-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა
1.უპანიშად ვაჰინი
ადამიანი არის არსებითად ღმრთიური. ამის მიუხედავად, ის მიიჩნევს თავის თავს ცალკე პიროვნებად, შეზღუდულად და დროებითად, იმიტომ რომ ის გაიხლართა ხუთი ელემენტის მახასიათებლებში, სახელდობრ, ხმაში, შეხებაში, ფორმაში, გემოსა და სუნში. ამ შეცდომას მიჰყავს სიხარულთან და დარდთან, კარგთან და ცუდდთან, დაბადებასთან და სიკვდილთან. ამ ელემენტების ასოციაციიდან თავის დახსნა, თავის მოცილება მათი მახასიათებლებისგან, არის ნიშანი გათავისუფლების, რომელიც სანსკრიტზე იწოდება როგორც კაივალია, მოკშა ან მუკტი. სახელები შეიძლება შეიცვალოს; მაგრამ მისაღწევი არის იგივე. იმ დროიდან როდესაც გაიხლართა ხუთ ელემენტში, ადამიანი არის მოხიბლული, თავგზააბნეული ან გულგატეხილი მათით; ეს ყველაფერი იწვევს სტრესს. სიმდიდრე, ქონება – სატრანსპორტო საშუალებები, შენობები – ეს ყველაფერი არის კვლავ გარდაქმნა ამ ელემენტების. ადამიანი მოწყურებულია მათთვის; როდესაც ის კარგავს მათ ან ვერ იღებს მათ, ის აგდებულად ეპყრობა მათ. მოდით ავიღოთ ხუთი ელემენტი, ერთი მეორის მიყოლებით. ცოცხალ არსებას აქვს პირველი, მიწა, როგორც მისი საფუძველი. წყალი, მეორე, არის საფუძველი მიწისთვის. წყალი წარმოებულია ცეცხლიდან, მესამე ელემენტი, თვით ცეცხლი ასხივებს ჰაერიდან, მეოთხედან. ჰაერი ან ვაიუ წარმოიქმნება ეთერიდან, ან აკაშადან. აკაშა წარმოიშობა საწყისი ბუნებიდან და საწყისი ბუნება არის ღმერთის, ან უზენაესი მმართველი ატმას, პარამ-ატმას მხოლოდ ერთი ასპექტის გაცხადება. პარამ-ატმას, სამყაროს წყაროს და არსის მიღწევის მცდელობისას, ცალკე პიროვნებამ ან ჯივიმ, ვინც გახლართულია ელემენტებში, უნდა გადალახოს, დისკრიმინებით და მიუბმელობის მტკიცე პრაქტიკით, შემაკავებელი ძალები ერთი მეორის მიყოლებით; ასეთი ადამიანი არის სადჰაკა; ის ვინც იმარჯვებს ამ ბრძოლაში არის ჯივან-მუკტა, `გათავისუფლებული მაშინაც კი როცა ცოცხალი იყო~. ასეთი დისკრიმინების განსახორციელებლად და ადამიანის შინაგანი სინამდვილის ვიზუალირებისთვის, ადამიანმა უნდა ისწავლოს უპანიშადები. ეს ერთობლივად იწოდება ვედანტად. ეს აფორმირებს ვედების ჯნანა კანდას, ნაწილს რომელიც ეძღვნება უმაღლეს სიბრძნეს. გათავისუფლება უმეცრების შედეგებისგან შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს მხოლოდ განათლებით ან ჯნანით. თვით უპანიშადები აცხადებს, `ჯნაანაად ევა ტუ კაივალიამ~: `მარტო განათლებით შეიძლება თავისუფლების მოპოვება~. ვედებს მიიჩნევენ `სამ ნაწილიანად~, `კაანდა ტრაიაატმაკამ~, ეს სამი ნაწილი არის ჯნანა, უპასანა და კარმა. ეს სამი მოცემულია უპანიშადებშიც; ესები ქმნის საფუძველს ადვაიტისთვის, ვისიშთადვაიტისთვის და ფილოსოფიის დვაიტა სისტემებისთვის ასევე. ტერმინი უპანიშადა ნიშნავს შესწავლას და პრაქტიკას თანდაყოლილი ჭეშმარიტების: ტერმინი ბრაჰმავიდია ნიშნავს სულიერი განჭვრეტის უპირატესობას; ტერმინი იოგასასთრა ნიშნავს გონებრივ დღვებას, რასაც მოაქვს წარმატება. რა არის ძირითადი მოქმედება რაც მოეთხოვება ადამიანს? რა არის ძირითადი საგანი საცოდნელად? ეს არის მხოლოდ ადამიანის ძირითადი სინამდვილე. უპანიშადები აღწერს მისი რეალიზებისთვის ამ ძებნის სხვადასხვა სტადიას და სხვადასხვა ხერხს. სახელი სავსეა მნიშვნელობით. `უპა~ ნიშნავს სწავლის პროცესს `ნიშტით~ ან ურყევობით, `შად~ ნიშნავს მიღწევას საბოლოო სინამდვილის. სახელი უპა-ნი-შად წარმოიქმნა ამ მიზეზებით. უპანიშადები ასწავლის არა მხოლოდ ატმავიდიას პრინციპებს; ეს აჩვენებს ასევე რეალიზების პრაქტიკულ საშუალებებს. ეს მიუთითებს არა მხოლოდ მოვალეობებსა და ვალდებულებებს რომლებიც ადამიანმა უნდა იკისროს, არამედ ასევე მოქმედებებს რომელიც უნდა გაკეთდეს და იმას რასაც თავი უნდა აერიდოს. გიტა არის მხოლოდ სურნელი უპანიშადების. არჯუნამ შეიძინა გიტას გაკვეთილების მეშვეობით უპანიშადების მოსმენის ნაყოფი. უპანიშადებში მოიძიება განცხადება `ტატ ტვამ ასი~, `ეს შენ ხარ~. გიტაში, კრიშნა ეუბნება არჯუნას, `მე ვარ არჯუნა პანდავებს შორის~ ე.ი., `მე და შენ ერთი ვართ~. ეს იგივეა რაც ითქმება `შენ ხარ ის~, რომ ჯივა და იშვარა არის იგივე. ამიტომ, იქნება ეს გიტა თუ უპანიშადები მოძღვრება არის არაორობითი, არა ორობითობა ან სათანადო მონიზმი. ადამიანის თვალს არ შეუძლია ღრმად შეისწავლოს უმცირესი ან უდიდესი. მას არ შეუძლია წაიკითხიოს ვირუსის ან ატომის ან ვარსკვლავების სამყაროს საიდუმლო. ამიტომ მეცნიერებმა შეავსეს თვალი ტელესკოპით და მიკროსკოპით. ამის მსგავსად ბრძენები არიან შემძლე განცადონ ღმრთიურება ცოდნის თვალით შეძენილით დჰარმას, ზნეობრივი ქცევის და სულიერი დისციპლინის მიდევნებით. როდესაც ადამიანის თვალს ესაჭიროება გარეშე ინსტრუმენტი დასაკვირვებლად უმნიშვნელო ჭიაზე ან ვირუსზეც კი, როგორ შეიძლება ადამიანმა უარი თქვას მანტრის პროცესის გავლაზე თუ მას სურს ნახოს ყველგან მყოფი ტრანსცენდენტული პრინციპი? ძალიან ძნელია სიბრძნის თვალის შეძენა. კონცენტრირება არის არსებითი ამისთვის. და კონცენტრირებისთვის საკუთარი თავის განსავითარებლად და სტაბილირებისთვის, სამი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი: შეგნების სისუფთავე, ზნეობრივი ცნობიერების ამაღლება და სულიერი გამჭრიახობა. ეს კვალიფიკაციები რთულია მისაღწევად ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. კაცი დაჯილდოებულია გარჩევის, ანალიზის და სინთეზის სპეციალური ინსტრუმენტით, რასაც ცხოველთა შორის, მხოლოდ ის ფლობს. მან უნდა განავითაროს ის და გამოიყენოს საუკეთესო მიზნით. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით მან უნდა გააცნობიეროს თანდაყოლილი ღმრთიურება. ნაცვლად, კაცი აცივდება თავის თავს და თავს აბეზრებს სხვებს კითხვით: სად ბინადრობს ღმერთი? თუ ის არის ნამდვილი, ის რატომ არ არის ხილული? ისმენს რა ასეთ შეკითხვებს ის გრძნობს საცოდავი შემკითხველების ერთგვარ სიბრალულს. რადგან ისინი აცხადებენ თავიანთ საკუთარ სისულელეს. ისინი არიან მსგავსი გონებაჩლუნგების, რომლებიც ისწრაფიან უნივერსიტეტის ხარისხის მისაღებად თავის აუტკიებლად თუნდაც ანბანის შესწავლაზე. ისინი ისწრაფიან ღმერთის შეცნობას თავისი თავის ჩაუყენებლად საჭირო სადჰანის პრაქტიკის სირთულეებში. ადამიანები რომლებსაც არ აქვთ არავითარი მორალის ძალა და სისუფთავე საუბრობენ ღმერთის და მისი განცდის შესახებ და განსჯიან მისი ხილვის ძალისხმევას. ასეთი ადამიანების მოსმენა არ არის სწორი. სულიერი სადჰანა დაფუძნებული არის წმინდა სასტრებზე. ეს შეუძლებელია დაძლეული იყოს წამში. ეს არ შეიძლება გაგებული იყოს საუბრის მეშვეობით. მათი გზავნილი შეჯამებულია უპანიშადებში; აქედან გამომდინარე ესები პატივცემულია როგორც ავტორიტეტული. ესები არ არის ადამიანის გონიერების ნაყოფი; ეს არის ღმერთის ნაჩურჩულები ადამიანისთვის. ესები არის მარადიული ვედების ნაწილები. ვედები კაშკაშებს ბრწყინვალედ მთელი მისი ნაწილების მეშვეობით. უპანიშადები არის ნამდვილი და ავტორიტეტული, რადგან ეს გვიზიარებს ვედების დიდებას. რაოდენობით ესები არის 1180, მაგრამ, საუკუნეთა განმავლობაში მათგან ბევრი გაქრა ადამიანთა მეხსიერებიდან და მხოლოდ 108 არის ახლა გადარჩენილი. მათგან 13-ს მიღწეული აქვს დიდი პოპულარობა როგორც შედეგი მათი შინაარსის სიღრმის და ფასეულობის. ბრძენმა ვიასამ დააკლასიფიცირა უპანიშადები და დაანაწილა ეს ოთხ ვედას შორის; რიგვედას აქვს 21 განშტოება და თითოეულ განშტოებას აქვს მასზე მიკუთვნებული ერთი უპანიშადი. იაჯურვერდას აქვს 109 შტო და 109 უპანიშადი. ათჰარვავედას აქვს 50 შტო და 50 უპანიშადი თავის წილად. სამავედას აქვს ათასი შტო და 1000 უპანიშადი. ამგვარად 1180 უპანიშადი იყო მიკუთვნებული ოთხ ვედაზე ვიასას მიერ. შანკარაჩარიამ აუწია სტატუსი უპანიშადებს შორის ათს მათი შერჩევით თავისი კომენტარების დასაწერად და ამიტომ ესები გახდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. კაცობრიობა დგას ამ ათით სარგებლის მიღების ან დაცემის წინაშე. ყველა ვინც ეძებს ადამიანურ კეთილდღეობას და პროგრესს ახლა ხვდება რომ თუ ეს ათიც იქნება დავიწყებული, დროთა განმავლობაში, მათი უგულებელყოფით შევლენ ზნეობრივ და სულიერ უბედურებაში. რაც არ უნდა იყოს არ არსებობს მიზეზი ასეთი შიშისთვის. ვედები ვერასდროს დაზიანდება. ბრძენებმა და მათ ვინც არის რწმენით უნდა გადაწყვიტონ კაცობრიობის წინაშე წარმოდგენა სულ მცირე ამ ათი უპანიშადის. ესენია ისა, კენა, კატა, პრასნა, მუნდაკა, მანდუკა, ტაიტირიია, აიტარეია, ჩანდოგია და ბრიჰადანაიაკა. დარჩენილი 98 არის: ბრაჰმა, კაივალია, სვეტასვა, ჯაბალი, ჰამსა, გარბჰა, არუნი, პარამაჰამსა, ამრიტანანდა, ნარაიანი, ამრიტაბინდუ, ატარვასიკჰა, ატარვასირა, კასიტარა, მატრაიანი, ნრისიმჰათაპანი, ბრაჰმაჯაბალა, მაიტრეია, კალაგნირუდრა, სულაბჰა, მანტრიკა, კშიტი, ნირაალამბა, სარვაჰარა, ვაჯრასუჩიკა, სუბჰარაჰასია, ტეჯობინდუ, ნადაბინდუ, დჰიანაბინდუ, ბრაჰმავიდია, ატმაბოდჰაკა, იოგა, ტატვა, ნარადაპარივრაჯაკა, ბრაჰმანა, სიტა, იოგაჩუდამანი, ნირვანა, მანდალა, დაკშინამურტი, სკანდაა, სარაბჰა, ადვაიტა, ტაარაკა, მაჰანარაიანა, სოვბჰაგიალაკშმი, სარასვატირაჰასია, მუკტიკა, ბჰავარიჩა, რამატაპანა, რამარაჰასია, მუდგალი, ვასუდევა, პინგალა, სანდილია, მაჰაბჰიკშუკა, იოგასიკშა, სანიასა, ტურიიატიტა, პარმაპარივრაჯაკა, ნარასიმჰა, აკშამალიკა, ანნაპურნა, ეკაკშარა, აკშიკა, ადჰატია, სურია, კუნდისაკჰია, აათმა, სავიტრი, პარაბრაჰმა, პასუპატა, ტრიპურატაპანა, ავადჰუტა, ტრიპურა, დევი, ბჰავანა, კატა, იოგაკუნდალი, რუდრაჰრდაია, რუდრაკშა, ბჰასმა, დარსანა, განაპატი, ტაჰასათა, მაჰავაკია, პანჩაბრაჰმა, გოპალატაპანი, პრანაგნიჰოტრა, გარუდა, კრიშნა, დათტათრეია, ვარააჰა, იაჯნავალკია, სატიააიანა, ავიიკტა, ჰაიგრივა და კალისანტარნა. უპანიშადები ასევე შთააგონებს სხვა სამუშაოებს გეოგრაფიაზე, ასტრონომიაზე, ასტროლოგიაზე, ეკონომიკსსა და პოლიტიკურ თეორიაზე, ისევე როგორც 18 პურანი მოიცავს სკანდას, სივას, გარუდას და სხვებს. ვედები და პურანები არის ნამდვილი საფუძველი სანატანა დჰარმასთვის. არსებობს ერთი საინტერესო თვისება რაც უნდა აღინიშნოს. ამ რელიგიას არ ჰყავს ერთი დამფუძნებელი როგორც სხვა რელიგიებს ჰყავთ. ეს უხილავი უცნობი დამფუძნებელი არის ღმერთი, წყარო ყველა სიბრძნის. ის არის წინასწარმეტყველი ამ სანატანა დჰარმის. ის არის დამაარსებელი; მისი წყალობა და მისი შთაგონება გაცხადდა სუფთა ბრძენების მეშვეობით და ისინი გახდნენ ამ დჰარმის ორატორები. როდესაც ადამიანის ზნეობა სუსტდება, ღმერთი იღებს ფორმას როგორც წყალობას და შთაგონებას ბრძენებსა და მასწავლებლებში. მას აქვს კიდევ მოცემული უპანიშადების მეშვეობით სატია-ჯნანა, სიბრძნე სინამდვილის შესახებ.