მარტი

1.03.2015
დღეს ჩვენ რა კარგი სამუშაოც არ უნდა ავიღოთ მსოფლიოში ეს სრლდება შემთხვევით მანერაში მისი მნიშვნელობის გაგებისა და მისი არსის ჩვენს გულში ჩაბეჭვდის გარეშე. მიწიერ ასპექტში ჩვენ ვაკეთებთ გარკვეულ საქმეებს, თითოეულს უმაღლესი მდგომარეობის ან რეპუტაციის მისაღწევად ან უფრო ზუსტად თავის გამოჩენის გულისთვის ან რაიმე მატერიალური მოგების იმედით. ასეთი ტიპის ძალისხმევა არის დროებითი და ნაყოფად იძლევა წარმავალ უპირატესობას. ბევრი რამიდან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველდღიურად, ისეთი რომელიც დანიშნულია თვითმონანიების მისაღწევად არის ძალიან ცოტა. თვითმონანიება დაგვირგვინდება მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ გვექნება მტკიცე რწმენა ჩვენს საკუთარ მეში. მაშინ როდესაც გექნებათ თვითრწმენა და თვითმონანიება, თქვენ იქნებით თავგანწირვის შემძლე, რომელიც ბოლოვდება თვითრეალიზებაში. მაშასადამე უკვდავება არის მსხვერპლგაღების (იაგას) შედეგი. სწორედ ამ მიზეზით არის რომ ყველა იაჯნა და სხვა რიტუალები ამ ქვეყანაში განზრახული იყო მსხვერპლგაღების სიმბოლირებისთვის. მათ აქვს ღმრთიური ძალის ხელშეწყობის ნათელი მიზანი.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში 1974, თავი 1-13.
2.03.2015
მისორეპააკს (ინდურ დელიკატესს მომზადებულს წვრილი ცერცველას ფქვილით) აქვს სიტკბო, წონა და ფორმა; ეს სამი არ შეიძლება იყოს გაცალკევებული ერთი მეორისგან. მის თითოეულ პატარა ნაწილს აქვს ეს სამივე ასპექტი. როდესაც ის დადებულია ენაზე, გემო შეიგრძნება, წონა მცირდება, და ფორმა იცვლება. – ყველა ერთიდაიგივე დროს. სწორედ ასევე ინდივიდუალური სული (ჯივა), ათმა და უზენაესი უფალი (პარამეშვარა) არ არის გაცალკევებული; ისინი არის ერთი და იგივე. `მე ვარ თაყვანისმცემელი. სამყარო არის შეთავაზება. ღმერთი არის მასწავლებელი ვინც არის თაყვანცემული~. დაიჭირეთ ეს ხედვა მაღლა ჭკუის თვალების წინ ყოველ დღე და წარმართეთ თქვენი სიცოცხლე შესაბამისად. მაშინ თქვენი სიცოცხლე იქნება ერთი გრძელი უწყვეტი მსახურება უფლის მიმართ. დროთა განმავლობაში, გრძნობა მე და შენ მალე გაქრება, `მე~-ს ყველა კვალი მოისპობა. სიცოცხლე შემდეგ თავისთავად გარდაიქმნება უფლისადმი ნამდვილ ერთგულებად (ჰარიპარაიანად).
– პრემა ვაჰინი
3.03.2015
ასანთი აწარმოებს ცეცხლს. სად არის ცეცხლი? ეს არის ასანთში თუ ასანთის კოლოფში? ცეცხლი დაფარული არის ორივეში, და ეს ენთება როდესაც ასანთი და კოლოფი ეხება ერთმანეთს. ამის მსგავსად ციალი დაფარულია გულში და ჭკუა ვლინდება როგორც ღმრთიურება მაშინ როდესაც გული და ჭკუა მოქმედებს უნისონში. როგორც იგივე ცეცხლი არის ასანთში და კოლოფში, ასევე იგივე ციალი არის შეფუთული ჭკუასა და გულში. თუ ასანთი ჩაძირულია წყალში, ვერავითარი ცეცხლი ვერ გამოვა მისგან, რადგან ასანთი კარგავს მის აალების უნარს. ამის მსგავსად ადამიანის ჭკუა ჩაძირული მატერიალურ სურვილებში, კარგავს თავის ღმრთიური ათმიური სიკაშკაშის გამოსხივების უნარს. როდესაც ასანთი გაშრება მზეზე, ის აღიდგენს თავის ბუნებრივ უნარს. ამის მსგავსად ადამინის ჭკუა ჩაძირული გრძნობით სიამოვნებებში, აღიდგენს თავის ბუნებრივ ძალას და გამოასხივებს ღმრთიურ ციალს მაშინ როდესაც ეს გაშრება მიუბმელობის (ვაირაგიას) მზეზე.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1993, თავი 6.
4.03.2015
ადამიანებს შეიძლება შესრულებული აქვთ მრავალი ვედური რიტუალი და მსხვერპლშეწირვა; მათ შეიძლება გადმოცენ ვედების და წერილების შინაარსიც კი; ისინი შეიძლება უზრუნველყოფილი იყვნენ კეთილდღეობით, საკუთარი უზარმაზარი ქონებით და მარცვლეულის გროვებით. მაგრამ ზნეობრივი ხასიათის გარეშე ისინი ვერ გამოიმუშავებენ ადგილს ღმერთის სამეფოში. სათნოება არის ძალიან ეფექტური საშუალება შინაგანი შეგნების გასასუფთავებლად, რადგან ეს კარნახობს ადამიანს გამოსამჟღავნებლად რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს. მხოლოდ მათ ვისაც გამომუშავებული აქვს კარგი ბედი, შეუძლიათ მოითხოვონ უპირატესობა განსხვავებაში. სათნოების და განსხვავების ერთგულება არის ტივის შეკვრა რომელი ბორნითაც თქვენ გადაცურავთ დინებისა და შიშის ოკეანეს (ბჰავა საგარას). სათნოების ადამიანი ავტომატურად არის დაჯილდოებული ადგილით გათავისუფლებულთა სამეფოში. რა დარჩენილ საქმიანობაშიც არ უნდა იყვნენ დაკავებული სათნო ადამიანები ამ საქმიანობის გავლენა ვერ შეეხება მათ. ისინი გაერთიანდებიან ბრაჰმანში, უზენაესი ნეტარების განხორციელებაში.
– სუტრა ვაჰინი, თავი 1.
5.03.2015
სულიერი პრაქტიკა უნდა შესრულდეს თანმიმდევრულად ერთგულებითა და სულიერი სიბრძნით სავსე მუდმივად გაფართოებადი გულით. არ არსებობს განსხვავება ღმერთისადმი ერთგულებასა (ბჰაკტისა) და სულიერ სიბრძნეს (ჯნანას) შორის. როგორც მატერიალიზება (სა-გუნა) ხდება უფორმო (ნირ-გუნა), ისევე ერთგულება ხდება სულიერი სიბრძნე. მე არ ვარ თანახმა რომ მიძღვნილი მოქმედებები (კარმა), ერთგულება და სულიერი სიბრძნე არის გაცალკევებული. მიძღვნილი საქმიანობა არის ერთგულება და ერთგულება არის სულიერი სიბრძნე. სწორედ ასევე, ინდივიდუალური სული (ჯივა), ათმა, და უზენაესი სული (პარამათმა) არ არის გაცალკევებული; ისინი არის ერთი და იგივე. აქედან გამომდინარე თქვენი ყოველი ცალკეული საქმე უნდა იყოს სავსე უანგარო მსახურების (სევას), ღმრთიური სიყვარულის (პრემას) და სულიერი სიბრძნის (ჯნანას) სულით. თქვენი ცხოვრებისეული საქმიანობა გაჯერებული უნდა იყოს მიძღვნილი მოქმედებებით, ღმერთისადმი ერთგულებით (ბჰაკტით) და სულიერი სიბრძნით. ეს არის ნამდვილი უზენაესის იოგა (პურუშოტამა იოგა).
– პრემა ვაჰინი
6.03.2014
სურვილი და მონობა სასურველი ობიექტების და გეგმები მათ დასაცავად არის თვისებები ინდივიდუალური პიროვნების და არა უზენაესი მეს ან ათმას, რომელიც ცხოვრობს სხეულში. გრძნობები მე და ჩემი და ემოციები ჟინის და რისხვის წარმოიქმნება სხეული-ჭკუის ერთობლიობით. მხოლოდ მაშინ როდესაც ეს კომპლექსი არის დაპყრობილი და თავიდან მოცილებული, ნამდვილი სათნოება შეძლებს გამონათებას და გაცხადებას. გრძნობა ‘მკეთებლის’ და ‘სიამოვნების მიღების’, ‘’აგენტხომალდის’, შეიძლება მოგვეჩვენოს რომ გავლენას ახდენს ათმაზე, მაგრამ ესენი არ არის ნამდვილი ათმას ნაწილები. ნივთები აირეკლება და აწარმოებს გამოსახულებებს, მაგრამ სარკე არ ფერმკრთალდება და არც ფუჭდება ამით. იგი რჩება ისე სუფთა, როგორიც იყო. ასევე სათნო ადამიანი შეიძლება დაქვემდებარებული იყოს ზოგიერთ დამაჭუჭყიანებელ საქმიანობას, წინა ცხოვრებებში მომარაგებული ქცევების ჯეროვნად, მაგრამ ესენი ხელს ვერ შეუშლის ადამიანის ამჟამინდელ ბუნებას ან საქმიანობას. სათნო ადამიანს აქვს ეს ნამდვილი, ძირითადი ატრიბუტები: სისუფთავე, სიმშვიდე, სიხარული და არის ყოველთვის მხიარული.
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
7.03.2015
შეიძლება დადგეს დრო როდესაც თქვენ იქნებით დაღლილი და სუსტი. მაშინ თქვენ უნდა ილოცოთ ასე: `უფალო ნივთები არის ჩემი უნარების მიღმა. მე მიჭირს რაიმე ძალისხმევის გაკეთება. გეთაყვა მომეცი მე ძალა!~ დასაწყისში ღმერთი დგას მოშორებით და უმზერს თქვენს ძალისხმევას, როგორც წერითი გამოცდის მოთვალთვალე მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მოწაფეებს რომლებიც წერენ პასუხებს გამოცდის განმავლობაში. შემდეგ როდესაც თქვენ დაღვრით მიბმულობას გრძნობით სიამოვნებებთან (ბჰოგასთან) და დაიწყებთ კარგი საქმეების კეთებას და უანგარო მსახურებას, ღმერთი მოდის თქვენთან ახლოს. როგორც მზე, ის გელოდებათ თქვენი დახურული კარების გარეთ. როგორც მსახური რომელმაც იცის მისი პატრონის უფლებები და მისი საკუთარი შეზღუდვები, ღმერთი არასდროს არ აკაკუნებს კარებზე არამედ უბრალოდ ელოდება გარეთ. როდესაც ადამიანი აღებს კარებს სულ პატარაზე, მსგავსად მზის, ღმერთი შემორბის შიგნით და სწრაფად დევნის სიბნელეს თქვენს შიგნიდან გარეთ. ამიტომ რაც თქვენ გჭირდებათ არის გარჩევა (ვივეკა) სალოცავად და სულიერი სიბრძნე (ჯნანა) ღმერთის გასახსენებლად.
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
8.03.2015
ფრინველს ცაში საფრენად სჭირდება ორი ფრთა; პიროვნებას სასიარულოდ სჭირდება ორი ფეხი; გათავისუფლების ძლიერი სურვილის მქონე მაძიებელს სჭირდება ორი ხარისხი: უარის თქმის და სიბრძნის – უარის თქმის მიწიერ სურვილებზე და სიბრძნის რომ შეიცნოს ათმა. როდესაც ფრინველს აქვს მხოლოდ ერთი ფრთა, ის ვერ შეძლებს აწევას მაღლა ცაში, შეძლებს იგი? სწორედ ამგვარადვე თუ ადამიანს აქვს მხოლოდ უარის თქმის ან მხოლოდ სიბრძნის ხარისხი, ის ვერ მიაღწევს ღმრთიურს. გრძნობა ‘ჩემი’ არის კავშირი შეცდომაში შეყვანა მიბმულობის. რამდენ ხანს შეიძლება ერთგულებდე იმას, რასაც ადამიანი ეალერსება როგორც ჩემი? როდისმე თქვენ უნდა გადაყაროთ ყველაფერი და წახვიდეთ მარტო ცარიელი ხელებით. ეს არის აუცილებელი ბედი. ამიტომ გადაყარეთ ისე სწრაფად როგორც ეს არის შესაძლებელი სავარაუდო კავშირები და ხელოვნური მიბმულობები მათი ბუნების სწორი ანალიზის მეშვეობით. მიბმულობა ბადებს შიშს და ეგოიზმს. ბრძენი არასოდეს თაყვანს არ სცემს ობიექტურ სურვილებს. მუდმივად უერთგულეთ მარადიულ ჭეშმარიტებას და მისდიეთ უკვდავ სათნოებას რომელსაც ათმა წარმოადგენს.
– სუტრა ვაჰინი, თავი 1.
9.03.2015
როდესაც თქვენ ასრულებთ მოქმედებას (კრიიას) როგორც უფლისადმი მისართმევს, თქვენი საკუთარი სიკეთე, რაც არის სიკეთე სხვებისთვის და უმაღლესი სიკეთე (სვარტა პარარტა, და პარამაარტა) ყველაფერი შეირწყმება! პირველად შენ და მე ვხდებით ჩვენ. შემდეგ ჩვენ და ის ვხდებით ერთი. ინდივიდუალურმა სულმა, `მე~-მ (ჯივამ) ჯერ უნდა მიაღწიოს იდენტურობას ქმნილებასთან (პრაკრიტისთან) და შემდეგ უზენაეს ღმრთიურებასთან (პარამათმასთან). ეს არის ნამდვილი მნიშვნელობა მანტრის ომ თათ სათ (რომელიც აერთიანებს ინდივიდუალურ პიროვნებას საერთო ბრაჰმანთან). ‘ის; და ‘მე’ ყოველთვის არსებობს; სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) ყოველთვის არსებობს აგრეთვე. როგორც მზე არის განუყოფელი და არასოდეს მოცილდება თავისი სხივებიდან, არანაირ ვითარებაში რომელიმე ასპირანტი არ უნდა გაცალკევდეს ადამიანის სადჰანიდან. მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას რომ ისინი ერთიანი არიან ომ-თან.
– პრემა ვაჰინი.
10.03.2015
იმისთვის რომ ადამიანმა შეძლოს უანგარო მსახურება (სევა), მცირე საკვები (ბჰოგა) უნდა იყოს მიღებული. ასეთი კვება არის მსხვერპლშეწირვის (იაჯნას) ნაწილი. რომ გავხადოთ ეს სხეული-მანქანა ფუნქციონირებადი საკვების (ანნას) საწვავი უნდა იყოს გამოყენებული. საკვები არ არის მსხვერპლი მაგრამ ის იძლევა მსხვერპლგაღების შესაძლებლობას. მაშასადამე საჭმლის ჭამა არ არის სასაცილო, როგორც სურსათის ხარბად მომარაგება, როგორც კუჭის გამოსაკვების. ეს არის თაყვანისცემის ნაწილი. თაყვანისცემა (პუჯა) არ არის უბრალოდ ყვავილების მოკრეფა და მათი დადება სურათის ზედა ნაწილზე; მებაღე რომელიც მუშაობს ნარგავების მოვლაზე, რომელიც იძლევა ყვავილებს ასევე არის თაყვანისმცემელი. თუნდაც მსხვერპლშეწირვის საშუალებები არის მისართმევი. ჭამა არ ნიშნავს საჭმლის დადებას ენაზე; ის არის ღირებული მხოლოდ მაშინ როდესაც დაიღეჭება, ჩაიყლაპება, მოინელება, ასიმილირდება სისხლის ნაკადში, და გარდაიქმნება კუნთებსა და ძვლებში ძალასა და მხნეობაში. ასევე სულიერმა გაგებამ უნდა შეაღწიოს და უნდა გააცოცხლოს ცხოვრების ყველა წამი. ეს გამოხატული უნდა იყოს ყველა ორგანოს და გრძნობის მეშვეობით.
– პრემა ვაჰინი.
11.03.2015
ღმრთიურება არის ბაზისი და ასევე ზედნაშენი. მძივები არის ბევრი, მაგრამ კრიალოსნის დამაკავშირებელი ბაწარი არის ერთი. ასევეა ცოცხალი არსებების მთელი სამყაროსთვის; ღმერთი, მუდმივი, ყველგანმყოფი პარაბრაჰმანი, არის ბაზისი. წერილები აცხადებს, `ის ვინც აცნობიერებს ღმრთიურებას ჭეშმარიტად ხდება ღმრთიური (ბრაჰმავიდ ბრაჰმაივა ბჰავატი)~. ბუშტი დაბადებული წყლისგან დაცურავს მასში და სკდება მასთან გასაერთიანებლად. ყველა ხილული საგნობრივი სამყაროები არის მსგავსი ღმრთიურების უზარმაზარი ოკეანიდან, ბრაჰმანიდან წარმოშობილი ბუშტების. ესენი არის წყალზე და არსებობს წყლით. ესენი კიდევ როგორ შეიძლება წარმოიქმნას და არსებობდეს? ბოლოს ესენი ირწყმებიან და უჩინარდებიან თვით წყალში. თავის წარმოშობაში, არსებობასა, და შერწყმაში ესენი დამოკიდებულია მხოლოდ წყალზე. წყალი არის ბაზისი; ბუშტები არის იგივეს მაცდუნებელი ფორმები დადებული მასზე.
– სუტრა ვაჰინი, თავი 2.
12.03.2015
დღეს ადამიანები ზედმეტად ჩაფლული არიან ყველგანშემღწევ ილუზიაში, სამყაროში ბუნებრივი მახასიათებლების გამოსაყენებლად და ამით ასამაღლებლად. ისინი არიან უძლურნი ჩაეჭიდნენ კარგს და თავიდან აიცილონ ცუდი, და დამკვიდრდნენ უბიწოების (დჰარმას) გზაზე. მათ არ იციან მსოფლიოში მშვიდობისა და ჰარმონიის გზა. წერილები ნათლად გასწავლით: თქვენ რომლიდანაც დაიბადეთ, თქვენ რომლითაც ცოცხლობთ, თქვენ რომელშიც განზავდებით – ‘ეს’ არის ბრაჰმანი. ‘ეს’ არის ღმერთი რომლიდანაც გაცხადდა კოსმოსი წარმომავალი მისი მოძრავი და უძრავი არსებებით; ‘ეს’ კარნახობს, ხელს უწყობს და მზრუნველობს თქვენს პროგრესს. კოსმოსი არ არის ერთი უწყვეტი ნაკადი. ის ვითარდება შეუპოვრად მის ევოლუციაში მთლიანობის მიღწევისკენ. თითოეულს შეუძლია თავისი თავის გარდაქმნა მისი ამჟამინდელი მდგომარეობიდან მხოლოდ თავისი საკუთარი ძალისხმევით და გარჩევით. მორალური ძალები რომლითაც გაჯერებულია კოსმოსი რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს თქვენს წარმატებას.
– სუტრა ვაჰინი, თავი 2.
13.03.2015
ამ მატერიალურ მსოფლიოში ადამიანს არ შეუძლია შეაფასოს სულიერი ძალისხმევის ღირებულება სულიერი ცხოვრების განცდებისა და მისი სისუფთავის გარეშე. შეიძლება ითქვას რომ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს სულიერი ძალისხმევა მხოლოდ მისი ღირებულების შეფასების შემდეგ, მაგრამ ეს არის იმის თქმის მსგავსი რომ ადამიანი უნდა შევიდეს წყალში მხოლოდ მას შემდეგ როდესაც ცურვას ისწავლის. ცურვა შეიძლება ისწავლო მხოლოდ წყალში შესვლით სხეულზე მიმაგრებული ტივტივით. იგივე გზით, იგივე ტივტივით მიმაგრებულით ჭკუაზე, შიშის გარეშე შედით სულიერ დისციპლინაში. შემდეგ თქვენ თვით გაიგებთ სულიერი მოღვაწეობის ფასს. სულიერი გზის ბუნება და პირობები იციან მათ ვინც მოგზაურობენ სულიერ გზაზე. მათ იციან რომ ჭეშმარიტების და გარჩევის (სატიას და ვივეკას) გზას მიჰყავს ღმერთისკენ (პარამათმასკენ). ისინი ვისაც არ დაუბიჯებია ამ გზაზე და ისინი ვინც არ იცის ამ გზის განცდები ვერ აუხსნიან ამას თავის თავს და სხვებს.
– პრემა ვაჰინი.
14.03.2015
კოსმოსი არის დიდებული საოცრება, უსასრულო საკვირველებათა წყარო. ეს, როგორც უმაღლესი საკვირველება, შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე, თქვენ ვინც არ უნდა იყოთ. როდესაც ობიექტი უნდა გაკეთდეს, ჩვენ ვიცით რომ ამას სჭირდება ვინმე კვალიფიკაციით, ინტელექტით და ძალით მის გასაკეთებლად. მკეთებლის გარეშე, ეს არის უბრალოდ შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, უზენაესი შემოქმედი დიზაინერის გარეშე როგორ შეძლებდა ეს ხილული ობიექტები – მზე, მთვარე, ვარსკვლავები და თანავარსკვლავედები – მოძრაობას და მოქცევას ისე როგორც ეს ხდება? შეუძლიათ მათ არსებობა და ფუნქციონირება რაიმე ჩვეულებრივი ძალის გარეშე? არა. ასეთი დიდი შესაძლებლობების ქმნილებაზე დაკვირვების შემდეგ, გონიერ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ დაასკვნან როგორი განუზომელი შეიძლება იყოს მკეთებლის ძალა. არა მხოლოდ ეს, შეხედეთ უნიკალურობას და მრავალფეროვნებას ქმნილებაში! არც ერთი ნივთი არ არის ისეთივე როგორიც მეორე; არც ერთი ადამიანი არ ჰგავს მეორეს. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ თამაში (ლიილა) ფენომენის უსაზღვრებო დიდებით – ღმერთის! ვერც ერთი მცირე ძალა ვერ იქნებოდა წყარო. ქმნილების დამახასიათებელი საიდუმლოდან, გაიგეთ შემქმნელი.
– სუტრა ვაჰინი.
15.03.2015
ყველა მოქმედება (კარმა) შესრულებული სამი მიზნის გულისთვის მიზნის მიღწევის საშუალებად სამყაროს გამოყენებით უფლის თაყვანსაცემად, მშვიდობის და სამართლიანობის დასამკვიდრებლად საზოგადოებაში, და სხეულის ფუნქციონირების კონტროლირებისა და კოორდინირებისთვის, არის მსხვერპლშეწირვა. პირველს ეწოდება წმინდა მსხვერპლის რიტუალი (იაჯნა); მეორეს გულმოწყალება (დჰანა); მესამეს მონანიება (თაპასი). ყველა ადამიანურმა მოქმედებამ ხელი უნდა შეუწყოს ამ სამ საჭიროებას და ეთიკური ცხოვრება არის საფუძველი ამ მდგომარეობის მისაღწევად. ეს ეთიკური ცხოვრება დაფუძნებულია ჭეშმარიტებისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევაზე. ისევე როგორც მარგალიტს ინახავენ და ნიჟარას აგდებენ, არსი რაც არის ჭეშმარიტება უნდა მივიღოთ და არაარსებითი უნდა უარვყოთ. ამისთვის ინდივიდუალური ძალისხმევა და ღმრთიური წყალობა, ორივე უნდა იყოს წარმოდგენილი. ადამიანმა ასევე მუდმივად უნდა აპრაქტიკოს ის დიდი გაკვეთილი რომ სხეული და ათმა არის გაცალკევებული. ეს არის უაღრესად სასარგებლო სავარჯიშო. ეს გარჩევა არის აუცილებელი როგორც საერო ასევე სულიერი ცხოვრებისთვის.
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
16.03.2015
როდესაც მთვარე არის მხოლოდ პატარა რკალი ცაზე და ვინმეს სურს რომ დაინახოს ის, ადამიანი აჩვენებს თითის გაშვერით მისი მიმართულებით. ან როდესაც ვინმეს სურს შეხედოს გარკვეულ ვარსკვლავს, ადამიანი ეუბნება, `იქ, იმ ხის იმ ტოტის ცოტა მაღლა.~ მთვარე არის შორს და ვარსკვლავი დაშორებულია გაცილებით მეტად. რომელიმე მომენტში ის შეიძლება ჩანდეს ტოტის ცოტა ზემოთ, მაგრამ ეს არის მხოლოდ დროებითი მდებარეობა. მალე ადგილმდებარეობა იცვლება. თითი დიდხანს ვერ იქნება სწორად მაჩვენებელი, რადგან ვარსკვლავი და მთვარე მოძრაობს ცაზე. მაგრამ ნამდვილი დახასიათება არასოდეს განიცდის ცვლილებას. ფორმები შეიძლება განიცდიდეს ცვლილებას; სახელი შეიძლება შეიცვალოს; და ადგილი რომელსაც ის იკავებს შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ ჭეშმარიტების ბირთვი არ შეიცვლება. ეს ბირთვი ვედურ ტექსტებში აღნიშნულია როგორც არსებობა, ნათება და მიმზიდველობა (აშტი, ბჰატი, პრიიამ). ერთად აღებულ ამ სამივეზე მაღლა არის ღმერთის ბუნება. ამათზე როგორც საფუძველზე, აშენებულია ფორმები ჭკუის საშუალებით, და მოსდევს სახელები ფორმებისთვის.
– სუტრა ვაჰინი, თავი 2.
17.03.2015
ადამიანებმა შექმნეს და განივითარეს თავისში უხვი მრავალფეროვნება ეგოური ჩვევებისა და დამოკიდებულებების, რაც იწვევს დიდ უკმაყოფილებას მათთვის. იმპელსები ყველაფერ ამისთვის მოდის ავტორიტეტის, ბატონობის და ძალაუფლების დაგროვების სიხარბიდან. ნივთების სიხარბე ვერასდროს იქნება უცვლელი და უმაღლეს წერტილს მიღწეული; უბრალოდ შეუძლებელია ადამიანისთვის დაკმაყოფილდეს სიხარბის მოთხოვნილებაში. ყოვლისშემძლეობა ეკუთვნის მხოლოდ ყველაფრის უფალს (სარვეშვარას). თქვენ შეიძლება გრძნობდეთ აღფრთოვანებას რომ გახდეთ ყველა ხელოვნების მფლობელი, სიმდიდრის მესაკუთრე, მფლობელი მთელი ცოდნის ან ყველა წერილების საცავი, მაგრამ ეს საიდან მოდის? თქვენ შეიძლება განაცხადოთ რომ თქვენ მოიპოვეთ ეს თქვენი საკუთარი ძალისხმევით, შრომით და გარჯით. მაგრამ უსათუოდ, ეს იყო მოცემული ვინმეს მიერ ამა თუ იმ ხერხით. წყარო რომლისგანაც ყველა ძალაუფლება და ყველა ძალა წარმოიშობა არის ყველაფრის უფალი. ამ ყოვლისშემძლეობის უარყოფა, და თავის მოტყუება რომ პატარა ძალა რომელიც თქვენ შეიძინეთ არის თქვენი საკუთარი – არის ნამდვილად ეგოურობა, პატივმოყვარეობა და სიამაყე (აჰამკარა).
– პრემა ვაჰინი.
18.03.2015
წერილები არის ისე მოსიყვარულე ჩვენდამი როგორც დედა. ესენი გვასწავლის გაკვეთილებს როგორც დედა ასწავლის შვილებს გონებრივი დონის შესატყვისად და დროისა და ვითარების საჭიროების შესაბამისად. ორი შვილის დედა აძლევს თითოეულ ჯანსაღს ყველა სახის საკვებს რომელსაც ის მოითხოვს ყვირილით, მაგრამ ის ძალიან დიდად ზრუნვას ავადმყოფ შვილზე და აძლევს მას მხოლოდ იმ საკვებს რომელსაც შეუძლია კარგი ჯანმრთელობის მალე აღდგენა. შეგვიძლია ჩვენ ბრალი დავდოთ მას ერთისადმი მიკერძოებაში და მეორეს მიმართ წინასწარ ცუდ განწყობაში სიყვარულის საჩუქებლად? წერილები ასევე უთმობს ყურადღებას მათ ვინც იცის მუშაობის (კარმას) საიდუმლო მისი თანდაყოლილი ფასეულობით. კარმას შეუძლია გააუმჯობესოს ცხოვრება და დაადგინოს მისი იდეალები სწორად. ყველამ უნდა ისწავლოს როგორ გარდაქმნას სამუშაო სასარგებლო საქმიანობად. ამის მიუხედავად, მუშაობა არ არის ყველაფერი.
– სუტრა ვაჰინი თავი 2.
19.03.2015
ყველაფერში რასაც თქვენ აკეთებთ, ლაპარაკობთ და ასრულებთ პატიოსნად, გამოიყენეთ ყველა ძალა და ტალანტი რითაც თქვენ ხართ უზრუნველყოფილი. თავიდან შეიძლება თქვენ განიცადოთ წარუმატებლობა ამაში და შეეჯახოთ სიძნელეებსა და ტანჯვას. მაგრამ ბოლოს, თქვენი ჩვევის სათნოებით თქვენ ხართ განსაზღვრული წარმატებაზე და გამარჯვებისა და ნეტარების მიღწევაზე. ადამიანი ვინც ნამდვილად არის ძალის მატარებელი შეიძლება აღიარებული იყოს მახასიათებლებით ჭეშმარიტების, სიკეთის, სიყვარულის, მოთმინების, თავდაჭერის და მადლიერების. სადაც ესენი არის იქ ვერ იარსებებს ეგო (აჰამკარა). ღმრთიურების (ათმას) სხივმოსილება დაფარულია ეგოთი. როდესაც ეგო მოისპობა, ყველა უსიამოვნება დასრულდება და ყველა უკმაყოფილება გაქრება. როგორც მზე იფარება ნისლით, ასევე ეგოს გრძნობა ფარავს მარადიულ ნეტარებას. მაშინაც კი თუ თვალები გახელილია, ქსოვილის ნაჭერს შეუძლია ხელი შეუშალოს მხედველობის ეფექტურ და სასარგებლო ფუნქციონირებას. ასევე ეგოურობის ფარდა ხელს უშლის ადამიანს დაინახოს ღმერთი, ვინც არის თქვენთვის უახლობლესი.
– პრემა ვაჰინი, თავი 14.
20.03.2015
ღმერთს ვერ იპოვით ცალკე ტაძარში ან აშრამში. ჭეშმარიტება არის ღმერთი. სიყვარული არის ღმერთი. დჰარმა არის ღმერთი. როდესაც თქვენ თაყვანს სცემთ ღმერთს ამ პრინციპების მიმდებრობით, ის გააცხადებს თავის თავს მაშინ და აქ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში. გიყვარდეთ ღმერთი გულწრფელად. ელოცეთ ღმერთს და დაუმეგობრდით მას. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს თუ თქვენ გყავთ ღმერთი როგორც თქვენი მეგობარი. ისწავლეთ დღეს თქვენი გულის ავსება სიყვარულით და შეამკეთ თქვენი ხელი მსხვერპლშეწირვის სამკაულით. მსხვერპლშეწირვა არის ხელის საიუველირო სამკაული. ჭეშმარიტება არის ყელსაბამი რომელიც ადამიანმა უნდა ატაროს. თქვენ უნდა განივითაროთ ამ სამკაულებით შემკობის ჩვევა. განავითარეთ ღმრთიური სიყვარული და ხელი შეუწყეთ მშვიდობას ქვეყანაში. ილოცეთ ნათელი გრძნობით: ლოკა სამასტა სუკჰინო ბჰავანტუ (ვისურვოთ მთელი მსოფლიო იყოს ბედნიერი)! დაიწყეთ ყოველი დღე ამ ლოცვით. შემდეგ თქვენ გაატარებთ ნეტარ და მშვიდ ცხოვრებას რომელიც სავსე იქნება ენთუზიაზმით. გიყვარდეთ ღმერთი და იმეგობრეთ მასთან, და თქვენ იქნებით განსაზღვრული წარმატებაზე ყველა თქვენს წამოწყებაში.
– ღმრთიური საუბარი, 18 მარტი, 1999.
21.03.2015
თქვენ შეიძლება იზეიმეთ უგადის (ახალი წლის დღის) ბევრი დღესასწაული თქვენს სიცოცხლეში. განსაზღვრული ტრადიციული პრაქტიკები მოდის ყველა დღესასწაულთან ერთად, ისეთი როგორიც არის წმინდა განბანვა, ახალი ტანსაცმლის ტარება, სახლის დასუფთავება და მისი მორთვა მწვანე ფოთლების ქსოვილით. სიდიადე დევს ჩვენი აზრების სისუფთავეში, არა უბრალოდ ადამიანის წარმავალ სხეულში. დღესასწაულის მნიშვნელობა დევს არა ახალი ტანსაცმლის ტარებაში არამედ ახალი და კეთილშობილი აზრების დანერგვაში. სახლი მორთული უნდა იყოს არა მარტო მწვანე ფოთლების ქსოვილით, არამედ სიყვარულის ქსოვილითაც. გაუზიარეთ თქვენი სიყვარული ყველას ვინც შემოდის თქვენს სახლში. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჩვენ დღესასწაულის ზეიმს მის ჭეშმარიტ სულში. ეს არის ნუტანა სამვათსარას (ახალი წლის) დაწყება. ვათსარა არის ღმერთის სხვა სახელი. დრო არის ღმერთი.
– ღმრთიური საუბარი, 18 მარტი 1999.
22.03.2015
სიყვარული არის ღმერთი, სიყვარული არის ბუნება, სიყვარული არის სიცოცხლე და სიყვარული არის ჭეშმარიტი ადამიანური ფასეულობა. სწორედ სიყვარულის პრინციპის საფუძველზე ბრძენებმა განაცხადეს: ლოკა სამასტა სუკჰინო ბჰავანტუ (ვისურვოთ მთელი მსოფლიო იყოს ბედნიერი)! გიყვარდეთ თქვენი ყველაზე ცუდი მტრებიც კი. აკურთხეთ ყოველი დღე წმინდა აზრებისა და ნათელი გრძნობების განვითარებით. დღეს, კაცობრიობა დაავადებულია შიშით და მოუსვენრობით. მამაცობა და სიმტკიცე არის დაკნინებული იმიტომ რომ თქვენ გაქვთ უწმინდური აზრები და ბოროტი გრძნობები. თქვენი მტრები არ არიან გარეთ. თქვენი ცუდი აზრები არის თქვენი უდიდესი მტრები და აზრები დაფუძნებული ჭეშმარიტებაზე არის თქვენი საუკეთესო მეგობრები. თქვენ უნდა გახადოთ სატ, მარადიული ჭეშმარიტება, როგორც თქვენი საუკეთესო მეგობარი. მიწიერი მეგობრები და მტრები იცვლებიან დროის მსვლელობაში, მაგრამ ღმერთი არის თქვენი ჭეშმარიტი და მარადიული მეგობარი. ეს მეგობარი არის ყოველთვის თქვენთან, თქვენში, თქვენს ირგვლივ, თქვენს ზემოთ, თქვენს ქვემოთ და გიცავთ თქვენ ისე როგორც ქუთუთო იცავს თვალს.
– ღმრთიური საუბარი, 18 მარტი 1999.
23.03.2015
მთელი სამყარო ავსებულია ღმრთიურებით. ვინაიდან თქვენი ჭკუა ჩაფლულია პრაკრიტში (მიწიერ ობიექტებში) თქვენ არ შეგიძლიათ პარამათმას (ღმრთიურის) დანახვა. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ ამახვილებთ თქვენს ყურადღებას ყელსაბამზე, თქვენ ხუჭავთ თვალებს იმაზე რისგანაც ეს არის დამზადებული, მსგავსად, რამდენად დიდხანსაც თქვენ შეხედავთ მსოფლიოს მატერიალისტური დამოკიდებულებით, ღმრთიურება დახურული იქნება ჩვენგან. როგორც კი თქვენ შეხედავთ მსოფლიოს ღმრთიური დამოკიდებულებით თქვენ დაინახავთ მხოლოდ ღმრთიურებას. ვინ არიან ის ქურდები რომლებიც იპარავენ ყოველი ადამიანის არსებიდან მათ მშვიდობასა და სიხარულს? ეს არიან ქურდები სურვილების, სიამაყის, სიხარბის, ტრფიალის, რისხვის და შურის რომლებიც პარავენ ადამიანს მთელ მის სიმდიდრეს. მაგრამ ყველაზე ცუდი ყველა ქურდიდან რომელიც აყენებს ყველაზე ცუდ ზიანს არის მათსარია (შური). ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენს შინაგან მტრებზე და უნდა შევატრიალოთ ჩვენი ხედვა ღმრთიურისკენ, ვინც ავსებს მთელ სამყაროს.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1993 თავი 6.
24.03.2015
არსებობს სადჰანის (სულიერი პრაქტიკის) სამი სტადია. ეს არის კონცენტრირება, განჭვრეტა და მედიტირება. კონცენტრირება იწვევს თქვენი მზერის ფიქსირებას ერთ ფორმაზე. განჭვრეტა ხდება მაშინ როდესაც თქვენ ხართ შემძლე აღიქვათ ფორმა თქვენს შიგნით მის არდასწრეაშიც კი. მედიტირება ნიშნავს როცა, როგორც ამ ვარჯიშის შედეგი, ეს ფორმა მუდმივად იბეჭდება თქვენს გულში. თუ თქვენ გააგრძელებთ მედიტირებას ამ სახით, ფორმა მუდმივად იქნება დაფიქსირებული თქვენს გულში. თქვენ არ უნდა შემოფარგლოთ თქვენი სულიერი პრაქტიკები მხოლოდ კონცენტრირებით და განჭვრეტით. თუმცა ეს არის პირველი ნაბიჯები თქვენს სულიერ პრაქტიკაში, თქვენ უნდა პროგრესირდეთ შემდგომ; თქვენ უნდა გარდაქმნათ კონცენტრირება განჭვრეტაში და შემდგომ განჭვრეტა მედიტირებაში. როდესაც თქვენ განახორციელებთ ამას, თქვენ გააგრძელებთ ღმერთის ფორმის ვიზუალირებას ყოველ დროს. ძველი რიშები (წინასწარმეტყველები) ირჩევდნენ მედიტირების ამ ფორმას. აი ამიტომ იყო რომ ღმერთი ცხადდებოდა მათ წინაშე როდესაც კი ისინი მოისურვებდნენ, ლაპარაკობდნენ მასთან და ისრულებდნენ თავიანთ სურვილებს.
– ღმრთიური საუბარი, 23 თებერვალი 2009.
25.03.2015
ადამიანის ყოველ არსებას თავისში აქვს ცუდი მიდრეკილებები კამის (ჟინის), კროდჰის (რისხვის), ლობჰის (სიხარბის) და ა.შ. ეპიკური პოემები გვასწავლის ჩვენ ამ ნამდვილი მტრების კონტროლს. ჰირანიაკაშიპუ იყო დიდი მეცნიერი. მას ჰქონდა კონტროლი ხუთ ელემენტზე, მაგრამ გახდა თავისი სიბრაზის მსხვერპლი. მისი რისხვა მიმართული იყო ღმერთზე და ბოლო ჯამში დაღუპა საკუთარი თავი. მან დაუქვემდებარა თავისი ვაჟი ბევრ გაჰსაცდელსა და უსიამოვნებას და ცდილობდა მის მოკვლას გორაკის წვერიდან გადმოგდებით, გადაგდებით ზღვაში, ხელის კვრით შხამიანი გველების ორმოში და სპილოების მიშვებით მის გასათელად. პრაჰლადა გალობდა ნარაიანას სახელს გაუჩერებლად და გამოვიდა უვნებელი და გამარჯვებული. ამიტომ არის ნათქვამი, იატ ბჰავამ, ტათ ბჰავატი (როგორიც არის შეგრძნება, ისეთი არის განცდა). ღმერთი ცხადდება ერთგულის გრძნობების საფუძველზე. თუ თქვენ ლოცულობთ ღმერთზე გულის სისუფთავით და სიყვარულით, თქვენ განცდით მას როგორც ასეთს.
– ღმრთიური საუბარი, 18 მარტი, 1999.
26.03.2015
ყველა ამ ეფემერულ და წარმავალ მსოფლიოში ესწრაფის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მაგრამ ფული, განათლება, ხელისუფლების მდგომარეობა და ფიზიკური კომფორტი ვერ ანიჭებს მშვიდობას და უსაფრთხოებას. მშვიდობა წარმოიქმნება გულიდან. თქვენ შეძლებთ მშიდობისა და უსაფრთხოების განცდას მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენი გული აივსება სიყვარულით. ადამიანთა უმეტესობაში დღეს ჩაკლულია მადლიერება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ხარისხი. ისინი ივიწყებენ დახმარებას რომელიც მათ სხვებმა აღმოუჩინეს. ჯერ კიდევ თქვენს სიცოცხლეში, თქვენ უნდა იყოთ მადლიერი დახმარებაზე, რომელიც თქვენ მიიღეთ სხვებისგან. არსებობს ორი რამ რაც თქვენ უნდა დაივიწყოთ: თქვენს მიერ სხვებისთვის გაწეული დახმარება და ზიანი რომელიც თქვენ სხვებმა მოგაყენეს. თუ თქვენ გახსოვთ თქვენს მიერ გაწეული დახმარება, თქვენ ყოველთვის ელოდებით რაიმეს სანაცვლოდ. სხვების მიერ თქვენზე მოყენებული ზიანის ხსოვნა წარმოქმნის თქვენში შურისძიების გრძნობას. ყოველთვის გახსოვდეთ დახმარება რომელიც მიიღეთ თქვენ სხვებისგან. ადამიანი ასეთი წმინდა ხარისხებით არის იდეალური ადამიანის არსება.
– ღმრთიური საუბარი, 18 მარტი, 1999.
27.03.2015
ალმანაჰი (კალენდარი) შეიძლება აჩვენებდეს რომ ჩამოვარდება წვიმის ათი ერთეული, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ კალენდრის ყოველდღიური ფურცელი დაიკეცება ათჯერ და გამოიწურება, წვიმის ვერც ერთი წვეთი ვერ გადმოიღვრება. კალენდრის მიზანი არის მოცემა არა წვიმის არამედ ინფორმაციის წვიმის და მისი რაოდენობის შესახებ; მისი ფურცლები არ შეიცავს წვიმის ათ ერთეულს, რომელიც არსებობს მხოლოდ ღრუბლებში ზევით. სწორედ ასე, წერილებს (სასტრებს) შეუძლია მხოლოდ ინფორმაციის მოცემა დოქტრინების, აქსიომების, წესების, დებულებების და მოვალეობების შესახებ. ამაღლებული დახასიათება ვედების, უპანიშადების, და წერილების არის ის რომ ესენი იძლევა ინსტრუქციებს მშვიდობისა და გათავისუფლების მიღწევის მეთოდებში. მაგრამ ესენი არ არის გაჯერებული ამ ნეტარებათა არსებობით; ვერავინ ვერ შეაგროვებს არსს ტექსტების გამოწურვით. ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს გზა, მიმართულება, და მიზანი როგორც აღწერილია ტექსტებში და შემდეგ იაროს გზაზე, მისდიოს მიმართულებას და მიაღწიოს მიზანს.
– პრემა ვაჰინი, თავი 16.
28.03.2015
დღეს არის წმინდა დღე ღმერთის დიდების ჩამოსათვლელად და მისი ადამიანის არსებებთან ნათესაობაზე დასკვნის გასაკეთებლად. რამაიანა არ არის მოთხრობა რომელსაც აქვს დასასრული. თქვენ ცხოვრობთ მისით. რამაიანა განცდილი უნდა იყოს გულში; არ უნდა იყოს გამოკვლეული როგორც მენტალური ფენომენი. როგორც კი თქვენ წახვალთ მისი შინაგანი მნიშვნელობის წაკითხვასა და გააზრებაზე ნათელი გახდება რომ თქვენი ჭკუაც კი არის გაწმენდილი. რამა არის დაშარატას (ათ ეტლიანი ადამიანის) ვაჟი. ათი ეტლი არის გრძნობები, ხუთი კარმენდრია (მოქმედების გრძნობის ორგანო) და ხუთი ჯნაანენდრიაა (აღქმის ორგანო). სატია დჰარმა. შანტი და პრემა არის მეფე დაშარატჰას ოთხი შვილი. რამა არის სატია,; ბჰარატა არის დჰარმა; ლაკშმანა არის პრემა და შატრუღნა არის შანტი. აიღეთ ეს დიდი პერსონაჟები რამაიანადან თქვენი სიცოცხლის იდეალებად, თქვენი სიცოცხლე იქნება სავსე მშვიდობით და სიხარულით.
– ღმრთიური საუბარი, 25 აპრილი, 1961.
29.03.2015
თუ მე-შეგნება თქვენში აწარმოებს სიამაყეს `მე ვიცი ყველაფერი~, დაცემა არის გარდაუვალი; ილუზია იწვევს სიკვდილს. გადარჩენის საიდუმლო დევს ამ საშიღოების რეალიზებაში. ხელახლა დაბადება არის გარდაუვალი თუ ეს საშიშროება არ არის არიდებული. ჩაიძირეთ სულიერ პრაქტიკებში, შემდეგ სამყარო და მისი საწუხრები გავლენას ვერ მოახდენს თქვენზე. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ ხართ შორს ამ ჭეშმარიტებიდან თქვენ იტანჯებით, გრძნობთ ტკივილს და განცდით დაძაბვას. ბაზრიდან მანძილზე ადამიანი ისმენს მხოლოდ უზარმაზარ ბუნდოვან ხმაურს. მაგრამ როგორც კი თქვენ მიუახლოვდებით მას თქვენ შეძლებთ ნათლად გაარჩიოთ ცალკე ვაჭრობები. ასევე, ვიდრე თქვენ არ მიიღებთ უზენაესის სინამდვილის ცოდნას თქვენ ხართ დაძლეული და გაბრუებული სამყაროს ხმაურით, მაგრამ ერთხელ როდესაც თქვენ შეხვალთ სულიერი საქმიანობის სიღრმეში, ყველაფერი გახდება ნათელი და სინამდვილის ცოდნა გაიღვიძებს თქვენში. იქამდე თქვენ იტრიალებთ არგუმენტირების, დისპუტების და გამოვლენილი ელვარების უაზრო ხმაურის მორევში.
– პრემა ვაჰინი, თავი 16.
30.03.2015
მას შემდეგ რაც ბევრი ცალკეული რელიგია გავრცელდა მთელ მსოფლიოში, მათ დაკარგეს ძმური გრძნობები და ამით იტანჯებიან სინამდვილეში. არსებობს ჰარმონიის გადაუდებელი საჭიროება. ჰარმონიის პრინციპი არის ნამდვილი გული ყველა რელიგიის და რწმენის. კოორდინირებისა და შეთანხმების პრინციპი უნდა გაფართოვდეს და ვრცლად გადმოიცეს. თუმცა რელიგიებს აქვს ცალკე სახელები და გამორჩეული დოქტრინები, არსში ყველა არის ერთიანი აქცენტირება საერთო გულზე. გამოცდილება და სიბრძნე დიდი წინასწარმეტყველების რომლებმაც გაამხილეს კოსმოსის საიდუმლო და საყოველთაო სიყვარული მათ გრძნობებს არ აფასებენ, არ ღებულობენ და არ სცემენ პატივს. იგივე ღმერთი არის განდიდებული და გაღმერთებული სხვადასხვა სახელებით განსხვავებული წესჩვეულებების რიტუალებით. ყოველ საუკუნეში, ყოველ რასაში, ღმერთი აგზავნის წინასწარმეტყველებს მშვიდობის დასამყარებლად და კეთილმოსურნეობის დასამკვიდრებლად. ყველა დიდი ადამიანი არის ღმერთის წარმოსახვა. ისინი შეადგენენ ერთ ცალკე კასტას ღმერთის სამეფოში, ისინი მიეკუთვნებიან ერთ ეროვნებას, ღმრთიურ საძმოს.
– სუტრა ვაჰინი, თავი 2.
31.03.2015
ადამიანის სიცოცხლის ეტლი გაკეთებული არის გრძნობებით, მოძრაობაში მოდის გონებით, გარჩევით და მიუბმელობით ასევე სადავეებით დროს და მოქმედების ორ რგოლზე. ბორბლების მანები არის უბიწოების წესები, შეკრული სიყვარულის რგოლით. თქვენი მოგზაურობა იქნება მშვიდობიანი თუ თქვენი ღერძი არის ჭეშმარიტება და თქვენი მიზანი არის მშვიდობა. იყავით ფრთხილად რომ არ გააზვიადოთ ნივთების მნიშვნელობა რომლებსაც აქვს მატერიალური გამოსადეგობა. ესენი ჭკნებიან როგორც კი თქვენ გაიგებთ მათ. ეძებეთ ჭეშმარიტება (სატ) – ის რაც არ განიცდის ცვლილებას, და ამაღლება ცნობიერების (ჩიტ) – შეგნების რომელიც არის სუფთა, შეუხებელი ვნების სიამოვნებებით და თავისუფალი ეგოურობიდან და დაუფლების სურვილიდან. მაშინ თქვენ განცდით სინათლეს და გაანათებთ გზას სხვებისთვის. განცადეთ სიხარული რომელიც ასხივებს მიბმულობის უნაკლო სიყვარულიდან.
– ღმრთიური საუბარი, 25 აპრილი, 1961.

სატია საი ბაბა

კომენტარის დატოვება