ახალი ამბები

ბჰაგავან შრი სათჰია საი ბაბას საბინადრო                                07.09.2011

ბოლო დროს შემოვიდა რამდენიმე შეკითხვა ერთგულებისგან, სახელდობრ კი, უცხოელი ერთგულებისგან, რომლებსაც სურთ გაიგონ, ინდოეთში ბჰაგავანის რომელი ადგილი არის ყველაზე მისაღები მათი მომლოცველობისთვის.
ბჰაგავანის მაჰასამადჰი არის პრაშანტი ნილაიამში. ტერმინი “მაჰასამადჰი” აქ უკავშირდება ადგილს, სადაც ავატარმა დატოვა თავისი წარმავალი ფორმა. ასეთ ადგილს აქვს ღრმა მნიშვნელობა სხვადასხვა რელიგიაში.
ზოგიერთ მუსულმანურ ტრადიციაში წმინდანების წმინდა საფლავებს ეპყრობიან როგორც სულიერი ძალის საცავებს, სადაც ლოცვები იქნება განსაკუთრებით ქმედითი. ბევრი მეცნიერი აღნიშნავდა რომ ბუდდიანთა სათვისტომოები ბუდდას სიკვდილის შემდეგ ასრულებენ თაყვანისცემის წესს ნეშტსა და ნაგებობაზე (რომელიც თავისში მოიცავს ნეშტებს ბუდდიანთა, განსაკუთრებით კი ბუდდას ნეშტს). სარწმუნოების ჯაინისტურ სისტემაში ითვლება, რომ კოსმიური ძალები მუდმივად ესწრებიან წმინდა საფლავებზე. ქრისტიანული რელიგიის ტრადიციაშიც კი სწამთ ის რომ წმინდანი, რომელიც იმყოფება ზეცათ, ესწრება თავის საფლავში დედამიწაზე. განხორციელებული წმინდანის მაჰასამადჰის საფლავი ინდუიზმში მრავალი ადამიანის მიერ ითვლება მისი ბრწყინვალე დასწრების ადგილად. სინამდვილეში, უპანიშადები აცხადებენ: “ნა ტასიია პრანა იკტამანტი”. ეს ნიშნავს, რომ წმინდანების პრანები (სასიცოცხლო ძალები) არ ტოვებენ მათ სხეულებს, რომ განხორციელდნენ სხვებში, რადგან ინდივიდუალური “მე” შეირწყმა მთლიანობასთან. შირდი საი ბაბამ ერთხელ განაცხადა: “მერწმუნეთ მე, თუმცა მე მივდივარ, ჩემი ძვლები და ჩემი საფლავი ილაპარაკებენ, იმოძრავებენ და ურთიერთობა ექნებათ მათთან, ვინც მთელი გულით მომენდო მე. არ შეშფოთდეთ იმაზე, რომ მე არ ვიქნები თქვენთან. თქვენ მოისმენთ ჩემი ძვლები როგორ ლაპარაკობენ და განიხილავენ თქვენს კეთილდღეობას”. ამგვარად, წმინდანების ნარჩენები პატივმიგებული და განდიდებულია ყველა რელიგიების მიერ მთელს მსოფლიოში.
სინამდვილეში, მთელი მსოფლიო თავისით წარმოადგებს ბჰაგავან ბაბას საბინადროს. მაგრამ მან მიიღო ფიზიკური ფორმა პუტტაპარტში და გაატარა თავისი მიწიერი ყოფნის 85 წელი პრაშანტი ნილაიამში, როგორც თავის მთავარ სახლში. სხვა ადგილები ინდოეთში და სხვა ქვეყნებში დარჩება თავიანთი განსაკუთრებული მოქმედების ცენტრებად ბჰაგავან ბაბას ხელმძღვანელობით, რომელიც ესწრება ყველგან, სადაც სრულდება მისი სამუშაო, სადაც იგალობება მისი დიდება და წარმოითქმება მისი სახელი. მაგრამ პრაშანტი ნილაიამი არის მისი მიწიერი სხეულის წმინდა სამარხი ან მისი მაჰასამადჰი და დარჩება ბჰაგავანის მისიის ცენტრად.
ეს განმარტება მიცემულია იმისთვის, რომ მოიხსნას ყველა ეჭვები ამ საკითხთან მიმართებაში, აგრეთვე, რომ გაცხადდეს შრი სათჰია საის ცენტრალური ტრასტის, შრი სათჰია საი სევას ორგანიზაციის და შრი სათჰია საის საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური პოზიცია.


პროფ. ანანტარამანი
მედია კოორდინატორი,
შრი სათჰია საის ცენტრალური ტრასტი
პრაშანტი ნილაიამი, პუტტაპარტი

***

სიტყვა მაჰასამადჰი ნიშნავს არა მარტო განხორციელებული სულის ფიზიკური სხეულიდან შეგნებულ წასვლას არამედ აკლდამასაც, სადაც ფიზიკური სხეული არის დაკრძალული.

                      

 სამი ფოტოსურათი აჩვენებს ბჰაგავან შრი სათჰია საი ბაბას მუდმივ სამადჰის, რომელიც გაიხსნა გურუ პურნიმას დღესასწაულზე 2011 წლის 15 ივლისს.
 
 

***

მცხუნვარე ზაფხულის მიუხედავად მაჰასამადჰის შემდეგ დარშანის საათებში საი კულვანტ დარბაზში არის ერთგულთა უწყვეტი ნაკადი.

ამჟამად დილის სესიები იწყება 8:00 საათზე ვედების ერთსაათიანი გალობით, რასაც მოსდევს ბჰაჯანები 9:30 საათამდე, შემდეგ დარშანი გრძელდება 11:00 საათამდე. საღამოს სესიები იწყება 16:30 საათზე ვედების ერთსაათიანი გალობით და შემდეგ მიმდინარეობს ნახებარსაათიანი ბჰაჯანები, და მანგალა არატი 18:00 საათზე. დარშანი გრძელდება 19:30 საათამდე.