ლოცვა ერთიანობის,
მოთმინებისა და თავშეკავების შესახებ
* თქვენ საზრუნავს არ უნდა გიჩენდეთ კარგები არიან თუ ცუდები სხვები. თქვენ უნდა გქონდეთ კარგი აზრები, და თქვენ ჭკუა უნდა მიმართოთ ღმერთისკენ. ნეტარება მიიღება ღმერთთან ერთიანობის შეგრძნებისგან.
ვედანტის გზავნილი ერთობის შესახებ გაუკუღმართებული იყო იმ განმმარტებლების მიერ, ვინც მხარს უჭერდა გაყოფისკენ მიდრეკილებას. ვედების შეტყობინება ერთობის შესახებ ხმოვანდება მანტრაში: „საჰანა ვავატუ, საჰანაუ ბჰუნაკტუ, საჰა ვირიიამ კარავავაჰაი“ (ვიყოთ მომთმენები ერთმანეთის მიმართ, გავიზარდოთ ერთად, ვიმუშაოთ ერთად დიდი ენერგიით). ვიმუშაოთ ერთად. მხოლოდ მაშინ დამყარდება მშვიდობა. როგორი დიდი გზავნილია ჩადებული ამ ლოცვაში! პანდიტები, თუმცა, განმარტავენ მას სხვადასხვა სახით და იწვევენ გაცალკევებას ადამიანებს შორის. ვედამატა (დედა-ვედა) მხარს უჭერს ერთობას თავისი ყოვლისმომცველი გზავნილით (4, გვ.89).
* მსოფლიოში ყველაფერი, კარგი და ცუდი, დაკავშირებულია ადამიანის მოქმედებებთან. თქვენი კეთილდღეობა დაფუძნებულია თქვენს ქცევაზე. თქვენი დოვლათიანობა დამოკიდებულია თქვენი მოქმედებებისგან. თქვენ მიაღწევთ მშვიდობას და აყვავებას, როცა თქვენი ქცევა გახდება სწორი. ეს მოითხოვს საჰანას (გამძლეობას). უპანიშადებიდან ერთ ლოცვაში არის სიტყვები: „ვიყოთ მომთმენები ერთმანეთის მიმართ. ვიხარებთ ერთად. ვიმუშავებთ ერთად“. მოთმინება – მძლავრი იარაღია. დჰარმარაჯამ (უფროსი პანდავებიდან) მოიპოვა ბევრი გამარჯვება მოთმინების ასტრით (იარაღით). თავშეკავება – არ არის სისუსტის ან მხდალობის ნიშანი. არ არის უფრო ძლიერი იარაღი. ის უნდა გამოიყენოთ არა მარტო როგორც პირადი იარაღი. ის გამოყენებული უნდა იყოს კოლექტიურადაც. ამ მიზეზით წერილებმა რეკომენდირეს კოლექტიური თავშეკავება სულიერი გზის დასაწყისშივე. როგორია მისი შინაგანი მნიშვნელობა? „ვიცხოვრებთ და ვიმოძრავებთ ჰარმონიაში. ერთად გავიზრდებით. ერთად გავზრდით სიბრძნეს, მიღებულს ჩვენს მიერ. ვიცხოვრებთ სრულ ჰარმონიაში გაუგებრობის კვალის გარეშე“. ამიტომ თავი აარიდეთ გაუგებრობას ურთიერთშორის. თქვენ უნდა იცხოვროთ მეგობრულად, როგორც ერთი დედის შვილებმა (5, გვ. 248).