მარტი

1.03.2016
ნათქვამია, “კაცობრიობის ნამდვილი შესასწავლი არის ადამიანი”. თქვენ უნდა ჩაინერგოთ სიკეთისა და თანაგრძნობის ხარისხები. მხოლოდ შემდეგ დაიმსახურებთ ადამიანის სიცოცხლეს. თქვენ ხართ არა მარტო ადამიანები, არამედ კაცობრიობაც! დღეს ადამიანები იყენებენ სიტყვებს კაცობრიობა ან ადამიანობა მათი მნიშვნელობის გაგების გარეშე. ღმრთიურის დონეზე აწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ განივითარებთ სათნოებას. ღმერთი არ არის სადმე სხვაგან, თქვენ ხართ ღმერთი. თქვენ არ განსხვავდებით ღმერთისგან თუ თქვენ გაქვთ სუფთა გული. ღმერთი არის მუდმივი მეეტლე, ვინც ყოველთვის არის დამსწრე თქვენს გულში. ის არის მხოლოდ მეეტლე და არა მესაკუთრე, თქვენ ხართ მესაკუთრე. კრიშნა სახელდება პარტასარატიდ იმიტომ რომ ის გახდა არჯუნას (პარტას) მეეტლე (სარატი). ამის მსგავსად როდესაც თქვენ განივითარებთ გულის სისუფთავეს და წმინდა აზრებს, ღმერთი იქნება თქვენი მეეტლე და წაგიყვანთ თქვენ სწორი გზით. მაშასადამე აირჩიეთ ღმერთი თქვენს მეეტლედ და ატარეთ იდეალური ცხოვრება.
– ღმრთიური საუბარი, 10 ივლისი, 1996.
2.03.2016
თქვენი ჭკუა, ბედი, მდგომარეობა და სიმდიდრე (მალი, გათი, სთითი, და სამპათთი), არის ღმერთის საჩუქრები. თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს თანასწორობის, სოლიდარობის, ერთიანობისა და მეგობრობის ხარისხების განსავითარებლად. მაგრამ ადამიანებს დღეს აქვთ თავიანთი ჭკუა (მატი) შეცვლილი ღვარძლიან ჭკუად (დუმატიდ). ეს თქვენი ჭკუაა რაც გხდით თქვენ კარგ ან ცუდ პიროვნებად. ჭკუის არასწორად გამოყენება გხდით თქვენ ეგოისტად. თანამედროვე ახალგაზრდები და სტუდენტები ისწრაფიან სიმდიდრის, მეგობრობისა და მაღალი მდგომარეობისთვის მაგრამ არა სათნოებისათვის და ნებივრობენ კვეხნაში. ბევრი სტუდენტი კარგავს თავის დროს ცუდ კომპანიაში, ცუდ აზრებსა და ცუდ საქციელში. თითბერი და ოქრო, ორივე მსგავსია შესახედად. მაგრამ თითბერის ჭურჭელი გამოსცემს უფრო მეტ ხმას ვიდრე ოქროსგან დამზადებული. ადამიანებმა არ უნდა ინებივრონ სანახაობების მოწყობითა და ხმამაღალი ლაპარაკით. ყოველთვის ილაპარაკეთ ტკბილად და რბილად, შემწყნარებლობით. თქვენ შეიძლება ყოველთვის არ იყოთ ვალდებული, მაგრამ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ილაპარაკოთ თავაზიანად. ყოველთვის ილაპარაკეთ სიყვარულით, თავაზიანად და მოიქეცით ღირსეულად როგორც იდეალური ერთგული, იდეალური სტუდენტი.
– ღმრთიური საუბარი, 10 ივლისი, 1996.
3.03.2016
გულკეთილი ექიმები მუშაობენ სამედიცინო დაწესებულებებში აქ და იქ, ემსახურებიან ავადმყოფებს და კურნავენ ტანჯულებს. ამის მსგავსად თუ ჩვენ მივცემდით აშრამებს აქ და იქ წმინდა პირებს რომლებიც იყვნენ ექსპერტები მკურნალობის და კურნავდნენ ‘დაბადებისა და სიკვდილის დაავადებას’, მაშინ ადამიანები შეძლებდნენ განკურნას უმეცრების, სიცრუის, უზნეობისა და თვითგანდიდების უბედურებებისგან. უმეცრება აწარმოებს უბედურებას, და ეს შეიძლება განიკურნოს ბრაჰმანის ცოდნის (ბრაჰმა ჯნანას) წამლით, ისეთი წამლის დამატებითი დოზებით როგორიც არის მშიდობისმოყვარეობა, სულის სიმტკიცე, თვითკონტროლი (სანტი, სამა, დამა), და ა.შ. ამის ნაცვლად დღევანდელობის ‘დიდი ადამიანები’, სახელისა და დიდების მოსაპოვებლად, აძლევენ მათ ვინც მიმართავს იმ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც ისინი ითხოვენ და წამლებს რომლებიც პაციენტს სიამოვნებს! ეგრეთ წოდებული ‘დიდები’, თავიანთი სისუსტისა და უგუნურების გამო, იღუპებიან იქამდე ვიდრე თვითონ გასინჯავენ სულიერი ნეტარების გემოს! წმინდა არსი უნდა იყოს განცდილი და გაცნობიერებული. ადამიანის ეგოისტური მოთხოვნილებები მსხვერპლად უნდა იყოს შეწირული.
– პრემა ვაჰინი, თავი 68.
4.03.2016
უბიწოება (დჰარმა) არის მარადიული, ეს არის იგივე ყველასთვის ყველგან. ეს გამოხატავს ადამიანის შინაგანი ღმრთიურების (ათმას) მნიშვნელობას. უბიწოების (დჰარმას) დაბადების ადგილი არის თქვენი გული. რა წარმომავლობს გულიდან როგორც სუფთა იდეა, მაშინ როდესაც გადმოცემული მოქმედებაში იწოდება დჰარმად. თუ ეს შეიძლება იყოს ახსნილი ისეთნაირად რომ ყველამ შეძლოს გაგება, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, “მოექეცით სხვას ისე როგორც თქვენ გსურთ ის მოგექცეთ”! დჰარმა კიდევ შედგება თავის არიდებაში მოქმედებებზე რომლებსაც შეუძლია სხვისი დაზიანება. თუ ვინმე აკეთებს ისეთ რამეს რაც იწვევს თქვენს ბედნიერებას, მაშინ თქვენ საპასუხოდ, უნდა გააკეთოთ ისეთი რამეები რაც გამოიწვევს სხვათა ბედნიერებას. როდესაც ჩვენ შევიცნობთ რომ სხვათა გარკვეული მოქმედებები წარმოქმნის სირთულეებს, და როდესაც ჩვენც ასევე ვაკეთებთ იგივე საქმეებს, ეს აშკარად არის ადჰარმა! ზოგჯერ და ზოგიერთ ვითარებაში, ადამიანს, რომელიც იდენს ბოროტებას უნდა უთხრათ ძალიან ნათელი ტერმინებით რომ ის აკეთებს რაღაც ბოროტებას, იმიტომ რომ მან გააუმჯობესოს.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში 1973, თავი 23.
5.03.2016
პოლიციამ და მმართველებმა შეიძლება შეიპყრონ გარეგანი მტრები; მათ არ აქვთ შინაგანი მტრების განადგურების ძალა. შინაგანი მტრები, ექვსი მტერი (არიშადვარგა) რომლებიც მოქმედებს ადამიანის შიგნით, შეიძლება ამოიძირკოს მხოლოდ უფლის სწავლებებით, უფლის სიყვარულით, და წმინდანთა და დიდთა კომპანიით. მსოფლიო განიცდის ზიანს ბოროტი ადამიანების ხელში როდესაც პოლიცია და ხელისუფალნი ივიწყებენ და არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ამის მსგავსად, მსოფლიო ეხვევა ბნელ უმეცრებაში მაშინ როდესაც ‘დიდი’ სულიერი მაძიებლები უარს ამბობენ მსოფლიოს კეთილდღეობის გზაზე, ხდებიან მსხვერპლი გრძნობითი სიამოვნების და ზრდიან ამბიციებს სახელისა და დიდების გამოსამუშავებლად. სულიერი უხუცესები არიან მმართველები შინაგანი მდგომარეობის; და ადმინისტრაციული ხელისუფლები არიან მმართველები გარეგანი მდგომარეობის. მთელი მსოფლიო დატკბება მშვიდობითა და სიხარულით მაშინ როდესაც მიწიერი ხელისუფლები და სულიერი მაძიებლები გააცნობიერებენ თავიანთ მოვალეობებს და შეასრულებენ მათ სწორი დამოკიდებულებით, კეთილდღეობით მთელ გულში, უფლის ყველგანმყოფობის ხსოვნით.
– პრემა ვაჰინი, თავი 69.
6.03.2016
შეიარაღება და ბომბები ვერ დაიცავს მსოფლიოს. მარტო ღმერთის წყალობას შეუძლია მსოფლიოს დაცვა. აქედან გამომდინარე თქვენი უპირველესი მოვალეობა არის ვედრება მის წყალობაზე. ლოცვა არის უმაღლესი მნიშვნელობის და ამის გაცნობიერება არის საჭირო თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველ ნაბიჯზე. არასოდეს დაივიწყოთ რომ არაფერი არის ძლევამოსილი ისე როგორც უფლის სახელია რომ თქვენ დაგიცვათ. როდესაც თქვენ გალობთ მარტო, თქვენი გული არის გაერთიანებული გალობაში. როდესაც ბევრი გალობს ერთად, ლოცვა იძენს ღმრთიურ ძალას. ამიტომ გურუ ნანაკს მოსწონდა ერთობლივი გალობა. მელოდიით და რითმით თქვენ უნდა გადმოსცეთ გრძნობები თქვენს გალობაში რომ გახადოთ ბჰაჯანები წმინდა მისართმევად. მელოდია (რაგა) გრძნობების (ბჰავას) გარეშე არის ავადმყოფობა (როგა). გადაყარეთ პატივმოყვარეობა და ექსჰიბიციონიზმი, იგალობეთ ბჰაჯანები თავმდაბლობითა და ერთგულებით, უფლის სახელის ძალის სრული გაცნობიერებით. ეს არის სწორი გზა ბჰაჯანების შესასრულებლად. როდესაც ყველა მონაწილე გალობს უნისონში, წმინდა ვიბრირებები წარმოიქმნება, და გამოსული ღმრთიური ენერგიები ავსებს მთელ სამყაროს.
– ღმრთიური საუბარი, 13 თებერვალი, 1991.
7.03.2016
ვინ არის უფალი შივა და სად არის ის რომ ვიპოვოთ? ბევრი პასუხი გაიცემა ამ კითხვაზე ჩათვლით კაილაშას როგორც მისი ბინადრობის ადგილის. ნამდვილი პასუხი არის, ‘ისავასიამ იდამ სარვამ’ (ყველაფერი არის გამსჭვალული ისათი). ის არის ყველგან დამსწრე. არ არსებობს ადგილი, ობიექტი ან არსება სადაც ღმერთი არ არის წარმოდგენილი. შეასწორეთ თქვენი ხედვა და გააცნობიერეთ ეს ერთობა მოჩვენებით მრავალფეროვნებაში თქვენს ირგვლივ. როდესაც ღმერთი არის ყველგანდამსწრე, რა საჭიროა მის საძებნელად წასვლა? ძებნა არის უაზრობა. თუ ადამიანი თავიდან იშორებს მიბმულობას და სიძულვილს, ის განცდის თანდაყოლილ ღმრთიურებას შიგნით. ეს არის სადჰანა (სულიერი ვარჯიში) რაც ადამიანმა უნდა აკეთოს დღეს – მოსაცილებლად სურვილების და სიძულვილის რომლებიც მალავს ღმერთს შიგნით. ბევრი ადამიანი მეკითხება: “სვამი! გვაჩვენე ჩვენ გზა”. ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ ეს არის უკან დაბრუნება წყაროსთან საიდანაც თქვენ მოხვედით. სად არის საჭიროება გზის საძებნელად? ბჰაგავატა აცხადებს რომ ეს არის ბუნებრივი ბედი ყოველი ცოცხალი არსების დაბრუნება უკან იქ საიდანაც თითოეული არის მოსული.
– ღმრთიური საუბარი, 6 მარტი, 1989.
8.03.2016
ჭეშმარიტად დიდების ლოცვა მოქმედებს როგორც მოწვევა თუნდაც უფლის მოსასვლელად. გარე სამყაროში, როდესაც სუბიექტებს სჭირდებათ რაიმე გამორჩენა ან დახმარება, ისინი უახლოვდებიან ხელისუფალთ და ინფორმირებენ მათ თავიანთი თხოვნის შესახებ. ასევე, შინაგან მდგომარეობაში, მაშინ როდესაც არ არსებობს შესაძლებლობა ერთგულების, სიყვარულის, მშვიდობისა და სიმართლის მისაღწევად და შესაძენად, დიდი ადამიანები, ვისაც სურვილი აქვს მათი მიღწევის ევედრებიან უფალს თვით თავისში. მაშინ, ისმენს რა მათ ლოცვებს, ის თვით მოდის მსოფლიოში და ღვრის თავის წყალობას მათზე. რამაიანა და ბჰაგავატა აჩვენებს რომ უფალი რამა და კრიშნა ინკარნირდნენ ბრძენთა ლოცვების საპასუხოდ. მაშასადამე ლოცვები უნდა იყოს შეთავაზებული კვლავ და კვლავ ამოცანების სარეალიზაციოდ. არავინ არ უნდა გახდეს იმედგაცრუებული და უარი არ უნდა თქვას ლოცვებზე თუ ეს დაუყოვნებლივ არ შედეგდება უფლის მოსვლაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 70.
9.03.2016
სიყვარულის განხორციელებანო, დაფიქრდით ერთი წუთით, საიდან მოდის წვიმა. ეს მოდის ღრუბლებიდან. ღრუბლები მოდის წყლის ორთქლიდან რომელიც მაღლა ადის ზღვიდან. წვიმის წყალი ხვდება არხებში მიწაზე, ცვლის თავის თავს პატარა მდინარედ და უერთდება დიდ მდინარეს, და ბოლოს აღწევს ზღვას როგორც მისი დანიშნულების ადგილს. ქოთანი დამზადებული თიხისგან როდესაც იმსხვრევა, მას ყრიან მიწაზე და დროთა განმავლობაში ეს კვლავ ხდება თიხა. წყალი ზღვიდან ჩაედინება ზღვაში, თიხა მიწიდან, ბრუნდება უკან კვლავ მიწაში, მაგრამ რატომ დაივიწყა მარტო ადამიანის არსებამ წყარო საიდანაც ის მოვიდა? ერთადერთი მუდმივად თანმდევი ბოროტება ადამიანის არსებაში არის გრძნობა ‘ჩემი’ (მამაკარა), ანგარების და მესაკუთრეობის გრძნობა. ეს არის ძირეული მიზეზი ყველა დანარჩენი ბოროტების. თქვენ უნდა გახსოვდეთ რომ თქვენ ხართ ნამდვილად ღმრთიური. თქვენ ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ 21 600 ჯერ – ეს არის ბუნებრივი შეხსენება შეტყობინების ‘სო-ჰამ’ (მე ვარ ღმერთი) რაც არის ჭეშმარიტება თქვენი ღმრთიური სინამდვილის შესახებ.
– ღმრთიური საუბარი, 6 მარტი, 1989.
10.03.2016
როდესაც არ არსებობს ერთგულების, სიყვარულის, მშვიდობისა და ჭეშმარიტების მიღწევისა და შეძენის შესაძლებლობა, დიდი და კეთილი ადამიანები, ვისაც სურთ ამის მიღწევა, ევედრებიან უფალს თავის შიგნით. როდესაც უფლის ნება, სულიერ მაძიებელთა მოთხოვნილება და დიდი პიროვნებების სწავლებები ერთიანდება, მსოფლიოს ბედნიერება არის უზრუნველყოფილი და შეუმცირებელი. თუ მთელი კაცობრიობა ილოცებს ერთი და იგივე დროს დაუმშვიდებლობის, უსამართლობის, უწესრიგობისა და სიცრუის გარდასაქმნელად მშვიდობაში, ჭეშმარიტებაში, სიყვარულსა და ურთიერთმსახურებაში, მოვლენები უეჭველად გახდება უკეთესი. არ არსებობს სხვა გამოსავალი. მღელვარება არის უნაყოფო. ეს არ არის მიზეზი იმედგაცრუებისთვის. ადამიანთა არსებითი ბუნების საწინააღმდეგოა სისუსტისა და ძალის ნაკლებობის აღიარება. აქედან გამომდინარე უარის თქმით სხვა საშუალებების ძებნაზე ადამიანებმა უნდა მოსინჯონ ლოცვა, სხვათა მსახურება, და ურთიერთ სიყვარული და პატივისცემა. მათ არ უნდა დააყოვნონ დიდხანს; ისინი მალე შეიძენენ კმაყოფილებასა და სიხარულს.
– პრემა ვაჰინი, თავი 70.
11.03.2016
სიცოცხლის თამაში რომელსაც თქვენ თამაშობთ არის მაჰაბჰარატას ომის მონათესავე. ერთ მხარეს იყო ბოროტი ძალები, კაურავები, და მეორე მხარეს სიკეთის ძალები, პანდავები. ისინი თამაშობდნენ სიცოცხლის თამაშს ფეხბურთის სტილში. საბოლოო გამარჯვების მიღწევამდე, უფალი კრიშნა იყო ერთადერთი მეთაური სამართლიანი პანდავებისთვის, რომლებიც მთლიანად დანებდნენ მას. ბოროტმა კაურავებმა ერთი მეორეს მიყოლებით დაკარგეს თავისი მეთაურები ბრძოლაში. ნამდვილი მეტოქეობა დღეს თქვენში არის სურვილების, სიძულვილის, შურის, სიამაყის და ა.შ. ცუდ ხარისხებსა და ისეთ კარგ ხარისხებს შორის როგორიც არის ჭეშმარიტება, სათნოება, მშვიდობა, არაძალადობა და სიყვარული. თქვენი სხეული არის ბრძოლის ველი. ერთი რაზმის მეთაური არის კარგი ხარისხების ხორცშესხმა. მეორეს მეთაური არის ყოფითი სურვილების ხორცშესხმა. ისინი ვინც ერთგულებენ მუდმივად ცვალებად და მიწიერ სურვილებს მიაღწევენ დამარცხებას. მხოლოდ მათ ვინც უკავშირებს თავის თავს უცვლელ და მარადიულ ღმრთიურებას შეუძლიათ იმედი იქონიონ მყარ წარმატებაზე ცხოვრებაში.
– ღმრთიური საუბარი, 13 იანვარი, 1984.
12.03.2016
ბევრი აცხადებს რომ კაცობრიობისთვის მსახურება (მანანა სევა) არის ღმერთისადმი მსახურება (მადჰავა სევა). ეს არის მართალი. თუმცა კაცობრიობისთვის მსახურება არის წმინდა, ის თითოეულში თუ არ შეირწყმება ღმრთიურების დიდ იდეალთან, ადამიანებს ვერ მოუტანს სარგებლობას, როგორი უზარმაზარიც არ უნდა იყოს მსახურება. სლოგანების ციტირება არის უსარგებლო თუ მსახურება სრულდება დამიზნებით სახელზე და დიდებასა და ადამიანის მოქმედების ნაყოფზე. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ მუდმივად ფიქრობთ უფალზე, მისდევთ მართალ და უბიწო საშუალებებს შესრულებაში, და მუშაობთ რწმენით ადამიანის განუყრელ ღმრთიურებაში, მაშინ კაცობრიობისთვის მსახურება ნამდვილად ხდება უფლისადმი მსახურებად. ღმერთზე ფიქრის გარეშე როგორ შეიძლება წარმოიქმნას ღმერთისადმი მსახურება? ყველა ამგვარი საუბარი არის უბრალო მოჩვენება. სინამდვილეში მათ ვინც ჩაძირული არიან უფლის განუწყვეტელ განჭვრეტაში არ სჭირდებათ რაიმე სხვა ამოცანის შესრულება საერთოდ. მათი ლოცვების ნაყოფს თავისთავად შეუძლია მსოფლიოს განწმენდა. თუმცა ყველას არ შეუძლია ამით დაკავება, ამიტომ სხვები უნდა მოემზადნენ ამ მდგომარეობისთვის თავიანთი ჭკუის გასუფთავებით და თავიანთი სურვილების შემცირებით.
– პრემა ვაჰინი, თავი 71.
13.03.2016
არ იამაყოთ თქვენი ნიჭიერებით ან გონიერებით ან სწავლაში დაფნების მოგების თქვენი უნარით. კარგი ხასიათი და უბიწო აზროვნება არის უფრო ფასეული ვიდრე სასწავლო მიღწევები, სიმდიდრე, ძალაუფლება ან გონებრივი უნარები. გამოიყენეთ თქვენი გონიერება და აზრები ნეტარების მისაღწევად რომელიც მოდის უბიწოდ და სათნოდ ცხოვრების გატარებიდან. დაე თქვენი სიცოცხლე მიძღვნილი იყოს იდეალებზე. უფალი არის დაცული და შემოსაზღვრული მხოლოდ თქვენი ერთგულების ინტენსივობით. ჭეშმარიტი ერთგულების განგა უნდა მოედინებოდეს თქვენი გულიდან. ყველაფერი რაც ასოცირდება ღმრთიურთან წარმომავლობს გულიდან. აქედან გამომდინარე გული უნდა გასუფთავდეს ყველა ბოროტებისგან და სწორი მოქმედებებით უნდა შენარჩუნდეს სუფთად და დაულაქავებლად. შესაძლებელია შეუძლებელი იყოს თავის დაღწევა თქვენი კარგი და ცუდი მოქმედებების შედეგებიდან. მაგრამ თუნდაც ცოდვების მთა შეიძლება ჩამოიწმინდოს უფლის წყალობის მოპოვებით. აქედან გამომდინარე ადამიანი უნდა ეცადოს რომ გამოიმუშავოს სიყვარული ღმერთის, რომელიც არის ყოვლის-მომცველი და ყოვლის-შემძლე.
– ღმრთიური საუბარი, 13 იანვარი, 1984.
14.03.2016
მსოფლიოში დჰარმას და ადჰარმას (უბიწოების და ბიწიერების) შთამომავლობა შეუჩერებლად იზრდება. განვიხილოთ ეს ჩამომავლობა: ბიწიერება (ადჰარმა) დაქორწინებული ილუზიაზე (მიტიაზე) არ არის არც ჭეშმარიტება და არც არაჭეშმარიტება. ეს წყვილი იყო ორი ბავშვი, ვაჟი სახელად აჰამკარა (ეგოიზმი) და ასული სახელად მოჰა (ტრფიალი). რადგან ორივე არიან უმეცრების შვილები, განსჯის უუნარობით რა არის სწორი და რა არის მცდარი, უწმინდური კავშირი მათ შორის დაშედეგდა ლობჰას (სიხარბის) და ვაჩანას (სიცრუის) როგორც ვაჟის და ასულის დაბადებაში. ამ უსამართლო კავშირიდან დაიბადა ირშია (შური) და კროდჰა (რისხვა). მათი კავშირიდან დაიბადა ბჰიტი (შიში) და მრიტიუ (სიკვდილი). ეს მოდგმა ცნობილია როგორც ადჰარმა სანტატი (ბიწიერების შთამომავლობა). ბიწიერების ამ მოდგმის მიმყოლი, ყველა კავშირი არის უხამსი.
– ღმრთიური საუბარი, 19 იანვარი, 1984.
15.03.2016
მიუძღვენით თქვენი დრო მსოფლიოს მსახურებას, რწმენით ღმრთიურში, მსახურების ნაყოფებზე ყურადღების მიუქცევლად. მაშინ თქვენ გახდებით კურთხეული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუმცა სხეული შეიძლება იყოს არა აქტიური, ჭკუა იქნება მოუსვენარი, შეასრულებს თავის საკუთარ მოქმედებებს. ადამიანები ასეთი ჭკუებით ხდებიან კარმას მსხვერპლი მიუხედავად იმის რომ არ აკეთებენ რაიმეს! როდესაც ადამიანებს ჭკუა დაფიქსირებული აქვთ ღმერთზე ფიქრებზე და ეძებენ ჭეშმარიტებას, სხეულითა და გრძნობებით ასრულებენ მოქმედებებს რომლებიც არის მიმართული მსოფლიოს მსახურებისკენ, ისინი არ იქნებიან შეხებული მათით; თუმცა ისინი არულებენ მოქმედებებს (კარმას) ისინი კვლავ არიან მოქმედებათა არმკეთებლები. ეს არის გაკვეთილი ბჰაგავად გიტადან. გული, ადამიანის ვინც არ ესწრაფის ჭკუის კულტივირებას წმინდა აზრებით, არის უსათუოდ ბოროტებისა და უზნეობის სამოთხე. თითოეული ვისაც აქვს დიდობისკენ ამაღლების იმედი, ეძებს ერთმიზნიანობას და ესწრაფის გადარჩენას, უნდა ატაროს ეს ჭკუაში. მარტო სულიერი სიბრძნე არის გათავისუფლების საფუძველი.
– პრემა ვაჰინი, თავი 72.
16.03.2016
დჰარმა როდესაც დაქორწინებულია დიდ სულზე რომლის სახელია ჭეშმარიტება (სატია), გაჩნდებიან შვილები სერიოზულობის (შრადჰას), თანაგრძნობის (დაიას), მშვიდობის (შანტის), კეთილდღეობის (პუშტის), კმაყოფილების (შანტუშთის), პროგრესის (ვრიდდჰის), თავდაჭერილობის (ლაჯჯას), პატივისცემის (გოურავამის) და გათავისუფლების (მოკშას). გულმოდგინედ შეამოწმეთ თქვენი თავი, ხართ თქვენ ზემოხსენებული დჰარმას მოდგმიდან თუ ხართ უმეცრებისა (მიტიასა) და ბიწიერების (ადჰარმას) მოდგმიდან. როდესაც თქვენ ბეჯითად პრაქტიკებთ დჰარმას, ღმრთიურება თქვენში თვით გაცხადდება სპონტანურად. არ შემოფარგლოთ დჰარმა მხოლოდ სიტყვებით. თქვენ ხართ თვით უბიწოების ხორცშესხმა. მაგრამ თქვენ არ იქნებით ამ სახელწოდების ღირსი თუ არ გაატარებთ დჰარმას ცხოვრებას. თითოეულმა უნდა გააცნობიეროს რომ ღმერთთან ერთობის მიღწევა არის ადამიანის სიცოცხლის მიზანი. აქედან გამომდინარე თქვენი ძირითადი მოვალეობა არის ღმერთში რწმენის განვითარება. რწმენით თქვენ გაატარებთ სიცოცხლეს დჰარმას, სატიას და ნიიტის (უბიწოების, ჭეშმარიტების და სამართლიანობის) ერთგულებით, და მიაღწევთ თქვენი დაბადების მიზანს.
– ღმრთიური საუბარი, 19 იანვარი, 1984.
17.03.2016
არ არსებობს შეზღუდვა დროსა და სივრცეში საკუთარი თავის დასაყენებლად ყველგანმყოფი უფლის განჭვრეტაში. ამისთვის არ არსებობს არარა წმინდა ადგილის ან სპეციალური დროის მსგავსი. სადაც კი ჭკუა ტკბება ღმერთის განჭვრეტაში ეს არის წმინდა ადგილი! როდესაც კი ეს აკეთებს ასე, ეს არის ხელსაყრელი მომენტი! მაშინ და იქ უნდა იმედიტიროს ადამიანმა უფალზე. ამიტომ წერილები აცხადებს, ‘ღმერთზე მედიტირებისთვის არ არსებობს ფიქსირებული დრო ან ადგილი. როდესაც და სადაც ჭკუა ასე მოისურვებს, მაშინ და იქ არის დრო და ადგილი!’ (ნა კაალა ნიიამო იატრა, ნა დეშასია სტალასია ჩა იატრასია რამატე ჩითტამ, ტატრა დჰიანენა კევალამ!). მსოფლიო შეძლებს კეთილდღეობის მიღწევას დისციპლინირებული სულების მეშვეობით, რომელთა გულებიც არის სუფთა და რომლებიც წარმოადგენენ დედამიწის მარილს. მსოფლიოს კეთილდღეობის ხელშესაწყობად, სწორედ ამ წუთიდანვე, თითოეულმა უნდა ილოცოთ ასეთი წმინდა პერსონაჟების მოვლენაზე და უნდა დაიმსახუროთ დიდთა კურთხევა, და დაივიწყოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ტანჯვები.
– პრემა ვაჰინი, თავი 73.
18.03.2016
დჰარმა და ჯნანა (უბიწოება და სიბრძნე) არის ორი თვალი მოცემული თქვენთვის თქვენი უნიკალურობისა და შინაგანი ღმრთიურების აღმოსაჩენად. დჰარმა აჩვენებს სწორ გზას, რომელსაც ყოველმა ინდივიდმა, ჯგუფმა თუ საზოგადოებამ უნდა მისდიოს. დჰარმა ანგრევს მას ვინც მას არღვევს და იცავს მას ვინც მას იცავს. დჰარმას შენობა აღმართულია ჭეშმარიტების საძირკველზე. ნაია (სამართლიანობა) არის დჰარმას ძირითადი ატრიბუტი. საზოგადოება, ერი ან ინდივიდი ბრწყინავს დიდებით მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი მისდევენ სამართლიანობას, ეუფლებიან ქონებას სოფლის მეურნეობის, ბიზნესის ან სხვა პროფესიის მიდევნით და იძენენ ზომიერებას და ღმრთიურ წყალობას ზნეობის (ნიიტის) და უბიწოების (დჰარმას) მიდევნით. იმ დროს როდესაც დჰარმას მიჰყავს სწორი მოქმედებებისკენ, აუცილებელია ასევე ჯნანას მიღწევაც. ყველა ტანჯვა და პრობლემა ცხოვრებაში წარმოიქმნება დუალობიდან. მაშინ როდესაც გრძნობები ‘მე’ და ‘ჩემი’ იქნება მოცილებული, შეგნება ყველგან შემღწევი ღმრთიურების შესაძლებელია გახდეს რეალური.
– ღმრთიური საუბარი, 19 იანვარი, 1984.
19.03.2016
სიცოცხლე ადამიანის თავისთავად არის ძალიან წმინდა. მაგრამ ეს ხდება კარგი ან ცუდი შესაბამისად კომპანიის რომელთანაც ეს არის დაკავშირებული. როდესაც თქვენ ინახავთ რკინას მტვერში, იგი იჟანგება. მაგრამ როდესაც იგივე რკინას ჩადებთ ცეცხლში, იგი იშორებს მის ჟანგს, ხდება რბილი, და იწყებს კაშკაშს. მტვრის ნაწილაკები ადის მაღლა ქარის კომპანიაში მაგრამ ეცემა დაბლა ღარებში როდესაც ესენი ერთიანდება წვიმის წყალთან. მტვრის ნაწილაკებს არ აქვთ ფრთები მაღლა ცაში ასაფრენად, არც ფეხები აქვთ დაბლა სახტუნაოდ. ორივე, მათი ასვლაც და მათი დაცემაც ხდება კომპანიის მოქმედებით. თქვენი კარგი და ცუდი დამოკიდებულია კომპანიაზე რომელშიც თქვენ ხართ გაერთიანებული. კარგი კომპანია გაქცევთ თქვენ წმინდად და ღმრთიურად. ცუდი კომპანია იძლევა ზრდას ცუდი გრძნობებისა და ცუდი აზრებისკენ, რაც გიბიძგებთ ცუდი საქმეების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე თქვენთვის აუცილებელია კარგ კომპანიაში გაერთიანება და ადამიანურობის განვითარება.
– ღმრთიური საუბარი, 8 ივლისი, 1996.
20.03.2016
დღეს მშობლები ძალიან გულუხვად ესიყვარულებიან თავიანთ შვილებს. მაგრამ მარტო ასეთი სიყვარული არ არის საკმარისი. აქ უნდა იყოს ორივე ‘სიყვარულიც’ და ‘წესიც’. მხოლოდ მაშინ როდესაც ორივე სიყვარულიც და სიმკაცრეც არის წარმოდგენილი სიყვარული აღმოჩნდება სასარგებლო. ყველა ბოროტი ჩვევისთვის ბავშვების, რომლებიც არიან ბუნებრივად უდანაშაულონი და არაინფორმირებულნი, მშობლები არიან პირველ რიგში პასუხისმგებლები. მშობლები დღეს არ იყენებენ რაიმე ძალისხმევას რომ ასწავლონ ბავშვებს სწორი ქცევის წესები. ისინი ანებივრებენ თავიანთ შვილებს ფულის და საჩუქრების უხვად მიცემით. მათ სურთ რომ მათი შვილები გახდნენ ოფიცერები, რომ გამოიმუშაონ დიდი გასამრჯელო, შეიძინონ სიმდიდრე და გაატარონ სიცოცხლე კომფორტულად და ადვილად. მაგრამ ისინი წუთითაც არ ფიქრდებიან იმაზე თუ როგორ უნდა აიძულონ ბავშვები რომ გააცნობიერონ კარგი ხარისხების განვითარების საჭიროება. მშობლებზე არის რომ ასწავლონ შვილებს კარგი ურთიერთობები და ზნეობრივი ხარისხები. მშობლები უნდა გრძნობდნენ ბედნიერებას მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი ხედავენ რომ მათი შვილები ატარებენ უმწიკლო ცხოვრებას, იძენენ კარგ სახელს და იქცევიან სწორად.
– ღმრთიური საუბარი, 5 თებერვალი, 1984.
21.03.2016
სტუდენტების უპირველესი მოვალეობა არის ყოველი საქმიანობის გარდაქმნა ერთ ძალასა და სილამაზეში. მაგრამ საუბედუროდ, ამჟამინდელი განათლების სისტემა ვერ ახერხებს კვებას სრულყოფილების, ერთობისა და სიყვარულის ხარისხების, რომლებიც არის ნამდვილი განათლების განმასხვავებელი ნიშნები. სტუდენტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ყინულივით სწრაფად დნება, სულ ერთია ისინი ზრუნავენ თუ არ ზრუნავენ სრულყოფილებაზე. სტუდენტები დღეს არიან ბრმად სიცოცხლის მიზნის დასანახად; ბევრი ვერც გრძნობს ტკივილს სიცოცხლის მიზნის არცოდნის გამო. მილიონიდან ერთი თუ ესწრაფის სიცოცხლის არსის გაცნობიერებას. ეს მისწრაფება არის დასაბიჯებელი ქვა სიცოცხლის მიზნის გასაცნობიერებლად. ბევრი ადამიანი გრძნობს რომ შეძენა საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სიმდიდრის, ხელსაყრელი პირობების და კომფორტის შეადგენს სიცოცხლის ნამდვილ მიზანს. სიცოცხლე დარჩება გარდაცვალების ტრაგედიად იმდენ ხანს რამდენ ხანსაც ადამინები ფეხს მიითრევენ ამგვარი ილუზიის ქვეშ. იმ დღეს როდესაც თქვენ გააცნობიერებთ სიცოცხლის მიზანს, თქვენ განცდით მთლიან ტრანსფორმირებას, აგონიიდან (ვედჰანადან) ტკივილისგან თავისუფლებისკენ (ნირვედჰანასკენ).
– ზაფხულის თავსხმები, 20 მაისი, 1996.
22.03.2016
კარგ კომპანიას შეუძლია აამაღლოს ადამიანი ღმრთიურის დონეზე, მაშინ როდესაც ცუდ კომპანიას შეუძლია გადააგვაროს ადამიანი ცხოველის დონემდე. თქვენ უნდა გამოიჩინოთ ძალისხმევა რომ აიწიოთ ადამიანის დონეზე ზემოთ. არავითარი ძალისხმევა არ არის საჭირო თქვენს დაბლა დასაცემად. რომ გახდე ცუდი არის ძალიან ადვილი. დღეს ახალგაზრდა ადამიანები მასპინძლობენ ცუდ აზრებს და გრძნობებს, და ასრულებენ ცუდ მოქმედებებს, ამგვარად კარგავენ თავის უძვირფასეს ახალგაზრდობის წლებს. საუბედუროდ, დღეს ადამიანები ერთიანდებიან ცუდ კომპანიასთან, რის გამოც მათი კარგი გრძნობები და საქმეები შეტრიალებულია ცუდ გრძნობებსა და საქმეებში – რაც ბოლოს ხდის მათ სიცოცხლეს ძალიან საბრალოს. თუმცა მაღალი დონის მიღწევა შეიძლება გეჩვენებოდეთ ძალიან ძნელი, თქვენ მაინც უნდა გამოიყენოთ ძალისხმევა მაღალი დონეების მისაღწევად. თქვენი აზრები არის ყველაფრის ძირითადი მიზეზი. მაშასადამე, თქვენ უნდა გქონდეთ კეთილშობილური, წმინდა, სუფთა, და მნიშვნელოვანი აზრები.
– ღმრთიური საუბარი, 8 ივლისი 1996.
23.03.2016
როდესაც თქვენ შეიგნებთ სინათლეს, შეიძენთ სიბრძნეს და გააცნობიერებთ არსებობის მნიშვნელობას თქვენ ტრანსპორტირებული იქნებით აგონიიდან ექსტაზში. სინათლე აქ ნიშნავს არა მზის, მთვარის ან ნათურის სინათლეს, არამედ გულის. სიბრძნე მიუთითებს არა სამეცნიერო სიბრძნეს, არამედ განათლებულობას გულის ტრანსფორმირების შესახებ. რა ითქმის არსებობის შესახებ? არსებობის ზუსტი მნიშვნელობა არის თქვენი საკუთარი ჭეშმარიტი სინამდვილის გაცნობიერება. თქვენი სინამდვილის გაცნობიერება მდგომარეობს იმის გაცნობიერებაში რომ თქვენ არ ხართ სხეული, ჭკუა ან გრძნობები. ჭეშმარიტი გაცნობიერება მდგომარეობს იმ ფაქტის გაგებაში რომ თქვენ დაფუძნებული ხართ ტრანსცენდეტულ პრინციპზე რომელიც გადის მატერიის საზღვრებს გარეთ. ადამიანმა სერიოზულად უნდა გამოიკვლიოს ღმრთიურების დასწრება მის ცხოვრებაში. ადამიანის საკუთარი მოვალეობის გაცნობიერება არის მის ცხოვრებაში ღმრთიურების გაცნობიერების ტოლფასი.
– ზაფხულის თავსხმები თავი 1, 20 მაისი, 1996.
24.03.2016
ყოველმა თქვენგანმა გულმოდგინედ უნდა გამოიკვლიოს ადამიანის ცხოვრებაში ღმრთიურის დასწრება. თქვენი მოვალეობის ცოდნა არის ყოველდღიურ ცხოვრებაში ღმრთიურების ცოდნის თანასწორი. თანამედროვე მსოფლიოში არავის არ აქვს მადლიერების გრძნობა. ზოგიერთ თქვენგანს არ შეუძლია გამოამჟღავნოს მადლიერება თუნდაც ექიმის მიმართ რომელმაც განგკურნათ როდესაც თქვენ ავად იყავით. თქვენ ამტკიცებთ რომ თქვენ არ უნდა იყოთ მადლიერი ექიმის მიმართ რადგან ტანჯული პაციენტების მკურნალობა არის მათი მოვალეობა. მაგრამ გახსოვდეთ, როგორც პაციენტს თქვენც ასევე გაქვთ მოვალეობა. მოვალეობის უხეში დარღვევა არსად არ წაგიყვანთ. თქვენი მოვალეობაა გამოავლინოთ მადლიერება დედის მიმართ რომელიც გკვებავდათ დედის მუცელში და ელოლიავებოდა თქვენს ჯანმრთელობას. უცნაურია, მაგრამ ბევრი კითხულობს რატომ უნდა იყვნენ ისინი მადლიერნი დედისადმი, ვინც მათი აზრით, ვალდებულია იზრუნოს თავის შვილებზე. გეთაყვა შეითვისეთ რომ თქვენი უპირველესი მოვალეობაა იზრუნოთ დედაზე ვინც დაგბადათ და გაგზარდათ თქვენ.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე 1996, თავი 1.
25.03.2016
დრითარაშტრას ჰყავდა ასი ვაჟი, კაურავი. მან ძალიან კარგად იცოდა რომ ისინი იყვნენ დიდი ბოროტები, და ასევე იცოდა რომ მისი ძმის ვაჟები, პანდავები, იყვნენ უბიწოების (დჰარმას) ერთგულები. მან ასევე იცოდა რომ კაურავები იყვნენ მათზე ბევრი შეურაცხყოფისა და ზიანის მიმნიჭებლები. ვიასა ბევრჯერ აფრთხილებდა მას ასე: “დრითარაშტრა! მე არ გეუბნები შენ რომ ვაჟიშვილებისადმი შენი სიყვარული არის არასწორი. მაგრამ შენ არ უნდა დაღვარო შეუსაბამო სიყვარული შენს ვაჟიშვილებზე. არ მოიქცე როგორც უმეცრებით ბრმა კაცი. შენი შემოუსაზღვრელი სიყვარულის ჩვენებით ცუდი ვაჟიშვილისადმი, შენ ზიანს აყენებ საზოგადოებას და ქვეყანას”. დიდად მოსიყვარულე მამამ ყურადღება არ მიაქცია ბრძენის რჩევას. შედეგად, ის ჩაება ბევრ ცოდვილ საქმეში. ბრმა სიყვარულით თავისი ვაჟიშვილებისადმი, რას მიაღწია დრითარაშტრამ? ბოლო ჯამში, მას არ ჰყავდა არავინ მისი დაკრძალვის წესის შესასრულებლად. პანდავებს უნდა შეესრულებინათ ეს მსახურება მისთვის. შვილების სიყვარული არ არის არასწორი. მაგრამ მშობლებმა უნდა ისწავლონ როგორ უყვარდეთ ისინი.
– ღმრთიური საუბარი, 5 თებერვალი, 1984.
26.03.2016
შეიძლება რომელიმე დიდი ძალის ნათურა გაუტოლდეს მზის უბადლო ბრწყინვალებას? შეუძლია ნებისმიერი ტუმბოს მსოფლიოში მოგვაწოდოს ისე ბევრი წყალი როგორც ჩვენ ვიღებთ ღვართქაფისგან? შეუძლია ნებისმიერ ვენტილატორს მსოფლიოში მოგვცეს ისე დიდი სიგრილე როგორსაც გვაძლევს ქარი-ღმერთი? ღმერთის საჩუქრები არის უხვი, გულუხვი და შეუდარებელი. ჩვენ ვიხდით გადასახდელებს ბევრი სიკეთისთვის, როგორიც არის წყალმომარაგების კორპორაციული გადასახდელი, გადასახდელი ელექტროენერგიის დეპარტამენტისთვის, და ა.შ. მაგრამ რა გადასახდელს ვიხდით ჩვენ დიდი უფლისთვის ვინც უზრუნველგვყოფს ჩვენ უსასრულო ძალით, სინათლით და ქარით? როდესაც ჩვენ ვუხდით გადასახდელებს სხვადასხვა დეპარტამენტებს გაწეული მომსახურებისთვის, ჩვენი მოვალეობა არ არის მადლიერების გადახდა ღმერთისადმი? ჩვენ არ გამოვხატავთ რაიმე მადლიერებას უფლისადმი, ვინც გვაჩუქა ხუთი ელემენტი, რომლებიც არასოდეს იწურება. სინამდვილეში ჩვენი უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს ჩვენი მადლიერების გამოხატვა ღმერთისადმი, ვინც გვაძლევს ჩვენ ასე ბევრ უსასრულო სიუხვეს.
– ზაფხულის თავსხმები თავი 1, 20 მაისი, 1996.
27.03.2016
როდესაც შვილები მიდიან გზის აცდენით, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მშობლებმა სწრაფად უნდა გაასწორონ მათი შეცდომები და ისინი უნდა დაყენონ უბიწო გზაზე. მშობლების მოვალეობა არ მთავრდება საკვების, სწავლის და ყოფითი საქმეების ცოდნის უზრუნველყოფით. ბავშვები ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ შესაფერისი ფასეულობებით. ისინი არ უნდა ფიქრობდნენ რომ სიმდიდრის შეძენა არის ყველაფერი და ყველაფრის ბოლო ცხოვრებაში. სიმდიდრე ვერ იქნება ვინმეს თანმხლები როდესაც ისინი დატოვებენ ამ მსოფლიოს. სიმდიდრე არის საჭირო მხოლოდ თქვენი ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ძალიან დიდი სიმდიდრე არის სირთულე მსგავსი ძალიან დიდი ზომის ფეხსაცმლის. მაშასადამე, სასურველია მხოლოდ იმ რაოდენობის სიმდიდრის ქონა რაც საკმარისია თქვენი ძირითადი მოთხოვნილებისთვის. სავალალოა რომ დღეს ფულის დევნით გატაცებული ადამიანები ივიწყებენ ადამიანურ ყველა ხარისხს.
– ღმრთიური საუბარი, 5 თებერვალი, 1984.
28.03.2016
ყველა შეხვდება თავისი დაუდევრობის შედეგებს ამა თუ იმ დღეს, იმიტომ რომ ყოველ მოქმედებას აქვს რეაქცია, გამოძახილი და ანარეკლი. ამ ფაქტის გაცნობიერება ერთი ადამიანის და ყველას მიერ უხვად მოიტანს მშვიდობასა და ჰარმონიას. ადამიანის არსება დაჯილდოებულია უსასრულო ძალით. თქვენი სხეული არის ნამდვილად უზარმაზარი გენერატორი. თქვენი სახე არის ტელევიზორის მსგავსი, მკაფიო გამოსახულებებით. მაგრამ ადამიანის არსებებმა დაკარგეს თავიანთი ფასეულობები თანამედროვე მსოფლიოში. ადამიანის არსება არის ის ვინც ფასს აძლევს ალმასს. ადამიანის არსება არის ის ვინც მიწიდან იღებს დაუმუშავებელ ქვას და აქცევს მას ძვირფას ბრილიანტად მისი დამუშავებისა და გაპრიალების შემდეგ. თუმცა ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გარდაქმნან დაუმუშავებელი ქვა ფასდაუდებელ ბრილიანტად, ისინი არ ირჩევენ თავისი შინაგანი ფასეულობის შეძენას იმის მიუხედავად რომ დიდი წვლილი შეაქვთ ალმასისთვის ფასეულობის მომატებაში.
– ზაფხულის თავსხმები თავი 1, 20 მაისი, 1996.
29.03.2016
გიტა ამბობს: შრადდჰავან ლაბჰატე ჯნანამ (შეუპოვარი მაძიებელი მოიპოვებს სიბრძნეს). ეს ნიშნავს რომ შეუპოვრობისა და სერიოზულობის გარეშე, შეუძლებელია რაიმე წარმატების მიღწევა. თქვენ უნდა განივითაროთ ინტერესი და ყურადღება უნდა მიაქციოთ უხუცესთა მიერ ნაჩვენებ გზას და ცოდნას რომელსაც გასწავლით წერილები. თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას რასაც უფროსები ამბობენ. თუ თქვენ არ გექნებათ სერიოზულობა (შრადდჰა) თქვენ ვერ შეძლებთ რაიმეს მიღწევას, თქვენი ყოფითი კვალიფიკაციის მიუხედავად. სამეცნიერო ცოდნის სფეროში ევოლუციისა და მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ადამიანები უძლური არიან მნიშვნელოვანი პროგრესის გასაკეთებლად ღმრთიურების მიმართულებით, სულიერ სფეროში დაძაბული მისწრაფების არ არსებობის გამო. წერილების შესწავლა და ღმერთის სახელის გამეორება შეიძლება იყოს კარგი საქმე თავისთავად. მაგრამ თუ შიგნით არ არის ღმერთისადმი სიყვარული, რომელიც არის ყველა სადჰანის (სულიერი დისციპლინის) ბაზისი, ნებისმიერი რაოდენობის გამეორება, მოსმენა ან წერილების წაკითხვა იქნება უსარგებლო.
– ღმრთიური საუბარი, 5 თებერვალი, 1984.
30.03.2016
არ არსებობს სიყვარული ქმარსა და ცოლს შორის მათ ქორწინებამდე. არ არსებობს სიყვარული დედასა და შვილს შორის შვილის დაბადებამდე. ვაჟიშვილს თუმცა უყვარს თავისი დედა მთელი გულით,  სიკვდილის შემდეგ დებს მის სხეულს ანთებულ კოცონზე და აძლევს მას ცეცხლს რაიმე შებრალების გარეშე. როგორ შეიძლება ასეთ სიყვარულს ეწოდოს ჭეშმარიტი სიყვარული? ყველა ასეთ ურთიერთობას უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს მიბმულობა და არა სიყვარული. მიბმულობა მოდის შუაში და თანდათანობით გადის შუაგულში. მაგრამ ღმრთიური სიყვარული ესწრება დაბადებამდე და გრძელდება სიკვდილის შემდეგ. მიბმულობა არის როგორც მიმავალი ღრუბლები რომლებიც სწრაფად მიცურავს. ჭეშმარიტი სიყვარული არის ნამდვილი, გაუსვრელი, საუკუნო, უჭკნობი, სუფთა და უმწიკვლო. მხოლოდ ღმრთიური სიყვარული არის დაუჭუჭყიანებელი ეგოიზმით და ანგარებით და არის დაბადებამდე და გრძელდება სიკვდილის შემდეგ. ყველა სხვა სახის სიყვარული დასვრილია ეგოიზმით.
– ზაფხულის თავსხმები თავი 1, 20 მაისი, 1996.
31.03.2016
ღმერთში რწმენის გარეშე, ყველა სხვა სამფლობელოები არის უსარგებლო. ავიღოთ მაგალოთად დურიოდჰანა, რომელიც იყო იმპერიის მბრძანებელი მეფე. ორივე დურიოდჰანა და არჯუნა მივიდა კრიშნასთან კურუკშეტრას ბრძოლის წინ. დურიოდჰანამ ისურვა მხოლოდ კრიშნას არმია თავის მხარეზე. არჯუნა დაკმაყოფილდა მის მხარეს მარტო კრიშნას ყოფნით. ეს იყო საკმაროსი ომში მისი გამარჯვების უზრუნველსაყოფად. ყველა არმია რომელიც ჰყავდა დურიოდჰანას იყო უსარგებლო. დურიოდჰანა ეყრდნობოდა მისი ბიძის, შაკუნის ჭკვიან სტრატეგიას. მას არ ჰქონდა რწმენა კრიშნას ღმრთიურ გონიერებაში. გაკვეთილი რაც ყველამ უნდა ისწავლოს ამ ეპიზოდიდან არის ის რომ ისინი უნდა დაეყრდნონ არა თავიანთ ნიჭიერებაზე არამედ მათზე უფრო მაღალი გონიერების ხელმძღვანელობაზე რომელიც არის ჩვეულებრივი გონებისა და აზროვნების საზღვრებს გარეთ. მათ უნდა მოძებნონ დასაყრდენი მასში რაც მხარში უდგას ყველაფერს ქმნილებაში. მოათავსეთ თქვენი ნდობა ღმერთში.
– ღმრთიური საუბარი, 5 თებერვალი, 1984.

სატია საი ბაბა