სექტემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 1 სექტემბერი.
ჩვენ გვეუბნებიან სიყვარული არის ყველა პრობლემის გადასაწყვეტად. მაგრამ როგორ ვკულტივიროთ ეს სიყვარული? ბჰაგვანი, ყველაზე თანაგრძნობით, გვიჩვენებს ჩვენ ამ გზას!
ტანი არის როგორც შაქრის ლერწმის ღერო. მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გადის სხვადასხვა სირთულეებს, თქვენ შეიძლება განიცადოთ თვითრეალიზების ტკბილი ნეტარება. ეს სიტკბო არის თვით ღმრთიურება. სად არის ეს სიტკბო კაცში? ეს არის ყველა კიდურსა და ორგანოში. ყველას აქვს რწმენა სიყვარულის ძალაში. მაგრამ როგორ უნდა წახალისდეს და განვითარდეს ეს სიყვარული? ეს კითხვა შეიძლება წამოიჭრას ბევრის ჭკუაში. როდესაც ადამიანები კითხულობენ: “როგორ შეგვიძლია ჩვენ განვავითაროთ ჩვენი სიყვარული უფლის მიმართ?” პასუხი არის: “არსებობს მხოლოდ ერთი გზა. როცა თქვენ ჩადებთ პრაქტიკაში სიყვარულს, რომლშიც თქვენ გაქვთ რწმენა, ეს სიყვარული გაიზრდება.” იმის გამო რომ თქვენ არ პრაქტიკებთ იმას რასაც თქვენ აღიარებთ, თქვენი რწმენა სუსტდება. მცენარე გაიზრდება მხოლოდ მაშინ როცა რეგულარულად მოირწყვება. როცა თქვენ გაქვთ დარგული სიყვარულის თესლი, თქვენ შეიძლება გაზარდოთ იგი მხოლოდ მისი მორწყვით სიყვარულით ყოველდღე. სიყვარულის ხე გაიზრდება და გამოიღებს სიყვარულის ნაყოფს. კაცი დღეს არ ასრულებს იმ მოქმედებებს რომლებიც წაახალისებს სიყვარულს. როცა თქვენ გსურთ უფლისადმი სიყვარულის განვითარება, თქვენ მუდმივად უნდა აპრაქტიკოთ უფლის მიმართ სიყვარულით ერთგულება.
-ღმერთის საუბარი, 1991 წლის 2 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 2 სექტემბერი.
ნეტარების მოსავლის ასაღებათ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ბჰაგავანი ნათლად აყალიბებს ჩვენთვის ყველა ნაბიჯს რაც ჩვენ გვჭირდება მისადევნად.
ნირაკარა (უფორმო) მოდის ნარაკარაში (ადამიანის ფორმაში), როდესაც სიკეთის სათნოება და ბოროტების მანკიერება აღწევს გარკვეულ სტადიას. პრაჰლადას ერთგულება და მამის უგულვებელყოფა, ორივე უნდა მომწიფებულიყო მანამ, სანამ ნარასიმჰა ავატარი შეიძლებოდა მომხდარიყო. ავატარის ჭეშმარიტების გასაგებად, სადჰაკამ უნდა გააკულტუროს ჭკუა, როგორც ფერმერი აკეთებს მინდორს. მან უნდა გაასუფთაოს ველი ეკლიანი ქვეტყისგან, ველური მცოცავებისგან და გაუმხმარი ფესვებისგან. მან უნდა მოხნას მიწა, მორწყას იგი და კარგად დათესოს თესლი. მან უნდა დაიცვას ამოსული მცენარეები და ნაზი ნერგები როგორც მწერი მავნებლებისგან, ასევე თხისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის თავდასხმისგან; მან უნდა დააყენოს ღობე ირგვლივ. ასევე, ეგოიზმი, სიამაყე და სიხარბე უნდა იყოს ამოღებული გულიდან; სატია, ჯაფა, დჰიანა (ჭეშმარიტება, უფლის სახელის გამეორება და მედიტირება), ხნავს და ასწორებს; სიყვარული არის ის წყალი რითაც უნდა გაიღენთოს მინდორი და გახადოს იგი რბილი და მდიდარი; სახელი არის თესლი და ბჰაკტი არის ყლორტი; კამა და კროდჰა (სურვილი და რისხვა) არის პირუტყვები და ღობე არის დისციპლინა; ანანდა (ნეტარება) არის მოსავალი!
-ღმერთის საუბარი, 1964 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 3 სექტემბერი.
თუმცა საზოგადოებაში თანასწორობის კონცეფცია არის მნიშვნელოვანი, რა არის ნიუანსი რაც ხშირად გამოტოვებულია? ბჰაგავანი განმარტავს და გვაძლევს ჩვენ მნიშვნელოვან მითითებებს ყველასათვის ბედნიერების უზრუნველყოფის გზებზე.
თქვენ ამჟამად გესმით თანასწორობის (სამანათვას) შესახებ, რომ თითოეული ცოცხალი არსება თანაბარია დანარჩენის. ეს არის მცდარი წარმოდგენა, რადგან ჩვენ ვნახულობთ მშობლებსა და ბავშვებს განსხვავებულად აღჭურვილებს; როცა ერთი ბედნიერია, მეორე უბედურია! არ არსებობს თანასწორობა შიმშილში ან სიხარულში! რა თქმა უნდა, ყველას თანაბრად აქვს უფლება სიყვარულსა და თანაგრძნობაზე და ღმერთის მადლზე. ყველას აქვს უფლება წამალზე საავადმყოფოში, მაგრამ რაც ეძლევა ერთს არ უნდა მიეცეს მეორეს! არ შეიძლება იყოს თანასწორობა მედიკამენტების მოხმარებაში! თითოეული იმსახურებს წამალს რომელიც განკურნავს მას მისი ავადმყოფობისგან. მე ვიცი, რომ ეს ბრძოლა თანასწორობის სახელით არის მხოლოდ ერთი გზებიდან რომლითაც კაცი ცდილობს ანანდას მიღებას! მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში კაცი დღეს მისდევს ბევრ ასეთ გზამკვეთსა და მცდარ გზას ანანდას მისაღწევად. მაგრამ ნება მომეცით მე გითხრათ თქვენ, რომ ურეფორმირებოდ ქცევის, ყოველდღიური ქცევის, ყოველდღიური ცხოვრების პატარა მოქმედებების, ანანდა იქნება მიღწევადობის მიღმა. მე ვთვლი პრავართნას (ქცევას) ყველაზე არსებითად!
-ღმერთის საუბარი, 1964 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 4 სექტემბერი.
სად უნდა მიგვიყვანოს ჩვენ ღმერთის ძებნამ? ბჰაგავანი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ დღეს ვიკითხოთ გულწრფელად.
ღმრთაებრივი ათმას ტანმოსილნო! უძველესი დროდან, კითხვები, “სად არის ღმერთი?” და “როგორ ჩნდება ის?” აღელვებდა ადამიანების ჭკუებს. პასუხები მოიძებნა გამოკვლევის სხვადასხვა გზებით. მორწმუნეებმა, ურწმუნოებმა, მათ ეჭვის მქონეებმა და სხვებმა ვერ შეძლეს მკაფიო პასუხის მიღება ამ კითხვებზე. ჭეშმარიტების გასაგებად ადამიანმა უნდა ჩაიხედოს საკუთარ თავში. ეს არ შეიძლება იყოს ნასწავლი სახელმძღვანელოებიდან ან მასწავლებლებისგან. ჩაითანია (შეგნება) არის ჭკუაში და ვრცელდება ყველგან. ხედვის ძალა თვალში და გემოს ძალა ენაში მიღებულია ამ ჩაითანიადან. ადამიანები იყენებენ გრძნობის ორგანოებს მაგრამ არ იციან ძალის წყარო რაც მათ ააქტიურებს. ჩაითანია შეუძლებელია იყოს გაგებული ფიზიკური ხედვით. ეს არის ყველას შიგნით ძალიან ახლოს. ადამიანები ატარებენ გარე ვარჯიშებს და სულიერ პრაქტიკებს ამაოდ მის საპოვნელად. მთელი ქმნილება არის ღმრთიური ნების გამოვლინება. პრაკრითი (ბუნება) არის ღმერთის გამოვლინება. კაცი ასევე არის პრაკრითის ნაწილი და ამგვარად აქვს ღმრთაებრივი ძალა მასში.
-ღმერთის საუბარი, 1993 წლის 19 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 5 სექტემბერი.
რა არის ის მნიშვნელოვანი ინსტრუქციები რაც მასწავლებლებმა უნდა მისცენ თავიანთ მოსწავლეებს? ინდოეთში მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით, ბჰაგავანი სიყვარულით იმეორებს!
მასწავლებლებო! ასწავლეთ თქვენს ახალგაზრდა მოსწავლეებს ბჰარათის დიდი ბრძენების, გმირებისა და გმირი ქალების იდეალები, ვინც მისდევდნენ უმაღლეს სათნოებებს და მისცეს მაგალითი მსოფლიოს. მათ უნდა ასწავლონ მოიქცნენ როგორც იდეალური ვაჟები შრავანაკუმარის მსგავსათ. ერთ კარგ ვაჟს შეუძლია გამოისყიდოს მთელი ოჯახი. ეკალავია სიმბოლიზებს უზენაეს ერთგულებას გურუს მიმართ. პრაჰლადა უნდა იყოს ხელჩამორთმეული როგორც ღმერთში სრული რწმენის უმაღლესი მაგალითი. მასწავლებლებმა უნდა ჩანერგონ ღმერთისადმი ასეთი ერთგულება ახალგაზრდებში. სეკულარიზმის სახელით, მთავრობები არ უნდა დაეჯახნენ მოქალაქეების მიერ მათი შესაფერისი რელიგიის პრაქტიკას. არავინ უნდა გააკრიტიკოს სხვათა სარწმუნოება. ღმრთიურება რომელსაც თაყვანს სცემს ყველა რელიგია არის ერთი და იგივე, თუმცა სხვადასხვა სახელები შეიძლება იყოს გამოყენებული. რელიგიის სახელით, ძალადობრივი კონფლიქტები არ უნდა წახალისდეს. ბავშვები უნდა იყვნენ ნასწავლი ყველა რელიგიის პატივისცემაზე. მასწავლებელმა უნდა ასევე გახადონ ბავშვები გაცნობიერებული განათლების ჭეშმარიტ მიზანზე. განათლება უნდა იყოს მომზადება უბიწო ცხოვრებისთვის და არა ფულის შოვნისთვის. კარგი ხარისხები არის უფრო ფასეული ვიდრე ფული.
-ღმერთის საუბარი, 1994 წლის 22 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 6 სექტემბერი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ რომ ქმნილებას აქვს ისეთივე ბუნება როგორიც შემოქმედს? ბჰაგავანი სიყვარულით ხსნის ჩვენთვის დღეს დასამახსოვრებელი მაგალითით.
ღმრთაებრივი არის სრული; შემოქმედება არის სრული; მაშინაც კი, როცა ქმნილება მოხდა და კოსმოსი გამოჩნდა წარმოქმნილად ღმრთაებრივისაგან, არ იყო შემცირება სრულის სისავსეში. თქვენ მიდიხართ ბაზარში კილოგრამი ჯაგერის საყიდლად. მაღაზიის გამგეს თავისი მარაგიდან მოაქვს დიდი ნაჭერი და ჭრის ნაწილს, რომელიც იწონის დაახლოებით კილოგრამს; ის შემდეგ აწონის მას და გვაძლევს ჩვენ ფასის ოდენობის სანაცვლოდ ჯაგერის ერთ კილოგრამს. ჩვენ ვიღებთ სინჯად ნაწილს დიდი ნაჭრისგან და ჩვენ იმედი გვაქვს ნაწილი გამოდგება ისე ტკბილი როგორც ორიგინალი ნაჭერი. ჩვენ მივდივართ სახლში და ვამზადებთ ცოტა ტკბილ სასმელს რასაც ჰქვია პანაკამი. პანაკამი არის ტკბილი; ჯაგერის კილოგრამი და დედა ნაჭერი – ყველა არის ერთნაირად ტკბილი. სისავსე არის ღმრთაებრივის ხარისხი; ის გვხვდება ნაწილში ან ულუფაში, ნახევარში ან მთელში. რაოდენობა არ არის კრიტერიუმი; ხარისხი არის. ხილულ მსოფლიოში რომელიც აღებულია ღმრთაებრივის ნივთიერებიდან, ეს ხარისხი თანაბრად არის სავსე. ჩვენ არ განვიხილავთ მსოფლიოს როგორც რამე ნაკლებს ვიდრე ღმერთს..
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 23 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 7 სექტემბერი.
განეშ ჩათურტის წმინდა დღესასწაულზე, ბჰაგავანი განმარტავს უფალი ვინაიაკას შინაგან მნიშვნელობას.
პარვათი თანაია განადჰიპა! (ოჰ პარვატის ვაჟიშვილო, განების მბრძანებელო!). ამ ტერმინებით ვედები ადიდებს განაპათის. ვინ არიან ეს განები? არიან ისინი ციური ანგელოზები თუ ასურები (დემონური არსებები)? ისინი არიან ციური არსებები. სად არიან ისინი? ისინი არიან მოხეტიალე გარე მსოფლიოში თუ არიან ისინი დახვეწილად ადამიანებში? მას განადჰიპათის უწოდებენ იმიტომ რომ ის არის განების უზენაესი უფალი. განები არის ჯნანედრიების (აღქმის ორგანოების) და კარმენდრიების (მოქმედების ორგანოების) ტამნმოსილებები. ჭკუა არის ამ ათი გრძნობის პატრონი. ჭკუის თავმჯომარეობის ღმრთაებას ეწოდება ინდრა რადგან ის არის ინდირიების (გრძნობების) მბრძანებელი. ჭკუაზე თავმჯდომარე არის ბუდჰი (გონება). რას ნიშნავს სახელი “განაპატი”? “გა” ნიშნავს ბუდჰის (ან ინტელექტს), “ნა” ნიშნავს ვიჯნანას (სიბრძნეს). ვინაიდან ვიღნეშვარა არის გონიერებისა და სიბრძნის მბრძანებელი მეფე, მას ჰქვია განაპათი. აქედან გამომდინარეობს ეს რომ რასაც ეწოდება განები არის ადამიანის ტანის ნაწილები.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 29 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 8 სექტემბერი.
რა არის მიზანი კერპების როგორც ღმრთაების წარმოდგენის თაყვანისცემის უკან? ჩვენ როგორ უნდა ვისარგებლოთ ასეთი თაყვანისცემიდან? მოდით ჩვევნ მოვისმინოთ თვით ბჰაგავანისგან!
თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ კერპები და თაყვანი სცეთ მათ. მაგრამ არ დაივიწყოთ ყოველგვარი თაყვანისცემის შინაგანი მნიშვნელობა. ყველა გარეგანი აქტივობა აუცილებელია მხოლოდ თქვენს დასახმარებლად შეხვიდეთ არაორმაგობის სულში და განიცადოთ ერთიანობა სხვადასხვაგვარობაში. სიყვარული და მსხვერპლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სადაც არის სუფთა, უმწიკვლო, უანგარო, წმინდა და ამაღლებული სიყვარული იქ არ არის შიში საერთოდ. გაცემა და არა მიღება არის სულიერი სადჰანას ძირითადი პრინციპი. თქვენი გული სავსეა სიყვარულით, მაგრამ თქვენ იყენებთ მას მხოლოდ ეგოისტური მიზნებისთვის მისი ღმერთისკენ მიმართვის ნაცვლად. ღმერთი არის გულში და არა თავში. გული არის პრემა-მაიამ (სიყვარულით სავსე). ამ დღესასწაულის დღეებში, თქვენ უნდა გახსოვდეთ რომ ღმერთი არის ერთი, და ყველა რელიგია მისდევს „ერთი ღმერთის, ვინც არის ყველგანმყოფი“ ერთსა და იმავე პრინციპს. თქვენ არ უნდა გქონდეთ სიძულვილი რომელიმე რელიგიის მიმართ, რადგან თითოეული არის ბილიკი ღმერთისკენ. აღზარდეთ სიყვარული თქვენი მოყვასებისადმი, მიიღეთ ღმრთიურის კეთილშობილური სიყვარული. ეს არის ცხოვრების მიზანი.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 9 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 9 სექტემბერი.
რა უნდა იყოს ჩვენი ყველა სულიერი პრაქტიკისა და რიტუალის საფუძველი? ბჰაგავანი სიყვარულით და მტკიცედ გვახსენებს ჩვენ დღეს დაკავშირებულ მაგალითს.
საკუთარი იდენტობის გაცნობიერება, ათმას არსებად, არის სიბრძნის ნიშანი, ლამპის ანთება რომელიც აფენს სიბნელეს. ეს ათმა არის ნეტარების, მშვიდობის, სიყვარულის ტანმოსილება, მაგრამ, იმის ცოდნის გარეშე რომ ეს ყველაფერი არსებობს მასში, კაცი ეძებს მას თავის გარედან და აუძლურებს თავს ამ იმედგამაცრუებელ დევნაში. ჩიტები, რომლებიც დაფრინავენ გემის ანძებიდან შორს, უნდა დაბრუნდნენ სწორედ იმ ანძებზე, რადგან მათ სხვა ადგილი არ აქვთ, რომ შეკეცონ დაღლილი ფრთები და დარჩნენ სტუმრად! ამ სიბრძნის (ჯნანას) მოკლებულად, ყველა მცდელობა სულიერი ნეტარებისა და სიმშვიდის საძებნად არის უშედეგო. თქვენ შეიძლება გქონდეთ ბრინჯი, ოსპი, მარილი, ბოსტნეული და თამარინდი; მაგრამ ცეცხლის გარეშე, რომ მოხარშოთ ესები რბილად და გემრიელად, ესები არის ისეთივე კარგი როგორც არარსებული! ასევე, ჯაფამ, დჰიანამ, პუჯა და პილიგრიმობა ყველა არის არაეფექტური, თუ ადამიანის ძირითადი რეალობისა და იდენტობის ცოდნა არ არსებობს ამ პროცესის გასათბობად. ათმა არის ყოველგვარი სიხარულისა და მშვიდობის სათავე და წყარო; ეს უნდა იყოს გაცნობიერებული და დასახლებული. ამ შემეცნების გარეშე, ადამიანის სიცოცხლე არის შესაძლებლობა რაც არის დაკარგული!
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 16 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 10 სექტემბერი.
რა არის ნამდვილი კურუკშეტრა და რა არის მუდმივი ბრძოლა რაც იქ ხდება? ბჰაგავანი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ ასე რომ ჩვენ შევძლოთ საკუთარი გამარჯვების უზრუნველყოფა.
ჩვენს ტანს თვით შეიძლება ეწოდოს დჰარმაკშეტრა. რადგან, როცა ბავშვი იბადება ის არის სუფთა და უნაკლო. ის ჯერ კიდევ არ არის მსხვერპლი „ადამიანის ექვსი მტრის“ – ბრაზის, სიხარბის, ვნების, ეგოთიზმის, სიამაყისა და ეჭვიანობის. ის არის ყოველთვის ბედნიერი. ის ტირის მხოლოდ როცა შია. ვინც ეფერება, მეფე თუ მდაბიო, წმინდანი თუ ქურდი, ბავშვი არის ბედნიერი. ბავშვის ტანი არ არის ზემოქმედებული სამი გუნადან (თანდაყოლილი ხარისხიდან) არცერთით და არის დჰარმაკშეტრა. როდესაც ტანი იზრდება, ის იწყებს ისეთი ხარისხების შეგროვებას, როგორიცაა ეჭვიანობა, სიძულვილი და მიჯაჭვულობა. როდესაც ეს ბოროტი ტენდენციები ვითარდება ტანი ხდება “კურუკშეტრა”. ბრძოლა პანდავებსა და კაურავებს შორის არ გაგრძელებულა 18 დღეზე მეტს, მაგრამ ომი კარგ და ცუდ ხარისხებს შორის ჩვენში წარმოებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. რაჯო გუნა და ტამო გუნა (ვნებისა და ინერტულობის ხარისხები) ასოცირდება ეგოსთან და გრძნობასთან “ჩემი”. სიტყვა “პანდავა” თავისთავად დგას სიწმინდისა და სატვიკ ბუნებისთვის. “პანდუ” ნიშნავს სითეთრეს და სისუფთავეს. პანდუს შვილები, ხუთი პანდავა, იყო სუფთა. პანდავასა და კაურავას შორის ომი ნიშნავს შინაგან ომს ჩვენგან თითოეულში – სატვა გუნას ომს დანარჩენი ორი გუნას, რაჯასისა და თამასის წინააღმდეგ.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 5 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 11 სექტემბერი.
რა არის ის მგლის ორმოები ჩვენს სულიერ პრაქტიკაში რაზეც ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
ცხოვრება არის კამპანია მტრების წინააღმდეგ, ბრძოლა დაბრკოლებებთან, ცდუნებებთან, გაჭირვებებთან და მერყეობებთან. ეს მტრები არის კაცის შიგნით და ამიტომ ბრძოლა უნდა იყოს განუწყვეტელი და მუდმივი. მსგავსად ვირუსის რომელიც ყვავის სისხლში, მანკიერებები ვნების, სიხარბის, სიძულვილის, ბოროტების, სიამაყისა და შურის აცლის ძალას კაცის ენერგიასა და რწმენას და ამცირებს მას უდროოდ დაცემამდე. რავანას ჰქონდა სწავლულობა, ძალა, სიმდიდრე, ძალაუფლება, ხელისუფლება და ღმერთის წყალობა. მაგრამ ვნებისა და ამპარტავნების ვირუსმა რომელიც შეიხიზნა მის ჭკუაში მოუტანა მას განადგურება მისი ყველა მიღწევის მიუხედავად! მან ვერ იცხოვრა მშვიდობითა და სიხარულით ერთი წუთი მას შემდეგ რაც ვირუსმა დაიწყო მუშაობა. სათნოება არის ძალა, მანკიერება არის სისუსტე. კაცი განსხვავდება კაცისგან ამ ბრძოლით შინაგანი მტრების წინააღმდეგ. თითოეული იღებს შედეგს, რასაც მისი სადჰანა იმსახურებს, რასაც მისი ქმედებები ამ და წინა დაბადებებში იმსახურებს! ცხოვრება არ არის მათემატიკური ფორმულა, სადაც 2 + 2 ყოველთვის უდრის 4-ს. ზოგისთვის, ეს შეიძლება იყოს 3, ზოგისთვის, 5. ეს დამოკიდებულია იმაზე თითოეული როგორ აფასებს 2-ს. უფრო მეტიც, სულიერ გზაზე, თითოეული წინ უნდა წავიდეს იქიდან სადაც ის უკვე არის შესაბამისათ მისი საკუთარი ტემპის და ლამპის შუქის რომელიც თითოეულ ადამიანს უჭირავს თავის ხელში.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 16 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 12 სექტემბერი.
რამდენად ღრმა არის ჩვენი სიყვარული ღმერთის და ღმერთის სიყვარული თითოეული ჩვენგანისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შეიძლება არ გავუშვათ ეს ძვირფასი შესაძლებლობა!
თქვენ შეიძლება იყოთ შეწუხებული რადგან თქვენ რაღაც დამპირდით მე და მოგვიანებით თქვენ ცდუნდით თქვენი სიტყვის გატეხვაზე. ახლა, არ წაიბორძიკოთ. როდესაც თქვენ მპირდებით რომ თქვენ არ მოწევთ ან არ დაესწრებით ფილმებს, დაპირება უნდა იყოს ნათელი, მყარი და სრული. მე არ ვიგებ თქვენი დაპირებით და მე არც ვაგებ, თუ თქვენ არღვევთ მას. თქვენ იღებთ თავდაჯერებულობას, თქვენ იღებთ ძალას, თქვენ იღებთ მორალურ ბოჭკოს, თქვენ იღებთ ანანდას. დიახ; თქვენი ანანდა არის ჩემი საკვები. ასე რომ, მეც ვშოულობ, აგრეთვე! მთის მწვერვალებზე თოვლები რბილდება დღისით მზის შედეგად; ესები მკვრივდება ღამის განმავლობაში, რადგან მზე არ არის. ასევე, თქვენი მძიმე გული მამძიმებს მე; თქვენი რბილი გული მარბილებს მე. გაიგეთ ეს: თითოეულმა თქვენგანმა იცის ერთი დედის სიყვარული მხოლოდ. მაგრამ ჩემი ერთგულება, ჩემი სიყვარული თითოეული თქვენგანის მიმართ არის რაც ათასი დედის სიყვარული! უარი არ ათქმევინოთ თქენს თავს ამ ერთგულებაზე, ამ სიყვარულზე, უარისთქმით ჩემთვის თქვენს სიყვარულზე!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 4 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 13 სექტემბერი.
რა იყო არჯუნას მნიშვნელოვანი ხარისხებისგან ერთი რამაც გახადა ის უფლების მქონე გიტას მიღებაზე? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და შთააგონებს ჩვენ დღეს.
პანდავაებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არჯუნას აღემატებოდნენ რაღაც მხრივ. დჰარარაჯა, უფროსი ძმა, იყო უფრო მშვიდი. მაშინ რატომ არ ასწავლეს მას წმინდა გიტა? ფიზიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით, ბჰიმა იყო ბევრად უფრო ძლიერი ადამიანი. რატომ არ იყო იგი მიმართული ბჰიმასკენ? რატომ ასწავლეს იგი არჯუნას? დჰარმარაჯა იყო დჰარმას ტანმოსილება, ეჭვი არ არის. მაგრამ, მას არ ჰქონდა შორსმჭვრეტელობა, რომ წარმოედგინა ომის უბედურებები. მან მხედველობაში არ მიიღო თავისი ქმედების შედეგები. ის გახდა ბრძენი მხოლოდ მოვლენის შემდეგ. ბჰიმას ჰქონდა უზარმაზარი ფიზიკური ძალა და გამბედაობა, მაგრამ მას არ ჰქონდა საკმარისი გონიერება. მხოლოდ, არჯუნას ჰქონდა წინდახედულება. მან უთხრა კრიშნას: “მირჩევნია ვიყო მკვდარი, ვიდრე ვიბრძოლო ამ ხალხის წინააღმდეგ, რადგან, თუ გავიმარჯვებ, ეს იქნება მათი სიკვდილის ფასად და გამოიწვევს დიდ ტანჯვას”. ამის საპირისპიროდ, დჰარმარაჯა აწარმოებდა ომს და როცა მან დაკარგა თავისი ახლობლები და ნათესავები, ის დაჯდა სიბნელეში სინანულით ყოველივე მომხდარზე! როცა ადამიანი მოქმედებს წინდახედულობის გარეშე, მას მოსანანიებელი აქვს განურჩეველი ქმედების შედეგები.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 5 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 14 სექტემბერი.
რა არის ნამდვილი მსხვერპლი რაც ჩვენ უნდა გავიღოთ ღმერთის მადლის მოსაპოვებლად? ბჰაგავანი ხსნის დღეს იმპერატორ ბალის მაგალითის ციტირებით.
ზოგადად მიჩნეულია რომ ღმერთი ინკარნირდა როგორც ვამანა ბალის ეგოს ამოძირკვისთვის. ეს არ არის სიმართლე. ინკარნირებას როგორც მისი მიზანი ჰქონდა განთავისუფლების მადლის მინიჭება. რადგან, ბალის არ ჰქონდა მასში ეგოს მინიშნება. როდესაც ვამანამ ითხოვა „სამი ფუტი მიწა“ მისგან, მისი გურუ ყველანაირად ცდილობდა თავიდან აეცილებინა მისთვის ვამანაზე მისი მიცემა. “ჩემო ძვირფასო თანამემამულევ! ეს არ არის ჩვეულებრივი მათხოვარი. ის არის ღმერთი ნარაიანა თვით. თუ თქვენ თანახმა ხართ მისცეთ მას რასაც ის გთხოვთ, შენ აუცილებლად იქნები დანაღმული!” მაგრამ, იმპერატორმა ბალიმ უპასუხა: “ვინც გინდა იყოს ის, მან ითხოვა და გაცემა იმის რაც ითხოვა არის ჩემი მოვალეობა. ეს არის ჩემი დიდი სიკეთე რომ ღმერთი ნარაიანა მოვიდა ხელგაწვდილი ჩემგან საჩუქრის მისაღებად. მე არ მოვუსმენ. შენს სწავლებებს ახლა. ხელი რომელიც გასცემს არის ზემოთ ხელზე რომელიც იღებს. ეს არის მართლაც უნიკალური იღბალი,” თქვა მან. სამი ნაბიჯი არის ფიზიკური (ადჰიბჰაუთიკა), გონებრივი (ადჰიდაივიკა) და სულიერი (ადიატმიკა). პირველმა ორმა ნაბიჯმა დაფარა დედამიწა და ცა და მესამესთვის, იმპერატორ ბალის გული იყო ყველაზე შესაფერისი საჩუქარი! მას შემდეგ, რაც გული შესთავაზა ღმერთ ნარაიანას, მისი ტანი ჩაეშვა პატალაში (მიწისქვეშა რეგიონებში). პირველი ორი ნაბიჯი ნიშნავს იდენტიფიცირებას ტანთან და ჭკუასთან. ბალიმ მიაღწია სრული დანებების ეტაპს. მისი გული, ჭკუა და გონება ეკუთვნოდა უფალს.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 1 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 15 სექტემბერი.
ონამის ხელსაყრელ და წმინდა ვითარებაში, რა არის ის გაკვეთილი იმპერატორ ბალის ცხოვრებიდან რაც ჩვენ უნდა შევრაცხოთ? ბჰაგავანი სიყვარულით და ტკბილად გვახსენებს და გვაკურთხებს ჩვენ დღეს.
ბალიმ გაიგო ღმერთის დიდმშვენიერება და უდიდებულესობა. მან უთხრა თავის გურუს: “ხელი, რომელიც სიკეთეს ანიჭებს უამრავ ერთგულს, ეს ხელი გამოშვერილია მისაღებად იმის რასაც მე ვთავაზობ უფლის სურვილის პასუხად. ამ ხელს აქვს ყველა სამყარო მის პყრობაში. და, რისი მიღება სურს უფალს ჩემგან? ის ითხოვს მხოლოდ იმას რაც მან მე მომცა! ის მოვიდა ჩემთან ამ ფორმით რომ ითხოვოს ჩემგან რადგან იგივეა რაც მას აქვს მოცემული ჩემად!” ბალიმ დაარწმუნა თავისი თავი რომ უფალი იძლევა და უფალი იღებს, რომ ის არის მხოლოდ ინსტრუმენტი, და რომ მისი ბედი არის შერწყმა უფალში. ასე რომ, ამ დღესასწაულის დღეს, როცა ჩვენ ვზეიმობთ მის მიძღვნასა და უარის თქმას ქონებაზე, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი რწმენა, რომ ღმერთის ნებამ უნდა იბატონოს და ბატონობს ყველა ადამიანურ ძალისხმევაზე. და, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თიაგა (მსხვერპლშეწირვა) არის უმაღლესი სადჰანა. იყავით პრაჰლადასა და ბალის მსგავსი. ნუ იქნებით ჰირანიაკაშიპუები, რადგან ისინი დაბრმავებულნი არიან ეგოიზმით. ელოცეთ ღმერთს; დაე ლოცვა იყოს თქვენი სუნთქვა. არ შეეწინააღმდეგოთ ღმერთს და არ იყოთ შეჩვენებული. მიიღეთ ეს როგორც მესიჯი ამ ონამ დღეზე.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 1 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 16 სექტემბერი.
როგორ ვკულტივიროთ ჩვენ კარგი ხარისხები და მოვამზადოთ გული ნეტარების მოსავლისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
კარგი ხარისხების კულტივირება გულისხმობს ყველა ცუდი ხარისხის მოშორებას. ამ უკანასკნელთა შორის, ორი არის განსაკუთრებით არასასურველი. ესები არის ასუია (შური) და დვეშა (სიძულვილი). ეს ორი ცუდი ხარისხი არის როგორც ორი შეთქმული, ერთი ეხმარება და აქეზებს მეორეს ყოველ მოქმედებაში. ასუია არის როგორც მავნებელი რომელიც თავს ესხმის ხის ფესვებს. დვეშა არის რიგორც მწერი რომელიც თავს ესხმის ტოტებს, ფოთლებსა და ყვავილებს. როდესაც ეს ორი გაერთიანდება, ხე, რომელიც შეიძლება ლამაზად და აყვავებულად დაინახებოდეს, არის სრულიად განადგურებული. მსგავსად, ასუია თავს ესხმის ადამიანს შიგნიდან და არის უჩინარი. დვეშა თავს იჩენს ღია ფორმებში. თითქმის არ არის ვინმე, ვინც თავისუფალია შურის მანკისგან. შური შეიძლება წარმოიშვას თუნდაც ძალიან უმნიშვნელო საგნებზე და შურისგან წარმოიქმნება სიძულვილი. სიძულვილისგან თავის დასაღწევად ადამიანმა მუდმივად უნდა აპრაქტიკოს სიყვარული. სადაც არის სიყვარული, იქ ადგილი არ ექნება შურს და სიძულვილს, და სადაც არ არის შური და სიძულვილი, იქ არის ანანდა (ნამდვილი სიხარული).
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 6 სექტემბერი.














ბაბა