ბჰაგავანი მოგვითხრობს:
ჯერ კი შეეცადე დაიჭირო ამ სიმღერის არსი სახალხო ცეკვის სტილში, მაშინ შენ მნიშვნელოვან წილად გაიგებ რა ხარ „შენ“ შესაძლებელია ამის წყალობით შენ რაღაც ზომით მიაღწევ თვითუარყოფას. შემდეგ შენ უფრო ნათლად გაიგებ იმის აზრს, რაც მე მინდა გითხრა. უბრალოდ კი არ მოისმინო ეს სიმღერა, არამედ კარგად დაფიქრდი ყოველი სიტყვის მნიშვნელობაზე. ეს სიმღერა, ზუსტად გადაატრიალებს შენს შემეცნებას. ისმინე ყურადღებით!
1. თაი! თაი! თაი! თაი! თაი! ჰეი თოჯინავ, შეხედე თამასის (უმეცრების გუნის) წარმოდგენას ამ მარიონეტი თოჯინის მონაწილეობით! ოჰ, ჯივავ (ინდივიდუალურო სულო) მოისმინე გრძელი, გრძელი ზღაპარი მის წარსულსა და მომავალზე, იმის შესახებ რაც იყო და რაც იქნება.
2. თავიდან ის ბორგავდა დედის მუცლის ნჯღრევად სითხეში, თავის ციხეში. ის მოვიდა ამ სამყაროში ტირილით, მაგრამ ყველა გარშემო სიხარულით იღიმებოდა და ზეიმობდა მის დაბადებას.
3. „ოჰ, რა სამწუხაროა! მე კვლავ დავიბადე!“ – შეიცნო მან და ტიროდა, ხანგრძლივად და ხმამაღლა. მაგრამ ამ დროს ყველა ეფერებოდა და იცინოდა, რომ მასაც გაეცინა პასუხად!
4. ის მთელი დღეები ფართხალებდა საკუთარ განავლებში, არ იცოდა სირცხვილი; ის დგებოდა და ეცემოდა ყოველ ნაბიჯზე, თავისი ბავშვური თამაშით გართობისას.
5. აი ის დარბის და დახტის მეურვეებთნ და შეისწავლა ასობით ეშმაკობა და ხრიკი; ასე ის იზრდება სიმაღლესა და სიგანეში, წლითიწლობით ხდება სულ უფრო მაგარი და ლამაზი.
6. აი ის უკვე მოდის წყვილში მეორე მარიონეტ თოჯინასთან ერთად, და იტყუებს და ღუღუნებს ვარდისფერი ცისარტყელას სტილში; ის მღერის მელოდიას, რომელიც აქამდე არ მოსმენილა, და ხარბად სვამს თავის ფინჯანს, განუმეორებელს და საკვირველს.
7. ეს შემქმნელია – ის, ვინც ახვედრებს წყვილებში ამ თოჯინებს. თოჯინები არის მილიონობით! მაგრამ ჩვენმა მარიონეტმა თოჯინამ არ იცის ეს, როდესაც თამაშობს როლს წარმოდგენაში სხვა თოჯინებთან ერთად: თიმ! თიმ! თიმ!
8. მაიას ამ თოჯინას, როგორც ხარს, ცხვირში გაყრილი აქვს თოკი თამასის; ვნება და რისხვა არის მავნებლები რკინის ეკლებით, რომელიც ხვდება ამ მონის წელზე.
9. ის არაკეთილმოსურნეობს, როდესაც სხვები დგანან მის წინაშე, აკანკალებული დამცირებისგან; ის აყენებს მათ ტანჯვას, თვითონ კი არ შეუძლია მოითმინოს პატარა ტკივილიც კი.
10. ის ილანძღება და ყვირის, და იქნევს ხელებს, ღიზიანდება, ბრაზობს ჩასისხლიანებული თვალებით; ეს არის ნამდვილად საკვირველი სანახაობა – როდესაც ის შეპყრობილია რისხვის დემონით!
11. ის სწავლობს და კითხულობს დამარცვლით, ის წერს ჯღაბნით და რაღაცას იზეპირებს, და რისთვის – თვითონ არ იცის; ის დარბის პანიკაში, იძულებული კუჭისთვის საკვების შეგროვებით.
12. აჰ, გინახავთ კი თქვენ, როგორ ბრუნავს და ტრიალებს, შურისგან გამწვანებული, ეს სასაცილო პატარა მარიონეტი თოჯინა, რომელსაც შთანთქმული აქვს ამდენი წიგნი, როცა ხვდება უფრო ნასწავლ თოჯინას?
13. თქვენ ალბათ მოგისმენიათ მისი საიდუმლო კაკანი, როდესაც ის იმალება, სცოდავს, იკმაყოფილებს თავის საძრახის მედიდურობას, სასირცხვილო ახირებას.
14. ის ამაყად ტრაბახობს – რით? თვით თავისით! თავისი სილამაზით, ძალით, ენერგიულობით, ამასთანავე, ყოველთვის, ნაბიჯ-ნაბიჯ, ის მიდის სიბერისკენ.
15. ის ქანაობს და ციმციმებს ნაოჭების გამჭოლად; და როდესაც ბავშვები ყვირიან „ბებერი მაიმუნი“, „ბებერი მაიმუნი“! – ის ფართოდ ხსნის და ააშკარავებს უკბილო პირს, ამ დროს ასე ჭყრიალებს მისი ძვლები!
16. ბოლოს ის კვდება შიშში, გაცვეთილი, დახეული და ბოლოს დაძონძილი! რა არის სარგებელი, ოჰ, ჩვრის თოჯინავ, ამოიოხრეთ და დაიკვნესეთ, ახლა თქვენს საზრუნავებს დაუდგა დასასრული.
17. აჰა! ჩიტი! ის აქნევს ფრთებს! ის გამოფრინდა – ფრრ – თავისი გალიიდან – სხეულის გარსიდან, რომელიც, დაცარიელებული, ნაოჭდება, იკუმშება. გათავისუფლებული სული ამბობს: „ოჰ, მომაცილეთ ის თვალთახედვიდან, ახლა ის იბერება და ყარს“.
18. ელემენტები უერთდება მათ წარმომშობ ხუთ სტიქიას: თოჯინის სურვილები არის მტვერი და ფერფლი, თქვენ რატომღა ტირით, უგუნურებო, როდესაც ერთ-ერთი თქვენგანი ეცემა გადავსებულ სცენაზე?
19. ძმებო და დებო, მშობლებო და მეგობრებო – ის ყველა შეკრული არის ერთად ვიდრე ოთახში კარები დაკეტილია. ამ თოჯინამ სამწუხაროდ დაივიწყა თავისი ნათესაობა, ღმრთიური სახელი, გადამრჩენის სიმართლე!
20. ოჰ, ჯივა არ დაეყრდნო ამ სუსტ ლერწამს; მხოლოდ ჩაბერე, როგორც ამ მყიფე კანის ნავი, აღჭურვილი სამჯერ სამი ხვრელით (ადამიანის სხეულს აქვს 9 ხვრელი), ჩაგძირავს შენ ნაკადის სისწრაფეში.
21. ეს მარიონეტი თოჯინა ტირის, იძინებს და იღვიძებს, როცა უხილავი ხელით იჭიმება ძაფები. ეს არის უფალი – ის, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, მაგრამ თოჯინა ტრაბახობს: ეს ვარ „მე, მე, მე!“
22. დჰარმა (უბიწოების კანონი), კარმა (მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება) – ეს არის მაგარი ძაფები რომელსაც უფალი ხან ჭიმავს ხან უშვებს. ამაზე ეჭვის მიუტანლად მარიონეტი თოჯინა ტრაბახობს ჯვარზე მიმაგრებული.
23. ის თვლის სამყაროს მდგრადად – ეს უგუნური, თვით-არსი თოჯინა! მაგრამ აი აენთო სინათლე. წარმოდგენა დამთავრებულია! მიდის სცენიდან ამპარტავნობა და სიამაყე!
24. ოჰ, ჯივა, შენ მიძვრები ჭიანჭველაში, გველში და ჩიტში. ეძებ და აუცილებლად პოულობ გზას საბოლოო ნეტარებისკენ!
25. აკურთხე შენი ბედი! ახლა შენ შეგიძლია იხილო ღმერთი, ის მოგევლინა შენ! შეერწყმე მასთან, და შენ გაიგებ პასუხებს ყველა შენს კითხვაზე „რა?“, „რატომ“ და „როგორ?“.
26. მილიონი სიტყვა, ისეთი ჭკვიანური და ლამაზი – შეუძლია ამას გაასწოროს თქვენი დამანჭული სახე? აანთე სიტყვების მაგიერ სულის ლამპადა, შეაჩერე გამალება და გათავისუფლებული მარწუხებიდან, გამხიარულდი.
27. ეს სიმღერა რომელმაც მოგითხრო ჩვრის თოჯინაზე, დაადარდიანებს და აიძულებს ჯივას რომ დაფიქრდეს, მე ვიცი. მაგრამ, ჯივა! შეხედე უფლის ღმრთიური თამაშების სიდიადეს და … შეიცანი შენი თავი!
შრი სათჰია საი ბაბას წიგნიდან „სანდეჰა ნივარინი (ეჭვების მოხსნა)“