მოკშა და კარმა
კ: ისინი ლაპარაკობენ ასევე ადვაჰუთჰებზე. ასე ვინ იწოდებიან? როგორია მათი კვალიფიცირება?
პ: ვაანაპრასთჰების და სანიაასების მსგავსად, ისინიც აგრეთვე არიან თავისუფალი ყველა მიბმულობებისაგან და სიძულვილისგან; ისინი არანაირად არ ინტერესდებიან თავისი გარემოთი; იქნება ეს ტყე თუ იქნება ქალაქი, ისინი მცირედაც არ წუხდებიან. მათ არ აქვთ ურთიერთობა სხვებთან. ისინი არ აქცევენ ყურადღებას წარსულს, აწმყოს და მომავალს. ისინი მიდიან ეკლებზე და ქვებზე, მდუმარენი, თვით თავის თავისთვის მომღიმარნი, ყოველთვის გახარებულები, ყოველთვის ფხიზლები, არ ეძებენ კომფორტსა და თავშესაფარს, არ ეძებენ ადგილებს დასაძინებლად და საკვების მისაღებად; იმიტომ რომ ანანდა არის მათი აჰარა (საკვები). დღესაც კი არიან ავადჰუთჰები ჰიმალაებში, მდუმარე მღვიმეებში, ჩაძირულები თავიანთ შინაგან ატმაანანდაში. ყველას არ შეუძლია მათი ნახვა. მხოლოდ კარგმა ბედისწერამ შეიძლება მოგიტანოთ თქვენ მათი დასწრება.
მაგრამ არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც თავს აჩვენებს ავადჰუთჰად და დადის ამ სახელით. მაგრამ ჭეშმარიტი ავადჰუთჰები არ ეძებენ ადამიანებს; არც ჩნდებიან ხალხში. თუ ისინი კიდევაც აცდნენ თავიანთ გზას და მოვიდნენ ადამიანთა შორის, ისინი ზუსტად მდუმარედ გაცურდებიან მათგან, რათა არ მიზიდონ ყურადღება თავისზე. როცა შენ შეხვდები ავადჰუთჰას, რომელიც თავისუფლად ბრუნავს საზოგადოებაში და ერევა ადამიანების საქმეებში, იცოდე ეს არის იამადჰუთჰა, ურჩხული.
კ: ადამიანი რამდენად დიდხანს რჩება შებოჭილი დეჰა-დჰარმით, სხეულთან დაკავშირებული ვალდებულებებით და მოვალეობებით?
პ: ვიდრე არ არის შეცნობილი ჯივატმა. როცა ის აღმოჩენილი და შეცნობილია, აღარ არსებობს ამის საჭიროება.
კ: რამდენად დიდხანს არის ადამიანი თვით ამ ჯივატმას მცოდნე?
პ: იმ დრომდე ვიდრე დინება ერთვის ზღვას. ვიდრე ჯივის დინება აღწევს წყაროს, რომლისგანაც წარმოიშვა, პარამატმის ზღვას.
კ: რა არის მოკშა?
პ: მოკშა არის განთავისუფლება ყველაფერისგან, რაც ბოჭავს. ესე იგი, მუდამ არსებულის, მუდამ უცვლელის, მუდამ წმინდა ატმა-თჰათჰვის მიღწევა; მოშორება მუდამ ცვალებადი, მუდამ არანამდვილი, არაწმინდა დეჰა თჰათჰვისგან.
კ: მაგრამ ეს მიღწევა არ არის ყველასთვის, ასე არ არის სვამი?
პ: შენ ასე რატომ ლაპარაკობ? თითეულმა ადამიანმა, ვინც შეაიარაღებს თავის თავს შეიძლება მიაღწიოს ამას; ყველა, ვინც იყენებს ძალისხმევას აღწევს ამას. ყველას, ვინც ავად არის აქვს უფლება წამალზე; შენ არ შეგიძლია თქვა, რომ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს აქვს. თუმცა, თუ წამალი ძვირია, მხოლოდ მათ ვისაც აქვს ამის შეძლება, შეუძლია გამოიყენოს ის. უფლის წყალობა არის ძნელი მისაღები; თქვენ უნდა გადაიხადოთ დიდი ფასი. გადაიხადეთ ეს ფასი, ესე იგი სადჰანით და უფლის წყალობა განგკურნავთ ამ ბჰავაროგასგან (ყოფითი დაავადებისგან).
კ: ვინ არიან ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს სადჰანა?
პ: ყველა ისინი, ვისაც სწყურია რომ გადარჩეს `დაბადება სიკვდილის” წყალდიდობისგან, რომელიც ახლა მძაფრობს მათ წინ.
კ: ბაბა! რაშია იმის მიზეზი, რომ ადამიანი იღებს დაბადებას?
პ: კარმას ზემოქმედება.
კ: კარმას რამდენი სახესხვაობა არსებობს?
პ: სამი! ცუდი, კარგი და შერეული; ზოგიერთები ამატებენ მეოთხე სახეს, ჯნანის კარმას, რომელიც არ არის არც კარგი, არც ცუდი.
კ: რა არის ცუდი კარმა?
პ: მას ჰქვია დუშკარმა. ყველა მოქმედება, შესრულებული ღმერთის შიშის გარეშე ან ცოდვაში ჩავარდნის გამო; ყველა გადაცდომები, ჩადენილი ექვსი მტრის: კამას, კროდჰას, ლობჰას, მოჰას, მადას და მაატსარას გავლენის ქვეშ; ყველა მოქმედებები, რომლებიც აჩვენებენ ცხოველს ადამიანში, რომელიც არ უჩვენებს რომ ის ფლობს ვივეკას (განსჯადობას), ვიჩაკშანას (კეთილგონიერება) და ვაირაგიას (უარყოფა); რომლებიც მოკლებულია დაიას, დჰარმას, სათჰიას, შანტის და პრემას, ეს არის დუშკარმა.
კ: და სათჰ-კარმები?
პ: ყველა მოქმედებები, შესრულებულია ღმერთის და ცოდვის შიშით; ყველა მოქმედებები შესრულებული სათჰიით, დაჰრმით, შანტით და პრემით – ეს ყველაფერი არის სათჰკარმა.
კ: რა არის მიშრა-კარმები, შერეულები?
პ: ისინი არის საინტერესო ხვედრი. თუმცა მოქმედებები არის კარგი, თუმცა ისინი გვეჩვენება რომ ისინი ნაკარნახევია ღმერთის და ცოდვის შიშით, მაინც ისინი წარმოაჩენენ იმპულსებს, რომლების არის სწორედ საწინააღმდეგო. ადამიანები ხსნიან თავშესაფარ-სახლებს და წყალ-გამანაწილებელ ცენტრებს, მაგალითისთვის, მაგრამ ისინი არ უხდიან მომსახურე პერსონალს რეგულარულად და კარგად. მათი მიზანი არის მხოლოდ დიდების მოპოვება. ისინი ღარიბებს აძლევენ მოწყალებას მხოლოდ უსარგებლო ტანსაცმლით და გაცვეთილი მონეტებით. ისინი რასაც არ უნდა აკეთებდნენ მათი მიზანი არის რეკლამის მიღება.
კ: შენ ასევე ლაპარაკობდი ჯნანაკარმაზე, სვამი,
პ: დიახ; ჯნანაკარმა არის სახელი გამოყენებული ყველა მოქმედებისთვის რომელიც სრულდება წმინდა წერილებიდან ან უხუცესებისგან იმის გასაგებად ან იმ გზის შესასწავლად, რომელიც ეხმარება თავის გამოხსნას სამყაროს ორობითობისა და სიცრუისგან და ანვითარებს რწმენას სათჰიას, დჰარმის, შანტის და პრემას ფასეულობებში; ყველა მოქმედებისთვის, რომელსაც პიროვნება მიჰყავს უნივერსალურ აბსოლუტში გასაერთიანებლად.