ასე ამბობს ბჰაგავანი

ნიუ-იორკის მცხოვრების უბის წიგნაკიდან
(ჟურნალში სტატია გამოგზავნილია სინგაპურელი პადმინი ირადის მიერ)
კითხვა: სვამი სამყარო ძალიან სასტიკია ჩემს მიმართ.
ბაბა: ასეთია მისი ბუნება. სამყაროს მიზანია იმედგაცრუება: მან უნდა გამოიწვიოს მოთხოვნილებები (უკმარისობა, უბედურება). როცა არ არის საკმარისობა, ადამიანი ეძებს განხორციელებას.
კითხვა: … და ხვდება წარუმატებლობას!
ბაბა: როცა ეძებს განხორციელებას არა თავისში. თავისში მას შეუძლია მისი მიღება. შინაგანი ხედვა მისაწვდომია ყოველთვის, ის ყოველთვის საიმედოა. ტკივილი არსებობს მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე არის მიბმულობა გარეგან ფორმასთან. სრული გათავისუფლება ტკივილისგან შიძლება მოვიდეს მხოლოდ ეგოს თავიდან მოცილების შედეგად – განეიტრალებით იმის, რაც ერთ რაიმეზე რეაგირებს როგორც ტკივილი, ხოლო მეორეზე როგორც სიამოვნება, ვისი მეხსიერება, ვისი განპირობებულობაც ეხმარება სიხარულისა და მწუხარების ორმაგი ბუნების დანახვას.
კითხვა: მაგრამ ეს სამყარო, სვამი…
ბაბა: ეს სამყარო არის ტკივილი. არაფერს ამის გარდა არც ელოდოთ ამ ქვეყნისგან. ამაშია ჩემი ნება: რომ თქვენი განპირობებული არსებობის მთლიანობა იყოს ტკივილი; ეს საჭიროა იმისთვის, რომ მიგიზიდოთ თქვენ ჩემსკენ.
კითხვა: უკეთეს შემთხვევაში მე შემიძლია მქონდეს მხოლოდ განხორციელების მიღწევის იმედი.
ბაბა: ღმერთი არ ელოდება არც იმედს, არც იმედგაცრუებას: ეს ყველაფერი დაქვემდებარებულია ფარდობითობის თეორიას. წუთისოფლის ყოფიერება – არის როგორც იმედის, ასევე იმედგაცრუების, როგორც დაჯერებულობის ასევე ორჭოფობის მიღმა. მან არ იცის დასკვნებში მერყეობა. ის ყოველთვის მოძრაობს ყველა მიმართულებით და ამავე დროს მათგან არც ერთ მიმართულებაზე.
კითხვა: მაშინ მე რომელი მიმართულებით უნდა ვიმოძრაო?
ბაბა: ის, რაც მოცემულია დღეისთვის, აიღეთ დღეს. ის, რაც მოცემულია ხვალისთვის, აიღეთ ხვალ; იცხოვრეთ დღიდან დღემდე, ყოველი მომენტი: წარსულის გარეშე, მოგონებების გარეშე, ლოგიკური მსჯელობის გარეშე.
კითხვა: ლოგიკური მსჯელობის გარეშე?
ბაბა: დიახ. ლოგიკური მსჯელობები ბოჭავს, ისინი აწვება გონებაზე. ახალდაბადებული ბავშვი არ არის შეზღუდული ლოგიკური მსჯელობებით. ლოგიკური მსჯელობები ამონებს. ადამიანთა უმრავლესობა არის მონა ლოგიკური მსჯელობების, რომლებშიც ისინი მოხვდნენ.
კითხვა: მაშასადამე, მე უარი უნდა ვთქვა კონცენტრაციის პრაქტიკისგან?
ბაბა: თქვენ გაღელვებთ გონების ფიქსირების საკითხი. თქვენ ცდილობთ დააფიქსიროთ თქვენი აზრები და ყურადღება სიტყვაზე, შემდეგ ფორმაზე, მაგრამ გაიგეთ, რომ არ არის არაფერი მუდმივი – ყველაფერი განიცდის ცვლილებას. მაგრამ გეუბნებით თქვენ: შეცნობადობა რჩება უცვლელი, მაშინაც კი როცა ქრება ფორმა, მაშინაც კი როცა ინთქმება სიტყვა.
კითხვა: მე ვპოულობ სირთულეს ყურადღების გასამახვილებლად ფორმაზე და სიტყვაზე.
ბაბა: რადგან როცა თქვენ ცდილობთ მედიტირებას, თვით ცდა იწვევს კონფლიქტს “წარმატება-წარუმატებლობა”. შეიძლება თქვენ ეუბნებით საკუთარ თავს: “კარგია იმედიტირო ამაზე, და არა იმაზე”, ან “მედიტირება ამაზე არის არასწორი და უგნურება”. აკეთეთ “არჩევანის არქონის” პრაქტიკა: არავითარი საწინააღმდეგო აზრი, არავითარი განზრახვა – იყავით თავის თავად. არ მოეჭიდოთ არანაირ განსაკუთრებულ ფორმას, რადგან ესენი თანაბარ ხარისხოვნად არის ის. არ ჩაეჭიდოთ არანაირ სიტყვას ან ხმას, რადგან ეს ყველა არის – ის.
კითხვა: მე ხშირად მაგდებენ ურთიერთსაწინააღმდეგო რელიგიებს შორის.
ბაბა: წინააღმდეგობები გარდაუვალია – ამაშია თვით ამ სამყაროს და გონების ბუნება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ, გაგტყორცნიან უსასრულოდ ეს მოჩვენებითი წინააღმდეგობები თუ თქვენ იქნებით სიმშვიდეში ციკლონის ცენტრში. ეს არის პრობლემების პრობლემა, პრობლემა არსებობისა პერიფერიაზე თუ ცენტრში.
კითხვა: გარსშემოწერილობა თუ ცენტრი? ბორბლის ფერსო თუ მილისი?
ბაბა: დიახ, ცენტრი არის სიმშვიდეში; ის მყარია, უძრავი, მაგრამ გონება, მანებზე გატაცებული ობიექტური სურვილებით, შედეგად დაიწყებს თრევას ტალახზე და ქვებზე, ქვიშასა და ეკლებზე. მას არ აქვს უნარი გაიგოს, რომ ნეტარების მიღება შეიძლება ცენტრიდან, და არა გარსშემოწერილობიდან, ოღროჩოღრო გზის სირთულეების განცდას დაქვემდებარების გარეშე.
კითხვა: საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს გონებაზე გამარჯვებას?
ბაბა: ისწავლეთ, ყველა კონფლიქტებს წარმოშობილს გონებით, მისცეთ თავის თავად გათამაშება, რომ დაიყვანონ ერთმანეთი არყოფნამდე. იყავით ჰოლოკაუსტის მოწმეები. კონფლიქტის უმაღლესი გადაწყვეტა არ არის გადაწყვეტილების მიღებაში და არც არჩევანში, არამედ პასიურობის მდგომარეობაში ყოფნაში: გაბედეთ გადაწყვეტილების არმიღება, იხედეთ უსასრულო სირთულეებზე, რომლებშიც თქვენ შეჰყავხართ გონებას, როგორც ღმერთის ლილებს, მის თამაშს, როგორც ბუნებრივ ფუნქციას სურვილების კვანძისა, რომელსაც ეწოდება “გონება”; არ დაემორჩილოთ მის მტკიცებებს და მადას. სახელდობრ ეს ურჩიე მე სვამი აბჰედანანდას. დააკვირდით გონებას მანძილზე, არ დაანებოთ საკუთარ თავს მის შფოთვებში ჩართვა. მაშინ უკვე არაფერს აღარ ექნება მნიშვნელობა; და როცა ყველაფერი კარგავს აზრს, თქვენ ხვდებით ცენტრში, სულიერ წონასწორობაში.
კითხვა: სვამი, თქვენ ხართ ცენტრი, მანა და ფერსო.
ბაბა: დაე თქვენ არ აგაღელვოთ, ვინ ვარ მე. უკეთესია გაიაზრეთ, ვინ ხართ თქვენ და მუდმივად როგორ იყოთ ამ ჭეშმარიტებაში. არ იყოთ გონების უსასრულო ხრიკების ყურმოჭრილი მონა, თავი აარიდეთ ყველაფერს, რაც მიგასწრაფებთ თქვენ მის ბადეში. მე წაგიყვანთ თქვენ, თუ თქვენ მე მომენდობით. თქვენ არ მოგიტანთ ბედნიერებას ის, რასაც გთავაზობთ ეს სამყარო, რადგან გონება, დაწყრულებული ალტერნატივებით, – ეს არის მხოლოდ აუხდენელი ილუზია, წარმავალი თქვენი ხედვის წინ. მე არ განგსჯით თქვენ იმის გამო, რაც სინამდვილეში თქვენ არ გეკუთვნით. თქვენი არასრულყოფილება არ არის ჩემთვის წინააღმდეგობა.
კითხვა: ვაღიარებ, მე ყოველთვის არ ვიცავ ქცევის წესებს.
ბაბა: თქვენი გონება ყოველთვის ითხოვს “წესებს”, მაგრამ როცა თქვენ გაქვთ წესები, აღმოჩნდება, რომ თქვენ არ შეგიძლიათ მათი შესრულება. წესები ბადებს სიხისტეს, ძალის გამოყენებას. ესენი არ გამოდის სიყვარულისგან და მათ არ მოაქვთ სიყვარული. ყოველთვის არის შესაძლებლობა გაკეთდეს რაიმე წესების გარეშე. როგორც ხედავთ მე ვერ შემეხება თქვენი აღელვებები!
კითხვა: მე მოუსვენარი ვარ, ბაბა, ვისწრაფი სიმშვიდისკენ, მე არ შემიძლია მისი პოვნა.
ბაბა: თქვენი რეაქცია შფოთვაზე, და არა თვით შფოთვა – აი რა არის ცუდი. მოუსვენრობა – ეს არის მხოლოდ ტალღის აღმართვა და ვარდნა ოკეანეში, რომელიც თქვენ ხართ. არაფერს არ აქვს მნიშვნელობა… მარადისობის მდინარე ყოველთვის მიედინება უმაღლესი ნების ოკეანეში.
კითხვა: მე კიდევ რამდენ ხანს ვიქნები მოწყვეტილი ამ ნებიდან?
ბაბა: თქვენ ხართ ამ ნების ნატამალი, აი რატომ იტანჯებით თქვენ წყურვილით მოძებნოთ ის, შეუერთდეთ მას და ამ სახით იპოვოთ განხორციელება და ნეტარება. უთვალავი თაობა, თქვენის ჩათვლით, მიმართავდა ამ სამყაროს ნუგეშისა და მხარდაჭერისთვის, რათა დაეოკებინა ეს წყურვილი; მაგრამ წყურვილი მათ ჯერ კიდევ ტანჯავთ.
კითხვა: ასეთ შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს სწორი რეაქცია ამ წუთისოფლის ყველა ცდუნებაზე?
ბაბა: მიატოვეთ ესენი, არაფერს არ მოეჭიდოთ. იყავით სიმშვიდეში. დარჩით გონების “უსახლკარობაში” (ადგილთან მიუბმელობაში); ფიზიკური “უსახლკარობა” არ მოგიტანთ თქვენ გამარჯვებას. მრავალი სადჰუ (განდეგილი) მოხვდა სიხარბის, შურის, სიამაყისა და ძალაუფლების ძებნის რგოლებში: ისინი ვერ მოსცილდნენ თავიანთ სახლს, ააშენეს საპყრობილე თავის ირგვლივ. მე გამოგიწერთ “უსახლკარობას” გონების – გონება არმყოფი არსად.
კითხვა: და მოხეტიალე ყველგან?
ბაბა: არაფერი არ გამორიცხოთ. იყავით ყველაფრის მოწმე. გამორიცხვა არ შეიძლება გაგრძელდეს. ღმერთი არის ყველაფერი. თქვენი შეშფოთება წარმოიქმნება გამონაკლისიდან: ის, რაც გამონაკლისია, ახდენს ზეწოლას იმ სფეროზე, საიდანაც ის არის გამოკლებული. ყველაფერი არის ღმერთი, განა შეიძლება აიძულო ღმერთი დატოვოს მისი სამფლობელოები? თქვენი გონება აკეთებს დასკვნას, რომ შეშფოთების მიზეზი არის ის, რითაც ის არის შეშფოთებული მოცემულ მომენტში. ჭეშმარიტი მიზეზი ამაში არ არის: თქვენ ზღუდავთ ღმერთს თქვენი ვარაუდებით, აი აქედან არის შეშფოთება; რადგან თქვენც ღმრთიური ხართ, და თქვენი რეალობა პროტესტს აცხადებს ასეთი შეზღუდვის წინააღმდეგ.
კითხვა: ბაბა, ზოგჯერ მე მოწყენილი ვარ, რომ მე ასეთი უცნაური ვარ, რომ მე ჩემს ჩვევებში ასე განვსხვავდები სხვებისგან, ვინც ჩამოდის თქვენთან დახმარებისთვის.
ბაბა: თუ თქვენი გზა მთლიანად გამოირჩევა გარშემო მყოფთაგან, დაიჯერეთ, რომ ეს არის ჩემი ნება თქვენთვის. ნებისმიერი გზა – არის ჩემი გზა; და გზა, რომელიც ზოგიერთ სადჰაკს (მაძიებელს) ეჩვენება რაიონული, შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე პირდაპირი. ჩემთვის არ არის “უიმედო” შემთხვევები. აპრაქტიკეთ “არჩევანის არქონა”, როგორც მე გამოვწერე ზემოთ. არჩევანის გამოუყენებლობას მიჰყავს მყისიერ დაკმაყოფილებასთან.
კითხვა: მე მშლის ჩემი გატაცება ჩაის სმით.
ბაბა: ის, ვინც სვამს ჩაის, არ ერთმევა ზეცანი. რაჯასიკი ადამიანი ხდება უზომოდ აქტიური ჩაისგან, მაგრამ ინვალიდისთვის ის იძლევა აუცილებელ ამაღლებას. მაგრამ არ გატაცდეთ ჩაით, როგორც ერთადერთი რეალობით. რაც შეეხება ჩვევებს, რომლებიც დამკვიდრდა თქვენში, აქ არის ორი მეთოდი, რომლების დახმარებითაც თქვენ შეგიძლიათ მათი თავიდან მოცილება. პირველი – ეს არის უარი, უარყოფა. მაგრამ ამან შეიძლება მოიტანოს მხოლოდ დროებითი წარმატება: როცა გადამჭრელობა სუსტდება, ჩვევა კვლავ ბრუნდება უკან და ძნელია მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მეორე მეთოდი – ისე გატაცდე რაიმე უფრო სასიამოვნოთი, რომ ჩვევა გადავარდეს თავისთავად. გახსოვდეთ: იმას, რაც არამუდმივია – არ აქვს არავითარი მნიშვნელობა; მნიშვნელოვანია ის, რაც მუდმივია. ჩემი რეცეპტები სხვადასხვაგვარია, ესენი განსხვავდება დამოკიდებულებით ადამიანისგან, მისი დონისგან, თუნდაც ერთი და იგივე ადამიანის შემთხვევაში. ყველა რეცეპტი მოქმედებს. დაე ადამიანები მოვიდნენ ჩემთან ბჰაჯანების საშუალებით, ჯაფის საშუალებით, მედიტირების საშუალებით, მანტრების ან ტანტრების, ან სევას (მსახურების) საშუალებით – როგორც მე წინასწარ განვსაზღვრავ. თითოეული მოვა ჩემთან, თითოეული უნდა მოვიდეს ჩემთან – გამონაკლისი არ არის.
კითხვა: ჩვენ იმედს ვამყარებთ თქვენს წყალობაზე, ჩვენ გვწყურია ის. დაგვეხმარეთ ჩვენ შევიცნოთ ის.
ბაბა: არასდროს მე არ მითხოვია თქვენთვის დამიმსახუროთ მე. მინდა მხოლოდ, რომ მე ვიყო თქვენთვის საჭირო. თქვენი გზა არ არის დამსახურებების გზა. გადმომეცით მე მუდმივად წარმოქმნადი თქვენი გონების სურვილები ყოველ ჯერ, როცა ესენი ჩნდება. ესენი მე ვერ დამაშოკირებენ, რადგან ისინი წარმოიქმნა ჩემი სურვილით. მომიტანეთ მე თქვენი ორჭოფობა, თქვენი შიში, თქვენი სურვილები, თქვენი განგაშები, თქვენი უუნარობა გიყვარდეთ სამყარო, თქვენი მერყეობა იმსახუროთ, თქვენი ეჭვიანობა – ყველა ნაკლოვანება, რომელიც დგას თქვენი სადჰანის (სულიერი პრაქტიკის) გზაზე.
კითხვა: ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ სევა, თუ ჩვენ ვგრძნობთ შთაგონებას ამის კეთებაზე. მაგრამ თუ ასეთი შთაგონება არ არსებობს?
ბაბა: არსებობს სამყაროს მსახურების მრავალი გზა. თქვენ შეგიძლიათ ემსახუროთ, თუ აქტიურად არა, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, თქვენი სიმშვიდით. ყველას არ სჭირდება მუდმივად მოქმედება. თქვენი დასავლეთის მემკვიდრეობა პატივს სცემს აქტიურ მუშაობას. მაგრამ თუ თქვენი ნატურა იხრება სიმშვიდისა და მარტოობისკენ, მაშინ მიიღეთ ეს, როგორც თქვენთვის ყველაზე უკეთესი. არ ინანოთ ამის შესახებ. მხოლოდ ადამიანების მცირე რიცხვს შეუძლია დატკბეს სიმშვიდით და დარჩეს სიმშვიდეში. ასეთია ღმერთის ნება. სხვა შემთხვევაში, როგორ შეძლებდა სამყარო ფუნქციონირებას? თუ თქვენი ბედი სიმშვიდეა, მაშ გაკადნიერდით იყოთ ასეთი. თუ თქვენ ხართ განდეგილი, მაშინ იყავით განდეგილი, მაგრამ იყავით განდეგილი ჩემთან. თუმცა თქვენ შეიძლება არ იყოთ წმინდანი, მაგრამ თქვენ მშვიდად შეგიძლიათ იყოთ არაფერი. დაე თითოეული იყოს ისეთი, როგორიც არის, მაგრამ არ დაივიწყოს, თავისი საწყისი და თავისი რეალობა. არავინ იქნებოდა იმად, ვინც ის არის, თუ არ ვიქნებოდი მე.
კითხვა: მე კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო.
ბაბა: თქვენ გინდათ ისწავლოთ ჩემთან? მაშ ასე, თუ თქვენ დაკავებული ხართ თქვენი სხეულის საჭიროებებით: მისი გადაადგილების, ცხოვრების და გამოკვების მზადებებით, რომელსაც ის მოითხოვს, მაშინ დრო გაფრინდება შეუმჩნევლად. ის სტუდენტი, რომელიც არ ხარჯავს დროს, ერთიდან მეორე საკლასო ოთახში მუდმივად გადასვლით, შეისწავლის უკეთესად და ყველაზე სწრაფად; ჩემს კლასში თქვენ გაიგებთ ყველაფერს, რის ცოდნაც გჭირდებათ. მე განგაცდევინებთ ყოფის ყველა მდგომარეობას, რათა თქვენ შეისწავლოთ, ყოველ მათგანში ყოფნისას, იმყოფებოდეთ ჩემში. ჩემთვის არ არის გადაულახავი დაბრკოლებები, ჩემთვის არ არის არაფერი, რის თავიდან აცილებაც შეუძლებელია, მე ვარ ყველანაირი განპირობებულობის მიღმა.
კითხვა: მაგრამ თქვენ ასე ხშირად და ასე ხანგრძლივად არ იმყოფებით აშრამში.
ბაბა: ყოველთვის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, – მე ვარ იქ, სადაც თქვენ გჭირდებით. ყველაფერი გარეგანი განიცდის დროსა და სივრცის, ბუნების მატერიალური კანონების შეზღუდვებს – ჩემი გარეგანი ფორმაც კი არ არის გამონაკლისი: თუ თქვენ გსურთ აღიქვათ ჩემი ფიზიკური ფორმა, მაშინ ის უნდა მოხვდეს თქვენი მხედველობის ფარგლებში, იპოვეთ ისეთი მდგომარეობა, რომ თქვენ შეძლოთ მისი დანახვა. და მაშინაც კი, მან შეიძლება არ შემოგხედოთ თქვენ. მაგრამ მე ყველგანარსი ვარ – მე ვარ ყველა ცოცხალ არსებაში. მათში თქვენ შეგიძლიათ დამინახოთ მე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე – და მიიღოთ დარშანი. ის, რომ გარეგანი ხედვა არასაკმარისია, – გამიზნულია: ის (გარეგანი ხედვა) წამიერი, წარმავალი, შემთხვევითი, – იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ შინაგანი დარშანის მოწყურება და მიაღწიოთ მას. თუ მე პერიოდულად გამოგყოფთ თქვენ ჩემი სახისგან, ეს მხოლოდ იმისთვის, რომ მოგიყვანოთ ჩემთან – ჩემს თქვენში დასწრებასთან. მე ვიცი, რომ მხოლოდ ეს გაგაცოცხლებთ თქვენ და მოგცემთ თქვენ ძალებს. ჩემი არყოფნა არასდროს არ იყო საყვედური ან თქვენზე უარის თქმა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ჩემს მიერ წინასწარდასახულად. მე ყოველთვის მსურს თქვენი ჩემთან დაბრუნება.
სტატია ჟურნალიდან “ღმრთიური სიყვარული” N14