კაცობრიობისთვის

ლოცვა მთელი კაცობრიობის
კეთილდღეობისა და ბედნიერების შესახებ

* მე მინდა, რომ მთელი ბჰარატ (ინდოეთი და მთელი მსოფლიო) გახდეს ლამაზი, და რომ ადამიანები ცხოვრობდნენ ბედნიერად და მშვიდობიანად. „ლოკა სამასტა სუკჰინო ბჰავანტუ“ (დაე ყველა ადამიანები მთელს მსოფლიოში იყვნენ ბედნიერები!). სვამი ბედნიერია როცა ბედნიერი არის ყველა. მას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული. თქვენი ბედნიერება – ეს არის ჩემი ბედნიერება. ამიტომ, რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, აკეთეთ ის ყველა ადამიანების მშვიდობის, კეთილდღეობისა და ბედნიერების გულისთვის (25).

* თქვენ წარმოთქვამთ ლოცვას „ლოკა სამასტა სუკჰინო ბჰავანტუ“ (დაე ბედნიერები იყვნენ ყველა არსებები ყველა სამყაროებში!). გაზარდეთ სიყვარული, რათა დაიმსახუროთ ღმერთის წყალობა. თუ არ გადაიხდით არ შეიძლება მიიღოთ თუნდაც ცხვირსახოცი. თქვენ თხოვთ ღმერთს სიმშვიდეს, ბედნიერებას და გათავისუფლებას. მაგრამ თქვენ რას აძლევთ მას სანაცვლოდ? შესთავაზეთ ღმერთს თქვენი სიყვარული და მიიღებთ მის წყალობას სიმშვიდის, ბედნიერებისა და გათავისუფლების სახით. თითოეულს აქვს ასეთი უფლება. მაგრამ, ის რომ დაიმსახუროთ, თქვენ უნდა გასცეთ. ეს თხოვნის უფლება შეიძლება მიიღოთ მხოლოდ სიყვარულით და მსახურებით. სხვა გზა არ არის (7, გვ. 39).

* „ლოკა სამასტა სუკჰინო ბჰავანტუ“ – „დაე ბედნიერები იყვნენ ყველა არსებები ყველა სამყაროებში“. მაგრამ, თუ, ამ ლოცვის გამეორებისას თქვენ ფიქრობთ ცუდად სხვებზე ან ვინმეს უმზერთ ზემოდან, არ გაქვთ უნარი მოითმინოთ განსხვავება ტანსაცმელში, ენაში, რწმენაში ან ტემპერამენტში, თქვენ ვერასდროს ვერ შეძლებთ მშვიდობის ხელის შეწყობას. თქვენს გულებში ხომ დაიმალნენ სიძულვილი, სიხარბე და შური. მაგრამ, შემდეგში, ამ დღიდან, როცა თქვენი ენა ლოცულობს მშვიდობაზე, დაე თქვენი ხელები დაკავებული იყოს მსახურებით, გულები კი იმყოფებოდნენ სიყვარულში. (23, გვ. 140).

* დღეს თქვენ ვერ იპოვით დამშვიდებას ვერსად მსოფლიოში. თქვენ ხედავთ მხოლოდ ნამსხვრევებს! სინამდვილეში ადამიანები ამტვრევენ თავიანთ გულებს პატარა ნაჭრებად. ასეთ შემთხვევაში, როგორი სახით შეიძლება იქნეს მიღებული მშვიდობა? არის პრობლემის მხოლოდ ერთი გადაწყვეტა. გიყვარდეთ ღმერთი. ირწმუნეთ ღმერთში. მიენდეთ მას. მიუძღვენით მთელი თქვენი სიცოცხლე ღმერთს, და შეასრულეთ მთელი თქვენი საქმიანობა, როგორც მისთვის მიძღვნა. დაე ყველა თქვენი მოქმედებები იყოს სასარგებლო სხვებისთვის. დაეხმარე ყოველთვის. არ ავნო არასდროს. თუ თქვენ გინდათ იყოთ ყოველთვის ბედნიერი, ილოცეთ სხვების კეთილდღეობაზე. ეს არის ნამდვილი სადჰანა (სულიერი პრაქტიკა), რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ. სულიერება არ ნიშნავს ბჰაჯანების (სულიერ საგალობელთა) უბრალო სიმღერას და თაყვანისცემის ზოგიერთი წეს-ჩვეულების შესრულებას. გაზარდეთ კეთილშობილური თვისებები. ყოველთვის ილოცეთ სხვების კეთილდღეობაზე. სწორედ ამიტომ იგალობება ლოცვა: „ლოკა სამასტა სუკჰინო ბჰავანტუ“ (დაე ბედნიერები იყვნენ ყველა არსებები ყველა სამყაროებში!) (06.02.2007) (35).

* რაც არ უნდა მოხდეს, და როგორც არ უნდა ცდილობდნენ მოგწყვიტონ თქვენ ღმერთისგან, თქვენც ასევე არ უნდა განდგეთ თქვენი რწმენისგან!

ასეთი მყარი რწმენა სწრაფად ხდება იშვიათობად. თუ თქვენი სურვილები არ სრულდება, მაშინ თქვენ თავს ანებებთ რწმენას ღმერთში, თუკი ისინი სრულდება, თქვენ იწყებთ მისდამი გაძლიერებულ თაყვანისცემას, ასრულებთ ძვირადღირებულ წეს-ჩვეულებებს. თქვენ დგამთ თქვენს საკურთხეველზე უფლის კიდევ რამდენიმე გამოსახულებას და ხარჯავთ ბევრ ფულს ყვავილებსა და კეთილსურნელებებზე! ღმერთი არავის და არაფერს არ აძლევს უპირატესობას და მოკლებულია ყოველგვარ წინასწარ შექმნილ ცუდ აზრებს. ის მხოლოდ და მხოლოდ რეაგირებს გარეგან გზავნილებზე, ირაკლავს, როგორც სარკე, და ეხმიანება, როგორც ექო! ის მოდის, რათა მოგცეთ თქვენ ანანდა (სულიერი ნეტარება), რათა ელოლიაოს ანანდას და ასწავლოს ადამიანებს მეთოდები, რომელთა დახმარებითაც მათ შეუძლიათ ანანდას შეძენა. ის იღებს თავის თავზე სამყაროს ტკივილებსა და ტანჯვებს, ამზადებს ადამიანების გულებს სიყვარულისთვის!

ეს დღე (ქრისტეშობა) აღნიშნავს ქრისტიანული ერის დასაწყისს. ქრისტემ შესწირა თავისი სიცოცხლე იმათი გულისთვის, ვისაც რწმენა აქვს მასში. ის ქადაგებდა ჭეშმარიტებას, რომ მსახურება არის – ღმერთი, რომ მსხვერპლი – არის ღმერთი. მაშინაც კი თუ თქვენ არ ხართ მიდრეკილნი აკეთოთ სულიერი პრაქტიკა, ისწრაფეთ ემსახუროთ ცოცხალ ღმერთს, განხორციელებულს ადამიანის სხეულში და მოსიარულეს თქვენს შორის, ჩაცმულს სხვადასხვა ტანსაცმელში და მოლაპარაკეს სხვადასხვა ენებზე!

მხოლოდ ის, ვინც ამჟღავნებს სიბრალულს ახლობლების მიმართ, შეუძლია პრეტენდირება ღმერთის წყალობაზე. ეს ასევე არის უმაღლესი ფორმა სულიერი პრაქტიკის, რომელიც ეხმარება ყველა ადამიანების ერთობისა და ღმერთის ყველგანარსების დიდების შეცნობას. დაე გავრცელდეს მთელს ქვეყანაზე ეს სულიერი პრაქტიკა, რომელსაც სევა დალი (ვოლონტიორების, მოხალისეების კორპუსი) ასრულებს დიდი სიამოვნებით, და დაე იყოს ეს მიწა ბედნიერი და უხვმოსავლიანი. დაე იყოს მშვიდობა, ბედნიერება და ურთიერთგაგება, დაფუძნებული სიყვარულზე, მთელს დედამიწის სფეროზე. მე გლოცავთ თქვენ და მინდა, რომ თქვენ ილოცოთ მთელი კაცობრიობის კეთილდღეობასა და აყვავებაზე. (2, გვ. 466-467).

საყოველთაო აყვავება და ნეტარება. თუ თქვენ გსურთ გარდაქმნათ მსოფლიო, ნახოთ თქვენი ქვეყანა აყვავებული, აქციოთ რეალობად ლოცვა „დაე ყველა არსებები იყვნენ ბედნიერნი“, – განავითარეთ რწმენა საკუთარ `„მე“-ში. არასდროს არ დაივიწყოთ ღმერთი. ღმერთის გარეშე არ არის მსოფლიოც. დაე ურწმუნოებმა იფიქრონ, რაც სურთ, მაგრამ მათ არ უნდა შეუშალონ ხელი რომ ირწმუნონ სხვებმა. ნეტარების (ანანდას) და სიყვარულის (პრემას), ან ყვავილების სურნელებისგან სიხარულის არსებობის მატერიალური მტკიცებულებების ძებნა – უსარგებლოა. უაზრობაა უარყო სიყვარულის რეალობა მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ აქვს გამოკვეთილი ფორმა. სიყვარულს არ აქვს მოხაზულობები. მაგრამ დედას, რომელიც ასხივებს სიყვარულს, აქვს ფორმა. ყველა არსება არის – ღმრთიური კოსმიური საწყისის გამოვლინება. ფორმებს არ აქვთ სათვალავი, მაგრამ სული, რომელიც ავსებს მათ სიცოცხლით არის – ერთი, როგორც დენი, რომელიც აძლევს სინათლეს სხვადასხვა ფერის პატარა ფარანებს. განავითარეთ ერთობის გრძნობა და არ განსაჯოთ სხვა რელიგიები და წეს-ჩვეულებანი. მიუძღვენით სიცოცხლე ახლობლების მსახურებას. მაშინ ეს სიცოცხლე არ იქნება ტყუილუბრალო (6, გვ. 203).

* მუხლი მოიყარო ღმერთის წინაშე და შემდეგ აიძულო ადამიანები მუხლებზე დადგნენ შენს წინაშე – არის წმინდა წყლის ფარისევლობა. ღმერთი – ეს არის სიყვარული, ღმერთი – ეს არის მშვიდობა, ღმერთი – ეს არის ძალა. შეუძლია ადამიანს პრეტენდირებდეს იმაზე, რომ ურთიერთობს ღმერთთან, და ამავე დროს იყოს ქედმაღალი და გესლიანი? გაღიზიანებული და ნაწყენი? მისი განცხადება „ღმერთთან კავშირის“ შესახებ – სასაცილო სისუსტეა, არა მეტი. ის არ შეიძლება იყოს სიმართლე.

ხის შესახებ მსჯელობენ ნაყოფებით. პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა განავითარონ ეს გრძნობა ყოვლისმომცველი სიყვარულის, შეუზღუდავი პოლიტიკური ინტერესებით, რომლებიც იცვლებიან დეკადიდან დეკადამდე, ან რელიგიური იარლიყები, რომლებსაც შტამპავენ და რეცხავენ მიმდინარე მომენტის საწადლად.

ლოცვები, რომლებსაც საუკუნეებია აღავლენენ ამ ქვეყანაში ყველა ტაძრებში, წმინდა ადგილებში, წმინდა მდინარეების ნაპირებზე, სახლის საკურთხევლებთან, ეს არის „სარვე ჯანაჰ სუკჰინო ბჰავანტუ“ (დაე იყვნენ ბედნიერები და წარმატებულნი ყველა ხალხები ამ ქვეყნიერებისა). „ლოკა სამასტა სუკჰინო ბჰავანტუ“ (დაე ბედნიერები იყვნენ ყველა არსებები ყველა სამყაროებში). ასე რომ ილოცეთ მთელი კაცობრიობისთვის, მისი კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის, მშვიდობისთვის რუსეთში, აფრიკაში, პაკისტანში – მსოფლიოს ყველა ქვეყნებში – და დედამიწაზე ყველა მცხოვრებთათვის (3, გვ. 91).

ექიმის ლოცვა. როგორც თქვა დოქტორმა სამარაჯუმ, ეს არის – ტაძარი (სუპერჰოსპიტალი – შემდგ. შენიშ.), სადაც საჭიროა სათანადო ლოცვების წარმოთქმა. როგორი ლოცვაა საჭირო? ეს არის „ყველა პაციენტები უნდა გამოჯანმრთელდნენ“. „ლოკა სამასტა სუკჰინო ბჰავანტუ“ (დაე ბედნიერები იყვნენ ყველა ადამიანები!).

მე ვამთავრებ ჩემს გამოსვლას კურთხევით, რომ მომავალ წლებში ადამიანებმა ატარონ ჯანმრთელი და იდეალური ცხოვრება (5, გვ. 61).