თებერვალი

1.02.2013
უფალი არის სიყვარულის მთა. ნებისმიერი რაოდენობის ჭიანჭველა ტკბილეულობის ნაწილაკების წაღებით ვერ შეძლებს მისი სიუხვის გამოლევას. ის არის წყალობის ოკეანე შეზღუდვის ნაპირების გარეშე. და ერთგულება არის ყველაზე ადვილი ხერხი მისი წყალობის მოსაპოვებლად და ასევე იმის გასაცნობიერებლად რომ ის მსჭვალავს ყველაფერს; სინამდვილეში ის არის ყველაფერი! შარანაგათჰი (სრული მინდობა) ან ყველაფრის დატოვება მის ნებაზე, არის ერთგულების უმაღლესი ფორმა. ერთგულება და მიღწევა მინდობის, რაც არის მისი საბოლოო ნაყოფი, მოგცემთ თქვენ დიდ მამაცობას ნებისმიერი საგანგებო მდგომარეობის შესახვედრად; ასეთი მამაცობა არის ის რაც წოდებულია უარის თქმად. როდესაც ერთგულება აღმოცენდება როგორც ახალგაზრდა ნარგავი, ღობე არის საჭირო ნაზი მცენარის დასაცავად. ამ ღობედ არის რელიგია და მისი წესები, შეზღუდვები, მიმართულებები და ბრძანებები.
2.02.2013
თქვენ ყველა უეჭველად ეთანხმებით როდესაც მე ვამბობ რომ ღმრთიური ნეტარება არის თქვენი უდიდესი მოთხოვნილება. მიუხედავად ამისა თქვენ ვერ შეიძენთ მას ნებისმიერ ადგილზე! ის შეიძლება მიიღოთ რთული გზით, კეთილი საქმეების კეთებით, კარგ კომპანიაში სიარულით, თავის დანებებით ბოროტებიდან და ჭკუის შენარჩუნებით მიბმულად ღმერთის დიდებაზე. კარგი და ცუდი ვერ იქნება ერთად ერთ ადგილზე. მზემ ერთხელ აღნიშნა რომ მას არ ჰყავს მარცხენა მტრები და ვიღაცამ უთხრა მას რომ კვლავ არსებობდა ერთი – სიბნელე! მაშინ მან გაუშვა თავისი სხივები ემისრებად რომ მოეძებნათ მტერი. მაგრამ სადაც ისინი არ წავიდნენ ყველგან ხედეს მხოლოდ სინათლე და სიბნელე ვერსად ვერ მოძებნეს. ისინი დაბრუნდნენ და მოახსენეს – არ არსებობს დედამიწის ზურგზე ისეთი რამ როგორიც არის სიბნელე. ასევე თქვენ უნდა მოიპოვოთ თქვენში კარგის გამარჯვება ცუდზე შეუპოვარი ენერგიულობის მეშვეობით სულიერ პრაქტიკაში.
3.02.2013
ერთხელ ბრაჰმანი გადადიოდა მდინარს კალაპოზე და იქ სადაც რამდენიმე მამაკაცი რეცხავდა ტანსაცმელს. აღმოაჩინეს რა ახალი კარგი აბრეშუმის მოსახვევი მის მხრებზე, ისინი დაეცნენ მას ჯგუფად, ყვირილით რომ ის ეკუთვნოდა სასახლეს და მიცემული ჰქონდათ მათ გასარეცხად, მაგრამ მოიპარეს და ვერ იქნა მიკვლეული. საწყალმა ბრაჰმანმა დაიყვირა `ნარაიანა, ნარაიანა~ როდესაც ისინი წვიმასავით ურტყამდნენ მას. უფალი ნარაიანა ადგა თავის სკამიდან, წავიდა წინ, შეჩერდა და დაბრუნდა უკან თავის ადგილზე! მისმა მეუღლემ გაკვირვებით ჰკითხა მას მიზეზის შესახებ. უფალმა ნარაიანამ უთხრა `მე მინდოდა დავხმარებოდი ამ საწყალ ბრაჰმანს, ვინც მოხვდა ამ არამზადების ბუნაგში, მაგრამ მან დაიწყო დარტყმების მიყენება ერთი მეორის მიყოლებით – ჩემი დახმარება მეტად აღარ სჭირდებოდა!~ ყველაფრის დატოვება მისი ნებისთვის ჭეშმარიტად არის ყველაზე უფრო მაღალი ფორმა ერთგულების და ყველაზე იოლი გზა მისი წყალობის მოსაპოვებლად.
4.02.2013
სულიერი დისციპლინა არის უფრო ძნელი ვიდრე ფიზიკური დისციპლინა. წარმოიდგინეთ უზარმაზარი რაოდენობა ძალისხმევის, რომელიც გადააქვს ქალბატონს ვინც გადის არენაზე გაჭიმულ მავთულზე ცირკის კარავის ქვეშ. მოგება არის სულ რაღაც რამდენიმე რუპია ყველაფრის შემდეგ. იგივე ურყეობას და სისტემატიურ ძალისხმევას დამიზნებულს უფრო მაღალ ჯილდოზე შეუძლია უზრუნველგყოთ თქვენ გონებრივი წონასწორობით და თქვენ შეძლებთ შენარჩუნებას თქვენი წონასწორობის ყველაზე მეტად არახელსაყრელ ან ყველაზე დიდი გამოცდის ვითარებაში. მაგრამ ასეთი სულიერი მიღწევისთვის ინტელექტი და აღქმის სხვა ინსტრუმენტები არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე კიდურები. ინტელექტი არის ძირითადი. გახადეთ ინტელექტი თქვენი ჭკუის პატრონად და თქვენ არ წააგებთ. თქვენ იქნებით წარუმატებელი მაშინ როდესაც გრძნობები დაამყარებს ბატონობას ჭკუაზე.
5.02.2013
არსებობს ერთგულების სამი ტიპი: ვიჰანგა მეთოდი, სადაც ფრინველის მსგავსად რომელიც აცხრება მწიფე ხილს დაბლა ხეზე, ერთგულიც არის ასევე მოუთმენელი და ამ მოუთმენლობით რომელსაც ის ამჟღავნებს, კარგავს ხილს, რომელიც ვარდება მისი ხელიდან; მარკატა მეთოდი მონათესავეა მაიმუნის რომელიც ხელში იგდებს ერთ ხილს და შემდეგ ირჩევს მეორეს და ეწვდება მასზე, გზას აძლევს არამყარობას რადგან ის არის უუნარო გადაწყვიტოს მას რომელი ხილი სურს, ასევე ამ ტიპის ერთგული ყოყმანობს და ცვლის მიზანს ძალიან ხშირად და ასე კარგავს წარმატების ყველა შანსს; მესამე და იდეალური მეთოდი არის პიპიილიკა მეთოდი, სადაც როგორც ჭიანჭველა, რომელიც ნელა მაგრამ მყარად აგრძელებს სვლას ტკიბილეულობისკენ, ერთგულიც ასევე მოძრაობს განუყოფელი ყურადღებით უფლისკენ და მოიპოვებს მის წყალობას.
6.02.2013
ბავშვმა განუცხადა დედას როცა ის მიდიოდა დასაძინებლად: `დედა, გამაღვიძე მე როდესაც მე მომშივა~. დედამ უპასუხა, `არ ასებობს ამის საჭიროება, შენი შიმშილი თვითონ გაგაღვიძებს შენ~. ასევე როდესაც შიმშილი ღმერთისთვის წარმოიქმნება ის თავისთავად აგამოქმედებთ თქვენ მის საძებნელად. ღმერთმა მოგცათ თქვენ შიმშილი და ავადმყოფობა და ის უზრუნველგყოფთ საკვებითა და მედიკამენტებით. თქვენი ვალდებულებაა დაინახოთ რომ თქვენ მიიღეთ უფლება შიმშილსა და ავადმყოფობაზე და გამოიყენოთ სათანადო საკვები ან წამალი! ადამიანი უნდა იყოს მიბმული სამყაროსა და ცვალებადობაზე; ეს არის წვრთნა, რომელიც ასწავლის რომ მსოფლიო არის არარეალური. როდესაც თქვენ ეხებით ცეცხლს და იღებთ წვის შეგრძნებას, თქვენ უკან ეწევით თქვენს ხელს მყისიერად. თქვენი მასზე შეხების გარეშე, თქვენ გეცოდინებათ მხოლოდ მისი სინათლე. ეს არის სინათლეც და სითბოც ერთდროულად; ისევე როგორც მსოფლიო არის ორივე ჭეშმარიტიც და ცრუც, ე.ი. ის არის არარეალური.
7.02.2013
კოჭლი კაცი და ბრმა კაცი დამეგობრდნენ და ისინი დადიოდნენ ერთიდან მეორე ადგილზე, კოჭლი კაცი მგზავრობდა აკიდებით ბრმა კაცის მხრებზე. ერთ დღეს კოჭლმა კაცმა დაინახა ყვითელი კიტრების ველი და ურჩია ბრმა კაცს რომ მათ მოეწყვიტათ ცოტა და ეჭამათ მათ მაძღრობამდე. ბრმა კაცმა ჰკითხა, `ძმაო, კიტრების მოსავალს აქვს შემოღობვა?~ კოჭლმა კაცმა უთხრა, `არა!~ ბრმა კაცმა თქვა, `მაშინ მოდი გავაგრძელოთ გზა, რადგან შენ იცი არსებობს ტკბილი და მწარე ნაირსახეობები – თუ ეს ბოსტნეული არის დატოვებული დაუცველად ის უნდა იყოს მწარე!~ ბრმა კაცი თავისი ინტელექტით, მათი გემოს გასინჯვის გარეშე იყო შემძლე აღმოეჩინა რომ კიტრები იყო მწარე. მან გამოიყენა ინტელექტი სიმართლის გასაგებად უფრო სწრაფად და უფრო ნათლად. გახადეთ ინტელექტი თქვენი ჭკუის პატრონად და თქვენ არ გაგიცრუვდებათ იმედი; თქვენ იმედი გაგიცრუვდებათ მხოლოდ მაშინ როდესაც გრძნობები დაამყარებენ ბატონობას ჭკუაზე. გაწმინდეთ თქვენი ინტელექტი სულიერი პრაქტიკის მეშვეობით.
8.02.2013
ერთხელ განდეგილთა წყვილი მიდიოდა უღრანი ტყის გავლით სალოცავად მიუვალ ტაძარში. ქმარმა დაინახა ბილიკზე ძვირფასი ქვა, რომელიც ანათებდა ბრწყინვალედ როდესაც მზის სხივები ეცემოდა მასზე ფოთლებს შორისიდან. მან საჩქაროდ მიაყარა ცოტაოდენი ქვიშა მასზე თავისი ფეხის მოძრაობით, იმიტომ რომ მისი ცოლი არ ყოფილიყო ნაცდუნები, არ აეღო ის და არ გამხდარიყო ზიზილ პიპილების მონა. ცოლმა დაინახა მოძრაობა და გაკიცხა ქმარი იმისთვის რომ აქამდე ინარჩუნებს ჭკუაში განსხვავებას ქვიშასა და ძვირფას ნივთს შორის. მისთვის ორივე იყო ერთი. სხვების განსჯის და მათზე იარლიყის მიწებების ეს ჩვეულება არის გაბატონებული პრაქტიკა დღეს. თქვენ რა შეგიძლიათ იცოდეთ შინაგან მუშაობაზე სხვისი ჭკუის?
9.02.2013
თქვენ ხართ ისე დაშორებული უფლიდან როგორც თქვენ ფიქრობთ თქვენს ყოფნას; თქვენ ხართ ისე ახლოს მასთან როგორც თქვენ გრძნობთ თქვენს სიახლოვეს. მანძილი ჩემგან თქვენამდე არის იგივე რაც მანძილი თქვენგან ჩემამდე, ასე არ არის? თქვენ ჩივით რომ მე ვარ შორს თქვენგან, თუმცა თქვენ მოდიხართ სულ უფრო ახლოს და ახლოს. ეს როგორ შეიძლება იყოს? მე ვარ თქვენს მახლობლად ისე როგორც თქვენ ხართ ჩემს მახლობლად! უფლის სიახლოვე მოიპოვება ერთგულებით, რომელიც არ შეიძლება იყოს მყარი ვიდრე თქვენ არ მოიშორებთ გრძნობას ‘მე’ და ‘ჩემი’. შეხედეთ სიხარულსა და დარდს როგორც ბეჯითი შრომის და წონასწორობის მასწავლებლებს. დარდი არის მეგობრული შემხსენებელი, კარგი ბრიგადირი, უკეთესი მასწავლებლიც კი ვიდრე სიხარული. უფალი ჩუქნის ორთავეს, მფარველობასაც და სასჯელსაც – ვინაიდან როგორ შეიძლება ის იყოს უფალი თუ ის დაჟინებით არ მოითხოვს ზუსტ აღრიცხვას და ზუსტ მორჩილებას?
10.02.2013
ერთმა პიროვნებამ ერთხელ უთხრა დოქტორ ჯონსონს, ცნობილ ინგლისელ მოაზროვნეს, რომ ის იშვიათად ნახულობდა დროს ღმერთის სახელის გასამეორებლად, რადგან ის აკეთებდა ასობით საქმეს დილიდან დაბინდებამდე და გვიან ღამემდეც კი. დოქტორმა ჯონსონმა უპასუხა სხვა შეკითხვით. მან ჰკითხა, მილიონობით ადამიანმა როგორ იპოვა ადგილი საცხოვრებლად დედამიწის ზურგზე, რომელზეც არის ორი მესამედი წყალი, დანარჩენი არის აგრეთვე სავსე მთებით, უდაბნოებით, ტყეებით, ყინულოვანი რაიონებით, მდინარეების კალაპოტებით, ჭაობებით და საცხოვრებლად შეუძლებელი მსგავსი სივრცეებით. შემკითხველმა თქვა, ადამიანი როგორღაც ცდილობს მოძებნოს საცხოვრებელი ადგილები. ასევე, თქვა დოქტორ ჯონსონმა, ადამიანმა უნდა როგორმე გამონახოს რამდენიმე წუთი უფლისთვის სალოცავად. იქონიეთ თქვენი არჩეული სახელი და ფორმა თუნდაც თქვენს შემეცნებაში. სახელი უნდა იყოს ისე მუდმივი როგორც სუნთქვა. ამისთვის კი პრაქტიკა არის არსებითი.
11.02.2013
თქვენ ყველა ხართ პატიმრობა მისჯილი დაბადებისა და სიკვდილის სამყაროში (სამსარაში). როდესაც პატიმარი გადაყავთ ერთი ადგილიდან მეორეზე, ის თანხლებულია ორი პოლიციელით. ასევე როდესაც თქვენ მიდიხართ ერთი საპატიმროდან (სხეულიდან) მეორეში, პოლიციელები, ეგოურობა (აჰამკარამ) და მიბმულობა (მამაკარამ) გაცილებს თქვენ. საპატიმროში, თქვენ უნდა აკეთოთ სამუშაო რომელიც თქვენ გაქვთ ნაბრძანები და უნდა აკეთოთ ის კარგად. თქვენ არ შეგიძლიათ მტკიცება რომ ჯილდო არ ნაწილდება სამართლიანად, და ასევე თქვენ არ გაქვთ უფლება თავი დაანებოთ თქვენზე მოცემულ დავალებას. თუ თქვენ ასე აკეთებთ თქვენი სასჯელი იქნება გახანგრძლივებული ან თქვენ იქნებით გადატანილი სხვა ციხეში. მეორეს მხრივ, თუ თქვენ მშვიდად თანხმდებით განაჩენს და მიდიხართ თქვენს სამუშაოზე ხმაურის ან ბუდბუტის გარეშე, თქვენი ვადა მცირდება, თქვენ შეიძლება იყოთ გათავისუფლებული! თქვენი განაჩენის გაცნობიერება, კარგი დამოკიდებულების შეთვისება და სერიოზული პრაქტიკა ნიშნავს თქვენს მისვლას გათავისუფლებამდე.
12.02.2013
განმარტოება (ვაირაგია) არის უფლის წყალობის შედეგი; მას სჭირდება წლები ძლიერი სურვილის და ძალისხმევის. ამიტომ დღესვე დაიწყეთ პირველი ნაბიჯით, რომელიც არის თქვენი ჭკუის გაწმენდა და სათნოების გაზრდა. მაშინაც კი თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაიწყოთ და მისდიოთ ამას, უკიდურეს შემთხვევაში ხელს ნუ შეუშლით მათ ვინც ამას აკეთებს და გული არ გაუტეხოთ მათ. არ იყოთ დამოკიდებული სხვებზე თქვენი სამუშაოს გასაკეთებლად ან არ გყავდეთ ვინმე დამსწრე თქვენი პირადი სურვილების შესრულებაზე. გააკეთეთ ის თვითონ – ეს არის ნიშანი არსებობის ნამდვილად დამოუკიდებლად და თავისუფლად! არასდროს მიიღოთ რაიმე უფასოდ ვინმესგან. თქვენ უნდა გადაუხადოთ საფასური მსახურებით ან მუშაობით. ასე თქვენ გახდით თქვენს თავს თვითპატივისცემის ადამიანად. მოწყალების მიღება ნიშნავს ვალდებულების შოვნას მიმცემის მიმართ. გაზარდეთ თვითპატივისცემა და ღირსება. ეს არის საუკეთესო მსახურება რომელიც თქვენ შეიძლება გასწიოთ თქვენთვის.
13.02.2013
უფალმა განაცხადა გიიტაში, `მამა მააია~ ან `ჩემი ილუზია~. ეს ნიშნავს რომ მსოფლიო არის მისი ქმნილება, მისი ღმრთიური თამაში და დიდება (ლიილა და მაჰიმა). ის არის გამოგონებული როგორც საწვრთნელი მოედანი ყველა მათ ზეშთასაგონებლად ვისაც სურს ხედავდეს მას, ვინც არის მათი წყარო, დირექტორი და პატრონი. ოდესმე თქვენ დაინახავთ მსოფლიოს როგორც სცენას მისი პიესისთვის, შემდეგ თქვენ არასდროს იქნებით შეცდომაში შეყვანილი, არც თავგზააბნეული, არც მოტყუებული რაიმე ეშმაკობებით ან სცენის შედეგებით. ილუზიიდან თქვენ უნდა გახდეთ დაინტერესებული ავტორსა და პატრონში. წარმოდგენა არის რეალური იმდენ ხანს რამდენ ხანსაც ის გრძელდება, როდესაც თქვენ ხართ თეატრში. ასევე, მსოფლიო არის სწორედ მირაჟი (მოჩვენება)! მირაჟი არ არის წარმოშობილი წვიმიდან. ის ვერ მიაღწევს რომელიმე ტბამდე ან ზღვამდე. ის არ არსებობდა მზის სხივებამდე, არც იქნება მზის ჩასვლის შემდეგ. ის არის სრულიად გარდამავალი მოვლენა, უმჯობესია მისი დატოვება მარტოდ! ასევე, ღმერთი არის ჭეშმარიტად მეტად რეალური ვიდრე მსოფლიო, ეს არის ინდური წერილების დედააზრი.
14.02.2013
უფალი არის ყოველი ადამიანის მამა, რომლის საკუთრებაში თითოეულს და ყველას შეუძლია მოითხოვოს წილი. იმისთვის რომ მიიღოთ ის თქვენ უნდა მისწვდეთ განსაზღვრულ სიმაღლეს; მიაღწიოთ გონიერების განსაზღვრულ სტანდარტს. უძლურები და იდიოტურები ვერ იქნებიან მიწიერი საკუთრების მიმღების მდგომარეობაში. ღმერთის საკუთრება არის მისი წყალობა და სიყვარული. ამიტომ, მისი საკუთრების წილის მისაღწევად, თქვენ უნდა გქონდეთ ერთგულება და გამჭრიახობა. ამ ორით, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ წყალობის თქვენი წილი, ეს არის თქვენი უფლება. მიიტანეთ თქვენთან ერთად ერთგულება და აიღეთ უფლიდან სულიერი ძალა. ეს არის გარიგება რომელიც მოსწონს მას. მიიტანეთ მასთან ყველაფერი რაც თქვენ გაქვთ – თქვენი სევდა და დარდი, შეწუხება და მღელვარება და აიღეთ მისგან, სიხარული და მშვიდობა, მამაცობა და გამბედაობა!
15.02.2013
დედა უთმობს დიდ დროს ავადმყოფ შვილზე ზრუნვას; ის ავალებს უფროს შვილებს იზრუნონ თავიანთ თავზე, მაგრამ კვებავს ჩვილ ბავშვს თავისი საკუთარი ხელით. ეს არ ნიშნავს რომ მას არ აქვს სიყვარული გაზრდილების მიმართ. ასევე არ იფიქროთ რომ რადგან ღმერთი აშკარად არ ღვრის ყურადღებას ადამიანზე, რომ ის (კაცი თუ ქალი) არ ღებულობს ღმერთის სიყვარულს და წყალობას. ღმერთის ხედვაში არ არსებობს ერთგულებს შორის არც უფროსი და არც უმცროსი ადამიანი. მიაქციეთ ყურადღება ასევე იმას რომ – ამ ავატარში (ღმრთიურ ხორცშესხმაში), ცოდვილები არ იქნებიან განადგურებულნი; ისინი იქნებიან გამოსწორებულნი, რეფორმირებულნი, განათლებულნი და დაბრუნებულნი გზაზე რომლიდანაც მათ გადაუხვიეს. თეთრი ჭიანჭველებით დასნებოვნებული ხე არ მოიჭრება; იგი შენარჩუნდება.
16.02.2013
ერთგულება ღმერთისადმი არ უნდა იყოს დამყარებული დაწესებულებებზე რომლებსაც ადამიანმა მისცა დასაბამი ან დაეხმარა, ტაძრებზე რომელიც ვინმემ ააშენა ან აღადგინა, შეწირულობებზე რომელიც ადამიანმა გასცა, არც მოხსენებაზე რაოდენობის ვინმემ რამდენჯერ დაწერა ან წაიკითხა უფლის სახელი ან რამდენი დრო და ენარგია დახარჯა ადამიანმა უფლის თაყვანისცემაში. ეს არ არის სასიცოხლო – ეს არ არის მეორადიც კი! ერთგულება არის ღმრთიური სიყვარული, დაულაქავებელი რაიმე ელფერის სურვილით: შესაწევარის, რომელიც მოედინება მისგან, ან ნაყოფის, ან ამ სიყვარულის შედეგის. სიყვარულმა არ იცის განსაკუთრებული მიზეზები მისი გამომჟღავნებისთვის. ღმრთიური სიყვარული მონათესავეა სიყვარულის მდინარის ზღვისადმი, ლიანას ხისადმი, წყაროს კლდისადმი რომლიდანაც ის გამოედინება. ეს არის უცვლელი მოსიყვარულე დამოკიდებულება, სანატრელი გატაცება სიხარულში და დარდში მყარად მდგომი ჭკუის, ყოველთვის ტკბილი – კარგ დროშიც და ცუდშიც!
17.02.2013
არც ერთხელ მაჰაბჰარატაში დურიოდჰანას არ დაუცავს სამართლიანობის პრინციპები ძმები პანდავების მიმართ; და ბოლოს ის პირისპირ შეხვდა გარდაუვალ სიკვდილს, როდესაც ბჰიმამ გამოიწვია ის დუელში რომელიც იყო მის წასაქცევად. ამ მომენტში, დურიოდჰანამ, ავტორმა ცრუ აზარტული თამაშების, ათასობით რუპიის სახლის ცეცხლის მომკიდებელმა, შეურაცხყოფის გროვად დამყრელმა პატივცემულ დედოფალზე, აბჰიმანიუს მკვლელმა მრისხანე მტრების ბროს მეშვეობით რომლებიც თავს დაესხნენ მას – სიბნელემ დამგეგმავმა ყველა ამ უსამართლობის, აიღო თავშესაფარი დჰარმაში და დაიწყო ტექსტების ციტირება. დჰარმა არ არის მოხერხებული გამართლება ადამიანის მოქმედების ცუდი შედეგებიდან გასაქცევად. უბიწოება არ უნდა იყოს მოპყრობილი როგორც საშუალება თავის დასაღწევად; ის არის არსებობის საშუალება.
18.02.2013
ღმერთი არის უზენაესი ძალა (მაჰაშაკთჰი) და ინდივიდი არის მოჩვენებითი ძალა (მაიაშაკთჰი). ყოველთვის ცვალებად და გარდაქმნად სამყაროში, მხოლოდ ღმერთი არის მუდმივი და მყარი პიროვნება. იმისთვის რომ შეიცნოს ის, ვინც არის მუდმივი და ჭეშმარიტი, ადამიანს არ აქვს არჩევანი გარდა იმისა რომ მიაბას თავისთავი ამ წყაროს და საარსებო საშუალებას და შესთავაზოს მას სიყვარული, ერთგულება და მიძღვნილი მსახურება. ეს გზა არის ბედისწერა თითოეულის ცალკე და ყველასი ერთად, განურჩევლად ასაკის, სწავლულობის, კასტის, აღმსარებლობის, სქესის ან სტატუსის. როდესაც მიდიხართ გზაზე თქვენ შეგიძლიათ უთვალთვალოთ თქვენს ჩრდილს, ის ვარდება ტალახში, ჭუჭყში, ეკალზე, ქვიშაზე, მიწის სველ და მშრალ ნაკვეთებზე. წუხს ვინმე ოდესმე ან არის გატანჯული თავისი ჩრდილის ბედისწერით? არა! თითოეულმა იცის რომ ჩრდილის თავგადასავალი არ არის მუდმივი და ნამდვილი. ასევე, თქვენ ხართ მხოლოდ ჩრდილი აბსოლუტის. შეითვისეთ ეს ჭეშმარიტება – ეს არის ერთადერთი წამალი ყველა დარდის, ტანჯვის და ტკივილის განსაკურნად.
19.02.2013
მერყეობა და გაუბედაობა იმოქმედებს თქვენზე თუ თქვენ გსურთ უბიწოების პრაქტიკა. თუ თქვენ არ განმტკიცდით საკუთარი მეს შესახებ ცოდნაში, თქვენ არ გექნებათ კარგი გრძნობა მიმართულების თქვენი მოქმედებებისთვის, თქვენ ვერ მიაღწევთ ჭეშმარიტ გამარჯვებასაც. აი რატომ უთმობს გიიტა ასე დიდ ყურადღებს ცოდნის აუცილებლობას როგორც კშეთჰრას (ბრძოლის ველს ან სხეულს) ასევე კშეთჰრაჯნას (სხეულში მყოფ მცოდნეს). იცოდეთ ორივე და მაშინ თქვენ გექნებათ უფლება ტიტულზე რომელსაც ეწოდება ამრითჰასია პუთჰრააჰ: `უკვდავების შვილი~. ეს ცოდნა შეიძლება იყოს მოპოვებული მხოლოდ ღმერთისადმი ერთგულებით. ერთგულება ასევე ასუფთავებს თქვენს გულს და ამაღლებს თქვენს შინაგან გრძნობებს და გაძლევთ თქვენ ფართო, უნივერსალურ ხედვას და მოაქვს თქვენთვის ღმერთის წყალობა. მცენარე ვერ აიწევს მაღლა მაცოცხლებელი სითხის დასალევად ღრუბლებიდან, ამიტომ ღრუბლები ჩამოდის დაბლა და იღვრება წვიმად.
20.02.2013
თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ რომ თქვენ ხართ მხოლოდ ჩრდილი აბსოლუტის. რა თქმა უნდა მხოლოდ სადჰანის (სულიერი პრაქტიკის) ხანგრძლივი და სისტემატიური პროცესის დასასრულს ხდება რომ თქვენ აღწევთ ჭეშმარიტების მდგომარეობას და რჩებით მასში მყარად; ამ დრომდე თქვენ სავარაუდოდ იდენტიფიცირებთ თქვენს თავს ამ სხეულთან და ივიწყებთ რომ სხეული რომელიც აგდებს ჩრდილს თვითონ არის ჩრდილი. პირველი ნაბიჯი სადჰანაში არის დჰარმის (უბიწოების) ერთგულება ყოველ ინდივიდუალურ და სოციალურ მოქმედებაში. დჰარმას რომელიც არის მიდევნილი საგნობრივ სამყაროში ავტომატურად მიჰყავს დჰარმასთან სულიერ სფეროშიც ასევე; მხოლოდ თქვენ ხელი უნდა მოჰკიდოთ მას მტკიცედ. სიმტკიცე საჭიროა უბიწოების გზაზე. მარტო ეს არის ჭეშმარიტი დანებების ნიშანი.
21.02.13
აწმყოში ერთგულების, თაყვანისცემის და რიტუალების პრაქტიკა არის თავისთავად ცალკეული ადამიანების უკეთესი კომფორტისა და მეტი ფუფუნების გულისთვის. ხშირად ადამიანი ლოცულობს `გეთაყვა მომეცი მე ეს, მე მოგცემ შენ ასე ბევრს~. თუ ისინი გრძნობენ რომ ერთი ტაძარი პირდება უფრო მეტს, უწინდელი ტაძარი არის უარყოფილი. ახალ ტაძარშიც კი თუ ადამიანები ვერ იღებენ სწრაფ საზღაურს, მაშინ ისინი სწრაფად იხედებიან სხვანაირად რომელიმე ‘სხვა’ ღმერთზე, რომელიც მოუტანს მეტ სარგებლობას! ბევრი ადამიანი ხეტიალობს ამ ყაიდაზე.. ზოგი კიდევ ფიქრობს, `თუ მე ვდგევარ სხვებს შორის, ღმერთი ვერ შემამჩნევს მე. მე უნდა დავდგე უნიკალურ მდგომარეობაში და ვიყვირო მისი ყურადღების მოსაზიდად!~ არ მოიქცეთ სულელურად! დაეუფლეთ სწრაფად კეთილშობილ იდეალებს. არ ეცადოთ დამცირებას ყოვლისშემძლის თქვენი შეზღუდული მხედველობით. აღდექით, გააძლიერეთ თქვენი მიუბმელობა და დამკვიდრდით გამჭრიახობაში, მაშინ თქვენი მიზანი მოვა ახლოს.
22.02.2013
ყველაზე დიდი დაბრკოლება დანებების გზაზე არის ეგოურობა (აჰამკარა) და მიბმულობა ან მესაკუთრეობა (მამამკარამ). მან შეაღწია თქვენს პიროვნებაში საუკუნეებიდან და მისი საცეცები მიდის სულ უფრო და უფრო ღრმად ყოველი დაბადების გამოცდილების შემდეგ. ეს შეიძლება მოშორებული იქნას ორმაგი გაწმენდით, გარჩევით და უარის თქმით. ერთგულება არის წყალი საუკუნეების ამ ჭუჭყის ჩამოსარეცხად და საპონი ჯაპამ, დჰიანამ და იოგა (უფლის სახელის გამეორება, მედიტირება და ერთიანობა) ეხმარება მის მოცილებას სწრაფად და უფრო ეფექტურად. ნელი და მყარი წინსვლა უეჭველად მოიგებს შეჯიბრს ამ სისწრაფეში; გადაადგილების სწრაფი საშუალება შეიძლება ნიშნავდეს კატასტროფას. გააგრძელეთ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა თქვენს სულიერ პრაქტიკაში – აითვისეთ მყარად ერთი ნაბიჯი შემდეგი ნაბიჯის გადადგმამდე. არ შედრკეთ ან არ დასრიალდეთ უკან ორ ნაბიჯზე ერთი ნაბიჯით წინსვლის შემდეგ. განივითარეთ ღრმა რწმენა – ეს განამტკიცებს თქვენს პროგრესს!
23.02.2013
არ გსმენიათ თქვენ მოთხრობა ლომის შესახებ რომელიც იტანჯებოდა ჭრილობით ფეხში? მონამ რომელიც მირბოდა ტყის გავლით, დაინახა იგი და როდესაც მიუახლოვდა სიმპათიით, ლომმა დაადო თავისი თათი. შემდეგ მან ნელა გამოაძრო ეკალი რომლითაც იყო გამოწვეული ყველა ეს ტკივილი და დატოვა ეს მიდამო, თუმცა მოგვიანებით ის დააპატიმრეს და წაიყვანეს რომში. აქ მათ გადაწყვიტეს მისი გადაგდება ამფითიატრში და მიუშვეს მასზე თავაშვებული ლომი რომელიც ჰყავდათ ცოტა ხნის წინ დაჭერილი. ეს როგორღაც აღმოჩნდა ის ლომი რომელიც გადაარჩინა მონამ და ამიტომ ლომის მადლიერებამ არ ინება ზიანის მიყენება მის მხსნელზე. ხედავთ ცხოველებიც კი ამჟღავნებენ მადლიერებას, არა მხოლოდ შიანური არამედ ველურიც, ისეთი როგორიც არის ლომი. გამოხატეთ მადლიერება თქვენი შემქმნელის მიმართ ვინც დაღვარა თქვენში ნექტარი რომელიც ჩუქნის უკვდავებას! იყავით მადლიერი უფლის, თქვენთვის გარჩევის, გამოყოფის და შეფასების ძალების მოცემისთვის.
24.02.2013
მიიღეთ ოთხი გადაწყვეტილება თქვენი მომავალი ცხოვრების შესახებ და იცხოვრეთ სიხარულში. 1. პრაქტიკაში იქონიეთ სისუფთავე – მოწყდით ბოროტი ფიქრებიდან, ცუდი ჩვეულებებიდან და უპატიოსნო საქმიანობიდან, რომელიც ასუსტებს თქვენს თვით პატივისცემას. 2. აკეთეთ მსახურება – ემსახურეთ სხვებს, იმისთვის რომ ისინი არიან ანარეკლები იგივე პიროვნების, რომლის სხვა ანარეკლი თვით თქვენც ხართ. არც ერთ თქვენგანს გაქვთ რაიმე სინამდვილე თქვენ საკუთარ თავზე, გარდა შემქმნელთან, უფალთან თქვენი ერთობის ცნობის. 3. ხედეთ თანაზიარობა – შეიგრძნეთ ყოველთვის ნათესაობა მთელ ქმნილებასთან. ხედეთ იგივე დენი მიმდინარე ყველა საგნების გავლით სამყაროში. 4. იცხოვრეთ ჭეშმარიტებაში – არ მოატყუოთ თქვენი თავი ან სხვა თქვენი გამოცდილების დამახინჯებით.
25.02.2013
რა იციან ადამიანებმა მოტივების შესახებ რომლებიც აღძრავს უფალს და მის მოქმედებებს? ზოგიერთმა ბრალი დასდო ბრძენ ნარადას უფლის სახელის გამეორების გამო, ყოველთვის, შესვენების გარეშე. მაგრამ საიუჯიამდე (უფალში შერწყმამდე), სახელი უნდა იყოს გამოყენებული; გაცალკევების იდეა დასრულდება შერწყმასთან ერთად, არა ამის წინ. არ შედრკეთ ან არ დაეჭვდეთ მაშინ როდესაც ერთხელ თქვენ დარწმუნდებით. ეცადეთ გაგება და დაკმაყოფილება თქვენი თავის. ამის შემდეგ არ იყოთ შეცდომაში შეყვანილი. როდესაც მზე არის თქვენს თავზე არ იარსებებს ჩრდილი; ამის მსგავსად როდესაც რწმენა არის მყარი თქვენს თავში ის არ დააგდებს დაეჭვების რაიმე ჩრდილს.
26.02.2013
იქონიეთ თქვენი რწმენა უფალში შეუმცირებლად. მაშინ თქვენ შეძლებთ უსაფრთხოდ იმოძრაოთ მსოფლიოში და ვერავითარი ზიანი ვერ მოგადგებათ თქვენ. როცა ადამიანი კარგავს თავის გზას და უხვევს უდაბნოში დარწმუნებული წუთისოფელში, მაშინ მოდიან ავატარები გასაფრთხილებლად და მეგზურად. თქვენი დამოკიდებულება უნდა იყოს სოფლელი ქალების მსგავსი, რომლებსაც მიაქვთ წყალი თავიანთ თავზე ერთი მეორეზე შემოდგმული ქოთნებით და იჭერენ წონასწორობას მაშინაც კი როდესაც ლაპარაკობენ და მიდიან დაკლაკნილ ბილიკზე. ისინი არ ივიწყებენ ან არ უარყოფენ ტვირთს ან თავიანთ მიზანს და დანიშნულების ადგილს. ისინი არიან ყოველთვის ფხიზლად, გაცნობიერებული გზაზე მძიმე განსაცდელებზე – ქვებსა და ორმოებზე. შინაგანი კონცენტრირება არის ის, რაც გადაგიხდით თქვენ მსუქან დივიდენდებს!
27.02.2013
არ გაგიტაცოთ კრიტიკოსების ცინიკურობამ – ის უნდა ემსახუროს მხოლოდ თქვენს აღძვრას. შეისწავლეთ ხარვეზები რომლებიც შეიძლება იყოს მთვლემარე თქვენში და იმუშავეთ გულწრფელად მათ მოსაშორებლად. არ მისცეთ პლატფორმა უბრალოდ სიტყვებს ისეთი ხარისხების აღმატებულობაზე, როგორიც არის ქველმოქმედება, მსახურება, სიმპათია, ათეურობა და ა.შ. ჩამოდით პლატფორმიდან და აპრაქტიკეთ უკიდურეს შემთხვევაში რამდენიმე იდეალი გულწრფელად. როდესაც თქვენთან ახლოს მყოფი არის სერიოზული ავადმყოფობის ძლიერ ტკივილში, არ წამოწვეთ მშვიდად კმაყოფილი იმ აზრით რომ თქვენ ხართ ბედნიერად თავისუფალი. თქვენ არ ხართ თავისუფალი თუ ერთი ვინმეც კი არის ტანჯული ან შეზღუდული. გახსოვდეთ რომ საკვები რომელსაც თქვენ აძლევთ თითოეულ ცოცხალ არსებას აღწევს თვით უზენაეს ღმრთიურებას, მსახურება რომელსაც თქვენ ეწევით ნებისმიერი არსებისთვის, სადაც არ უნდა იყოს დედამიწაზე, ავსებს უფალს სიხარულით.
28.02.2013
თითოეულმა უნდა დატოვოს თავისი სცენა ერთ მშვენიერ დღეს – ეს წუთი არ უნდა იყოს ერთი დიდი ტკივილის; ადამიანი უნდა წავიდეს ღიმილით და მორჩილებით. იმისთვის რომ მიაღწიოთ ამას, ბევრი მზადება არის საჭირო. დატოვება ყველაფრის რაც იყო მიღწეული და დაგროვილი დიდი ხნის სიცოცხლის განმავლობაში არის ძალიან რთული ამოცანა. ამიტომ ემზადეთ მისთვის ამჟამიდანვე, მიბმულობის უარყოფით ნივთებზე ერთი მეორეს მიყოლებით. თქვენ ხედავთ ბევრ რამეს თქვენს სიზმრებში და შეიძლება კიდეც შეიძინოთ ძალაუფლება და მდგომარეობა. როდესაც თქვენ იღვიძებთ, თქვენ არ ტირით მათ დაკარგვაზე, თუმცა ის იყო სრულიად ნამდვილი და მოგცათ თქვენ ნამდვილი სიხარული და კმაყოფილება თქვენი სიზმრის განმავლობაში. თქვენ ეუბნებით თქვენს თავს `ეს იყო მხოლოდ სიზმარი~ და აგრძელებთ სვლას ცხოვრებით! რა გიშლით ხელს თქვენ მოეპყროთ მსგავსი მიუკერძოებლობით, ყველა ქონებას რომელსაც თქვენ თავი მოუყარეთ მღვიძარე მდგომარეობაში? განივითარეთ ეს დამოკიდებულება და წადით ღიმილით როდესაც ფარდა დაეშვება!

სატია საი ბაბა