მაისი

1.05.19.
სერვისი გახდა ერთიანი ვალუტის სიტყვა, მაგრამ მისი ფასი არის ძალიან დიდად შემცირებული მომხმარებელთა ფარისევლობით. მართალი ვთქვათ, მხოლოდ მათ ვინც შეწუხებულია ტკივილისა და ტაჯვის აგონიის, უბედურების ან ავადმყოფობის ნახვით, უფლება აქვთ მსახურების შეთავაზებაზე; ვინაიდან, ისინი არ ემსახურებიან სხვებს, ისინი ემსახურებიან თავის თავს, ემსახურებიან რამდენადაც სწრაფად და გონივრულად შეუძლიათ მათ მოიცილონ თავისი საკუთარი აგონია. სხვების მსახურება არის წამალი საჭირო საკუთარი თავისთვის ტანჯვის შესამსუბუქებლად რომელიც ავსებს ადამიანს სხვა არსებაში ტანჯვის ნახვისას. შეიგრძნეთ რომ თქვენ ემსახურებით საკუთარ თავს, რომ თქვენ ლაგამს სდებთ თქვენს საკუთარ ეგოს. სხვა შემთხვევაში მსახურება ამაღლებს თქვენს თავმომწონეობას და ანვითარებს აღმატებულობის გრძნობას, რომლებიც ორთავე საზიანოა სულიერად.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 21 აპრილი.
2.05.19.
სიყვარული რომელიც თქვენ გაქვთ კულტივირებული კაცისთვის, ქალისთვის და ობიექტებისთვის უნდა ამაღლდეს სუფთა, ღმთიურ თაყვანისცემაში. მაშინ იგი გარდაიქმნება ბჰაკთიდ (ღმერთის სიყვარულად). დაარწმუნეთ საკუთარი თავი რომ უფალი არის თქვენში, როგორც მეეტლე, უჭირავს აღვირები ხუთი ცხენის (გრძნობის) და გაძლევთ თქვენ მუდმივ რ5ჩევას, როგორც ის აკეთებდა როდესაც არჯუნა ელოცებოდა მას, რომ წაეყვანა და ეხელმძღვანელა. შემდეგ, ადვილი ხდება შენთვის დააჯერო საკუთარი თავი რომ თვით იგივე მეეტლეს მიჰყავს ყველა სხვა კაცი და თუნდაც ყველა სხვა არსება და ხელმძღვანელობს მათ. როდესაც თქვენ გამყარდებით ამ რწმენაში მტკიცედ, თქვენ გახდებით თავისუფალი სიძულვილისა და ბოროტებისგან, სიხარბისა და შურისგან, რისხვისა და მიჯაჭვულობისგან. ელოცეთ უფალს ამ მრწამსისა და ამ რწმენის გასაძლიერებლად; ის გაგიხელთ თქვენს თვალებს ჭეშმარიტებაზე და გახსნის თქვენთვის რომ ის არის სანატანა სარატი (მარადიული მეეტლე) ყველაფერში. ეს გამხელა გაჩუქებთ თქვენ შეუდარებელ ანანდას, და მოგცემთ თქვენ ნათესაობას ქმნილების სიმრავლესთან.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 31 ივლისი.
3.05.19.
თითოეულმა თქვენგანმა უნდა გახადოთ თქვენი საკუთარი გული პრაშანტი ნილაიამად. ტრანსფორმირება უნდა დაიწყოთ ამ მომენტიდან. გააანალიზეთ თქვენი სიტყვები, საქმეები და აზრები, და მოცილდით ბოროტებს ვინც გაზიანებთ თქვენ და სხვებსაც. კულტივირეთ სულის სიმტკიცე (საჰანა), მყარი მშვიდობა (შანთი), და სიმართლის (სატიას) ლაპარაკი. ამჟამად თქვენი ჭკუა თრთის და ცუცქდება სამყაროში ყველა ობიექტზე ერთად და თითოეულზე ცალ-ცალკე. იგი უარს ამბობს შეჩერებაზე მხოლოდ ერთ იდეაზე – ღმერთზე. მსგავსად ბუზის რომელიც ჯდება მშვენიერზე და ბინძურ რამეზე, უარს ეუბნება საკუთარ თავს შესაძლებლობაზე დაჯდეს ცხელ ნაღვერდალზე, თქვენი ჭკუაც აგრეთვე მიფრინავს ყველა აზრიდან ღმერთის შესახებ. ბუზი შეიძლება მოისპოს როდესაც იგი დაჯდება ცეცხლზე; ასევე თქვენი ჭკუაც შეიძლება მოისპოს, როდესაც იგი იბინადრებს ღმერთზე. სურვილი არის იგივე ნივთიერება რისგანაც დამზადებულია ჭკუა; როდესაც ჭკუა ხდება არ-არსებული, თქვენ ხდებით თავისუფალი. სურვილები წყდება, როდესაც ღმერთი იპყრობს ჭკუას. ჭკუის სიკვდილი ან შეერთება უფალთან იწოდება მანო-ნიგრაჰად.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 26 სექტემბერი.
4.05.19.
უბრალოდ ადამიანის ფორმის ფლობა არ ხდის ვინმეს ადამიანის არსებად; ქცევა და ხასიათი არის ის რასაც მნიშვნელობა აქვს, ასე არ არის? იგივენაირად უბრალო შეძენა წიგნიერი ცოდნის არ ხდის ვინმეს ჭეშმარიტად განათლებულად. ასეთი ყოფითი განათლება ბუნებით არის ნეგატიური. უნდა განასხვავოთ განათლება და აღზრდა. განათლება შეზღუდულია ფიზიკური და გონებრივი დონეებით. იმ დროს როდესაც განათლება არის ინფორმაციაზე ორიენტირებული, აღზრდა ტრანსფორმირებაზეა ორიენტირებული. მსგავსად როგორც მდინარეებს კრიშნას და გოდავარის აქვთ თავისი საწყისი ოკეანეში, განათლებას აქვს თავისი ფესვები აღზრდაში. ფიზიკური და ყოფითი ცოდნა შეესაბამება განათლებას. აღზრდა დაკავშირებულია ჩვენს შინაგან გრძნობებთან და გულის სისუფთავესთან. ჩვენი მათთა, პათთა და ბათთა (საუბარი, სიმღერა და ცხოვრების წესი) უნდა მოდიოდეს გულიდან. ეს არის აღზრდის არსი. მაშინაც კი როცა თქვენ იძენთ რამოდენიმე ხარისხს, თუ თქვენ გაკლიათ გულის სისუფთავე, თქვენ ვერ იქნებით წოდებული ჭეშმარიტად განათლებულად.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 14 იანვარი.
5.05.19.
ამ მსოფლიოში არ არის სიყვარული დედის სიყვარულზე უფრო დიდი. ეს სავსეა უზომო ძალით. მაგრამ დედის სიყვარულის ასეთი წმინდა პრინციპი დღეს უგულვებელყოფილია. დედებს ეპყრობიან როგორც მოსამსახურეებს. როდესაც მშობლები ბერდებიან მათ შემდეგ უნდა მიხედონ სიყვარულითა და მზრუნველობით. ამის ნაცვლად მათ აგზავნიან მოხუცებულთა სახლებში. ის ვინც ცუდად ეპყრობა თავის მშობლებს ის აუცილებლად გაიტანჯება მსგავსი ბედით თავისი შვილების ხელში. როგორიც არის გრძნობა ისეთი არის შედეგი (იად ბჰავამ ტად ბჰავათი). რა საქმესაც კი თქვენ აკეთებთ, ეს თქვენ დაგიბრუნდებათ უკან როგორც რეაქცია, ანარეკლი და გამოძახილი. გიყვარდეთ თქვენი დედა. შემდეგ თქვენ ეყვარებით ყველას. როგორიც არის თესლი ისეთი არის ნერგი. აქედან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, განივითარეთ წმინდა და უანგარო სიყვარული. იყავით ფრთხილი სიყვარულის არ გაფუჭებაზე ეგოურობითა და საკუთარი ინტერესებით. როდესაც ყველა გააზიარებს წმინდა სიყვარულს ერთი მეორესთან, მთელი მსოფლიო აივსება ბედნიერებით, მშვიდობითა და სიხარულით.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 06 მაისი.
6.05.19. იეშვარამას დღე
რომ შემესრულებინა დედა იეშვარამას სამი კეთილშობილური სურვილი, მე მივაწოდე სასმელი წყალი არა მხოლოდ პუტტაპარტს არამედ ყველა ახლომდებარე სოფელს აგრეთვე. პატარა სკოლა რომელიც მე დავაარსე ახლა არის დიდი უნივერსიტეტი. პატარა საავადმყოფო რომელიც მე ავაშენე ახლა გახდა სუპერსპეციალიზებული საავადმყოფო. დედა იეშვარამამ დაღვარა სიხარულის ცრემლები როდესაც მან ნახა რომ მისი ერთადერთი სურვილები შესრულდა გრანდიოზულად. ის ატარებდა ბედნიერებისა და კმაყოფილების სიცოცხლეს და სუნთქავდა თავის ბოლოს მშვიდად. პირველი და ძირითადი მოვალეობა ყველა შვილის არის მისი დედის სურვილების შესრულება და მისი გაბედნიერება. მეორედ, ემსახურეთ ყველას, რამდენადაც ეს შესაძლებელია. თქვენ არ გჭირდებათ საკუთარ თავზე აღება მსახურების საქმიანობის თქვენი საშუალებებისა და უნარების მიღმა. მესამედ, თუ თქვენ აღმოაჩენთ რომ თქვენი მეზობლები იტანჯებიან, ანუგეშეთ ისინი. ეცადეთ დაეხმაროთ და გახადოთ ისინი ბედნიერი. ეს არის ის რასაც მე ველოდები თქვენგან. მე მოგიწოდებთ ყველა თქვენგანს აპრაქტიკოთ მსახურების ეს სამი პრინციპი, განცადოთ ნეტარება და გაუნაწილოთ ეს უკლებლივ ყველას.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 6 მაისი.
7.05.19.
‘დეჰო დევალაია’ – ტანი არის ტაძარი, ასე ამბობენ. თქვენ დადიხართ ირგვლივ ტაძრით, სადაც ღმერთი არის ფარული საკურთხეველი. ტანი არ არის ხორცისა და ძვლების მასა; ეს არის გარემო მანტრებისთვის (წმინდა სიტყვების ან ფორმულებისთვის) რომელიც გადარჩება როდესაც მედიტირებენ მასზე. ეს არის წმინდა ინსტრუმენტი გამომუშავებული ბრძოლის დიდი ხნის საუკუნეების შემდეგ, აღჭურვილი გონითა და ემოციებით, უნარიანი გამოსაყენებლად დარდისა და ბოროტების მოსაცილებლად. პატივი ეცით მას როგორც ასეთს და შეინახეთ კარგ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მან შეძლოს მსახურება ამ მაღალი მიზნისთვის; შეინახეთ იგი თუნდაც უფრო მეტად მზრუნველობით ვიდრე ეს აგურის სახლები, და ყოველთვის შეინარჩუნეთ რწმენა რომ ეს არის ინსტრუმენტი და მეტი არაფერი. გამოიყენეთ იგი მხოლოდ იმ მიზნისთვის რისთვისაც იგი იყო განზრახული და მოცემული.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 3 თებერვალი.
8.05.19.
თქვენ უნდა გქონდეთ მიზანმიმართლი ერთგულება ღმერთის მიმართ. თქვენი რწმენა უნდა იყოს სრული და უპირობო. თუ თქვენი რწმენა არის მერყევი ‘დარტყმებით და ხტომებით’ თქვენ შეცბუნდებით და გახდებით მოუსვენარი. დაიჭირეთ თქვენი სურვილები კონტროლს ქვეშ. შეუზღუდავი სურვილები დაგაშორებთ ღმრთიურებიდან. სურვილების მოსპობა წაგიყვანთ თქვენ ერთობის პრინციპთან. თქვენ მუდმივად უნდა განივითაროთ სათნოებები და უნდა ატაროთ კარგი ცხოვრება. გაიგეთ განათლების მიზანი და იმოქმედეთ შესაბამისად. მხოლოდ შემდეგ თქვენი დაბადება ადამიანის არსებად იქნება აზრიანი. ერთ ელექტრონულ ნათურას შეუძლია მიაწოდოს განათება ბევრს. ამის მსგავსად, გულს სავსეს სიყვარულით შეუძლია გაანათოს ბევრი სიცოცხლე. განათლებულმა არ უნდა დახედოს ზემოდან გაუნათლებელს. თუ ისინი არიან ჭეშმარიტად განათლებულები, ისინი მოეპყრობიან ყველას თანაბრად და განავითარებენ ერთობას. სადაც არის ერთობა იქ არის სიწმინდე. როდესაც ერთობა და სიწმინდე არის წარმოდგენილი, თქვენ ხართ ვალდებული განცადოთ ღმრთიურება. სიყვარული არის საფუძველი ერთობისთვის. იცოდეთ რომ თუ განსხვავება წამოიჭრება მოულოდნელად, წმინდა სიყვარული არ ესწრება.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 14 იანვარი.
9.05.19.
დღეიდან შემდგომ, განივითარეთ კეთილი გრძნობები. მისდიეთ წმინდა გზას. შემდეგ თქვენი მომავალი იქნება უეჭველად უსაშიშრო და დაცული. როდესაც მე გხედავთ თქვენ ყველას ჩემი გული გადმოედინება ნეტარებით (ანანდით). ბედნიერება დევს ღმერთთან კავშირში. აქედან გამომდინარე უწყვეტად იფიქრეთ ღმერთზე. არასოდეს დატოვოთ ადგილი შეშფოთებისა და წუხილისთვის. არ იფიქროთ, „გავივლი მე გამოცდებს?“ არც ერთ ვითარებაში, არ მისცეთ შანსი იმედგაცრუებას და გულგატეხილობას. არ იქონიოთ სუსტი აზრები და უარყოფითი დამოკიდებულება. გქონდეთ რწმენა ღმერთში. გულწრფელი ლოცვა ღმერთისადმი დაგეხმარებათ თქვენ ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევაში. ილოცეთ სერიოზულად ყოველდღე. აიღეთ ძალისხმევა მტკიცე რწმენის და ერთგულების ჩასაწვეთებლად თქვენში და მის გასანაწილებლად ახლობელ ადამიანებთან. ასრულეთ თქვენი მოვალეობა და შეხვდით ნებისმიერ სიტუაციას მამაცად. მაშინ შედეგი სავალდებულოდ იქნება კარგი. ეს ძალიან გააბედნიერებს ღმერთს. სიყვარული არის ღმერთი. იცხოვრეთ სიყვარულით. მე ყოველთვის ვარ თქვენთან, თქვენში, თქვენს ზემოთ და თქვენს ირგვლივ.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 14 იანვარი.
10.05.19.
როდესაც კრიშნა ცეკვავდა გველ კალიიას თავზე, მთელი შხამი ამოანთხევინა და გველი დაიმორჩილა. ამასთან დაკავშირებით მე შემიძლია დავამატო, თქვენ უნდა გახადოთ თქვენი გულები ისეთი გლუვი და რბილი როგორიც გველის კაპიშონია. როდესაც ღმერთს თაყვანსცემენ, მსოფლიო და მთელი მისი შხამიანი კვამლები უკან იხევს და თქვენ აღდგებით თავდაპირველი ჯანმრთელობით. გახადეთ თქვენი არჩეული უფლის სახელი და ფორმა მოცეკვავედ თქვენი გულის კაპიშონზე. კრიშნას არ ჰქონდა მიჯაჭვულობა გრძნობის ობიექტებთან (ვიშაიავასანა), ამიტომ მას შეეძლო ჩაძირულიყო მორევში, ამხტარიყო გველ კალიიას კაპიშონზე, გაეთელა იგი და გამოეწურა შხამი. როდესაც თქვენ ხართ ღრმად ჭაობში, როგორ ამოიყვანთ სხვას ვინც ჩავარდა მასში? არ დაეჭერინოთ. გადაირჩინეთ თქვენი თავი მხოლოდ მოწოდებით ღმერთზე, ვინც არის თავისუფალი გრძნობის ობიექტებიდან და იმყოფება ნაპირზე. დაიჭირეთ მისი ხელი, და ის გადაგარჩენთ და დაგიჭერთ მუდმივად მყარ მიწაზე.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 6 სექტემბერი.
11.05.19.
თქვენ უნდა იყოთ თავმდაბლები, მაგრამ მაინც ძლიერები რომ წინაღმდეგობა გაუწიოთ ცდუნებას. არ დანებდეთ როგორც მხდალები გრძნობების ეშმაკურ ინსუნაციებს. თქვენი დრო სკოლაში გამოყენებული უნდა იყოს არა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების ამოცანისთვის და გარკვეული ჩვევების გამოსამუშავებლად რაც მოგცემთ თქვენ შემოსავალს რაზეც თქვენ შეიძლება იცხოვროთ; ეს ასევე გამოყენებული უნდა იყოს კმაყოფილად და მშვიდად, თავშეკავებულად და მამაცად ყოფნის მისაღწევად. თქვენ ასევე უნდა კულტივიროთ მგზნებარე წყურვილი მსოფლიოს და თქვენი საკუთარი მეს შესახებ ჭეშმარიტების საცოდნელად. თქვენი სიტყვები უნდა იყოს როგორც თაფლი, თქვენი გულები უნდა იყოს რბილი როგორც კარაქი, თქვენი მსოფლმხედველობა უნდა იყოს როგორც ლამპა, მანათობელი და არა დამბნევი. იყავით როგორც მსაჯი ფეხბურთის მოედანზე, თვალყური ადევნეთ თამაშს, განსაჯეთ თამაში საფუძვლად დადებული წესებით, შეუხებლად წარმატებით ან დამარცხებით ამა თუ იმ გუნდის.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 13 მარტი.
12.05.19.
ოქრო რომლისგანაც ფეხის ბრასლეტი იყო დამზადებული შეიძლება გახდეს ტაძარში ღმრთაების თავზე გვირგვინის ოქროდ, მაგრამ ეს უნდა გადნეს ტიგელში და გამოიჭედოს ფორმაში. ყველა თქვენგანს მოსმენილი გაქვთ რომ კრიშნა არის მურალი-მადჰავა (ღმერთი ფლეიტით). და სახელდობრ რა არის ფლეიტა? თქვენ უნდა იყოთ ფლეიტა. დაე კრიშნას სუნთქვამ იაროს თქვენით, აკეთოს წარმტაცი მუსიკა რომელიც ადნობს გულებს. ჩააბარეთ თქვენი თავი მას; გახდით ცარიელი, უმიდრეკილებო, არაეგოური და სურვილებს მოკლებული. შემდეგ ის თვით მოვა და აგიღებთ თქვენ ნაზად და მოგათავსებთ თქვენ, ფლეიტას, თავის ტუჩებთან და ჩაბერავს თავის ტკბილ სუნთქვას თქვენი გავლით. დაანებეთ მას დაუკრას ნებისმიერი სიმღერა რომელიც მას მოსწონს. დაე თქვენმა ჭკუამ იბინადროს მუდამ კრიშნაზე. აკურთხეთ ყველა სიტყვა და საქმე მათი ავსებით კრიშნას სიყვარულით ან ნებისმიერი სახელის და ფორმის რომელსაც თქვენ აძლევთ უფალს რომელიც თქვენ გიყვართ.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 6 სექტემბერი.
13.05.19.
მე მსმენია შეუფერებელი ხმები და ჩურჩული რომ თუ სატია საი არის ნამდვილად ღმერთი, რატომ არის ბუკკაპათნამის წყალსაცავი მშრალი წლის დიდი ნაწილის განმავლობაში? ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება მოსმენილი აქვს ასეთი განცხადებები, გაკეთებული უპასუხისმგებლო პირების მიერ ვისაც არ აქვს ცოდნა კოსმიური კანონების მუშაობის შესახებ. ეს არის ნამდვილად აბსურდული იდეა! მე რატომ უნდა დავხარჯო ჩემი წყალობა განსაკუთრებულად ამ საცავზე? სიახლოვე იძლევა დიდ მიჯაჭვულობას? არა! მთელი სამყარო არის ჩემი. ყველა ადგილი არის თანაბრად ახლო ჩემთვის და, თუ ესენი ტრიალდებიან კარგი გზიდან, ყველა ერთნაირად არის შორს! ღმერთთან ახლობლობა არასოდეს იზომება მილებით. თუ ამ სოფლის მცხოვრებლებს არ აქვთ დეპონირებული ანგარიშები ბანკში, ბანკი როგორ შეძლებს ჩეკების გადახდას რომლებიც მათ მიიღეს? ჰკითხეთ თქვენს თავს სერიოზულად: გაქვთ თქვენ დეპონირებული ერთგულება ღმერთისადმი, მსახურება თქვენი ახლობლებისადმი, და რწმენა თქვენს სულიერ პრაქტიკაში? მხოლოდ შემდეგ შეძლებთ თქვენ მიიღოთ წყალობა რომელიც მოიპოვება მხოლოდ ასეთი ძალისხმევით!
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 13 მარტი.
14.05.19.
მდინარეების წყლები შეიძლება იყოს ჭუჭყიანი, მაგრამ ერთგული რომელიც ყლუპებით სვამს მას თავის ბაგეებზე მანთრასთან ან ღმერთის სადიდებელ ჰიმნთან ერთად გარდაქმნის მას ნაკურთხ წყლად. ტანი ხდება ჯანმრთელი ვარჯიშით და მუშაობით; ჭკუა ხდება ჯანმრთელი გულწრფელი ფიქრით ღმრთიურ სახელზე და სახელის ხსენებით (ნამასმარანით), და რეგულარული, კარგად დაგეგმილი, სიხარულით მიღებული და შესრულებული დისციპლინით. არაძალადობა არის ბრინჯი, მიძღვნა არის გრამი (მუხუდოს ფქვილი), გამოსყიდვა არის ქიშმიში, და მონანიება არის ჯაგგერი (ლერწმის არარაფინირებული შაქარი). აურიეთ ეს ყველაფერი სათნოების ერბოსთან. ეს არის შეთავაზება რომელიც თქვენ უნდა გაუკეთოთ თქვენს არჩეულ ღმრთაებას, არა უმნიშვნელო ნივთები რომლებსაც თქვენ აკეთებთ მაღაზიაში პაისად მიღებული საგნებისგან! გოპებმა იცოდნენ ეს საიდუმლო გასასვლელი უფლის გულში, აი ამიტომ ისინი რეალიზებდნენ მას სწრაფად და მყარად.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 6 სექტემბერი.
15.05.19.
უფალი არასოდეს ამბობს სიტყვას მართებულობის ან მნიშვნელობის გარეშე, ის არასოდეს აკეთებს რაიმეს შესაფერისობის ან მიზნის გარეშე. ახალგაზრდა პატარა ბიჭი, დჰრუვა, წავიდა ტყეში ეფიტიმიის გასაკეთებლად და უფლისგან მადლის მისაღებად, იმიტომ რომ მის მამას შეძლებოდა მისი მოპყრობა ისე სიყვარულით როგორც ის უკეთებდა მის ნახევარძმას. მაგრამ ნახეთ რა მოხდა? როგორც კი მან წინ წაიწია თავის სულიერ პრაქტიკაში, ეს სურვილი დაივიწყა, და უფრო ამაღლებული მოვიდა მისი ადგილის დასაკავებლად. როგორც კი უფალი შედის თქვენს ჭკუაში, ის აშორებს ყველა ბოროტებას მასში. ღმერთი (რამა) და სურვილი (კამა) ვერასოდეს თანაიარსებებს. ღმერთი და ვნებიანი სურვილი ვერ ივლის ერთად. მაშინ გოპებს როგორ უნდა ჰქონოდათ ტანის რაიმე შეგნება როდესაც ისინი აღმერთებდნენ ახალგაზრდა, პატარა ყმაწვილ კრიშნას? თუნდაც ამქვეყნიური სურვილები შეიძლება გარდაიქმნას სიწმინდის უფრო მაღალ სფეროებად როდესაც უახლოვდებით უფალს. იცოდეთ რომ ვერაფერი დჰარმის საწინააღმდეგო ვერ გაუძლებს უფლის დასწრებას.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 6 სექტემბერი.
16.05.19.
რამდენადაც ისლამი ნიშნავს დანებებას ღმერთზე, ვინც კი ცხოვრობს მშვიდობით და ჰარმონიით საზოგადოებაში, დანებებისა და მიძღვნის სულით, მართლაც ეკუთვნის ისლამს. ისლამი დაჟინებით მოითხოვს სრულ კოორდინაციას აზრს, სიტყვასა და საქმეს შორის. მუსლიმი წმინდა ადამიანები და ბრძენები ხაზს უსვამდნენ რომ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ სინამდვილე ‘მეს’ რომელიც გრძნობს რომ არის სხეული და ‘მეს’ რომელიც გრძნობს რომ არის ჭკუა და მივაღწიოთ დასკვნას რომ ნამდვილი ‘მე’ არის თვით ძლიერი სურვილი საყოველთაო მესთვის, ღმერთსთვის. მარხვა და ლოცვა რამაზანის თვეში სპეციალირად ჩაფიქრებულია გასაღვიძებლად და გამოსავლინებლად ამ გაცნობიერების. განიხილეთ ნებისმიერი რელიგია, როგორიც გინდა იყოს იგი, თქვენ აღმოაჩენთ რომ იგი მიანიშნებს ერთობაზე, ჰარმონიასა და თანასწორობაზე. ამიტომ თქვენ ყველამ უნდა კულტივიროთ სიყვარული, მოთმინება და თანაგრძნობა და უნდა აჩვენოთ ეს უნივერსალური პრინციპები თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ყოველ დღე. ეს არის გზავნილი რომელსაც გაძლევთ მე თქვენ დღეს ჩემი კურთხევით.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ივლისი.
17.05.19.
როდესაც თქვენ კვებავთ ძროხას გაფუებული ფაფით იმიტომ რომ მან შეძლოს მეტი რძის მოცემა, რძე გამოსცემს არასასიამოვნო სუნს. როდესაც ვინმე ძალიან დიდად აკავებს თავის თავს მსოფლიოს წვრილმანებით, ქცევა და ხასიათი ხდება არასასიამოვნო. ეს არის ნამდვილად ტრაგედია იყო იმედგაცრუებით მებრძოლი და ტანჯული უკვდავების ბავშვის სიკვდილის მოწმე. თუ კი თითოეული გამოიკვლევს ამას: „რა არის ჩემი კვალიფიკაცია? რა არის ჩემი პოზიცია?“ ისინი გააცნობიერებენ თავიანთ დაკნინებას. განა ვეფხვი, როგორი მშიერიც გინდა იყოს, შეჭამს ბატი-ბუტს ან მიწის თხილს? დაუმიზნეთ სამიზნეს რომელსაც თქვენი წარმომავლობა განიჭებთ თქვენ; თუთიყუში როგორ შეძლებს მანგოს სიტკბოს გასინჯვას თუ იგი კენკავს ბამბის ხის ნაყოფს? დაე თქვენი ძალისხმევა გასწორხაზოვნდეს შესაბამისი ღირსებით. მიზანი მოგიახლოვდებათ თქვენ უფრო სწრაფად ვიდრე თქვენ მიუახლოვდებით მიზანს ნაბიჯებით რომლითაც მიდიხართ. ღმერთი იმდენად მოწყურებულია თქვენს გადასარჩენად რამდენადაც თქვენ გსურთ გადარჩეთ; ის არის სავსე სიყვარულით და თანაგრძნობით ყველასთვის ვინც ეძებს.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 7 სექტემბერი.
18.05.19.
სიყვარულის განსახიერებანო! ბუდდჰა პურნიმა იზეიმება ჩვენთვის შესახსენებლად რომ სიყვარული (პრემა) არის გზა პურნასკენ (სისრულისკენ). საკმარისი არ არის იყო ბედნიერი მხოლოდ ბუდდჰა პურნიმაზე. თქვენ უნდა შეგეძლოთ ნეტარების განცდა ყოველ დროს, და თქვენ შეგიძლიათ აკეთოთ ასე ბუდდჰას მოძღვრების მიდევნით. უფალ ბუდდჰას მოძღვრებები არის დიადი, ამაღლებული და წმინდა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლება არის – არაძალადობა ყველა დჰარმადან არის ყველაზე დიდი (აჰიმსა პარამო დჰარმამ). უფალი ბუდდჰა იყო კეთილშობილი სული. ის მოგზაურობდა მიწის სიგრძე სიგანეზე რჩევის მიცემით ხალხზე მიჰყოლოდნენ ღმრთიური სიყვარულის გზას. ბუდდჰას არ მოსწონდა ზარ-ზეიმი, სანახაობა და პირფერობა. ის იყო უბრალო, ყოველთვის მშვიდი, სუფთა, თავმდაბალი, და ყოველთვის სავსე სიყვარულით და თანაგრძნობით. არა უბრალოდ ლაპარაკი ბუდდჰაზე, გაცილებით მნიშვნელოვანია ბუდდჰას სწავლებების პრაქტიკაში განხორციელება. ასევე სწორი მეთოდია ბუდდჰას მიმართ პატივისა და თაყვანცემის ჩვენება. გადაწყვიტეთ დღეს გულწრფელად აპრაქტიკოთ მისი სწავლებები თქვენი საკუთარი კეთილდღეობისთვის.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 21 მაისი.
19.05.19.
სიყვარულის განსახიერებანო! შეიძლება თქვენ გსმენიათ ცნობილი ბუდდჰისტური გალობა, „ბუდდჰამ სარანამ გაკჩამი, დჰარმამ სარანამ გაკჩამი, სანგჰამ სარანამ გაკჩამი“, ეს რას ნიშნავს? ეს სამი ქცევის წესი გულისხმობს რომ ჯერ უნდა გაილესოს გონება და სულიერი გარჩევის უნარი. შემდეგ ასეთი გონიერება გამოყენებული უნდა იყოს საზოგადოების მსახურებისთვის. მესამედ, მსახურება უნდა დაეფუძნოს დჰარმაზე ან უბიწოებაზე. თუ ეს სამი ნაბიჯი გაკეთებულია, თქვენ გაატარებთ ნეტარ ცხოვრებას. არასოდეს დააზიანოთ არც ერთი ცოცხალი არსება ნებისმიერი ხერხით. დაეხმარეთ ყოველთვის, არ დააზიანოთ არასოდეს – ეს არის ბუდდჰას მოძღვრების არსი. თქვენ რაც უფრო მეტად გეყვარებათ თქვენი ახლობელი არსებები, მით დიდი იქნება ნეტარება რომლითაც ისიამოვნებთ. რაც უფრო მეტად გეყვარებათ სხვები, თქვენ მით ბედნიერი იქნებით. ამრიგად, თუ თქვენ გინდათ იყოთ მუდმივად ბედნიერი, თქვენ ყოველთვის უნდა გიყვარდეთ ყველა. სიყვარული არის სამეფო გზა ღმერთისკენ. საუკეთესო გზა ღმერთისკენ არის ყველას სიყვარული და ყველას მსახურება. ეს არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი რაც ბუდდჰამ ასწავლა კაცობრიობას.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 21 მაისი.
20.05.19.
ყველა კარგად იცვამს გარეთ გასვლის წინ, რადგან მათ სურთ იყვნენ პატივნაცემი. იმ დროს როდესაც ჩვენ ასე ვზრუნავთ ჩვენი სახლის მდგომარეობასა და ტანსაცმელზე, გული რომელშიც ღმერთი ცხოვრობს სრულიად ჭუჭყიანია. ის სავსეა ბილწი აზრებით და უსუფთაო ფანტაზიებით! რასაც თქვენ აკეთებთ არის თქვენი აზრების დამალვა, და თავის მოწონება უცოდველად მყოფობით და გარეგნულად კარგად ჩაცმულობით. რა სარგებელია ასეთი ქცევა? რა სარგებელია მიჯაჭვა ტანის გარეგანი შესახედაობის მნიშვნელობაზე და მასზე ნაჩვენები პატივისცემის დაფასება? ის ვინც ზრუნავს მხოლოდ ტანისთვის და უგულვებეჰყოფს თავისი ჭკუის მდგომარეობას არის ორფეხა ცხოველი. პატიოსნად შეამოწმეთ თქვენი ჭკუის ჭუჭყიანი მდგომარეობა და თვითგააანალიზეთ ორმაგი ცხოვრება რომელსაც თქვენ ატარებთ, ეს დაგეხმარებათ თქვენ თქვენი ცუდი აზრების მყისიერად მოცილებაში!
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 20 მაისი.
21.05.19.
სულიერმა გაკვეთილებმა უნდა შეაღწიოს თქვენს სისხლში და უნდა გავრცელდეს ყველგან. ამის შესახსენებლად ღმერთს აქვს განსაკუთრებული სახელი: რასო-ვაი-საჰა. ეს ნიშნავს რომ ყოველი ადამიანის ტანში ღმერთი ესწრება როგორც ღმრთიური არსი. ეს ღმრთიური არსი ვრცელდება მთელს ტანში, ყოველ კიდურსა და ორგანოში. აქედან გამომდინარე, ღმერთს აქვს მეორე სახელი – ანგირასა (ანგამ – კიდური; რასა – არსი). ანგირასა ნიშნავს „მას ვინც ვრცელდება ყველა კიდურში, ჟღენთავს მათ თავისი ღმრთიური ძალით და არსით“. ამგვარად, ღმერთი არის თქვენში როგორც ანგირასა! თქვენ ფიქრობთ თქვენ ზრუნავთ თქვენს თავზე და იცავთ თქვენს თავს. არა! როგორ ფიქრობთ ვინ გიცავთ თქვენ როდესაც მაგრად გძინავთ და არ გაქვთ არავითარი წარმოდგენა მასზე რაც ხდება თქვენს ირგვლივ? ეს არის ღმერთი ვინც რეალურად გიცავთ თქვენ ყოველთვის! სინამდვილეში, ის ზრუნავს თქვენთვის ყოველ დროს. სიძნელეები აუცილებლად მოვა, მაგრამ ესენი ასევე წავა როგორც მიმავალი ღრუბლები.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 21 მაისი.
22.05.19.
სუფთა სიყვარული არის სიჩქარის მწყვეტების გარეშე კარგად დაგებული, ცალმხრივი მოძრაობის გზის მსგავსი. თქვენ შეგიძლიათ აჩქარდეთ მასზე რა სიჩქარითაც თქვენ გსურთ. მდინარეებიც ასევე ილუსტრირებს ამ პრინციპს. ყველა მდინარე მიიჩქარის ქვემოთ მთებიდან. ესენი მიედინება სწრაფად და ჩქარა საითკენღაც. საით? ოკეანისკენ. პროცესში ესენი ლახავენ ქვებს და კლდეებს, ოსტატურად უვლიან გვერდს წინააღმდეგობებს გზაზე. ესენი როდისმე კი არ ჩერდება, არამედ მიედინება მუდმივად მიზნისკენ. სიცოცხლე უნდა იყოს მდინარე მიჩქარებული ოკეანისკენ სახელწოდებით ღმერთი. დინება არასოდეს არ უნდა გაჩერდეს ან შეწყდეს. ყველა დაბრკოლების გადალახვით, თქვენ უნდა იჩქაროთ ღმერთისკენ. ეს უნდა იყოს თქვენი სულიერი მოგზაურობის დამახასიათებელი. იყავით ძლიერი ნებისყოფის, გადამწყვეტი, განმსაზღვრელი და გულწრფელი. ადგილი არ უნდა ჰქონდეს იმედგაცრუებას, დეპრესიას ან რაიმე სახის სისუსტეს. შეასწორეთ თქვენი ხედვა და რასაც თქვენ ისმენთ, გააანალიზეთ თქვენი აზრები და გრძნობები, და უზრუნველყავით თქვენი მოქმედებები იყოს კეთილშობილი და კარგი. შემდეგ თქვენ განცდით არაფერს ნეტარების გარდა.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 21 მაისი.
23.05.19.
სიყვარულის ტანმოსილებო! თქვენ არ გჭირდებათ ღმერთის საძებნელად წასვლა; ის მოვა თქვენს მოსაძებნად. ღმერთი არ ცხოვრობს ტაძრებში, მეჩეთებსა და ეკლესიებში. ესენი არის ნაგებობები აშენებული ადამიანის მიერ. ღმერთი ცხოვრობს ტაძარში რომელიც მან ააშენა თავისთვის, და ეს არის ადამიანის ტანი. ადამიანის ტანი არის ცოცხალი ტაძარი, მოსიარულე ტაძარი, და მოლაპარაკე ტაძარი. კაცის გაკეთებული ვერც ერთი თაყვანისცემის ადგილი ვერ შეედრება ამ ღმერთის აშენებულ ტაძარს ძალასა და სიწმინდეში. ეს ტაძარი არ აშენდა აგურითა და კირხსნარით. არც ერთმა არქიტექტორმა არ დააპროექტა ეს, და არც ერთმა ინჟინერმა არ ააშენა ეს. ეს ტაძარი არსებობაში მოვიდა ღმერთის ნებით. თქვენ უნდა მოეპყროთ თქვენს ტანს როგორც ღმერთის ძვირფას საჩუქარს და უნდა დაიცვათ ეს წმინდა საჩუქარი. დაემორჩილეთ ღმერთის ბრძანებებს და დასაქმდით მხოლოდ წმინდა მოქმედებებში. კულტივირეთ უანგარო სიყვარული და გაანაწილეთ ეს იმდენად რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ, შემდეგ თქვენ განცდით ღმრთიურის (ათმური პრინციპის) ტკბილ სურნელს.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 21 მაისი.
24.05.19.
ავტომობილის მართვა, ქოთნისთვის ფორმის მიცემა ბორბალზე, ნახატის მოქსოვა, ან მიწის ნაკვეთის გამარგვლა – ყველა ეს სამუშაო მოითხოვს მიზანდასახულ ყურადღებას. სვლა ცხოვრების დიდ გზაზე რომელიც სავსეა ღრმულებითა და ბორცვებით, ლაპარაკი ახლობელ ადამიანებთან ვინც არიან მრავალფეროვანი ტემპერამენტის – ეს ყველა ასევე მოითხოვს კონცენტრირებას. გრძნობები ასევე უნდა იყოს მოთოკილი იმიტომ რომ მათ არ შეეძლოთ შეშფოთება ან აღელვება; ტვინი არ უნდა წავიდეს ბამბის საკრეფად და ემოციებმა არ უნდა გააფერადოს ან გააუფერულოს საძებნი მიზნები. ეს არის გზა წარმატებისკენ კონცენტრირებაში. იოგა არის ჩითთა ვრითთი ნიროდჰა – ჭკუის ტბაზე ყველა მღელვარების აღმოფხვრა. რაიმემ არ უნდა გამოიწვიოს ემოციის ან ვნების ტალღა ცნობიერების მშვიდ ზედაპირზე ან წყნარ სიღრმეში. სიმშვიდის ეს მდგომარეობა არის ჯნანას (სულიერი სიბრძნის) ნიშანი. სადჰანა (სულიერი დისციპლინა) არის წამალი და ვიჩარა (გამოკვლევა) არის რეჟიმი რომელიც განკურნავს ადამიანს ყველა თავნებობისა და მღელვარებისგან.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 22 იანვარი.
25.05.19.
რამდენ ხანს შეიძლება თქვენ უმოქმედოდ იყოთ ერთი და იგივე კლასში? არ გინდათ თქვენ წინ წაიწიოთ შემდეგ მაღალ კლასში? ერთგულებაში (ბჰაკთიში), არსებობს ორი კლასი, საჰაჯა ბჰაკთი (ჩვეულებრივი ერთგულება) და ვისეშა ბჰაკთი (განსაკუთრებული ერთგულება). საჰაჯა ბჰაკთი კმაყოფილდება თაყვანისცემით, ბჰაჯანით, ნამასმარანით, პუჯითა და ვრათით (ჯგუფური გალობით, უფლის სახელის ხსენებით, ასკეზით, რიტუალური თაყვანისცემით, მლოცვარეობით, და ა.შ.). ვიშეშა ბჰაკთის სწყურია ხასიათის სისუფთავე, იმპულსების დათრგუნვა, დაიას, პრემას, შანთის და აჰიმსას (თანაგრძნობის, სიყვარულის, მშვიდობისა და არაძალადობის) პრაქტიკა, და გამოკვლევა ადამიანის საფუძველსა და მიზეზში. სირცხვილია რომ ადამიანები წლითი წლობით ჩაფლობილი არიან ერთი და იგივე კლასში. გარდა ამისა არსებობს კიდევ ერთი უმაღლესი კლასი სახელწოდებით პარა ბჰაკთი (ერთგულება რომელიც აღემატება ყველაფერ ამქვეყნიურს). ნიჭიერებას შეუძლია შეასწოროს და გადაწყვიტოს გარეგანი პრობლემები; კონცენტრირებულ სადჰანას მარტო შეუძლია შეასწოროს და გადაწყვიტოს შინაგანი კრიზისი.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 14 იანვარი.
26.05.19.
გახდით მიმაგრებული ღმერთზე. იგრძენით მისი დასწრება და იმხიარულეთ მის დიდებაში. არ გამოიწვიოთ მისი ‘იმედგაცრუება’ და ‘დამწუხრება’ რაიმე მოქმედებით ან სიტყვით რომელსაც ის არ იწონებს. არ მისცეთ მას უმცირესი ‘შეშფოთება’ ან ‘შეწუხება’. მას არაფერი აქვს, მაგრამ თუ თქვენ ღრმად გიყვართ ის, თქვენ შეწუხდებით მასზე რადგან ის არის თქვენი უფალი და სიყვარული. ჯათაიუს ჰქონდა რამას შესახებ აზრების შეუსუტებელი ნაკადი და ის დაჯილდოვდა რამას მიერ; ის მივიდა მასთან მის უკანასკნელ მომენტში და თვით შეასრულა მისი საბოლოო რიტუალი, მოვალეობა რომელსაც ის პირდაპირ არ ასრულებდა თავისი მამისთვისაც კი! ღმერთი მოგემსახურებათ თქვენ; ის გადაგარჩენთ თქვენ და იქნება თქვენს მხარეს ყოველთვის – მხოლოდ თქვენ კულტივირეთ თქვენი ხასიათი და გააპრიალეთ თქვენი ინტერიერი ასე რომ მან შეძლოს არეკვლა მასში. სიტკბოება არის მარტო შეთავაზება რაც ღმერთს მოსწონს. დაე მისი ნება შესრულდეს – ეს უნდა იყოს თქვენი დირექტივა!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 14 იანვარი.
27.05.19.
ერთხელ ერთ ბრძენს ჰყავდა კატა თავისი განდეგილობის საცხოვრებელში. როდესაც კი ის ასრულებდა ჰომას (მსხვერპლის შეთავაზება ღმერთისადმი წმინდა ცეცხლში), კატა ნავარდობდა ცეცხლის ირგვლივ და აძლევდა მას ბევრ უსიამოვნებას. ამიტომ ის იჭერდა კატას წინასწარ და სვამდა მას გადაბრუნებული კალათის ქვეშ ჰომას განმავლობაში. მისი ვაჟი რომელიც აკვირდებოდა ამ ოპერაციას წლების განმავლობაში ფიქრობდა რომ ეს კატის დაჭერა და კატის დაპატიმრება იყო არსებითი ნაწილი თვით რიტუალის. ამიტომ ის იღებდა დიდ სირთულეს გარეთ კატის მოსაძებნად ყოველი ჰომას წინ და თავს გრძნობდა ბედნიერად როდესაც ის იღებდა ასეთს რომელიც შეეძლო დაეჭირა გადაბრუნებული კალათის ქვეშ იგივე ოთახში. ეს არის მაგალითი უაზრო მექანიკური გამეორების. სულიერი ძალისხმევა არ უნდა გახდეს მექანიკური გამეორება მოცემული ფორმულის ან შესრულება მშრალი ფორმალობების! გახსოვდეთ! თქვენი სულიერი მცდელობა უნდა იყოს მიმართული თქვენზე ღმერთის წყალობის მისაზიდად. თქვენი სულიერი პრაქტიკები თანხლებული უნდა იყოს წრფელი ლოცვებით გულიდან!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 14 იანვარი.
28.05.19.
ახალბედამ უნდა დაიწყოს მედიტირებით საგუნა ბრაჰმანზე (ღმრთურებაზე ატრიბუტებით), და უნდა დაიცვას ყველა შეზღუდვა. ადამიანი უნდა იყოს რეგულარული და პუნქტუალური თავის სადჰანაში. ახალგაზრდა ნერგი დაცული უნდა იყოს ცხოველებისგან; მის გარშემო უნდა გაკეთდეს ღობე ვიდრე არ გაიზრდება დიდ ხედ. ღობე არ არის საჭირო როდესაც იგი გახდება უზარმაზარი ხე. ამის მსგავსად წესები და ნორმები საჭიროა სადჰანის დამწყებთათვის. დაწინაურებული სულიერი მაძიებელი დამოკიდებული არ არის გარე რეკვიზიტებზე. ასეთი პიროვნება შეიძლება შევიდეს ტრანსში სურვილისამებრ. მედიტირება ხდება სპონტანური და ჩვეულებრივი. დჰიანა (მედიტირება) უნდა გაირჩეს დჰარანადან ან უბრალო კონცენტრირებიდან. კონცენტრირების პირველი სტადია უნდა მოსდევდეს დაფიქრებას და შთანთქმას. ამ შთანთქმას მიჰყავს მედიტირებასთან. დჰიანა არ არის უბრალოდ მონოპოლია რომელიმე კონკრეტული რელიგიის. ეს არის უნივერსალური და პრაგმატული პროგრამა ღმერთობის ერთიანი ცოდნის მოსაპოვებლად.
– ზაფხულის თავსხმები 1979 თავი 18.
29.05.19.
წარმოიდგინეთ ავტომობილი. ავტომობილს აქვს რამდენიმე მაშუქი. მაშუქში არის ნათურები. ნათურების გამო, თქვენ იღებთ სინათლეს. იძლევა ნათურა სინათლეს? არა! ეს არის ელექტრული დენი რომელიც გადის ნათურის გავლით და იძლევა სინათლეს. ჩვენ ასევე გვესმის საყვირი. საყვირი ვერ იმუშავებს თავისთავად. საყვირი იძლევა ხმას ელექტროენერგიის საფუძველზე. საბურავები მოძრაობს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ თვითამოძრავება. ეს არის ძრავის ენერგია რაც ამოძრავებს საბურავებს. ტანი არის მანქანის მსგავსი. თვალები არის ნათურები, და თქვენი პირი არის როგორც საყვირი. ფეხები არის საბურავები, და ჭკუა არის ძრავი. ინტელექტი არის ჩამრთველი. ღმერთის ენერგია არის დენი. ღმერთის ენერგიის გარეშე, ტანი ვერ შეძლებს მოძრაობას. ღმერთის ენერგია არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ტანი, ჭკუა, და გონება არის მხოლოდ ინსტრუმენტები.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 1 იანვარი.
30.05.19.
თავდაჯერებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის საფუძველი რომელზეც თქვენ უნდა აღმართოთ თავგანწირვის კედლები. ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, თქვენ უნდა ჩადოთ თავდაჯერებულობის საფუძველი და უნდა ააშენოთ თვითკმაყოფილებისა და თავგანწირვის დიდი სახლი. შემდეგ თქვენ საბოლოო ჯამში მიაღწევთ თვითრეალიზებას. მაგრამ ადამიანებს არ აქვთ ასეთი მყარი თავდაჯერებულობა. რა არის მიზეზი? მათი ჭკუა იკარგება ჭუჭყიან, ამქვეყნიურ და უსარგებლო სურვილებში. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ამქვეყნიური ნივთები? ესენი მოდის და მიდის როგორც ღრუბლები. დღეს სტუდენტები ისწავლებიან ისეთი განათლებით რომელიც ზრდის სურვილებს. ამ განათლებასთან ერთად, თქვენ უნდა აღზარდოთ ადამიანური ფასეულობები. ადამიანური ფასეულობები არ არის რაიმე რისი შეძენაც თქვენ გჭირდებათ ხელახლა. ესენი დაბადებულია თქვენთან ერთად და არის თანდაყოლილი თქვენში. რადგან ესენი დაფარულია თქვენში, თქვენ არ იცით მათ შესახებ. როდესაც გულის უსაფრთხო სარდაფი იხსნება სიყვარულის გასაღებით, ვლინდება ადამიანური ფასეულობების მნიშვნელოვანი ხარისხები.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 26 სექტემბერი.
31.05.19.
შენ შეიძლება გაქვს საი ბაბას სურათი შენს წინ, ან გამოსახულება მეტალში ან კერპი ქვაში. მაგრამ, თუ შენ გაქვს რწმენა რომ ის ცოცხალია და წარმოდგენილია მასში, და რომ ის არის შენს გულში და ყველა ცოცხალ არსებათა გულში, მაშინ შენ შედიხარ ცოდნის ექსტაზში რომ ის არის ყველგანმყოფი, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე. ღმერთი არის ღვინო რომელიც დაგათრობს შენ. ეს არის წარმოებული ნექტარით რომელშიც უფლის სახელია გაჯერებული. გასინჯეთ ის და თქვენ დაივიწყებთ დანარჩენ ყველაფერს; თქვენ გარდაიქმნებით. რამაკრიშნა ტიროდა აგონიაში მორიგი დღის დაკარგვის გამო, ღმრთიური დედის ხილვის გარეშე. გქონდეთ ეს მისწრაფება; შეიგრძნეთ ეს გადაუდებლობის გრძნობა: ეძებეთ შეცნობა ახლა, მოიწყურეთ ამ ექსტაზის ეს მომენტი. არ გადადოთ ან არ დახარჯოთ დრო სხვებთან განხილვაში.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 4 თებერვალი.

ბაბა