მარტი

1.03.22.
შივარათრი არის შეხსენება მთელი კაცობრიობისადმი ჭკუის კონტროლის მიზნის შესახებ. მთვარე არის ჭკუის ხელმძღვანელი ღმრთაება, ბრძენთა აზრით, და თანამედროვე მეცნიერებამაც კი აღმოაჩინა წმინდა ურთიერთობა ჭკუის კაპრიზებსა და მთვარის ფაზებს შორის. თვის ბნელ ნახევარში მთვარე სულ უფრო და უფრო ნაკლებად ჩანს როგორც დღეები მიიწევს წინ და სიმბოლურად შეიძლება დავასკვნათ რომ ჭკუაც გადის დაკლების პროცესს. ეს დღე არის მე-14 ღამე და არსებობს მთვარის ძალიან ცოტა ნარჩენი, რომ გავლენა მოახდინოს დედამიწაზე ან კაცის ჭკუაზე. სულიერი ძალისხმევის ნაკადი სიფხიზლის, ბჰაჯანის (ჯგუფური გალობის) და მარხვის გზით რაც სრულდება ამ რათრიში (ღამეში) ან უმეცრების პერიოდში შედეგდება ჭკუის მილევასა და ამით დაპყრობაში ყველა მიდრეკილებისა და დამოკიდებულების რომელშიც მას ჩახლართული ჰყავს კაცი. ამრიგად ეს რათრი შეიძლება სუბლიმირებული იყოს შივას ზეციურ ბრწყინვალებაში.
– ღმერთის საუბარი, 1977 წლის 16 თებერვალი.
2.03.22.
სწრაფვა – ეს არის თქვენი მოვალეობა. ლტოლვა – ეს არის თქვენი ამოცანა. ბრძოლა – ეს არის თქვენი გამაგრება. თუ მხოლოდ თქვენ ამას აკეთებთ, გულწრფელად და სტაბილურად, ღმერთი დიდხანს ვერ დაიჭერს რეალიზების ჯილდოს. მდინარე ესწრაფის, ილტვის და იბრძვის ზღვასთან შესარწყმელად, საიდანაც იგი მოვიდა. მას აქვს ეს სასურველი ბოლო მიზანი ყოველთვის ფხიზლად თავის შეგნებაში. იგი ცდილობს გახდეს სუფთა და გამჭვირვალე ამგვარად რომ შეძლოს კეთილად მიღება მისი წყაროსგან. იგი ლახავს რელიეფის ყველა დაბრკოლებას იმისთვის რომ წარმატებით იმოგზაუროს თავისი მიზნისკენ. ადამიანმაც უნდა გამოიყენოს ყველა ფიზიკური, მენტალური, მორალური, ინტელექტუალური და მატერიალური ნიჭი რაც ღმერთმა მას მიანიჭა ასე რომ მან შეძლოს რეალიზების მიზნისკენ მოგზაურობა. არ შეცდეთ რწმენით ორი არსების არსებობის: ამ მსოფლიოსა და შემდეგის, აქვეყნიურის და საიქიოს. აქ გააცნობიერეთ იქაურობა; ეს სამყარო ჩაქსოვილია მომავალთან. არ არსებობს ჭეშმარიტება საეროს და სულიერის, ღმრთიურისა და მატერიალისტურის, ზეციურისა და მიწიერის შეუსაბამობაში.
– ღმერთის საუბარი, 1977 წლის 16 თებერვალი.
3.03.22.
სანამ მედიტირების მიზანი არ მიიღწევა, მჯდომარე პოზების (ასანების) კარგად დამკვიდრებული დისციპლინა უნდა იყოს გაგრძელებული. მანამდე კურიკულუმს უნდა მისდიოთ. მიზნის მიღწევის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ჭკუა (მანასი) და გონება (ბუდჰი) დაიპყრობა და მოექცევა კონტროლს ქვეშ – ადამიანი შეიძლება ჩაიძიროს მედიტირებაში სადაც კი აღმოჩნდება: საწოლზე, სკამზე, კლდეებზე, თუ ეტლში. როგორც კი მოტოციკლეტის ტარებას ისწავლით, თქვენ შეგიძლიათ იმგზავროთ ნებისმიერ გზაზე და ყველა პირობებში. მაგრამ როცა თქვენ მხოლოდ სწავლობთ ტარებას, თქვენი საკუთარი უსაფრთხოებისა და გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის, თქვენ უნდა აირჩიოთ ღია საპარადო მოედანი. და თქვენ უნდა მისდიოთ ბალანსის გარკვეულ პრინციპებს; ეს აუცილებელია. ასევე, ვინც დაკავებულია მედიტირებით (სადჰანით) უნდა გაიაროს ტრენინგის გარკვეული კურსი. არანაირი ცვლილება არ შეიძლება გაკეთდეს ამაში.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 2.
4.03.22.
“სო-ჰამ” (მე ვარ ის) აცხადებს ინდივიდისა და ღვთაებრივის იდენტობას. ეს იდენტობა ვერ იქნება გაგებული მანამ, სანამ ადამიანი მატერიალური სამყაროს საცეცებშია ჩაფლული. ეს არის ჭეშმარიტება ღმერთის შესახებ. თუ ვინმე იკითხავს: “სად არის ეს ღმერთი?” პასუხი მოცემულია ბჰაგავად გიტას მე-18 თავში, 61-ე სტროფში. კრიშნამ იქ გამოაცხადა: „იშვარაჰ სარვაბჰუთანამ ჰრიდდეშე“ (უფალი ბინადრობს ყველა არსების გულის სივრცეში). ჩვენ ვსწავლობთ გიტას. ჩვენ თაყვანს ვცემთ მას. არის ყოველდღიური საჯარო კითხვა, მაგრამ არა პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ვინც აცნობიერებს თავის იდენტურობას ღმრთაებრივთან, არავის მიაყენებს ზიანს. მსახურება ხალხისადმი არის ღმერთის ნამდვილი თაყვანისცემა. ღმრთიური ძალა აღწევს ყველაფერს. ჩვენი მოგზაურობა არის ინდივიდუალურიდან უნივერსალურამდე, “სვამიდან” (ჩემიდან) “სო-ჰამამდე” (ღმერთთან ერთიანობამდე), “მე”-დან “ჩვენამდე”.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 11 თებერვალი.
5.03.22.
რამეს სიტყვებით აღწერა რთულია; ამან შეიძლება მოწყენილობაც კი გამოიწვიოს. მაგრამ ამის დემონსტრირება საქმით არის უფრო ადვილი და სასიამოვნო! ადამიანების იძულება გაიგონ მედიტირების კეთებით არის უკეთესი ვიდრე ლაპარაკით ამის შესახებ! მასზე ჩემი წერა და თქვენი წაკითხვა ვერ გაგიადვილებთ მას. მედიტირების საშუალებით ადამიანები აღწევენ საკუთარ თავში ათმას რეალიზების ღმრთაებრივ გამოცდილებას. მედიტირების საშუალებით სულიერ ასპირანტებს შეუძლიათ ჩამოაგდონ უმეცრების გარსები ფენა ფენად. ისინი აშორებენ თავიანთ გრძნობით აღქმებს ამსოფლიურ ობიექტურ გამოცდილებასთან კონტაქტისგან. პროცესი რომელიც უმიზნებს ამ წმინდა დასრულებას იმსახურებს ეწოდოს მედიტირება. ამ პროცესისთვის ადამიანი აღჭურვილი უნდა იყოს კარგი ჩვევებით, დისციპლინითა და მაღალი იდეალებით. ადამიანი უნდა იყოს სავსე უარის თქმით ამსოფლიურ საგნებსა და მათ მიმზიდველობაზე. როგორიც გინდა იყოს სიტუაცია, ადამიანი უნდა მოიქცეს ენთუზიაზმითა და სიხარულით. რაც კეთდება უნდა მიეძღვნას არა საარსებო საშუალებათა შევსებას არამედ ათმური ნეტარების (ათმა-ანანდას) გამომუშავებას!
– დჰიანა ვაჰინი, თავი 2.
6.03.22.
მშვიდობა არის საუკეთესო საგანძური, რის გარეშეც ძალა, ავტორიტეტი, დიდება და სიმდიდრე არის უინტერესო და დამამძიმებელი. თიაგარაჯა მღეროდა, რომ ვერ იქნება ბედნიერება შინაგანი სიმშვიდის გარეშე. ამ სიმშვიდის მოსაპოვებლად და მასში ურყევად დასამკვიდრებლად, კაცმა უნდა განივითაროს აბჰიასა (სტაბილური პრაქტიკა) და ვაირაგიამ (სრული განცალკევება). დაბადებიდან სიკვდილამდე, ადამიანი არის ჩვევებისა და პრაქტიკების მონა. ადამიანმა უნდა შეისწავლოს ესები და უფრო მეტად დაეყრდნოს იმაზე რასაც მიჰყავს ის სუბიექტური სიხარულისკენ ვიდრე ობიექტური სიამოვნებისკენ. სუბიექტური სიხარული შეიძლება მიღებულ იქნეს სახლში ჰარმონიით, ურთიერთთანამშრომლობით ოჯახისა და საზოგადოების წევრებს შორის, სხვებისთვის მსახურების ქმედებებით, და ზრუნვით კეთილდღეობასა და აყვავებაზე საზოგადოების რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 20 აპრილი.
7.03.22.
ჭეშმარიტად აუცილებელია ჭკუის გაწვრთნა იყოს ყოველთვის სასიამოვნო. მდინარის წყლები მოჩქრიალებს მთებიდან ჩაედინება ველებში და მიედინება ხეობებით; ნაკადები ერთდება სხვადასხვა ეტაპზე, და წყლები ხდება მღვრიე და უსუფთაო. ასევე, ადამიანის სიცოცხლის დინებაში, სიჩქარე და ძალა იზრდება და მცირდება. ეს აწევები და ვარდნები შეიძლება მოხდეს ცხოვრების ნებისმიერ მომენტში. ვერავინ გაექცევა მათ. ესები შეიძლება მოვიდეს ცხოვრების დასაწყისში, ბოლოს ან შესაძლოა შუაში. ასე რომ, ადამიანმა მტკიცედ უნდა დაარწმუნოს საკუთარი თავი რომ ცხოვრება აუცილებლად სავსეა აწევებითა და ვარდნებით და რომ, მათი შიშისა და წუხილისგან შორს უნდა კეთილად მიიღოს ესები როგორც მისი გამოცდილების მომმატებლები. ადამიანი არა მხოლოდ ასე უნდა გრძნობდეს თავს, არამედ უნდა იყოს ბედნიერი და მოხარული იმით რაც კი ხდება! შემდეგ, ყველა სიძნელე, ნებისმიერი ბუნების, გაივლის მსუბუქად და სწრაფად. ამისთვის, ჭკუის კარგი სულიერი განწყობილება არის აუცილებელი.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 3.
8.03.22.
სიყვარულის ტანმოსილებო! ამ უსასრულო სამყაროში, უამრავ ცოცხალ არსებას შორის კაცობრიობა არის ამაღლებული. ადამიანის არსებებს შორის, ქალად დაბადება არის პრივილეგია. არსებობს ბევრი მაგალითი ქალის უპირატესობის საჩვენებლად. არ იყო რამა დაბადებული როგორც ღმრთაებრივი ინკარნირება კაუსალიას მუცელში? არ გახდნენ ლავა და კუშა (ტყუპები) დიდები რადგან სიტას დაებადნენ? განა ეს არ იყო ჯიჯაბაის სიყვარულით სავსე მზრუნველობა რამაც შივაჯი დიდად აქცია? განა პუთლიბაის ღმრთისმოსაობამ არ გახადა განდი მაჰათმად? ყველა დიდი ბრძენი, წმინდანი, გმირი და მეომარი დაიბადა ქალებისგან „ვინც ისინი გახადეს დიდები“. ქალი არის ბუნების ქალღმერთი. აშკარაა რომ ქალური დაბადება არის პატივსაცემი, სათაყვანებელი და ამაღლებული. ვედა ასევე თაყვანს სცემს ქალურ პრინციპს სხვადასხვა გზით.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 19 ნოემბერი.
9.03.22.
გაიმეორეთ სოჰამი (მე ვარ ის), ყოველ სუნთქვაზე: „სო“ როცა ჩაისუნთქავთ და „ჰამ“, როცა ამოისუნთქავთ, „სო“ ნიშნავს ის და „ჰამ“ ნიშნავს მე. როდესაც დაასრულებთ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას, იგრძენით რომ “სო” (უფალი), და “ჰამ” (თქვენ), ხართ ერთი. მოგვიანებით, ხანგრძლივი პრაქტიკის შემდეგ, ის და მე როგორც ორი ცალკეული არსება გაქრება და ვეღარ იქნება “სო” და “ჰამი”. ეს ბგერები შემცირდება “ო” და “მ”-მდე და გახდება “ომ” (პრანავა). გაიმეორეთ ეს ხმა შემდგომ ყოველ ამოსუნთქვაზე და ეს გიხსნით დაბადებისა და სიკვდილის მონობისგან; ეს არის პრანავოპასანა (პრანავაზე ფიქრი) რეკომენდებული ვედებში. ეს სოჰამის წარმოთქმა არის ჭკუის თქვენთან ერთად გაქცევისგან შეზღუდვის კარგი საშუალება. დაე ჭკუა მუდამ მიბმული იყოს უფალთან; მაშინ, იგი არ გაიქცევა, როგორც იგი წარმოიდგენს, ყველა მიმართულებისკენ. ეს არის კრიშნას მოწოდების მნიშვნელობა: “სარვადჰარმან პარითიაჯია მამ ეკამ შარანამ ვრაჯა – უარი თქვით ყველა სხვა აქტივობაზე, სრულად დამნებდით მე”. დააყენეთ ჭკუა მთლიანად მის მსახურებაში. მაშინ ის გიხსნით დაცემისგან!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 22 მაისი.
10.03.22.
ყურადღების მიზანდასახულად მიმართვა სუბიექტზე და მისი აქ დაფიქსირება არის ერთმიზნობრიობა (ეკაგრატა). ეს არის ასევე ჭკუის მდგომარეობა. კონცენტრირება და ერთმიზნობრიობა ხელს უწყობს ძალისხმევის ფოკუსირებას ნებისმიერ შერჩეულ ამოცანაზე. კონცენტრირება აუცილებელია ყველასთვის. ეს არის ყველა წარმატებული მცდელობის საფუძველი. ეს საჭიროა არა მხოლოდ მედიტირებისთვის არამედ ამსოფლიური საქმეებისთვისა და ჩვეულებრივი ცხოვრებისთვისაც კი. რა დავალებითაც გინდა იყოს ადამიანი დაკავებული, მისი კონცენტრირებით შესრულება განავითარებს როგორც თავდაჯერებულობას ასევე თავმოყვარეობას, რადგან ესები არის ადამიანის საკუთარი ჭკუის დამოკიდებულების შედეგი. ჭკუა შეიძლება ეყრდნობოდეს ცუდს ან კარგს, ამიტომ კონცენტრირებული ყურადღება უნდა მიექცეს ჭკუის დაჭერას მიბმულად მხოლოდ კარგ განზრახვებზე. კარგ ამოცანებში წარმატება ან წარუმატებლობა დამოკიდებულია ერთმიზნობრიობაზე. ერთმიზნობრიობა გაზრდის ძალასა და უნარს. მაგრამ მისი მოპოვება შეუძლებელია დაუპყრობლად ამსოფლიური ლტოლვების რომლებიც ჭკუას ფანტავს. ეს ერთმიზნობრიობა, ჭკუის ეს დაპყრობა, მიიღწევა მედიტირების ვარჯიშით.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 3.
11.03.22.
მღვდელმსახურმა გითხრათ თქვენ დაესწროთ გიტაზე გამართულ საუბარს მაგრამ აქ არ არის არაფერი კარგი თუ თქვენ დაეყრდნობით დარბაზის სვეტს და ჩათვლემთ. ეს არ არის ხმა არამედ ეს არის აზრი რასაც მნიშვნელობა აქვს; ეს არის არა ყური არამედ გული რამაც უნდა დალიოს გიტაში. მას სურდა, რომ თქვენ მოგეძებნათ და დამტკბარიყავით სათსანგამით (კარგი კომპანიით); ამ სანგამთან (კრებასთან) უნდა იყოს თვითგამოკვლევაც – რამდენად წარმატდით თქვენ გრძნობებისგან თავის დაღწევასა და უფალთან მიახლოებაში. მანა ევა მანუშიანამ კარანამ ბანდჰა მოკშაიაოჰ – ჭკუა ბოჭავს და ჭკუა ათავისუფლებს. ასე რომ ავარჯიშეთ ჭკუა და გაიმარჯვეთ. ეს არის ველური სპილო, რომელიც შეიძლება მოთვინიერდეს სოჰამის სახრით. არ კვებოთ იგი ამპარტავნებით, სიძულვილით, შურითა და სიხარბით. დაე უფლის სახელი ექოდ ჟღერდეს მუდამ ყურში და ჭკუა მოთვინიერდეს.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 22 მაისი.
12.03.22.
დღეს ადამიანებს სურთ იცხოვრონ ბედნიერად მაგრამ არ ატარებენ იდეალურ ცხოვრებებს. მშობლები, ცალკეულ შემთხვევებში, არ იძლევიან კარგ მაგალითებს შვილებისთვის. თანამედროვე ეპოქაში მამა შვილებს არ ასწავლის სათანადოდ და ბავშვები არ აქცევენ ყურადღებას დედის სიტყვებს. მამების დიდი უმრავლესობა დღეს იქცევა დჰრითარაშთრას მსგავსად. იქ სადაც არიან ზოგიერთი კარგი შვილები, გამტარებლები ღმრთისმოსავი ცხოვრების, მამები საყვედურობენ მათ და ეუბნებიან: “გაგიჟდით? არ მიიღოთ მონაწილეობა ბჰაჯანებში ან სოციალურ მსახურებაში”. მშობლები ვინც იქცევიან ასე არიან მსგავსი ჰირანიაკაშიპუს, ვინც ვერ იტანდა ჰარის თაყვანისმცემელ თავის შვილს. დღეს ჩვენ გვყავს დჰრითარაშთრას და ჰირანიაკაშიპუს მსგავსი ბევრი მშობელი, მაგრამ ცოტა ვინც მოუწოდებს შვილებს მისდიონ უბიწოებას. დღეს ბავშვებს არ იზიდავს ისეთი საგანმანათლებლო ნამუშევრები როგორიცაა რამაიანა, მაჰაბჰარათა და ბჰაგავათამი. ისინი კარგავენ დროს მაკულატურის კითხვაში. მშობლებმა უნდა იზრუნონ რომ შვილებმა არ წაიკითხონ ცუდი წიგნები. თუ ერი უნდა აყვავდეს, გაუმჯობესება უნდა დაიწყოს მშობლებით.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 19 ნოემბერი.
13.03.22.
არსებობს ადამიანების ორი ტიპი: ერთნი ადანაშაულებენ საკუთარ თავს როგორც ცოდვილს და მეორენი ქებას ასხამენ საკუთარ თავს როგორც დიდებს. ორივე ტიპი წუხს საკუთარი გონებრივი სისუსტის გამო! რაც მათ ორივეს სჭირდება არის გონებრივი კმაყოფილება; ამის მიღება შესაძლებელია მედიტირებით. მედიტირებით გაგება იმატებს და სიბრძნე იზრდება. ამისთვის, ადამიანმა უნდა განივითაროს ინტერესი მედიტირებაში და მიდრეკილება მედიტირებისადმი, ანუ ლტოლვა, რომელიც არ უშვებს სხვა ნაბიჯს და არ მოითმენს რამე დაბრკოლებას. რასაკვირველია, შეიძლება ადამიანს სურდეს მუსიკის მოსმენა და მისგან სიხარულის მიღება, ან ნახვა ტანმოსილების ახლო ნათესავების ვინც მოკვდნენ და იღებდეს დარდს! ლტოლვას შეიძლება ჰქონდეს სასიამოვნო ან უსიამოვნო შედეგები! ლტოლვას უნდა ჰქონდეს ძალა მცდელობის შთასაგონებლად. სინამდვილეში, ლტოლვა არის მხოლოდ უმოქმედო მცდელობა და მცდელობა არის ლტოლვა მოქმედებაში. როცა ლტოლვა სუსტია, მცდელობა მცირდება; როცა ერთი ძლიერია, მეორეც არის ასევე აქტიური!
– დჰიანა ვაჰინი, თავი 3.
14.03.22.
ცხოვრება გულისხმობს ინდივიდში ცხოვრების პრინციპის მოქმედებას, რომელიც ააქტიურებს ყველა არსებას. უატრიბუტებო ღმრთაებრივი იღებს გარკვეულ ხარისხებს თავის ბუნებად და ხდება საგუნა. ასე ფორმირებული ინდივიდი ცდილობს შეიცნოს და განცადოს მრავალფეროვნება სახელებისა და ფორმების რომლებიც წარმოდგენილია მისი აღქმის გრძნობებისა და ჭკუისთვის. ეს არის, მოკლედ, ცხოვრების პროცესი, „ცოდნის“, ადამიანის ცნობიერების გაფართოების პროექტი. პროცესს აქვს დასაწყისი და დასასრული, ის მოიცავს წარმატებასა და წარუმატებლობას, სიკეთესა და ბოროტებას. “მე ვარ ჯივი, ცოცხალი ინდივიდი”, “მე ვარ ცნობიერების ნაპერწკალი”, “მე ვარ განსახიერებული ათმა” – განცხადებები ისეთი როგორიც ესებია არ ავლენს ცხოვრების პრინციპის ცოდნას. ჯივი არის ღმრთაებრივი ცნობიერება, დაყენებული ეტლში. ეს არ არის ინერტული ნივთების შეკვრა ჩამოსხმული ფორმაში და სახელით ნიშანდებული. არსებობს მხოლოდ ერთი ყოვლისმომცველი ცნობიერება მაგრამ კაცი განიცდის მას ფრაგმენტებად და, შეცდომით იღებს მას როგორც ბევრს, ის ხელით სინჯავს დაბნეულობას გამოწვეულს მისი საკუთარი უცოდინარობით.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 22 მარტი.
15.03.22.
ისინი ვინც არ თმობენ დისკრიმინირების გზას (ვიჩარა მარგას) იღებენ უფლის წყალობას და ისინი ასევე აცნობიერებენ ათმას. ისინი ყოველთვის ეძებენ მარადიულ ჭეშმარიტებას რაც არის ამ მსოფლიოს სიზმრის მსგავსი ილუზიების მიზეზი. აკონტროლეთ გრძნობები რომლებიც დარბის უწესრიგოდ; შემდეგ, დაავადების წარმოშობა განადგურდება. დაე ჭკუამ მზერა დაიჭიროს თავის გიმნასტიკაზე; შეაკავეთ აზრების, გეგმებისა და სქემების გაშმაგებული მოწყდომა; მაშინ ადგილი აღარ დარჩება წუხილისა და შფოთვისთვის ჭკუაში. თქვენი აზრების ხეტიალის შესამცირებლად, იმეორეთ უფლის სახელი; ეს გარეთ დატოვებს თქვენს დარდებსა და მწუხარებას. ჭკუის გაქრობის გარეშე სულიერი სიბრძნე ვერ გაჩნდება. სრული ადამიანი არის ის ვინც წარმატებულია ამაში. სულიერმა ასპირანტმა ჯერ უნდა ისწავლოს საიდუმლო „შინაგანი ხედვის“, „შიგნით მიმართული ხედვის“, და მოაშოროს ყურადღება გარეგნულიდან.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 3.
16.03.22.
თუ არსებობს ძირმაგარა ტანზე, თქვენ ადებთ რაღაც მალამოს მასზე და ფარავთ მას სახვევით სანამ მთლიანად არ კანიკურნება. თუ თქვენ არ გამოიყენებთ მალამოს და არ დაამაგრებთ სახვევს ამ ძირმაგარის ირგვლივ, ის შესაძლოა სეპტიური გახდეს და დიდი ზიანი გამოიწვიოს მოგვიანებით. დროდადრო ჩვენ უნდა გავწმინდოთ იგი სუფთა წყლით, გამოვიყენოთ მალამო ისევ და დავადოთ ახალი სახვევი. იგივენაირად, ჩვენს ცხოვრებაში, არის ეს კონკრეტული ძირმაგარა რომელიც ამოიზრდება ჩვენს ტანში “მე”, “მე”, “მე”-ს ფორმით. თუ თქვენ გსურთ მართლა განკურნოთ ეს „მე“-ს ძირმაგარა, თქვენ ყოველდღე უნდა დაბანოთ იგი სიყვარულის წყლით, გამოიყენოთ რწმენის მალამო მასზე და შემოახვიოთ თავმდაბლობის სახვევი მის ირგვლივ. სახვევი თავმდაბლობის, მალამო რწმენის და წყლები სიყვარულის შეძლებს განკურნას დაავადების რომელიც ამოიხეთქა ამ “მე”-ს ძირმაგარით.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 17 თებერვალი.
17.03.22.
ზუსტად როგორც ბავშვი, დაკვირვებისა და გაგების სწავლის შემდეგ, ცდილობს სახლში აქეთ-იქით სვლას, ასევე სულიერი ასპირანტი სწავლობს სვლას შინაგან მსოფლიოში და მის გაგებას. ჯანმრთელი ბავშვი აკვანში იქნევს მის მკლავებს და ფეხებს ხალისიანად და ტიტინებს სიხარულით ნათურის ხედვისას კედელზე. მსგავსად, სულიერი ასპირანტი, ასევე ჯანმრთელი ტანმოსილებით, ჭკუითა და სულით, მწოლიარე სიცოცხლის აკვანში, აკვირდება შინაგან მსოფლიოს და ატყლაშუნებს ხელებს შეუჩერებლად ამ შინაგან სიხარულში დიდი მხიარულებით. ეს უნდა გაკეთდეს. გარდა ამისა, ყოველი აზრი, ყოველი სიტყვა და ყოველი საქმე უნდა მომდინარეობდეს ცოდნის სრული ცნობიერებიდან. მიმართეთ თქვენი გონება არა ხეტიალზე ირგვლივ არამედ ცხოვრებაზე მუდმივად შინაგან სამყაროში! ეს არის შინაგანი ძიება, და მედიტირება არის ამისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. სულიერ ასპირანტს შეუძლია შევიდეს შინაგან ძიებაში თვითგამოკვლევის კარიბჭით. ეს კარიბჭე თანახმაა კეთილად მიიღოს ცხოვრებაში შესაძლებელ უმაღლეს და წმინდა სტატუსში ყველა ასპირანტი ვინც დაჯილდოებულია თავმდაბლობითა და ერთგულებით.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 3.
18.03.22.
მმედიტირებელი მიიჩნევს ათმური ნეტარების რეალიზებას, როგორც მნიშვნელოვანს, მაგრამ მსოფლიოს კეთილდღეობის განვითარება არის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანი. ამ მიზნის შესასრულებლად ადამიანმა უნდა მიიტანოს გარკვეული ფიზიკური, სიტყვიერი და გონებრივი მიდრეკილებები კონტროლს ქვეშ. ესები ჩვეულებრივ ცნობილია როგორც ათგზის ცოდვა: სამი ფიზიკური, ოთხი სიტყვიერი და სამი გონებრივი. ფიზიკური მიდრეკილებებია: სიცოცხლის დაზიანება, მრუშობის სურვილი და ქურდობა. სიტყვიერი ცოდვებია: ცრუ განგაშები, სასტიკი საუბარი, ეჭვიანი ლაპარაკი და ტყუილები. გონებრივი დამოკიდებულებებია: სიხარბე, შური და ღმერთის უარყოფა. ადამიანმა განზრახულმა მედიტირების გზის მიდევნაზე ყველანაირად უნდა იზრუნოს რომ ეს ათი მტერი არც კი მიუახლოვდეს. ესები მთლიანად უნდა იქნას თავიდან აცილებული. ადამიანს სჭირდება ტენდენციები რომლებიც დაეხმარება წინსვლას და არა ისები რაც უკან დახევს. ადამიანმა უნდა ილაპარაკოს და მოიმოქმედოს მხოლოდ სიკეთე (სუბჰა), რადგან მარტო სიკეთეა ხელსაყრელი (მანგალა) და ხელსაყრელი არის მხოლოდ სივა.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 4.
19.03.22.
ჭკუის დახმარებით ადამიანს შეუძლია ამაღლება ადამიანური დონიდან ღმრთაებრიობის უმაღლეს დონემდე. მაგრამ მას ასევე შეუძლია დაეშვას ცხოველურ ბუნებამდე ან დემონურ დონეზე. როგორც კი თქვენ შეატრიელებთ ჭკუას მსოფლიოს საგნებისკენ მას მიდრეკილება აქვს გახდეს ბუნებით ცხოველური და დემონური. თუ ჭკუა შეტრიალებულია ზევით ღმერთისკენ და თავისუფლდება აზროვნების პროცესისგან, ის მიდრეკილია შერწყმაზე ნირგუნა ნირაკარასთან და ამგვარად ხდება გათავისუფლებული. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მონობისთვის არის ზედმეტი თავისუფლების მინიჭება ჭკუისთვის. მაგალითად, როდესაც ცხოველი არის მიბმული ბოძზე, იგი ვერ შეძლებს სხვა ადგილას წასვლას და მის გაფუჭებას. იგი ვერ შეძლებს გამოავლინოს ბრაზი ან ძალადობა ან ზიანი მიაყენოს ვინმეს. მაგრამ თუ იგი გათავისუფლდა, მაშინ მას შეუძლია იხეტიალოს სხვადასხვა მინდვრებში, გაანადგუროს მოსავალი და მიაყენოს დანაკარგი და ზიანი სხვებს. იგი ასევე იღებს ცემას მის მიერ გაკეთებული ბოროტების გამო. მსგავსად, ადამიანის ჭკუა შეზღუდული უნდა იყოს გარკვეული წესებითა და საზღვრებით.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 17 თებერვალი.
20.03.22.
წარმავალი შოუ, ეს მსოფლიო (ჯაგატი), დაფუძნებულია ილუზიებზე (მაიაზე). ამიტომაც არის იგი ბრენდირებული როგორც “ყალბი”. მაგრამ ნუ დაასკვნით რომ მსოფლიოს სიყალბის მხოლოდ აღიარება ან იმის გაცნობიერება რომ ადამიანს აქვს გარკვეული ნაკლოვანებები წაიყვანს ადამიანს უმაღლეს გზაზე და მიიყვანს უმაღლეს ჭეშმარიტებამდე. კარგი ხასიათის, საიმედო ხარისხებით სისავსის გარეშე, ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს წინსვლას სულიერ სფეროში. პროგრესი დამოკიდებულია ინდივიდის ღირებულებასა და ხარისხზე, ისევე როგორც მოსავალი დამოკიდებულია მინდვრის ნაყოფიერებაზე. ასეთ ღირსეულ მიწის ნაკვეთზე, დათესე საიმედო ხარისხები და მორწყე კეთილგონიერებისა და ანალიზის წყლებით; უხვი მოსავალი მზად იქნება თავის დროზე! მიწებზე, სადაც კარგი ხარისხების ნერგები არ არის დარგული და მოვლილი, უსარგებლო სარეველები მრავლდება; და სადაც კარგად მოწესრიგებული ბაღები შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო, ეკლიანი ბუჩქები ქმნის შეუღწევადი არევ-დარეულობის ჯუნგლებს.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 4.
21.03.22.
თითოეული სტუდენტი არის როგორც პეტრომაქსის ლამპა. ამ ლამპას ცეცხლი უკიდია ნავთის (საწვავის) დაჭირხვნით დრო და დრო. და ჭვარტლი ახლა და მერე ქინძისთავით უნდა გაიწმინდოს. მას სჭირდება ნავთი ასევე. მხოლოდ მაშინ როცა ეს სამივე არის, ლამპის შუქი იქნება კაშკაშა. თქვენი შრადდჰა (წრფელი ერთგულება) არის ნავთი. თქვენი სიყვარული არის ქინძისთავი. თქვენი მსხვერპლის სული არის ტუმბო. დამატებით, საჭიროა ფითილი. ეს ფითილი არის უფლის სახელი. სამი აქსესუარის დახმარებით, როცა თქვენ გალობთ უფლის სახელს, თქვენი ერთგულება კაშკაშად ნათდება! ეს ბრწყინვალება არის ღვთაებრივის სინათლე თქვენს შიგნით. თქვენ მიდიხართ მშვიდობა ნაკლებიანობიდან პარამ-ჯიოტისკენ (ღმრთაებრივი შუქისკენ თქვენს გულში), მშვიდობითა და განათებული ჭკუით. თითოეულის გული არის უფლის ადგილსამყოფი. სტუდენტებმა უნდა განავითარონ გარჩევის უნარები განათლებით, თავმდაბლობის დიდად დაფასებით და ღმრთიურში რწმენის გაზრდით. ეს არის სამეფო გზა ღმრთიურთან ერთიანობის რეალიზებისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 3 თებერვალი.
22.03.22.
ვედები აცხადებდებს, ნედაჰამეთამ პურუშამ მაჰანთამ ადითია ვარანამ თამასაჰ პარასთათ (უზენაესი ღმრთაებრივი არსება, მზის ელვარებით, ცხოვრობს სიბნელის მიღმა). ღმერთი არის თამასის (სიბნელის) მიღმა. ის არ არის გარეთ. ის არის თქვენში. თქვენ ხართ ის. იმ დროს როდესაც ის არის თავად ღმრთაებრივი, კაცი ეძებს ღმრთაებას ტყეში ან მედიტირების მეშვეობით. რა სისულელე არის ეს? ვედები დასცინის კაცს ღმერთის ვერ აღმომჩენს იმ დროსაც კი როდესაც ხედავს მას. პაშიანნაპი ნა პაშიანთი მუდჰო (სულელი ვერ განცდის მაშინაც კი, როცა ის არის ხილული). თქვენ უნდა ეთაყვანოთ ცოცხალ ღმრთაებას და არა უსიცოცხლოს. პატივი ეცით ყველა არსებას ვინც არის ადამიანის ფორმაში. ხედეთ ღმრთაებრივი ყველა კაცში. კოსმოსი არის ვიშნუ სვარუპამ (ღმრთაების გამოვლინება). ღმერთი არის შენთან, შენში, და შენს გარშემო. ის არ არის სხვაგან. განავითარეთ ეს მტკიცე რწმენა. ეს არის თავის მოტყუება წარმოიდგინო რომ ღმერთი არის სადღაც შენგან შორს.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 3 თებერვალი.
23.03.22.
ჩვენი ანტიკური მწერლები პრაქტიკებდნენ ეკონომიას მეტყველებაში. სტუდენტები დღეს მიიდრიკებიან ლაპარაკის მოყვარულად მყოფობისკენ. ზედმეტი მეტყველება აზიანებს ჭკუას. “ნაკლები საუბარი, მეტი ბედნიერება.” ანტიკური მწერლები პრაქტიკებდნენ ჩუმი ეპიტიმიის სამ სახეს მეტყველების გასაკონტროლებლად. პირველი იყო ვაკ-მოუნამ (ენის სიჩუმე), მეორე იყო მანო-მოუნამ (ჭკუის სიჩუმე) და მესამე იყო მაჰა-მოუნამ (უზენაესი სიჩუმე). ვაკ მოუნამ (მეტყველებაში დუმილი) ნიშნავდა ადამიანის სიტყვის შეზღუდვას შემთხვევის ზღვრითა და საჭიროებებით. ამ დისციპლინით, ზედმეტი საუბარი იყო თავიდან აცილებული. შედეგად, მათი მეტყველების ძალა იყო შენარჩუნებული და გაზრდილი. დისციპლინა მეტყველებაში ასევე დაშედეგდა ალალმართლობაში. მხოლოდ სიმართლის ლაპარაკი მსახურებდა მათი აზრების განწმენდას. ამ გზით მათ მიაღწიეს სიდდჰის (ჭეშმარიტების რეალიზებას) და ჯნანა-სიდდჰის (უმაღლესი სიბრძნის დაუფლებას). ამიტომ სიწმინდე მეტყველებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს მიიღწევა თავდაჭერილობით მეტყველებაში.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 3 თებერვალი.
24.03.22.
როცა თქვენ მიაღწევთ ენის სიჩუმეს (ვაკ მოუნამ), შემდეგ არის მანო მოუნამ (ჭკუის სიჩუმე). ჭკუა არის აზრებისა და წარმოსახვების კონა. ეს აზრები თანდათან უნდა შემცირდეს. როდესაც აზრები მცირდება, ჭკუა ბუნებრივად ექვემდებარება კონტროლს, მსგავსად საათის რომელიც არის მოუმართავი. როდესაც ჭკუის მოქმედება შემცირდება, ათმას (ღმრთაებრივი მეს) ძალა მჟავნდება. როდესაც მეტყველების კონტროლი და ჭკუის კონტროლი მიღწეულია, მაჰა-მოუნამის (უზენაესი დუმილის) მდგომარეობა ადვილად რეალიზდება. სტუდენტები უნდა ცდილობდნენ მესამე საფეხურზე ასვლას პირველი ორი ეტაპის დისციპლინებით. მე ხშირად გეუბნებით თქვენ: „ილაპარაკეთ ნაკლები და ისწავლეთ მეტი“. რა აღინიშნება სიტყვით “სწავლა?” სწავლა ან განათლება არის საკუთარი მეს გაღმერთების პროცესი. ეს მოითხოვს ღირებულებების კულტივირებას განათლებაში.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 3 თებერვალი.
25.03.22.
კარგი ხასიათი აუცილებელია ათმას რეალიზებისთვის. სხვა სიტყვებით, ყველა ბოროტი მიდრეკილება უნდა აღმოიფხვრას. როგორც არმია იმედგაცრუებულია და ნებდება მეთაურის დაცემისას, ასევე ბოროტი თვისებების არმია დაყრის იარაღს, როგორც კი ეგოიზმი (აჰამკარა) განადგურდება. ყველა ბოროტი ხარისხი არის ბრაზის სამეფოს მკვიდრი, ასე რომ თუ ეს რეგიონი აოხრებულია, ჯარისკაცები ვეღარასოდეს ასწევენ თავიანთ თავებს. არის საკმარისი ამის მარტოდ შესრულება, რადგან რის მიღწევას შეძლებს მეთაური ეგოტიზმი მისი ბრძანებით მმარშირებელი თითოეული ჯარისკაცის გარეშე? ასე რომ, ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს რისხვის სამეფოს განადგურებისკენ, რათა არცერთ მეთაურს არ შეეძლოს ომის მეძებარი ძაღლების გაშვება. დაე თითოეულმა სულიერმა ასპირანტმა შეინარჩუნოს თავისი ჭკუის რეგიონი მშვიდად, ამ მეთაურის და ამ ჯარისკაცების აღზევების გაჩერებით. დაე ყოველი სულიერი ასპირანტი განუწყვეტლივ ნებივრობდეს მმართველის, ათმას ღიმილის ქვეშ.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 5.
26.03.22.
ერი არის მსოფლიოს ნაწილი. მსოფლიომ უნდა იბრძოლოს მშვიდობისთვის. ეს არის მნიშვნელობა ლოცვის – ომ შანთი! შანთი! შანთი! რატომ არის ეს შანთი (მშვიდობა) წარმოთქმული მხოლოდ სამჯერ და არა მეტ ან ნაკლებჯერ? ეს ეხება მშვიდობას სამ ასპექტში. ადი-ბჰუთიკა (ფიზიკური), ადჰიათმიკა (გონებრივი) და ადი-დაივიკა (სულიერი). სხეულთან, ჭკუასთან და საკუთარ თავთან დაკავშირებული მშვიდობა მოწოდებულია ამ ლოცვით. ასეთი ღრმა მნიშვნელობები ნაგულისხმევია ბჰარატის ბრძენთა გამონათქვამებში. ესები განკუთვნილია ჩვენს შესახსენებლად ღმერთის შესახებ და გვაიძულებს ვეძიოთ ღმერთის რეალიზება. ხალხი წარმოიდგენს რომ ღმერთი არის არსება შორს ადამიანური აზრისა და გაგების იქით. ეს არ არის სიმართლე. ღმრთიურება უფრო ახლოსაა ვიდრე ნებისმიერი რამ კიდევ მსოფლიოში. თუ თქვენ თვლით მას დაშორებულად, ის შორს გამოჩნდება, მაგრამ თუ თქვენ მიგაჩნიათ ის ახლოს, ის ახლოს იქნება! მანამ სანამ კაცი ტანმოსილებას შეიცნობს, ის ვერ შეძლებს უფორმო ღმრთიურების გაგებას. აქედან გამომდინარე, მან უნდა თაყვანი სცეს ღმრთაებას ადამიანის ფორმაში.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 3 თებერვალი.
27.03.22.
კაცი გულმოდგინედ უნდა ეცადოს მშვიდი და სუფთა ცხოვრების გატარებას. მან უნდა გააცნობიეროს ჭეშმარიტება რომ უსიამოვნებები და არეულობები დროებითია როგორც გადამვლელი ღრუბლები. არ არსებობს გასაქანი მღელვარების წარმოშობისთვის თუკი ადამიანი გააცნობიერებს ამ ჭეშმარიტებას. ვნებები იძლევა მხოლოდ დროებით კმაყოფილებას მაგრამ იწვევს სერიოზულ ემოციურ აშლილობებს. მაშასადამე, იმპერატიულია კაცის გზაზე არ დაემორჩილოს რაიმე არასასურველ ვნებას იმ დროს როდესაც საკვებს იღებს. სამი P-ს დაცვა, კერძოდ, სიწმინდის, მოთმინების და შეუპოვრობის (purity, patience, and perseverance), ბოძებს მუდმივ ბედნიერებას და კარგ ჯანმრთელობას თავისუფალს დაავადებებისგან. ეს არ არის მხოლოდ აღვირახსნილი ვნება რაც აზიანებს კაცის ჯანმრთელობას. ცხოვრება უკანონოდ შეძენილი ფულით ასევე იწვევს ცუდ ჯანმრთელობას გარკვეულწილად. ასე არის ნათქვამი, „როგორიც არის საჭმელი, ასე არის ჭკუა; როგორიც არის ჭკუა, ასე არის აზრები; როგორიც არის აზრები, ასე არის ქცევა; როგორიც არის ქცევა, ასე არის ჯანმრთელობა“.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 21 იანვარი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 28 მარტი.
რატომ არის განსაცდელები და დარდები მნიშვნელოვანი ცხოვრებაში? ბჰაგავანი გვთხოვს, ჩავხედოთ ინტროსპექტივას დღეს, რათა გავზარდოთ გამძლეობა.
„სიცივე“ და „სითბო“ ორივე არის ღმერთის გეგმაში და თქვენი არის მხოლოდ ამის ცოდნა და ორივეს მოპყრობა ღირებულად. ეკლიანი მცენარეები და უეკლო მცენარეები ორივე არის იქ ბუნებაში; ბრძენკაცმა იცის ორივეს ფასი. ის რგავს უეკლოს და გარსაკრავს მას ეკლიანებს ასე რომ რასაც ის ზრდის დარჩეს დაუზიანებელი. ღმერთი იზიდავს ინდივიდს თავისკენ; ორივეს ბუნებაა ჰქონდეს ეს ნათესაობა, რადგან ისინი არიან ერთი და იგივე. ისინი არიან როგორც რკინა და მაგნიტი. მაგრამ თუ რკინა ჟანგიანია ან დაფარულია ჭუჭყის ფენებით, მაგნიტი ვერ მიიზიდავს. მოხსენით დაბრკოლება; სულ ეს არის რაც თქვენ უნდა გააკეთოთ. განსაცდელები და დარდები არის საშუალება რითაც ეს განწმენდა ხდება. ამიტომ კუნტი ელოცებოდა კრიშნას: „მოგვეც ჩვენ ყოველთვის მწუხარება, რათა ჩვენ არასოდეს დაგივიწყოთ შენ“. ესები ჰგავს დიეტურ და სხვა შეზღუდვებს რასაც ექიმი უნიშნავს ღმერთის ხსოვნის წამლის (ნამასმარანას) ეფექტის შესავსებად.
– ღმერთის საუბარი, ვიჯაიადასამი 1953.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 29 მარტი..
რა არის დაბადებისთანავე მინიჭებული უფლება რაც თითოეულ ჩვენგანს ნებას რთავს მოითხოვოს ღმერთისგან? რა უნდა წავიღოთ ჩვენ მასთან, თხოვნისას სანაცვლოდ ჩვენი კუთვნილის? ბჰაგავანი დღეს ამჟღავნებს.
უფალი არის ყველას მამა, ვის საკუთრებაში ყველას შეუძლია მოითხოვოს წილი. მაგრამ მისი მიღებისთვის, თქვენ უნდა მიაღწიოთ გონიერებისა და დისკრიმინაციის გარკვეულ სტანდარტს. უძლური და გაუაზრებელი შეიძლება არ ჩაითვალოს როგორც ვარგი ამ ქონების მისაღებად. მისი ქონება არის წყალობა, სუფთა სიყვარული. თუ თქვენ გაქვთ დისკრიმინაცია და თვითაღკვეთა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი წილი, როგორც უფლება! მოიტანეთ ერთგულება და დადეთ აქ და წაიღეთ აქედან სულიერი ძალა! რაც მეტი კეთდება ასეთი ბიზნესი, მით უფრო კმაყოფილი ვარ მე! მოიტანეთ რაც თქვენ გაქვთ, თქვენი მწუხარება და დარდი, შეწუხება და მღელვარება და მიიღეთ ჩემგან სიხარული და მშვიდობა, მამაცობა და გამბედაობა. ჩემი თვალსაზრისით, არ არსებობს უფროსი ან უმცროსი ერთგულებს შორის. დედა უთმობს უფრო მეტ დროს ზრუნვას სუსტი ბავშვისთვის. ის სთხოვს უფროს ბავშვებს მიხედონ საკუთარ თავს, მაგრამ კვებავს ჩვილს მისი საკუთარი ხელით. ეს არ ნიშნავს რომ მას არ აქვს სიყვარული მოზრდილების მიმართ! ასევე, არ იფიქროთ იმის გამო რომ მე თითქოს მეტ ყურადღებას არ ვაქცევ ერთ ადამიანს, ეს ადამიანი არის ჩემი პრემას თვალთახედვის მიღმა.
– ღმერთის საუბარი, მაჰაშივარათრი, 1955.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 30 მარტი.
რა არის ის ორი უბედურება რომელთაგანაც ჩვენ უნდა ვიყოთ წინდახედულად? ბჰაგვანი გვაფრთხილებს დღეს ასე რომ ჩვენ დავდგეთ საგუშაგოზე.
დღეს, კალის ეპოქის გავლენის წყალობით, ორი სახის დაავადება ამოიზარდა. ერთი არის დაუოკებელი წყურვილი სიმდიდრისთვის. ყველა ქალაქში, არის გიჟური იერიში ფულის კეთებისთვის. ყველა არის წამოწეული ამ მანიაში. ეჭვგარეშეა ფული არის აუცილებელი, მაგრამ მხოლოდ ადამიანის საჭიროებების დასაკმაყოფილებლ ზღვრამდე. გადაჭარბებული სურვილის გამო ადამიანები კარგავენ პროპორციის გრძნობას. სიმდიდრის ძიებაში კაცები გარდაიქმნებიან დემონებად. შეიძლება დაისვას კითხვა განა ისინი უკიდურესად კარგად იყენებენ თავიანთ უზარმაზარ სიმდიდრეს? არა, საბოლოო ჯამში, ფული შეიძლება გადავიდეს მძარცველების ან სხვების ხელში. რასაც თქვენ იღებთ საზოგადოებისგან, უკან დაუბრუნეთ იგი საზოგადოებას. ეს არის უპირველესი ღირებულება სათუთად მოსავლელი ყველას მიერ. მეორე დაავადება არის ძალაუფლების წყურვილი. ამ ორი სნეულებით დაავადებული, კაცი გარდაქმნის მთელ მსოფლიოს საგიჟეთად. სიმდიდრისა და ძალაუფლების სურვილი არ არის მცდარი როგორც ასეთი. მაგრამ სიმდიდრე და ძალაუფლება უნდა იქნას გამოყენებული სწორი მიზნებისთვის. რა თანამდებობასაც კი თქვენ იკავებთ, იზრუნეთ რომ იგი გამოიყენოთ ღირსეულად.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 7 აპრილი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 31 მარტი.
ჩვენ რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ ბუნებისგან, მზისა და მთვარისგან? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ სვლა სიცოცხლის ხალისით.
ყველა ობიექტი ბუნებაში ასრულებს თავის სპეციფიკურ ფუნქციას. მზე და მთვარე შეუჩერებლად ასრულებს თავის მოვალეობას. ღმერთი ასევე ასრულებს თავის მოვალეობებს ყოველგვარი შესვენების ან პაუზის გარეშე. მდინარეები, დინებით ოკეანისკენ გადმოგცემთ გაკვეთილს რომ თქვენ არ უნდა თქვათ უარი თქვენს ძალისხმევაზე სანამ არ მიაღწევთ თქვენი დანიშნულების ადგილს. კაცი უნდა ჩაერთოს უბიწო ქმედებებში სიმშვიდის შენარჩუნების სულით. ცხოვრება არის კარგისა და ცუდის, აღმავლობისა და დაღმასვლის ნაზავი. არად ჩააგდოთ ცუდი და მოიხმარეთ რაც კარგია. თუ თქვენ იყიდით მანგოს კალათას, მასში შეიძლება იყოს გადამწიფებული და დამპალი ხილი. თქვენ უარს ამბობთ მათზე და მოიხმართ კარგს. მსგავსად, ცხოვრებაში, თქვენ უნდა დაივიწყოთ ცუდი გამოცდილებები და გამოიყენოთ კარგები. ნაცვლად, კაცი დიდხანს გულში ატარებს ცუდ გამოცდილებას და აფუჭებს სიკეთესაც კი რაც მოდის მის გზაზე. ეს არის სისუსტის ნიშანი. ადამიანის ცხოვრება არის კარგი და ცუდი გამოცდილების, სიხარულისა და მწუხარების პროცესია. ეს გამოცდილებები დამოკიდებულია დროსა და ადგილის ცვალებად პირობებზე!
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 17 მარტი.

ბაბა