ივლისი

01.07.17.
ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან თავგზაბნეული და მევედრება, „სვამი, მე არ მაქვს მშვიდობა. გეთაყვა მაკურთხე მე ჭკუის მშვიდობით“. გახსოვდეთ, მშვიდობა არ შეიძლება მიიღოთ გარე მსოფლიოდან; ეს უნდა მოძებნოთ გულში! ბოროტი სურვილები წარმოშობს ტანჯვას; სასიკეთო სურვილები შედეგდება სიხარულში. სურვილების მოცილება უზრუნველყოფს მშვიდობას (შანთის). როდესაც სურვილი სურვილის მოდევნით მრავლდება თქვენს ჭკუაში, როგორ შეძლებთ თქვენ მშვიდობის მიღებას? ბჰაჯანებისა და მედიტირების შემდეგ, თქვენ სამჯერ იმეორებთ შანთის ლოცვით ფიზიკური, გონებრივი და სულიერი სიმშვიდისთვის. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ ხართ გაცნობიერებული რომ იგივე სული არის ყველაში თქვენ შეძლებთ მშვიდობის, როგორც კურთხევის მიღებას. დროს დიდ ნაწილში თქვენი ჭკუა იხრება ცუდისკენ (დურმატისკენ). თქვენ უნდა მიმართოთ თქვენი ჭკუა და თქვენი გონება მშვიდობისა და აყვავების მწყალობელ არხებში. თანმიმდევრული სულიერი პრაქტიკის (სადჰანას) მეშვეობით, გაასწორეთ თქვენი შეცდომები და გარდააქციეთ თქვენი უპირატესობა თქვენთვის, თქვენი საზოგადოებისა და ერისთვის მშვიდობის უზრუნველმყოფად. ილოცეთ ყოველდღე სამყაროს კეთლდღეობისთვის. „სამანსტა ლოკა სუკჰინო ბჰავანტუ“ (დაე ყველა არსება ყველა მსოფლიოში იყოს ბედნიერი).
– ღმერთის საუბარი, 5 აპრილი, 1981.
02.07.17.
სტუდენტებო, ახალგაზრდებო, თქვენი გულები არის ნაზი და შეუბღალავი. განივითარეთ ფართო ხედვა. სწორედ თვით ამ მომენტიდან, თქვენ უნდა წაახალისოთ სუფთა აზრები. დათესეთ უანგარო სიყვარულის თესლი თქვენს სუფთა გულებში. ეს გაიზრდება და ამ სიყვარულის ხიდან თქვენ მიიღებთ, მოთმინების, თანაგრძნობისა და გულკეთილობის ნაყოფებს. ყოველთვის გაიღიმეთ. ღიმილით შეხვდით ცხოვრებაში ყველა სიტუაციას, სიკვდილის ჩათვლით. გააცნობიერეთ რომ არ არსებობს არაფერი ჭეშმარიტებაზე უფრო დიდი. ჭეშმარიტება არის ღმერთი და უბიწოება არის ღმერთის ერთადერთი ორნამენტი. მიჰყევით ამ ორ ყველაზე დიდ ატრიბუტს თქვენს ცხოვრებაში. თქვენი სიტყვები არ უნდა იყოს უბრალოდ სიტყვები გამოსული თქვენი ბაგეებიდან არამედ უნდა იყოს წამოსული გულის სიღრმიდან. უნდა იყოს სრული ჰარმონია თქვენს აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში. მე მსურს რომ თქვენ ყველამ გამოისყიდოთ თქვენი სიცოცხლე კონცენტრირებით ღმერთზე, კარგი აზრების გამოზრდით და თქვენი თავის დაკავებით ახლობელი ადამიანების მსახურებაში. მე გლოცავთ თქვენ ყველას!
– ღმერთის საუბარი, 19 იანვარი, 1997.
03.07.17,
ადამიანს შეიძლება სურდეს რამე კარგი. ეს არის შინაგანი წადილისგან, იცჩა საკტისგან, მაგრამ ადამიანს არ შეუძლია ამ სურვილის შესრულება, თუკი ეს არ შემოდის გეგმის შესაბამისად რომელსაც შეუძლია წარმატების გარანტირება. სურვილი უნდა გადაიზარდოს საქმეში. ეს მოითხოვს კრიია საკტის ან მოქმედების ძალას. უპირველესად განხორციელება დამოკიდებულია ჯნანა საკტიზე ან ძალასა და სიბრძნის მკაფიოობაზე, თავდაჯერებულობაზე რომელიც მოედინება ვითარების ფლობიდან. ეს არის ღმერთის წყალობის საჩუქარი, ღმერთის რომელიც გულში არის დაყენებული. რასაც კი ადამიანი გეგმავს და ასრულებს სუბლიმირებული უნდა იყოს როგორც ღმერთის საჩუქარი. ან კიდევ ეს გადაგვარდება უნაყოფო ვარჯიშად. ღმერთი არის ყველგან მყოფი. არავის შეუძლია უარყოს ღმერთი ან იგნორიროს ის. როდესაც ვინმე უარყოფს ღმერთს მაშინ ის უარყოფს თავის თავს. თქვენ უნდა გაიმყაროთ რწმენა ღმერთში და უნდა იცოდეთ რომ ის არის ყველაში. ეს რწმენა დანერგავს თქვენში, მორჩილებას, მამაცობას და პატივისცემას.
– ღმერთის საუბარი, 8 თებერვალი, 1987.
04.07.17.
მზე არის სინათლის ბუნებრივი წყარო. ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელია მზის სინათლის გარეშე. მზის სინათლე არის წვიმების მიზეზი რაც აძლევს მარცვლეულს ზრდის შესაძლებლობას. მზე არის აგრეთვე ჯანმრთელობისა და ბედნიერების წყარო. ამის მსგავსად უბიწო ქცევა (დჰარმა) არის მზის სინათლე რომელიც ანათებს მთელ სამყაროს. სიტყვა დჰარმა ნიშნავს ‘მას რაც იცავს’. ეს არის დჰარმა რაც ასწავლის სწორ ურთიერთობებს ორ ინდივიდს შორის და საზოგადოებებს შორის. დჰარმა უმხელს ყოველ ცოცხალ არსებას, მათი გულების მეშვეობით, რა არის სწორი და არასწორი, რა არის ჭეშმარიტი და ცრუ. ეს არის უბიწოება რაც ახალისებს საზოგადოების კეთილდღეობას. ეს არის საყოველთაო კეთლდღეობის დამცველი. სამყარო შეუძლებელია შენარჩუნდეს დჰარმას გარეშე. სიბრძნის ადამიანი არის უფრო მეტად ძლევამოსილი ვიდრე ფიზიკურად ძლიერი ადამიანი, ისევე როგორც სპილოების პატარა მეხრე არის სპილოს კონტროლის შემძლე. ადამიანისთვის საკმარისი არ არის იმედის ქონა მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე.
– ღმერთის საუბარი, 23 იანვარი, 1997.
05.07.17.
თქვენი ჭეშმარიტი ბუნების გასაგებად თქვენ უნდა გააკეთოთ სამი რამ: უნდა მოხაროთ სხეული, გაასწოროთ გრძნობები და ბოლო მოუღთ ჭკუას. ‘სხეულის მოხრა’ არის არ დანებება ეგოსთვის რომ განვითარდეს თქვენში. ყველა მოვალეობის შესრულება გულწრფელი თავმდაბლობით. ‘გრძნობების გასწორება’ გთხოვთ თქვენ გამოიკვლიოთ თქვენი გრძნობები როგორ იქცევა; ესენი ხომ არ გადაიხრება გზიდან ასაცდენად, და შეასწოროთ და შეზღუდოთ ეს შესაბამისად როდესაც ეს ხდება. ‘ჭკუის ბოლოს მოღება’ ითხოვს თქვენგან თქვენი ჭკუის ახირებების დამშვიდებას. როგორ? მაგალითად, არის კლიტე და გასაღები. როდესაც გასაღები გადატრიალებულია მარცხნა მხარეს კლიტე დაკეტილია. თუ გასაღები გადატრიალებულია მარჯვენა მხარეს კლიტე გაღებულია. გასაღები არის იგივე, განსხვავება მობრუნებაში იწვევს დაკეტვას და გახსნას. თქვენში, თქვენს გულში არის კლიტე და ჭკუა არის თქვენი გასაღები. გადაატრიალეთ თქვენი ჭკუა ღმერთისკენ, თქვენი გული განივითარებს განჯაჭვულობას. შეატრიალეთ თქვენი ჭკუა მსოფლიოსკენ, ის ხდება მიჯაჭვული. ჭკუის ბოლოს მოღება, ნიშნავს თქვენი ჭკუის გადატრიალებას ღმერთისკენ.
– ღმერთის საუბარი, 6 მაისი, 1988.
06.07.17.
ჭეშმარიტი ერთგულება შედგება არა უბრალოდ რამას (უფლის) სახელის გალობაში არამედ საზოგადოებისთვის დახმარების გაწევასა და გაჭირვებულთა მსახურებაში. მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეთ თქვენ ღმერთის წყალობის ღირსი. ჰანუმანი განასახიერებს ღმერთის მიწერილობების უსიტყვო შემსრულებლის იდეალს. ჭეშმარიტი ერთგული არ უნდა დაეჭვდეს. მათ უნდა იმოქმედონ სრული რწმენით ღმერთში. მათ უნდა გააცნობიერონ რომ ყველაფერი ეკუთვნის ღმერთს და უნდა უარი თქვან ყველა გრძნობაზე ‘მე’ და ‘ჩემი’. კრიშნას მიმართ დამოკიდებულებაში არსებობს ძირითადი განსხვავება გოპიკებსა (უბრალო მწყემს-ქალებსა) და დვარაკას იადავებს (კრიშნას ნათესავებს) შორის. გოპიკები გრძნობდნენ: „კრიშნა! ჩვენ ვართ შენი“. იმ დროს როდესაც იადავები გრძნობდნენ: „კრიშნა! შენ ხარ ჩვენი“. მათი დამოკიდებულება დაფუძნებული იყო აჰამკარაზე (ეგოს გრძნობაზე). ეს იყო პასუხისმგებელი მათ საბოლოო განადგურებაზე.
– ღმერთის საუბარი, 23 იანვარი, 1997.
07.07.17.
ერთადერთი სიმდიდრე რაც თქვენ შეგიძლიათ თან ატაროთ სიკვდილის შემდეგ არის სიყვარული ღმერთის მიმართ. ამიტომ ეცადეთ გამოიმუშავოთ ეს სიმდიდრე თქვენი ცხოვრების მომენტების განმავლობაში სერიოზულად. თქვენ შეგიძლიათ ადვილად შეასრულოთ ეს სუფთა მოსიყვარულე ერთგულებით. ამის გამოსამუშავებლად, თქვენ უნდა მიუძღვნათ თქვენი დრო, სხეული და მოქმედებები უფლის მსახურებას. ეს იყო რაც არჯუნამ გაიგო უფალ კრიშნასგან მოსმენის შემდეგ. არჯუნა, ვინც იყო განსაკუთრებულად გონიერი ადამიანი, ყველა მისი მოსაზრებების შედეგ კრიშნასთან, ბოლოს მივიდა ასეთ დასკვნასთან და გადმოსცა, „კარიშიე ვაჩანამ თავა (მე შევასრულებ ყველაფერს რასაც შენ იტყვი)“. ადამიანები დამოკიდებული უნდა იყვნენ არა თავის ფიზიკურ ან გონებრივ ძალაზე, არამედ ღმერთის ძალაზე. მხოლოდ მას ვინც ეყრდნობა ღმერთის ძალას შეუძლია განცადოს ჭეშმარიტი მშვიდობა და ნეტარება. ასეთ ადამიანს არ სჭრდება შედავება სხვის კრიტიკაზე. მათ შეუძლიათ მრავალი ადამიანის შეხედულების იგნორირება და დადგომა იმაზე რასაც თვლიან სიმართლედ. ქებაზე ან გაკიცხვაზე უდარდელად, თქვენ უნდა ჩაინერგოთ მყარი რწმენა ღმერთში.
– ღმერთის საუბარი, 7 აპრილი, 1989.
08.07.17
ყოველმა არსებამ უნდა მიაღწიოს შესრულებას; ეს არის ბედი, როგორი ძნელი და გრძელიც გინდა იყოს მოგზაურობა. როდის და როგორ განისაზღვრება მრავალი სიცოცხლის კუმულატიური ეფექტი. არ დაივიწყოთ, ეფექტები ფორმირებულია არა მხოლოდ თქვენი მოქმედებებით არამედ უფრო მეტადაც კი მოტივებით რომლებიც იწვევს მოქმედებებს. თითოეული აშენებს თავის ბედნიერებას ან უბედურებას. თქვენი ახლანდელი მდგომარეობა არის თქვენი წარსული მოქმედებებისა და მოტივების შედეგი. რომ ვთქვათ, თქვენ შეიძლება ამტკიცოთ რომ ამ მოგზაურობაში სხვები არიან ზედმეტი, რომ ადამიანს არ სჭირდება და არ უნდა ეძებოს დახმარება სხვებისგან? არა! წესით შესრულების მისაღწევად სულიერებაში, აუცილებელია მათი მეგზურობა ვისაც გზა აქვს ათვისებული. ლოგიკას შეუძლია მხოლოდ ოსტატობისა და ნიჭიერების განვითარება. ინტუიციის მეშვეობით მიღწეული განცდა არის მხოლოდ ნამდვილი. ინტუიციიდან გაცისკროვნების მისაღწევად, ეგოიზმისა და მისი ბოროტების ფენები უნდა იყოს შეღწეული და განადგურებული. მხოლოდ მას, ვინც მიზანს მიაღწია, შეუძლია მიასწავლოს მლოცვარეს ის. გურუ იქნება დიდი დახმარება ამ მოგზაურობაში!
– ღმერთის საუბარი, 27 ივლისი, 1980.
09.07.17. გურუ პურნიმა
ზოგიერთი გურუ აზიარებს მოწაფეს მანტრაში (მისტიურ ფორმულაში) და ურჩევს იგივეს გამეორებას. მაგრამ ისინი არ აქცენტირებენ მოწაფის თანდაყოლილ ღმრთიურ სინამდვილეზე რომლის იგნორირებაც მათ არ შეუძლიათ თუნდაც რაიმე მომენტში, არც ითხოვენ დაჟინებით ისინი ზნეობრივ აღორძინებას, რაც არის ასე აუცილებელი მისი შნაგანი უნარების გასუფთავებისთვის. მანტრის-მბოძებელი გურუ არის დიიკშა გურუ (დამწყები მოძღვარი); პიროვნების გარდამქმნელი გურუ არის სიკშა გურუ (ხელმძღვანელი მოძღვარი). ეს არის ის ბოლო გურუ რომელიც არის პატივისცემით შექებული ათასი ხერხით წმინდა ტექსტებში; ის აცილებს შეცდომებს ხედვაში და სპობს უმეცრების სიბნელეს. ის უხსნის ათმას ინდივიდს და ათავისუფლებს მას. გურუ პურნიმა მიძღვნილია ასეთ გურუთათვის. მთვარე (ჭკუის ხელმძღვანელი ღმრთაება) არის სავსე, ნათელი, ცივი და კაშკაშა ამ დღეს! მას არ აქვს ლაქები ან უღიმღამობა რაც შეამცირებს მის ნათებას. გურუც არის გამოსახული და ნაქები დღეს როგორც უნაკლო, კაშკაშა და მოსიყვარულე. ამ გურუ პურნიმაზე, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ინტენსიური სადჰანის მეშვეობით დაპატრონება თქვენს გრძნობებსა და გონებაზე, ემოციებსა და ვნებებზე, აზრებსა და შეგრძნებებზე.
– ღმერთის საუბარი, 27 ივლისი, 1980.
10.07.17.
ურწმუნო მცირე ჭკუამ შეიძლება ამტკიცოს რომ ღმერთს არ შეუძლია მოვიდეს ადამიანის არსებად. ადამიანი ვერასოდეს ვერ შეძლებს აღწეროს და გამოხაზოს უფორმო და უატრიბუტებო, ვინც არის ხარისხების გარეთ. მხოლოდ ფორმისა და ატრიბუტების მეშვეობით შეუძლია ადამიანს ელოცოს, გააღმერთს, თაყვანი სცეს ან თუნდაც იგრძნოს ღმერთის დასწრება. სინამდვილეში, ღმერთი შეიძლება აღიარებული იყოს მხოლოდ როგორც ადამიანი, და ეს არის ახსნილი წერილებში, „დაივამ მანუშა რუპენა, ღმერთი ვლინდება ადამიანის ფორმით“. აქედან გამომდინარე უხსოვარი დროიდან, ღმერთს აღმერთებენ, თაყვანსცემენ და კაცის მიერ წარმოიდგინება ან გამოისახება კიდევაც მხოლოდ ადამიანის ფორმით, მანამ სანამ შეგნება როგორც კაცი დარჩება. ადამიანები ადვილად ვიზუალირებენ ღმერთს როგორც ადამიანს, ზეადამიანურობით ან ზეადამიანური ძალით, სიბრძნით, სიყვარულით და თანაგრძნობით. ღმერთის წყალობას შეუძლია აიძლოს ბრმას ხედვა, ხეიბარს სიარული და მუნჯს ლაპარაკი. უბრალო შეხებით ღმერთს შეუძლია დაანგრიოს წარსულის ცოდვები და ააშენოს საფუძველი მშვიდობისა და სიხარულისთვის.
– ღმერთის საუბარი, 27 ივლისი, 1980.
11.07.17.
საკუთარი თავის ჩაკეტვა ოთახში და შეთავაზება საკმეველის და ყვავილების ღმერთის სურათზე ან გამოსახულებაზე, და გალობა ან მისი დიდების ხმამაღლა წარმოთქმა არის ძალიან ღარიბი შემცვლელები დისციპლინისთვის რომელმაც უნდა გაგათავისუფლოთ თქვენ უმეცრებისგან. ყველა არსება არის ღმერთის გამოსახულება, ყველა კაცი არის მისი სურათი, მაშინ, რატომ იკეტებით? მთელი ქმნილება მარშირებს მისკენ მლოცვარედ; მაშინ რატომ იქცევით ისე თითქოს თქვენ მიდიხართ მარტო? თქვენ გჯერათ რომ დრო დახარჯული საყდარში ან ტაძარში ან შიდა საკურთხეველში გაღმერთებასა და რიტუალურ თაყვანისცემაში მიძღვნილია ღმერთისადმი და დანარჩენი დახარჯულია სხვა მიზნებისთვის. მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ გამიჯნოთ და შემოსაზღვროთ ღმერთის და მისებრი კაცის სამეფო. ღმერთი არის მუდამ თქვენთან ყველგან. ვასუდევა სარვამიდჰამ – ეს ყველაფერი არის ღმერთი. საზოგადოება არის სკოლა სადაც ასწავლიან ამ გაკვეთლს მათთვის ვინც სერიოზულად ეძებს.
– ღმერთის საუბარი, აპრილი, 1973.
12.07.17.
ინდურ მითოლოგიაში, არსებობს ბუღალტერი იამას (სიკვდილის ღმერთის) სამეფო კარზე სახელად ჩითრაგუფთა (სახელი ნიშნავს ‘საიდუმლო სურათს’). ჩითრაგუფთა აწარმოებს რეესტრს კარგის და ცუდის, შესრულებულის თითოეული ცოცხალი არსების მიერ, და ამ პიროვნების გარდაცვალებისას, მას მოაქვს წიგნები სასამართლოზე და აჯამებს ბალანსს დებიტსა და კრედიტს შორის. იამა, მეფე შემდეგ განსაზღვრავს სასჯელს რასაც შეუძლია გამოისყიდოს და გაზარდოს. ეს ჩითრაგუფთას ოფისი ფაქტიურად არის ყოველი ადამიანის ჭკუაში, ყოველ დროს მღვიძარე და ფხიზელი! რასაც ჩითრაგუფთა აკეთებს არის ‘აღწერა’ ყველა საიდუმლო განზრახვის რომელიც იფურჩქნება მოქმედებაში, ის აღნიშნავს გამაფრთხილებელ სიგნალებს ისევე როგორც შემთხვევებს როდესაც ეს სიგნალები იყო იგნორირებული ან გაუაზრებლად უგულვებელყოფილი. ფრთხილად! თქვენ უნდა ხედოთ რომ ღმერთის გაფრთხილებას უბრალო ადამიანის, ან თუნდაც მხეცური მიდრეკილებების წინააღმდეგ ყოველთვის ექცევა ყურადღება.
– ღმერთის საუბარი, 24 თებერვალი, 1971.
13.07.17.
ახლა თქვენ ყველას ჩამოგირიგდებათ პრასადამ (ტაძარში შეთავაზებული საჭმელი) ბჰაჯანების დასრულებისას. პრასადამ ასევე ნიშნავს წყალობას, რომელიც მოედინება ღმერთდან როდესაც ის არის მომლბარი. როდესაც პრასადამ არის შემოთავაზებული, თქვენ უნდა გააკეთოთ მხოლოდ ერთი პატარა მოქმედება, რომ თქვენ ეს მიიღოთ – თქვენ უნდა გაუწოდოთ თქვენი ხელი და გამოართვათ ეს! მაგრამ ჩემი წყალობა არის ყოველთვის თქვენთან, ეს არ არის რაიმე ნივთი რომელიც შეიძლება იყოს გაცემული ან მიღებული; ეს ასევე ყოველთვის შეიცნობა ცნობიერებით რაც ცნობს მის მნიშვნელობას. თქვენ უნდა მოიპოვოთ თქვენი ქვეცნობიერების წყალობა ამგვარად რომ მან შეძლოს ღმერთის წყალობის მიღება რაც არის მუდმივად შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ ეს ჩემი წყალობის მნიშვნელობის მისთვის სწავლებით. თქვენ სადაც კი ხართ ჩემი წყალობა იღვრება ჩემი უსასრულო სიყვარულის მეშვეობით, გაანგარიშების ან გაზომვის გარეშეც კი თქვენი ქვეცნობიერების მზადყოფნის რომ მიიღოთ ეს და ისარგებლოთ ამით. როცა თქვენ მიიღებთ ჩემს წყალობას ეს თავისთავად გაჩუქებთ თქვენ რწმენასა და ძალას, სიბრძნესა და სიხარულს.
– ღმერთის საუბარი, 24 თებერვალი, 1971.
14.07.17.
სულიერი მაძიებლის მიზანი უნდა იყოს გონებრივი მზადყოფნა ღმრთაებრიობის გასაგებად ნებისმიერ მიცემულ მომენტში. ასე ვთქვათ, გული უნდა იყოს გაწმენდილი იმედგაცრუებიდან, გათავისუფლებული ყოყმანობიდან და გახსნილი ნეტარების ტალღებისთვის რომლებიც ვრცელდება ღმერთის სამყაროს ყოველი მხრიდან. სიყვარულს მოაქვს ტალღები, მუდამ ექსპანსიური როგორიც ესენი არის! გზა რომლითაც თქვენ მიაბიჯებთ დამოკიდებულია პრინციპებზე რომლებშიც თქვენ გაქვთ რწმენა! კარგი პრინციპების მიდევნა, წაგიყვანთ თქვენ, კარგი ნაყოფების მოსავლის მიღებისკენ. მისდიეთ ღმერთის მითითებებს რწმენითა და გულწრფელობით. ეს დაგეხმარებათ თქვენ თქვენი სიცოცხლის მიზნის გაგებაში. რამდენადაც ყოველ მოქმედებას აქვს რეაქცია, მოერიდეთ ბოროტ განზრახვებს, ღვარძლიან სიტყვებს, მოქმედებებს რომლებიც აზიანებს სხვებს და შესაბამისად გაზიანებთ თქვენ. მე მინდა რომ თქვენ ყოველთვის იაროთ სიკეთის გზით და მიაღწიოთ კარგ შედეგებს ცხოვრებაში. იცხოვრეთ ასე კეთილად, ასე რომ, თქვენ თაყვანი სცეთ ყოველ არსებას როგორც ღმერთის მოძრავ ტაძარს.
– ღმერთის საუბარი, 18 აპრილი, 1971.
15.07.17.
რა შეიძლება გააკეთოს ტილოს და საღებავის ფლობამ, თუ მხატვარი ხედვით არ არის შთაგონებული დახატვაზე? რა შეიძლება გააკეთოს სატეხმა და მარმარილოს ლოდმა თუ ერთგული მოქანდაკის გულში არ არის ფორმირებული არავითარი გამოსახულება? ეს ხედვა და ეს სახე არის ღმერთის ნაპერწკლები. თქვენ ყველა ხართ ‘ღმერთი’ შეფუთული ადამიანის კანსა და ძვლებში; თქვენ ხართ ათმა შემოსილი გაქრობადი ხორცით. იცოდეთ ეს და თქვენ გახდებით უშიშარი, უსაზღვროდ ბედნიერი. მოიცილეთ ეგო-გარსი რომელშიც თქვენ ახლა გრძნობთ რომ თქვენ ხართ დაჭერილი; შემდეგ თქვენ გათავისუფლდებით არარსებული ‘საპყრობილიდან’ რომელიც ახლა თქვენ შემოკრული გაქვთ ისე მაგრად როგორც არსებული! როგორ უნდა იცხოვროს ვინმემ ასე რომ არ დაამციროს მისი ადამიანური სტატუსი? მას უნდა ჰქონდეს შეგნება ყოველ დროს რომ ეს სხეული და მისი აღჭურვილობა არის დროებითი საბინადრო; რომ ის არის მუდმივი ღმერთი, ათმა არის აშკარად ჩაკეტილი ფიზიკურში, როგორც მთვარე არის წყალის ქოთანში. სულის ეს ცოდნა არის უმაღლესი სიბრძნე.
– ღმერთის საუბარი, 8 ივლისი, 1971.
16.07.17.
ერთხელ როდესაც მე ვკითხე რამოდენიმე ადამიანს იმის შესახებ, რა უნდათ მათ იყვნენ ღმერთის ხელებში, მე მივიღე სხვადასხვა პასუხი. ზოგმა თქვა ლოტოსი, სხცებმა ნიჟარა, დისკო და ამის მსგავსი, მაგრამ არავინ გაიხსენა ფლეიტა! მე გირჩევთ თქვენ გახდეთ ფლეიტა, ვინაიდან მაშინ ღმერთი მოვა თქვენთან, აგიყვანთ, მიგიტანთ თქვენ მის ბაგეებთან, და ისუნთებს თქვენი მეშვეობით. ეგოიზმის სრული არარსებობით განპირობებული თქვენი გულის სიცარიელის გამო, ის შექმნის მომხიბვლელ მუსიკას მთელი ქმნილების სასიამოვნოდ. იყავით პირდაპირი, რაიმე თქვენი საკუთარი ნების გარეშე. ცხოვრება რომელსაც თქვენ ატარებთ ამჟამიდან გაჟღენთილი უნდა იყოს ღმრთიური ნეტარებით. შეუერთეთ თქვენი ნება ღმერთის ნებას. შთაბერეთ მხოლოდ ღმერთის სუნთქვა. ეს არის ღმრთიური ცხოვრება რასაც თქვენ უნდა მიაღწიოთ. ასეთი ღმრთური ცხოვრება სინამდვილეში არის მისია რისთვისაც ყოველი ინდივიდი არის დაბადებული – ინდივიდი გასაერთიანებლად უნივერსალურთან.
– ღმერთის საუბარი, ვენკათაგირი, აპრილი 1957.
17.07.17.
ადამიანები იდენენ ბევრ დანაშაულს, შეგნებულად თუ შეუგნებლად, არა მხოლოდ ამ სიცოცხლეში, არამედ წინა სიცოცხლეებშიც. ამ მოქმედებათა ანაბეჭდს ატარებს ქვეცნობიერი მეხსიერება (ჩითთა) ბევრ სიცოცხლეზე. როდესაც ჭკუის სარკე დაჭუჭყიანებულია ამ რელიკვიებით, ჭკუას არ შეუძლია რაიმეს აღქმა მის ჭეშმარიტ მდგომარეობაში. ეს არის მიზეზი რის გამოც ადამიანებს არ ძალუძთ თავიანთი ჭეშმარიტი ბუნების შეცნობა. აქედან გამომდინარე საჭიროა სარკის გაწმენდა მასზე უსუფთაობისგან. ეს კეთდება თქვენი კვების და გართობის ჩვევათა რეგულირებით! თქვენ უნდა დარწმუნდეთ რომ საკვები რომელსაც თქვენ ჭამთ არის მიღებული უბიწო საშუალებებით. ბევრი ტანჯვა დღეს არის მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანები მოიხმარენ საკვებს მიღებულს ბიწიერი საშუალებებით. შეიძლება შესაძლებელი არ იყოს ყოველ დროს უმაღლესი სისუფთავის უზრუნველყოფა. ამ სირთულის გადასალახად, არსებობს ადვილი და ეფექტური გადაწყვეტილება! ჭამის წინ, შესთავაზეთ საკვები ღმერთს! შემდეგ ეს ხდება საჩუქარი ღმერთისგან (პრასადამ) და უსუფთაობა საკვებიდან არის მოცილებული. ეს ეხმარება ჭკუის გაწმენდას. გააგრძელეთ ეს პრაქტიკა ყოველთვის!
– ღმერთის საუბარი, 25 მაისი, 1990.
18.07.17.
ბრძენმა ნარადამ რომელმაც შეისწავლა ბევრი მეცნიერება და ხელოვნება, ვერ შეძლო მიეღო უმაღლესი ნეტარება რაც მოდის ჭკუის მშვიდობიდან. ამ დანაკლისით შეწუხებული ის მივიდა ბრძენ სანათკუმართან და ჰკითხა მას რა იყო მიზეზი ამ მდგომარეობის. ბრძენმა ჰკითხა ნარადას მას რა მიღწევები ჰქონდა. ნარადამ უთხრა რომ ის დაუფლებული იყო ყველა ვედას და ვედანტას და ათვისებული ჰქონდა სამოცდაოთხი სხვადასხვა მეცნიერება სპილოთა წვრთნისა და ძროხების გაზრდის ჩათვლით. თავის შიგნით ღიმილით, ბრძენმა სანათკუმარმა ჰკითხა: „არის ეს შენი ერთადერთი მიღწევა? ოჰ ნარადა, იმის ცოდნის გარეშე შენ ვინ ხარ, რა სარგებლობა აქვს ყველა სხვა რამის ცოდნას?“ ადამიანები აკეთებენ სხვადასხვა მცდელობას მსოფლიოში ყველაფრის გასაგებად. მაგრამ არავინ აკეთებს რაიმე ძალისხმევას თავის თავის გასაგებად. უთვალავი დრო იხარჯება სხვა რამეების გასაგებად, მაგრამ კაცი ვერ პოულობს დროს თავისი თავის შესაცნობად. როგორიც არ უნდა იყოს სწავლულობა, გონიერება ან მდგომარეობა ადამიანს არ ექნება ჭკუის სიმშვიდე და ბედნიერება თუ მან არ იცის თავისი ნამდვილი მე.
– ღმერთის საუბარი, 3 სექტემბერი, 1990.
19.07.17.
წყალის ორთქლი ნაწარმოები მზით ხდება ღრუბელი და ფარავს თვით მზეს. ამის მსგავსად აზრები წარმოშობილი ჭკუაში ფარავს მე-ს (ათმას). როდესაც ჭკუა მოსპობილია რჩება მხოლოდ ათმა. ჭკუის მოსასპობად და მისგან ილუზიის მოსაცილებლად, სურვილები უნდა იყოს გაკონტროლებული. დღეს მაძიებლები არ ამცირებენ თავიანთ სურვილებს. თქვენ უნდა გააცნობიეროთ რომ ეგოიზმი და ეგოცენტრიზმი უნდა იყოს მოშორებული. ეგოიზმი არის ძირითადი მიზეზი ყველა ტკივილის რომელიც თან სდევს ადამიანს. თუ მსოფლიო უნდა ტრანსფორმირდეს, უკეთესია დაიწყოთ საკუთარი თავის რეფორმირება. თქვენი ცუდი შტრიხები უნდა მოიცილოთ. თქვენ უნდა აღივსოთ წმინდა აზრებით. თქვენს მიერ თქვენი საკუთარი ბუნების გაცნობიერების გარეშე, ყველა სხვა მიღწევები არის უსარგებლო! თქვენ უნდა შეატრიალოთ ჭკუა შიგნითკენ. ჭკუის შეტრიალება გარე მსოფლიოსკენ ბადებს მხოლოდ ნაღველს. ჭირთამძლევი ნეტარება შეიძლება მიიღოთ მხოლოდ ჭკუის მიმართვით ღმერთსკენ. ეს არის ნამდვილი და ჭეშმარიტი სადჰანა (სულიერი პრაქტიკა).
– ღმერთის საუბარი, 7 ივლისი, 1990.
20.07.17.
თქვენი სხეულის, ჭკუის და გრძნობების აგლომერაცია გარიდებთ თქვენ თქვენი თანდაყოლილი ღმრთიურების გაცნობიერებიდან. თქვენ ხართ სხეულისა და ჭკუის მეშვეობით თქვენი მონობის მიზეზი. როდესაც თქვენ გაიგებთ სხეული-ჭკუის კომპლექსის ბუნებას, თქვენ გააცნობიერებთ თქვენს ნამდვილ არსებას. საკმარისია თუ თქვენ განივითარებთ დარწმუნებას რომ თქვენ და ღმერთი ხართ ერთი. აღზარდეთ ეს მყარი რწმენა ღმერთთან ერთიანობაში სიყვარულის მეშვეობით. ეს სიყვარული მიგიყვანთ თქვენ თვითრეალიზებასთან. სადაც გინდა იყოთ და რასაც გინდა აკეთებდეთ, მიიჩნიეთ თქვენი თავი ღმერთის ინსტრუმენტად და იმოქმედეთ ამის საფუძველზე. თქვენ არ გჭირდებათ მთელი წელი მოცდა გურუ პურნიმასთვის. მოექეცით თქვენი ცხოვრების ყოველ მომენტს როგორც უფლისადმი ერთგულებას. ეს არის საუკეთესო გზა ყოველ დროს და ყოველ ადგილზე ღმრთიურების განსაცდელად. ეს არის ნამდვილი საკშათკარა (რეალიზება). მყარად ირწმუნეთ რომ ღმერთი არის ყველაში და ყოველთვის იმოქმედეთ შესაბამისად. ასეთი წმინდა დამოკიდებულება გაიზრდება უწყვეტი პრაქტიკის მეშვეობით.
– ღმერთის საუბარი, 7 ივლისი, 1990.
21.07.17.
თითოეულმა უნდა განივითაროთ მსხვერპლის (თიაგას) სული. თქვენ უნდა ემსახუროთ ადამიანებს თქვენი სხეულით. თქვენ უნდა მზრუნველობით აღზარდოთ კარგი და კეთილშობილური აზრები თქვენს ჭკუაში. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი სიმდიდრე საგანმანათლებლო და ადამიანების დამხმარე სხვა დაწესებულებათა მხარდასაჭერად. მიეცით საკვები დამშეულებს. ეს არის მიზანმიმართული და ამაღლებული ცხოვრების წესი. სიცოცხლე მოგეცათ თქვენ არა იმიტომ რომ გასუქდეთ. სხეული არის ძირითადი ინსტრუმენტი უბიწოების (დჰარმას) პრაქტიკისთვის. მიუძღვენით მთელი თქვენი დრო მსახურებას და თქვენი მოვალეობების სათანადო შესრულებას. მარტო ღმერთს შეუძლია გარდაქმნას თქვენი სულიერი ძალისხმევები ტრანსცენდენტულ განცდაში. ღმერთი არის ყველგან დამსწრე, ის არის ყველგან და თქვენში. შენ ხარ ღმერთი! დარწმუნდით, რომ თქვენი სულიერი პრაქტიკები (სადჰანა) არ არის ეგოისტური მიზნებისთვის. მან ხელი უნდა შეუწყოს სხვების სიკეთეს. უარყავით ეგოიზმი, განივითარეთ სხვებისადმი სიყვარული, და განწმინდეთ თქვენი სიცოცხლე. შემდეგ თქვენ განცდით საკშათკარას, ღმერთის ხედვას თქვენს შიგნიდან.
– ღმერთის საუბარი, 7 ივლისი, 1990.
22.07.17.
ღმრთიური მეს განსხეულებანო! სიტუაცია მსოფლიოში დღეს არის საშინელი და შემშინებელი. საითაც კი მიტრიალდებით, შიში დგას თქვენს მოპირდაპირედ. თქვენ სადაც გინდა დარჩეთ სახლში თუ გარეთ ქუჩაში, მოგზაურობთ თქვენ მატარებლით თუ მიდიხართ გზაზე, შიში დაგდევთ თქვენ. მსოფლიო მოცულია შიშით. თუ თქვენ გინდათ ამ შიშის განდევნა, თქვენ უნდა განივითაროთ მტკიცე რწმენა ღმერთში როგორც ერთადერთ თავშესაფარში. შემდეგ თქვენ იქნებით თავისუფალი შიშისგან. გააგრძელეთ თქვენი სამუშაო ყველა შიშის გადაგდებით და მომავალზე რაიმე ზრუნვის გარეშე. ჩაიძირეთ მსახურების საქმიანობაში მამაცურად და გადაწყვეტით. თუ თქვენ მოქმედებთ ასეთი ურყევი რწმენით, თქვენ იქნებით თქვენი ოჯახის, ერის და სამყაროს კარგად მსახურების შემძლე. თქვენი ინტელექტური უნარები არ არის ის რაც მოემსახურება ქვეყნის დაცვას. თუ თქვენ იცავთ ჭეშმარიტებას და უბიწოებას, ეს დაგიცავთ თქვენ, თქვენს ოჯახსა და ქვეყანას. იცხოვრეთ თქვენი არსების პრინციპების თანახმად. ყოველთვის იმოქმედეთ უბიწოდ!
– ღმერთის საუბარი, 19 ნოემბერი, 1990. – ბაბა
23.07.17.
ასაკი რაც მოიცავს 16-30 წლებს არის გადამწყვეტი, რადგან ეს არის პერიოდი როცა სიცოცხლე თვით იძენს სიტკბოს, როდესაც ტალანტები, ჩვევები და ურთიერთობები გროვდება, მაღლდება და განიწმინდება. თუ უანგარო მსახურების (სევას) ტონიკი არის მართული ჭკუით ამ პერიოდის განმავლობაში, სიცოცხლის მისია არის შესრულებული, რადგან ამაღლებისა და განწმენდის პროცესი ჩქარდება ამ ტონიკით. არ იმსახუროთ საჩუქრის გულისთვის, ყურადღების მისაპყრობად ან მადლობის დასამსახურებლად ან სიამაყის გრძნობიდან თქვენს საკუთარ უპირატესობაში ჩვევებში, სიმდიდრეში, სტატუსსა ან ავტორიტეტში. იმსახურეთ იმიტომ რომ თქვენ ხართ აღძრული სიყვარულით. თუ და როდესაც თქვენ განცდით წარუმატებლობას, მიაწერეთ ეს მარცხი თქვენს საკუთარ არაადეკვატურობას, არაგულწრფელობას ან უმეცრებას. გამოიკვლიეთ მოქმედებების წყაროები; დეზინფიცირეთ ეს ეგოს ყოველი კვალისგან. ბრალი არ დასდოთ სევას მიმღებებს, ან თქვენს თანამშრომლებს და კოლეგებს ან ღმერთს. როდესაც თქვენ ხართ წარმატებული, მიაწერეთ წარმატება ღმერთის წყალობას, ვინც დაგარწმუნათ თქვენ მასზე, როგორც სიყვარულმა თქვენს შიგნიდან.
– ღმერთის საუბარი, 19 მაისი, 1969.
24.07,17
არსებობს ორი რვასიტყვაობის აქსიომა ბჰაგავატ გიტაში, რაც ყოველმა თქვენგანმა უნდა მიიღოს გულთან ახლოს. შრადჰავან ლაბჰატე ჯნანამ და სამშაიაატმა ვინაშუათი. პირველი გეუბნებათ თქვენ რომ ადამიანი რომელიც არის ურყევი რწმენაში იღებს ცოდნას გათავისუფლების გზის შესახებ და მეორე გაფრთხილებთ დაეჭვების ბოროტი შედეგის შესახებ! დაეჭვება მიიყვანთ სიკვდილთან და სულიერ განადგურებასთან. იცხოვრეთ ამ აქსიომებით და აპრაქტიკეთ სულიერი დისციპლინა თქვენი არჩეული მედიტირებით, ღმერთის სახელის გალობით და ა.შ. თქვენ იხდით მხოლოდ ნაგავით და ითხოვთ წყალობას რაც მისაწვდომია მხოლოდ ძალიან მაღალ ფასად. ეს არის ნამდვილი სიძუნწე! თქვენ შეიძლება ამტკიცოთ რომ თქვენ ბევრ წელს მოდიხართ ან ხართ პუტაპარტში მაგრამ წლები არ არის ის რასაც მნიშვნელობა აქვს; ეს არის სიღრმე რომლამდეც გაიზარდა კარმას ფესვები წინა ცხოვრებებში. კარმას სადჰანას (სულიერი ძალისხმევას) და უპასანას (მოქმედებას და თაყვანისცემას) მიჰყავს ჯნანასთან (ცოდნასთან).
– ღმერთის საუბარი, 11 ოქტომბერი,1964. – ბაბა
25.07.17.
დაე თქვენი მოვალეობები (კარმა) იყოს მოსილი ერთგულებით (ბჰაკტით), ანუ თავმდაბლობით, სიყვარულით, თანაგრძნობით და არაძალადობით. სიბრძნის გარეშე, ერთგულება იქნება ისეთი მსუბუქი როგორც ბუშტი რომელიც იხრება ქარის ნებისმიერ დაბერვაზე. უბრალო სიბრძნეს შეუძლია გაახმოს გული, ერთგულება არბილებს მას თანაგრძნობით და კარმა აძლევს თქვენს ხელებს სასარგებლო სამუშაოს, ასე თქვენი ყოველი წუთი არის ნაკურთხი. ამიტომ ერთგულება ნახსენებია როგორც უპასანა – ბინადრობა ახლოს, დასწრების გრძნობა, ღმერთის სიტკბოს განაწილება. წყურვილი ამ უპასანასთვის გკარნახობთ თქვენ მლოცვარობას, ტაძრების მშენებლობასა და შეკეთებას, და ა.შ. სხვადასხვა რიტუალები რითაც უფალს თაყვანსცემენ არის მხოლოდ დასაკმაყოფილებლად ჭკუის რომელსაც სწყურია პირადი კონტაქტი უზენაესთან. მაღალი ხარისხის კარმებს მიჰყავთ სულიერ სიბრძნესთან. ჯერ დაიწყეთ იდეით, „მე ვარ სინათლეში“ შემდეგ თქვენ განცდით, „სინათლე არის ჩემში“ რაც მიგიყვანთ დარწმუნებასთან, „მე ვარ სინათლე!“ ეს არის უმაღლესი სიბრძნე!
– ღმერთის საუბარი, 7 ივლისი, 1963.
26.07.17.
მსახურება (სევა) ყველა მის ფორმაში უპირველესად არის სულიერი დისციპლინა თქვენი საკუთარი ჭკუის გასაწმენდად. ამ დამოკიდებულების შთაგონების გარეშე განზრახვა არის შეზღუდული კლებით და ზრდით ან შეიძლება მიიკლაკნოს სიამაყესა და პომპეზურობაში. უბრალოდ დაფიქრდით ერთი წამით: ემსახურებით თქვენ ღმერთს? თუ ღმერთი გემსახურებათ თქვენ? როდესაც მლოცვარე დგას წელამდე განგში, იღებს წმინდა წყალს თავის ხელის გულებზე, წარმოთქვამს მანტრას, ისხამს წყალს როგორც ღმერთისადმი შეთავაზებას, ან არპანს როგორც ის უწოდებს, რასაც ის აკეთებს არის მხოლოდ განგას წყალის განგში ჩაღვრა! როდესაც თქვენ სთავაზობთ რძეს მშიერ ბავშვს ან საბანს ტროტუარზე მოცახცახე ძმას, თქვენ დებთ ღმერთის საჩუქარს ღმერთის სხვა საჩუქრის ხელებში! თქვენ აბარებთ ღმერთის საჩუქარს ღმრთიურების საცავში! ღმერთი მსახურებს და თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას ამტკიცოთ რომ თქვენ იმსახურეთ! გახსოვდეთ, მისი ნების გარეშე ბალახის ერთი ღეროც კი არ შეირხევა!
– ღმერთის საუბარი, 19 მაისი, 1969.
27.07.17.
ერთხელ კრიშნამ აჩვენა გაუსაძლისი თავის ტკივილით ტანჯვა. მის თავზე მოხვეული თბილი სამოსელით და წითელი თვალებით, ის მოუსვენრად ჩაგორდა ლოგინში. დედოფლებმა რუკმინიმ და სათიაბჰავამ სცადეს ბევრი საშუალება რომლებიც აღმოჩნდა არაეფექტური. ნარადასთან ერთად, როდესაც ისინი კონსულტირებდნენ უფალ კრიშნასთან, მან გაგზავნა ჭეშმარიტი ერთგულის ფეხიდან მტვრის მოსატანად! მყის ნარადამ გააცხადა თავის თავი ზოგიერთი ცნობილი ერთგულის თანდასწრებაში, მაგრამ ისინი იყვნენ მორიდებულები რომ შეეთავაზებინათ მტვერი თავიანთი ფეხებიდან რათა გამოყენებული ყოფილიყო მათი უფლის მიერ როგორც წამალი! ნარადა დაბრუნდა იმედგაცრუებული. კრიშნამ ჰკითხა, „შენ თხოვე გოპებს?“ ნარადა აჩქარდა დაურწმუნებლად! როდესაც გოპებმა მოისმინეს ეს, ერთი წამით დაფიქრების გარეშე, მათ ჩამოიბერტყეს მტვერი თავიანთი ფეხებიდან და აავსეს მისი ხელები! ჯერ კიდევ მანამ სანამ ნარადამ მიაღწია დვარაკას, კრიშნას თავის ტკივილი გაქრა! უფალმა დადგა ეს ხუთდღიანი დრამა იმის სასწავლებლად რომ თვითმსჯავრდება არის ასევე ეგოიზმი და როდესაც ეგო წავა, თქვენ არ გრძნობთ არც უპირატესობას და არც არასრულფასოვნებას, და ერთგული სიტყვის შეუბრუნებლად უნდა დაემორჩილოს უფლის ბრძანებებს.
– ღმერთის საუბარი, 7 ივლისი, 1963.
28.07.17.
ჭამას უნდა მოჰყვეს გამოყოფა; ჩასუნთქვას მოჰყვება ამოსუნთქვა; სისხლმა უნდა იდინოს და იდინოს, იცირკულიროს და შეანარჩუნოს ჯანმრთელობა. აღება და გაცემა არის წინა და უკანა მხარე იგივე პროცესის. ეს ეხება ინდივიდებს, საზოგადოებებს, ერებს და ადამიანთა რასას. პროგრესი და მშვიდობა დამოკიდებულია მსხვერპლზე, განდგომასა და მსახურებაზე. იყავით ყურადღებით მსახურებისკენ მოწოდებაზე ყველგან და ყოველ დროს; იყავით მზადყოფნაში ღიმილით, კეთლი სიტყვებით, სასარგებლო წინადადებებით, ბეჯითი მზრუნველობით, და სასიამოვნო პასუხით. იხედეთ ირგვლივ სიცოცხლის დაბრუნების, გადარჩენისა და გრძნობაზე მოყვანის შანსისთვის. ივარჯიშეთ რომ თქვენ შეძლოთ დახმარების აღმოჩენა ეფექტურად და კარგად. სევა თესავს თესლს ქვაზე და გახარებული არის მისი ჩაზრდის ნახვით! დათესეთ ეს სიყვარულით, და თესლი გახსნის სიყვარულს ქვის შიგნით და ამოიღებს მისგან საზრდოს. სევა არის ყველაზე სასარგებლო ფორმა ასკეტობის, ყველაზე დამაკმაყოფილებელი და ყველაზე უფრო სიამოვნების მომგვრელი. ის წარმოიქმნება სიყვარულიდან და ფანტავს სიყვარულს უხვად.
– ღმერთის საუბარი, 19 მაისი 1969.
29.07.17.
აღზარდეთ გაცემმის ნება, ნება უარის თქმის პატარაზე დიდისთვის და წუთიერზე მნიშვნელოვანის გულისთვის! სევადალის ნიშანი რომელსაც ატარებთ არ არის დეკორაცია რომელიც შეიძლება მიიღოთ საფასურის გარეშე. ეს არის სიმბოლო უმაღლესი ხარისხის, სულგრძელი გრძნობების და გულწრფელი მისწრაფების. ეს არის გარეგანი მაჩვენებელი შინაგანი ენთუზიაზმისა და ძალის, უნარისა და ჩვევის. როგორც რკინა მიიზიდება მაგნიტით, და როდესაც თქვენ შესაძლებლობას აძლევთ ამ ხარისხებს იბრწყინოს თქვენი მეშვეობით, ეს მიიზიდავს დამწუხრებულს, გულდამძიმებულს და ტანჯულს თქვენსკენ. თუ თქვენ ხართ ამაყი და ეგოცენტრული, ბრმა ნათესაობაზე რომელიც აკავშირებს ყველას ძმური სიყვარულით, ემბლემა არის ღალატი. უბრალო სენტიმენტალობა და თანაგრძნობა არის უსარგებლო; ესენი უნდა იყოს რეგულირებული გონიერებით და უნარით. მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობას მსახურების რომელსაც თქვენ აკეთებთ; არც სხვადასხვა სახეობას. მნიშვნელოვანია შინაგანი სიხარული, სიყვარული რომელსაც თქვენ ასხივებთ.
– ღმერთის საუბარი, 19 მაისი, 1969.
30.07.17.
ერთგულება არ უნდა იყოს შემოფარგლული სალოცავი ოთახის ოთხი კედლით, ან თქვენი მედიტირების (დჰიანას) შესრულების რამოდენიმე წუთით. ეს არის სულიერი პრაქტიკის (სადჰანის) მთელი დრო. თქვენი ერთგულება უნდა იყოს გამოხატული როგორც ყველა ცოცხალი არსების როგორც ღმრთიურების ცოცხალ განსხეულებათა თაყვანისცემა. ხედეთ ღმერთი ყველაში, თუნდაც ადამიანებში რომლებსაც თქვენ თვლით როგორც თქვენს მტრებს. აპრაქტიკეთ ეს ფართო და ინკლუზიური სიყვარულის ტიპი. თქვენ როგორ შეძლებთ ბედნიერების მიღებას სიყვარულის ჩვენებით და პატივისცემით ქვის კერპზე რომელიც არ გპასუხობთ ან არ გამოხატავს გრძნობებს? ცოცხალი არსებები დაგიბრუნებენ დაფასებას და მადლიერებას და გისურვებენ თქვენ სიკეთეს. თქვენ შეიძლება დაინახოთ სიხარული მზარდი მათ სახეებში. ეს მოგცემთ თქვენ კმაყოფილებას. თუ თქვენ არ შეგიძლიათ აღზარდოთ თქვენში ახლობელი ადამიანების სიყვარული, თქვენ როგორ შეძლებთ ღმერთსადმი მიძღვნის გზის მიდევნას?
– ღმერთის საუბარი, 16 მარტი, 1973.
31.07.17.
ტექსტების შესწავლამ შეიძლება წაშალოს ზოგიერთი მცდარი მოსაზრება და გამოიწვიოს ზოგიერთ სწორი გადაწყვეტილება. მაგრამ მას არ შეუძლია მოგცეთ სინამდვილის ხედვა. მედიტირება არის გასაღები ათმური განძის რაც არის თქვენი ნამდვილი სიმდიდრე. თქვენი ეგო ყოველთვის გეწინააღმდეგებათ თქვენ, თუნდაც მაშინ როდესაც თქვენ მედიტირებთ. როდესაც და ნივედიტამ თხოვა სვამი ვივეკანანდას იმაზე როგორ მოეპოვებინა გამახვილება მედიტირების განმავლობაში, მან უთხრა, „ნება არ მისცე კეთილშბილ მარგარიტას მოვიდეს შენსა და ღმერთს შორის!“ კეთილშბილი მარგარიტა იყო თავისი თავი. ნივედიტა ნიშნავს ‘შეთავაზებას’. ამიტომ სვამი ვივეკანანდა ურჩევდა, „შესთავაზეთ თქვენი თავი მთლიანად ღმერთს.“ ეს მთლიანი შეთავაზება არ შეიძლება წარმოიშვას სწავლულობიდან. სწავლული დაჭუჭყიანებულია ეგოთი; ის სიამოვნებს ტაბულირებით პლიუსების და მინუსების, ზრდის ეჭვებს, შლის რწმენას და ურევს საერო და მიწიერ საკითხებს სულიერთან. ბევრი ეთაყვანება ღმერთს ყოფითის მოსაპოვებლად. ღმერთისადმი ლოცვები უნდა იყოს სულიერი პროგრესისთვის. აქედან გამომდინარე, კულტივირეთ სათნოებანი დაყოვნების გარეშე და გათავისუფლდით ბოროტი ჩვევების, აზრების, სიტყვებისა და საქმეებისგან. გაიზარდეთ სიყვარულში. ეს არის გზა ანანდასკენ (ნეტარებისკენ).
– ღმერთის საუბარი, 27 ივლისი, 1980.

სატია საი ბაბა