01.10.20.
თქვენ საკუთარ თავს უწოდებთ ერთგულს, ამიტომ მე უნდა გესაუბროთ ადამიანის დარმაზე, ვინც ცდილობს შეიძნოს ერთგულება. ვერავინ გახდება ერთგული საკუთარი თავის ასე დასახელებით და ვერც სხვების მიერ მათი დარქმევით ასე. ერთგულება გულისხმობს მიძღვნას, არაფრის უკან შემოტოვებით; ეგოს პატარა ნაფლეთიც კი არ უნდა დარჩეს. მხოლოდ მისი ბრძანება ითვლება; მისი ნება ჭარბობს. ლოთის მსგავსად, ერთგულსაც არ აქვს ღირსების ან წესიერების, სიამაყის ან პატივმოყვარეობის გრძნობა. ერთგული არის ლოთი (მათთა), შეშლილი ადამიანი (უნმათთა), უდარდელი ყველაფერთან რაც დაუკავშრებელია იდეალთან. ერთგული ყრუა შიმშილისა და წყურვილის ძახილზე, გამოტოვებს ნაბიჯებს ლოგიკაში და არასწორად ანგარიშობს ბაზარზე ვაჭრობის დროს. ნარადა ამბობს რომ ისინი უმეცრების სპირტიანი სასმელით სავსე ადამიანები წაიბორძიკებენ მსოფლიოს ჩრდილებზე, იმ დროს როდესაც სიბრძნის ნექტარით მთვრალები არასდროს შორდებიან მაღლისგან, რომელიც მათ აღმოაჩინეს როგორც თვითონ.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 25 იანვარი.
2.10.20.
როდესაც წყალსაცავი სავსეა, წყალი მოედინება ონკანებიდან; როდესაც გული არის სიყვარულის, თანაგრძნობისა და რწმენის საცავი, მოქმედებები, სიტყვები და აზრები ეხმარება მშვიდობასა და სიხარულს. პოლიტიკოსები მაინც არ აღიარებენ ამ საჭიროებებს; ისინი ახალგაზრდა გულებს ავსებენ სიძულვილით, შურითა და სიხარბით და აქეზებენ ძალადობასა და ლანძღვაზე. ისინი აშორებენ მათ საკლასო ოთახიდან ბიბლიოთეკიდან და ლაბორატორიიდან და აიძულებენ ხეტიალს ქუჩებზე. ისინი ერეკებიან მათ ზიანის მისაყენებლად უდანაშაულოებზე, ქონების დასაზიანებლად და ველურად მოსაქცევად მძვინვარებით. ინდური კულტურა არასოდეს ახალისებს ძალის გამოყენებას კანონში ან სოციალურ პირობებში ან ადამიანების დამოკიდებულებებში ცვლილებების განსახორციელებლად. განდჰი ხელმძღვანელობდა მოძრაობას ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის სულიერი მიზანდასახულობებით რაც იწვევდა გამბედაობასა და ნდობას, და აცნობდა ადამიანებს როგორც ხსენებას ღმერთის სახელის ისე დაფიქრებას მასზე. მან გაწმინდა ერის გული, სიძულვილისა და შურისგან, შიშისა და ეჭვისგან. მან გამოიჩინა იდეალისა და გზის ერთგულება; თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 31 მაისი.
3.10.20.
თქვენ დადიხართ ადგილიდან ადგილას, საფოსტო გზავნილების მსგავსად, აგროვებთ შთაბეჭდილებებს გარე შეფუთვაზე და არა თქვენი არსის ბირთვზე. უსინათლო კაცი რომელიც მიდის ადგილებში არ ღელავს, ღამეა თუ დღე. ასევე თქვენ არ განასხვავებთ ერთ ადგილს და მეორეს. თქვენ იქცევით თანაბრად დაუფიქრებლად, თანაბრად გრძნობებ ცენენტრირებული, ადგილების ყველა ტიპში. თქვენ ნებას არ აძლევთ ადგილის სიწმინდეს იმოქმედოს თქვენს ჭკუაზე. როგორც მლოცვარეობის შედეგი, თქვენი ჩვევები უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ, თქვენი შეხედულებები უნდა გაფართოვდეს და თქვენი შინაგანი ხედვა უნდა გახდეს უფრო ღრმა და უფრო მეტად მყარი. თქვენ უნდა გააცნობიეროთ ღმერთის ყველგანმყოფობა და კაცობრიობის ერთიანობა. თქვენ უნდა ისწავლოთ შემწყნარებლობა და მოთმინება, ქველმოქმედება და მსახურება. მლოცვარობის დასრულების შემდეგ, თქვენს საკუთარ სახლში ჯდომისას, თქვენ უნდა დაფიქრდეთ თქვენს გამოცდილებაზე და გადაწყვიტოთ ეძებოთ ღმერთის რეალიზების უმაღლესი, მდიდარი და უფრო ნამდვილი გამოცდილება. მე გლოცავთ თქვენ რომ თქვენ შეძლოთ ამ გადაწყვეტილების ფორმირება, და ეცადოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, მიაღწიოთ ამ მიზანს.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 28 თებერვალი.
4.10.20.
დჰარმა ამბობს ‘სათიამ ვადა’ და ‘დჰარმამ ჩარა’: ილაპარაკე სიმართლე და აპრაქტიკე უბიწოება. სატიანნასთი პარო დჰარმა: საზოგადოებაში არ არსებობს უფრო მასტაბილიზებელი ფაქტორი, უფრო დასაყრდენი ინდივიდუალური პროგრესისთვის ვიდრე სათია, ჭეშმარიტება. სიმართლის დამალვა ან მისი გაუკუღმართება ან მისი უარყოფა ან დამახინჯება ეს ყველაფერი არის სიმხდალის ნიშანი; არც ერთი გაბედული ადამიანი არ მოიხრება სიმართლის სახის დასაფარავად. გარდა ამისა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვედური ბრძანებაა: ”დჰარამ ჩარა – აპრაქტიკე დჰარმა.” საკმარისი არ არის, თუ შეიტყობ ამის შესახებ; უნდა ამოქმედოთ ეს, შეავსოთ ყოველი მომენტი სიტყვით, საქმით და აზრით, რომელიც ასახავს დჰარმას შესახებ თქვენს ცოდნას. ამ ტიპის ცხოვრება არის იმის ნიშანი რასაც ეწოდება სიილამ (ხასიათი) ისეთ განცხადებებში, როგორიცაა ”სიილამ პარამ ბჰუშანამ – ხასიათი ყველაზე ძვირფასი სამკაულია.” თქვენ უნდა გამოიკვლიოთ თქვენი მღვიძარების დროს ყოველი მომენტი, რათა შეამოწმოთ, იცავთ თქვენ დჰარმას მცნებებს, თუ შორდებით?
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 15 აპრილი.
5.10.20.
ყოველ ცალკეულ ნივთს აქვს თავისი დჰარმა. წყალს აქვს მის დჰარმად, მოძრაობის ბუნება და ვალდებულება. ცეცხლს, დაწვის და შთანთქმის დჰარმა. და მაგნიტს, თავისკენ მიზიდვისა და მიკვრის. ყოველი მათგანი უცვლელად ინარჩუნებს დჰარმას, მათ შორის მზის სისტემა და ცის კამარის ვარსკვლავები. ცნობიერებით ან ჩაითანიით დაჯილდოებულ ნივთებს შორის – მცენარეები და ხეები, მწერები და ფრინველები, დაბადებულები კვერცხებიდან ან ძუძუმწოვრა ცხოველები – ყველას აქვს თავისი სპეციფიკური დჰარმის მმართველობის განძი შეუხებელი დროს მსვლელობით. მაგრამ ადამიანის არსება, ვისი ინტელექტიც იწმინდება ინერტულიდან და უსასრულოდ მცირედან სუპერ-ცნობიერებამდე და უნივერსალამდე, არის ერთადერთი ნივთი რომელიც გასრიალდა და მისრიალებს ქვევით. მრავალი თაობის მაძიებელთა გამოცდილებები, რომლებიც ეძებდნენ კმაყოფილებისა და სიხარულის საშუალებებს, განსახიერებულები პრაქტიკული ცხოვრების წესებში, რომელსაც ერთობლივად ეწოდება შასტრები არის მივიწყებული, და ახალმოდური ყველა შემთხვევისთვის გამოსადეგი საშუალებები არის რეკომენდირებული და გამოიცდება ფართო მასშტაბით.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 15 აპრილი.
6.10.20.
დჰარმას უგულვებელყოფის ცდუნება იზრდება ეგოიზმიდან და ცრუ ღირებულებების მიღებიდან. ქვედა სურვილების დაკმაყოფილების წადილი არის ადჰარმას (ბიწიერების) ფესვი. ეს სურვილი გიჭერს ეშმაკურად, ჩუმად, ქურდივით ღამით; ან ამხანაგივით მოვა შენს გადასარჩენად; ან მოსამსახურესავით მოდის შენთან მოსავლელად; ან, როგორც მრჩეველი მოდის შენს გასაფრთხილებლად. ოჰ, ბოროტებას ათასი ხრიკი აქვს შენი გულის დასაპყრობად. თქვენ ყოველთვის უნდა იყოთ ფხიზლად ცდუნების წინააღმდეგ. სურვილი აკეთებს ხვრელს თქვენს ცნობიერებაში, შედის და თავს იმკვიდრებს და შემდეგ ამრავლებს თავის ბუდობას და ჭამს იმ პიროვნულობას, რომელიც თქვენ ააგეთ მუყაითი მზრუნველობით. ციხე-სიმაგრე აღარ არის თქვენი კონტროლის ქვეშ. თქვენ ამ პატარა მტრების მიერ მანიპულირებულ მარიონეტად დაპატარავდით. როდესაც თქვენ ცდილობთ საკუთარი თავის აღდგენას, ისინი ძირს უთხრიან ნაგებობას და თქვენ უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი თავიდან. ეს არის ზიანის ზომა რასაც ესები აკეთებენ.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 15 აპრილი.
7.10.20.
რთული საქმეა იცოდე საკუთარი მე-ს შესახებ. აიღეთ შემთხვევა იმ საკვების რომელსაც მიირთმევთ თქვენი საკუთარი პირით. ამას თქვენ გრძნობთ თქვენს მუცელში მაგრამ ამის შემდეგ თქვენ არ განცდით რა ხდება მასზე თითოეულ ეტაპზე. მაშ, როგორ უნდა იცოდეთ მისთვის სპეციალური საშუალებების მოპოვების გარეშე ჭეშმარიტება, რომელიც იმალება გარსებსა და შეფუთვებში რომლებიც გარსგერტყმით თქვენ – ანნამაია, პრანამაია, მანომაია, ვიჯნანამაია და ანანდჰამაია (გარსები მატერიალური, სასიცოცხლო ენერგიის, ჭკუის, გონების და ნეტარების)? გაასუფთავეთ თქვენი ინტელექტი ან ინტელექტუალური ძალა (დჰიი შაქტი) ეგო-ს ქსელისგან, სურვილის მტვერისგან, სიხარბის და შურის ჭვარტლისგან, და ეს გახდება ვარგისი ინსტრუმენტი სვარუპას – შინაგანი ჭეშმარიტების გამოსავლენად. “იცოდე საკუთარი თავი, იცოდე შინაგანი მოტივატორი, ანთარიამინი” – ეს არის ყველა სარწმუნოების წმინდა წერილის რჩევა-დარიგება. რადგან, თუ არ ხართ შეიარაღებული ამ ცოდნით, თქვენ ხართ როგორც გემი მოცურავე კომპასის გარეშე ქარიშხლიან ზღვაში.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 16 აპრილი.
8.10.20.
თქვენ უნდა შესთავაზოთ უფალს არა ყვავილები რომელსაც მცენარეები ზრდის; ეს დააჯილდოებს მცენარეს, არა თქვენ! უფალს სურს თქვენ შესთავაზოთ ლოტოსი რომელიც ყვავის თქვენი გულის ტბაში, ხილი, რომელიც მწიფდება თქვენი მიწიერი კარიერის ხეზე, არა ლოტოსი და ხილი არსებული ბაზრის მოედანზე! თქვენ შეიძლება იკითხოთ – “სად შეიძლება ვიპოვოთ უფალი?” კეთილი, მან მისცა თავისი მისამართი ბჰაგავატ გიტას 61-ე შლოკის მე -18 თავში. მიუბრუნდი მას და ჩაინიშნე – იშვარაჰ სარვა ბჰუთანამ ჰრიდ-დესე, არჯუნა, თისტათი – “ოჰ არჯუნა, უფალი ცხოვრობს ყველა არსების გულში.” ახლა, ამის ცოდნის შემდეგ, როგორ შეიძლება თქვენ ქედმაღლურად შეხედოთ ნებისმიერ ცოცხალ არსებას აბუჩად აგდებუით ან როგორ შეიძლება თქვენ იმხიარულოთ მისი სიძულვილით ან განებივრდეთ მასხარად აგდების დროსტარებაში? თითეული ინდივიდი დამუხტულია ღმრთიური დასწრებით, მოძრაობს ღმრთიური ატრიბუტებით. სიყვარული, პატივი, მეგობრობა – ეს არის რასაც თითოეული იმსახურებს თქვენგან. მიეცით ესები სრული ზომით.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 16 აპრილი.
9.10.20.
რეფორმირეთ ტანმოსილება, რეკონსტრუეთ ჭკუა და არეგულირეთ ცხოვრების წესი; შემდეგ, ქვეყანა ავტომატურად გახდება ძლიერი და წარმატებული. ნუ იქვითინებთ რომ ეს არის თიხის ქოთანი თუ ის შეიცავს ნექტარს; ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე გქონდეთ ოქროს ქოთანი მასში შხამით. მიწა შეიძლება მდიდარი იყოს, მაგრამ თუ ცხოვრება საშუალოა, ეს სავალალოა. არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრების სტანდარტის დაბალ დონეს, იმ შემთხვევაში თუ ცხოვრების წესი არის სუფთა, სავსე სიყვარულით, აღვსილი თავმდაბლობით, ცოდვის შიშით და უხუცესებისადმი პატივისცემით. ადვილია ცხოვრების ამ წესის აღდგენა, იმ პირობით თუ ვედები კიდევ ერთხელ იქნება შესწავლილი და მიდევნილი. ვედანტა (ვედების დედა) წაახალისებს თქვენში სიყვარულსა და სიკეთეს. გქონდეთ რწმენა; ნუ გადააგდებთ ბრილიანტს, მისი მინის ნაჭრად გაშვებით. დჰარმა ჩადებული ვედებში არის საუკეთესო ჯავშანი რომელიც დაგიცავთ თქვენ მწუხარებისგან.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 15 აგვისტო.
10.10.20.
ზოგი, შეშინებულია ცინიკური კრიტიკით ურწმუნოთაგან, არ ეხალისება ნაგარასანკირტანში მონაწილეობის მიღება. როდესაც თქვენ გაქვთ ჭეშმარიტი უშიშრობის განსახიერება დაყენებული თქვენს გულში, შიშის უმცირესმა კანკალმა რატომ უნდა იმოქმედოს თქვენზე? თუ სხვები არ შეგიერთდებიან, სიცილის ან დაცინვის შიშით, მარტომ გასწიეთ და იგალობეთ სახელი. თქვენ მარტო მოხვედით ამ მსოფლიოში, თანმხლების გარეშე, ასე არ არის? ცხოვრების წლების განმავლობაში თქვენ შეაგროვეთ ეს ყველა ნათესავი და ჩამომავლობა და ნაცნობობა, ვინც მოაბა თავისი თავი თქვენთან. როდესაც თქვენ დაბრუნდებით იმ სამყაროში საიდანაც თქვენ მოხვედით, თქვენ მარტო შეხვალთ კარიბჭეში, არავინ გაგიწევთ კომპანიას. ასევე დაე იყოს ეს მოგზაურობასთანაც წოდებულთან ნაგარასანკირტანად. მოდი ქუჩაში მარტო, შეაგროვე ნათესაობა და მოდგმა, თუ ისინი მოვლენ შენთან; იმოძრავე მათთან ერთად, უდარდელად და უბრალოდ; იმხიარულე შენს საკუთარ ტკბილ განმარტოებულობაში; და ბოლოს შედი შენს სახლში, კმაყოფილი იმით რომ შენი სამუშაო კარგად შესრულდა. ადამიანებმა შეიძლება იცინონ შენზე როგორც გიჟზე, მაგრამ ეს სიგიჟე ინფექციურია და ძალიან მალე, უპატივცემულოებიც კი შემოვლენ მრევლში.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 13 იანვარი.
11.10.20.
უფალი ზრუნავს ეკაგრათასა და ჩითთა-სუდდჰიზე (ჭკუის კონცენტრაციასა და სისუფთავეზე). თქვენ არ უნდა იგრძნოთ, რომ ფიზიკურად დაშორებული ხართ მისგან. მას არ აქვს არც ‘ახლო’ და არც ‘შორი’. იმ შემთხვევაში, თუ მისამართი იქნება მკაფიო და სწორი, თქვენი წერილი გადაეცემა, ან მომდევნო ქუჩაზე, ან კალკუტაში ან ბომბეიში იმავე ბეჭდით. სმარანა (გახსენება) არის ბეჭედი; მანანა (გამეორება) არის მისამართი. გქონდეთ სახელი სმარანასთვის; ფორმა მანანასთვის, ეს საკმარისია. შეარჩიეთ ერთი სახელი და ერთი ფორმა სმარანასთვის და მანანასთვის; მაგრამ, ნუ ისაუბრებთ ცუდს სხვა სახელების და ფორმების შესახებ. მოიქეცით როგორც ქალი გაერთიანებულ ოჯახში; ის პატივს სცემს და ემსახურება ოჯახის უფროსებს, მაგალითად მამამთილს, მის ძმებსა და თავის საკუთარ სიძეს, მაგრამ მისი გული ეძღვნება ქმარს, ვისაც ის უყვარს და თაყვანს სცემს მას განსაკუთრებულ მანერაში. თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ სხვისი რწმენით, თქვენი ერთგულება ყალბია. თუ თქვენ ხართ გულწრფელი, თქვენ დააფასებთ სხვების გულწრფელობას. თქვენ ხედავთ შეცდომებს სხვებში, რადგან თქვენ თავად გაქვთ ეს შეცდომები, არა სხვაგვარად.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 15 აგვისტო.
12.10.20.
შეავსეთ წყალსაცავი წყალით; შემდეგ, როდესაც ონკანებს შეატრიალებთ, ვედროები აივსება. კულტივირეთ სიყვარული და ერთგულება, მაშინ თქვენი საქმიანობები გაჯერებული იქნება თანაგრძნობითა და ქველმოქმედებით; ესები მიმოგცემთ სიხარულისა და სიმშვიდის ოქროს მოსავალს. წყალი უნდა იყოს სუფთა; სიყვარული უნდა იყოს უანგარო და უნივერსალური. თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, თქვენი სიყვარული ვიწროა თუ ფართო, თქვენი ერთგულება არის არაღრმა თუ ღრმა. კმაყოფილი ხართ თქვენი მიღწევებით? თავად შეისწავლეთ იგი – გამოუტანეთ განაჩენი საკუთარ თავს, თქვენივე დისკრიმინაციით. მოტივის სიწმინდე საუკეთესო გარანტია იმისა რომ თქვენ გექნებათ მშვიდობა. უბიწო ქმედება არ დატოვებს ცუდ შედეგებს თქვენი ძილის ან ჯანმრთელობის დარღვევისთვის. ასე რომ იყავით უბიწოები და თავიდან აიცილეთ ყველა ცრურწმენა სხვების მიმართ კასტის, აღმსარებლობის, ფერის, თაყვანისცემის წესის, სტატუსის ან ავლადიდების დონის საფუძველზე. ნუ დახედავთ ვინმეს ზემოდან; შეხედეთ ყველას როგორც ღმრთიურს როგორიც სინამდვილეში თქვენ ხართ.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 13 იანვარი.
13.10.20.
როდესაც ერთი ადამიანი გარშემო ავრცელებს სიამაყეს რომ მარტო მას შეუძლია ჯგუფში კარგად იმღეროს ბჰაჯანები, ბუნებრივად სხვებს უნვითარდებათ რისხვა, ეჭვიანობა, სიძულვილი, ბოროტება და სხვა მავნე თვისებები. მარტო სიყვარულმა შეიძლება სიამაყის სარეველა ამოგლიჯოს გულიდან. ყველა გიყვარდეთ ყველას განხილვით ღმერთის ასე ბევრ ფორმად, გამოჩენილად ამ სხვადასხვა როლებში. გული სიყვარულის გარეშე ისეთივე სევდიანია როგორც ქალაქი ტაძრის გარეშე. სულიერი სიამაყე უფრო მეტად შხამიანია სიამაყის ყველა სახეობიდან; იგი აბრმავებს და მიჰყავს მისგან ტანჯული ადამიანი დასაღუპად. უფრთხილდით სიამაყეს; ყოველთვის იცოდეთ, რომ თქვენ მხოლოდ ინსტრუმენტები ხართ ჩემი ღმრთიური დჰარმა სტაფანას – უბიწოების აღდგენის მისიაში. შეეცადეთ იყოთ უფრო და უფრო შედეგიანი როგორც ასეთი ინსტრუმენტები. ხელმა რომელიც ინსტრუმენტს ფლობს იცის როგორ და როდის უნდა იქნას იგი გამოყენებული. თუ გულში არის უბიწოება, ხასიათიც მშვენიერი იქნება. თუ ხასიათში არის სიმშვენიერე, იქნება ჰარმონია ოჯახში.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 13 იანვარი.
14.10.20.
თქვენ ჯდებით კერპის წინ და სთავაზობთ ქება-დიდებას და უკმევთ თაყვანისცემის საკმეველს, მაგრამ თქვენ იმ დროს არ ცდილობთ გაითავისოთ ღმერთის მნიშვნელობა, რომელსაც თქვენ ხედავთ კერპში. გაერკვიეთ ღმერთის ნებაში, მიაკვლიეთ ღმერთის მცნებებს, გამოიცანით რა უფრო მოეწონება მას და შესაბამისად მოაწესრიგეთ თქვენი ცხოვრება. არ გაებათ გარე ბუნების წებოვან ჩახლართულობებში. არ გააქვავოთ თქვენი გული სიხარბითა და სიძულვილით. მანამ სანამ „მე-ვარ-ტანი“ ცნობიერების კვალი ჯიუტობს თქვენში, თქვენ თვით უნდა ეძებოთ ღმერთი; თქვენ უნდა მიუახლოვდეთ სარკეს, სარკე არ გამოემართება თქვენსკენ საჩვენებლად თქვენთვის როგორიც თქვენ სინამდვილეში ხართ! მოალბეთ თქვენი გული სიყვარულით. გაწმინდეთ იგი ცხოვრებისა და აზროვნების სუფთა ჩვევებით. გამოიყენეთ იგი საკურთხევლად, სადაც თქვენ აყენებთ თქვენს ღმერთს. იყავით ბედნიერი რომ თქვენ გაქვთ თქვენში ძალის, სიბრძნისა და სიხარულის წყარო. გამოაცხადეთ რომ თქვენ ხართ უძლეველი და თავისუფალი, რომ თქვენ შეუძლებელია იყოთ ნაცდუნები ზიანის მიყენებაში ან ამაში შემკრთალი!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 14 იანვარი.
15.10.20.
მგზნებარე მაძიებლები ეძებდნენ ყველა ცოდნის იმ გასაღებს, რაც თუ ცნობილია, ცნობილია ყველაფერი დანარჩენიც, რაც ლატენტურია სამყაროს ყველა ატომში. მათ ეს აღწერეს როგორც რაღაც რაც არის სიტყვების მიღმა, რაც აღემატება ადამიანის წარმოსახვასა და გაგებას. უმჯობესია, მათ თავად აღიარონ, რომ ღმერთი გამოსახულია ადამიანის ფორმით, ასე რომ ადამიანმა მარტივად შეძლოს ჩაწვდეს მას და მიუახლოვდეს მას და მიიღოს ნეტარება ამ გააზრებიდან. ადამიანს შეუძლია გაიგოს მხოლოდ ადამიანური ხარისხები და ადამიანური მიღწევები, თუმცა შეუძლია ესები მაქსიმალურად გაამრავლოს და ანებოს შედეგად გამოსულ რაოდენობას შეავსოს და გადაავსოს მისი გული. გაათავისუფლეთ ვნების და სიბრაზის ტყუპი კარი და გასწიეთ სიხარბის ურდული, შემდეგ შეგიძლიათ შეხვიდეთ მოკშას (განთავისუფლების) წმინდა არემარეში! სიხარბე არის საზარელი ბოროტება რომელიც კაცს დაბლა ითრევს. სიხარბე წარმოიშობა გრძნობებთან მიჯაჭვულობისა და მათზე მომსახურებისგან. განათავსეთ გრძნობები მათ შესაფერის ადგილზე; ესები არის ცოდნის ფანჯრები, არა დაბინძურების არხები.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 14 იანვარი.
16.10.20.
კაცი მუდმივად ცდილობს სხვადასხვა გზით თავისი მდგომარებისა და პირობების ამაღლებას. როგორც კი ის წარმატდება ერთ ძალისხმევაში, ის ეძებს წარმატებას სხვაშიც და ეს ასე გრძელდება. მაგრამ, რა არის ნამდვილი ადამიანის განმასხვავებელი ნიშანი? ადამიანის სიცოცხლე დაკავშირებულია მოგებებთან და დანაკარგებთან, აღმავლობებთან და დაღმავლობებთან. მათ უნდა შეხვდე პირისპირ. მხოლოდ ის ვინც გადალახავს ამ გამოწვევებს სიმტკიცით არის ნამდვილი ადამიანის არსება. რა არის საფუძველი ცვლილებებისთვის ცხოვრებაში? მიზეზი უნდა მოიძებნოს სურვილებში. ეჭვს გარეშეა რომ შეუძლებელია სურვილებიდან თავის დაღწევა. მაგალითად, ერთი ცდილობს მიაღწიოს ზოგიერთ იდეალს. მეორე შეიძლება ცდილობდეს კარგად ისწავლოს და იშოვოს კარგი სამუშაო. სხვას შეიძლება სურს შეიძნოს კარგი სახელი და აღზარდოს კარგი ოჯახი. არაფერია ცუდი ასეთ სურვილებში. მაგრამ რის მოწმეც ჩვენ ვართ კალის ხანაში არის სურვილების უსაზღვრო ზრდა. შედეგად, ადამიანები ცუდ გზებში ვარდებიან. ყველა სურვილს უნდა ჰქონდეს საზღვრები. უნდა იყოს საზღვრები ძალაუფლებისა და თანამდებობის გამოდევნებაშიც კი.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 14 ოქტომბერი.
17.10.20.
ნავარათრი ნიშნავს ცხრა ღამეს. სიბნელე ასოცირდება ღამესთან. რა არის ეს სიბნელე? ეს არის უმეცრების სიბნელე. ნავარათრის დღესასწაულის მიზანია მისცეს ადამიანს შესაძლებლობა თავი დააღწიოს ცხრა სახის სიბნელისგან რომელიც მას დაეუფლა. როდესაც მითითებულია დევი, ეს ნიშნავს დურგას, ლაკშმისა და სარასვატის ერთიან ფორმას. სამი ერთად წარმოადგენს შაქტის. შაქტი არის ენერგია რომელიც ხსნის პრაკრიტის (ბუნების) ყველა ფენომენს. ბუნება არის ენერგია და ამ ენერგიის მაკონტროლებელი არის უფალი. პრაკრიტი შედგება სამი ხარისხისაგან – სათვა, რაჯასი და თამასი. სარასვატი წარმოადგენს სათვა გუნას (სისუფთავეს). ლაკშმი წარმოადგენს რაჯო გუნას (აქტივობას) და პარვათი წარმოადგენს თამო გუნას (დამანგრევლობას). ვინაიდან პრაკრიტი შედგება ამ სამი ხარისხისაგან, ბუნებაზე კონტროლის მისაღებად, ადამიანი თაყვანს სცემდა დურგას, ლაკშმისა და სარასვატს. ეს არის არა ქალღმერთები არამედ სამი ხარისხის გაღმერთებული სიმბოლოები.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 22 სექტემბერი.
18.10.20.
თანამედროვე ტექნოლოგიის პროგრესი, ატმოსფეროს დაბინძურებით ნახშირის დიოქსიდის ბოლით, ემუქრება სიცოცხლეს დედამიწაზე. ამ კვამლმა უკვე შექმნა ხვრელი დედამიწის თავზე ოზონის სალტეში, რომელიც მსახურებს როგორც მზის მავნე რადიაციისგან დამცავი საფარველი. თუ ოზონის ფენა დაინგრევა, მზის სხივების ეფექტი შეიძლება იყოს გამანადგურებელი. ყველა ერი წუხს ახლა ამ საფრთხის გამო. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მხოლოდ ატმოსფეროს დაბინძურების შემცირება, რაც გამოწვეულია ავტომობილებით და საწარმოო გამონაბოლქვებით. ეკონომია თითოეული ბუნებრივი რესურსის გამოყენებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჰაერის დაბინძურებას აქვს ბევრი მავნე შედეგი. ნავარათრის დღესასწაული არის შესაძლებლობა ბუნების პატივსაცემად და ასევე იმის განსახილველად როგორ შეიძლება ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენება კაცობრიობის საუკეთესო ინტერესებისთვის. რესურსები როგორიცაა წყალი, ჰაერი, ენერგია და მინერალები, უნდა იქნას გამოყენებული სათანადოდ და არ უნდა იყოს გამოყენებული არასწორად ან დაკარგული.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 22 სექტემბერი.
19.10,20.
დასარას ფესტივალის დანიშნულებაა დასენდრიიათი (მოქმედების ხუთი და აღქმის ხუთი გრძნობით) შესრულებული მოქმედებების განწმენდა. ამ მსოფლიოში თითოეულმა ადამიანმა უნდა შეასრულოს რაიმე სახის კარმა (მოქმედება). ამ მოქმედებების თავმჯდომარე ღმრთაება ან მამოძრავებელი ძალაა დევი (ასევე ცნობილი როგორც დურგა), რომელიც წარმოადგენს ენერგიის განსახიერებას. ეს ქალღმერთი არის მბოძებელი ყველა სახის ენერგიის სხვადასხვა სახის კარმის შესასრულებლად. ქალღმერთი ლაკშმი ანიჭებს ადამიანებს სხვადასხვა სახის სიმდიდრეს როგორიცაა ფული, საკვები მარცვლეული, ოქრო, სხვადასხვა სახის საგნები, გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ., რათა მათ შეძლონ ცხოვრების ბედნიერად გატარება ამ მსოფლიოში. ღმრთიური ქალის პრინციპის მესამე ასპექტი არის სარასვათი, სწავლისა და ინტელექტის ქალღმერთი. ამგვარად, დასარას ფესტივალზე თაყვანს სცემენ დურგას (ენერგიის ქალღმერთს), ლაკშმის (სიმდიდრის ქალღმერთს) და სარასვათის (სწავლისა და ინტელექტის ქალღმერთს).
– ღმერთის საუბარი, 2008 წლის 10 სექტემბერი.
20.10.20.
თქვენ მოხვედით, თქვენგან უმეტესობა, ჩემგან ზიზილ-პიპილების და ხარახურის, წვრილმანი ცოტა სამკურნალო საშუალებების და წახალისების, სიხარულისა და კომფორტის მისაღებად. თქვენგან ძალზე ცოტას სურს მიიღოს ჩემგან ის რის მოსაცემადაც მე მოვედი – განთავისუფლება თვით. და ამ ცოტას შორისაც კი, ისინი ვინც სულიერი პრაქტიკის გზას ადგება და წარმატებას აღწევს არიან მცირე რაოდენობით. ბევრს იზიდავს წმინდანობის გარე ნიშნები – გრძელი მოსასხამი, წვერი, კრიალოსნები, აჩეჩილი თმა და ა.შ.; ისინი მიედევნებიან ბევრ ისეთს ვინც მოძრაობს ამ მიწაზე და მიჰყვებიან მათ უდაბნოში. ძალზე ძნელია უფლის მანიფესტაციის მკაფიოდ განსაზღვრა, ამიტომ მე ვაცხადებ ჩემს თავს და მე აღვწერ ჩემს მისიას, ამოცანას, მახასიათებლებს, ხარისხებს რომლებიც გამოარჩევს ავატარს დანარჩენებისგან. ნუ იშიმშილებთ კომფორტისთვის ან სიმდიდრისთვის; მოიმშიეთ ნეტარება (ანანდა).
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 4 თებერვალი.
21.10.20.
ნავარათრის ფესტივალი აღინიშნება ათი დღის განმავლობაში ღმერთზე ფიქრით და საკუთარი თავის ყველა უსუფთაობისგან გაწმენდით, მასში ღმრთიურების განსაცდელად. ფესტივალის ბოლოს წინა დღე ეძღვნება იმას რაც გამოითქმის როგორც აიუდა პუჯა (საშუალებების თაყვანისცემა). საშუალებები რომლებიც უნდა იყოს თაყვანცემული არის მათში მყოფი ღმრთიური ძალები. როდესაც ღმრთიურს ამგვარად სცემენ თაყვანს, ადამიანი აუცილებლად პროგრესირებს სულიერად. პირიქით, ახლა ჩვეულებრივი პრაქტიკაა ღმრთაებრივისა და ერთგულის მოპყრობა, როგორც ერთმანეთისგან განცალკევებულების. ეს მცდარია. ღმრთიური ყველგან არის და არის ყველაში და ყველაფერში. ამ ერთიანობის გაცნობიერებით, ყველა მოქმედება უნდა შესრულდეს, როგორც ქმედება მიძღვნილი ღმრთიურისადმი. წარმოიდგინეთ ნეტარება, რომელიც შეიძლება იყოს განცდილი ჭკუის ასეთ მდგომარეობაში! ფესტივალის აღნიშვნა აუცილებელია ამ წმინდა სულით. საკმარისი არ არის ამის გაკეთება მხოლოდ ათ დღეს ნავარათრის ფესტივალის განმავლობაში. ეს უნდა იქცეს წესად ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში, მანამ, სანამ ის არ ამოუშვებს თავის სულს.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 14 ოქტომბერი.
22.10.20.
ნავარათრის განმავლობაში არსებობს თაყვანისცემის ფორმა, სახელწოდებით ანგა-არპანა პუჯა (სხვადასხვა კიდურების და ორგანოების მიძღვნა ღმერთისთვის). ამ პუჯას შესრულებაში, არსებობს თვითმოტყუების ფორმა. როდესაც თაყვანისმცემელი ამბობს: “ნეთრამ სამარპაიამი” (მე ვთავაზობ ჩემს თვალებს უფალს) და სთავაზობს მხოლოდ ყვავილს უფალს, ის გატაცებულია სიცრუით. ზუსტი იქნება თუ ვიტყვით რომ ის სთავაზობს ყვავილს. მანტრები როგორიცაა “ნეტრამ სამარპაიამი”, მიზანმიმართულია იმის აღსანიშნად რომ ადამიანი იყენებს თვალებს მხოლოდ ღმერთის დასანახავად. მანტრას ნამდვილი მნიშვნელობა ის არის რომ თქვენ მოიაზრებთ ღმრთიურს ყველაფერში რასაც კი თქვენ ხედავთ ან აკეთებთ. ამიტომ, ჭეშმარიტი ანგა-არპანა პუჯა არის გასაცხადებლად რომ თქვენ სთავაზობთ თქვენს ყველა კიდურს უფლის სამსახურში. ეს ნიშნავს რომ რა სამუშაოსაც კი თქვენ აკეთებთ უნდა შესრულდეს როგორც შეთავაზება ღმერთზე. ნავარათრის ფესტივალი უნდა იქნას გამოყენებული როგორც შესაძლებლობა საკუთარი ბუნების გამოსაკვლევად როგორია ეს ადამიანის, ცხოველის თუ დემონის, და ბრძოლისთვის გარდასაქმნელად ცხოველური ბუნების ადამიანურად და საბოლოოდ ადამიანის ბუნების გასაღმრთიურებლად.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 06 ოქტომბერი.
23.10.20.
ჩვენ ვერ ვიღებთ ყველაფერს რასაც ვთხოვთ. რა არის მიზეზი? ღმერთს არ აქვს თანაგრძნობა? ბავშვი ავად არის მაგრამ ის ითხოვს ბევრი სახის ტკბილეულს რის მიცემაზეც დედა ამბობს უარს. ნიშნავს ეს რომ მას სძულს ბავშვი? ან ის გულქვაა? დაკარგა მან თავისი სიყვარული? უარი თავისთავად არის თანაგრძნობის ნიშანი. რადგან, თითოეული ადამიანი ინვალიდია, ტანჯული განმეორებითი დაბადებისა და სიკვდილისგან. დასაჩუქრებას იმით რასაც კი ითხოვს შეუძლია მხოლოდ ტანჯვის გახანგრძლივება. აქედან გამომდინარეობს თავის შეკავება და უარის თქმა. და, თქვენც არ ითხოვთ შეუცვლელს! თქვენ არ ლოცულობთ მშვიდობისთვის, რამაც არ იცის წყვეტა. თუ თქვენ გააკეთებთ, სიკეთე მოგეცემათ! ღმერთი გიპასუხებთ როდესაც ძახილი წამოვა გულიდან. მე ვიცი თქვენ კარზე აკაკუნებთ. მაგრამ რომელ კარზე? თქვენი საკუთარი გულის კარის დაჭერით ჩაკეტილად, როგორ შეძლებს თქვენი კაკუნი სხვა კარების გაღებას? დააკაკუნეთ საკუთარი გულის კარზე. ღმერთი, მაცხოვარი, მოვა თვალთახედვაში.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 21 ოქტომბერი.
24.10.20.
სტუდენტები თვლიან, რომ მათი “მოვალეობა” არის მხოლოდ პუნქტუალობა, როდესაც ისინი სწავლობენ კოლეჯში ან სკოლაში, და ყურადღებით ყოფნა ლექციების და სხვა აკადემიური ვარჯიშების დროს. პედაგოგებიც თვლიან მათ მოვალეობას შესრულებულად როდესაც ისინი ესწრებიან დანიშნულ საათებში და ასრულებენ მათთვის გამოყოფილ დავალებებს. ეს მცდარი შეხედულებები უნდა იყოს უართქმული. განათლება უნდა იყოს მიღებული როგორც სადჰანა მშვიდობის დასამკვიდრებლად როგორც ინდივიდუალურ გულში ასევე საზოგადოებაში. განათლება არის სულიერი მცდელობა, რომელზეც თავმჯდომარეობს ქალღმერთი სარასვათი. სარასვათი არის ბრაჰმას შაკთი, სამების პირველი წევრის და ის არის წყარო და საარსებო საშუალება ყველა შემოქმედებითი საქმიანობის. გაიათრი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ვედური მანთრა, რომელიც ელოცება “სინათლის წყაროს”, ასპირანტის ინტელექტის გასანათებლად არის ასევე ამ შაკთის ასპექტი. გაიათრი მანთრა არის უნივერსალური მარადიული მოწოდება ადამიანის გულიდან სიყვარულისა და სინათლის განსახიერებაზე. ეს არის საგანმანათლებლო ძალისხმევის ნამდვილი საფუძველი ყველა ქვეყანასა და ყველა დროში.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 6 ივლისი.
25.10.20. ვიჯაიადასამი
ვიჯაიადასამის დღეზე, შვიდდღიანი ხანგრძლივობის ვედური რიტუალი, რომელიც ტარდება ყველა ქვეყანაში ყველა ადამიანის მშვიდობისა და კეთილდღეობის წასახალისებლად, მთავრდება გამოსამშვიდობებელი შეწირულობით ღმერთებზე რომლებიც ბუნების სხვადასხვა ასპექტებს თავმჯდომარეობენ. ამას პურნაჰუტი ეწოდება და ჩვეულებრივ მრავალი ფასეული ნივთი ისხმება და თავსდება მსხვერპლის ცეცხლში, რომელსაც თაყვანს სცემდნენ და კვებავდნენ მთელი კვირის განმავლობაში. საბოლოო არის საკუთარი მე-ს შეთავაზება, რაც არის ყველა უკვე გაღებული მსხვერპლის კულმინაცია. პურნაჰუტის მნიშვნელობა არის ადამიანის მიწიერი ცხოვრების შესრულება საკუთარი თავის მიძღვნით ყოველნების ან ბრაჰმანისთვის. ეს ასევე ცნობილია როგორც დანებება ან სარანაგათი. თქვენ თქვენში ან თქვენს საკუთრებაში არ გაქვთ არაფერი რაც თქვენ შეიძლება გამოაცხადოთ როგორც თქვენი ღმერთისთვის შესათავაზებლად. მაშინ, რას ნიშნავს ან გულისხმობს საკუთარი თავის დანებება? ღმერთის განცდა ყველგანმყოფად, სხვა არაფრის ცოდნა ღმერთის გარდა – ეს არის ნამდვილი დანებება. ღმერთის დანახვა ყველაფერში, ყველგან, ყოველ დროს, არის ნამდვილი სარანაგათი. ის იძლევა, ის სიამოვნებს, და ის განცდის.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 8 ოქტომბერი.
26.10.20.
გონებრივი სიმშვიდის მაძიებლებს ასევე შესამცირებელი აქვთ ბარგი რაზეც მათ უნდა იზრუნონ; რაც უფრო მეტია ბარგი, მით უფრო დიდია შეწუხება. ობიექტური საკუთრება და სუბიექტური სურვილები, ორივე არის წინააღმდეგობა რეალიზების დევნაში. ხარახურით სავსე სახლი იქნება ბნელი, მტვრიანი და სუფთა ჰაერის თავისუფალი მოძრაობის გარეშე; ეს იქნება დახუთული და მახრჩობელა. ადამიანის ტანიც სახლია; არ ანებოთ მას გადატვირთვა იშვიათობებით, სამშვენისებით, ხარახურით და ზედმეტი შემკობით. დაე სიწმინდის ნიავმა შეუბეროს მის გამჭლად როგორც სურს; დაე ბრმა უმეცრების სიბნელემ არ წაბილწოს იგი. ცხოვრება არის ხიდი ცვლილებების ზღვაზე; გაიარეთ მასზე, მაგრამ არ ააშენოთ სახლი მასზე. აღმართეთ პრაშანტის დროშა, ტაძარზე, რომელიც არის თქვენი გული. მიჰყევით დანიშნულებას ეს გასწავლით – დაიპყრე ექვსი მტერი რომლებიც ძირს უთხრის ბუნებრივ ნეტარებას ადამიანში, ადი იოგის ეტაპზე როდესაც მღელვარებები დამშვიდდება და ანებებს ღმრთიურ ბრწყინვალებას შიგნით (ათმას) გაბრწყინდეს გარეთ, მოიცვას ყველა ყველა დროში.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 12 ოქტომბერი.
27.10.20.
დედის კალთა არის სკოლა ყველა ადამიანისთვის. ეს არის მისი პირველი ტაძარი. დედა არის ყველა ადამიანის მთავარი სიმდიდრე. დედის შესახებ ამ ჭეშმარიტების შეცნობა არის თითეული ადამიანის მოვალეობა. არ არსებობს დედაზე უფრო მაღალი ღმერთი. მამა არის ერთი განძი; დედა არის ღმერთი. იმის ნაცვლად რომ შეაფასოს ასეთი ძვირფასი სიმდიდრე და ღმთიურება, ადამიანი აკავებს თავის თავს ყველა სახის საქმიანობით სიმდიდრისა და თანამდებობების შესაძენად. მამა და დედა ერთმანეთისგან განუყოფლები არიან როგორც სიტყვა და მისი მნიშვნელობა. ყველამ უნდა დიდად დააფასოს საკუთარი მშობლები, როგორც ღმრთურის განსახიერებები. დედა და მამა შეიძლება ფიზიკურად იყვნენ ცალკე, მაგრამ სულიერად ისინი ერთია. კარგი დედები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კარგი ცოლები. კარგი ცოლი მხოლოდ ქმრისთვის არის ფასეული. კარგი დედა არის ეროვნული აქტივი. უძველესი დროიდან, ინდოეთის წმინდა წერილები ადიდებს დიდებული ქალების მაგალითებს როგორიცაა მაითრეი, სითა და სავითრი. მათი ცხოვრება დღემდე რჩება შთაგონების წყაროდ.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 11 სექტემბერი.
28.10.20.
გიტაში, უფალმა განაცხადა რომ ადამიანებში ის არის დისკრიმინაციის ძალა, ბუდჰი. ადამიანი ვერ მიაღწევს დიდებას სიმდიდრის ყველა ფორმის შეძენით. გონიერება არის ის რაც ადამიანს ხდის პატივიცემულს. ვინც არ იყენებს დისკრიმინაციის ამ ძალას არ არის უკეთესი ჩიტებზე ან მხეცებზე; სწორედ ადამიანის ასასვლელად უფრო მაღალ დონეზე ჩამოდის დაბლა ღმრთიური ავატარი. ავატარი ნიშნავს ჩამოსვლას. დახრას დაბლა ბავშვის ასაყვანად გულში ჩასაკვრელად და ასამაღლებლად კაცის, ვინც დაჭერილია წვრილმანი სურვილებითა და ტრივიალური დევნებით, ღმრთიურება ჩამოდის ადამიანის დონეზე და ასწავლის მან როგორ უნდა გაიღმრთიუროს საკუთარი თავი. ეს არის გიტას სწავლება. ყველა დიდი წერილი, იქნება ეს ბიბლია, ყურანი თუ სხვები, ერთი და იგივე მიზნით შეიქმნა. წმინდა წერილები თავისთავად ვერ გიხსნით თქვენ. ესები მსახურებს მხოლოდ მიმნიშნებლებად. ესები აჩვენებს მისაღებ გზებს ღმრთიურების რეალიზებისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 31 აგვისტო.
29.10.20.
ადამიანის ცხოვრება არის ძალიან წმინდა და იდუმალი. მხოლოდ ღმერთს შეუძლია გახსნას მისი საიდუმლო. ვისვესვარა (სამყაროს მბრძანებელი) აღწევს მთელ სამყაროში. ის სცდება ყველა აღწერილობის საზღვრებს. ის არის თქვენში ათმას ფორმით. ათმას რეალიზებისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა. უარის თქმა გრძნობაზე “ჩემი”. თქვენ ამბობთ “ეს არის ჩემი და ის არის ჩემი”. როგორც კი თქვენ თავიდან მოიცილებთ ასეთ ამსოფლიურ მიჯაჭვულობას, თქვენ განივითარებთ სიწმინდეს, სიმტკიცესა და უანგარობას. თქვენ თავისუფალი იქნებით ტანჯვისგან, წუხილისა და მღელვარებისგან. საბოლოოდ, თქვენ მიაღწევთ მოკშას (განთავისუფლებას). მანავათვას (ადამიანურობის) მიღწევის მქონეები, თქვენ უნდა შეეცადოთ მადჰავათვას (ღმრთიურების) დონემდე ასვლას. ეს არის თქვენი მიზანი. რა სარგებელია თუ თქვენ დარჩებით მანავათვაში სამუდამოდ? თქვენ უნდა განავითაროთ სანმათი (სუფთა ჭკუა) ღმრთიურის დონეზე ასასვლელად. ერთიანობა ჩუქნის სიწმინდეს რაც თავის მხრივ წაგიყვანთ ღმრთიურებისკენ. ამიტომ, თქვენ ყველა უნდა გაერთიანდეთ. თქვენ მიეკუთვნებით კაცობრიობის რასას. თქვენ მიეკუთვნებით ერთ ოჯახს.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 26 თებერვალი.
30.10.20.
ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გაიგოთ რომ ყველაფერი ხდება მისი ნების თანახმად. რაც კი ხდება არის თქვენს სასიკეთოდ. ასეთი მტკიცე რწმენით, თქვენ სიმშვიდით უნდა მიიღოთ სიამოვნება და ტკივილი, კარგი და ცუდი. შეიძლება ძნელი იყოს თქვენთვის უბედურების მოთმენა. თქვენ უნდა ელოცოთ ღმერთს მოგცეთ თქვენ საჭირო ძალა მათ ასატანად. სირთულეები არის როგორც გამვლელი ღრუბლები. ესები უდაოდ გზას მისცემს ბედნიერებას. კაცი ყოველთვის ისწრაფვის ბედნიერებისკენ. როგორ შეუძლია მას ამის მიღწევა? ნამდვილი ბედნიერება არის ღმერთთან კავშირში. სინამდვილეში, ღმერთი არის ბედნიერებისა და მწუხარების მიღმა. რაც გინდა გააკეთოთ, ის ამბობს: “თატასთუ” (ეს ასე იქნება). ის ღვრის თავის კურთხევას თქვენზე და ამბობს: ”დაე ეს იყოს შენი საკუთარი სიკეთისთვის”. თქვენ გათავისუფლდებით მწუხარებისგან როგორც კი თქვენ გაიგებთ ბჰაგავად-თათვას (ღმრთიურის ბუნებას). თუ თქვენ განიცდით სიძნელეებს, არ დადარდიანდეთ. გქონდეთ რწმენა რომ ღმერთი გაიძულებთ მძიმე განსაცდელის გავლას თქვენი საკუთარი სიკეთისთვის.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 26 თებერვალი.
31.10.20.
ამ მსოფლიოში არ არსებობს არაფერი სხვა ღმრთიურის გარდა. ღმრთიურის პრინციპი ქვიშის მარცვალში და დიდ ლადუში (დელიკატესში) არის ერთი და იგივე. როგორც კი თქვენ აცნობიერებთ ამ ჭეშმარიტებას, თქვენ ხდებით ბრაჰმანი ჭეშმარიტად. თქვენ ემორჩლებით მღელვარებას და იტანჯებით თქვენი დუალისტური განცდების გამო. თქვენ აღიქვამთ ერთიანობას, როგორც ნაირსახეობას, ნაცვლად ერთიანობის ვიზუალიზების მრავალსახეობაში. რიცხვი ერთი არის ყველა სხვა რიცხვის საფუძველი. ამის მსგასად, სახელები და ფორმები იცვლება, მაგრამ ყველა არსებითად ერთია. არ არსებობს მეორე პიროვნება. სხვა გარდა ღმრთიურის, არ არსებობს მეორე არსება ამ მსოფლიოში. მრავალმა სულიერმა მაძიებელმა და იოგმა შეათანხმა ძალისხმევა ღმრთიურის პრინციპის გასაგებად. მათ საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ ეკამ სათ ვიპრაჰ ბაჰუდჰა ვადანთი (ჭეშმარიტება არის ერთი, მაგრამ ბრძენები მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ). რადგანაც თქვენ არ გაქვთ გაგებული ეს ჭეშმარიტება, თქვენ ხართ შეყვანილი შეცდომაში მოჩვენებითი დუალობით.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 26 თებერვალი.
სატია საი ბაბა