თებერვალი

1.02.2012
ყოველი ავატარის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დაიცვას სადჰუები, დასაჯოს ბოროტები და მხარი დაუჭიროს უბიწო ქცევას (დჰარმას). სადჰუებში, მე არ ვგულისხმობ ბერებს და განდეგილებს მარტო, როგორც ამას ზოგადად იგებენ. ეს ნიშნავს ადამიანებს, რომლებიც პრაქტიკებენ გულკეთილობას, პირდაპირობას და სათნოებას (სადჰუ-გუნას). შენიშნეთ რომ ეს შეიძლება იყოს დაუფლებული ცხოველებით ან მწერებით. სათჰვა გუნას (სიწმინდის) ხელის შეწყობა არის საუკეთესო საშუალება სადჰუთა აღსაზრდელად. ამ წმინდა გუნის განხორციელების არსება, ავატარი ახალისებს მას სადაც არ უნდა იყვნენ დაფუძნებული სათნოების მპრაქტიკებელი ადამიანები. სადჰუ აგრეთვე გულისხმობს იმ პირებს, ვინც არ უხვევს თავისი მოვალეობიდან, როგორიც არ უნდა იყოს ცდუნება ან საშიშროება. ყველა ისინი ვინც მისდევს სწორ ქცევას, (სადაჩარას), ვინც არის სათნო (სადშიილა), ვინც მისდევს ჭეშმარიტებას (სათჰიას), ვისაც სწყურია უფლის (სარვესვარას) ღმრთიური დასწრება (სანნიდჰი), ვინც აკვირდება სად-დჰარმას, ვინც მიიჩნევს ყველას (სარვაჯანას) როგორც თანაბარს (სამაანას); ყველა მათგანი არის ძვირფასი ჩემთვის და იმსახურებს ჩემს განსაკუთრებულ ყურადღებას.
2.02.2012
თქვენი ახლობელი ადამიანების მსახურება უფრო საჭიროა ვიდრე უფლისთვის მსახურება. სინამდვილეში ადამიანისთვის მსახურება იგივეა რაც თვით უფლისთვის მსახურება. ეს არის ჭეშმარიტი ერთგულების გზა. უფრო დიდი რომელი საშუალება შეიძლება არსებობდეს ღმერთის სიამოვნებისთვის ვიდრე ის რომ ასიამოვნო მის ბავშვებს? წერილები პურუშა სუკთჰა აღწერს ღმერთს როგორც ათასი თავის, თვალის და ფეხის მქონეს. ესე იგი ყოველი ცოცხალი არსება არის ღმერთი. თუმცა არის ხსენება ათასი თავის, არ არსებობს ხსენება ათასი გულის, არსებობს მხოლოდ ერთი გული. ერთი და იგივე სისხლი მოძრაობს ყველა თავის, თვალის, ფეხის და სხეულის ნაწილების გავლით. როდესაც თქვენ ზრუნავთ სხეულის ნაწილზე, თქვენ ზრუნავთ ინდივიდზე. როდესაც თქვენ ემსახურებით ადამიანის არსებას, თქვენ ემსახურებით ღმერთს. თუ თქვენი მიზანი არის ღმერთის მსახურება და თაყვანისცემა, ყოველი ნაბიჯი გაძლევთ თქვენ სიხარულის წყაროს, და ყოველი მომენტი, ყოველი შესაძლებლობა არის ძვირფასი საჩუქარი მისგან.
3.02.2012
სათნო ხასიათი არის დაფუძნებული ბუნებაში და ცხოველებსა და ფრინველებს შორის ასევე. ეპოსში რამაიანა, არწივი ჯატაუი გადარჩენილი იყო კეთილშობილური ბუნების (გუნის) შედეგად. ეს არის მიზეზი, რის გამოც ზოგიერთ მაიმუნებს მიეცათ მისი (რაამას) მსახურებისა და მისი წყალობით კურთხეულად ყოფნის შანსი. იგივე მიზეზმა უბიძგა უფალს ეკურთხებინა ციყვები, რომლებმაც შეიტანეს წვლილი ხიდის ასაგებად ეპოსში. ბერი ან ერთგული არ არის შექმნილი ძაფზე ასხმული მძივით, ყვითელი ფერის სამოსელით და ჯოხით ხელში. ტანსაცმელი რომელსაც ადამიანი ატარებს და მეტყველება რომელიც ადამიანს აქვს ენაზე არ წყვეტს ვინ არის სათნო პიროვნება და ვინ არა; ადამიანის ქცევა არის ის რაც წყვეტს მას. ცხოველებსაც აქვთ შესაძლებლობა იყვნენ კარგები. ყველგან ყველაში სიკეთის ხელშეწყობა არის მსოფლიოში კეთილდღეობის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალება.
4.02.2012
რაც აკურთხებს ყველა მოქმედებას ეს არის მათი უფლისთვის მიძღვნა. ის არის მოკარნახე, აღმასრულებელი, მომცემი საჭირო ძალის და ოსტატობის, და არის ის, ვინც სიამოვნებას იღებს ამისგან ნაყოფით. ამიტომ მიძღვნა უნდა მოვიდეს ბუნებრივად თქვენთან რადგან ყველაფერი არის მისი, და არაფერი არის თქვენი! თქვენ უნდა ირწმუნოთ რომ ის არის თქვენი საქმიანობის მამოძრავებელი და ამოიღოთ იქიდან ძალა ამ რწმენით. იქამდე ვიდრე ჭრილობა ხორცდება და კანი მკვრივდება, სახვევმა უნდა დაიცვას ნაჭრილობევი ადგილი. ზუსტად ასევე, ვიდრე სინამდვილე თქვენს შიგნით არ შეიცნობა, რწმენის, წმინდა კომპანიის და წმინდა აზრების მალამო გამოყენებული უნდა იყოს ეგოთი დაავადებული ჭკუის მიმართ. განივითარეთ კარგი ჩვევები, კავშირი იქონიეთ ღმრთისმოსავთა კომპანიასთან, აკეთეთ კარგი საქმეები და ემსახურეთ ყველა გაჭირვებაში მყოფს – ყველა ეს ნაბიჯები გაგიძღვებათ თქვენ თვითშეცნობის დიად გზაში. მიიღეთ ეს დისციპლინა აქედანვე და დაიხსენით თავი დარდისა და ვარამისგან. მე გაკურთხებთ რომ თქვენ მიიღოთ ნება ასე კეთებაზე და შეუპოვრობის გამოჩენაზე წარმატების მიღწევამდე.
5.02.2012
მაჰაბჰარატაში კრიშნამ განუცხადა არჯუნას რომ დჰარმას სათუთად მოვლა არის მისი სამუშაო. ტერმინი სადჰუ ეხება ადამიანს რომელიც არ უხვევს თავისი მოვალეობიდან. ცოდვილი მხიარულებს უბედურების შექმნაში ასეთი კაცისთვის და ნებივრობაში მოქმედებებში წერილების მიწერილობების საწინააღმდეგოდ. მაშინ რაღა არის დჰარმის დამკვიდრება? ეს არის მოქმედება მკაცრ შესაბამისობაში პრინციპებთან რომლებიც დევს წერილებში; დჰარმაში გატარებული ცხოვრების დიდების და დიდებულების გავრცელება ადამიანებს შორის; პატივისცემის ურყეობა წმინდა წერილების მიმართ, ღმერთის, ავატარების და პარამაპურუშების (განვითარებული სულების) მიმართ და სადჰანა (სულიერი პრაქტიკა) რომლებსაც მიჰყავს გათავისუფლებასთან და ნეტარებასთან ამ ცხოვრების მიღმა. ამას ეწოდება დჰარმა-სამსთჰააპანა, დჰარმარაკშანა ან დჰარმოდჰაარანა (დამკვიდრება, მფარველობა ან უბიწოების აღორძინება). “ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ, ეს არის ამ მაღალი მიზნისთვის; არაფერი არ არის ჩემი საკუთარი წინწაევისთვის. მათ ვინც იციან ეს საიდულო შეუძლიათ თავი აარიდონ დაბადებასა და სიკვდილს”. თქვა კრიშნამ.
6.02.2012
ყოველთვის გახსოვდეთ რომ ადვილია იმის კეთება რაც სასიამოვნოა. მაგრამ ძალიან ძნელია დაკავებული იყო იმით რაც სასარგებლოა. რაც სასიამოვნოა ყველაფერი არ არის სასარგებლო. წარმატება მოდის მასთან ვინც მიატოვა ვარდებით მოფენილი გზა და უძლებს დარტყმებს ჩაქუჩით და მახვილით საშიშროებით სავსე გზაზე. სინამდვილეში გზა არ არის მოფენილი ვარდის ფურცლებით. ცხოვრება არის ბრძოლის ველი (დჰარმაკშეტრა), სადაც მოვალეობები და სურვილები ყოველთვის არიან კონფლიქტში. ჩააქრეთ სურვილებით, სიძულვილით და ბრაზით მბოლავი ცეცხლი რომელიც იწევს მაღლა თქვენს გულში; ამ მტრებზე დანებება, რომლებიც გაბრუნებენ თქვენ მხეცებში, არის სრული სიმხდალე. შეხვდით ყველა დაბრკოლებას გულადად. სირთულეები გაგაკაჟებთ და გაგაძლიერეთ.
7.02.2012
შეგრძნება რომ უფალი არის სხვაგან მყოფი, შორს ან განცალკევებით თქვენგან არის პროკშაჯნანა (არასწორი ცოდნა). შეგრძნება რომ უფალი ვინც არის მუდმივი სამყაროში, არის ასევე თქვენში როგორც ატმანი – ეს არის აპაროკშა ჯნანა (სწორი განცდა). თუ ყველა საქმიანობა სრულდება მიძღვნის სულით, ჩითთჰა (შინაგანი სინდისი) შეიძლება გასუფთავდეს. მხოლოდ ასეთს შეუძლია შეიცნოს უფლის დაბადების და მოქმედების (ჯანმას და კარმას) ღმრთიური ბუნება, თქვა კრიშნამ. არავინ არ უნდა აარიდო თავი ღმრთიურთან კონტაქტს. ასევე გახსოვდეთ რომ ბოროტთა დასჯა არის ასევე ღმრთიური მისიის ნაწილი. ისინი ვინც აბიჯებენ დადგენილ საზღვრებს და მისდევენ აკარმას (უმოქმედობას), ანიაიას (უსამართლობას) და ანააჩაარას (უზნეობას), და ხეტიალობენ ყველგან დაჭერილი აჰამკარას (ეგოურობის) ხლართებში, დაისჯებიან. ისარგებლეთ თქვენთვის მოცემული ყველა შანსით იყოთ კარგი და აკეთოთ კარგი. არ უნდა იყოს რაიმე გადახრა თქვენი მხრიდან.
8.02.2012
მხოლოდ მათ, ვინც თავისუფლები არიან მიბმულობიდან, სიძულვილიდან, შიშიდან, და რისხვიდან, ვინც არიან ჩაძირული უფლის სახელსა და ფორმაში; იციან რომ არ არის სხვა დასაყრდენი მის გარდა; და არიან ნაკურთხი ატმას ცოდნით, შეუძლიათ გაიგონ ღმრთიურება. ისინი ვინც ეძებენ უფალს გადახრის გარეშე, დაუფლებული არიან ჭეშმარიტებას, სიყვარულს და უბიწოებას, მიაღწევენ მას. ეს არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი; გადაყარეთ ყველა ეჭვები რაც შეიძლება თქვენ გაქვთ! ადამიანები აჭუჭყიანებენ თავიანთ შინაგან შემეცნებას საგნობრივ სამყაროზე ბინადრობის უმეცრებით. ისინი იღებენ სიამოვნებას უბრალო საბდით, რასით, განდჰით (ხმით, გემოთი, სუნით) და ა.შ. როდესაც ისინი ეძებენ საგნობრივ სიამოვნებას ისინი ნაცდუნები არიან დაცვით საგნების რომლებიც აძლევს სიამოვნებას; ისინი გახვეულები მცდელობაში ხდებიან მოუსვენარი, საძულველნი და შეშინებულნი. შიში ართმევს ადამიანს მის გონებრივ შესაძლებლობებს. ის ქმნის რისხვას რომელიც არ შეიძლება იყოს ადვილად დაწყნარებული. მაშასადამე სურვილი, რისხვა და შიში აღძრულია ერთი მეორის შემდეგ და ეს სამი უნდა იყოს მოცილებული რომ გაიგოთ ღმერთი.
9.02.2012
საუკეთესო ხერხი თავის დასახსნელად სურვილებიდან, რისხვიდან და სიძულვილიდან არის მოჭრა ხის ძლიერი ღერძულა ფესვის – მცდარი რწმენის, რომ შენ ხარ სხეული, ამ სახელით და ფორმით, გრძნობებით, გონებით და ჭკუით. ეს არის ბარგი რომელსაც თქვენ ატარებთ. ხომ ამბობთ თქვენ ჩემი ცხვირი, ჩემი წიგნი, ჩემი ქოლგა? ვინ არის ის `მე~ რომელიც იძახის ამ ყველაფერზე ‘ჩემი’? ეს ხარ ნამდვილი ‘შენ’! ის ესწრებოდა როდესაც შენ დაიბადე, როდესაც გეძინა ყველაფრის დავიწყებით, მათ შორის შენი სხეულის და მისი ტკივილების. ეს ‘მე’ არ შეიძლება იყოს დაზიანებული, ის არ იცვლება, მან არ იცის დაბადება და სიკვდილი. შეისწავლეთ დისციპლინა რომელიც გაგხდით გაცნობიერებულს ამ ჭეშმარიტებაში და თქვენ იქნებით ყოველთვის თავისუფალი და გულადი. ეს არის ჭეშმარიტი განათლება (ატმავიდია), რომელიც მოძღვრებმა და ბრძენებმა აკრიფეს თქვენთვის. თქვენ აგრეთვე ამა თუ იმ დღეს უნდა შეიცნოთ ეს და დაიხსნათ თქვენი თავი. ყველა მიაღწევს მიზანს, მოგზაურობით სიბრძნის გზაზე.
10.02.2012
ზოგიერთი ყოველთვის არის ღონემიხდილი ავადმყოფობებიდან რომლებიც გავლენას ახდენს სხეულზე; მათ ეწოდებათ აართჰასები. არსებობენ სხვები, ვისაც აღელვებს ბრძოლა აყვავებისთვის, ძალაუფლებისთვის, ქონებისთვის, დიდებისთვის და ა.შ.; ისინი არიან ართჰა-ართჰისები. მესამე ტიპს მიეკუთვნებიან ისინი, ვინც ისწრაფიან ატმას შეცნობისთვის, და ასეთი ადამიანები კითხულობენ წერილებს, მიდიან სულიერი მაძიებლების კომპანიაში, მოქმედებენ წერილების – სადაჩარას (სწორი ქცევის) მიმართულებით, და არიან ყოველთვის მოტივირებული რომ მიაღწიონ უფალს; მათ ეწოდებათ ჯინჯნაასუსები. მეოთსე ეს არის ჯნანი, ვინც მუდამ ჩაძირულია ღმრთიურებაში. მე ვარ კალპავრიკშას (სურვილის შემსრულებელი ღმრთიური ხის) მსგავსი. ჩემი ამოცანაა მივცე თითოეულს რასაც ისინი ითხოვენ, ყოველგვარი წინასწარშეგონებისა და გამორჩეული სიყვარულის გარეშე. შეიძლება რაიმე შეცდომის დაბრალება მზეზე რომ ანათებს თავისი სხივებით? მზის სხივები ანათებს ყველაფერზე რაც არის პირდაპირ მათ გზაზე; მაგრამ თუ ვინმე არის რაიმეს უკან, დაკეტილ ოთახში მაგალითად, მზე როგორ შეძლებს მათ განათებას? განივითარეთ უმაღლესი მისწრაფებები და მიიღეთ შესაბამისად!
11.02.2012
განივითარეთ სიყვარული ყველას მიმართ. არ იფიქროთ რომ პიროვნება არის აღმატებული ან უფრო ერთგული ვიდრე სხვები. არ შეხედოთ ვინმეს დაბლა როგორც სიმშვიდის დარღვევას ან უსიამოვნებას. თუ თქვენ გაქვთ სიყვარული ღმერთის, თქვენ გიყვართ ყველა, რადგან ღმერთი არის თითოეულში. თქვენ მღერით ბჰაჯანებს (ღმრთისმოსავ სიმღერებს) რომლებშიც ნათქვამია `ღმერთი არის ყველაფერი, ღმერთი არის ყველაში~ (ანთჰა საი მაიამ). თუ ეს არის ჭეშმარიტი, როგორ შეიძლება თქვენ გიყვარდეთ მარტო ღმერთი? თქვენ გაქვთ ღმერთის სურათები თქვენს სახლში ან ტაძარში. თუ ვინმე იტყვის მათზე რაიმე ცუდს მოგეწონებათ თქვენ ის? თქვენ არ მოგეწონებათ! ზუსტად ასევე, როდესაც თქვენ ეპყრობით ვინმეს უხეშად ან ლაპარაკობთ უკმეხად ვინმეზე, თქვენ მე მეპყრობით უხეშად. როდესაც თქვენ შეურაცხყოფთ ვინმეს თქვენ შეურაცხმყოფთ მე. მე მინდა, რომ თქვენ უნდა იქცეოდეთ სიყვარულით, ჰარმონიულ და მშვიდ მანერაში ყველა დროში! ემსახურეთ ყველას სიხარულით, ისე როგორც მე მომემსახურებოდით.
12.02.2012
სიცოცხლე არის ილუზიის ხე, მთელი თავისი მაიიას ტოტებით, ფოთლებით და ყვავილებით. თქვენ შეძლებთ ამის შეცნობას, მაშინ როცა თქვენი ყველა მოქმედებები მიძღვნილი იქნება შეთავაზებად ღმერთისთვის. შეხედეთ მას როგორც სიცოცხლის უნარს რომელიც მიედინება ყოველ უჯრედში; როგორც მზეს რომელიც ათბობს და აშენებს ყოველ ატომს. ხედეთ ის ყველაფერში და თაყვანი ეცით მას ყველაფერის მეშვეობით, რადგან ის არის ყველაფერი. აკეთეთ საქმეები, ერთგულებით მათი შევსებით. ერთგულება არის ის რაც აკურთხებს. ქაღალდი არის თითქმის ნაგავი, მაგრამ თუ მასზე არის დაწერილი სერთიფიკატი, თქვენ მას აფასებთ და ინახავთ განძივით; ის ხდება პასპორტი ცხოვრებაში წინსვლისთვის. მაშასადამე ის არის ბჰაავა (გრძნობები მოქმედების უკან), რასაც აქვს მნიშვნელობა, და არა ბააჰია (გარეგანი პომეზურობა და შოუ). ყველა მოქმედების ღმერთისთვის თაყვანისცემაში ტრანსფორმირების ამ საიდუმლოს ცოდნის გარეშე ადამიანები იტანჯებიან იმედგაცრუებითა და მწუხარებით. თაყვანისცემის წმინდა ადგილებში, მცირე ფასეულობის ქვებს აქვთ განსაზღვრული ღმრთაების ან კერპის ფორმა. მაგრამ როცა ერთგულის გრძნობა გარდაქმნის კერპს, ის ხდება უმაღლესი საგანძური ადამიანის გონებისთვის.
13.02.2012
უფალი როგორც შაქრის ნატეხი არის მთლიანად ტკბილი. ყველა უთანხმოება და განსხვავება არის ილუზია ადამიანების სხეულის ცნობიერებით. განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: დედას ჰყავს ოთხი შვილი მათგან სამს არ აქცევს ისე დიდ ყურადღებას და არ ზრუნავს მათზე ისე როგორც ბავშვზე რომელიც არის აკვანში. მაშინაც კი თუ ბავშვი არ ყვირის აკვნიდან დედა არის მუდამ ფხიზლად მისთვის საკვების მისაცემად. დანარჩენი სამნი მიდიან და თხოვენ საკვებს და რაღაცეებს სათამაშოდ. ამის დაკვირვებით თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ ის არის კარგი ან მიკერძოებული დედა. დედა აწესრიგებს თავის საქმიანობას ბავშვის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ზუსტად ასევე, თუმცა მთელი მსოფლიო არის მისი (უფლის), თუმცა ყველა არის მისი ბავშვი, ის წყალობს და აკურთხებს თითოეულს შესაბამისად ადამიანის უნარების და შესაძლებლობების. მიწერა რაიმე შეცდომის ასეთი თავდაუზოგავი, გულწრფელი, უბრალო, მუდამ-ნეტარი წინდახედულისთვის არის მზეზე სიბნელის მიწერის მსგავსი – ეს არის მოქმედება დიდი უმეცრებით!
14.02.2012
თუ სხეულზე არის ძირმაგარა, ჩვენ ვადებთ რაიმე მალამოს და ვფარავთ მას სახვევით განკურნებამდე. თუ თქვენ არ აკეთებთ ამას, ის სავარაუდოდ გახდება სეფსისური და გამოიწვევს დიდ ზიანს მოგვიანებით. ახლა და მერე ადამიანმა უნდა გაწმინდოს ის სუფთა წყლით, დაიდოს მალამო კვლავ და დაადოს მასზე ახალი სახვევი. ასევე ჩვენს ცხოვრებაში, არსებობს კონკრეტული ძირმაგარა რომელიც ამოვიდა ჩვენს სხეულზე, ‘მე’-ს (აჰამკარას და მამაკარას) ფორმაში. თუ თქვენ ნამდვილად გინდათ ამ ‘მე’-ს ძირმაგარის განკურნვა, თქვენ უნდა ყოველდღე დაბანოთ ის სიყვარულის წყლით, დაადოთ რწმენის მალამო და შემოახვიოთ თავმდაბლობის ბინტი მის გარშემო. ეს განკურნავს დაავადებას რომელმაც ამოხეთქა ამ ‘მე’-ს ძირმაგარით.
15.02.2012
გიიტაში უფალი კრიშნა ამბობს: `არჯუნა! ადამიანები უარს ამბობენ პატივისცემაზე და მეძებენ მე, თავიანთ ნამდვილ მეს. როგორ სულელურია მათგან! ისინი არ არიან მგზნებარე ჩემს მისაღწევად; არამედ მისდევენ უფრო პატარა მისაღწევებს რომლებიც არის ცრუ და წარმავალი. მიზეზი ასეთი უცნაური ქცევისთვის არის სწრაფი შედეგების სურვილი. ადამიანები ეძებენ მხოლოდ იმას რაც არის მისაწვდომი აქ და ახლა; იმას რაც არის კონკრეტულ ფორმაში და შესაძლებელია ხელჩაჭიდებული იყოს მათი გრძნობებით; ისინი გატაცებული არიან უსაფუძვლო სიამოვნების მიმზიდველობით. ადამიანებს ასევე მეტწილად არ აქვთ საჭირო მოთმინება. ისინი ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას უხეშ სხეულს (სთჰულა სარიას). ჯნანას (სიბრძნის) მიღწევა არის ჭეშმარიტად შინაგანი გამარჯვება; ის მოიპოვება დიდი ხნის და დაძაბული ბრძოლის შემდეგ. ის ცოტანი ვინც არიან სულიერად მოაზროვნენი ილტვიან ღმრთაებრივისკენ. ასეთი ბრძენი ადამიანები არიან მართლაც კურთხეულნი. შეხედეთ ყველა მოქმედებაზე როგორც მხოლოდ მის (უფლის) დაკვეთაზე და როგორც როლის შესრულებაზე მისი წყალობით.~
16.02.2012
არ არსებობს მუდმივი დედა მსოფლიოში, მუდმივი დედა არის მხოლოდ ღმრთიური დედა. თქვენ უნდა მუდმივად შეახსენოთ თქვენს თავს რომ თქვენ ხართ სულიერი ოჯახის ნაწილი. ჭეშმარიტება არის თქვენი მამა. სიყვარული არის თქვენი დედა. სიბრძნე არის თქვენი ძე. მშვიდობა არის თქვენი ასული. ერთგულება არის თქვენი ძმა და იოგები არიან თქვენი მეგობარები. ეს არის თქვენი ჭეშმარიტი მეგობრები, რომლებიც ყოველთვის თანგხლებენ თქვენ და იმყოფებიან თქვენთან. როდესაც თქვენ გაქვთ ამგვარი ურთიერთობები, როდესაც თქვენ განძივით აფასებთ ამგვარ მეგობრობას, თქვენ შეძლებთ მსოფლიოს ბორკილების დაწყვეტას და იქნებით თავისუფალი. იფიქრეთ ღმრთიურზე თქვენი სიცოცხლის ყოველ წუთს. სინათლეს ფასი აქვს მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს სიბნელე; მას არ აქვს ფასეულობა თავისთავად. მწუხარებისა და დარდის დროს როდესაც წარმოიქმნება პრობლემები მოუხმეთ ღმრთიურების პრინციპს. ეს უეჭველად მოფენს სინათლეს და განათებას სიბნელის მომენტებში და მოგცემთ თქვენ სიხარულს.
17.02.2012
ატმა (სული) არსებითად თავისუფალი არის მიბმულობიდან. ის არ შეიცნობს მის საკუთარ საჭიროებებს ან ბუნებას თავის მფლობელობაში. მას არ აქვს ‘მე’ და ‘ჩემი’ რადგანაც ეს არის აჯნანას (ილუზიის) ნიშნები. მხოლოდ ისინი ვინც ტკივილმიყენებულია აჯნანით გაიტანჯებიან ეგოსგან ან გრძნობისგან ‘ჩემი’. ჩვეულებრივ თვალებს შეიძლება მოეჩვენოს ‘მე ვარ მკეთებელი’, ჭეშმარიტება არის ‘მე ვარ არამკეთებელი! არა მხოლოდ ეს, მოქმედების (კარმას) ეფექტი არ მთავრდება როგორც კი ის დასრულდება. კარმა იძლევა ნაყოფს; კარმას შედეგები გვრის სურვილს მათთვის; და ის შედეგებს გარდაქმნის იმპულსებში შემდგომი კარმასთვის. ეს ბიძგები იწვევს სადღაც შემდგომ დაბადებებს. ამგვარად კარმას შეუძლია მიგიყვანოთ დაბადებისა და სიკვდილის ციკლთან; ეს არის მანკიერი მორევი, რომელიც გატრიალებთ თქვენ წრეზე და წრეზე და საბოლოდ გითრევთ თქვენ ქვემოთ სიღრმეში. ამიტომ არ დააყრდნოთ თქვენი რწმენა ამ მსოფლიოსა და ყოფით საგნებზე. განავითარეთ და აპრაქტიკეთ გამოცალკევება.
18.02.2012
თქვენ უარი უნდა თქვათ მატერიალური კომფორტის მგზნებარე სურვილსა და გრძნობით საგნებზე მიბმულობაზე. თქვენ უნდა გადაყაროთ ცრუ შიშები, აბსურდული სურვილები, მწუხარება, მღელვარება, და არაბუნებრივი სიამოვნებები, რომლებიც ავსებს თქვენს ჭკუას ახლა. ესე იგი, თქვენ უნდა სხვაგვარად მიუდგეთ და უნდა ივარჯიშოთ იმის შესაცნობად რომ ყველაფერი არის ილუზორული. ყველას სჭირდება ეს თვითგანათლება. დღეს მრავალი ადამიანის შესაბრალი მდგომარეობა არის მისი არქონის ჯეროვანი. მედიტირება არის წამალი ჭკუის ამ მდგომარეობისთვის. მედიტირება იძლევა კონცენტრირებას და წარმატებას ყველა დავალებაში. მხოლოდ მედიტირების მეშვეობით, დიდი პიროვნებები და ბრძენები (რიშები) აკონტროლებდნენ თავიანთ გონებრივ საქმიანობებს, მიმართავდნენ მათ სუფთა (სათჰვიური) გზისკენ, განამტკიცებდნენ თავიანთ თავს ყველა დროებში უფლის განჭვრეტაში და საბოლოოდ წარმატებული იყვნენ ღმერთთან ერთიანობის მიღწევაში.
19.02.2012
კარმას როგორც ასეთს არ აქვს მიბმულობა; ეს არის მედიდურობა, ‘მე ვარ მკეთებელი’ რომელსაც მიჰყავს მიბმულობასთან და მონობასთან. კიდევ, ეს არის მოქმედებათა ნაყოფების სურვილი რომელიც აწარმოებს მიბმულობას. მაგალითად: ნულს აქვს ფასი მხოლოდ მაშინ როდესაც ის ერთიანდება ციფრთან. კარმა არის ნული; შეგრძნება ‘მოღვაწის’ როდესაც ერთიანდება კარმასთან ბადებს მონობას. ამიტომ გადააგდეთ ‘მე’-ს გრძნობა და კარმა რომელსაც თქვენ აკეთებთ ვერასდროს მოგაყენებთ ზიანს. კარმა შესრულებული იქიდან რაიმე ნაყოფის სურვილის გარეშე არ აწარმოებს იმპულსებს; ესე იგი არ იარსებებს იმპულსები კიდევ დაბადებისთვის. წარსულის სულიერი მაძიებლები ასრულებდნენ კარმას ამ მაღალი იდეალის აზრით. ისინი არასდროს არ გრძნობდნენ რომ ისინი არიან ‘მკეთებლები’ ან ‘ვინც ტკბება ნაყოფებით’ ნებისმიერი მომქმედებების. უფალი აკეთებს, უფალი იძლევა ნაყოფს და უფალი ტკბება ნაყოფით – ეს იყო მათი მრწამსი! თქვენც ასევე უნდა ჩაინერგოთ ეს რწმენა.
20.02.2012 მაჰა შივარათჰრი
შივარათჰრი არის დღე როდესაც ადამიანი ცდილობს დაამყაროს მეგობრობა ჭკუასა და ღმერთს შორის. შივარათჰრი შეაგნებინებს ადამიანს იმ ფაკტს რომ ღმრთიურება არის ყველგან შეღწევადი და იმყოფება ყველგან. ნათქვამია რომ შივა ცხოვრობს კაილასზე. მაგრამ სად არის ის? კაილასა ნიშნავს სიხარულს და ნეტარებას. ეს ნიშნავს რომ ღმერთი ცხოვრობს ჩვენს ჭკუაში, ის არის სავსე სიხარულით და აღფრთოვანებით. როგორ შეუძლია ადამიანს მიიღოს ეს სიხარული? ის მოდის როდესაც თქვენ ანვითარებთ სისუფთავეს, სიმტკიცეს და სიწმინდეს. შემდეგ გული ივსება სიმშვიდით და ნეტარებით და ხდება ღმერთის ტაძარი. სარგებლობა არ მოაქვს ღმერთზე ფიქრს მხოლოდ შივარათჰრიზე, ერთხელ წელიწადში. ყოველ დღე, ყოველ ღამე, ყოველ წუთს თქვენ უნდა იფიქროთ ღმრთიურებაზე და აკურთხოთ თქვენი დრო. თქვენ თავისთავად ხართ შივა, ღმრთიურება. ეცადეთ გაიგოთ ეს შივა თათვას (ღმრთიური არსის) პრინციპი რომელიც მართლა არის თქვენი საკუთარი სინამდვილე.
21.02.12
წვიმების დროისთვის, თუ თესლები არ იყო დათესილი, იქნება რაიმე მოსავალი მინდვრიდან? თუ თესლები არის დათესილი მაგრამ არ არის წვიმა, მოხდება რაიმე კულტურების მოშენება? ორივე წვიმაც და თესლიც არის საჭირო რომ მოსავალი მოიმკა. მსგავსად, ღმრთიური წყალობა მოიტანს ნაყოფს მხოლოდ მაშინ როდესაც იარსებებს ადამიანის ძალისხმევაც აგრეთვე. როდესაც არსებობს კარგი აზრები ჭკუაში, ისინი აირეკლება როგორც კეთილშობილი მოქმედებები; მეორე მხრივ თუ აზრები არის უკეთური, მათი ნაყოფები იქნება იგივენაირად ცუდი. სხვადასხვა ერთგულები შემოფარგლული არიან ღმერთის თაყვანისცემის თავიანთი განსხვავებული გზებით. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს თაყვანისცემა, უნდა არსებობდეს ერთმნიშვნელოვანი ერთგულება. ღმერთისადმი სიყვარული არის ერთგულება. სიყვარული მსოფლიოს მიმართ არის მიბმულობა. განავითარეთ სიყვარული ღმერთის მიმართ.
22.02.2012
ბრძენი ადამიანი (ჯნანი) არის მარად ბედნიერი და ეს ბედნიერება არ არის დამოკიდებული გარეთა საგნებზე. თქვენ შეიძლება გაოცდეთ; ეს იმიტომ რომ ასეთი ხალხი არის კმაყოფილი რაც არ უნდა მოხდეს მათთვის კარგი თუ ცუდი, რადგან ისინი დარწმუნებული არიან რომ უფლის ნებამ უნდა აჯობოს. ამ რწმენის ნაკლებობა არის აჯნანის (უგნურობის) ნიშანი. აჯნანი ყრის გროვად სურვილებს ერთი მეორეზე, აშენებს გეგმას გეგმაზე და იტანჯება მუდმივად; ის, კაცი თუ ქალი დარდობს და აგდებს თავის საკუთარ გულს სიხარბის ცეცხლში. მეორე მხრივ, ჯნანი არის ურყევი, მედგარი და მუდამ მოლხენილი! ჯნანები შეიძლება დასაქმებული იყვნენ კარმაში (მოქმედებაში), მაგრამ ისინი სულ ცოტათიც კი არ არიან დაზიანებული მისით, რადგან მათ თვალი არ უჭირავთ თავიანთი საქმიანობის ნაყოფზე.
23.02.2012
თუმცა მშობლებმა მოგცეს თქვენ ეს ფიზიკური სხეული (დეჰა), მასწავლებელი არის მიმნიშნებელი რომ თქვენ ხართ სხეულის ბინადარი. ოქრო რომ გახდეს უფრო მორჩილი სამკაულის გასაკეთებლად ის შეიდნობა მცირე რაოდენობის ვერცხლის ან სპილენძის დამატებით. ზუსტად ასევე იმისთვის რომ გამოამჟღავნოს ბუნების მრავალფეროვნება, ბრაჰმათჰათჰვამი (ღმრთიური არსი) გარდაიქმნება შენადნობში მცირე ეგოურობის ან მამამკარაარამის დამატებით. გურუ ასწავლის ადამიანს დაიბრუნოს სუფთა არალეგირებული ადგილი სრავანამის, მანანამის და ნიდჰიდჰიაასამის (ღმერთის დიდების მოსმენის, მასზე დასკვნის გაკეთების და მედიტირების) პროცესის მეშვეობით. ამ პროცესის მეშვეობით ადამიანს შეუძლია გაიგოს რომ ინდივიდუალური მე არის ერთი და იგივე რაც არის ღმრთიური მე და სინამდვილეში არის წახნაგი იგივე ორგანიზმის.
24.02.2012
ატმას ფორმა (სვარუპა) და ბუნება (სვაბჰავა) არის ისეთი რომ ორივე არის ხელშეუხებელი და მათზე ზეგავლენას ვერ ახდენს რაიმე წუთიერი. სულს არ აქვს დაბადება ან სიკვდილი, არც შიმშილი ან წყურვილი, არც დარდი ან ილუზია! დაბადება და სიკვდილი არის სხეულის დამახასიაღთებელი; დარდი და ილუზია არის ჭკუის ტკივილები. არ დაუნიშნოთ რაიმე სტატუსი ამას; იცოდეთ თქვენი თავი როგორც ატმა, ღმრთიური მე. გადაყარეთ ყველა ილუზია და გახდით მიუბმელი. არ იყოთ ფორებიანი საშრობი ქაღალდის მსგავსი რომელსაც ეყრება ყველა ის სენი რასთანაც შედის კონტაქტში. იყავით ლოტოსის ფოთოლის მსგავსი ამ სანსარის (ყოფითი ცხოვრების) ჭაობიან ტბაში; არ წაიცხოთ ჭუჭყი რომელიც არის თქვენს გარშემო. იყავით მსოფლიოში მაგრამ მის გარეთ.
25.02.2012
ადამიანის ყველა ძალისხმევის მიზანი არის მიღწევა ერთიანობის რომელიც დევს ყველა სიმრავლის უკან. ამის მიღწევის გარეშე, ადამიანი ვერ შეძლებს მშვიდად ყოფნას. შანთჰი (მშბიდობის) მანტრის გამეორების არანაირ რაოდენობას არ შეუძლია ამის ჩუქება. ერთიდაიგივე ელექტრული დენი ააქტიურებს გარეგნული შესახედაობით სხვადასხვა ინსტრუმენტებს როგორიც არის ნათურა, მიკროფონი, ვენტილატორი, მაცივარი, მაგნიტოფონი, ღუმელი და ა.შ. გურუ არის ის ვინც გიმხელთ თქვენ ამ უხილავი დენის საიდუმლოს. გურუ არის როგორც უცნობი, რომელიც შევიდა ღარიბი ადამიანის სახლში და განაცხადა რომ მისი სახლის იატაკის ქვეშ დევს განძი რომელიც მან შეიძლება დაისაკუთროს რამდენიმე წუთში თუ ამოთხრის. და ამისთვის გურუ იმსახურებს თქვენს მადლიერებას.
26.02.2012
შეასრულეთ აბჰიშეკა (ცერემონიალური განბანვა მიცემული ღმრთაებაზე) ატმა-ლინგამზე (შიგნითა ღმრთიურებაზე), თქვენი საკუთარი სუფთა გონებრივი იმპულსებით (ჩითთჰა-ვრითთჰი). რა არის ჭეშმარიტი იაჯნა (მსხვერპლის შეწირვის ცერემონიალი)? დაგროვილი სიმდიდრის მიცემა მოწყალებაში არის დრავია იაჯნამი. როდესაც მთელი ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა გამოყენებულია სადჰანისთვის (სულიერი დისციპლინისთვის) ეს არის თჰაფო იაჯნა. კარმას (მოქმედების) კეთება ჯერ კიდევ მისგან გათავისუფლების გარეთ, არის იოგა იაჯნა. როდესაც ჩითთჰა (ჭკუა) მიდის ერთ მხარეს და ინდრიები (გრძნობის ორგანოები) მეორე მხარეს, პიროვნება არის ორმაგად თავგზააბნეული. ამიტომ დაიჭირეთ მიბმულობა შორს. როდესაც თქვენ შეასრულებთ ამას, ყველა მოქმედება თქვენში გახდება მსხვერპლგაღება (იაჯნა). თქვენ რაც არ უნდა თქვათ გახდება მანტრა; და ადგილი სადაც თქვენ დაადგამთ თქვენს ფეხს აღმოჩნდება წმინდა.
27.02.2012
ყველა არსება არის ღმრთიური და უფალი ბინადრობს მათ გულებში. ამის მიუხედავად ისინი გრძნობენ თავს შებოჭილად, საცოდავად, შეზღუდულად, უმწეოდ და მღელვარედ. რატომ? ისინი წარმოიდგენენ ასე და ასე არის ფორმირებული ჭკუით რომელიც არის წყარო ამ წარმოდგენების. მათ არ იციან თავიანთი რეალობა. მაშინ როგორ შეიძლება ვინმე იყოს თავისუფალი ილუზიისგან? თუ თქვენ გინდათ დაეწიოთ მატარებელს თქვენ უნდა იჩქაროთ ავტომობილში ან თვითმფრინავში ჩაჯდომა. ეტლი უფრო ნელი ვიდრე მატარებელი ვერ დაგეხმარებათ. სწორედ ასევე თუ თქვენ განზრახული გაქვთ თქვენი ჭკუის ილუზიის გადალახვა, თქვენ უნდა დაამკვიდროთ თქვენი თავი ღმერთში. მაანავასაკთჰის (ადამიანის-ძალის) ილუზია წარმოქმნილი ჭკუიდან შეიძლება გადალახო მხოლოდ ღმრთიური ძალის (დაივასაკთჰის) მიღწევით. ერთი ლოცვა რაც ხელს უწყობს ღმრთიური ძალის მოპოვებას არის გაიათჰრი მანტრის გამეორება.
28.02.2012
სიტყვა ჯნანა ასევე ნიშნავს დიდ მოწადინებას ატმა თჰათჰვას (ატმას პრინციპის) შესაცნობად მათგან გამოკითხვის მეშვეობით ვისაც აქვს სულიერი გამოცდილება. თუ თქვენ გაქვთ ამ სიბრძნის ან გამოცდილების მიღების მგზნებარე სურვილი წადით რელიზებულ სულებთან და მოიპოვეთ მათი წყალობა. ისწავლეთ კარგად მათი განწყობა და მანერები და დაელოდეთ შანსს რომ თხოვოთ მათ დახმარება. როდესაც ეჭვები წარმოიქმნება დახვდით მათ მშვიდად და მამაცურად. ზღვის წყლის ვერანაირი რაოდენობა ვერ მოკლავს ადამიანის წყურვილს. იგივენაირად საათობით წერილების შესწავლა ვერ დაგვეხმარება ჩვენი ეჭვების გადაწყვეტაში. ჯნანა ან საბოლოო სიბრძნე შეიძლება მოიპოვო მხოლოდ უფროსებიდან და უფროსების მეშვეობით ვისაც აქვს აბსოლუტის გამოცდილება. ემსახურეთ მათ და მოიპოვეთ მათი სიყვარული. მხოლოდ შემდეგ შეიძლება ამ ძვირფასი ჯნანას მოპოვება.
29.02.2012
შინაგანი სისუფთავე უნდა იყოს თქვენი პირველი მიზანი. თქვენ შეიძლება გქონდეთ მაღალხარისხოვანი ბოსტნეული, საუცხოო სუნელები, მარილი და საუკეთესო განწყობილება; მზარეული შეიძლება იყოს ხელობის ოსტატი. ღუმელს თქვენ იყენებდეთ საუკეთესოს რაც კი ადამიანმა შეიძლება იშოვოს. მაგრამ საჭმლის მომზადებისთვის გამოყენებული სპილენძის ჭურჭელი თუ არ არის მოკალული, სამბარი (სუპი) გადაიქცევა საშიშ რაღაცად; იმად რისი მოხმარებაც არ შეიძლება. კერძი ხდება შხამიანი თუ ჭურჭელი არის უვარგისი საჭმლის გასაკეთებლად. ზუსტად ასევე თქვენ უნდა გაასუფთაოთ თქვენი შინაგანი არსება. სათჰკარმა (უბიწო საქმეები) და სადაჩარა (კარგი ჩვევები) ლოცვებთან ერთად მოქმედებს როგორც სარჩული თქვენი გულის ჭურჭლისთვის (ჰრიდაია პართჰასთვის), სადაც ემოციები, იმპულსები და ინსტინქტები იხარშება. ლოცვა ათვინიერებს ყველა ინსტინქტებს როგორც ველურ სპილოს ათვინიერებს წვრთნა ტრიუკების შესასრულებლად ცირკის არენაზე.

ბაბა