პრაშნოთჰარა ვაჰინი

ბჰაგავანი შრი სათჰია საი ბაბა

კითხვებისა და პასუხების ნაკადი  

 

წიგნი წარმოადგენს საუბრების ჩანაწერს ბჰაგავან შრი სათჰია საი ბაბასთან – ჩვენი ეპოქის ავატართან.
სამყაროს მასწავლებელი საუბრობს ადამიანის სიცოცხლის არსზე, მის ჭეშმარიტ ბუნებაზე, სამყაროში დანიშნულებასა და ღმერთისთვის მსახურებაზე. 

შინაარსი

პასუხი                                                                                  თავი VIII იოგა და მოკშა
თავი I    სხეული და ინდრიები                                     თავი IX  ჯნანა და იოგა
თავი II   თოთხმეტი ლოკა (პლანი)                              თავი X   ბრაჰმავიდიია და ქალები
თავი III  ოთხი აშრამი                                                      თავი XI   აშრამები და ვარნები
თავი IV  მოკშა და კარმა                                                      თავი XII  შასტრი და სანიიასა
თავი V  ვიდია და ბჰაკტი                                                     თავი XIII მანტრა და ჯაფა
თავი VI  დაბრკოლებები გათავისუფლების გზაზე        თავი XIV ტაპასი
თავი VII პანჩაკოშა                                                                 თავი XV  აშტანგა იოგა

  

პასუხი

პრაშნა ნიშნავს კითხვას. უთთჰარა ნიშნავს პასუხს და ვაჰინი ნიშნავს ნაკადს. ეს წიგნი არის კითხვების ნაკადი, რომლებმაც გამოიწვიეს ბჰაგავან შრი სათჰია საი ბაბას პასუხები. იმ ძირითად ამოცანებს შორის, რომელთა გადაწყვეტაც თავის თავზე აიღო ბჰაგავანმა თავისი ამ განხორციელების განმავლობაში, მან დაასახელა “კაცობრიობის რელიგიური წერილების ახსნა და გაწმენდა.” თითოეული ვაჰინი წამოსული მისგან, ემსახურება ადამიანის სულიერი ამაღლების ამა თუ იმ ასპექტს.
 
ეს ვაჰინი არის ერთ-ერთი პირველი სერიაში, ვინაიდან ის ცდილობს ნათელყოს რელიგიების ფუძემდებლური მოძღვრებები და ცნებები, განსაკუთრებით ტექნიკური სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც ცდილობენ მათ დაკონკრეტებას. ამ დრომდე გამოქვეყნებული როგორც დამატება ერთ ვაჰინზე, გიტა ვაჰინზე, ის ახლა მაძიებელთა ხელში გამოყენებულია როგორც გასაღები გამოცემა, სასარგებლო ყველა ვაჰინის მკითხველისთვის.

ძველი სიბრძნე (სანატანა დჰარმა), მუდმივი გზა გადმოეცა შთამომავლობას სიტყვების საშუალებით, რომლებიც დროთა განმავლობაში და კომენტატორებში არსებული დავების გამო დაშავდნენ დამახინჯებით, გაუფასურებით, გამოფიტვით და გაუკუღმართებით. ვარნა, აშრამა, იოგა, იაჯნა, კარმა – ეს გაგებები სხვადასხვა სკოლების და სექტების დიალექტიკოსების და პრაქტიკოსების მიერ ინტერპრეტირებული იყო, აბლანდულ და ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიაში.

ბჰაგავანმა გადაჭრა ეს სირთულეები. მისი წმინდა სიყვარული და შეწყნარება სიტკბოთი ავსებენ არა მარტო ყოველ პასუხს, არამედ ყოველ კითხვასაც რადგანაც მან დააყენა რა თავისი თავი შემკითხველის მდგომარეობაში, გააკეთა სრული და ნაყოფიერი ახსნები.

 ნ. კასტური
“სანატანა სარანტჰას” რედაქტორი
 პრაშანტი ნილაიამი, 1984 წლის 14 იანვარი.