მაისი

1.05.2015
ვაჭარი ითვლის დებიტს და კრედიტს კვირის ან თვის ან წლის ბოლოს და ადგენს ბალანსის ფურცელს ერთი ციფრის – მისი გასამრჯელოს გამოსაყვანად. სწორედ ასე სიცოცხლის ბიზნესში დასასრულმა შეიძლება შედეგად მოიტანოს გარკვეული შემოსავალი მას შემდეგ რაც ქვითრები და ფონდებიდან სახსრების მიღება იქნება დაანგარიშებული. თუ სიკვდილის პირას ადამიანებს სწყურიათ ენის მომარაგება სურსათით ეს არის დამამტკიცებელი საბუთი რომ თავიდან ბოლომდე ენა იყო მათი სიცოცხლის ბატონი. ამგვარად, თანდაყოლილი სურვილებიდან (სამსკარებიდან) ცხოვრებაში რამდენიმე არის უფრო ძლიერი, ვიდრე დანარჩენი და მკაფიოდ ჩნდება ბოლოს. სიცოცხლე ასეთია; ეს გაკვეთილი კარგად უნდა ისწავლოთ და შეითვისოთ. სუფთა შედეგი ყველა ამ სიცოცხლის და შრომის არის ის რაც მოდის მეხსიერებაში სიცოცხლის ბოლო მომენტში. აქედან გამომდინარე მიმართეთ სიცოცხლის დინება იმ მენტალური ტენდენციის (სამსკარას) შეძენისკენ, რაც თქვენ გინდათ რომ გქონდეთ ბოლო მომენტის განმავლობაში. დააფიქსირეთ თქვენი ყურადღება დღე და ღამ მასზე.
– პრემა ვაჰინი, თავი 27.
2.05.2015
თქვენ შეიძლება წამოიწყოთ ნებისმიერი რაოდენობის სულიერი პრაქტიკა, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ ღმერთის სახელი თუნდაც ერთი წამით. მაშინ თქვენ იქნებით დაცული. არასოდეს გააკეთოთ რაიმე რაც დაგაშორებთ ღმერთიდან. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს ლოცვის მეშვეობით. თქვენ არ გჭირდებათ ხმამაღლა ლოცვა, საკმარისია თუ თქვენ ლოცულობთ გულში. ზოგიერთი ადამიანი არასწორად იგებს რომ ღმერთი არ დაიხსნის მათ თუ ისინი არ ილოცებენ ხმამაღლა. ღმერთი არის თქვენს გულში. ის უსმენს თქვენს ლოცვას ყოველ დროს. თუ თქვენ ისწრაფით მისი წყალობის მიღწევას, თქვენ უნდა იფიქროთ მასზე განუწყვეტლივ. ამქვეყნიური სირთულეები მოდის და მიდის. არ მისცეთ დიდი მნიშვნელობა მათ. ლოცვის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ გადალახოთ ნებისმიერი სირთულე. მხოლოდ ღმერთის წყალობა არის ჭეშმარიტი და მარადიული. ღმერთს დაცული ჰყავს ბევრი ერთგული და შემსუბუქებული აქვს მათი ტანჯვა მათი ლოცვის საპასუხოდ. ამიტომ გამოიყენეთ ყველა ძალისხმევა რომ გამოიმუშავოთ ღმერთის წყალობა.
– ღმრთიური საუბარი, 21 ივლისი, 2005.
3.05.2015
ბუდდჰისტები გალობენ, ‘ბუდდჰა სარანამ გაცჩამი, დჰარმამ სარანამ გაცჩამი, სანგამ სარანამ გაცჩამი’. ეს სამი აფორიზმი ნიშნავს რომ თქვენ ჯერ უნდა გაამახვილოთ გონება და უნარი გარჩევაზე. შემდეგ, გონიერება გამოყენებული უნდა იყოს საზოგადოებისთვის მსახურებაში. მესამედ, მხასურება უნდა დაეფუძნოს უბიწოებაზე. თუ თქვენ მისდევთ ამას, თქვენ განცდით ნეტარებას. არასოდეს მიაყენოთ ზიანი ნებისმიერ ცოცხალ ქმნილებას რაიმე გზით, რაც არ უნდა იყოს. არაძალადობა არის უმაღლესი დჰარმა. არასოდეს ოდესმე არ დააზიანოთ ან დაჭრათ რომელიმე ადამიანი თქვენს აზრებში, სიტყვებსა და მოქმედებებში. თქვენ შეიძლება გაიკვირვოთ: `არის ასეთი რამ შესაძლებელი?~ დიახ არის! გადაწყვეტილებით და სრული სიმტკიცით, არ არსებობს ამ წუთისოფელში არაფერი ისეთი რაც შეუძლებელია იყოს მიღწეული. შიში არის დიდი დაბრკოლება მიღწევისთვის. როდესაც თქვენ გააცნობიერებთ რომ იგივე ღმრთიურება არის ყველაფერში, თქვენ არ შეშინდებით რაიმესგან ან ვინმესგან. რაც უფრო მეტად გიყვართ თქვენი ახლობელი ცოცხალი არსებები მით დიდი იქნება თქვენი ნეტარება და სიხარული. `დაეხმარეთ ყოველთვის, არ დააზიანოთ არასდროს~ – ეს არის ბუდდჰას სწავლების არსი~.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, 21 მაისი, 2000.
4.05.2015
ადამიანები ისე ღრმად არიან ჩაბმული თავიანთ ცხოვრებაში რომ ხანდახან 24 საათის მოცვა ეჩვენებათ ძალიან მოკლედ დღე-ღამისთვის. სმა, ჭამა, კითხვა, სიარული, ჯდომა, სიძულვილი, ოცნება, ტრაბახი, ქება, ქვითინი, სიცილი, ჟინი, იმედი – ესენი ავსებს თქვენს დღეს. ყველა ეს საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება გონებას. ამდენად თქვენი სიცოცხლე არის კოლექცია თანდაყოლილი სურვილების (სამსკარების), რომლებიც გავლენას ახდენს თქვენს ხასიათზე. მოვლენებმა და მოქმედებებმა რომლებიც მოხდა თქვენს ცხოვრებაში ორივე კარგიც და ცუდიც რომლებიც შეიძლება თქვენ გაქვთ დავიწყებული სხვა შემდგომი მოვლენებით – დატოვეს ნარჩენი კვალი თავისი შედეგების თქვენს ჭკუაში. როდესაც თქვენ ცდილობთ გაიხსენოთ დღის მოვლენები ძილის წინ, თქვენ იხსენებთ რამდენიმეს – არა ყველას. როდესაც ასე არის საქმე ცალკეული დღის შემთხვევებთან, რა უნდა ითქვას ცხოვრებაში რამდენიმე თვის ან წლის მოვლენებზე? როდესაც თქვენი დასასრული ახლოვდება, თქვენ გახსოვთ მხოლოდ ძალიან ცოტა ღრმად ფესვგადგმული შთაბეჭდილება. აქედან გამომდინარე, დისციპლინირებული სწრაფგვა სიცოცხლის თავიდან ბოლომდე არის არსებითი სიხარულით აღსავსე დასრულებისთვის.
– პრემა ვაჰინი, თავი 26.
5.05.2015
ყველას სურს იყოს ბედნიერი. ეს სურვილი არის ბუნებრივი და ის მოდის იმ ფაქტიდან რომ თქვენი ჭეშმარიტი ბუნება არის ნეტარება. ნეტარება არის ღმერთი მაგრამ რატომღაც ადამიანები არ იღებენ ამას. თქვენ დაბადებული ხართ სიხარულიდან (ანანდადან), თქვენი სიცოცხლის საფუძველი არის ანანდა, და თქვენი მიზანიც უნდა იყოს ასევე ანანდა. სიმართლე ვთქვათ, ძნელი არ არის იცოდე რა უნდა იყოს სიცოცხლის საფუძველი და მიზანი. პრაჰლადამ მიიღო ეს! მან გააცნობიერა რომ ღმერთი არის ყველგანმყოფი და დაინახა ერთიანობა მრავალფეროვნებაში. ის ნათლად აღიქვამდა ნარაიანას ყველაფრის საფუძვლად ქმნილებაში და სიხარულით დანებდა მას. მისი მამა ჰირანიაკასიპუ იყო პირიქით. მან დაინახა ნაირსახეობა ერთობაში და შეცდომაში შევიდა ქმნილებაში ფორმების სიმრავლით, თითოეულით მათ საკუთარ სახელთან ერთად. ნათლად გაიგეთ რომ თქვენ ხართ წარმოშობილი ღმერთიდან, რომ თქვენი ცხოვრების ქვედინება არის ღმერთი, და თქვენი საბოლოო დანიშნულება არის აგრეთვე ღმერთი. ნეტარება უნდა იყოს მიზანი თქვენს ცხოვრებაში, და ეძებეთ ეს მთელი სერიოზულობით.
– ღმრთიური საუბარი, 21 მაისი, 2000.
6.05.2015 იშვარამას დღე
ვედები გვამცნობს, `მატრუ დევო ბჰავა~ – თაყვანი ეცი დედას როგორც ღმერთს. თქვენ უნდა თაყვანი სცეთ დედას რომელმაც მოგიყვანათ სიყვარულით, მზრუნველობით და მსხვერპლგაღებით. თუ ადამიანის გული არის ისე უდრეკი რომ არ ლბება მისი დედის მოსარჩლეობით, ის არაფერს იმსახურებს დაცინვის გარდა. ყოველთვის, ყოველთვის გიყვარდეთ და პატივი ეცით თქვენს დედას, თქვენს დედა სამშობლოს, თქვენს დედა ენას და მისდიეთ მის კულტურას. არასოდეს განივითაროთ სიძულვილი სხვა ადამიანების, მათი ენის ან კულტურის მიმართ. ასაზრდოეთ და გაამდიდრეთ თქვენი დედა ენა და დედა სამშობლო მთელი თქვენი ენერგიით და პროგრესით იმდენად რამდენადაც ეს თქვენ შეგიძლიათ, რაიმე მერყეობის გარეშე. შეინარჩუნეთ თავი ამისთვის შესაფერისად ყველა ხელსაყრელი შესაძლებლობის საუკეთესო გამოყენებით. განავითარეთ თქვენი ხასიათი, ისევე როგორც გონება და ჯანმრთელობა. ძალის ყველაზე საიმედო წყარო არის თქვენში, არა ფულში, ნათესავებში ან ფიზიკურ გამჭრიახობაში, არამედ თვით თქვენში – სულში (ათმაში). იცოდეთ ეს, ღრმად ჩაწვდით ამაში, გამოიტანეთ საზრდო მისგან, და შემდეგ ხედეთ ის ყველაფერში და ემსახურეთ მას ყველაფერში.
– ღმრთიური საუბარი, 27 ნოემბერი, 1965.
7.05.2015
ღმერთი არის სიბრძნე. ღმერთი ცხოვრობს ყველა არსებაში. ღმერთი ცნობილია მრავალი სახელით და მათგან უდიდესი და ყველაზე უფრო ღირსეული არის სათჩიტანანდა. სათ ნიშნავს მას რაც რჩება უცვლელი დროის სამივე პერიოდში – წარსულში, აწმყოსა და მომავალში. ჭეშმარიტების მკაცრი ერთგულება შეგაძლებინებთ თქვენ განცადოთ სათ. ჩიტ ნიშნავს მთლიან გაცნობიერებულობას ან სრულ შეცნობას; ეს არის რითაც ადამიანს შეუძლია განცადოს ღმრთიურება მის ყველა ასპექტში. მაშინ როდესაც სათ და ჩიტ განიცდება, ანანდა ან ნეტარება მოჰყვება ავტომატურად. ადამიანის სხეული არის დროებითი; სიამოვნება რომელიც მას შეუძლია მოგცეთ არის ასევე სწრაფწარმავალი. უაზრობაა ეძებო მარადიული ნეტარება ინსტრუმენტების მეშვეობით რომლებიც არის არამუდმივი. სხეული იძლევა მხოლოდ დროებით, სხეულისმიერ სიამოვნებას, და გონებას შეუძლია უკეთეს შემთხვევაში მოგცეთ მხოლოდ გონებრივი კმაყოფილება მცირე დროის განმავლობაში. ამიტომ თქვენ უნდა ეძებოთ ის რაც არის მუდმივი – ნეტარება. ღმერთი არის ჭეშმარიტება, ღმერთი არის ნეტარება. აქედან გამომდინარე მოძებნეთ ღმერთი და იცხოვრეთ ნეტარებაში.
– ღმრთიური საუბარი, 21 მაისი, 2000.
8.05.2015
თანდაყოლილი სურვილები (სამსკარები) ცხოვრებაში შედეგდება ზოგიერთ მიდრეკილებაში რომელიც არის ძლიერი ვიდრე დანარჩენი და გამოირჩევა. გრძნობები რომლებიც დომინირებს სიკვდილის მომენტში მუშაობს როგორც დიდი ძალა თქვენს შემდეგ ცხოვრებაში. ამიტომ მიმართეთ სიცოცხლის მთელი დინება შეძენაზე მენტალური მიდრეკილების (სამსკარის) რომელიც დაატკბობს თქვენს დასასრულს ღმრთიური დაგვირგვინებით. ამ ჭეშმარიტებამ უნდა გიჩვენოთ გზა თქვენ სამოგზაუროდ ამ სიცოცხლეშიც აგრეთვე, რადგან თანდაყოლილი სურვილები არის ფული ამ მოგზაურობისთვის ისევე როგორც შემდეგისთვის. ამიტომ აქედანვე, ყოველთვის გეჭიროთ სიკვდილი, რომელიც არის გარდაუვალი, მეხსიერების თვალის წინ. ასეთი მიდგომით დაასაქმეთ თქვენი თავი ამ ცხოვრებაში კარგი სურვილებით ყველასთვის, ჭეშმარიტების მკაცრი ერთგულებით, ყოველთვის კეთილთა კომპანიის ძებნით, და ჭკუის ყოველთვის უფალზე დაფიქსირებით. თავი აარიდეთ ცუდ საქმეებს, საძულველ და საზიანო აზრებს, და მიბმულობას წუთისოფელზე. თუ თქვენ იცხოვრებთ ასე, თქვენი ბოლო მომენტი იქნება სუფთა, ტკბილი და კურთხეული.
– პრემა ვაჰინი, თავი 27.
9.05.2015
ტაიტირია უპანიშადში, ვარუნა მიმართავს თავის შვილს ბჰრიგუს, რომ შევიდეს სულიერ ვარჯიშებზე რომლებიც ბოლოს გაუხსნის ჭეშმარიტების საიდუმლოს. ბჰრიგუმ, სრული რწმენით თავისი მამის სიტყვებში, ჩაძირა თავისი თავი კონცენტრირებულ სულიერ პრაქტიკებში. როდესაც ის დაბრუნდა და განაცხადა რომ ის მივიდა ცოდნასთან, რომ საკვები იყო ბრაჰმანი მისმა მამამ უთხრა მას რომ მისი პასუხი არ არის სწორი. ამიტომ ბჰრიგუმ გააგრძელა ეს სულიერი პრაქტიკები და დაბრუნდა უკან ღრმა პასუხებით, რომ პრანა ან სასიცოცხლო ძალა არის ბრაჰმანი, შემდეგ ჭკუა, და მოგვიანებით რომ გონება (ვიჯნანა) არის. მაგრამ ყოველჯერზე მისმა მამამ ის დააბრუნა უფრო ღრმად საძებნელად. შემდეგ, სულიერი პრაქტიკების მეხუთე კურსის მიმდინარეობისას, მან გააცნობიერა რომ სულიერი ნეტარება (ანანდა) იყო ბრაჰმანი. ბჰრიგუ დარჩა ამ ცნობიერების ნეტარებაში და არასოდეს სჭირდებოდა თავის მამასთან კონსულტირება კვლავ. მამამ მაშინ თვითონ მოძებნა ბჰრიგუ, და მიულოცა მას და უთხრა, `შვილო! შენ შერწყმული ხარ ამ ხედვაში.~ ყოველმა არსებამ უნდა გაიაროს გზა მიზნისკენ, საკვებიდან ნეტარებამდე.
– სუტრა ვაჰინი, თავი 2.
10.05.2015
ადამიანებისთვის ძნელი პროცესია გაცნობიერება ‘ერთის’ რომელიც არის მათი ბირთვი. უხეში სხეული არის მოხმარებული საკვების პროდუქტი. მაგრამ შიგნით არის წმინდა ძალა, შინაგანი ვიბრირება წოდებული სასიცოცხლო აირად (პრანა). ჭკუა (მანასი) მასში არის კიდევ უფრო ფაქიზი და უფრო ღრმა და უფრო ფაქიზი ვიდრე ჭკუა არის გონება (ვიჯნანა). გონების მიღმა ადამიანებს აქვთ თავისში უწმინდესი გარსი სულიერი ნეტარების (ანანდის). როდესაც ვინმე იჩიჩქნება ამ სულიერი ნეტარების მიდამოში, სინამდვილე, ბრაჰმანი ან ერთი შეიძლება იყოს განცდილი. ეს გაცნობიერება სინამდვილეში არის ძალიან სასურველი. ტაიტირია უპანიშადში, იმ დროს როდესაც ასწავლიდა თავის ვაჟიშვილ ბჰრიგუს ბრაჰმანის ფენომენს, ვარუნამ თქვა, `შვილო ბრაჰმანის დანახვა შეუძლებელია თვალებით. იცოდე რომ ბრაჰმანი არის ის ვინც აძლევს თვალებს დანახვის და ყურებს სმენის შესაძლებლობას. ის შეიძლება იცნო მხოლოდ გაწმენდილი ჭკუის და კონცენტრირებული აზრების უკიდურესი წყურვილით. სხვა ვერც ერთი საშუალება ვერ დაგეხმარება.~
– სუტრა ვაჰინი, თავი 2.
11.05.2015
როდესაც წვიმა იღვრება მთის მწვერვალზე და წყალი მიიჩქარის დაბლა ფერდებზე მდინარე არ წარმოიშობა. ამის მიუხედავად, როდესაც წყალი მიედინება ერთი მიმართულებით, პირველად რუ, შემდეგ ნაკადული, ნიაღვარი და ბოლოს დატბორილი მდინარე ფორმირდება, და წვიმა აღწევს ზღვას. წყალი რომელიც მირბის ერთი მიმართულებით აღწევს ზღვას; წყალი რომელიც მიედინება ოთხი მიმართულებით შეიწოვება და იკარგება. გონებრივი მიდრეკილებები (სამსკარები) არის ამის მსგავსი. რა სარგებლობა არის თუ ეს ყველა არის ადგილზე? წმინდა ნაკადი თანდაყოლილი კეთილშობილური სურვილების უნდა მიედინებოდეს მთლიანად და მყარად წმინდა აზრების მინდორზე და ბოლოს სიკვდილის მომენტში უნდა შევიდეს ნეტარების დიდ ოკეანეში. ღირსეული სინამდვილეში არის ის ვინც აღწევს ასეთ მიზანს! ამიტომ ამჟამიდან, გამოიყენეთ თქვენი ხელები და ფეხები კარგი საქმეების შესასრულებლად უანგაროდ და დააფიქსირეთ თქვენი ჭკუა მასზე. იგალობეთ მისი სახელი შიგნიდან და აპრაქტიკეთ თქვენი მოვალეობა (სვადჰარმა) უკიდურესი გულწრფელობით.
– პრემა ვაჰინი, თავი 28.
12.05.2015
სიცოცხლეს მუდმივად თან სდევს სიკვდილი. მაინც ადამიანები ვერ იტანენ სწორედ სიტყვა ‘სიკვდილის’ ხსენებას. ამ სიტყვის გაგონება ითვლება არასასიამოვნოდ. შეიძლება რაიმე იყოს გაურკვეველი, სიკვდილი არის უეჭველი. შეუძლებელია ამ კანონის შეცვლა. ეს როგორი აუტანელიც არ უნდა იყოს, ყოველ ცოცხალ არსებას სიკვდილის ბილეთი მიღებული აქვს დაბადებისას და ყოველი წამი მიმდინარეობს სულ უფრო და უფრო ახლოს მისკენ. სამსარის (სიცოცხლის) მატარებელი რომლითაც თქვენ მოგზაურობთ მიგიყვანთ თქვენ იმ ადგილამდე, იმის მიუხედავად თქვენ ზიხართ მშვიდად თუ წევხართ ან კითხულობთ ან მედიტირებთ ან მღერით მგზავრობაში. აღიარეთ ეს ჭეშმარიტება და შეატრიალეთ თქვენი ჭკუა კარგ გონებრივ მიდრეკილებებზე (სამსკარებზე). ყველამ უნდა გამოიკვლიოს თავისი თავი მკაცრად, შენიშნოს დეფექტები, და ესწრაფოს მათ გამოსწორებას. როდესაც ადამიანები გამოააშკარავებენ და გააცნობიერებენ თავიანთ საკუთარ დეფექტებს, ეს არის როგორც აღორძინებაში ყოფნა. მაშინ ადამიანები იწყებენ ახლიდან, ახალი ბავშვობიდან. ეს არის ნამდვილი გამოღვიძების მომენტი.
– პრემა ვაჰინი, თავი 27.
13.05.2015
ჩაქუჩის ოცი დარტყმა შეიძლება არ იყოს წარმატებული ქვის გატეხვაში, მაგრამ ოცდა-მეერთე დარტყმამ შეიძლება გატეხოს იგი. ნიშნავს ეს რომ ოცი დარტყმა იყო უსარგებლო? არა. საბოლოო წარმატება იყო ყველა დარტყმის კუმულატიური ეფექტის შედეგი. თქვენი ჭკუა მუდმივად დაკავებულია ბრძოლით სამყაროსთან, ორივესთან, შინაგანთანაც და გარეგანთანაც. ზედმეტია ითქვას რომ, თქვენ შეიძლება ვერ მიაღწიოთ ყოველთვის წარმატებას. მაგრამ თქვენი თავის ჩაძირვით კარგ სამუშაოში და თქვენი ჭკუის ღმერთის სიყვარულით გაჯერებით, თქვენ მიაღწევთ მარადიულ ნეტარებას. როდესაც თქვენი ჭკუა ბინადრობს უფალზე, თქვენ ავტომატურად გაიწევთ მხოლოდ კარგი საქმეების მიმართულებით. ყველა სულიერი პრაქტიკის საგანი არის ჭკუის მოსპობა, და ზუსტად იმ დღეს, ისევე როგორც ოცდა-მეერთე დარტყმა ტეხავს ქვას, ერთი კარგი საქმე მოიტანს წარმატებას თქვენი ჭკუის მოსპობაში. ამგვარად არავითარი კარგი საქმე არ არის გამოუსადეგარი, ყოველი პატარა საქმე ითვლება. დააყენეთ სიცოცხლის ყოველი მომენტი სიყვარულით. მაშინ ცუდი მიდრეკილებები ვერ გაბედავს ხელის შეშლას თქვენს გზაზე.
– პრემა ვაჰინი, თავი 28.
14.05.2015
როდესაც თქვენ პირისპირ ხვდებით მძიმე განსაცდელს და ბრძოლას ცხოვრებაში, მიეკარით და მაგრად ჩასჭიდეთ ხელი უფალზე. ჩვილი ბავშვისთვის მამაცობის ჩასაგონებლად, მისი დედა არწმუნებს მას გაიაროს რამდენიმე ნაბიჯი და მობრუნდეს, მაგრამ ის არ დაანებებს მას დაცემას. თუ ის ბარბაცებს და ახლოს არის წონასწორობის დაკარგვასთან, დედა მიიჩქარის უკნიდან და იჭერს მას! უფალსაც ასევე აქვს თავისი თვალები დაფიქსირებული თითოეულ ინდივიდზე (ჯივიზე). მას თავის ხელში აქვს სიმი ქაღალდის ფრანის, რაც არის კაცობრიობა! ზოგჯერ მან შეიძლება მოსწიოს ის და სხვა დროს შეიძლება შეასუსტოს ხელის მოკიდება! რასაც კი ის აკეთებს, იყავით დარწმუნებული და უზრუნველი, რადგან ის არის ის ვისაც უჭირავს თქვენი სიცოცხლის სიმი. ეს მყარი რწმენა აგავსებთ თქვენ სიყვარულის სურნელებით (პრემა-რასით). ეს სიმი არის სიყვარულის და წყალობის კავშირი და ყოველი ინდივიდი (ფრანი) არის ამით დაკავშირებული უფალზე. ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის გასეირნება გზაზე ამიტომ სიყვარულის და წყალობის კავშირი არის ძლიერი.
– პრემა ვაჰინი, თავი 29.
15.05.2015
ყოველი ცოცხალი არსებობას იწყებს საკვებით და მას ნელა სწყურდება სულიერი ნეტარების პიკის მიღწევა. დაე ყველა თქვენი ძალისხმევა და საქმეები მიმართული იყოს სულიერი ნეტარების შეძენაზე. ტაიტირია უპანიშადი ნათლად განმარტავს სულიერ ნეტარებას როგორც ბიძგს დაბადების, გაზრდის, ჯანმრთელობის მოშლისა და სიკვდილისთვის. ეს იძახის რომ ყველა არის დაბადებული სულიერ ნეტარებაში, ცხოვრობს მისთვის, და კვდება მის მისაღწევად. მაინც, ბრაჰმანი როგორ შეიძლება იყოს სულიერი ნეტარება (ანანდა)? წერილები განმარტავს `ომ იტიეკააკშარანამ ბრაჰმან – ომ, ერთი მარადიული მარცვალი არის ბრაჰმანი.~ ასევე არის ნათქვამი რომ, ათმა (ღმრთიური მე ინდივიდში) არის ბრაჰმანი (ღმრთიური). მაშასადამე სამი დასახელება ათმა, ბრაჰმა და ომ არის ყველა განურჩევლად იგივე. წერილები (ბრაჰმა სუტრები) ამჟღავნებს საიდუმლოს რომ გარე სამყარო რომელსაც აქვს ღმრთიური (ბრაჰმანი) როგორც საფუძველი და შიდა სამყარო არის იდენტური და არ შეიძლება იყოს განსხვავებული.
– სუტრა ვაჰინი, თავი 2.
16.05.2015
თქვენი თანდაყოლილი სურვილები და შთაბეჭდილებები (სამსკარები) გაკეთებთ ან გაფუჭებთ, ინდივიდს (ჯივის). სამსკარები არის ნაბიჯები რომლებსაც დგამს ყველა ინდივიდუალური სული მიზნისკენ. თქვენი აზრები გაიძულებთ თქვენ განცადოთ და გადახვიდეთ მოგების, დანაკარგის და დარდის გავლით. მხოლოდ კეთილშობილური აზრების და უბიწო მოქმედებების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ უფალს. ამიტომ ყოველი ინდივიდი მთლიანად უნდა იყოს დაკავებული კარგი საქმეებით (სატ-კარმით). უბიწო ქცევა არის თაყვანისცემის (პუჯას) ყველაზე უფრო ჭეშმარიტი ფორმა. ეს არის უფლის გახსენების საუკეთესო ფორმა. ეს არის უმაღლესი ერთგულების გალობა. ეს ავრცელებს სიყვარულს, გარჩევისა და განსხვავების გარეშე. როდესაც ადამიანის მოვალეობა სრულდება უბიწოდ და უანგაროდ, ეს ხდება უფლის მოსიყვარულე მსახურება. დასაქმდით ასეთი კეთილშობილური მოქმედებებით (კარმით). დატკბით უწყვეტად აზრებით უფალზე. ეს არის სამეფო გზა მიზნისკენ რომელიც თქვენ გაქვთ მისაღწევი.
– პრემა ვაჰინი, თავი 29.
17.05.2015
სად წავიდა თქვენი ძველი კარგი ადამიანური ხარისხები? ჭეშმარიტება, მოთმინება, ზნეობა, დისციპლინა – როდის უნდა მიიღოთ ეს? ადექით, გაიღვიძეთ! დაამყარეთ ღმრთიური სამეფო (რამა რაჯია), გაბრწყინდით ჭეშმარიტების, უბიწოების და მშვიდობის დიდი სახლებით. გახსოვდეთ ღმრთიური პერსონაჟების მმართველობა და ხასიათები და ისწავლეთ მათგან. ჩააქრეთ უმეცრების, დაუმშვიდობებლობის, უსამართლობის და შურის მწველი ცეცხლი სიყვარულის, მოთმინების და ჭეშმარიტების წყლით. გიყვარდეთ თქვენი ახლობელი ძმები. განივითარეთ თანაზიარობის გრძნობა. გაწმინდეთ ყველა ეჭვიანობა და რისხვა. ყველა თქვენგანმა უნდა გააცნობიეროს თავისი საკუთარი შეცდომები და გაიგოს რომ არაფერი სარგებლობა არ აქვს შეცდომების ძებნას სხვებში. ეს არის უბრალოდ დროის კარგვა; ეს ასევე ამრავლებს ჩხუბს. ამიტომ უარი თქვით ამ შტრიხზე. თუ თქვენ ხელიდან გაუშვებთ ამ ხელსაყრელ შემთხვევას, თქვენ კიდევ როდის გააკეთებთ ამას? არ დაემორჩილოთ დარდს, არამედ დასასრული მიეცით თქვენს წარსულ ბიწიერ საქმიანობას. მოინანიეთ გულწრფელად და იარეთ ღმერთისკენ ლოცვის გზით და კარგი საქმეების კეთებით, და განივითარეთ ძმური სიყვარული.
– პრემა ვაჰინი, თავი 34.
18.05.2015
წერილები არის მოსიყვარულე როგორც დედა. ესენი გვასწავლის გაკვეთილებს როგორც დედა აკეთებს თავისი შვილისთვის, ინტელექტის დონის და დროისა და ვითარების შესაბამისად. ორი შვილის დედა აძლევს ძლიერ და ჯანმრთელ ბავშვს ცალკეულ საკვებს რომლისთვისაც ის ყვირის, მაგრამ ის იღებს დიდ მზრუნველობას რომ გადამეტებულად არ გამოკვებოს ცუდად მყოფი და მას აძლევს მხოლოდ იმას რასაც შეუძლია მისი ჯანმრთელობის მალე აღდგენა. შეგვიძლია ჩვენ ამ ანგარიშით დავადანაშაულოთ დედა სიყვარულის ჩუქებაში მიმკერძაობით ერთზე და საწინააღმდეგოდ წინასწარ ცუდ განწყობაში მეორეზე? წერილები ასევე გასწავლით თქვენ სამუშაოს (კარმას) საიდუმლოს და მნიშვნელობას. ყველა უნდა იყოს ინსტრუქტირებული როგორ უნდა გარდაქმნას სამუშაო სასარგებლო საქმიანობაში. თუმცა სამუშაო არ არის ყველაფერი. ადამიანის სიცოცხლე გრძელდება მხოლოდ ერთ გაელვებას; ეს არის ბუშტი წყალზე. სიცოცხლის ამ ეფემერულ ბუშტზე არ ააშენოთ სურვილების და მიბმულობების სტრუქტურა. სიბრძნე გვაფრთილებს რომ ეს შეიძლება ჩამოიქცეს ან დანამცეცდეს ნებისმიერ მომენტში.
– სუტრა ვაჰინი, თავი 4.
19.05.2015
თუმცა რელიგიებს აქვს განსხვავებული სახელები და დოქტრინები, არსით ყველა არის ერთი. ესენი ხაზს უსვამს საერთო ბირთვს. საუბედუროდ მოჩვენებითი განსხვავებები რელიგიებს შორის ამხობს ყველა ადამიანის მეგობრობას. ყველა რელიგიური დოგმა, რამდენიმეს გამოკლებით, ადვილად შეიძლება იყოს ჰარმონიზებული და შეთავსებული. გამოცდილება და სიბრძნე დიდი წინასწარმეტყველების, რომლებიც ვრცლად გადმოსცემდნენ საერთო სიყვარულს, არ არის დაფასებული, მიღებული და პატივნაცემი. იგივე ღმერთი არის გაღმერთებული სხვადასხვა სახელებით სხვადასხვა ცერემონიალური რიტუალების მეშვეობით. ყოველ საუკუნეში, ყოველი რასისთვის თუ თემისთვის ღმერთს გამოგზავნილი ჰყავს წინასწარმეტყველები მშვიდობისა და მოკეთეობის დასამყარებლად. ყველა დიდი ადამიანი არის ღმერთის სახე. ისინი აფორმირებენ ერთ ცალკე კასტას ღმერთის სამეფოში; ისინი მიეკუთვნებიან ერთ ნაციას, ღმრთიურ ამხანაგობას. ჰარმონიზების პრინციპი არის ნამდვილი გული ყველა რელიგიის და სარწმუნოების. დაინტერესდით სხვების პრაქტიკის და რწმენის გაგებით. ეს გაწმენდს თქვენს ჭკუას. შემდეგ მოსიყვარულე გულით, თქვენ მიაღწევთ ღმრთიურ არსებობას.
– სუტრა ვაჰინი, თავი 4.
20.05.2015
ადამიანები თაყვანს სცემენ უზენაეს უფალს (პარამათმას) როგორც არსებულს რომელიღაც დაშორებულ ადგილში – ვთქვათ აიოდჰია ან დვარაკა და არსად სხვაგან, ან როგორც ნაპოვნს ადგილას სადაც გამოსახულება ან სურათი არის და არსად სხვაგან. ისინი თაყვანს სცემენ ამ ფორმას თავისთავად როგორც სრულს (პურნას). რასაკვირველია, არ არის ცუდი ასე კეთება. რაც ცუდია ეს არის გამოცხადება რომ მხოლოდ მათი რწმენა არის ჭეშმარიტი, რომ სახელები და ფორმები რომლებსაც ისინი მიაწერენ არის მხოლოდ სახელები და ფორმები ღმრთიურის, და რომ ყველა სხვა ფორმა და სახელი არის უღირსი და ქვემდგომი. გაცნობიერებული უნდა იყოს რომ სახელები და ფორმები რომლებიც არის სხვების იდეალები არის ძვირფასი და წმინდა ამ სხვებისთვის რადგანაც ეს სახელები და ფორმები არის ერთი-მე. ყველამ უნდა შეიძინოს ხედვა რომ იდეალის ყველა ფორმა არის თანაბრად ფასეული და ჭეშმარიტი, უაზრო სიძულვილისთვის ადგილის დაუთმობლად. ამ სიბრძნის გათავისების გარეშე შეუძლებელია ღმრთიურების გაცნობიერება.
– პრემა ვაჰინი, თავი 36.
21.05.15
ჯივი (ინდივიდუალური მე), რომელსაც სჯერა რომ ის არის გამოყოფილი მთელიდან, უნივერსალურიდან, დაქვემდებარებული არის სურვილებს და იმედგაცრუებებს, სიყვარულს და სიძულვილს, დარდს და სიხარულს და გატაცებულია სახელების და ფორმების მსოფლიოთი. ასეთი პიროვნება ხასიათდება როგორც ‘შებორკილი’, და სასწრაფოდ საჭიროებს გათავისუფლებას. რომ გათავისუფლდეთ თქვენ უარი უნდა თქვათ ქმნილებაზე (პრაკრიტიზე) დამოკიდებულებასა და მიბმულობაზე. ბრმას ვერ გადაარჩენს ბრმა. როგორ შეუძლია ადამიანს რომელიც არის უმწეო როგორც სხვა, თავი დააღწევინოს სხვებს გაჭირვების, ტანჯვისა და ტკივილისგან? ღარიბი მიმართავს მდიდარს; მხედველობა დასუსტებული ეძებს წიმანძღოლს მათგან ვისაც ხედვა შეუძლია. ზუსტად ასევე, ადამიანმა რომელიც შეზღუდული და დაბრმავებულია ქმნილების ორობითობით თავი უნდა შეაფაროს თანაგრძნობის, ძალის და სიბრძნის დაუშრეტელ საგანძურს, ღმრთიურ სულს (ათმას). მაშინ თქვენ გათავისუფლდებით სიღარიბისგან და დარდისგან და იმხიარულებთ სულიერი ნეტარების (ანანდას) სიმდიდრეში.
– სუტრა ვაჰინი, თავი 6.
22.05.2015
ყველაფერი სავსე არის სიყვარულით (პრემით). ამიტომ ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ რომ უზენაესი უფალი არის სიყვარულის ფორმა (პრემა-სვარუპა). ყოველ ცოცხალ არსებაში, სიყვარული აცხადებს თავის თავს სხვადასხვა ფორმით და ცნობილია ბევრი სახელით როგორიც არის სიყვარული შთამომავლობის, მიბმულობის, ღმერთის ერთგულების, სურვილის (ვათსაალია, ანურააგა, ბჰაკტი, იშტამ) და ა.შ., დაფუძნებული იმ მიმართულებაზე რომელ არხშიც არის მოქცეული. მაგრამ რომელი ფორმაც არ უნდა იყოს, არსი არის იგივე. ამ ცოდნის და განცდის საფუძველზე, ცხადია რომ უზენაესი უფალი არის შინაგანი ათმა ყოველი შექმნილი არსების (სარვა-ბუტა-ანთარ-ათმა). იგი რაც ასწავლის ერთობის უმაღლეს ცოდნას ცნობილი არის როგორც არადუალობა (ა-დვაითა); იგი რაც ასწავლის პრინციპს მყვარებლის და საყვარლის ცნობილია როგორც დუალობა (დვაითა); იგი რაც ასწავლის სამივეს, სიყვარულის, მყვარებლის და საყვარლის – ან ბუნების (პრაკრიტის), ინდივიდუალური სულის (ჯივის), და ბრაჰმანის შესახებ – ცნობილია როგორც შეზღუდული არადუალობა (ვისიშთა-ადვაითა). მაგრამ ეს სამივე არის ერთი.
– პრემა ვაჰინი, თავი 38.
23.05.2015
დამოკიდებულება თაყვანისმცემელის და თაყვანცემულის არის თესლი ერთგულების (ბჰაკტის). პირველად, თაყვანისმცემლის ჭკუა მოხიბლულია თაყვანისცემის ობიექტის განსაკუთრებული ხარისხებით. თაყვანისმცემელი ცდილობს ამ განსაკუთრებული თვისებების შეძენას. ეს არის სულიერი დისციპლინა (სადჰანა). სულიერი დისციპლინის ადრეულ სტადიაზე განსხვავება თაყვანისმცემელსა და თაყვანცემულს შორის არის ნათელი, მაგრამ როგორც სადჰანა პროგრესირებს, ეს მცირდება და, როდესაც მისაღწევი მიიღწევა, აღარ არსებობს არავითარი განსხვავება. როგორიც არ უნდა იყოს თაყვანისცემის ობიექტი რომელიც თქვენ გიყვართ და რომელსაც თქვენ ეძებთ სადჰანას მეშვეობით, გქონდეთ მტკიცე რწმენა რომ თქვენ და ის ხართ ერთი. თქვენ სტუმრად უნდა მიიღოთ მხოლოდ ერთი სურვილი: უფლის გაცნობიერება (ისვარა საკშათკარა). ადგილი არ დატოვოთ ჭკუაში რაიმე სხვა სურვილისთვის. მაშინ სიხარულის და დარდის მიუხედავად, თქვენს საკუთარ კმაყოფილებაზე რაიმე შეწუხების გარეშე, თქვენ დაკავდებით სულიერი დისციპლინით მყარად, უწყვეტად, სრული რწმენით; და როდესაც თქვენ გაიგებთ სინამდვილეს, თქვენ გექნებათ სრული კმაყოფილება.
– პრემა ვაჰინი, თავი 39.
24.05.2015
მსოფლიო არის ბიბლიური ტექსტი. დრო არის დიდი მქადაგებელი. არ არსებობს უფრო დიდი მასწავლებელი ვიდრე თქვენი გული. ღმერთი არის უდიდესი მეგობარი. ამ ოთხ არსებაში მყარი რწმენით გაატარეთ სიცოცხლე ამ მიწაზე. პრემა (სიყვარული) არის ბუნებრივი საკუთრება ადამიანის ყოველი არსების. ეს არის სიცოცხლის ხის ნაყოფი. არსებობს გარკვეული დაბრკოლებები ნაყოფის დასაგემოვნებლად. ჯერ თქვენ უნდა გააცალოთ კანი და ქერექი, რომელიც ფარავს რბილობს და ასევე თესლები შიგნით. სიყვარულის ნაყოფი არის დაფარული ეგოს სქელი საფარველით. თქვენ უნდა გაასუფთაოთ ამ ‘ჩემი’ და ‘შენი’ ქერქისგან. მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ თქვენ დააგემოვნოთ ტკბილი წვენი. აი ამიტომ აღწერს ვედები ღმერთს როგორც რასო ვაი საჰ (უზენაესი ტკბილი ესენცია). ამიტომ განივითარეთ სუფთა სიყვარული, და ამის მეშვეობით დანერგეთ ღმრთიურებასთან ერთობა. სიყვარულის გზა არის უმოკლესი და უსწრაფესი გზა ღმრთიურების გასაცნობიერებლად.
– ღმრთიური საუბარი, 17 ივლისი 1997.
25.05.2015
მანამ სანამ ადამიანი გაბერილია სიამაყით, არავის, თუნდაც მის მეუღლეს და ბავშვებსაც კი არ ეყვარებათ ის. თქვენ უნდა ჩამოიცილოთ თქვენი ეგო და ქედმაღლობა, რომ საყვარელი გახდეთ თუნდაც თქვენი საკუთარი ოჯახისთვის. თქვენ უეჭველად იტანჯებით დარდით და წვალობთ იმ დრომდე ვიდრე თქვენ გაქვთ რისხვის მიდრეკილება. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ უარს იტყვით მრისხანებაზე, თქვენ შეძლებთ ბედნიერად ყოფნას. რამდენ ხანსაც თქვენ ივლით თქვენი სურვილების გამრავლების გზით თქვენ გააგრძელებთ გაჭირვებაში ყოფნას. აკონტროლეთ თქვენი სურვილები, თქვენ მიაღწევთ აყვავებას. სიხარბე აქცევს ადამიანს უბედურად და საცოდავად. როდესაც უარს იტყვით სიხარბესა და სიძუნწეზე, თქვენ შეძლებთ ცხოვრების გატარებას სასიამოვნოდ და მშვიდად. ადამიანთა რასა, მთელი მსოფლიო და საგნები მასში ურთიერთდაკავშირებულია სიყვარულის კავშირებით. ღმერთი არის სიყვარული და არის ყოველი ადამიანის გულში როგორც სიყვარულის განხორციელება. ამ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით ჩვენ ვლოცულობთ, `სამანსტა ლოკააჰ სუკჰინო ბჰავანტუ~ (დაე ყოველი არსება ყველა მსოფლიოში იყოს ბედნიერი).
– ღმრთიური საუბარი, 17 ივლისი, 1997.
27.05.2015
ახალგაზრდობა დღეს გახდა განსაკუთრებულად ხარბი და მთლიანად ანგარებიანი, სახიზნავი სიძულვილის და შურის. ისინი მათი მიწიერი ტკბობის და ხორციელი სიამოვნების (ბჰოგას) ცხოვრების სტილს მიჰყავს ავადმყოფობაში (როგაში). ანტიკურ ხანაში ახალგაზრდობა და წმინდანები ერთნაირად ატარებდნენ ცხოვრებას მსხვერპლით და გრძნობების კონტროლით და იოგათი და სიამოვნებას იღებდნენ მშვიდობიანობით და სიხარულით. მოგზაურობაში წასვლისას ადამიანებს უყვართ საკმარისი ფულის ტარება დასახარჯად და როდესაც ამთავრებენ მოგზაურობას ან აღწევენ მიზანს, ისინი დეპოზიტზე დებენ ან გადასცემენ ნაშთს საიმედო მეგობრებს და ღრმად იძინებენ. ყველა თქვენგანი კურთხეული ხართ სიყვარულის სიმდიდრით თქვენი დაბადების მომენტიდან. მიწიერი საქმიანობის ამ ველზე (კარმაკშეტრაზე), ძალიან ძნელია სიყვარულის (პრემას) საგანძურის დაცვა. აქედან გამომდინარე თქვენ გჭირდებათ ერთგული მეგობრის მოძებნა რომ გადასცეთ მას – და ჭეშმარიტი მეგობარი არის მხოლოდ ღმერთი. ამიტომ გადაეცით თქვენი სიყვარულის სიმდიდრე ღმერთს და ატარეთ წმინდა სიცოცხლე სავსე მშვიდობით და სიხარულით.
– ღმრთიური საუბარი, 17 ივლისი, 1997.
28.05.2015
გაიატრი მანტრა არის სამეფო გზა ღმრთიურებისკენ. არ ასებობს ფიქსირებული დრო ან რეგულირება მის გასამეორებლად. ამის მიუხედავად ახალგაზრდა დაუქორწინებლები (ბრაჰმაჩარები) კარგი იქნებოდა თუ გაიმეორებდნენ მას დილის და საღამოს სანდიაზე (ბინდის საათებში) უდიდესი სარგებლობის მისაღებად. თუმცა იმის გამო რომ ღმრთიურება არის დროის და სივრცის მიღმა, ნებისმიერი დრო და ნებისმიერი ადგილი არის შესაფერი ღმერთის სახელის გამეორებისთვის. ბჰაგავატა აცხადებს: `სარვადაა, სარვათრა, სარვა კალეშუ ჰარი ჩინთანამ – იფიქრეთ ღმერთზე ყოველთვის, ყოველ ადგილზე და ყოველ დროს.~ თქვენ უნდა ისწავლოთ ღმერთის წარმოდგენა ყველაფერში რასაც თქვენ ხედავთ, რასაც თქვენ აკეთებთ და რასაც თქვენ ეხებით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ რომ თქვენ თამაშობთ დროებით როლებს კოსმიურ სტადიაზე. თქვენ უნდა უკან დაუბრუნდეთ თქვენს ჭეშმარიტ ღმრთიურ მეს როდესაც თამაში დასრულდება. გაიატრის რეგულარული გამეორებით, თქვენ უნდა გაწმინდოთ თქვენი სიცოცხლეები და უნდა იყოთ უბიწო ცხოვრების მაგალითი მსოფლიოში.
– ღმრთიური საუბარი, 17 მარტი, 1983.
29.05.2015
ვიკშეპა არის ჭკუის მღელვარება რომელიც შედგება ამქვეყნიურ გართობაში; სხვადასხვა სულიერი ვარჯიში (სადჰანა) გამოიყენება მის გადასალახად და ღმრთიურის შესაცნობად. სადჰანები მოიცავს მედიტირებას, კონცენტრირებას და კარგი საქმეების შესრულებას ჭკუის სისუფთავის მიღწევისთვის. როდესაც ვინმე აღწევს წარმატებას ვიკშეპას გადალახვაში, ის დგება ავარანას (სქელი საფარის, რომელშიც ადამიანი არის გახვეული, ახლო ნათესავის) პირისპირ. ეს საფარი არის ცნობილი როგორც მაია (ილუზია). ეს ფუთავს ყველაფერს სამყაროში. თვალებს რომლითაც ადამიანს შეუძლია ყველაფრის დანახვა რაც არის გარეთ, არ შეუძლია თვით თავისი დანახვა. ამის მსგავსად, მაიას რომელიც აჩვენებს მთელ სამყაროს, არ შეუძლია ღმრთიურის გახსნა. ვინაიდან თქვენ ხართ შეფუთული მაიაში თქვენ ეძებთ ყოფით სიამოვნებებს და არ ეძებთ თქვენს საკუთარ ღმრთიურ არსებას. ‘იადდჰრუშიამ ტან-ნაშიატი – რაც არის შეგრძნობადი ის არის წარმავალი. წარმავალი და არამუდმივი სიამოვნების დევნაში, ჩვენ მოვისროლეთ ადამიანის ცხოვრების მუდმივი, უცვლელი და ნამდვილი ელემენტები.
– ღმრთიური საუბარი, 17 მარტი, 1983.
30.05.2015
თქვენ ელოცებით ღმერთს ამქვეყნიური რამეებისთვის. განასხვავეთ ერთმანეთისგან მიწიერი ბედნიერება და ღმრთიური ნეტარება. ითხოვეთ უანგარო სიყვარული, რომელიც თქვენ არ გაქვთ მაგრამ მას აქვს უხვად. ილოცეთ სიყვარულის, მშვიდობისა და ნეტარებისთვის. ღმერთი არის ნეტარების განხორციელება; მისი სიყვარული არის უმაღლესი პარალელების გარეშე. მან იცის რა არის კარგი თქვენთვის და გაძლევთ მას. ის არის მოწმე თქვენი აზრების, სიტყვების და მოქმედებების. ამიტომ დანებდით მას მთელი გულით, და ატარეთ იდეალური ცხოვრება. თქვენ ყველა ხართ ღმრთიურების განხორციელება. ამიტომ გიყვარდეთ ყველა, არასოდეს დააზიანოთ ვინმე. თუ თქვენ აზიანებთ ვინმეს, თქვენ აზიანებთ ღმრთიურს. სიყვარული არის სასიცოცხლოდ ისევე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის როგორც ცეცხლი არის არსებითი ნახშირის ნატეხის გასაკაშკაშებლად. მოშორდით ყველა თქვენი სისუსტეებიდან ღმრთიურ სიყვარულზე კონცენტრირებით, რადგან წყალობა არის ყოველთვის მდინარი და ანიჭებს უდიდეს ძალას. ღმერთი არის კოსმიური დირექტორი და ყველა ადამიანი არის უბრალოდ მსახიობი. ამიტომ შეასრულეთ თქვენი როლი მისთვის სასიამოვნოდ!
– ღმრთიური საუბარი, 17 ივლისი, 1997.
31.05.2015
ადამიანის სხეული არის საფარველი, სათავსი ათმასთვის. ელემენტები როგორიც არის წყალი და ქარი ფარულად შეხვეულია სხეულით. აქედან გამომდინარე ათმას პრინციპი რომელიც არის ბირთვი, ვერ შეიცნობა. ადამიანებს დაკარგული აქვთ ცოდნა ამ პრინციპის, რაც არის ჭეშმარიტება. ათმა არის სხეულში მაგრამ არ არის სხეული. ათმას პრინციპი თუმცა მოქმედებს სხეულში, ის არ ეკუთვნის სხეულს. ათმა აძლევს თვალებს ხედვის და ყურებს სმენის უნარს. თვალები და ყურები განმტკიცებულია ღმრთიური პრინციპის ყველგან შეგნებით. თქვენი სული (ღმრთიური მე) ხართ ნამდვილი ‘თქვენ’, ნება (სანკალპა). ელემენტები (ეთერი, ქარი, ცეცხლი, წყალი და მიწა) რითაც შედგენილია კოსმოსი მოქმედებს როგორც ნაკარნახევია უზენაესი სიბრძნით რომელიც კვებავს მათ ენერგიით. ცოცხალი არსებების მთელი მსოფლიო – ორივე ფიქსირებულიც და მოძრავიც არის შენარჩუნებული უზენაესი სიბრძნით. ეს უზენაესი სიბრძნე არის ათმა, ბრაჰმანი და ხილვადი, ობიექტური მსოფლიო.
– სუტრა ვაჰინი, თავი 5.

ბაბა

კომენტარის დატოვება