შრი სათჰია საი ბაბა
ლოცვის შესახებ
“მე მუდამ ვესწრები – (ვიმყოფები) თქვენს პუჯა მანდირებში (ოჯახურ ტაძრებში), რომ შემატყობინოთ მე თქვენს პრობლემებზე, სრულიად არ გჭირდებათ პუტტაპარტში ჩამოსვლა. ჩემი ყურები ყველგანაა და ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ჩემთან ლაპარაკი ოჯახურ ტაძრებში. ჩემი თვალები გითვალთვალებენ მუდამ, თუგინდ იმყოფებოდეთ შვიდი ზღვის იქით. მე ყოველთვის ვიცი თქვენ რას აკეთებთ. რომ შემოვიდე, მე არ მჭირდება კარები, იმიტომ, რომ მე – ყველგანმყოფი ვარ!” (22, გვ. 218)
სათჰია საი ბაბა
* მე მოვედი იმ უძველესი გზის აღსადგენად, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ღმერთან. მე მოვევლინე ბრძენების და სულიერი მაძიებლების ლოცვების პასუხად ამ გზის აღსადგენად (23, გვ. 88).
ლოცვები და რელიგიები. მუსლიმები ელოცვებიან ალლაჰს, ებრაელები იეჰოვას, ვიშნუიტები ეთაყვანებიან პჰულაბჯაკშას, შივაიტები ლოცვას აღუვლენენ სამბჰოს. ის ვესკენაც მიმართულია ლოცვა, არის ღმერთი, და მის ნებაშია აჩუქოს თითოეულს გაფუ-რჩქვნა და ბედნიერება. ღმერთი ერთია, თუმცა მას უწოდსებენ სხვადასხვა სახელს, და მას მიმართავენ ადამიანების სრულიად სხვადასხვა გაერთიანებები (8. გვ. 117).
* როცა თქვენთვის გახდება ნათელი, ის რომ ღმერთი ყველაში და ყველაფერშია, არაძალადობა გახდება ბუნებრივი. ღმერთი ერთია, მაგრამ ერთგულების ლოცვებში მას ბევრი სახელი აქვს. უწოდეთ მას როგორც გენებოთ: რაამა ან კრიშნა, ალლაჰი ან იესო, ჰარი ან საი. თითოეულს აქვს ნება წარმოთქვას ნებისმიერი სახელი. (6, გვ. 203).
* თქვენ შეგიძლიათ თაყვანი სცეთ ღმერთს თანახმად თქვენი საკუთარი წარმოსახვისა და მიდრეკილებებისა. ის რჩება უცვლელი, მაშინაც კი როცა იცვლება მისი ფორმა და სახელი, თაყვანცემული თქვენგან. ეფექტურობა დამოკიდებულია არა თაყვანცემული ფორმისა და სახელისგან, არამედ მისი თაყვანისცემის ძალისა და გრძნობის სიღრმისგან. ღმერთი იღებს ნებისმიერ ფორმას, რომელსაც თქვენ ელოცვებით, და შეასრულებს თქვენს სურვილს, რაც გვევლინება მისი წყალობისა და თქვენდამი უსაზღვრო სიყვარულის ნიშნად. (26.08.2006) (34).