პრანავა

პრანავა-მანტრა

პრანავა-მანტრა. კითხვა: ყველაფერი გამოდის პრანავიდან, და საბოლოო ჯამში, იძირება პრანავაში, ასე ამბობენ. უფროსები რატომღა ამბობენ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ წარმოთქვან პრანავა, და არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ მისი წარმოთქმა?

საი: რა არის პრაკრიტი, ბუნება, თუ არა ხუთი ელემენტის შერევა? პრანავა _ არის ჭეშმარიტი სიცოცხლე ყველა ელემენტებისა და, მაშასადამე, მაცოცხლებელი სუნთქვა თვით პრაკრიტისა. წყლის ნაკადი, რომელიც ვარდება კლდიდან, წარმოთქვამს ომ; ტალღები, რომლებიც ეხეთქებიან სანაპირო კონცხს, წარმოთქვამენ ომ. ხმა შესუნთქვისა და ამოსუნთქვისა ასევე არის პრანავა, ასე არ არის? იციან კი მათ, რომ ადამიანების ძახილი, რომლებსაც მხრებით მიაქვთ პალანკინი, სუნთქვა იმათი, ვინც რეცხავს თეთრეულს მდინარეზე, _ ყველა ეს ხმები თანაჟღერადია პრანავასი. იმეორე მთელი შინაგანი აზრის სრული ცოდნით, და მალე ყოფითი განცდების ტვირთი გახდება მსუბუქი. პრანავა სუნთქვა ასევე ამსუბუქებს ტანჯვებს. უაზრობაა ამტკიცო, რომ ზოგიერთებს აქვთ მისი წარმოთქმის უფლება, სხვები კი მოკლებული არიან ამ უფლებას. ის, ვინც სუნთქავს, წარმოთქვამს მას მუდმივად სუნთქვის პროცესში. როცა არჯუნამ ჰკითხა, როგორ უნდა გაიხსენოს ადამიანმა ღმერთი სიკვდილის ჟამს, განა შენ არ იცი, რა უპასუხა კრიშნამ? მან უთხრა, რომ ადამიანმა ჭკუაში უნდა წარმოთქვას პრანავა, რომელიც განუყოფელია ღმერთისგან. ამდაგვარად, უთხრა მან, ბჰაკტა, ერთგული ღმერთისა, მიაღწევს უმაღლეს მიზანს. ყველას აქვს უფლება ამ დიდ მანტრაზე, პრანავაზე.

კითხვა: როგორ შეიძლება მიზნის მიღწევა, პრანავას თაყვანისცემით (უპანასა პრანავა)? ადამიანი, რომელიც მედიტირებს, როგორ შეიძლება იქცეს იმად, რაზეც მედიტირებს? გეთაყვა, ამიხსენი მე ეს შეუდარებელი მანტრა და ის, თუ როგორ გვეხმარება ის ჩვენ უბრალო ილუსტრირებების გზით.
საი: პრანავა – მშვილდია, ატმა – ისარი; პარაბრაჰმანი სამიზნე. სადჰაკა, მშვილდოსნის მსგავსად, არ უნდა მოექცეს იმის გავლენის ქვეშ, რაც აღელვებს ჭკუას. ის მუდმივად უნდა ხედავდეს მიზანს. როგორც მსროლელის ყურადღება შთაინთქმება სამიზნით, ასევე სადჰაკა ხდება ის, რაზეც მედიტირებს. კაივალია უპანიშადში, მანდუკა უპანიშადში და შრუტების სხვადასხვა ნაწილებში პრანავა ყველანაირად შეიქება. ამიტომ ყველას შეუძლია მისი გამეორება და მედიტირება ამ მანტრაზე, რომელსაც ადამიანისთვის მოაქვს გათავისუფლება. შენ არ უნდა გქონდეს დაეჭვებები იმაში, რომ პრანავა-უჩასანუ (პრანავას თაყვანისცემის) პრაქტიკა შეუძლიათ ყველას. (15, გვ.42-43).

* კითხვა: სვამი დროდადრო ხმები ისმის ჩვეულებრივ, მაგრამ ყოველი ბგერა გარსშემორტყმულია მდუმარებით და ისმის თვით მდუმარება.
საი: სიჩუმე, რომლითაც გარსშემორტყმულია გარეთა ბგერები – ეს არის ღმერთი. სიჩუმის შიგნით არსებობს მარადიული ხმა `ომ~. ყოველი სხვა ხმა წარმოიქმნება ხმისგან `ომ~ (19, გვ.111).

როცა ლომი იღვიძებს ძილიდან და ღრიალებს, მაშინ ყველა პატარა მტაცებლები, რომლებიც ამ მომენტამდე თვლიდნენ თავის თავს პატრონებად, დგებიან თითის წვერებზე. ზუსტად ასევე, თუ თქვენ გამოღვიძებისას იწყებთ პრანავა-მანტრას (მანტრა `ომ~-ის) გამეორებას, ყველა მდაბიო ცხოველური ინსტინქტები, რომლებსაც თავი მოჰქონდათ სიბნელეში, გაქრებიან. თქვენს საკუთარ გულში არის რაღაც, მყოფი სივრცისა და დროის ფარგლებს გარეთ, და თუ თქვენ შეერთდებით ამასთან პრანავას მეშვეობით ან სხვა რაიმე სიმბოლოს დახმარებით, მაშინ არავითარი ცუდი აზრები და აღტყინებები არ გაბედავენ თქვენთან მოახლოებას (1, გვ.181).

* პატარა ბავშვებს ასწავლიან სიარულს, სამთვალა სამარჯვის დახმარებით, რომლის სახელურებსაც ისინი ეჭიდებიან სიარულისას. პრანავაც, მისი სამი ხმებით ა, უ, მ შეიძლება შეედაროს ასეთ სამთვალა სამარჯვს. მასზე მოჭიდებულ ადამიანს შეუძლია ისწავლოს სიარული ბჰაკტის (ერთგულების) და ვაირაგიას (უკვდავების) ორი ფეხით. თუ ის თავს დაანებებს ომკარს (ომ-ის რეციტირებას), მაშინ მყისიერად დავარდება მიწაზე. პრანავას დახმარებით გადაადგილებისას, ადამიანი უთუოდ შეიცნობს დიდებას ბრაჰმანისა, რომელიც არის მსოფლიოს არსი. (2, გვ.89).

პრანავა-მანტრა, გალობა. კითხვა: სწორად როგორ ვიმღეროთ `ომ~?
საი: ხმა ომ – ეს არის აუმ. `ა~ იწყება ნაზად ყელში, ეს არის მიწა. `უ~ გამოდის პირიდან და ხმის ძალა იზრდება. `მ~ ხმოვანებს ტუჩებზე. ხმის ძალა მცირდება თვითმფრინავის მსგავსად, რომელიც ისმის შორიდან, რომლის ხმაც იზრდება მიახლოებისას და კლებულობს მანძილზე. `ა~ – ეს არის სამყარო, `უ~ – ეს არის ზეცანი, `მ~ – ეს არის ღმრთიური, რომელიც მაღლაა ყველანაირ გრძნობებზე.

კითხვა: და თუ ვერ შეძლებ სწორად წარმოთქმის მიღწევას?
საი: ~ომ~-ის სრულყოფილად წარმოთქმა არც ისე მნიშვნელოვანია, თუ არის სიყვარული. სიყვარული – ეს არის ერთგულების კავშირები დედასა და ბავშვს შორის. და თუ ბავშვი ტირის დედა არ წუხს იმაზე, რომ ტირილი დისჰარმონიულია. ის მსწრაფლ მიემართება ბავშვისკენ და ამჟღავნებს ზრუნვას მასზე. ღმრთიური დედა იმყოფება ნებისმიერ ადგილზე. სვამი _ აქ არის, ღმრთიური დედა კი – ყველგან. ყველას აქვს შანსი. როგორც კი ადამიანი მიესწრაფება ღმერთისკენ, ღმრთიური დედა მყისიერად ეხმაურება თავისი წყალობით. ყველაფერ ამაში ყველაზე მნიშვნელოვანია სიყვარული. ღმერთის თაყვანისცემა ნიშნავს სიყვარულს მისდამი. ჭეშმარიტი ხმა ომ არის თვითნებური. ის შედის ნესტოებით წარბთაშორის ცენტრამდე და გამოდის ყურებით სამყაროში. ის მსგავსია ხმის ტალღისა, რომელიც მოდის რადიოსადგურიდან.

კითხვა: საშიში არ არის `ომ~ ხმის წარმოთქმა? მე მსმენია, რომ ხმა `ომ~ უწყვეტია და მუდმივად ინარჩუნებს მსოფლიოს. ადამიანი კი `ომ~-ის წარმოთქმით, ანგრევს ამ უწყვეტობას, და მაშასადამე შეუძლია დაანგრიოს თავისი სიცოცხლე. მე მსმენია მთელი რიგი ასეთი შემთხვევების შესახებ. ასევე ამბობენ, რომ `ომ~ მისასადაგებელია მხოლოდ სანნიიასინებისთვის, რომლებმაც უკვე გაწყვიტეს თავიანთი ყოფითი კავშირები.
საი: რა არის სანნიიასინი? არის სანნიიასინების სამი ტიპი. პირველი – ეს არის `ტანსაცმლის სანიასინი~, ესე იგი ის, რომელიც თავს იკატუნებს განდეგილად, ატარებს ნარინჯისფერ ტანსაცმელს. ასეთები ათასობით არიან ინდოეთში. შემდეგი ტიპი – ეს არის `გრძნობების სანნიიასინი~, ესე იგი ის, ვინც შეიძინა გრძნობეზე კონტროლი. ასეთმა ადამიანებმა არასდროს არ უნდა დატოვონ ყოფა და იცხოვრონ მარტოობაში. ისინი უნდა დარჩნენ ყოფაში, სადაც ისინი შეძლებენ დაკვირვებას თავიანთ რეაქციებზე, რათა იცოდნენ, რომ მათი კონტროლი გრძნობებზე არის – ნამდვილი. და ბოლოს არიან ისინი, ვინც თავისი თავი გადასცა ღმერთს, მიუძღვნა მას თავისი ყოველი ქმედების ნაყოფები. ასეთ სანნიიასინში ეგოსთვის არ არის ადგილი. მისი გული სუფთაა. მისი გრძნობები მშვიდია და არ ირღვევიან ურთიერთ წინააღმდეგობრიობებით. თუ გული სუფთაა, მაშინ `ომ~-ის უწყვეტობა არ დაირღვევა. და მაშინაც კი თუ გამოჩნდება რაიმე, ცუდად მოჩვენებული, ის არარეალურია, რადგან მხოლოდ `ომ~-ია რეალური (19,გვ.133-134).

პრანავა-მანტრა, 21 ჯერის პრაქტიკა. კითხვა: კრიშნა რეკომენდირებდა არჯუნას წარმოეთქვა `ომ~ ჭკუაში.
საი: `ომ~ არის ყველგან: ჭკუაში, ენაზე, გულში და ა.შ. თავიდან ის ხმოვანებს ენაზე, შემდეგ ჭკუაში. `ომ~-ის ხმოვანება 21 ჯერ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის 5 გარეთა გრძნობები, 5 შიგნითა გრძნობები, 5 სასიცოცხლო დენები – პრანები (5 ელემენტები), 5 გარსი (კოშები) და ჯივა (19, გვ.136).