1.02.2016
გლეხი ასუფთავებს და ასწორებს მიწას, აცილებს ქვებს და ეკლებს, ხნავს და ამზადებს მინდორს, ანოყივრებს და აძლიერებს ნიადაგს, რწყავს მას და შეაქვს სასუქი. ამის გარდა, დათესვის შემდეგ, გადარგავს, ფარცხავს, აშხეფებს და ელოდება ის მკას, მოსავალს. შემდეგ ანიავებს და ლეწავს, ის ახვავებს მარცვალს. ყველა ეს სხვადასხვა პროცესი არის კუჭის გამოკვების გულისთვის. ასევე ადამიანი უნდა გრძნობდეს რომ ყველა შიმშილი და წყურვილი, სიხარული და დარდი, მწუხარება და დანაკარგი, ტანჯვა და რისხვა, საკვები და მადა არის მხოლოდ ბიძგები რომლებიც გვეხმარება ჩვენ წავიდეთ წინ უფლის დასწრების მისაღწევად. როდესაც თქვენ გაქვთ ეს დამოკიდებულება, ცოდვა ვერასოდეს დაალაქავებს თქვენს ნებისმიერ მოქმედებას. თქვენი მადა შიმშილისა და მატერიალური სურვილებისთვის ასევე გაქრება, ფორმისა და სახელის კვალის გარეშე. მეორეს მხრივ, თუ თქვენ თვლით მადას როგორც უფრო მნიშვნელოვანს, თქვენ დარწმუნებული იყავით რომ გამოიმუშავებთ მხოლოდ მწუხარებას, არა სიხარულს. მშვიდობის შეძენა იქნება შეუძლებელი.
– პრემა ვაჰინი, თავი 55.
2.02.2016
თუ თქვენ ხართ ავად ან თუ თქვენი ჭკუა წინასწარ ოკუპირებულია, თქვენ ვერ დატკბებით გემრიელი საკვების გემოთი. ასევე თუ თქვენი გული სავსეა უმეცრებით (თამასით) ან დაბნეულია, ვერავითარი სიხარული ვერ იქნება განცდილი, თუნდაც თქვენ დაკავებული იყოთ სახელის გახსენებით (ნამასმარანით), ერთგულების გალობით (ჯაფით), ან მედიტირებით. ენა იქნება ტკბილი იმდენ ხანს რამდენ ხანსაც მასზე იარსებებს შაქარი. ამის მსგავსად თუ სინათლის სვეტი წოდებული ერთგულებად ანთია გულის დერეფანში, იქ ვერ იარსებებს სიბნელე. გული გაანათებს ნეტარებაში. მწარე ნივთი ენაზე ამწარებს მთელ ენას, როდესაც ხარისხები მსგავსი სიხარბის და რისხვის შედის გულში, სიკაშკაშე ქრება, სიბნელე დომინირებს სცენაზე, და ადამიანი ხდება განუწყვეტელი დარდის და დანაკარგის სამიზნე. აქედან გამომდინარე, მათ, ვინც ისწრაფიან უფლის წმინდა დასწრების მიღწევისკენ, უნდა შეიძინონ გარკვეული ჩვევები, დისციპლინები და ხარისხები. თქვენ უნდა გარდაქმნათ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება სულიერი დისციპლინის მეშვეობით.
– პრემა ვაჰინი, თავი 56.
3.02.2016
დააკვირდით წეროს; იგი დადის საკმაოდ სწრაფად წყალში. მაგრამ იმ დროს როდესაც დადის, მას არ შეუძლია თევზის დაჭერა; ამ მიზნით იგი უნდა დამშვიდდეს და დადგეს უძრავად. ასევე თუ თქვენ ატარებთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სიხარბით, რისხვით, და მსგავსი ხარისხებით, თქვენ ვერ დაიჭერთ ჭეშმარიტების (სატიას), უბიწოების (დჰარმას), და მშვიდობის (შანთის) თევზს. ადამიანი როგორი სულიერი პრაქტიკითაც არ უნდა იყოს დაკავებული, მან უნდა აპრაქტიკოს უფლის სახელის უწყვეტი გამეორება (ნამა-სმარანა). მხოლოდ მაშინ დაეპატრონებით თქვენ სიხარბის, რისხვის და ა.შ. ბუნებრივ ატრიბუტებს. ყველა წერილები (სასთრები) ასწავლის ამ ერთ გაკვეთილს: რამდენადაც უფალი არის უნივერსალური მიზანი და სიცოცხლის ამ მოგზაურობას ყავს ის როგორც დანიშნულების ბოლო პუნქტი, დაიჭირეთ ის ყოველთვის ხედვის არეში და დაიქვემდებარეთ ჭკუა ისე რომ თქვენ არ ასცდეთ თქვენს მიერ არჩეული გზიდან. ყველა კარგი ხარისხი ავტომატურად გროვდება ადამიანთან ვინც აპრაქტიკებს ლაპარაკის კონტროლს და მუდმივად ფიქრობს უფალზე.
– პრემა ვაჰინი, თავი 56.
4.02.2016
რაიმეს მისაღწევად ცხოვრებაში ორი რამ არის აუცილებელი: მყარი რწმენა და სუფთა სიყვარული. რომ განცადოთ სუფთა, ღმრთიური სიყვარული, თქვენ უნდა იყოთ მზად უარის სათქმელად ეგოურობასა და საკუთარ დაინტერესებაზე. თქვენ უნდა განივითაროთ სისუფთავე და ურყევობა. ღმრთიურში მყარი რწმენით, თქვენ გულში უნდა ატაროთ ღმერთის სიყვარული ყველა დაბრკოლებისა და მწარე გამოცდების მიუხედავად. თქვენ არასოდეს არ უნდა იფიქროთ რომ სიამოვნება და ტკივილი გამოწვეულია რაიმე გარეგანი ძალებით; ეს არ არის ასე. ესენი არის თქვენი საკუთარი აზრების შედეგი. აზრი არ აქვს სხვების დადანაშაულებას. თუ თქვენ განივითარებთ ღმერთის სიყვარულს, ეს სიყვარული განდევნის ყველა დარდს და ბოროტ მიდრეკილებას მსგავსს მიბმულობის, რისხვის და შურის. ადამიანმა უნდა მისდიოს ორივეს სულიერ განათლებასაც და საერო სწავლასაც. თქვენ უნდა გააცნობიეროთ რომ ბუნება არის ასევე ღმერთის გამომჟღავნება. აქედან გამომდინარე, ბუნება არ უნდა იყოს უარყოფილი. ბუნება არის შედეგი და ღმერთი არის მიზეზი. ამგვარად თქვენ უნდა აღიაროთ მთელ კოსმოსში ღმრთიურის დასწრება.
– ღმრთიური საუბარი, 20 ივნისი 1996.
5.02.2016
განავითარე სიყვარულის ხარისხი. აღავსე მთელი შენი სიცოცხლე სიყვარულით. ეს იყო ლოცვა რომლითაც გოპიკები მიმართავდნენ კრიშნას. სიცოცხლე სიყვარულის გარეშე არის უკიდურესად უნაყოფო. თქვენ ხართ სიყვარულის განხორციელება. სიყვერული უნდა იყოს მიმართული იქითკენ რაც არის ჭეშმარიტი. ასეთი სიყვარული უნდა იყოს თქვენი სასიცოცხლო სუნთქვა. ღმრთიური ათმას განხორციელებანო! სიყვარულის როგორც ღმრთიური არსის პატივისცემით თქვენ უნდა დააკავოთ საკუთარი თავი საზოგადოების მოსიყვარულე მსახურებით. რატომ არის რომ დღეს აქ შეგროვდა ასე ბევრი ასობით ათასი ადამიანი? აქ უნდა იყოს ამის რაღაც უდაო არგუმენტი. თქვენ უნდა ეძებდეთ რაღაცას რასაც ვერ პოულობთ თქვენს მშობლიურ ადგილზე. აქ არის ღმრთიური სიყვარული. რაც ყველა ადამიანს იზიდავს აქ არის ღმრთიური სიყვარულის ძალა – ეს არის კავშირი რომელიც აერთიანებს გულებს. ამ ყველაფრის ფესვში არის სისუფთავე. სადაც არის სისუფთავე, იქ იზრდება სიყვარული. როდესაც სისუფთავე და სიყვარული მოდის ერთად, აქ არის (ანანდა) ნეტარება. რა სამუშაოც ჩვენ არ უნდა ვაკეთოთ, როგორი მსხვერპლიც ჩვენ არ უნდა გავიღოთ, სიყვარულის არ არსებობის შემთხვევაში მათ არ ექნება დიდი სარგებლობა.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1990.
6.02.2016
კუნდალინი იოგას კეთების დროს, ადამიანები პრაქტიკებენ სუნთქვის კონტროლს. სუნთქვით ვარჯიშებში, შესუნთქვა არის აღწერილი როგორც პურაკამ, ამოსუნთქვა როგორც რეჩაკამ და სუნთქვის შეკავება როგორც კუმბჰაკამ. მარტო ესენი არ წარმოადგენს იოგური ძალის მიღწევის საშუალებებს. სუნთქვა ყველაფრით რაც არის კარგი არის პურაკამ. ყველაფერზე უარის თქმა რაც არის ცუდი არის რეჩაკამ. შენახვა გულში იმის რაც არის კარგი არის კუმბჰაკამ. ყოველმა ადამიანის არსებამ უნდა აპრაქტიკოს იოგას ეს ღმრთიური ტიპი, ფაქტიურად ეს უნდა გახდეს თქვენი პირველადი მიზანი. პუტტაპარტი არის პატარა სოფელი. როგორ მიაღწია ამ სოფელმა ამ სახელგანთქმულ მდგომარეობას? თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ პასუხი თქვენთვის. ეს არ იყო უბრალოდ დიდი ბედის ნაწილი ან ბედნიერი შემთხვევითობა. ეს არის აზრის ძალის გამო. ყოველ წმინდა აზრს აქვს ძალა გამომჟღავნების განსახორციელებლად. ამიტომ წერილები აცხადებს: `რასაც თქვენ ფიქრობთ, თქვენ ის ხდებით (იად ბჰავამ ტად ბჰავათი)~. განივითარეთ კარგი აზრები და თქვენ ბუნებრივად იქნებით მათ ნაყოფებზე სამართლიანი უფლების მქონე.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1990.
7.02.2016
ისინი, ვინც აღელვებული არიან ეჭვებით იმის შესახებ რასაც იღებენ და რასაც უარყოფენ, ისინი ვინც დაბრმავებული არიან ილუზიით, და ისინი ვისაც არ შეუძლია სიბნელისა და სინათლის, სიკვდილისა და უკვდავების გარჩევა – ყველა ისინი უნდა დაუახლოვდნენ დიდ ადამიანებს რომლებსაც შეუძლიათ გზის ჩვენება მარადიული ჭეშმარიტების – მთელი ქმნილების თვითმანათობელი საფუძვლის გაგებისკენ. მაშინ ორივე ეს სამყაროც და ზეცაც შეერთდება ერთ ბრწყინვალებაში! ამ გაცნობიერების გულისთვის, ადამიანს უნდა ჰქონდეს ძლიერი სურვილი და მყარი, დისციპლინირებული პრაქტიკა. ეს ადამიანური დაბადება არის უთვალავი კარგი საქმეების შედეგი და ეს არ უნდა იყოს გადაგდებული გვერდზე; შანსი უნდა იყოს სრულად გამოყენებული. როგორც კენოპანიშადი ამბობს, `ეს აწმყო ძვირფასი სიცოცხლე არ უნდა იყოს გადაგდებული~. მაშინ როდესაც არსებობს ასე ბევრი შანსი საკუთარი თავის გადასარჩენად, ეს არ არის დიდი დანაკარგი ამ ყველას უსარგებლოდ ხარჯვა? ყველა მათთვის ვინც არის სიამაყის და ცხოველური თვისებების მონა, ეს ცნობიერების დროულად ამაღლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაყოვნება არის უსარგებლო; ეს არის ისევე უგუნური როგორც ჭის ამოთხრის დაწყება მაშინ როდესაც სახლი გაეხვევა ცეცხლში.
– პრემა ვაჰინი, თავი 57.
8.02.2016
სიყვარულის განხორციელებანო! სიყვარულის ნიშანი არის უანგარო მსხვერპლი (ტიაგა). სიყვარული არ მოითხოვს არაფერს არავისგან. ეს არ ატარებს ცუდ ნებას ვინმეს მიმართ. ეს არის სრულიად უანგარო და სუფთა. სიყვარულის ნამდვილი ბუნების გაგების არ ქონის გამო, ადამიანები ესწრაფიან მას სხვადასხვა გზებით. სიყვარული სათუთად უნდა იყოს მოვლილი უანგარობისა და მსხვერპლგაღების გრძნობით. რაც მიიჩნევა მსოფლიოში როგორც სიყვარული – იქნება ეს დედობრივი სიყვარული, ძმური სიყვარული, ან მეგობრობა – იქ არის ეგოურობის ელემენტი. მხოლოდ ღმერთის სიყვარული არის მთლიანად თავისუფალი ეგოურობის სენიდან. ღმრთიური სიყვარული აღწევს ყველაზე დაშორებულ არსებასაც კი. ეს აერთიანებს მათ ვინც არის გაცალკევებული. ეს ამაღლებს ადამიანს ცხოველურობიდან ღმრთიურებისკენ. ეს გარდაქმნის თანდათანობით მიწიერი სიყვარულის ყველა ფორმას ღმრთიურ სიყვარულში. საყოველთაო ძმობის გრძნობაც კი არ არის იგივე რაც ეკატვამის (ერთობის) განცდა. ასეთი ძმობის გრძნობაშიც კი არსებობს პირადი ინტერესის ელემენტი. მათ, ვისაც ნამდვილად უნდა საყოველთაო ძმობის ამაღლება აგრეთვე უნდა განივითარონ ყველა არსებაში ერთი სულის ბინადრობის შეგნება.
– ღმრთიური საუბარი, 20 ივნისი, 1996.
9.02.2016
განათლებას და სხვა ნივთებს, რაც აიძულებს ადამიანს რომ გაიზარდოს და გახდეს დიდი არ აქვთ არავითარი სარგებლობა სულიერი პროგრესისთვის; მათ მოაქვთ მხოლოდ სულიერი დაცემა. სწორედ ამიტომ მსოფლიოს ეწოდება ‘ილუზორული სამყარო’ (მაია- პრაპანჩა). ჭეშმარიტება, როგორ ილუზიაშიც არ უნდა იყოს ჩაძირული, ანათებს მხოლოდ უფრო კაშკაშად, რადგან ეს არის ჭეშმარიტების ბუნება. როგორ შეიძლება ჩვენ ვთქვათ რომ საგნობრივი მსოფლიო, რომელიც ყოველწუთს განიცდის ცვლილებას, იკლებს და იმატებს გამოჩენისა და გაქრობის ჭირვეულობით, არის მარადიული ჭეშმარიტება? სულიერი მაძიებლის დამახასიათებელია ჭეშმარიტების მიღწევა და არა არარეალურის ძებნა ამ წარმავალ მსოფლიოში. ამ ცრუ მსოფლიოში, არ შეიძლება არსებობდეს ჭეშმარიტი ცხოვრება (სატია-აჩარა). აქ შეიძლება იყოს მხოლოდ ცრუ ცხოვრება (მიტია-აჩარა). ჭეშმარიტი ცხოვრება შედგება უფლის გაცნობიერებაში. ეს უნდა ატაროს ჭკუაში ყველამ თავისი ცხოვრების ყოველ მომენტში.
– პრემა ვაჰინი, თავი 58.
10.02.2016
სულერმა მაძიებელმა გულმოდგინედ უნდა გაიგოს განსხვავება ჩვეულებრივ (საჰაჯა) პიროვნებასა და სულიერ მაძიებელს შორის. ჩვეულებრივი ადამიანი რომელსაც არ აქვს სულის სიმტკიცე (საჰანა), არის პატივმოყვარე (აჰამკარა), და არის სავსე მსოფლიოსთან დაკავშირებული სურვილებით, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი ცდილობს რომ ჰქონდეს დაკმაყოფილებული არსებობა. მაძიებლები დაკავებული უფლის განჭვრეტით (სარვესვარა-ჩინტანით) ისე შეუჩერებლად როგორც ზღვის ტალღებია, აგროვებენ თანასწორობის და ყველას მიმართ თანაბარი სიყვარულის სიმდიდრეს, და არიან აზრებში რომ ყველაფერი არის უფლის და არაფერია მათი. ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, სულიერი მაძიებელი ადვილად არ მოიხრება დარდის, დანაკარგის, რისხვის ან სიძულვილის ან ეგოურობის, შიმშილის, წყურვილის ან ცვალებადობის წინაშე. მაძიებელმა უნდა შეითვისოს ყველა კარგი ნივთები იმდენად რამდენადაც შესაძლებელია და იმოგზაუროს სიცოცხლეში სულის სიმტკიცით, მამაცობით, სიხარულით, მოწყალებით და მორჩილებით. გააცნობიერეთ რომ ზრუნვა სხეულზე არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, და გადაიტანეთ შიმშილიც და წყურვილიც მოთმინებით და დაკავდით განუწყვეტლივ უფლის განჭვრეტით.
– პრემა ვაჰინი, თავი 59.
11.02.2016
კარგი და ცუდი, სიმდიდრე და სიღარიბე, შექება და გაკიცხვა ერთად დადის ამ ქვეყანაზე. თქვენ არ შეგიძლიათ ბედნიერების მიღება ბედნიერებიდან (ნა სუკჰათ ლაბჰათე სუკჰამ). ბედნიერება მოდის მხოლოდ დარდიდან. დღეს მდიდარი კაცი ხვალ შეიძლება გახდეს ღარიბი. ამის მსგავსად ღარიბი შეიძლება გახდეს მდიდარი კაცი ამა თუ იმ დღეს. დღეს თქვენ გაქებენ, მაგრამ ხვალ შეიძლება გაგაკრიტიკონ. ერთმნიშვნელოვნად მიღება შექებისა და გაკიცხვის, ბედნიერებისა და დარდის, კეთილდღეობისა და გაჭირვების, არის ჭეშმარიტი ადამიანის არსების დამახასიათებელი ნიშანი. გიტა აცხადებს, `დარჩით თანაბარ განწყობილად ბედნიერებასა და მწუხარებაში, მოგებასა და დანაკარგში, გამარჯვებასა და დამარცხებაში (სუკჰა დუკჰე სამე კრითვა ლაბჰალაბჰაუ ჯაიაჯაიაუ). თქვენ შეიძლება ნამდვილად გაიხაროთ თქვენი სიცოცხლით როგორც ადამიანის არსებამ მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ მიიღებთ ორივეს დარდსა და ბედნიერებას, მოგებას და წაგებას გულგრილად. არ არსებობს ბედნიერების ფასეულობა დარდის გარეშე. ამიტომ, მიემშვიდობეთ დარდს თუ თქვენ გინდათ ნამდვილი ბედნიერების განცდა.
– ღმრთიური საუბარი, 9 ივლისი, 1996.
12.02.2016
ყოველ პატარა რამეზე კინკლაობა, ადამიანის ზნის დაკარგვა, უმცირეს პროვოკაციაზე დამწუხრება, განრისხება უმცირეს შეურაცხყოფაზე, შეწუხება წყურვილზე, შიმშილზე, და ძილის დაკარგვა – ესენი ვერასოდეს იქნება მაძიებლის დახასიათებები. ბრინჯი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში და მოხარშული ბრინჯი – შეიძლება ეს ორი იყოს ერთი და იგივე? ბრინჯის ბუნებრივი სიმაგრე არ არის მოხარშულში. მოხარშული მარცვალი არის რბილი, არასაზიანო და ტკბილი. მოუხარშავი ნედლი მარცვალი არის მაგარი, მედიდური და ილუზიით სავსე. ორივე ტიპის არის სულები (ჯივები) და ადამიანებს ეჭვი არ ეპარებათ, რადგან ისინი ჩაძირულები გარეგან ილუზიაში (ავიდია-მაიაში) არიან ‘ადამიანები’, მაშინ როდესაც ჩაძირულები შინაგან ილუზიაში (ვიდია-მაიაში) არიან ‘სულიერი მაძიებლები’. ღმერთს არ აქვს არც გარეგანი ილუზია, არც შინაგანი ილუზია; ის მოკლებულია ორივეს. ისინი ვისაც არ აქვთ გარეგანი ილუზია, ხდებიან სულიერი მაძიებლები, და როდესაც ისინი არიან მოკლებული შინაგან ილუზიასაც აგრეთვე, ისინი შეიძლება დასახელდნენ როგორც ღმერთი. ასეთ პიროვნებათა გულები ჭეშმარიტად არის ღმერთის ადგილსამყოფელი.
– პრემა ვაჰინი, თავი 59.
13.02.2016
ბევრი მაძიებელი განიცდის ზნეობრივი ვალდებულების ნაკლებობას და ეძებს ღმერთს თავისი წვრილმანი სურვილების და წარმავალი უპირატესობების განსახორციელებლად. არავინ ისწრაფის გასაგებად ჭეშმარიტი სიყვარულის ან ღმრთიურების რაც საფუძვლად უდევს ყველაფერს. რის მოწმეც ჩვენ ვართ დღეს მსოფლიოში ეს არის თამაში-მოქმედების დიდი საქმეები. ყველა გამოისახება როგორც ერთგული და ყველა აცხადებს მსხვერპლშეწირვის სულს. ყველა კაცი და ქალი აცხადებს თავის თავს სადჰაკად (სულიერ მაძიებლად). ყოველი მორწმუნე ამტკიცებს რომ ის დაკავშირებელია ღმერთთან. გულწრფელად გამოიკვლიეთ შიგნით, `სადჰაკა (მაძიებელი) ემსახურება ღმერთს თუ ღმერთი ემსახურება სადჰაკას?~ მსახურება რომელსაც სადჰაკა აკეთებს არის ტრივიალური. იმის შეთავაზება ღმერთზე რაც ღმერთს აქვს მსგავსია იმის რომ განგას წყალი შესთავაზო განგას. ჭეშმარიტება ის არის რომ ღმერთი ემსახურება ერთგულს. ყველა უნარი მოცემული ღმერთის მიერ გამოყენებული უნდა იყოს ღმრთიურების მსახურებაში. საჭირო არ არის ღმერთთან სტუმრად წასვლა. ღმერთი ყოველ დროს ეძებს ნამდვილ და ურყევ ერთგულს.
– ღმრთიური საუბარი, 13 იანვარი 1984.
14.02.2016
როდესაც თქვენ აკმაყოფილებთ ღმერთს, მთელი მსოფლიო კმაყოფილდება თქვენით. თუ ღმერთი უარგყოფთ თქვენ, მაშინ მთელი მსოფლიოც უარგყოფთ. ამიტომ არ არსებობს საჭიროება რომ გამოიჩინოთ ძალისხმევა ამა თუ იმ პიროვნების სასიამოვნებლად. არ დაკარგოთ თქვენი სიცოცხლე საშუალო და მცირე სურვილების დევნაში. გამოიჩინეთ გულწრფელი ძალისხმევა ღმერთის სიამოვნებისკენ. როდესაც თქვენ ასიამოვნებთ ღმერთს და გახდებით ძვირფასი მისთვის, მთელი მსოფლიო გახდება თქვენი. ტიაგარაჯა მღეროდა, `ოჰ რამა! თუ მე მექნება შენი წყალობა (ანუგრაჰა), ყველა ცხრავე პლანეტა (ნავაგრაჰა) გახდება ჩემი მორჩილი~. რომ გახდეთ ღმერთის წყალობის მიმღები, თანასწორი აღქმით განკურნეთ საპირისპირო წყვილები მსგავსი სიამოვნების და ტკივილის, ბედნიერების და დარდის, შექების და გაკიცხვის. ყოველთვის იფიქრეთ ღმერთის სახელზე და დაიმსახურეთ მისი სიყვარული. მას შემდეგ რაც თქვენ გახდებით ღმერთის სიყვარულის მიმღები, თქვენ არ დაგჭირდებათ რაიმეს შიში. თქვენ მიაღწევთ ყველაფერს ცხოვრებაში. ამიტომ, განივითარეთ თანაბარაღქმა და გამოიჩინეთ ძალისხმევა ღმრთიური წყალობის მისაღებად.
– ღმრთიური საუბარი, 9 ივლისი 1996.
15.02.2016
არ არსებობს ეფიტიმია (თაფასი) უფრო მაღალი ვიდრე სულის სიმტკიცე, არც ბედნიერება უფრო დიდი ვიდრე კმაყოფილება, არც კარგი საქმე (პუნია) წმინდა ვიდრე მოწყალება, არც იარაღი უფრო ეფექტური ვიდრე მოთმინება. განიხილეთ თქვენი სხეული როგორც მინდორი და კარგი საქმეები როგორც თესლი და გამოზარდეთ უფლის სახელი, გულის როგორც ფერმერის დახმარებით, რომ მოიმკათ თვით უფლის მოსავალი. როგორც ნაღები რძეში და ცეცხლი საწვავში, უფალი არის ყველაფერში. გქონდეთ სრული რწმენა ამაში. როგორიც რძეა, ამგვარია ნაღები, როგორიც საწვავია, ამგვარია ცეცხლი; ასე აგრეთვე, როგორიც სულიერი დისციპლინაა, ამგვარია ღმრთიურების პირდაპირი განცდა (საკშათკარა)! მაშინაც კი თუ თქვენ ვერ აღწევთ გათავისუფლებას (მუკტის) როგორც შედეგს უფლის სახელის ამაღლებით, ამ ოთხი კარებიდან: სათნოთა კომპანიის, ჭეშმარიტების, კმაყოფილების და გრძნობების კონტროლის, ერთი კარები გაიხსნება თქვენთვის. ნებისმიერი ვინც შედის ამ ოთხიდან ერთი კარის მეშვეობით, უეჭველად მიაღწევს უფალს იმედგაცრუების გარეშე.
– პრემა ვაჰინი, თავი 60.
16.02.2016
არავის შეუძლია გაქცევა რეაქციიდან, ანარეკლიდან, და გამოძახილიდან. ყველა განცდის თავის საკუთარ მოქმედებათა შედეგებს. ადამიანები რომლებიც ერთობიან ცუდ პრაქტიკებში შორდებიან ღმერთიდან. ადამიანები რომლებიც გამოიმუშავებენ ცუდ რეპუტაციას თავისი ბოროტი საქმეებით ვერ ექნებათ ადგილი ღმრთიურის სიახლოვეში. ამიტომ იქონიეთ კონტროლი თქვენზე მაშინ როდესაც დასცინით ან იზიზღებთ სხვებს. არა მარტო ეს, თქვენი მეტყველება და ხედვა ასევე უნდა იყოს კონტროლში. ზოგიერთი ადამიანი მღერის შეუფერებელ სიმღერებს და აღიზიანებს კიდეც გზაზე მიმავალ ქალებს. განა ღმერთმა ენა იმისთვის მოგცათ, რომ იმღეროთ ასეთი ვულგარული სიმღერები? როგორ წმინდა არის ენა, და როგორი ბოროტი გამოყენება დააყენეთ თქვენ მას? შეუფერებელ მანერაში მოქმედებით, თქვენ აფუჭებთ თქვენს რეპუტაციას და უქვემდებარებთ თქვენს თავს სხვებისგან დაცინვას. ამიტომ განახორციელეთ კონტროლი თქვენს მეტყველებაზე, ხედვასა და სიცილზე. თუ თქვენ გინდათ კარგი სახელის გამომუშავება საზოგადოებაში და მისგან პატივცემულად ყოფნა, მოიქეცით საკადრის მანერაში.
– ღმრთიური საუბარი, 09 ივლისი, 1996.
17.02.2016
გულმოდგინე ძალისხმწვით წარმატება შეიძლება იყოს მიღწეული. ჭიანჭველასაც კი შეუძლია დაფაროს მილები უწყვეტი გადაადგილებით. გარუდაც (ზეციური არწივიც) კი ვერ შეძლებს ნავარდობას ორ ფეხზე თუ მას არ ექნება ფრენის ნებისყოფა. ამის მსგავსად კარგი აზრებისა და მათზე დაფუძნებული კარგი საქმეების გარეშე ადამიანი ვერ გააკეთებს კარგს ვერაფერს. ბავშვმა დჰრუვამ, მიუხედავად მრავალი რთული წინააღმდეგობის, მისი მყარი გადაწყვეტილებისა და სულიერი ასკეტიზმის გამო, მიაღწია იმას რაც მას სურდა. მისი ამაღლებული აზრებით, მან მიაღწია ვარსკვლავის სტატუსს ცაზე. ამის მსგავსად ნებისმიერ ადამიანს, დამოუკიდებლად ხნოვანებისგან ან უნარებისგან, რწმენით და გადაწყვეტილებით, შეუძლია მიღწევა რასაც ის მოისურვებს. ყოველ სფეროში მყარი ქცევა (სადჰანა) არის აუცილებელი. ამის გარდა თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი ტემპერამენტი. ბრძენ დურვასას, მიუხედავად მისი მონანიების არ ჰქონდა მშვიდობა ვინაიდან ის ვერ აკონტროლებდა თავის ტემპერამენტს. მშვიდობასთან ერთად კშამას ხარისხი არის აუცილებელი. მიტევება არის ჭეშმარიტება, ეს არის დჰარმა, ეს არის ვედას არსი, ეს არის არაძალადობა და საუკეთესო ეფიტიმია (იაჯნა).
– ღმრთიური საუბარი, 5 ივლისი, 1996.
18.02.2016
ვინც არ უნდა იყოს, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, თუ ადამიანი ადგილს არ უთმობს დამწუხრებულობას, თუ მას არ აქვს შიში საერთოდ და თუ მას ახსოვს უფალი ურყევი რწმენით და რაიმე ფარული მოტივის გარეშე, ყველა მწუხარება და დარდი დატოვებს მას. უფალი არ კითხულობს არც ერთ დროში კასტას რომელსაც თქვენ მიეკუთვნებით ან ქცევის კანონებს და ტრადიციებს რომლებსაც თქვენ მისდევთ. ერთგულება არ შედგება ოხრისფერი სამოსელის ტარებაში, დღესასწაულების ორგანიზებაში, მსხვერპლის რიტუალების შესრულებაში, თმის გადაპარსვაში, ტარებაში ქოთნით წყალის ან კვერთხის, და ა.შ. ამის ნაცვლად, ერთგულების დახასიათება არის: სუფთა ჭკუა (ანტაჰ-კარანა), მუდმივი (ადამიანი რასაც არ უნდა აკეთებდეს) ფიქრი ღმერთზე, გრძნობა რომ ყველაფერი არის ღმერთის ქმნილება, და აქედან გამომდინარე ა) მიუბმელობა გრძნობით ობიექტებზე, ბ) ყველას გულში ჩაკვრა ერთნაირი სიყვარულით; და გ) თავის მიძღვნა სიმართლის მეტყველებაზე.
– პრემა ვაჰინი, თავი 61.
19.02.2016
ღმერთზე შეთავაზებამდე, ეს არის საკვები. როგორც კი ეს შეთავაზებულია, ეს თავისუფლდება ყველა უსუფთაობისგან და გარდაიქმნება პრასადში. ასეთი წმინდა სკვების ჭამით, ადამიანი არ იღებს რაიმე გონებრივ უსუფთაობას. თქვენ სთავაზობთ ღმერთს საკვებს მრავალძარღვას სუფთა ფოთოლზე. ადამიანის სხეული არის მრავალძარღვას ფოთოლი, თქვენი გული არის წმინდა ჭურჭელი და წმინდა საკვები ნივთები არის სათნოება და კარგი ქცევის მოქმედებები. დღეს თქვენ ვის სთავაზობთ საკვებს? თქვენ წმინდა საკვებს სთავაზობთ დემონებს ბოროტი გრძნობების, ისეთის როგორიც არის რისხვა, სიძულვილი, და შური. ნარჩენებს სთავაზობთ ღმერთს. ამიტომ არის რომ თქვენ ხართ მსხვერპლები მოუსვენრობის, სირთულეების, დარდების და ტანჯვის. მოშორდით თქვენი ცუდი ხარისხებიდან და შესთავაზეთ თქვენი სათნოება ღმერთს ლოცვით, ‘ოჰ ღმერთო, შენ ხარ ჩემი გულის ბინადარი და შენ ხარ სიყვარულის, სიკეთის და თანაგრძნობის განხორციელება’.
– ღმრთიური საუბარი, 16 ივლისი, 1996.
20.02.2016
ადამიანებს სწყურიათ მიწიერი ბედნიერება. თუ თქვენ სათანადოდ გააანალიზებთ, ეს არის დაავადება, და შედეგად მოსული ტანჯვა რომელსაც ჩვენ განვცდით არის მისი სამკურნალო წამალი და საშუალება. მიწიერ სიამოვნებების შუაგულში, ადამიანს იშვიათად სტუმრობს უფლის მიღწევის სურვილი. თანაც ეს საჭიროა ადამიანის ყოველი მოქმედების ანალიზისა და გარჩევისათვის. ეს ანალიზი არის ის რაც იწვევს უარის თქმის სულისკვეთებას. ამ ძალისხმევის გარეშე უარის თქმა არის მისაღწევად ძნელი. სიძუნწე არის ძაღლის ქცევის მსგავსი; ეს უნდა ტრანსფორმირდეს. რისხვა არის მაძიებლის ნომერ პირველი მტერი; ეს არის როგორც ფურთხი და განხილული უნდა იყოს როგორც ასეთი. და ტყუილი არის კიდევ უფრო საზიზღარი – ტყუილის მეშვეობით, ყველაფრის სასიცოცხლო ძალა ინგრევა. ეს განხილული უნდა იყოს თავის თავად როგორც გასატანი ნაგავი. ქურდობა ანგრევს სიცოცხლეს; ეს ხდის ფასდაუდებელ ადამიანის სიცოცხლეს ღვეზელზე უფრო იაფს; ეს არის როგორც დამპალი და ბინძური სუნის გამომცემი ხორცი. ზომიერი კვება, ზომიერი ძილი, სიყვარული (პრემა) და მამაცობა დაგეხმარებათ როგორც სხეულის ასევე ჭკუის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 61.
21.02.16
ახალგაზრდა ასაკი არის როგორც გემრიელი ხილი. თქვენ უნდა მიუძღვნათ ეს ტკბილი და გემრიელი ხილი ღმერთს. შეუძლებელია ღმერთისადმი თაყვანისცემის დაწყება პენსიაზე გასვლის შემდეგ მოხუცებულობაში, როდესაც თქვენი სხეული ხდება სუსტი, გრძნობის ორგანოები კარგავს თავის ძალას და ჭკუა ხდება არასრულფასოვანი. დაიწყეთ ადრე, იარეთ ნელა და მიაღწიეთ უსაფრთხოდ. დაიწყეთ ღმერთისადმი ლოცვა სწორედ ადრეული ასაკიდან. თუ თქვენ არ შეუდგებით წმინდა მოქმედებებს როდესაც თქვენი ფიზიკური და გონებრივი უნარები არის ძლიერი, მაშინ თქვენ როდის შესრულებთ მას? რის გაკეთებას შეძლებთ როდესაც გრძნობის ორგანოები დაკარგავს თავის ძალას? ამიტომ აპრაქტიკეთ თქვენი ჭკუის და გულის სურნელოვანი ყვავილების ღმერთისადმი შეთავაზება მთელი რწმენით ახალგაზრდა ასაკიდან. ეს არის ნამდვილი ნაივიდიამ (საკვების შეთავაზება). ბევრი ადამიანი დღეს არ აკეთებს ასეთ შეთავაზებას. როდესაც მათი გრძნობები სუსტდება ყველა სახის გრძნობით სიამოვნებებზე აყოლის შემდეგ, ისინი ფიქრობენ ეს შესთავაზონ ღმერთს, ეს არის საკვების ნარჩენების შეთავაზების მონათესავე.
– ღმრთიური საუბარი 16 ივლისი, 1996.
22.02.2016
ყოველ ადამიანს აქვს მიდრეკილება დაუშვას შეცდომები მათი ცოდნის გარეშე. როგორი კაშკაშაც არ უნდა იყოს ცეცხლი ან ალი, რაღაც კვამლი წამოვა მისგან. ასევე, როგორი კარგი საქმეც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, მასში შერეული იქნება ბოროტების უმნიშვნელო კვალი. მაგრამ ძალისხმევა უნდა იყოს გამოყენებული რომ ბოროტება მინიმიზდეს, რომ კარგი იყოს უფრო მეტი და ცუდი ნაკლები. ბუნებრივად თანამედროვე ატმოსფეროში, თქვენ შეიძლება ვერ მიაღწიოთ წარმატებას პირველსავე ცდაზე. თქვენ დიდი სიფრთხილით უნდა იფიქროთ შედეგებზე რასაც კი თქვენ აკეთებთ, ლაპარაკობთ ან ასრულებთ. როგორი გზითაც არ უნდა მოთხოვოთ თქვენ სხვებს თქვენი პატივისცემა, ან თქვენი სიყვარული, ან მოქცევა თქვენთან, იმავე გზით თქვენ პირველი უნდა მოიქცეთ სხვებთან, და უნდა გიყვარდეთ ისინი და პატივი უნდა სცეთ მათ. მხოლოდ შემდეგ ისინი გცემენ პატივს თქვენ. იმის მაგივრად რომ თქვენ თვითონ სცეთ პატივი სხვებს და გიყვარდეთ ისინი, თუ თქვენ ჩივით რომ ისინი არ გექცევიან მართებულად, ეს არის უეჭველად არასწორი დასკვნა.
– პრემა ვაჰინი, თავი 63.
23.02.2016
სიყვარული არის ღმრთიური. გიყვარდეთ ყველა, უწილადეთ თქვენი სიყვარული თუნდაც მათ ვისაც არ აქვს სიყვარული. სიყვარული არის როგორც მეზღვაურის კომპასი. თქვენ სადაც არ უნდა მოათავსოთ იგი, იგი აჩვენებს გზას ღმერთისკენ. ყოველდღიური ცხოვრების ყოველ მოქმედებაში გამოამჟღავნეთ თქვენი სიყვარული. ამ სიყვარულიდან ამოტივტივდება ღმრთიურება. ეს არის ღმერთის გაცნობიერების უადვილესი გზა. მაგრამ ადამიანები რატომ არ იღებენ მას? ეს არის იმიტომ რომ ისინი შეპყრობილი არიან ღმერთის განცდის მნიშვნელობასთან დაკავშირებული მცდარი შეხედულებით. ისინი თვლიან ღმერთს როგორც დაშორებულ არსებას რომლის მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ ძნელი სულიერი პრაქტიკით. ღმერთი არის ყველგან. არ არსებობს ღმერთის ძებნის საჭიროება. ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ არის ღმერთის გაცხადება. ადამიანის ყველა არსება რომელსაც თქვენ ხედავთ არის ღმერთის ფორმა. შეასწორეთ თქვენი არასწორი ხედვა და თქვენ განცდით ღმერთს ყველაფერში. ილაპარაკეთ სიყვარულით, იმოქმედეთ სიყვარულით, იფიქრეთ სიყვარულით და გააკეთეთ ყოველი მოქმედება სიყვარულით სავსე გულით.
– ღმრთიური საუბარი 5 ივლისი, 1996.
24.02.2016
სულიერი მაძიებლის ბუნება არ არის სხვაში შეცდომების მოძებნა და თავისი საკუთარის დამალვა. თუ თქვენს შეცდომებს თქვენ მიგანიშნებთ ვინმე, არ დაიწყოთ კამათი და არ ეცადოთ მტკიცებას რომ თქვენ ხართ მართალი, და ამისთვის არ ატაროთ ჯავრი მათ წინააღმდეგ. ჩაფიქრდით თქვენში რა არის ეს შეცდომა და შეასწორეთ თქვენი საკუთარი მოქმედება. ამის გაგონივრულება თქვენი საკუთარი კმაყოფილებისთვის ან მიშვება ნებაზე შურისძიების იმ ადამიანზე ვინც მიგანიშნათ იგი – ეს არ იქნება სულიერი მაძიებლის ან ერთგულის თვისებები. სულიერი მაძიებელი ყოველთვის უნდა ეძებდეს მართალს, მხიარულს, და თავს უნდა არიდებდეს სიცრუის, მწუხარების და დათრგუნვის ყველა აზრს. დეპრესია, ეჭვი, პატივმოყვარეობა – ესენი სულიერი მაძიებლისთვის არის ისე საზიანო როგორც რაჰუ და კეტუ (ბოროტი პლანეტარული გავლენები). ესენი აზიანებენ ადამიანის სულიერ პრაქტიკას. როდესაც თქვენი ერთგულება არის კარგად ფესვგადგმული, ესენი თუ გამოჩნდება შეიძლება ადვილად იყოს უარყოფილი. ძირითადად თქვენ უნდა იყოთ მხიარული, მომღიმარი, და აღტაცებული ყველა ვითარებაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 63.
25.02.2016
გავრცელება არის განათლების ძირითადი ნოტი. პირველი ნაბიჯი ამ გავრცელების არის სახლი, სადაც თქვენ უნდა პატივი სცეთ და ასიამოვნოთ თქვენს მშობლებს ვინც მოგცათ სიცოცხლის და სწავლის ეს შანსი. თუ თქვენ ცუდად ეპყრობით მათ ან აყენებთ მწუხარების დარტყმას მათ გონებაზე, როგორ შეძლებთ თქვენ ოდესმე ვინმეს გახარებას მსახურებით და გაგებით? თქვენ იცით რომ როდესაც საჰაერო ბურთი იბერება, ის სკდება და ჰაერი მის შიგნით უერთდება უსაზღვრო სივრცეს გარეთ. ამგვარადვე თქვენმა სიყვარულმა უნდა შეავსოს თქვენი სახლი და თქვენი საზოგადოება და დასასრულს უნდა ააფეთქოს ეს ბორკილებიც და უნდა გავრცელდეს მთელ მსოფლიოში. წვეთი წყალი დაჭერილი ხელისგულზე აორთქლდება მალე; ეს არის ძალიან განმარტოებული. მაგრამ ეს წვეთი ზღვაში – გადარჩება! ეს იღებს ზღვის სახელს, დიდებულებას და ძლიერებას! დანერგეთ სიყვარულის თესლი ყველა გულში!
– ღმრთიური საუბარი, 25 ივლისი, 1975.
26.02.2016
ამ თვალუწვდენელ სამყაროში, ყოველ ცოცხალ არსებას სურს ბედნიერება, რაც არის მარადიული. სად და საიდან შეგვიძლია ჩვენ ამ ბედნიერების მიღება? სილამაზე არის ბედნიერება, და ბედნიერება არის სიცოცხლის ნექტარის არსი. რომელი ობიექტები არის ლამაზი ამ მსოფლიოში? ბევრი ობიექტი იზიდავს ადამიანებს სხვადასხვა მხრივ. თქვენ ფიქრობთ ეს არის ობიექტების სილამაზე რაც იზიდავს. მაგრამ სილამაზე არის წარმავალი, იგი სადაც არ უნდა იყოს ადამიანის არსებაში, ფრინველში, ცხოველსა თუ ნივთებში. მაგალითად, ეს არის ვარდი. ეს შესახედად არის ასე ლამაზი. მისი სილამაზე იძლევა ბედნიერებას. მაგრამ რამდენად დიდხანს გაგრძელდება მისი სილამაზე? ეს შეიძლება იყოს დღეს ან ხვალამდე. ამის შემდეგ მისი ფურცლები ჩამოცვივა დაბლა და იგი დაკარგავს ბრწყინვალებას. როდესაც იგი კარგავს მის სილამაზეს, ეს უკვე მეტად ვეღარ გაძლევთ თქვენ ბედნიერებას. მაშასადამე ამ მსოფლიოში, თქვენ ვერ შეძლებთ მარადიული სილამაზისა და მარადიული ბედნიერების პოვნას. მხოლოდ ღმერთი არის მარადიული მსოფლიოში; დანარჩენი არის წარმავალი როგორც გამვლელი ღრუბლები. მარადიული ბედნიერება შეიძლება მიიღოთ მხოლოდ ღმერთიდან.
– ღმრთიური საუბარი, 22 ივლისი, 1996.
27.02.2016
უპირველეს ყოვლისა, უმჯობესია რომ სადჰაკა ყოველგვარ ვითარებაში იყოს მხიარული, მომღიმარი და აღტაცებული. ეს სუფთა დამოკიდებულება სასურველია ბჰაკტისა და ჯნანაზე (ერთგულებასა და სიბრძნეზე) მეტადაც კი. ვინც ამას მიაღწია ჯერ ისინი იმსახურებენ მიზნის მიღწევას. ეს სიხარულის ხარისხი ყოველ დროში არის წარსულ დაბადებებში გაკეთებული სიკეთის ნაყოფი. როდესაც ადამიანი მუდმივად არის შეწუხებული, დათრგუნული და ეჭვიანი, ის ვერასოდეს მიაღწევს ნეტარებას, როგორ სულიერ პრაქტიკას ან სადჰანასაც არ უნდა აკეთებდეს ის. სულიერი მაძიებლის პირველი ამოცანა არის აღტაცებულობის დანერგვა. ამ აღტაცებულობის მეშვეობით, მას შეუძლია მიიღოს ანანდას ნებისმიერი სახეობა. არასოდეს გაიბეროთ როდესაც თქვენ გაქებენ; არასოდეს ჩაიფუშოთ როდესაც თქვენ გკიცხავენ. იყავით სულიერი ლომი, ორივეზე გულგრილი. ადამიანმა უნდა გაანალიზოს და გაასწოროს თავისი საკუთარი შეცდომები; ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
– პრემა ვაჰინი, თავი 63.
28.02.2016
`მსოფლიო არის არამუდმივი. დაბადება არის ტანჯვა. სიბერე არის ტანჯვა. იყავით ფრთხილად!~ ამბობს სანსკრიტის ლექსი. მანამ სანამ თქვენ ხართ ცოცხალი ყველა ფიქრობთ რომ გიყვართ სხეული. ეს არის სუფთად ეგოისტური მოსაზრება. მარტო ღმერთი არის სრულიად უანგარო. გიყვარდეთ ღმერთი და გაატარეთ თქვენი ნორმალური ცხოვრება; არ არსებობს არაფერი ცუდი ამაში. რასაც კი თქვენ აკეთებთ განიხილეთ ეს როგორც ღმერთისთვის შეთავაზება. დაინახეთ ღმერთი ყოველ ადამიანში. არ იქონიოთ მტრობა ვინმეს მიმართ. არ იქონიოთ უზომო მიბმულობა ნებისმიერი ვინმეს მიმართ. მიმართეთ მთელი მიბმულობა ღმერთისკენ. გიყვარდეთ ყველა. არ მიენდოთ ვინმეს ღმერთის გარდა. გააცნობიერეთ სხეულის არამუდმივობა და განათავსეთ თქვენი რწმენა მარტო ღმერთში. ეძებეთ თავშესაფარი მასში. დღეს რაც ყველაზე მატად საჭიროა ამ ქალი იუგაში, ეს არის რწმენა. ისე ხშირად როგორც შესაძლებელია, როდესაც თქვენ იღებთ შანსს იმედიტირეთ ღმერთზე. დაიმსახურეთ საზოგადოების პატივისცემა გულწრფელი მსახურებით. ეს უზრუნველყოფს კარგ მომავალს თქვენთვის.
– ღმრთიური საუბარი, 16 აგვისტო, 1996.
29.02.2016
დამოუკიდებლად უხერხულობიდან რასაც კი თქვენ შეიძლება შეხვდეთ მოულოდნელად, თქვენ უნდა გააგრძელოთ თქვენი სულიერი პრაქტიკა იგივე დისციპლინით. სმარანა (გახსენება) უფლის სახელის თქვენ უნდა ატაროთ სათუთად და უნდა გააგრძელოთ. თქვენმა არჩეულმა სახელმა არ უნდა მოგცეთ თქვენ ათვალისწუნების და აპათიის ოდნავი გრძნობაც კი. თუ სახელი იცვლება ხშირად, კონცენტრირება არის შეუძლებელი, და თქვენი ჭკუა ვერ მიაღწევს ერთმიმართულებიანობას, რაც არის ყველა სულიერი დისციპლინის მიზანი. თავი აარიდეთ უფლის სახელის მუდმივ მიღაბასა და მასზე უარის თქმას. იყავით დარწმუნებული რომ ყველა სახელი და ყველა ფორმა არის იგივე სახელი და იგივე ფორმა რომელსაც თქვენ აღმერთებთ. მიიღეთ მიწიერი ყველა დანაკარგი, ტანჯვა და დარდი როგორც უბრალოდ დროებითი და წარმავალი, და გააცნობიერეთ რომ სახელის გამეორება და მედიტირება არის მხოლოდ ასეთი მწუხარების გადასალახად. თქვენ უნდა გაიგოთ რომ დანაკარგი, ტანჯვა და დარდი არის გარეგანი, ესენი მიეკუთვნება ამ სამყაროს, მაშინ როდესაც სახელის გამეორება და მედიტირება არის შინაგანი, ესენი მიეკუთვნება უფლისადმი სიყვარულის სფეროს.
– პრემა ვაჰინი, თავი 64.
სატია საი ბაბა