ბრაჰმავიდია და ქალები
კ: შენ ლაპარაკობდი მკაცრი რეჟიმის შესახებ; კაცებმაც უნდა მისდიონ მას, ასე არ არის?
პ: რა თქმა უნდა! ისინი აგრეთვე არიან სისხლი და ხორცი, ძვლები და ტვინი; ისინი აგრეთვე ტკივილმიყენებული არიან ავადმყოფობით. ყველა და თითოეულ ადამიანს, ვინც არის ტკივილმიყენებული დაბადებით და სიკვდილით და გატანჯული ამ ციკლიდან, ესაჭიროება ეს წამალი. და ვინც არ უნდა ეხმარებოდეს თავის თავს ამ მკურნალობით, უნდა მისდიოს რეჟიმს აგრეთვე. კაცი თუ ქალი, თუ ისინი უგულვებელყოფენ რეჟიმს, ვერ შეძლებენ ავადმყოფობისგან თავის დაღწევას. ადამიანები ვერ მისცემენ თავს უფლებას თქვან, რომ ისინი თავისუფალნი არიან ამისგან; მათ უნდა უერთგულონ მას ყურადღებით და დაიცვან ის მკაცრად. თუნდაც თუ მათ ექნებათ ბრაჰმაპადესამი (ზიარება ბრაჰმაშეცნობის სულიერ გზაში), თუ ისინი მოკლებული არიან სათნოებას, როგორიცაა სამა და დამა, ისინი ვერ გადაარჩენენ თავის თავს, კაცი იქნება ეს თუ ქალი.
კ: მაგრამ სვამი, შასტრებში სწავლული ბევრი მეცნიერი რატომ აცხადებს, რომ ქალს არ აქვს უფლება ბრაჰმავიდიას მოპოვებაზე? რა არის მიზეზი?
პ: არ არსებობს არავითარი საფუძველი განცხადებაში, რომ ქალებს არ აქვთ უფლება ბრაჰმავიდიაზე. ვიშნუმურთჰიმ ასწავლა ბჰუდევის გითჰას დიდება; პარამესვარამ ასწავლა პარვატის ბრაჰმათჰათჰვა გურუ-ჩითჰას მეშვეობით. სწორედ ამას აღნიშნავს გურუ-ჩითჰა როცა ის ამბობს `პარვატი უვააჩ”. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ამის გარდა, ისვარამ აზიარა პარვატი იოგასასტრასა და მანთჰრასასტრაში. ბრიჰადარანიაკა უპანიშადი ახსენებს, რომ იაჯნავალკიამ ასწავლა მაიტრეის ეს, ზუსტად იგივე ბრაჰმავიდია. ეს არის კარგად ცნობილი ფაქტი. ახლა კი შენ თვითონ შეგიძლია განსაჯო და გააკეთო შენი საკუთარი დასკვნა, არიან ქალები ბრაჰმავიდიაზე უფლების მქონე თუ არა.
კ: არსებობს ზოგიერთი სხვა, სვამი, რომელიც აცხადებს, რომ ქალი არ არის ბრაჰმაჩარიაზე და სანიასაზე უფლება აყრილი. ეს არის სიმართლე? ვედები კრძალავენ ამას?
პ: ვედებს აქვს ორი ნაწილი: კარმაკანდა და ჯნანაკანდა. კარმაკანდა არის დამწყებთათვის, განუვითარებელთათვის; და ჯნანაკანდა არის უფრო წინწაწეულებისთვის, კარგად განვითარებულ გონებამახვილთათვის. არ არსებობს მითითება კაცზე ან ქალზე ამასთან დაკავშირებით. დამწყებნი არიან ყოფითები; ისინი როგორ შეძლებენ ჯნანაკანდას ატმას შესახებ უკვდავი გზავნილის გაგებას? ბრიჰადარანიაკაში ჩვენ გავქვს ხსენება გარგის და მაიტრეიას, რომლებიც ანათებენ ბრაჰმაჩარიას და სანიასას სულიერი ბრწყინვალებით. მაჰაბჰარატაში ჩვენ ასევე ვახსენებთ შუბჰაიოგინის და სხვა ქალებს, რომლებიც არიან იდეალური ქალები, სავსე სათნოებით.
კ: ქალებს შეუძლიათ მოიპოვონ ბრაჰმაჯნანა, იმ დროსაც კი თუ ისინი ატარებენ ოჯახის უფროსის ცხოვრებას?
პ: რატომაც არა? მადაალასამ და სხვებმა შეძლეს ბრაჰმაჯნანის მიღწევა, იმ დროს როცა ცხოვრებაში იყვნენ გრიჰასთჰის მდგომარეობაში, სახლის მეპატრონის სტატუსში. შენ ალბათ უნდა გსმენოდა ამის შესახებ იოგავასისთჰასგან და პურანებიდან, როგორ მიაღწიეს მათ სიკეთეებიდან ერთ-ერთ ყველაზე უმაღლესს, თვით ბრაჰმაჯნანას. და შემდეგ განა უპანიშადები არ აცხადებენ, რომ კაათჰიაიინი, სარანგი, სულაბჰა, ვისვადევა და სხვები იყვნენ ბრაჰმაჯნანას მიმდევრები?
კ: სვამი, არიან ქალები, რომლებმაც მიაღწიეს ბრაჰმაჯნანას, იმ დროს როდესაც იყვნენ გრიჰასთჰას მდგომარეობაში? და ვინ მიაღწია მას იმ დროს როდესაც იყო სანიასას მდგომარეობაში? ან ვინ შეიცნო ეს იმ დროს როდესაც იმყოფებოდა ვაანაპრასთჰას მდგომარეობაში? არსებობენ ქალები, რომლებმაც ამას მიაღწიეს იმ დროს როდესაც იყვნენ ბრაჰმაჩარიას მდგომარეობაში?
პ: არ იფიქრო, რომ არ არსებობენ ქალები, რომლებმაც შეიცნეს ბრაჰმაჯნანა, იმ დროს როდესაც ცხოვრებაში იმყოფებოდნენ ამ ერთ რომელიმე მდგომარეობაში. ჩჰუუდაალამ მიაღწია ამას, როდესაც ის იყო გრიჰასთჰა; სულაბჰაიოგინიმ მოიპოვა ის, როდესაც იყო სანიასინი; მაიტრეიმ მიაღწია მას როდესაც ცხოვრებაში იყო ვანაპრასთჰას მდგომარეობაში; და გარგიმ მიიღო ის ბრაჰმაჩარიას მდგომარეობაში. არსებობდნენ ბჰარატ ქვეყნის სხვა დიდი ქალები, რომლებმაც მიაღწიეს ამ სიმაღლეებს. და ჩვენს დღეებშიც არის ბევრი, ვინც არის ამ დიდი კატეგორიის. მე უბრალოდ ვახსენე ეს ოთხი სახელი, იმიტომ, რომ შენ მოხვედი ახლა ამ კითხვით; ამიტომ სრულებით არ დაკარგოთ ენთუზიაზმი. არ არსებობს გულნაკლულობის საჭიროება.
კ: როდესაც ჩვენ გვაქვს ასე ბევრი მაგალითი ქალების რომლებმაც მიაღწიეს ბრაჰმაჯნანას, როგორ ხდება, რომ ასე ბევრი მტკიცებაა მათ საწინააღმდეგოდ? ისინი რატომ ადებენ შეზღუდვებს ქალებზე?
პ: ეს არის სრული აბსურდი – წაართვა ქალებს ბრაჰმაჯნანას დამსახურების უფლება. მაგრამ ყოფით საკითხებში აუცილებელია, რომ ზოგიერთი შეზღუდვები დაცული იყოს მათ მიერ. ისინი გადმოცემულია მხოლოდ დჰარმას და ლოკა-კალიანას (მიწიერი კეთილდღეობის) ინტერესებითვის. საზოგადოების მორალისა და სოციალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მსოფლიოში, ქალები უნდა შეიზღუდონ მათით. ისინი ძალიან სუსტები არიან, რომ დაიცვან ცხოვრების განსაზღვრული სტანდარტები და დისციპლინა; მათ აქვთ ზოგიერთი ბუნებრივი წინააღმდეგობები; ეს არის მიზეზი ამ შეზღუდვებისთვის.
ეს არ ნიშნავს, რაიმე არსებით უფრო დაბალ მდგომარეობას. თუნდაც პანდიტები და სასტრების მცოდნეები რატომ აღწევენ თავიანთ ჯნანას მოწიწებითი თაყვანისცემით, რომელსაც ისინი უხდიან ქალის ღმრთაებას, სარასვატის. ვიდიას მთავარი ღმრთაება, აგრეთვე სიმდიდრისა და ჯნანის ღმრთაებები სამივე არიან ქალური. ისენია სარასვატი, ლაკშმი და პარვატი. საფოსტო კორესპონდენციაშიც კი, როცა ადრესატი ქალია, მას მიმართავენ `იმას… ვინც მსგავსია ლაკშმის” და ა.შ. შენ ყოველთვის ლაპარაკობ მაათჰა-პითჰაას, გაური-შანკარას, ლაკშმი-ნარაიანას, სიიტა-რამას, რადჰა-კრიშნას და ა.შ. ჯერ ქალის სახელი, შემდეგ კი მამაკაცის. აქედან შენ შენთვის შეგიძლია დაასკვნა, რამდენად დიდი მოწიწება აქვს ქალს აქ.
კ: შენ კაცსა და ქალს შორის განსხვავებას განსჯი როგორც მითჰია-ჯნანას, თუ აფასებ მას, როგორც ატმა-ჯნანას?
პ: ჩემო ძვირფასო! ატმას არ აქვს ასეთი განსხვავება; ის მუდმივად არის სუფთა, შეგნებული და თვითგასხივოსნებული. ამიტომ, ის შეიძლება იყოს მხოლოდ მითჰია-ჯნიანა; და ვერასდროს ვერ იქნება ატმა-ჯნანა. განსხვავება დაფუძნებულია უპადჰიში, ნიღაბში, შეზღუდულობაში. ატმა არ არის არც მამრობითი, არც მდედრობითი არც საშუალო სქესის; ფორმა არის ის, რომელიც ზღუდავს და ატყუებს და რომელიც ატარებს სახელებს.