პრაშანტის საბჭოს თავმჯდომარის სიტყვა რადიო საიზე 04.17.2011
მორჩილებით და სიყვარულით ვთავაზობ ჩემს თაქვანისცემას ბჰაგავან შრი სათჰია საი ბაბას ლოტოსის ტერფებს.
ძვირფასო ძმებო და დებო!
საი რამ!
ამჟამად ბჰაგავანი შრი სათჰია საი ბაბა იმყოფება უმაღლეს სამედიცინო მეცნიერებათა შრი სათჰია საის ინსტიტუტის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – ჰოსპიტალში რომელიც მან ააშენა გაჭირვებულთათვის, რათა მათ შეძლონ უფასო მკურნალობის მიღება. სვამის აღენიშნება გულის და ფილტვების პრობლემები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება სტაბილური. იმის მიუხედავად, რომ აღინიშნება რამდენადმე გაუმჯობესება, მისი მდგომარეობა კვლავ რჩება კრიტიკული. სვამის ჯანმრთელობის შესახებ რეგულარულად ქვეყნდება სამედიცინო ანგარიშები, რომლებიც ეფუძნება დასკვნებს, მოცემულს ცნობილი ექიმის (წარსულში, დელში სამედიცინო მეცნიერებათა სრულიად ინდოეთის ინსტიტუტის მთავარი ექიმის), ჰოსპიტალის დირექტორის დოქტორ საფაიას მიერ.
ბჰაგავან ბაბას, ჩვენ საყვარელ სვამის, როგორც ჩვენ მას უწოდებთ, ყოველთვის კონტროლის ქვეშ უკავია ადამიანის ის სიცოცხლე, რომელიც მან მიიღო.
მას ყოველთვის კონტროლში ეჭირა და უჭირავს თავისი საკუთარი ბედი ამ ცხოვრებაში, რომელიც მისი საკუთარი ნებით წარმოიქმნება მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ რა მისი ერთგულები, ველოცებით მას იმის შესახებ, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება თავის (სხეულის) გამოჯანმრთელებაზე და დარჩეს ჩვენთან (ადამიანის სხეულში). ჩვენ ველოცებით იმის შესახებ, რომ მან გააგრძელოს ჩვენი სწავლება, შთაგონება და დაგვლოცოს ჩვენ, აგრეთვე უყვარდეთ ჩვენ როგორც ღმრთიურ დედას და მამას, რომლებადაც ის ყოველთვის იყო და რჩება.
ნოემბრის თვეში ინდოეთის პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ვიზიტად იმყოფებოდნენ სათჰია საი ბაბას აშრამში მისი დაბადებიდან 85 წლის შემთხვევასთან დაკავშირებით, რათა გამოეხატათ პატივისცემა ბჰაგავანისთვის მისი მონუმენტური და უპრეცენდენტო ჰუმანიტარული ღვეწლისა და მსახურების გამო, რომელიც გაკეთდა უკანასკნელ ათწლეულებში.
უფასო სკოლები, დაწყებითი კლასებიდან დაწყებული ასპირანტურამდე, სრული მოცულობით აძლევენ როგორც ყოფითი ასევე სულიერი განათლების უმაღლეს ხარისხს, დაფუძნებით 5 საერთო ადამიანურ ფასეულობებზე: ჭეშმარიტებაზე, უბიწო ქცევაზე, მშვიდობაზე, სიყვარულსა და არაძალადობაზე, რომლებიც შეადგენენ სასწავლო გეგმის საფუძველს ყველა დონეზე.
განა ვინმეს გაუკეთებია რაიმე მსგავსი?
უფასო სამედიცინო მომსახურება მობილურ ჰოსპიტალებში, აგრეთვე საერთო ტიპის საავადმყოფოებში და სუპერ სპეციალიზებულ ჰოსპიტალებში, სადაც გაჭირვებულები მკურნალობენ ჩვეულებრივ დაავადებებს, აგრეთვე გადიან რთულ სამედიცინო მომსახურებას და ქირურგიულ ოპერაციებს, ეს ყველაფერი ხდება აბსოლუტურად უფასოდ.
განა ვინმეს გაუკეთებია რაიმე მსგავსი?
მან ააშენა ავზების, წყალსაწნები კოშკების, ჭების და მილების სისტემა, რომლებიც გადაჭიმულია ათასობით მილზე, რათა უზრუნველყოს სუფთა სასმელი წყლით მილიონობით გაჭირვებული ადამიანი. და ყველაფერი ეს გაკეთდა უფასოდ რაიმე სამთავრობო მხარდაჭერის გარეშე.
განა ვინმეს გაუკეთებია რაიმე მსგავსი?
განსაკუთრებულ ყურადღებას და მოწიწებას იმსახურებენ კეთილი ადამიანები, გაერთიანებულნი საერთო ძალისხმევით, აგრეთვე აღსავსენი უანგარო მსახურებით და მისი ნების მიმდევრობის სიკეთით. ისინი სწორედაც რომ შეიწოვენ მის ღმრთიურ მოძღვრებას, თავისთავით აჩვენებენ კეთილშობილების მაგალითებს. მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები სავსე ოცნებებით, გრძნობებით, აზრებით, რომლებმაც მოისმინეს ერთხელ მისი ხმა ან წაიკითხეს მის შესახებ წიგნი, იყვნენ შთაგონებულნი დიდ ქმედებებზე და გახდნენ მისი ერთგულები. ამასთან არ კეთდებოდა არანაირი რეკლამები, არ ტარდებოდა არავითარი კამპანია ერთგულების მისაზიდად. არ იყო არავითარი დარეკვები და წერილობითი მიწვევები. მათ უბრალოდ მიიღეს გზავნილი, უფლისგან, ჩვენი საყვარელი ბჰაგავან შრი სათჰია საი ბაბას მიერ გულიდან გულში ოდესღაც გაცხადებული. მსოფლიოში აღირიცხება ასობით, ათასობით ერთგული, მილიონობით კეთილი გულის ადამიანი კი პოულობს მისი სიყვარულის სინათლეს თავისი საკუთარი გულის სიღრმეში, ისინი ამით გარდაქმნიან თავიანთ ცხოვრებას სათნოების შუქურად.
განა ვინმეს გაუკეთებია რაიმე მსგავსი?
და ის, ვინც უცვლელად არის სიკეთის და ღმრთიურების წყარო, ვინც გვასწავლიდა ჩვენ, აგრეთვე სწირავდა თავს ადამიანების გულისთვის, ვინც აიღო თავისზე სერიოზილი დაავადება, ახლა ზოგიერთ წრეებში არის ყალბად ცილდაწამებული. გრძელი ჩამონათვალი ძველი სკანდალური ბრალდებების, მრავალი წლის განმავლობაში არაერთხელ მიჩნეული ყალბად, ქვეყნდება უპასუხისმგებლოდ.
`აპატიე მათ მამავ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ!~
მე იმედი მაქვს, რომ კეთილშობილი ჟურნალისტები შეძლებენ მოიძიონ, იპოვონ და დაწერონ `დიდი ისტორია რომელიც არ თქმულა არასდროს~. ისინი მოძებნიან ჭეშმარიტებას და ადამიანები იქნებიან მომსახურებული. ისინი იპოვიან ჭეშმარიტებას გაკვეთილებში ნასწავლებში კაცობრიობისთვის ჩვენი ძვირფასი ბაბას მიერ, მისი სიტყვების და წლების განმავლობაში მის მიერ განხორციელებული სამუშაოს მეშვეობით. ისინი იპოვიან გაკვეთილებს კაცობრიობის სულიერი გამოსყიდვისთვის.
მოდით ჩვენ ვილოცოთ რომ ბჰაგავანმა შრი სათჰია საი ბაბამ გადაწყვიტოს დარჩენა ჩვენ ყველას გადასარჩენად. როგორც ის გვასწავლის, და შეგვიძლია ჩვენ ყველამ განვცადოთ, რომ ყოველი ჩვენთაგანი არის ღმერთის შვილი. ჩვენ ვართ არსებითად ღმრთიური. დაე ყოველი ჩვენთაგანი დაბრუნდეს შინაგანში, იპოვოს უანგარო სიყვარულის სინათლე – სინათლე რომელიც ანათლებს. შევძლოთ რომ თითოეული ჩვენთაგანი საბოლოოდ გავხდეთ კეთილშობილი არსება, რაც ჩვენ სინამდვილეში ვართ და მოვიქცეთ შესაბამისად.
მოდით ყველამ ვილოცოთ, რომ სვამი მალე გამოჯანმრთელდეს და იაროს ჩვენს შორის როგორც ადრე დადიოდა.
ჯეი საი რამ.
საის მსახურებაში სიყვარულით,
მაიკლ გოლდშტეინი,
პრაშანტის საბჭოს თავმჯდომარე.
(გამოქვეყნებულია 2011 წლის 8 აპრილს რადიო საიზე)