ივლისი

01.07.18.
გავიზარდოთ ერთად, ვიაროთ და ვისწავლოთ ერთად, განვივითაროთ გონება და მივაღწიოთ დიად მიზნებს ერთად, რაიმე კონფლიქტის გარეშე და ვიცხოვროთ მეგობრულად. ეს არის თანასწორობის ნამდვილი მნიშვნელობა. ეს თანასწორობა იძლევა მშვიდობას. თანასწორობის გარეშე, იარსებებს მხოლოდ მტრობა, განსხვავება და დუალობა. ყოველ დღე თქვენ ამბობთ, შანთი (მშვიდობა) სამჯერ! თქვით ეს სუფთა გულით და თქვით ეს ნაზად. როდესაც გულში არის მტრობა, შანთი მანთრას გალობა იქნება უსარგებლო! მისი უხეში გალობაც ანულებს გალობის ეფექტს! სიტყვები არ არის მნიშვნელოვანი, გრძნობები თქვენს გულში არის მნიშვნელოვანი. მაშასადამე, შეასრულეთ ყველა სულიერი პრაქტიკა გულის სისუფთავით. სიყვარულის გზა არის უკეთილშობილესი. შეიძლება თქვენთვის შეუძლებელი იყოს ჯაფას (ღმერთის სახელის გალობის) შესრულება. შეიძლება თქვენ ვერ შეძლოთ ჭკუის დამშვიდება მედიტირებაში. თქვენ შეიძლება არ იცოდეთ იოგას გზა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სიყვარულის განვითარება თქვენს გულში. სიყვარულის გზა არის ადვილი და უმოკლესი.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 7აპრილი.
02.07.18.
როდესაც ჩვენ ვართ მშიერი, ჩვენ ვჭამთ საკვებს შიმშილის დასაოკებლად! ამას სჭირდება დაახლოებით ორი საათი იმისთვის რომ საკვები პირით წავიდეს კუჭში, გადაიახრშოს და მისცეს ძალა და საკვები სხეულს. ზუსტად ასევე, შესაძლოა იყოს დროს შუალედი მოქმედებებსა და მის შედეგებს შორის. თესლი არ ხდება ხედ მაშინვე როგორც კი თქვენ დათესავთ მას. თესლი ჯერ ღივდება, ხდება ნერგი, და შემდეგ ხდება ხედ საჭირო დროს განმავლობაში. მთელი ხე არის პაწაწინა თესლში. თქვენ თესავთ მხოლოდ თესლს და არა მთლიან ხეს დაფარულს მასში. ზუსტად ასე, თქვენ უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი მომავალი მოთავსებულია მოქმედებებში რომლებსაც თქვენ ასრულებთ აწმყოში. თქვენ წარმოიდგენთ თქვენს მომავალს და ელოდებით მას. საჭირო არ არის მისი დალოდება იმიტომ რომ თქვენი მომავალი დევს თქვენს აწმყოში! თქვენი ახლანდელი აზრები, სიტყვები და საქმეები განსაზღვრავს თქვენს მომავალს. აქედან გამომდინარე გააკეთეთ აწმყო წმინდა, ამაღლებული და მიზანმიმართული.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 22 აპრილი.
03.07.18,
სვამის პრემას (სიყვარულს) არ აქვს მასში თვითანგარების რაიმე კვალი. ეს არის აბსოლუტურად სუფთა. სვამიმ იცის მხოლოდ როგორ გასცეს, არა როგორ მიიღოს. სვამის ხელი დაჭერილია მაღლა რაიმეთი დასასაჩუქრებლად, და არგაწვდილი არს რაიმეს სათხოვნელად. უფრო მეტიც, ოდესმე თუ სვამიმ განაცხადა, „შენ ხარ ჩემი“, როგორი მცდარი გზებითაც გინდა მისდევდნენ ისინი, სვამი არ მიატოვებს მათ. შეიძლება იკითხოთ ნებისმიერი ვინც სვამისგან მიღებული იყო ასე რატომ უნდა დაექვემდებაროს სიძნელეებს და უსიამოვნებებს. ეს უსიამოვნებები არის შედეგი მათი საკუთარი კარმის (მოქმედებების). მათ უნდა დაინახონ რომ მათი ქცევა არის სწორი. თუ, დავუშვებთ რომ, უფალმა აკურთხა ადამიანი სიცოცხლის ასი წლით, ის არ უნდა გაიფხოროს სიამაყით და არ უნდა დაიწყოს ხიდან ხტომა დარწმუნებულმა რომ ის იცოცხლებს საუკუნის განმავლობაში. მან შეიძლება იცოცხლოს ასი წელი, მაგრამ მისი ფეხი შეიძლება მოტეხილი იყოს დაცემით. ამიტომ მიიღებს რა ღმერთის კურთხევას, ის ასევე უნდა ეცადოს ცხოვრების სწორად გატარებას.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 13 ივლისი.
04.07.18.
სურვილები და ნების ძალა (იჩჩა შაკთი), ორივე წარმოიშობა აზრებიდან. ნების ძალა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სიცოცხლის პრინციპი ყოველი ადამიანის არსების. ყველა დანარჩენი ძალა, როგორიც არის ინტელექტის, გაგების, გადაწყვეტილების, ლაპარაკის და ა.შ. ძალები, მოდის მისგან. ეს ნების ძალა არის როგორც მეფე ყველა სხვა ძალის. მას მიჰყავს ადამიანი წმინდა გზით თუ მას სწორად იყენებს. ამის საწინააღმდეგოდ, თუ მას არასწორად იყენებს ადამიანი ხდება ბოროტი. ნების ძალა გავლენას ახდენს თქვენს აზრებზე და აზრები გავლენას ახდენს ნების ძალაზე. ცუდი აზრები ასუსტებს ნების ძალას. ნების ძალის შემცირება აძლიერებს სურვილებს და საბოლოოდ გასუსტებთ თქვენ! არსებობს პატარა მაგალითი. დავუშვათ ერთ ადამიანს აქვს ჩვევად ზედმეტად ბევრი ყავის ან ჩაის სმა, სიგარეტის მოწევა და ა.შ. მისი ცუდი ჩვევები არ ასუსტებს მის ნების ძალას და დიდი რამეების შესრულების შესაძლებლობას? აქედან გამომდინარე განივითარეთ კარგი აზრები, კარგი ჩვევები და აპრაქტიკეთ სურვილების ჭერი.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 22 აპრილი.
05.07.18.
ჩვენ ვართ უძლურნი ჩვენში ღმერთის გასაცნობიერებლად იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ დაჭუჭყიანებულ საფარველს რომელშიც ის არის შეხვეული. თუ ჩვენი ტანსაცმელი ჭუჭყიანდება ჩვენ ვიცვლით მას იმიტომ რომ ჩვენ გვრცხვენია გამოჩენა ჭუჭყიანი ტანსაცმლით. თუ ჩვენი სახლი არის ჭუჭყიანი, ჩვენ ვასუფთავებთ მას იმიტომ რომ მომსვლელებმა ვერ შეძლონ ცუდი შთაბეჭდილების მიღება ჩვენს შესახებ. მაგრამ როდესაც ჩვენი ჭკუები და გულები არის ჭუჭყიანი, ვგრძნობთ ჩვენ სირცხვილს? უცნაური არ არის რომ ჩვენ ასე დიდად უნდა ვიყოთ შეწუხებული ჩვენი ტანსაცმლის ან სახლის სისუფთავით, მაგრამ არ ვწუხდეთ ჩვენი გულების და ჭკუების სისუფთავის გამო რომლებიც ეხება მთელს ჩვენს სიცოცხლეს? ჩვენი გულების და ჭკუების გასასუფთავებლად პირველი რაც უნდა გაკეთდეს ეს არის ცხოვრების უბიწოდ გატარება. ჩვენი მოქმედებები დაფუძნებული უნდა იყოს ზნეობაზე. ნებივრობა სხვების ბოროტად გამოყენებაში ან მათთვის ტკივილის მიყენება არ არის ადამიანური ბუნების ნიშანი. ბოროტება, რასაც ჩვენ სხვების მიმართ ვაკეთებთ, საბოლოო ჯამში უკუგორდება ჩვენზე.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 2 აპრილი.
06.07.18.
ვაიდიკა კარმას (წერილებით მიწერილი მოქმედებების) შესრულება როგორიც არის სამსხვერპლო რიტუალები (იაგნები), მოწყალება და მონანიება ითვლება როგორც პუნია კარმები ან საქებარი მოქმედებები. იმ დროს როდესაც დაკავებული ხართ ამ მოქმედებებში, თუ თქვენ ხართ შეწუხებული მიწიერი მონაპოვრებით, წარმოიშობა ეგოთიზმი (აჰამკარა) – ეს არის გრძნობა, „მე ვასრულებ ამ წმინდა რიტუალებს)“. ყველა მოქმედება, კარგი და ცუდი, შედეგდება მონობაში! ჯაჭვები რომელიც ბორკავს შეიძლება დამზადებული იყოს ოქროსგან ან რკინისგან, მაგრამ ესენი ყველა არის მაინც ჯაჭვი! აქედან გამომდინარე წერილები აცხადებს რომ ღმერთის გაცნობიერება (საკშათკარამ) და ღმერთთან ერთიანობის მიღწევა (ბრაჰმა პრაფთი) არ შეიძლება მიღწეული იყოს მარტო რიტუალებითა და კარგი საქმეებით. რამდენადაც ესენი არის გარეგანი მოქმედებები დაკავშრებული სხეულთან, ესენი არ ახალისებს თქვენი შინაგანი ხედვის განვითარებას. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ ხართ შემძლე ჩამოიცილოთ ეგოთიზმი და მიჯაჭვულობა, თქვენ შეძლებთ შინაგანი ხედვის განვითარებას. ღმერთის ყოველთვის გასაცნობიერებლად, დუალობის გრძნობა უნდა იყოს აღმოფხვრილი. ღმრთიურების აღქმა ყველგან არის სიბრძნე (ადვაითა დარშანამ ჯნანამ)!
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 28 სექტემბერი.
07.07.18.
გლეხმა რომელსაც სურს მოსავლიანობის გაზრდა უნდა ამოიღოს ყველა სარეველა მისი მინდვრიდან. სარეველების ყველა სახეობა უარყოფითად მოქმედებს მოსავლიანობაზე. აქედან გამომდინარე გამარგვლა არის აუცილებელი წინაპირობა კარგი მოსავლის მისაღებად. ამის მსგავსად ნეტარების (ანანდას) გაცნობიერების სულიერმა მაძიებელმა, უნდა ამოიღოს თავისი გულიდან რაჯო და თამოგუნას (ვნების და ბრიყვობის ხარისხების) გამოვლინებები ფორმით ბოროტი განზრახვის, სურვილის, სიხარბის, რისხვის, სიძულვილის და შურის. ადამიანის ეს მტრის ექვსი ტიპი არის რაჯო და თამოგუნის შვილები. ვერავინ განცდის სულის სიხარულს და ნეტარებას მანამ სანამ არის ეს სარეველები. მთელი მსოფლიო არის სამი გუნას გაცხადება. ამ სამიდან რაჯო და თამოგულა არის ყველა უსიამოვნების, დარდის, მწუხარების და პრობლემის წყარო. თამოგუნის ექვსი ატრიბუტი არის ძილი, ძილქუში, შიში, რისხვა, სიზარმაცე და ინერცია. ამიტომ სთხოვა კრიშნამ არჯუნას ამოეღო თავისი გულიდან რაჯო და თამოგუნა.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 12 სექტემბერი.
08.07.18.
თქვენ რა წერილებიც შეიძლება შეისწავლოთ, რა სულიერი ძალისხმევაც (სადჰანა) თქვენ შეიძლება აპრაქტიკოთ ან მლოცვარეობა რომელიც თქვენ შეიძლება შეასრულოთ, გულიდან უსუფთაობის მოცილებაში წარმატების გარეშე, სიცოცხლე იქნება უსარგებლო და უაზრო. გულის გასუფთავება არის ყველა სულიერი მოძღვრების არსი და სიცოცხლის ძირითადი მიზანი. ვერც ერთი სულიერი სწავლება ან სადჰანა ვერ შეძლებს დახმარებას თქვენი გულის გასუფთავებაში თვით თქვენს მიერ ძალისხმევის გამოყენების გარეშე. და როდესაც გული არის გასუფთავებული ეს ხდება ღმერთის საბინადრო. ამ ფაქტის აღიარებით, ბჰაგავად გიტამ მიუთითა ღმრთიურისკენ მიმავალი გზის სამი სტადია: სხეულის დაკავება კარგი საქმეებით, ჭკუის გამოყენება კარგი აზრების და ადამიანური ხარისხების განსავითარებლად, და ღმერთზე ფიქრი უპასანას (ღმრთიურის თაყვანისცემის) მეშვეობით. ამის მეშვეობით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს მდგომარეობას სადაც, მსგავსად მდინარეების შერთვის ოკეანესთან, ისინი შეირწყმებიან ღმრთიურში (ბრაჰმანში).
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 28 სექტემბერი.
09.07.18.
დღევანდელ დღეებში როცა ადამიანი მიდის პიკნიკზე, მას თან აქვს სარკე, სავარცხელი და ხილაბანდი. ადამიანები რატომ ინახავენ მათ? მოგზაურობის დროს შეიძლება ქარმა გაწეწოს მათი თმა ადგილამდე, ამიტომ ისინი იყენებენ სარკეს და სავარცხელს მათ მოსაწესრიგებლად. ესენი გეხმარებათ თქვენ რომ იყოთ ლამაზი შესახედავი. ამის მსგავსად, თქვენ არ გჭირდებათ რამოდენიმე ინსტრუმენტი თქვენი ჭკუის დარღვეული სილამაზის აღსადგენად? როგორც თქვენი სარკე გეუბნებათ თქვენ არის თუ არა თქვენი თმები აბურძგნილი, ერთგულების სარგებლობა გაჩვენებთ თქვენ თქვენი ჭკუის მდგომარეობას! ამ სუფთა სარკით, ადვილი იქნება დაინახოთ უსუფთაობები არსებობს თუ არა ჭკუაში. როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ რომ ჭკუა არის დარღვეული, ჩვენ უნდა შევასწოროთ ეს დაუყოვნებლივ და ასე გასაკეთებლად ჩვენ გვჭირდება სიბრძნის სავარცხელი! განჯაჭვულობა (ვაირაგია) არის ქსოვილი, რომელიც წმენდს ჭუჭყს ჩვენი გულიდან. რადგან თქვენ მოგზაურობთ სიცოცხლეში, ვინც გინდა იყოთ, ყოველთვის ატარეთ ერთგულების, სიბრძნისა და განდეგილობის სათნოებები.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 12 სექტემბერი.
10.07.18.
დღეს სულიერი ვარჯიშები შემოიფარგლება ლაპარაკის მოსმენით და არა მოძღვრებათა პრაქტიკით. მოსმენა გახდა ავადმყოფობის სახეობა. უბრალოდ მოსმენის შემდეგ, ადამიანები ტრაბახობენ რომ მათ იციან ყველაფერი. ეს შეშლილი ტრაბახი აღრმავებს ადამიანების უმეცრებას. ადამიანი უნდა დაფიქრდეს იმაზე რაც მოისმინა. დაფიქრების შემდეგ, მან უნდა შეასრულოს ნიდიდჰიასანა (ჩადოს პრაქტიკაში გაკვეთილები). მხოლოდ შემდეგ არის სამმაგი სისუფთავე აზრის, სიტყვის და საქმის. დღეს ადამიანები კმაყოფილი არიან საუბრების უბრალო მოსმენით. ეს ვერ მიგიყვანთ გაცნობიერებასთან. პრაქტიკა ნამა ლიკჰითა ლაფამ (უფლის სახელის წერით გამეორება როგორც სულიერი ვარჯიშები) ახალისებს ჰარმონიას აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში (ჯერ გაიფიქრე უფლის სახელი, შემდეგ თქვი ის და დაწერე). ეს სამივე პროცესი უნდა იყოს შესრულებული მხოლოდ სუფთა გულით.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 7 ოქტომბერი.
11.07.18.
რაიმე წყალით სავსე ჭურჭელში, როდესაც ჭურჭელი მოძრაობს, წყალიც მოძრაობს. თუ ჭურჭელი არის მყარი, წყალიც ასევე იქნება მყარი და თქვენ შეძლებთ თქვენი საკუთარი სახის დანახვას! მაგრამ თუ წყალი ირყევა, თქვენი სახეც ასევე ირყევა. ამის მსგავსად მედიტირებისას თქვენ უნდა დაიჭიროთ ტანი უძრავად. თქვენი ტანი არის როგორც ჭურჭელი, და ჭკუა არის წყალი შიგნით. თუ თქვენი სხეული მოძრაობს, თქვენი ჭკუა შიგნით იქნება აღელვებული. აქედან გამომდინარე აკონტროლეთ თქვენი ჭკუა და გახადეთ ის მყარი წელის სწორად დაჭერით და ტანის გამყარებით. კუნდალინის ძალა მოძრაობს მულადჰარადან, ხერხემლის სვეტის საფუძვლიდან საჰასრარასკენ, ათასფურცლოვანი ენერგიის ცენტრისკენ, თავის გვირგვინში. აქედან გამომდინარე, თავი, კისერი და ტანი უნდა იყოს სწორი, მოღუნვების გარეშე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სტუდენტებისა და მაძიებლებისთვის. მე ხშირად ვეკითხები სტუდენტებს, „რისთვის სწავლობთ თქვენ? რომ გახდეთ მყარი!“ ახალგაზრდა ასაკიდან, დაიჭირეთ თქვენი ტანი კონტროლს ქვეშ, თქვენ შეძლებთ მეტად სასარგებლო რამეების მიღწევას ცხოვრებაში!
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 12 სექტემბერი.
12.07.18.
როდესაც თქვენ ეჭვობთ სახლის საძირკვლის სიმაგრეზე, თქვენ გეშინიათ მასში შესვლა, როდესაც თქვენ ეჭვობთ მწარმოებლის ოსტატობაზე, თქვენ ნერვიულობთ სეირნობაზე ავტომობილით. აწმყო გახდა შიშის, მოუსვენრობისა და აშანთის (მშვიდობის არქონის) საუკუნე იმიტომ რომ ადამიანებს არ აქვთ ღრმა რწმენა შემქმნელში. ბჰიშმამ, შანკარამ და სხვა ჯნანებმა (ბრძენებმა) იცოდნენ რომ უფალი არის საფუძველი (აადჰარა) მთელი ქმნილებისთვის და არ ჰქონდათ შიში საერთოდ. ბოლო დროს მაჰათმა განდჰი ეყრდნობოდა უფლის წყალობასა და მის ძლევამოსილებას და მოიპოვა თავისუფლება ერისთვის. იცოდეთ უფალი არის უხილავი საფუძველი რაზეც თქვენი სიცოცხლეა აშენებული. ის არის თქვენი წყარო, საარსებო საშუალება და ძალა. მისი ნების გარეშე, ვერცერთი ფოთოლი ვერ მოტრიალდება, ბალახის ვერცერთი ღერო ვერ შეძლებს შეტოკებას. რა უფრო მყარი საფუძველი შეიძლება თქვენ ისურვოთ ვიდრე ეს არის? გექნებათ რა უფლის, ყოვლის შემძლე ძალის როგორც თქვენი სიცოცხლის მთავარი წყაროს ცოდნა, თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ აღარაფრის!
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 8 დეკემბერი.
13.07.18.
ჭეშმარიტების ძიება უნდა გახდეს თქვენი ყოველდღიური სულიერი დისციპლინა; ყოველი მომენტი უნდა იყოს გამოყენებული ამ მთავარი მოვალეობისთვის. ჭეშმარიტებას შეუძლია თავისი არეკვლა თქვენს გონებაზე მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენი გონება არის გასუფთავებული მონანიაებით (თაპასით). თაპასი ნიშნავს ყველა მოქმედებას წამოწყებულს უმაღლესი მოტივებით, ყველა საქმიანობას რომელიც მიუთითებს ძლიერ სურვილს სულისთვის, მონანიებას წარსულის შეცდომებისთვის, მტკიცე გადაწყვეტილებას სათნობისა და თვითკონტროლის თაყვანისცემაზე, და დასასრულს, მშვიდ აღუშფოთველობას წარმატებისა და წარუმატებლობის პირისპირ შეხვედრისას. თაპასი არის ის რაც ახალისებს განდეგილობასა და დისციპლინას. ეს დისციპლინა არის აუცილებელი მაშინ როდესაც ცდუნებები და გადახრები არის ასე ბევრი როგორც ეს არის ახლა ამ რკინის საუკუნეში, როდესაც სიბნელე არის მოხვეული ადამიანის ჭკუაზე, ნებისმიერი პატარა ლამპა რომელსაც შეუძლია გაანათოს ნაბიჯები არის ძალიან მისამშვიდობებელი. აი ამიტომ არის რომ მე გირჩევთ თქვენ მიმართოთ კარგ საქმეებს, კარგ ქცევას და კარგ მანერებს (ასთ-კარმას, სად-აჩარას და სატ-პრავართანას), ასე რომ თქვენ მუდმივად იყოთ დაყენებული უფლის დასწრებაში!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 23 ნოემბერი.
14.07.18.
რა სავალალო ბედი არის ეს? პატარა ეგო კაცში იკვებება უზარმაზარ ხანძარში ჭკუით და გრძნობებით, და ერთიანი დაჭერილია ტანჯვების ცეცხლში. ეგოიზმი აიძულებს ადამიანს დაინახოს დიდება წვრილმან მიღწევებში, ბედნიერება ტრივიალურ შენაძენებში, და სიხარული სხვებზე დროებით ძალაუფლებაში. მაგრამ უკვდავი შიგნით ელოდება აღმოჩენას ნეტარების, და დაბადების და სიკვდილისგან გათავისუფლების საჩუქებლად. არსებობს ზუსტი მეთოდი რომლითაც შეიძლება უკვდავი ნაპერწკლის აღმოჩენა. თუმცა ეს შეიძლება მოჩანდეს ძნელად, ყოველი ნაბიჯი წინ აადვილებს შემდეგს და ჭკუა მომზადებული დისციპლინით, მყის აღმოაჩენს რომ ღმრთიური არს ქმნილების საფუძველი. არ არსებობს უმოკლესი გზა ამ სრულყოფილებისთვის. თქვენ უარი უნდა თქვათ ყველა შეფერხებაზე რომლებიც თქვენ გაქვთ დაგროვილი აქამდე და უნდა დამსუბუქდეთ მოგზაურობისთვის. გულისთქმა, სიხარბე, რისხვა, ბოროტება, პატივმოყვარეობა, შური, სიძულვილი – ყველა ეს ცხოველური მიდრეკილება უნდა გადაყაროთ.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 8 დეკემბერი.
15.07.18.
ნება მომეცით მე თქვენ გითხრათ – უდიდესი კოსმეტიკა ქალისთვის არის სათნოება! მიეცით მნიშვნელობა ნიშთას (დისციპლინას და სიმყარეს) და არა ნაშთას (საუზმეს ან კვებას)! თქვენ შეიძლება მოიკლოთ საკვები მაგრამ არა დისციპლინა. ამიერიდან ატარეთ რეგულირებული დისციპლინირებული ცხოვრება; აქციეთ ეს ჩვევად და ჯავშნად რაც დაგიცავთ თქვენ ზიანისგან. ელოცეთ ღმერთს და წარმოთქვით მისი სახელი ან იმედიტირეთ მის დიდებაზე დროს ერთი და იგივე ფიქსირებული პერიოდის განმავლობაში ყოველდღე; თქვენ ჩათვლით მას საკმაოდ დამსაჩუქრებლად. არ თქვათ, „დაე მე დავაგემოვნო საჩუქარი, და შემდეგ მე დავიწყებ სულიერ პრაქტიკას.“ პრაქტიკა, და გამოცდილება მოჰყვება; ეს უნდა მოჰყვეს. თუ თქვენ გსურთ რომ სხვებმა პატივი გცენ, თქვენ უნდა სცეთ მათ პატივი აგრეთვე. თუ სხვები უნდა გემსახურონ თქვენ, უწინ ემსახურეთ მათ. სიყვარული ბადებს სიყვარულს. თვითგანდიდება და ეგოურობა მოიტანს უბედურებას. სინამდვილეში, ვერცერთი სიხარული ვერ იქნება სხვათა მსახურების სიხარულის თანასწორი.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 9 დეკემბერი.
16.07.18.
ერთ საოჯახო მეურნეობას ახლა ათი ფრაქცია და პარტია ჰყავს. ისინი, ვისაც საკუთარი ოჯახების რეფორმირება არ შეუძლიათ, იწყებენ ქვეყნის რეფორმირებას და სხვებს რჩევას აძლევენ თანამშრომლობისა და ჰარმონიული ცხოვრების შესახებ. ათმას ცოდნა, როგორც ყველა არსების საფუძველი ახლა არის დავიწყებული, და ეს დღეს არის ყველა მღელვარების, არეულობის და მორალური კრიზისის მიზეზი! დაცემა უფალზე მუდმივი ფიქრის (ნამასმარანას) დისციპლინაში არის ამ ქვეყნის დაცემის ძირითადი მიზეზი. ეს არის მძინარეთა გაღვიძება და გადაცემა ამ გზავნილის მათზე, რათაც ღმერთი ჩამოდის. თუ ვინმე სუსტს გიწოდებთ, არ დაიჯეროთ ეს. თქვენ გაქვთ გონება, დისციპლინა, სულიერი შესაძლებლობები, სხვების აღმატებულების შეგნება, ცოდნა თქვენი ნაკლების შესახებ და საკუთარი თავის გაუმჯობესების ძლიერი სურვილი – მაშინ თქვენ როგორ შეიძლება გიწოდონ სუსტი? გახსოვდეთ, ღმრთისმოსავი ცხოვრება არ დაემორჩილება რისხვას ვნების გამო; ეს იქნება ძალა და თანამშრომლობის წყარო. მე გაკურთხებთ, რომ ყველა თქვენგანმა შეძლოს ჰქონდეს ცხოვრება აღვსილი სიხარულითა და მშვიდობით.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 9 დეკემბერი.
17.07.18.
ძველი ბრძენები რომლებმაც განცადეს ღმერთის სურნელება ეძებდნენ ფორმას. ისინი ეძებდნენ მას ტყეებსა და ბუჩქებში. მათ უკუაგდეს ყველაფერი და გაიღეს ბევრი მსხვერპლი, ამის მიუხედავად მათ ვერ შეძლეს წყაროს პოვნა. ზოგმა მიატოვა შუაგზაზეც კი, დაკმაყოფილებულმა სურნელებით რომელიც მათ განცადეს. მაგრამ სხვებმა დაუღალავი გადაწყვეტილებით, ბოლოს და ბოლოს შეძლეს ეპოვათ ყვავილი. ამათ გარდა იყვნენ სხვებიც ვინც ვერ შეძლო თვით სურნელების განცდა ‘ძლიერი სიცივის“ გამო, და დაერქვათ ათეისტები. იმის მიუხედავად რომ მათ ჰქონდათ ცხვირები მათ ვერ შეძლეს ღმრთიური ნეტარების სურნელების განცდა; ისინი სინამდვილეში არიან უბედურები. მაგრამ მათ ვინც შეძლო განეცადა ეს ნეტარება შესძახეს ექსტაზში, „ვადაჰამეტამ პურუშამ მაჰანთამ (ჩვენ გავაცნობიერეთ ღმერთობის უზენაესი პიროვნება).“ ეს როგორ გავიგოთ? ყოველი ადამიანის არსებაში, ნეტარება ან ანანდა გამოდის გულიდან, როგორც სურნელება ყვავილიდან. გული ნამდვილად არის სრული და მთელი.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 29 აპრილი.
18.07.18.
ღმრთიურება არის ყველაში და ყველგან. თქვენ შეიძლება ვერ დაინახოთ ის თქვენი ფიზიკური თვალით, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მისი ვიზუალირება შინაგანი ხედვით. ჰაერი არსებობს, თქვენ არ შეგიძლიათ ამის უარყოფა თუმცაღა თქვენ არ შეგიძლიათ მისი დანახვა ან დაჭერა. როცა ეს არის ცხელი, თქვენ შეგიძლიათ განცადოთ სიცივე მარაოს ან ელექტრო ვენტილატორის გამოყენებით. ჰაერი არ მოდის გამნიავებლიდან. მაგრამ ვინც იყენებს გამნიავებელს იღებს და შეიგრძნობს ჰაერს. ამის მსგავსად ღმერთი არსებობს როგორც ჰაერი. ინტელექტი არის გამნიავებელი. თუ თქვენ შეატრიალებთ მას ათმასკენ თქვენ მიიღებთ ათმანანადას (ათმურ ნეტარებას). მეორეს მხრივ, თქვენ ატრიალებთ მას ტანისკენ და თქვენ იღებთ ტანისმიერ სიამოვნებას. სიცოცხლის ოკეანის გადასალახად, თქვენ არ შეიძლება დამოკიდებული იყოთ ტანზე რაც არის ხრწნადი და წარმავალი. ეს არის სინამდვილეში სავსე ჭუჭყით და სიბინძურით, ხორცით და ძვლებით. აქედან გამომდინარე თქვენ უნდა დანებდეთ ღმრთიურს თქვენში. როდესაც თქვენ გყავთ ღმერთი თქვენს დამხმარედ, არ არსებობს რაიმე რის მიღწევასაც თქვენ ვერ შეძლებთ.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 29 აპრილი.
19.07.18.
თქვენ აზღვევთ სიცოცხლეს იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ამის მთლიანად უსაფრთხო, ასე არ არის? საკუთარი თავის კომფოტული სიცოცხლით უზრუნველსაყოფად თქვენ გარწმუნებენ დაეზღვიოთ და გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია. მაგრამ მარტო ღმერთს შეუძლია დაგიცვათ თქვენ სიკვდლის ტერორისგან. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ბედნიერება ჭკუის და გრძნობების კონტროლითა და დაპყრობით. რკინა და ფოლადი იწარმოება ბრძმედებში, სადაც მადანი დნება და ემატება სხვა კომპონენტები. გამდნარი რკინა გადააქვთ ვედროებში ამწეებით და ისხმება ციცხვებით. თუმცა ციცხვების სამარჯვები არის ცხელი, იგი შეუვალია ამის. ამწე ფლობს სხვა მასალებს, მაგრამ იგი არ იჭერს თავის თავს! ჭკუა არის ამის მსგავსი. იგი იჭერს, იგი მანიპულირებს, იგი იღებს ყველა სხვა ნივთს მაგრამ მას არ შეუძლია საკუთარი თავის გადატანა ან მანიპულირება და ტრანსმუტირება! ჭკუას არ შეუძლია პატრონის დაჭერა, ესე იგი, შინაგანი მოტივატორის, ღმერთის. ამგვარად რომ გადაირჩინოთ თავი ჭკუის ახირებებისა და მისი მინიონებისგან, თქვენ უნდა მოეჭიდოთ ‘პატრონს’.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 11 მარტი.
20.07.18.
სიყვარული არსებობს სიყვარულისთვის და სხვა არაფრისთვის; ეს არის სპონტანური და ანიჭებს სიამოვნებას. სიყვარული ხედავს გულით, არა თვალებით. იგი ისმენს არა ყურებით არამედ თქვენი გულის სიმშვიდით. იგი ლაპარაკობს არა ენით არამედ იყენებს თანაგრძნობას. სიყვარულს აქვს ბევრი სინონიმი – თანაგრძნობა და გულკეთილობა ასევე ნიშნავს სიყვარულს. სიყვარულს შეუძლია წარმომავლობა მხოლოდ გულიდან და არა სხვა რაიმე წყაროდან. სიყვარული არის უკვდავი, ნექტარიანი, მნეტარებელი და უსასრულო. გული აღვსილი სიყვარულით არის უსაზღვრებო. როგორც სხვადასხვა დასახელების მდინარეები ერთვის ოკეანეს და ხდება ერთიანი მასთან, სიყვარული ბევრ ფორმაში შედის თქვენი გულის ოკეანეში და ირწყმება მასთან. თქვენი აზრები, სიტყვები და ხედვები უნდა იყოს სავსე სიყვარულით. ეს არის ღმრთიური სიყვარული. ვინმე გაჯერებული ღმრთიური სიყვარულით ვერასოდეს შეძლებს იყოს ტანჯვას დაქვემდებარებული. დღეს ადამიანები იტანჯებიან შექებით ან გაკიცხვით. მაგრამ ისინი, ვინც სავსე არიან ღმრთიური სიყვარულით აბიჯებენ შექების ან გაკიცხვის საზღვრებს. ისინი არიან შეუხებელი კრიტიკით ან პირფერობით, და ექცევიან სიხარულს და დარდს, მოგებას ან წაგებას, გამარჯვებას და დამარცხებას, ერთნაირად.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 25 დეკემბერი.
21.07.18.
მარტო ათმა ვიდიას (მეცნიერებას მე-ს შესახებ) შეუძლია დააფიქსიროს ჭკუა დჰარმაში. სტუდენტებს აქ მიეცემათ გაელვება ამ ათმა ვიდიას შესახებ; მათ უნდა განივითარონ ამის შესახებ ცოდნის ძლიერი სურვილი. განათლება და სურვილი არის ის რაც დააყენებს მათ კარგ ადგილზე როდესაც ისინი შეეჯახებიან ცხოვრების პრობლემებს. პრაჰლადამ უთხრა თავის მამას, „მამა რომელსაც მიჰყავს თავისი ვაჟი ღმერთისკენ, არის მხოლოდ მამა რომელიც იმსახურებს პატივისცემას ამ როლის გამო.“ მამებმა ვისაც მიჰყავთ თავიანთი ვაჟები გრძნობით სიამოვნებათა მორევში, ფიზიკური გატაცების ვულკანებში, სიამაყის და პომპეზურობის დაჭაობებულ ჭანჭრობებში არ იციან თავიანთი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. ესევ, განათლების სისტემები რომლებიც იჭერს ბავშვებს შორს ღმერთიდან – ერთადერთი თავშესაფრიდან, ერთადერთი ნათესავიდან, მხოლოდ ერთი ხელმძღვანელიდან და დამცველიდან – ნამდვილად არის სისტემები სადაც ბრმები დაკავებული არიან მათი დაბრმავებით ვინც მათზე არის დამოკიდებული.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 22 ივლისი.
22.07.18.
ქალები ვინც იყვნენ ინდური კულტურის ბურჯები, დამცველები ძველი სულიერი სიმდიდრის, სწრაფად უთმობენ მეტისმეტად კოხტა კულტურის არამდგრად მიმზიდველობას, როგორც ეს აშკარა ხდება ცხოვრების ფორმებიდან და ამჟამინდელი სოციალური ქცევიდან. ეს არის ხელოვნური და ცარიელი განათლების სისტემის შედეგი, ისევე როგორც იაფფასიანი ლიტერატურის და დაბალი ხარისხის ფილმების ეშმაკური მიმზიდველობის. დღევანდელი ახალგაზრდა ქალები არიან მომავალი ლიდერების თაობის დედები და მასწავლებლები. თითოეულმა თაყვანი უნდა სცეთ თქვენს ხუთ დედას: დეჰა მატას, დედას რომელმაც შენ დაგბადა; გო მატას, ძროხას რომელიც გაძლევს შენ სარჩენ რძეს; ბჰუ მატას, მიწას რომელიც ზრდის მოსავალს; დეშა მატას, შენს სამშობლოს რომელიც გაძლევს დაცვას, ზრუნვას, სიყვარულს, უფლებებს და მსახურების და საკუთარი თავის დიდ სიმაღლეებამდე აყვანის შანსებს; და ვედა მატას, სულიერ საგანძურს რომელიც გიმხელს სიცოცხლის მიზანს და მიჰყავხარ შენ თვითრეალიზებისკენ. დეჰა მატამ უნდა აჩვენოს შვილს ყველა დანარჩენის დიდება; ამიტომ მისი პასუხისმგებლობა არის უდიდესი და ძალიან გადამწყვეტი.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 22 ივლისი. – ბაბა
23.07.18.
ათეისტები (ნასთიკები) იტანჯებიან ციებ-ცხელებით რაც აფუჭებს მათი გემოს შეგრძნებას; ისინი ყველაფერს აღიქვამენ მწარედ. მორწმუნე (ასთიკა) გრძნობს გემოს ისეთს როგორიც ეს არის: მწარეს როგორც მწარეს, მჟავეს როგორც მჟავეს, ტკბილს როგორც ტკბილს. მაგრამ შეცნობის ადამიანი (იასთიკა) განცდის სიცოცხლის ყველა მოვლენას როგორც ტკბილს, სავსეს უფლის წყალობით. პრაჰლადა იყო ასეთი ადამიანი; მას სცემდნენ, თელავდნენ, და აგდებდნენ ცეცხლსა და წყალში, მაგრამ ის აგემოვნებდა მხოლოდ სიტკბოს ყოველჯერ. მან დაძლია ყველა გასაჭირი გულში ნარაიანას სახელიდან მიღებული გაძლიერებით. გულში არის საიდუმლო წყარო რომელიც კარგად მოედინება როდესაც სახელი წარმოითქმება და ეს კლავს თქვენს წყურვილს. როდესაც ხართ სირთულეში, ილოცეთ მის ხელმძღვანელობაზე ნებისმიერი მიმართულებით გადახტომამდე. ადამიანები გირჩევენ მხოლოდ იმდენად რამდენადაც მათი ცოდნა სწვდება, მაგრამ უფალი გაგიხსნით თქვენ გზას ყველა დილემიდან. თხოვეთ ღმერთს პირდაპირ და ის არა მარტო გიპასუხებთ თქვენ არამედ ასევე გამოგისყიდით თქვენ!
– ღმერთის საუბარი, 1962 წლის 10 მარტი.
24.07,18.
ბუნება არის დიდი საწყობი სადაც მოიპოვება ყველა ის ნივთი რომლებიც გეხმარებათ თქვენ გაიგოთ ჭეშმარიტება. ეს ჭეშმარიტება პირველად შეიცნობა როგორც, „ეს ყველაფერი გაჟღენთილია ბრაჰმანით (ღმრთიურებით), ნახელნძღვანებია ბრაჰმანით და შემდგარია ბრაჰმანისგან (სარვამ ბრაჰმა მაიამ)!“ შემდეგ მაძიებელი ადის უფრო დიდ გაცნობიერებაში „ეს ყველაფერი არის ბრაჰმანი (სარვამ ბრაჰმამ)“, მხოლოდ ეს მოჩანს როგორც კიდევ რაღაც დროს განმავლობაში თვალების გახელამდე! ბოლო სტადია არის ის სადაც არ არსებობს თუნდაც „ეს ყველაფერი (სარვამ)“ პოსტულატად მისაჩნევი როგორც ბრაჰმანი; არსებობს მხოლოდ ბრაჰმანი: ერთადერთი. ეს გაკვეთილი შეისწავლება ადამიანების მიერ როდესაც ისინი სწავლობენ ბუნებას, აანალიზებენ მას და ცდილობენ გაიგონ იგი. დედის მუხლები არის სადაც შვილები სწავლობენ ცხოვრების ხელოვნებას; ასევე ბუნება (პრაკრიტი) არის რაც გასწავლით როგორ მიაღწიოთ წარმატებას მძიმე ბრძოლაში და როგორ მოიპოვოთ უმაღლესი მშვიდობა (პრაშანთი). დაარღვიეთ ბუნების კანონები და იგი ჩაგდებთ თქვენ ყურში; დაემორჩილეთ მის კანონებს და უსმინეთ მის გაფრთხილებებს, და იგი გადმოგცემთ თქვენ თქვენი უკვდავების მემკვიდრეობას.
– ღმერთის საუბარი, 1962 წლის 3 ივნისი. – ბაბა
25.07.18.
ზოგიერთი ადამიანი დღეს არ ასრულებს რაიმე ფიზიკურ ვარჯიშს და ატარებს მჯდომარე ცხოვრებას. ჩემი რჩევა ოფისმანებისა და სტუდენტების მიმართ ის არის რომ მათთვის კარგია სარგებლობა ველოსიპედით დღეში უკიდურეს შემთხვევაში ხუთ ან ექვს კილომეტრზე. ეს ველოსიპედის სავარჯიშო არის ძალიან სასარგებლო თქვენი კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ავტომობილზე თქვენი ხარჯების შესამცირებლად. კიდევ ერთი დიდი უპირატესობა არის უბედურ შემთხვევებზე თავის არიდება და ავტომობილის მავნე გამონაბოლქვით ატმოსფეროს დაჭუჭყიანების შემცირება. ნახშირბადის დიოქსიდის კვამლი ავტომობილების ძრავებიდან და ფაბრიკა-ქარხნებიდან ასევე აჭუჭყიანებს ჰაერს ქალაქებში და მოქმედებს დედამიწის ზედა ოზონის ფენაზე. ყველა ხუთივე ელემენტი დღეს ძალიან შეხებულია დაბინძურებით. აქედან გამომდინარე თქვენ უნდა ეცადოთ ავტომობილებით სარგებლობის შემცირებას და დამაზიანებელი ინდუსტრიული ჩამდინარე წყლების ემისიის კონტროლს. თქვენ ყოველთვის უნდა იმოქმედოთ ჰარმონიაში ბუნებასთან, რომელიც არის ღმრთიურების ანარეკლი. თქვენი უპირველესი ამოცანა ახლა არის იმ გარემოს გასუფთავება რომელშიც თქვენ ცხოვრობთ.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 6 თებერვალი.
26.07.18.
ხედეთ ღმერთი ყველაში ვისაც თქვენ ხვდებით, ხედეთ ღმერთი ყველაფერში რასაც ეხებით. მისი საიდუმლოება დამახასიათებელია ყველაფერში რაც არის მატერიალური და არამატერიალური; სინამდვილეში აღმოჩნდა რომ არ არსებობს ნივთიერება ან მასალა. ეს ყველაფერი არის ღმერთი, მისი საიდუმლოს გამოსახვა! მიიღეთ სიხარული სიხარულის წყაროდან თქვენს შიგნით და თქვენს გარეშე; იარეთ წინ, არ გაჩერდეთ ადგილზე ან არ დაიხიოთ უკან. ყოველი წუთი უნდა მოინიშნოს წინგადადგმული ნაბიჯით. იხარეთ რომ ეს მოგეცათ თქვენ ყველაფერში ღმერთის გასაცნობიერებლად. მიემშვიდობეთ მისი დიდების გალობის, მისი მატეანის მოსმენის, და მისი დასწრების სხვებთან გაზიარების ყველა შანსს. ღმერთს აქვს თავისი ხელი ყველა ხელსაქმეში, თავისი ფეხი ყველა სიმაღლეზე, თავისი თვალები ყველა ჰორიზონტს მიღმა, და თავისი სახე ყველა სახის წინაშე. კალპავრიკშა (ნატვრის ხე) ადამიანის გულში იხრჩობა ველური სიმწვანით და ეკლიანი ბუჩქნარით. მოაცილეთ ეს შემხუთველი ქვეტყე და ხე გაიზრდება და მოგცემთ ნაყოფს.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 9 მარტი.
27.07.18. გურუ პურნიმა
ან დღეს ეწოდება ვიასა პურნიმა. ეს არის წმინდა დღე რომელიც უნდა აღინიშნოს ლოცვითა და მონანიებით. მარტო ამას შეუძლია გაწმინდოს გული, არა მოლხენას ან მარხვის შენახვას, რაც მოქმედებს მხოლოდ სხეულზე. ის ფაქტი რომ ბრძენი ვიასა ასოცირდება ამ დღესთან ან რომ უფალი კრიშნა ან რამა დაკავშირებულია რამდენიმე სხვა დღესთან არის მხოლოდ შესაძლებლობა ამ დღეთა აღსანიშნად როგორც გამოჩენილად მნიშვნელოვნად, როდესაც რაიმე წმინდა უნდა გაკეთდეს. დღეს არის სავსე მთვარე, როდესაც მთვარე კაშკაშებს რაიმე დაბრკოლების გარეშე; როდესაც მთვარის შუქი არის ბრწყინვალე, ცივი და სავსე. კაცის ჭკუა შედარებულია მთვარესთან, რადგან იგი არის ცვალებადი როგორც მთვარე მისი ქანაობით სინათლიდან სიბნელემდე; ამ დღეს ჭკუაც უნდა იყოს ნათელი, მოკაშკაშე და ცივი. ბრძენი ვიასა არის ლოკაგურუ (მთელი მსოფლიოს მასწავლებელი): ის არის ღმრთიური ციალი. მაგრამ, თუნდაც ვიასას შეუძლია მხოლოდ გაჩვენოთ თქვენ გზა. თქვენ უნდა გაიაროთ ეს მარტომ.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 24 ივლისი.
28.07.18.
მას შემდეგ, რაც თქვენ გყავთ გარანტირებული გურუ, დაუტოვეთ ყველაფერი მას, თუნდაც გათავისუფლების მიღწევის სურვილი. ის გიცნობთ თქვენ უფრო მეტად ვიდრე თქვენ შეიძლება იცოდეთ. ის მიგმართავთ თქვენ როგორც თქვენთვის მეტად კარგია. თქვენი მოვალეობაა მხოლოდ დამორჩილება და მოხრჩობა მისგან დაშორების ტენდენციის. არ არსებობს საჭიროება მაშინ, რომ მიეღოთ სახელი ან მანტრა გურუსგან და იმეოროთ ეს. გურუს ან უფლის ბრძანება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გურუს სახელი ან უფლის სახელი. რა სარგებლობა აქვს სახელის განმეორებას, იმავდროულად იმპულსების გაწმენდის გარეშე მისი ბრძანებების შესრულებით. თქვენ უნდა საუკეთესოდ გამოიყენოთ გურუ, როგორც თქვენ ეს უნდა გააკეთოთ თვით ამ პუტტაპარტში. აქ თქვენ უნდა შეიძინოთ შანთისა და სანთოშის (მშვიდობისა და ბედნიერების) მოპოვების უნარი, ღმერთის წყალობა, სულიერი პრაქტიკის გაკვეთილები და სათსანგის (წმინდათა კომპანიის) ნაყოფი; არ გაფლანგოთ თქვენი ენერგია და დრო, გრძნობითი კმაყოფილების ძებნით ურწმუნოთა კომპანიაში.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 24 ივლისი.
29.07.18.
კაცი არის ნარევი დაივას, დანავას და მანავას (ღმერთის, დემონის და კაცის). დანავას ბუნების ბოროტება შეიძლება გადაილახოს დაიით (წყალობისა და ქველმოქმედების ხარისხით), სიმპათიითა და ამხანაგობის გრძნობით; დაია ასპექტის სიამაყე შეიძლება დაიძლიოს დამით (თავშეკავებით), განჯაჭვულობითა და თმობით; მანავა ასპექტის ეგომიზმი შეიძლება დაიძლიოს დჰარმას მიმდევრობით მიწერილით პირუთვნელი ბრძენების მიერ, რომლებიც განიწმინდნენ მონანიებით, და თავიანთი ინსტინქტებისა და იმპულსების კანალიზებით ნაყოფიერ სფეროებში. როცა ეს სამი არის ამგვარად ამაღლებული, მანავა (კაცი) გარდაიქმნება მადჰავად (ღმერთად). თითოეულმა უნდა გაიაროს ეს პროცესი გაწმენდის, მისი ნაკლებისა და სისუსტეების აღმოჩენით და უნდა გააცნობიეროს გზა წარმატების. თუ თქვენ გაქვთ დაია, დამა და დჰარმა (სიმპათია, თავშეკავება და უბიწოება), ეს გადაგიყვანთ ჭკუის სამი თვისების სფეროს გარეთ; არ არსებობს საჭიროება შემდეგ, რომ მიიღოთ სახელი ან მანთრა, გურუდან და იმეოროთ იგი.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 24 ივლისი.
30.07.18.
კროდჰა (რისხვა) არის სასიკვდილო შხამი. ეს გავლენას ახდენს სხვებზე თავისი ხრჩოლვით, გაცხადებულით თვალით, ენით და ხელებით. შხამიანი ხის თესლი იზრდება შხამიან მცენარედ და როცა დიდი ხე ხდება, მისი ფოთლები, ყვავილები და ხილიც უდაოდ შხამიანია. ესევ, ადამიანს, რომელიც ბრაზობს შეუძლია გამოასხივოს მხოლოდ შხამი, აზრის, სიტყვისა და საქმის მეშვეობით. გაბრაზებული აზრი არის როგორც კენჭი გადაგდებული მანასა-საროვარის (ჭკუის ტბის) მშვიდ წყლში რომელიც არის კაცში. იგი ქმნის ცირკულარულ ეფექტს, რომელიც მთელ ტბაზე ვრცელდება. ბრაზი არის ძალიან საზიანო ახალგაზრდების პროგრესისთვის. ეცადეთ ყველა საშუალებით თავიდან აიცილოთ შხამი შემომავალი თქვენი გონების სილამაზეში. კულტივირეთ სიყვარული, კეთილგანწყობა, მსახურების სულისკვეთება და სხვებთან თანამშრომლობის ყველა აზრის წახალისება. ხედეთ ღმრთიურება თითოეულში, როგორც თქვენ უნდა ხედოთ ეს თქვენს საკუთარ თავში.
– ღმერთის საუბარი, 1978 წლის 7 დეკემბერი.
31.07.18.
გადასალახი წინააღმდეგობებიდან ერთ-ერთი არის სუსტი რწმენა საკუთარ თავში (ავიშვასამ). დღეს თქვენ სიამოვნებით და ნებაყოფლობით მოათავსეთ ყველა რწმენა სხეულსა და მის აქსესუარებში, მაგრამ არა თქვენს შინაგან მოტივატორში, მეეტლეში. კერძოდ, ახალგაზრდებს დღეს აქვთ რწმენა არარეალურში, წარმავალში, მომენტალურ სიამოვნებასა და დროსტარებაში. მათ არ აქვთ ცოდნა მარადიულის, უცვლელისა და მარადნეტარის. სიცოცხლის ძვირფასი წლები ამით იკარგება უსარგებლო დევნებში. ამიტომაა, რომ თქვენი რწმენა ბარბაცებს როდესაც უმნიშვნელო უბედურება ხდება! დაფიქრდით ღრმად სიმდიდრის, დიდების, ამსოფლიური მეგობრობის და ა.შ. არამუდმივობაზე. კულტივირეთ რწმენა მსახურების ფასეულობაში; დაიჯერეთ რომ სიყვარულს შეუძლია სიძულვილის გადალახვა. გქონდეთ რწმენა წრფელ და ზნეობრივ ცხოვრებაში. ამას ეწოდება უბიწო ცხოვრება (დჰარმა). არასდროს იხეტიალოთ მცდარ გზებზე, ცდუნებულებმა გრძნობითი სურვილებითა და თვითგანდიდების გეგმებით.
– ღმერთის საუბარი, 1978 წლის 7 დეკემბერი.

შრი სატია საი ბაბა