ღმრთიური გზავნილი
„მომენდეთ მე“
რატომ ღელავთ? ნება მიბოძეთ მე ავიღო ჩემს თავზე ზრუნვა ყველა თქვენს საქმეებზე. მე ვიქნები ის ერთადერთი ვინც მათზე ფიქრობს. მე არ ველოდები არაფერს სხვას, იმის გარდა, რომ თქვენ მომენდობით მე. მე ჩავერევი მხოლოდ როცა თქვენ იცით, როგორ გადმომცეთ თქვენი თავი მე მთლიანად. და მაშინ თქვენ არ მოგიწევთ შეწუხდეთ მეტი არაფერზე. ყველა შიშებს და აღელვებებს უთხარით „მშვიდობით“.
თქვენ დემონსტრირებთ თქვენს უნდობლობას ჩემდამი. თქვენ კი, პირიქით, უკანმოუხედავად უნდა დამეყრდნოთ მე. მომენდოთ მე – ეს ნიშნავს განუდგეთ აზრებს შიშის შესახებ, სიძნელეების შესახებ, რომლებსაც თქვენ აწყდებით, და თქვენი ყველა პრობლემების შესახებ. გადმომეცით ყველაფერი ჩემს ხელებში, უთხარით უფალს: „დაე აღსრულდეს ნება შენი.“ ანუ: „უფალო მე გმადლობ შენ იმისათვის, რომ შენ აიღე შენს ხელთ ყველაფერი და ყველაფერს გადაწყვეტ ჩემდა უმაღლეს სასიკეთოდ“.
გახსოვდეთ, გაფიქრებები თქვენი საქმეების შედეგებზე ეწინააღმდეგეება სრულ თვითმინდობას. სხვა სიტყვებით, როცა თქვენ წუხდებით იმაზე, რომ სიტუაცია არ მიგიყვანთ სასურველ დასასრულამდე, თქვენ დემონსტრირებთ, რომ არ გაქვთ რწმენა ჩემს სიყვარულში თქვენდამი. მაშასადამე, თქვენ ამტკიცებთ, რომ არ თვლით, რომ თქვენი ცხოვრება იმყოფება ჩემი კონტროლის ქვეშ.
არასდროს არ იფიქროთ: ეს რითი დამთავრდება? რა მოხდება? თუ თქვენ ეძლევით ასეთ გააზრებებს, მაშინ სწორედ ამით თქვენ დემონსტრირებთ, რომ არ მენდობით მე. გინდათ, თქვენ, რომ მე ვზრუნავდე თქვენზე? დიახ თუ არა? თუ დიახ, მაშინ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შეწუხება ყველაფერზე. მე წაგიყვანთ თქვენ, მხოლოდ მაშინ თუ თქვენ მთლიანად მომენდობით მე.
როცა მე თქვენ მიგიყვანთ სხვა გზაზე, და არა იმაზე, რომელსაც თქვენ ელოდით, მე მიგიტანთ თქვენ იქ ჩემს ხელებზე მყოფებს. რაც თქვენ მოგშლით, ეს ხომ თქვენი განსჯებია, თქვენი შიში, თქვენი თავსმოხვეული იდეა რადაც არ უნდა დაგიჯდეთ თვითონ უზრუნველყოთ საკუთარი თავი. მე შევძლებ გავაკეთო თქვენთვის ძალიან ბევრი, როგორც მატერიალური ასევე სულიერი საჭიროების სფეროში, თუ თქვენ მომმართავთ მე, სიტყვით: „ამას მოაწყობ შენ“ – და შემდეგ ეს მიეცით ჩემს ნებას.
თქვენ მიიღებთ ყველაფერს მხოლოდ მაშინ როცა მთლიანად მინდობილი იქნებით ჩემზე.
როცა თქვენ ხართ ავად, მაშინ მელოცებით მე, მთხოვთ მე ჩავერიო, მაგრამ მხოლოდ თქვენთვის სასურველი ხერხით. სინამდვილეში თქვენ არ ეყრდნობით ჩემზე, მაგრამ უბრალოდ გინდათ, მე დავთანხმდე თქვენს მოთხოვნებს. ნუ მოიქცევით თქვენ მსგავსად პაციენტების, რომლებიც მიდიან ექიმთან დახმარების სათხოვნელად, ამავდროულად უთითებენ მას, მათ როგორ უმკურნალოს. უკეთესია ნებისმიერი მდგომარეობებისას თქვით: „უფალო, მე მადლობას გწირავ შენ წარმოქმნილი პრობლემებისათვის. გთხოვ, გადაჭერი ისინი შენი შეხედულებით. შენ თვითონ იცი, რა არის ჩემთვის – ყველაზე საუკეთესო“.
ხანდახან თქვენ გრძნობთ, რომ უბედურებები სულ უფრო იზრდება, იმის მაგიერ, რომ შემცირდეს. არ აღელდეთ! დახუჭეთ თვალები და რწმენით მომმართეთ მე:
_ „დაე აღსრულდეს ნება შენი. შენ ყველაფერს მოაწყობ“. როცა თქვენ ასე აცხადებთ, მე აუცილებლობისას სასწაულსაც კი მოვახდენ.
მე მუდამ თქვენთან ვარ, მაგრამ შემიძლია დაგეხმაროთ, მხოლოდ თუ თქვენ მთლიანად ჩემზე ხართ მონდობილი.
სათჰია საი ბაბა