იანვარი

საი შთაგვაგონებს 2023 წლის 1 იანვარი.
როცა ჩვენ ვაბიჯედბთ ახალ წელში, ჩვენ რის გაკეთება უნდა გავაგრძელოთ, ან გავაკეთოთ სხვანაირად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს დღეს ჩვენ მისი კურთხევებით, ასე რომ ჩვენ შევძლოთ თვითანალიზი და პრაქტიკება.
დღეს, ახალი წელი დაიწყო. წმინდა გრძნობებითა და ღმრთაებრივი აზრებით, კულტივირეთ სიყვარულის სული თქვენში. ღმერთი არ ვლინდება განცალკევებით ტაძრებსა ან აშრამებში. ჭეშმარიტება არის ღმერთი. სიყვარული არის ღმერთი. დჰარმა არის ღმერთი. როდესაც თქვენ თაყვანს სცემთ ღმერთს ამ პრინციპების მიდევნით, ის გამოავლენს საკუთარ თავს მაშინ და იქ. არ არსებობს ეჭვი ამაზე. გიყვარდეთ ღმერთი მთელი გულით. ელოცეთ ღმერთს და იმეგობრეთ მასთან. თქვენ შეძლებთ ყველაფრის მიღწევას თუ თქვენ გყავთ ღმერთი თქვენს მეგობრად. ისწავლეთ დღეს თქვენი გულის ავსება სიყვარულით და თქვენი ხელის მორთვა მსხვერპლის სამკაულით. მსხვერპლშეწირვა არის ძვირფასეულობა ხელებისთვის. ჭეშმარიტება არის ყელსაკიდი ადამიანმა რაც უნდა ატაროს. თქვენ უნდა განივითაროთ ამ ძვირფასი თვლებით მორთვის ჩვევა ამ ახალ წელში. ამ ახალ წელს განავითარეთ ღმრთაებრივი სიყვარული და წაახალისეთ მშვიდობა ქვეყანაში. ილოცეთ ფართო გრძნობებით: ლოკა სამასტა სუკჰინო ბჰავანთუ (დაე მთელი მსოფლიო იყოს ბედნიერი)! დაიწყეთ ახალი წელი ამ ლოცვით. შემდეგ, თქვენ გაატარებთ ენთუზიაზმით სავსე ნეტარ და მშვიდ ცხოვრებას.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 18 მარტი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 2 იანვარი.
ვაიკუნთა ეკადასის დღესასწაულზე, ჩვენ რა გაკვეთილი უნდა გვახსოვდეს და რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ? ბჰაგავანი სიყვარულით ხსნის პურანის მოთხრობის შინაგან მნიშვნელობას!
ამ ლეგენდას სამუდრამანტანას (ოკეანის დღვების) შესახებ აქვს დიდი ღირებულება თქვენთვის, რადგან თქვენც უნდა შედღვიბოთ თქვენი გულის ოკეანე და თქვენთვის მოიპოვოთ ნექტარი. ლეგენდა არის მხოლოდ შეხსენება. სათვა გუნათი (სიწმინდით) სავსე გული არის რძის ოკეანე. ღმრთაებრივის (მანანას) მუდმივი ჭვრეტა, როგორც თქვენი საკუთარი რეალობის ან როგორც მისაღწევი იდეალის, არის მასში ჩადებული მანდარას მთა, როგორც სადღვები ძელი. ვასუკი, გველი რომელიც დახვეული იყო სადღვები ძელის ირგვლივ, წარმოადგენს გრძნობებს, რომლებიც გამოყოფს შხამიან ორთქლს დღვების პროცესის განმავლობაში. თოკი უჭირავთ კარგ და ცუდ იმპულსებს და ორივე იბრძვის დღვების პროცესთან; მოწადინებული იმ შედეგებისთვის, რომლებზეც თითოეულმა დაუდო თავისი გული. ღმერთის წყალობა არის კუს ინკარნირება, რადგან თავად უფალი მოდის საშველად, როდესაც მან იცის რომ თქვენ ხართ უკვდავების საიდუმლოს გულმოდგინედ მძებნელი. ის მოდის ჩუმად და შეუმჩნევლად როგორც კუ მკეთებელი, მანანას პროცესის დამჭერი და მსახურებს ყველა სულიერი პრაქტიკის მყარ საფუძვლად. ბევრი რამ ჩნდება ჭკუიდან, როცა იდღვიბება, მაგრამ ბრძენი მოთმინებით ელოდება უკვდავების გარანტორის გამოჩენას და ხარბად ავლებს მას. ეს არის ამ ლეგენდის გაკვეთილი.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 13 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 3 იანვარი.
ჩვენ როგორ შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები, როგორც უფლის ნამდვილმა ინსტრუმენტმა? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
დამნახველმა არ უნდა მიაბას თავისი თავი დანახულზე; ეს არის გათავისუფლების მიღების გზა. გრძნობების შეხება საგანთან იწვევს სურვილს და მიჯაჭვულობას; ამას მიჰყავს ძალისხმევასთან და აღფრთოვანებასთან ან სასოწარკვეთასთან; შემდეგ, ჩნდება დაკარგვის შიში ან მწუხარება მარცხის გამო და რეაქციების მატარებელი გრძელდება. ყველა დამბერი ქარისთვის გახსნილი ბევრი კარისა და ფანჯარის არსებობისას, როგორ გადარჩება შიგნით ლამპის ალი? ეს ლამპა არის ჭკუა, რომელიც სტაბილურად უნდა იწვოდეს გარე მსოფლიოს ორმაგი მოთხოვნებით შეუხებლად. უფლისთვის სრული დანებება არის ფანჯრებისა და კარების დახურვის ერთ-ერთი გზა, რადგან, შემდეგ, შარანაგათის (ღმერთისთვის სრული დანებების) ამ პოზიციაზე თქვენ მოკლებული ხართ ეგოს და შესაბამისად, თქვენ არ იქნებით დარტყმული სიხარულით ან მწუხარებით. სრული დანებება თქვენ მიგიზიდავთ უფლის მადლზე შესახვედრად თქვენი კარიერის ყველა კრიზისთან და, ამრიგად, ის გაგხდით გმირულს, უფრო ურყევს და უკეთ მომზადებულს ბრძოლისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 13 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 4 იანვარი.
ამ ახალ კალენდარულ წელს, როგორც სულიერების სტუდენტებმა, როგორ შეგვიძლია ჩვენ დავაჩქაროთ ჩვენი მოგზაურობა ღმრთიურისკენ? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
სტუდენტებისთვის უფრო სასარგებლოა საკუთარი ნაკლების მოძებნა მათი აღმოფხვრის მიზნით, ვიდრე უპირატესობების ძიება, რათა მათ შეძლონ მათზე გახარება. სტუდენტებს, რომლებიც ეძებენ თავიანთ შეცდომებს, შეუძლიათ სწრაფად პროგრესირდნენ; ისინი არ არიან დათრეული შიშით ან წუხილით; მათ შეუძლიათ გავლა, უფლის რწმენით, ვისზეც მათ მოთავსებული აქვთ მთელი თავიანთი ტვირთი! ისინი აღწევენ გონებრივი სიმშვიდის მდგომარეობას, რაც არის ჭეშმარიტი ასპირანტის ნიშანი. არჯუნა მივიდა ამ სტადიაზე და შემდეგ კრიშნამ გადასცა მას და, მისი მეშვეობით, მთელ კაცობრიობას, სწავლებები, რომლებიც ანიჭებს უკვდავებას. ვისთვის იყო გიტა ნათქვამი? ერთი წუთით დაფიქრდით ამაზე! რძეს არ წველიან ცურიდან ძროხის გულისთვის, რადგან ძროხები არ სვამენ თავიანთ საკუთარ რძეს. არჯუნა, ხბო, გაძღა; კრიშნა არის მუდამ-კმაყოფილი და არაფერი სჭირდება, რძე რომ არ ვახსენოთ! ვისი გულისთვის იყო ეს რომ უპანიშადები მოწველა კრშნამ გიტას მისაღებად? კრიშნა განმარტავს: ეს არის ადამიანებისთვის ვისაც აქვთ გონება გაზომიერებული კეთილობით; გონება რომელიც კონტროლდება სათნოებით!
– გიტა ვაჰინი, თავი 3.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 5 იანვარი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ ვკულტივიროთ სიყვარული და გავიზარდოთ სიყვარულში ყოველდღე? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
რასაც კი თქვენ აკეთებთ, საკუთარ თავთან თუ სხვებთან ერთად, გააკეთეთ იგი, ხსოვნით, რომ ღმერთი არის ყველგანმყოფი. ის ხედავს, მას ესმის და მან იცის ყველაფერი. რასაც კი თქვენ ლაპარაკობთ, გახსოვდეთ, რომ ღმერთი ისმენს ყოველ სიტყვას; განასხვავეთ ჭეშმარიტი და ცრუ და თქვით მხოლოდ სიმართლე. რასაც კი თქვენ აკეთებთ, განასხვავეთ სწორი და არასწორი და გააკეთეთ მხოლოდ სწორი. ეცადეთ ყოველ წამს იყოთ მცოდნე ღმერთის ყოვლისშემძლეობის. ტანი არის ინდივიდის (ჯივას) ტაძარი, ასე რომ, რაც კი ხდება ამ ტაძარში, არის ინდივიდის საქმე. ასევე, მსოფლიო არის უფლის ტანი და ყველაფერი რაც მასში ხდება, კარგი თუ ცუდი, არის მისი საქმე! ინდივიდისა და მისი ტანის თვალსაჩინო ფაქტიდან იცოდეთ უფლისა და მსოფლიოს უჩინარი ფაქტის ჭეშმარიტება! პიროვნებისა და ღმერთის კავშირი, ამ ორს შორის ნათესაობა, შეიძლება იყოს შეთვისებული ყველას მიერ ვინც იძენს სამ მთავარ ინსტრუმენტს: (1) ჭკუას დაუბინძურებელს მიჯაჭვულობითა და სიძულვილით, (2) მეტყველებას დაუბინძურებელს სიცრუით და (3) ტანს დაუბინძურებელს ძალადობით!
– პრემა ვაჰინი, თავი 19.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 6 იანვარი.
რა არის მნიშვნელობა სიტყვების “სათიამ, შივამ და სუნდარამ” ჩვენგან თითოეულის და ყველას ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით პასუხობს ჩვენთვის დღეს.
იცოდეთ ჭეშმარიტება (სათიამ) და ჭეშმარიტება გაგხდით თქვენ ძლიერს, განგივითარებთ ნათესაობას ყველასთან და გაგათავისუფლებთ ვნებისა და სიძულვილის ბორკილებისგან. ისწავლეთ “შივამის” გაკვეთილი: გადაყლაპეთ ბრაზისა და სიხარბის შხამი და გახადეთ იგი უეფექტო მის მცდელობაში სამყაროს დასაზიანებლად. განავრცეთ ნუგეში და მყუდროება სიტყვითა და მოქმედებით. შივა ატარებს ნახევარმთვარეს თავის გვირგვინზე, რათა მთვარის რბილმა შუქმა შეძლოს მლოცველის გზის ნიშანდება ღმერთისკენ და გახადოს მოგზაურობა ნაკლებად მომქანცველი. ის ავრცელებს სიხარულს და მშვიდობას. მაგრამ, შივა მალავს ცეცხლოვან, მძვინვარე შხამს, მის ყელში არსებული ლურჯი ლაქის უკან. ეს არის გაკვეთილი: შეინახეთ თავდაჭერილობის ქვეშ, თქვენში, ხარისხები და ტენდენციები, რაც არის ანტისოციალური, შხამიანი სიძულვილები და შემჯიბრებელი სიხარბე. შივამ არ მიუთითებს რომელიმე კონკრეტულ ღმერთს ან სამებას. ეს მოიცავს მთელ კაცობრიობას, ვინაიდან კაცმა უნდა გააცნობიეროს რომ ის არის შივამ. შემდეგ, სუნდარამ აგრეთვე არის შეხსენება რომ ჭეშმარიტება არის სილამაზე, და სილამაზე არის ღმრთაებრივი, არა უბრალოდ ფიზიკური სილამაზე, არამედ მორალური და სულიერი სილამაზე. უარი თქვით მახინჯ აზრებზე, უსიამოვნო მეტყველებასა და საზიზღარ საქციელზე და შეინახეთ სილამაზის ეს იდეალი მუდამ სუფთად თქვენს ჭკუაში!
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 25 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 7 იანვარი.
რა არის მონობის ძირითადი მიზეზი და რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ მის გადასალახად? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ.
როდესაც მზე ამოდის, სიბნელე, ისევე როგორც მისგან წარმოშობილი წუხილები, ქრება. მსგავსად, მათთვის, ვინც გააცნობიერა ათმა, მეტად აღარ არსებობს მონობა და მეტად აღარ არის მწუხარება რომელიც წარმოიქმნება მონობიდან. ილუზია მოდის მხოლოდ მათთან ვინც ივიწყებენ თავიანთ მნიშვნელობებს, და ეგოთიზმი არის ყველაზე უდიდესი ფაქტორი ადამიანების იძულებაში დაივიწყონ თავიანთი ძირითადი ჭეშმარიტება. როგორც კი ეგოთიზმი შედის ადამიანებში, ისინი სრიალდებიან იდეალიდან და აგდებენ საკუთარ თავს კიბეების მწვერვალიდან, სწრაფი დაცემით საფეხურიდან საფეხურზე, სულ ქვედა სართულამდე. ეგოთიზმი შობს განხეთქილებებს, სიძულვილებს და მიჯაჭვულობებს. მიჯაჭვულობისა და სიყვარულის, და თუნდაც შურისა და სიძულვილის მეშვეობით, ადამიანი იძირება საქმიანობებში და ვარდება მსოფლიოში. ამას მიჰყავს ტანთშემოსვასთან ფიზიკურ ჩარჩოში და მერე ეგოთიზმში. იმისათვის რომ გახდეს თავისუფალი სიამოვნებისა და ტკივილის ორმაგი მიზიდვისგან, ადამიანი უნდა თავად მოსცილდეს ტანი-ცნობიერებისგან და უნდა ერიდოს ეგოცენტრულ ქმედებებს.
– ჯნანა ვაჰინი, თავი 4.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 8 იანვარი.
ჩვენ ყველანი ვართ ბუნებრივად მიზიდული სილამაზისკენ. მაგრამ რა არის ნამდვილი სილამაზე? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ რამაიანას მშვენიერი მაგალითით.
შინაგანი მომხიბვლელობა არის ნამდვილი სილამაზე. სიტა ვინც იყო დაპატიმრებული ლანკაში აშოკა ვანაში მოულოდნელად დაპირისპირდა მაიმუნთან; მაგრამ, ამ მახინჯმა არსებამ კარგი შთაბეჭდილება მოაზდინა მასზე როგორც სილამაზით აღსავსემ, მაშინ როცა მან მიუტანა მას დიდი ხნის ნალოდინარი შეტყობინება რამასგან! ვანას (ბაღის) ლამაზობამ, მიმზიდველმა პეიზაჟებმა, კაშკაშა ლამაზმა ნახელავებმა რაც რავანამ მის წინაშე მოფინა, ვერ შეძლო მისი გულის მოგება; მაგრამ ერთმა სიტყვა “რამა”-მ შეატკბო ის იმ უცნაური მაიმუნის მიმართ რომელიც იყო შეკუნჭული ხის წვერზე რომლის ქვეშაც ის იყო გარშემორტყმული გოლიათი-კაციჭამია ქალებით. ბუნების სილამაზე არის მხოლოდ ანარეკლი სილამაზის რაც არის ღმერთი. მაგრამ, როგორც ყველა წარმოსახვა, ეს არ არის რეალური. ყვავილები ჭკნება, ღრუბლები იფანტება ახალ მოხატულობად, ფიზიკური მომხიბვლელობა არის მხოლოდ გაელვება რომელიც ერთ წამში ქრება – მაგრამ, ღმრთაებრივი სილამაზე არის მარადიული, სრული და თავისუფალი. ეს სუნდარამ (სილამაზე), არის სათიამ (ჭეშმარიტება), გაუვლენელი დროს სვლით და უცვლელი მდებარეობით; ეს სუნდარამ არის ნამდვილი შივამ, ერთადერთი სიკეთე რაც არის.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 25 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 9 იანვარი.
რა არის ყველაზე გმირული გამარჯვება რასაც ჩვენ ყველამ შეიძლება მივაღწიოთ თუ ჩვენ ამას ავირჩევთ? რა მნიშვნელობა აქვს მის მიღწევას? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს!
როგორ შეიძლება განვითარდეს ტიაგა (მსხვერპლშეწირვა) იოგას, ჭკუაში სურვილის ღელვების კონტროლის, გარეშე? თქვენ შეიძლება გქონდეთ ჰაერის კონდიცირება, მაგრამ ჭკუის კონდიცირების გარეშე როგორ შეიძლება იყოს მშვიდობა? თქვენ შეიძლება აკონტროლოთ ფასები, ფოლადის ან ქსოვილის წარმოება, საკვები მარცვლეულის განაწილება და მრავალი სხვა ნივთი და პროცესი; მაგრამ თუ თქვენ არ გაქვთ ჭკუის კონტროლი, დანარჩენი არის უნაყოფო ვარჯიშები! ჭკუის კონტროლი არის უფრო მეტად გმირული და მომგებიანი ვიდრე კონტროლის ნებისმიერი სხვა სისტემა! აჩქარებული მატარებლის გაჩერება შეუძლებელია, მაშინაც კი თუ მასზე ათასობით ადამიანი ჩამოეკიდება და გასწევს მას უკან! მაგრამ, პაწაწინა ღილაკს მანქანაში, მძღოლის ხელდაჭერით, შეუძლია იგი გააჩეროს! ასევე, ჭკუას, თუ კონტროლდება, შეუძლია შეაჩეროს ყველა სხვადასხვა ფუნქცია რომლის გაკონტროლებასაც ვცდილობთ! ახლა უზარმაზარი დრო და ფული იხარჯება არაარსებითი მიზნების მისაღწევად, მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, კერძოდ, ჭკუის კონტროლი უგულვებელყოფილია. იოგა არის კონტროლის ამ სისტემის სახელი. ახლა იოგა უგულვებელყოფილია; უდ-იოგას (სამსახურს) ეძებენ. უდიოგა იოგას გარეშე იქნება წინააღმდეგობა, დაბრკოლება.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 3 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 10 იანვარი.
რა არის ჭეშმარიტად ბრძენი ადამიანის ნიშანი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ გაგება სად ვართ ჩვენ ჩვენს მოგზაურობაში ღმერთისკენ.
რას ნიშნავს გამოთქმა „ღმერთის ცოდნა“? ეს ნიშნავს “ღმერთის სიყვარულს”. ცოდნა ერთგულების გარეშე წარმოშობს სიძულვილს; ასეთ ცოდნას მიჰყავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამდე; ეს არ არის ცოდნა სახელის ღირსი, ნაცვლად ეს არის უვიცობა, შეცდომით მიღებული მის საწინააღმდეგოდ. ეს არის მხოლოდ ერთგულებით რომ სიბრძნე ხდება დამკვიდრებული და ღრმად ფესვგადგმული. რა არის ბრძენი ადამიანის (ჯნანის) ნიშანი? ეს არის სიყვარული, მუდმივად გაფართოებადი სიყვარულის მფლობელობა. როცა ერთგულება, ან სხვა სიტყვებით, სიყვარული უფლის მიმართ, ირიჟრაჟებს, უმეცრება თანდათანობით გაქრება. ერთგულება და სიძულვილი არ შეიძლება თანაარსებობდეს; ესები არის წინააღმდეგობრივი. ერთგულება და სიყვარული, როგორც გინდა იყოს, არის ერთი და იგივე ბუნების. მიწიერი ადამიანი ინფიცირებულია სიყვარულით მხოლოდ მატერიალური საგნების მიმართ, მაგრამ იგივე სიყვარულს, როდესაც იგი იღებს ერთგულების ან ღმერთის სიყვარულის ფორმას, მიჰყავს ადამიანი თვით ღმერთობის რეალიზებამდე.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 2.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 11 იანვარი.
ჩვენ რატომ უნდა მივცეთ მნიშვნელობა სპორტს და თამაშებს ჩვენს ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს დღეს, რადგან მისი სტუდენტები სთავაზობენ თავიანთ ჩვენებებს, როგორც ყოველწლიური სპორტული და კულტურული შეხვედრის ნაწილს.
ამ უზარმაზარ ქვეყანაში ყველას აქვს მნიშვნელოვანი როლი თამაშში. ყველას როგორც მოქალაქეს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა. მსოფლიო ნამდვილად არის ერთი ადამიანური ოჯახი. ჭეშმარიტი სტუდენტი უნდა იყოს ამ ერთიანობის განცდის შემძლე. სპორტები და თამაშები საშუალებას აძლევს სტუდენტებს განივითარონ ეს ერთიანობის გრძნობა. სპორტები და თამაშები და ფიზიკური ვარჯიშები უშუალოდ ეხმარება ფიზიკურ გამოსადეგობასა და კარგ ჯანმრთელობას. მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ უხეში ტანი. მას აქვს წმინდა ელემენტი თავისში, კერძოდ, ჭკუა. მხოლოდ მაშინ როდესაც ადამიანი აღწევს ჭკუის სისუფთავეს და უნვითარდება უანგარობა მას შეუძლია მოიპოვოს ჭკუის სიმშვიდე და განიცადოს ნამდვილი ბედნიერება. ამიტომ ფიზიკური გამოსადეგობა და ასევე აზრების სისუფთავეც აუცილებელია კაცისთვის. სტუდენტებმა უნდა გააცნობიერონ რომ სიმტკიცე და შეუპოვრობა რასაც ისინი ავლენენ სპორტსა და თამაშებში დაფნის გვირგვინების მოპოვების მიზნით არის ასევე თანაბრად აუცილებელი ცხოვრების სხვა სფეროებშიც, განსაკუთრებით ზნეობისა და სულიერების სფეროებში.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 14 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 12 იანვარი.
რა არის უტკბილესზე უტკბესი, უძვირფასესი რამ, რასაც ჩვენ სათუთად უნდა მოვუაროთ? ბჰაგავანი მტკიცედ, ტკბილად და სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
თუ არსებობს რამე უტკბილესი ვიდრე ყველა ტკბილი ნივთი, უფრო ხელშემწყობი ვიდრე ყველაფერი ხელშემწყობი, უწმინდესი ვიდრე ყველა წმინდა ობიექტი, ჭეშმარიტად, ეს არის უფლის სახელი, ან უფალი თვით. უარი თქვით მიწიერმოაზროვნე საზოგადოებაზე, და გაერთიანებაზე დემონური ხარისხებით დაავადებულებთან. განერიდეთ ყოველგვარი დანაშაულობებისგან. ეძებეთ ყოველთვის ბრძენთა, კეთილთა კომპანია. შეაფარეთ თავი თვით უფალში; ის, წმინდა ერთი, არის მშვიდობის, ბედნიერებისა და სიბრძნის სრულყოფილი განსახიერება. ის, უფალი, არის ჩამჯდარი ყველაში. ის მუდმივად ჩერდება იმ ადგილას, სადაც ერთგულები გულწრფელად და ერთსულოვნებით პატივს სცემენ მის სახელს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა აპრაქტიკეთ უფლისადმი ინტენსიური ერთგულება. მაშინ, თქვენ შეძლებთ უეჭველად ნამდვილი და მუდმივი ბედნიერებისა და სიბრძნის მიღწევას. რამე სარგებლობა არის გრძნობათა წარმავალი სიამოვნებებისკენ სწრაფვისგან? თაყვანი ეცით უფალს ვინც ცხოვრობს თქვენი გულის ღრუში, უფრო ახლოს თქვენთან ვიდრე თქვენი საყვარელი მეგობარი, თქვენი მამა, დედა და გურუ! უფალი არის ის ყველა და უფრო მეტი თქვენთვის!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 26.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 13 იანვარი.
რანაირი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფესტივალების, თოვის, წვიმის თუ მზის სინათლის განმავლობაში? ბჰაგავანი სიყვარულით პასუხობს ჩვენთვის დღეს.
ერთგულება არ უნდა იყოს დრო გამოშვებით ვარჯიში. ეს უნდა წარმოდგენილი იყოს ყოველ დროს, სიხარულით თუ მწუხარებით, სიამოვნებითა თუ ტკივილით. “სათათამ იოგინაჰ”, – აცხადებს გიტა. იოგები არიან მუდმივ ერთიანობაში ღმერთთან. ყოფნა დილით იოგიებად (ასპირანტებად), შუადღისას ბოგიებად (საჭმლის მოყვარულებად) და საღამოს როგიებად (დაავადებათა მსხვერპლებად) დღეს არის კაცთა გზა. ჭეშმარიტი ერთგული არის ჩაძირული უფალში ყოველ დროს და ასრულებს ყველა მოქმედებას, როგორც შეთავაზებას უფლისადმი. ნებისმიერი ქმედება რასაც თქვე აკეთებთ, როგორც მასწავლებელი, სტუდენტი ან მოსამსახურე, როდესაც თქვენ აკეთებთ ამას უფლის სახელით, ეს ხდება ღმრთისმოსავი შესაწირავი. ეს არის უადვილესი გზა ჭკუის ასამაღლებლად. როცა თქვენ მიიჩნევთ თქვენს ტანს საჩუქრად ღმერთისგან, თქვენ არ გააკეთებთ არც ერთ ცოდვილ მოქმედებას. როცა თქვენ მიიჩნევთ თქვენს სიმდიდრეს ღმერთის საჩუქრად თქვენ ბოროტად არ გამოიყენებთ მას. თქვენ სწორად გამოიყენებთ მას. მსგავსად, როცა თქვენ თვლით ყველა თქვენს ნიჭს მოცემულად ღმეთის მიერ, თქვენ გამოიყენებთ მათ ღმრთაების მსახურებაში.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 24 მაისი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 14 იანვარი.
მაკარა სანკრატის საღმრთო და წმინდა დღესასწაულზე, მოსავლის ფესტივალზე ჩვენ რა უნდა გადავწყვიტოთ? ბჰაგავანი სიყვარულით პასუხობს ჩვენთვის დღეს.
სანკრატის დღეს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. სანკრატი ნიშნავს “სან” (ერთად შეკრება) და “კრანტი” (დიდი ცვლილება). მზის შესვლა მაკარარასში (თხის რქაში) გვაუწყებს დიდი ცვლილების დაწყებას ამ დღიდან. ეს აღნიშნავს შესვლას ღმრთაებრივ ფაზაში. ეს ნიშნავს ადამიანის ჭკუის ღმერთისკენ მიბრუნების მცდელობას. ეს არის დღე როდესაც ჩვენ ველოცებით მზეს, ვინც არის თავმჯდომარე ღმრთაება თვალებისთვის, მისამართად ჩვენი ხედვის სუფთა და წმინდასკენ, წმინდა და ღმრთაებრივისკენ. პურუშარტას (ადამიანის ცხოვრების მიზნებს) რეალური მნიშვნელობა არის დროსა და გარემოებების გამოყენება როცა ესები წარმოიქმნება ადამიანის ცხოვრების გასახდელად აზრიანად და ამაღლებულად. ჩვენ უნდა განვახორციელოთ შესანიშნავი სულიერი ტრანსფორმირება მსოფლიოში დღეს. მხოლოდ მაშინ ექნება მაკარა სანკრატის წესჩვეულების შესრულებას აზრი. გარეგანი ცვლილებები ადამიანის თვალთახედვისა და დამოკიდებულების შეუცვლელად ვერ გამოხატავს კრანტის. როდესაც ჩვენ მოვიტანთ დიდ სულიერ გარდაქმნას, მაშინ იქნება ნამდვილი მშვიდობა.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 14 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 15 იანვარი.
რა არის ადამიანის ცხოვრების ოთხი მიზანი და რას ნიშნავს ესები სინამდვილეში? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს პირველ ორს, დჰარმას და არტას, დღეს.
ოთხი პურუშარტადან, დჰარმა, არტა, კამა და მოკშა, პირველი დჰარმა განიხილება საერთო გამოყენებაში როგორც მიმართვა საქმეებზე როგორიცაა ქველმოქმედება, აშრამის მოვალეობები (ეტაპი ცხოვრებაში), მლოცვარობაზე წასვლა და ასეთი სხვა კეთილი საქმეები. მაგრამ ეს ეხება მხოლოდ გარე მოქმედებებს. ყოველი ადამიანის ჭეშმარიტი დჰარმა არის ყოველგვარი მცდელობა ღმრთაებრივის სარეალიზებოდ. პროცესი რითაც შესაძლებელია ამ სრულყოფის მიღწევა, წარმოქმნის დჰარმას. სხვადასხვა აშრამებთან (ბრაჰმაჩარია, გრიჰასტა, ვანაპრასტა და სანიასა) დაკავშირებული მოვალეობების შესრულება შემთხვევითია ცხოვრების კონკრეტულ სტადიაზე. მოვალეობები არ წარმოქმნის დჰარმას საკუთრივ. დჰარმამ უნდა წაგიყვანოთ თვითრეალიზებისკენ. მსგავსად, არტა არ ნიშნავს, როგორც ჩვეულებრივ გაგებულია, ქონებისა და სიმდიდრის დაგროვებას. ესები შეიძლება გახდეს ანარტა (დამღუპველი); ესები არ არის ხანგრძლივი. შეძენა ასეთი სიმდიდრის არ შეიძლება ჩაითვალოს პურუშარტად. ნამდვილი სიმდიდრე რაც კაცმა უნდა შეიძინოს არის სიბრძნე რომელიც დაკავშირებულია ღმრთაებრივთან.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 14 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 16 იანვარი.
რა არის ჭეშმარიტი კამა და მოკშა ხსენებული ადამიანის ცხოვრების მიზნებად? რა არის მათი მიღწევის მნიშვნელობა? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს!
სიტყვა კამა (ოთხი პურუშარტადან ან ადამიანის ცხოვრების მიზნიდან, დჰარმა, არტა, კამა და მოკშა) ჩვეულებრივ ასოცირდება ამსოფლიურ სურვილებთან და გრძნობით სიამოვნებებთან. მაგრამ, როდესაც ის განიხილება როგორც პურუშარტა – როგორც ცხოვრების ერთ-ერთი მიზანი – ეს ეხება ღმერთისკენ სწრაფვას და არა საერო სურვილებს. ტერმინი მოკშა ზოგადად გაგებულია როგორც მიმართვა საშუალებებზე რომლებითაც ადამიანი აღწევს ღმერთს ან სამოთხეს. მაგრამ ადამიანს შეუძლია ყოფნა სამოთხეში მხოლოდ ღვაწლმოსილი საქმეებით მოპოვებული პერიოდის განმავლობაში და ბოლოს ხელახლა უნდა დაიბადოს კვლავ. მაგრამ მოკშა ჭეშმარიტი გაგებით მიუთითებს მდგომარეობას, რომელშიც არაფერია დანაკლსი და არ არის შემოსვლა ან გასვლა. ეს არის მდგომარეობა სახელისა და ფორმის გარეშე. ეს არ არის განსაკუთრებული წასასვლელი ადგილი. ეს არის ღმრთაებრივთან ერთიანობის მიღწევა. ყოველი ადამიანისთვის, პირველი ამოცანა, ოთხ პურუშარტას შორის, უნდა იყოს განსაზღვროს რა არის მუდმივი და რა არის წარმავალი და ეძებოს მარადიული მადჰავა. მეორე მიზანი არის ღმრთაებრივი სიბრძნის როგორც ნამდვილი სიმდიდრის შეძენა. მესამე არის ღმერთში რწმენის განვითარება და ღმერთთან შერწყმის წყურვილი. მეოთხე არის მოკშა, თვითრეალიზების მდგომარეობა რომელშიც არ არსებობს ცვლილება და არ არსებობს მოძრაობა.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 14 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 17 იანვარი.
ჩვენ ნამდვილად რატომ უნდა გამოვიჩინოთ შეუპოვრობა ჩვენს მიერ არჩეულ სადჰანაში და წარმოვთქვათ უფლის სახელი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ მუდმივად ვაპრაქტიკოთ ჩვენი სადჰანა მასზე უარის თქმის გარეშე.
ფიზიკური ტანი ვისი გულისთვისაც შენ გწყურია მთელი ეს კომფორტი და ფუფუნება ექვემდებარება დაზიანებასა და გახრწნას. ერთ დღეს, ის გახდება საკვები ძაღლებისა და ტურებისთვის. უფალი, მეორეს მხრივ, იძლევა სიხარულს და წმინდა სიყვარულის მღელვარებას. ჩააბარე შენი გული მას; მას შენგან სხვა არაფერი სურს. მისი მოპოვება არ შეიძლება სხვა საშუალებით, არც უსაზღვრო სწავლულობით, არც პომპეზური აღთქმებით და არც ფერადი რიტუალებით. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ნახევარი იკარგება ძილში; მეორე იფლანგება სულელური სურვილების დაკმაყოფილებაში, ბავშვობისა და ყმაწვილობის უმწეო უმეცრებაში, გაჭირვებაში, ტკივილსა და ავადმყოფობაში, და სიბერის უშინაარსობაში. მიუძღვენი შენი თავი რამე ღირებულ საქმიანობას და მოერიდე მათ არასწორად გამოყენებას გრძნობადი სიამოვნების სულელური დევნისთვის. გამოიყენე შენი ძვირფასი წლები უფლის დიდების ჭვრეტისთვის, შენი ჭკუის დასაფიქსირებლად მის ლოტოსის ფეხებზე მეტად უფრო მყარად, და ამით შენს გადასაყვანად დაბადებისა და სიკვდილის უზარმაზარი ოკეანის გადაღმა. ამიტომ, აპრაქტიკე ყოველ დროს და ყველა პირობებში, სიყვარულითა და ერთგულებით, უფლის სახელის გახსენება.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 26.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 18 იანვარი.
ჩვენ შეიძლება ვიყოთ ღარიბები ან მდიდრები, ნიჭიერებად ან სხვანაირად, მაგრამ რა არის ის დიდი შესაძლებლობა რაც ჩვენგან ყველასთვის თანაბრად არის ხელმისაწვდომი? ბჰაგავანი დღეს გვიხსნის ჩვენ და ასევე გვიჩვენებს ჩვენ მისი მიღწევის გზას.
მარად დაშორებული ბედნიერებისა და მშვიდობის მიმდევარი მსოფლიოსთვის რომელიც შედეგად არის დაბრმავებული იმედგაცრუებისა და დაავადების ნისლით, ღმრთაებრივი არის სინათლის სვეტი რაც აჩვენებს გზას პროგრესისკენ. კაცმა მემკვიდრეობით მიიღო შრომის ეს სამეფო, ეს მსოფლიო, რომელიც არის მხოლოდ ვრცელი ქარხანა, სადაც ის თავად გამოიქმნება კაცობიდან ღმერთობამდე, თუ მხოლოდ ის მოახმარს თავის ენერგიას და უნარს გულმოდგინედ ამ გარდაქმნას. კაცმა უნდა იმუშაოს თავისი ცხოვრების ყოველ წამს; მას არ შეუძლია თავიდან აიცილოს ეს ტვირთი. მისი არსებობა დამოკიდებულია მოქმედებაზე, ძალისხმევასა და მუშაობაზე. და მუშაობა შედეგდება ერთ-ერთში კარგში ან ცუდში, დიდში ან პატარაში, ძლიერში ან უმნიშვნელოში. ასე რომ, კაცი უნდა იყოს აქტიური სწორ ხაზებზე ბოროტებისა და ტკივილის თავიდან ასაცილებლად. ეს არის ის მოვალეობა რასაც ის აკისრებს საკუთარ თავს. შეიძლება არსებობდეს განსხვავებები კაცებს შორის ფიზიკურ ძალაში, ფინანსურ მდგომარეობასა თუ ინტელექტუალურ გამჭრიახობაში, მაგრამ ღმერთის თვალში ყველა თანასწორია; ყველას აქვს უფლება და პოტენციალი მიაღწიოს მასში შერწყმის მიზანს.
– ღმერთის საუბარი, 1972წლის 3 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 19 იანვარი.
რატომ უნდა ვაპრაქტიკოთ ჩვენ ბეჯითად უფლის ტკბილი სახელის ხსოვნა? ბჰაგავანი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ, ასე რომ ჩვენ ნამდვილად შევძლოთ მიღწევა იმის რისი უფლებაც გვაქვს ჩვენ მონიჭებული!
ღმერთის სახელი არის ამომავალი მზის ბრწყინვალება რაც ფანტავს ილუზიის სიბნელეს; ეს არის ასე მანათობელი, ასე უნივერსალური და ასე წმინდა. არ ანებოთ თუნდაც წამს გავიდეს ამ სახელის გახსენების გარეშე. გაიხსენე, ამ სახელის სიტკბოებამ როცა გაიმეორა პრაჰლადამ, სძლია დემონების გულებს ვინც მას უსმენდნენ; დემონების შვილებმა გაიმეორეს სახელი პრაჰლადასთან ერთად, და, მისი გაძღოლით დაიწყეს სიმღერა და ცეკვა სიხარულით, შეიიარაღეს საკუთარი თავები ცულებით თავიანთი ლიდერის დასაცავად! უფლის სახელი, რასაც შეუძლია დემონური ხასიათის გარდაქმნა და მისი განწმენდა ნექტრად, ნამდვილად არის მშვიდობის სამოთხე მსოფლიოსთვის. გამეორება ამ სახელის შესვენების გარეშე, გაძლიერებით სიყვარული ამ ფორმის და ამ სახელის, იმსახურებს იწოდებოდეს ერთგულებად. ერთგულება ნიშნავს უმაღლეს, და უწმინდეს სიყვარულს, მიმართულს უფლისკენ. ნებისმიერს შეუძლია მიაღწიოს ამ ერთგულებას. ერთგულების იოგას კარი ღიაა ყველასთვის. ერთადერთი საჭირო პასპორტი არის განთავისუფლების სურვილი. ეს სურვილი უფლებას აძლევს თითოეულს მიიღოს თავისი მემკვიდრეობა!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 26.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 20 იანვარი.
რომელია ის ერთი ხარისხი რაზეც დაფუძნებულია ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის? ბჰაგავანი გვაძლევს ჩვენ სიბრძნის ძვირფას მარგალიტებს მათზე დასაფიქრებლად.
თუ ვინმე დაკარგავს სიმდიდრეს, მას შეუძლია დაიბრუნოს იგი, ამა თუ იმ ეშმაკობით. თუ ის დაკარგავს ჯანმრთელობას, ზოგიერთმა ექიმმა შეიძლება დაუნიშნოს მატონიზირებელი საშუალება მის დასაბრუნებლად. თუ ადამიანი კარგავს სტატუსს და ავტორიტეტს, მან შესაძლოა ბედის გადახვევით ეს დაიბრუნოს უკან. თუ სათნოება დაიკარგება, ეს არის სამუდამოდ დაკარგული; ვერაფერი აღადგენს ძველ სიწმინდეს. ასე რომ ადამიანი უნდა იყოს ყოველთვის ფხიზელი და არასოდეს მოდუნებული. სათნოებათგან უდიდესია სიყვარული. სიყვარული არის ხასიათის საფუძველი. თქვენ შეიძლება გაქვთ ყველა სხვა სასურველი რამ უხვად; მაგრამ, თუ თქვენ არ გაქვთ ხასიათი, ანუ, სათნოება, რომელიც მთლიანად მიბმულია სიყვარულზე თქვენ შეიძლება გქონდეთ არა ნამდვილი მშვიდობა. ფული მოდის და მიდის! მაგრამ, ზნეობა? იგი მოდის და იზრდება! ზნეობა უნდა გაიზარდოს გულში მისი გამოკვებით სიყვარულით, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩვენ გვქონდეს სამართლიანობა, უსაფრთხოება, კანონი და წესრიგი. თუ სიყვარული შემცირდება ადამიანებს შორის, ერები დასუსტდებიან და კაცობრიობა დაიღუპება.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 3 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 21 იანვარი.
რა არის ჯანსაღი სხეულისა და მახვილი გონების საარსებო წყარო? სად შეიძლება ჩვენ ვიპოვოთ რჩევები ამის მისაღწევად? ბჰაგავანი სიყვარულით პასუხობს ჩვენთვის დღეს.
ჭკუა ჯერ უნდა დამშვიდდეს და დაწყნარდეს. მხოლოდ მაშინ შეიძლება ტანი იყოს ჯანმრთელი და გონება მახვილი. ჭკუა პროექტირდება ერთ დროს მხოლოდ ერთ ცალკე ობიექტზე და არა ბევრზე. მაგრამ ის მაინც არის კონგლომერატი აზრების, სურვილების, ფანტაზიების, წარმოსახვისა და დანარჩენების. სინამდვილეში, ჭკუას აქვს მის შიგნით, მოკლედ, შექმნის მთელი ისტორია. ეს არის კაცობრიობის ილუზია (მაია). ჭკუა არის ბრძოლის ველი (კურუკშეტრა) სადაც კარგი და ცუდი, სწორი და არასწორი ეჯიბრება უპრატესობისთვის. რკინა გამოიჭედება ბრტყლად მარტო რკინით. ასევე, დაბალი, დაბალი ჭკუა უნდა ჩამოყალიბდეს უკეთესი ჭკუით. ადამიანმა უნდა გახადოს თავისი ჭკუა უკეთესი და ძლიერი პირადი ამაღლების მიზნით. ეს არის ამ “პრასანტი ვაჰინის” (უზენაესი მშვიდობის ნაკადის) მიზანი. დალიეთ ღრმად ამ ნაკადის წყლებიდან, მასში მითითებული დისციპლინის წყლები. ჩაძირეთ თქვენი თავი მასში და განიწმინდეთ; შეიძლება მისმა სიგრილემ განაახლოს თქვენი მწუხარება და ტკივილები და ჩააქროს ცოდვის ცეცხლები.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 3.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 22 იანვარი.
რა არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი რასაც უფალი მოელის ჩვენ თითოეულისგან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
თქვენ უნდა შესწიროთ უფალს არა ყვავილები, რასაც მცენარეები ზრდის; ეს დააჯილდოებს მცენარეს, არა თქვენ! უფალს სურს თქვენ შესთავაზოთ ლოტოსი, რომელიც ყვავის თქვენი გულის ტბაში, ნაყოფი რაც მწიფდება თქვენი მიწიერი კარიერის ხეზე, არა ლოტოსი და ხილი ხელმისაწვდომი ბაზარზე! შეიძლება თქვენ იკითხოთ – “სად შეიძლება ჩვენ ვიპოვოთ უფალი?” აი, მან თავისი მისამართი მოგვცა, ბჰაგავად გიტას მე-18 თავში, 61-ე სლოკაში. მიუბრუნდით მას და ჩაიწერეთ. იშვარაჰ სარვაბჰუთანამ ჰრიდდეშე – „ოჰ არჯუნა, უფალი ბინადრობს ყველა არსების გულში.“ ახლა, ამის ცოდნის შემდეგ, როგორ შეგიძლიათ თქვენ ზემოდან დახედოთ ნებისმიერ ცოცხალ არსებას ზიზღით, ან როგორ შეგიძლიათ იმხიარულოთ სიძულვილით ან მიეცეთ დაცინვით დროს ტარებას? ყოველი ინდივიდი დამუხტულია ღმრთაებრივის ყოფნით, ამოძრავებულია ღმრთიური ატრიბუტებით. სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა – ეს არის ის რასაც თითოეული იმსახურებს თქვენგან. მიეცით ესები სრული ზომით.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 16 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 23 იანვარი.
რა არის გასაღები გასამარჯვებლად ცხოვრების ამ მოგზაურობაში? როგორ შეიძლება ჩვენ მოვიპოვოთ იგი? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
კაურავებს ჰქონდათ გასამარჯვებლად ყველა ინსტრუმენტი – სიმდიდრე, შეიარაღების ძალა, მოკავშირეები, მტრის ფანატიკური სიძულვილი, კამა! მაგრამ, ის ყველა გახდა მტვერი, რადგან მათ არასოდეს მიუქცევიათ ყურადღება დჰარმას უმაღლეს ფასეულობებზე; მათ არ აღჭურვეს საკუთარი თავი ღმერთის წყალობით, რაც სათადარიგოა მათთვის, ვინც თავმდაბლობისა და მშვიდობის გზაზე დადის. კრიშნა არ იყო მათი მეეტლე; ისინი დებდნენ თავის რწმენას უფრო მცირე რამეებში. როდესაც გეგმები ყალიბდება მმართველების მიერ ხალხის ამაღლებისა და ქვეყნის შვილების გაწვრთნებისთვის, მე მსურს რომ ამ ქვეყნის უძველესი სიბრძნე, რომელიც ჯერ კიდევ პანდიტებმა შეინარჩუნეს და პრაქტიკაში გამოიყენეს, იყოს უნდა მრჩეველი. ეს დაიცავს გემის კილს პირდაპირ. მე მინდა რომ უპანიშადებში განსახიერებული ცოდნა ყველას გადაეცეს. ბჰაკტიზე ან ერთგულებაზე მიმართულმა განათლებამ უპირატესობა უნდა აიღოს ბჰუკტის ან სიამოვნებისკენ მიმართულ სკოლაში სწავლაზე რაც ჭარბობს დღეს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში. ბჰაკტი არის ასაკთი ან ლტოლვა რაც გიბიძგებთ თქვენ სულიერი დისციპლინისკენ რომელიც უზრუნველგყოფთ თქვენ ამ ჯნანით. გქონდეთ ორივე რწმენაც და სიმყარეც, და თქვენ გაიმარჯვებთ.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 13 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 24 იანვარი.
რამდენად ძლიერია რწმენა ღმერთში და როგორ შეგვიძლია ჩვენ მისი შეძენა? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს დასამახსოვრებელი მაგალითით.
არსებობს მოთხრობა რადჰაზე და მის რწმენაზე კრიშნას მიმართ. უხუცესებმა ბრინდავანში ვინც გამოაშკარავდნენ კრიშნას სკანდალიზებაში რადჰას დაუყენეს მწარე გამოცდა მისი სათნოების შესამოწმებლად. მას მიეცა თიხის ქოთანი ასი ნახვრეტით და სთხოვეს ამ ქოთნით წყალი მიეტანა იამუნადან თავის სახლში! ის იმდენად სავსე იყო კრშნას ცნობიერებით რომ მან არასოდეს იცოდა ქოთნის მდგომარეობა. მან ჩაძირა იგი მდინარეში და იმეორებდა კრიშნას სახელს როგორც ყოველთვის, ყოველი ჩასუნთქვისას და ყოველი ამოსუნთქვისას. ყოველჯერ კრიშნას სახელის თქმისას, ხვრელი იფარებოდა, ასე რომ იმ დროსთვის ქოთანი იყო სავსე, იგი იყო მთელი! ეს იყო მისი რწმენის საზომი. რწმენამ შეიძლება გავლენა მოახდინოს უსულო საგნებზეც კი. ძველებმა სამეფო გზა დააგეს სულის კულტივირებისა და ჭეშმარიტების მიღწევისთვის ამით როგორც ინსტრუმენტით. რატომ ხეტიალობთ ეკლიან უდაბნოებში, ან ტალახიან ბილიკებზე?
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 16 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 25 იანვარი.
ჩვენ რატომ ვერ ვხედავთ ღმრთიურებას საკუთარ თავში და სხვებში? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს და გვასწავლის ჩვენ საშუალებებს ამ ხედვის მისაღწევად.
მანამ სანამ თქვენ გაქვთ ეგოს კვალი თქვენში, თქვენ ვერ შეძლებთ უფლის დანახვას ნათლად. ეს არის ფარდა რაზეც წმინდა თიაგარაჯა ევედრებოდა უფალ ვენკათეშვარას მოეხსნა მისი ჭკუიდან. ეგოიზმი მოისპობა თუ თქვენ გამუდმებით ეტყვით საკუთარ თავს: „ეს არის ის და არა მე“, „ის არის ძალა; მე ვარ მხოლოდ ინსტრუმენტი”. დაიჭირეთ მისი სახელი ყოველთვის ენაზე; იფიქრეთ მის დიდებაზე როცა კი თქვენ ხედავთ ან ისმენთ რამე მშვენიერს ან დიდებულს; ხედეთ ყველაში თავად უფალი მოძრავი ამ ფორმით. არ ილაპარაკოთ სხვების ცუდზე, დაინახეთ მხოლოდ სიკეთე მათში. კეთილად მიიღეთ ყველა შანსი სხვების დასახმარებლად, სხვების ნუგეშსაცემად და სხვების წასახალისებლად სულიერ გზაზე. იყავით თავმდაბალი, არ გახდეთ ამაყი თქვენი სიმდიდრით, სტატუსით, ავტორიტეტით, სწავლულობით ან კასტით. მთელი თქვენი ფიზიკური ქონება და გონებრივი უნარები და გონებრივი მიღწევები მიუძღვნეთ მსახურებას უფლისადმი და უფლის მრავალგვარი გამოვლინებებისადმი.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის13 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 26 იანვარი.
მდიდარის თუ ღარიბის, რა არის ყოველი ადამიანის დჰარმა? ბჰაგავანი ნათლად და სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
სიდიადე არ მდგომარეობს საქველო აქტების შესრულებაში რუპიების კრორების ხარჯვით. თქვენი აზრები, სიტყვები და საქმეები უნდა იყოს სავსე სიყვარულით. გააკეთეთ ძალისხმევა თქვენი თანამემამულეების ტანჯვის შესამსუბუქებლად. გიყვარდეთ ყველა როგორც თქვენ გიყვართ საკუთარი თავი. ეს არის თქვენი დჰარმა. დჰარმა არ ნიშნავს მხოლოდ საქველო აქტების შესრულებას. თქვენ უნდა აავსოთ თქვენი გული მართალი გრძნობებით და უარი თქვათ ეგოიზმსა და სიხარბეზე. ყოველთვის დაიჭირეთ საზოგადოების კეთილდღეობა ჭკუაში. არ განიხილოთ თქვენი თანამემამულეები “სხვებად”. გაუზიარეთ თქვენი სიყვარული ყველას; იცხოვრეთ მეგობრულად და განავითარეთ ერთიანობა.. მხოლოდ სიყვარულით შეგიძლიათ თქვენ მოიგოთ სხვების გული და გარდაქმნათ ისინი. მაშასადამე, დროს მოთხოვნილებაა სიყვარულის განვითარება და მისი სხვებთან გაზიარება. განავითარეთ სიყვარული ღმერთისადმი და თანაგრძნობა თქვენზე ნაკლებად იღბლიანთა მიმართ! ეს არის განათლების არსი. ემსახურეთ თქვენს მშობლებს და გააბედნიერეთ ისინი. რა სარგებელია თქვენი სიყვარულის სხვებთან გაზიარება როცა თქვენ არ ხართ შეწუხებული სახლში თქვენი დედის ტანჯვით? თქვენი უპირველესი მოვალეობაა თქვენი მშობლების სიყვარული და მათთვის მსახურება. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაანაწილოთ თქვენი სიყვარული სხვებთან!
– ღმერთის საუბარი, 2004 წლის 23 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 27 იანვარი.
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, როცა ჩვენი პრობლემები ხდება იმაზე დიდი და რთული ვიდრე ჩვენ ველოდით ჩვენი დაგროვილი წარსულის „კარმას“ გამო? ბჰაგავანი გვასწავლის და შთაგვაგონებს ჩვენ.
არც მშვიდობა და არც ერთგულება არ შეიძლება იყოს მიღებული სხვის მეშვეობით; თითოეულმა უნდა შექმნას და განავითაროს ესები თავისთვის. ამის მიუხედავად, ადამიანს ასევე უნდა ჰქონდეს უფლის მადლი, რაც არის ფუნდამენტალი. როგორც ნათქვამია უპანიშადებში, “ის ვისაც ის ირჩევს იღებს მას (იამევა ვრუნუთა თენა ლაბჰიაჰ)”. მაგრამ სულიერი ასპირანტი შეიძლება დაეჭვდეს, „მაშინ რა არის საჭიროება სულიერი ვარჯიშებისთვის? ისინი ვინც ფიქრობენ უფალზე ერთგულებით შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი ტიპის მემკვიდრეობითი ან დაგროვილი კარმა. მისი მადლით, მათ შეუძლიათ განიცადონ თუნდაც მიუწვდომელი ნეტარება. ეჭვი არ შეგეპაროთ სულიერი დისციპლინის ვარგისიანობაში; ეს არასოდეს შეიძლება იყოს უნაყოფო – არა, არავისთვის! მტკიცედ დაიჭირეთ ეს რწმენა. ურყევი ერთგულება მოიპოვებს უფლის მადლს. გაჯენდრა არის ამის მაგალითი.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 5.
საი შთაგვაგონებს 2023 წლის 28 იანვარი.
ჩვენგან თითოეული აღზრდილია გარკვეულ რელიგიით ან ტრადიციით. მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ამ რელიგიის ნამდვილი წარმომადგენელი? ბჰაგავანი სიყვარულით პასუხობს ჩვენთვის დღეს.
ჯერ თავიდან მოიშრეთ ყველაფერი რაც არის ცუდი თქვენში და შემდეგ შეითვისეთ ყველაფერი რაც არის კარგი. ცოდვაა სხვების დადანაშაულება როცა არსებობს ბოროტების მთა თქვენში. იგივე აზრი იყო გამეორებული იესოს მიერ. დღეს კაცი არ ცდილობს ამოიცნოს უთვალავი ნაკლი მასში; სამაგიეროდ, ის ადიდებს უმცირეს ნაკლებს სხვებში. სინამდვილეში, ის ეძებს შეცდომებს სხვებში ათასი თვალით. ეს არის კაცის სამწუხარო მდგომარეობა დღეს. კაცი კარგავს თავის ნამდვილ იდენტობას რადგან ის ანებებს ბოროტ ხარიხებს შევიდეს მის გულში. ადამიანები დღეს არიან უფრო მეტად დაინტერესებული სხვისი ნაკლების აღმოჩენით ვიდრე მათი დამსახურების დანახვით. ის არის ნამდვილი ადამიანი ვინც ხედავს მხოლოდ სიკეთეს სხვებში. ის არის ჭეშმარიტი ქრისტიანი, ჭეშმარიტი სიქჰი, ჭეშმარიტი ინდუსი, ჭეშმარიტი მუსლიმი, ვინც კულტივირებს სიყვარულს თავისი გულის ველში. საუბედუროდ, დღეს არავინ არის სიყვარულის თესლის ჩამთესი თავის გულში. მაშინ როგორ ელით თქვენ სიყვარულის მოსავალს? როგორ უწოდებთ თქვენ ადამიანს ნამდვილ ინდუსს თუ არ არის სიყვარული მასში?
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 14 თებერვალი.

ბაბა