1.01.2014 ახალი წელი 2014
ღმერთი არ ელოდება თქვენი რიტუალების შესრულებას მას არც უდნა თქვენს მიერ წერილების შესწავლა. რაც მას სურს თქვენგან ეს არის ‘ყვავილების’ რვა ტიპი. ღმერთი იქნება ნასიამოვნები და გიბოძებთ თქევნ სიკეთეს მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ შესთავაზებთ მას ამ ‘ყვავილებს’ რაც ძვირფასია მისთვის. სარგებლობა არ მოაქვს გროვებს შეთავაზებული ყვავილებიდან რომლებიც ჭკნება და ლპება. შესთავაზეთ მას რვა ყვავილი არაძალადობის, გრძნობების კონტროლის, თანაგრძნობის, მოთმინების, მშვიდობის, ეპიტიმიის, მედიტირების და ჭეშმარიტების (აჰიმსა, ინდრია ნიგრაჰა, დაია, კშამა, შანთი, თაპასი, დჰიანა და სატია). თქვენი სიცოცხლე იპოვის შესრულებას მაშინ როდესაც თქვენ სიამოვნებას მიგვრით ღმერთს ამ ‘ყვავილების’ შეთავაზებით. სიყვარული არის ამ ყველაფრის ქვედინება. ამიტომ იცხოვრეთ ავსებულებმა სიყვარულით.
– ღმრთიური საუბარი, 22 აგვისტო, 2000.
2.01.2014
თქვენი სიცოცხლე არის ხანგრძლივი მოგზაურობა. თქვენ უნდა გქონდეთ ნაკლები ბარგი (სურვილების) სიცოცხლის ამ ხანგრძლივ მოგზაურობაში. აქედან გამომდინარე ნათქვამია, `ნაკლები ბარგი, მეტი კომფორტი, ხდის მოგზაურობას სასიამოვნოს~. ამიტომ ჭერი სურვილებზე არის ის რაც თქვენ უნდა აითვისოთ დღეს. თქვენ უნდა მოკვეთოთ თქვენი სურვილები დღითიდღე. თქვენ ხართ მცდარი წარმოდგენის ქვეშ რომ ბედნიერება დევს სურვილების დაკმაყოფილებაში. მაგრამ სინამდვილეში, ბედნიერება იწყება სურვილების მთლიანად ამოძირკვის დასაბამიდან. როდესაც თქვენ ამცირებთ სურვილებს თქვენ წინ მიიწევთ უარყოფისკენ. თქვენ გაქვთ ბევრი სურვილი; თქვენ რას იღებთ აქედან? თქვენ მიდიხართ პირისპირ შედეგებთან როდესაც თქვენ აცხადებთ რაიმეს როგორც თქვენ კუთვნილს. თქვენ იქნებით ნეტარი მომენტში როდესაც თქვენ უარს იტყვით ეგოსა და მიბმულობაზე.
– ღმრთიური საუბარი, 14 მარტი, 1999.
3.01.2014
თქვენი საუბარი ყოველთვის უნდა იყოს კარგი. არასოდეს წარმოთქვათ უხეში სიტყვები. ილაპარაკეთ რბილად და ტკბილად. აი ამიტომ მე გეუბნებით თქვენ ხშირად, `თქვენ ყოველთვის არ შეგიძლიათ დაავალოთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ყოველთვის ილაპარაკოთ თავაზიანად.~ თქვით რაც თქვენ გაქვთ სათქმელი უხეშობის გარეშე. ილაპარაკეთ ნაზად იმიტომ რომ მხოლოდ პიროვნებამ ვისთვისაც თქვენი სიტყვები არის გამიზნული შეძლოს თქვენი მოსმენა. ასეთი ნაზი და ტკბილი საუბარი უნდა იყოს განვითარებული. კარგი ხედვა, კარგის მოსმენა, და კარგი საუბარი მიგიყვნთ კარგ აზრებთან. `როგორიც არის თქვენი აზრები, ისეთივე არის შედეგი~. სწორი აზრები მიგიყვანთ სწორ მოქმედებებთან. კარგი აზრები შეუძლებელია შეიძინოთ წერილების წაკითხვით ან დამრიგებლის მოძღვრების მოსმენით. საკუთარი ძალისხმევით თქვენ უნდა გაავრცელოთ თქვენი გრძნობები ხმის, შეხების, ფორმის, გემოს და სუნის სწორად გამოსაყენებლად. მარტო თქვენს საკუთარ ძალისხმევას შეუძლია სათანადო სულიერი პრაქტიკის უზრუნველყოფა.
– ღმრთიური საუბარი, 28 აპრილი, 1999.
4.01.2014
ოთხი კომპონენტი `სურვილების ჭერის~ პროგრამაში არის: ალაგმვა მეტისმეტი საუბრის, ალაგმვა უზომო სურვილების და ხარჯების, კონტროლი საკვების მოხმარებაზე, და შემოწმება ენერგიის ტყუილ-უბრალოდ ხარჯვაზე. თქვენ გჭირდებათ ზოგიერთი ფართო მოხმარების აუცილებელი საქონელი და არ უნდა ისწრაფოდეთ უფრო მეტისთვის. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჰაერი არის მისაწვდომი საკმარისი რაოდენობით ის იქნება კომფორტული. თუ ის არის ზედმეტი ან არის ქარიშხალი, თქვენ იგრძნობთ არაკომფორტულობას. როდესაც თქვენ ხართ მწყურვალი თქვენ შეგიძლიათ მოიხმაროთ წყლის მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა რომელიც საჭიროა სხეულის არსებობისთვის, თქვენ ვერ შესვამთ მდინარე განგას მთელ წყალს. თქვენი თვალები ავტომატურად იხუჭება როდესაც ხდება ელვის უეცარი განათების დანახვა რადგან თვალებს არ შეუძლია ატანა ასეთი ძლიერი განათების. აქედან გამომდინარე, ყველაფერს უნდა ჰქონდეს ზღვარი, მათ შორის სურვილებსაც.
– ღმრთიური საუბარი, 19 იანვარი, 1983.
5.01.2014
თუ თქვენ მოგიხდებათ ავი ადამიანის დანახვა მაშინვე არ იფიქროთ ამ ადამიანზე როგორც ცუდ არსებაზე. ამ ადამიანის ცუდი მოქმედებები ეკუთვნის სხეულს, მაგრამ ამ ადამიანის შიგნით არის იგივე ატმა, რომელიც ასევე არის თქვენში. ეს ერთობა, ეს ატმას პრინციპი არის ის რაც უნდა მოაქციოთ თქვენს ფოკუსში. მორიგდით ამ ადამიანთან იმ გრძნობით რომ ის მე რომელიც თქვენშია ასევე არის წარმოდგენილი სხვა ადამიანში. ეს არის გზა ყველა ადამიანისადმი სიყვარულის განსავითარებლად. ასევე არ ატაროთ სიძულვილი რომელიმე ქვეყნის მიმართ არამედ იყავით სადარი ყველასთვის. არ გააკრიტიკოთ სხვა ქვეყნების კულტურა. გიყვარდეთ თქვენი კულტურა როგორც თქვენი დედა, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ადამიანებს უყვართ თავიანთი შესაფერისი კულტურა. თუ თქვენ ცხოვრობთ ამგვარად, თქვენ უსათუოდ გახდებით იდეალური პიროვნება. თქვენ უნდა სული შთაბეროთ თქვენს დამოკიდებულებას, მიდრეკილებასა და ჭკუას.
– ღმრთიური საუბარი, 30 მაისი, 2000.
6.01.2014
მოთმინების (კშამას) ყვავილი არის ძალიან ძვირფასი ღმერთისთვის. პანდავები ბევრს იტანჯებოდნენ კაურავების ხელში. მაგრამ მოთმინების სათნოებამ დაიცვა ისინი და გახადა იდეალად დანარჩენი მსოფლიოსთვის. მეორე ყვავილი რომელიც თქვენ უნდა შესთავაზოთ ღმერთს არის შანთი (მშვიდობა). ადამიანი უნდა დარჩეს მშვიდი სიცოცხლის მთელი ბედუკუღმართობების განმავლობაში. მხოლოდ შემდეგ შეძლებს ადამიანი ღმრთიური წყალობის მოპოვებას. მშვიდობა საჭიროა ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ დონეზე. მშვიდობა არ არის გარეთ, ეს მოცემულია შიგნით. თქვენ ხართ მშვიდობის განხორციელება. ამქვეყნიურ ცხოვრებაში არის ბევრი სავალდებულო მძიმე განსაცდელი მაგრამ ადამიანი არ უნდა აღშფოთდეს. ადამიანმა უნდა აიტანოს ყველა ტანჯვა სულის სიმტკიცითა და მოთმინებით. ადამიანს სიცოცხლე მიცემული აქვს არა უბრალოდ მიწიერი სიამოვნებით დასატკბობად. სიცოცხლე ხდება აზრიანი მხოლოდ მაშინ როდესაც ადამიანი განიცდის სიმშვიდეს რომელიც წარმოიშობა გულიდან.
– ღმრთიური საუბარი, 22 აგვისტო, 2000.
7.01.2014
ენა არის გულის ჯავშანი, ეს იცავს თქვენს სიცოცხლესაც. ხმამაღალი საუბარი, ხანგრძლივი საუბარი, წინდაუხედავი საუბარი, საუბარი სავსე ბრაზით და სიძულვილით, ეს ყველაფერი მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. ეს ზრდის გაბრაზებას და სიძულვილს სხვებში; ეს აღიზიანებს, ეს აცოფებს, და ეს აშორებს. რატომ იწოდება მდუმარება ოქროდ? მდუმარების მოყვარულ ადამიანებს არ ჰყავთ მტრები, თუმცა მათ შეიძლება არ ჰყავდეთ მეგობრებიც. მათ აქვთ თავისუფალი დრო და შანსი რომ ჩაყვინთონ თავისში და შეამოწმონ თავისი საკუთარი ნაკლები და სუსტი მხარეები. მათ აღარ აქვთ ამის სხვებში მოძებნის მიდრეკილება. თუ თქვენი ფეხი გასრიალდება თქვენ დაიტანჯებით მოტეხილობით; თუ თქვენი ენა გასრიალდება, თქვენ გატეხთ ვინმეს რწმენას ან სიხარულს. ეს გატეხილი ვერასოდეს ვერ გამთელდება; ეს ჭრილობა დაწყლულდება სამუდამოდ. ამიტომ გამოიყენეთ ენა დიდი სიფრთხილით. თქვენ რაც უფრო რბილად ლაპარაკობთ, თქვენ რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობთ, თქვენ რაც უფრო ტკბილად ლაპარაკობთ, მით უკეთესია თქვენთვის და მსოფლიოსთვის.
– ღმრთიური საუბარი, 29 მარტი, 1965.
8.01.2014
უძველესი დროიდან აქცენტი გაკეთებული იყო სამ ასპექტზე: მუშაობაზე, თაყვანისცემასა და სიბრძნეზე. რა არის სიბრძნე? ყველაფერი რაც დაკავშირებულია ჩვენს გრძნობებთან – მატერიალური სამყაროს სწრაფწარმავალი საგნები და ჩვენი მოქმედებები, ლაპარაკობს ჩვენს უმეცრებაზე. სიბრძნე მოდის მაშინ როდესაც ჭკუა მიდის. უაზრო მდგომარეობა ორ ერთმანეთის მიმდევნ აზრს შორის არის სულიერი სიბრძნე (ბრაჰმა ჯნანა). ადამიანებს არ შეუძლიათ ამ უაზრო მდგომარეობის განცდა და გატაცებული არიან სწრაფწარმავალი, ეფემერული და წუთიერი რამეებით. ყველა ცოდნა რასაც ადამიანი იძენს არის არაჭეშმარიტი ცოდნა. ცოდნა სულის (ატმას) შესახებ არის ჭეშმარიტი ცოდნა. ჭეშმარიტი სიბრძნე მოდის როდესაც ყველა აზრი ისპობა. თუმცა ეს სამივე – მუშაობა, თაყვანისცემა და სიბრძნე იწყება მსახურებით. მნიშვნელობა არ აქვს რა მსახურებაა ეს, თუ ეს სრულდება სიყვარულით და ღმრთიური აზრებით, ეს ხდება უპასანა (თაყვანისცემა).
– ღმრთიური საუბარი, 14 მარტი, 1999.
9.01.2014
ღმრთიურება არის განხორციელება პრემას და კშამას. კშამას (მოთმინება, უსაზღვრო მომთმენობა და უნარი აპატიო და დაივიწყო) არ მიიღწევა წიგნების კითხვით ან ინსტრუქტორების მოსმენიდან. ამას ვერ მიიღებ საჩუქრად ვინმესგან. ეს პირველი სათნოება შეიძლება შეიძინო მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით. სხვადასხვა სახის პრობლემების, სხვადასხვა ხარისხის სირთულეების, მღელვარების, როგორც სატანჯველის ასეევე სადარდელის პირისპირ დგომით. კშამას არქონისას თქვენ გახდებით ყოველგვარი ბოროტი ტენდენციის შემთვისებელი. სიძულვილი და ეჭვიანობა ადვილად იდგამს ფესვს ადამიანში რომელსაც აკლია ეს სათნოება. კშამა აძლევს სრულ დაცვას ადამიანს რომელიც მას ფლობს. აქედან გამომდინარე კშამა, ფასდაუდებელი სამფლობელო, არის უდიდესი, უზარმაზარი და უკეთილშობილესი ყველა სათნოებას შორის. კშამა არის ყველაფრის მომცველი.
– ღმრთიური საუბარი, 25 მაისი, 2000.
10.01.2014
სიძნელეები და ტკივილი ეხმარება ადამიანს რომ აღზარდოს და შექმნას მომთმენობისა და მოთმინების უნარი. თუმცა, გონებრივი სისუსტისა და უვიცობის გამო ადამიანები უცვლელად თავს არიდებენ მტანჯველ განსაცდელებსა და უბედურებებს. არ იყოთ სუსტი; იყავით გულადი და მიესალმეთ უსიამოვნებას. დაე მოვიდეს; რაც მეტი უფრო უკეთესი. მხოლოდ ასეთი მამაცური დამოკიდებულებით შეძლებთ თქვენ თქვენს შიგნით დაფარული კშამას (მოთმინების) გამომჟღავნებას. შეგიძლიათ თქვენ დაწინაურდეთ მაღალ კლასში გამოცდის გავლის გარეშე? მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ დაიცავთ დაწერილ ნიშნებს და გაივლით გამოცდას თქვენ აცხადებთ უფლებას რომ გადახვიდეთ უფრო მაღალ კლასში. გამოცდებისთვის მზადების დროს თქვენ შეეჯახებით სტრესს და ბევრ სირთულეს მაგრამ შემდგომ კლასში გადასვლა როგორი ტკბილი არის! ამიტომ მიესალმეთ უსიამოვნებებს როგორც ტესტებს რომლებიც გამზადებენ თქვენ უმაღლესი რამეებისთვის და იყავით ბედნიერი როდესაც უსიამოვნებები გადმოდის თქვენზე, იმიტომ რომ ეს მაშინ არის როდესაც კშამა ჭეშმარიტად ყვავის.
– ღმრთიური საუბარი, 25 მაისი, 2000.
11.01.2014
იმის მიუხედავად რომ ერებს შორის შეიძლება იყოს განსხვავება მათ კვებასა და ჩვევებში, ჰარმონიის და ერთობის სული ნაჩვენები სპორტში არის ყოვლად სასიამოვნო მაგალითი. ეს არის სპორტის გამორჩეული თვისება რომ განსხვავებები დავიწყებულია და პიროვნებები ერთვებიან თამაშებში მეგობრობის ღმრთიური სულისკვეთებით. სპორტი ეხმარება მოთამაშეებს არა მარტო თავიანთი ჯანმრთელობის გაჯანსაღებაში, არამედ სიხარულის განცდაშიც. მაინც თქვენ არ უნდა დაკმაყოფილდეთ ამ პრივილეგიებით მარტო. თქვენ გაქვთ სხვა სხეულიც ფიზიკური სხეულის გარდა; ეს არის უჩინარი სხეული, სხვაგვარად ცნობილი როგორც ჭკუა. იგივენაირად მნიშვნელოვანია ჭკუის სიწმინდის ხელშეწყობა და უდარდელობის დიდად განვითარება. ჭეშმარიტი ადამიანურობა ყვავის მხოლოდ მაშინ როდესაც სხეული, ჭკუა და სული ვითარდება ჰარმონიულად. ენთუზიაზმი და ძალისხმევა რომელსაც თქვენ აჩვენებთ სპორტში უნდა ასევე გაცხადდეს ზნეობრივ და სულიერ სფეროში.
– ღმრთიური საუბარი, 14 იანვარი, 1990.
12.02.2014
ზნეობრივი კანონების შესრულება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველა მოქმედების და ცხოვრებაზე მოთხრობილი აზრების გაღმრთიურება, და ერთგულება იდეალებზე – ეს ყველა ერთად შეადგენს კულტურას. კულტურა ნიშნავს იმას რაც აწმინდავებს მსოფლიოს, რაც აძლიერებს ქვეყნის დიდებასა და სიდიადეს, და რაც ეხმარება ინდივიდისა და საზოგადოების ამაღლებას არსებობის უმაღლეს დონემდე. განწმენდის ან ტრანსფორმირების პროცესი არის აუცილებელი ნებისმიერი საგნის ან სიცოცხლის სარგებლობის გასაუმჯობესებლად. მაგალითად ბრინჯი უნდა გაილეწოს და მას ჩენჩო უნდა მოცილდეს იმის წინ ვიდრე ბრინჯი ვარგისი გახდება მოსახარშად. ამას ეწოდება სამსკრიტი ან ტრანსფორმირება. ეს ნიშნავს არასასურველი ელემენტების მოშორებას და სასურველის შოვნას. რაც შეეხება ადამიანებს, სამსკრიტი (კულტურა) ნიშნავს ცუდი ხარისხების უარყოფას და სათნოების განვითარებას. კულტურული ადამიანი არის ის ვისაც განვითარებული აქვს კარგი აზრები და კარგი ქცევა.
– ღმრთიური საუბარი, 14 იანვარი, 1990.
13.01.2014
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლებელია მხოლოდ მზის გამო. კაცობრიობისთვის, რომელიც დაჭერილია უაზრო არსებობაში და მოძრაობს ამაო საქმიანობის დაუსრულებელ წრეზე, მზე ღმერთი დგება როგორც დაუღალავი და უანგარო მსახურების ნიმუში. ის არ სარგებლობს შესვენებით მუშაობიდან. ის არის ქებისა და გაკიცხვის ზემოთ. ის ასრულებს თავის მოვალეობას აბსოლუტური აღუშფოთებლობით. ყველაფერი რასაც ის აკეთებს არის მხოლოდ მსოფლიოს კეთილდღეობისთვის და არა რაიმე ზიანის გამოწვევისთვის. ამით მზე ღმერთი გვასწავლის ჩვენ მოვალეობისადმი თავმდაბალი, რაიმე მედიდურობის გარეშე, ერთგულების უმაღლეს მაგალითს. ყოველმა ადამიანმა უნდა ისწავლოს როგორ უნდა ასრულოს თავისი მოვალეობა ერთგულებითა და მიძღვნით, მსგავსად როგორც მზე აკეთებს. როგორც მიუთითებს კრიშნა გიიტაში, კეთება ადამიანის მოვალეობის არის უმაღლესი იოგა (სულიერი გზა). აქედან, დაე თქვენი მოქმედებები და აზრები იყოს კარგი. შემდეგ თქვენ განცდით ღმრთიურ ნეტარებას.
– ღმრთიური საუბარი, 15 იანვარი, 1992.
14.01.2013 მაკარა სანკრანტი
ადამიანის სიცოცხლე შეიძლება იყოს შედარებული შაქრის ლერწმის ღეროსთან. მსგავსად ლერწმის, რომელიც არის მაგარი და აქვს ბევრი კორძი, სიცოცხლე სავსეა სირთულეებით. მაგრამ ეს სირთულეები უნდა გადაილახოს ღმრთიური ნეტარებით დასატკბობად, ისევე როგორც შაქრის ლერწამი უნდა დაიწნეხოს და მისი წვენი გარდაიქმნას ყავისფერ შაქრად ყავისფერი შაქრის მუდმივი სიტკბოთი დასატკბობად. მყარი ნეტარება შეიძლება იშოვო მხოლოდ გამოცდებისა და მწუხარებების დაძლევით. ოქრო ვერ გაკეთდება მშვენიერ სამკაულში მასზე ტიგელში დნობის პროცესის ჩატარებისა და საჭირო ფორმით გამოჭედვის გარეშე. როდესაც ბჰაგავანი მოგმართავთ ერთგულებს როგორც ბანგაარუ (ოქროს ადამიანო), ის განგიხილავთ თქვენ როგორც ძალიან ძვირფასებს. გაიარეთ ცხოვრების უკუღმართობები მოთმინებით და გახდით მიმზიდველი ძვირფასეულობა. არ დართოთ თქვენს თავს ნება რომ იყოს შემუსრული დაბრკოლებებით. ატარეთ სანიმუშო ცხოვრება დარწმუნებით საკუთარ თავში და მყარი რწმენით ღმერთში.
– ღმრთიური საუბარი, 15, იანვარი, 1992.
15.01.2014
ნამდვილი და უანგარო სიყვარული მჟღავნდება როგორც მსხვერპლგაღება. ასეთმა სიყვარულმა არ იცის სიძულვილი. ის მოიცავს მთელ სამყაროს და შემძლეა მიიზიდოს ახლოს თუნდაც ის ვინც მოჩანს შორს. ამ არაჩვეულებრივ სამყაროში თქვენ ხვდებით ბევრ აჩრდილს და ამ თავდაპირველი სიყვარულის ბევრ წარმოებულს. თქვენ გიყვართ თქვენი მამა, დედა, ძმა, და, მეუღლე, მეგობრები და სხვა ადამიანები. ყველა ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის არსებობს ეგოურობის ელფერი ამა თუ იმ ადგილზე. ღმრთიური სიყვარული, მეორე მხრივ არის მთლიანად თავისუფალი ეგოურობის თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო კვალისგან. თქვენ უნდა დანებდეთ ასეთ სიყვარულს, უნდა გახდეთ მთლიანად დატბორილი მისით, და უნდა განცადოთ ნეტარება რომელსაც ეს ჩუქნის. ნამდვილი და უანგარო სიყვარული ამჟღავნებს თავის თავს როგორც მსხვერპლგაღებას. ღმრთიური სიყვარულის შესაძენად, კშამას ხარისხი (მოთმინება და მომთმენობა) არის სასიცოცხლოდ აუცილებელი. ყოველმა პიროვნებამ უნდა გამოზარდოს ეს დიდებული ხარისხი.
– ღმრთიური საუბარი, 25, მაისი, 2000.
16.01.2014
ადამიანები გატაცებული არიან სხეულით და ივიწყებენ ღმრთიურებას მასში. გქონდეთ ძლიერი რწმენა ღმერთში. არ გქონდეთ რწმენა ამ სხეულში, რაც არის დროებითი. სხეული არის მსგავსი წყლის ბუშტის, ჭკუა არის მსგავსი გადარეული მაიმუნის. არ მისდიოთ სხეულს, არ მისდიოთ ჭკუას. ეს არის ღმრთიური მეს (ატმას) პრინციპი. თქვენ განცდით ღმრთიურებას მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ მისდევთ თქვენს სინდისს. გიყვარდეთ ყველა, მაგრამ არ ენდოთ არავის. თქვენ უნდა დაენდოთ რწმენას ღმერთში. რა არის ამის მიზეზი? თქვენ რატომ არ უნდა ენდოთ სხვას? ეს იმიტომ რომ ადამიანი არის არამუდმივი. ღმერთი მოელის სიყვარულს. თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ სიყვარული ადვილად. სიყვარული არის თქვენს შიგნით, განავითარეთ ის. თქვენ უნდა გაანაწილოთ ეს სიყვარული ყველასთან. გიყვარდეთ ისიც კი, ვისაც თქვენ სძულხართ. დაზიანებაში ადამიანის, ვინც თქვენ დაგაზიანათ არ არის არაფერი დიდი. ნამდვილი სიდიადე დევს სიყვარულში იმ ადამიანისაც კი, რომელმაც თქვენ დაგაზიანათ.
– ღმრთიური საუბარი, 14 მარტი, 1999.
17.01.2014
საკვები არის ძირითადი აუცილებლობა სიცოცხლისთვის. ადამიანს არ შეუძლია საკვების გარეშე სიცოცხლე. აქედან გამომდინარე სიცოცხლე აღიწერება როგორც ანნამაია (საკვებით შედგენილი). მაგრამ ადამიანი არ არის კმაყოფილი მარტო კვებაზე სიცოცხლით. ჭკუა არ არის ნასიამოვნები თუ კუჭი არის სავსე. თუმცა საკვები არის არსებითი სხეულისთვის, ჭკუა მიიწევს ანანდასკენ (ნეტარებისკენ). სიცოცხლე არის შესრულებული თუ ანანდა არის განცდილი. მაშასადამე, თქვენ ვერ მოისვენებთ დაკმაყოფილებული უბრალოდ ცოცხლად ყოფნით. თქვენ უნდა იყოთ აქტიური და ყოველთვის მოძრაობაში. ამ პროცესში ადამიანმა უნდა დაუსვას თავის თავს კითხვები: ‘რატომ ვარ მე მოუსვენარი? რატომ ვარ აქტიური? მე რას ვაკეთებ ჩემს დასასაქმებლად მოქმედებებში? მე რატომ ვასრულებ მოქმედებებს? მე როგორ უნდა გავაკეთო ეს?’ მხოლოდ მაშინ როდესაც ადამიანი ატარებს კვლევას ამ საკითხებში, შეიძლება მოქმედების ნამდვილი მიზანი და მნიშვნელობა იყოს გაცნობიერებული. ეს გამოკვლევა უნდა ჩატარდეს სათანადო წესით. მას შემდეგ რაც თქვენ დარწმუნდებით რომ გარკვეული მოქმედება არის სწორი, თქვენ უნდა შეასრულოთ ის სერიოზულობით.
– ღმრთიური საუბარი, 23 აპრილი, 1988.
18.01.2014
ყველა სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) ჩაივლის ამაოდ თუ თქვენ არ გეცოდინებათ თქვენი ჭეშმარიტი მე. იმის ნაცვლად რომ ჰკითხოთ სხვას, `ვინ ხარ შენ?~ ჰკითხეთ საკუთარ თავს, `ვინ ვარ მე?~ თქვენ ამბობთ, `ეს არის ჩემი წიგნი, ეს არის ჩემი ბოკალი~. მაშინ, `ვინ ვარ მე? ‘ჩემი’-ს გრძნობა არის ილუზია (მაიია). ყველა ეს ‘ჩემი’ არის ნივთიერი; ეს არის ნეგატიური. თქვენ ფიქრობთ რომ თქვენ ხართ ამ მატერიალური მსოფლიოს მფლობელი. დაეუფლეთ ჭკუას და იყავით მოაზროვნე! გააკეთეთ ძალისხმევა თქვენი ნამდვილი მეს გასაგებად. ამის გასაგებად უპირველესად თქვენ უნდა ურყოთ სხეულთან მიბმულობა. როდესაც მე ვამბობ ეს არის ‘ჩემი ცხვირსახოცი’, მე ვარ განცალკებით ცხვირსახოცთან. ამის მსგავსად როდესაც მე ვამბობ ეს არის ‘ჩემი სხეული’, მე ვარ განცალკევებით სხეულთან. როდესაც მე ვამბობ, ‘შემი ჭკუა’ ეს ნიშნავს მე ვარ განცალკევებით ჩემი ჭკუისგან. მაშინ ვინ ვარ მე? მუდმივი გამოკვლევა ამ მიმართულებით მიგიყვანთ თქვენ თვითშეცნობასთან.
– ღმრთიური საუბარი, 14 მარტი, 1999.
19.01.2014
მონანიება არ ნიშნავს ტყეში წასვლას და ცხოვრებას ხილზე და ბოლქვებზე. სინამდვილეში ასეთი ცხოვრება შეიძლება იწოდებოდეს გამოშტერებულ ცხოვრებად (თამასად), არა მონანიებად (ტაპასად). ჭეშმარიტი მონანიება მდგომარეობს ადამიანის სატვიური, რაჯასური და თამასური ხარისხებით წარმოქმნილი ემოციების, აზრების, სიტყვებისა და საქმეების გაკონტროლებაში. თქვენ უნდა იფიქროთ ღმერთზე ყოველთვის და უნდა მიაღწიოთ აზრის, სიტყვის და საქმის ჰარმონიას. დიდი ადამიანი არის ის ვისი აზრები, სიტყვები და საქმეები არის სრულ ჰარმონიაში (მანასიეკამ ვაჩასიეკამ კარმანიეკამ მაჰატმანამ). ნუ გაგიტაცებთ ტკივილი ან სიამოვნება. გიიტა გასწავლით რომ თქვენ უნდა იყოთ დინჯი ბედნიერებასა და მწუხარებაში, მოგებასა და წაგებაში, გამარჯვებასა და დამარცხებაში. თქვენ უნდა შეასრულოთ თქვენი მოვალეობა უმაღლესი ხარისხის გულწრფელობით და უნდა ემსახუროთ საზოგადოებას რაიმე ჯილდოს მოლოდინის გარეშე. ასეთი გაწონასწორებული და სურვილებს მოკლებული მდგომარეობა არის ნამდვილი მონანიება.
– ღმრთიური საუბარი, 22 აგვისტო, 2000.
20.01.2014
სცანით ღმრთიურება თქვენს შიგნით. გააღეთ თქვენი გულის კარები. განავითარეთ სიყვარული უფრო და უფრო მეტად. გაიგეთ ჭეშმარიტება. განცადეთ ღმერთი. აქ დევს ნეტარება. გააკეთეთ ყოველგვარი ძალისხმევა თანდაყოლილი ღმრთიურების გასაგებად. ღმრთიურება რომელიც არის თქვენში დაფარულია ეგოთი და ბრაზით. ამიტომ, ნამდვილი ცოდნა მოდის მაშინ როდესაც მიბმულობა ისპობა (მოჰამ ჰითჰვა პუნარ ვიდია). სად არის ეს მიბმულობა საიდან მოდის? ზედმეტი სურვილები იწვევს მიბმულობას. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ დროებით მშვიდობას სახელის გამეორების (ჯაფის), მედიტირების (დჰიანის) და იოგას შესრულებით. მუდმივი მშვიდობის მისაღწევად, თქვენ უნდა განავითაროთ სიყვარული თქვენს შიგნით. სიყვარულს შეუძლია აქციოს დედამიწა ცად და ცა დედამიწად. ეს წმინდა სიყვარული არის თქვენს შიგნით. მაგრამ, თქვენ მიმართავთ მას არასწორი მიმართულებით და ამით ის ხდება გაუკუღმართებული. განავითარეთ წმინდა სიყვარული თქვენს შიგნით თქვენი თანდაყოლილი ღმრთიურების შესაცნობად.
– ღმრთიური საუბარი, 14 მარტი, 1999.
21.01.2014
მედიტირება არ ნიშნავს ჯდომას გადაჯვარედინენული ფეხებით (პადმასანაში) დახუჭული თვალებით და ღმერთის განჭვრეტას. ეს არის ფიზიკური, მიწიერი მოქმედება. ეჭვი არ არის ეს არის საჭირო, მაგრამ ჭეშმარიტი მედიტირება დევს ჭკუის გაერთიანებაში ღმერთთან. როგორც რძე და წყალი არ შეიძლება იყოს გაცალკევებული, ასევე ჭკუა ერთხელ შერწყმული ღმერთთან, ვეღარ გამოცალკევდება. აგრეთვე თქვენი სიყვარული უნდა გახდეს ერთი ღმრთაებრივ სიყვარულთან. ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს ღმერთზე განსაზღვრული დროის განმავლობაში დილით და საღამოს. ამას არ შეიძლება ეწოდოს მედიტირება. თქვენ უნდა იფიქროთ ღმერთზე ყოველ დროს, ყოველ ადგილზე და ყველა ვითარებაში. შეასრულეთ ყველა დავალება თქვენი ჭკუის მყარად დაფიქსირებით ღმერთზე. ეს არის ჭეშმარიტი მედიტირება. ფიქრი ღმერთზე განსაზღვრულ პერიოდში არის მხოლოდ არასრული ერთგულება. არასრული ერთგულება თქვენ გაძლევთ უფლებას მხოლოდ არასრულ წყალობაზე. თქვენ უნდა გქონდეთ ერთგულება სრული განაკვეთით იმისთვის რომ მიაღწიოთ წყალობას სრული ზომით.
– ღმრთიური საუბარი, 22 აგვისტო, 2000.
22.01.2014
მთელი ქმნილება დაფუძნებულია ჭეშმარიტებაზე. სადაც არის ჭეშმარიტება, იქ თქვენ იპოვით სიუხვესა და აყვავებას. ადამიანის სიცოცხლე დანიშნული არ არის დასატკბობად ფიზიკური კომფორტითა და მიწიერი სიამოვნებით, რაც არის წუთიერი. მისი დანიშნულება არის დანარჩენი მსოფლიოს იდეალურ მდგომარეობაში მოყვანა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, `ნაცხოვრები მაქვს მთელი ეს წლები, რა არის ეს იდეალი რაც მე შევქმენი და რასაც მივაღწიე?~ თქვენ შეიძლება შესრულებული გაქვთ ძალიან ბევრი კარგი საქმე ცხოვრებაში, მაგრამ ეს შეიძლება გადაიფაროს რაოდენობით ცუდი საქმეების რაც შეიძლება თქვენ გქონდეთ გაკეთებული. ეს არ არის ღირსება ადამიანის არსების. განავითარეთ კარგი აზრები, ილაპარაკეთ კარგი სიტყვები და შეასრულეთ კარგი საქმეები. ეს არის ჭეშმარიტი ადამიანურობა. ჩვენ გვახსოვს ძველი ბრძენები და წინასწარმეტყველები დღესაც კი იმ კარგი საქმეების გამო რაც მათ შეასრულეს. გაუკეთეთ სხვას ის რაც თქვენ მოგეწონებოდათ სხვამ თქვენთვის რომ გააკეთოს. განურჩევლად არ მისდიოთ ჭკუას, რადგან ჭკუა არის შეშლილი მაიმუნი. მისდიეთ თქვენს სინდისს. სიყვარული არის ამ ყველაფრის ქვედინება. ამიტომ გაატარეთ სიყვარულით სავსე ცხოვრება.
– ღმრთიური საუბარი, 22 აგვისტო, 2000.
23.01.2014
აკონტროლეთ თქვენი ენა რადგან ეს ყოველთვის ილტვის სხვადასხვა დელიკატესისკენ. დაუსვით თქვენ თავს კითხვა, `ოჰ ენა, რამდენი ტომარა ბრინჯი, ფქვილი და ბოსტნეული, რამდენი დელიკატესი გაქვს დაგემოვნებული? სირცხვილი შენ თუ შენ კვლავ ხარ უკმაყოფილო!~ ჭამეთ საკმარისი თქვენი შიმშილის დასაკმაყოფილებლად და სხეულის სარჩენად, გემოსთვის ზედმეტი მნიშვნელობის მიცემის გარეშე. მსგავსად, თქვენმა თვალებმა უნდა ხედოს ღმერთი ნაცვლად უწმინდურობების ნახვის ტელევიზიით ან ვიდეოთი. თქვენმა ყურებმა უნდა ისმინოს მოთხრობები უფლის შესახებ ნაცვლად ფუქსავატი ჭორების მოსმენის. ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ იბეჭდება თქვენს გულზე და უწმინდური რამეები ბილწავს მას. როდესაც თქვენი გული არის დაჭუჭყიანებული, სიცოცხლე ხდება უაზრო. ადამიანის გული არის კალმისტრის მსგავსი. თქვენი სიტყვების ფერი რომელსაც თქვენ წერთ იქნება ისეთივე როგორი ფერიც აქვს მელანს კალმისტარში. ღმერთი მოელის თქვენგან თქვენი გულის ავსებას სიყვარულით. მაშინ, ყველაფერი რასაც თქვენ ფიქრობთ, ამბობთ და აკეთებთ აივსება სიყვარულით და თქვენი სიცოცხლე გახდება წმინდა.
– ღმრთიური საუბარი, 22 აგვისტო, 2000.
24.01.2014
ამ მსოფლიოში თქვენ უნდა შეასრულოთ ორივე, დიდი საქმეებიც და კარგი საქმეებიც. თანამედროვე სიცოცხლის კაპრიზები არის ფრიად საიდუმლო და არის გაგების მიღმა. ეს იწოდება ‘დუშთა ჩატუშთაიამ ან აკარა ჩათუშთაიამ’ (ცუდი კვარტეტი) რაც შედგება: ურწმუნოების (ავიშვასამ), ეჭვის (ანუმანამ), შურის (ასუია) და ეგოსგან (აჰამკარამ). კარგი ხასიათის უქონლობა აიძულებს ადამიანს რომ განავითაროს ცუდი აზრები. რწმენის უქონლობას მიყავს ეჭვთან. დღეს ბევრი ადამიანი მზად არის ენდოს უცნობს ქუჩაში მაგრამ უარს ამბობს რწმენაზე წერილების და კეთილშობილურ მცნებებზე დიდი ბრძენების ან მათი მშობლების. მათ არ სჯერათ თუნდაც მისი სიტყვების ვისაც ისინი უყვარს და ვინც ზრუნავს მათთვის. იცოდეთ ეს მგლის ორმოები და განავითარეთ კარგი ყოფაქცევა. კარგი ყოფაქცევისთვის ჭეშმარიტება და უბიწოება არის არსებითი. წამოიწყეთ ღირსეული საქმეები კეთილშობილური მოტივებით და ჩაიძირეთ სიყვარულის გრძნობაში.
ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი2, თავი 1.
25.01.2014
ნებისმიერისთვის სულის (ატმას) გასახსენებლად, საკვები არის ძალიან არსებითი. ღმრთიური სულიდან (ბრაჰმანიდან) გამოჩნდა ეთერი. ეთერიდან მოვიდა ჰაერი. ჰაერიდან დაიბადა ცეცხლი. და ცეცხლიდან მოვიდა წყალი. წყლიდან მიწა გამოჩნდა, და მიწიდან, სხვადასხვა მცენარე და საკვები. ბოლოს საკვებიდან, განვითარდა ადამიანის არსებები. ღმრთიურებასთან ერთობის მისაღწევად, ადამიანმა უნდა გადალახოს ყველა ეს სტადია და დაადგეს უკან დასაბრუნებელ გზას. ჩვენი უხეში სხეულის შიგნით წარმოდგენილია სიცოცხლის პრინციპი, სახელწოდებით პრანა. პრანას გარსში (პრანამაია კოშაში), არის წარმოდგენილი ჭკუის გარსი (მანომაია კოშა) და მასში, არის უწმინდესი გარსი ინტელექტის (ვიჯნანამაია კოშა). ვიჯნანამაია კოშაში ფარულად არის ნეტარების გარსი (ანანდამაია კოშა). ბევრი ადამიანი აჩერებს მოგზაურობას ჭკუის გარსის მიღწევის შემდეგ. ნეტარების მისაღწევად თქვენ უნდა გააგრძელოთ წინსვლა საკვების, ჭკუის და გონების გარსებს გარეთ.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 2.
26.01.2014
შაკუნის ცხოვრება მაჰაბჰარატაში არის კლასიკური სასწავლო მაგალითი. ის იყო ცუდი კომპანიის და ცუდი აზრების განსახიერება. ის იყო არა მხოლოდ დურიოდჰანას ძია დედის მხრიდან არამედ მისი მესაიდუმლეც. დურიოდჰანას ეგომ მიაღწია კულმინაციას შაკუნის რჩევების შედეგად. ეგოს არ აქვს გარჩევის ძალა. დურიოდჰანა შევიდა ცუდ საქმეებში და მისდევდა მისთვის მიცემულ ცუდ რჩევებს. შაკუნი კარგად არის ცნობილი მისი ცუდი იდეებით, დურიოდჰანა მისი ეგოურობით და დუშასანა მისი ცუდი ყოფაქცევით. კარნა იყო კეთილშობილი ადამიანი. მაგრამ ცუდი კომპანიის გამო რომელშიც ის იყო, ის მზად იყო ცუდი საქმეების შესასრულებლად. ამ დროიდან არის ძველი ციტატა, `ცუდი საზოგადოება იწვევს ცუდ მოქმედებებს~. კარნა გახდა გამოუსწორებელი მისი ბოროტო კომპანიის გამო. არსებობს მაჰაბჰარატას გაკვეთილები ჩვენთვის. თქვენ უნდა იცოდეთ ეს და უნდა გამოიჩინოთ ადეკვატური სიფრთხილე.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი 1.
27.01.2014
სათვიური საკვები უნდა იყოს ნაკლებად სურნელოვანი, ნაკლებად მარილიანი და უნდა ჰქონდეს მცირე რაოდენობის თამარინდი (სიმჟავე). არა მხოლოდ ეს, იგი არ ინდა იყოს გაკეთებული ზედმეტი ზეთით, უნდა იყოს ახალი და არ უნდა იყოს ძველი (საკვები მომზადებული დილით არ უნდა იყოს მიღებული საღამოს). ეს არის სათვიური საკვები. ზოგიერთი ადამიანი თვლის რძეს როგორც სათვიურს. ეჭვსგარეშეა რძე, ხაჭო და ხილი არის სათვიური ბუნებით, მაგრამ როდესაც ეს მოიხმარება უზომოდ, იგი ხდება თამასური, აჩლუნგებს ადამიანს და ჰგვრის ძილს. როდესაც ჩვენ ვიღებთ ზედმეტ ხაჭოს, ჩვენ შეიძლება გავხდეთ თამასური. აქედან გამომდინარე შეამცირეთ დიდი რაოდენობით რძის ან ხაჭოს მიღება. კარგი არის შერევა ერთი წილი წყლის ერთ წილ რძესთან. საკვები რომელსაც თქვენ ჭამთ უნდა იყოს გამომუშავებული და მომზადებული სწორი საშუალებებით და შეთავაზებული უნდა იყოს ღმერთისთვის დაგემოვნებამდე. მხოლოდ შემდეგ გამოანათებს ადამიანში სათვიური გრძნობები. თუ საკვები მოპოვებული არის ბიწიერი საშუალებებით, იგი წარმოშობს ბოროტ გრძნობებს.
– ღმრთიური საუბარი, ‘ჩემო ძვირფასო სტუდენტებო’, ტომი 2, თავი2.
28.01.2014
ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილი შეუზღუდავი სურვილებით. ისინი ცხოვრობენ სიზმრების სამყაროში, უზენაესი შეგნების დავიწყებით. ძალიან მნიშვნელოვანია გრძნობების დაჭერა კონტროლს ქვეშ და მათზე ჭერის დაყენება. ნაცვლად ჩვენი საკუთარი სიამოვნებისთვის უზომო დანახარჯების, ჩვენ უნდა გავიღოთ ფული ღარიბების და გაჭირვებულების დასახმარებლად. არ დაუშვათ შეცდომა, არ იფიქროთ რომ თქვენი ფულის გაცემა კარგი და კეთილშობილი მიზნებით არის ყველაფერი ის რაც საჭიროა სურვილებზე ჭერის დაყენების პრაქტიკისთვის. მაშინ როდესაც ფულის მიცემა გაჭირვებულებისთვის არის კარგი, ასევე მნიშვნელოვანია რომ თქვენ არ მისცეთ თქვენს საკუთარ სურვილებს გამრავლების ნება; ორივე უნდა მოხდეს. თქვენ უნდა შეამციროთ თქვენი სურვილები რადგან მატერიალისტურ სურვილებს ადამიანი მიჰყავს მოუსვენარ და უბედურების მომტან ცხოვრებასთან. სურვილები არის ციხე. თქვენ შეიძლება გათავისუფლდეთ მხოლოდ თქვენი სურვილების შეზღუდვით. შემოიფარგლეთ მხოლოდ სურვილებით რაც თქვენ ნამდვილად გჭირდებათ ცხოვრებაში. ეს არის ნამდვილი მნიშვნელობა ‘სურვილებზე ჭერის დაყენების’.
– ღმრთიური საუბარი, 21 ნოემბერი, 1988.
აკონტროლეთ თქვენი სურვილები. არ დახარჯოთ უთავბოლოდ ფული, დრო, საკვები ან ენერგია. – ბაბა
29.01.2014
შური აიძულებს ადამიანს დაინახოს ცუდი კარგშიც კი! ეს მოგიტანთ თქვენ განადგურებას მრავალი გზით. ამოძირკვეთ ის თქვენიდან ადრეულად. თუ არა, შემდეგი რაც მოვა იქნება ეგო. ეგო სპობს გარჩევას, განდევნის თქვენგან ადამიანურ ხარისხებს და გაქცევთ თქვენ დემონად. ეჭვი, შური, ეგო და რწმენის არქონა არის ოთხი ძლიერ ცუდი ხარისხი. მაშინაც კი თუ რომელიმე ამ ოთხიდან წარმოდგენილია ვინმეში, ეჭვსგარეშეა, ის განადგურდება დროთა განმავლობაში. განივითარეთ კარგი ქცევა და გულწრფელად აპრაქტიკეთ კარგი ქცევა ისე მეტად როგორც შესაძლებელია, მაშინ თქვენ მიაღწევთ კეთილშობილი პიროვნების სტატუსს დროთა განმავლობაში. არასდროს შეასრულოთ რაიმე სამუშაო ფულის ან სხვა სარჩოს გულისთვის. სამუშაოს შედეგის მოლოდინი არის სიხარბე. მოქმედების ნაყოფი დამოკიდებულია თვით მოქმედებაზე. შეგიძლიათ თქვენ ელოდეთ 100/100 შესწავლის დაწყებამდეც კი? ნიშნების მიღების თვალსაზრისით სწავლის ნაცვლად, თქვენ უნდა ისწავლოთ იმიტომ რომ ეს არის თქვენი მოვალეობა, და უნდა გააკეთოთ ეს სრული ერთგულებით.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი 1.
30.01.2014
საკვები არის განხილული ღმერთად, რადგან ის არის წყარო ადამიანის სიცოცხლის, სხეულის, ჭკუის, და ხასიათის. ჭამეთ მხოლოდ რაც თქვენ გჭირდებათ. არ იყოთ ხარბი და არ მიიღოთ იმაზე მეტი ვიდრე თქვენ შეგიძლიათ შეჭამოთ და არ დაკარგოთ დანარჩენი. საკვების დაკარგვა არის დიდი ცოდვა; თქვენმა ნამეტმა შეიძლება გამოკვებოს სხვა კუჭი. თუნდაც დიდი ნაწილი საკვების რასაც თქვენ მოიხმართ, უხეში ნაწილი, გამოიდევნება როგორც უვარგისი ნივთიერება. უმნიშვნელო რაოდენობა საკვების რაც არის წმინდა ნაწილი შეითვისება სხეულით და მიედინება როგორც სისხლი. და მიზერული რაოდენობა რაც არის საკვების უწმინდესი ნაწილი ავსებს თქვენს ჭკუას. ამიტომ გონება არის მოხმარებული საკვების ანარეკლი. როდესაც დემონური მიდრეკილებები იწევს მაღლა ჩვენს ჭკუაში, იცოდეთ ეს არის საკვებიდან რაც თქვენ მოიხმარეთ. რომ მიიღოთ რეალური კვება, ყურადღება დაუთმეთ საკვების ხარისხს რასაც თქვენ ჭამთ და დაე ის იყოს ჭეშმარიტად სუფთა, გასუფთავებული, ნაკურთხი და სათვიური.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~, ტომი 2, თავი 2.
31.01.2014
ყოველმა თქვენგანმა უნდა ჰკითხოს თავის თავს, ‘რა არის მიზანი რისთვისაც მე მოვედი?’ თუ ეს არის სწავლა, თქვენ მისდევთ ამ გზას და სწავლობთ გულწრფელად და საფუძვლიანად? არასოდეს დაივიწყოთ თქვენი არსებობის მიზანი. თავმდაბლობა არის ნამდვილი ბირთვი განათლების, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. იშვარ ჩანდრა ვიდიასაგარი, ცნობილი პედაგოგი ინდოეთის გაიზარდა ბევრი პრობლემის შუაგულში. მან დაკარგა თავისი მამა, და თავისი დედა ზრდიდა მას დიდი რაოდენობის სირთულეებით. მან ასწავლა თავის ვაჟს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილები. ის ეუბნებოდა, `შვილო, განათლება არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც სათნოება. განათლების გულისთვის არ დაუშვათ შეცდომა და უარი არ თქვათ სათნოებაზე. რთულ ვითარებაში უფრო კარგია თუნდაც უარი თქვა განათლებაზე თუ მას მოაქვს ზიანი სათნოებისთვის. კარგი ხარისხები არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი პიროვნებისთვის. თავმდაბლობა არის განათლებული ადამიანის ჭეშმარიტი ორნამენტი~.
– ღმრთიური საუბარი, `ჩემო ძვირფასო სტუდენტებო~ ტომი 2, თავი 1.
ბაბა