ამ დღეს 71 წლის უკან პატარა, ნაკლებად ცნობილ ქალაქ ურავაკონდში, რომელიც მდებარეობს ინდოეთის სამხრეთში, 14 წლის ბიჭი სახელად პატნაკარამ სატია ნარაიანა რაჯუ დაბრუნდა დღისით სკოლიდან, და ძმის ცოლის შრიმატი სუშილას წინ მდგომმა, დაყარა წიგნები და მტკიცედ განაცხადა: “მე აღარ ვარ თქვენი სატია. მე ვარ საი ბაბა! ჩემი ერთგულები მელოდებიან მე. მე უნდა შევასრულო ჩემი სამუშაო. მე მივდივარ!” ის წავიდა მეზობელი სახლის ბაღში და იმღერა შეკრებილი ადამიანებისთვის ბჰაჯანი “მანასა ბჰაჯარე გურუ ჩარანამ დუსტავა ბჰავა საგარა ტარანამ (ოჰ, ჭკუავ! თაყვანი ეცი სულიერი მასწავლებლის ტერფებს! მაშინ ადამიანი შეძლებს გადალახოს, გადაცუროს მიწიერი ცხოვრების მშფოთვარე ოკეანე)”.
ერთგულებმა პუტტაპარტში გაატარეს დღევანდელი დღე ლოცვაში და დამშვიდებულ გააზრებაში, აგრეთვე ბჰაგავან ბაბას მიერ ხშირად გამეორებული მტკიცების მოგონებებში: “მე ვარ ღმრთიური, მაგრამ თქვენც ღმრთიურები ხართ. ერთადერთი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მე შევიცნობ ჩემს ღმრთიურებას, თქვენ კი არა”.
საღამოს ვედები ხმოვანებდა ერთი საათის განმავლობაში 16:30 დან 17:30 მდე. შემდეგ შრი ანილ კუმარი გამოვიდა მოკლე სიტყვით, რომელშიც ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე.
ამ სასიამოვნო დღეს ორატორმა ჩამოთვალა ზოგიერთი განცხადებები, დაპირებები და რწმუნებები რომლებიც გააკეთა უფალმა. ზოგიერთი მათგანი მოცემულია ქვემოთ:
• პრაშანტი ნილაიამი არის ჩემი საბინადრო, ჩემი ზეცანი. სახელდობრ აქედან ვმუშაობ მე, ვლოცავ ჩემს ერთგულებს და ვიცავ მათ.
• როდესაც ადამიანი ჩამოდის აქ, ყველა მისი ტვირთი მსუბუქდება და სიხარული მსჭვალავს მას.
• მისი ყოფნის შეცნობა დასწრებაში უზრუნველყოფს წარმატებას ადამიანის წამოწყებებში.
• მე მიყვარს, როდესაც თქვენ მღერით ბჰაჯანებს, და ვცეკვავ მათ ჰანგებზე თქვენი გულების ტაძარში.
• მე ვიქცევი ისე როგორც ადამიანი იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ ჩემთან სიახლოვის შეგრძნება.
• მე არასდროს არ დავივიწყებ მათ, ვინც იპოვა ჩემში თავშესაფარი.
შემდეგ ბჰაგავანის საუბრების თარჯიმანმა ილაპარაკა იმაზე, რომ ადამიანთა ერთიანი მსოფლიო ოჯახი შეიძენს რეალიზებას მხოლოდ საყვარელი ბჰაგავანის ლოტოსის ტერფებთან.
ორატორმა თქვა, რომ თუ ვინმე შეეკითხება მას, რაღას აკეთებდა ბჰაგავანი, მაშინ ის უპასუხებს: “ბჰაგავანი ავრცელებდა ნეტარებას და სიმშვიდეს”.
ორატორის გამოსვლის შემდეგ გაიჟღერა ჩანაწერმა ბჰაგავანის საუბრის, რომელიც მან ჩაატარა 2002 წელს ავატარის მოსვლის გამოცხადების დღეს. საუბარს ერქვა “ღმრთიურების მოგონებები”. შემდეგ ახმოვანდა ბჰაგავანის ბჰაჯანი, რომელმაც ამცნო ახალი ეპოქის დასაწყისი: “მანასა ბჰაჯარე გურუ ჩარანამ დუსტავა ბჰავა საგარა ტარანამ”.
მანასა ბჰაჯარე გურუ ჩარანამ დუსტავა ბჰავა საგარა ტარანამ
გურუ მაჰარაჯ გურუ გურუ ჯეი ჯეი საი ნატ სატ გურუ გურუ ჯეი ჯეი
ომ ნამა შივაია ომ ნამა შივაია ომ ნამა შივაია შივაია ნამა ომ
არუნაჩალა შივა არუნაჩალა შივა არუნაჩალა შივა არუნა შივამ
ომკარამ ბაბა ომკარამ ბაბა ომკარამ ბაბა ომ ნამო ბაბა
(ოჰ, ჭკუავ! უგალობე დიდება სულიერი მასწავლებლის ტერფებს!
მაშინ ადამიანი შეძლებს გადალახოს, გადაცუროს მიწიერი ცხოვრების მშფოთვარე ოკეანე!
დიდება დიდ სულიერ მასწავლებელს, ყველა გურუთა გურუს, უფალ შრი სატია საის!
მისალმება უფალ შივას, არუნაჩალას უფალს!
ოჰ, უფალო ბაბა, შენი ფორმა არის პირველსაწყისი ხმა ომ!
ოჰ, უფალო ბაბა, მე ქედს ვიხრი შენს წინაშე!)
შემდეგ სტუდენტებმა შეასრულეს ბჰაჯანები “ანტარანგა საი”, “ტუმ ჰო ანატა ნამაჰ ბჰაგავან”, “საი პიტა აურ მატა საი” და “საი ჰამარა ჰამ საი კე”. შემდეგ ყველა დამსწრეს დაურიგეს პრასადი. 18:20 ჩატარდა აარტი.