აგვისტო

01.08.17.
გაიგეთ სირთულეები და სიძნელეები რაც სხვებს აწევთ ტვირთად და დაეხმარეთ მათ იმ ზომით როგორც თქვენ შეგიძლიათ ამის გადალახვა; და ასევე ატარეთ მათი სიცოცხლე ისე რომ ესენი აღარ განმეორდეს. ისწავლეთ სხვებთან ცხოვრება თქვენი სიხარულისა და დარდის განაწილებით; იყავით თავმდაბალი, არა მბრძანებლური. როდესაც თქვენ ცხოვრობთ მეგობრულად, სოფელი იქნება ბედნიერი და დაცული; და როდესაც სოფელი იქნება მჭიდრო და ძლიერი, ერიც იქნება ძლიერი და უდრეკი. ეჭვი, რისხვა, სიძულვილი და სიხარბე შლის ერს და აქცევს მას უწესრიგოდ და ტანჯულად. ამოკრიფეთ დამანაწილებელი ძალები რომლებიც აშორებს ერთ ადამიანს მეორესგან, და უშლის გულითად თანამშრომლობასა და ურთერთ დახმარებას. დანერგეთ დისციპლინა სადჰანას სფეროში ასევე და დაჟინებით მოთხოვეთ ადამიანებს თვით თავის მიმართ და თავისი ბედის მიმართ თავიანთი მოვალეობების შესრულება. ერთგულება არის თავის მსგავსი, მოვალეობა არის ტანი და დისციპლინა არის ფეხები. დაე ერთგულება იყოს მიბმული მოვალეობასთან და იაროს დისციპლინით; მაშინ წარმატება იქნება უეჭველი.
– ღმერთის საუბარი, 16 მარტი, 1973.
02.08.17.
გული გაჯერებული ღმერთის სიყვარულით ვერასოდეს შეძლებს ძალადობის აზრების მიღებას. ეს არის უბრალო ფარისევლობა დადგე ღმერთის წინ მუხლებზე და შემდეგ აიძულო სხვათ დადგნენ შენს წინ მუხლებზე. ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის მშვიდობა და ღმერთი არის ძალა. როგორ შეუძლია ადამიანს იყოს კონტაქტზე ღმერთთან და მაინც იყოს ამაყი და ღვარძლიანი? მღელვარე და მრისხანე? სუსტი და მერყევი? მისი მტკიცება ღმერთთან კავშირში ყოფნაზე არის მხოლოდ სასაცილო ნაკლი; ეს არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი. ხე ფასდება მისი ნაყოფით. ლიდერებმა უნდა განივითარონ უნივერსალური სიყვარული, შეუზღუდავი პოლიტიკური საზღვრებით რომლებიც იცვლება დეკადიდან დეკადამდე, ან რელიგიური იარლიყებით მიმაგრებულით და წაშლილით დროებით საჭიროებათა შესაბამისად. ლოცვა რომელიც გაიზარდა მილიონებიდან ამ ქვეყანაში ყველა მისი ტაძრებიდან, წმინდა ზღვისპირა უბნებიდან, თაყვანისცემის ადგილებიდან და საკურთხევლებიდან საუკუნეების განმავლობაში არის: სარვე ჯანაჰ სუკჰინო ბჰავანტუ – დაე მსოფლიოს ყველა არსება იყოს ბედნიერი და აყვავებული, და სამანსტა ლოკააჰ სუკჰინო ბჰავანტუ – დაე ყველა მსოფლიოს ჰქონდეს მშვიდობა და აყვავება.
– ღმერთის საუბარი, აპრილი, 1973.
03.08.17.
თქვენი სიცოცხლე არ უნდა იყოს უნაყოფო ციკლი ჭამის, სმისა და ძილის; თქვენ გაქვთ ათმა (სული) როგორც თქვენი სინამდვილე და ამიტომ ისწავლეთ ნეტარების ამ უცვლელი წყაროს შეცნობა. თქვენი გონების სწორი გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ეს წყარო და იყოთ უმაღლესად ნეტარი. ბედნიერება შეიძლება მოიპოვოთ მიქცევით ღმერთსკენ, არა გრძნობების ბიძგების მიდევნით. ოცდაოთხი საათიდან რაც თქვენთვის მისაწვდომია ყოველდღიურად, ნება მიბოძეთ გირჩიოთ თქვენ რომ დაუთმოთ მცირე ნაწილი მედიტირებას ან ლოცვას ან წერილების კითხვას ან მოსმენას საუბრების უფლის ღმრთიურ თამაშებზე (ლიილებზე). ნებისმიერი საქმის დაწყებამდე იფიქრეთ ღმერთზე და თქვენს საკუთარ მადლიერებაზე მის მიმართ ადამიანის სიცოცხლისთვის რაც მან თქვენ გაჩუქათ და სხვადასხვა მატერიალური, მორალური და ინტელექტური ტალანტებისთვის რითაც მან დაგაჯილდოვათ. თქვენ უსათუოდ განცდით დიდ სარგებელს, და თქვენ გექნებათ მშვიდობა, სიხარული და წარმატება თქვენს მცდელობებში ღმერთის წყალობის მადლით.
– ღმერთის საუბარი, 16 მარტი, 1973.
04.08.17.
თქვენ თქვენში გაქვთ ყველა რესურსი რაც თავად გჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს იდენტიფიცირებით, გაცხადებით და მათი განაწილებით სხვებთან. თქვენ ხართ სატ, ჩიტ და ანანდა (მაცხოვარი, შეცნობა და ნეტარება); თქვენ ხართ შივა-შაკთი სვარუპა (ღმრთიური ენერგიის ფორმა). არ დაინერგოთ დარწმუნება რომ თქვენ ხართ უბრალოდ ადამიანი; იყავით დარწმუნებული რომ თქვენ ხართ დანიშნული ღმრთურებისთვის. როცა ღმრთურება იღებს ადამიანის ფორმას როგორც აღწერილია რამაიანაში, მაჰაბჰარატასა და ბჰაგავად გიტაში, თქვენ უნდა ახსნათ მოქმედებები როგორც მკვებავი მაგალითები და გაკვეთილები, და არა როგორც ადამიანთა გასართობი მოთხრობები! ხუთი პანდავი ძმა არის ხუთი ხარისხი ადამიანის ხასიათში, ყველა, ვინც არის უკეთილშობილესი და ყველაზე უფრო უბიწო აკვირდება ნორმებს დადგენილს უხუცესების მიერ. რამაიანაში უფალი რამა არის უბიწოების პრინციპის უკომპრომისო ერთგულების ბრწყინვალე მაგალითი, როგორიც გინდა იყოს ცდუნება! რამა იყო დამუხტული სიყვარულით რომელიც აჭარბებდა კასტას, სარწმუნოებას და ვრცელდებოდა ფრინველებსა და ცხოველებზეც კი. სიყვარული არის გასაღები ეგოურობითა და სიხარბით დაკეტილი კარების გასაღებად.
– ღმერთის საუბარი, აპრილი 1973.
05.08.17.
რავანას ჰქონდა სულიერი ტექსტების დიდი ცოდნა. მისი ათი თავი წარმოადგენს ცოდნას რომელიც მას ჰქონდა შესწავლილი ექვსი სასთრადან (წერილიდან) და ოთხი ვედადან. მაგრამ მას არასდროს ჩაუდია ეს ცოდნა რაიმე სარგებლობაში. მას სწყუროდა მარტო პრაკრითის (მატერიალური საგნების) ფლობა; მას უნდოდა მატერიის მსოფლიოს, საგნობრივი მსოფლიოს დაპატრონება. მაგრამ ის არ იყო მოთვინიერებული სულით. მან უარყო პურუშა, უფალი; ის იყო კმაყოფილი ლანკაში, მფლობელობით დედა სიტათი წარმოდგენილი პრაკრიტის (მატერიის). აი ამიტომ ის დაეცა. მსგავსად მაიმუნის რომელმაც ვერ ამოიღო თავისი ხელი ვიწროყელიანი ქოთნიდან, იმიტომ რომ ჯერ მან დაიჭირა მის ხელში ბღუჯა მიწის თხილი რაც იყო ქოთანში, ადამიანებიც იტანჯებიან დღეს, რადგან მათ არ უნდათ ხელი გაუშვან ბღუჯა სასიამოვნო ნივთებს რომლებიც მათ მოიხვეჭეს მსოფლიოდან. ადამიანები შედიან არასწორ დაჯერებაში რომ მატერიალური ფასეულობების დაგროვება მიანიჭებთ მათ სიხარულს და სიმშვიდეს. მაგრამ მხოლოდ ღმერთის სიყვარულს შეუძლია ამ მარადიული სიხარულის მოცემა.
– ღმერთის საუბარი, 28 თებერვალი, 1964.
06.08.17.
საკუთარი თავის მოსაცილებლად სხვებთან ყველა კონტაქტისგან, და მარტო სიარული გზაზე არის სისუსტის, შიშის და არა სიმამაცის ნიშანი. მარტო ცოცხალი საზოგადოება აწარმოებს მორალს, სამართლიანობას, თანაგრძნობას, სიმპათიას, სიყვარულს, შემწყნარებლობას, თანასწორობას და მრავალ სხვა ხარისხს რაც ამაგრებს და წვრთნის ხასიათს და აყალიბებს ადამიანის პიროვნებას. კულტურა არის გულებისა და თავების თანაარსებობის შედეგი. ადამიანთა ჯგუფები, ვინც დაკავებულია ერთმანეთის მიმართ სიძულვილით ან ზიზღით ვერ შეძლებენ რაიმე სასარგებლო ეფექტის წარმოებას; სამა-ჩიტა, ეს არის საერთო თვალთახედვა ან უფრო სწორად შინაგანი ხედვა არის ძირითადი ფაქტორი. საერთო რწმენის სისტემები, მოსაზრებები და დამოკიდებულებები არის გასაღები. ეს სამა-ჩიტა უნდა დაშედეგდეს ღმრთიური ნეტარების ნაკადში რომელიც გარსშემოერტყმის და გაანათებს მთელ საზოგადოებას. შეგნება რომ ადამიანი არის ღმერთი და რომ ყველა კიდევ არის თანაბარი, არის საუკეთესო კავშირი საზოგადოებისთვის, ეს ნეტარება არის საუკეთესო ატმოსფერო საზოგადოების განსავითარებლად და დასაცავად.
– ღმერთის საუბარი, აპრილი 1973.
07.08.17.
მილიონერი იხდის საშემოსალო გადასახადს მის თვალებზე მომდგარი ცრემლებით; სკოლის დირექტორი სიხარულით ამბობს უარს მისი სკოლის ავეჯსა და ლაბორატორიის ხელსაწყოებზე როდესაც ის გადაჰყავთ იგივენაირ სხვა ადგილზე. რატომ? იმიტომ რომ სკოლის დირექტორი არის მხოლოდ მეთვალყურე, არა მესაკუთრე. ის არ არის მიჯაჭვული ამ ნივთებთან; მან იცის რომ ესენი ეკუთვნის მთავრობას. ასევე, იგრძენით რომ თქვენი ოჯახი, სახლი, ქონება, ავტომობილი და ა.შ. არის ყველა უფლის საკუთრება და რომ თქვენ ხართ მხოლოდ პირი რომელიც საკუთრებას განაგებს; იყავით მზად მათ დასათმობად ბუზღუნის გარეშე ნებისმიერ მომენტში. წმინდა წერილები შეიცავს წამლებს განსაკურნად მიჯაჭვულობის და თქვენს აღსაჭურვად განჯაჭვულობის ძალით. მსხვერპლი (თიაგა) არ ნიშნავს რომ თქვენ არ უნდა შეაფასოთ ნივთები; თქვენ შეიძლება თუნდაც იზრუნოთ მათზე. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ რომ ესენი არის წარმავალი, რომ სიხარული რასაც ესენი განიჭებთ არის უმნიშვნელო და დროებითი. იცოდეთ მათი რეალური ფასი; არ მისცეთ მათ გაბერილი შეფასება. არ განივითაროთ მიჯაჭვულობა (მოჰა) მათ მიმართ.
– ღმერთის საუბარი, 19 აგვისტო, 1964.
08.08.17.
დჰანა (ფული) – ეს არის მსოფლიოს ვალუტა; სადჰანა (სულიერი პრაქტიკა) არის სულის ვალუტა. როდესაც თვითმარქვია ერთგულები მოდიან თქვენთან მათი სიებითა და წიგნებით მოწყალების საპოვნელად, არ შესთავაზოთ მათ არავითარი ფული. რათ გჭირდებათ თქვენ დარბაზი მედიტირებისთვის ან უფლის სახელის გასამეორებლად (დჰიანას ან ნამასმარანასთვის)? სხვების დასწრება არამსგავსი განზრახვებით ხშირად იქნება დაბრკოლება ვიდრე დახმარება; ამის ნაცვლად აქციეთ თქვენი სახლი ტაძრად, იმედიტირეთ თქვენს საკუთარ სამლოცველო ოთახში. იგალობეთ ბჰაჯანები სიყვარულით თქვენს საკუთარ სახლში! უპირველეს ყოვლისა თქვენი ქცევით იყავით მაგალითი სხვებისთვის – აპრაქტიკეთ რბილი, მოსიყვარულე და სამართლიანი მეტყველება, იყავით თავმდაბალი, და გამოამჟღავნეთ პატივისცემა უფროსების მიმართ. იცხოვრეთ რწმენით, უდრეკობით და სამართლიანად. ეს გზა მოგიყვანთ მეტ ხალხს თეიზმის სამწყსოში ვიდრე საზოგადოებათა დაფუძნება, მოწყალების შეგროვება და ტაძრებში სიარული. გახსოვდეთ უფალი ნამდვილად ზრუნავს გულწრფელობის, უბრალოებისა და მყარი სიხარულისთვის მისი სახელისა და ფორმის განჭვრეტაში და არაფერზე კიდევ!
– ღმერთის საუბარი, 19 აგვისტო, 1964.
09.08.17.
საპჰას (შვიდი დღეს გაგრძელებული საუბრების) დასეულებას ეწოდება სამაპთი. მაგრამ ტერმინ სამაპთის აქვს ღრმა აზრი თავისთვისაც. ეს ნიშნავს სამამის (ბრაჰმანის ან ღმერთის) მიღწევას (ააპთის). ეს არის სულიერი გაკვეთილებისა და საუბრების მოსმენის, შეჯამების და შთანთქმის (სრავანას, მანანას და ნიდიდჰიასანას) საბოლოო ნაყოფი. ყოფითი გაგებით ეს ნიშნავს სესიების სერიების დასკვნას; სულიერი გაგებით, ეს ნიშნავს დროს საზღვრების გადალახვას! რა არის ჯამი და არსი ყველა სულიერი ძალისხმევის? ეს არის ის რომ თქვენ უარი უნდა თქვათ გრძნობითი საგნების დევნაზე თქვენს მიერ ხანგრძლივი მშვიდობისა და სიხარულის ძებნისას. მატერიალურ ნივთებს თავისთან ერთად მოაქვთ არა მარტო სიხარული არამედ დარდიც ასევე. სიმდიდრის დაგროვებას და სურვილების გამრავლებას მიჰყავს მხოლოდ მონაცვლეობასთან სიხარულის და დარდის. მიჯაჭვულობა არის ორივეს სიხარულის და დარდის საფუძველი; განჯაჭვულობა არის მხსნელი.
– ღმერთის საუბარი, 19 აგვისტო, 1964.
10.08.17.
თუ თქვენ მიდიხართ მლოცვარებაზე როგორც პიკნიკზე, ღმერთის მოწყალების მისაღებად საჭირო გონებრივი მომზადების გარეშე, თქვენი მოგზაურობა არის მხოლოდ ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერება, არა თქვენი სულიერი მიდრეკილებების გაძლიერება! თქვენი მოგზაურობა არის საფოსტო საგნის მაგვარი, რაც გარეკანზე აგროვებს ბეჭდებს, არა თქვენი შინაგანი არსების ბირთვზე. მხედველობა დასუსტებული ადამიანი არ დარდობს დღესა და ღამეზე. ასევე თქვენ ვერ შეძლებთ ერთი ადგილის გარჩევას მეორისგან. თუ თქვენ არ მისცემთ ნებას სიწმინდეს იმოქმედოს თქვენს ჭკუაზე. როგორც მლოცვარობის შედეგი, თქვენი ჩვევები უნდა შეიცვალოს უკეთესით, თქვენი თვალთახედვა უნდა გაფართოვდეს; თქვენი შინაგანი ხედვა უნდა გახდეს უფრო ღრმა და მყარი. თქვენ უნდა შეიგნოთ ღმერთის ყველგანმყოფობა და კაცობრიობის ერთობა. თქვენ უნდა ისწავლოთ შემწყნარებლობა და მოთმინება, გულმოწყალება და მსახურება. თქვენი მლოცვარების შემდეგ, თქვენს სახლში დაფიქრდით ყველა შესანიშნავ დასკვნაზე და გადაწყვიტეთ ესწრაფოთ უფრო მაღალ და მდიდარ განცდას ღმერთის გაცნობიერების.
– ღმერთის საუბარი, 28 თებერვალი, 1964.
11.08.17.
თუ თქვენ სნეულების გამო გღვიძავთ თორმეტი საათის განმავლობაში შივარატრიზე,ეს სიფხიზლე ვერ მოგიტანთ მის წყალობას. თუ თქვენ ჩხუბობთ თქვენს მეუღლესთან და უარს ამბობთ საკვებზე მთელი ერთი დღის განმავლობაში, ეს არ ჩაიწერება ღმერთის წიგნში როგორც მარხვულობა. თუ თქვენ კარგავთ თქვენს თავს გაუცნობიერებლობის სიღრმეებში პერიოდულად სმის შემდეგ, თქვენ არ ჩაითვლებით ადამიანად ვინც მიაღწია სამადჰის (სულიერ ტრანსს). ვერცერთი ბჰოკტა (მსიამოვნებელი) ვერ შეძლებს იყოს ბჰაკტა (ერთგული); ესე იგი ადამიანი ვისაც თვალი უჭირავს გამორჩენაზე რომელიც შეიძლება მიიღოს ღმერთისადმი მსახურებიდან არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ერთგული. ასეთი ადამიანები აქებენ ცათ უფალს ერთ დღეს და ძრახავენ მას შემდეგ როცა მათი ბედი ხმება. განძივით შეინახეთ თქვენს გულებში ამრითა ვაკიასი (უკვდავებით დასაჩუქრების გზავნილი) რაც თქვენ მოისმინეთ სულიერ საუბრებში; დაფიქრდით მათზე თქვენი მედიტირების სიჩუმეში და ეცადეთ გააცნობიეროთ ამ ფასდაუდებარი ადამიანად დაბადების ძვირფასი მიზანი.
– ღმერთის საუბარი, 19 აგვისტო, 1964.
12.08.17.
სიცოცხლე არის ილუზიის, მაიას ხე ყველა მისი ტოტით, ფოთლით და ყვავილით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ ეს როგორც ასეთი როდესაც თქვენ ასრულებთ ყველა მოქმედებას როგორც შეთავაზებას ღმერთის სასიამოვნოდ. თქვენი ყოველი მოქმედების წმინდა თაყვანისცემაში ტრანსმუტირების ამ საიდუმლოს ცოდნის გარეშე თქვენ იტანჯებით იმედგაცრუებითა და დარდით. შეხედეთ მას როგორც ყოველი უჯრედის გამჭოლ მცენარის წვენს, როგორც მზეს გამათბობელს და მშენებელს მისი ყოველი ნაწილის. ხედეთ ის ყველაფერში, თაყვანი ეცით მას ყველას მეშვეობით, რადგან ის არის ყველაფერი! დაკავდით ნებისმიერ უბიწო საქმიანობაში და აღავსეთ ეს ერთგულებით: გახსოვდეთ მხოლოდ ერთგულება არის ის რაც განწმენდს საქმიანობას! ქაღალდის ფურცელი არის თითქმის ნაგავი, მაგრამ თუ მასზე დაწერილია მოწმობა, თქვენ აფასებთ მას და ინახავთ, ეს ხდება პასპორტი წინწასაწევად ცხოვრებაში. ბჰავა (უკანასკნელი შეგრძნება) არის ის რასაც მნიშვნელობა აქვს, არა ბაჰია (გარეგანი პომპეზურობა); გრძნობა არის ის რაც მნიშვნელოვანია, არა საქმიანობა.
– ღმერთის საუბარი, 11 იანვარი, 1966.
13.08.17.
განივითარეთ გარჩევის ცოდნა და შეაფასეთ თუნდაც თქვენი საკუთარი მოთხოვნები და სურვილები. შეამოწმეთ თითოეული არსებითობის სასინჯ ქვაზე. როდესაც თქვენ აგროვებთ ნივთებს თქვენს ბინაში, თქვენ მხოლოდ უმატებთ სიბნელესა და მტვერს, ასე კიდევ, არ მოაგროვოთ და არ შეინახოთ ზედმეტად ბევრი მასალა თქვენს ჭკუაში. იმოგზაურეთ მსუბუქად! იქონიეთ ზუსტად საკმარისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ჯანმრთელობის დასაცავად. პაპპუს (ოსპს ლანგარზე) უნდა ჰქონდეს საკმარისი უპპუ (მარილი) რომ გახდეს კერძი გემრიელი. არ გააფუჭოთ კერძი ძალიან ბევრი მარილის დამატებით. ამის მსგავსად, სიცოცხლე ხდება ძალიან რთული სატარებლად თუ თქვენ დებთ მასში ძალიან ბევრ სურვილს. შეზღუდეთ თქვენი სურვილები თქვენი შესაძლებლობით და მათ შორისაც კი, გქონდეთ მხოლოდ ის რაც მოგცემთ ხანგრძლივ სიხარულს. არ მისდიოთ მოდას და სახალხო მოწონებას და არ დატვირთოთ თქვენი რესურსები სრულიად უვარგისად. ასევე იცხოვრეთ შესაბამისად წესების კოდექსის რაც აწესრიგებს სიცოცხლეს ან მდგომარეობას რომელიც თქვენ გაქვთ მიღწეული.
– ღმერთის საუბარი, 19 აგვისტო, 1964.
14.08.17.
უძველესი დროიდან ბჰარათიიები (ინდოელები) მიიჩნევდნენ ჭეშმარიტებას როგორც ღმერთს, უყვარდათ ეს, ელოლიავებოდნენ მას და ამის მეოხებით აღწევდნენ ღმრთიურებას. ისინი იყვნენ ერთგული ჭეშმარიტების, შეუღლებული დჰარმასთან (უბიწოებასთან) და თვლიდნენ ზნეობას საზოგადოებაში თავიანთ უპირველეს მოვალეობად. დღეს, იმის გამო რომ ადამიანებმა დაივიწყეს ჭეშმარიტება და უბიწოება ისინი არიან ნაციონალური პრობლემების გადაწყვეტის ან საზოგადოებრივი სირთულეების დასრულების უუნარო. ჩვენ გვაქვს ბენგალის ყურე აღმოსავლეთით და არაბეთის ზღვა დასავლეთით და ორივე შეირწყმის ინდოეთის ოკეანეში. ამგვარადვე, ბჰარათ არის ყოფითი კეთილდღეობის და სულიერი პროგრესის შეთანწყობის ამსახველი მაგალითი. ბჰარათ არის ქვეყანა, სადაც ერთობა ჯივის (ინდივიდუალური სულის) და ბრაჰმანის (კოსმიური სულის) იყო დამკვიდრებული. გახსოვდეთ, ტერმინი ბჰარათ არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ ადამიანს ან ქვეყანას. ჭეშმარიტი ბჰარათიები არიან ისინი ვინც ტკბება თვითცოდნით. მაშასადამე ნებისმიერი ვინც ანათებს მისი საკუთარი თვითმანათობელი ძალით არის ბჰარათიია.
– ღმერთის საუბარი, 23 ნოემბერი, 1990.
15.08.17.
დღეს არის გოკულაშთამი, კრიშნას დაბადების დღე. ამის ზეიმი სპეციალური კერძებით არ არის ასე მნიშვნელოვანი. უფრო მნიშვნელოვანი არის კრიშნას სწავლებათა მიდევნა. სად იყო დაბადებული უფალი კრიშნა? საპყრობილეში! რა იყო მისი ქონება? არაფერი! დაბადებული ციხეში; ის წაიყვანეს ნანდას სახლში და შემდეგ მათჰურაში. ის არ ფლობდა არაფერს. მაგრამ ის გახდა უდიდესი ლიდერი მსოფლიოში. ეს რას გვიჩვენებს? მიწიერი ქონება არ არის სიდიდის მიღწევის საიდუმლო. კრიშნას სიდიდე იყო მის მუდმივ ნეტარების (ანანდას) მდგომარეობაში. უფალმა კრიშნამ მისცა მსოფლიოს მუდმივი გზავნილი – ის თხოულობდა და არაფერს ინახავდა თავისთვის, არამედ გასცემდა ყველაფერს. მან მოკლა მისი ბიძა დედის მხრიდან, კამსა. მაგრამ მას არ სწყუროდა სამეფო; მან ტახტზე აიყვანა კამსას მამა უგრასენა. ის დაეხმარა პანდავებს კაურავებზე გამარჯვებაში და გვირგვინით შეამკო დჰარმარაჯა როგორც იმპერატორი. ის იყო მეფეთა მეფე ვინც მართავს მილიონთა გულებს!
– ღმერთის საუბარი, 4 სექტემბერი, 1996.
16.08.17.
გოპებმა იცოდნენ სულიერი დანებების საიდუმლო. მათი თაყვანისცემა არ იყო გაფუჭებული რაიმე სავაჭრო სულით. რადგან ვინც ვაჭრობს და სწყურია გამორჩენა, ვისთვისაც მოწიწება გათანაბრებულია შემოსავლებთან, ‘ყიდის’ პატივს ერთეული დამაკმაყოფილებელი პასუხისთვის. ისინი არიან როგორც დაქირავებული მსახურები, გარიგებული ხელფასზე, ზედმეტ საათებზე, ბონუსზე და ა.შ. ისინი ანგარიშობენ რამდენის ამოღებას შეძლებენ შესრულებული სამუშაოსთვის. მეორე მხრივ, იყავით როგორც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი. იგრძენით რომ თქვენ ხართ უფლის საკუთარი. შემდეგ სამუშაო არ დაგღლით თქვენ, ეს შესრულდება უფრო უკეთესად, და სინამდვილეში მოგიტანთ მეტ კმაყოფილებას. და რა ხდება ხელფასზე? პატრონი გამყოფებთ თქვენ ნეტარებაში. თქვენ კიდევ რისკენ შეიძლება ესწრაფოთ? დაუტოვეთ დანარჩენი მას. მან იცის უკეთესად; ის არის ყველაფერი. მისი ფლობის სიხარული არის საკმარისი ჯილდო. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებებით ამ გზებზე და თქვენ არასოდეს დაგტანჯავთ დარდი. „ნა მე ბჰაკთაჰ პრანაშიათი – ჩემი ერთგულები არასოდეს არ იტანჯებიან“, – ამბობს კრიშნა.
– ღმრთიური საუბარი. 19 აგვისტო, 1965.
17.08.17.
მწყურვალე მგზავრმა ქვეყნის შიდა რკინიგზის სადგურზე ჰკითხა წყალის დამტარებელს მისი ტყავის ტიკი ტომარა იყო თუ არა სუფთა. პასუხი რაც მან მიიღო იყო: „რაც შეეხება სისუფთავეს, ყველაფერი რაც მე შემიძლია გითხრა არის ის რომ ტიკი საიდანაც ისხმება არის სუფთა ვიდრე ტიკი (მწყურვალე ადამიანის ტანი სამოსელი) რომელიც ღებულობს.“ თქვენ მეტად უნდა იზრუნოთ თქვენი საკუთარი ჭკუისა და გონების გასუფთავებისთვის. ნაცვლად სხვების კრიტიკის და ძებნის ნაკლოვანებების სხვათა მოქმედებებთან, დაუქვემდებარეთ თქვენი თავი ყურადღებით შესწავლას, კარგად გაუგეთ თქვენს თავს, და შეასწორეთ თქვენი საკუთარი შეცდომები; არ იყოთ მოცეკვავის მსგავსი რომელიც ადანაშაულებს მედოლეს თავისი არასწორი ნაბიჯებისთვის. ეს საგნობრივი სამყარო არის ისევე უბერებელი, როგორც ღმერთი; ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ ეს როდის მოვიდა არსებობაში მაგრამ ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ეს როდის დასრულდება, უკიდურეს შემთხვევაში თითოეული ჩვენგანისთვის. როდესაც თქვენ იხედებით ჭაში, თქვენი ანარეკლი არის ყოველთვის, მანამ სანამ თქვენ ხართ კავშირში, თქვენი ანარეკლი შეიძლება მოცილდეს ჭიდან მომენტში როდესაც თქვენ გადაწყვეტთ რომ აღარ ეძებოთ ჭა ან ყურადღება არ მიაქციოთ მასზე.
– ღმერთის საუბარი, 19 აგვისტო, 1964.
18.08.17.
ფუტკარი ნავარდობს ლოტოსის ირგვლივ, შემდეგ ჯდება მასზე და ტკბება ნექტარით, როდესაც სრუპავს ეს არის ჩუმი, ურყევი, ფოკუსირებული და ივიწყებს მსოფლიოს. ადამიანებიც იქცევიან ამის მსგავსად როდესაც ისინი არიან ღმერთის დასწრებაში. ფუტკარი წყვეტს ბზუილს და არის ჩუმი როგორც კი შესრუპავს ნექტარს. ადამიანებიც ასევე კამათობენ და ამტკიცებენ თავიანთ შეხედულებას, მხოლოდ იქამდე ვიდრე ისინი აღმოაჩენენ ღმერთის არსს (რასას). ეს რასა არის პრემა-რასა (სიყვარულის არსი). იქ სადაც არის სიყვარული, იქ არ შეიძლება იყოს არც შიში, არც მღელვარება, არც დაეჭვება და არც უმშვიდობა (აშანტი). როდესაც თქვენ ხართ დაქენჯნილი აშანტით თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ რომ თქვენი სიყვარული გაფუჭებულია ეგოიზმით და თქვენს სიყვარულს აქვს რაღაც ეგო შერეული მასში. ის ვინც განცდის ღმრთიურ სიყვარულს არის შინაგანი ‘მე’, რომელიც არის ნამდვილი ‘მეს’, სულის (ათმას) ანარეკლი. გრძნობები არის თქვენი მომაკვდინებელი მტრები. როდესაც თქვენი გრძნობები უმოქმედოა, მაშინ ‘მე’ ბრწყინავს მისი სრული დიდებით
– ღმერთის საუბარი, 26 თებერვალი, 1968.
19.08.17.
ბევრი ადამიანი კარგავს დროს ერთი გზის მეორეზე უპირატესობის განხილვაში განსაკუთრებით კარმა, ბჰაკთი და ჯნანა მარგას (გზას) შორის. ეს სამი გზა – მუშაობა, თაყვანისცემა და სიბრძნე – არის ურთიერთშემავსებელი, არა შეუთავსებელი. მუშაობა არის მსგავსი ფეხების, თაყვანისცემა ხელების და სიბრძნე თავის. ამ სამმა უნდა ითანამშრომლოს. ბჰაკთი მარგა არის სახელი მიცემული უფლის ნებაზე დანებების (სარანაგატის), ინდივიდუალური ნების ღმერთის ნებასთან შერწყმის გზაზე. ლაკშმანა არის კლასიკური მაგალითი დანებების ამ სულის რაც იხსნის. ერთხელ ტყეში თავისი გაძევების დროს, რამამ თხოვა ლაკშმანას აეგო ჩალის ქოხი ადგილზე თავისი არჩევანით. ლაკშმანა იყო შოკირებული და განგმირული დარდით. ის ეხვეწებოდა რამას: „რატომ მთხოვე შენ მე ადგილის არჩევა? შენ არ იცი რომ მე არ მაქვს ჩემი საკუთარი ნება? შენ წყვეტ და მე გემორჩილები, შენ ბრძანებ და მე ვასრულებ ბრძანებას.“ ეს არის ნამდვილი დანებება მიღწეული განჯაჭვულობის მუდმივი პრაქტიკით.
– ღმერთის საუბარი, 11 იანვარი, 1966.
20.08.17.
როგორ ვატაროთ ღმრთიური ცხოვრება? ვერავითარი სპეციალური წევრობა ვერ მოგცემთ თქვენ ამის უფლებას. ყოველი ძალისხმევა ერთობის გასაცნობიერებლად მთელი სიმრავლის უკან არის ნაბიჯი ღმრთიური ცხოვრების გზაზე. ღმრთიური ცხოვრება არ უშვებს უმცირეს ნარჩენს ხასიათში ან უმეცრებას გონებაში. გაწმინდეთ დაუმშვიდებლობის, შიშის და უმეცრების ძირითადი მიზეზი. მხოლოდ შემდეგ შეძლებს თქვენი ჭეშმარიტი პიროვნება აღმობრწყინებას. მღელვარება აღმოიფხვრება რწმენით უფალში; რწმენა რომელიც გეუბნებათ თქვენ რომ რაც კი ხდება არის უკეთესობისთვის და რომ უფლის ნება შესრულდება. ჩუმად მიღება არის საუკეთესო დაცვა მღელვარების წინააღმდეგ. დარდი წარმოიქმნება ეგოიზმიდან, განცდით რომ თქვენ არ იმსახურებთ დაბრიყვებას ასე ცუდად, რომ თქვენ ხართ დატოვებული დაუცველად. როდესაც ეგოიზმი მიდის, დარდი ქრება. უმეცრება არის მხოლოდ შეცდომა, სხეულის არასწორი იდენტფიცირების როგორც მე! სინამდვილეში თქვენ თითოეული უნდა ეცადოთ გახდეთ არაეგოური, და შემდეგ უფალი მიგიღებთ თქვენ როგორც მის ფლეიტას.
– ღმერთის საუბარი, აპრილი, 1957.
21.08.17.
უფალი ისე აღსავსეა წყალობით რომ ის სიამოვნებით ხელმძღვანელობს და იცავს ყველას ვინც ნებდება მას. როდესაც ბრძოლა რავანასთან დამთავრდა, ერთი შეხედვა უფალ რამას მწყალობელი თვალების იყო საკმარისი გასაცოცხლებლად მაიმუნების რომლებიც დაეცნენ მიწაზე და განსაკურნად მათი ჭრილობების რომლებიც მათ მიიღეს ომის განმავლობაში. ზოგიერთმა დემონმა შეაღწია მაიმუნების ბანაკში შენიღბვით; ისინი წარდგენილი იყვნენ რამას წინაშე ჩქარა პასუხის საგებად! უფალმა რამამ გაიღიმა და შეიწყალა ისინი, რადგან მათ მიიღეს მაიმუნის ფორმა რაც იყო ასე ძვირფასი მისთვის; მან გაუშვა ისინი დაუზიანებლად! ეს იყო მისი წყალობის ზომა. უფლის გულუხვი წყალობის მისაღებად თქვენ უნდა გაიჟღინთოთ უბიწოებით (დჰარმით) ამგვარად რომ ყოველი მოქმედება იყოს ღმერთღირსქმნილი. ინტელექტის (ბუდჰის) ბასრი საჭრისით, დააფორმირეთ ჭკუა (მანასი) დჰარმა-მურტის, უბიწოების კერპის (ან განსხეულების) სრულყოფილ სახედ. შემდეგ თქვენ გაბრწყინდებით ღმერთის დიდებულებით. ეს არის ამოცანა რასაც თქვენ უნდა მიუძღვნათ თქვენი თავი დღეს.
– ღმერთის საუბარი 11 იანვარი, 1966.
22.08.17.
ღმრთიური ცხოვრება არის ნამდვილი სუნთქვა ყველა ცოცხალი არსების; ეს მოიცავს ჭეშმარიტებას, სიყვარულსა და არაძალადობას (სატიას, პრემას და აჰიმსას). როგორ შეიძლება ვინმე იყოს ცრუ მეორესთან მაშინ როდესაც მეორე არ არსებობს საერთოდ? სიცრუე მოდის შიშიდან. მაშინ როდესაც მეორე არ არსებობს, არ არსებობს შიში საერთოდ. არავინ არის უფრო საყვარელი ვიდრე მე, ამიტომ როდესაც ყველა არის იგივე მე, ყველა არის საყვარელი როგორც მე არის საყვარელი. ძალადობით, ვინ ვის აზიანებს, როდესაც ყველა არის მხოლოდ ერთი? თქვენ ყველა ხართ მაცხოვარი-შეგნება-ნეტარების (სატ-ჩიტ-ანანდას) განსხეულება, მაგრამ თქვენ არ ხართ ამის მცოდნე და წარმოიდგენთ თქვენს თავს დაქვემდებარებულს ამა თუ იმ შეზღუდვაზე! ჯერ დაამსხვრიეთ ეს მითი იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ ღმრთიური ცხოვრების გატარების დაწყება. ეს არის ღმერთი რაც შთააგონებს, ამოქმედებს, ატარებს და ახორციელებს ყოველი არსების სიცოცხლეს! ატომიდან სამყარომდე, ყოველი ცალკე არსება მოძრაობს პატარა უბეებით მხოლოდ შესარწყმელად ნეტარების ზღვასთან.
– ღმერთის საუბარი, ვენკათაგირი, აპრილი 1957.
23.08.17.
დარდის ძირითადი მიზეზი ყოველი ადამიანისთვის თავისთავად არის დაბადება. უმეცრება (აავარანა) ფარავს ან ებურება ადამიან-სხეულს და ქმნის ჭკუის მდგომარეობას რომელშიც სხეული, შედგენილი ხუთი ელემენტით და აღქმის ხუთი და მოქმედების ხუთი გრძნობით, განიხილება როგორც ნამდვილი მე. ამ გონებრივი პირობების გამო, ადამიანები იღებენ ილუზიას სხეულზე რომელიც არის ცრუ და არარეალური. ‘მაია’ ნიშნავს ნარევს. რამდენადაც ჭკუის მდგომარეობას ‘მაია’ მიმართავს პირობებისკენ რომელშიც ადამიანი თვლის არამუდმივს, ცრუს და არაწმინდას როგორც მუდმივს, ჭეშმარიტს და წმინდას. წარსული მოქმედებები არის თქვენი დაბადების ძირითადი მიზეზი. სურვილი არის ყველა მოქმედების ძირითადი მიზეზი. სურვილი გამოწვეულია მიბმულობით, რაც წარმოიშვება გაგების არქონიდან. ეგო არის ამ უმეცრების მიზეზი. როდესაც უმეცრება მოშორდება, ეგო ცხრება. ეგოიზმის არქონას მიჰყავს სწორ გაგებასთან, სურვილების შემცირებასთან და მოქმედებები არის კურთხეული. შემდეგ ცხოვრება არის აზრიანი.
– ღმერთის საუბარი, 4 ოქტომბერი, 1989.
24.08.17.
დღეს ადამიანები არ ახდენენ სწორ გამოყენებას თავიანთი ჭკუის (მატის), ძალის (გატის), მდგომარეობის (სთითის) და სიმდიდრის (სამპატის) და კარგავენ წმინდა ენერგიას რაც ღმერთმა აჩუქათ. არა მარტო ეს, ისინი არიან დაქვემდებარებული სიღარიბესა და მწუხარებას ბოროტი თვისებების გამო, როგორიცაა სურვილი, რისხვა და სიხარბე (კამა, კროდჰა და ლობჰა). ადამიანებს აბსოლუტურად არ აქვთ კონტროლი თავიანთ სურვილებზე. როდესაც ერთი სურვილი შესრულებულია, მათ უჩნდებათ წყურვილი მეორესთვის. რისხვა არის მეორე ბოროტი თვისება რაც აჩანაგებს. სიძულვილი არის უფრო საშიში ვიდრე რისხვა. ესენი ქმნის ბევრ ბოროტ ხარისხს რაც გღობავთ თქვენ ღმრთურების განცდიდან. თქვენ ასევე იტანჯებით თქვენი საკუთარი ბოროტი ხარისხების ანარეკლით, რეაქციით და ხმაურით. სურვილი, რისხვა და სიძულვილი არ არის ადამიანური ხარისხები; ეს არის მხეცური მიდრეკილებები. თქვენ გახდებით მხეცი თუ თქვენ ნებას მისცემთ ამ ბოროტ ხარისხებს რომ დაგძლიონ თქვენ. მაშასადამე, მუდმივად შეახსენეთ თქვენს თავს რომ თქვენ ხართ ადამიანის არსება და არა მხეცი, და მოერიეთ ამ მიდრეკილებებს და განცადეთ ბედნიერი ცხოვრების სიამოვნება.
– ღმერთის საუბარი, 10 სექტემბერი, 2002.
25.08.17. ვინაიაკ ჩატურტი
‘ვინაიაკა’ ნიშნავს მას ვინც არის თავისი თავის პატრონი. თაგვი არის ვინაიაკას მატარებელი. რა არის პატრა თაგვის შინაგანი მნიშვნელობა? თაგვი სიმბოლირებს თქვენს მიბმულობას ყოფით მიდრეკილებებთან (ვასანებთან). თაგვი მოძრაობს სწრაფად და შეუძლია კარგად დანახვა სიბნელეში. როგორც ვინაიაკას მატარებელს, თაგვს მიჰყავხართ თქვენ სიბნელიდან სინათლისკენ. ვინაიაკას პრინციპი მაშასადამე ნიშნავს მას რაც აცილებს ყველა ცუდ ხარისხს, ცუდ პრაქტიკას და ცუდ აზრებს ყველა ადამიანში და ნერგავს კარგ ხარისხებს, კარგ ქცევას და კარგ აზრებს. ვინაიაკას სხვა სახელია ‘ვიგნეშვარა’. ეშვარა არის ის ვინც დაჯილდოებულია სიმდიდრე-ქონების, ცოდნის, ჯანმრთელობის, ნეტარების, სილამაზის და ა.შ. ყველა შესაძლო ფორმით. ვიგნეშვარა კვებავს სიმდიდრის ყველა ამ ფორმას და აღმოფხვრის ყველა წინააღმდეგობას თქვენი უბიწოდ ტკბობისთვის. ის ჩუქნის სიმდიდრის ამ ყველა ფორმას მათზე ვინც თაყვანს სცემს მას. აქედან გამომდინარე ვინაიაკა არის აღწერილი როგორც პირველი ღმრთაება ვინც უნდა იყოს თაყვანცემული (პრატამა ვანდანა). გაიგეთ შინაგანი მნიშვნელობა, და თაყვანი ეცით მას.
– ღმერთის საუბარი, 12 სექტემბერი 1991.
26.08.17.
ბევრ ადამიანს ფუთავს სიძულვილის, რისხვის, სიხარბის, სიამაყის, სიცრუისა და შურის ექვსი ნაკლი. მიჯაჭვულობამ და ზიზღმა მოიცვა ისინი. ამის გამო ბევრმა ადამიანმა დაივიწყა თავისი რეალური ბუნება და აღივსო ყველა სახის სიამაყით. გარჩევის (ვიჩაკშანა-ჯნანას) თავიანთი ძალის დაკარგვით, ადამიანები ეძლევიან ყველა სახის უღირს ქცევას სხვათა მიმართ. წერილები აწესებს ერთგულ თაყვანისცემას (უპასანას) როგორც ამ ცუდი ხარისხების მოცილების საშუალებას. უპასანა არის წარსულში უსუფთაო აზრებისა და მოქმედებების შედეგად ჭკუაში დაგროვილი უსუფთაობის გაწმენდა. როგორც სურნელოვანი ჩხირი ანთების ადგილში თავისი სურნელებით სპობს ცუდ სუნს, ღმერთის სახელის ერთგული გამეორება ერეკება ჭკუის უსუფთაობებს. გახსოვდეთ ყველა მოქმედება შესრულებული როგორც შეთავაზება ღმერთისადმი არის სუფთა მოქმედება (სათ-კარმა). ასეთი მოქმედებებით, ჭკუა იწმინდება.
– ღმერთის საუბარი, 4 ოქტომბერი, 1989.
27.08.17.
ისინი, ვინც ცდილობენ ადამიანთა საზოგადოების აშენებას სიმდიდრის (დჰანას) საფუძველზე, აშენებენ ქვიშაზე, ისინი ვინც ეძებენ აშენებას უბიწოების (დჰარმას) კლდოვანზე არიან ბრძენები. დჰარმა მულამ იდჰამ ჯაგატ: უბიწოება და მოვალეობა არის ამ მსოფლიოს ფესვი. დაემორჩილეთ ამას და თქვენ ხართ ბედნიერი. ბოროტი კაცი არის მხდალი, დევნილი შიშით. მას არ აქვს მშვიდობა თავისში. პატივი ეცით მშობლებს ვინც დაგაწყებინათ სიცოცხლე და მოგიყვანათ ამ მსოფლიოში უზარმაზარი და მრავალფეროვანი განცდების საგანძურის შესაგროვებლად; არის პირველი გაკვეთილი რასაც დჰარმა ასწავლის. მადლიერება არის ის წყარო რაც კვებავს ამ პატივისცემას. ეს ხარისხი სწრაფად უჩინარდება მსოფლიოში დღეს. პატივისცემა მშობლების, მასწავლებლების, უფროსების და ბრძენების ყველა არის დაცემაზე. ადამიანები ლაპარაკობენ ხმამაღლა და ხანგრძლივად ყველა სახის პლატფორმაში სწორი ქცევის, სიყვარულის, მშვიდობის, თანაგრძნობის, ჭეშმარიტების და ა.შ. შესახებ და ეს ქვეყნდება გაზეთებში მომდევნო დღეს, და აქ მათი მიზანი მთავრდება. ჩადეთ პრაქტიკაში უკიდურეს შემთხვევაში იმის ნაწილი რასაც ქადაგებთ.
– ღმერთის საუბარი, 3 თებერვალი, 1964.
28.08.17.
სამსკრიტი, სიტყვა კულტურისთვის, მოდის სიტყვიდან სამსკარა. სამსკარა არის მტვრისა და ჭუჭყის ნაკლოვანებათა მოცილებისა და სათნობათა დანერგვის ორმაგი პროცესი. იცოდეთ შური არის ყველაზე მიწებვადი ჭუჭყი! თქვენ უნდა იყოთ ბედნიერი როდესაც სხვები არიან ბედნიერი. რამა როგორც ამბობენ იყო ბედნიერი როდესაც სხვები იყვნენ ბედნიერი; რამაიანა ამბობს რომ ის იყო მაშინ ისევე ბედნიერი როცა სხვა ადამიანები იყვნენ ბედნიერი თითქოს ეს ხდებოდა მის მიმართ. ეს არის ჭეშმარიტი გამოცდა. კრიშნა ამბობს არჯუნაზე როგორც შურს მოკლებულზე (ასუიაზე). რა დიდი კომპლიმენტია! აქედან გამომდინარე, მან შესთავაზა მას სწავლა სულიერი დიეციპლინის საიდუმლოების. სატიაბჰამა არის სამარცხვინო ამბად ბევრ მოთხრობაში მისი ეჭვიანობის გამო; ყველა შემთხვევაში კრიშნა ცდილობს ამ ნაკლის მოცილებას და მისთვის თავმდაბლობის სწავლებას. გქონდეთ სიყვარული უფლის მიმართ, მაგრამ არ დაიჩაგროთ შურით როდესაც სხვებსაც უყვართ ის ან ეჯაჭვებიან მას.
– ღმერთის საუბარი, 9 ოქტომბერი, 1964.
29.08.17.
ისევე როგორც ტანი არის სახლი სადაც თქვენ ცხოვრობთ, მსოფლიო არის ღმერთის ტანი. ჭიანჭველა რომელიც კბენს თქვენი ფეხის პატარა თითს შემძლეა მიაპყროს მთელი თქვენი ყურადღება პაწაწინა ადგილზე, და თქვენ რეაგირებთ ამ ტკივილზე დაუყოვნებლივ. ამის მსგავსად თქვენ უნდა იგრძნოთ ტკივილი, ტანჯვა, სიხარული ან აღფრთოვანება სადაც გინდა იყოს ეს წარმოდგენილი; თქვენ უნდა გამოიყენოთ ძალისხმევა თქვენი ქვეყნების და თანამემამულეების დასაცავად, როგორი დაშორებილიც გინდა იყოს ადგილი სადაც სატანჯველი ხდება. იყავით კეთილი ყველა თქვენს ნათესავთან და ახლობელთან. გააფართოვეთ თქვენი თანაგრძნობა, ემსახურეთ სხვებს ვინც არის გაჭირვებული თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების ფარგლებში. არ გახარჯოთ თქვენი ტალანტები არამომგებიან წყაროებში. ყოველი ადამიანი მოიხმარს საკვების დიდ რაოდენობას, მაგრამ არავინ არ ანგარიშობს რა უნდა დაუბრუნოს მან საზოგადოებას რომელიც მას ეხმარება ცხოვრებაში! საკვებს რომელსაც თქვენ ჭამთ უნდა ტრანსფორმირდეს მსახურებაში, აგრეთვე თქვენი საუკეთესო ინტერესების მიმართულებით, ან სხვათა ინტერესებისთვის. თქვენ არ უნდა იყოთ ტვირთი სხვებზე ან მტერი თქვენი თავის.
– ღმერთის საუბარი, 3 თებერვალი, 1964.
30.08.17.
თქვენს მიწიერ გონებას არ შეუძლია ღმერთის გზების გაგება. ღმერთი შეუძლებელია ამოცნობილი იყოს უბრალოდ ნიჭიერებით, რომელიც ის არის რაც თქვენი გონებაა! თქვენ შეიძლება ისარგებლოთ ღმერთიდან, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ მისი ახსნა. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ელექტრობით და გამოიყენოთ ეს ათასგვარად, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ გამოიკვლიოთ და ახსნათ მისი საიდუმლო. უკეთეს შემთხვევაში თქვენი ახსნები არის უბრალოდ ვარაუდები, მცდელობები შემოსოთ თქვენი უმეცრება პომპეზური გამოთქმებით. ნამდვილი შეცდომა არის, თქვენ რომ აძლევთ ტვინს უფრო მეტ მნიშვნელობას ვიდრე ეს იმსახურებს. უზენაესი ჭეშმარიტება (პარა-თათთვა) არის თქვენი ტვინის მიღმა; ქვაზე მდგომი შეძლებთ თქვენ მის აწევას? მდგომი უმეცრებაზე (მაიაზე), თქვენ ვერ შეძლებთ მის უარყოფას! მოიტანეთ რაიმე თქვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში როგორც მტკიცებულება რომ თქვენ იცით ჩემგან უმაღლესი სიცოცხლის საიდუმლო. აჩვენეთ რომ თქვენ გაქვთ დიდი ძმობა, ილაპარაკეთ ცოტა, ილაპარაკეთ უფრო ტკბილად და თვითკონტროლით და დემონსტრირეთ რომ თქვენ შეგიძლიათ განცადოთ დამარცხება და გამარჯვება მშვიდი მორჩილებით.
– ღმერთის საუბარი, 9 ოქტომბერი, 1964.
31.08.17.
სიზარმაცეზე უარის თქმის გარეშე, როგორ შეიძლება ჭეშმარიტების გაგება? ვნებაზე უარის თქმის გარეშე ერთგულება როგორ გაიდგამს ფესვს? იყავით ჩუმი და მშვიდი სტრესსა და მღელვარებაში – ეს არის სათვიური ან ღმრთისმოსავი გზა მოსაპოვებლად უფლის, ჭეშმარიტების. ჭკუა არის სასწაული, მისი გამოხტომები არის კიდევ უფრო გასაოცარი. მას არ აქვს ცალკე ფორმა ან სახე. ის იღებს ფორმას ან სახეს იმის რაშიც არის ჩაბმული. ხეტიალი სურვილიდან სურვილისკენ, ფარფატი ერთი სურვილიდან მეორესკენ არის მისი ბუნება. ეს იწვევს დანაკარგს და დარდს, აღფრთოვანებას და დეპრესიას. მისი ეფექტები არის ორივე, დადებითიც და უარყოფითიც. ჭკუა კრებს განცდებს და ინახავს მათ მეხსიერებაში სამუდამოდ. მან არ იცის შელევის ხელოვნება! როგორც შედეგი, დარდი, მღელვარება და ტანჯვა აგრძელებს დუღილს მასში. ღირებულია თქვენი ჭკუის მახასიათებლების და მათი დაუფლების ცოდნა, იმისთვის რომ თქვენ მიიღოთ საბოლოო სარგებლობა! ასწავლეთ მას შეწირვა (თიაგა) და თქვენ გახდებით სულიერად ბრძენი (იოგი)!
– ღმერთის საუბარი, 8 იანვარი, 1983.

სატია საი ბაბა