ხუთი წლის ან უფრო პატარა, დედა მაღვიძებდა დილის ოთხ საათზე და მეუბნებოდა: “დაჯექი გადაჯვარედინებული ფეხებით და იმედიტირე”
ასეთ ნორჩ ყმაწვილობაში დილაობით განსაკუთრებით ძლიერ გსურს ძილი. და მე კიდევ არც ვიცოდი რა არის მედიტირება, რისი გაკეთებაა საჭირო და რაზე უნდა ვმედიტირდე? იმ დროს ჩემთვის გაუგებარი იყო დედა რატომ მაძალებდა მე ვმჯდარიყავი და მემედიტირა.
მაგრამ ახლა ჩემთვის სრულიად ნათელია ის ამას რისთვის აკეთებდა.
ბავშვებს უპირველეს ყოვლისა უნდა ვასწავლოთ დისციპლინა.
დაწყებული ორი წლიდან და მათი შთამბეჭდაობის მთელ პერიოდში.
ანუ დაახლოებით ოცდახუთ წლამდე,
ბავშვებს უნდა შევათვისებინოთ დისციპლინა.
მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა ვიმედოვნოთ, რომ მათი მომავალი იქნება აწმყოზე უკეთესი.
და ამაშია ავატარის მისიის ერთ-ერთი მიზანი.
სვამი ამბობს:
ყველა ის მოქმედება, რომელიც არ არის მიმართული სხვების საზიანოდ და არ გვევლინება სხვისი თავისუფლების ხელყოფად,
იწოდება უბიწოდ.
თუ თქვენ გაქვთ უნარი მოიქცეთ ისე, რომ სხვებს არ მიაყენოთ უხერხულობა და მოუსვენრობა, არ ლახავთ მათ თავისუფლებას, – ესე იგი თქვენ იქცევით თანხმობაში დჰარმა-სთან.
თუ თითოეული ჩათვლის აუცილებლად მოიქცეს თავისი დჰარმას შესაბამისად, სხვას არ მიაყენოს არავითარი სიავე, მაშინ ყველგან დედამიწაზე იზეიმებს მშვიდობა, აყვავება და სიხარული.
ადამიანი კურთხეულია იმის განსჯის ძალით და უნარით, რომ განასხვავოს რა არის კარგი და რა არის ცუდი.
განსხვავების უნარი არის ადამიანის გამორჩეული თვისება. გააზრების, განსჯის და განსხვავების უნარი – ეს არის ის რაც ადამიანს განასხვავებს ყველა სხვა არსებისგან.
თითოეული ადამიანის სულიერი სიმდიდრე განისაზღვრება ბუდჰით მისი უმაღლესი ინტელექტით. რაც უფრო მეტად არის განვითარებული ინტელექტი, მით მაღალია თითოეული ადამიანის ღირსება.
ადამიანმა არ უნდა დაუშვას, რომ მას უხელმძღვანელოს განსჯადობამ. ის უნდა მიჰყვეს მისი უმაღლესი ინტელექტისგან ნაჩვენებ მიმართულებას.
რა ზომითაც თქვენ მისდევთ განსჯას, იმავე ზომით თქვენ არ უნდა გქონდეთ ღმრთიურების შეძენის იმედი.
საჭიროა მყარად აითვისოთ განსხვავება წარმავალსა და იმას შორის, რაც დევს მსოფლიოს საფუძველში; მათ შორის, რაც არის ტრივიალური და ბრტყელი და რაც ღირსია პატივისცემის.
აი პატარა მაგალითი
გზაზე დევს მკვდარი ძაღლი და მას ჯიჯგნიან ყვავები.
სიახლოვეს დადიან ადამიანები და ამბობენ “რა საშინელი სანახავია და როგორი საზიზღარი სუნია”.
მაგრამ იესო, მის ახლოს გავლისას აღნიშნავს: “რა შესანიშნავი კბილები აქვს ამ ძაღლს, თეთრი და მბრწყინავი, თუმცა არავის ისინი არ გაუწმენდია”.
იესომ აჩვენა, რომ ყველაზე შეურაცხმყოფელ სიტუაციაში ნებისმიერს შეუძლია დაინახოს მისი საუკეთესო მხარეები.
სულიერი ადამიანი ყოველთვის უმზერს კარგს
და არ ხვდება ბოროტების მახეში”.
რა თქმა უნდა ყველაფერში კარგის დანახვის უნარი, – ეს არის ჭეშმარიტი უბიწოების ნიშანი. და ის ციდან არ ვარდება – ამისთვის საჭიროა სულის შრომა.
და რასაკვირველია,
სრული პატიოსნება –
და თქვენ იფიქრეთ რომ სხვების წინაშე? არა – პატიოსნება საკუთარი თავის წინაშე.
ჩვენ ვიხედებით ჩვენი გულის სარკეში და ვიგებთ:
“სიკეთე და ბოროტება არსებობს არა სხვებში:
ეს ანარეკლია ჩვენი საკუთარი გრძნობების,
დანახული ჩვენს მიერ, როგორც ანარეკლი სხვა ადამიანებში”
ბაბა
“ერთხელ კრიშნამ თავისთან მიიხმო დურიოდჰანა და დჰარმარაჯა და თხოვა მათ გამოეკვლიათ სამეფოს მცხოვრებნი.
დურიოდჰანას მან თხოვა გაეგო, რამდენად ბევრი კარგი ადამიანია ქვეყანაში.
დჰარმარაჯას წინადადება მისცა გამოერკვია, სამეფოში რამდენია ცუდი ადამიანი.
დურიოდჰანამ ყველგან მოიარა და აცნობა, რომ ვერსად ვერ შეძლო ეპოვა კარგი ადამიანი. თუ კი არის კიდეც სადმე კარგი ადამიანი მაშინ ეს თვითონ არის.
დჰარმარაჯამ კრიშნას მოახსენა, რომ მან ვერ შეძლო ამ უბიწო სამეფოში ეპოვნა ცუდი ადამიანები. და ცუდის პოვნა მან შეძლო მხოლოდ თავის თავში.
ამ ეპიზოდის შინაგანი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული გარე სამყაროში ხედავს თავის ანარეკლს.
სწორედ ჩვენი შეხედულება გადმოსცემს ყველაფერს სხვადასხვა სახით – მსგავსად იმისა, როგორც ცვლიან სამყაროს შეფერილობას ირგვლივ იმ სათვალეების შუშის ფერები, რომელსაც ატარებს ადამიანი.
შეცვალეთ თქვენი შეხედულება – და სამყარო წარმოდგება სხვანაირი.
ამიტომ სწორ გზებზე სასიარულოდ,
საჭიროა ჭკუა ივსებოდეს კეთილი აზრებით”.
ასე ამბობს სვამი
მაგრამ, ცხოვრების გაჭირვებები
სრულიადაც არ უწყობს ხელს კეთილ აზრებს.
დიახ, ეს გასაგებია. მაგრამ მაშინ ჩვენ რისთვისღა გვაქვს მოცემული ინტელექტი?
ჩვენ ხომ, ალბათ, მტკიცედ გადავწყვიტეთ მივდიოთ
ზოგიერთ
თვითაღზრდის წესს?!
სვამის რჩევა:
“თქვენ გმართებთ დანერგოთ თქვენში ყოველთვის გახარებულად ყოფნის, ყველგან სახეზე ღიმილით გამოჩენის უნარი – ეს უნდა იქცეს თქვენს კეთილ განმასხვავებელ – უნარად.
ადამიანებს თქვენ მეტად ეყვარებით.
და უფალი გაიხარებს თქვენი შემხედვარე.
და მაშინ თქვენ გარდაუვლად დაიწყებთ ყველაფრის მიღებას, რისკენაც თქვენ მიისწრაფვით.
არ დაკარგოთ თქვენი კეთილი განწყობა არავითარ
გარემოებაში.
არ დაკარგოთ სიმამაცე არანაირ გაუთვალისწინებელ სიტუაციაში”.
ამისთვის კი აუცილებელია საკუთარი თვით-გარდამსახი ძალისხმევა კიდევ ერთი მიმართულებით:
”თქვენ უნდა შეინარჩუნოთ თქვენში კმაყოფილება – ნებისმიერ მდგომარეობაში და თქვენ რაც არ უნდა შეგემთხვეთ – მარცხი თუ წარმატება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კმაყოფილება ასაჩუქრებს ბედნიერებით და ადიდებს მას. დაკმაყოფილებული ჭკუისთვის სიცოცხლე არის დაუსრულებელი დღესასწაული.
კმაყოფილება – ეს არის სათვიური თვისება.
ის თქვენ არ გაძლევთ ნებას გადაიქცეთ უსაქმურად და მიმართავს ჭკუას ღმერთისკენ.
ის სულს ასაჩუქრებს სიმშვიდით, ეწინააღმდეგება უაზრო აქტივობას.
და ადამიანი ჩივილებისა და დასვენების გარეშე შემძლეა შეასრულოს ნებისმიერი სამუშაო.
კმაყოფილება სულიერ მაძიებელს ასევე აძლევს ენერგიას და ენთუზიაზმს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ იარო
თვითრეალიზებისკენ მიმავალი გზით.
ნუ მიეცემით ცუდ აზრებს და ნუ ჩაიდენთ ცუდ ქმედებებს.
იარეთ ცხოვრებაში, აღვსილებმა სიხარულით და ბედნიერებით…
და არ არის საჭირო უსიცოცხლო, უბედური სახეები”.
ბაბა
მაშასადამე – ჩვენ საბოლოოდ ვწყვეტთ ნებისმიერ გარემოებაში შევინარჩუნოთ ჩვენში სასიხარულო განწყობილება და კმაყოფილება?
ეს შესანიშნავია.
და აი ასეთი მშვენიერი განწყობითა და კეთილგანწყობით მთელი მსოფლიოსადმი ჩვენ გამოვდივართ სინათლეში – და…
დიახ, თქვენ გამოიცანით –
და ვაწყდებით… სრულიად არაჯენტლმენურ ხერხს.
და მაშინ რა?
სვამის რჩევები:
“არსებობს მთელი რიგი ჩვევების, რომლებიც საჭიროა შეითვისო, რათა გარანტირებულად გქონდეს შენში ცივი გონება და აღუშფოთებლობა.
არ გმართებთ უპასუხოთ ავ სიტყვებზე.
როცა ვინმე თქვენ შეურაცხგყოფთ ან გლანძღავთ, ან თქვენ მოურიდებლად გექცევათ, – მიიღეთ ეს ღიმილით.
ეს არის თქვენი მიწიერი გზა.
ეს თავის საფუძველში უმადური და უხეშია. უთხარით თქვენს თავს:
“ის ადამიანები მე მიწევენ კარგ სამსახურს – ეს არის ჩემი ძალების მოსინჯვა.
მე არ დავნებდები რისხვის,
სიძულვილის ან წყენის გრძნობას.
როცა თქვენ არ ღებულობთ თქვენზე ნატყორცნ შეურაცხყოფებს, მაშინ ეს უბრუნდება იმას, ვინც პირველმა თავის თავს მისცა უფლება.
დარეგისტრირებული, მაგრამ მიუღებელი წერილი უბრუნდება მის
გამგზავნს.
ნუ დააზიანებთ თქვენს მენტალურ სიმშვიდეს, წერილის მიღებითა და მისი შინაარსის წაკითხვით.
უარი თქვით მის მიღებაზე”.
“ერთხელ ბუდდა მთელი დღე იჯდა მარტოობაში, შემდეგ მის გარშემო შეკრება დაიწყო ხალხმა. ერთი ადამიანი, რომელსაც არ მოეწონა მისი მოძღვრება და ის გავლენა, რომელსაც ბუდდა ახდენდა ადამიანებზე, წამოდგა ადგილიდან და დაიწყო მის საწინააღმდეგოდ გამოსვლა, მოურიდებლად ყველაზე ვულგარული გამოთქმებით.
ბუდდა, იღიმებოდა, ისმენდა ყველა ამ ავსიტყვობას, არც ერთი ჟესტით არ გამოხატა თავისი არმოწონება.
იმ კაცს ცოფისგან ტუჩებზე ქაფი მოადგა, გამოელია სალანძღავი სიტყვების მარაგი, მას უკვე ენა ებმებოდა, – და მაშინ ბუდდამ ჰკითხა მას ღიმილით:
“ძმაო, შენ დაამთავრე?”
კაცმა დაუყვირა: “შენ საერთოდ არ გაქვს სირცხვილი! შენ სქელტყავიანი ჯირკი ხარ, ჩემს ბრალდებებზე არც კი რეაგირებ!”
ბუდდამ კი ჰკითხა: “რა ხდება, თუ ადამიანი არ იღებს საჩუქარს?”
მლანძღავმა ჩაიბურტყუნა: “ის რჩება მჩუქებელს”.
“მაშინ აი”, დაასკვნა ბუდდამ, -”წაიღე შენთვის ყველა შენი მყვირალა ბრალდება. მე, ძმაო. არ ვღებულობ მათ და მათზე არ ვრეაგირებ”.
ამ სამყაროში არსებობს ურთიერთწინააღმდეგობათა წყვილები: უბიწოება და ბიწიერება, ჭეშმარიტება და სიცრუე, სათნოება და ცოდვა, და ა.შ.
ადამიანებს სურთ, რომ დედამიწაზე მთლიანად აღმოიფხვრას ბიწიერება, ადჰარმა, რომ არსებობდეს მხოლოდ უბიწოება, მაგრამ ეს შეუძლებელია. ამ სამყაროში დჰარმა ვერ შეძლებს არსებობას ადჰარმას გარეშე, და პირიქით. თვით სამყარო – ეს არის დჰარმას და ადჰარმას კომბინაცია. ის ვერ შეძლებდა არსებობას თუ ერთ-ერთი მათგან არ იქნებოდა.
ასე რომ ადამიანმა უნდა გამოიყენოს განსხვავების თავისი ძალა და წარმართოს უბიწო, დჰარმისეული, ცხოვრება.
ადამიანის უბიწოება, დჰარმა, მისი ქცევის კოდექსი,
გამოირჩევა ცხოველების დჰარმისგან.
ადამიანის უბიწოების გაგებაში შედის ჭეშმარიტების, არაძალადობის და თანაგრძნობის პრინციპების ერთგულება.
ადამიანები ვერასდროს ვერ შეძლებენ სიმშვიდისა და პატიოსნების მიღწევას, თუ ისინი უარს არ იტყვიან ცხოველურ თვისებებზე. ჭამის, ძილის და გამრავლების მოთხოვნილება ერთნაირი აქვთ ადამიანებსა და ცხოველებს.
მაშინ რაშიღა მდგომარეობს ადამიანის დჰარმა?
ჩაითვალოს, რომ თქვენ ხართ ადამიანის არსებები – ეს მხოლოდ საქმის ნახევარია. მეორე ნახევარი მდგომარეობს იმის გაგებაში,
რომ თქვენ არ ხართ ცხოველები. თქვენ ყოველთვის
უნდა შეახსენოთ თქვენ თავს:
“მე – ვარ ადამიანის არსება, და არა ცხოველი”,
“მე – ვარ ადამიანის არსება, და არა ცხოველი”,
მაგრამ არ შეჩერდეთ ამ საფეხურზე. დაისვით კითხვა – გარკვეულ სქესზე მიკუთვნებული, სიცოცხლის რომელ საფეხურზე ვიმყოფები? – მხედველობაშია – იცავთ თუ არა უქორწინების აღთქმას, ხართ სახლის პატრონი, განდეგილი თუ ასკეტი. და მასზე პასუხის შემდეგ, მიჰყევით დჰარმის შესაბამის სახეს.
განსხვავების გამოცდილება
თქვენ იცით, როცა მე ვიყავი აშრამში, სწორედ მაშინ იქ ჩამოვიდა ფედია ჯგუფთან ერთად. მას ისინი უბრალოდ მუჭაში ჰყავდა დაჭერილი – უკრძალავდა კარების იქით გასვლას. მოითხოვდა, რომ მუდმივად შეკრებილიყვნენ ბჰაჯანების სამღერლად და ერთად ევლოთ სალოცავში. ისინი ყველანი იყვნენ ახლები.
განსჯა და მსჯელობა
• და ის, ჩემი აზრით, უბრალოდ ეჩრება – ეს ხომ პირდაპირი ძალადობაა. და ამასთანავე ქადაგებს სვამის ფასეულობებს, აჰიმსას (არაძალადობას) და დჰარმას მათ შორის.
• მაგრამ ადამიანები ხომ ემორჩილებიან მას?
• დიახ, მაგრამ ისინი ხომ ახლები არიან, ფიქრობენ რომ ეს ასეც უნდა იყოს.
• მაშ კარგი. დაე უსმინონ ხელმძღვანელს ძველი ერთგულებიდან – მან იცის, რა უნდა გააკეთოს.
• მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ის მათ აქცევს მონებად, თვითონ კი არის დამმონებელი.
• მათ ხომ თავიანთი ნებით აირჩიეს დამჯერი ცხვრების როლი. მეორე მხრივ კი, ის შეიძლება, მსახურებს სვამის ინსტრუმენტად, რომელიც ხელს უწყობს ახლების უფრო სწრაფ ჩართვას ტრანსფორმირების პროცესში?
• შესაძლებელია ასეც არის, მაგრამ ჯერ-ჯერობით ის ამას აკეთებს მათზე ძალაუფლების აღების ცხელი სურვილით. ეს უპირველეს ყოვლისა ააშკარავებს მის გაბერილ ეგოს.
• მაგრამ მისი მიზანი, ხომ კეთილია?
• და რა – მიზანი ამართლებს საშუალებას? მაშინ აქ სადღა არის სვამი? განა ეს ნორმალურია? – ადამიანები ძალადობით მირეკო მშვიდობასთან, სიყვარულთან და ჭეშმარიტებასთან?
• მაგრამ ღმერთის ნების გარეშე ხომ არაფერი არ ხდება? და ეს ყველაფერიც მისი ნებითაა?
• რა თქმა უნდა ის აძლევს არჩევანის ნებას მონასაც და დამმონებელსაც. და ამ შემთხვევებში მკვეთრად მჟღავნდება, აქვთ თუ არა მათ ღირსებისა და ჭეშმარიტების გაგების გრძნობა, და მიდიან თუ არა ისინი უბიწოების გზით.
• მაშინ თითოეული მიიღებს კიდეც “შედეგებს მის შესაბამისად”. ღირს კი ამის გამო ადუღდე?!
ისწავლეთ აგრეთვე, რომ ქცევის წესები სხვადასხვაა სიცოცხლის სხვადასხვა ფაზებისთვის.
არასდროს არ უნდა გაიზიაროთ მცდარი შეხედულება, რომ დჰარმა ერთნაირია ყველა ადამიანისთვის, შეუფარდებლად სიცოცხლის იმ პერიოდთან, რომელშიც ისინი იმყოფებიან.
თქვენ ყველა უნდა მიჰყვეთ დჰარმას, რომელიც შეეფერება თქვენი სიცოცხლის სტადიას.
ბავშვისთვის საუკეთესო ადგილი არის დედის კალთა. ბავშვისთვის ყველაზე უკეთესია – უსმინოს თავის დედას. ამგვარად ბავშვი თანდათანობით იზრდება, რათა გადავიდეს ყმაწვილობის სტადიაში. ყმაწვილობისას თქვენ უნდა გადალახოთ ბავშვობის ზღურბლი, მისდიოთ ყმაწვილობის დჰარმას.
რა არის ახალგაზრდობის დჰარმა?
ეს არის ხასიათის გამომუშავება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ადამიანისთვის. განათლების მიზანი – ეს არის ხასიათი. გაუხსენით თქვენი გული კეთილ აზრებს და წარმართეთ უბიწო ცხოვრება. თქვენი გული და თქვენი ქმედებები თქვენს ხელშია. როგორც სიხარული ასევე მწუხარება თქვენს მბრძანებლობაშია.
ქვეყანა მდიდრდება ხასიათის მქონე ადამიანების მადლით. როგორიცაა გრძნობები ისეთივეა საქმეთა მიმდინარეობა.
უფროსების გარემოცვაში ახალგაზრდებს მართებთ მოიქცნენ თავმდაბლად. შემწყნარებლობა ასევე უნდა აისახებოდეს მათ მეტყველებაში. თქვენ გმართებთ სწრაფვა იმის მისაღწევად, რისი ქონაც შეეფერება ახალგაზრდებს.
ახალგაზრდობას მიჰყავს სიცოცხლის ზრდასრული პერიოდისკენ.
გააკონტროლეთ თქვენი შეხედულება. ამას მიაღწია ბუდდამ ყველაზე პირველ რიგში. ის ქადაგებდა სამიაკ დრიშტის, სწორი შეხედულების, სწორი ხედვის აუცილებლობას.
სწორ ხედვას მიჰყავს სწორ აზრებთან;
სწორ აზრებს მიჰყავს სწორ ქმედებებთან, და, ბოლოს,
სწორ ქმედებებს მიჰყავს სწორ ქცევებთან.
მაშასადამე უპირველესად საჭიროა ნივთებზე სწორი შეხედულებების დანერგვა.
თანამედროვე ადამიანის გამორჩეულობის ნიშანი არის ერთობა აზრის, სიტყვის და საქმის. სწორედ ამისკენ უნდა ვისწრაფოთ. თუ ადამიანი მთლიანად არ არის თავდადებული სწორი მოქმედების იმ სახისთვის, რომელიც პასუხობს მისი სიცოცხლის მოცემულ საფეხურს, მაშინ მას ეუფლება შიში, მღელვარება და სულიერი არეულობა.
ზრდასრული პერიოდი, თავის მხრივ, იცვლება მოხუცებულობით. მოხუცმა ადამიანმა უნდა მისდიოს დჰარმას, რომელიც შეესაბამება ადამიანის არსებობის ამ ეტაპს.
სვამი ამბობს, რომ, მაგალითად, შეუსაბამოა მოხუცმა ადამიანმა ითამაშოს თოჯინებით, ჯანმრთელმა ბავშვმა კი იაროს ჯოხით.
ბიწიერების, ადჰარმას, მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ცდილობს მისდიოს დჰარმას, რომელიც არ შეესაბამება მის ხნოვანებას ან მისი სიცოცხლის სტადიას. თითოეულმა ზუსტად უნდა დაიცვას მოქმედების სწორი წესი, რომელიც პასუხობს მის ხნოვანებასა და მდგომარეობას “.
სვამი იხსენებს:
საქორწინო ცერემონიის დროს იმპერატორმა ჯანაკამ, წმინდა წერილებით მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად წარმოთქვა: “კანიადანა – მე გაძლევ შენ ჩემს ქალიშვილს, ისე როგორც იძლევიან მოწყალებას”.
საქმროს, როგორც ყველა ელოდებოდა, პასუხად უნდა ეთქვა: “მე ვღებულობ თქვენს ქალიშვილს”, მაგრამ რაამა დუმდა, არ წარმოუთქვია არც ერთი სიტყვა.
წმინდანმა, რომელიც ასრულებდა წმინდა წესს, მას მიმართა: “ოჰ, რაამა! დადგა ხელსაყრელი მომენტი, რომ თქვა – მე ვღებულობ თქვენს ქალიშვილს”.
რაზეც რაამამ უპასუხა: იკშვაკუს დინასტიის მემკვიდრეები არასდროს ღებულობდნენ განსაკითხს. ისინი მხოლოდ იძლეოდნენ მოწყალებას, მაგრამ ისინი თვითონ არასდროს მას არ იღებდნენ.
თუ თქვენ მოაცილებთ სიტყვას დანუ, რომელიც არის კანია-ს შემდეგ, მაშინ მე მზად ვიქნები მის მისაღებად”.
ჯანაკა მიხვდა რაამას აზრებს, და გადააგდო სიტყვა დანა.
ამის შემდეგ რაამამ თქვა: “მე ვიღებ მას”.
ინდური ტრადიციის შესაბამისად ახალდაქორწინებულმა უნდა მისცეს პირობა: მე მას ვასიამოვნებ მისი ქონების, სურვილებისა და უბიწოების მხედველობაში მიღებით.
მაგრამ რაამამ უარი თქვა მიეცა ასეთი დაპირება, რადგან გრძნობდა, რომ საჭიროა მზად იყო შენი სიცოცხლის პარტნიორზე უარის სათქმელად, თუ ის ჩადგება შენსა და შენს ხალხს შორის. და მან მისცა აღთქმა:
“ჩემი ქვეშევრდომების კეთილდღეობა ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ მოხდება, რომ ის უკმაყოფილო იქნება ჩემი ქვეშევრდომების, მე მას უარვყოფ”.
რაამამ აი ასე დაადგინა თავისთვის, როგორც მმართველისთვის, ქცევის უმაღლესი სტანდარტი. იმ დროის მმართველები განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ ყოველ წარმოთქმულ სიტყვას, იმიტომ რომ ისინი მას არასდროს უკან არ იბრუნებდნენ.
არსებობს კი სწორი ქცევის აბსოლუტური გაგება?
ბუდდა მას შემდეგ, რაც გახდა განდეგილი, ბევრს მოგზაურობდა. ადამიანები განცვიფრდებოდნენ მისი ბრწყინვალე მშვენიერი ფორმის ხილვისას.
ქალი სახელად ამბაშალი, რომელშიც მისმა ბრწყინვალებამ გააღვიძა ღრმა სიყვარული, მიუახლოვდა მას და უთხრა: “ოჰ, დიდებულო, შენ შესახედაობით ხარ როგორც პრინცი შენს ნარინჯისფერ მანტიაში. შემიძლია მე გავიგო, შენ რატომ ჩაიცვი ნარინჯისფერი კაბა ასეთ ახალგაზრდა ხნოვანებაში?”
ბუდდამ უპასუხა, რომ ის დაადგა განმარტოების გზას, რათა გადაწყვიტოს სამი პრობლემა. ეს სხეული, ახალგაზრდა და ლამაზი, გარდაუვალია ოდესმე გახდება მოხუცი, მას დაემართება ავადმყოფობები, და ბოლოს მოკვდება. მე მინდა გავიგო სიბერის, ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზები.
ქალმა, მყოფმა ბუდდას ჭეშმარიტების ძებნის შთაბეჭდილებებში, ის მიიწვია სადილზე.
ამ დროისთვის მთელი სოფელი მოვიდა მასთან გასაცნობად. გლეხები ერთი მეორის მიყოლებით მიდიოდნენ ბუდდასთან და თხოვდნენ არ მიეღო ქალის მიწვევა, რადგან მას ჰქონდა ცუდი რეპუტაცია.
ბუდდამ მოთმინებით მოისმინა ყველა მათი საჩივრები. შემდეგ გაიღიმა და ჰკითხა სოფლის უხუცესს: “შენც ამტკიცებ, რომ ამ ქალს ცუდი რეპუტაცია აქვს?”
უხუცესმა უპასუხა: “ერთჯერ კი არა, ათასჯერ დავადასტურებ, რომ ამბაშალის ცუდი რეპუტაცია აქვს. გეთაყვა, არ მიხვიდე მის სახლში”.
ბუდდამ უხუცესს დაუჭირა მარჯვენა ხელი და სთხოვა ტაში დაეკრა. უხუცესმა უთხრა, რომ ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, იმიტომ რომ მისი ერთი ხელი უჭირავს ბუდდას, და არავის არ შეუძლია ერთი ხელის გულით ტაშის შემოკვრა.
რაზეც ბუდდამ შენიშნა:
“ზუსტად ასევე ამბაშალი არ შეიძლება იყოს ცუდი თვით თავის თავად, თუ ამ სოფელში არ არიან მამაკაცები ცუდი რეპუტაციით.
თუკი აქ ყველა მამაკაცი იქნებოდა კეთილსინდისიერი, ეს ქალი ვერ შეძლებდა გამხდარიყო ცუდი. ამიტომ ამბაშალის ცუდ ქცევაზე პასუხისმგებელი არიან სწორედ მამაკაცები და მათი ფული”.
ამ ნათქვამის შემდეგ მან მოინდომა გაეგო, შეკრებილთა შორის არის თუ არა ადამიანი ნაკლის გარეშე, რომ მას შეეძლოს მისი სახლის მონახულება სადილზე მიწვევის მიღების შემდეგ. არავინ წინ არ გამოვიდა.
მაშინ ბუდდამ თქვა:
“როცა სოფელში ასე ბევრი ცუდი ადამიანია, ღირსეული არ არის თითით მიანიშნო ერთ ქალზე. ის გახდა ცუდი, ცუდი კომპანიის წყალობით”.
აი რატომ ამბობენ:
“მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი, და მე გეტყვი ვინ ხარ შენ”.
ბუდდა ბევრმა განსაჯა, როცა მან მიიღო ამბაშალის მიწვევა. მაგრამ მხოლოდ ის ერთი არ არის პასუხისმგებელი თავის ცუდ რეპუტაციაზე. ამას ბევრი უწყობდა ხელს.
თითოეულ ცოდვაზე პასუხისმგებელია უმთავრესად
ხუთი ადამიანი.
ის – ვინც შესცოდა,
ის – ვინც იყო მიზეზი,
ის – ვინც ხელს უწყობდა ცოდვის ჩადენას,
ის – ვინც აჩვენებდა ცოდვის ჩადენის გზებს და საშუალებებს,
ის – ვინც იყო მოწმე.
ყველა ამ ხუთიდან შეხვდება შედეგებს.
თავისი სიბრიყვის შეცნობის შემდეგ ადამიანები დაეცნენ ბუდდას ფეხებთან და დაუწყეს მას პატიების თხოვნა. ამ მომენტიდან მათ გაიგეს, რომ ამბაშალი არის ერთ-ერთი მათგანი.
ბუდდას მოძღვრებით სულჩადგმული ამბაშალი ასევე დადგა უარყოფის გზაზე და ატარებდა კეთილ და ღირსეულ ცხოვრებას.
არავინ არ არის პასუხისმგებელი ადამიანში სიკეთესა და ბოროტებაზე, თვით მის გარდა. თითოეული თავად აგებს პასუხს თავისში სიკეთესა და ბოროტებაზე.
ვინ არის ცუდი და ვინ კარგი?
პირველ რიგში მოსპეთ ცუდი თქვენში.
დაე თქვენ გქონდეთ კარგი კომპანია.
ცოდვაა სხვებზე თითით ჩვენება, როცა თვით თქვენში არის ბოროტების ვებერთელა მთა.
ბუდდა თავისი მოძღვრებით ასე უნერგავდა ადამიანებს სიბრძნესა და სიწმინდეს.
და გახსოვდეთ, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა შეხედოთ თქვენს საკუთარ ქცევას.
იმისთვის რომ გაიზომოს უბიწოების გზაზე სიარულისას თქვენს მიერ მიღწეული პროგრესი თქვენზე მოვლინდება განსაცდელები. ამიტომ არ დაიხიოთ უკან უბედურების შეხვედრისას.
ღმერთი ამჟღავნებს თავის კეთილმოსურნეობას, როცა გადაწყვეტს თქვენს გამოცდას, რადგანაც მან აღნიშნა თქვენი მიღწევები და უნდა ბეჭედი დაუსვას თავის მოწონებას.
ასე ამბობს სვამი.
ოდესღაც ცხოვრობდა ერთი დიდი ერთგული, რომელმაც ვერ გაუძლო გამოცდებს და ამიტომ ვერ შეძლო მიეღო ღმერთის სერთიფიკატი.
ის ჩვეულებრივ ყოველდღე ათვალიერებდა, ხომ არ არის რომელიმე გაჭირვებული სტუმარი, რომლის უხვად გამოკვებასაც ის შეძლებდა. ასე გადიოდა წლები. და აი ერთხელ როგორღაც მის სახლთან მივიდა გამხდარი, ავადმყოფური შეხედულების მოხუცი ადამიანი, რომელსაც ალბათ უკვე გადაელახა თავისი ასწლოვანი საზღვარი, და მოეწყო სასადილო მაგიდასთან.
პატრონი მყარად მისდევდა თავის აღთქმას, მაგრამ არ ფლობდა შემძლეობას წინასწარ განესაზღვრა მისი შედეგები.
ზუსტად ისევე, როგორც
წყალი გადმოღვრილი ქვიშაზე,
არ აქცევს მას ნაყოფიერად,
მისი გული რჩებოდა “მშრალი” მიუხედავად წყლების სიუხვისა, რომელსაც მასზე ღვრიდნენ ყოველ შუადღეს.
ვივეკას, განსხვავების შესაძლებლობას მოკლებულ გულს, არ ეკარებოდა ეს სიუხვე, და ერთგული რჩებოდა პრაგმატულ, მკაცრ მერიტუალედ.
მისი დაჩაჩანაკებული სტუმარი შიმშილისგან ძლივს იყო ცოცხალი და ამიტომ როგორც კი მისცეს პირველი კერძი, მაშინვე გადაყლაპა უზარმაზარი ნაჭერი, ისე რომ ღმერთის სახელიც არ წარმოუთქვამს. ასეთი უღმრთოებით გაღიზიანებული მასპინძელი წყევლა-კრულვით ჩაეჭიდა მოხუცს და კინწის კვრით გააგდო კარების იქით, მზის მწველი სხივების ქვეშ, რათა ეშიმშილა ან ეთხოვა მოწყალება.
იმავე ღამეს მან ნახა სიზმარი, რომელშიც ღმერთმა მისცა მას სასტიკი საყვედური მის მკაცრ ქცევაზე.
ღმერთმა უთხრა:
“ასეულ წელზე მეტ ხანს მე სიყვარულით ვზრუნავდი ამ ადამიანზე, თუმცა მას არასდროს არ წარმოუთქვამს ჩემი სახელების სიმრავლიდან არც ერთი. განა შენ, ჩემო ძვირფასო, არ შეგეძლო ის აგეტანა რამდენიმე წუთის განმავლობაში?” (ბაბას მონათხრობებიდან)
“რაამას სამეფოში ყველა გათხოვილი ქალის ქმარი ცოცხალი იყო. ქვრივობა იქ ცნობილი არ იყო. ბუნებრივია, რომ მშობლები იქ კვდებოდნენ თავიანთ შვილებზე ადრე, რადგან ბუნებრიობის საწინააღმდეგოა, რომ ბავშვები თავიანთ მშობლებზე ადრე მოკვდნენ.
“რაამას სამეფოში სიკვდილი არ დგებოდა დროულზე ადრე.
ადამიანები არ იტანჯებოდნენ ავადმყოფობისგან.
არ იყო სიღარიბის კვალიც კი.
არ იყო უკმარისობა საკვებზე.
არ იყო ბუნტები და მღელვარებები.
ყველა ადამიანი იყო ბედნიერი და მშვიდობისმოყვარე.
ქვეყანამ არ იცოდა კონფლიქტები.
ადამიანები ერთმანეთს არც ეკინკლავებოდნენ და არც საყვედურობდნენ.
სამეფოს თითოეული მცხოვრები იყო მადლიერი ნებისმიერ დახმარებაზე და თვითონაც ცდილობდა სიკეთით გადაეხადა ამის საფასური.
ბაბა
მოწაფე გახდა მეცნიერ მუშაკი, მუშაობდა თანამშრომელთა კოლექტივთან, სადაც გამეფებული იყო მეგობრული ურთიერთობები. მაგრამ ერთხელ ახალმა ლაბორანტმა ქალმა, იგრძნო რა თავისუფლების სურნელი, ბევრის ნება მისცა თავის თავს, შეღავათიანად იყენებდა სამუშაო დროს და გამომწვევად საუბრობდა ხელმძღვანელებთან.
ამან გამოიწვია შოკი, ეს იყო გაუგონარი. აღშფოთებული კოლექტივი მოითხოვდა მის დასჯას.
მოწაფე იყო ჩიხში
“რა ვქნა?”- მიმართა მან მასწავლებელს.
“უგულებელყავი ის” – იყო პასუხი.
ღმერთის გადაწყვეტილებები მოულოდნელი და წინასწარ გამოუცნობია.
“ყმაწვილებო არავითარი დარიგება, მითქმა-მოთქმა, უბრალოდ მასთან არ უნდა ვილაპარაკოთ” – და ყველა გაჩუმდა გაურკვევლობაში.
მაგრამ ჩხუბი არ მოხდა. ლაბორანტი ქალი კი სწრაფად გახდა მშვენიერი მუშაკი. და მრავალი წლის შემდეგ სულ კეთილი სიტყვებით იხსენებდა იმ კოლექტივს და მის ხელმძღვანელს.
ასეთნაირად ღმერთი საუკუნიდან საუკუნემდე სულ ასწავლის და ასწავლის თავის გულმავიწყ ბავშვებს.
ერთხელ,
რაამა რაჯას დროს
“მოუთხრო რა ბჰარატას სწორი მმართველობის პრინციპების შესახებ, რაამამ უთხრა მას: “შენ პატივი უნდა სცე მშობლებს, დამრიგებლებს და ყველა უფროსს. თუ შენს სამეფოში ვინმე იქცევა არასწორად, არ დასაჯო ის. უბრალოდ გარეთ გააბრძანე. ეს მისთვის იქნება საკმარისი სასჯელი.
აქ მე მინდა აგიხსნა შენ, რას ნიშნავს დასჯა. არ არის საჭირო უმეცარის ცემა ან მხილება. თავი დაანებე მასთან ლაპარაკს. რა შედეგი მოაქვს ლაპარაკს იმასთან, ვინც გზას გადაუხვია?
მე არ მინდა ფუჭად დავხარჯო ჩემი სიტყვები შენს პიროვნებაზე. თუ ადამიანი ფიქრობს მხოლოდ თავის ინტერესებზე, რა სარგებელია მასთან საუბარი? ვიდრე მას ყურადღება გამახვილებული აქვს მხოლოდ საკუთარ თავზე, ის ვერაფერს ვერ გაიგებს”.
ბაბა
სვამი ამბობს:
“თუ თქვენ იცით რა არის სწორი,
ნუ მიეცემით ზედმეტ კითხვებს –
უბრალოდ იმოქმედეთ.
აი სწორედ ეს არის დაჯერება შენ თავში, ღმერთის ძალა”.
სამმაგი მცნებები
აპრაქტიკეთ 3 რამე – არაძალადობა, სიმართლე, თავშეკავება.
გახსოვდეთ 3 რამის – სიკვდილის, მიწიერი გზის ტანჯვების, ღმერთის
შესახებ.
გათავისუფლდით 3 რამისგან – ეგოსგან, სურვილებისგან, მიბმულობისგან.
დანერგეთ 3 რამე – თავმდაბლობა, უშიშრობა, მოთმინება.
ამოძირკვეთ 3 რამე – უმეცრება, მრისხანება, სიხარბე.
გიყვარდეთ 3 რამე – თავისუფლება, სიბრძნე, უანგარობა.
აღფრთოვანდით 3 რამით – დიდსულოვნებით, სიბრძნით, კეთილშობილებით.
განიცადეთ სიძულვილი 3 რამის – ავკაცობის, სიავის, ქედმაღლობის.
პატივი ეცით 3 რამეს – მასწავლებელს, თვითაღკვეთას, განსხვავების უნარს.
აკონტროლეთ 3 რამე – ენა, ტემპერამენტი, მოხეტიალე ჭკუა.
განერიდეთ 3 რამეს – ავსიტყვობას, სიცრუეს, უხეშ სიტყვებს.
სწორად მოქცევა შეიძლება თუ მისდევ სიმართლეს.
ჭეშმარიტება, სიმართლე –
არის პირველი ადამიანის მთავარი ფასეულობებიდან –
“ჭეშმარიტება და უბიწოება დევს ადამიანის არსებობის საფუძველში.
ჭეშმარიტება არის მთელი კოსმოსის ქვაკუთხედი, სიმდიდრე და კეთილდღეობა, კომფორტი და სიამოვნება – ეს ყველა დამოკიდებულია ჭეშმარიტებაზე. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ციალებს მბრწყინავი ჭეშმარიტება. მშვიდობა ვერ იარსებებს სიმართლის გარეშე, ისევე როგორც მზის სხივები ვერ შეძლებს მზის გარეშე არსებობას.
შეუძლებელია იცხოვრო, ისე რომ სრულიად უგულებელყო ჭეშმარიტება, თითოეულმა უნდა დაუთმოს ყურადღება ჭეშმარიტებას და ილაპარაკოს სიმართლე, რათა წარმართოს ღირსეული არსებობა. სიმართლის წარმოთქმის მომენტი – ეს არის ღმრთიური მომენტი.
რამაკრიშნას ხანაში იყო ბევრი პანდიტი. მაგარმ როგორც რამაკრიშნა, ასევე მისი ცოლი შარადა – ორივე იყო გაუნათლებელი. ვივეკანანდა ცდილობდა გაესწორებინა შრი რამაკრიშნა პარამაჰამსას გამოთქმა, იმიტომ რომ მას არ შეეძლო სწორად წარმოეთქვა თუნდაც სიტყვა “დახმარება”. ამის მიუხედავად, რამაკრიშნა დღესაც ყველასთვის – ღმრთიური მოვლენაა.
და რატომ?
ის მიდიოდა ჭეშმარიტების გზით. მან შეიცნო, რომ მხოლოდ სიმართლე შეძლებს მიიყვანოს ის ღმერთთან შერწყმადე.
ამას ასწავლის ბჰაგავატაც: “თქვენ უნდა დაბრუნდეთ იქ, საიდანაც მოხვედით”. და ეს გახდა რამაკრიშნა პარამაჰამსას სიცოცხლის მთავარი მიზანი, რომელიც, თავისი გაუნათლებლობის მიუხედავად, მიდიოდა ჭეშმარიტების გზით.
მაგრამ დღეს ცოტანი არიან ისინი, ვინც პატივს სცემს ჭეშმარიტებას. სიმართლე – ეს არ არის ის, რაც ადამიანებს მოსწონთ. ისინი მას ზიზღით იღებენ. სამაგიეროდ მათ უყვართ ტყუილი და იღებენ მას მეგობრულად. ასე, რომ ადამიანები სიამოვნებით ყიდულობენ მაგარ სპირტიან სასმელებს, მაშინაც კი, თუ საყიდლად ძვირის გადახდა უწევთ. მაგრამ მათ არ აინტერესებთ ჯანმრთელობის მატარებელი ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ხაჭო და მაწონი, იმის მიუხედავად, რომ ესენი საკმაოდ იაფია”.
ჩემო ძვირფასებო, ჭეშმარიტება არ არის აბსტრაქტული ცნება, არ არის რაღაც იდეალურის და ყოველდღიურ ცხოვრებაში მიუღწევადის აღნიშვნა.
ჭეშმარიტება არის ძალა, სრულიად კონკრეტული ძალა, რომლის მადლითაც ფეთქავს გული, სუნთქავს ფილტვები, ხედავს თვალები და ისმენს ყურები.
ჭეშმარიტება არის ის ენერგია, რომლის წყალობითაც საერთოდ შესაძლებელია სიცოცხლე.
სვამი მოგვითხრობს:
დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა მეფე სახელად სატია-ვართა, ჭეშმარიტების მოთაყვანე. და მას ასე იმიტომ ეძახდნენ, რომ ჭეშმარიტება, სიმართლე იყო მისი სიცოცხლის საფუძველი, მისი მიზანი და მისი მეგზური ვარსკვლავი. ის განცდიდა დიდ სიხარულს იმისგან, რომ თავის სიცოცხლეში მკაცრად მიჰყვებოდა ჭეშმარიტებას.
ერთხელ მეფე მარტოდ-მარტო წავიდა ზღვისკენ, რათა შეესრულებინა წმინდა განბანვა, და მისი გზა გადიოდა ფორტში (ციხესიმაგრეში) შესასვლელი კარიბჭით, რომელსაც ლომები იცავდნენ. კარიბჭის გავლისას, მან დაინახა მშვენიერი ქალწული შემოსილი ბრწყინვალე შარავანდედით. ის დაინტერესდა იმით, თუ ვინ არის ის და სად მიემართება ასე ადრიანად. და მიმართა მას ამ კითხვებით.
ქალწული პასუხობდა, რომ ის არის – სიმდიდრის ქალღმერთი, დჰანა-ლაკშმი.
“მე დიდი ხანი დავყავი აქ, მე მომინდა ცვლილებები.
მე არ მიყვარს ერთ ადგილზე დიდხანს დარჩენა”.
და მეფე დაეთანხმა: “მაშ, რაღა გაეწყობა, წადი! მე არ ვიქნები უარზე და არ გაგიწევ წინააღმდეგობას”.
მალე გამოჩნდა კიდევ ერთი ფიგურა – ლომების კარიბჭეს უახლოვდებოდა შესანიშნავი სილამაზის მამაკაცი. მეფე დაინტერესდა მისი ვინაობით და რა დავალებით მიდის ქალაქიდან.
მან უპასუხა: “მე ვარ ქველმოქმედება და მოწყალება. როცა მიდის სიმდიდრე, მე რისთვისღა მინდა აქ დარჩენა?”
მეფემ მასაც მისცა წასვლის ნება, და მან დატოვა ფორტი.
რამდენიმე წუთის შემდეგ კარიბჭესთან მივიდა მეორე მომხიბლავი პიროვნება. მეფემ დაინახა, რომ ეს არის სადაჩარა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივ კეთილდღეობას.
“როგორ შეიძლება საზოგადოებაში შეინარჩუნო კეთილდღეობა სიმდიდრისა და მოწყალების გარეშე?” – ჰკითხა სადაჩარამ.
“მე მივდივარ, იმიტომ რომ ეს ორნი ქალაქში უკვე არ არიან”, – აუხსნა მან. მეფე იძულებული იყო ამაზეც დათანხმებოდა, და ის წავიდა.
შემდეგ ემიგრანტად აღმოჩნდა დიდება და ცნობილობა, მან დაიჩივლა სხვა სამის წასვლაზე და რომ ამიტომ მანაც გადაწყვიტა ფორტის დატოვება.
“როგორ შეძლებს გადარჩეს დიდება და ცნობილობა სიმდიდრის, მოწყალების და საზოგადოების ბედნიერი არსებობის გარეშე?”
და მეფემ იგრძნო, რომ ის მართალია.
ამ დროს კარიბჭეს მოუახლოვდა პიროვნება, მბრწყინავი წარმოუდგენელი ძალის ელვარებით, და ასევე მიზანდასახული ქალაქის დატოვებაზე.
“შენ ვინ ხარ?” – ჰკითხა მეფემ.
და მან უპასუხა “მე ვარ ჭეშმარიტება”
და მაშინ მეფემ დაუწყო მას თხოვნა დარჩენილიყო ქალაქში, სამეფოში, სასახლეში და უბრალო ადამიანების სახლებში.
მან უთხარა, რომ თუ ჭეშმარიტება მათ დატოვებს,
ეს იქნება შეუვსებელი დანაკარგი, და მაშინ საერთოდ არ ღირს სიცოცხლე.
და ჭეშმარიტებამ გადაწყვიტა დარჩენა. და იმწამსვე დაბრუნდა ცნობილობა, იმიტომ რომ სიმართლე არის საკმარისი საფუძველი, იმისთვის რომ მსოფლიოში გაიფურჩქნოს ცნობილობა და დიდება. და სოცილური კეთილდღეობაც დაბრუნდა და გაიდგა ფესვები საზოგადოებაში.
მათ მომდევნოდ კი დაბრუნდნენ სიუხვე და სიმდიდრე და კვლავ დამკვიდრდნენ იმ სამეფოში. და ისინი ყველა იყვნენ ბედნიერი გაენაწილებინათ ჭეშმარიტების დიდება.
.
“ჭეშმარიტება არის ადამიანის ბუნებრივი სიმდიდრე –
ეს არის სვამის სიტყვები.
რამდენად ემხრობა ადამიანი ჭეშმარიტებას თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მის ქცევაზე დაკვირვებით: ის, ვინც მისდევს ჭეშმარიტებას, ყოველთვის გულითადად ილაპარაკებს იმაზე, რასაც ის გრძნობს. ის მოიქცევა თავისი სიტყვების შესაბამისად. მისი აზრები, სიტყვები და საქმეები შეესაბამება ერთმანეთს.
თუ კი ასეთი თანხმობა არ არის, ეს ნიშნავს, რომ მოცემული პიროვნება – მხოლოდ გარეგნობით არის ადამიანი. ის ცხოველზე უარესია, იმიტომ რომ ცხოველები თავისუფლები არიან აზრებისა და სიტყვების ტვირთისგან.
სადაც ცხოვრობს სიმართლე, იქ სახლდება ლაკშმიც, აყვავების ქალღმერთი.
ჭეშმარიტების ერთგულებას ღმერთის წყალობის მოპოვების უნარიც კი აქვს.
ჩვენს დროში წესიერებაზე და მსახურებაზე უფრო მეტს ლაპარაკობენ ვიდრე აკეთებენ. მაგრამ შეუძლებელია მოატყუო ღმერთი. ის ფხიზელია და მან ყველაფერი იცის.
ერთხელ პარამეშვარამ (შივამ) და პარვატიმ გადაწყვიტეს შივარატრის დღესასწაულზე ჩამოსულიყვნენ ვარანასში.
წმინდა ქალაქისკენ მიმავალ ვიწრო გზებზე მოძრაობდა მილიონობით მლოცველი. ვისვეშვარას ტაძრის მთელი შემოგარენი სავსე იყო ერთგულებით, ქალებით და კაცებით, რომლებიც დიდებას უმღეროდნენ შივას.
პარვატი მიუბრუნდა თავის ბატონს და უთხრა: “შეხედე ადამიანთა არსებების ამ მილიონებს. ისინი აშკარად იმსახურებენ იმას, რომ მოხვდნენ სამოთხეში, ისინი ხომ ყველა სავსეა ერთგულებით”.
შივამ გაუღიმა მის გულუბრყვილობას და შეეწინააღმდეგა:
“ეს რომ ასე ყოფილიყო, ვარანასი დიდი ხნის წინ გახდებოდა სამოთხე. მაგრამ ეს ადამიანები იმდენად გადავსებულნი არიან ეგოური სურვილებით, რომ მათგან, არც ერთს არ შეუძლია ჰქონდეს სამოთხეში მოხვედრის იმედიც კი.
მხოლოდ სისუფთავე, სიყვარული, ჭეშმარიტების ერთგულება არის შემძლე გახსნას ნეტარების კარიბჭე.
გინდა, მე დაგიმტკიცებ შენ, რომ მათგან მხოლოდ მცირედნი არიან სამოთხეში შესვლის ღირსი? მოდი წავიდეთ ამ ქალაქში მოხუცი დავრდომილი მდაბიო წყვილის სახით”.
და აი ერთ-ერთ გზაზე, რომელსაც მიჰყავდა წმინდა ტაძარში და შევსებული იყო ასეულობით ადამიანით, რომლებსაც ხელში ჰქონდათ განგას წმინდა წყალი, განკუთვნილი ლინგამზე დასასხმელი სპეციალური ცერემონიისთვის, – აი აქ, ამ გზის გვერდულზე მოხუცებული ცოლის ხელებზე იწვა მოხუცი მამაკაცი, რომელიც იტანჯებოდა გაუსაძლისი წყურვილისგან. და ქალი მუდარით უხმობდა მლოცველებს, მომაკვდავი მეუღლისთვის წყალის თხოვნით.
“წყალი, წყალი, მიეცით ამ უბედურს ყლუპი წყალი და გადაარჩინეთ ჩემი გულისათვის”. – ტიროდა ის.
მაგრამ მლოცველებიდან არავინ არ მივიდა, რომ შეემსუბუქებინა მისი სატანჯველი. ბევრი აძაგებდა მას მომაბეზრებლობისთვის, ზოგიერთი მოითხოვდა გზიდან მოშორებულიყვნენ, სხვები ამბობდნენ, რომ მისთვის წყალის მიცემას შეძლებდნენ მხოლოდ ტაძარში ცერემონიის დამთავრების შემდეგ, უმრავლესობა კი ამტკიცებდა, რომ ეს მდაბიოები, ალბათ, დამნაშავეები არიან, და პოლიციამ მათგან გზა უნდა გაწმინდოს.
ერთმა თუ ორმა დაიწყო სიცილი და განაცხადეს, რომ ქალბატონმა მოაწყო კარგი სანახაობა, რათა თავისზე მიექცია ყურადღება.
მაგრამ არავისი გული არ გაალღო უმწეო წყვილის წუხილმა.
ბოლოს მდაბიოებთან მივიდა მამაკაცი, რომელმაც მათკენ შეაღწია თანაგრძნობით. ის იყო ჯიბის ქურდი, რომელიც მიდიოდა ტაძარში, იმედით, რომ რაიმეს იშოვიდა. ის მუხლის ჩოქზე დადგა მოხუცი მდაბიოს ახლოს და ამოიღო წყალით სავსე გოგრის ბოთლი.
მაგრამ პარვატიმ მოინდომა მისი გამოცდა.
“გმადლობ შენ, ძვირფასო ძმაო”, უთხრა მან. “ჩემი მეუღლე სიკვდილის პირზეა. მაგრამ ვიდრე მის გამომშრალ პირში ისხმება წყალი, რომელიც შენ გაიღე, მოუყევი მას რომელიმე კეთილ ქმედებაზე, რომელიც შენ ცხოვრებაში ჩაგიდენია, და დაე ეს იყოს ჯილდო მისთვის სიცოცხლის ბოლო წუთებში”.
მაგრამ ქურდმა გააფთრებით წარმოთქვა: “ოჰ, არა მე არ შემისრულებია არც ერთი კეთილი ქმედება. ჩემი გული პირველად გალღვა სხვისი უბედურების ხილვისას, ღმერთი არის ამის მოწმე”.
და მაშინ უფალი მოევლინა მას თავისი ჭეშმარიტი სახით და პარვატიც წარდგა, როგორც ქალღმერთი. და მათ აკურთხეს ის, როგორც ერთადერთი, ვისაც უფლება აქვს მოხვდეს სამოთხეში ამ მილიონობით ცარიელი გულების ჭრელი გროვიდან.
ჭეშმარიტებამ და სიყვარულმა მოუპოვა მას ღმერთის წყალობა.
ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამბობს სვამი,
“თქვენ ყოველთვის უნდა იყოთ მართალი.
ადამიანები თვლიან, რომ ძნელია ყოველთვის მიჰყვე სიმართლეს. სინამდვილეში კი სწორედ სიცრუე ქმნის სირთულეებსა და პრობლემებს. ამ სიცრუის დასაფარად საჭირო ხდება სხვადასხვა გეგმების შედგენა. მაგრამ დაცვა ფაქტების, ისე როგორიც არის, ძალიან ადვილია.
ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ იყო კარგი ადვილია. სწორედ გადახრა ჭეშმარიტების გზიდან ქმნის სიძნელეებს”.
და როგორ უნდა იცნო, ცხოვრობს თუ არა ადამიანი სიმართლით – მისდევს თუ არა ის ჭეშმარიტებას?
უპირველეს ყოვლისა უნდა შეხედო – პატიოსანი ადამიანია თუ არა. და მართალია თუ არა.
ჭეშმარიტებაზე ხომ მიუთითებს პატიოსნება, ცოდნა, განსხვავების უნარი, თვითანალიზი, ცნობისმოყვარეობა, პირდაპირობა და ა.შ.
სწორ ქცევას ანუ უბიწოებას, გამოსარჩევ ნიშნებად აქვს საიმედოობა, სიმამაცე, მოვალეობის გრძნობა, სისუფთავე, მადლიერების გრძნობა, პასუხისმგებლობა, პატივისცემა და ა.შ.
ერთ ხისმჭრელს მდინარეში შემთხვევით ჩაუვარდა ცული. ის სასოწარკვეთილი ცდილობდა მის ამოღებას, მაგრამ მდინარე იყო ღრმა, დინება კი ძალიან სწრაფი. და მას ისღა დარჩენოდა რომ ეტირა და ეჩივილა ავ ბედზე, იმიტომ რომ თავისი ცულის გარეშე მას არ შეეძლო მუშაობა და ოჯახს მოუწევდა შიმშილით სიკვდილი.
ძველმა ღმერთმა, მერკურიმ, გაიგონა ხისმჭრელის ტირილი და შესთავაზა თავისი დახმარება.
“მე ამოვიღებ შენს ცულს”, – უთხრა მან. ჩაყვინთა მდინარეში და იქიდან მოიტანა ოქროს ცული.
“მაგრამ ეს ჩემი ცული არ არის” – წამოიძახა ხისმჭრელმა და უარი თქვა მის მიღებაზე.
მერკურიმ ხელახლა ჩაყვინთა მდინარეში და დაბრუნდა ვერცხლის ცულით.
“მაგრამ ეს ჩემი ცული არ არის” – უხასიეთოდ შეიქმნა ხისმჭრელი, რომელმაც უარი თქვა მეორე ცულის მიღებაზეც.
მესამეჯერ მერკურიმ მოიტანა ძველი რკინის ცული.
და ხისმჭრელმა სიხარულისგან გაოგნებულმა წამოიყვირა: “აი ეს არის ჩემი ცული, ეს ჩემი არის!”
მერკურიზე ხისმჭრელის პატიოსნებამ მოახდინა ისეთი დიდი შთაბეჭდილება, რომ მან მას ჯილდოდ გადასცა ოქროს და ვერცხლის ცულებიც.
ცნობები ხისმჭრელის წარმატებაზე სწრაფად გახდა ცნობილი სოფელში. და აი მეორე ხისმჭრელი გაემართა მდინარისკენ და ძალათ ჩააგდო თავისი ცული წყალში. შემდეგ კი დაიწყო გოდება, ტირილიც, თავის მოჩვენებაც, რომ უნდა თავისი ცულის ამოღება.
როგორც პირველადაც მასთან მოვლინდა მერკური. დაყვინთა მდინარის ფსკერზე და ზემოთ ამოიღო ოქროსგან გაკეთებული ცული.
“ეს ჩემია, ეს ჩემია” – სიხარულით დაიყვირა ხისმჭრელმა, რომელიც ცდილობდა გამოეტაცა მზეზე მბრწყინავი ცული.
მაგრამ მერკურიმ იცოდა, რომ ეს მისი ცული არ იყო. და გაუჩინარდა მასთან ერთად.
ხისმჭრელი ასე არაფრით დარჩა მდინარის ნაპირზე, დაკარგა თავისი ცულიც, რომელიც იდო მდინარის ფსკერზე.
“ჭეშმარიტების გაგება თავისში მოიცავს როგორც ყოველდღიური ცხოვრების სიმართლეს, ასევე მარადიულ ჭეშმარიტებასაც.
არავინ არ უნდა იფიქროს, რომ, ძალიან ძნელია იყო სიმართლისადმი ერთგული. სინამდვილეში სიმართლის თქმა ადვილია, მაშინ როცა იმისთვის, რომ წარმოთქვა და შეინარჩუნო სიცრუე, საჭიროა ბევრი გაქნილობა“.
ჩვენ ყველა გარემოებაში უნდა ვთქვათ თუ არა სიმართლე?
თუ არის ისეთი სიტუაციები…?
თქვენ დგეხართ გზის გვერდულზე. თქვენთან მოირბინა გოგონამ და ამბობს, რომ მას მოსდევენ ხულიგნები, და გთხოვთ თქვენ დაიცვათ ის. თქვენ მალავთ მას ბუჩქებში. აქ ჩნდებიან მდევრები და კითხულობენ, ხომ არ დაგინახავთ გოგონა და ხომ არ იცით, ის სად არის. თქვენ რა უნდა უპასუხოთ?
თუ იტყვით სიმართლეს და გასცემთ მის სამყოფელს ეს ნიშნავს მასზე ძალადობის მიმართვას. მაგრამ თუ თქვით, რომ თქვენ ის არ დაგინახავთ, იქნება სიცრუე!
სწორედ როგორ უნდა მოიქცე ამ სიტუაციაში?
სხვა შემთხვევაში, როცა თქვენს მიერ გამოთქმულმა სიმართლემ შეიძლება მოიტანოს მწუხარება ან შექმნას პრობლემები – იქნებ უკეთესია მდუმარება? ხომ ცნობილია, რომ თუ სიმართლე უნდა წარმოითქვას, მაშინ იმას, თუ რა, როგორ და როდის იქნება ნათქვამი, შეუძლია შექმნას განსხვავება შიშველ ჭეშმარიტებასა და თანაგრძნობიან სიმართლეს შორის…
სიმართლე და უბიწოება
ნაცნობი ქალების შეხვედრა
პირველი ქალი – გახარებული და სრული განწყობით:
• მისმინე, შენ რა – ავად ხარ? არა? შესახედავად კი უბრალოდ საშინლი ხარ – უფრო ლამაზებს კუბოში აწვენენ. რას ამბობ ეს მე ხომ შენზე ვზრუნავ – მიაქციე შენს თავს ყურადღება.
• მეორე – თანაგრძნობით და ინტერესის დაფარვით
• შენ ყველაფერი წესრიგში გაქვს? როგორ ლაპარაკობ, როგორს გხედავ? შეიძლება ცოტა გაფითრებული ხარ. და რა? კუბოში? კარგი, ეს მან უბრალოდ გაიხუმრა.
• მესამე – კეთილი სახით, მომღიმარად
• დღეს კარგი ამინდია, მართლა? ცუდად გამოიხედები? არ მიმიქცევია ყურადღება. და იცი, როცა მზე ანათებს, გრძნობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მართლა? და ეს ყველაზე მთავარია.
• ისინი ვისი ბავშვები არიან?
“რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის არ ძალუძს თავი აარიდოს არასწორ ქმედებებს. მაგრამ მას მართებს მიიღოს გაკვეთილი და განერიდოს განმეორებისგან. აი ეს არის სადჰანა, სულიერი პრაქტიკა.
იწვევთ თუ არა სხვის პატივისცემას, თქვენ მაინც ყოველთვის მზად უნდა იყოთ იმოქმედოთ თქვენს სინდისთან თანხმობაში. შინაგანი დაჯერება, რომ თქვენ იქცევით სწორად, – თქვენი საუკეთესო მოწმეა”.
ჩემო ძვირფასებო,
არსებობს კი აბსოლიტური ჭეშმარიტება,
თუ არის ჭეშმარიტების ჩვენი
სხვადასხვანაირი აღქმა?
ჭეშმარიტების აღქმის კლასიკური ისტორია ეხება ხუთ ბრმა მამაკაცს, რომლებიც სწავლობდნენ სპილოს.
თითოეულმა გამოიკვლია თავისი “ნაწილი” და, თავის სიმართლეში სრული დარწმუნებით, გასცა დასკვნა, იმასთან დამოკიდებულებით, რასაც ის ეხებოდა, რომ სპილო… ჰგავს ბაგირს, ძელს, გიგანტურ ვენტილატორს, უზარმაზარ მილს და დიდ კედელს. და ისინი ყველანი თავიანთი შეხედულების მხრივ იყვნენ მართლები. თუ ისინი იქნებოდნენ უფრო ჭკუიანები, მაშინ ისინი გაკვირდებოდნენ დანარჩენების დასკვნით და შეეცდებოდნენ ჩაეტარებინათ შემდეგი კვლევები. მაშინ მათთვის ნათელი გახდებოდა სპილოს ნამდვილი ფორმა, და ამისგან თითოეული მათგანი მეტად დაბრძენდებოდა.
მხოლოდ ფართო ჭკუის მქონე ადამიანები ფლობენ უნარს გააფართოონ ნებისმიერი ამოცანის ჰორიზონტი, გააკეთონ არჩევანი, მოისმინონ სხვადასხვა შეხედულება და მივიდნენ დასკვნასთან, რა არის სიმართლე, რა ფარდობითი სიმართლე და რა სიცრუე.
ერთ სანიასინს ღმერთმა უთხრა: “არ იდარდო. მე ყოველთვის შენს უკან ვარ”. ერთხელ სანიასინმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, სიმართლე თქვა თუ არა უფალმა. მან სწრაფად მოაბრუნა ეჭვებით მოქმედი თავი – მაგრამ ღმერთი ვერ დაინახა.
და მაშინ მისცა კითხვა ყველაზე მაღალს, ის რატომ არ იყო.
უფალმა უთხრა: “როცა შენ თავი მოაბრუნე, მე გადავადგილდი და დავდექი შენი თავის უკან. ბუნებრივია შენ არ იყავი შემძლე მე დაგენახე”.
ღმერთი არის ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება არის მისი ბუნება. ჭეშმარიტება არის – მისი ღმრთიურების ნიშანი, მისი სუნთქვა.
სვამის არაკი
“მიემხროთ ჭეშამრიტებას, ან სიმართლეს, ეს არ ნიშნავს უბრალოდ გადმოსცეთ ფაქტები იმასთან შეფარდებით, რაც თქვენ გინახავთ, გსმენიათ ან იცით. ეს დროებითი სიმართლეა.
გაგება ჭეშმარიტება სრული აზრით შეიძლება იყოს გამოყენებული მხოლოდ მის მიმართ, რაც ამოდის თქვენი გულიდან სუფთა და დაულაქავებელ ფორმაში, როგორც სინდისის ხმა. ეს ჭეშმარიტება, სატია, ნამდვილია ნებისმიერი დროისთვის – წარსულის, აწმყოსა და მომავლისთვის. ის უცვლელია, შეუძლებელია მისი დამალვა, და ის არ მოითხოვს მტკიცებულებებს.
გაგება “სიმართლე” ეკუთვნის არა მარტო იმას, რაც ფაქტიურად სწორია, არამედ იმას, რაც ნამდვილია ყველა დროში. უფრო მეტიც, მართალი მეტყველება უნდა იყოს როგორც სასიამოვნო, ისე სასარგებლო იმისთვის ვისაც ეხება. მან არ უნდა აღაგზნოს ვნებები ან გამოიწვიოს არაკეთილმსურველობა.
ასევე თქვენ არ უნდა ილაპარაკოთ ტყუილი, რათა ამით სხვებს აამოთ.
“სიმართლის” ქვეშ ამჟამად იგებენ იმის ზუსტად გამეორების უნარს, რაც მოისმინეს საკუთარი ყურებით. მაგრამ ამას არ აღნიშნავს სიტყვა “ჭეშმარიტება”. სიმართლე უნდა ჩაითვალოს სიცოცხლის მიმცემად, როგორც თვით სიცოცხლის სუნთქვა. სიმართლეს მოკლებული სიცოცხლე, უსარგებლოა და ხდება გარჩევებისა და მწუხარების ადგილად.
თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ არ არის არაფერი უფრო დიდი, ვიდრე ჭეშმარიტება, არაფერი უფრო ძვირფასი, მშვენიერი და მარადიული. ჭეშმარიტება არის საყოველთაო დამცველი. და არ არის უფრო ძლევამოსილი დამცველი, ვიდრე ის არის.
ჭეშმარიტება უცვლელია, მარადიულია და სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ ტანჯვებისა და უბედურებათა ზღვის შიგნით ამ სამყაროში არსებობს სიკეთე, მაშინ ეს მხოლოდ სიმართლის წყალობით არის. და მხოლოდ სიმართლის უკმარისობის გამო მსოფლიოში არ არის არც სიმშვიდე, არც უსაფრთხოება. ჭეშმარიტება ყოველთვის იცავს ერს.
დღეს ადამიანები მოუწოდებენ ერის დაცვის შესახებ. მაგრამ ხალხი არ საჭიროებს დაცვას. თუ თქვენ იცავთ და ქადაგებთ ჭეშმარიტებას და უბიწოებას, ერი ავტომატურად იქნება დაცული”.
ჭეშმარიტება არის თქვენი ნამდვილი ბუნება, და როცა თქვენ რჩებით თქვენს თავთან, შიგნიდან ამოიმართება უზარმაზარი სიხარულის ტალღა. თუ თქვენ ატყუებთ თქვენს თავს, სირცხვილი აბნელებს თქვენს გონებას და გინერგავთ შიშს. თქვენ დგებით სიცრუის გზაზე თქვენი ვნებების – ავხორცობის, სიხარბის, სიძულვილის და სიამაყის გამო.
კმაყოფილება, თავმდაბლობა, მიუბმელობა – ეს ყველაფერი გაკავებთ თქვენ ჭეშმარიტების გზაზე.
ჭეშმარიტების ძებნა დაკავშირებულია სიბრძნისკენ მისწრაფებასთან. მის მისაღწევად მნიშვნელოვანია ინტელექტის სისუფთავე. თუ ინტელექტი უსუფთაოა, გრძნობები ადვილად იფანტება. ინტელექტის სისუფთავე სინამდვილეში მნიშვნელოვანია ნებისმიერ მიზანზე. სადჰანა, შესრულებული გულის სიწმინდის გარეშე, უსარგებლოა, როგორც საკვები, მომზადებული ჭუჭყიან ჭურჭელში.
სამწუხაროდ, ყველაფერი რასაც ადამიანი დღეს აკეთებს, ყველა მისი გეგმა და პროექტი მისდევს მხოლოდ მის პირად ინტერესს. სულიერებაც კი ხშირად პრაქტიკდება საჩვენებლად, მხოლოდ საზოგადოებრივი აღიარების მიღწევისთვის.
თქვენ მოვლენილი ხართ ამ სამყაროში, რათა გამოიყენოთ თქვენზე მოცემული დრო და ხელსაყრელი შესაძლებლობა იმ ჭეშმარიტების შესაცნობად, რომ თქვენ ხართ არა ადამიანი, არამედ – ღმერთი.
საის დარშანი
დაე თქვენ არ ამოგაგდოთ რელსებიდან დაცემებმა,
რომლებიც თქვენ დროდადრო გადაგხდებათ.
ის, რაც დღეს თქვენ გეჩვენებათ ტანჯვად,
შეიძლება იქცეს დიდ მომენტად
თქვენი სულიერი პროგრესის გზაზე
მისწრაფებაში ჩემს მისაღწევად.
მომემშვიდობეთ მე, რომელ ფორმაშიც მე არ უნდა მოგევლინოთ.
იქნება ბედნიერება თუ მწუხარება.
ნუ განსჯით ჩემს შესახებ ცუდად.
იმიტომ, რომ ხშირად მოვლენები ისე არ ვითარდება,
როგორც თქვენ გეჩვენებათ, რომ ისინი უნდა ხდებოდეს.
დამიჯერეთ მე და იყავით დარწმუნებული,
რომ თქვენი კეთილდღეობა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია,
ვიდრე თუნდაც თვითონ თქვენთვის!
ტალღა ცეკვავს ქარის სიმძაფრის ქვეშ, თბება მზეზე, ნავარდობს წვიმაში და წარმოისახავს, რომ ის უბრალოდ თამაშობს ოკეანის ძლიერ მკერდზე. ტალღამ არ იცის, რომ ის თავად არის თვით ოკეანე.
ვიდრე ის არ გაიგებს სიმართლეს, მანამდე ასე იქნება აწევასა და დავარდნაში. როცა კი ის ამას ჩაწვდება, მაშინ წყნარად დაწვება, თავის შინაგან სამყაროზე გამახვილებული.
არ არის საჭირო ვინმეს მხილება. არასდროს არ უნდა ეცადო ზიანის მიყენებას ან სიავეს.
იყავით მოწოდებული სიმართლისკენ და თაყვანი ეცით მას, როგორც თვით სიცოცხლის სუნთქვას.
განიმტკიცეთ თქვენი რწმენა ღმერთში.
უკეთური ადამიანები თხზავენ სხვადასხვა ისტორიებს, აჩაღებენ სხვებისადმი სიძულვილის ალს. მათ ელით ცუდი დასასრული. კეთილი მიზეზები იძლევა ფუმფულა აღმონაცენს.
ამიტომ დაამყარეთ თქვენი სიცოცხლე სიმართლის პრინციპზე.
ჭეშმარიტებისკენ მისწრაფებით, თქვენ მიისწრაფვით ღმერთისკენ. ჭეშმარიტება – ეს არის ღმერთი. ვიღაც ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს? მობრძანდით – მე გაჩვენებთ თქვენ ჭეშმარიტებას. ის, ვინც უარყოფს მის არსებობას, ვერ შეძლებს იყოს ადამიანი”.
ერთხელ პრაშანტი ნილაიამში ჩამოვიდა ორი ჯენტლმენი. ისინი აქ იყვნენ ახლები და თან ჩამოიტანეს ერთი ბოთლი ვისკი. საღამოს ბჰაჯანების შემდეგ, თავის ოთახში დაბრუნებულებმა, მათ გახსნეს ბოთლი, რომ დაელიათ თითო ფინჯანი ვისკი. “შენი ჯანმრთელობა!”- “შენი ჯანმრთელობა!”- უთხრეს მათ ერთმანეთს, და სიამოვნებით მოიწაფეს ვისკი მცირე ყლუპებით. მაგრამ გემოთი ის აღმოჩნდა, მთლად როგორც წყალი.
მათ, გაცოფებულებმა, გადაწყვიტეს, რომ უკანა გზაზე ბანგალორში მათ კარგად უნდა მიუზღან მაღაზიის პატრონს, რომელმაც ისინი ასე გააცურა.
მაგრამ მეორე დღეს დილის დარშანზე სვამი მიესალმა მათ სიტყვებით: “შენი ჯანმრთელობა!”- “შენი ჯანმრთელობა!” და მათ მაშინ გაიგეს, ვინ შეავსო წყალით მათი ვისკის ბოთლი.
უბიწო ქცევა არ მოგვეცემა ძალდატანებით. ერთელ, როცა ჩვენ შევიგრძნობთ ბაბას სიყვარულს, ყველაფერი გახდება სასიამოვნო და მსუბუქი.
დრო დიდი ილუზიონისტია. ის ადამიანს აიძულებს რეალობა მიიღოს ილუზიად, და ილუზია – რეალობად.
“შვილო ჩემო, რეალობას ვერ იპოვი დედამიწაზე, და ის არ შეიძლება მას ეკუთვნოდეს.
რეალობა რჩება იმად, რაც არის.
ადამიანი კი არის წარმავალი, იმიტომ რომ ის არა რეალურია, ის არის მხოლოდ გარეგნობა, გარეგნობა კი არის ილუზორული სიდიდე. ის, რაც ექვემდებარება დაბადებას და ცვლილებას, ის არარეალურია”.
= “რაღა არის პირველსაწყისი რეალობა, მამავ ჩემო?” =
“რაც არ არის შექმნილი მატერიისგან, არ არის ხორცში. რასაც არ აქვს არც ფერი, არც ფორმა, რაც უცვლელია და გადმოუცემია, მაგრამ რაც ყოველთვის არის”.
რეალობა – ნიშნავს ჭეშმარიტს, ნამდვილს, უცვლელს, ნამდვილად არსებულს.
“სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი რეალობა – ეს არის ღმერთი”.
და სწორედ ეს რეალობა არის ის მარადიული ჭეშმარიტება, ამ გაგების უმაღლეს აზრში, რომელიც უცვლელი და მარადიულია ყველა დროში – წარსულში, აწმყოსა და მომავალში.
ილუზია, მააია – ეს არის ცვლადობა, გრძნობების მოტყუება, მოჩვენება, მირაჟი.
“ყველა ფორმა სამყაროში – ეს არის ფორმები, რომლებსაც ღებულობს თვით ღმერთი.
ფორმები დაკავშირებულია პრავრიტისთან, გარე სამყაროსთან.
და ამაშია მთავარი მიზეზი ადამიანის შეცდომების,
მააიასი.
რა არის მააია?
მააია – ეს არის ის, რასაც მიჰყავს იდენტიფიცირების შეცდომასთან.
როცა სიბნელეში თქვენ შეცდომით თოკს აღიქვამთ გველად, თქვენ საშინლად შეშინდებით. მაგრამ როცა მასზე ეცემა ფანარის შუქი, თქვენ იგებთ, რომ ეს არის თოკი, და არა გველი. აი ეს არის იდენტიფიცირების შეცდომა, რომელიც თქვენში იწვევს შიშს.
ერთხელ, რეალობის შეცნობით, თქვენ გახდებით უშიშრები.
ყოფითი ობიექტების გავლენით თქვენ დაივიწყეთ თქვენი ჭეშმარიტი ბუნება. მაგრამ როცა თქვენ შეიცნობთ თავს და იქნებით თქვენი ჭეშმარიტი “მე”-ს მყარად ერთგული, თქვენში არ დარჩება ადგილი ილუზიის, უმეცრებისა და შიშისთვის”.
“მოსინჯეთ შეცნობა ჭეშმარიტების თვით თქვენს შესახებ.
დაუსვით კითხვა თქვენს თავს:
– მე რეალური ვარ თუ არა?”
თქვენ უპასუხებთ:
– “დიახ რეალური ვარ”.
– რამდენად დიდ ხანს ხართ რეალურები?
– “სიცოცხლის განმავლობაში”.
– რა არის რეალობა, ესე იგი ჭეშმარიტება?
პასუხი:
“ჭეშმარიტება – ეს არის, ის რაც რჩება უცვლელი დროის ყველა კატეგორიაში – წარსულში, აწმყოსა და მომავალში”.
მაგრამ სამყარო მუდმივად იცვლება.
მაშინ თქვენ ამ შემთხვევაში რატომ ამბობთ, რომ სამყარო არ შეიძლება იყოს არარეალური? თქვენ ხომ მისი შემადგენელი ხართ. გამოდის, რომ თქვენც არარეალური ხართ.
თქვენი ნამდვილი რეალობა – არის უმაღლესი მე, ტალღა ზე-მე.
ადამიანის არსებობის ერთადერთი მიზანი არის ტალღასა და ოკეანეს შორის ურთიერთობის შეცნობა”
ბაბა
.
ასე რომ,
ჭეშმარიტება, ესე იგი რეალობა – ეს არის ის, რაც უცვლელია საუკუნეებიდან.
ილუზია არის მუდმივად ცვალებადი სამყარო, მდგრადობის მირაჟი, სადაც “დღევანდელი დღე” ინახავს მხოლოდ წარსულის მოჩვენებას, და ხვალ ის იქცევა გრძნობების მოტყუებად და შთაინთქმება ჟამში. როგორც შთაინთქა მასში უთვალავი სიცოცხლე, რომლებსაც ცოცხალქმნიდა ჩვენი საკუთარი სული – ჩვენი უმაღლესი რეალობა.
და ამ ილუზორულ პიროვნებათაგან ბევრ ჩვენგანს არ დარჩა არა მხოლოდ ხსოვნა, არამედ რწმენაც კი მათ არსებობაში.
პირდაპირხაზოვნება – არის სულიერი ყრუობის და ეგოურობის პირმშო. ტაქტიანობა – არის თანაგრძნობისა და მახვილი კუთხეების დაბლაგვების სურვილის პირმშო.
სიკეთე – არის სიყვარულისა და დახმარების გულითადი სურვილის პირმშო.
წინ: ნაწილი III