გაიატრი მანტრა
* ჩვენს სხეულს ფუნქციებს უნარჩუნებს ატმას შემეცნება. ის ადამიანში თავის თავს ამჟღავნებს როგორც ხმა „სო-ჰამ“. სო-ჰამ ნიშნავს „მე ვარ ღმერთი“; „სო“ ეს არის „ტატ“ – ღმერთი, ხოლო „ჰამ“ – ეს მე ვარ. „სო-ჰამ“ არის „ჰამსა გაიატრი“ მანტრის ერთ-ერთი დასახელება.
ჰამსა (გედი, რომელსაც შეუძლია გააცალკევოს რძე წყლისაგან) აღნიშნავს გარჩევის, ვივეკას უნარს, რომელიც ნებას აძლევს ადამიანს შეიძინოს რწმენა იმაში, რომ ის განსხვავდება სხეულისგან. სიტყვა გაიატრი ნიშნავს გრძნობებზე ბატონობას. გაიატრის მეორე სახელია – სავიტრი. სავიტრი ნიშნავს სიცოცხლეზე მბრძანებლობას. გაიატრის მესამე სახელია – სარასვატი, ის აღნიშნავს მეტყველებაზე ბატონობას. გაიატრი მანტრაში საუბარია სამ სფეროზე: ბჰურ, ბჰუვაჰ, სუვაჰა. ბჰურ ნიშნავს სხეულს, ბჰუვაჰ – სიცოცხლეს, ხოლო სვაჰა – ეს არის პრაჯნია, ანუ მუდმივი ყოვლისმომცველი შეგნება. ისინი შესაბამისად სიმბოლირებენ მატერიალიზებას, ვიბრირებას და გამოსხივებას. სამი სამყარო ბჰურლოკა, ბჰუვარლოკა და სვარლოკა მოთავსებული არიან თვით ადამიანში. ადამიანი არის ამ სამი სამყაროს, აგრეთვე დროის სამი იპოსტასის ხორცშესხმა. ადამიანი არის – კოსმოსის ღმრთიური საწყისის ხორცშესხმა (11, გვ.12).
* ყველაფერი ხილული ციალებს როგორც გაიატრი, იმიტომ რომ სიტყვა (ვაკ) – ეს არის გაიატრი, და მსოფლიოს ყველა ობიექტი ეს არის სიტყვა, ისინი აღინიშნება სიტყვით და მიეკუთვნებიან სიტყვის კატეგორიას. სწორედ სიტყვა აღწერს მათ, აცხადებს მათ და განსაზღვრავს მათ. ყველა ობიექტი ეკუთვნის მსოფლიოს. და არაფერს არ შეუძლია გავიდეს მის ფარგლებს გარეთ. ეს მსოფლიო – არის კაცობრიობის სხეული, და ვერავინ ვერ შეძლებს თავისი სხეულიდან გადმოხტომას. სიცოცხლის სუნთქვის ცენტრი (პრანა) – ეს არის „გული“ (ჰრიდაიია), და პრანას არ შეუძლია გარეთ გამოსვლა, ჰრიდაიას ფარგლებიდან (13,გვ.59).
* გაიატრის აქვს ოთხი ფეხი და ექვსი ასპექტი. ასპექტები ეს არის შემდეგი: სიტყვა (ხმა), ობიექტები, მსოფლიო (მიწა), სხეული, სუნთქვა და სულიერი გული (ვაკი, ბჰუტა, პრითჰვი, შარირამ, პრანა და ჰრიდაიია). უმაღლესი არსება, პურუშა, რომელიც განდიდდება ამ გაიატრით, ჭეშმარიტად დიდი, წმინდა და დიდებულია. ნათქვამია, რომ ობიექტური სამყაროს მთელი მრავალსახეობა – მხოლოდ და მხოლოდ მისი სხეულის ნაწილებია. ობიექტების რაოდენობა და თვისებები, ზომები და მნიშვნელობები, ანუ ბჰუტა, იმყოფება გაგების ფარგლებს გარეთ. მაგრამ ეს ყველაფერი შეადგენს მისი სიდიადის მხოლოდ ერთ მეოთხედს. დანარჩენი სამი მეოთხედი – არის მისი ბრწყინვალე, უკვდავი ფორმა.
შეუძლებელია ამ სიდიადით აღსავსე ფორმის საიდუმლოების გაგება. ეს უმაღლესი არსება, რომლის შესახებაც ლაპარაკობს გაიატრი, სინამდვილეში შეიძლება განიხილებოდეს როგორც ბრაჰმანი.
ის არის ადამიანისთვის ჩაუწვდომელი ცის (აკაშას) მსგავსი. ჩვეულებრივ მღვიძარე მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ის არის – როგორც „ცა ადამიანის პიროვნების გარეთ“ (ბაჰარარდჰაა პურუშაკაშა). როცა ეს უმაღლესი არსება, არის პურუშა – „ცა არის ადამიანის პიროვნების შიგნით“ (ანტაჰ პურუშაკაშა), ეს არის სიზმრების ხილვის სტადიის ნიშანი. როცა ის არის – „ცა (აკაშა) ადამიანის სულიერი გულის (ჰრიდაიიას) შიგნით“, მაშინ ის ავსებს მას და მიჰყავს მიზნის განხორციელებასთან. ეს არის „ღრმა ძილის სტადია“. ის, ვინც შეიცნობს ამ ჭეშმარიტებას, მიაღწევს სისრულეს ყოფისა და ბრაჰმანის. სხვა სიტყვებით ის, ვინც შეიცნო არსი სამი მდგომარეობის – მღვიძარების, სიზმრების ხილვის და ღრმა ძილის (ჯაგატი, სვაპნა და სუშუპტი) – თვითონ არის ბრაჰმანი.
როგორი უცნაურია, რომ ადამიანი ცნობილი როგორც ღმრთიური არსება (პურუშა), რომელიც ატარებს სახელს „ატმანის ხორცშესხმა“ (ატმასვარუპა), უნდა გახდეს ეგოურობის და მისი მანკიერი ამონაყრების სათავსოდ და აკეთოს საქმეები, უღირსი მიზანდასახულობებით! როგორი უბედურებაა! უკიდურეს შემთხვევაში, იმიტომ, რომ ის დღემდე ატარებს ღმრთიურ სახელს „პურუშას“, ადამიანი უნდა ისწრაფოდეს სიარულს გზით, რომელიც მოუტანს მას ამ დიდების თუნდაც უმცირეს ნაწილაკს (13,გვ.59-60).
* ადამიანს აქვს სამი მდგომარეობა: მღვიძარება, სიზმრების ხილვის სტადია და ღრმა ძილის სტადია. ყველა სამი მდგომარეობა დამახასიათებელია თითოეული ინდივიდისათვის. სამი ძალა, რომელიც მართავს ამ მდგომარეობას – ეს არის ვიშვა, ტაიჯასა და პრაჯია. გაიატრი მანტრა ეკუთვნის ამ სამ ძალას (ბჰურ, ბჰუვაჰ, სუვაჰა). ჩვენ ჩვეულებრივ ვთვლით, რომ ბჰულოკა – ეს არის მსოფლიო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ბჰუვარლოკა – ეს არის სვარგა, ანუ ცათა მსოფლიო, ხოლო სუვარლოკა – არის უმაღლესი მსოფლიო. ეს არასწორია. ყველა სამივე სამყარო იმყოფება ჩვენს გულში, და მეტი არასად. გარე სამყაროს, რასაც ჩვენ ვხედავთ – ეს არის მატერიალური სამყარო, შედგენილი ინერტული მატერიით. თქვენ შეიძლება მკითხოთ როგორ შეიძლება უწოდოთ ინერტული იმას, რაც შესრულებულია მოძრაობით. სამყარო, რომელსაც თქვენ ხედავთ – ეს არის ბჰუ, ხოლო ძალა, რომელიც იწვევს მოძრაობას – ეს არის ბჰუვაჰა, ანუ პრანა შაკტი (სასიცოცხლო ძალა), რომელიც სხვაგვარად შეიძლება დასახელდეს ვიბრირებად. სწორედ ვიბრირების ძალა ააქტიურებს სხეულის ყველა ნაწილებს და ორგანოებს. ეს ძალა მსგავსია იმის, რაც აძლევს სიმკვრივეს საბურავს, როცა მას ბერავენ ჰაერით. პრანა (სასიცოცხლო ძალა), – ეს არის ბჰუვაჰ. პრაჯნიას მადლით, რომელიც შიგნით იმყოფება, სასიცოცხლო ძალას შეუძლია გამოიწვიოს ვიბრირება და გაააქტიუროს სხეულის ყველა ნაწილები. პრაჯნის წყარო – არის სუვაჰა (გამოსხივება). ახლა ნათელია, ბჰურ ბჰუვაჰ სუვაჰა შეესაბამებიან გამოსხივების, ვიბრირებისა და მატერიალიზების ძალებს. სწორედ იმიტომ, რომ ადამიანში მოქმედებს ეს სამი მძლავრი ძალა, ადამიანის სხეულში დაბადება ითვლება ფასდაუდებელ საჩუქრად. მაგრამ ეს საჩუქარი დახრჩობილია ადამიანების მიერ, რომლებიც მთლიანად ჩაძირულები არიან წუთიერ გრძნობით სიამოვნებებში. ადამიანურობის ფასი მთლიანად დავიწყებულია. ადამიანური თვისებები შეუძლებელია მიიღო, მასწავლებლების მოსმენით ან წიგნების კითხვით. ისინი იბადებიან თქვენთან ერთად. ისინი დამახასიათებელია თითოეულისთვის. მაგრამ დღეს ადამიანებს არ შეუძლიათ ამის გაგება. (4,გვ.128-129).
* გაიატრი-მანტრის პირველ პწკარში (ბჰურ ბჰუვაჰ სუვაჰა) გამოხატულია ერთობა სხეულის, ჭკუისა და სულის. შემდეგი ბწკარი (ტატ სავიტურ ვარენიამ) აღნიშნავს: შენ ხარ, უზენაესი ღმერთი, რომლისგანაც ყველაფერი დაიბადა, ჩვენ გეთაყვანებით შენ. მესამე ბწკარი (ბჰარგო დევასია დჰიმაჰი) ნიშნავს: ჩვენ ვმედიტირებთ შენს ღმრთიურ რეალობაზე, რომელიც არის სინათლე. და ბოლო ბწკარი (დჰიიო იონაჰ პრაჩოდაიიატ) ნიშნავს: დაე ციალმა ღმრთიურის გაფანტოს უმეცრების სიბნელე. გაიატრი-მანტრა მსჭვალავს ყველაფერს. მასში არიან სამი ღმრთაება: გაიატრი, სავიტრი და სარასვატი. პირველი ქალღმერთი – არის გრძნობების მბრძანებელი, მეორე – დამრიგებელი ჭეშმარიტებაში, სათჰიაში, და მესამე – სიტყვის ქალბატონი. გაიატრი მანტრაში ხორცშესხმულია სამერთიანობა გრძნობების, ჭკუისა და სიტყვის. გაიატრის ადიდებენ როგორც ჩანდასამ მათაჰ (ვედების დედა; ჩანდას – არის ვედების ჰიმნების ლექსის ზომა). გაიატრის აქვს ხუთი სახე და მასში თავმოყრილია ყველა ღმრთაება (სარვა დევატა სვარუპამ). გაიატრი-მანტრაში არის სტოტრაც (ქება სხივმოსილ ღმერთს), დჰიანაც (მედიტირება) და პრართანაც (ლოცვა). რომელ შემთხვევაში იქნება თქვენი ლოცვა ქმედითი? მხოლოდ მაშინ, როცა ჭკუა არის მშვიდი და ღმერთისკენ მიმართული. ამის საფუძველი არის მედიტირება, ლოცვა და გამოცდილება. აუცილებელია ჰარმონია აზრის, სიტყვის და საქმის. ამ დიდ გაკვეთილს გვასწავლის გაიატრი. 94, გვ130-131).
სულიერი შეგნება და გაიატრი-მანტრის ძალა. ინდოეთში უხსოვარი დროიდან სულიერი შეგნება ვითარდებოდა წმინდა გაიატრი-მანტრის დახმარებით. მანტრა „ომ ბჰურ ბჰუვაჰ სუვაჰა“ აღნიშნავს სამ ძირითად ღმრთიურ პრინციპს, დამახასიათებელს ყველასთვის. ბჰურ აღნიშნავს მატერიას, ბჰუბაჰ – ეს არის პრანა შაკტი (ვიბრირების პრინციპი), სუვაჰა – ეს არის პრაჯნია შაკტი (შეცნობა, ანუ სინათლის გამომსხივებელი ცოდნა). ეს სამი შემადგენელი ძალა – გამოსხივება, ვიბრირება და მატერიალური ენერგია – ააქტიურებენ ადამიანის არსებას. მაგრამ ადამიანს არ აქვს უნარი შეიცნოს ეს ფაქტი.
ბჰარატას მითოლოგიაში ბრძენი ნარადა ცნობილია, როგორც ტრილოკა-სანჩარი (სამ სამყაროთა მუდმივი მოგზაური). ნარადა სიმბოლირებს სასიცოცხლო პრინციპს. სამი სამყარო – ეს არის ბჰურ, ბჰუვაჰ, სუვაჰა, რომლებიც აღნიშნავენ მატერიალურ ენერგიას, სასიცოცხლო ძალას და დაფარულ ატმა შაკტის (სულიერ ენერგიას) (5, გვ. 32).
* გაიატრიში ზიარება აუცილებელია ადრეულ ასაკში. გაიატრი ცნობილია როგორც პანჩამუკტი – ხუთი სახის მქონე. ეს რა სახეებია? ომ – ეს არის პირველი სახე, ბჰურ ბჰუვაჰ სუვაჰა – მეორე, ტატ სავიტურ ვარენიამ – მესამე, ბჰარგო დევასია დჰიმაჰი – მეოთხე, დჰიიო იონაჰ პრაჩოდაიიატ – მეხუთე. გაიატრი-მანტრა შედგება სამი ნაწილისგან: ქება, მედიტირება და ლოცვა. დასაწყისში ღმრთიურება შეიქება როგორც ყოფიერების სამი პლანის (ბჰურ, ბჰუვაჰ, სუვაჰა) საფუძველი, შემდეგ მასზე მოწიწებით მედიტირებენ (ტატ სავიტურ ვარენიამ) და, ბოლოს, ღმრთიურებას მიმართავენ ლოცვით გაფანტოს წყვდიადი, გააღვიძოს და განამტკიცოს ინტელექტი (დჰიიო იონაჰ პრაჩოდაიიატ). გაიატრი-მანტრის გამეორება ასუფთავებს ჭკუას, საჩუქრად აძლევს ერთგულებას, მიუკერძოებლობას და სიბრძნეს. ახალგაზრდა ადამიანებმა აუცილებლად უნდა იმეორონ გაიატრი-მანტრა. დღეს მათ აცნობენ გაიატრი-მანტრას, როცა ისინი უკვე თითქმის მოწიფულები არიან. გაიატრი-მანტრაში ზიარების შემდეგ ინტელექტი იწყებს განვითარებას და ბრწყინვალებას მთელი თავისი სიდიადით. ამიტომ მნიშვნელოვანია უპანაიანამი, მანტრაში ზიარების წესი შესრულდეს რვა წლის ასაკში. ის, ვინც გაიატრი-მანტრაში ადერეულ ასაკშია ნაზიარები, იქნება ძალიან გონიერი. ამ მანტრის გამეორებით მისი სიცოცხლე იქნება კურთხეული. (7, გვ.52).
აკურთხეთ თქვენი სიცოცხლე გაიატრი-მანტრის გამეორებით.
ძვირფასო ახალგაზრდებო! ეს არის ყველაზე ხელსაყრელი მომენტი თქვენს ცხოვრებაში. ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შედარდეს ოთხსართულიან შენობას. ოთხი სართული შეესაბამება ადამიანის სიცოცხლის ოთხ ეტაპს – ბრაჰმაჩარია, გრიჰასთა, ვანაპრასთა და სანიასა (უბიწო მოწაფე, ოჯახის თავი, საქმეეებიდან განდგომილი და მცხოვრები განჭვრეტაში, განდეგილი). დღეს თქვენ საძირკველს უყრით თქვენი სიცოცხლის სასახლეს. თუ თქვენ გააკეთებთ მაგარ და გამძლე საძირკველს, თქვენი სასახლის უსაფრთხოება და საიმედობა უზრუნველყოფილია.
ადამიანს აქვს ოთხი დაბადება. პირველი დაბადება ხდება, როცა მას შობს დედა. მეორე სიცოცხლეს ის იღებს გაიატრი-მანტრაში ზიარებისას. მესამე დაბადება დაკავშირებულია ვედების შესწავლასთან. შეიცნობს რა, ბრაჰმანის პრინციპს, ადამიანი ხდება ბრაჰმანი. ეს არის მისი მეოთხე დაბადება. ადამიანი ხდება ბრაჰმანი არა თავისი წარმომავლობის გამო, არამედ ბრაჰმანის ბუნების შეცნობით. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმეორო გაიატრი-მანტრა.
ადამიანი – ეს არის ყველა ღმერთების ხორცშესხმა. სინამდვილეში, ადამიანის მიერ მოხმარებული საკვების უხეში ნაწილი შეეფარდება ბრაჰმას პრინციპს. ამიტომ ნათქვამია: „ანნამ ბრაჰმა, რასო ვიშნუ“ (საკვები – ეს არის ბრაჰმა, მისი არსი კი – ვიშნუ). საკვების წმინდა ნაწილი შეესაბამება ვიშნუს პრინციპს. უწმინდესი ნაწილი სიმბოლირებს იშვარას პრინციპს. საკვების უხეში ნაწილი ძალას აძლევს სხეულს, წმინდა ნაწილი – ჭკუას, ხოლო უწმინდესი ნაწილი ასუფთავებს მეტყველებას. მაშასადამე, საკვები თამაშობს მნიშვნელოვენ როლს სხეულის, ჭკუის და მეტყველების გაწმენდასა და გაკაჟებაში.
გაიატრი – ეს არის ვედების დედა. გაიატრი – ეს არის სარვადევატასვარუპინი და სარვამანტრასვარუპინი, ხორცშესხმა ყველა ღმერთებისა და ყველა მანტრებისა. ნათქვამია: „გაიატრი ჩანდასამ მატა“, გაიატრი არის ყველა ვედების დედა (ესე იგი წმინდა ტექსტებისა, დაწერილების პროსოდი ჩანდასით). თუ თქვენ იმეორებთ გაიატრი-მანტრას თქვენ არ გჭირდებათ რაიმე სხვა მანტრების წაკითხვა. გაიატრის აქვს სამი სახელი: გაიატრი, სავიტრი და სარასვატი. გაიანტამ ტრაიატე იტი გაიატრი (გაიატრი იცავს იმას, ვინც მას იმეორებს). გაიატრი – არის გრძნობების დიასახლისი. სავიტრი – არის სასიცოცხლო პრინციპის მთავარი ღმრთაება. როცა გაიატრი იცავს სასიცოცხლო ძალას, ეს არის – მისი იპოსტასი სავიტრი. შესაძლებელია თქვენ გსმენიათ მაჰაბჰარატიდან სავიტრის, უმწიკლო და სუფთა ქალის ისტორია. ლოცვის ძალით მან გააცოცხლა თავისი ქმარი სათჰიიავანა. სავიტრი იცავს მათ, ვინც მიდის ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის, სათჰიას და დჰარმას გზით. ამაში არის ღრმა მნიშვნელობა. სარასვატი – ეს არის მეტყველების მთავარი ღმრთაება. რომ გაწმიდოს თავისი სიცოცხლე, ადამიანმა უნდა დაიმსახუროს გაიატრის, სავიტრის და სარასვატის წყალობა.
უპირველეს ყოვლისა ადამიანმა უნდა გაწმინდოს თავისი მეტყველება. მხოლოდ ასე გახდება მისი სიცოცხლე უსაფრთხო და მშვიდი. თუ თქვენ გაცურდებით და დაეცემით, ხსეულის დაზიანება შეიძლება განიკურნოს. მაგრამ ჭრილობა, მიყენებული სიტყვით, არ განიკურნება. ის თქვენს სიცოცხლეს გახდის სევდით სავსეს. ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციო შენს მეტყველებას. ყბედობას ყოველთვის მოჰყვება სიცრუე, ის მიმზიდველი არ არის. ამიტომ ძველი წმინდანები და წინასწარმეტყველები ინარჩუნებდნენ მდუმარებას. ჭეშმარიტების მხარდაჭერა და დიდების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მეტყველებაში თავშეკავებით. ზომიერება ლაპარაკში მოიტანს ბედნიერებას. ყბედობას მოსდევს სერიოზული შედეგები.
გაიატრი, სავიტრი და სარასვატი დაფარულია თითოეულში. ბჰურ, ბჰუვაჰ და სუვაჰა გაიატრი-მანტრაში შეესაბამებიან სამ პლანს – სხეულს (ბჰურ), ანუ მატერიალირებას, სასიცოცხლო ძალას (ბჰუვაჰ), ანუ ვიბრირებას, და უმაღლეს სულს (სუვაჰას), ანუ გამოსხივებას. ბჰურ ნიშნავს ბჰულოკას, მიწას, რომელიც თავისით წარმოადგენს მხოლოდ ნივთიერებების თანწყობას. ეს ეხება ადამიანის სხეულსაც, რომელიც ასევე არის ნივთიერებათა თანწყობა. ბჰუვაჰ ეფარდება სასიცოცხლო ძალას, რომელიც აიძულებს სხეულს ვიბრირებას. სუვაჰა – ეს არის პრაჯნიანა შაკტი, შემნარჩუნებელი სასიცოცხლო ძალისა. პრაჯნიანა შაკტი ცნობილია როგორც მარადიული ყოვლისმომცველი შეცნობა. მას ასევე უწოდებენ გამოსხივებას. ყველა სამივე მდგენელი – მატერიალირება, ვიბრირება და გამოსხივება – იმყოფება ადამიანში. მე ხშირად ვიმეორებ, რომ თქვენ ხართ არა ერთი, არამედ სამი: ის, რასთანაც თქვენ აიგივებთ თავს – ფიზიკური სხეული; ის, რასაც სხვები ფიქრობენ თქვენზე – მენტალური სხეული და ის, რაც თქვენ ხართ სინამდვილეში – ატმა (უმაღლესი „მე~“).
გული უნდა იყოს სუფთა და სავსე თანაგრძნობით. ადამიანის სიცოცხლე – ეს არის სხეულის, ჭკუის და ატმას თანწყობა. სხეული – ეს არის საფუძველი სიბრძნის მისაღწევად. ამიტომ საჭიროა მისი სწორად გამოყენება. ადამიანმა უნდა გაწმინდოს სხეული და ჭკუა წმინდა მოქმედებების შესრულებით. ატმას პრინციპი ყოველთვის წმინდა და დაულაქავებელია. ადამიანის სიცოცხლე წმინდაა. ჯნანტუნამ ნარანჯანმა დურლაბჰამ (ყველაზე ძნელია ადამიანად დაბადება). შარირამადიიამ კჰალუ დჰარმა სადჰანამ (ადამიანის სხეული – ყველაზე მთავარი საშუალებაა დჰარმას, უბიწობის შესასრულებლად). შეაფასეთ ადამიანის სხეულის პოტენციალი. სინამდვილეში, ადამიანის სხეული – ეს არის საფუძველი სიცოცხლის მიზნის მისაღწევად.
ისწრაფეთ ცოდვების გამოსასყიდად ღმერთის სახელის გამეორებით და წმინდა ქმედებების შესრულებით. რომ შეიძინო ზოგადადამიანური ფასეულობები – სათჰია, დჰარმა, შანტი, პრემა, აჰიმსა – საჭირო არ არის განსაკუთრებული ძალისხმევის გამოყენება. თქვენ მათ ფლობთ დაბადებიდანვე. მაგრამ რადგან არ იყენებთ მათ ცოვრებაში, თქვენ დაივიწყეთ მათ შესახებ. იმის მაგივრად, რომ გამოხვიდეთ ასეულობით სიტყვებით, უნდა გამოიყენოთ თუნდაც მცირე ნაწილი იმისა, რაც თქვენ გაიგეთ. (7, გვ.45-48).
* რა არის მიზანი „წმინდა ზონარის“ საიდუმლოების (უპანაიამი, – ზიარება, მანტრის ინიციაცია)? რომელ მანტრაში გაზიარებენ ამ დღეს თქვენ? თქვენ მხოლოდ ეს მანტრა რატომ უნდა გასწავლონ? სხვა მისტიურ ფორმულებს რატომ არ უთმობენ ამდენივე ყურადღებას? გაიაზრეთ ამის შესახებ, და თქვენ იპოვით, რომ გაიატრი – ეს არის ყველა მანტრების დედა. თქვენ ასევე შეამჩნევთ, რომ რიტუალები გაბრწყინდებიან ახალი აზრით, წესები და შეზღუდვები აღივსებიან მნიშვნელობით, ძველი დროის ადამიანთა საქმეები და ქმედებები გახდება გონივრული თქვენთვის. თუ თქვენ არ ცდილობთ გაიგოთ ამ ყველაფრის მნიშვნელობა, თქვენ დაიწყებთ მათ განმარტებას როგორც მოგეპრიანებათ და მიმართავთ ხრიკებსა და ეშმაკობებს, რათა თავიდან აიცილოთ ცხოვრების მოვალეობები. თქვენ მოხვდებით უსამართლობისა და უარყოფის, ადჰარმისა და ანიიაიის ბადეში.
მაშ, რაში მდგომარეობს სიტყვა გაიატრის ჭეშმარიტი მნიშვნელობა? ვინმე ცდილობს გაიგოს ეს დღეს? ითვლება, რომ ეს სიტყვა ნიშნავს ან ქალღმერთს, ან რაიმე ფორმულას. გაიატრი – ეს არის ის, რაც იცავს (ტრა) სიცოცხლის ნაკადებს (გაიას ანუ პრანის, – ხუთ სასიცოცხლო ენერგიას: პრანა, აპანა, სამანა, უდანა, ვიიანა) ანუ გრძნობებს (ინდრიებს, – ხუთ ჯნიანენდრიას, შეცნობის ორგანოები: ყური, კანი, თვალი, ენა, ცხვირი, და ხუთი კარმენდრია, მოქმედებების ორგანოები: მეტყველების ორგანოები, ხელები, ფეხები, გამოყოფის და გამრავლების ორგანოები), დაწყებული მეტყველებიდან, ვაკ. ამის გარდა, ნათქვამია: „ის, რაც გადაარჩენს მათ, ვინც მღერის მას, თაყვანს სცემს მას, იმეორებს მას და მედიტირებს მასზე, იწოდება გაიატრიდ“ (გაიანტამ ტრაიათე იასმაატ გაიატრი ტენა კატიიატე).
სხვა სიტყვებით, სწორედ ამ წმინდა მანტრამ გადააქცია კარის ბრძენი (რაჯარიში) ვიშვამიტრა ბრაჰმან-ბრძენად (ბრაჰმარიშად). დედა-ვედა (ვედამატა) აჯილდოებს ყველა შესაძლო საჩუქრებით მათ, ვინც ეთაყვანება მას. ეს ქალღმერთი აღიწერება დიად სახეებად ბრაჰმანებში და დჰარმასუტრებში. თუ თქვენ მათ ნათლად იგებთ, თქვენ შეძლებთ შეიცნოთ ეს სხვისი დახმარების გარეშე (13, გვ65-66).
* გაიატრი – ეს არის მატერიალური პრინციპის ხორცშესხმა. გაიატრი-მანტრა უნდა იმეორო ყოველდღე: დილით, დღისით და საღამოს. ამას ეწოდება პრატა სანდჰია, მადჰიიანა სანდჰია და საიიამ სანდჰია (დილის, დღის და საღამოს რიტუალები). თუ მზისკენ ზურგით შევბრუნდებით, ჩრდილი იქნება წინ. ის დარჩება უკან, მხოლოდ თუ დავდგებით სახით მზისკენ. ამის მსგავსად, თქვენ აღმოჩნდებით მააიიას, ილუზიის ძალაუფლებაში, რომელიც ჩრდილს ჰგავს. მასზე შეიძლება გაიმარჯვო, მხოლოდ ღმერთისკენ მიქცეულმა. (7, გვ.49-50).
* თუ თქვენ მთელი გულით იმეორებთ გაიატრი-მანტრას, თქვენ არასდროს არ შეეჯახებით სიძნელეებს და ზღუდეებს ცხოვრების გზაზე. მუდმივად იმეორეთ ღმრთაების სახელი (7, გვ.54).
* არასაკმარისია იმეორო გაიატრი-მანტრა დღეში სამჯერ – დილით, დღისით და საღამოს. საჭიროა ის იმეორო მუდმივად. განა გარკვეული დრო უნდა გამოყო იმის სახელის გასამეორებლად, ვინც მარადიულია? „სარვადა სარვაკალეშუ სარვატრა ჰარიჩინტანამ“ – ელოლიავეთ გონებაში ღმერთის სახელს ყოველთვის და ყველგან, ნებისმიერ მდგომარეობაში (7, გვ.56).
* წაიკითხეთ გაიატრი ისე ხშირად როგორც შეძლებთ. თუ თქვენ მას მღერით მაშინაც კი, როდესაც აბაზანაში ბანაობთ, თქვენი დაბანვა იქნება განწმენდილი. გაიმეორეთ ის ჭამის წინაც. საკვები გახდება ღმერთისთვის მირთმეული. დაე ღმერთისადმი თქვენი ერთგულება ამოვიდეს გულის მთელი სიღრმიდან (6, გვ.243).
გაიატრი-მანტრა და ვინაიაკა-განაპატი-გაიატრი. რიგვედაში, ნარაიანოპანიშადში და ტაიტიპიიოპანიშადში არის ადგილები, მიძღვნილი ვინაიაკასადმი. ის აღბეჭდილია ასევე გაიატრი-მანტრაში, მისთვის სპეციალურად მიძღვნილში: „ტატპურუშაია ვიდმაჰე, ვაკრატუნდაია დჰიმაჰი, ტაჰჰო დანტი პრაჩოდაიატ“. ამ მანტრაში განდიდებულია ვინაიაკას ღმრთიურება. მაშასადამე განაპატი ნიშნავს ყველაფრის გამსჭვალავ ღმრთიურ ძალას. (6, გვ.245).