ნოემბერი

1.11.2015
დაასაქმეთ თქვენი თავი სუფთა მოქმედებებში სუფთა გულით და გამოიმუშავეთ კარგი სახელი. რაც თქვენ უნდა შემომთავაზოთ მე არის თქვენს მიერ გამომუშავებული კარგი სახელი. ეს არის თქვენი მადლიერების უმაღლესი გამოხატულება. არანაირ ვითარებაში თქვენ არ უნდა მოიპოვოთ ცუდი სახელი. მაშინაც კი როდესაც თქვენ ვერ ახერხებთ სხვების დახმარებას, არ მიაყენოთ ზიანი სხვას. სტუდენტებმა და სულიერმა მაძიებლებმა თავიანთ გულებში სათუთად უნდა მოუარონ მადლიერებას სხვების მიერ მათთვის გაკეთებულ სიკეთეზე და ყოველთვის უნდა ახსოვდეთ მათთვის გაწეული დახმარება, რომელ ფორმაშიც არ უნდა იყოს ეს. მხოლოდ ისინი, ვინც ატარებს ასეთ მადლიერ ცხოვრებას იქნებიან შემძლე მოიპოვონ მშვიდობა და ბედნიერება თავიანთ სიცოცხლეში. მე მსურს რომ ყოველმა თქვენგანმა მუდმივად იფიქროს ღმერთზე, გააგრძელოს სოციალური მსახურება, გაატაროს იდეალური ოჯახური ცხოვრება და გაიხაროს მშვიდობით და ბედნიერებით. ეს არის ჩემი დალოცვა ყველა თქვენგანისთვის.
– ღმრთიური საუბარი, 25 დეკემბერი, 1991.
2.11.2015
თავაწყვეტილი თავისუფლება არის დჰარმას დამანგრეველი, და ეს ასევე ვნებს თვით ქალსაც. შერევა საზოგადოებაში რაიმე გარჩევის გარეშე აწარმოებს დამღუპველ შედეგებს. რა თქმა უნდა, იყვნენ განათლებული ქალები წარსულში, მაგრამ ისინი არასდროს ამბობდნენ უარს თავიანთ დჰარმაზე, ისინი არასდროს ივიწყებდნენ ატმიური დჰარმას მიზანს. განათლება უნდა აშენდეს გარჩევის საფუძველზე. სულაბჰა, სავიტრი, ანასუია, გარგი, ნალაიანი და სხვა ასეთი მოდელები უბიწოების, და უფლის ერთგულები მიირას მსგავსი და იოგები ჩუდალას მსგავსი, რომლებიც დაბადებული იყვნენ ამ ღმერთის ქვეყანაში (ბჰარატა-დესაში); ისინი აძლიერებდნენ დჰარმას მისდამი თავისი ერთგულებით. ასეთი დიდი და წმინდა ქალების მაგალითით, მათი ხასიათით და ქცევით რაც ინსპირირებული იყო ერთგულებითა და სულიერი სიბრძნით, არის რომ დღესაც კი თავმდაბლობა და ერთგულება ბრწყინავს მეტი წილი ინდოელი ქალების გულებში. დღეს, ქალებმა უნდა მიიღონ შთაგონება მათგან და ძალისხმევა უნდა გაკეთდეს რომ იცხოვრონ ისე როგორც ისინი ცხოვრობდნენ წარსულში.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 5.
3.11.2015
დღეს ადამიანები ფლანგავენ თავიანთი ძვირფასი სიცოცხლის დიდ ნაწილს სიამოვნებაზე მოგონილი ჭორებით და ძალადობისა და სისასტიკის სცენების ნახვით. ბევრმა არ იცის რომ დრო არის ნაკურთხი მსახურებით რომელიც სთავაზობს მაღალ ჯილდოებს თვით მათ ისევე როგორც მათ ვისაც ისინი ემსახურებიან. მსახურების ყველა მოქმედება არ არის ერთნაირად ნაკურთხი ან ერთგვაროვანი უპირატესობაში რომელსაც ეს იძლევა. როდესაც მსახურება არის წამოწყებული ძალაუფლებას მოწყურებული ადამიანების მიერ, ან იძულების ქვეშ ან წამბაძველობის განზრახვით, ის მთავრდება მეტ ზიანში ვიდრე სიკეთეში. გულწრფელმა მაძიებელმა რომელიც იწყებს მსახურებას თავი უნდა აარიდოს ეგოიზმს (აჰამკარას), ექსჰიბიციონიზმს (ადამბარას) და ფავორითიზმს (აბჰიმანას). მსახურების პროექტზე გადასვლის წინ, ანალიზი გაუკეთეთ და შეისწავლეთ თქვენი გული რამდენად არის სავსე უანგარო სიყვარულით, თავმდაბლობით და თანაგრძნობით, რამდენად სავსეა თქვენი თავი პრობლემების და მათი გადაწყვეტის გონიერი გაგებით და ცოდნით, რამდენად არის თქვენი ხელები ენერგიული მოსაშუშებელი შეხებისთვის, და რამდენად სიხარულით გამოათავისუფლებთ და გაანაწილებთ დროს, ენერგიას და მოახერხებთ მათ დახმარებას ვინც ძალიან გასაჭირშია.
– ღმრთიური საუბარი, 21 ნოემბერი, 1986.
4.11.2015
ხარისხებს შორის რომლებიც შეადგენს უზადო ხასიათს, სიყვარული, მოთმინება, თავდაჭერა, ურყეობა და მოწყალება არის ყველაზე მაღალი და ყველაზე კეთილშობილი. ასი პატარა საქმე რომლის ნებასაც ჩვენ ყოველდღე ვაძლევთ საკუთარ თავს მყარდება ჩვევებში; ეს ჩვევები აფორმირებს გონებას და აყალიბებს ჩვენს მსოფლმხედველობას და ცხოვრებას. ადამიანის აწმყო არის მხოლოდ ადამიანის წარსულის და ამ დიდი პერიოდის განმავლობაში ფორმირებული ჩვევების შედეგი. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ხასიათის ბუნება რომელიც ადამიანს აქვს მემკვიდრეობით მიღებული, ეს რასაკვირველია შეიძლება შეიცვალოს. არავის ბოროტება არ არის გამოუსწორებელი. არ იყო ყაჩაღი ანგულიმალა, რომელიც გარდაიქმნა გულკეთილ პიროვნებად უფალ ბუდდჰას მიერ? ქურდი რატნაკარა არ გახდა ბრძენი ვალმიკი? შეგნებული ძალისხმევებით ჩვეულებები შეიძლება შეიცვალოს და ხასიათი განიწმინდოს. ადამიანებს ყოველთვის აქვთ თავისში, მათი ცუდი მიდრეკილებების უარყოფისა და მათი ჩვევების შეცვლის უნარი. უანგარო მსახურებით, უარის თქმით, ერთგულებით და ლოცვით, ძველი ჩვევები რომლებიც აბამს ადამიანს მიწასთან შეიძლება იყოს გადაყრილი და ახალი ჩვევები რომლებიც წაიყვანს მას ღმრთიური გზით შეიძლება იყოს წვეთ-წვეთად გადასხმული.
– პრემა ვაჰინი, თავი 2.
5.11.2015
დღეს ჩვენ ყველგან ვადარებთ რაოდენობებს სტატისტიკური გამოფენით და ანგარიშებს ამაღლებული გამონათქვამებით. არ შეწუხდეთ რიცხვების დამატებაზე ან მიზნის მიღწევაზე. მე ვაფასებ ხარისხს და არა რაოდენობას. ნამდვილი და ინტენსიურად ერთგული მსახურება შეთავაზებული ცოტა ადგილზე ან სოფელში არის უფრო ნაყოფიერი ვიდრე ზედაპირული მსახურება შეთავაზებული დიდი რაოდენობით. დაარწმუნეთ თქვენი თავი რომ სიცოცხლე შეუძლებელია გაგრძელდეს დიდხანს თქვენი სხვების მიერ მსახურებისა და სხვათა თქვენი მსახურების გარეშე. ყოველი ურთიერთობა – იქნება ეს ბატონი-მსახური, მმართველი-ქვეშევრდომი, გურუ-მოწაფე, თუ მშობელი-ბავშვი და ა.შ. – არის შეკრული ორმხრივი მსახურებით. ყოველი არის სევაკი (მსახური). ყოველი გლეხი და მუშა რომელსაც თქვენ ემსახურებით, აწარმოებს თავისი შრომით თქვენს საკვებს და ტანსაცმელს როგორც თავის მსახურებას თქვენთვის. გახსოვდეთ რომ სხეული მისი გრძნობები-ჭკუა-ტვინის კომპლექსით იყო თქვენთვის ჯილდოდ მოცემული უმწეოთა დასახმარებლად. სევა არის უმაღლესი ერთგულების გზებიდან რომელიც მოიპოვებს ღმერთის წყალობას. მსახურება ხელს უწყობს გონებრივ სისუფთავეს, ამცირებს ეგოიზმს და ადამიანს, ემპათიური გაგების მეშვეობით, აძლევს შესაძლებლობას განცადოს კაცობრიობის ერთობა.
– ღმრთიური საუბარი, 21 ნოემბერი, 1986.
6.11.2015
ყოველი მომდევნო დღის მძიმე შრომას აქვს თავის სამიზნედ და გამართლებად ეს ბოლო მიზანი; გახადოს ადამიანის ბოლო დღეები ტკბილი და სასიამოვნო. მაგრამ ყოველ დღეს ასევე აქვს მისი საღამო. თუ დღე არის გატარებული კეთილ საქმეებში, მაშინ საღამო გვლოცავს ჩვენ ღრმა, ძალის მომნიჭებელი და გამაცოცხლებელი ძილით, ძილით რომლის შესახებაც ნათქვამია, ეს არის სამადჰის მონათესავე. ადამიანს აქვს მხოლოდ სიცოცხლის მოკლე შუალედი მიწაზე. მაგრამ თუნდაც ამ მოკლე შუალედში ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ღმრთიურ ნეტარებას დროის სიბრძნითა და დიდი გაფრთხილებით გამოყენებით. ორი ადამიანი შეიძლება იყოს ერთნაირი შესახედაობით, და შეიძლება იყოს თითქოს იგივე ყალიბიდან და კიდევ იზრდებოდეს იგივე პირობებში, მაგრამ ერთი შეიძლება გარდაიქცეს ანგელოზად იმ დროს როცა მეორე რჩება თავის ცხოველურ ბუნებაზე. რა არის მიზეზი ამ განსხვავებული განვითარების? ეს არის ჩვევები, ქცევები ფორმირებული ამ ჩვევებიდან, და ხასიათი რომელშიც ეს ქცევებია გამკვრივებული. ადამიანები არიან ხასიათის ქმნილებები. აქედან გამომდინარე სრულყოფილად გადასაქცევად უპირველესი სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) არის საკუთარ თავში ნაკლოვანებებისა და სისუსტეების მოძებნა და მათი გამოსწორების მცდელობა.
– პრემა ვაჰინი, თავი 5.
7.11.2015
ზოგიერთი ქადაგებს რომ რამდენადაც ეს არის ქალი იუგა, მატყუარობა მარტო შეიძლება იყოს წარმატებული. არა! ყველაფრის მიუხედავად პატიოსნება ჯერ კიდევ არის საუკეთესო ყოფაქცევა. ერთი ტყუილი უნდა დაიმალოს ასი სხვა ტყუილით; იმ დროს როდესაც სიმართლის თქმა არის ყველაზე ადვილი, მარტივი და უსაფრთხო. იყავით რასაც თქვენ აცხადებთ რომ იყოთ; ილაპარაკეთ ის რის გაკეთებასაც აპირებთ; თქვით რაც თქვენ განცადეთ; არც მეტი და არც ნაკლები. ყალბი პოზიციის მხარდაჭერა არის მძიმე სამუშაო, იმ დროს როდესაც პირდაპირობა და პატიოსნება არის ყოველთვის უვნებელი. არ გადადგათ პირველი მცდარი ნაბიჯი და შემდეგ ნაბიჯი ნაბიჯზე დაღუპვისკენ. ჭეშმარიტება არის ადამიანის ნამდვილი ბუნება და როდესაც თქვენ ხართ თვით თქვენ, აქ მოდის თქვენი შინაგანი სიხარულის წყაროს დიდი ნაკადი. როდესაც თქვენ უარყოფთ ან ატყუებთ თქვენ თავს სირცხვილი აბნელებს თქვენს ჭკუას და ზრდის შიშს. თქვენ იღებთ მატყუარობის გზას გულისთქმის, სიხარბის, სიძულვილის და სიამაყის რაჯასური ვნებების გამო. კმაყოფილება, თავმდაბლობა და მიუბმელობა – ეს დაგაყენებთ თქვენ ჭეშმარიტების გზაზე.
– ღმრთიური საუბარი, 24 ოქტომბერი 1965.
8.11.2015
ზედაპირული დამკვირვებლისთვის, სიცოცხლე ჩნდება საჭმელის და სასმელის, მუშაობის და ძილის ირგვლივ ტრიალში. მაგრამ სინამდვილეში სიცოცხლეს აქვს უფრო ღრმა მნიშვნელობა. სიცოცხლე არის მსხვერპლი (იაჯნა). ყოველი პატარა მოქმედება არის შეთავაზება უფლისადმი. თუ თქვენი დღეები იხარჯება საქმეების დანებების სულით შესრულებაში, თქვენი ძილი იქნება მთლიანად ჩაძირვა ღმრთიურ ცნობიერებაში (სამადჰი)! ადამიანთა უმეტესობა უშვებს დიდ შეცდომას თავისი თავის სხეულთან გაიგივებით და აგროვებს ბევრ ნივთს მის შესანახად და თავისი კომფორტისთვის. როდესაც სხეული სუსტდება და ბერდება წლოვანებით, ისინი კვლავ ცდილობენ მის გაძლიერებას ამა თუ იმ საშუალებით. რამდენად დიდ ხანს შეიძლება სიკვდილი გადაიდოს? როდესაც იამას (სიკვდილის უფლის) ორდერი მოდის, ნებისმიერი უნდა წავიდეს. მდგომარეობა, სიამაყე, და ძალაუფლება – ყველაფერი ქრება სიკვდილის წინ. გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ ეს სხეული! ეს არის თქვენი ავტომობილი სხვების მსახურებისთვის. ამის გაცნობიერებით, დღე და ღამ ესწრაფეთ სისუფთავით სხეულში, ჭკუასა და სულში, შეიცნოთ თქვენი უმაღლესი მე.
– პრემა ვაჰინი, თავი 6.
9.11.2015
ადამიანის არსება წარმოადგენს ერთობლიობას კაცის, მხეცისა და ღმერთის, და გარდაუვალ ბრძოლაში სამს შორის ძალაუფლებისთვის, თქვენ უნდა დარწმუნდეთ რომ ღმერთი გაიმარჯვებს, უბრალოდ დათრგუნვით ადამიანის და დაბლა მდგომი მხეცის. კაცმა უნდა იცოდეს სამყარო როგორც არსებითად ბრაჰმანი ან ღმერთი. თქვენ და სამყარო ხართ ერთი; ყველაფერი მეკუთვნება იგივე ერთადერთ არსებას. კოსმიური ხედვის შეძენა შეიძლება სამყაროს ან ადამიანის საკუთარი შინაგანი კოსმოსის თვალყურის დევნებით. ადამიანს აღმოსაჩენი აქვს მხოლოდ თავისი თავი. სხეულის ციტადელში, არსებობს გულის ტაძრის ლოტოსი, მასში წმინდა აკაშით (სივრცით). მასში არის მოთავსებული ცა და მიწა, ცეცხლი და ჰაერი, მზე და მთვარე, ვარსკვლავები და პლანეტები – ეს ყველაფერი არის ხილული მსოფლიო და ყველაფერი ის რაც ინარჩუნებს მას და ყველაფერი რაშიც ის იძირება. მიწის და ცის უმაღლესი სფეროების ირგვლივ ტრიალის და მთვარეზე და მარსზე დაჯდომის დაგეგმარების ნაცვლად, თუ ადამიანი დაგეგმავს და მოემზადება თავის საკუთარ შინაგან სინამდვილეში სამოგზაუროდ, როგორი ამაღლებული სიხარული და მშვიდობა შეიძლება იყოს მიღწეული!
– ღმრთიური საუბარი, 24 ოქტომბერი, 1965.
10.11.2015
ამ დღიდან და შემდეგ, თქვენ უნდა გაიმარჯვოთ ყველაზე სიყვარულისა და თანაგრძნობის მეშვეობით. ნარა (კაცი) ვარდება ნარაკაში (ჯოჯოხეთში) ზედმეტი თავზე ხელის გადასმით. გრძნობები ჩვეულებრივ გარბის ველურად და ცოფდება წყალდიდობის მსგავსად და ანგრევს დროის მოკლე შუალედში. დიიპავალის დღესასწაული არის მადლიერების გამოთქმა ადამიანში დემონური (ნარაკას) მიდრეკილებების დამარცხებაზე, რომლებიც მას ეწევა ღმრთიურებიდან ქვემოთ. ნარაკა არის ჯოჯოხეთის სახელი, და დემონს ვის სიკვდილსაც კრიშნას ხელებით დღეს ვზეიმობთ ერქვა ნარაკასურა, განმსახიერებელი ხასიათის ყველა შტრიხის რომლებიც ხელს უშლის ყველა ადამიანის ასამაღლებელ იმპულსებს. სახლი (გრიჰა) სადაც უფლის სახელი არ ისმის არის მღვიმე (გუჰა), და მეტი არაფერი. როცა თქვენ შედიხართ მასში ან ტოვებთ მას, და როდესაც თქვენ ხართ მასში, დააპკურეთ სურნელი მას, გაანათეთ იგი, და გაასუფთავეთ იგი უფლის სახელით. გაანათეთ იგი როგორც ნათურამ ბინდი და მიემშვიდობეთ მას გამთენიისას როგორც მიემშვიდობებით მზეს. ეს არის ნამდვილი დიიპავალი, სინათლეთა ზეიმი.
– ღმრთიური საუბარი. 24 ოქტომბერი, 1965.
11.11.2015
ნარაკა ჩატურდაში (ან დიიპავალი) არის დღესასწაული, რომელიც გასწავლით თქვენ რომ გახსოვდეთ როგორ წყვეტს ხასიათი ბედისწერას, გეგმავს მიღწევებს და მიჯნავს ადამიანს როგორც ღმრთიურს ან დემონურს! სიზარმაცე არის დემონი რომელიც ეუფლება და ასუსტებს ინდივიდს. მისი ძმა არის პატივმოყვარეობა. დაამატეთ რისხვა მათ და ეს მთლიანად დაასუსტებს ნებისმიერს! რისხვა ასუსტებს ნერვებს და აცხელებს სისხლს, ცვლის მის შემადგენლობას. სიბრაზის უბრალო აფეთქება ანადგურებს ძალას მიღებულს სამ თვეში! უფალმა აირჩია შეჭრა ნარაკასურას სამეფოში რამდენჯერმე, აიძულა ის აფეთქებულიყო მძვინვარე ბრაზში კვლავ და კვლავ! ამით გაანადგურა მისი წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ისწავლეთ უფლის სტრატეგიიდან. ამ დიიპავალის დღეზე, ადამიანები დაჟინებით მოითხოვენ ახალი ტანსაცმლის ტარებას. დაე თქვენი გულებიც ხარობდეს ახალი იდეალების, გრძნობების და გადაწყვეტილებების სამოსელით. დააგემოვნეთ სათნოების სიტკბო დღეიდან და მოაქციეთ თქვენი სიცოცხლე სიყვარულის ტკბილ სიმღერებში.
– ღმრთიური საუბარი, 26 ოქტომბერი, 1981.
12.11.2015
გამოიყენეთ თქვენი უფლებამოსილება ამ სხეულზე მსოფლიოს კეთილდღეობის ხელშესაწყობად. ეს სხეული არის მხოლოდ ინსტრუმენტი, ხელსაწყო მოცემული ღმერთის მიერ. დაე ეს ემსახუროს პირდაპირ დანიშნულებას. მიზნის გაცნობიერებამდე რისთვისაც ხელსაწყო გაქვთ მოცემული თქვენი მოვალეობაა მასზე ყურადღების მიქცევა და მისი დაცვა ზიანისგან და უნარის დაკარგვისგან. ზამთრის განმავლობაში, ატარებენ შალის ტანსაცმელს ძლიერი ცივი ქარების სუსხიანობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მაგრამ როდესაც სიცივე იკლებს მას იხდიან. ასევე როდესაც მატერიალური სიცოცხლის ძლიერი ქარები მცირედაც კი არ მოქმედებს ჩვენზე, მატერიალური სხეული მეტად აღარ ხდება არსებითი. `შენ ხარ ის~ – ეს არის უმაღლესი და უწმინდესი სულიერი პრინციპი! შენ ხარ ურღვევი ათმური პრინციპი (ღმრთიური სული). ამ ათმური პრინციპის გასაცნობიერებლად და განსაცდელად გაქვთ თქვენ ეს სხეული! უზენაესი უფლის გაცნობიერებისკენ პროცესში აქ და ახლა, თქვენ კარგად უნდა იზრუნოთ თქვენზე.
– პრემა ვაჰინი, თავი 12.
13.11.2015
გლეხი იგნორირებს საჭმელსა და ძილს, და ფოკუსირდება ხვნაზე, მოსწორებაზე, თესლის მოპნევაზე, მორწყვაზე, გამარგვლაზე, მოსავლის დაცვასა და მოყვანაზე. მან იცის რომ მოსავალი რომელსაც ის მიიტანს სახლში არის გადამწყვეტი მისი ოჯახის არსებობისთვის და თუ ის გაფლანგავს ძვირფას სეზონს უსაქმოდ ხეტიალში, მისი ოჯახი დადგება შიმშილისა და ცუდი ჯანმრთელობის წინაშე. ამიტომ ის უპირატესობას აძლევს მის ყურადღებას მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე და გადადებს ყველა სხვა საქმეს. ის საკუთარ თავზე იღებს ყველა სირთულესა და დანაკარგს, და შრომობს დღე და ღამ, უთვალთვალებს მოსავალს და იღებს მარცვლეულს. როგორც შედეგი, ის ბედნიერად ატარებს მომდევნო თვეებს, მშვიდობასა და სიხარულში თავის ოჯახთან. ყველა სტუდენტმა და სულიერმა მაძიებელმა უნდა ისწავლოს ეს გაკვეთილი გლეხიდან. ახალგაზრდობა არის მთავარი სეზონი გონებრივი კულტურისთვის. გამოიყენეთ ეს წლები ინტენსიურად და გონივრულად თქვენი წინსვლისთვის წინააღმდეგობების მიუხედავად და გადალახეთ ყოველი დაბრკოლება. დაადუმეთ თქვენი გრძნობების ყვირილი და აკონტროლეთ შიმშილი და წყურვილი; ბიძგები ძილისა და მოდუნებისკენ აგრეთვე იყავით მოთოკილი ვიდრე სულიერი მოსავალი არ იქნება მიღებული.
– ღმრთიური საუბარი, 26 ოქტომბერი, 1981.
14.11.2015
ჩვენი ერის 1469 წელში დაიბადა გურუ ნანაკი, სიკჰების პირველი გურუ, მან დაიწყო ჯგუფური გალობის (ბჰაჯანების) პრაქტიკა. ამ მოძრაობას თავი მოეყარა წლების განმავლობაში და დიდმა წმინდა კომპოზიტორმა თიაგარაჯამ (1700-იან წლებში) შემოიღო ბჰაჯანები ვიტრაგა და თალა (მუსიკალური ფორმები და რიტმები). ამის შემდეგ ბჰაჯანებს აქვს ეროვნული პოპულარობა ინდოეთის ყველა მხარეში. ყველა ძირითადი რელიგია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებრივ ლოცვებს ადამიანისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის. ბჰაჯანები მიზანმიმართულია მონაწილეთა გრძნობების, გალობის, და რიტმული დარტყმების ჰარმონიზებისკენ, ასე რომ მათ განცადონ უნისონში ღმერთის ერთიანობა. ერთგულებას (ბჰაკტის) უნდა მიეცეს პირველი და ძირითადი ადგილი ბჰაჯანებში. ასეთი ბჰაჯანები არის სულიერად ეფექტური. აქედან გამომდინარე, დაე თქვენი გალობა გადამეტებულად დატვირთული იყოს სიყვარულით და დაე ინტენსიურმა სიყვარულმა უფლის მიმართ და სუფთა ერთგულებამ იდინოს ყოველი საგალობლის გალობის მეშვეობით.
– ღმრთიური საუბარი, 8 ოქტომბერი, 1986.
15.11.2015
ადვილი არ არის ადამიანის ჭკუისთვის, რომელიც ჩაფლულია ამქვეყნიურ ურთიერთობებში, რომ შეტრიალდეს ღმერთისკენ. მხოლოდ მაშინ როდესაც ჭკუა ტრანსფორმირდება და ექვემდებარება სულის (ათმას) კონტროლს სხეული განცდის ღმრთიურ ნეტარებას (ანანდას). საშუალება რომლითაც ჭკუა ტრანსფორმირდება არის ერთგულება (ბჰაკტი – ინტენსიური სიყვარული ღმერთისადმი). თანდათან, შეატრიალეთ თქვენი ჭკუა ღმერთისკენ სანამ ის არ შეერთდება ღმერთში. მედიტირება, უფლის სახელის გამეორება, ჯგუფური გალობა ერთგულების საგალობლების (ბჰაჯანების), წერილების კითხვა და სხვა ასეთი საქმიანობები განკუთვნილია მხოლოდ ჭკუის გასასუფთავებლად ასე რომ მან შეძლოს ღმერთზე კონცენტრირება. როგორც მინდორი უნდა მოიხნას და მომზადდეს დასათესად იმიტომ რომ მოიწიოთ კარგი მოსავალი, ჩვენი გულის მინდორი მიგებული უნდა იყოს სუფთა და წმინდა აზრებზე კარგ და წმინდა მოქმედებებსა და სულიერ დისციპლინაზე (სადჰანაზე) თუ ეს არის ღმრთიური სიბრძნის ნაყოფის მოსაპოვებლად.
– ღმრთიური საუბარი, 8 ოქტომბერი, 1984.
16.11.2015
თქვენ შეგიძლიათ გაანათოთ ათასობით კანდელზე უფრო მეტად მარტო ერთი ლამპიდან. გახსოვდეთ მხოლოდ რომ ანთებული ლამპა ან კანდელი შეიძლება გამოიყენოთ სხვა კანდელების ასანთებად. აუნთებელი კანდელი ვერ გაანათებს სხვა აუნთებელ კანდელს. ასევე მხოლოდ ადამიანს ვისაც მიღებული აქვს სიბრძნე შეუძლია გაანათოს სხვა ვინც არის უმეცრებაში. ის ადამიანი ვინც არ არის გასხივოსნებული ვერ გაასხივოსნებს სხვებს ვინც იმყოფება მაიიას წყვდიადში. ამიტომ თქვენ უნდა ეცადოთ თქვენი საკუთარი ლამპების ანთებას სიყვარულის უნივერსალური სინათლიდან და აქედან გადასცეთ სინათლე ყველასკენ ვინც ეძებს და ცდილობს. ყველა ლამპა ანათებს ერთნაირად რადგან ეს ყველა არის ნაპერწკალი ამ პარამ-ჯიოტის, საყოველთაო ნათების, რომელიც არის ღმერთი. ლამპები არის ბევრი, მაგრამ სინათლე არის ერთი. წყლის ყოველი ნაწილი დედამიწაზე ირეკლავს მზეს თავისში მაგრამ ნამდვილი მზე არის ერთი. როგორც ერთი მზე დაინახება მილიონობით ქოთანში, ტბაში ან ჭაში, ერთი და იგივე ღმრთიურება (პარამჯიოტი) ბრწყინავს როგორც სიბრძნე მილიონობით გულში.
– ღმრთიური საუბარი, 26 ოქტომბერი, 1981.
17.11.2015
ყოველი მაძიებელი ვინც ეძებს მარადიულს ერთგულების გზის საშუალებით უნდა ეცადოს მოშორებას ამქვეყნიური აურზაურის, ულმობლობისა და სიცრუისგან და უნდა აპრაქტიკოს ჭეშმარიტება, უბიწოება, სიყვარული და მშვიდობა. ეს სინამდვილეში არის ერთგულების გზა. მათ ვინც ეძებენ ღმერთთან კავშირს და მათ ვინც ეძებენ მსოფლიოს კეთილდღეობას უნდა უკუაგდონ როგორც უსარგებლო ორივე ქებაც და გაკიცხვაც, მადლიერებაც და დაცინვაც, კეთილდღეობაც და გაჭირვებაც. მათ გაბედულად უნდა დაიჭირონ მყარი რწმენა თავიანთ თანდაყოლილ სინამდვილეში და უნდა მიუძღვნან საკუთარი თავი სულიერ ამაღლებას. ვერც ერთი ადამიანი, ვერც თუნდაც დიდი სულიერი პიროვნება (მაჰაპურუშა) ან ავატარი, ვერასდროს გაექცევა კრიტიკას და ბრალდებებს. ისწავლეთ მათი ცხოვრებიდან. დიდი სულები აღიარებენ ჭეშმარიტებას და ცხოვრობენ ამით. ისინი ვინც გატაცებულია კრიტიკით ან ბრალდებით გააცნობიერებენ მათ სიდიადეს დროში. როგორც მაძიებლები, დადექით შორს უმეცარი ადამიანებიდან და შეწყვიტეთ თქვენი რწმენის და სარწმუნოების განხილვა მათთან. ჩაიძირეთ წმინდა წიგნებში და იყავით უფლის ერთგულთა კომპანიაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 17.
18.11.2015 რატოთშავამი
არ არსებობს არაფერი დედის სიყვარულზე უფრო დიდი. დედის სიტყვები არის ყოველთვის ტკბილი. ზოგჯერ მან შეიძლება გამოიყენოს უკმეხი სიტყვები, მაგრამ ამ სიტყვების დანიშნულებაა მხოლოდ თქვენი გამოსწორება, არა თქვენზე ზიანის მოყენება. შეიძლება არსებობდეს ბოროტი ვაჟიშვილი ან ქალიშვილი, მაგრამ არასოდეს შეიძლება არსებობდეს ბოროტი დედა ამ ქვეყანაზე. ყოველმა თქვენგანმა უნდა გაიგოს დედის სიყვარულის ფასი და მისი ზრუნვა თქვენთვის. დედას, მამას, მასწავლებელსა და ღმერთს შორის დედას უნდა მიეცეს უმაღლესი რანგი და პრიორიტეტი. აწმყო დროში, თანამედროვე ახალგაზრდობა არ ზრუნავს თავიანთი დედების ან მშობლებისთვის. ბევრი ფიქრობს რომ ისინი არიან უმაღლესად განათლებულნი და რომ დედამ არ იცის რაიმე. ეს არის დიდი შეცდომა ვინმეზე ცუდად ფიქრი. არასდროს შეხედოთ დედას ზემოდან ქვემოთ. ყოველთვის გახსოვდეთ სიყვარული რომელიც მას აქვს თქვენთვის, და ყოველ ვითარებაში ეცადეთ და გახადეთ ის ბედნიერი. ღმერთი იქნება კმაყოფილი თქვენით მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ ნამდვილად გახდით ბედნიერს თქვენს დედას.
– ღმრთიური საუბარი, 19 ნოემბერი, 1999.
19.11.2015 ქალთა დღე
ადი შანკარამ, ვივეკანანდამ და რამაკრიშნა პარამაჰამსამ მიაღწიეს განდიდებულ მდგომარეობას თავიანთი დედების წმინდა გრძნობის გამო. განდჰიჯის სუფთა და მოსიყვარულე დედას ჰყავდა მსახური ქალი სახელად რამბჰა, რომელიც ბავშვებს მეთვალყურეოდა სიყვარულით და მზრუნველობით. ერთ დღეს განდჰიმ მიირბინა მასთან და უთხრა რომ ის იყო შეწუხებული შიშით. რამბჰამ უთხრა, `ჩემო ძვირფასო ბავშვო, რა საჭიროა შიში როდესაც ყველს დამცველი რამაჩანდრა არის ჩვენთან ყოველთვის. წარმოთქვი რამას სახელი როდესაც კი შენ ხარ შიშით მოცული.~ მას შემდეგ განდჰი გალობდა რამას სახელს და აკეთებდა ასე თავის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ჩემთვის ამ ყველა მაგალითის თქვენთვის გადმოცემის მიზეზი არის იმის ხაზგასმა რომ ქალს და დედას აქვთ კეთილშობილური და წმინდა გრძნობები. უხსოვარი დროიდან, ქალი არის ჭეშმარიტების და კულტურის მატარებელი. ბავშვები იღებენ უბიწოების გზას ქალის კეთილშობილობის გამო. 19 ნოემბერი აღინიშნება როგორც ქალთა დღე, იმიტომ რომ თქვენ ღრმად ჩაიხედოთ ქალების წმინდა თვისებებში და მოეპყროთ მათ პატივისცემით.
– ღმრთიური საუბარი, 19 ნოემბერი, 2000.
20.11.2015
წარსულში აწმყოსა და მომავალში ქალები არიან პროგრესის ხერხემალი და ერის გული. სინამდვილეში ისინი არიან თვით მისი სუნთქვა. დატვირთული სიწმინდით, ისინი თამაშობენ მთავარ როლს სიცოცხლის დჰარმაში. ვერც ერთი ერი ვერ აშენდება მისი ქალების კულტურაში ინვესტირების გარეშე. მსოფლიო შეიძლება ამაღლდეს თავის პირველყოფილ სიდიდემდე მხოლოდ ქალების მეშვეობით რომლებიც ეუფლებიან სინამდვილის გაცნობიერებას (ატმა ვიდიას). თუ ერს უნდა რომ ჰქონდეს ხანგრძლივი კეთილდღეობა და მშვიდობა, ქალი უნდა იყოს განსწავლული განათლების სისტემებში რომლებიც აქცენტს აკეთეს ზნეობრივ ქცევასა და ხარისხებზე. ყოველი ქალს უნდა შეეძლოს ოჯახის, საზოგადოების და ქვეყნის პრობლემების გაგება. მან უნდა გასწიოს ასეთი მსახურება და დაეხმაროს ოჯახს, საზოგადოებას და ქვეყანას ისე როგორც მას შეუძლია, თავისი შესაძლებლობების და უნარების საზღვრებში. თანამედროვე დაცემა ზნეობრივ სტანდარტებში და საზოგადოებრივი მშვიდობის არქონაში არის ქალის განათლების უგულებელყოფის ასპექტით გამოწვეული.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 5.
21.11.15
თანამედროვე ცივილიზაცის რომანებში, გამოჩნდა შეუფერებელი ჩანაწერები რომლებიც აჩუმებს ღმრთიურების ძახილს შიგნიდან. ადამიანები მოწყურებული არიან მათი სიცოცხლეების მხიარულ ცხოვრებად გადასაქცევად, მაგრამ ეს ეხვევა უსიამოვნებების მტკივნეულ გორგლად. ისინი ვერ აღმოაჩენენ წინააღმდეგობის მიზეზს და კარგავენ თავიანთ წლებს უშინაარსო ეფემერულ პომპეზურობასა და ფარისევლობაში. ნამდვილი პროგრესი ნიშნავს ამაღლებას მორალური ცხოვრების დონის და ყოველდღიური ცხოვრების გაბრწყინებას გულკეთილობითა და ღმრთისმოსაობით. სიცოცხლე უნდა იყოს უწყვეტი პროცესი გამოსწორებისა და გარდაქმნის, ცუდის გადაყრისა და გულკეთილობის განვითარების. პედის მარცვლებს უნდა მოსცილდეს ჩენჩო რომ გახდეს მოხმარებადი ბრინჯი. ბამბა უნდა გარდაიქმნას ძაფად რომ გახდეს სატარებლად ვარგისი ქსოვილი. თუნდაც ოქროს თვითნაბადმა უნდა გაიაროს ტიგელი და მოიცილოს მინარევები. ასევე ყოველმა თქვენგანმა უნდა გაისუფთაოს ინსტინქტები, იმპულსები, ვნებები, ემოციები და სურვილები. მხოლოდ შემდეგ თქვენ შეძლებთ პროგრესს კარგ აზრებში, საქმეებსა და სიტყვებში. თქვენი ნამდვილი ღირებულება პირდაპირ პროპორციულია თქვენს მიერ მიღწეული ტრანსფორმირების დონის.
– ღმრთიური საუბარი, 22 ნოემბერი 1986.
22.11.2015 მოწვევის დღე
ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ბჰარატას კულტურა არის ამაღლებული, დიდებული, წმინდა, და ღმრთიური. მას შეუძლია შეასრულოს ყველა თქვენი მაღალი სურვილი და დააოკოს თქვენი ღრმა წყურვილი. ჯერ გადაიტანეთ ეს გაგება ნამდვილ პრაქტიკაში და შეინახეთ გამოცდილება თქვენს გულებში. შემდეგ გააზიარეთ ამ განცდის სიხარული სხვებთან. არასდროს დაუშვათ რომ თქვენი ჭკუა აღელდეს უსაზღვრო სურვილებით. თქვენ უნდა გაანათოთ თქვენი სახლები თქვენი მშობლების სიამოვნებით. თუ თქვენ იწვევთ დარდს მათში მთელი თქვენი ცხოვრება გაჟღენთილი იქნება დარდით და თქვენი შვილები, თავიანთ მხრივ, უეჭველად ჩაგძირავენ თქვენ დარდში. არასდროს იყოთ ქედმაღალი თქვენი მშობლების მიმართ უბრალოდ იმიტომ რომ თქვენ გამოიმუშავეთ ხარისხი. `პატივი ეცით დედას როგორც ღმერთს; პატივი ეცით მამას როგორც ღმერთს; პატივი ეცით მასწავლებელს როგორც ღმერთს; პატივი ეცით სტუმარს როგორც ღმერთს~. მიჰყევით ამ ოთხმაგ მოწოდებას სრული რწმენით მის სინამდვილეში, მიიღეთ ნეტარება (ანანდა) იქიდან და შთააგონეთ სხვებს თქვენი მაგალითით, ამგვარად რომ დედა სამშობლომ შეძლოს წინსვლა და აყვავება. შეასრულეთ ჩემი ეს სურვილი, ჩემი კურთხევით.
– ღმრთიური საუბარი, 22 ნოემბერი, 1986.
23.11.2015 ბჰაგავანის დაბადების დღე
თუ თქვენ უბრალოდ აღიარებთ რომ უფალი მოვიდა მაგრამ არ გწყურიათ სარგებლობის მიღება ჩამოსვლით ეს არ ემსახურება მიზანს. შესთავაზეთ თქვენი თავი მთლიანად, მთელი თქვენი სიცოცხლე, მას; შემდეგ თქვენი თაყვანისცემა ტრანსგფორმირებთ და გარდაგქმნით თქვენ ასე სწრაფად და ასე სრულად რომ თქვენ შეერწყმებით მასთან. ის ფიქრობს, ის გრძნობს და ის მოქმედებს, როგორც თქვენ ამას აკეთებთ; თქვენ ფიქრობთ, გრძნობთ და მოქმედებთ როგორც ის ამას აკეთებს. თქვენ უნდა ტრანსფორმირდეთ როგორც ქვა ტრანსფორმირდება მოქანდაკის მიერ კერპად, რომელიც ემსახურება თაყვანსაცემად გულწრფელი კაცების და ქალების თაობებს. პროცესში თქვენ შეიძლება გადაიტანოთ ჩაქუჩის ბევრი დარტყმა და სატეხის ჭრილობა, რადგან ის არის მოქანდაკე. მაგრამ ის გათავისუფლებთ გაქვავებულობისგან! ამიტომ დღეიდანვე შესთავაზეთ თქვენი გული უფალს, და სიხარულით დაე მან გარდაგქმნათ თქვენ. აპრაქტიკეთ სამი დისციპლინა მდუმარების, გაწმენდის და მოთმინების. მდუმარებაში თქვენ შეძლებთ ღმერთის ხმის მოსმენას. გაწმენდის მეშვეობით თქვენ გამოიმუშავებთ სისუფთავეს. მოთმინებით, თქვენ განივითარებთ სიყვარულს.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1968.
24.11.2015
იყავით სუფთა, ფხიზელი და თავმდაბალი. მე ვარ თქვენში. თქვენ ხართ ჩემში. თქვენ აღმართეთ პრაშანტის დროშა პრაშანტი ნილაიამში. გახსოვდეთ რომ დროშა არის ნიშანი რომელიც არის მნიშვნელოვანი თქვენთვის თითოეულისთვის და ყველასთვის. ეს არის თქვენი ვალდებულებების შეხსენება თქვენთვის, ამიტომ როდესაც თქვენ აღმართავთ მას თქვენ უნდა გაშალოთ ის თქვენს საკუთარ გულებში. ეს შეგახსენებთ თქვენ დაბალი სურვილების, რისხვის და სიძულვილის განზრახვის გადალახვას როდესაც თქვენი სურვილები ჩაიშლება; ეს მოგიწოდებთ თქვენ გააფართოვოთ თქვენი გული ისე რომ თქვენ მოიცვათ მთელი კაცობრიობა, მთელი სიცოცხლე და მთელი ქმნილება მის ხორცშესხმაში; ეს მიგმართავთ თქვენ თქვენი იმპულსების დაწყნარებისკენ და თქვენს საკუთარ შინაგნ სინამდვილეზე მშვიდად დაფიქრებისკენ. ეს გარწმუნებთ თქვენ რომ, მაშინ როდესაც თქვენ ასე აკეთებთ, თქვენი გულის ლოტოსი ყვავდება, და მისი ცენტრიდან წარმოიქმნება ღმრთიური ხედვის ალი, რომელიც გარანტირებს პრაშანტის (უსასრულო მშიდობას) ყოველი თქვენგანისთვის.
– ღმრთიური საუბარი, 22 ნოემბერი, 1986.
25.11.2015
გრძნობების კონტროლის გარეშე, სულიერი პრაქტიკები (სადჰანა) არის არაეფექტური; ეს არის როგორც წყლის შენახვა გახვრეტილ ქოთნში. პატანჯალიმ (სახელგანთქმულმა ბრძენმა და იოგა სუტრას ავტორმა) თქვა რომ როდესაც ენა არის დაპყრობილი, მაშინ გამარჯვება არის თქვენი. იმ დროს როდესაც თვალები, ყურები და ცხვირი არის ბუნების გარკვეული მახასიათებლების ცოდნის ინსტრუმენტები, ენა თავისთავს შესაძლებელს ხდის ორი მიზნისთვის: საცოდნელად გემოს და სათქმელად სიტყვების – კომუნიკაციის სიმბოლოების. თქვენ უნდა აკონტროლოთ ენა ორმაგი ზრუნვით, ვინაიდან მას შეუძლია ზიანი მოგაყენოთ თქვენ ორი მხრიდან. როდესაც ენას ძლიერ სწადია ზოგიერთი დელიკატესი, აცხადებს რომ თქვენ არ ანიჭებთ სიამოვნებას მის ახირებას. თუ თქვენ შეუპოვრად იღებთ უბრალო საკვებს რომელიც არ არის გემრიელი ან ცხელი, მაგრამ არის საკმაოდ ასატანი, ენა შეიძლება დაიკლაკნოს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ ის მალე მიემშვიდობება მას. ეს არის გზა მის დასაპყრობად და მისი თქვენს პატრონად ყოფნის ცუდი შედეგების გადასალახავად.
– ღმრთიური საუბარი, 23 ნოემბერი, 1968.
26.11.2015
პუთლიბაიმ, მაჰათმა განდჰის დედამ, გაატარა მისი სიცოცხლე ღმერთის განჭვრეტაში. ის იცავდა აღთქმას რომლის მიხედვითაც მას არ უნდა მიეღო საკვები იქამდე ვიდრე არ გაიგონებდა გუგულის კუ-კუს. ერთ დღეს მოხდა ისე რომ გუგულის ხმა არ გაისმა. განდჰი, პატარა ბიჭი მაშინ, ვერ იტანდა ენახა თავისი დედის მარხვა დიდი ხნის განმავლობაში. ის წავიდა სახლის უკან და გამოაჯავრა გუგულს სიმღერა. პუთლიბაი უკიდურესად დამწუხრდა როდესაც მან გაიგო რომ მისმა ვაჟმა წარმოთქვა სიცრუე. ის ტიროდა! `ოჰ ღმერთო! მე რა ცოდვა მაქვს ჩადენილი რომ დავბადე შვილი რომელიც ლაპარაკობს არაჭეშმარიტებას?~ გააცნობიერა რა უზარმაზარი დადრი რომელიც მან ტყუილის თქმით გამოიწვია თავის დედაში, განდჰიმ მისცა აღთქმა რომ ის აღარასოდეს მისცემდა თავის თავს კვლავ ცრუობის ნებას. ეს არის მნიშვნელოვანი რომ დედები ზრდიან თავიანთ შვილებს მორალურ ფასეულობებზე პირდაპირ ბავშვობიდან. არასოდეს აარიდოთ თვალი ბავშვების შეცდომებს – შეუსწორეთ მათ დაუყოვნებლივ როდესაც ისინი სცდებიან სწორი გზიდან და დაასაჩუქრეთ ისინი მათი კარგი საქმეებისთვის.
– ღმრთიური საუბარი, 19 ნოემბერი, 2000.
27.11.2015
ადამიანები თავისში ინვითარებენ დიდი რაოდენობით ეგოურობის სხვადასხვა ჩვევას და დამოკიდებულებას, რითაც იწვევენ დიდ დაუკმაყოფილებლობას. იმპულსები ამისთვის მოდის ძალაუფლების კომპლექსიდან, გავლენის, მბრძანებლობის და ძალაუფლების დაგროვების სიხარბიდან! სიხარბე ნივთებისთვის ვერასდროს იქნება მარადიული და სრული და ფაქტობრივად შეუძლებელია ვინმესთვის რომ სრულად გაიძღოს თავისი სურვილები. პიროვნება შეიძლება თავს გრძნობდეს ამაღლებულად რომ გახდეს პატრონი ყველა ხელოვნების, მესაკუთრე ყველა სიმდიდრის, მქონე ყველა ცოდნის ან საცავი ყველა წმინდა წერილის, მაგრამ ვისგან იღებს ამ ყველაფერს ადამიანი? თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ თქვენ გამოიმუშავეთ ეს ყველაფერი საკუთარი ძალისხმევით და შრომით. წყარო რომლიდანაც ჩნდება ყველა ძალაუფლება, ტალანტი, ენერგია და ძალა, არის უფალი ყველაფრის. უფლის ყოვლისშემძლეობის იგნორირება, საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანა რომ მიღწეული პატარა სიდიდე არის უზენაესი, არის ნამდვილად ეგოიზმი, პატივმოყვარეობა და სიამაყე (აჰამკარა). ნამდვილი მაძიებელი შეიძლება ამოცნობილი იყოს ჭეშმარიტების, გულკეთილობის, სიყვარულის, მოთმინების, თავდაჭერის და მადლიერების მახასიათებლებით. სადაც ესენი არის იქ ეგო ვერ იარსებებს; მას არ ექნება ადგილი. აქედან გამომდინარე ეცადეთ ამ მახასიათებლების განვითარებას.
– პრემა ვაჰინი, თავი 15.
28.11.2015
ქმნილება ან გამოვლინება დაიწყო, როგორც უპანიშადები ამბობს, როდესაც ერთმა ინება ეკოჰამ ბაჰუსიამ – `მე ვარ ერთი; დაე მე გავხდე ბევრი~. ეს არის მთელი რიცხვი (მე) რომელიც ავსებს ნულებს მის მომდევნოდ ფასეულობითა და სინამდვილით! `მე~-ს ფუნქციის გაცნობიერება და მოქმედება ყველა ნულის იგნორირებით, რომლებიც მოდის მის მომდევნოდ, არის დასასრული და მიზანი ყველა ადამიანური მისწრაფების. როდესაც ჭკუა აღუშფოთველია და გონება არის გამახვილებული, ეს გაცნობიერება ხდება ბუნებრივად. უანგარო მსახურების დისციპლინის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ ადვილად იცნოთ ერთი რომელიც ჩანს როგორც ბევრი. ამ გამოცდილების მისაღწევად, მსახურება უნდა შესრულდეს ან მოვალეობის გრძნობის უზენაესობით ან როგორც თავმდაბალი შეთავაზება უზენაესისადმი, ან სრული მინდობის სულით ღმერთის ნებაზე შედეგებზე ყველა აზრის მის წყალობაზე დატოვებით. მსახურების ნებისმიერი მოქმედება შესრულებული ამ სუფთა მოტივებით განგივითარებთ განცალკევებას და გიბოძებთ ყველაზე უმაღლეს ჯილდოებს.
– ღმრთიური საუბარი, ნოემბერი 1970.
29.11.2015
თქვენი სულის (ათმას) სხივმოსილება არის დაბნელებული ეგოთი. აქედან გამომდინარე როდესაც ეგო ისპობა, ყველა უსიამოვნება მთავრდება და ყველა უკმაყოფილება ქრება, და ნეტარება მიიღწევა. როგორც მზე ბნელდება ნისლით, სწორედ ასე, ეგოს გრძნობა მალავს მარადიულ ნეტარებას. მაშინაც კი თუ თვალები გახელილია, ქსოვილის ან მუყაოს ნაჭერს შეუძლია შეზღუდოს მხედველობის ეფექტური და სასარგებლო ფუნქციონირება. სწორედ ასე, ეგოურობის ფარდა ხელს უშლის ადამიანს რომ დაინახოს ღმერთი, ვინც არის სინამდვილეში ახლობელი უფრო ვიდრე კიდევ რაიმე. განივითარეთ თვისებები ჭეშმარიტების, სიკეთის, სიყვარულის, მოთმინების, თავმდაბლობის და მადლიერების. ეგო (აჰამკარა) ვერ იარსებებს იქ, სადაც ეს თვისებები ბინადრობს, ისე როგორც სიბნელე უჩინარდება მზის სხივებით. ბევრ სულიერ მაძიებელს, (სადჰაკას), განდეგილს და უარისმთქმელს (სანიასას) რომელსაც მოპოვებული ჰქონდა ყველა უპირატესობის ნებართვა მრავალი წლის ბრძოლითა და მსხვერპლის გაღებით უსხლტებოდა თავიდან ბოლომდე ამ თავის მესთან მიბმულობის გამო. უფლება ღმერთის გაცნობიერების გარეშე არის კედელი საძირკვლის გარეშე.
– პრემა ვაჰინი, თავი 15.
30.11.2015
როდესაც თქვენ გსურთ ვერცხლის ქანდაკების კრიშნას კერპად გარდაქმნა, თქვენ ვერ იქნებით წარმატებული უბრალოდ ვერცხლის კერპზე ქსოვილის გადაფარებით და რამდენიმე წამის შემდეგ ამ საფარის მოხსნით! თქვენ უნდა დაამსხვრიოთ ქანდაკება ნაწილებად, უნდა გაადნოთ ნაწილები და უნდა ჩაასხათ ვერცხლი კრიშნას ყალიბში! ასევე თუ თქვენ გწყურიათ თქვენი თავის ტრანსფორმირება ღმერთში, თქვენ უნდა დაიმსხვრეთ ნაწილებად მიუბმელობის მდგომარეობის დახმარებით, უნდა გაადნოთ ეს სიბრძნის (ჯნანას) ცეცხლში და უნდა ჩაასხათ თქვენი ჭკუა ერთგულების ყალიბში. მაშინ მთელი ცნობიერება იღებს ღმერთის სახელს, ფორმასა და შინაარსს. შემდეგ რასაც კი წარმოთქვამთ ან აკეთებთ ან ფიქრობთ იღებს ღმერთის დიდმშვენიერებასა და სისუფთავეს. გახსოვდეთ ვერაფერი ვერ გაახარებს ღმერთს უფრო მეტად ვიდრე უბიწოების (დჰარმას) მკაცრი დაცვა. თქვენ დადგებით დჰარმას გზაზე თუ თქვენ შეიცნობთ ღმერთს ყველაფერში რასაც თქვენ ხედავთ ან ისმენთ, ეხებით ან აგემოვნებთ.
– ღმრთიური საუბარი, ნოემბერი, 1970.

ბაბა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *