აგვისტო

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2025 წლის 1 აგვისტო.
რა არის სადჰანას ნამდვილი პრაქტიკა? ბჰაგავანი ნათლად აცხადებს ასე რომ ჩვენ ვეცადოთ ჩვენი დროსა და ენერგიის ასეთ სადჰანაზე მიძღვნას.
სადჰანა არ არის მხოლოდ ჯაფა, რიტუალები, ბჰაჯანები და ა.შ. ყველა სადჰანას არსი არის ღმერთის მცნების შესრულება. ღმერთის საგანძურში, არსებობს ბევრი ძვირფასი ქვა და ძვირფასეულობა. რა არის ღმერთის ბუნება? ეს არის გაცემა მეტის ვიდრე თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, მაგრამ თუ თქვენ თხოვთ, თქვენი ლოცვა შეიძლება არ შესრულდეს. „არ ითხოვო, ოჰ, ჭკუავ, არ ითხოვო. თქვენ რაც უფრო მეტს ითხოვთ, მით უფრო მეტად იქნებით თქვენ უგულვებელყოფილი. ღმერთი აუცილებლად მოგცემთ თქვენი თხოვნის გარეშე იმას რასაც თქვენ იმსახურებთ. განა მან არ შეასრულა საბარის სურვილი, ვისაც არასდროს უთხოვია? განა მან არ გამოისყიდა ჯატაიუ, ვისაც არასდროს უთხოვია, მაგრამ სიცოცხლე გასწირა მისი (უფლის) საქმისთვის?“ (ტელუგუს ლექსი) ღმერთი გაძლევთ იმაზე მეტს ვიდრე თქვენ შეგეძოთ ოდესმე გეთხოვათ როცა თქვენ მიჰყვებით მის მცნებას, ეთაყვანებით მას მთელი გულით და სრული დანებებით. ეს არის ნამდვილი სადჰანა.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 8 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2025 წლის 2 აგვისტო.
როგორ უნდა გაფართოვდეს ჩვენი სიყვარული? ბჰაგავანი გვიხსნის ჩვენ დღეს, რამდენიმე მნიშვნელოვანი მაჩვენებლით.
თქვენ უნდა გაავრცელოთ თქვენი სიყვარული ისე ფართო წრეზე როგორც შესაძლებელია. სწორედ ასე კულაბჰიმანამ, მატაბჰიმანამ და დესაბჰიმანამ, რაც არის სიყვარული საზოგადოების, რელიგიისა და ქვეყნის მიმართ, ხდება სასურველი და საქებარი. თუ, სიყვარულის ნაცვლად, ესები ქმნის სხვა ერების, სხვა რელიგიებისა და სხვა ქვეყნების მიმართ სიძულვილს, მაშინ ესები ხდება შხამიანი. გიყვარდეთ თქვენი რელიგია, ასე რომ თქვენ შეძლოთ მისი პრაქტიკა უფრო დიდი რწმენით; და, როდესაც თითოეული პრაქტიკებს თავის რელიგიას რწმენით, არ შეიძლება იყოს სიძულვილი მსოფლიოში, რადგან ყველა რელიგია დამყარებულია უნივერსალურ სიყვარულზე. გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა, ასე რომ მან შეძლოს გახდეს ძლიერი, ბედნიერი და აყვავებული, არენა კაცის ყველა უმაღლესი უნარის გამომჟღავნებისთვის. იგრძენით, რომ დელჰი ან კალკუტა ისეთივე თქვენი ნაწილია როგორც თქვენი საკუთარი ქალაქი ან სოფელი; ფეხის თითის ნებისმიერი ტკივილი ისეთივე ზრუნავის საგანია თქვენთვის როგორც ტკივილი თავის თხემზე. ეცადეთ გახადოთ ინდოეთი ძლიერი და ბედნიერი ასე რომ ის არ იყოს ტვირთი სხვა ქვეყნებზე ან თუნდაც ცდუნება; ის ოდესღაც იყო კაცობრიობის გურუ. დაე მან შეასრულოს ეს როლი კვლავ.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 2 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2025 წლის 3 აგვისტო.
რა დამოკიდებულებით უნდა აღვჭურვოთ საკუთარი თავი ცხოვრების ბრძოლის მოსაგებად? – ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე უფალი, გვახსენებს ჩვენ დღეს.
მსოფლიოში, კარგი იბადება ცუდისგან. ცუდის გარეშე, კარგი ვერ შეძლებს არსებობას. მაგალითად, როცა თქვენ სურვილს ზრდით, არსებობს თანხლება უკმაყოფილების რაც გიბიძგებთ თქვენ სურვილის ასრულებისკენ. კაცის ცხოვრება არის სურვილებისა და იმედგაცრუებების (აშა და ნირაშა), სანკალპებისა და ვიკალპების (გადაწყვეტილებებისა და ეჭვების), სამიოგასა და ვიიოგას (გაერთიანებისა და განცალკევების) სერიაა. როცა ჩვენს ბრძენებს ჰკითხეს მსოფლიოს ბუნების შესახებ, მათ აღწერეს იგი როგორც შეერთებისა და განცალკევების უზარმაზარი ოკეანე. იმ დროს როცა ჩვენ ვცურავთ ამ ოკეანეში, ჩვენ ვხვდებით პრობლემებისა და მწუხარებების ძვირფას ქვებს. მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ ვხვდებით დაბრკოლებებს შეგვიძლია ჩვენ მივაღწიოთ ღმრთაებრივ მდგომარეობას. თუ თქვენ შეშინებული ხართ ყოველ ნაბიჯზე, თუ თქვენ არ მიიწევთ წინ, ცხოვრება ფუჭად იკარგება. ცხოვრება სავსეა დაბრკოლებებით. მწუხარება და პრობლემები მარტო აძლევს ფასს სიცოცხლეს. კასტე ფალი – ღირებული შედეგები მიიღწევა მხოლოდ სირთულეების მეშვეობით. ამ მსოფლიოში ყველაფრი შეიძლება მიღწეული იყოს სადჰანით. სადჰანა ნიშნავს გარდაქმნას ცუდის კარგში, მწუხარების სიხარულში. ჭკუა არის მნიშვნელოვანი ამ საქმიანობაში.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 1 ივნისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2025 წლის 4 აგვისტო.
რა არის სადჰანას და ჩვენს მიერ შესრულებული ღირსეული საქმეების ნამდვილი მიზანი? ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე უფალი, გვახსენებს ჩვენ დღეს კრისტალურად სუფთა გამონათქვამებითა და მკაფიო ახსნა-განმარტებებით.
ვიასამ ასწავლა ვედების არსი მხოლოდ ორი წინადადებით: პაროპაკარაია პუნიაია, პაპაია პარა პიდანამ – სხვების დახმარება არის საქებარი. სხვების დაზიანება არის ცოდვა. სიტყვა „პაროპაკარა“ შედგება სამი მარცვლისგან – პარა, უპა და კარა. პარა ნიშნავს უზენაეს ან უმაღლეს სამყოფელს; უპა ნიშნავს სიახლოვეს, ხოლო კარა ნიშნავს კეთებას ან მოქმედებას. „პაროპაკარა“, აქედან გამომდინარე ნიშნავს, რომ ადამიანი ღმერთთან ახლოს მისვლისთვის უნდა აკეთებდეს სიკეთეს და მსახურებდეს სხვებს. ეს არის სწორი სულიერი გზა, უპანიშადების არსი! სიტყვა „უპანიშადის“ მნიშვნელობა არის რომ მოწაფე უნდა დაჯდეს დაბლა ფეხებთან ღმერთის (გურუს), ვინც არის უფრო მაღალ დონეზე. ყველა სულიერი ტექსტი გვასწავლის როგორ მივუახლოვდეთ ღმერთს. ისევე როგორც ადამიანი მიდის ახლოს ჰაერკონდიცერთან სიგრილისა და კომფორტის მისაღებად როცა ცხელა, მსგავსად, როცა ადამიანი მიდის ახლოს ღმერთთან, ის ავითარებს ღმრთაებრივ ხარისხებს. ეს არის სადჰანა. რა არის პაპამ (ცოდვა)? სხვების დაზიანება არის ცოდვა; კლასიფება და დივერსიფება და ერთიანობის დავიწყება არის ცოდვა. სახელები და ფორმები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ სული არის მხოლოდ ერთი. ღმერთი და ბუნება არის კავშირში სადაც ღმერთი არის მიზეზი და ბუნება არის შედეგი. არ შეიძლება იყოს შედეგი მიზეზის გარეშე. ერთობის მიჩნევა სხვადასხვობად არის ცოდვა.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 8 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2025 წლის 5 აგვისტო.
ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ მიუღებელ აზრებსა და განზრახვებთან რომლებიც წარმოიშობა ჭკუაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვირჩევს ჩვენ დღეს.
შეიცანით თქვენი ჭკუის სამუშაოები. კაცს ეწოდება მანიში. ის მანასით (ჭკუით) არის მანიში. კაცი ქმნის თავისი გამოცდილების მსოფლიოს თავისი ჭკუით. რა არის ჭკუა? მხოლოდ აზრების ფუთა. რა არის აზრები? ესები არის ყოველდღიური ცხოვრების ქმედებები. ამიტომ, მსოფლიოს პროგრესი ან გაუარესება დამოკიდებულია ინდივიდუალთა განზრახვებსა და ქმედებებზე. სამყარო არ არის თანდაყოლილი ბოროტება. სინამდვილეში, ბოროტება არ არსებობს მსოფლიოში! მსოფლიოს არ აქვს რამე მწუხარება! ყველა მწუხარება და ბოროტება შექმნილია ჩვენს მიერ მარტო. ჩვენ ვიწვევთ უბედურებას ცუდი სურვილების თავშექცევით. შეინარჩუნეთ სუფთა ჭკუა ყველა დროს. როგორც კი თქვენ იპოვით ამორალური განზრახვების ამოტივტივებას, იფიქრეთ ღმერთზე მათი ეფექტის გასანულებლად. არ გაიხსენოთ დეგრადირებული გრძნობები განმეორებით და არ გააძლიეროთ ესები როგორც თქვენ ზრდით მცენარეებს წყლითა და სასუქით!
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 1 ივნისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2025 წლის 6 აგვისტო.
რას წარმოადგენს უფლისთვის ყვავილების შეთავაზების აქტი და რაზე უნდა ვიყოთ ჩვენ ფრთხილი შეთავაზების გაკეთებისას? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს მის მოლოდინებს ჩვენგან.
ყვავილი სიმბოლიზებს გულს. ყვავილებს სთავაზობთ მხოლოდ უფალს ან მათ ვისაც თქვენ პატივს სცემთ. გულის ყვავილი არის თავდასხმის ობიექტი ორი ბოროტი არსების მიერ: ერთი არის აჰამკარა (თვითკმაყოფილება); მეორე არის ასუია (შური). თვითკმაყოფილება დაფუძნებულია რვა განსხვავებულ ფაქტორზე: სიმდიდრეზე, ფიზიკურ ოსტატობაზე, დაბადებაზე, სწავლულობაზე, სილამაზეზე, ძალაუფლებაზე, ახალგაზრდობასა და მონანიებაზე. ამათგან, სიმდიდრით წარმოშობილი ამპარტავნება არის საძულველი ყველაზე მეტად. სანამ ეს აჰამკარა დომინირებს, შეუძლებელია ღმრთაებრივის ან ადამიანის სულიერი რეალობის შეცნობა. თვითკმაყოფილება არის დიდი ბარიერი ინდივიდუალსა და ღმერთს შორის. იგი საგანგებოდ უნდა დაინგრეს. სიამაყის ყველა ფორმა, დაფუძნებული დაბადებაზე, სიმდიდრეზე, ძალაუფლებაზე, სწავლულობაზე და ა.შ., სრულიად უნდა იყოს თავდანებებული. მხოლოდ მაშინ როცა ეგოისტურ სიამაყეს შესთავაზებს მსხვერპლად ღმრთაებრივის სამსხვერპლოზე შეუძლია კაცს აღმოაჩინოს თავისი ნამდვილი ბუნება. ეს არის ის მიძღვნა რაც იწოდება პირველ ნაბიჯად სულიერ მოგზაურობაში.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 16 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2025 წლის 7 აგვისტო.
რატომ არის დისციპლინა და დისკრიმინება მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის? ბჰაგავანი ხსნის ჩვენთვის დღეს.
დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის. თქვენი გაღვიძების მომენტიდანვე, ჩაიტარეთ დილის დაბანა, იმედიტეთ ღმერთზე და შეასრულეთ თქვენთვის დადგენილი მოვალეობები მოწესრიგებულად ჩვეულებრივი რუტინიდან გადახვევის გარეშე. ვარირებები რუტინაში არის არასასურველი. თქვენ არ უნდა გაიღვიძოთ ერთ საათზე ერთ დღეს და სხვა დროს მეორე დღეს. დღის აქტივობები უნდა იყოს რეგულირებული ერთი და იგივე გრაფიკით. დაუყოვნებლივ საოჯახო საქმეების დასრულების შემდეგ დილის მშვიდ და წყნარ ატმოსფეროში, ადამიანმა უნდა შესწიროს სულ მცირე რამდენიმე წუთი ერთგულ მედიტებას ღმერთზე. ადამიანის ქონება დაფუძნებულია რეგულირებასა და თვითკონტროლზე. ესები უნდა იყოს მკაცრად დაცული ყოველდღიურ ცხოვრებაში. შემდეგ მოდის დისკრიმინება. მსოფლიო არის კარგისა და ცუდის, სიხარულისა და მწუხარების, სწორისა და არასწორის, გამარჯვებისა და დამარცხების ნარევი. ასეთი საწინააღმდეგო რამეებით გაჯერებულ მსოფლიოში, კაცმა მუდმივად უნდა აკეთოს არჩევანი სწორს, მართებულს და არასწორს, არასასურველს შორის. კაცმა არ უნდა ანებოს საკუთარ თავს ჭკუით გაძღოლა. ის უნდა მიჰყვეს ბუდჰის (გონების) მითითებებს.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 16 იანვარი.

ბაბა