თავი VI

დაბრკოლებები მოკშას გზაზე


კ: სვამი, ისინიც კი, ვინც აღწევს წარმატებას სულიერი წინსვლის გზაზე, რომლის საბოლოო მიზანი არის გათავისუფლება, ხვდებიან, მეჩვენება, დიდ დაბრკოლებებს.


პ: დიახ, წარსულს, ახლანდელს და მომავალ დაბრკოლებებს.

კ: ეს რა არის? რა არის დაბრკოლება წარსულიდან?

პ: წარსულის ხსოვნა და გახსენება და ამით ტანჯვის მიღება.

კ: და დაბრკოლებები აწმყოდან?

პ: ისინი მოქმედებენ ოთხი მიმართულებით! ვიშაია-აასაკთჰი (უფრო მეტად დასწრება განსაკუთრებულ ტექსტურ კრიტიკაზე ვიდრე სწავლის შეგრძნება); პრაჯნაა-მანდიიამ (გონების სიჩლუნგე, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ყურად იღოს ძველთა და ბრძენთა სიტყვები); კუთჰარკა (სიმრუდე) და ვიპარიიადურააგრაჰა (საკუთარი განცხადების მტკიცება, როგორც სწორის, საკუთარ თავზე გაზვიადებული წარმოდგენის მეშვეობით).

კ: რა არის, მომავლიდან დაბრკოლებების ბუნება?

პ: მომავალი ქმნის წინააღმდეგობებს, მას შემდეგ რაც შენ ელოდები უბედურებებს და წუხხარ მათზე, ვიდრე ისინი მოდიან.

კ: მე მსმენია ადამიანები ლაპარაკობდნენ არსებების ოთხი სახის შესახებ, მაგრამ ისინი ჩემთვის მთლად ნათელი არ არის.

პ: ანდაჯა, სვედაჯა, უდბიჯჯა და ჯარაიუჯა.

კ: ეს სიტყვები რას ნიშნავს?

პ: ანდაჯა ნიშნავს კვერცხიდან-დაბადებული; სვედაჯა, ოფლიდან-დაბადებული; უბიჯა – მიწიდან-დაბადებული; და ჯარაიუჯა, ძუძუმწოვარა. ფრინველები არის კარგი მაგალითი პირველი ჯგუფისა; ტილები და ა.შ. – მეორესი; ჭიანჭველები, მცენარეები და ხეები – მესამესი; და ადამიანი, რქოსანი საქონელი და ა.შ. – მეოთხესი.

კ: კარგი, სვამი! მათ შორის, ვისაც აქვს რწმენა ღმერთში და თაყვანსცემს ღმერთს არსებობს განსაკუთრებული სახეები.

პ: რა თქმა უნდა; მათ შორის არის ოთხი სახე, აგრეთვე.

კ: მათი სახელები?

პ: დვიჯები, მუნები, ალპაბუდჰდისები და ვიდითჰატმასები: ორჯერ-დაბადებულები, ასკეტები, გონებაჩლუნგი-უგუნურნი და ატმას შეცნობილნი.

კ: ისინი ასე რატომ არიან წოდებულნი? როგორია თითოეული ტიპის სპეციფიკური შტრიხები?

პ: ორჯერ-დაბადებულები შეიცნობენ ღმერთს როგორც ცეცხლში მყოფს რომელსაც ისინი თაყვანსცემენ; და დარწმუნებულები არიან რომ ისინი თაყვანსცემენ მას.

კ: და მუნები?

პ: ისისნი შეიცნობენ ღმერთს თავიანთ გულებში.

კ: და გონებაჩლუნგი-უგუნურნი?

პ: ისინი მოითხოვენ სახეებს, სურათებს ან მისი სილამაზისა და დიდების სხვა ხილვად გამოსახულებებს. ისინი თაყვანსცემენ ასეთებს.

კ: და ატმას მცოდნენი?

პ: ისინი შეიცნობენ ღმერთს, როგორც მუდმივს მსოფლიოში და ხედავენ მხოლოდ მას საითაც არ უნდა შებრუნდნენ.

კ: შემიძლია მე გკითხო, ვინ არის მათ შორის ყველაზე დიდი?

პ: თითოეული არის დიდი იმ საფეხურზე, რომელის მიღწევაც მან შესძლო; მაგრამ, ბუნებრივია, ის, ვისაც შეუძლია განიცადოს უფალი ყოველ დროს არის ყველაზე დიდი.

კ: სვამი! ჩვენ ხასიათის რა შტრიხებს უნდა ავარიდოთ თავი, და ესე იგი, რომელი დაბრკოლებები არის იმ გზაზე რომლითაც ადამიანი ეძებს დაბადებისა და სიკვდილის ციკლიდან განთავისუფლებას.

პ: ის არის ექვსი, ის არის არი-შადვარგა: კამა, კროდჰა, ლობჰა, მოჰა, მადა და მაათჰსარია; ისინი უნდა აიცილო თავიდან.

კ: რა არის ზუსტად კამა?

პ: სურვილი სიმდიდრის, ქონების, პატივის, მდგომარეობის, დიდების, შვილების, და რისთვის ჩამოვთვალოთ ბევრი? მიბმულობა ამ გრძნობითი სამყაროს ყველა საგნებთან, ამ ყალბ, წარმავალ, უსუფთაო სამყაროსთან.

კ: კროდჰა?

პ: სხვების ზიანის და მათი ნგრევის გამოწვევის წყურვილი.

კ: და ლობჰა?

პ: გადაწყვეტილება, რომ ვინმემ კიდევ არ ისარგებლოს მცირე ნაწილითაც კი იმისა, რაც ადამიანმა გამოიმუშავა ან რაც მას აქვს; აგრეთვე, რომ არ ღირს მისი ქონების შემცირება თუნდაც მძიმე დროს გამოყენებით.

კ: რას ნიშნავს მოჰა?

პ: მცდარ აზრს, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო ახლოს არის ვინმესთან, ვიდრე სხვები, და სურვილს დაკმაყოფილდეს ის მეტად, ვიდრე სხვები, რასაც მიჰყავს ძალისხმევასთან მოპოვებისთვის და დაგროვებასთან მათთვის.

კ: მადა?

პ: მადა ნიშნავს მედიდურობას, რომელიც ვითარდება, როცა ადამიანი გრძნობს, რომ იცის მეტი, ან რომ ის უფრო ძლიერი, მდიდარი ან ცნობილია, ვიდრე დანარჩენები. მაშინაც კი თუ ადამიანს ეს არ აქვს, მადა აიძულებს მას პატივი არ სცეს უფროსებს და ჩათვალოს, რომ სხვათა გრძნობები და სურვილები უნდა მსახურებდნენ მხოლოდ მისი კომფორტისა და უსაფრთხოების შესაქმნელად. მადა არის უმაღლესი ხარისხის ეგოურობა.

კ: უკანასკნელი რაც შენ ახსენე არის მაათჰსარია. რა არის ეს სვამი?

პ: როცა სხვები ისევე ბედნიერები არიან, როგორც ის თვითონ, მაათჰსრი აქცევს ადამიანს უბედურად; მას არ შეუძლია ამის ატანა.

კ: არსებობს განსაზღვრული სხვა შტრიხები, აგრეთვე რომლებსაც ეწოდება დამბჰა და დარპა. ისინი რას აღნიშნავენ?

პ: დამბჰა ადამიანებს აღუძრავს სურვილს შეასრულონ იაგა და იაჯნა, გასცენ უზარმაზარი თანხები მოწყალების სახით, იმისთვის, რომ მოიპოვონ საზოგადოების მოწონება. დარპა არის სიამაყე, რომელიც ხშირად სტუმრობს ადამიანს, როცა ის არის მდიდარი და ბედნიერი.

კ: რას ნიშნავს იირშია?

პ: სურვილს, რომ სხვებიც განიცდიდნენ მწუხარებას, სიღარიბეს და დარდს, რომლისგანაც თვითონ იტანჯება.

კ: ასე რომ იირშია არის ასუიას სხვა ფორმა?

პ: დიახ ასუია ნიშნავს ფიქრს, ყოველთვის ბოროტების გაკეთებაზე სხვებისთვის; მზადმყოფობას განცხადების გაკეთებაზე რაიმე უბედურების შესახებ იმისთვის რომ დაიკმაყოფილოს ზიანის მიყენების ეს სურვილი. ყველა ისინი იწოდებიან შინაგან მტრებად. ვიდრე ადამიანი დაჭერილია ილუზიის ამ ბადეში, გაშლილში ამ მტრების მიერ, გათავისუფლების წყურვილი არ გამოჩნდება მის ჭკუაში.