ივლისი

01.07.16.
ღმერთი არის ერთი, მაგრამ ყოველ ადამიანს შეუძლია და უნდა შექმნას ფორმა თავისთვის მისი მიდრეკილების შესაბამისად. როდესაც მარილი არის ზღვაში, ეს არ არის გამორჩეული ზღვისგან. ეს არის ოკეანის ნაწილი. ეს მარილის გემო არის ხარისხი წარმოდგენილი მთელ ოკეანეში. ჩვენ უნდა დავლიოთ და გავსინჯოთ მთელი ოკეანე რომ განვცადოთ ეს მარილიანობა? ერთი წვეთი წყალი საკმარისია ჩვენთვის სათქმელად რომ ოკეანის წყალი არის მარილიანი. ამის მსგავსად თუ თქვენ განცდით ღმერთის (ბრაჰმანის) ასპექტის პატარა ნაწილს რომელიც წარმოდგენილია თქვენს გულში, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ღმერთი. სახლში არის სინათლის ბევრი ნათურა, და ჩვენ ვფიქრობთ რომ ისინი არის სხვადასხვა. სინამდვილეში სინათლე რომელიც მოდის სინათლის თითოეული ნათურიდან არის სხვადასხვა, მაგრამ დენი რომელიც მიედინება სინათლის ყველა ნათურის გავლით არის იგივე. ყველა ადამიანის არსება ამ მსოფლიოში არის სინათლის ნათურის მსგავსი, და ღმერთი, შაკთიპატას (სულიერი ენერგიის) ფორმაში, კაშკაშებს სინათლის ყველა ნათურაში.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, ტომი 1, თავი 5.
02.07.16
მაჰაბჰარატას ომის დაწყების წინ, უფალ კრიშნას რჩევით, იუდჰიშტირა და მისი ძმები, მივიდნენ ბჰიშმასთან, შეეხნენ მის ტერფებს, და განუცხადეს, „პაპა, თუმცა მას შემდეგ რაც ჩვენ დავკარგეთ მამა, შენ ზრუნავდი ჩვენზე და აღგვზარდე ჩვენ; საუბედუროდ, დღეს ჩვენ უნდა ვიბრძლოთ შენთან. გეთაყვა ნება დაგვრთე ჩვენ ამ ბრძოლისთვის“. ბჰიშმა იყო ძალიან დიდად გულაჩუყებული რომ თუნდაც ამ ბრძოლის ამ საშინელ პირობებში, იუდჰიშტირა ასრულებდა თავის მოვალეობას და გამოიარა მთელი გზა მისი ნებართვის მოსაპოვებლად. ბჰიშმა მოეხვია მათ და თქვა, „ბრძოლის ველზეც კი, თქვენ იცავთ დჰარმას და ეს მაძლევს მე დიდ სიამოვნებას. თქვენ გაიმარჯვებთ ამ ბრძოლაში ვინაიდან მოქმედებთ დჰარმას შესაბამისად. ისინი ვინც იცავენ უბიწოებას (დჰარმას) საპასუხოდ დაცული იქნებიან დჰარმით“. ასეთია ქცევის რეგულირების უმაღლესი წესრიგი ნასწავლები უფალ კრიშნას მიერ; დაფიქრდით ამაზე და დაინტერესდით ჩვენ, როგორც ადამიანის არსებები, ვიცავთ თუ არა ქცევის შესაბამის წესებსა და კოდექსს.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 6.
03.07.16
ოთხი ვედადან, ჩვენმა ძველმა ადამიანებმა შეარჩიეს ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება (მაჰავახია) და ჩვენთვის გადმოსცეს მათი მნიშვნელობის გაკვეთილები. ეს ოთხი არის: პრაჯნანამ ბრაჰმა, აიამ ათმა ბრაჰმა, თათ თვამ ასი და აჰამ ბრაჰმაასმი. ეს ოთხი განცხადება ნიშნავს რომ ბრაჰმანი (ღმერთი) სინონიმური არის პრაჯნანის (ცოდნის), და რომ ათმა (სული) არის ბრაჰმანი, ეს ბრაჰმანი ხართ თვით თქვენ. მათში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რომ გახსნილ მდგომარეობაში ყველაფერი არის ერთი და იგივე. ამ განზავებულ მდგომარეობაში ყველაფერი ცუდი და კარგი, საგნები რომლებიც მიმზიდველია და საგნები რომლებიც არ არის მიმზიდველი, მოჩანს როგორც ერთი და იგივე. ყველა ნივთები დაინახება თითქოს ესენი არის ერთი და იგივე. განსხვავება სახელებსა და ფორმებს შორის არის გაურჩევადი. მხოლოდ ამ მდგომარეობაში შეუძლია ადამიანს ნეტარების განცდა. უბრალოდ იმის გამო რომ ვინმე ვერ აღიქვამს სინათლეს თავისში, ინდივიდმა არ უნდა თქვას რომ არ არსებობს ბრაჰმანი მასში. თითეულში ბრწყინვალების ეს უნარი წარმოდგენილი არის როგორც პრაჯნანა.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, ტომი 1, თავი 5.
04.07.16
განვიხილოთ ეს დამახასიათებელი მაგალითი. მათ მოაქვთ ფორთოხლის დიდი რაოდენობა სატვირთო მანქანით და ცლიან მას ქარხანაში. როდესაც ფორთოხლები მოიტანეს მათში ზოგი იყო მწვანე, ზოგი ყვითელი, ზოგი მწიფე, ზოგი გადამწიფებული და ა.შ. ამ ყველა ფორთოხლიდან, მათ გამოწურეს წვენი და ჩაასხეს ბოთლში სავაჭრო ნიშნის ქვეშ. მას შემდეგ რაც წვენი გამოიწურა და ჩაისხა ბოთლში, თქვენ ვეღარ ხედავთ სხვადასხვა ფორმის ფორთოხლებს რაც იყო წარმოდგენილი ამის წინ. არავის არ შეუძლია თქვას წვენის რომელი ნაწილი არის რომელი ფორთოხლის. ამის მსგავსად როდესაც ყოველ ჩვენგანს შთანთქმული გვაქვს ჩვენი თავი ღმერთში, ჩვენ ვერ ვიდავებთ ინდივიდუალურ ფორმებსა და სახელებზე. ჩვენ დავინახავთ ღმრთურების (ბრაჰმანის) ერთ საერთო ასპექტს, რომელიც კაშკაშებს ყველაში.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, ტომი 1, თავი 5.
05.07.16
როგორც წესი ჩვენ ვფიქრობთ რომ გიტა შედგება გარკვეული სწავლებებისგან რომლებიც დაგვეხმარება ჩვენ და შეგვასწავლის ჩვენ უარის თქმას და დაგვაყენებს სულიერ გზაზე. ეს არ არის გაგების სწორი გზა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ გიტა გვაძლევს ჩვენ სწავლებას რომელიც დაგვეხმარება ჩვენ მივსდიოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და შევხვდეთ სიტუაციებს რომლის გავლითაც ჩვენ მივდივართ. კრიშნამ დანერგა ჭეშმარიტება რომ ჩვენი სულიერი ცხოვრება და ჩვენი ყოველდღიური მიწიერი ცხოვრება არ არის ორი განცალკევებული განყოფილება. მან გვაჩვენა რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის რაღაც განსაკუთრებულად ფარულად დაკავშირებული სულიერ ცხოვრებასთან. მან გვაჩვენა ჰარმონიისა და კავშირის აუცილებლობა ადამიანის აზრებს, სიტყვებსა და საქმეებს შორის. მან განაცხადა, იმისთვის რომ ადამიანს ჰქონდეს კარგი აზრები, ჭკუა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ ადამიანმა შეძლოს ამ აზრების მსოფლიოსთვის გაზიარება, სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ ეს ჩაიდოს მოქმედებებში, ადამიანის საქმეები არის თანაბრად მნიშვნელოვანი..
– ღმერთის საუბარი, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 6.
06.07.16
სიცოცხლის ხე არის ილუზიის ხე, ყველა მისი ტოტებით, ფოთლებით და ყვავილებით. თქვენ შეგიძლიათ გააცნობიეროთ ეს ასეთად, როდესაც თქვენ აკეთებთ ყველა მოქმედებას როგორც ღმერთისადმი მისაძღვნელ შეთავაზებას. ხედეთ ის როგორც ყოველ უჯრედში გამავალი წვენი, როგორც მზე გამათბობელი და ყოველი პატარა ფაბრიკის ნაგებობა. ხედეთ ის ყველაფერში, თაყვანი ეცით მას ყველა საშუალებით, ვინაიდან ის არის ყველაფერი! ჩაერთვეთ საქმიანობაში, მაგრამ აღავსეთ ის ერთგულებით; ეს არის ერთგულება რაც აკურთხებს! ქაღალდის ნაჭერი ფაქტიურად არის ნაგავი, მაგრამ თუ ეს არის მოწმობა რომელიც თქვენ გაქვთ მიღებული, თქვენ აფასებთ და უფრთხილდებით მას, ასე არ აკეთებთ? ეს ხდება პასპორტიც კი თქვენი წინსვლისთვის ცხოვრებაში! ასევე არის განზრახვები და აზრები (ბჰავა) თქვენი მოქმედებების უკან რასაც მნიშვნელობა აქვს, და არა გარეთა ზარ-ზეიმი და შოუ (ბაჰია). შრომა, თაყვანისცემა და სიბრძნე არის ურთერთშემავსებელი, არა წინააღმდეგობრივი! არ გააცალკევოთ ესენი! მუშაობა არის როგორც თქვენი ფეხები, თაყვნისცემა არის თქვენი ხელები და სიბრძნე არის თქვენი თავი. ამ სამივემ უნდა ითანამშრომლოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში!
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1966.
07.07.16
ყველა გაკვეთილი რომელსაც დიდი წმინდანები გვასწავლიან არის უბრალოდ ორიენტირი. უკეთესი რაც ორიენტირს შეუძლია გააკეთოს არის ის რომ გითხრათ თქვენ, რომ თუ თქვენ იმოგზაურებთ ამ გზით, თქვენ მიაღწევთ ამ კონკრეტულ დანიშნულების ადგილს; და თუ თქვენ იმოგზაურებთ სხვა გზით, თქვენ მიაღწევთ სხვა ადგილს. ფაქტიურ აღმაფრენებსა და დაცემებს გარკვეულ გზაზე გაიგებენ მხოლოდ ის ადამიანები რომლებიც ასრულებენ ამ მოგზაურობას. ადამიანმა შეიძლება თქვას მილიონი მაგალითი რაიმეს შესახებ, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ სიბრძნის განცდას უბრალოდ ლაპარაკით თუ არ აპრაქტიკებთ იმას რასაც ქადაგებთ. დღეს, სიძულვილი, უსამართლობა, და შიში ავსებს მთელს ჩვენს ცხოვრებას. ახალგაზრდებს აქვთ უხვი ენერგია და სიძლიერე ამ ბოროტი ძალების მოსაშორებლად. მათ უნდა გამოიჩინონ ძალისხმევა რომ გაიგონ წმინდა იდეალები ჩვენი წერილებიდან. კეთილშობილების და მსხვერპლის სული რომელსაც ავრცელებს ძველების ცხოვრება არის სისხლის შემადგენლობაში რომელიც თქვენში მიედინება! იყავით მზად ამის დასაჯერებლად და სრულად აპრაქტიკეთ რაც თქვენ მოისმინეთ კეთილშობილი წმინდანებისგან და დაადგინეთ მაგალითით.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 6.
08.07.16
წმინდა სალოცავებში, როგორიც არის თირუპათი ან ბჰადრაჩალამი თქვენ ნახავთ მხოლოდ ქვის ფორმას როგორც კერპს. მაგრამ როდესაც გრძნობა ერთგულების აღწევს ამ ქვაში, ეს ხდება უზენაესობა. ადამიანის ჭკუის საუნჯე. ბევრი კარგავს ძვირფას დროს, დებატებში თაყვანისცემის რომელი გზა – მოვალეობის, ერთგულების თუ სიბრძნის – არის უპირატესი. ესენი ავსებს ერთმანეთს. ასწავლეთ თქვენს ჭკუას თქვენი ყოველი მოქმედების ერთგულებით წმინდა თაყვანისცემაში ტრანსმუტაციის საიდუმლო. შემდეგ თქვენ არასოდეს დაიტანჯებით იმედგაცრუებით და დარდით. უფალი იმდენად სავსეა წყალობით რომ ის სიამოვნებით მეგზურობს და იცავს ყოველ არსებას ვინც ნებდება მასზე. რომ მოიპოვოთ მისი წყალობა, ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, ეს არის ის რომ გაიმსჭვალოთ უბიწოებით (დჰარმით) რადგან თქვენი ყველა მოქმედება არის ‘ღმერთის-ღირსი’! თქვენი ინტელექტის საჭრისით, მიეცით თქვენს ჭკუას უფლის სრულყოფილი გამოსახულების ფორმა! შემდეგ თქვენ იკაშკაშებთ ღმერთის ბრწყინვალებით. მიუძღვენით თქვენი თავი ამ კეთილშობილურ იდეალს პირდაპირ აქედანვე!
– ღმერთის საუბარი, 14 იანვარი, 1966.
09.07.16
მაჰაბჰარატა არის იდეალური ტექსტი მშვიდობის მოყვარულთათვის. მანამ სანამ ჩვენ ვართ ადამიანის არსებები, ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ ღმრთიური საქმეები და მივსდიოთ მას. მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ მოქმედებები შესრულებული ღმერთის მიერ რომელიც მოვიდა როგორც ადამიანის არსება, და უნდა მივსდიოთ ამ მოქმედებებს. თანამედროვე პირობებში, თუ ჩვენ მივიღებთ და ვაპრაქტიკებთ იდეალებს რომლებიც წარმოდგენილია მაჰაბჰარატაში, ყველა ქვეყანა უდაოდ იქნება აყვავებული. მაგალითად, როდესაც კრიშნა წავიდა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე და დურიოდჰანამ სთხოვა მიეღო მისი მასპინძლობა, უფალმა კრიშნამ უთხრა რომ რადგან ის მოვიდა მისიით, მას არ ჰქონდა უფლება მიეღო მასპინძლობა მისიის შესრულებამდე. ამგვარად მან უარყო დურიოდჰანას შეთავაზება მასპინძლობაზე და გაჩერდა ვიდურას სახლში. ქცევის ასეთი კოდექსი მოქმედებდა პოლიტიკურ მოლაპარაკებებშიც კი; მორალური ხასიათი ჩვენი ძველების იყო ძალიან მაღალი ხარისხის. ამის გამო პანდავების და უფალ კრიშნას ყოველი მოქმედება მაჰაბჰარატაში არის იდეალური გაკვეთლი ჩვენთვის.
– ღმერთის საუბარი, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 6.
10.07.16
თანამოძმე ადამიანის არსებების მსახურება არის უფრო მეტად საჭირო ვიდრე თვით უფლისადმი მსახურება. სინამდვილეში, ასეთი მსახურება არის ღმერთის მსახურების თანასწორი. ეს არის გზა ნამდვილი ერთგულების. უფრო დიდი რა საშუალება შეიძლება იყოს ღმერთის სასიამოვნოდ ვიდრე არის მისი საკუთარი შვილების სიამოვნება? პურუშა სუკთა ლაპარაკობს ღმერთზე (პურუშაზე) როგორც ათასი თავის, ათასი თვალის და ათსი ფეხის მქონეზე. ეს იმას ამბობს რომ, „ყველაფერი არის ის“. თუმცა აქ ნახსენებია ათასი თავი, ათასი თვალი და ათასი ფეხი, აქ ნახსენები არ არის ათასი გული! არსებობს მხოლოდ ერთი გული! იგივე სისხლი ცირკულირებს ყველა ხელის, თვალის, ფეხის და სხეულის ყველა ნაწილის გავლით. როდესაც თქვენ ზრუნავთ სხეულის ნაწილზე, თქვენ ნამდვილად ზრუნავთ მთელ სხეულზე. ამის მსგავსად, როდესაც თქვენ ემსახურებით თქვენს თანამოძმე ადამიანის არსებებს, თქვენ ნამდვილად ემსახურებით ღმერთს!
– სატია საი ამბობს, ტომი 6, თავი 2, მარტი, 1966.
11.07.16
იქნებ თქვენ ფიქრობთ რომ ღმრთისმოსავი გალობა (ბჰაჯანები ან სანკირტანა) რომელსაც თქვენ ასრულებთ ან მსახურება (სევა) რომელსაც თქვენ ეწევით არის ყველაფერი ის რაც თქვენ უნდა გააკეთოთ რომ ‘გახდეთ ერთგული’. არა! ეს არის მხოლოდ გამწმენდი მოქმედებები, რომლებიც ასუფთავებს თქვენს ჭკუას. ეს არის მოქმედებები (კარმა) რომლებიც გამაღლებთ თქვენ და გეხმარებათ თქვენ გახარჯოთ თქვენი დრო მზანმიმართულად. ეს ხელს უწყობს სხეულის ცნობიერებისა და საგნობრივი სიამოვნებებისგან გამოცალკევებას. თქვენ განცდით ბედნიერებას წმინდა ადგილზე როგორიც არის პრაშანტი ნილაიამი; ეს იმიტომ ხდება რომ თქვენ ხართ გამხნევებული ამ დამოკიდებულების განვითარებისა და უარის თქმის სიხარულის დაგემოვნებისკენ. არასოდეს შეამციროთ ან შეცვალოთ ეს ნეტარების (ათმიური ნეტარების) მომენტები. გააგრძელეთ ეს პრაქტიკები ყოველთვის. როდესაც თქვენი მიზანი არის უფლის მსახურება და გაღმერთება თქვენი საყვარელის, მაშინ ყოველი ნაბიჯი და მოქმედება არის სიხარულის წყარო, და ყოველი მომენტი და შესაძლებლობა ხდება ფასეული შანსი!
– სატია საი ამბობს, ტომი 6, თავი 2, მარტი 1966.
12.07.16
უპა-ვასა (უპა-ახლოს, ვასა-ცხოვრება) ნიშნავს ‘ცხოვრებას ღმერთის უშუალო სიახლოვეს’. პერიოდული შიმშილი არის მიწერილი თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის კაპიტალურად თვითშესაკეთებლად და ძალიან საჭირო დასვენების მისაღებად. აღთქმები, ფხიზლობა, მარხვები და ყველა სახის ნებაყოფლობითი ძალდატანებითი ან უნებლიე ტანჯვა განხილული უნდა იყოს როგორც სულიერი სიმტკიცის ხელშემწყობი, არა როგორც თქვენი ფიზიკური გამძლეობის დამასუსტებელი. მებაღეები აფხვიერებენ მიწას ფესვების ირგვლივ, და აჭრიან ზედმეტ ტოტებს მხოლოდ მცენარის სწრაფად გასაზრდელად შეკრეჭილ და მაღალ ხედ. ზოგიერთი ადამიანი, თუმცა, მარხვულობს ორშაბათს შივასთვის, სამშაბათს ჩემთვის! ხუთშაბათს ლაკშმისთვის, შაბათს შანის გულის მოსალბობად და ა.შ. ეს შეცდომით დამისამართებული მაძიებლები იფუჭებენ თავიანთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას მარხვის აღთქმის ზედმეტად კეთებით. როდესაც აზრები საკვების შესახებ გაწუხებთ თქვენ, და შიმშილის ტკივილები სიმშვიდეს გირღვევთ თქვენ, მაშინ, უფრო უკეთესია ჭამა ვიდრე მარხვა. გახსოვდეთ მარხვის მიზანი არის დროის დახარჯვა ღმერთის განჭვრეტაში და არა სხეულის დასჯა საჭმლის მიღებაზე უარის თქმით ან საკვების არ მიღების სერიით.
– სატია საი ამბობს, ტომი 6, თავი 2, მარტი 1966.
13.07.16
უფალთან ურთიერთობა აღწერილია როგორც განვითარება სალოკიადან (სიახლოვიდან) სამიპიასკენ (ახლობლობისკენ), სარუპიასკენ (მფლობელის ფორმისკენ) და შემდეგ საიუჯიაზე (ფორმაში შთანთქმაზე). თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ეს ნათლად, თუ თქვენ საშუალებად აიღებთ, ცხოვრებას სამეფოში სადაც უფალი მმართველობს, ან მსახურად ყოფნას კარზე სადაც ის ბინადრობს. თქვენ ხართ მისი სათუთი მზრუნველობის ქვეშ. სამიპიას სტადიაზე, თქვენ გრძნობთ რომ თქვენ ხართ პირადი თანმხლები უფლის, პრივილეგირებული მასთან ახლოს ყოფნით და მისგან მიხმობილი ზოგიერთი პირადი მსახურებისთვის. თქვენ მიუახლოვდით ღმერთობის პრინციპს, ინტელექტუალურად; თქვენ გრძნობთ მის დასწრებას მუდამ, ემოციურად. შემდეგ, ეტაპი სარუპია არის არსებობა ისე როგორც მეფის ძმა. მან შეიძლება ატაროს იგივე სამოსი. ადამიანს აქვს ბრწყინვალება, დიდება რომელიც აჩვენებს შიგნით დაფარული ღმრთიურის სრულ აყვავებას. ბოლოს, როდესაც თქვენ ხართ ვაჟიშვილი, მისი მემკვიდრე, თქვენ უახლოვდებით სამეფო ძალაუფლებას იმდენად რამდენადაც არის შესაძლებელი და ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ თქვათ, ‘მე და ჩემი მამა ვართ ერთი’. ეს არის ზესულის შეცნობისკენ სულის მოგზაურობის ეტაპები.
– სატია საი ამბობს, ტომი 6, თავი2, მარტი 1966.
14.07.16.
ახლა ყველა ეძებს კომფორტს და კმაყოფილებას! თუ თქვენ ეტყვით მათ, რომ შეუძლიათ ჭამონ ყველაფერი რაც მათ მოსწონთ და იმდენი რამდენიც მოსწონთ, ისინი იქნებიან აღფრთოვანებული, თუ თქვენ დაამატებთ რომ მათ შეიძლება განუვითარდეთ, როგორც შედეგი, რაიმე დაავადება, ისინი მოგექცევიან თქვენ როგორც მტერს. არც რეჟიმი და არც კონტროლი არ არის პოპულარული. მაგრამ ძალა მიიღება მხოლოდ კონტროლიდან, შეზღუდვიდან და რეგულირებიდან. პიროვნებები ხდებიან ამტანი და გამძლეობის უნარიანები მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი მიემშვიდობებიან სირთულეებს. იბრძოლეთ და თქვენ მიიღებთ ძალას წარმატების მისაღწევად. ეძებეთ ბაზისის დანახვა უხილავში. მაღალ ცათამბრჯენს აქვს ღრმა საძირკველი მიწაში. ამ ხილულ მსოფლიოს აქვს, მის ფუძედ, უხილავი ღმერთი (პარამათმა), თქვენი სხეული არის მანქანა რომლითაც თქვენ შეგიძლიათ ეძებოთ, გამოიკვლიოთ და აღმოაჩინოთ ეს ფუძე. თქვენი სხეული არის ინსტრუმენტი სამუშაოს (კარმას) შესასრულებლად; ლოცვა და მედიტირება (ჯაფა და დჰიანა) ასუფთავებს თქვენს ინტელექტს და გადააქცევს მას ჯერ წყალობის მოსაპოვებელ, და ბოლოს თვითრეალიზების მისაღწევ ინსტრუმენტად.
– ღმერთის საუბარი, 23 ნოემბერი, 1964.
15.07.16.
დღეს ადამიანებს მიდრეკილება აქვთ რომ იყვნენ გულუბრყვილონი თავიანთ მოქმედებებში. შემდეგ ისინი მიდიან გაურკვეველ მოძღვრებთან და ეძებენ გზავნილებს მათგან. მაშინ როდესაც მოძღვრები თვით არიან ჩაფლული მონობაში, როგორ მოვლენ ისინი თქვენს გასათავისუფლებლად? როგორ შეუძლია ვინმეს თვით სავსეს უმეცრებით დაგიხსნათ თქვენ თქვენი უმეცრებიდან? ზოგიერთი ადამიანი მუდმივად ეძებს რაღაც სულიერ გზავნილებს (მანტრებს). რა არის მანტრა რომელიც თქვენ გჭირდებათ? ეს არის თქვენი ჭეშმარიტი ბუნების გაგება. ეს მანტრა არის თქვენში. თითოეულს თავის შიგნით აქვს მანტრა, ტანტრა და იანტრა (სულიერი გზავნილი, მისი პრაქტიკის მეთოდი და მისი განხორციელების ინსტრუმენტი). თქვენი სუნთქვის პროცესი ნამდვილად შეიცავს მანტრას რომელიც თქვენ გჭირდებათ. სო-ჰამ (ეს მე ვარ). რა არის იანტრა (ინსტრუმენტი)? თქვენი ფიზიკური სხეული! რა არის ტანტრა? თქვენი გული! როდესაც თქვენ გაქვთ სამივე, რისთვის უნდა წახვიდეთ ვინმესთან შეტყობინებისთვის? ეს არის სისუსტისა და უმეცრების ნიშანი. არ იაროთ გურუს საძებნელად.
– ღმერთის საუბარი, 7 ივლისი, 1990.
16.07.16.
ყოველ კაცში არსებობს მაიათათვას (ილუზიის პრინციპის) და ბრაჰმათათვას (ღმრთიური პრინციპის) კომბინაცია. ილუზიის პრინციპის გარეშე ბრაჰმათათვა ვერ იქნება განცდილი. ბრაჰმათათვას გარეშე, მაიას ძალა ვერ გაცხადდება. უზარმაზარი ოკეანის ზედაპირზე, ვხედავთ უთვალავ ტალღას. აქ უნდა იყოს ამ ტალღების გამომწვევი ძალა. ეს არის ქარის ძალა ოკეანის წყალზე რომელიც იწვევს ტალღებს. ქარის ძალის გარეშე ვერ იქნებოდა ვერავითარი ტალღა. მაია შეიძლება შევადაროთ ამ ქარს. წყალი ოკეანეში შეიძლება შევადაროთ სატ-ჩიტ-ანანდას ფორმას. ჯივა-ტატვა ან ინდივიდუალური პიროვნებები არიან ოკეანის ტალღები. მსოფლიოს ილუზორული ხასიათის აღიარება არ ნიშნავს ყველა მოქმედებაზე ან ოჯახურ კავშირებზე უარის თქმას. მოქმედებები უნდა შესრულდეს განდგომის სულით. ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს ღრმა მიბმულობის გარეშე. ეს არ არის უარის თქმა საჭირო მოქმედებაზე. განდგომა მოქმედებაში არის ის რაც საჭიროა.
– ღმერთის საუბარი, 11 ივლისი, 1987.
17.07.16
თქვენ მოსმენილი გაქვთ ჩემი საუბრები წლების განმავლობაში. თუ თქვენ კმაყოფილი ხართ მხოლოდ მოსმენით, ეს არის დროის აშკარა დაკარგვა. თქვენ უნდა დაფიქრდეთ იმაზე რაც მოისმინეთ და უნდა ეცადოთ სწავლების პრაქტიკაში ჩადებას. სრავანამ (მოსმენა), მანანამ (არეკვლა), და ნიდჰიდჰიასანამ (პრაქტიკაში ჩადება იმის რაც ნასწავლია) არის სამი ეტაპი სულიერი მოგზაურობის. გამეორება თუთიყუშივით იმის რაც ადამიანმა მოისმინა ვერ მოიტანს თუნდაც სიტყვების სიტკბოთი სიამოვნების ღირსებას. ერთგულად ყოფნაზე განცხადების გაკეთება და ერთგულის სახით სიარული, მცირე ზრუნვაა იმის საშოვნელად რაც არის ჭეშმარიტი ერთგულება. ბჰაჯანები და ჯაფები (გალობა და უფლის სახელის გამეორება), და იაგების და იაჯნების (მსხვერპლგაღების და რიტუალების) შესრულება არ არის ერთგულთა ნამდვილი განმასხვავებელი ნიშნები. ეს არის მხოლოდ სავარჯიშოები ადამიანის უსუფთაობათა გამოსარეცხად. თაყვანისცემის ცხრავე სახე დანიშნულია ჭკუის და გულის სისუფთავის მისაღწევად. მარგამ სისუფთავემ უნდა იპოვოს თავისი გამოხატულება მოქმედებებში ისევე როგორც ეს აქვს სატარებლად გარეცხილ ტანსაცმელს. მოქმედებებში სისუფთავის გარეშე, მე-ს ნამდვილი ბუნება ვერ იქნება აღიარებული.
– ღმერთის საუბარი, 11 ივლისი, 1987.
18.07.16.
თქვენ შეიძლება თქვათ რომ წინა დაბადებების კარმა მოხმარებული იქნება ამ დაბადებაში და წყალობის უთვალავი რაოდენობა ვერ შეძლებს ადამიანის დახსნას ამისგან. აშკარად ვიღაცამ გასწავლათ თქვენ რომ ასე დაიჯეროთ. მაგრამ მე გარწმუნებთ თქვენ, თქვენ არ გაქვთ კარმასგან ამის მსგავსი ტანჯვის აუცილებლობა. როდესაც ძლიერი ტკივილი გტანჯავთ თქვენ, ექიმი გაძლევთ მორფინის ინექციას და თქვენ ვერ გრძნობთ ტკივილს, თუმცა ეს არსებობს სხეულში. წყალობა არის როგორც მორფინი; ტკივილი არ იგრძნობა, თუმცა თქვენ მიდიხართ მისი გავლით! წყალობა გაშორებთ კარმას ავთვისებიანობას რომელიც თქვენ გაქვთ გადასატანი. არსებობს ასევე დათარიღებული წამლები, რომლებიც ხდება არაეფექტური გარკვეული დროის შემდეგ. მაშ, ასე, წყალობით, კარმას ეფექტი ნულდება, თუმცა თქვენ მიდიხართ განსაცდელების გავლით! მაშასადამე, სწორი არ იქნებოდა თქმა ‘ლალიტა ლიკჰითამ’ (ბედი რომელიც შუბლზე არის დაწერილი) არ გაუქმდება. წყალობას შეუძლია აღემატოს ყველაფერს; ვერაფერი დაუდგება მას თავის გზაზე. გახსოვდეთ, ეს წყალობა არის ‘ყოვლისშემძლის’!
– ღმერთის საუბარი, 23 ნოემბერი, 1964.
19.07.16. გურუ პურნიმა
დღეს ჩვენ ვზეიმობთ გურუ პურნიმას. ეს დღე არის ჩვეულებრივად საყურადღებო როგორც შესაძლებლობა გურუსადმი (რელიგიური ან სხვა მოძღვრისადმი) თაყვანისცემის შესათავაზებლად. არსებობს გურუთა რვა განსხვავებული ტიპი, რომლებიც გადმოსცემენ სხვადასხვა სახის სულიერ მოძღვრებას. მათ შორის, ნამდვილად მნიშვნელოვანი გურუ არის „ვიჰიტა გურუ“, მოძღვარი რომელიც გლეჯს ეჭვებს მოწაფეების ჭკუაში და ხსნის მათთვის თვითაღმოჩენისა და თვითშეცნობის პროცესებს. გურუმ უნდა მოსპოს უმეცრების სიბნელე (ადამიანის სინამდვილის შესახებ) და უნდა გაანათოს მოწაფის ჭკუა. განათება უნდა დადგეს შედეგად ერთი რეალობის აღქმაში, რომელიც არის სახელის, ფორმის და ატრიბუტების მიღმა. არც ერთი განზრახვა არ ვარგა გურუს საძებნელად წასასვლელად. არსებობს გურუ თითოეულ ჩვენგანში. ეს არის ათმური პრინციპი. ეს არის მარადიული მოწმე მოქმედი როგორც სინდისი თითოეულში. დაე ყველა მოქმედება შესრულდეს სინდისით, როგორც მეგზურით.
– ღმერთის საუბარი, 11 ივლისი, 1987.
20.07.16.
თითოეულმა უნდა განივითაროთ მსხვერპლის (თიაგას) სული. თქვენ უნდა ემსახუროთ ადამიანებს თქვენი სხეულით. თქვენ უნდა მზრუნველობით აღზარდოთ კარგი და კეთილშობილური აზრები თქვენს ჭკუაში. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი სიმდიდრე საგანმანათლებლო და ადამიანების დამხმარე სხვა დაწესებულებათა მხარდასაჭერად. მიეცით საკვები დამშეულებს. ეს არის მიზანმიმართული და ამაღლებული ცხოვრების წესი. სიცოცხლე მოგეცათ თქვენ არა იმიტომ რომ გასუქდეთ. სხეული არის ძირითადი ინსტრუმენტი უბიწოების (დჰარმას) პრაქტიკისთვის. მიუძღვენით მთელი თქვენი დრო მსახურებას და თქვენი მოვალეობების სათანადო შესრულებას. მარტო ღმერთს შეუძლია გარდაქმნას თქვენი სულიერი ძალისხმევები ტრანსცენდენტულ განცდაში. ღმერთი არის ყველგან დამსწრე, ის არის ყველგან და თქვენში. შენ ხარ ღმერთი! დარწმუნდით, რომ თქვენი სულიერი პრაქტიკები (სადჰანა) არ არის ეგოისტური მიზნებისთვის. მან ხელი უნდა შეუწყოს სხვების სიკეთეს. უარყავით ეგოიზმი, განივითარეთ სხვებისადმი სიყვარული, და განწმინდეთ თქვენი სიცოცხლე. შემდეგ თქვენ განცდით საკშათკარას, ღმერთის ხედვას თქვენს შიგნიდან.
– ღმერთის საუბარი, 7 ივლისი, 1990.
21.07.16.
თუმცა კაცობრიობამ განცადა ბევრი ჩამოსვლა (ავატარი), ადამიანებს ჯერ კიდევ მთლიანად არ აქვთ შესწავლილი ჩამოსვლის ყველა ასპექტი. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ მიზეზი რატომ იღებს უფორმო უფალი ადამიანის არსების ფორმას და რატომ მოდის ადამიანებში. ეს იმიტომ არის რომ მან შეძლოს შერევა ადამაინის არსებებთან და დააყენოს მაგალითები და იდეალები, და გადმოსცეს მათ ყველა ასპექტი რომელიც მათ უნდა ისწავლონ. ბევრი კითხულობს უნებლიედ და უმეცრად რატომ არის რომ ავატარი, ვინც არის ყოვლისშემძლე, უქვემდებარებს თავის თავს ყოველგვარ სირთულეს, და რატომ უნდა მოითმინოს შიმშილი და ტანჯვა ყოველმხრივ. ავატარი ვისაც აქვს ყველა ძალა შემძლე უნდა იყოს მოაშოროს ყველა ასეთი ტანჯვა ერთ წამში. თუ არსებობს რაიმე აზრი ასეთ კითხვაში, რატომ უნდა მოვიდეს ავატარი ადამიანის ფორმაში საერთოდ? მას შეუძლია დარჩეს როგორც უფორმო ღმრთიურება და აკეთოს ეს ყველაფერი თვით ამ მდგომარეობიდან. დროთა განმავლობაში, და გარკვეულ პირობებში რაც კი უნდა გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს და ასეთი მოქმედებები უნდა შესრულდეს ადამიანის დონეზე.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 6.
22.07.16.
ბინით უზრნველყოფა, ჩაცმა, და კვება იძლევა მხოლოდ ფიზიკურ ბედნიერებას (საკჰას); ჩვევებში განათლების მიცემა და მიწიერი ინფორმაცია იძლევა საარსებო საშუალებას. მაგრამ ძველი წერილები აცხადებს, ნა სუკათ ლაბჰათე სუკჰამ – ნამდვილი და ხანგრძლივი ბედნიერება შეუძლებელია მოპოვებული იქნეს ფიზიკური ბედნიერებით. ბედნიერება რომელიც არ მერყეობს, არ მცირდება და არ მოდიფიცირდება კარგი ან ცუდი მდგომარეობით შეიძლება მოვიდეს მხოლოდ ჭკუის დისციპლინით და რწმენით უზენაეს ძალაში, რომელიც ხელმძღვანელობს ყველა თქვენს სიტყვას, აზრსა და საქმეს. ამ სულიერი შეცნობის ლამპა უნდა იყოს ანთებული და მომარაგებული, იმიტომ რომ ყველა არსებას შეეძლოს ამ გზის გავლა და უვნებლად გაგრძელება. წერილები ასევე აცხადებს რომ თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამ მარადიულ ბედნიერებას მოვალეობის ‘თაყვანისცემის’ სახით შესრულების მეშვეობით. მიძღვნა თქვენი მოვალეობებისადმი გამოაჩენს სამყაროს ერთიანობას მაშინ როდესაც თქვენი ინტელექტი არის გასუფთავებული ჭუჭყისგან, ეჭვებისგან და ილუზიისგან. თქვენი სხეული არის უფლის ტაძარი და ამ ტაძრის ატმოსფერო მისი ნამდვილი ბუნებით შევსებულია ყველა არსებისადმი სიყვარულით.
– ღმერთის საუბარი, ანანტაპურის უმაღლესი სკოლა ქალებისთვის, სკოლის დღე 1966.
23.07.16.
არსებობს გარკვეული არსებითად გამოსწორებადი საქმეები, რომელთა გაუკეთებლობა ავატარის იმედად ყოფნით, რომ მოვა და უბრალოდ ყველა ტანჯვას მოგაცილებთ, არის ძალიან სულელური. თავდაპირველად, თქვენ უნდა სცადოთ კარგის კეთება მენტალური და ფიზიკური ძალის გამოყენებით რომლითაც თქვენ ხართ დასაჩუქრებული. თუ თქვენ ხართ იმდენად ზარმაცი რომ არ იყენებთ მენტალურ და ფიზიკურ ძალას რომელიც თქვენ გაქვთ, რას გააკეთებთ ღმერთის ძალით? უბრალოდ იმიტომ რომ ღმერთმა მოგცათ საკმარისი საკვები, თქვენი მოლოდინი რომ ღმერთი უნდა დაგეხმაროთ ამ საკვების გადაცემაში თქვენს კუჭში არის ნამდვილად ზარმაცის იდეა. თქვენ უნდა კარგად გამოიყენოთ ღმერთის საჩუქრები თქვენი ხელები, ხახა და პირი. თუ თქვენ აირჩევთ თქვენი სხეულის, ჭკუის და გონებრივი ძალის სასიკეთოდ არ გამოყენებას, მაშინ ვერავინ დაგეხმარებათ თქვენ!
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 6.
24.07,16
შექმენით სათსანგი (წმინდა კომპანია), სადაც თქვენ შეხვდებით და გაცვლით ჭეშმარიტების და სათნოების საუბრებს, სადაც თქვენ ისწავლით წმინდა წიგნებს და საუბრებს ღმერთის დიდებაზე. რატომ კარგავთ ძვირფას დროს სხვების შესახებ სკანდალებში და სხვების ქცევის კრიტიკაზე? სხვების მიმართ შურის, ბოროტების, სიძულვილის და გაბრაზების დანერგვა არის ბოროტი დროსტარება რასაც უკუდარტყმა ექნება თქვენზე. მაცხოვარი თითეულში არის თვით-იგივე ღმრთიური ნაპერწკალი; ამიტომ შარის მოდება სხვაზე არის თანაბარძალიანი ღმრთიურებაზე შარის მოდების. სიცოცხლის აზარტული თამაში არის ღირებული თამაში და ხდება საინტერესო მხოლოდ მაშინ როდესაც არსებობს შეზღუდვები და წესები, რომლებიც საზღვრავს და აკონტროლებს. წარმოიდგინეთ ფეხბურთის თამაში რაიმე წესების ან მინდვრის საზღვრების გარეშე. ეს იქნება ქაოსი; ეს იქნება თავისუფალი ბრძოლა, ეს იქნება ამბოხება. ვერავინ შეძლებს თქვას ვინ გაიმარჯვებს და როგორ. უბიწოება (დჰარმა) და ღმრთიურება (ბრაჰმა) არის მინდვრის საზღვრები. სათნოება იბრძვის მანკიერ მიდრეკილებათა წინააღმდეგ. ითამაშეთ თამაში, ყურადღება მიაქციეთ გაფრთხილებებს ‘უპატიოსნოდ მოქცევასა’ და ‘გამოფიტვაზე’.
– ღმერთის საუბარი, ანანტაპურის უმაღლესი სკოლა ქალებისთვის, სკოლის დღე 1966. – ბაბა
25.07.16.
ღმერთი არის ყოვლის შემძლე და შეუძლია გაალღოს თუნდაც გაქვავებული გულები, ამის მიუხედავად ის არ აკეთებს ასე. ადამიანის არსებებს აქვთ ძალა თავიანთი გზის შესასწორებლად ცხოვრების მიზნის ერთგულებით (პურუშარტები – დჰარმა, ანტრა, კამა, მოკშა), და ამიტომ ღმერთი ელოდება რომ თქვენ უნდა ჯერ გაასწოროთ თქვენი აზრები თქვენი საკუთარი ძალით და შემდეგ უნდა ეძებოთ ღმერთის დახმარება. თქვენი სიცოცხლე უნდა იყოს მსგავსი სოფლელი ქალის, რომელსაც მიაქვს თავის თავზე დადგმული წყალით სავსე ქოთანი. ის ილაპარაკებს და იხუმრებს მეორე ქალთან რომელიც მიდის მასთან ერთად. ამის მიუხედავად დიდად უნდა იზრუნოს წყალის ქოთანზე რომელიც ადგას მას თავზე. ამის მსგავსად, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ ნორმალურ მსოფლიოში ვღებულობთ ნივთებს ადვილად როგორც ესენი მოდის, ჩვენ უნდა დიდად ვიზრუნოთ სულიერ ასპექტებზე მათი დავიწყებისა და იგნორირების გარეშე. როგორი სამუშაო ან ამოცანაც არ უნდა წამოიწყოთ, თუ თქვენ გაქვთ თქვენი ყურადღება ღმერთზე, მაშინ ღმერთი იზრუნებს თქვენზე ყოველთვის.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 7.
26.07.16
ფიქრი იმაზე თუ რა შეიძლება შეემთხვეს სიცოცხლეს, რეპუტაციას, სიმდიდრეს და ხელისუფლებას შემდეგ მომენტში თან სდევს ყველას; დაუცველობა დასდევს დედამიწას, დაგლეჯილი სიძულვილით და სიხარბით. ადამიანებმა დაკარგეს თავდაჯერებულობის კომფორტი; მათ არ აქვთ რწმენა მათ საკუთარ ძალაში, და არ აქვთ ნდობა სხვებში. ადამიანი არის ძალიან გაუფასურებული არსება დღეს; ყველაფერზე კიდევ ფასები იზრდება. ადამიანი არის იაფი და შეიძლება იყოს უგულვებელყოფილი დაუსჯელად. მან არ იცის მისი საკუთარი სიდიადე ან ღირსება. მან არ იცის, როგორ აამაღლოს მისი უმცირესი მოქმედება უფლის წყალობის გაცნობიერების საშუალებად. მან არ იცის ალქიმია რომლითაც ყოველი წარუმატებლობა ან იმედგაცრუება შეიძლება გარდაიქმნას ოქროს შანსში თვით დანებების და ბჰაკტის (ერთგულების) სიმაგრის ასაშენებლად. ის ფლანგავს ძვირფას დროს უმნიშვნელო საქმიანობასა და წვრილმან სიამოვნებებზე რომელიც დაბლა სწევს თვით მის ღირსებას და ვნებს მის ფიზიკურ და გონებრივ ყალიბს. ადამიანი უნდა ეცადოს ცხოვრებას თავისი წინაპრების და თავისი სამშობლოს დიდი ადამიანების ტრადიციებზე.
– ღმერთის საუბარი, ანანტაპური გოგონების უმაღლესი სკოლა, სკოლის დღე, 1966.
27.07.16.
ახალგაზრდა დედა აწვენს თავის ბავშვს დასაძინებლად და როცა პატარას სძინავს, ის ასრულებს სხვა საოჯახო სამუშაოებს. მაგრამ მთელი მისი ყურადღება არის ბავშვზე, და მისი ფიქრები არის ყოველთვის იმაზე თუ ბავშვი როდის გაიღვიძებს. მაშინაც კი თუ ის დაკავებულია სასწრაფო და გადაუდებელი სამუშაოთი, მისი ყურადღება არის ბავშვზე, და როგორც კი გაიგონებს ტირილს, ის მიდის სირბილით. ის არ ელოდება გაანალიზებას რომელ ჰარმონიაში (რაგაში) და ტემპში (თალაში) ტირის ბავშვი. მსგავსად როგორც დედა მიდის სირბილით სწრაფად როგორც კი გაიგონებს ბავშვის ტირილს, ზუსტად ასე, როდესაც პიროვნება ეძახის უფალს თავისი გულის სიღრმიდან, უფალი პასუხობს იმწამსვე და ეხმარება ყოველ ერთგულს. ღმერთი არ კითხულობს ეს ერთგული რომელ გზაზე არის ან რომელ ბჰაჯანს გალობს მის მოსახმობად, და ა.შ. არამედ მას იმედი აქვს გულწრფელობის რომლითაც ერთგულმა მოუწოდა.
– ღმერთის საუბარი, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 7.
28.07.16
ადამაინებს არ სწამთ ღმერთის, მაგრამ სწამთ გაზეთების და ყველაფრის რაც არის გამოქვეყნებული მათში. მათ სწამთ ნივთები რომლებიც არ დაუნახავთ და მიაჩნიათ რასაც მათი ყურები ისმენს არის ჭეშმარიტი. ბრმა ადამიანი არის სიბნელეში და როდესაც უარყოფს რომ არსებობს სინათლე, ჩვენ უნდა მივცეთ რაიმე ფასეულობა ამ უარყოფას? არა! პირიქით, თქვენ ხედავთ მასშტაბირებულ თვითმფრონავს ცაში, ვიღაცა გეუბნებათ თქვენ რომ ეს მიფრინავს პილოტით, მაგრამ თქვენ უარს ამბობთ დაჯერებაზე იმის გამო რომ თქვენ ვერ ხედავთ მას იქიდან სადაც დგეხართ. არის ეს მართებული? გონივრული არ არის, ივარაუდო რომ მფრინავ თვითმფრინავს ყავს პილოტი? თუ თქვენ გსურთ შემოწმება, თქვენ უნდა მიხვიდეთ თვითმფრინავთან და უნდა ნახოთ პილოტი! არაგონივრული იქნებოდა უარყოფა მისი არსებობის მიწაზე დგომისას. ზუსტად ასევე სამყაროს ხედვისას, თქვენ მყარად უნდა ირწმუნოთ ღმერთის არსებობა, და არ უნდა უარყოთ მისი დასწრება იმის გამო რომ თქვენ არ ხართ მისი დანახვის შემძლე.
– ღმერთის საუბარი, 19 თებერვალი, 1966.
29.07.16.
როდესაც სინათლის სხივი ეცემა შუშის რამდენიმე ნაჭერს, სინათლე იფანტება მრავალი სხვადასხვა მიმართულებით. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ ეს სინათლე მოდის რამდენიმე წყაროდან. ეს არის არასწორი. ერთი სინათლის წყარო ეცემა დიდი რაოდენობის ფერად შუშაზე, და ამიტომ ჩანს თითქოს ის შედგება სხვადასხვა ფერებად. იგივე სინათლე ეცემა მიწაზე, ჩვენ ვერ ვიქნებით სინათლის დანახვის შემძლე, იმიტომ რომ მიწა გზას უღობავს და შთანთქავს სინათლეს. იგივე სახით, თუ წყალობის საუცხოო ბრწყინვალება უფლიდან ეცემა სათთვურ (სუფთა) პიროვნებაზე, ის კაცი/ქალი გაანათებს კაშკაშად. თუ იგივე წყალობა უფლიდან ეცემა ადამიანზე რომელიც არის რაჯასური (აგრესიული) ხარისხებით, ეს აიძულებს კაცს/ქალს განივითაროს მიწიერი ზოგიერთი სურვილი, თუ იგივე წყალობა ეცემა პიროვნებაზე თამასური (ჩლუნგი) ხარისხებით, ეს გაივლის არა მარტო რაიმე ეფექტების გარეშე, არამედ შეიძლება დაკარგოს თავისი ელვარების ნაწილი.
– ღმერთის საუბარი, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 8.
30.07.16.
თუკი ადამიანი არ ცდილობს ღმერთის ძებნას, მან შეიძლება მაინც ეძებოს მშვიდობა, სიხარული, ბედნიერება და დამოუკიდებლობა (შანტი, სანტოშა, სოუკჰიამ და სვათანთრა)? ამჟამად ადამიანები არ ეძებენ ამას, არც ცდილობენ ცოდნას როგორ მიიღონ ეს! ბზრიალა ტრილებს მუდმივად და არ აქვს დასვენება; ადამიანებიც იტანჯებიან და მუშაობენ უკუნისი უკუნისამდე, და არ აქვთ არავითარი შეღავათი ტრიალიდან. მხოლოდ მშვიდობა და სიხარული რომელსაც ისინი ახლა იღებენ არის მყისიერი; აი ახლა, წავიდა შემდეგი წუთი. ტკივილი შეაჩერებს სიხარულს; სიხარული არის მხოლოდ ტკივილის არ ქონა. ადამიანმა რატომ უნდა იცხოვროს წლების განმავლობაში, როგორც სიმძიმემ დედამიწაზე, მოხმარებით დიდი რაოდენობის ბრინჯის ან ხორბლის წლითი წლობით, სიხარულში ან სიმშვიდეში დაუბრუნებლად თავისი თავის ან სხვების? პეტრომაქსის სანათი იკაშკაშებს მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ დაჭირხნით ჰაერს ენერგიულად; თქვენი სინათლეც არის ძალიან მბჭუტავი და ახლოს; დაჭირხნეთ ენერგიულად, ე.ი. დააკავეთ თქვენი თავი სულიერ პრაქტიკაში და გააცისკროვნეთ თქვენი ჭკუა უკეთესად და გაავრცელეთ სინათლე ყველაზე ვინც მოვა თქვენთან ახლოს.
– ღმერთის საუბარი, 19 თებერვალი, 1966.
31.07.16.
დღეს თითოეულს სწადია წაიკითხოს ან მოისმინოს ახალი ამბები რომლებიც მოდის მსოფლიოს ყოველი კუთხიდან. ისინი ფიქრობენ რომ მათი მისიაა ყველაფრის ცოდნა რაც ხდება, მაგრამ ვინმე ცდილობს მოისმინოს რა მოდის მათ შიგნიდან? ადამიანს რომელსაც არ შეუძლია გაიგოს და აღიაროს თავისი შინაგანი ბუნება, ვერ მიაღწევს ვერაფერს. ყველაფერი რასაც თქვენ სწავლობთ განათლების გზით არის მხოლოდ ცხოვრებისთვის თავის გასართმევად. ეს არასასურველი ხარისხი გახდა ჩვენი ჭკუის ილუზია. საფუძველი ამ სურვილისთვის არის თქვენი მიბმულობა და სიძულვილი. ეს მიბმულობა და სიძულვილი ჩვეულებრივ გვხვდება ადამიანებში რომელნიც ფიქრობენ რომ ისინი არიან განსხვავებული მათ ირგვლივ მყოფი გარემოდან. მანამ სანამ ადამიანი ფიქრობს რომ კონკრეტული ავტომობილი ან სახლი ეკუთვნის მას, იმ დროის განმავლობაში იარსებებს მიბმულობა რაზეც ფიქრობს რომ მას ეკუთვნის, და ზიზღი ნივთების რაზეც ფიქრობს რომ მას არ ეკუთვნის.
– ღმერთის საუბარი, ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 8.