ივნისი

1.06.2013
განათლებამ უნდა მიგიყვანოთ დისციპლინის (ვივეკას) და თავდაბლობის (ვინაიას) განვითარებასთან. განათლებული ადამიანი უნდა იყოს შემძლე გარჩევის წუთიერისა და მნიშვნელოვანის, მყარისა და შუშხუნით ხსნადის. როგორც განათლებულმა ადამიანმა თქვენ არ უნდა ირბინოთ მბრწყინავი და მიმზიდველის მიხედვით არამედ უნდა ეძებოთ კარგი და ოქროსი.Aშეინახეთ სხეული კარგ ფორმაში, დაიჭირეთ გრძნობები მკაცრი კონტროლის ქვეშ, შეაკავეთ ჭკუა, შეინარჩუნეთ გონება ბასრად და სუფთად, ხელშეუშლელი წინასწარ შექმნილი ცუდი აზრებით და სიძულვილებით და იქონიეთ გრძნობები დაუჭერლად ეგოურობით. თქვენ უნდა იცოდეთ ღმრთიური მე, ატმა, იმისთვის რომ ეს არის ნამდვილი ბირთვი. ეს არის ბრწყინვალება რომელიც ანათებს თქვენს საკუთარ შინაგან და გარეგან პიროვნებას. თქვენ ასევე უნდა განივითაროთ ვინაია (თავმდაბლობა). როგორც განათლებული ადამიანი თქვენ უნდა იყოთ მადლიერი თქვენი მშობლების ვინც დიდი მსხვერპლით მოგცათ თქვენ ყველა შესაძლებლობა რომლითაც თქვენ ახლა ტკბებით.
2.06.2013
გამოამჟღავნეთ ღრმა მადლიერება თქვენი მშობლებისადმი. იზრუნეთ მათზე პატივისცემით და თაყვანი ეცით მათ. მათი გარდაცვალების წლისთავზე გაიხსენეთ ისინი და გადაუხადეთ ვალი სულ ცოტა ცრემლით მაინც. გააკეთეთ ეს რწმენით (შრადდჰით), ამ დღიდან ის იწოდება შრაარდჰად (მიცვალებულისადმი მსხვერპლის შეწირვის რელიგიურ ცერემონიალად), აღსანიშნავია რომ ისინი არ არიან ამის მოლოდინში სხვა სამყაროში! ეს ხარკი რომელსაც თქვენ მსხვერპლად გაიღებთ უნდა იყოს მადლიერება იმ დიდი შანსისთვის, რომელიც მათ მოგცეს ამ დროებითი ბინადრობისთვის ამ მსოფლიოში ყველა შესანიშნავი შესაძლებლობებით, რომელსაც ის სთავაზობს თვითრეალიზებისთვის. იგივე ნიშნით, მშობლები უნდა გრძნობდნენ რომ ისინი არიან მსახურები დანიშნული უფლის მიერ ისევე საზრუნველად პატარა სულებზე, რომლებიც დაბადებული არიან მათ ოჯახებში, როგორც მებაღე მზრუნველობს ხეებს პატრონის ბაღში. მიეცით ბავშვებს ყველა შესაძლებლობა და საშუალება რომ განივითარონ დაბადებიდან თანდაყოლილი ღმრთიური ტალანტები. გააღვიძეთ მათ გულებში დაფარული სიკეთე მოთხრობებით წმინდანებისა და ბრძენების შესახებ. შიშის გარეშე გახადეთ ისინი შეუპოვრები უბიწოების პრაქტიკაში.
3.06.2013
ტყეში ყოფნისას, რამა ერთხელ დაყრდნობილი იყო თავისი თავით სუგრივას კალთაზე და მაიმუნთა ლიდერები იყვნენ მის ირგვლივ. მთვარე ანათებდა თავზე სრულ დიდებაში, მაგრამ შეიმჩნეოდა ლაქა რომელიც აუარესებდა სრულ ბრწყინვალებას. რამამ ჰკითხა თითოეულს იმის შესახებ თუ რას აჩვენებდა ლაქა. თითოეულმა მისცა განსხვავებული ახსნა. ანარეკლს ზღვაზე, თქვა ერთმა; ღრმა ორმოს, თქვა მეორემ; მთების ქედს, თქვა მესამემ. დადგა ჰანუმანის ჯერი – მან თქვა, “ის არის შენი ანარეკლი რასაც მე ვხედავ მთვარეზე, შენი იერი, სხვა არაფერი!” ეს იყო მისი ერთგულების უბრალო მაგალითი. ყველგან, ყოველ დროს, ყველა პიროვნებაში, ის იყო მხოლოდ უფალი რამა. ადამიანი უნდა უძღვნიდეს ყველა სამუშაოს უფალს როგორც მისართმევს. არასდროს გადაიხაროთ ამ დამოკიდებულებიდან. ჰანუმანი იყო ასეთი ერთგული; რამა იყო ნამდვილი სიცოცხლის სუნთქვა მისთვის.
4.06.2013
თქვენ ყველა ხართ ურღვევი ღმრთიური მე, დამიჯერეთ მე! თქვენ სულაც არ გჭირდებათ თავგზის აბნევა. სიზმარში თქვენ იტანჯებით ასე ძლიერ – ფულის დაკარგვით, ხანძრით, საკვებით, შეურაცხყოფით და ა.შ., მაგრამ თქვენ არ ზიანდებით ამ ყველაფრით. როდესაც ეს ამბები ხდება მღვიძარე მდგომარეობაში, თქვენ გრძნობთ ტანჯვას. თქვენი სინამდვილე არ იტანჯება ამ ყველაფრით. უარი თქვით ცდომილებაზე რომ თქვენ ხართ ეს ფიზიკური რაობა და თქვენ გახდებით ნამდვილად თავისუფალი. განივითარეთ ჭეშმარიტება და სიყვარული. ყველაფერი მოგემატებათ თქვენ უთხოვნელად. ადამიანი და ღმერთი (ნარა და ნარაიანა) არის ორი სადენი – დადებითი და უარყოფითი, რომლებიც ერთიანდება ელექტროენერგიის გადასატანად მათი მეშვეობით. ადამიანი (ნარა) გახდებით ღმერთის (ნარაიანას) ინსტრუმენტი, თუ თქვენ გაქვთ ორი ხარისხი, ღმრთიური სიყვარული და ჭეშმარიტება.
5.06.2013
ყოველი არსება არის სალოცავად მავალი დჰარმაკშეტრას (უბიწოების დიდი სივრცის) მიმართულებით, რომელიც არის ასევე მშვიდობის საბინადრო. მაგრამ გზაზე, კაცი თუ ქალი მიემართება განცალკევებული ქუჩაბანდებით გრძნობითი სიამოვნების მიზნით, რომლითაც ადამიანი ხდბა მონა. ადამიანები არიან დიდად მოსურნე რომ იცოდნენ ყოვე;გვარი წვრილმანების შესახებ, როგორიც არის სხვისი ცხოვრების, სხვა ადგილების დეტალები, და ა.შ., მაგრამ ისინი არ მახვილდებიან თავიანთი წარმოშობის ცოდნაზე. ადამიანები არიან ღრმად ჩაშვებული უცოდინრობაში მათი წყაროს და ნივთიერების, მათი მიზნებისა და ბედისწერის შესახებ. თქვენ ხართ განუსაზღვრელი სიმდიდრისა და ქონების მემკვიდრე, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ საწყალი (ღარიბი) კაცის მსგავსად. მოაშორეთ ეგოს ეს საზღვარი თქვენი ჭკუის შიგნით – შემდეგ თქვენ შეიცნობთ თქვენს სივრცეს.
6.06.2013
სიცოცხლის პრინციპი (ჯიივათჰათჰვა) არის მსგავსი მცდარობის (მაიას) ჩენჩოთი დახურული მარცვლის, როგორც ბრინჯი არის შეხვეული ბრინჯის კანში. ჩენჩო (მაია) უნდა მოშორდეს. მარცვალი (ჯიივათჰათჰვა) უნდა იყოს მოხარშული და მომზადებული რბილად და ათვისებული ისე რომ შეძლოს დამატება ჯანმრთელობის და ძალის. დარბილებული ბრინჯი შეიძლება შედარებული იყოს უზენაეს სულთან (პარამათჰმასთან). ჭკუა უნდა იყოს მოსამსახურე ამ პროცესში. ის დაფიქსირებული უნდა იყოს ჭეშმარიტებასა (სათჰიასა) და მარადისობაზე (ნითჰიაზე). ჩენჩოს მოსაცილებლად, გარჩევა (ვივეკა) არის ეფექტური ინსტრუმენტი. განივითარეთ გარჩევის უნარი და გამოავლინეთ რა არის სასარგებლო და რა არა. ეძებეთ სინათლე ყოველთვის – იყავით სავსე გამბედაობითა და ინტერესით. არასოდეს დანებდეთ სასოწარკვეთილებას, რადგან მას არასდროს უწარმოებია რაიმე შედეგები!
7.06.2013
ეს მიკროფონი ჩემს წინ, გაკეთებული უნდა იყოს ვინმეს მიერ, ასე არ არის? შემქმნელი არ ჩანს ან არ არის ცნობილი თქვენთვის ამჟამად მაგრამ თქვენ არ გაქვთ ამ ადამიანის არსებობის ეჭვი. ამის გარდა თქვენ დარწმუნებული ხართ რომ ის ადამიანი გარკვეულია და მან სრულიად კარგად იცის ყველა კომპონენტი, მახასიათებელი, განსაკუთრებულობა და ქმედითი ფუნქციონირება ამ მიკროფონის. სწორედ ასევე უნდა არსებობდეს ამ სამყაროს შემქმნელი და მან უნდა იცოდეს ყველაფერი სამყაროს შესახებ. ეს სამყარო შედგენილი არის ხუთი ელემენტით, და ის არის მათი მმართველი, სრულად მცოდნე მათი წმინდა ხასიათების და თვისებების. ეს შემქმნელი არის თქვენს შიგნით ბინადარი (კშეტრაჯნა), ვინც იცის თავისი მოქმედების სივრცე (კშეტრა). ჩაეჭიდეთ მასზე და იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით; თქვენ არ ისრიალებთ. ააშენეთ თქვენი საქმიანობა ამ საფუძველზე და თქვენი კარიერა არ ჩაწვება. თქვენ განივითარებთ მამაცობას და რწმენას თქვენს თავში და თქვენს ბედში.
8.06.2013
გურუს არჩევის დროსაც კი გამოიყენეთ თქვენი გარჩევა. ყველა ღრუბელი არ არის წვიმის მატარებელი. ჭეშმარიტ გურუს უნდა შეეძლოს მისი მაძიებლების მიზიდვა შორიდან უბრალოდ თავისი პიროვნებით. მას არ სჭირდება ილაპარაკოს თავის შესახებ კაშკაშა ტერმინებით. მისი დასწრება უნდა იყოს შეგრძნებადი და მაძიებლები უნდა მიიჩქაროდნენ მისკენ როგორც ფუტკრები მიიჩქარიან ლოტოსისკენ სრული ყვავილობისას. აიღეთ გეზი სულიერი პრაქტიკისკენ სრული ენთუზიაზმით. მოდუნებული არასრული ნაბიჯები არ მოიტანს ნაყოფს. ეს არის წყლის ნელი ნაკადით ტალახიანი სივრცის გასუფთავების მსგავსი. თუ დინება ნაკადში იქნება ნელი, ტალახი არ გაიწმინდება. წყლის ნაკადი უნდა იყოს სრული და სწრაფი, თან უნდა წაიღოს ყველაფერი რაც წინ დახვდება, ამგვარად ტალახი გაიწმინდება მთლიანად.
9.06.2013
რომ იცოდეთ მობინადრე (კშეტრაჯნა) თქვენ უნდა შეიძინოთ უმაღლესი ცოდნა (ჯნანა). ეს აბიჯებს საზღვარს ყველა სხვა სახის ცოდნის რომელიც არის დაკავშირებული ფიზიკურთან და ფენომენალურთან. არავის შეუძლია გაიგოს ღმრთიური მე (ატმა) ყოფითი ცოდნის მეშვეობით. თქვენ გჭირდებათ ალმასი ალმასის გასაჭრელად. ღმრთიური სულის (ატმას) გასაგებად თქვენ უნდა შეიძინოთ სულის ცოდნა (ატმაჯნანა). ყველა ცოდნა დაგროვილი ანალიზით ფიზიკური საგნების ან გრძნობების მეშვეობით არის მხოლოდ უმეცრების ფორმა. მას აქვს სამი ელემენტი: რაც არის ცნობილი, რაც უნდა იყოს ცნობილი და ვინ არის მცოდნე. ეს სამი არის ჭკუის ასპექტი. მხოლოდ ის არის ჯნანა რაც ცნობილია მაშინ როდესაც ჭკუა არის აღმოფხვრილი. ატმა და ჯნანა არის ერთი, თუმცა იწოდება სხვადასხვა სახელებით. ჭეშმარიტი გაცნობიერებულობა არის ჯნანა.
10.06.2013
ყოველი თქვენგანი უკვე არის სულიერი მაძიებელი (სადჰაკა) ან იქნება ასეთი მოკლე ხანში! ნათქვამია, მოკშა არის სუკშმაში – გათავისუფლება შეიძლება მიღწეული იქნას წმინდა საშუალებებით. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენთვის: მოექეცით სხვებს ისეთნაირად როგორც ისურვებდით რომ თქვენ მოგექცნენ. არასოდეს იფიქროთ წარსულზე; როდესაც დარდი გეძალებათ თქვენ არასდროს გაიხსენოთ მსგავსი შემთხვევები წარსულიდან რომ არ დაუმატოთ თქვენს დარდს. გაიხსენეთ შემთხვევები როდესაც თქვენ იყავით ბედნიერი! მოიზიდეთ ნუგეში და ძალა იქიდან. აღმართეთ თქვენი თავი დარდის აზვირთებულ წყლებზე მაღლა. ქალებს უწოდებენ ‘სუსტს’ იმიტომ რომ ისინი ბრაზდებიან და დარდიანდებიან გაცილებით იოლად ვიდრე კაცები; ამიტომ მე უნდა ვთხოვო მათ გამოიყენონ დამატებითი ძალისხმევა რომ გადალახონ ეს წყვილი. ნამასმარანა (უფლის სახელის გალობა) ეს არის საუკეთესო შხამის საწინააღმდეგო საშუალება ამისთვის და თუ თქვენ აიღებთ მას, უფალი მოვა თქვენს გადასარჩენად და წვეთოვნად გადაგისხამთ რწმენას რომ ყველაფერი არის ღმერთის ნება და გასწავლით რომ თქვენ არ გაქვთ უფლება აღფრთოვანების ან სასოწარკვეთის.
11.06.2013
ყველა გამოკვლევა დაკავშირებული ჭკუასთან არის სხვადასხვა სახეობის ცდომილება. ის არის სუბიექტური. ყველაფერი რასაც ადამიანები აკეთებენ – ხედავენ, ისმენენ, განცდიან და საქმიანობენ, ყველა არის მენტალური ილუზია გამოწვეული ასოცირებით სხეულთან. ჭკუას არ შეუძლია იყოს მშვიდად თუნდაც რაიმე მომენტისთვის, ამა თუ იმ რაიმეზე ფიქრის გარეშე. მაშასადამე ჭკუა არის დამოკიდებული სხეულზე. ყველაფერი რასაც ჭკუა განცდის, ეხება სამყაროს, რომელიც შედგება ხუთი ელემენტისგან. ჭკუა ხედავს მსოფლიოს თვალებით, უსმენს ყურებით. ჭკუას არ აქვს ფორმები; ის არის მაია (ილუზია). ის არის სურვილი. ის არის ბუნება. ის არის უმეცრება (ავიდია). ცდომილება არის მისი ნამდვილი ბუნება. უკიდურესად ძნელია გაიგო სუფთა და უცვლელი ღმრთიური სული (ატმა) ილუზიაზე დაქვემდებარებული ინსტრუმენტის მეშვეობით.
12.06.2013
როდესაც თქვენ მიდიხართ ექიმთან თქვენ უნდა მიიღოთ წამალი რომელსაც ის გამოგიწერთ და უნდა მისდიოთ მის რჩევებსა და დარიგებებს. უსარგებლოა მისი დადანაშაულება თუ თქვენ არ შეასრულებთ ვალდებულებას. როგორ უნდა გიმკურნალოთ ექიმმა თუ თქვენ არ იღებთ წამლებს და არ იცავთ დიეტის შეზღუდვებს და არ არეგულირებთ თქვენს ჩანთქმას მისი რჩევის შესაბამისად? ამგვარად, მისდიეთ ჩემს რჩევა-დარიგებას და შემდეგ თვალყური ადევნეთ შედეგებს. ასევე დაიხსომეთ რომ ჩაფიქრება წარუმატებლობებსა და ოდესღაც დაშვებულ შეცდომებზე და დასჯა საკუთარი თავის უარის თქმით საკვების მიღებაზე და ა.შ., ეს არის სისულელის ნიშანი. რა სიკეთე არის იმაში რომ ცუდად მოეპყრო სხეულს ჭკუის გამოსაწორებლად? მაშინაც კი როდესაც თქვენ იქცევით თქვენ საკუთარ ნაკლებთან მკაცრად, თქვენ უნდა შეუნდოთ ის სხვებს. არ გაიგოთ არასწორად მათი მოტივები და არ გაჭოროთ ისინი; შესაძლოა მათი მოტივები იყოს ისევე კეთილშობილი როგორც თქვენი მოტივებია ან მათი ქმედებები შეიძლება იყოს გამოწვეული უმეცრებით, უპირატესად ვიდრე სიბოროტით ან ვნებით.
13.06.2012
როდესაც გრძნობები აყვანილია ჭკუის კონტროლზე, თვით ჭკუა წყვეტს ფუნქცირებას; ის ქრება როგორც ის იყო. შემდეგ ადამიანი განცდის ღრმა დუმილს. ეს სიჩუმე რომელიც შედეგად გამოდის ჭკუის არყოფნიდან არის ჭეშმარიტი ცოდნა (ჯნანა). ეს ცოდნა შეუძლებელია შეძენილი იყოს ინტელექტუალური ნიჭით ან გონებრივი სიმარჯვით ან მაგალითის მიმდევრობით. ის არის თავისებური. განვიხილოთ ფერფლი რომელიც ფარავს ანთებული ხის ნახშირს ან ხავსი რომელიც ფარავს წყლის ზედაპირს. ფერფლი მოდის ხის ნახშირიდან. ხავსი აღმოცენებულია წყლიდან. კატარაქტა რომელიც აბუნდოვნებს თვალთა ხედვას, ის საიდან მოდის? თვალებიდან თავისთავად! როდესაც მოშორდება საფარველი რომელიც ბინდავს ხედვას, ჭეშმარიტი მე გახდება ხილული მის ნამდვილ ფორმაში. ატმა ჯნანა მიუღწევადია წიგნების, დამრიგებლების და თუნდაც პარამატმას (უზენაესი მე-ს) მეშვეობით. თქვენ ხართ თავითონ პარამატმა, ჯნანა, ატმა.
14.06.2013
წმინდა კულტურა ამ უძველესი ქვეყნის გაფუჭდა სწორედ ერთი მინარევით; სხვისი წარმატების, გაფურჩქვნისა და პროგრესის აუტანლობით. თუ თქვენ არ შეგიძლიათ სხვების დახმარება, უკიდურეს შემთხვევაში არ დააზიანოთ და არ მიაყენოთ ტკივილი. ეს თავისთავად არის დიდი სამსახური. რა უფლება გაქვთ დაიჩივლოთ ან ილაპარაკოთ ცუდი სხვების შესახებ? როდესაც თქვენ ამბობთ რომ არაფერი შეიძლება ოდესმე მოხდეს მიწაზე მისი ნების გარეშე, რატომ ღიზიანდებით ან ბრაზდებით? თქვენი ვალია რომ გაასუფთაოთ თქვენი თავი და დასაქმდეთ თქვენი საკუთარი შინაგანი განწმენდით. ეს მცდელობა მოგიტანთ თქვენ თანამშრომლობას ყველა კარგ ადამიანთან და თქვენ იპოვით ძალას და სიხარულს რომელიც გადმოიჩქეფებს თქვენს შიგნით.
15.06.2013
თქვენ შეიძლება გაიკვირვოთ, ‘როგორ არის ის რომ ატმა არის დამსწრე ყველაფერში?’ როდესაც თქვენ მედიტირებთ განცალკევებით ამ კითქვაზე, მუდმივი, უცვლელი ხმა ჩნდება ჭკუიდან. ყველა საგანი ააშკარავებს ატომის ძალას. ყველა საგანი შედგება ატომებით. ატომების ბუნება არის გაერთიანება და გამოყოფა. მაგრამ ადამიანის ყველა არსებაში არის ერთი უცვლელი და განუყოფელი ღმრთიური არსება, შინაგანი ხმა. სხეული განიცდის ცვლილებას ჩვილობიდან მოხუცებულობამდე, მაგრამ შინაგანი ხმა რჩება უცვლელი. ადამიანები განცდიან შემეცნების სამ განსხვავებულ მდგომარეობას, მღვიძარებას, ძილს სიზმრების ხილვით და ღრმა ძილს. მაგრამ შინაგანი ხმა არ იცვლება სხეულის უხეშ ან წმინდა მდგომარეობაში. რა არის ეს ხმა? ეს არის ღმრთიური შინაგანი ხმა გამოსული ატმა-თჰათჰვადან (ატმა პრინციპიდან). ეს არის მუდმივი განცხადება ‘მე, მე, მე.’ ‘აჰამ, აჰამ, აჰამ.’ ეს არის ჭეშმარიტება რომელიც არის უფრო წმინდა და უფრო ძირითადი ვიდრე ატომი.
16.06.2013
მიჩნეულია რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. ეს არის შეცდომა. მიიჩნევა ასევე რომ ინდივიდუალური იდეით და ძალისხმევით ხდება ბევრი რამ. ეს არის დაფუძნებული არასწორ შეხედულებაზე რომელიც ითვალისწინებს ადამიანის მკეთებლობას და ეგოურობას. მარტო ძალა მიღებული ღმრთიურებიდან არის ჭეშმარიტი ძალა. ყველა დანარჩენი არის სისუსტე. ატმას გასაცნობიერებლად ფიზიკურ ძალებს არ აქვთ არავითარი სარგებლობა. დღეს მსოფლიო ჩაძირულია ქაოსსა და კონფლიქტებში იმიტომ რომ ეს ერთიანობის გრძნობა დაიკარგა. ადამიანი ასაქმებს თავის თავს ენერგიულ ძალისხმევაში ყოფითი კეთილდღეობის მისაღწევად. მაგრამ ის არ აკეთებს ძალისხმევის უმცირეს ნაწილსაც კი ღმერთზე მედიტირებისთვის. რამდენად უფრო დიდი ბედნიერებით დატკბება ადამიანი თუ ის შესწირავს თუნდაც რამდენიმე წუთს დაფიქრებას ღმერთზე.
17.06.2013
ყველა ცოდნა და გამოცდილება დაკავშირებულია ჭკუასთან გარეგანად. ისინი არ გადის ჭკუის გარეთ. მაძიებელი რომელიც ეძებს ატმას განცდას ვერ იქნება ამის შემძლე ყოფითი მოქმედებების შესრულებით. ატმა არის ყველაფრის შემვსები. კოსმოსი გამსჭვალულია ჩაიტანიით (ატმიური შეგნებით). როდესაც არსებობს ქოთანი წყლით, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაინახოთ მზის ანარეკლი. ქოთნის არ არსებობა არ ნიშნავს რომ არ არსებობს მზე ან მზის ანარეკლი. ატმა ესწრება იმის მიუხედავად არის თუ არა სხეული ან არის თუ არა ჭკუა. არ არსებობს სხეულის ან ჭკუის საჭიროება ღმრთიურების განსაცდელად. იქამდე ვიდრე ეს არ იქნება სწორედ გაგებული, კარგად უნდა იზრუნოთ სხეულზე, გრძნობებზე, ჭკუასა და გონებაზე. ისინი უნდა იყოს დაყენებული სწორ გზაზე და არ უნდა მიეცეს მათ გზიდან აცდენის საშუალება. ყველა მოუსვენრობა წარმოიქმნება იმის გამო რომ გრძნობები იღებენ მცდარ გზას.
18.06.2013
ადამიანთა განწყობილება და ქცევა კინოდარბაზებში, ქორწინების სახლებში, გამოფენებისა და თამაშების თვალყურის დევნების დროს არის ძალიან განსხვავებული იმისგან რაც არის სულიერ შეკრებებზე! განწყობა გართობის დროს არის ძალიან განსხვავებული რადგან ხალხი არის ამოძრავებული სრულიად სხვადასხვა ბიძგებით. ამის მიუხედავად, სულიერი საჭიროებისთვის ერთგულთა შეკრებაზე, რაც მოსალოდნელია არის სიწყნარე, მოწიწებული და მოწყურებული ყურადღება, სალოცავი ჩაჩუმება. სიჩუმე არის ყველაზე უფრო მეტად საჭირო სულიერ შეკრებებზე სადაც განიხილება ღრმა სულიერი დისციპლინები. მხოლოდ თვალების და ყურების ფუნქციონირება არის საჭირო, ენას არ აქვს მოსაქნევი საქმე. თითოეულს შემდეგ შეუძლია მთლიანად მიიღოს საჩუქარი სიყვარულის და წყალობის. შეისწავლეთ სიცოცხლის საუკეთესო რამეების კეთება, ეს შანსი შემოგეთავაზათ თქვენ თქვენი ინსტინქტების, იმპულსების და ჭკუაზე წარსულიდან შთაბეჭდილი მოქმედებების (ვასანების) ასაქროლებლად და უფრო მაღლა და მაღლა ასაწევად ზნეობრივ და სულიერ პლანზე.
19.06.2013
პურუშა (კაცი) არის ‘ის ვინც ცხოვრობს პურაში’, ესე იგი ფიზიკურ სხეულში. ის ვინც ცხოვრობს სამყაროში, რაც არის მისი სხეული, არის პურუშოთთჰამა, უზენაესი. პაწაწა ჭიანჭველა რომელიც მოხოხავს ზემოთ თქვენს ტერფზე შეიცნობა თქვენი შეგნებით; ეს იმიტომ, რომ პურუშას აქვს შეგნება რომელიც ავსებს მთელ სხეულს. პურუშოთთჰამას ასევე აქვს შეგნება რომელიც ავსებს და ამოქმედებს მის მთელ სხეულს, რომელიც არის სამყარო; და მაშასადამე ის არის ყოვლისმცოდნე. სული არის ვიასთჰი (ინდივიდი), სამაშთი (მთელი ქმნილება) არის ღმერთი. საუკეთესო ჯილდო ადამიანისთვის (პურუშასთვის) არის შერწყმა ღმრთიურში (პურუშოთთჰამაში). და გზა გადის მოქმედებით წარმოშობილ ცოდნასა და ღმერთისადმი სიყვარულზე.
20.06.2013
წამალი უსარგებლოა მკვდრისთვის ისევე როგორც ძლიერისთვის. ისინი ვინც დაჯილდოებული არიან ერთგულებით უკვე მარშირებენ თავიანთ გზაზე. არ არსებობს სარგებლობა ლაპარაკში მათთან ვისაც არ აქვს ერთგულება თავისში; ეს არის დროის სრულიად ფუჭად კარგვა. არსებობს ბევრი ადამიანი ვინც გაცნობიერებულია უზენაეს ძალაში და სუსტად სურს მასთან დაკავშირება, მაგრამ არის მერყევი და ცვალებადი. ისინი არიან ან გზის და მისი უპირატესობის არმცოდნე ან არიან შეშინებული შედეგებიდან – ჩემი გზავნილი არის ასეთი ნახევრად უხალისო ერთგულებისთვის. ჯერ შეისწავლეთ ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვაგვარი ადამიანების შუაგულში, ისე რომ არასდროს დადარდიანდეთ თქვენ და არ დაადარდიანოთ სხვები. საუკეთესოდ გამოიყენეთ შესაძლებლობები რომლითაც თქვენ ხართ დაჯილდოებული სიბრძნის შესაძენად, და მიიღეთ და გაავრცელეთ სიხარული. ისწავლეთ წმინდანებისგან, მარადიული სიბრძნე და ისარგებლეთ ამით. შემდეგ, გაავრცელეთ კეთილშობილური აზრები და კარგი იმპულსები და გაიზარდეთ სულიერად.
21.06.13
ხუთივე გრძნობა ემსახურება ერთიდაიგივე პურუშას. ეს არის ერთი ოჯახი ერთი პატრონის ქვეშ. აუცილებელი არ არის რომ გრძნობები იყოს მტრული; ისინი შეიძლება იყოს გაწვრთნილი თანამშრომლობისკენ სადჰანაში. რატომ? იმიტომ რომ თუნდაც ინტელექტი შეიძლება გახდეს მტერი თუ ის ხელს უწყობს პატივმოყვარეობას და მეტოქეობრივ ექსიბიციონურობას. ყველაზე ადვილი ხერხი რომ გაანათოთ თქვენი შინაგანი შეგნება და თქვენი ქცევა ეს არის უფლის სახელის ლამპის ანთება თქვენს ენაზე. აიღეთ უფლის სახელი; მისი სინათლე განდევნის სიბნელეს ორივედან, შიგნიდანაც და გარედანაც. შეინახეთ ლამპა, ბრწყინვალედ, კაშკაშად და სუფთად ყოველთვის. თქვენ მალე მიაღწევთ შესანიშნავ სიმაღლეებს, რომლის მსგავსი შეუძლებელია მიიღოთ გრძნობებზე მიწებებით.
22.06.2013
განავითარეთ სიყვარული (პრემა) ყველას მიმართ, ის მოსპობს შურს, რისხვას და სიძულვილს. ღმერთი და სურვილი (რამა და კამა) არ შეიძლება ერთად იყოს ერთიდაიგივე გულში, ნდობა ბადებს ნდობას, სიყვარული ბადებს სიყვარულს. თუ თქვენ ლაპარაკობთ სხვებზე დიდი სიყვარულით ისინი ვერ შეძლებენ რაიმე სიძულვილის განვითარებას თქვენს მიმართ. სიყვარული აქცევს მთელ მსოფლიოს ნათესავად. ეს არის თანხმობის უდიდესი ინსტრუმენტი. ფერმერი რგავს ნერგებს და მეთვალყურეობს დიდი მზრუნველობით. ის აშორებს სარეველებს, ანადგურებს მავნებლებს, რწყავს მათ როცა საჭიროა და შეაქვს ნაკელი და ელოდება იმ დღეს როდესაც ის შეძლებს მოსავლის აღებას და აავსებს თავის ბეღელს. ასევე თქვენ გულმოდგინედ უნდა კვებოთ სიყვარული და დაფარცხვით ძირფესვიანად უნდა ამოაგდოთ სარეველები სიძულვილის და შურის. ატარეთ სიყვარულის სათვალეები და ყველა გამოჩნდება საყვარელი და კარგი. თქვენ მიიღებთ იმას რასაც ეძებთ, თქვენ დაინახავთ იმას რის დანახვასაც თქვენი თვალები ლამობს. განავითარეთ წმინდა ხედვა, მაშინ თქვენ დაინახავთ სიწმინდეს ყველგან.
23.06.2013
ღმერთებმა ერთხელ წარმოისახეს რომ შეუძლიათ დემონებზე გამარჯვება მათი საკუთარი მაამცობის გამო. როდესაც ისინი ზეიმობდნენ გამარჯვებას ღმრთაება მოევლინა მათ წინაშე და დაყარა ახალი ბალახები მიწაზე. მან თხოვა აგნის (ცეცხლის ღმერთს) დაეწვა ის; მაგრამ მან ვერ შეძლო. მან შესძახა ვაიუს (ჰაერის ღმერთს) აეწია ის, მაგრამ მან ვერ შეძლო. მან გამოიწვია ვარუნა (წყლის ღმერთი) რომ დაესველებინა ის, მაგრამ, მისი საუკეთესო მცდელობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო. შემდეგ როდესაც მათი სიამაყე გასკდა ღმრთაებამ ასწავლა მათ ბრაჰმა ვიდია (ბრაჰმანის მეცნიერება), რომელიც ააშკარავებს ყველა ძალის შინაგან წყაროს. ეს არ არის ჩვეულებრივი ისტორია; აგნი არის ვაკის (ლაპარაკის) უზენაესი ღმრთაება და ამიტომ ის გვეუბნება ჩვენ რომ ლაპარაკი უნდა იყოს მოკრძალებული, რადგან ის იღებს თავის ძალას ძირითადი უნივერსალური პრინციპიდან. ვააიუ არის პრანა (სასიცოცხლო ჰაერი). თავმდაბლობა ქცევაში და მისი პრაქტიკა არის ყველაფერი ის რაც ითვლება, სპეციალურ სადჰანაში.
24.06.2013
არჯუნას დარდი იყო მშვენივრად შენიღბული ეგოურობის შემთხვევა. ის იყო გმირი ვიდრე მივიდოდა ბრძოლის ველზე და გახდებოდა მხდალი. ის იყო ყოველთვის ‘მე და ჩემის’ ირგვლივ; “მე წავალ ჯოჯოხეთში, მე სიამოვნებით გთხოვ, მე არ ვიბრძოლებ ჩემს ბიძასთან, ჩემს მასწავლებელთან, ჩემს ბიძაშვილთან და ა.შ.” ‘მე და ჩემი’ არის ორი შხამიანი ეშვი; ეს უნდა მოიშოროთ რომ გახდეთ თქვენ უვნებელი. კრიშნა ურჩევდა არჯუნას: “შენ არ კლავ, ამიტომ ნუ იქნები პატივმოყვარე, ისინი არიან უკვდავნი; და სიკვდილის განაჩენი მათ სხეულებზე არის უკვე გამოტანილი და შენ ხარ უბრალოდ სიკვდილით დამსჯელი ღმერთის ნებით!” კრიშნამ გააცნობიერა არჯუნა თავის თავში და მოაშორა ილუზია. არჯუნამ შეიგნო რომ ის იყო მხოლოდ ინსტრუმენტი უფლის ხელებში. თქვენც ასევე უნდა ისწავლოთ ამ გაკვეთილიდან, სხვაგვარად არ იქნება დასასრული თქვენი ტანჯვისთვის. ყოველთვის ილოცეთ ‘ტამასო მაა ჯიოტირგამაია’ – წამიყვანე მე სიბნელიდან სინათლისკენ. ეგოურობა არის სიბნელე (ტამასი); დანებება (შარანაგატი) არის სინათლე.
25.06.2013
ნეტარების მთავარი წყარო არის ღმერთისადმი მიძღვნა. არაფერს სხვას არ შეუძლია ამ ნამდვილი და მუდმივი სიხარულის მოცემა. გაცნობიერდით თქვენს ნათესაობაში უფალთან – ეს არ არის უბრალო ფოლკლორი ან ზღაპარი ან ყალბი თეორია. ეს ნათესაობა არის დროთა დასაბამიდან და იქნება თვით დროის დასასრულამდე. ყოველი ინდივიდი დაბადებულია სათნოების გზაზე (დჰარმა მარგაზე), მოგზაურობს მოქმედების გზით (კარმა მარგით), მიქრის ბრძენთა გზით (სადჰუ მარგით) უზენაესი სინამდვილის (ბრაჰმა მარგის) მისაღწევად. მოქმედების გზა და ბრძენთა გზა განათებული არის ჯნანენდრიებით (აღქმის ორგანოებით). შეინარჩუნეთ ჯნანენდრიები და კარმენდრიები (გრძნობის ორგანოები) დაუბინძურებლად და სუფთად. ძროხა ჭამს ბალახს და სვამს ფაფას და იძლევა ტკბილ, დამხმარე რძეს. ასევე, დაე განცდა რომელსაც თქვენ აგროვებთ ორგანოთა მეშვეობით, დაგეხმაროთ თქვენ სიტკბოსა და გულკეთილობის საწარმოებლად. სუფთა ერთგულებით, გაატარეთ თქვენი ცხოვრება მშვიდობასა და ნეტარებაში.
26.06.2013
ღმერთს არ სურს ყვავილები ან ხილი რომელიც თქვენ შეგიძლიათ იყოდოთ ქუჩაში. ამის ნაცვლად მიუტანეთ მას სუფთა გულის სურნელოვანი ყვავილები და თქვენი ჭკუის ნაყოფი, დამწიფებული სულიერი პრაქტიკებით (სადჰანით). ეს ახარებს მას უფრო მეტად და არა საგნები რომლებიც ადვილად ხელმისაწვდომია ბაზარში საყიდლად. ეს საგნები რომლებსაც თქვენ ყიდულობთ არ ამაღლებს თქვენს ჭკუას – ამის მიუხედავად თქვენი სულიერი პრაქტიკა გააკეთებს ამას თქვენს მაგიერ! რომ იგრძნოთ ასეთი ძალისხმევების გემო თქვენ უნდა შეინარჩუნოთ კეთილთა და დიდთა კომპანია და უნდა მიიღოთ ტკბობა კეთილშობილური აზრებით. ნებისმიერი საშუალებით რომელიც არის ხელმისაწვდომი თქვენთვის გაზარდეთ თქვენი ნეტარების მარაგი და გააუმჯობესეთ თქვენი გარჩევა. ეცადეთ მოიმარაგოთ ეს იმდენად ბევრი რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ისე რომ თქვენ ამოიღოთ თქვენი მარაგის საცავიდან, ყოველთვის როდესაც საჭიროება წარმოიშობა.
27.06.2013
მოუსვენრობა (აშანთი) იზრდება მიბმულობის, სიძულვილის და ბრმა გატაცების გამო. ესენი იბადება უმეცრებიდან, რომელსაც იწვევს ილუზია. ნივთები დანახული სიბნელეში ვერ იქნება ნათელი, თოკი მიიჩნევა გველად, შუშის ნატეხი შეიძლება იყოს მიჩნეული სასურველ ალმასად. ამიტომ ეს არამკაფიო სინათლე, რაც არის, ეს ცდომილი წარმოდგენა, უნდა წავიდეს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ როდესაც ჭეშმარიტების მეთოდები იქნება შესწავლილი. ეს არის ის რასაც წერილები და სწავლულები ასწავლიან ადამიანს. ისინი გმეგზურობენ თქვენ თქვენი გარეგანი გრძნობების ძებნის შიგნით მისამართად. იმპულსების, ინსტინქტების, ჩვევების, განსჯების და დამოკიდებულების შინაგანი სამეფო უნდა გასუფთავდეს უფრო ადრე ვიდრე ღმერთი შეძლებს არეკვლას მკაფიოდ და ნათლად მასში.
28.06.2013
ექიმი აღმოჩნდება იქ სადაც პაციენტები შეიკრიბნენ. ასევე, უფალი არის ყოველთვის იქ სადაც იტანჯებიან და იბრძვიან. პაციენტი რომელსაც სურს გამოკეთება უნდა ჰქონდეს რწმენა ექიმში და უნდა შეასრულოს ინსტრუქციები. თუ თქვენ არ დაემორჩილეთ მკურნალობას მკაცრად და სავსებით ზუსტად, თქვენ არ გაქვთ უფლებამოსილება გააკეთოთ დასკვნა ექიმზე. გახსოვდეთ ასევე რომ ექიმის მკურნალობა შეიცვლება ყოველ პაციენტთან – ეს დამოკიდებული იქნება დაავადებაზე, წლოვანებაზე, დაავადების სიმძაფრეზე და უკვე ჩატარებულ მკურნალობაზე. მიწერილობის გარდა ადამიანმა უნდა დაიცვას დიეტა და სხვა წესები რომელსაც ექიმი რეკომენდირებს. ესე იგი, რაც უნდა შესრულდეს, ეს არის არა უბრალო პრაქტიკა მსგავსი ჯაფას და დჰიანას (უფლის სახელის გამეორების და მედიტირების), არამედ იმისთვის რომ შეავსოთ მათი ეფექტი, თქვენ უნდა იცხოვროთ მოწესრიგებულად, კარგი აზრების ხელშემწყობი ცხოვრებით, სათჰვიური (სათნო) კვებით და საქმიანობით.
29.06.2013
მხოლოდ მოქმედება არის ის რითაც ერთგულება შეიძლება გაღრმავდეს. მოქმედება ასუფთავებს ჭკუას და აქცევს მას ვარგისად სულიერი ცოდნის მიღებისთვის. უბრალო მოსმენა კეთილშობილური აზრების (შრავანამ) არის თჰამასური მოქმედება. დასკვნის გაკეთება (მანანა) არის რაჯასური და სრული დამსგავსება (ნიდჰიდჰიასანა) არის სათჰვიური. როდესაც თქვენ უბრალოდ ისმენთ, წყნარად იღებთ დაფიქრების ან პასუხის გაცემის გარეშე თქვენ ხართ ჩლუნგი (თაამასური). როდესაც თქვენ ატრიალებთ აზრებს მათზე თქვენს ჭკუაში, ცდილობთ მათზე დამსგავსებას, მაშინ თქვენ ხართ აქტიური (რაჯასური), და როდესაც თქვენ ჩაიძირეთ განცდის სიტკბოში, სიამოვნებთ სუფთა ლხენით თქვენ ხართ (სათვიური). ეს ნითჰიდჰიასანა არის ერთგულების ნაყოფი. სულიერ გზაზე დაბრკოლებების გადასალახად თქვენ უნდა გქონდეთ ორივე, სადჰანაც და სანკალპაც – საკუთარი ძალისხმევაც და ღმრთიური წყალობაც.
30.06.2013
დღეს, თქვენ შეიძლება ვერ გრძნობდეთ რომ გჭირდებათ უფალი, მაგრამ გახსოვდეთ, როდესაც შიმშილის ტკივილები გღრღნით, თქვენ იწყებთ სიარულს საკვებისთვის. აქედან გამომდინარე, დაბანეთ თქვენი გული სიხარულის ცრემლებით ისე რომ უფალმა შეძლოს თავისი დაბინავება მასში. ზამინდარს შეიძლება საკუთრებაში ჰქონდეს ყველა ველი თვით ჰორიზონტამდე ყოველ მხარეს, მაგრამ დასაჯდომად ის ირჩევს ნაკვეთს რომელიც არის სუფთა! იგივე წესით, როდესაც უფალი ირჩევს ერთგულის გულს, ეს არ ნიშნავს რომ ყველა სხვა გული არ არის მისი. ეს გულები არ არის საკმარისად სუფთა. ის არის ყველგან, ყველაფერი არის მისი, მისი ხედვა არის ყველაზე. თუ ღმერთი არ იქნებოდა ეს ყველაფერი, როგორ შეძლებდა ეს ციალს ან არსებობას ასე დიდად როგორც აკეთებს ამას ახლა? აქედან გამომდინარე გქონდეთ სრული რწმენა ღმერთში და თქვენში, დასაქმდით ყოველთვის კარგ საქმეებში და მარგებელ მოქმედებებში; ილაპარაკეთ სიმართლე, არ მიაყენოთ ტკივილი სიტყვებით, ან საქმეებით ან თუნდაც აზრებით. ეს არის გზა მშვიდობის მოსაპოვებლად; ეს არის უმაღლესი დამსახურება რაც თქვენ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ ამ სიცოცხლეში.

სატია საი ბაბა