ოქტომბერი

01.10.21.
ცხოვრების დრამაში, არის ნარევი კარგის და ცუდის. ამ ორიდან ერთი ცნობილია როგორც მაარაკამ და მეორე ცნობილია როგორც ტაარაკამ. მაარაკამ გულისხმობს რომ ადამიანი მოქმედებს საფუძველზე რომ არაფერი ეკუთვნის თავად და ყველა სიტყვა რასაც წარმოთქვამს ან რა მოქმედებასაც აკეთებს – ყველა ეკუთვნის ღმერთს. ის ასრულებს თავის როლს ამ სულით, არაფერს იკუთვნებს თავად. ტაარაკამ წარმოადგენს დამოკიდებულებას მსახიობის, გაცნობიერებულის როლის რომელსაც ის თამაშობს და არ ივიწყებს ინდივიდუალობას თავის ქმედებებში. ადამიანი მიიჩნევს საკუთარ თავს არა როგორც უბრალოდ მოქმედს არამედ განიხილავს საკუთარ თავს როგორც მოღვაწეს! ამ ორს შორის განსხვავება არის ის რომ მაშინ როცა მაარაკამ დამოკიდებულება ეხმარება გაცნობიერებას იმ როლის დროებითი ხასიათის რომელსაც ადამიანი თამაშობს და ის რჩება მიუჯაჭველი როლთან დაკავშირებულ საკითხებზე, მეორეს (ტაარაკამს) უვითარდება მიჯაჭვულობა იმ როლზე, რომელსაც ასრულებს და არ სურს დაცილება როლთან დაკავშირებულ საგნებთან! მაარაკამის კონცეფციას არ გააჩნია მფლობელობის გრძნობა. მაგრამ ტაარაკამში, ადამიანი მიჯაჭვულია იმასთან რასაც ის მიიჩნევს როგორც თავის საკუთარს!
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 15 თებერვალი.
2.10.21.
იმ დროს როდესაც თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ხართ, წმინდა აზრების სახეობა რომლებიც წარმოიქმნება თქვენს ჭკუაში და წმინდა გამოცდილებები რომელსაც თქვენ გადიხართ განსაზღვრავს მომავალს თქვენთვის. ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად მოჰანდას კარამჩანდი დაესწრო ჰარიშჩანდრას დრამას, სადაც მან შეიტყო ჭეშმარიტების მნიშვნელობა. ის დაბრუნდა დედასთან და უთხრა მას რომ ის დარჩებოდა ჭეშმარიტებაზე თავის შემდგომ ცხოვრებაში და ჭეშმარიტებაზე დარჩენით მოჰანდას კარამჩანდი გახდა ცნობილი როგორც მაჰათმა განდჰი. სურათების სახეობა რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, და დრამების სახეობა რის მოწმეც ჩვენ დღეს ვართ, ან კედლის პლაკატები რასაც ჩვენ ვხედავთ ისეთია რაც იწვევს დამახინჯებას თქვენს ჭკუაში და ანადგურებს ადამიანურ ბუნებას და თქვენი გულის სიტკბოს. რასაც ხედავთ, იმის დამანგრეველი ხასიათის გამო თქვენ იღებთ ასეთ ცუდ იდეებს.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 20 მაისი.
3.10.21.
სიყვარულის გავრცელების პირველი ნაბიჯი არის ოჯახი, სადაც თქვენ უნდა სცეთ პატივი და ასიამოვნოთ მშობლებს ვინც მოგცათ ცხოვრების და სწავლის შანსი. თუ თქვენ ცუდად ექცევით მათ ან აყენებთ მწუხარებას მათ ჭკუებს, როგორ შეგიძლიათ თქვენ ოდესმე გაახაროთ სხვები მსახურებითა და გაგებით? ექსპანსია არის განათლების დედა აზრი. თქვენ იცით, რომ როდესაც ბუშტი გადაიბერება, ის სკდება და ჰაერი მის შიგნით ერთდება უზარმაზარ უსაზღვრო სივრცესთან გარეთ. თქვენმა სიყვარულმაც უნდა შეავსოს თქვენი ოჯახი და თქვენი საზოგადოება და საბოლოოდ გაარღვიოს ეს კავშირებიც და გახდეს მსოფლიო მასშტაბის. წყლის წვეთი დაჭერილი ხელის გულში მალე აორთქლდება; ეს არის ძალიან მარტო. მაგრამ, ჩააწვეთეთ იგი ზღვაში; იგი იცოცხლებს როგორც ზღვის ნაწილი. იგი მიიღებს ზღვის სახელს და გემოს, სიდიადეს და ძლიერებას! კულტივირეთ სიყვარული; დათესეთ სიყვარულის თესლი ყველა გულში. დაღვარეთ სიყვარული უდაბნოს ქვიშაზე, დაე მწვანე ყლორტები, საყვარელი ყვავილები, გემრიელი ხილი და ნექტარის ტკბილი მოსავალი მოიწიოს კაცობრიობამ. ეს არის ჩემი სურვილი, ჩემი მისია, ჩემი აღთქმა.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 25 ივლისი.
4.10.21.
მტვრისა და ჟანგისგან თავის დასაცავად ყველაზე მარტივი და ნაყოფიერი მეთოდია სათსანგი. კეთილთა და ღვთისმოსავთა საზოგადოება მოკრძალებით და უეჭველად დაწმენდს და გაასუფთავებს ადამიანს მიდრეკილს დაშორებაზე თვითრეალიზებისკენ მიმართული პირდაპირი გზიდან. უნდა იზრუნოთ იმის გასაგებად რომ თქვენ ირჩევთ და ეკვრებით შესაბამის კომპანიას. ჭიქა წყალს არ აქვს ფულადი ღირებულება; მაგრამ, თუ ის ათ ჭიქა რძეშია ჩასხმული, ის იძენს იმ ფასს რასაც ხალხი რძეს ადებს! მეორეს მხრივ, თუ ერთი ჭიქა რძე ათ ჭიქა წყალშია ჩასხმული, ის კარგავს თავის ღირებულებას და წუნდებულია როგორც უსარგებლო. მაშასადამე, სათსანგი რომელსაც თქვენ უერთდებით, უნდა იყოს უფრო წმინდა, უფრო საპატიო და ჩაფლული სათნოებისა და ჭეშმარიტების უფრო მაღალ იდეალებში, ვიდრე თვით თქვენ! როდესაც მწეველი უერთდება არამწეველთა ჯგუფს, დიდია იმის ალბათობა რომ მან უარი თქვას ამ მავნე ჩვევაზე; მაგრამ, როდესაც არამწეველი მწეველთა ბუნაგში ვარდება, ის აუცილებლად გახდება მსხვერპლი მალე! ასეთი არის წმინდა გავლენა კომპანიის რომელსაც ადამიანი იღებს!
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 7 ივლისი.
5.10.21.
ღმერთი დამსწრეა ყველაში სიყვარულის ფორმით. სადაც გინდა წახვიდე, ის არის შენთან. ის არის მარადიული მოწმე. გააზიარე შენი სიყვარული სხვებთან და მიიღე მათი სიყვარული თავის მხრივ. სიყვარული არის თქვენი უდიდესი სათნოება. სიყვარული ანიჭებს საბოლოო სიხარულს და ნეტარებას. ღმერთი ცხოვრობს სიყვარულით სავსე გულში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თქვენ შეავსოთ თქვენი გული სიყვარულით. სადაც არის სიყვარული, იქ არის ღმერთი. თქვენ არ გჭირდებათ მისი ძებნა. ის არის ყოველთვის თქვენში, თქვენთან ერთად, თქვენს გარშემო, თქვენს ზემოთ და თქვენს ქვემოთ. დაიცავით სიყვარულის პრინციპი. არასოდეს გძულდეთ ვინმე. სიძულვილი არის თქვენი ყველაზე უარესი მტერი. როგორც კი თქვენ განავითარებთ სიყვარულს თქვენში, სიძულვილი ბუნებრივად გაქრება. თუ თქვენს მწარე მეტოქეს წააწყდებით, მიესალმეთ მას სიყვარულით. ისიც გიპასუხებთ იგივე გრძნობით. როგორ შეგიძლიათ თქვენ ელოდოთ სიყვარულს სხვებისგან როდესაც თქვენ არ გაქვთ რამე სიყვარული მათთვის? ეს არის სიყვარული და მხოლოდ სიყვარული რასაც მე ვაპრაქტიკებ და ვავრცელებ. შეეცადეთ გაიგოთ სიყვარულის ძალა. ეს არის თქვენი უდიდესი სიმდიდრე.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 5 ოქტომბერი.
6.10.21.
რატომ იზიდავს ღმრთაებრივი? ეს არის მოტყუება თუ შეცდომაში შეყვანა? არა! ეს არის სატრანსფორმოდ, სარეკონსტრუქტოდ და სარეფორმოდ – ეს არის პროცესი რომელსაც ეწოდება სამსკარა. რა არის რეკონსტრუირების მიზანი? ადამიანის გახდომა სასარგებლოდ და გამოსადეგად საზოგადოებისთვის, მისი ეგოს მოსპობა და მასში ყველა არსების ღმერთში ერთიანობის დამტკიცება. ადამიანი ვინც გაიარა სამსკარა ხდება თავმდაბალი მსახური მათი ვისაც სჭირდება დახმარება. ეს არის პაროპაკარას სტადია. ამგვარი მსახურება შესრულებული პატივისცემითა და უანგარობით ამზადებს ადამიანს გასაცნობიერებლად ერთის რომელიც ავსებს მრავალს. ბოლო ეტაპი არის საკშატკარა. წმინდა წერილები (ვედები) აცხადებს რომ უკვდავება (სტადია როდესაც ადამიანი ერთიანდება დაუბადებელ, უკვდავ, საყოველთაო არსებაში), შესაძლებელია თვითაღკვეთისა და განჯაჭვულობის მეშვეობით მხოლოდ, და არა რიტუალების, ან სიმდიდრის მეშვეობით. როდესაც ადამიანი უარყოფს ეგოისტურ სურვილებს, მისი სიყვარული ვრცელდება სამყაროს ყველაზე შორეულ რეგიონებამდე, სანამ ის არ შეიგნებს კოსმიურ სიყვარულს რაც კვებავს ზემოთ ნახსენებ ოთხივე პროცესს.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 23 ნოემბერი.
7.10.21.
ნავარატრის დღესასწაული იზეიმება მთელ ინდოეთში, მაგრამ არავინ სჩანს რამე ძალისმხმევლი ამ დღესასწაულის შინაგანი მნიშვნელობის გასაცნობიერებლად. ჰრიდაია (გული) არის ათმას საცხოვრებელი ადგილი. ვერც ერთი არსება ვერ იარსებებს ათმას პრინციპის გარეშე. ღმერთს, ვინც ცხოვრობს ყველაფერში როგორც ათმას პრინციპი, არ აქვს სპეციფიური სახელი და ფორმა. მაგრამ ხალხი მას სხვადასხვა სახელსა და ფორმას აკუთვნებს. ის პასუხობს ერთგულთა ლოცვებს მისი ნებისმიერი ფორმის თაყვნისცემისას. აქედან გამომდინარე, თითოეული მიიჩნევს ფორმას რომელსაც ის თაყვანს სცემს უკეთესად სხვა ფორმებზე. ერთი ფორმის მეორეზე უმჯობესად ჩათვლა არის უმეცრების ნიშანი. ნავარათრის ზეიმობის დროს, ღმრთაებრივი დედა განდიდებულია სხვადასხვა სახელებითა და ფორმებით. ყველა სახელი და ფორმა ემყარება თქვენს გრძნობებს. ღმერთს არ აქვს არავითარი განსხვავება. ვერავინ გაიგებს ღმრთაებრიობის ბუნებას. სინამდვილეში, სიყვარულის პრინციპი რაც არსებობს ყველა ქმნილებაში არის ღმრთაებრიობის პრინციპი. სიყვარულს არ აქვს სპეციფიური ფორმა. ღმრთაებრიობა აღემატება სახელსა და ფორმას. სიყვარული არის ღმერთი. იცხოვრე სიყვარულით. ჭეშმარიტება არის ღმერთი. ჭეშმარიტება არის ყოვლისმომცველი.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 5 ოქტომბერი.
8.10.21.
დურგას, ლაკშმისა და სარასვატის მნიშვნელობა სწორად უნდა იყოს გაგებული. ისინი წარმოადგენენ სამი სახის პოტენციას კაცში. იჩჩა შაკტი (ნებისძალა), კრია შაკტი (მოქმედების ძალა) და ჯნანა შაკტი (დისკრიმინაციის ძალა). სარასვატი ადამიანში ვლინდება როგორც ვაკის (მეტყველების) ძალა. დურგა წარმოდგენილია დინამიზმის, მოქმედების ძალის ფორმით. ლაკშმი ვლინდება ნების ძალის ფორმით. ტანმოსილება აჩვენებს კრია შაკტის. ჭკუა არის იჩჩა შაკტის სათავსი. ათმა არის ჯნანა შაკტი. კრია შაკტი მოდის ტანმოსილებიდან, რაც არის მატერიალი. ძალა რაც ააქტიურებს ტანმოსილებას რაც ინერტულია და ავსებს მას სიცოცხლით არის იჩჩა შაკტი. ძალა რომელიც იწვევს იჩჩა შაკტის რხევებს არის ჯნანა შაკტი, რომელიც იწვევს გამოსხივებას (ენერგიის). ეს სამი პოტენცია წარმოდგენილია მანტრით: ომ ბჰურ-ბჰუვაჰ-სუვაჰ. ბჰურ წარმოადგენს ბჰულოკას (დედამიწას). ბჰუვაჰ წარმოადგენს სიცოცხლის ძალას და ასევე ნიშნავს სინდისს ადამიანში, სუვაჰ წარმოადგენს გამოსხივების ძალას. სამივე წარმოდგენილია ადამიანში.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 9 ოქტომბერი.
9.10.21.
ნავარატრი არის ფესტივალი ბოროტებაზე ღმერთის გამარჯვების აღსანიშნავად. ტანშემოსვამ ღმრთაებრივი ძალის (პარა-შაკტის), მის სხვადასხვა გამოვლინებებში, როგორც მაჰა-სარასვატიმ (სატვიკმა), როგორც მაჰა-ლაკშმიმ (რაჯასიკმა) და როგორც მაჰა-კალიმ (თამასიკმა) შეძლო გამარჯვება მანკიერების, ბოროტებისა და ეგოიზმის ძალებზე, ცხრა დღიანი ბრძოლის განმავლობაში და ბოლოს, ვიჯაიადაშამიზე (გამარჯვების ხსოვნის მეათე დღეზე), შესრულდა გამოსამშვიდობებელი თაყვანისცემა. ეს არის მადლიერების დღესასწაული. მადლიერება არის ღმრთაებრივი; უმადურობა არის დემონური. მაგრამ, მადლიერების თაყვანისცემის შეთავაზებისას, თქვენ ასევე უნდა შეეცადოთ მიკვლევას ვინ იყო მოკლული და ვინ გადარჩენილი და რატომ. ადამიანის ექვსი მტერი ჭამს მის შინაგან ორგანოებს, ჩამაგრებული მის საკუთარ შინაგან ცნობიერებაში. ესები არის მოსაკლავი დემონები. ესები არის ლტოლვა (კამა), რისხვა (კროდჰა), სიხარბე (ლობჰა), მიჯაჭვულობა (მოჰა), სიამაყე (მადა) და ბოროტება (მათსარია). მათ მიჰყავთ ადამიანი დემონის დონემდე. ესები უნდა დაიძლიოს და გარდაიქმნას ღმრთიური აღძვრის უზენაესი ალქიმიით.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 12 ოქტომბერი.
10.10.21.
თქვენ არ უნდა იყოთ დამოკიდებული სხვის იმ მსახურებებზე, რომელთა კარგად შესრულებაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ! რა სარგებელი არის მოსამსახურის დაღლა თქვენი სურვილების შესრულებით და თქვენი ჯდომა უსაქმურად მედიტირებაში? ჩაერთეთ საქმიანობაში, მიუძღვენით თავი სათაყვანო საქმეებს, გააკეთეთ ყველაფერი ღმერთის სადიდებლად – ეს გაცილებით ნაყოფიერია ვიდრე “მედიტირება”, რომლის იმედიც თქვენ გაქვთ. როგორც თერმომეტრი აჩვენებს ტანმოსილების სითბოს, თქვენი საუბარი, ქცევა და მანერები აჩვენებს თქვენს გონებრივ საჭურველსა და დამოკიდებულებას, და აჩვენებს რამდენად მაღალია მსოფლიურობის სიცხე, რომელიც ზიანს გაყენებთ თქვენ! ეს უნდა იყოს სატვიკი (სუფთა), შეურეველი ემოციების ვნებით, როგორიცაა სიძულვილი ან სიამაყე. ისაუბრეთ მშვიდად, წაახალისეთ მშვიდობა სხვებში. რა სარგებელი აქვს ჯაფას და დჰიანას, როცა თქვენი საუბარი და საქციელი ადამიანურიც კი არ არის? როგორ შეიძლება თქვენ გქონდეთ იმედი ღმრთაებრივთან მიახლოების იმ დროს როდესაც მლიქვნელობთ ველური ყბედობით?
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 12 ოქტომბერი.
11.10.21.
დასარა არის ფესტივალი, რომელიც აღნიშნავს სიკეთის ძალების გამარჯვებას მტრებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება კაცის წინსვლას სინათლისკენ. ბრძენებს ვინც წყვეტენ ამ ზეიმობას აქვთ მაღალი მიზანი. ისინი გვისურვებენ ჩვენ შევითვისოთ შინაგანი მნიშვნელობა და გამოვიყენოთ ყოველი ასეთი დღე როგორც ნაბიჯი სადჰანაში, როგორც შეხსენება იმ მოგზაურობაზე რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა განახორციელოს მარტო უფლის ტერფებისკენ. სიკეთის (დევას) ძალები ებრძვის ბოროტების (ასურას) ძალებს ყველა ცოცხალ არსებაში და თუ ისინი დაეყრდნობიან მხოლოდ მაჰაშაქტის, დიდ ღმრთაებრივ ძალას, რაც მართავს და იცავს სამყაროს, ისინი შეძლებენ ადვილად გამარჯვებას და მიზნის მიღწევას. ადამიანები ცდილობენ მსოფლიოს რეფორმირებას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე საკუთარი თავის რეფორმირებისათვის; რადგან, უფრო ადვილია რჩევების მიცემა და სხვების გაფრთხილება, ვიდრე რჩევების მიღება და ჩვენივე გაუმჯობესება. გააძლიერეთ შინაგანი სწრაფვა სათნოებისა და სიკეთისკენ; განმტკიცდით იქ; შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ სხვების რეფორმირება.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 15 ოქტომბერი.
12.10.21.
ღმერთობა თვით გამოიხატება საწყის ეტაპზე როგორც ხუთი ელემენტი: ცა, ქარი, ცეცხლი, წყალი და მიწა. მთელი ქმნილება არის მხოლოდ ამ ორი ან მეტის კომბინაცია ცვალებად პროპორციებში. ამ ხუთი ელემენტის დამახასიათებელი ბუნება არის ხმა, შეხება, ფორმა, გემო და სუნი; აღქმული ყურით, კანით, თვალით, ენით და ცხვირით. ახლა, ვინაიდან ესები გაჯერებულია ღმრთიურით, ადამიანმა უნდა გამოიყენოს ესები პატივისცემით, თავმდაბლობითა და მადლიერებით. გამოიყენეთ ესები გონივრულად საკუთარი და სხვათა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად; გამოიყენეთ ესები ზომიერად და ყველასადმი სიყვარულით მსახურების იდეით. ეს ყველა არის თავისუფალი და სავსე ძვირფასი შესაძლებლობით. დააფასეთ სიუხვე და ძვირფასეულობა. თქვენ გამოცდილებით იცით რომ ქარის, ცეცხლის ან წყლის ჭარბი რაოდენობა საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ამრიგად, მათი ეფექტური გამოყენება არის თავისთავად თაყვანისცემის ფორმა. ბუნება არის არსებითად თვით ღმრთიურება, იშავასიამ იდამ სარვამ: ეს ყველაფერი არის ღმრთაებრივი. ვასუდევასსარვამიდამი: ეს ყველაფერი არის ვასუდევა, ღმერთი. ასე რომ, იარეთ წყნარად, იმოძრავეთ პატივისცემით და გამოიყენეთ მადლიერებით.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 15 ოქტომბერი.
13.10.21.
ასპირანტებმა გონებრივი სიმშვიდისთვის უნდა შეამცირონ ბარგი რაზეც მათ უნდა იზრუნონ; დიდი ბარგი, უფრო მეტი გარჯა. არასაჭირო ნივთებით გადატვირთული სახლი იქნება ბნელი, მტვრიანი და სუფთა ჰაერის თავისუფალი გადაადგილების გარეშე, ეს იქნება დახშული და დამხრჩობელი. ადამიანის ტანმოსილებაც არის სახლი; არ ანებოთ მას რომ იყოს გადატვირთული ცნობისმოყვარეობით, წვრილმანებით, ნაგვით და ზედმეტი შემკობით. დაე სიწმინდის ნიავმა უბეროს ისე როგორც მას ნებავს მისი გავლით; დაე ბრმა უმეცრების სიბნელემ არ შეურაცხყოს იგი. ცხოვრება არის ხიდი ცვლილებათა ზღვაზე; გაიარეთ მასზე, მაგრამ არ ააშენოთ სახლი მასზე. აღმართეთ პრასანტის დროშა, ტაძარზე, რაც არის თქვენი გული. მიჰყევით განკარგულებას რომელიც გასწავლით – დაიმორჩილოთ ექვსი მტერი რომლებიც ძირს უთხრიან ბუნებრივ ნეტარებას კაცში, ახვიდეთ იოგას სტადიაზე როდესაც მღელვარება დამშვიდდება და ანებებს ღმერთის (ათმას) ბრწყინვალებას შიგნით იკაშკაშოს გარეთ, მოიცვას ყველა ყოველ დროში.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 12 ოქტომბერი.
14.10.21.
ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში დღეს უწესრიგობას, ძალადობას და კონფლიქტს. მსოფლიო ჰგავს ავადმყოფ ადამიანს ტანჯულს მრავალი ავადმყოფობით. რა არის წამალი ამ ავადმყოფობებისთვის? კაცმა უნდა უკუაგდოს თავისი ეგოიზმი, სიხარბე და სხვა ცუდი ხარისხები და ამაღლდეს თავის ცხოველურ ბუნებაზე. მან უნდა განავითაროს ქველმოქმედება (უანგარობა) სიწმინდის მისაღწევად. გულის სიწმინდის მეშვეობით, კაცი მიაღწევს ერთობას, რაც გაუძღვება ღმთაებრიობისკენ. ადამიანის სიცოცხლის სასახლე უნდა აშენდეს ამ ოთხ ბაზაზე. ამ ძირითადი ხარისხების კულტივირებაში გადამწყვეტია ქალის როლი. მხოლოდ მიძღვნილ დედებს შეუძლიათ შესთავაზონ ერს შვილები ვინც იბრძოლებენ ქვეყნის დიდი მომავლისთვის. ჭეშმარიტება, მსხვერპლი და მშვიდობა არის ქალებში დომინანტი ხარისხები. ქალები შეშფოთებულნი არიან საზოგადოების სიწმინდესა და კეთილდღეობაზე. კარგი დედები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კარგი ცოლები. კარგი ცოლი მხოლოდ მისი ქმრისთვის არის ფასეულობის მქონე. კარგი დედა არის ეროვნული სიმდიდრე.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის სექტემბერი.
15.10.21.
ნავარატრის ფესტივალი აღინიშნება ღმერთზე ფიქრით ათი დღის განმავლობაში, ადამიანის თვით გაწმენდით ყოველგვარი მინარევებისაგან, ღმრთაებრიობის განსაცდელად შიგნით. ფესტივალის ბოლოს წინა დღე ეძღვნება იმას რასაც ეწოდება ააიუდჰა პუჯა (იარაღების თაყვანისცემა). იარაღები რასაც თაყვანს სცემენ არის ღმრთაებრივი ძალები ადამიანში. როდესაც ღმრთიური თაყვანცემულია ამ წესით, ადამიანი განზრახულია სულიერ პროგრესზე. პირიქით, ჩვეულებრივი პრაქტიკა ახლა არის ღმრთაებრივისა და ერთგულის ერთმანეთისგან განცალკევებულად განხილვა. ეს არის მცდარი. ღმრთაებრივი არის ყოვლისმომცველი და არის თითეულ ადამიანში და თითეულ საგანში. ეს ჭეშმარიტება უნდა გაცნობიერდეს ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის პროცესით გადმოცემული შეტყობინებიდან რაც ხდება ყველაში 21,600 ჯერ დღეში. თითოეული სუნთქვის აქტი აცხადებს შეტყობინებას: სო-ჰამ (მე ვარ ის). ყოველი ამოსუნთქვისას, ცხადდება მესიჯი: “მე ვარ ღმერთი”. ამ ერთიანობის გაცნობიერებით, ყველა მოქმედება უნდა შესრულდეს როგორც ღმრთაებისადმი მიძღვნის აქტი.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 14 ოქტომბერი.
16.10.21.
ჭეშმარიტება ვერასდროს მოკვდება; არაჭეშმარიტება ვერასდროს იცოცხლებს. თქვენ ყველა მყარად უნდა დამკვიდრდეთ ამ რწმენაში. რაზე შეიძლება თქვას ადამიანმა, „ეს არის მუდმივი“? როგორ შეიძლება ოდესმე ვინმემ დაიჯეროს რომ რამე მუდმივია? მართლაც, როდესაც ადამიანი ხედავს რომ დაბადებიდან ყველაფერი იცვლება, მისი გამოცდილება თავისთავად გადის სხვადასხვა სახის ტრანსფორმირებას და ატმოსფერო რომელშიც ის იზრდება მუდმივად ტრანსფორმირდება, როდესაც ის იზრდება გარემოში რომელსაც არ აქვს მუდმივობა, როგორ შეიძლება ეს რწმენა წარმოიშვას? ამ ყველაფერზე დაკვირვებით, რამე წინააღმდეგობის შიშის გარეშე შეიძლება გამოცხადდეს რომ ეს არის არარეალური მსოფლიო. რადგან თუ ეს რეალურია, როგორ შეიძლება შეიცვალოს იგი? ყველაფერი რაც განიცდის ცვლილებას არის არარეალური; რეალობა მარტო არის უცვლელი, სტაბილური და მუდმივი. უცვლელი, სტაბილური, მუდმივი არსება არის ათმა მარტო; ის მარტო არის რეალური, ის მარტო არის მუდმივი. ათმა არის უფლის ფორმა; ეს არის უფლის ძალა.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 16.
17.10.21.
დავუშვათ, თქვენ დაწერეთ წერილი, როგორიც გინდა იყოს შინაარსი, თუ ის კონვერტში ჩაიდება და გაიგზავნება ფოსტით, ვის მიაღწევს იგი? არავის. კეთილი, იგი დაბრუნდება მაინც იმ ადამიანთან ვინც ეს დაწერა? არა. ბოლოს, იგი არ იქნება არც აქ და არც იქ. ნაცვლად, თუ გარეკანზე წერია იმ პირის მისამართი ვისთანაც მან უნდა მიაღწიოს და იმ პირის მისამართი ვინც ეს დაწერა, ადამიანმა შეიძლება იწინასწარმეტყველოს კიდეც როდის მიაღწევს წერილი დანიშნულების ადგილს, ასე არ არის? ასევე, რას უკეთებთ თქვენ თქვენს წერილს, თქვენს ცხოვრებას? პირველ რიგში, თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი სრული მისამართი! ვინ ხართ თქვენ? ათმა. საიდან მოხვედით? ათმადან. სად მიდიხართ? თვით ათმასთან. რამდენ ხანს შეიძლება თქვენ იყოთ აქ? სანამ არ შეერწყმებით ათმას. სად ხართ თქვენ ახლა? არარეალურში, მუდმივად ცვალებადში. რით ხართ თქვენ დაკავებული მასში? ევანესცენტური ამოცანებით. რა ფორმით? არა-მეს (ან-ათმას) ფორმით. ამრიგად, თქვენ რა უნდა გააკეთოთ? უკუაგდეთ ეს სამი და სცადეთ დანარჩენი სამი: ეცადეთ შეხვიდეთ მარადიულში, ჩაერთოთ არასოდეს ცვალებად ამოცანებში, და ისიამოვნოთ ათმას ნეტარებით.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 17.
18.10.21.
ყველა ასპირანტმა უნდა შეაღწიოს გამოკვლევის გზას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოვიდეს და გაიზარდოს რწმენა, რომ ბუნება და ბუნებასთან დაკავშირებული ყველა სწავლება არარეალურია; მხოლოდ მაშინ მიენიჭება მათ ფარდობითი მნიშვნელობა და არა აბსოლუტური მნიშვნელობა! ესები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნასწავლი და განცდილი როგორც აუცილებელი არსებობისთვის, როგორც ყოველდღიური რუტინა. თუმცა, ესები არ უნდა იყოს გაგებული არასწორად უმაღლეს ცოდნად, არაცვალებად მარადიულ ჭეშმარიტებად მყოფად. ამ შეცდომას, თუ მიდევნილია, მიჰყავს დაუმშვიდებლ (ა-შანთის) ჭკუამდე. მღელვარება იწვევს შფოთვას და წუხილს, რაც თავის მხრივ ანგრევს მშვიდობას. თუ თქვენ ისწრაფვით მშვიდობისა და სიწყნარისკენ, მთავარი არის გქონდეთ რწმენა ბუნების დროებით ბუნებაში და დაკავებული იყოთ ცვლილებს დაუქვემდებარებელი ღმრთაების უწყვეტი ჭვრეტით. ამიტომ, არ იყოთ შეზღუდული ეგოისტური მიჯაჭვულობებით. დააკავეთ თქვენი თავი თქვენი მოვალეობების შესრულებით. არ ანებოთ საკუთარ თავს იყოს ნასიამოვნები წარმატებით ან დამწუხრებული წარუმატებლობით. იყავით მზად უარი თქვათ ყველაფერზე რაც საზიანოა. შემდეგ, დისკრიმინაციის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ დაკრათ გამარჯვების დოლს!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 19.
19.10,21.
უფლის წყალობა მოიპოვება უფრო ადვილად ერთგულებით ვიდრე სიბრძნის გზა. ერთგულების დისციპლინაში, საჭიროა რეალობისა და მისი შინაგანი მნიშვნელობის ჩაწვდომა, სრულად და ნათლად. ამისათვის ობიექტური მსოფლიო თვით არის მტკიცებულება და არგუმენტი, ძალისხმევა და საშუალება! ამის გასაგებად, სულიერი გამოკვლევა უნდა განხორციელდეს; ასეთი გამოკვლევა დაგასაჩუქრებთ ურყევი მშვიდობით. მხოლოდ გამოკვლევას შეუძლია გამოავლინოს ჭეშმარიტება მთელი ობიექტური სამყაროს მიღმა. ეს არის თქვენი გამოცდილება, არა ის, რომ როდესაც თქვენ აკეთებთ რაიმე დავალებას ფრთხილად დიდი ხნის განმავლობაში, ასწორებთ თქვენს შეცდომებს, თუ და როცა აღმოაჩენთ მათ და თავიდან იცილებთ მათ გამეორებას ამოცანის გაგრძელებისას, თქვენ მუდმივად აღწევთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვიდრე გქონდათ მიღების იმედი? რაც საჭიროა არის გამარჯვების მიღწევის დაუცხრომელი სურვილი. ეს მიგიყვანთ თქვენ მისგან საშუალებების აღმოჩენამდე, განვითარებამდე სერიოზულობის და ზრუნვის ამ საშუალებების დევნაში, და წარმატების მიღწევამდე. თქვენი სურვილი უნდა გაძლიერდეს ნებით, და ნება თქვენი ძალისხმევით!
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 19.
20.10.21.
რაც მე მინდა, უნდა მოხდეს; რასაც მე ვგეგმავ უნდა წარმატდეს. მე ვარ ჭეშმარიტება; და ჭეშმარიტებას არ სჭირდება ყოყმანი, შიში, ან მოდრეკა. ‘მოსურნე’ ჩემთვის ზედმეტია. რადგანაც, ჩემი წყალობა ყოველთვის ხელმისაწვდომია ერთგული ადამიანებისთვის ვისაც აქვს განუხრელი სიყვარული და მტკიცე რწმენა. მას შემდეგ რაც მე ვმოძრაობ თავისუფლად მათ შორის, ვსაუბრობ და ვმღერი, ინტელექტუალებსაც კი არ ძალუძთ ჩემი ჭეშმარიტების, ჩემი ძალის, ჩემი დიდების ან ავატარის ნამდვილი ამოცანის ჩაწვდომა. მე შემიძლია გადაწყვეტა ნებისმიერი ჩახლართული პრობლემის. მე ვარ მიუწვდომელი ყველაზე ინტენსიური გამოკვლევისა და ყველაზე ზუსტი გაზომვისგან. მხოლოდ მათ ვინც აღიარა ჩემი სიყვარული და განცადა ეს სიყვარული შეუძლიათ ამტკიცონ რომ მათ თვალი მოკრეს ჩემს რეალობას. რადგან, სიყვარულის გზა არის სამეფო გზა რომელსაც კაცობრიობა ჩემსკენ მოჰყავს. ნუ ეცდებით ჩემს შეცნობას გარეგანი თვალებით. როდესაც თქვენ მიდიხართ ტაძარში და დგახართ ღმერთის ხატის წინაშე, თქვენ ლოცულობთ დახუჭული თვალებით, არა? რატომ? იმიტომ რომ თქვენ გრძნობთ რომ სიბრძნის შინაგან თვალს მარტო შეუძლია გამოაჩინოს ის თქვენთვის. ამიტომ, არ მოინდომოთ ჩემგან წვრილმანი მატერიალური საგნები; არამედ, მომინდომეთ მე და თქვენ დაჯილდოვდებით.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 19 ივნისი.
21.10.21.
რატომ არიან ღრმა ზღვის მცხოვრებნი ასე ბედნიერები? იმიტომ რომ მათ აქვთ წყალი მთლიანად თავიანთ ირგვლივ. მათ არ შეუძლიათ ცოცხლად დარჩენა თუნდაც ერთი წამის განმავლობაში მის გარეთ. მაშინაც კი როდესაც მათ აქვთ ძალაუნებურად წყლიდან გამოსვლა, ისინი გაგიჟებით იბრძვიან მის მისაღწევად კვლავ, რადგან კატასტროფა მოიტანს თვით სიკვდილს. ასევე, როდესაც ადამიანი ჩაძირულია მშვიდობაში, ის განიცდის ამ მდგომარეობის სიხარულსა და მხიარულებას, ყოველმხრივ. ადამიანი ვისაც გასინჯული აქვს ეს, ვერასდროს მოითმენს თუნდაც ერთი წამით არამშვიდობის მდგომარეობას და არასოდეს მიატოვებს მშვიდობიან სტადიას. თუკი ეს ოდესმე მოხდება რომ ადამიანი იქნება იძულებით უმშვიდობობაში, ის მძვინვარედ და სასოწარკვეთილად იბრძოლებს მშვიდობის მდგომარეობის დასაბრუნებლად და შესაძლოა მოკვდეს კიდეც მცდელობაში. მაგრამ ასეთი ადამიანი ოდესმე რატომ უნდა იყოს გამოგდებული დაუმშვიდებლობის ნაპირზე? ადამიანი შეიძლება მუდამ იყოს ნეტარების მდგომარეობაში, ჩაძირული მშვიდობის ოკეანეში, არ შეიძლება? ადამიანმა არ უნდა იტივტივოს იმპულსებისა და ზრახვების ზედა ტალღებზე. მან უნდა ჩაყვინთოს უფრო ღრმად და შეეცადოს მხიარულებას უფრო წყნარ დონეზე.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 20.
22.10.21.
ყველა გრძნობა და იმპულსი აღმოცენდება ზეძლიერად აღჭურვილი ძალით მსგავსად ტალღების ზღვიდან რომლებიც მძვინვარებით ღრიალებს, და წყლებში ჩაწყნარდება; ესები არ იძლევა მშვიდობას. ბრძნული რამ არის დაივიწყოთ ეს ტალღები და ყურადღება მიმართოთ ზღვის დაბლისკენ, რომელიც არის უცვლელი. მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ მიაღწიოთ სიმშვიდეს და იცურაოთ ბედნიერად ღრმა უშფოთველ წყლებში. მხოლოდ ასეთი სუფთა და წმინდა მშვიდობა მოხსნის კედლებს, რომლებიც ახლა ხალხს ჰყოფს. იგი გარდაქმნის ყველა აბსურდულ სიძულვილს, გაუგებრობას, ზიზღს და ცრურწმენებს, რომლებიც ამახინჯებს ადამიანის ქცევას. მშვიდობა არის სიყვარულის სიდიადის გამოვლინება. იგი უზრუნველყოფს ყველას ვინც მის ძალაუფლებას ექვემდებარება, უზარმაზარი ძალით სამუდამოდ. მას შეუძლია მოათავსოს ღმერთი თქვენს მისაწვდომობაში და თქვენ მისაში. სულიერ დისციპლინას არ შეუძლია უმაღლესი ძალაუფლების მოცემა. ეს არის ქმნილებაში ცხოვრების პრინციპის საიდუმლო. ეს არის ათმას დიდების უმაღლესი ინდივიდუალიზება. ეს არის ჯადოსნური ჯოხი ერთგულის ხელში, რითაც ის შეიძლება დაეუფლოს მთელ მსოფლიოს. გარდა ამისა, იგი ანიჭებს კმაყოფილების უდიდეს ხარისხს.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 20.
23.10.21.
ადამიანები არიან იმპულსებისა და სწრაფვების (ვასანებისა და სანკალპების) კონები, და იმპულსებზე თავისუფლების სადავეების მიშვება ამცირებს მათ თანდაყოლილ ღმრთაებრიობას და შინაგან სიმშვიდეს. იმპულსები არის საწვავი, სწრაფვები არის ცეცხლი. ცეცხლი შეიძლება ჩაქრეს მხოლოდ საწვავის შორს განთავსებით. ცეცხლის ჩაქრობა არის მშვიდობის მიღწევა. ჩაყვინთეთ ღრმად მშვიდობის ოკეანეში და მიიღეთ ფასდაუდებელი მარგალიტი – ათმას ნეტარება (ათმა-ანანდა). როდესაც ეს შესაძლებლობა არის დაუფლებული, ადამიანი ხდება მანათობელის, მშვიდობის წმინდა მდგომარეობის განსახიერება. აი ამიტომ ვედები აცხადებს, რომ ხალხი არის მშვიდობის ტანმოსილება. ამიტომ, ნუ მოიტყუებთ საკუთარ თავს წარმოდგენებით, რომ თქვენ ხართ მოუსვენრობისა და სიცრუის სამკვიდრებელი. იცოდეთ, რომ თქვენ ხართ მშვიდობის ტანმოსილება, რომ სიყვარული არის სისხლი რომელიც მიედინება თქვენს ძარღვებში, და რომ თქვენი ბუნება არის სიხარული; გააცნობიერეთ ეს რეალური პრაქტიკითა და გამოცდილებით. მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტების დანახვა.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 20.
24.10.21.
ღმერთი არ მოელის თქვენგან რიტუალების შესრულებას და არც გთავაზობთ თქვენ ისწავლოთ წმინდა წერილები. ყველაფერი, რაც მას თქვენგან სურს, არის “ყვავილების” რვა სახეობა. აჰიმსას (არაძალადობის) ყვავილი არის პირველი რვა ყვავილიდან, რომელიც ადამიანმა უნდა შესთავაზოს ღმერთს. არაძალადობა ნიშნავს ზიანის არ მიყენებას ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის აზრით, სიტყვით და საქმით. ჩვენ ვხვდებით ექიმებს რომლებიც ასრულებენ ოპერაციებს პაციენტებზე მათ განსაკურნად მათი დაავადებებისგან. ოპერაციის პროცესში ექიმები ჭრიან ტანმოსილებას დანით. თქვენ არ შეგიძლიათ უწოდოთ ამ აქტს ძალადობის რადგან ეს არის სასარგებლო პაციენტისთვის. ზოგი შეიძლება ამტკიცებდეს რომ ბოსტნეულის მოჭრაც კი ძალადობაა, რადგან ბოსტნეულსა და ხეებს აქვთ სიცოცხლე თავისში. ეჭვგარეშეა, ბოსტნეულს და ხეებს სიცოცხლე აქვთ, მაგრამ მათ არ აქვთ ჭკუა. შედეგად, ისინი არ განიცდიან ტკივილს. ადამიანი ჭკუით განიცდის ტკივილს და სიამოვნებას. კაცს, ცხოველებს, ფრინველებს და მწერებს აქვთ ჭკუა, არა ხეებსა და ბოსტნეულს.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 22 აგვისტო.
25.10.21.
ვიღაც შეურაცხგყოფთ თქვენ; მანამ სანამ შეურაცხყოფა თქვენი გრძნობის ორგანოების მოქმედების ფარგლებს მიღმაა, თქვენ შეუხებელი ხართ იმით რაც ითქვა. მაგრამ თუ შეურაცხმყოფელი სიტყვები აღწევს თქვენს ყურებამდე, თქვენ აღელვდებით და განრისხდებით. რა არის ამის მიზეზი? სანამ არ არსებობდა კონტაქტი გარეგან მოვლენებსა და გრძნობის ორგანოებს შორის, ინდივიდი იყო აუღელვებელი. ავიღოთ საპირისპირო მაგალითი: ვიღაც გაქებთ თქვენ და ვრცლად მსჯელობს თქვენს დიდ ხარისხებზე. სანამ ქებათა სიტყვებს არ მოუღწევია თქვენს ყურებამდე, თქვენ არ იღებთ სიხარულს და არ გრძნობთ მოფერებას. მაგრამ როგორც კი თქვენ მოისმენთ ქების სიტყვებს, თქვენ ხარობთ მათით და გინვითარდებათ სიყვარული მოსაუბრის მიმართ. რა არის ერთის არ მოწონების ან მეორის სიყვარულის მიზეზი? ეს არის კონტაქტი გარე მსოფლიოში არსებულ ნივთებთან. გრძნობები შეძლებს დამშვიდებას მხოლოდ მაშინ, როდესაც ესები მინიმიზებენ კონტაქტებს გარეთ მსოფლიოსთან. გრძნობის ორგანოების კონტროლი არც ისე ადვილია. უფრო მარტივი გზა არის თანასწორობის დამოკიდებულების განვითარება.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 23 მაისი.
26.10.21.
მეორე ყვავილი არის გრძნობათა კონტროლის ყვავილი (ინდრია ნიგრაჰა). ყველა სულიერი პრაქტიკა აღმოჩნდება ამაო თუ ადამიანს აკლია გრძნობათა კონტროლი. გრძნობების კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია ერთისთვის და ყველასთვის. გრძნობების კონტროლის ნაკლებობა არის მთავარი მიზეზი ყველა არეულობისა და მღელვარების რასაც თქვენ ხვდებით დღეს მსოფლიოში. როგორ შეიძლება ადამიანმა გააკონტროლოს გრძნობები? უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა განახორციელოს კონტროლი ენაზე. თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი ენა რადგან მას ყოველთვის ძალიან სურს სხვადასხვა დელიკატესები. თქვენ უნდა დაუსვათ ეს კითხვა: „ენავ, რამდენი ტომარა ბრინჯი, ხორბალი და ბოსტნეული გაქვს შენ შთანთქმული! რამდენი დელიკატესი გაქვს მოხმარებული! ფუი შენზე თუ მაინც არ ხარ კმაყოფილი“. ერთი პატარა ნაჭერი საკვები საკმარისია ტანმოსილების შესანარჩუნებლად (ბჰიკშანნამ დეჰარაქშარტამ). თქვენ უნდა ჭამოთ თქვენი შიმშილის დაკმაყოფილებისა და ტანმოსილების შენარჩუნების გულისთვის. არ მისცეთ გადამეტებული მნიშვნელობა გემოს გასინჯვას!
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 22 აგვისტო.
27.10.21.
სიმშვიდე არ ნიშნავს უმოქმედობას, ჭამისა და ჩაცუცქების უბრალო ინერტულ ცხოვრებას. თქვენ არ უნდა დახარჯოთ თქვენი დრო ჭამასა და ძილში, თქმით საკუთარი თავისთვის რომ უფალი მოვა თქვენს დასახმარებლად როცა ამის საჭიროება წარმოიქმნება. თქვენ უნდა ადგეთ და იმუშაოთ. ღმერთი ეხმარება მათ ვინც საკუთარ თავს ეხმარება, და ის არ დაეხმარება არავის სხვას. ისწავლეთ პრაჰლადას ცხოვრებიდან გაკვეთილი რომ მხოლოდ უფალი უნდა გიყვარდეთ; ისწავლეთ ასევე ამ პროცესის ტექნიკა. გულწრფელად და ეფექტურად შეასრულეთ სამუშაო რაც თქვენ წილად გხვდათ. უარი თქვით ყველაფერზე რაც არის უფლის მსახურების გარეთ. მიჰყევით პრაჰლადას ნაბიჯებს. უფლის წყალობით თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მშვიდობის სიხარული, სისავსის გულისფანცქალი და უკვდავების ნეტარება. უნდა იმუშაოთ, ასე რომ დრო არ იყოს ჩამოკიდებული მძიმედ თქვენზე და არ იყოს ტვირთად. მუშაობა არის თქვენი მისია. უამისოდ დაიკარგებით უმეცრების სიბნელეში და დაგეუფლებათ გონებაჩლუნგობა და სიზარმაცე (თამასი).
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 21.
28.10.21.
უთხარით თქვენს თვალებს ხედონ ღმერთი, ნაცვლად მზერის უწმინდური ნივთების ტელევიზორზე ან ვიდეოზე. ასწავლეთ თქვენს ყურებს ისმინონ ისტორიები უფლის შესახებ ნაცვლად ფუჭი ჭორების მოსმენის. „ოჰ ყურებო, თქვენ გაინტერესებთ სხვების შესახებ ამაო ჭორების და ზღაპრების მოსმენა, მაგრამ ყველაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევთ როცა უფლის მშვენიერი ისტორიებია მოთხრობილი“. ცოტა ხნით დაფიქრდით, რა ისარგებლეთ თქვენ უწმინდურობების მოსმენით? სინამდვილეში, თქვენ აბინძურებთ თქვენს გულს ამ პროცესში. ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ იბეჭდება თქვენს გულზე. როგორც კი თქვენი გული ბინძურდება, თქვენი ცხოვრება ხდება უაზრო. ადამიანის გული არის როგორც კალამი. თქვენს მიერ დაწერილი სიტყვების ფერი იქნება იგივე როგორიც არის მელნის ფერი კალამში. ამის მსგავსად, როცა თქვენ ავსებთ თქვენს გულს სიყვარულით, ყველაფერი რასაც თქვენ ფიქრობთ, ამბობთ და აკეთებთ იქნება გადავსებული სიყვარულით! ღმერთი ელოდება თქვენ შეავსოთ თქვენი გული სიყვარულით და წარმართოთ წმინდა ცხოვრება.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 22 აგვისტო.
29.10.21.
არჯუნამ ჰკითხა კრიშნას: „ერთხელ, შენ თქვი რომ ჩვენ ყველამ უნდა უარვყოთ ყველა კარმა; სხვა დროს, შენ თქვი რომ მოქმედების დისციპლინა (კარმა-იოგა) უნდა იყოს მიღებული. მითხარი მე, ამ ორი გზიდან რომელია უკეთესი?” კრიშნამ უპასუხა ასე: „უარყოფას (სანიასას) და კარმას დისციპლინას ორივეს მიჰყავს განთავისუფლების ერთსა და იმავე მიზნამდე, ოჰ არჯუნა! მაგრამ იცოდე ეს. არსებობს უფრო დიდი სიხარული საქმის კეთებაში ვიდრე სამუშაოზე უარის თქმაში. ნამდვილი უარმყოფელი (სანიასინი) არის ის ვისაც არ სურს ერთი რამ ან სძულს მეორე“. სიტყვა უარის თქმა შეიძლება გამოყენებული იყოს სამუშაოზე შესრულებულზე ყურადღების მიუქცევლად წარმატებასა ან წარუმატებლობაზე მოგებასა ან ზარალზე, პატივსა ან შეურაცხყოფაზე, ნებისმიერ საქმიანობაზე შესრულებულზე როგორც შეთავაზება უფლისადმი. უბრალო უმოქმედობა გამოცხადებული ზაფრანის ფერი ქსოვილით და გაპარსული თავით არ არის უარის თქმა საერთოდ. სახელის დამსახურებისთვის, ადამიანმა თავი უნდა დააღწიოს სიხარულისა და მწუხარების, კარგისა და ცუდის დუალობას. ასე რომ, საქმიანობაზე უარის თქმაზე უკეთესია მის ნაყოფებზე უარის თქმა; იგი ასევე იძლევა უდიდეს სიხარულს. ეს არის საუკეთესო გზა.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 21.
30.10.21.
მესამე ყვავილი რაც ძვირფასია უფლისთვის, არის ყველა ცოცხალი არსების მიმართ თანაგრძნობის (დაიას) ყვავილი. ბჰაგავად გიტა ამბობს: „ადვეშთა სარვა ბჰუთაანამ – არ გძულდეს არავინ.“ იცხოვრეთ ყველასთან მეგობრულად, მაგრამ არ გქონდეთ მეტისმეტი კავშირი ადამიანებთან. მეოთხე ყვავილი არის მოთმინების (კშამას) ყვავილი რომელიც ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. პანდავებმა ბევრი იტანჯეს კაურავების ხელში, მაგრამ დჰარმარაჯას არასოდეს დაუკარგავს მოთმინება. არც მაშინ როცა დრაუპადი იყო დამცირებული კაურავების მიერ. ეს იყო მოთმინების სათნოება რაც იცავდა პანდავებს და გახადა ისინი დანარჩენი მსოფლიოს იდეალად. ეს მოთმინების ყვავილი არის ძალიან ძვირფასი უფლისთვის. ღმერთი კმაყოფილი იქნება თქვენით და მოგანიჭებთ სიკეთეს მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ შესთავაზებთ მას “ყვავილებს” რომლებიც არის ძვირფასი მისთვის. არავითარი სარგებელი არ წარმოიშვება ყვავილების შეთავაზებიდან, რომლებიც ჭკნება და ფუჭდება. ყვავილები, რომლებიც მუდამ ყვავის არის არაძალადობა, გრძნობის კონტროლი, თანაგრძნობა და მოთმინება!
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 22 აგვისტო.

სატია საი ბაბა