დეკემბერი

01.12.21.
სულიერ საკითხებში, რწმენა არის ძირითადი პირობა პროგრესისთვის. ეს რწმენა დაცული უნდა იყოს დიდი სიფრთხილით. დანებდით უფალს, ვინც არის უფრო მეტად ნათესავი თქვენთვის ვიდრე თქვენი საკუთარი მშობლები; არ დაემორჩილოთ სხვას. არ დაუშვათ, რომ თქვენი რწმენა შედრკეს ქარის ყოველ დაბერვაზე. გჯეროდეთ, რომ სამივე სამყაროს არ შეუძლია ჭეშმარიტების ჩამოგდება; თოთხმეტივე მსოფლიოს (ლოკას) არ შეუძლია სიცრუის დასმა ტახტზე. თქვენი მოვალეობაა განახორციელოთ სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) აღუშფოთველად იმით რაც სხვებმა შეიძლება თქვან, მტკიცედ დაიჭიროთ საკუთარი გამოცდილების უეჭველობა. მოიქეცით სხვებთან მოთმინებითა და გაგებით და აპრაქტიკეთ საჰანა (მამაცობა) და სიმპათია. შეეცადეთ აღმოაჩინოთ წერტილები კონტაქტის, არა კონფლიქტების. გაავრცელეთ ძმობა და გაიღრმავეთ სიკეთე ცოდნით. მაშინ ცხოვრება ხდება ღირებული!
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 23 მაისი.
2.12.21.
დჰიანა (მედიტირება ღმერთის სახელსა და ფორმაზე) არ უნდა იყოს რხევადი ან მერყევი ერთი იდეალიდან მეორეზე. იგი არ უნდა იყოს დაყვანილი უბრალოდ სახელმძღვანელოების მექანიკურ ფორმულებამდე, ალტერნატიული ნესტოებით სუნთქვის მკაცრი გრაფიკით ან ცხვირის წვერზე უაზრო მზერით. ეს არის გრძნობების, ნერვული ნაკადის და წარმოსახვის ფრთების მკაცრი დისციპლინა. ამიტომაც ამბობენ, რომ დჰიანა არის მშვიდობის ველი, რომელიც მდებარეობს უზარმაზარი მთების რიგის მეორე მხარეს, მწვერვალებით, სახელწოდებით “ექვსი მტერი”. ესები არის ვნება, რისხვა, სიხარბე, მიჯაჭვულობა, სიამაყე და შური. ადამიანი უნდა ავიდეს რიგზე და მიაღწიოს დაბლობებს მიღმა. ადამიანმა უნდა დაფლითოს ფარდები სინათლის გაბრწყინებამდე გზაზე. ადამიანმა უნდა მოიხსნას კატარაქტა თვალიდან ასე რომ ჭეშმარიტება შეიძლება იყოს.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 9 ივნისი.
3.12.21.
ომ არის ვარსკვლავების მოძრაობის ხმა ცის თაღში; ეს არის ხმა რომელიც გამომჟღავნდა როცა შემოქმედებითი ნების გარიჟრაჟმა აღძრა ნირაკარა (უატრიბუტებო) მოქმედებაში. ფაქტობრივად, სიმშვიდის ყოველი მცირე დარღვევა წარმოქმნის ხმას, თუმცა უწვრილესს. ქუთუთოების შეხვედრა თვალის დახამხამებისას იწვევს ხმას, თუმცა სუსტს. არსებობს უსასრულოდ მკრთალი ხმები, რომლების მოსმენა არცერთ ყურს არ შეუძლია. ამგვარად, თქვენ შეიძლება გაიგოთ რომ როდესაც ელემენტები წარმოიქმნა და ქმნილება დაიწყო, ხმა ომ იყო წარმოებული. ეს ხმა არის ძირითადი, პირველყოფილი. როდესაც თქვენ ხართ ორსახოვან მსოფლიოში, ცდილობთ დაძლიოთ ორობითობა, იდენტიფებთ „მას“ „თქვენთან“ სოჰამის ჯაფით; როდესაც “მე” – ცნობიერება და “ის” – ცნობიერება ქრება, თქვენ იმეორებთ მხოლოდ ომ-ს, ანუ სოჰამს მინუს საჰ (ის) და აჰამ (მე). ეს არის გამოცდილება რომელიც თქვენ გჭირდებათ და ამტკიცებთ რომ გწყურიათ; მაგრამ თქვენი საქმიანობა და ქცევა, თქვენი რუტინა და გზა მიუთითებს რომ თქვენ არ ხართ გულწრფელი!
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 23 ნოემბერი.
4.12.21.
შეიძლება თქვენ გქონდეთ ძვირადღირებული ტრანზისტორი ან საათი ან ფონოგრაფი მაგრამ თუ არ იცით როგორ გამოიყენოთ იგი ეფექტურად ეს არის უბრალოდ ხარახურა. ახლა, წარმოიდგინე რა მშვენიერი მანქანა ხარ შენ თვითონ! არ უნდა იცოდეთ როგორ ამოქმედოთ იგი და მიიღოთ საუკეთესო შედეგები მისგან? თუ არის ცოდნის წყურვილი, ამ ხელოვნების მცოდნე ერთი ბრძენიც კი საკმარისია; ბევრმა შეიძლება აანთოს თავისი ლამპები იმ ბრძენის ალზე. ვიასა არის ერთ-ერთი ასეთი, პირველი და მთავარი. ამიტომაც მას აღწერენ თავად ნარაიანად. ბჰაგავატას სწავლებების შეთვისებით, თქვენი ტამო-გუნა (ინერცია) ამაღლდება რაჯო-გუნაში (მოუსვენარ აქტივობაში) და განიწმინდება სატვა-გუნაში (წონასწორობასა და სიმშვიდეში). ეს ჰგავს ხილის ზრდას დედამიწისა და მზის ერთობლივი გავლენით ჯერ სრულ მჟავიანობამდე, შემდეგ ნაწილობრივ სიტკბომდე და ბოლოს სრულ სიტკბომდე, სამ ეტაპად. ადამიანიც ღმერთის წყალობისა და შიგნიდან ლტოლვის ორმაგი ძალით იზრდება ნეტარებისა და სიყვარულის სრულ სიტკბოში.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 2 ივლისი.
5.12.21.
თავები იბერება მხოლოდ უმეცრებით; თუ ჭეშმარიტება იქნება საყოველთაოდ ცნობილი, ყველა კაცი გახდება ისეთივე თავმდაბალი, როგორც ბჰარტრჰარი. ის იყო ძლევამოსილი იმპერატორი, ვინც მართავდა ზღვიდან ზღვამდე; მისი გადაწყვეტილება იყო უკამათო და მისმა ნებამ გაიმარჯვა კაცთა დიდ სიმრავლეზე. თუმცა, როდესაც მან მყის გააცნობიერა, რომ ცხოვრება მხოლოდ ხანმოკლე დროებითი ყოფნაა აქ ქვევით, მან უარყო თავისი სიმდიდრე და ძალაუფლება და მოხეტიალე ბერის მოწითალი-ყვითელი სამოსით შეიმოსა. მისი ქვეყნები და ვასალი უფლისწულები ღვრიდნენ ნამდვილ ცრემლებს, რადგან მათ უყვარდათ ის და თაყვანს სცემდნენ მას. ისინი გლოვობდნენ, რომ მან ჩაიცვა ღატაკი მომნანიებლის დაკონკილი სამოსი და ცხოვრობდა მოწყალებით. “რა ძვირფასი საკუთრება გადაყარე? და რა სავალალო გარიგება გააკეთე”, ტიროდნენ ისინი. მაგრამ, ბჰარტრჰარიმ უპასუხა: “მეგობრებო, მე გავაკეთე ძალიან მომგებიანი გარიგება. ეს სამოსი იმდენად ძვირფასია, რომ ჩემი იმპერიაც კი მცირე ანაზღაურებაა გაცვლაში.” ეს არის ზომა სიდიადის სულიერი გზის რომელსაც ღმერთთან მიჰყავს.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივნისი.
6.12.21.
არებობს მსოფლიოში ბჰოჯანალაიაები (სასტუმროები), ვაიდიალაიაები (საავადმყოფოები), ვილასალაიაები (გასართობი სახლები, თეატრები), ვიჰარალაიაები (სპორტის ადგილები), ვიჩიტ-რალაიაები (მუზეუმები, ხელოვნების სასახლეები და ა.შ.) და ა.შ. მაგრამ, როგორიც გინდა იყოს დასახელებული, ეს ყველა არის დუკჰალაიაები მწუხარების სახლები). ერთადერთი აანანდანილაია (სიხარულის სახლი) არის დევალაია (ღმერთის ტაძარი), ანუ საკუთარი ტანმოსილება, სადაც ღმერთი არის შინაგანი მეგზური და მფარველი. არ გძულდეთ არავინ, მიჰყევით გიტას დანიშნულებას სულიერი ჯანმრთელობისთვის – ადჰვეშთა სარვა ბჰუთანამ, „ნებისმიერი არსების მიმართ მტრულად მყოფობის გარეშე“. ამ ბრძანების აზრი არის ის რომ ღმერთი არის შინაგანი ათმა ყველაფერში, რაც არსებობს. სიყვარული გარდაიქმნება შხამად თუ მას სიძულვილი ბილწავს. გიყვარდეთ ზოგიერთი, მაგრამ არ შეიძულოთ დანარჩენები, რადგან ეს სიძულვილი შელახავს სიყვარულს და გახდის მას მომაკვდინებელს. სიყვარული ავტომატურად მოდის რეალიზებულ სულში; მაგრამ სულიერმა ასპირანტმა უნდა კულტივიროს იგი ათმანის ერთიანობის მსახურებისა და გამოკვლევის საშუალებით.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
7.12.21.
ქალი განდიდებულია ძველ წმინდა წერილებში, ისევე როგორც კლასიკურ პოეზიაში, როგორც გრიჰალაკშმი, სახლში კეთილდღეობის ქალღმერთი. საოჯახო მეცნიერების სწავლისას, თქვენ შეიძლება გაიწაფოთ ოჯახის გაბედნიერების და ჰარმონიითა და სიჯანსაღით ავსების ხელოვნებაში. თქვენ ასევე უნდა ისწავლოთ როგორ მოერიდოთ სიძულვილს, ბოროტებას, სიხარბეს, ბრაზს, მღელვარებას, სიამაყეს და სხვა დაბრკოლებებს, რომლებიც მოდის შინაგანი სიმშვიდის გზაზე. ეს არ არის საკმარისი თუ სახლის ბიუჯეტი დაბალანსებულია; ცოლმა (და დედამ) უნდა ისწავლოს ცხოვრებაზე გაწონასწორებული ხედვის ხელოვნება, რაზეც გავლენას არ მოახდენს ტრიუმფები და პრობლემები, მოგება თუ ზარალი, გამარჯვება თუ დამარცხება. ამ წონასწორობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მინდობით ღმერთზე და, რწმენით შიგ-მაცხოვარ ღმერთში. ერთი დისციპლინა თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, სახელდობრ, გრძნობების კონტროლი; თუ თქვენ მისცემთ მათ თავისუფალ მოქმედებას, ესები ჩაგითრევენ თქვენ უბედურებაში. თვალი, ყური და ენა ჰგავს ველურ ცხენებს, რომელთაც კბილებს შორის ლაგამი არ აქვთ; ისწავლეთ მედიტირების ხელოვნება, რითაც შესაძლებელია გრძნობები იყოს გაკონტროლებული და ნებისყოფა მიმართული შიგნით, გრძნობებისა და ემოციების დაუფლებისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივლისი.
8.12.21.
უფალი დაკშინამურტი ერთხელ მარტო მიდიოდა ზღვის ფართო სანაპიროზე, ჩაძირული ღრმა მედიტირებაში. მან დაინახა პატარა ხმელი ტოტი ტალღის ზვირთზე შორიდან; იგი გადადიოდა ერთი ტალღიდან მეორეზე, ზვირთიდან ღრმულზე, ღრმულიდან ზვირთზე, სანამ იგი არ გამოირიყა ნაპირზე, ახლოს იქ სადაც ის იდგა! ის გაოგნებული იყო ოკეანის ეგოიზმით, რომელიც თავშესაფარს არ აძლევდა თუნდაც პატარა ტოტს. იგრძნო რა მისი რეაქცია, ოკეანემ განაცხადა სიტყვებით რაც მას შეეძლო გაეგო: “ჩემი არც ეგოიზმია და არც ბრაზი; ეს მხოლოდ თვითგადარჩენის მოვალეობაა. მე არ უნდა დავუშვა ოდნავმა ლაქამ შელახოს ჩემი სიდიადე. თუ მე ვანებებ ამ ტოტს შელახოს ჩემი ბრწყინვალება, ეს იქნება პირველი ნაბიჯი ჩემს დაცემაში.” შემდეგ დაკშინამურტიმ გაიღიმა საკუთარ თავში აღტაცებულმა ძლიერი ოკეანის სიფხიზლით. მან გამოსახა ეს შემთხვევა, როგორც დიდი გაკვეთილი სულიერ ძალისხმევაში. სურვილის უმცირესი ტოტი, თუ იგი ეცემა ჭკუაზე, უნდა იყოს დაუყოვნებლივ ამოღებული სუფთა წყლიდან და გადაგდებული!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
9.12.21.
იყო კანაკა, დაბადებული დაბალ კასტაში. ის იყო მგზნებარე ერთგული, მოსურნე აუტანელი ტანჯვის კრიშნას სანახავად. ასე რომ, ის გაემგზავრა უდუპში, სადაც არის კრიშნას ცნობილი ტაძარი, რომელიც დააარსა დიდმა ბრძენმა, თავად მადჰვააჩაარიამ. მდაბიოდ დაბადების გამო მას არ შეეძლო ტაძარში შესვლა და კრიშნას მომხიბვლელი კერპის ნახვა. ის იდგა გარეთა კარის წინ, მაგრამ კერპი დაფარული იყო დროშის ბოძით სალოცავის წინ. მან შემოუარა გარე კედელს ირგვლივ და ეძებდა ნაპრალს ქვებს შორის რომლითაც ის შეძლებდა ბუნდოვნად თვალის მოკვრას. მან დაინახა რომ ქვა იყო მორყეული: თავისი თითებით, ამოიღო კირის დუღაბი და ვიწრო ხვრელი გააკეთა, და როცა მან მოუთმენლად შეიხედა მისი მეშვეობით, მან დაინახა მხოლოდ კერპის ზურგი. მაგრამ ის იყო მოცული აღტაცებით! ის ცეკვავდა ექსტაზში, მღეროდა კრიშნას დიდებას. სწორედ ამ დროს, კერპი მისკენ მიბრუნდა და კრიშნამ მიანიჭა მას თავისი მომხიბვლელობისა და დიდებულების სრული ხილვა. წყურვილი იყო დაჯილდოებული წყალობით. წყურვილს მიჰყავს დანებებასთან, და დანებება იძლევა უმაღლეს სიხარულს. დატოვეთ ყველაფერი მის ნებაზე, მიიღეთ რაც კი ხდება, იქნება სასიამოვნო თუ მტკივნეული.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 29 ივლისი.
10.12.21.
გოპები, გოკულას უბრალო გულწრფელი მენახირე მოსამსახურეები, ეძებდნენ კრიშნას ყველა ბუჩქის და ფანჩატურის შიგნით ან მის უკან, რადგან ის იყო მათი მომხიბვლელი, მაგრამ მუდამ ეჭირა საკუთარი თავი შორს! ეს არის მხოლოდ კიდევ ერთი გზა აღსაწერად ძიების ღმერთის რომელიც ჩვენ ვიცით ჩვენში მყოფია, ვინც თავს არიდებს ჩვენს მცდელობებს ამ სიტკბოში ჩასაძირად. კრიშნა იმალება თქვენი გულის სამალავში; თქვენ უნდა მიაკვლიოთ მას იქ და მტკიცედ დაიჭიროთ. ის გარბის მაგრამ ტოვებს ნაკვალევს მონიშნულს დაღვრილი რძით, რომელზეც ის დგამს ნაბიჯებს, მისი სიჩქარით იყოს ჩვენი მისაწვდომობის მიღმა. დიახ, გაკვეთილი არის: ამოიცანი მისი ნაკვალევი მშვენიერების ყველაფერში, სიკეთის ყველა მოქმედებაში, მადლიერების ყოველ ცრემლში, თანაგრძნობის ყველა დარდში და აღმოაჩინე ის შენი საკუთარი გულის ფანჩატურში, სავსე სიყვარულის სურნელითა და სათნოების სინათლით!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 3 სექტემბერი.
11.12.21.
ღმერთი არ არის ჩაბმული სურვილში; მას არ აქვს სურვილები; ის არის სრული, თავისუფალი და ყოველთვის კმაყოფილი. მას არ აქვს ანტიპათიები და ცდუნებანი. მას არ აქვს მეგობრული ან ნათესაური კავშირები. უფალი არის ყველა მიჯაჭვულობაზე მაღლა; მას არ ჰყავს რჩეულები და მტრები. თქვენ ირჩევთ მანძილს მასსა და საკუთარ თავს შორის. მოკშა (განთავისუფლება) არის ეტაპი როდესაც მოჰა (მიჯაჭვულობა) აღწევს კშაიას (განადგურებას). მაშ როგორ შეიძლება მოკშას მჩუქებელი თავად იყოს შეზღუდული მიჯაჭვულობით? ღმერთს არ აქვს არავითარი ნება ან სურვილი. ის არ ბოძებს ან თავს იკავებს. ის არის მარადიული მოწმე. თქვენთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ის ჰგავს ფოსტალიონს, ვისაც არ აინტერესებს წერილების შინაარსი, რომლებსაც ის გადასცემს მისამართებზე; ერთი წერილი შეიძლება ატყობინებდეს გამარჯვებას, მეორე – დამარცხებას; თქვენ მიიღებთ რისთვისაც თქვენ იმუშავეთ. გააკეთეთ სიკეთე და გქონდეთ სანაცვლოდ სიკეთე; იყავი ცუდი და მიიღე ის ცუდი რაც შენ უკან გიბრუნდება. ეს არის კანონი და არ არსებობს ნამდვილად არავითარი დახმარება ან დაბრკოლება.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 3 სექტემბერი.
12.12.21.
სიბრძნის მეშვეობით კაცს შეუძლია დაინახოს ბინადარი ღმერთი ყველა არსებაში, რაც არსებობს სივრცის საზღვრებში. სათავსო შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ღვთაებრივი შიგთავსი არის იგივე. ზღვის წყლის გემო მარილიანი იქნება, იმის მიუხედავად შეამოწმებთ სავსე ვაგონს, თასს, ქვაბს, ყლუპს თუ წვეთს ენაზე! ღმრთაებრივის გემო შეიძლება განიცადო ატომში ან კოსმოსში, როგორც მეგობარში, ასევე მტერში, ვირუსსა და სამყაროში. ეს არის რეალიზება, განთავისუფლება, განათება, გამოცხადება! სარვამ ვიშნუმაიამ ჯაგატ (მსოფლიო არის ღმერთით სავსე). ცვლილებების ეს სფერო გადავსებულია ყველგანმყოფი ღმრთაებით. ბრძენი ტიაგარაჯა მღეროდა: “ო სითარამა! შენი უსაზღვრო თანაგრძნობიდან, შენ ანათებ ჭიანჭველასა და სამებაში!” კრიშნა არის ფანჩატურში და ბრძოლის ველზე, უბერავს ნიჟარაში ან უკრავს მომაჯადოებელ ფლეიტაზე, უპყრია მათრახი და ბორბალი, არის უხილავი ძალა კაცის ყოველი აზრის, სიტყვისა და საქმის მიღმა ყველგან და ყოველთვის.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 3 სექტემბერი.
13.12.21.
ჯნანა (სიბრძნე) არის საგანძური რომელიც ადამიანმა უნდა დააგროვოს რათა შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება ღმრთაებრივად და შეირწყმეს ღმრთაებრივი ნეტარების ოკეანეში. ძროხები შეიძლება იყოს სხვადასხვა ჯიშის, ფერის ან ზომის; მაგრამ, რძე რასაც ესები იძლევა არის იგივე მთელ მსოფლიოზე. ასევე, ყველა რელიგია, როგორიც გინდა იყოს მათი წარმოშობა ან გავლენის ხარისხი, ყველა არის საშუალება კაცისთვის ამ პროცესის სასწავლებლად. ახლა, ადამიანთა ქცევის კანონი გახდა „თითოეული თავისთვის“; ეს არის იმიტომ რომ ფაქტი ყველა არის „ერთი-ღმერთში“ არ არის ცნობილი და გაცნობიერებული. ეს არის სადჰანას პროდუქტი; ეს რწმენა ნელ-ნელა იზრდება, მაგრამ იგი უნდა იყოს მიღწეული. დურვასა, დიდი ბრძენი ვინც ეპოსებში ცნობილია თავისი ასკეტიზმით, ასევე ცნობილია თავისი ბრაზით, როდესაც მას სხვები უგულვებელყოფდნენ ან წაახდენდნენ. ის იყო იმდენად მგრძნობიარე, ეგოისტური და ისეთი ქედმაღალი რომ დაივიწყა ყველას ერთობა ღმერთში. ის იყო მზად საშინელი წყევლით როცა ვინმე არაფრად აგდებდა მის გაბერილ ეგოს. რა სარგებელია ასკეტობის მთელი წლები?
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 24 მაისი.
14.12.21.
მარტო კაცს აქვს შანსი გაითავისუფლოს თავი დაბადებისა და სიკვდილის ბორბალისაგან, ღმერთის მსახურების ყველაზე სასიამოვნო საშუალებებით. მაგრამ, უცოდინრობის ან რაც უარესია, თავნებობის შედეგად, ის ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, ითმენს მწუხარებას და ტკივილს, შიშს და შფოთვას, უსასრულოდ. მატერიალური საგნებითა და ფიზიკური სიამოვნებით გატაცების კლანჭებიდან თავის დაღწევით, კაცი შეიძლება წარმატდეს მის მცდელობაში საკუთარი თავის განთავისუფლებისთვის. მან საკმარისად დიდხანს იმოგზაურა არასწორ გზაზე; ახლა დროა უკან დაიხიოს და სტაბილურად იმოძრაოს მიზნისკენ. სიყვარული რაც მან კულტივირა კაცისა და საგნების მიმართ, უნდა სუბლიმირებული იყოს წმინდა, ღმრთაებრივ თაყვანისცემად. შემდეგ ის გარდაიქმნება ბჰაკტიდ (ერთგულად). დაარწმუნე შენი თავი რომ უფალი შენშია, როგორც მეეტლე, რომელსაც ხელში უჭირავს ხუთი ცხენის (გრძნობის) სადავეები და გაძლევს მუდმივ რჩევას, როგორც ის აკეთებდა როცა არჯუნა ელოცებოდა მას, ეხელმძღვანელა და წაეყვანა. შემდეგ, ადვილი ხდება თქვენთვის დაარწმუნოთ საკუთარი თავი რომ თვით იგივე მეეტლეა წამყვანი და ხელმძღვანელი ყველა სხვა კაცის და ყველა არსების.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 31 ივლისი.
15.12.21.
კაცი აგროვებს სიმდიდრეს, ავტორიტეტს, დიდებასა და სწავლას, ბედნიერების შესაძენად. მაგრამ ის აღმოაჩენს რომ ესები სავსეა შიშით, შფოთვითა და ტკივილით. მილიონერს გარსეხვევიან საგადასახადო ჩინოვნიკები, თაღლითები, შემოწირულობების მონადირეები, სახლის გამტეხები და მისი ვაჟები და ნათესავები ვინც ხმაურს ტეხენ თავიანთი წილის მოთხოვით! მატერიალური წარმოშობის ბედნიერება ხანმოკლეა და უბედურება აქვს მის განუყოფლად! ამიტომ იბრძოლეთ ათმას გასაგებად, ღმერთის ვიზუალირებისთვის; თუნდაც წარუმატებლობა ამ ბრძოლაში არის უფრო კეთილშობილური ვიდრე წარმატებები არაამსოფლიურ მცდელობებში. ცხოვრება ტანმოსილებაში, ტანმოსილებით, ტანმოსილებისთვის არის ჭიის სიცოცხლე! ცხოვრება ტანმოსილებაში, ღმერთთან და ღმერთისთვის, არის ადამიანის სიცოცხლე. მოდუნებული, აქტივობის მოძულე თამასიკი პიროვნებები ეჭიდებიან ეგოს და ნაცნობებსა და ნათესავებს; მათი სიყვარული ამით არის შემოფარგლული. რაჯასიკი (აქტიური, ვნებიანი) პიროვნებები ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება და პრესტიჟი და უყვართ მხოლოდ ისინი ვინც მათ ეხმარება ამაში. მაგრამ სათვიკებს (სუფთა, კეთილ, სიმშვიდით სავსეებს), უყვართ ყველა, როგორც ღმერთის განსახიერება და ასაქმებენ საკუთარ თავს მოკრძალებულ მსახურებაში!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 24 მაისი.
16.12.21.
ელოცე უფალს გაგიძლიეროს დარწმუნება და რწმენა რომ ის არის მეეტლე ყველაფერში; ის გაახილებს თქვენს თვალებს ჭეშმარიტებისკენ და გაგიმხელთ რომ ის არის სანატანა სარატი, ყველაფერში. ეს გამხელა მოგანიჭებთ შეუდარებელ ნეტარებას და გაჩუქებთ ნათესაობას ქმნილების მრავალფეროვნებასთან. სწორედ ამ მიზნით უთხრა კრიშნამ დურიოდჰანას, ვინც ბრძოლის წინა დღეს მას დახმარებას სთხოვდა პანდავთა წინააღმდეგ: „თუ შენ გძულს პანდავები, მაშინ მე გძულვარ, რადგან მათ მიცნეს მე როგორც მათი ცხოვრების სუნთქვა“. იცოდე ის როგორც შენი ძალა, შენი სუნთქვა, შენი ინტელექტი, შენი სიხარული – ის ხდება ეს ყველაფერი და უფრო მეტი. ვეღარავითარი უნარი ვერ შეაფერხებს თქვენს წინსვლას. ის მიმართავს ყველა მათგანს უმაღლესი მიზნისკენ; გრძნობებს, ჭკუას, ქვეცნობიერს, არაცნობიერს, გონებას – ყველაფერს. წყალობა მოგცემთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 31 ივლისი.
17.12.21.
თქვენ უნდა გახვიდეთ ცნობილიდან არაცნობილამდე. შემდეგ სიყვარული ვრცელდება მუდმივ-გაფართოებად წრეებში, სანამ არ მოიცავს მთელ ბუნებას, სანამ ხიდან ფოთლის მოწყვეტაც კი არ იმოქმედებს თქვენზე ისე მტკივნეულად რომ თქვენ არ გაბედავთ ზიანი მიაყენოთ მას. ხის მწვანე სიცოცხლისუნარიანობა არის ღმრთაებრივი ნების ნიშანი, რომელიც აგზავნის თავის ფესვებს ღრმად ნიადაგში. ფესვები იცავს ხეს ქარიშხლებისგან, იჭერს მას მყარად ქარის ძლიერი ზემოქმედების საწინააღმდეგოდ. ასევე, თუ სიყვარულის ფესვები კაცში ჩადის დაბლა მასში ღმრთაებრივის წყაროში, ტანჯვის ვერც ერთი ქარიშხალი ვერ შეარყევს მას და ვერ ჩააგდებს ურწმუნოებაში. როგორც შაქრის ნატეხი ატკბობს წყლის ყოველ წვეთს ფინჯანში, სიყვარულის თვალი ხდის ყველა ადამიანს მსოფლიოში მეგობრულს და მიმზიდველს. გოკულის უბრალო მწველავები ხედავდნენ ერთმანეთს კრიშნად; ასეთი იყო მათი უზომო სიყვარული ღმრთაებრივის ინკარნირებისადმი.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 24 მაისი.
18.12.21.
თქვენ უნდა კულტივიროთ სიყვარული ყველას მიმართ, თუმცა განსხვავებული შეიძლება იყოს თითეულის ხასიათი და შესაძლებლობა. თუმცა ერთი და იგივე სისხლი მიედინება მთელ ტანმოსილებაში, თვალს არ შეუძლია ყნოსვა, ყურს არ შეუძლია გემოს გასინჯვა და ცხვირს არ შეუძლია დანახვა; ზედმეტად ხაზი არ გაუსვათ განსხვავებას და უთანხმოებას. ხაზი გაუსვით ძირითად ძმობას და სიყვარულს. როგორც ჭიქა წყალში გახსნილი შაქარი არის უხილავი მაგრამ აშკარაა ენისთვის ყოველ წვეთში, ასევე ღმრთაებრივიც არის უხილავი მაგრამ იმანენტი; შემძლე იყოს განცდილი, ყველა ინდივიდში, იქნება ის ფსკერში თუ მწვერვალზე. აკეთეთ ნამასმარანა (უფლის განმეორებით ხსენება); დააგემოვნეთ სიტკბო რომელიც ყველას გულშია; იყავით მის დიდებაზე და მის თანაგრძნობაზე რასაც ეს სახელები აჯამებს. მაშინ ადვილი იქნება თქვენთვის მისი ვიზუალირება ყველაფერში, მისი სიყვარული ყველაფერში და მისი თაყვანისცემა ყველაფერში.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 31 ივლისი.
19.12.21.
ერთ დღეს, როდესაც მეტოქე მეფის ძალებს დევნიდა, მეფე გამოეყო თავის ჯარს უღრან ჯუნგლებში. მან გაიარა გრძელი გზა, დაქანცულმა და მშიერმა, სანამ მან მიაღწია განდეგილობის საყუდარს. იქ იყო მოხუცი ბერი ვინც ის მიიღო კეთილად და შესთავაზა მას მასპინძლობა ფინჯანი გრილი წყლით. მცირედი დასვენების შემდეგ მეფემ მასპინძელს დაუსვა კითხვა, რომელიც მას ტანჯავდა: “რომელია საუკეთესო მსახურება?” განდეგილმა თქვა: “მისცე მწყურვალ კაცს ფინჯანი წყალი”. და, რომელია საუკეთესო დრო მის გასაცემად?” პასუხი იყო: “როდესაც ის მიდის შორს და მარტოხელა, ეძებს ადგილს სადაც მას შეუძლია მიიღოს იგი.” მსახურების აქტი არ უნდა განისაჯოს, მისი ღირებულებით ან გამოწვეული საჯაროობის მიხედვით. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ფინჯანი წყლის შეთავაზება ჯუნგლების სიღრმეში. მაგრამ მიმღების საჭიროება, და განწყობა პიროვნების ვინც სთავაზობს – ეს წყვეტს აქტი არის ოქრო თუ ტყვია!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 24 მაისი.
20.12.21.
ყველა კაცი თუ ქალი აცხადებს თავის თავს სადჰაკად (სულიერი ასპირანტად). ყველა მორწმუნე აცხადებს რომ ის ეძებს ღმერთს. უნდა იკითხოთ ე.წ. ერთგული ეძებს ღმერთს თუ ღმერთი ეძებს ჭეშმარიტ ერთგულს. სადჰაკა ემსახურება ღმერთს თუ ღმერთი ემსახურება სადჰაკას? მსახურება რასაც სადჰაკა აკეთებს, ტრივიალურია. ღმერთისთვის შეთავაზება იმის რაც ღმერთმა მოგცათ იგივეა, რაც განგასთვის წყლის შეთავაზება, განგადან! სიმართლე ისაა, რომ ღმერთი არის ის ვინც ემსახურება ერთგულებს. ღმერთის მიერ ნაჩუქარი ყველა უნარი უნდა იქნას გამოყენებული ღმრთიურის მსახურებაში. არ არის საჭირო ღმერთის საძებნად წასვლა. ღმერთი მთელ დროს ეძებს ნამდვილ და ურყევ ერთგულს. სადჰაკა უახლოვდება ღმერთს თავისი სურვილების შესრულებისთვის. ის მისდევს წვრილმან და გარდამავალ სარგებელს. ის არ ცდილობს გაიგოს ჭეშმარიტი სიყვარულის ბუნება ან ღმრთიურება რაც საფუძვლად უდევს ყველაფერს!
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 13 იანვარი.
21.12.21.
რატომ უნდა ილოცოთ, იმედიტიროთ, განჭვრიტოთ ღმერთზე ან დაკავდეთ კარგ საქმეებში მაშინ როცა ყველა შემთხვევაში ადამიანი აუცილებლად უნდა დადგეს საკუთარი ქმედებების შედეგების წინაშე? თქვენ იქნებ არ იყოთ შემძლე დაინახოთ ტრანსფორმირება რომელიც მოდის თქვენში თქვენი კარგი ქმედებებითა და ლოცვით. თქვენ იქნებ ვერც კი შეძლოთ ამის ვიზუალირება თქვენი ჭკუით. მაინც, თქვენში ეს ტრანსფორმირება აუცილებლად მოიზიდავს ღმერთის წყალობას. აიღეთ აბების ბოთლის მაგალითი. თქვენ შეიძლება შენიშნოთ ბოთლზე მითითებული ვარგისიანობის თარიღი 1994 წელი. თქვენ შეიძლება იპოვოთ ბოთლი და მისი შიგთავსი ხელუხლებელი 1999 წელსაც კი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აბები ეფექტური იქნება, თუ მოგვიანებით გამოიყენებთ. აბები შეიძლება იყოს მაგრამ ესები კარგავს თავის ძალას ვადის გასვლის შემდეგ. მსგავსად, ადამიანის ქმედებების შედეგები გარდაუვალია, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, მაგრამ ღმრთაებრივი წყალობა ნორმიდან გადახრის მათ ეფექტს.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
22.12.21.
ადამიანის ცხოვრებაში, წლები თექვსმეტიდან ოცდაათადმე არის ყველაზე მეტად ძვირფასი. ეს არის პერიოდი როდესაც ადამიანის ყველა უნარი და ენერგია არის მათ პიკზე. ამიტომ ის უნდა ეცადოს ამ პერიოდის საუკეთესოდ გამოყენებას. კეთილშობილური თვისებები როგორიცაა თავდაჯერებულობა, მსხვერპლად შეწირვა, მისწრაფება და სიმამაცე უნდა იყოს შეძენილი მაშინ. თუ ცხოვრების ეს დრო ტყუილად დაიხარჯება, იქნება მხოლოდ წარუმატებლობა შემდგომ წლებში. ცუდი აზრები, ცუდი პრაქტიკა და ავსიტყვაობა უნდა იყოს თავიდან აცილებული მთლიანად. ამ მნიშვნელოვან პერიოდში, ადამიანი უნდა შეეცადოს გაიგოს ცხოვრების მიზანი და კონცენტრიროს თავისი ძალისხმევა თავისი იდეალების მიღწევაზე. ვერავითარი სულიერი ძალისხმევა ვერ იქნება შესაძლებელი მაშინ როდესაც ადამიანს აქვს ფიზიკური და გონებრივი უნარების გაფანტვა. სამწუხაროა რომ ახალგაზრდები ბოროტად იყენებენ თავიანთი ცხოვრების ამ ძვირფას წლებს თავქვე დაშვებით ცუდ გზაზე. სვამი მოელის მათგან განავითარონ მთელი თავიანთი ადამიანური ნიჭიერება და გაატარონ სამაგალითო ცხოვრება რაც იქნება გაკვეთილი სხვებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 13 იანვარი.
23.12.21.
მთელ თქვენს ქველმოქმედებას და თაყვანისცემას უფლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აჩვენეთ თქვენი ქველმოქმედება და სიმდიდრე საშემოსავლო გადასახადის დეპარტამენტს. ღმერთს სჭირდება მხოლოდ თქვენი სიყვარული. არ არის გადასახადი სიყვარულზე. ზოგი ზის დჰიანაში (მედიტირებაში), მაგრამ მათი ჭკუები არის ბაზარში ან საპარიკმახეროში. არის ეს დჰიანა ან ჯაფა (ღმრთიურის სახელის გამეორება)? ჭკუა უნდა იყოს ჩაძირული კრიშნაში. ნაცვლად, იგი სავსეა თრიშნათი (სურვილებით). რაც საჭიროა არის კრიშნა, არა თრიშნა. კრიშნა შეასრულებს ყველა თქვენს თრიშნას. ძვირფასო ერთგულებო! უბრალოდ უფლის სახელის გალობა არ არის საკმარისი. შესთავაზეთ თქვენი სიყვარული ღმერთს. სიყვარული არ არის თქვენი საკუთრება. სინამდვილეში, ეს არის ღმერთის საკუთრება. დაანებეთ ღმერთს რაც მისია. რა სარგებელია ხანგრძლივი სიცოცხლე ამ შეთავაზების გარეშე? თქვენ არ გაქვთ უფლება შესთავაზოთ თქვენი სიყვარული ვინმე სხვას ღმერთის გარდა. როცა თქვენ შესთავაზებთ მთელ თქვენს სიყვარულს ღმერთს, ის იზრუნებს ყველა თქვენს საჭიროებაზე.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
24.12.21,
ყველა რელიგიაში, დიდი პიროვნებების დაბადების დღეები აღინიშნება მაგრამ იდეალებს რისთვისაც ისინი ცხოვრობდნენ არ იხსენებენ და არ მიმდევრობენ. თუ თქვენ არ გაქვთ სურვილი მისდიოთ მათ სწავლებებს, დღესასწაულები კარგავს თავის აზრს და გარდაიქცევა ხელოვნურ რიტუალებად. ეს არ არის სამართლიანობის აღსრულება კეთილშობილური სულების მიმართ ვისი დაბადების დღეებიც აღინიშნება. ქრისტე ასწავლიდა ხალხს ყველა არსების სიყვარულს და ყველას მსახურებას თანაგრძნობით. ეს არის მხოლოდ ამ იდეალების პრაქტიკა რითაც ადამიანს ჭეშმარიტად შეუძლია მისი დაბადების დღის აღნიშვნა! ღმრთაებრიობა შიგნით უნდა აირეკლოს ყოველ მოქმედებაში. ჭეშმარიტების ადგილსამყოფელი არის თქვენს გულში. თაყვანისცემა ნიშნავს სხვების სიყვარულს თქვენი მთელი გულით. თქვენ უნდა იცხოვროთ სიყვარულით და გაატაროთ უანგარო მსახურების ცხოვრება დაფუძნებული სიყვარულზე. ეს არის ერთადერთი სწორი გზა ქრისტეს შობის აღსანიშნავად. ღმერთს, ფაქტობრივად, არ აქვს არც დაბადება და არც სიკვდილი. ღმერთი არის არაცვლადი და მუდმივი. ათმა შიგნით არის მხოლოდ ღმერთის ანარეკლი და ის არის იგივე ყველა არსებაში როგორც მარადიული მოწმე!
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 25 დეკემბერი.
25.12.21.
ღმერთი თავის თავზე იღებს სამყაროს ტკივილს და მწუხარებას, იმიტომ რომ მოამზადოს კაცთა გულები სიყვარულისთვის! ეს დღე აღნიშნავს ქრისტიანული ეპოქის დასაწყისს, ქრისტეს წელს. ქრისტემ თავისი სიცოცხლე შესწირა იმათ გულისთვის ვინც თავიანთ რწმენას განათავსებდნენ მასში. მან გაავრცელა ჭეშმარიტება რომ მსახურება არის ღმერთი, რომ მსხვერპლი არის ღმერთი. რომც კი თქვენ ყოყმანობდეთ ღმერთის თაყვანისმცემლობაში, ნუ იყოყმანებთ ცოცხალი ღმერთების მსახურებაში, ვინც მიიღო ადამიანის ფორმა და თქვენს ირგვლივ დიდი რაოდენობით მოძრაობენ, ატარებენ ტანსაცმელისა და მეტყველების მრავალფეროვან კოსტუმებს! მხოლოდ მათ ვისაც შეუძლია თანაგრძნობის გადმოღვრა მოყვასის მიმართ შეუძლიათ მოითხოვონ ადგილი ღმერთის წყალობაში. ეს არის ასევე უმაღლესი სულიერი დისციპლინა; ეს შთაბეჭდავს თქვენში, კაცობრიობის ერთიანობას და ღმერთის იმანენტურობის დიდებას. დაე ეს მსახურების დისციპლინა აღებული წრფელი აღტაცებით გავრცელდეს ყოველმხრივ, და დაე ეს მიწა იყოს ბედნიერი და აყვავებული. დაე მსოფლიოს ჰქონდეს მშვიდობა და ბედნიერება, და სასიყვარულო ნდობა. ეს არის ჩემი კურთხევა.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 25 დეკემბერი.
26.12.21.
მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გამოავლინოს ღმრთაებრიობა ფარული ყველაფერში. სიყვარული არის ღმერთი. იცხოვრეთ სიყვარულში. სიყვარული ცოცხლობს გაცემით და მიტევებით; ეგო ცოცხლობს მიღებით და დავიწყებით. სიყვარული არის უანგარობა; ეგოიზმი არის უსიყვარულობა. ნუ დახარჯავთ თქვენს ცხოვრებას ეგოს ვიწრო ინტერესების დევნაში. სიყვარული! სიყვარული! გახდი რაც შენ სინამდვილეში ხარ – სიყვარულის ტანმოსილება. არ აქვს მნიშვნელობა როგორ გექცევიან სხვები თქვენ ან რას ფიქრობენ ისინი თქვენზე, არ შეწუხდეთ. მიედევნეთ იესო ქრისტეს. იცხოვრეთ სიყვარულის სიცოცხლით საკუთარი ევოლუციისთვის და არა იმისთვის რასაც სხვები ამბობენ. არ მიბაძოთ სხვებს. კულტივირეთ თქვენი საკუთარი სიცოცხლე. თქვენ გაქვთ თქვენი საკუთარი გული, თქვენი საკუთარი აზრი, თქვენი იდეები, თქვენი საკუთარი ნება. მაშინ რატომ მიბაძავთ? მიბაძვა არის ადამიანური, მაგრამ ქმნილება არის ღმრთაებრივი. მიედევნეთ თქვენს არჩეულ გზას. დაე თქვენი საკუთარი გამოცდილება ღმერთთან იყოს თქვენი მეგზური და ბატონი. არ შეხვიდეთ სამარეში, სხვების კოპირებით. ღმერთს ვერ იპოვით თუ თქვენ ეძებთ გარეთა მსოფლიოში. თქვენი საკუთარი გული მანათობელი სიყვარულით არის ღმერთის სიყვარული.
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 25 დეკემბერი.
27.12.21.
ყველა არსების მიმართ თანაგრძნობა უდიდესი სათნოებაა და ნებისმიერი არსების განზრახ დაზიანება ყველაზე ცუდი ნაკლია. გქონდეთ სრული რწმენა ამაში; გაავრცელეთ სიყვარული და სიხარული, თანაგრძნობის მეშვეობით, და იყავით სავსე სიხარულითა და სიმშვიდით, თვით. თქვენ არ გაქვთ სიხარული და სიმშვიდე ახლა, ძირითადად იმიტომ რომ თქვენი ხედვა არის გამრუდებული და მერყევი. ხედვა ახლა არის მიმართული ნაკლოვანებებისკენ, და სხვათა სუსტი მხარეებისკენ, არასოდეს საკუთარი ნაკლოვანებებისა და სუსტი მხარეებისკენ. ყურებიც ასევე, იხიბლება როდესაც ისტორიები უკავშირდება სხვის წარუმატებლობებსა და ნაკლოვანებებს. არავითარი მცდელობა არ კეთდება საკუთარი თავის წარუმატებლობებისა და ნაკლოვანებების შესამოწმებლად. რეალურად ვთქვათ, გამოკვლევა და გამოძიება საკუთარი თავით უნდა დაიწყოთ. რადგან, რასაც ჩვენ ვხედავთ სხვებში არის ჩვენი საკუთარი მე-ს, ჩვენი საკუთარი ცრურწმენებისა და უპირატესობების ანარეკლი. გარდა ამისა, როდესაც თქვენი ყურადღება გამახვილებულია ნაკლოვანებებსა და წარუმატებლობებზე, მანკიერებებსა და ცდომილებებზე, ჭკუაც ინფიცირდება დაბინძურებით და იგი იწყებს მხოლოდ ასეთი გემოვნების გამოცდილების ტკბობას.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 25 ოქტომბერი.
28.12.21.
გახდი ღმერთის ნათესავი, მისი ნაცნობი და ნათესავი. არ ესწრაფვოთ ყოფნას დაქირავებულ მუშად ღმერთის საოჯახო საქმეებში. არ მოითხოვოთ ხელფასები დაანგარიშებული და მოლოდინებული. სამუშაო შესრულებული ხელფასისთვის არ იქნება ისეთი გულწრფელი და ისეთი გასახარებელი, როგორც იგი სიყვარულითა და პატივისცემით შესრულებული. ძმები და ვაჟები არ ითხოვენ ხელფასს დღეში იმდენს, როგორც მათი სათანადოა! ისინი არიან უზრუნველყოფილი მშვენივრად და კარგად ოჯახის პატრონის მიერ; ყველაფერი ჩნდება მათთვის, მიუხედავად იმისა ისინი მოითხოვენ თუ არა! ანანიას ჩინთაიანთო მამ, იე ჯანაჰპარიუპასათე თეშამ ნითიაბჰი იუკთანამ, იოგაკშემამ ვაჰამიაჰამ – „ვისაც არ აქვს აზრი გარდა ჩემს შესახებ, ვინც ყოველთვის ბინადრობს ჩემს თაყვანისცემაში, ასეთებთან, მე ყოველთვის ვცხოვრობ და ასეთებისთვის მე გავცემ მათ აუცილებელ საშუალებებს აქ და შემდგომში“. ეს გარანტია მოცემულია უფლის მიერ გიტაში. ამ გარანტიის წაკითხვისას, ბევრი იძლევა კითხვას: „კეთილი, ჩვენ ვაკეთებთ ამ და იმ თაყვანისცემას; მოდი ვნახოთ, რას აკეთებს ის ჩვენთვის სანაცვლოდ.” მაგრამ, თვითანალიზი: თქვენ აქცევთ ყურადღებას წყალობის მინიჭებისთვის დადგენილ პირობებს?
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის დეკემბერი.
29.12.21.
გააკეთე იმდენად ბევრი რამდენიც შენ შეგიძლია, იმდენად სწრაფად რამდენადაც შენ შეგიძლია. თუ შენ არ შეგიძლია რამე კარგის გაკეთება, უკიდურეს შემთხვევაში თავი შეიკავე ზიანის მიყენებისგან; ან ნაკლების მოძებნისგან მათთან ვინც შენ გემსახურება. იცოდე რომ სევა არის სადჰანას (სულიერი ძალისხმევის) უკეთესი ფორმა, ვიდრე თუნდაც დჰიანა; როგორ შეიძლება ღმერთმა დააფასოს დჰიანა (მედიტირება) რასაც შენ აკეთებ, როცა შენს გვერდით, შენ გყავს ადამიანი აგონიაში, ვისაც შენ არ ექცევი კეთილგანწყობით, ვის დასახმარებლადაც შენ არ იყენებ ყველა ძალისხმევას? ნუ დაიჭერთ თავს განცალკევებულად, განზრახვით თქვენს საკუთარ ხსნაზე, ჯაფას ან დჰიანას მეშვეობით. იმოძრავეთ ადამიანებს შორის, ეძებეთ დახმარების შესაძლებლობები; მაგრამ, გქონდეთ ღმერთის სახელი ენაზე და ღმერთის ფორმა ჭკუის თვალისწინ. ეს არის უმაღლესი სადჰანა. “დილ მე რამ! ჰატ მე კამ!’ – რამ გულში! მუშაობა ხელში! განაგრძეთ ამ სულით. ღმერთის წყალობა გადმოიღვრება თქვენზე, სრული ზომით!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 1 თებერვალი.
30.12.21.
გარეგნულად, ლექსები, რომლებიც აღწერს ბავშვი კრიშნას ცელქობებს მოსჩანს ასურათებს ობიექტურ საგნებს, მაგრამ მათ აქვთ ღრმა სუბიექტური ღირებულება. თქვენ უნდა გამოიყენოთ ობიექტური სურათი როგორც ალი ერთგულების სუბიექტური ემოციის გასანათებლად. მაგალითად, არსებობს აღწერილობა ხაჭოს ქვაბის გადამტრიალებელი და კარაქის ბურთით გაქცეული ბავშვი კრიშნას და მისი დასამალი ადგილის დედა იაშოდას მიერ აღმოჩენის შესახებ, იატაკზე დატანილი ხაჭოს ლაქებიანი ლანჩების ნაკვალევის მეშვეობით. კარაქი უფლის მოწყურებული არის იოგას ნაყოფი, ჭკუის ვივეკათი (დისკრიმინაცით) შედღვების საბოლოო პროდუქტი. მას უყვარს ზეიმი ამაზე; და ის მიდის მასთან ერთად თვითრეალიზების განმარტოებაში. ჩვენც შეგვიძლია აღმოვაჩინოთ უფალი მისი ნაკვალევით, რაც შეიძლება აღმოჩენილი იყოს ყველგან, გულწრფელი ძიების გაწაფული თვალებით განხორციელების პირობით. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ნაკვალევი ყველგან, სადაც არის სილამაზე, სათნოება, თავმდაბლობა, სამართლიანობა, ჭეშმარიტება, სიყვარული და მშვიდობა. თვალი უნდა იყოს გაწაფული ღმერთის ნაკვალევის აღმოჩენაზე; ეს არის ჭკუა როგორ უნდა იყოს დაუფლებული.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 25 ოქტომბერი.
31.12.21.
ცხოვრება მოკლე თამაშია სცენაზე. ეს ტანი არის როგორც ბუშტი. ჭკუა არის ყოველთვის მერყევი. გიტაში, არჯუნა აღიარებს კრიშნასთან რომ, ძნელია აკონტროლო ჭკუა, რომელიც არის მუდმივად მერყევი. მაინც, ადამიანი უნდა იყოს კონცენტრირებული თავის ნამდვილ დანიშნულებაზე. რა არის ეს დანიშნულება, ცხოვრების მიზანი და სწრაფვა? ბჰაგავატამ და ბჰაგავად გიტამ ეს გახადა ნათლად გასაგები. ჩვენი დანიშნულება არის წყარო რომლიდანაც ჩვენ მოვედით. სანამ ინდივიდი დაჭერილია პრაკრიტში (ფენომენალურ მსოფლიოში), მისი ჭკუა იქნება არამყარი და მერყევი. ვედური დეკლარაცია, “სოჰამ” (ის მე ვარ) ვლინდება ჩასუნთქვით გაკეთებულით სუნთქვის დროს. როდესაც თქვენ ამოისუნთქავთ და გამოსცემთ ხმას “აჰამ”, თქვენ უარს ამბობთ “მე”-ზე. “სო-ჰამ” აცხადებს ინდივიდისა და ღმრთაებრივის იგივეობას (“მე ვარ ის”). ეს იდენტობა ვერ იქნება გაგებული მანამ სანამ ადამიანი დაჭერილია მატერიალური სამყაროს საცეცებში.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 11 თებერვალი.

სატია საი ბაბა