ნოემბერი

01.10.21.
რამდენადაც არ უნდა მოერიდოთ თქვენ მოქმედებას, განა არ არის აუცილებელი დაკავდეთ უფლის გახსენებით, მედიტირებასა ან სახელის გამეორებაში? ეს ასევე არის მოქმედება! თუ ესები არის მიტოვებული, არ იარსებებს სიხარული ცხოვრებაში. თითოეულმა უნდა გააკეთოს რამე მოქმედება, ნებისმიერი ფორმის! ვინც ეწევა მოქმედების იოგას, უარს ამბობს მოქმედების ყველა ნაყოფზე და მიჰყვება დუმილის დისციპლინას, შეუძლია გააცნობიეროს ბრაჰმანი შიგნით მოკლე დროში. მოქმედება თავს არ ეხვევა ასეთს. ასეთი ადამიანისთვის მოქმედება არის სუნთქვის მსგავსი. ცხოვრება შეუძლებელია სუნთქვის მოქმედების გარეშე; ასევე, ასპირანტებისთვის მუშაობა არის აუცილებელი. უმშვიდობა (აშანტი) მოდის მხოლოდ მაშინ როცა მოქმედების ნაყოფი არის მოსურნებული. თუ ნაყოფს უგულვებელყოფენ და სიხარული თავად მოქმედებიდან მიიღება, მაშინ ადამიანი მშვიდდება. არავინ ფიქრობს სუნთქვის მოქმედების შედეგებსა და სარგებელზე, არა? ასევე, როდესაც სამუშაო გაკეთდება, არასოდეს იდარდოთ მის შედეგზე; ეს იძლევა ნამდვილ მშვიდობას!
– ღმრთიური პრაშანტი ვაჰინი, თავი 21.
2.11.21.
მეხუთე არის შანთის (მშვიდობის) ყვავილი. ადამიანი უნდა იყოს მშვიდი ცხოვრების ყველა ცვალებადობებში. მხოლოდ მაშინ შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს ღმრთიურ წყალობას. დიდმა ერთგულებმა როგორიცაა თიაგარაჯა, თუკარამი და დრაუპადი გადაიტანეს მრავალი გაჭირვება. ისინი იტანდნენ ყველა ტანჯვას მოთმინებით. თიაგარაჯამ თქვა: „შეუძლებელია ბედნიერების მიღწევა შინაგანი სიმშვიდის გარეშე“. კაცს სჭირდება სიმშვიდე ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ დონეებზე. მშვიდობა არ არის არსებული გარე სამყაროში. იგი არსებობს შიგნით. თქვენ ხართ მშვიდობის ტანმოსილება. მიწიერ ცხოვრებაში, არსებობს ბევრი გაჭირვება, მაგრამ ადამიანი არ უნდა იყოს აღშფოთებული. ადამიანმა უნდა აიტანოს ყველა ტანჯვა გამძლეობითა და მოთმინებით. ადამიანის სიცოცხლე მოცემულია არა უბრალოდ დასატკბობად ამსოფლიური სიამოვნებებით მსგავსად ფრინველების და მხეცების. ცხოვრება ხდება აზრიანი მხოლოდ მაშინ როცა ადამიანი განიცდის მშვიდობას რომელიც წარმოიშობა გულიდან.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 22 აგვისტო.
3.11.21.
ყველამ უნდა ჩათვალოს რაც კი მას ხდება საჩუქრად ღმერთისგან. სიამოვნება და ტკივილი უნდა განიხილებოდეს ერთნაირად როგორც ღმრთიური საჩუქრები. არსებობს უნიკალური სიხარული ამ პროცესში. ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ მიდრეკილება გვაქვს მივიჩნიოთ დამარცხება, დანაკარგი ან მწუხარება უბედურებად. მაგრამ, არაფერი ხდება მსოფლიოში მიზეზის გარეშე. შიმშილი არის მიზეზი ჭამისთვის. წყურვილი არის მიზეზი სმის. სირთულეები არის მწუხარების მიზეზი. თუ ადამიანს სურს სიამოვნება გამძლე ბედნიერებით, მან უნდა აღმოაჩინოს ასეთი ბედნიერების წყარო. ეს წყარო არის სიყვარული (პრემა). არაფერი არსებობს უფრო დიდი ვიდრე სიყვარული ამ მსოფლიოში. ყველაფერს აქვს ფასი. გადასახდელი ფასი გამძლე ბედნიერებისთვის არის ღმრთიური სიყვარული. სიყვარულის გარეშე, არცერთი ობიექტი არ მოგცემთ თქვენ ნამდვილ ბედნიერებას. მაშასადამე, უპირველესი სიმდიდრე კაცისთვის არის სიყვარული. ყველამ უნდა ეძებოს ამ სიმდიდრის შეძენა. ამ სიმდიდრით, ნებისმიერი შეიძლება დატკბეს გამძლე ნეტარებით.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 1 იანვარი.
4.11.21.
ნარაკასურას ცხოვრების ისტორია ცხადყოფს მისი ბოროტების სიდიდეს. მისი მთელი სამეფო იყო ჩაძირული სიბნელეში. არც სახლებში არც ქუჩებში არ იყო განათება. მას ჰყავდა დაპატიმრებული ათასობით პრინცესა და ნაწამები უთვალავი ქალი. ამ უპატივცემულობის ატანის უძლურმა ქალებმა მიმართეს კრიშნას დახმარებისთვის. ვინაიდან ნარაკასურა ტანჯვას აყენებდა ქალებს, ის უნდა დასჯილიყო ქალის მიერ. ამ მიზეზით კრიშნამ წაიყვანა სათიაბჰამა თავისთან ერთად და მოასპობინა ის ბრძოლაში. დიპავალი უნდა იყოს აღნიშნული როგორც დღე მოშორების ჩვენში არსებული ყველა ცუდი ხარისხის, სიმბოლიზებულის დემონ ნარაკასურათი. გოპიკაები ვინც გათავისუფლდნენ იმ დღეს წარმოადგენენ ჩვენში დაპატიმრებულ კარგ ხარისხებს. ესები უნდა გაცხადდეს მანათობლად. ეს არის ფესტივალის შინაგანი მნიშვნელობა. სანამ დემონური ხარისხები რჩება, ადამიანი ჩაძირული იქნება სიბნელეში. მე მსურს რომ ჩვენი დღესასწაულები და წმიდა დღეები იყოს დაკვირვებული სწორი სულით, მათი შინაგანი მნიშვნელობის გაგებით.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 9 ნოემბერი.
5.11.21.
მრავალი იდეა ფორმირდება ადამიანის გულში; ესები დახეტიალობს რვა მიმართულების დასასრულამდე. მათგან ზოგიერთი არის ურთიერთ დამხმარე; ზოგი არის ურთიერთ დამღუპველი. მაგრამ მათი თავისუფლად დატოვების გარეშე, ესები ყველა უნდა იყოს კანალიზებული და დისციპლინებული რამე მაღალი მიზნის შესაწევნად. მხოლოდ შემდეგ შეიძლება თქვენ დამკვიდრდეთ მშვიდობაში. თქვენ უნდა გქონდეთ ნიჭიერება საჭირო ამ კანალიზებისთვის. ეს არ არის უბრალოდ ნიჭიერება გარეგანი საგნების გამოყენებაში; ეს მოთავსებულია უფრო მეტად გონებრივი უნარების კონტროლსა და დამორჩილებაში; ეს აუცილებელია ათმას აყვავებისთვის. თქვენი საკუთარი ჭკუის უნარების გასაგებად, თქვენ უნდა იმოძრაოთ უფროსებთან, რომლებიც გამოცდილნი არიან ამ საქმეში ან ჭკუის კაპრიზების სუბლიმირებაში. სანამ თქვენ გონივრულად დაფიქსირდებით უშეცდომო მიმართულებაზე თქვენი ყველა აზრისა და საქმიანობისთვის, თქვენ მხოლოდ ჰაერში ააგებთ ბნელ ციხესიმაგრეებს და იხეტიალებთ მათში.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 22.
6.11.21.
ყველას აქვს, თვით ადამიანური ბუნების სათნოებით, დისკრიმინაცია საჭირო იდეალისკენ სწრაფვისთვის. თქვენ არ უნდა დაანებოთ უგულვებელყოფის ოდნავ იდეას, ხელი შეგიშალოთ ან დადგეს თქვენს გზაზე. მშვიდობა დაფუძნებული სულიერ სიბრძნეზე (ჯნანაზე) შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ რეალური გამოცდილებიდან; თითოეული მოქმედების დასასრული და შედეგი არის და უნდა იყოს სიბრძნე. პიროვნების პროგრესი შედგება დისკრიმინაციით გაკეთებულ საქმიანობაში. აიღეთ ერთი პატარა მაგალითი: იმ ადამიანმაც კი ვისაც უფლის წყალობით აქვს კომფორტული მოგზაურობის ყველა საშუალება, კერძოდ, მანქანები, თვითმფრინავები ან სხვა კომფორტი, ძალაუნებურად უნდა იაროს, ყველაფრის მიუხედავად, ჯანმრთელობის გულისთვის! ასევე, ვინც არ უნდა იყოს, როგორი სულიერი დისციპლინითაც არ უნდა იყოს დაკავებული, მან უსათუოდ უნდა განიცადოს აქტივობა და თავად ისწავლოს შედეგი მისი გონებრივი ჯანმრთელობისთვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, გონებრივი სისუსტე ვერ განიკურნება.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 22.
7.11.21.
სიყვარულის ტანმოსილებო! მიჰყევით გულს, ნუ აჰყვებით თავს, რომ თქვენ არ ჩავარდეთ ამსოფლიური ცხოვრების ჭაობში. თავი თქვენ ბევრ საფრთხეში გაგდებთ. თუ თქვენ მისდევთ თავს, თქვენ შეიძლება დაკარგოთ თვით თქვენი თავი! შეატრიალეთ თქვენი ხედვა შიგნით. მიჰყევით გულს, რომელიც არის ყველა კეთილშობილური ხარისხის წყარო როგორიცაა ჭეშმარიტება, უბიწოება, მშვიდობა, სიყვარული და არაძალადობა. აქ ჩვენ ვხედავთ ბევრ ნათურას მბრწყინავს ამ დარბაზში. როგორ? დენი მიედინება მავთულში, შედის ნათურაში და გვაძლევს ჩვენ სინათლეს. მსგავსად, როდესაც ჭეშმარიტების დენი მიედინება უბიწოების მავთულში და შედის მშვიდობის ნათურაში, ჩვენ ვიღებთ სიყვარულის შუქს. ნამდვილი ადამიანის არსება არის ამ ხუთი ადამიანური ფასეულობის სრულყოფილი კომბინაცია. ესები არის, ფაქტობრივად, ადამიანის ცხოვრების პრინციპი, რომლის გარეშეც ადამიანი არის ზუსტად როგორც გვამი.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 5 აპრილი.
8.11.21.
მეექვსე არის ეპიტიმიის (ტაპასის) ყვავილი. ეპიტიმია არ ნიშნავს ტყეში წასვლას და ხილსა და ბოლქვებზე ცხოვრებას. სინამდვილეში, ასეთ ცხოვრებას შეიძლება ეწოდოს თამასის (სიშტერის) ცხოვრება არა ტაპასის. ჭეშმარიტი ეპიტიმია არის გაკონტროლებაში ემოციების, აზრების, სიტყვებისა და მოქმედებების რომლებიც წარმოიქმნება სატვური, რაჯასური და თამასური ხარისხებიდან. ადამიანმა ყოველ დროს უნდა იფიქროს ღმერთზე და მიაღწიოს აზრის, სიტყვისა და საქმის ჰარმონიას. მანასიეკამ ვაჩასიეკამ კარმანიეკამ მაჰათმანამ (ის ვისი აზრები, სიტყვები და საქმეები არის სრულ ჰარმონიაში არის ნამდვილად კეთილშობილი). არ შეცდეთ ტკივილით ან სიამოვნებით. ბჰაგავად გიტა გვასწავლის ადამიანი უნდა იყოს გაწონასწორებული ბედნიერებასა და მწუხარებაში, მოგებასა და დაკარგვაში, გამარჯვებასა და დამარცხებაში (სუკჰადუჰკე სამეკრუთვა ლაბჰალაბჰაუ ჯეია-ჯაიაუ). ადამიანმა უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა და ემსახუროს საზოგადოებას ჯილდოს რამე მოლოდინის გარეშე. ასეთი წონასწორობა და უსურვილებო მდგომარეობა არის ნამდვილი ეპიტიმია!
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 22 აგვისტო.
9.11.21.
პირველ რიგში, ადამიანმა უნდა ივარჯიშოს მშვიდობისა და ბედნიერების (სანტოშას) ტექნიკაში. ეს არ არის დამოკიდებული გარეთა, გარეგან ან ხილულ ობიექტურ მსოფლიოზე. ასე რომ ამ საკითხებზე შეწუხებასა ან კამათში არ არის სარგებელი. თქვენ უნდა შეაფაროთ თავი ათმას და ათმაზე, ანუ რეალური „მეს“ ბუნებაზე ფიქრს. მთელი ეს ობიექტური მსოფლიო ანათებს მხოლოდ ათმას დიდებით. ტანმოსილება არ იმსახურებს უკვდავთან გაიგივებას; ეს არის ინერტული მატერია და არაფერი უკეთესი. თქვენ არ ხართ რაღაც აღნიშნული სიტყვით “მე”. შენ ხარ ერთი, მეორის გარეშე. ტანმოსილება ექვემდებარება ცვლილებას, იგი არის ქრობადი და მიდრეკილების მქონე დაცემაზე. როგორ შეიძლება ეს იყოს ათმა? არა, ათმა არის ერთი და ერთადერთი. მას არ შეუძლია თანაარსებობა სხვა ობიექტთან. მხოლოდ მაშინ როცა ყოველმა სულიერმა ასპირანტმა, და ფაქტობრივად ყველამ იცის ამის შესახებ, ეს თანასწორობა, სიმშვიდე და მხიარულება შეიძლება დამყარდეს დედამიწაზე. ამიტომ, იფიქრეთ რეალობაზე (ტატვაზე). დანახულის გვერდზე დატოვებით, კონცენტრირდით დამნახველზე. ეს შუქს მოფენს ჭეშმარიტებას.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 22.
10.11.21.
მეშვიდე ყვავილი არის მედიტირების (დჰიანას) ყვავილი. მედიტირება არ ნიშნავს დახუჭული თვალებით პადმასანაში (ფეხების გადაჯვარედინებით) დაჯდომით დღმერთზე ფიქრს. ეს არის ფიზიკური, ამსოფლიური აქტივობა. ეჭვგარეშეა, ეს საჭიროა, მაგრამ ჭეშმარიტი მედიტირება არის ჭკუის გაერთიანებაში ღმერთთან. როგორც რძე და წყალი არ შეიძლება განცალკევდეს, ასევე, როცა ჭკუა ერწყმება ღმერთთან, იგი შეუძლებელია განცალკევდეს. რკინის ბურთულა ჩაგდებული ცეცხლში ხდება მასთან ერთიანი. ასევე, თქვენი სიყვარული უნდა გახდეს ერთიანი ღმრთაებრივ სიყვარულთან. ამ ჭეშმარიტებას შეიცავს ვედური გამონათქვამი, ბრაჰმავიდ ბრაჰმაივა ბჰავათი (ბრაჰმანის მცოდნე ხდება თავად ბრაჰმანი). ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს ღმერთზე შეზღუდული პერიოდის განმავლობაში დილას და საღამოს. ამას არ შეიძლება ეწოდოს მედიტირება. სარვადა სარვა კალეშუ სარვათრა ჰარი ჩინთანამ (იფიქრეთ ღმერთზე ყოველ დროს, ყოველ ადგილას და ყოველ ვითარებაში). შეასრულეთ ყველა დავალება თქვენი ჭკუის მტკიცედ დაფიქსირებით ღმერთზე. ეს არის ნამდვილი მედიტირება.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 22 აგვისტო.
11.11.21.
ადამიანის დაბადება უიშვიათესია ყველა ცოცხალ არსებას შორის (ჯანტუნამ ნარაჯანმა დურლაბჰამ). თქვენ არ შეგიძლიათ იყიდოთ ან ისესხოთ ის. ადამიანის სიცოცხლე არის ღმერთის საჩუქარი. გამოიყენეთ ის სათანადოდ სამსახურის გაწევაში საზოგადოებისთვის. არ დაკავდეთ ცილისწამებით. ცილისწამება არის ყველაზე უარესი ცოდვა; ჩვენ ვპოულობთ ზოგიერთ ადამიანს დაკავებულს ამით ყოველთვის. ეს არის სხვა არაფერი თუ არა მათ წარსულ ცხოვრებებში შეძენილი უთვალავი ცოდვის შედეგი. ჰასთასია ბჰუშანამ დჰარმამ, სათიამ კანტასია ბჰუშანამ, შროთრასია ბჰუშანამ სასთრამ (ქველმოქმედება არის ხელების ნამდვილი სამკაული, ჭეშმარიტება არის კისრის ნამდვილი სამკაული და წმინდა ტექსტების მოსმენა არის ყურების ნამდვილი სამკაული). ხელები მოცემულია წმინდა ქმედებების განსახორციელებლად, არა სხვებთან საბრძოლველად. რატომ მოგცათ თქვენ ღმერთმა ყურები? თქვენ უსმენთ ამაო ჭორებს ამაღლებული ყურადღებით, მაგრამ როცა საქმე ეხება უფლის დიდების მოსმენას, თქვენი ყურები იხშობა! შეიცანით ჭეშმარიტება რომ ყურები არის უფლის დიდების მოსმენის საშუალება!
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 5 აგვისტო.
12.11.21.
მერვე ყვავილი შესათავაზებელი არის ჭეშმარიტება (სათია). ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთელი მსოფლიო წარმოიშვა ჭეშმარიტებიდან, შენარჩუნდება ჭეშმარიტებით და საბოლოოდ შეირწყმება ჭეშმარიტებაში. არ არსებობს ადგილი ჭეშმარიტების პრინციპის გარეშე. ჭეშმარიტება უცვლელია დროს სამივე პერიოდში – წარსულში, აწმყოსა და მომავალში (თრიკალა-ბადჰიამ სათიამ). ყველაფერი შეიძლება გაქრეს, მაგრამ ჭეშმარიტება რჩება სამუდამოდ. ასე რომ, ჭეშმარიტება არის ღმერთი, იცხოვრეთ ჭეშმარიტებაში. ღმერთი იქნება კმაყოფილი მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ თაყვანს სცემთ მას ამ რვა ტიპის ყვავილით (არაძალადობა, გრძნობების კონტროლი, თანაგრძნობა, მოთმინება, მშვიდობა, ეპიტიმია, მედიტირება და ჭეშმარიტება). მღვდლები ტაძრებში თაყვანს სცემენ ღმერთს ყვავილების სხვადასხვა სახეობით. მაგრამ ღმერთს არ სურს ეს ყვავილები. ის ამბობს: „ოჰ მღვდელო, არის ეს რაც შენ ისწავლე მთელი ამ წლების განმავლობაში? შენ მეთაყვანები მე უხვად ვარდებითა და ჟასმინებით, რომლებიც ჭკნება მოკლე დროში. ეს არ არის ის ყვავილები რასაც მე ველოდები შენგან. მეთაყვანე მე აი ამ რვა ყვავილით, რომლებიც არასოდეს ჭკნდება.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 22 აგვისტო.
13.11.21.
თქვენს გულში, რომელიც შეიძლება შედარდეს ჭიანჭველების ბუდეს, არსებობს ბევრი ბოროტი ხარისხების გველი. როდესაც თქვენ აკეთებთ ნამასმარანას (ღმრთიური სახელის ხსენებას), ყველა “გველი” გამოდის. ნამასმარანა ჰგავს ნადასვარამს (მუსიკალურ ინსტრუმენტს), რომელიც იზიდავს გველებს და გამოჰყავს ჭიანჭველების ბუდეებიდან. ეს ნადასვარამი არის თქვენი სიცოცხლე და სუნთქვა (ჯიევანა-სვარამ და პრანა-სვარამ). ადამიანმა უნდა იმეოროს ღმერთის სახელი რათა თავიდან მოიცილოს ბოროტი ხარისხები. დღეს, ბევრი არ ანიჭებს რამე მნიშვნელობას ნამასმარანას. ეს არის დიდი შეცდომა. უფლის დიდების გალობა არის ძალიან წმინდა. დღეს ქვეყანა დგას ბევრი პრობლემის წინაშე იმიტომ რომ ხალხი არ აკეთებს ნამასმარანას. დაე თითოეული და ყოველი ქუჩა ექოსავით აჟღერდეს მისი ღმრთაებრივი დიდებით. დაე თქვენი ტანმოსილების თითოეული და ყოველი უჯრედი იყოს სავსე მისი ღმრთაებრივი სახელით. სხვა კიდევ ვერაფერი მოგცემთ თქვენ იმ ნეტარებას, სიმამაცეს და ძალას, რასაც თქვენ იღებთ ნამასმარანასგან.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 14 აპრილი.
14.11,21.
ადამიანმა უნდა გაიგოს რა აღინიშნება აკჰანდა ბჰაჯანით. არსებობს ორი სახის ბჰაჯანი – ერთი არის კჰანდა ბჰაჯანი და მეორე, აკჰანდა ბჰაჯანი. კჰანდა ბჰაჯანი არის კონკრეტული დროისთვის, ბჰაჯანები ტარდება შეზღუდული პერიოდის განმავლობაში ან დილით ან საღამოს. მეორეს მხრივ, აკჰანდა ბჰაჯანი მოიცავს მუდმივ ფიქრს ღმერთზე დილით, საღამოს ან თუნდაც ღამის განმავლობაში. ეს არის მუდმივი ფიქრი ღმერთზე სამივე მდგომარეობის – სიფხიზლის, სიზმრის და ღრმა ძილის განმავლობაში. ეს არის „სარვადა სარვა-კალეშუ სარვათრა ჰარი-ჩინთანამ“. ღმრთაებრივი სახელი არის ძალიან ძლიერი. ღმერთის რამდენიმე სახელიდან თითოეულს აქვს ერთი ტიპის ძალა დამახასიათებელი მისთვის. თუ თქვენ გსურთ ამ ძალის კარგად გამოყენება და მისგან ხანგრძლივი სარგებლის მიღება, თქვენ უნდა იმონაწილეოთ აკჰანდა ბჰაჯანში.
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 13 ნოემბერი.
15.11.21.
ყოველთვის იმსახურეთ თქვენს მოვალეობებში სასიამოვნო და მომღიმარი სახით. სარგებელი არ აქვს „აბუსალათინის ზეთის სახის“ ტყორცნას. “ბედნიერება არის ღმერთთან კავშირი.” ეს არის ნამდვილი ღმრთიურება. როცა თქვენ პირისპირ დგებით რთულ სიტუაციებთან, ნუ დაირღვევთ სულიერ სიმშვიდეს გამუდმებით წუხილით: „ოჰ! როგორ გადავლახო მე ეს სიტუაცია?” მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანები ხშირად აწყდებიან „ქორწინების მოუსვენრობას“. ასეთი მოუსვენრობა გააუარესებს სიტუაციას. დაამშვიდეთ თქვენი რწმენა ღმერთით. იფიქრეთ, რომ ეს არ არის ქორწინება, არამედ “ჩემი ამაღლება”, ხელსაყრელი შემთხვევა თქვენი გაუმჯობესებისთვის! თუ თქვენ განივითარებთ ასეთ დამოკიდებულებას, თქვენი ცხოვრება განიწმინდება. ვინც აკეთებს ნამასმარანას, ის რომელ სახელსაც უნდა იღებდეს და ნებისმიერგან სადაც ის იქნება, მისი სიცოცხლე განიწმინდება. ის განთავისუფლდება ცოდვისგან! თქვენ არ გჭირდებათ იყოთ ძალიან გატაცებული მელოდიითა და რიტმით. არსებობს მხოლოდ ერთი რაგა, ეს არის ჰრიდაიარაგა (სიმღერა, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის საკუთარი გულიდან). ეს არის “სოჰამ”. დაე, თქვენი ცხოვრება იყოს აწყობილი “სოჰამის” ამ რაგაზე. შემდეგ, ნებისმიერი საქმიანობა რომელსაც თქვენ წამოიწყებთ, იგი ხდება წარმატება!
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 13 ნოემბერი.
16.11.21.
ადამიანები ღმერთს თაყვანს სცემენ ერთგულებითა და გულწრფელობით, მაგრამ ღმერთი არ არის კმაყოფილი გარეგანი თაყვანისცემით. თქვენ უნდა ემსახუროთ საზოგადოებას. მხოლოდ მსახურებას შეუძლია ნეტარების მონიჭება თქვენზე. საზოგადოებისთვის მსახურების გაწევით, თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ შეამსუბუქოთ ხალხის ტანჯვა, არამედ შეგიძლიათ თქვენ მოიტანოთ გარდაქმნა მათ ცხოვრებებში. იად ბჰავამ ტად ბჰავათი (როგორიც არის გრძნობა, ისეთია შედეგი). თუ თქვენ ემსახურებით წმინდა გრძნობებით, ეს აუცილებლად მოიტანს წმინდა შედეგებს. ემსახურეთ საზოგადოებას თქვენი ყველა შესაძლებლობით. თქვენ აკეთებთ ბჰაჯანებს დილით და საღამოს. კმაყოფილება რასაც თქვენ იღებთ ბჰაჯანებში მონაწილეობით არის დროებითი, მაშინ როცა მსახურება განიჭებთ მუდმივ კმაყოფილებას. დრო ღმერთის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, მაგრამ თქვენ კარგავთ მას ამაო დევნებში და უწმინდურ გრძნობებში. განწმინდეთ თქვენთვის მოცემული დრო საზოგადოების მსახურებით. მხოლოდ მსახურების მეშვეობით შეიძლება ადამიანი მოცილდეს დარდებს, ეგოს, პომპეზურობასა და სანახაობას და სხვა ბოროტ ხარისხებს.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 22 აგვისტო.
17.11.21.
ღმრთიური სახელის ძალა უბადლოა. ადამიანები ხშირად ამას დაუდევრად იღებენ. ეს არის შეცდომა. ადამიანმა შეცდომით არ უნდა მიიღოს მბზინავი შუშის ნაჭერი ბრილიანტად. ნამდვილი ბრილიანტი არის მთლიანად განსხვავებული. რა არის ეს ბრილიანტი? “მვდარი ჭკუა”. ღმერთის სახელი არის ნამდვილი ბრილიანტი. შეინახეთ იგი უსაფრთხოდ და დაცულად. არასოდეს შეწუხდეთ ტკივილითა და ტანჯვით, დანაკარგებითა და სირთულეებით. ესები უბრალოდ მოდის და მიდის. ეს არ არის თქვენი ნამდვილი ბუნება. თქვენი თანდაყოლილი მე არის ძლიერი, მარადიული და რეალური (სათ). თქვენ არ უნდა გაჰყვეთ წარმავალ და არარეალურ ტალღებს, მიატოვოთ თქვენი საკუთარი ჭეშმარიტი და მარადიული ბუნება. სამწუხაროდ, დღეს ხალხი მიჰყვება მხოლოდ არარეალურ და გამვლელ ტალღებს. თუ თქვენ ებღაუჭებით წარმავალ და არარეალურ ნივთებს, თქვენ ყოველთვის მოტყუვდებით. როდესაც თქვენ ეძებთ თავშესაფარს ღმერთის ლოტოსის ტერფებში, თქვენ არასოდეს უნდა დანებდეთ. სადაც კი თქვენ წახვალთ, ღმრთაებრივი ტერფები დაგიცავთ თქვენ. თუ თქვენ დააყენებთ ღმრთიურ სახელს მყარად თქვენს გულში, თქვენი ცხოვრება გახდება ნაკურთხი. ეს არის ბჰაკტი (ერთგულება). ეს არის თქვენი შაკტი (ძალა). ეს არის მუკტი (განთავისუფლება)!
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 13 ნოემბერი.
18.11.21.
თქვენ ღმერთს აკუთვნებთ სხვადასხვა სახელს და ფორმას თქვენი საკუთარი კმაყოფილებისთვის, მაგრამ ღმერთი არის არსებითად ერთი. იქნება ის რამა, კრიშნა, ალაჰი თუ იესო, ყველა მათი სწავლება დანიშნულია კაცის ემანსიპაციისთვის. არც ერთი რელიგია არ ქადაგებს ძალადობას ან ვინმეზე ზიანის მიყენებას. ზოგიერთი ბოროტი ადამიანი არასწორად ხსნის წმინდა სწავლებებს და ერთვება ბოროტ საქმეებში. ყველა კეთილშობილი სული ასწავლიდა წმინდა საგნებს. მათ თქვეს: “გიყვარდეს ყველა”. ისინი არ ქადაგებდნენ სიძულვილს. ღმერთი არასოდეს ეუბნება ვინმეს მოკლას სხვები. არავის აქვს უფლება მოკლას სხვები რადგან ერთი და იგივე ათმა არის ყველაში. ღმერთის სახელით, ადამიანები სჩადიან საზარელ დანაშაულებს. ეს არ არის კარგი არავისთვის. არ არსებობს ღმერთი სიყვარულზე უფრო დიდი. სიყვარული არის ღმერთი, ღმერთი არის სიყვარული. იცხოვრეთ სიყვარულში. გაანადგურეთ ბოროტი ხარისხები. ბოროტი ადამიანები ცდილობენ თავიანთი სულმდაბლობა მიაწერონ ღმერთს. ეს არის უმეცრების ნიშანი. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ასეთ ადამიანებს. გქონდეთ რწმენა თქვენს საკუთარ თავში. სხვაგვარად, თქვენ ვერ გეყვარებათ ღმერთი.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 25 დეკემბერი.
19.11.21. ქალთა დღე
უძველესი დროიდან ღვთაებრივის ქალურ ასპექტს თაყვანს სცემდნენ სხვადასხვანაირად. ვედები აცხადებს რომ სადაც ქალები არიან დაფასებული და პატივნაცემი იქ ღმრთიურება იმყოფება მთელი თავისი ძალით. სამწუხაროდ, დღეს მამაკაცები დამამცირებლად მიიჩნევენ ქალებისადმი პატივისცემას. ეს არის სრულიად არასწორი და არის უმეცრების ნიშანი. სთრიი (ქალი) არის გრიჰალაკშმი (სახლის კეთილდღეობის ქალღმერთი). მას ესალმებიან როგორც დჰარმა-პათნის (სათნო მეუღლეს). მას უწოდებენ – ილლალუს (სახლის ქალბატონს) და არდჰანგის (უკეთეს ნახევარს). ადამიანებს ახარებს მათთვის მინიჭებული წვრილმანი ტიტულები. მაგრამ ქალებს მიენიჭათ უმაღლესი ტიტულები, რომლებიც ძალაშია ყველა დროს. სახლი ქალის გარეშე არის ჯუნგლი. მამაკაცებმა უნდა გააცნობიერონ ქალის მაღალი სტატუსი და დააფასონ ისინი და პატივი სცენ მათ შესაბამისად. მათ არ უნდა აიძულონ ქალები იტირონ და ცრემლები ღვრონ. სახლი, სადაც ქალი ცრემლებს ღვრის, დაინგრევა. მამაკაცებმა უნდა მისცენ საპატიო ადგილი ქალებს და გაატარონ ღირსეული ცხოვრება.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 19 ნოემბერი.
20.11.21.
თანამედროვე განათლების სისტემაში არსებული დეფექტების გამო, სიყვარული ადამიანში დღითიდღე მცირდება. კაცი ივიწყებს ჭეშმარიტებას (იათარტას), ამგვარად თავს უქვემდებარებს საფრთხეს (ანარტას). მან დაივიწყა ადამიანობა (მანავათვა) ცხოველური მიდრეკილებების (პაშუთვას) განვითარებით. ჭეშმარიტი სულიერება არის პაშუთვას განადგურებასა და მანავათვას ღმრთაებრივად (დაივათვად) ტრანსფორმირებაში. შეუძლებელია ღმრთაებრიობის მიღწევა ცხოველურობისგან თავის დაღწევის გარეშე. დღეს კაცი იქცევა ცხოველივით თავისი ეგოისტური სიყვარულის გამო. ასეთი პიროვნება ვერასდროს ისიამოვნებს ბედნიერებით. ის მუდამ სიღარიბეში იქნება ჩაძირული. რაც უფრო მეტად გიყვართ სხვები, მით უფრო დიდი იქნება თქვენი განცდილი სიხარული! რაც უფრო მეტად განივითარებთ სიძულვილს, მით უფრო უბედური იქნება თქვენი ცხოვრება! გაიგეთ რომ ღმერთი არის სიყვარულის ტანმოსილება და ასევე არის კაციც. ასე რომ, შენ ხარ ღმერთი! არსებობს ღმრთიურება ცხოველებშიც კი.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 25 დეკემბერი.
21.11.21.
კაცების უმეტესობა მათთვის გამოყოფილ ან მათ მიერ გამომუშავებულ სიცოცხლის დროს ატარებს მდიდარი და მავნე საკვებისა და სასმელების დაგემოვნებაში, და ასევე დაკავებაში მომხიბვლელ, უფრო მავნე გართობებში. რა შესაბრალისია ძვირფასი შესაძლებლობის ფუჭად კარგვა! თუმცა ეკუთვნის ცხოველთა სამეფოს, ადამიანს აქვს ბევრად მეტი ვიდრე მის თანამოძმე არსებებს ფიზიკურ, გონებრივ და მორალურ აღჭურვილობაში. მას აქვს მეხსიერება, ენა, სინდისი, პატივისცემა, შიშის განცდა, გაოცება და უკმაყოფილების ამოუხსნელი გრძნობა, განჯაჭვულობის წინამორბედი. მას აქვს დიდებული შანსი ვიზუალიროს თავისი იდენტურობა საიდუმლოსთან რაც გაცხადებულია ამ სამყაროდ, მაგრამ ის იმდენად ჩაფლულია უმეცრებაში რომ იქცევა როგორც ცხოველი მსგავსად დანარჩენების და ფასრთხალებს მწუხარებასა და მანკიერებაში! ეს არის ისე როგორც ცეცხლს დაავიწყდეს მისი დაწვის ან წყალს მისი დასველების ბუნება! მსგავსად ადამიანმა დაივიწყა თავისი ბუნება, მიაღწიოს ღმრთაებას, მისი უნარი მოძებნოს და უზრუნველყოს სამყაროს ჭეშმარიტება რომლის ნაწილიც ის არის, მისი უნარი საკუთარი თავის წვრთნის სათნოებით, სამართლიანობით, სიყვარულითა და თანაგრძნობით კონკრეტულიდან თავის დასაღწევად და უნივერსალურისკენ გასაქცევად.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 2 ივლისი.
22.11.21.SSSIHL-ის მე-40 კრება
განათლება ადამიანს აძლევს სილამაზეს. განათლება არის ადამიანის უძვირფასესი სიმდიდრე. იგი ანიჭებს კაცს ბედნიერებას და პოპულარობას. ეს არის მასწავლებლების მასწავლებელი. როცა კაცი მიემგზავრება საზღვარგარეთ, განათლება დგას მის ახლოს ნათესავივით. განათლება არის თაყვანცემული მმართველების მიერ, არა სიმდიდრე. ადამიანი განათლების გარეშე არის ცხოველი. მარტო ხარისხი არ ნიშნავს განათლებას. განათლება რომელიც შემოფარგლულია ფიზიკური მეცნიერებებით არის ჭეშმარიტი განათლების თრავესთია. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ცოდნასთან ერთად ადამიანმა უნდა შეიძინოს თავმდაბლობა, დისციპლინა და კარგი ხასიათი. ყველამ უნდა შეიცნოს განათლების ეს წმინდა ხასიათი. დღევანდელი სტუდენტი დაინტერესებულია სიმდიდრის, სიძლიერის და პოზიციის შეძენით კარგი ხარისხების შეძენის გარეშე. განათლება დანიშნულია ადამიანისთვის კარგი ხარისხების ცოდნის შეძენის შესაძლებლობის მისაცემად. ყველა სტუდენტმა უნდა მიიღოს ეს მითთება. განათლება არ არის გამიზნული უბრალოდ ტვინის დასატენად ინფორმაციით. მან უნდა გარდაქმნას გული და გახადოს იგი სუფთა.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 22 ნოემბერი.
23.11.19. ბჰაგავანის 96-ე დაბადების დღე
ავატარი (ღმრთაებრივი ინკარნირება) არის უზენაესი სულის ძალა (ათმა შაკტი), რომელმაც დაიდო კრია შაკთისა და იოგა შაკთის (მოქმედების ძალისა და ღმრთიური ერთობის ძალის) სამოსი. საერთოდ, ავატარანა (ინკარნირების პროცესი) აღწერილია, როგორც “ჩამოსვლა” უმაღლესი სტატუსიდან უფრო დაბალზე. მაგრამ, არა! როდესაც აკვანში მყოფი ბავშვი ქვითინებს, ღრიალებს და ითხოვს დახმარებას, დედა იხრება და იყვანს მას თავის მკლავებში. მისი დახრა არ უნდა დახასიათდეს როგორც “ჩასვლა”. თუ თქვენ მოიპოვებთ საჭირო რწმუნებულებათა სიგელს, ინკარნირება მოვა და გადაგარჩენთ თქვენ. თუ, მეორე მხრივ, თქვენ გაამრავლეთბ თქვენს ნაკლებს და დაეშვებით უფრო და უფრო დაბლა, თქვენ როგორ შეიძლება გადარჩეთ? გქონდეთ სიყვარული და ანანდა (ღმრთაებრივი ნეტარება) თქვენს გულში. ანანდა მოდის სუფთა მხედველობიდან, სუფთა სმენიდან, სუფთა მეტყველებიდან და სუფთა მოქმედებებიდან. ის დღე როცა თქვენ დაიმკვიდრებთ თავს ამ ანანდაში, ეს იქნება ჩემი დაბადების დღე თქვენთვის.
– ღმერთის საუბარი, 1978 წლის 23 ნოემბერი.
24.11.21.
პრემა (სუფთა სიყვარული) საკმარისია უზენაესის შესაცნობად. პრემა არის სიძულვილის, ზიზღის და ცრურწმენის არარსებობა; ეს ასევე ნიშნავს თანაგრძნობისა და სიყვარულის პოზიტიურ სათნოებებს, ასე რომ თქვენ დარდობთ როცა სხვები წუხან და ხარობთ როცა ისინი არიან ბედნიერები. ღმერთს აქვს ოთხი ხარისხი და მხოლოდ მაშინ როცა თქვენ მათ განავითარებთ თქვენ შეიძლება გაუგოთ მას. ეს არის ღმრთაებრივი სიყვარული (პრემა), სილამაზე (სუნდარია), სიტკბო (მადჰურია) და ბრწყინვალება (შობჰა). პრემას განვითარება საკმარისია თქვენზე დანარჩენი სამის დასამატებლად. როცა თქვენ ხართ ასე სავსე ღმრთიურისადმი სიყვარულით მთელ ქმნილებაში, ეს ეტაპი არის სილამაზე; როცა თქვენ ხართ ჩაძირული უნივერსალური სიყვარულის ზღვაში თქვენ აღწევთ სიტკბოს აკმეს; როდესაც შენი ჭკუა კარგავს თავის იდენტობას და ერწყმის უნივერსალურ ჭკუას, მაშინ არის ბრწყინვალება განუსაზღვრელი!
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 23 ნოემბერი.
25.11.21.
გიტა ასწავლის დჰიანას (მედიტირების) პროცესს სუფთა პატარა ფორმულით: მამ ანუსმარა იუდდჰია ჩა – “შემინახე შენს მეხსიერებაში და იბრძოლე!” მინიშნება: იბრძოლე სიცოცხლის ბრძოლაში, ღმერთით ცნობიერებაში როგორც მეეტლით. ეს არ არის უბრალოდ მიმართვა არჯუნასთვის; ეს არის განკარგულება მთელი კაცობრიობისთვის. “დააფიქსირე შენი ჭკუა ჩემზე და იბრძოლე! მე ვიქნები ნება შენი ნების უკან, თვალი შენი თვალის უკან, ტვინი შენს ტვინში და სუნთქვა შენს სუნთქვაში. ბრძოლა ჩემია, ძლევამოსილება ჩემია, განსაცდელები და ტრიუმფები ჩემია, გამარჯვების ნაყოფი ჩემია, დამარცხების დამცირება ჩემია – შენ ხარ მე და მე ვარ შენ.” ეს არის დჰიანას დასრულება – იდენტობა, განსხვავების უარყოფა. არ განასხვავოთ ეს დავალება, როგორც ბჰაჯანი, ეს დავალება, როგორც ბჰოჯანი (ჭამა), ეს სხვა დავალება, როგორც პუჯანი (ღმერთის თაყვანისცემა); ყველა არის პუჯანი, თაყვანისცემის აქტები, რადგან საჭმელი მოცემულია მის მიერ, შეჭმულია მის მიერ, მისი გულისთვის, ძალის მისაცემად მისი სამუშაოსთვის. როდესაც ის შერწყმულია ყოველ ამოსუნთქვასთან, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ მასში გაერთიანების სუვერენულ ამოცანას.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 9 ივნისი.
26.11.21.
გიტაში უფალმა დაარწმუნა, რომ ადამიანი ვინც კვდება პრანავით (ომ-ით) შევსებული მისი ბოლო ამოსუნთქვით უდაოდ განთავისუფლდება. რა თქმა უნდა, ომ-ის უბრალოდ მოხმობა მეხსიერებისკენ არ არის სარგებლობის მქონე. ხმა „ომ“ არ დაგეხმარებათ როცა ჭკუა დაფარფატებს ერთი სურვილიდან მეორესკენ, და ტირის გარდაუვალ გამგზავრებაზე მსოფლიოდან და კანკალებს მომავალ შედეგზე. ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ხმა დაეხმაროს? ომ-ის დიდება მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იყოს ჩაწვდომილი, თუ ის უნდა გამოვიდეს ჭკუის წინ გამგზავრების მომენტში. არიან ისეთებიც ვინც უარს ეუბნებიან ქალებს პრანავას გამეორების უფლებაზე. ეს არის აშკარა ცრურწმენა; ეს არ არის ჩადებული წმინდა წერილებში. როდესაც ქალებს აქვთ უფლება ბრაჰმავიდიაზე (იაჯნავალკიამ ასწავლა ეს მაიტრეის, თავის მეუღლეს), როგორც გაარგი, დიდი მეცნიერი-მოკამათე ამტკიცებს ჯანაკას კარზე, როგორ შეუძლია ვინმეს დაიჭიროს პრანავა მათგან შორს?
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 23 ნოემბერი.
<27.11.21.
მეტყველება (ვაკ) მკაცრად უნდა იყოს გაწვრთნილი თავიდან ასაცილებლად ლაყბობისა და მოხეტიალე ტიტინის. დაიჭირეთ ენა კონტროლს ქვეშ; არ წარმოთქვათ ყველაფერი რაზეც თქვენ ხართ წაქეზებული სათქმელად; და შეამცირეთ ეს მიდრეკილება მინიმუმამდე. დუმილი დამუხტავს ბატარეას და თქვენ შეიძლება მოიპოვოთ იგი მედიტირების ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. იყავით სავსე სუფთა სიყვარულისგან, მაშინ თქვენი სიტყვები გაავრცელებს სიყვარულს. ესები იქნება ტკბილი და დამამშვიდებელი როგორც ბალზამი მათთვის ვინც იტანჯება. ომ არის ყველა ბგერის წყარო ყველა მსოფლიოში. სიყვარულის კულტივირების ყველაზე ეფექტური მეთოდი არის ნამასმარანას (სახელის გახსენების) პრაქტიკა. ან, კიდევ უკეთესი, დროს გატარება პრანავოპასანაში (ომ-ის გამეორებაში). ომ არის ქმნილების წყარო; ეს არის წყარო, საზრდო და ძალა. ეს არის ყოველი არსების პრანა (სიცოცხლე). ისევე როგორც ჰაერი იძულებითი გავლით ფიზჰარმონიის ლერწმის ენების აწარმოებს შვიდ მუსიკალურ ნოტს, სა-რი-გა-მა-პა-და-ნი, ომ არის ყველა ბგერის წყარო ყველა მსოფლიოში. იცოდეთ მისი მნიშვნელობა და აპრაქტიკეთ მისი ამოთქმა!
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 23 ნოემბერი.
28.11.21.
მწუხარება გავლენას ახდენს თქვენზე რადგან თქვენ გრძნობთ რომ თქვენ იმსახურებთ სიხარულს და ვერ იძენთ მას; მაგრამ, არსებობს სიხარულისა და მწუხარების ერთი მიუკერძოებელი გამნაწილებელი, ვინც გაძლევთ თქვენ იმას რაც თქვენ გჭირდებათ და არა იმას რაც თქვენ გსურთ. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ტრაგედიის ტონიკი თქვენს დასაყენებლად გამოჯანმრთელების გზაზე. თანამგრძნობმა, მარადიულმა ყოვლისმცოდნე ღმერთმა იცის საუკეთესოდ. კეთილად მიიღეთ ტრაგედია და იბრძლეთ თქვენი გზით, ღმრთაებრივი მეხსიერების ჯავშნით. როგორც ყველა მდინარე ჩქარობს ზღვისკენ, დაე ყველა თქვენმა წარმოდგენამ იმოძრაოს თავის გზაზე ღმერთისკენ. სპექტაკლი მისია, როლი მისი ნაჩუქარია, სტრიქონები მისი დაწერილია, ის წყვეტს სამოსელს და დეკორაციას, ჟესტსა და ტონს, შესვლას და გასვლას. თქვენ უნდა ითამაშოთ თქვენი როლი კარგად და მიიღოთ მისი მოწონება როცა ფარდა დაეშვება. მოიპოვეთ თქვენი ეფექტურობითა და ენთუზიაზმით უფრო და უფრო მაღალი როლების შესრულების უფლება – ეს არის ცხოვრების აზრი და მიზანი!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 9 ივნისი.
29.11.21.
რაც ჩვენ გვჭირდება დღეს არის უთთამა-პურუშულუ (კეთილშობილი, ამაღლებული კაცი და ქალი). ერები იქნება აყვავებული მხოლოდ მაშინ როცა იქ იქნებიან ადამიანები ასეთი კეთილშობილური ჭკუებითა და გულებით. ასეთი ადამიანები გამოჩნდებიან საზოგადოებაში მხოლოდ მაშინ როცა იქნება ჭკუის სისუფთავე და ზნეობა საზოგადოებაში. მხოლოდ საზოგადოებას მორალური საფუძვლით შეუძლია აღზარდოს ასეთი კეთილშობილი პიროვნებები. სულიერება არის გამოსყიდვის საშუალება. ზნეობა და პატიოსნება დაფუძნებულია სულიერ შეგნებაზე. მხოლოდ სულიერება მიიყვანს ადამიანს წმინდა გზაზე მიმავალზე მისი ბედისკენ. მხოლოდ სულიერებას შეუძლია აამაღლოს ადამიანი და ასწიოს ის უფრო მაღალ დონეზე. ეს არის საშუალება რეალური ეროვნული წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ სულიერებით. ეს არის კაცობრიობის გამოსყიდვის საშუალება. სულიერების დავიწყებით, ადამიანი ეწევა ხელოვნურ ცხოვრებას დაფუძნებულს მიწიერ სიამოვნებებზე. განათლება უნდა იყოს გამოყენებული ერის კეთილდღეობის წასახალისებლად. ცოდნა მიღებული განათლებით უანგაროდ უნდა იყოს გამოყენებული კაცობრიობის კეთილდღეობის წასახალისებლად.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 22 ნოემბერი.
30.11.21.
რა ძვირფასი გაკვეთილი შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენ ბავშვისგან, რომელიც შეყვარებულია თავის სათამაშოებზე? ბჰაგავანი ტკბილად გვთხოვს ჩვენ ძლიერი გზავნილით. პურანები და ეპოსები ასწავლის ერთგულებისა და დანებების გზას. ესები ითხოვს რომ კაცმა ყოველი საქმე უნდა გააკეთოს მიძღვნის სულით. ნება მიეცით ეჭვის ქარს ან სასოწარკვეთის მზეს გავლენა მოახდინოს ანანდას (ნეტარების) ქოთანზე რომელიც სავსე გაქვთ, და ის სწრაფად აორთქლდება. მაგრამ შეინახეთ ქოთანი კარგი კომპანიისა და კეთილი საქმეების გრილ წყალში; იგი შეიძლება შენარჩუნდეს შეუმცირებლად სამუდამოდ. ანანდა ასევე იზრდება როცა თქვენ მკვიდრობთ მასზე სიჩუმეში და აჯამებთ გარემოებებს რამაც მოგცათ იგი. ამიტომ მანანა (რეკაპიტულაცია) არის აღიარებული ასე მნიშვნელოვნად როგორც სულიერი ძალისხმევის ნაწილი. მსგავსად ბავშვის რომელიც აგდებს თავის სათამაშოებს და იწყებს ტირილს, თქვენც უნდა გააცნობიეროთ დიდებისა და სიმდიდრის სათამაშოების უმნიშვნელობა და მოუხმოთ დედას. ბავშვი გრძნობს, რომ ყველაფერი არის ხარახურა დედის სიყვარულისა და მისი ყოფნის კურთხევის წინაშე. ადამიანი არ უნდა ესწრაფოს რამე ნაკლებს.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 2 ივლისი.

სატია საი ბაბა