ოქტომბერი

01.10.17.
თქვენ შეგიძლიათ გამოისყიდოთ თქვენი სიცოცხლე მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გაიგებთ თქვენ საიდან მოხვედით, რა არის თქვენი როლი ახლა და რა არის თქვენი დანიშნულება. ამის შესასრულებლად, ჯერ ისწავლეთ თქვენი გრძნობის ორგანოების (ინდრიების) უბიწოდ გამოყენება. მაგალითად, განვიხილოთ თქვენი ნესტოები. ესენი დანიშნულია გამოყენებისთვის სასუნთქად და საგნების სუნის შესაგრძნობად და იმის გადასაგდებად რასაც ცუდი სუნი აქვს. თქვენ როდისმე შეგიცვნიათ რომ სუნთქვის პროცესი ასევე გადმოსცემს მნიშვნელოვან სულიერ გზავნილს როდესაც თქვენ ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ ჰაერს ყოველ წამს? ეს მოიცავს ძვირფას მანტრას, ‘სო-ჰამ’, რომელსაც ეწოდება ჰამსა გაიატრი და არის არადუალობის (ადვაიტას) არსი. სო-ჰამმა უნდა შეგახსენოთ თქვენ გზავნილი ღმერთს (სო) და თქვენს (აჰამს) შორის იდენტურობის შესახებ. თქვენ რატომ დაივიწყეთ ეს და თქვენი ცხვირის წმინდა მიზნებით გამოყენების ნაცვლად, რატომ იყენებთ მას ბურნუთის მოსაწევად? ბოროტად გამოყენებით, თქვენ ხდით მას სხვადასხვა სუნთქვით დაავადებათა ძირითად მიზეზად. უმეტესობა დაავადებების რითაც ადამიანები იტანჯებიან დღეს არის გრძნობის ორგანოების არასათანადო გამოყენების გამო. აქედან გამომდინარე, შეიცნეთ გრძნობის ორგანოების კრიტიკული როლი და გამოიყენეთ ესენი უბიწოდ.
– ღმერთის საუბარი, 6 ოქტომბერი, 1997.
2.10.17.
პუთლიბაი, განდჰის დედა იცავდა აღთქმას, რომელშიც მას არ უნდა მიეღო საკვები იქამდე ვიდრე არ მოისმენდა გუგულის სიმღერას. ერთ დღეს ის ელოდა დიდხანს და გუგულის სიმღერა ვერ მოისმინა. შეწუხებული იმით რომ მისი დედა იცავს თავის აღთქმას და არ იღებს საკვებს, ახალგაზრდა განდჰი წავიდა სახლის უკან და მიბაძა გუგულის სიმღერას. ის შევიდა შიგნით და უთხრა მის დედას რომ მიეღო საკვები რადგან გუგულმა იმღერა. დედა პუთლიბაი ძალიან დანაღვლიანდა რადგან მან იცოდა რომ მისი ვაჟიშვილი ცრუობდა. მან წამოიძახა, „ოჰ ღმერთო! რა ცოდვა მაქვს მე ჩადენილი რომ დავბადე ისეთი შვილი რომელიც ლაპარაკობს სიცრუეს?“ გააცნობიერა რა დიდი მწუხარება რომელიც მან მიაყენა თავის დედას სიცრუის წარმოთქმით, განდჰიმ დადო აღთქმა რომ ის არასოდეს გატაცდება სიცრუით ამის შემდეგ. დედებო, აღზარდეთ თქვენი შვილი ზნეობრივი ღირებულებებით და ნუ აპატიებთ თქვენს შვილებს შეცდომებს. თქვენ უნდა შეუსწოროთ მათ როდესაც ისინი აბნეული შორდებიან სწორი გზიდან და უნდა დააჯილდოოთ ისინი მათი კარგი საქმეებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 6 მაისი, 2001.
3.10.17.
ჩვენ ვეთაყვანებით ღმერთს ყვავილებით, ვთავაზობთ რიტუალურ თაყვანს (პუჯა) და გამოვხატავთ პატივისცემას. არსებობს რაღაც წმინდა და აღმატებული ვიდრე ეს! ეს არის ღმერთსადმი შეთავაზება სუფთა ჭკუის და კარგი ქცევის. ამას ეწოდება პარაა ბჰაკთი. ღმერთის თაყვანისცემით პუჯასთან და ყვავილებთან ერთად, სულიერი მაძიებელი რჩება უძრავი თავის მოგზაურობაში ღმერთისკენ; აუსვლელობა უფრო მაღალ დონეზე, არის არაგონივრული. მიწიერი ყვავილები ყოველთვის ჭკნება, კარგავს სურნელებას და გამოსცემს არასასიამოვნო სუნს. მიწიერი, არამუდმივი ყვავილებით თაყვანისცემის და ღმერთსგან დროებითი საჩუქრების მიღების ნაცვლად, გაცილებით მაღალი საფეხურის მისაღწევად თაყვანი ეცით მას იმით რაც არის მუდმივი. პირველი ყვავილი ღმერთსადმი შესათავაზებლად არის არაძალადობა (აჰიმსა). მეორე არის გრძნობების კონტროლი (დჰამა). მესამე არის თანაგრძნობა ყველა ცოცხალი არსების მიმართ (დაია). მეოთხე არის მოთმინება (კშამა). მეხუთე არის მშვიდობა (შანთი). მეექვსე არის მონანიება (თაფასი). მეშვიდე არის მედიტირება (დჰიანა) და მერვე არის ჭეშმარიტების (სატიას) ყვავილი.
– ღმერთის საუბარი, 12 მაისი, 1981.
4.10.17.
მთელი მსოფლიო სავსეა მწუხარებით და დაპირისპირებით; თქვენ ცდილობთ მათ განერიდოთ და მიიღოთ როგორმე ცოტა სიხარული და მშვიდობა, შეუმჩნევლად დარდის და იმედგაცრუების. თქვენი ძალისხმევა არის ქვიშის გროვაზე ჭის ამოთხრის მსგავსი. რაც უფრო ღრმად თხრით, ეს უფრო სწრაფად ჩამოიქცევა, და შემდეგ, თქვენ იწყებთ მთელ პროცესს ცოტა განსხვავებულ ადგილზე! როდესაც გრძნობითი სურვილების გროვები განადგურებთ თქვენ და გითრევთ დაბლა დარდში, თქვენ ფიქრობთ გამოსასვლელზე! მარადიული სიხარული მიიღება ერთადერთი გზით ბჰაკთის (ერთგულების) მეშვეობით; ეს არის საუკეთესო იუკთიებს (გონებით ნაკარნახებ გზებს) შორის. მარტო ეს იძლევა შაკთის (ძალას). ერთგულების თესლი იზრდება მხოლოდ კარგად მომზადებულ ნიადაგზე. მომზადების მეთოდი მოცემულია ვედებში. ეს ნათლად გამოხატავს ქცევის კოდექსს, ცხოვრების მეთოდს და იდეალებს რასაც უნდა მისდიოთ. დაიცავით ქცევის კოდექსი. მაშინაც კი თუ თქვენ ვერ შეძლეთ ვედების სწავლა. უსმინეთ მათ სიტყვებს ვინც მისდევს მის სწავლებებს და მოცულია ამ განცდის სიხარულით!
– ღმერთის საუბარი, 10 ოქტომბერი, 1964.
5.10.17.
ყვავილები რომელსაც თქვენ სთავაზობთ თაყვანისცემისას არის თქვენს მიერ შექმნილი? თქვენ მიგაქვთ ყვავილები რომლებიც შექმნილი იყო ღმერთის ნებით (სანკალპით) რომელიმე ხეზე ან ბაღში და სთავაზობთ მათ უკან თვით შემქმნელს. რა დიდებაა ღმერთის მიერ შექმნილი ყვავილების შეთავაზებასა და მათ უკან დაბრუნებაში თვით ღმერთისადმი? ბევრი ადამიანი ბანაობს განგში, იღებს განგის წყალს თავის ხელის გულებში და სთავაზობს მას უკან თავად განგს. არსებობს რაიმე ღირებულება ამაში? ნება მიბოძეთ მე შევთავაზო ღმერთს უკეთესი ალტერნატივა. თქვენი სიცოცხლის ხიდან, აარჩიეთ ნაყოფები რომლებზეც თქვენ ყურადღებით იზრუნეთ და გაზარდეთ, ააყვავეთ კარგი ხარისხების ფორმით თქვენს შიგნიდან, და შესთავაზეთ ესენი ღმერთს! ამაში არსებობს გარკვეული განმასხვავებლობა! ამ კარგი ხარისხების წინწამოსაწევად, თქვენ შეიძლება განცადოთ ცალკეული სირთულეები. მაგრამ გახსოვდეთ, ამ სირთულეების მეშვეობით ეს კარგი ხარისხები იზრდება და თქვენი ჭკუა ახლა ბუნებრივად იძენს ღმრთიურ კონცენტრირებას!
– ღმერთის საუბარი, 12 მაისი, 1981.
6.10.17.
ტაძრებში ან სახლებში, თქვენ შეიძლება ნანახი გაქვთ, ადამიანები ტეხავენ ქოქოსის კაკლებს ღმერთსადმი შესათავაზებლად. თუ თქვენ შეეცდებით გატეხვას კაკლის ისეთის როგორიც ჩამოვარდა ხიდან, გატყდება იგი? არა! გარსის გასახსნელად ჯერ ბოჭკოვანი გარე საფარი უნდა მოსცილდეს. ბოჭკოვანა იცავს გარსს და ანებებს მას ზრდას, არიდებს დარტყმებს გარემოდან. გათავისუფლება მოდის ახირებებით და სურვილებით სავსე ჭკუის დამსხვრევიდან. მაგრამ როგორ უნდა დაამტვრიოთ ეს მაშინ როდესაც გრძნობითი სურვილების ბოჭკოვანი ჯავშანი გარსერტყმის მას? ამიტომ, ფრთხილად და შეუპოვრად, მოიცილეთ ეს და მიუძღვენით თქვენი ჭკუა ღმერთს! დამსხვრევით გახსენით ეს მისი თანდასწრებით. სწორედ ამ მომენტში, თქვენ გათავისუფლდებით! მაგარი ბოჭკოვანა არის ბრაზი; ეს არის ყველაზე წებვადი ჭუჭყი! როდესაც თქვენ ბრაზობთ, თქვენ ივიწყებთ ყველაფერს და სწრაფად ეშვებით ყველაზე დაბალ სიღრმეში. თქვენ კარგავთ ყოველგვარ გარჩევას მღელვარების დროს. გაცნობიერდით! კულტივირეთ სათნოება ბეჯითად. სათნოება არის თქვენი სასიცოცხლო სუნთქვა, ხასიათი არის მთავარი დასაყრდენი.
– ღმერთის საუბარი, 10 ოქტომბერი, 1964.
7.10.17.
შესთავაზეთ არაძალადობის (აჰიმსას) ყვავილი ღმერთს. ჩვენ განვიხილავთ აჰიმსას როგორც ზიანის და ტკივილის არმიყენების საშუალებას სხვა ცოცხალი არსებებისადმი. ‘აჰიმსას’ ჭეშმარიტი მნიშვნელობა არის ზიანის და ტკივილის არ მიყენება აზრებით, სიტყვებით და საქმეებით. თქვენი გრძნობის ორგანოების კონტროლი არის მეორე ყვავილი რომელიც უნდა შესთავაზოთ ღმერთს. ჩვენი გრძნობები დარბის რაიმე კონტროლის გარეშე. თუ მორბენალი ცხენები არ არის კონტროლირებული, ესენი ქმნის საფრთხეს. ღმერთმა შექმნა ადამიანის სხეულის თითეული ორგანო განსაზღვრული მიზნით. მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ ვიყენებთ გრძნობით ორგანოებს სწორი გზით რისთვისაც ესენი არის შექმნილი ჩვენ ვართ უფლებამოსილი ღმერთის წყალობაზე. ჩვენი შინაგანი ძალა სწრაფად შემცირდება მღელვარებით ან ზედმეტი დარდით; ტანი ასევე იტანჯება დაავადებით გონებრივი მღელვარებისა და ყურადღების გაფანტვის გამო. ადამიანი ბერდება სწრაფად მღელვარებით და დარდით. მიზეზი იმისთვის რომ თქვენ არ ინახავთ ამ წმინდა ინსტრუმენტს ჯანსაღ პირობებში არის ამ გრძნობით ორგანოებზე კონტროლის ნაკლებობა. ამიტომ გრძნობების კონტროლის მეორე ყვავილი გამოყენებული უნდა იყოს ღმერთის თაყვანისცემისთვის.
– ღმერთის საუბარი, 12 მაისი, 1981.
8.10.17.
ფატალური სისუსტე, რომლითაც გატაცებულია ადამიანთა უმეტესობა არის ‘დამბჰა’ (პატივმოყვარეობა, ეგოურობა ან სიამაყე) სურვილი ილაპარაკონ მათ შესახებ, რომ შეაქონ! ადამიანები იღებენ კმაყოფილებას მათი მიღწევებისა და შესაძლბლობების დაფდაფებით. მათ სურთ რომ მათი სახელები და საქმეები ქვეყნდებოდეს ყოველდღიურ გაზეთებში დიდი მსუქანი ასოებით ყველასთვის დასანახად. არ გატაცდეთ ამ ხმაურიანი მოთხოვნით! ეს ნამდვილად აქცევს ადამიანს სასაცილოდ და საბრალოდ. არ ესწრაფოთ ყურადღების მოქცევას გაზეთებში. ამის ნაცვლად, თქვენ უნდა ესწრაფოთ სტატუსის მიღებას ღმერთის სამეფოში; დაიმსახურეთ სახელი კარგ და ღმრთისმოსავ კომპანიაში, თავმდაბლობაში წინსვლით, და მოხუცებისა და მშობლების პატივისცემით. თუ „თქვენ სამუდამოდ გაიჩხირეთ პირველ კლასში ანბანის გამეორებაში, როდის გაიგებთ თქვენ სწავლულთა სწავლებას წერილებიდან? სულიერი საგნები არის თქვენი გრძნობების მიღწევადობის მიღმა და თქვენ უნდა მოიმარაგოთ ძალა მათ მოსასმენად და სათუთად შესანახად თქვენს ჭკუაში. მე მსურს რომ თქვენ აპრაქტიკოთ ეს და იცხოვროთ სიხარულით!
– ღმერთის საუბარი, 10 ოქტომბერი, 1964.
9.10.17.
გააფართოვეთ თქვენი გული და გახადეთ იგი სულ უფრო და უფრო დიდი, თქვენ უნდა გახადოთ იგი ისე დიდი როგორც თვით ღმერთი. საჰაერო ბუშტი, მის საწყის მდგომარეობაში, არის პაწაწინა. თუ თქვენ გადადიხართ მასში ჰაერის ჩაბერვაზე, ის ხდება სულ უფრო და უფრო დიდი და მოგვიანებით სკდება. თუმცა იწყებთ იდეებით ‘მე’ და ‘ჩემი’, თუ თქვენ საბოლოდ მიდიხართ იმ ადგილზე რომელზეც, „ყველა არის ჩემი და ყველა არის ერთი“, თანდათან თქვენ ხდებით უფრო ფართო თქვენს ხედვაში, და შემდეგ თქვენ სკდებით და ირწყმებით ღმერთში, ვინც არის ყველგანმყოფი. თქვენ უნდა აღიაროთ ჭეშმარიტება რომ თქვენი სიცოცხლე უნდა შედგებოდეს მოგზაურობაში მდგომარეობიდან ‘მე’ მდგომარეობისკენ ‘ჩვენ’. თუ ყოველ დროს თქვენ უბრალოდ დგეხართ ‘მე’-ს ადგილში, თქვენ დარჩებით იქ სადაც ხართ. ეს ქმნილება არის ხიდის მსგავსი რომელიც აერთებს ადამიანს ღმერთთან. ‘მე’ არის ერთი ბორცვი. ‘ღმერთი’ არის მეორე ბორცვი. ხიდი ორს შორის არის ქმნილების ასპექტი. თუ თქვენ ჩატეხავთ ან დაანგრევთ ხიდს, თქვენ ვერასოდეს ვერ მიაღწევთ დანიშნულების ადგილს. მე იმედი მაქვს რომ თქვენ ჩაიძირებით საზოგადოებაში და შეასრულებთ მსახურებას, და ამის მეოხებით გამოიყენებთ ხიდს ღმერთამდე მისაღწევად.
– ღმერთის საუბარი, 12 მაისი, 1981.
10.10.17.
როდესაც თქვენ მიდიხართ ტაძარში, თქვენ ხედავთ კერპს, და ძალიან მალე, თქვენი აზრები არის თქვენს ფეხსაცმელთან რომელიც დატოვეთ გარეთ კარებთან! ეს უბრალო აზრი აჩვენებს კონცენტრირების სიღრმეს რასაც თქვენ მიაღწიეთ. თუ თქვენ არ ზრუნავთ ყოველ ცალკეულ ასპექტზე, თქვენ ვერ განცდით უპირატესობას თქვენი სულიერი პრაქტიკებიდან (სადჰანიდან)! წყალით-სავსე-ქოთანი ერთი, რამდენიმე ან ბევრი ნახვრეტით არის უვარგისი წყალის გადასატანად ან შესანახად, ასე არ არის? მაშასადამე, თქვენ ვერ მიაღწევთ გათავისუფლებას უბრალოდ წასვლით წმინდა ადგილებში, ან ნახვით, შეხებით და საუბრით დიდ სულებთან. თქვენ უნდა ჩადოთ თქვენი მთელი და სრული ძალისხმევა მისადევნად ინსტრუქციებისა და მათი მითითებების. რადჰას, მიირას, გოურანგას და ტუკარამის გზის მიდევნით, თქვენ უნდა იგრძნოთ განუყოფელი ნათესაობა უფალთან, ისე განუყოფელი როგორც ზღვა და ტალღა. გახსოვდეთ, თქვენ ხართ ნამდვილად იგივე არსის, იგივე გემოს, იგივე ხარისხის რაც ოკეანე, თუმცა თქვენ გაქვთ სახელი და ფორმა ტალღის.
– ღმერთის საუბარი, 10 ოქტომბერი, 1964.
11.10.17.
‘ყველა ცოცხალი არსების მიმართ თანაგრძნობის’ (სარვაბჰუთე დაია პუშფამ) ყვავილი არის ძალიან ძვირფასი ღმერთისთვის. ღმრთიურების თესლიდან იზრდება ქმნილების ხე. ამ ხიდან, ნაყოფი არის ადამიანის არსებები ვიც არის ჯიივათმა. ამ ადამიანის თითეულ ნაყოფში, ღმრთიურება არის როგორც თესლი. ბჰაგავად გიტაში, უფალმა კრიშნამ თქვა, „ბიიჯამ მაამ სარვა ბჰუთანამ“ (მე ვარ თესლი ყველა ცოცხალ არსებაში ათმას, სულის ფორმაში). აღიარეთ ჭეშმარიტება რომ ღმერთი ათმას ფორმით წარმოდგენილია ყველა ცოცხალ არსებაში, არსებობა თანაგრძნობით ყველა ცოცხალი არსების მიმართ არის ის რასაც ღმერთი ელოდება თქვენგან ყოველდღე. ღმერთს ძალიან უყვარს მოთმინების (კშამას) ყვავილი. ეს არის ნამდვილად ადამიანის არსების უმაღლესი ხარისხი. ხშირად თქვენ ანვითარებთ ვიწრო იდეებს, ფიქრობთ ‘მე’, ‘ჩემი ოჯახი’, და ეპყრობით სხვებს როგორც განსხვავებულებს ‘ჩვენგან’. როდესაც თქვენ ნამდვილად გიყვართ, თქვენ ინვითარებთ მომთმენობას და სულგრძელობას. გააფართოვეთ თქვენი სიყვარული გარსშემოსარტყმელად ყველა ცოცხალი არსების, ეს მოისხმება ნაყოფად როგორც მოთმინება.
– ღმერთის საუბარი, 12 მაისი, 1981.
12.10.17.
არწივი მობეზრებულია ყვავებისგან, მანამ სანამ მას აქვს თევზი მის ნისკარტში. ყვავები ჩხავილით უფრენენ გვერდით მისი პირიდან თევზის მოსატაცებლად. ისინი თანსდევენ ფრინველს სადაც კი იგი ჯდება მცირედ შესასვენებლად. ბოლოს, იგი უარს ამბობს თევზთან მიბმულობაზე და ძირს აგდებს მას თავისი ნისკარტიდან; ყვავები შემდეგ მიფრინავენ თევზისკენ და ტოვებენ არწივს თავისუფალს. ასე რომ დატოვეთ გრძნობითი სიამოვნებები და სიამაყის , შურის, ბოროტების და სიძულვილის ყვავები გაფრინდება. აპრაქტიკეთ განდგომა აქედანვე რომ თქვენ შეძლოთ გამგზავრება მოგზაურობაში როცა ზარი მოვა. არავინ იცის ეს როდის მოხდება. სხვანაირად, ამ მომენტში, თქვენ იქნებოდით ცრემლებში, როცა თქვენ იფიქრებდით თქვენს აშენებულ სახლზე, ქონებაზე რომელიც თქვენ გაქვთ დაგროვილი, დიდებაზე რომელიც თქვენ გაქვთ მიღწეული, წვრილმანებზე რაც თქვენ გაქვთ მოპოვებული და ა.შ. იცოდეთ ყველაფერი ეს არის წარმავლად. განივითარეთ მიბმულობა უფლისადმი, ვინც იქნება თქვენთან სადაც კი თქვენ წახვალთ. მხოლოდ წლები რაც თქვენ გაქვთ ნაცხოვრები უფალთან ერთად ითვლება როგორც სიცოცხლე, დანარჩენი ყველა არის სათვალავს გარეთ.
– ღმერთის საუბარი, 10 ოქტომბერი, 1964.
13.10.17.
წარმოიდგინეთ რომ თქვენი ვაჟი და მსახური არიან სახლში. თუ თქვენი ვაჟი იპარავს რომელიმე ნივთს ან ინვითარებს ცუდ ჩვევებს, თქვენ შეამოწმებთ და გააკონტროლებთ მას შესწორებით, დატუქსვით და მისი დარწმუნებით კარგ გზაზე დასაბრუნებლად მაგრამ არასოდეს აიყვანთ მას და არ გადასცემთ პოლიციას – მოინდომებთ თქვენ? მეორე მხრივ, თუ თქვენი მსახური იპარავს პატარა კოვზს, მაშინვე, თქვენ იფიქრებთ მის გადაცემას პოლიციაზე – ასე არ არის? რა არის შინაგანი აზრი ამ მდგომარეობიდან? მიზეზი განსხვავების ქცევაში არის ვიწრო იდეა ‘ეს ბიჭი არის ჩემი ვაჟი’. რამდენადაც მსახური არ გეკუთვნით თქვენ, არ არსებობს თავშეკავებისა და მოთმინების აზრი! განივითარეთ ფართო აზრი ‘ყველა არის ჩემი’, მაშინ სიყვარული, მოთმინება და სულგრძელობა გაიზრდება ჭარბად.
– ღმერთის საუბარი, 12 მაისი, 1981.
14.10,17,
განივითარეთ ღმრთიური სიყვარული (პრემა) უფლის, უზენაესი ღმერთის სიყვარულის განსხეულების მიმართ. არასოდეს დაუთმოთ ადგილი ეჭვებს, მერყეობებს და კითხვებს ღმერთის სიყვარულის შესამოწმებლად. „რატომ არ აქვთ ჩემს სიძნელეებს დასასრული? რატომ მოდის ეს ვითარება ჩემზე გადასახდენად?“ არ იფიქროთ რომ ღმერთი არ ზრუნავს თქვენზე ან რომ ის არ გიცნობთ თქვენ. თქვენ შეიძლება არ მიიღოთ რაც თქვენ გსურთ, როცა თქვენ გსურთ, მაგრამ არ იყოთ შთაბეჭდილების ქვეშ რომ ღმერთს არ უყვარხართ თქვენ ან არ ზრუნავს თქვენთვის. არ აღელდეთ ჭკუაში; არ ანებოთ რწმენას დასუსტება. ეს მხოლოდ დაემატება დარდს რისგანაც თქვენ უკვე იტანჯებით. ჩაეჭიდეთ მაგრად თქვენს არჩეულ ღმრთაებას – შივას, რამას ან საი ბაბას. არ დაკარგოთ კავშირი და კომპანია, ვინაიდან მხოლოდ როდესაც ნახშირი არის კონტაქტში მღვივარ ნახშირთან, ეს შეძლებს გახდეს მისნაირი. განივითარეთ ახლობლობა ჩემთან თქვენს გულში და თქვენ დაჯილდოვდებით უზენაესი ღმერთის სიყვარულის წილადით.
– ღმერთის საუბარი, 10 ოქტომბერი, 1964.
15.10.17.
ღმერთს უყვარს მშვიდობის (შანთის) ყვავილი. ეს მშვიდობის ყვავილი არ უნდა იყოს განმარტებული მნიშვნელობით რომ თქვენ უნდა იყოთ ჩუმად ვიღაც თქვენი თავდამსხმელის ან დამდანაშაულებლის მიმართ. ეს საერთოდ არ არის ასე! თუ თქვენ ხართ გულცივი და შეუწყრომელი, იმის მიუხედავად რომ ვინმე პოულობს ნაკლოვანებებს თქვენში, ეს არის ნამდვილი შანთი. თუ თქვენ შეძლებთ თქვენი გულის ავსებას სიყვარულით, თქვენ ყოველთვის იქნებით მშვიდი. ჩვენი ცუდი ხარისხების მეშვეობით ჩვენ ვკარგავთ მშვიდობას. მართალი აზრებით თქვენ გექნებათ მშვიდობა. ცრუ აზრებით თქვენ კარგავთ მშვიდობას. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ თავისუფალი ხართ ყველა აზრებისგან თქვენ შეიძლება გქონდეთ ჭეშმარიტი მშვიდობა. თქვენი საკუთარი ცუდი აზრები არის პასუხისმგებელი ყველა თქვენს ტკივილსა და დარდზე. კარგი აზრებისა და იდეების მეშვეობით, თქვენ გახდებით სადჰუ (წმინდანი). სადჰუ არ ნიშნავს მას ვინც ატარებს უბრალოდ ნარინჯისფერ სამოსელს, იპარსავს თავს და ატარებს წმინდა მძივს (რუდრაკშას). ყველა ადამიანი ვისაც აქვს კარგი აზრები და კარგი იდეები არის სადჰუ.
– ღმერთის საუბარი, 12 მაისი, 1981.
16.10.17.
ახლა, დააკავეთ თქვენი თავი სულიერი დისციპლინით, სულიერი აზრებით და სულიერი კომპანიით. დაივიწყეთ წარსული. უკიდურეს შემთხვევაში აქედანვე ეცადეთ თქვენს ხსნას. არასოდეს დანებდეთ ეჭვებს ან მერყეობას. ეს არის უმეცრების ნიშანი. გქონდეთ რწმენა ნებისმიერ ერთ სახელსა და ამ სახელით ხსენებულ ფორმაში. თუ თქვენ თაყვანსცემთ შივას და გძულთ ვიშნუ, პლუსი და მინუსი წონასწორდება და სუფთა შედეგი არის ნული. მე ვერ ვიტან ნებისმიერი სახელისა და ფორმის მცირე სიძულვილსაც კი. ცოლმა პატივი უნდა სცეს ქმარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მას უნდა ჰქონდეს სიძულვილი მისი მშობლების, ძმების ან დების. თქვენ ვერასოდეს შეძლებთ უფლის მიღწევას მისი ერთი ან ბევრი ფორმის და სახელის შეძულებით. თუ თქვენ არად აგდებთ ღმერთს რომელსაც სხვები სცემენ პატივს, ზიზღი ეცემა თქვენს საკუთარ ღმერთზე. თავი აარიდეთ ფრაქციებს, წაჩხუბებას, შეძულებას, შეურაცხყოფას და შეცდომების ძებნას; ესენი უკუგეცემათ თქვენ. გახსოვდეთ ყველა არის მომლოცვარე იგივე მიზნისკენ; ზოგი მიდის ერთი გზით, ზოგი მეორით.
– ღმერთის საუბარი, 10 ოქტომბერი, 1964.
17.10.17.
როდესაც ასურას (დემონის) ხარისხები შედის ნარაში (კაცში), ის ხდება ნარაკასურა. ასეთ ადამიანში, თქვენ იპოვით მხოლოდ ცუდ ხარისხებს და ბოროტ აზრებს. ასეთი ადამიანი არ უერთდება კეთილშობილთა კომპანიას და არ აკეთებს ძალისხმევას ღმერთის მისაღწევად, მაგრამ ამყარებს მეგობრობას მხოლოდ ცუდ ადამიანებთან. ასეთი გონების განწყობილება არის რაღაც რაოდენობის დაბადებებში ბოროტი საქმეების შედეგი. რავანას ჰქონდა შეძენილი ყველა სახის ცოდნა რამას მსგავსად. მაგრამ რამასგან განსხვავებით, ის გაერთიანდა ცუდ კომპანიაში, მასპინძლობდა ცუდ აზრებს, და სიამოვნებდა ბოროტი საქმეებით. აქედან გამომდინარე ადამიანები სცემდნენ პატივს რამას და ეზიზღებოდათ რავანა. ადამიანი პატივცემული ან დასაცინია მისი ქცევის საფუძველზე. გაიგეთ რომ არავინ უნდა ატაროს ეგოცენტრული ცხოვრება. სადაც კი ადგილი აქვს კარგ საქმიანობას, სადაც კი იკრიბებიან მლოცველები, ენთუზიაზმით მიიღეთ მონაწილეობა მათში. წერილები გვასწავლის, „უარი თქვით ცუდ კომპანიაზე. შეუერთდით კეთილთა კომპანიას. შეასრულეთ საქები საქმეები დღე და ღამე“.
– ღმერთის საუბარი, 4ნოემბერი, 2002.
18.10.17.
ნარაკასურა ესწრება ყველაში როგორც გულისთქმა, სიძულვილი, სიხარბე და როგორც შიში და მწუხარება, რაც არის საწინააღმდეგო თვით ადამიანური ბუნების. ისევე როგორც ქოლგას აბრეშუმის საფარით არ შეუძლია თქვენი დაცვა წვიმისგან, მაგრამ მას რომელსაც აქვს წყალგაუმტარი საფარველი შეუძლია, ასე აგრეთვე ამ ქარიშხალით მოტანილი თავსხმა წვიმით განუწყვეტლად დატბორილ მსოფლიოში ქოლგა სურვილგაუმტარი და რისხვაგაუმტარი საფარით არის ძალიან არსებითი. არსებობს დიდი დაფარული ძალა თანდაყოლილი ყველაში, და როდესაც ეს ძალა ხდება აშკარა (ვიაკთა), ადამიანის არსება იმსახურებს რომ ეწოდოს ინდივიდი (ვიაკტი). როდესაც დაფარულ ხარისხებს შიგნიდან თქვენ ააშკარავებთ, დემონები ავტომატურად ისპობა. თქვენი რეალობა არის ათმა; თქვენი ხარისხია ნეტარება (ანანდა). კრიშნა არის ზე ან ომნი-მე (პარამათმა) და სატიაბჰამა (კრიშნას მეუღლე) წარმოადგენს ინდივიდურ მეს (ჯივას). ამ ნიშანდებულ დღეს, პარამათმა ინდივიდური მეს აქტიური თანამშრომლობით სპობს ბოროტ მიდრეკილებებს! გახსოვდეთ, ინდივიდურ მეს უფლის ქმედითი წყალობით შეუძლია დაამარცხოს ბოროტება.
– სატია საი ლაპარაკობს, ტომი 3, დეკემბერი 1963.
19.10,17.
არ გატაცდეთ სხვისი მოსაზრებებით – კარგით ან ცუდით. განივითარეთ თქვენი საკუთარი აზროვნების ხაზი, დაფუძნებული თქვენს სინდისზე. განივითარეთ თვითნდობა. სადაც არის თვითნდობა იქ იქნება თვითკმაყოფილება. სადაც არის თვითკმაყოფილება იქ იქნება თავდადება. და თავდადების მეშვეობით მოდის თვითრეალიზება. თვითნდობა არის საძირკველი შენობისთვის; ეს რჩება მიწის ზედაპირის ქვეშ. თვითკმაყოფილება წარმოადგენს კედლებს, თავდადება არის სახურავი, და ცხოვრება ამ სახლში არის თვითრეალიზება. თვითნდობის საძირკვლის გარეშე, თვითრეალიზება ვერ მიიღწევა. ამიტომ, ნელ-ნელა ააშენეთ თვითნდობა. ამ პროცესში, დაიწყეთ ადრე, იარეთ ნელა და უსაფრთხოდ მიაღწიეთ თვითრეალიზების თქვენს მიზანს. უპირველესად, განივითარეთ სიყვარული. კულტივირება სიყვარულის არის უადვილესი ვიდრე ყველა სხვა ხარისხის. არ არსებობს ამ მსოფლიოში რაიმე რაც ვერ მიიღწევა სიყვარულით.
– ღმერთის საუბარი, 4 ნოემბერი, 2002.
20.10.17. ავატარის გამოცხადების დღე
ზუსტად რა არის ‘საი ბაბას’ მნიშვნელობა? საი ნიშნავს საჰასრაპადმას (ათასფურცლიან ლოტოსს), ეს ნიშნავს საკშათკარას (რეალიზებას ან უფლის უშუალოდ განცდას), აიი ნიშნავს დედას და ბაბა ნიშნავს მამას. მაშასადამე, ‘საი ბაბა’ ნიშნავს მას ვინც არის მამა და დედა და მიზანი ყველა იოგური ძალისხმევის, მუდამ მოწყალე დედა, ყოვლის მცოდნე მამა, და ყველა სულიერი ძალისხმევის მიზანი. ჩემი ჩამოსვლა არის უბიწოების (დჰარმა სამსტაპანას) დასამყარებლად. როცა თქვენ ხელს აცეცებთ ბნელ ოთახში, თქვენ უნდა გამოიყენოთ შანსი როდესაც ვინმეს მოაქვს ლამპა ოთახში. თქვენ უნდა სასწრაფოდ შეაგროვოთ თქვენი ნივთები რომლებიც აქ არის მიმოფანტული, ან აღმოაჩინოთ ესენი სად არის განლაგებული, ან გააკეთოთ ყველაფერი რის გაკეთებაც კიდევ გსურთ სინათლით. ამის მსგავსად მიიღეთ საუკეთესო შანსი როდესაც უფალი ძირს ჩამოდის ადამიანის ფორმაში და გიცავთ თქვენ მარცხისგან. შეუსაბამო მნიშვნელობა, რასაც ახლა თქვენ აძლევთ გრძნობითი სურვილების დაკმაყოფილებას უნდა შემცირდეს როგორც წმინდა წიგნებთან და უცოდველ პერსონაჟებთან თქვენი ასოცირების შედეგი.
ღმერთის საუბარი, 26 თებერვალი, 1961.
21.10.17.
არ ირბინოთ ყველას და სხვადასხვას კვალდაკვალ ვინც იმეორებს სასწავლო სახელმძღვანელოს მასალებს და ატარებს დავრიშობის (მათხოვარი ბერის) მანტიას. გამოიკვლიეთ მათი ყოველდღიური ქცევა, მოტივები, მათი რჩევები , და კავშირი მათ ნალაპარაკევსა და ნაკეთებს შორის. ჩაეჭიდეთ თქვენს რწმენას, არ შეცვალოთ თქვენი ერთგულება როგორც კი რაიმე არახელსაყრელი მოხდება ან კიდევ ვინმე გიჩურჩულებთ ვინმე სხვის შესახებ! არ ჩამოგლიჯოთ საი ბაბას სურათი კედლიდან და არ დაკიდოთ რომელიმე სხვა სურათი თქვენს პირველსავე იმედგაცრუებაზე. დაუტოვეთ ყველაფერი მას; დაე მისი ნება შესრულდეს – ეს უნდა იყოს თქვენი დამოკიდებულება. თუ თქვენ არ გაივლით უხეშობას და მოგლუვებას, თქვენ როგორ შეძლებთ გამაგრებას? მიემშვიდობეთ სინათლეს და ჩრდილს, მზეს და წვიმას. არ იფიქროთ რომ მხოლოდ ისინი არიან ერთგულები ვინც ეთაყვანება სურათს ან გამოსახულებას ზარზეიმიანი ატრიბუტებით. ის ვინც მიდის პირდაპირ მორალური გზით, ვინც მოქმედებს ისე როგორც ლაპარაკობს და ლაპარაკობს როგორც აქვს ნანახი, ვინც დნება სხვის მწუხარებაში და ხარობს სხვის სიხარულში – ისინი არიან ერთგულები, შესაძლებელია დიდი ერთგულები.
– ღმერთის საუბარი, 26 თებერვალი, 1961.
22,10,17.
ადამიანის დაბადება არის ძალიან წმინდა და იშვიათი (ჯანთუნამ ნარა ჯანმა დურლაბჰამ). სიტყვა მანავა (ადამიანის არსება) ასევე ნიშნავს მას ვინც არის წმინდა. რატომ მივმართავთ ჩვენ ასეთი წმინდა ადამიანის არსების დამცირებას? ადამიანები ექომაგებიან ცალკეულ კარგ და წმინდა ნივთებს, მაგრამ როდესაც საქმე მიდის პრაქტიკამდე, ისინი უკან იხევენ. როდესაც წარმოიქმნება კონფლიქტი მიწერილობასა და პრაქტიკას შორის თქვენ უნდა გქონდეთ მამაცობა რომ წინ აღუდგეთ სიტუაციას და გააკეთოთ ყველა ძალისხმევა წმინდა გზით სვლისკენ. თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, თქვენ ხვდებით ზოგიერთ ადამიანს ცუდი ხარისხებითა და არასწორი ქცევებით. არ შეუერთდეთ მათ კომპანიას. შესთავაზეთ მათ მშვიდობა (ნამასკარ) და გასცილდით. თქვენ შეიძლება იკითხოთ, ჩვენ რატომ უნდა შევთავაზოთ მშვიდობა ცუდ ადამიანებს. ჩვენ მივემშვიდობებით კარგ ადამიანებს, რომ არ დავკარგოთ მათი კომპანია. ჩვენ ასევე მივემშვიდობებით ბოროტ ადამიანებს რაც სთხოვს მათ წავიდნენ ჩვენგან. ჩვენ უნდა შევუერთდეთ კარგი ადამიანების კომპანიას, უნდა ჩავინერგოთ კარგი ხარისხები, და უნდა ვატაროთ კარგი ცხოვრება, ამგვარად განვწმინდოთ ეს ძვირფასი სიცოცხლე.
– ღმერთის საუბარი, 4 ნოემბერი, 2002.
23.10.17.
მონანიების ყვავილი (თაფას პუშპამ) არის ძალიან ძვირფასი ღმერთისთვის. მონანიება არ მოითხოვს თქვენი ცოლის და შვილების მიტოვებას, ტყეში წასვლას, და თქვენი თავის მაღლა დადებას და ფეხების დაბლა დაშვებას – ეს არ არის თაფასი! ნამდვილი თაფასის საპრაქტიკოდ, ჩვენ უნდა უარი ვთქვათ ცუდ აზრებზე ჩვენი ჭკუიდან როგორც კი ესენი მოვა! აზრების, სიტყვების და საქმეების თანხმობა არის თაფასი. როგორი აზრიც ჩაიზრდება თქვენს ჭკუაში, მისი სიტყვით თქმა და ჩადება პრაქტიკაში როგორც თქვენი სამუშაო არის ჭეშმარიტი თაფასი. სწორედ ამ კონტექსტში წერილები გვიხსნის, „მანას ეკამ, ნაჩას ეკამ, კარმანიეკამ მაჰათმანამ“ – ადამიანი რომელიც კორდინირებს თავის აზრებს სიტყვებთან და თავის სიტყვებს საქმეებთან არის ნამდვილად დიდი სული (მაჰათმა). უარის თქმა ცუდ აზრებზე თქვენი ჭკუიდან – ეს არის მსხვერპლი! ეს მსხვერპლი გახდება იოგა (სულიერი გზა). გახსოვდეთ, უარის თქმა ქონებაზე და ცოლზე და ტყეში წასვლა არ არის იოგა!
-ღმერთის საუბარი, 12 მაისი, 1981.
24.10.17.
ლოტოსის პოზაში ჯდომა (პადმასანა) და კუნდალინი შაკთის (სულიერი ენერგიის) აწევა მულადჰარადან (ფუძის წნულიდან) საჰასრარამდე (თავის გვირგვინის წნულამდე) არ არის დჰიანა (მედიტირება). ჭეშმარიტი მედიტირება შედგება ღმერთის აღიარებით ყველა ტიპის სამუშაოში რომელსაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ღმერთი არის მაცხოვარი ყველაფერში. თქვენს მიერ არჩეული ერთი ადგილით ღმერთის შემოფარგვლის მცდელობა არ არის მედიტირება! ჩვენი კულტურის შესაბამისად, ჩვენ ჯერ თაყვანს ვცემთ სამუშაოს რომელსაც ჩვენ ვასრულებთ. მანამ სანამ ჩვენ დავიწყებთ რაიმე მუშაობას, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს სამუშაო როგორც ღმერთი. აი ამიტომ უპანიშადები გვასწავლის ჩვენ, „თასმაი ნამაჰა კარმანე – მე მივემშვიდობები სამუშაოს რომელიც მე უნდა შევასრულო და თაყვანს ვცემ ღმერთს ამ ფორმით.“ გინახავთ თქვენ ადამიანი რომელიც უკრავს ტაბლაზე ან ფისჰარმონიაზე? დაკვრის დაწყებამდე, ისინი ეთაყვანებიან ინსტრუმენტს. მთელი ქმნილების განხილვა როგორც ღმერთის ფორმის და თქვენი მოვალეობის ამ სულით შესრულება, არის ჭეშმარიტი მედიტირება.
– ღმერთის საუბარი, 12 მაისი, 1981.
25.10.17.
არსებობს ორი ხარისხი ყოველ ადამიანში. ერთი არის ცხოველური ბუნება; მეორე არის ადამიანურობა. საუბედუროდ ადამიანები ივიწყებენ თავის ადამიანურობას ექვსი მტრის: ვნების, რისხვის, სიხარბის, შურის, მიჯაჭვულობისა და სიამაყის მსხვერპლად გახდომით, და ღმერთის ნაჩუქარი ტალანტების ბოროტად გამოყენებით. ამის გამო ისინი დეგრადირდებიან ცხოველის დონემდე. მეორეს მხრივ ადამიანმა უნდა გამოიყენოს თავისი ჭკუა, სტატუსი, და ტალანტები იმისთვის რომ გახდეს სათნო, მისდიოს უბიწოების გზას და ეცადოს საკუთარ გაზრდას ადამიანიდან ღმერთამდე. ყველაფერი მსოფლიოში გამოყენებული უნდა იყოს სათანადოდ, და არა ბოროტად. დანა გამოყენებული უნდა იყოს მცენარეულობის დასაჭრელად, არა ვინმეს ყელის გამოსაჭრელად. როგორ გამოიყენება დანა დამოკიდებულია ადამიანზე ვინც მას იყენებს. ადამიანების გონებრივი მდგომარეობა უნდა იყოს სათანადო პირობებში. ადამიანის ქცევა დამოკიდებულია ადამიანის აზრებსა და გრძნობებზე. გული არის სუფთა თავისი ბუნებით. მაგრამ ადამიანის აზრებს შეუძლია შეინარჩუნოს ეს სისუფთავე ან დააჭუჭყიანოს იგი. ადამიანს შეუძლია გააკეთოს ან გააფუჭოს თავისი ბედი თავისი აზრებით და მოქმედებებით.
– ღმერთის საუბარი, 16 ივლისი, 1997.
26.10.17.
ღმერთი გააცხადებს თავის თავს როდესაც სვეტი გაიპობა ძლიერი წყურვილის მახვილით. ჰირანიაკაშიპუმ გააკეთა ეს და დაუყოვნებლივ უფალი გამოვლინდა ამ სვეტის შიგნიდან. უფალი არ დაიმალა სვეტში განჭვრეტით ვითარების. ის არის ყველგან, და ამიტომ, ის იყო იქაც. ამ გაკვეთილით ჰირანიაკაშიპუმ გაიგო რომ დეჰა-თათვა უნდა გაიპოს თუ დეჰი-თათვამ უნდა გააცხადოს თავი. ესე იგი, შეგნება ‘მე-ვარ-ტანი’ უნდა დაიმსხვრეს, თუ შეგნება ‘მე-ვარ-ტანმოსილი’ უნდა გაჩნდეს. მანამ სანამ თქვენ ხართ დეჰი (მე ვარ ტანმოსილი) შეგნებაში, ვერავითარი ტკივილი ან დარდი, სიამაყე ან ეგოურობა ვერ დაგბინდავთ თქვენ. პატარა რაოდენობის ოკეანის წყალი შენახული გაცალკევებულად ბოთლში იქნება არასასიამოვნო სუნის რამდენიმე დღეში. მანამ სანამ იგი არის ოკეანეში, არაფერი მოქმედებს მასზე. იყავით ოკეანეში, როგორც მისი ნაწილი, არ გაიინდივიდოთ და არ გამოიცალკევოთ თქვენი თავი. არ იგრძნოთ რომ თქვენ ხართ ტანი (დეჰა) გამოცალკევებული მაცხოვრიდან (დეჰიდან).
– ღმერთის საუბარი, 29 იანვარი, 1965.
27.10.17.
ყველას ჩადებული აქვს ღმრთიურება თავისში, ისევე როგორც ჭეშმარიტება და სიტკბო. ერთადერთი პრობლემა ის არის რომ ადამიანმა არ იცის როგორ გამოამჟღავნოს ეს ღმრთიურება, როგორ შეიცნოს ეს ჭეშმარიტება, და როგორ დააგემოვნოს ეს სიტკბო. ამიტომ ადამიანი ატარებს ორმაგ ტვირთს სიხარულის და დარდის მიბმულს ორ ბოლოზე ერთი პოლუსის რომელიც წამოკიდებული აქვს მას მხრებზე. მამაცობა არის ტონიკი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის მისაღწევად. უარი თქვით ეჭვზე, მერყეობასა და შიშზე. არ მისცეთ მათ შანსი თქვენს ჭკუაში ფესვების გასადგმელად. თავიანთი შინაგანი ღმრთიური ძალით ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ ყველაფერს; მათ შეუძლიათ ღმერთად გახდომაც კი. შიშსა და ეჭვზე უარის თქმაში თქვენს დასახმარებლად, იქონიეთ უფლის სახელი ყოველთვის თქვენს ენაზე და ჭკუაში, და იცხოვრეთ უფლის უსასრულო და უსაზღვრო სიდიადის ფორმებზე. მიაბით თქვენი თავი მასზე; შემდეგ თქვენი მიჯაჭვულობა ამ დროებით საგნებზე დაეცემა ან უკიდურეს შემთხვევაში თქვენ დაიწყებთ მათ დანახვას მათი სწორი თანაფარდობით როგორც პირობითი ჭეშმარიტების მქონეების.
– ღმერთის საუბარი, 2 სექტემბერი 1958.
28.10.17.
დეჰა, ტანი არის მხოლოდ ინსტრუმენტი გასაცნობიერებლად დეჰის ან მაცხოვრის. შეცნობა თქვენი ერთობის დეჰისთან უნდა იყოს თქვენი დიიკშა ან მყარი მიდევნა. და ამ მიდევნამ უნდა გამოხატოს თავისი თავი მოქმედ პრაქტიკაში როგორც გრძნობების დისციპლინამ და წვრთნამ (ნიშტამ და სიკშანამ). წყალი და ცეცხლი ინდივიდუალურად ვერ გადააადგილებს ორთქლმავალს; მათ ორივემ უნდა ითანამშრომლოს საწარმოებლად მესამე ნივთის – ორთქლის. ორთქლს მიჰყავს მანქანა წინ. ნავთი და ჰაერი უნდა ორივე შეერთდეს გაზის ფორმირებისთვის რომელიც იწვის პეტრომაქსის ნათურებში სინათლის მოსაცემად. იოგა ახსნილია როგორც ჩითთა ვირათთი ნიროდჰა – გონებრივი მღელვარების ალაგმვა. ეს ასევე ნიშნავს კავშირს, რომელიც შესაძლებელია როდესაც გონებრივი მღელვარება ალაგმულია და მიღწეულია აღუშფოთებლობა. ერთგულებამ, სიბრძნემ ან მოქმედებამ (ბჰაკთიმ, ჯნანამ ან კარმამ), უნდა ყველა მიიყვანოს აღუშფოთებლობის მიღწევამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ესენი არის უბრალოდ ფარისევლობა. ჭკუის ალაგმვა მიგიყვანთ თქვენ ფინიშამდე.
– ღმერთის საუბარი, 29 იანვარი, 1965.
29.10.17.
ათმა-რამა, რამა ვინც ანიჭებს მარადიულ სიხარულს, ესწრება თქვენს გულში. ამიტომ იმეორეთ მისი სახელი; ეს არის მზე რომელსაც შეუძლია გაფურჩქნოს თქვენს გულში ლოტოსი. რამა არის არა იმპერატორ დასარატას ვაჟიშვილი არამედ თქვენი ათი გრძნობის (დასენდრიას) მმართველი. რამას სახელის ხსენება უნდა გახდეს ისევე ავტომატური, ხშირი და არსებითი როგორც სუნთქვა. რამას სახელის მარცვალ ასოები არის მანტრიდან შივა და ნარაიანა, რამდენადაც ეს შედგება ორივეს მეორე მარცვლებიდან: ნა-რა-იანა და ნა-მაჰ- შივაია. სახელი რამა გაჯილდოებთ თქვენ ძალით და ყველა სულიერი კაპიტალით რაც თქვენ გჭირდებათ. მას აგრეთვე აქვს ფორმა, და თქვენ უნდა წარმოიდგინოთ ფორმა როდესაც თქვენ იმეორებთ სახელს; შემდეგ სახელი ხდება კონკრეტული და მისი გამეორება არის ადვილი. იცხოვრეთ ყოველთვის ამ ფორმით აღვსილი სახელის დასწრებით. შემდეგ სიცოცხლე ხდება უფლის ერთი უწყვეტი თაყვანისცემა.
– ღმერთის საუბარი, 2 სექტემბერი, 1958.
30.10.17.
დაუმშვიდებლობა და დარდი ამა თუ იმ სახის ყოველთვის იქნება, წარსულში, აწმყოსა და მომავალში, სიარულის, სიზმრების და ძილის დროს. მაგრამ განათავსეთ რწმენა უფალში და აკეთეთ თქვენი დავალებები როგორც მისდამი მიძღვნა და ესენი აუცილებლად გაქრება! ახსენეთ მადლიერებით უფალი უკიდურეს შემთხვევაში დღეში სამჯერ ან ორჯერ; ეს მოგცემთ თქვენ დიდ სიმშვიდეს. უარი არ თქვათ თქვენს მიწიერ მოვალეობებზე, მაგრამ ასრულეთ ეს ღმერთის სახელით თქვენს ბაგეებზე. არ ჩარიოთ საკუთარი თავი სხვის საქმეებში იმდენად რამდენადაც თქვენ გაიხლართებით ისე რომ ვერ გამოიხსნით საკუთარ თავს. დახარჯეთ თქვენი დრო ბუნების სილამაზეების განჭვრეტაში, რაც მოფენილია თქვენს წინაშე მიწაზე და ცაში – მშვენიერი მწვანე სივრცეები, დამამშვიდებელი და გრილი ნიავი, პანორამა ფერადი ღრუბლების და ჩიტების მუსიკა. იგალობეთ ღმერთის დიდება როდესაც წინ მიიწევთ. არ ილაპარაკოთ სიძულვილით, არ განრისხდეთ, არ შეაშფოთოთ ცა თქვენი ყვირილითა და წყევლით, და არ დააჭუჭყიანოთ ჰაერი შურისმგებელი ტრაბახით.
– ღმერთის საუბარი, 2 სექტემბერი, 1958.
31.10.17.
თქვენ განისჯებით თქვენი სულიერი დისციპლინით და არა ტაძრების რაოდენობით სადაც თქვენ მიდიხართ ან რაოდენობით და ფასით შეთავაზებების რაც იქ გაქვთ გაკეთებული. არ იანგარიშოთ დროს განმავლობა რაც თქვენ დახარჯეთ უფლის სახელის კომპანიაში და ლხენაში! იანგარიშეთ უპირატესად დროს განმავლობა რაც თქვენ გაქვთ დაკარგული, ამ კონტაქტიდან და მონანიებიდან მოშორებით. იქონიეთ უფლის სახელი ყოველთვის თქვენს აზრებში და თქვენ შეძლებთ ნებისმიერი უბედურების გაბედულად შეხვედრას. გაიხსენეთ დედა სიტა როგორ გაბედულად შეხვდა ლანკაში აგრესორების დაცინვებს, შეურაცხყოფებს და ტანჯვებს; რამ მისცა მას გონებრივი ამტანობა? ეს იყო უფლის სახელი (რამა ნამა) და სხვა არაფერი. სურვილი და რისხვა (კამა და კროდჰა) ვერ შეძლებს თანაარსებობას ღმერთისადმი ჭეშმარიტ ერთგულებასთან. თქვენი ერთგულება ღმერთისადმი უნდა იყოს წრფელი და მყარი. ბჰაკთი არ არის კრიალოსნის და წვერების საკითხი არც მოიცავს თაყვანისცემას ყვავილებით და კამფორით! ერთგულების აღმონაცენი უნდა დიდი სიფრთხილით მოირწყას, გასუფთავდეს, განოყივრდეს, და შეიფრქვეს პესტიციდებით, სიყვარულის, მშვიდობისა და სიხარულის მოსავლის მისაღებად.
– ღმერთის საუბარი, 29 იანვარი, 1965.

ბაბა