მაისი

1.05.21.
ლოცვა რაღაც სარგებლის ან გამორჩენისთვის არ უნდა იყოს მიმართული ღმერთზე. ვინაიდან, ეს ნიშნავს რომ ღმერთი ელოდება სანამ მას არ სთხოვენ! დანებდით მას; მას საქმე ექნება თქვენთან როგორც ის თვლის უკეთესად და ეს იქნება საუკეთესო თქვენთვის. ღმერთი არ არიგებს წყალობას პროპორციულად შექების რომელსაც ის იღებს! როდესაც თქვენ ლოცულობთ რამესთვის ღმერთისგან, თქვენ რისკავთ მის გაკიცხვას, თუ რამე მიზეზით ეს ლოცვა არ არის პასუხგაცემული ისეთნაირად როგორც თქვენ გსურდათ ეს ყოფილიყო, ან ისე სწრაფად როგორც თქვენ გსურდათ ეს ყოფილიყო. ეს ვითარება წარმოიშობა იმიტომ რომ თქვენ თვლით რომ ღმერთი არის გარეთ მყოფი, იმყოფება სამოთხეში ან რომელიმე წმინდა ადგილზე შორს თქვენგან. ღმერთი არის თქვენში, ღმერთი არის თქვენს ყველა სიტყვაში, საქმესა და აზრში. ისაუბრეთ, აკეთეთ და იფიქრეთ ისე როგორც მას შეეფერება. შეასრულეთ მოვალეობა რაც მან მოგაკუთვნათ თქვენი საუკეთესო შესაძლებლობებით, და თქვენი სინდისის დასაკმაყოფილებლად. ეს არის ყველაზე უფრო სიამოვნების მომტანი პუჯა (თაყვანისცემა).
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის აპრილი.
2.05.21.
ზოგი ადამიანი დიდ სიყვარულს ავლენს უცხო პირების მიმართ, მაგრამ არ გამოხატავს იგივე სიყვარულს დედისა და მამის მიმართ თავის საკუთარ ოჯახში. ჯერ და უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მშობლები და შემდეგ სხვა ადამიანები. მაგრამ ჩვენ არ უნდა შევზღუდოთ ჩვენი სიყვარული ნათესავებით და მეგობრებით მხოლოდ; ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყველა. მხოლოდ მაშინ ღმერთი გადმოღვრის თავის სიყვარულს ჩვენზე. როდესაც ჩვენ ვხედავთ ვიღაცას გაჭირვებაში ან დაშავებულ ადამიანს გზაზე, ჩვენ არ უნდა გამოვიჩინოთ გულგრილობა მათ მიმართ. რაც არ უნდა გადაუდებელი იყოს ჩვენი სამუშაო, ჩვენ უნდა ვეცადოთ მათი ტანჯვის მოხსნას. მაშინ ღმერთი გაცხადდება ჩვენს წინაშე და შეგვავსებს ჩვენ ენერგიით. არავინ არის ამსოფლიოში ვისაც შეუძლია მოგვცეს ჩვენ სიყვარული უფრო მეტი ვიდრე ღმერთს. ჩვენ ვაკეთებთ ბჰაჯანებს და ვასრულებთ მსახურების საქმიანობას მხოლოდ ღმერთის სიყვარულის მისაღწევად. ღმერთის სიყვარული გვავსებს ჩვენ დიდი ენერგიით. ეს არის მხოლოდ ღმერთი ვინც გვაძლევს ჩვენ ამ ენერგიას. ამიტომ, გიყვარდეთ ღმერთი და ყველა ადამიანი, რადგანაც ყველა არის ნამდვილად ღმერთის შვილი.
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 27 იანვარი.
3.05.21.
სანამ თქვენ არ გააცნობიერებთ, რომ თქვენ ხართ ღმრთიური, რომ ღმერთი არის თქვენი ბირთვი და სინამდვილე, თქვენ მოგიწევთ განცდა ამ შესვლებისა და გასვლების; ერთი და იგივე გაზეთი არ უნდა წაიკითხოთ დაკვირვებით კვლავ და კვლავ, დღითიდღე; ერთი სიცოცხლე უნდა იყოს საკმარისი საიდუმლოს შესაცნობად. ასე რომ, უკიდურეს შეიცანით რომ არსებობს საიდუმლო, ეძებეთ ფარული გასასვლელი და გახსენით იგი თქვენთვის. რამაკრიშნა აგონიაში ტიროდა კიდევ ერთი დღის დაკარგვისას, ღმრთიური დედის ხილვის გარეშე. გქონდეთ ეს ლტოლვა; შეიგრძნეთ ეს საჭიროება. შეეცადეთ იცოდეთ ახლა, ინაღვლეთ ამ ექსტაზისთვის ამ მომენტში. არ გადადოთ ან გაატაროთ დრო სხვებთან საუბარში. თქვენ შეიძლება გქონდეთ მხოლოდ საი ბაბას სურათი, ან გამოსახულება ლითონში, ან კერპი ქვაში თქვენს წინ. მაგრამ, თუ თქვენ გჯერათ, რომ ის ცოცხალია და იმყოფება მასში, და რომ ის არის თქვენს გულში და ყველა არსების გულებში, მაშინ, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამ ცოდნის ექსტაზი – ცოდნა, რომ ის არის ყველგანმყოფი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 4 თებერვალი.
4.05.21.
მსოფლიო არის ერთი დიდი საზოგადოება. ყოველი ინდივიდი მასში არის ამ საზოგადოების ნაწილი, დაკავშირებული მასთან სიყვარულით რომელიც იზიდავს ადამიანს ადამიანისკენ, რომ იყვნენ ნათესავები და ახლობლები. ეს სიყვარული არსებობს ადამიანის გულის სიღრმეში. მხოლოდ, იგი არის არაღიარებული, იგნორირებული, საეჭვო, უარყოფილი და დასაბუთებას მოშორებული. ეს არის ყველა სიმპათიისა და მსახურების საიდუმლო წყარო; ეს ქმნის სურვილს იცხოვრონ საზოგადოებაში და მისთვის. ეს არის ვიშვა-პრემა (უნივერსალური სიყვარული), რომელიც მიედინება ღმრთიურის ერთი ნაპერწკლიდან ყველა ნაპერწკალზე. როდესაც თვალები ბრწყინავს უმაღლესი სიბრძნის სინათლით, ჯნანით, ესები ყველაფერს ხედავენ როგორც ერთს. ადამიანი აცნობიერებს, რომ სარვამ ბრაჰმამაიამ ჯაგათ (ყველაფერი, რაც აშკარად იცვლება, გარდაიქმნება და მოძრაობს გავრცელებულია ღმერთის მიერ). ამ ერთის დასანახად როგორც ყველაფერში, ადამიანმა უნდა განივითაროს რწმენა და ჭკუის დისციპლინა. ჭკუამ უნდა უკუაგდოს თავისი ფანტაზიები და სისუსტეები; ჭეშმარიტება უნდა იყოს შეცნობილი და განცდილი.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 4 თებერვალი.
5.05.21.
ყველა კაცი არის მიდრეკილების მქონე შეცდომების ჩადენაზე შეგნებულად ან შეუგნებლად. მაგრამ ერთი შეცდომა მან არ უნდა ჩაიდინოს არავითარ შემთხვევაში, ეს არის, დავიწყება ვალდებულების რაც მას აქვს თავისი დედის მიმართ. დედის სიყვარულმა შეიძლება გამოისყიდოს კაცის სიცოცხლე, როგორიც არ უნდა იყოს მისი სხვა შეცდომები. მშობლების უდიდესი საჩუქარი არის ტანმოსილება, მთელი მისი ძალებით. თუმცა უფალი მმართველობს ყველა ცხოვრებაზე, ეს არიან მშობლები ვინც მისცა ტანმოსილება შვილს. თიხა და წყალი არის ბუნების საჩუქარი. მაგრამ ეს არის მექოთნე ვინც აკეთებს მათგან ქოთნებს. აქედან გამომდინარე, მშობლებისადმი მადლიერება არის უპირველესი ვალდებულება. დღევანდელი სტუდენტები კითხულობენ: “ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ მადლიერები ჩვენი მშობლების მიმართ?” მათ უნდა ახსოვდეთ რომ თუ ისინი იწვევენ მშობლების მწუხარებას ახლა თავიანთი საქციელით, არ უნდა გაკვირდნენ თუ შემდეგ წლებში მათი საკუთარი შვილები გამოიწვევენ მსგავს მწუხარებებს. ეს არის მოქმედების და რეაქციის კანონი რომელიც არის ყოველთვის მუშაობაში.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 6 მაისი.
6.05.21. იესვარამმას დღე
როდესაც საის დიდებამ დაიწყო გავრცელება შორს და ფართოდ, დედა იესვარამმა მოვიდა ჩემთან ერთ დღეს და მითხრა: ”სვამი, მე ვარ გულნატკენი დანახვით ჩვენი სოფლის პატარა ბავშვების რომლებიც მიდიან მთელ გზაზე ბუკკაპათნამისკენ სკოლაში დასასწრებად. გეთაყვა ააშენე პატარა სკოლა.” დამორჩილებით მის სურვილზე, მე დავაარსე პატარა სკოლა. გარკვეული დროის შემდეგ მას სურდა მცირე საავადმყოფოს დაარსებაც. მან თქვა მას არ შეეძლო გაძლება დაენახა დედები რომლებიც თავის თავზე იღებდნენ თავიანთი შვილების ბუკკაპათნამში სამკურნალოდ გადაყვანის სიძნელეს. მე ავაშენე პატარა საავადმყოფო. პატარა სკოლა რომელიც მე დავარსე იქცა დიდ უნივერსიტეტად დღეს. ჩემი აშენებული პატარა საავადმყოფო გახდა სუპერ სპეციალიზებული საავადმყოფო. ამ დიდი ამოცანების შესრულება შესაძლებელი იყო დედა იესვარამმას სატია სანკალპის (კეთილშობილი სურვილის) და საის ნიტია სანკალპას (ღმრთიური ნების) შედეგად. მისი ბოლო სურვილი იყო სოფლის მომარაგება სასმელი წყლით. მან აღნიშნა რომ ქალები დიდად იტანჯებიან წყლის ამოღებით ღრმა ჭებიდან, რომლებიც გამოშრა. მე დაუყოვნებლივ მივაწოდე სასმელი წყალი სოფლებს.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 6 მაისი.
7.05.21.
მიიჩნიეთ ყველა თქვენს და-ძმად; თქვენ არ გჭირდებათ თქვენი ქონების გაზიარება მათთან, თუმცა ვისაც კი თქვენ წააწყდებით, ესაუბრეთ მათ ლამაზად და გიყვარდეთ ისინი გულითადად. ღმერთი არის სიყვარულის ტანმოსილება. ის იცავს მთელ კაცობრიობას თავისი სიყვარულით. თუ თქვენში არის მხოლოდ სიყვარული, ეს საკმარისია. შემდეგ თქვენ ყველა გაერთიანდებით. თქვენ არ უნდა შექმნათ დისტანცია ერთმანეთს შორის. მიიზიდეთ ყველა ახლოს თქვენთან სიყვარულით. მაშინ თქვენ ყველა მიაღწევთ ღმერთის სიახლოვეს. როდესაც თქვენ უმზერთ სხვებს სიყვარულით, ღმერთი ასევე შემოგხედავთ სიყვარულით. რა სიტუაციაშიც კი თქვენ შეიძლება იყოთ, არასოდეს გამოიჩინოთ სიბრაზე, ეჭვიანობა, ფარისევლობა და პომპეზურობა. არ მოეპყროთ სხვებს რისხვით ან სიძულვილით. თქვენი სიყვარულის განცდით, სიყვარული სხვებშიც ასევე იზრდება. როდესაც თქვენ ეპყრობით სხვებს სიყვარულით, ისინიც ასევე ღვრიან სიყვარულს თქვენს მიმართ. მეორეს მხრივ, თუ თქვენ გამოიჩენთ რისხვას მათ მიმართ, ისინიც მოიქცევიან მრისხანედ თქვენთან!
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 27 იანვარი.
8.05.21.
ვედური გამონათქვამი, სოჰამ მჟღავნდება სუნთქვის დროს გაკეთებული შესუნთქვით. როდესაც თქვენ ამოისუნთქავთ და გამოსცემთ ხმას “აჰამ”, თქვენ უარს ამბობთ “მეზე”. სო-ჰამ აცხადებს იდენტურობას ინდივიდის და ღმრთიურის (მე ვარ ის). ეს იდენტურობა ვერ გაიგება მანამ სანამ ადამიანი დაჭერილია მატერიალური მსოფლიოს საცეცებში. ეს არის ჭეშმარიტება ღმერთის შესახებ. თუ ვინმე იკითხავს, “სად არის ღმერთი”, პასუხი მოცემულია ბჰაგავათ გიტას მე-18 თავში, 61-ე სტროფში. კრიშნამ განაცხადა: “უფალი ცხოვრობს ყველა არსების გულში” (ეშვარამ სარვა ბჰუთანამ ჰრიდდესე). ჩვენ ვსწავლობთ გიტას; ვაღმერთებთ მას; არსებობს ყოველდღიური წაკითხვა, მაგრამ არავითარი პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში! ის ვინც გააცნობიერებს თავის იდენტურობას ღმრთიურთან არ მიაყენებს ზიანს არავის. ხალხისთვის მსახურება არის ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისცემა. ღმრთიური ძალა ვრცელდება ყველაფერში. ჩვენი მოგზაურობა არის ინდივიდუალურიდან უნივერსალურისკენ, ჩემიდან ღმერთთან ერთიანობამდე, „მედან“ „ჩვენამდე“. (from ‘Swam’ (mine) to ‘So-ham’ (oneness with God), from ‘I’ to ‘we’.)
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 11 თებერვალი.
9.05.21.
როდესაც ადამიანი იღებს დაბალანსებულ კვებას, საკვები სწორად მონელდება და ტანმოსილება ჯანმრთელად ინახება. ტანის ტემპერატურა უნდა იყოს დაცული გარკვეულ ნორმაში. თუ ტემპერატურა მიდის ამ ნორმას ზემოთ ან ქვემოთ ეს არის დაავადების ნიშანი. მსგავსად, თუ ხუთი ელემენტი რომელიც ქმნის ბუნებრივ გარემოს შენახულია წონასწორობაში, მსოფლიო არის ჯანმრთელ მდგომარეობაში. თუ ეს წონასწორობა არის დარღვეული ან ელემენტები არის დაბინძურებული, მაშინ ქვეყნები იტანჯება სხვადასხვა გზით. თუ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პროდუქტები შედეგდება ბუნების წონასწორობის დარღვევაში და აბინძურებს ატმოსფეროს ან მდინარეებსა და ზღვებს, ამას მრავალი მავნე შედეგი მოსდევს. დაბინძურება იწვევს უამრავ ახალ დაავადებას. დღეს სუფთა ჰაერიც კი იქცა იშვიათობად. დედამიწის სამი მეოთხედი არის დაფარული წყლით. არსებობს ბევრი მინერალი ოკეანის ფსკერზე. მაგრამ მათი მოპოვებისას მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა იყოს დაკვირვების საგანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოკეანეც კი, რომელიც ერთგულებს მის საზღვრებს, გავა თავის ფარგლებს გარეთ.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 16 ივნისი.
10.05.21.
ეს არ არის მრწამსი რომელსაც კაცი აცხადებს – იქნება ეს ქრისტიანობა, ისლამი თუ სხვა რელიგია – რაც აძლევს ფასს მათ სიცოცხლეებს. უმაღლესი ფასეულობა არის მათი ადამიანურობის ფაქტი. ყველა სარწმუნოება ერთიანდება კაცის საინვესტიროდ უნიკალური ბრწყინვალებით. სხვადასხვა ნიჭი რითაც კაცი არის დაჯილდოებული გამოყენებული უნდა იყოს კარგი მიზნებისთვის იმის საფუძველზე რომ ინდივიდუალური სიკეთე გადაბმულია საზოგადოებრივ კეთილდღეობასთან. კაცმა დღეს უნდა გაიაროს ტრანსფორმირება სამ დონეზე: პირველი და ყველაზე მთავარი არის სულიერი ტრანსფორმირება. მეორე მოდის ტრანსფორმირება დამოკიდებულებაში საზოგადოების მიმართ. მესამე ცვლილება არის ინდივიდუალურ დონეზე. როდესაც სულიერი გარდაქმნა ხდება, ხდება ავტომატური ცვლილება დამოკიდებულებაში საზოგადოების მიმართ. როდესაც საზოგადოება ხდება ჰარმონიული და წარმატებული, პიროვნებაც იცვლება. ეს სამმაგი ტრანსფორმირება ნაგულისხმევია სახელში “საი”. “ს” ნიშნავს სულიერ ცვლილებას. “ა” ასოციაცირებისთვის ცვლილების; ეს არის საზოგადოებაში სხვებთან ურთიერთობის შეცვლა. “ი” ნიშნავს ინდივიდუალურ ცვლილებას. ეს სამმაგი გარდაქმნა არის ის რაც საის სურს.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 18 ნოემბერი.
11.05.21.
განათლება შედგება კულტივირებისგან შემდეგი ექვსი ხარისხის: “კარგი აზრები, კარგი მოქმედებები, ჭეშმარიტების ერთგულება, ღმრთისმოსაობა, დისციპლინა და საკუთარი მოვალეობების შესრულება”. როდესაც თქვენ შეიძენთ ამ ექვსი სათნოების მეგობრობას, თქვენი ცხოვრება გახდება მიზანდასახული და სასიამოვნო. სტუდენტებო! კონცენტრირდით სწავლაზე აკადემიური წლის დასაწყისიდან და განივითარეთ დისციპლინა და სწორი ჩვევები ასე რომ თქვენ შეძლოთ საუკეთესოდ გამოიყენოთ შესაძლებლობები. მასწავლებლებმა არ უნდა მიიჩნიონ რომ ისინი ასწავლიან ხელფასების გულისთვის და სტუდენტებმა არ უნდა მიიჩნიონ მათი სწავლა ძირითადად სამუშაოს მისაღებად. განათლებამ უნდა განავითაროს თავდაჯერებულობა თქვენში და მოგამზადოთ თქვენ ცხოვრების ყველა გამოწვევისთვის. რწმენით ღმერთში, თქვენ უნდა წარმართოთ უბიწო ცხოვრება და გახდეთ ბჰარათის ნამდვილი მოქალაქეები. დისციპლინა და წესები რომლებსაც თქვენ ახლა იცავთ კარგ სამსახურს გაგიწევთ თქვენ მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში. მოამზადეთ საკუთარი თავი საზოგადოების მსახურებისთვის და ამით გული მოულბეთ ღმერთს, ვისი წყალობაც უფრო დიდი კეთილდღეობაა ვიდრე ყველა მონაპოვარი მსოფლიოდან.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 16 ივნისი.
12.05.21.
რელიგიის ყველა დამფუძნებელმა მოისმინა ათმას გამომააშკარავებელი ღმერთის უპიროვნო ხმა, რომელიც მთელ ქმნილებას ააქტიურებს. ისევე როგორც ვედები იყო “მოსმენილი” და გავრცელებული, როგორც “მოსმენილი” (სრუთი), ყურანიც “მოისმინა” ჰაზრატ მუჰამედმა. ყურანს აქვს სალათი და ზაქატი როგორც ორი თვალი. სალათი ნიშნავს ლოცვას; ზაქატი ნიშნავს ქველმოქმედებას. ისინი ვინც თვლიან ქველმოქმედებას მაღალ მოვალეობად და იმაღლებენ თავიანთ ცნობიერებას ლოცვებითა და უწყვეტი მედიტირებით ღმერთზე არიან მუსლიმები. ისლამი არის სიტყვა რომელიც აღნიშნავს არა კონკრეტულ რელიგიას არამედ ჭკუის მდგომარეობას, მთლიანი დანებების მდგომარეობას ღმერთის ნებასთან. ისლამი ნიშნავს მიძღვნას, დანებებას, მშვიდობას, სიმშვიდეს. ისლამი აღნიშნავს საზოგადოებას ვისმა წევრებმაც მიიღეს უზენაესი მშვიდობა დანებებით ყოვლისმოწყალე, ყოვლისშემძლე ღმერთზე და ვინც აღთქმა მისცეს იცხოვრონ მშვიდობით თავიანთ თანამემამულეებთან. მოგვიანებით, იგი გახდა გამოყენებითი იმ საზოგადოებებზე რომლებიც თვლიდნენ თავის თავს ცალკე და განსხვავებულად დანარჩენებისგან. ისლამი ასწავლის რაღაც უფრო მაღალს. ის მიმართავს ყურადღებას ერთისკენ მრავალში, ერთობისკენ მრავალსახოვნებაში და მიჰყავს ადამიანები ღმერთისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ივლისი.
13.05.21.
რამდენადაც ისლამი ნიშნავს ღმერთზე ჩაბარებას, ყველა ვინც არის დანებებისა და მიძღვნის სულით, ცხოვრობს მშვიდობიანად და ჰარმონიულად საზოგადოებაში, ნამდვილს იტყვიან, ეკუთვნის ისლამს. ისლამი მოითხოვს სრულ კოორდინაციას აზრს, სიტყვასა და საქმეს შორის. მუსლიმი წმინდა კაცები და ბრძენები ხაზს უსვამენ რომ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ნამდვილობა “მე”-ს რომელიც თვლის ის არის ტანი და “მე”-ს რომელიც თვლის ის არის ჭკუა და მივიდეთ დასკვნამდე რომ ნამდვილი “მე” არის თვით ძლიერი სურვილი საყოველთაომესთვის, ღმერთისთვის. რამზანის თვე, მარხვა და ლოცვები განკუთვნილია გასაღვიძებლად და გამოსახატად ამ რეალიზების. რომელი რელიგიაც გინდა იყოს, მისი აქცენტი არის ერთიანობაზე, ჰარმონიასა და თანაბარ განწყობაზე. ამიტომ, განავითარეთ სიყვარული, შემწყნარებლობა და თანაგრძნობა და აჩვენეთ ჭეშმარიტება თითეულ ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს არის გზავნილი რომელსაც მე გაძლევთ ჩემი კურთხევით.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ივლისი.
14.05.21.
ადამიანი ჩაკეტილია ხუთ გარსში: ფიზიკურში, სასიცოცხლოში, ჭკუის, გონებრივში, და ნეტარების; ბოლო, ნეტარების არის ბირთვი. ასე რომ, კაცს სჭირდება მხოლოდ კვლევა თავის შიგნით უსასრულო ნეტარებისთვის. ნეტარება უნდა მოიძებნოს არა დაგროვებით არამედ მსხვერპლშეწირვითა და სხვების კეთილდღეობის წახალისებით. მსხვერპლშეწირვა (ტიაგა) რეკომენდებულია ვედებით როგორც ერთადერთი გზა უკვდავებისკენ. გაეცით უხვად, გაეცით სიამოვნებით, გაეცით ღმერთის სადიდებლად და მადლიერებით ღმერთისადმი. ეგოიზმი არის სენი რომელიც ანადგურებს ქველმოქმედებას. თუმცა ადამიანმა იცის, რომ ნაბიჯი არასწორია, ეგოიზმი არ აძლევს მას თავის დანებების ნებართვას. მაგრამ ამის გადალახვა შესაძლებელია განუხრელი მონდომებით. გაუზიარეთ სხვებს ცოდნა და უნარები რაც თქვენ გაქვთ მიღებული, იდეები და იდეალები რომლებიდანაც თქვენ ისარგებლეთ და სიხარული რომელიც თქვენ მოიპოვეთ დისციპლინითა და მიძღვნით. გაზიარება არ შეამცირებს ან გააუფასურებს მათ. პირიქით, ესები უკეთესად კაშკაშებს დამატებული ბრწყინვალებით.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 21 აპრილი.
15.05.21.
თქვენ ალბათ ფიქრობთ რომ, მას შემდეგ რაც ადამიანები ინდოეთის ყველა კუთხიდან, თუნდაც ინდოეთის გარეთ მყოფი ქვეყნებიდან, თქვენს ქალაქში (პენუკონდაში) გადიან უწყვეტ ნაკადად პრაშანტი ნილაიამისკენ პუტტაპარტში, მათ უნდა ჩაასხან თავიანთი შესაწირი ნილაიამის ყუთებში. ნება მიბოძეთ განგიცხადოთ სიმართლე – მე არ ვიღებ არაფერს არავისგან, მათი სიყვარულისა და ერთგულების გარდა. ბოლო 29 წლის განმავლობაში, ეს იყო ჩემი თანმიმდევრული პრაქტიკა. ადამიანები ვინც აქ ჩამოდიან მაძლევენ მე მხოლოდ იმ სიმდიდრეს რაც თქვენ დღეს ყველამ მომეცით, სიმდიდრე რწმენის, ერთგულების და სიყვარულის ეს არის სულ. ნებისმიერი ვინმეს გასაგებად, თქვენ უნდა იყოთ ერთად მათთან და ახლოს მათთან; თქვენ უნდა მიუახლოვდეთ მათ არა სიძულვილით ან სიბრაზით, არამედ მეგობრობით და სიყვარულით. ასევე ჩემს შემთხვევაშიც. როგორ შეგიძლია შენ მიცნობდე მე, თუ შენ არ მოხვალ ახლოს ჩემთან და ჩემს მახლობლად?
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 20 თებერვალი.
16.05.21.
თქვენ უნდა განავითაროთ სიყვარული ყველას მიმართ. არ იფიქროთ რომ მოხალისე არის უმაღლესი ადამიანი, მეტად ერთგული ვიდრე დანარჩენი; არ დახედოთ სხვებს ზემოდან როგორც არეულობას და უსიამოვნებას. თუ თქვენ გაქვთ სიყვარული ჩემს მიმართ, თქვენ გეყვარებათ ყველა, ვინაიდან საი არის ყველაში. თქვენ გალობთ ბჰაჯანებზე: ”ყველაფერი არის საი; ეს მსოფლიო საით არის სავსე ”(ანტა საი მაიამ, ეე ჯაგამანთა საი მაიამ). მაშინ როგორ შეძლებთ თქვენ გიყვარდეთ საი მარტო? თქვენ გაქვთ ლოცვის დარბაზის კედლებზე სვამის მრავალი სურათი; თქვენ თაყვანსცემთ სურათებს და ღებულობთ თითოეულს მათგან რომ ვარ მე. თუ ვინმე ლაპარაკობს ცუდს რომელიმე მათგანზე, თქვენ არ მოგწონთ ეს, ასე არ არის? თქვენ დგახართ ჩემი სურათის წინ და სიხარულით წამოიძახებთ: “ო! სვამი!” თითოეული ადამიანი არის ჩემი სურათი. რადგან მე ვარ ყველა არსება. ასე რომ, როდესაც თქვენ ეპყრობით ვინმეს უხეშად, თქვენ მეპყრობით მე უხეშად. როცა თქვენ ვინმეს შეურაცხყოფთ, თქვენ შეურაცხმყოფთ მე, გახსოვდეთ!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 თებერვალი.
17.05.21.
ყოველთვის გახსოვდეთ რომ ადვილია იმის გაკეთება რაც სასიამოვნოა, მაგრამ ძნელია დაკავდე იმით რაც სასარგებლოა. რაც სასიამოვნოა ყველაფერი არ არის სასარგებლო. წარმატება მოდის მათთვის ვინც უარს ამბობს ვარდებით მოფენილ გზაზე და მამაცურად ხვდება საშიშროებით სავსე გზის ჩაქუჩის დარტყმებსა და მახვილის ჩარჭობებს. სინამდვილეში, არცერთი გზა არ არის მოფენილი ვარდის ფურცლებით. ცხოვრება არის ბრძოლის ველი, დჰარმაკშეთრა, სადაც მოვალეობები და სურვილები ყოველთვის ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ჩაახშეთ სურვილის, სიძულვილისა და რისხვის ცეცხლოვანი კვამლები, რომლებიც წარმოიქმნება თქვენს გულებში; სრული სიმხდალეა დანებება ამ მტრებზე რომლებიც თქვენ გაბრუნებთ მხეცებში. როდესაც დაბრკოლებები მოვა, შეხვდით მათ მამაცურად. ესები გამაგრებენ თქვენ, გაქცევენ ძლიერად! სისუსტისგან თავის დასაღწევად საუკეთესო ხერხი არის დარტყმა ხის თესლიდან გამოსულ ღერძულა ძირითად ფესვზე – შეცდომაზე რომ შენ ხარ ტანისამოსი ამ სახელით და ამ ფორმით, ამ გრძნობებით, ამ ინტელექტით და ამ ჭკუით.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 20 თებერვალი.
18.05.21.
მიუხედავად იმისა, ადამიანები ვისაც თქვენ ემსახურებით მადლობას გიხდიან თქვენ თუ ავად გახსენებენ თქვენ, თქვენ სიხარულით უნდა შეასრულოთ დავალება განკუთვნილი თქვენთვის. ვინაიდან, თქვენ ემსახურებით საკუთარ თავს, არა მათ, გახსოვდეთ. თაიგულები ან არასახარბიელო გამოხმაურებები, მიიღეთ ესები თანაბარი სიმშვიდით. ეს არიან მხოლოდ ისინი ვინც თავიანთ თავს აიგივებენ ტანისამოსთან ვინც არიან განდიდებულნი ან ტანჯულნი; თქვენ უნდა იგრძნოთ რომ თქვენ ხართ დეჰი, არა დეჰა (მე, არა ტანისამოსი) – ის მოგცემთ თქვენ ძალას საუკეთესო მსახურებისთვის. თქვენი სამუშაოს შესრულებისას, არ ამტკიცოთ, რომ ეს კონკრეტული ნაწილი არის თქვენი იურისდიქცია და რომ სხვა არ არის; ნუ იქნებით საზღვრების და შეზღუდვების დამცველები. წაეშველეთ ერთმანეთს, შეავსეთ ერთმანეთი მხიარული თანამშრომლობით და გააძლიერეთ ერთმანეთი. იმოქმედეთ როგორც იდეალურმა სატსანგმა (სულიერმა შეკრებამ), ერთმანეთში ენერგიისა და ენთუზიაზმის ჩასხმით. ეს არ ნიშნავს რომ თქვენ უნდა ატაროთ უფრო დიდი ტვირთი ვიდრე რაც თქვენთვის არის გამოყოფილი. არ ჩაერიოთ ველურად იმასთან რასაც სხვა ადამიანები აკეთებენ და არ გააკრიტიკოთ სხვები პირქუშად!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 თებერვალი.
19.05.21.
ზუსტად სად ცხოვრობს ღმერთი? ის არის ყველგან, ყველა არსებაში. მას უწოდებენ ყოვლისმცოდნე და ყოვლისმომცველს. მართლაც, ის არის სიყვარული და სიყვარული ვრცელდება ყველგან. სულ ეს არის რაც ჩვენ გვჭირდება რომ ვიცოდეთ. არ არის არცერთი არსება სიყვარულის კვალის გარეშე. სიყვარულს მივყავართ ანანდასთან (უზენაეს ნეტარებასთან), სუფთა და მდგრადთან. ბევრი ამ ანანდას ეძებს თავიანთი კავშირებით სხვა პიროვნებებთან, სხვები ცდილობენ მიაღწიონ მას დიდების, ძალაუფლებისა და სიმდიდრის შეგროვებით, ცოტა ვინმე ცდილობს მის მოპოვებას მატერიალური ქონებისა და ამსოფლიური სიამოვნებების სურვილის უარყოფით. მხოლოდ განჯაჭვულობას შეუძლია ანანდას მინიჭება. უპანიშადები აცხადებს რომ მხოლოდ თიაგას (მსხვერპლს) შეუძლია უკვდავების ნეტარებით დასაჩუქრება. უნდა უგულვებელყოთ ნათესაობისა და ამხანაგობის ყველა კავშირი, უარი თქვათ ყოველგვარ მიჯაჭვულობასა და სიყვარულზე და ამგვარად განთავისუფლებულ გულში დააყენოთ ღმერთი მის სრულ გაბრწყინებაში. ეს არის ერთადერთი საშუალება მარადიული, შეუმცირებელი ანანდას მოსაპოვებლად.
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 25 იანვარი.
20.05.21.
შეამცირეთ თქვენი სურვილები მინიმუმამდე; არ დანებდეთ რადიოს ტარების ცდუნებას და მოსმენას ყველა ენერგიული მასალის. შეამოწმეთ თქვენი ოთახი, მაგიდა, გარდერობი, ყუთები და გაარკვიეთ თქვენ რამდენი ზედმეტი ნივთი გაქვთ დაგროვილი. თქვენ შეიძინეთ ესები იმიტომ რომ თქვენ დაინახეთ ვიღაცას აქვს ესები და იგრძენით რომ თუ თქვენც არ ფლობთ მათ თქვენ გამოჩნდებით პატარად მათ კომპანიაში! სულელური სურვილი რომ იყოთ პატივცემული დონეზე და შეინარჩუნოთ მოდა, გაიძულებთ თქვენ შეაგროვოთ ზედმეტი ჩვევები და ზედმეტი ნივთები. ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერი ბევრად ნაკლები აღჭურვილობით, ვიდრე თქვენ მიგაჩნიათ აუცილებლად. როდესაც რაღაც ნივთი თქვენთან არის გარკვეული დროს განმავლობაში, თქვენ გრძნობთ რომ ეს არის მეტად საჭირო და არ იცით როგორ უნდა იცხოვროთ მის გარეშე! აბრეშუმის ჭიის მსგავსად, თქვენ თვითონ ქსოვთ კოკონს თქვენთვის, თქვენი წარმოსახვისაგან. არ მისცეთ ძვირ ჩვევებს ზრდის ნება, ძვირს როგორც ფულადად ასევე სულიერი თვალსაზრისით. დააკვირდით თქვენს მოსაწონებს და არ მოსაწონებს ფხიზელი თვალით და გადააგდეთ ნებისმიერი რამ რაც ემუქრება გაძნელებით თქვენს გზას.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 თებერვალი.
21.05.21.
ათასობით ვინც პუტაპარტში ჩამოდის, ჩამოდიან ათმა ვიდიას ამ ძვირფასი სიმდიდრისთვის; თქვენც ასევე უნდა, ამა თუ იმ დღეს, ისწავლოთ ეს და გადაირჩინოთ თავი. ყველა კაცმა უნდა მიაღწიოს მიზანს, მოგზაურობისას სიბრძნის გზაზე. ეს ცოდნა მოდის როგორც კი თქვენ ჩაიხედავთ საკუთარ თავში და გააანალიზებთ თქვენს საკუთარ გამოცდილებას. მაგრამ, იმისათვის რომ მიიღოთ ამ ანალიზის სურვილი, თქვენ უნდა ჩაუნერგოთ საკუთარ თავს დამოკიდებულება. კარგი ჩვევების განვითარება, ცუდების თავიდან მოცილება, ღმრთისმოსავების საზოგადოებაში გარევა, კეთილ საქმეებში აქტიური ყოფნა და გაჭირვებაში მყოფი პირების მსახურება – ეს ყველა ნაბიჯებია რომლებიც მიგიყვანთ საკუთარი თავის შეცნობის დიად გზაზე. თქვენ შეგიძლიათ, ახლაც, მიიღოთ ეს დისციპლინა და იხსნათ თავი მწუხარებისა და გასაჭირისგან. მე გაკურთხებთ რომ თქვენ მიიღოთ ასე კეთების ნება და შეუპოვრობა გამოიჩნოთ სულიერ პრაქტიკებში (სადჰანაში), წარმატების მოპოვებამდე.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 20 თებერვალი.
22.05.21.
ვედები აცხადებს, აჰამ ბრაჰმაასმი და ტატ ტვამ ასი. ამ ორ ვედურ დეკლარაციაში გადმოცემულია: ”მე ვარ ბრაჰმანი” და ”შენ ის ხარ”. ჭეშმარიტი სიბრძნე არის ერთიანობის დანახვაში. არა-დუალიზმის განცდა არის ნამდვილი სიბრძნე (ადვაითა დარშანამ ჯნანამ). ეს არის უმეცრების ნიშანი ხედოთ ორმაგობა ფუძემდებლური ერთიანობის უგულვებელყოფით. ორობითობა არ არის ჭეშმარიტება. ამგვარად, ბუდდჰამ ღრმად გამოიკვლია და ბოლოს მიიღო განცდა „მე ვარ მე“. ეს არის ნამდვილი რეალიზება. თქვენ შეიძლება აკეთოთ ეპიტიმია მრავალი წლის განმავლობაში, თქვენ შეიძლება აკეთოთ მედიტირება და შეასრულოთ მრავალი იოგური პრაქტიკა. მაგრამ ყველა ეს სულიერი პრაქტიკა იძლევა მხოლოდ დროებით კმაყოფილებას, არა მარადიულ ნეტარებას. ზოგი ადამიანი საუბრობს მედიტირებაზე. ბუდდჰაც კი ემხრობოდა მედიტირების პრაქტიკას. რა არის ის რაზეც თქვენ უნდა იმედიტიროთ? რა არის ნაგულისხმევი მედიტირებით? ნიშნავს ეს კონკრეტულ ობიექტზე კონცენტრირებას? არა! ეს არ არის მედიტირება. დაფიქრება პრინციპზე “მე ვარ მე” არის ნამდვილი მედიტირება.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 13 მაისი.
23.05.21.
სწორი მოქმედებით, ადამიანი აღწევს გულის სისუფთავეს რასაც მიჰყავს ჯნანას (სულიერი სიბრძნის) შეძენამდე. როდესაც უბიწო მოქმედება ერთიანდება ჯნანასთან, ხდება ჭეშმარიტი მსახურება. გრძნობა რომ ადამიანი უნდა იყოს მხოლოდ მფლობელი მისი მოქმედებების შედეგების არის ეგოურობის ნიშანი. გულუბრყვილობაა ფიქრი რომ ადამიანი მარტო არის მკეთებელი თავისი მოქმედებების. ყველა ნივთი მსოფლიოში არ არის გამიზნული ვინმე ერთი ადამიანის ექსკლუზიური სიამოვნებისთვის. ესები უნდა იყოს განაწილებული ყველასთვის. მხოლოდ მაშინ როდესაც მიჯაჭვულობა ადამიანის მოქმედებების ნაყოფებთან არის გადაგდებული ეს მოქმედება ხდება იოგა (ღმრთური ზიარება). სევადალის წევრებმა უნდა გადალახონ გრძნობა “ჩემი” და “შენი”. როდესაც ისინი ასრულებენ მსახურების საქმიანობას, მათ უნდა მიიჩნიონ ეს როგორც სხვების მსახურების პრივილეგია და შეხედონ მას როგორც ღმრთიურის თაყვანისცემის ფორმას. მათ უნდა შეხედონ საზოგადოებისთვის მსახურებას როგორც ცხოვრებაში თვითსრულყოფის ნაპოვნ საშუალებას.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 18 ნოემბერი.
24.05.21.
თქვენ შეიძლება დაუძახოთ ღმერთს ნებისმიერი სახელით, მაგრამ ყველა მათგანი განასახიერებს ერთსა და იმავე ღმრთიურ პრინციპს. შეინახეთ ერთიანობის ყვავილი თქვენი გულის საკურთხეველში და დაე მისი სურნელი გავრცელდეს ყველგან. სულიერი პრაქტიკები ისეთი როგორიცაა ჯაფა და თაფა, არ მოგიტანთ სასურველ შედეგს თუ თქვენ არ აღიარებთ ერთიანობის პრინციპს. ბევრი ადამიანი ითვლის კრიალოსნის მძივებს. მაგრამ რა სარგებელია კრიალოსნის ტრიალში თუ ჭკუა ამასთანავე დადის მსოფლიოს ირგვლივ? გაიგეთ, რომ ჭკუა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ უნდა გქონდეთ მყარი ჭკუა. მხოლოდ შემდეგ თქვენი ცხოვრება იქნება გამოსყიდული. რა არის სარგებელი თუკი თქვენი ჭკუა ტრიალებს თითოეულ ობიექტზე მსგავსად ბუზების რომლებიც თავისუფლად დაფრინავენ ჭუჭყზე ისევე როგორც ლადუზე? არ მისცეთ თქვენს ჭკუას კარგსა და ცუდს, ერთობასა და სიმრავლეს შორის რყევის ნება. დააფოკუსირეთ იგი ყველაფერ კარგზე და გააცნობიერეთ ერთიანობის პრინციპი. ეს არის სამეფო გზა რომელიც მიგიყვანთ თქვენ ჭეშმარიტების განცდასთან.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 13 მაისი.
25.05.21.
გიტას სწავლების პრაქტიკაში გამოყენების გარეშე, ჩვენ ვერ მივიღებთ ნეტარებას მისგან. გიტას კითხვა უსასრულოდ ან მისი მოსმენა, იქნება ურგები თუ არაფერი კეთდება ადამიანის გულის გასასუფთავებლად და თავიდან მოსაშორებლად ისეთი ბოროტი თვისებების როგორიცაა ეგო, თავკერძობა და სიამაყე. უმჯობესია გიტას ერთი სტროფის პრაქტიკაში გამოყენება, ვიდრე 700 შლოკის სწავლა ზეპირად. ვერანაირი სულიერი სწავლა ან სადჰანა ვერ დაეხმარება ადამიანის გულის გასუფთავებას მანამ, სანამ თვითონ ის არ გააკეთებს ძალისხმევას. და როდესაც გული განიწმინდება, იგი ხდება ღირსეული საცხოვრებელი ღმრთიურისთვის. რასაც კი თქვენ აკეთებთ, ჩათვალეთ იგი როგორც მოვალეობა, რომელიც შესრულებულია პირადი ინტერესის ან ეგოისტური მოგების ყოველგვარი მოტივის გარეშე. მხოლოდ მაშინ როდესაც ყველა მოქმედება, იქნება ეს იაგნა, ტაპასი თუ ნებისმიერი სადჰანა, გაკეთდება როგორც შეთავაზება ღმრთურისადმი, ესები გახდება ნაკურთხი და განმათავისუფლებელი. სურვილისამებრ მოქმედებებით (იკჩაშაკტი კარმებით) ჩვენ ვიღებთ დაბადებას, უსურვილო მოქმედებებით (ანასაკტი კარმებით) ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ გათავისუფლებას ხელახლად დაბადებისგან.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 28 სექტემბერი.
26.05.21.
ქმნილებაში, გვგონია არის ორი პიროვნება, შენ და მე. მაგრამ ისინი არიან სინამდვილეში ერთი. ვიაშთი (ინდივიდი) არის სამაშთის (საზოგადოების) ნაწილი, და სამაშთი არის სრიშთის (ქმნილების) ნაწილი, რომელიც წარმოიშობა პარამეშთიდან (ღმერთიდან). ეს პარამეშთი არის პარაბრაჰმა თატვა (ბრაჰმანის პრინციპი). ეს არის მთელი ქმნილების ძირითადი საფუძველი. ამ წესით, თქვენ უნდა აღიაროთ მთელი ქმნილების ერთიანობა. მხოლოდ ამის შემდეგ თქვენ შეიძლება მიაღწიოთ პარამეშთის. ბუდდჰამ განცადა მთელი ქმნილების ერთიანობა. მასში მოხდა სრული ტრანსფორმირება მას შემდეგ რაც მიაღწია ათმას ერთიანობის ხედვას. მან გააცნობიერა რომ ამსოფლიური ნათესაობა როგორიც არის დედა, მამა, მეუღლე და შვილები იყო ყალბი. მან გადალახა ტანისამოსის ცნობიერება. აი ამიტომ მან მოიპოვა სახელწოდებად ბუდდჰა (განათლებული). ბუდდჰამ მიაღწია ათმას ხედვას. ამ გამოცდილების შემდეგ მან განაგრძო სწავლება, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმრთიური პრინციპი მსოფლიოში.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 13 მაისი.
27.05.21. ბუდდჰა პურნიმა
ბუდდჰა ასწავლიდა, რომ თითოეული დაჯილდოებული იყო ღმრთაებრიობის იგივე პრინციპით. ჭეშმარიტება არის ერთი, მაგრამ ბრძენი მოიხსენიებს მას სხვადასხვა სახელით (ეკამ სატ ვიპრაჰ ბაჰუდჰა ვადანთი). ეს შეტყობინება იყო გადმოცემული უფალ კრიშნას მიერ ბჰაგავატ გიტაში როდესაც მან თქვა რომ ყველა არსება იყო მისი საკუთარი ანარეკლი და არცერთი არ იყო განსხვავებული მისგან. ბუდდჰამ გადაიტანა დიდი გაჭირვებები ამ ჭეშმარიტების გასაგებად. ბევრმა კეთილშობილმა სულმა ვინც იყო ბუდდჰას თანამედროვე სცნო ბუდდჰას სიდიადე. მათი თქმით ბუდდჰამ განცადა ჭეშმარიტება რის შეცნობის უუნაროებიც ისინი იყვნენ. ბუდდჰამ უარი თქვა ყველა სურვილზე, იგი გახდა სრული უარის თქმის განსახიერება. მასში არაფერი იყო სიყვარულის გარდა. ის თვლიდა სიყვარულს თავის სასიცოცხლო სუნთქად. გახსოვდეთ, როდესაც თქვენ ვიღაცას სთავაზობთ თქვენს მოკითხვას, გაიგეთ რომ თქვენ მოიკითხავთ საკუთარ მეს. ეს ვიღაც არის არავინ სხვა თქვენი საკუთარი ანარეკლის გარდა. ხედეთ სხვები ზუსტად როგორც თქვენ ხედავთ თქვენს საკუთარ ანარეკლს სარკეში. ეს არის გზავნილი გადმოცემული ბრძნული მაჰავაკიით – აჰამ ბრაჰმასმი.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 13 მაისი.
28.05.21.
ეს არის ცარიელი ქაღალდი. თუ თქვენ მასში შეფუთავთ ბოსტნეულს, ის შეიძენს ბოსტნეულის სუნს. თუ თქვენ მასში შეფუთავთ ხილს როგორიც არის მრავალძარღვა, ის შეიძენს მრავალძარღვას სუნს. თუ თქვენ შეფუთავთ მშრალ თევზს, ის გაავრცელებს მშრალი თევზის სუნს. ქაღალდს არ აქვს საკუთარი სუნი; ის ისრუტავს ნივთიერების სუნს რომელსაც თქვენ ფუთავთ მასში. ადამიანი ბუნებით არის სუფთა და წმინდა. მაგრამ ის იძენს ბოროტ თვისებებს საკუთარი თავის გაერთიანებით ცუდ კომპანიასთან. ნათქვამია: ”მითხარი შენი კომპანია, მე გეტყვი შენ რა ხარ შენ”. თუ შენ მეტყვი რა ტიპის ადამიანებთან ხარ გაერთიანებული, მე შემიძლია გითხრა შენ თუ რა ტიპის ადამიანი ხარ შენ. ამიტომ აუცილებელია რომ თქვენ გაერთიანდეთ კარგ ადამიანებთან ყველა თქვენს საქმიანობაში. ეს არის კომპანია რაც თქვენ გხდით კარგს ან ცუდს. ამიტომ, იყავით შორს ცუდი კომპანიისგან. შეუერთდით მათ კომპანიას ვისაც აქვს სუფთა გული და წმინდა გრძნობები.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 21 მაისი.
29.05.21.
აპრაქტიკეთ ნებისმიერი მოქმედების ღმერთის ტერფეზე ისე შეთავაზების დამოკიდებულება როგორც ყვავილებს სთავაზობთ თაყვანისცემით. გახადეთ ყოველი სუნთქვა შეთავაზებად მისთვის. არ განაწყენდეთ უბედურებებით; მიიღეთ ესები როგორც წყალობის მოქმედებები. თუ კაცი დაკარგავს თავის ხელს უბედური შემთხვევის დროს, მან უნდა დაიჯეროს რომ ეს იყო უფლის წყალობა რამაც გადაარჩინა მისი სიცოცხლე. როდესაც თქვენ იცით რომ არაფერი ხდება მისი გადაწყვეტილების (სანკალპას) გარეშე, ყველაფერს რაც ხდება აქვს მასზე დადებული ფასეულობა. თქვენ შეიძლება არაფრად ჩააგდოთ თქვენს ეზოში მცოცავი მცენარე, მაგრამ თუ მის გვერდით გამვლელმა ბრძენმა თქვა რომ ეს არის იშვიათი წამალი რასაც შეუძლია განკურნოს გველის შხამი, თქვენ აღმართავთ ღობეს მის გარშემო, და უფლებას არ მისცემთ ბავშვებს მოკრიფონ მისი ფოთლები თუნდაც გასართობად! როდესაც თქვენ იცით რომ უფალი არის ყველაფრის მიზეზი და წყარო, თქვენ ისაქმებთ ყველაფერთან თავმდაბლობის და თაყვანისცემის მანერაში. ეს არის გზა რომელიც თქვენ სწრაფად მიგიყვანთ მიზნამდე!
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 20 თებერვალი.
30.05.21.
ერთი და იგივე ღმერთი არის ყველა არსების ბინადარი. ადამიანები ღმერთს ბევრ სახელს მიაწერენ, როგორიცაა ალაჰი, იესო, რამა, კრიშნა და ა.შ., მაგრამ ღმერთი არის ერთი. ნუ გამოხატავთ რაიმე განსხვავებას ღმერთის სხვადასხვა სახელებს შორის. არსებობს ბევრი ტკბილეული როგორიცაა ლადდუ, ჯილები და მისორ პაკი, მაგრამ მათ აქვთ შაქრის იგივე აუცილებელი ინგრედიენტი თავისში. სახელები და ფორმები შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ათმა არის იგივე ყველაში. რამა და კრიშნა არ იყვნენ დაბადებულნი ამ სახელებით; მათ ეს სახელები მათმა მშობლებმა მისცეს. ღმერთი არ ჩამოდის დაბლა რაიმე განსაკუთრებული სახელით. ნირგუნამ, ნირანჯანამ, სანათანა ნიკეთანამ, ნითია, შუდდჰა, ბუდდჰა, მუკთა, ნირმალა სვარუპამ (ღმერთი არის უატრიბუტო, სუფთა, საბოლოო საცხოვრისი, მარადიული, შეუბღალავი, განათლებული, თავისუფალი და სიწმინდის ტანმოსილება). ნუ გატაცდეთ სახელებითა და ფორმებით. დაეყრდნეთ ათმას პრინციპზე რომელიც არის უფორმო.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 21 მაისი.
31.05.21.
წარსულში, შანკარა ცდილობდა აღედგინა კაცის გულში რწმენა რომ ის არის უსაზღვროდ ყოვლისშემძლე; მან სცადა მოეშალა მანკიერი თვისებები რომლებიც იქ იყო დამკვიდრებული, ასე რომ კაცს შეძლებოდა სვლა თავისი რეალობისკენ! როდესაც ვინმე თუნდაც თვალს მოკრავს ამ რეალობას, ის თავისუფლდება ეგოსგან, სიამაყისგან და სასოწარკვეთილებისგან. შემდეგ, ქება არ ახარებს მას და ლანძღვა არ ამწუხრებს მას! ის ხდება სტაბილური და უშიშარი, მსგავსად მთის მწვერვალის, რომელსაც ვერანაირი ქარიშხალი ვერ შეარყევს. მსგავსად ეკრანის კინოთეატრის დარბაზში, ის არის შეუხებელი ცილ;ისწამების ცეცხლით და განდიდების წვიმით. ერთხელ ბუდდჰამ თქვა ბუდდჰაგაიაში რომ კარგი და ცუდი, დიდება და სახელგატეხვა, ქება და ცილისწამება, არის როგორც ორი ფეხი; ადამიანი ვერ იმოძრავებს მათგან ერთ-ერთის გარეშე. ესები გარდაუვალია ცხოვრების პროცესში. საკვები და ნარჩენები ორივე ადამიანის შიგნით არის; მას აქვს ძარღვები წითელი სისხლისთვის ისევე როგორც ლურჯისთვის. ქალაქს აქვს ქვეშ მილები სასმელი წყლის მოსაყვანად და ასევე დრენაჟის მოსაცილებლად.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 20 თებერვალი.

სატია საი ბაბა