1.05.18.
არ დადარდიანდეთ რომ უფალი გცდით თქვენ და გამწესებთ თქვენ ღმერთის სამსჯავროზე გამოცდების გასავლელად, რადგან მხოლოდ მაშინ როცა თქვენ ხართ შემოწმებული ამით თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ საკუთარი თავი წარმატებაში ან გახდეთ თქვენი შეზღუდულობების მცოდნე. თქვენ შეგიძლიათ შემდეგ კონცენტრირდეთ საგნებზე რომლების ნაკლებობასაც თქვენ განიცდით და მიაქციოთ უფრო მეტად ინტენსიური ყურადღება, იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ მათი გავლა როცა თქვენ კვლავ იქნებით შემოწმებული. არ ემზადოთ გამოცდებისთვის ბოლო მომენტში, ისწავლეთ კარგად წინასწარ და იყავით მზად საჭირო ცოდნით, და მამაცობით და ნდობით დაბადებულით ამ ცოდნიდან და ჩვევიდან. რასაც თქვენ ისწავლით წინასწარ უნდა ატრიალოთ კვლავ და კვლავ ჭკუაში წინამდებარე გამოცდამდე, ეს არის ყველაფერი რაც უნდა შესრულდეს. ეს არის გზა გამარჯვებისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის მარტი.
2.05.18.
ერთი დიდი მხატვარი ერთხელ მივიდა უფლისწულთან და შესთავაზა ფრესკის გაკეთება სასახლის კედელზე, მის კვალდაკვალ მივიდა მეორე, ვინც განაცხადა რომ დახატავს მოპირდაპირე კედელზე რა სურათსაც პირველი დახატავს! უფლისწულმა ჩამოაფარებინა სქელი ფარდა მხატვრების შუაში ხატვის პერიოდში. ორივე აღიჭურვა რწმუნებით დავალების დაწყებაზე. მეორე ადამიანმა დაასრულა თავისი სამუშაო ზუსტად იმ მომენტში როცა პირველმა დაამთავრა. მოვიდა უფლისწული, ნახა ფრესკა და ძალიან დიდად აღფრთოვანდა. შემდეგ ბრძანა ჩამოეხსნათ ფარდა, და აი, კედელზე რომელიც იდგა ფრესკის პირისპირ, იყო ზუსტი დუბლიკატი სურათის რომელიც პირველმა ადამიანმა მძიმედ დახატა! ზუსტი – იმიტომ რომ მეორე მხატვარმა გააპრიალა კედელი, აქცია ეს მშვენიერ დიდ სარკედ! ამის მსგავსად, თქვენ უნდა გახადოთ თქვენი გული სუფთა, უბრალო და გლუვი, რათა უფალი აირეკლოს მასში, და უფალმა შეძლოს მასში დანახვა მისი საკუთარი გამოსახულების.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის მარტი.
3.05.18.
ბევრი დადარდიანებულია: „ამბობენ რომ წმინდა ადამიანის ხილვა (დარშანამ) ანადგურებს ჩვენს ცოდვას (პაპანასამ). კეთილი, მე მქონდა დარშანამ არა ერთჯერ არამედ მრავალჯერ, და მაინც ჩემმა ბოროტმა ბედმა არ დამტოვა მე და მე ვიტანჯები უფრო მეტად ვიდრე უწინ.“ ნამდვილად, თქვენ შესაძლებელია მოხვედით და შესაძლებელია გქონდათ არა ერთი, არამედ მრავალი დარშანამ, და თქვენ შეიძლება დათესეთ ახალი თესლი მიღებული ღმერთიდან – თესლი სიყვარულის, რწმენის, ერთგულების, კარგი კომპანიის, ღმრთისმოსავი აზრების, ღმერთის სახელის გამეორების, და ა.შ. – და თქვენ შეისწავლეთ ინტენსიური დამუშავების და ნიადაგის მომზადების ხელოვნება. თქვენ გაქვთ მხოლოდ ახლა დათესილი თესლი გასუფთავებული გულების კარგად მომზადებულ ველებზე. უბედურება და მღელვარება რომელსაც თქვენ აწმყოში განცდით არის მოსავალი შეგროვილი თქვენი წინა მოსავლებიდან, ამიტომ არ იდარდოთ და არ დაკარგოთ გული. თითოეულმა უნდა მოიხმაროს მარცვლეული რომელიც მათ უკვე აქვთ შენახული თავიანთი წინა მოსავლებიდან. შეურიგდით ამას მოთმინებით, სანამ ახალი მოსავალი შემოვა.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის მარტი.
4.05.18.
როცა ლაპარაკია კარგ ნივთებზე თქვენ თვლით ძნელად მათზე ყურადღების მიქცევას, მაგრამ როცა ამბობენ დამამცირებელ და შემაცბუნებელ ნივთებზე თქვენი ყურები არის აცქვეტილი! ეს არის ტრაგიკული! იყავით თქვენი ქცევის ბატონი, ნუ წარიმართებით მომენტის იმპულსებით. იყავით გამგები ყოველთვის იმის რა არის კარგი თქვენთვის. შეასრულეთ თქვენი ყოველდღიური დავალებები იმიტომ რომ თქვენ არ აიძულოთ იტანჯონ სხვები ან არ იტანჯოთ თვით. ეს არის გონივრული ცხოვრების ნიშანი! არ დაუთმოთ ადგილი რისხვას, დარდს, აღფრთოვანებას ან იმედგაცრუებას. დაბნეულობა რომელსაც თქვენ ავლენთ არის სიბნელის და სიყრუის (თამასური) და ემოციური (რაჯასური) ხარისხების შედეგი. იყავით მშვიდი, აუღელვებელი და გონება მოკრებილი (სათვური). თქვენ რაც უფრო მეტად ინვითარებთ ქველმოქმედებას ყველა არსებებისადმი, მონანიებას თქვენს საკუთარ შეცდომებში, სიცრუის შიშს და ღმერთის შიშს – უფრო მეტად მყარად მკვდრდებით მშვიდობაში!
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 27 თებერვალი.
5.05.18.
ბევრი ამაყობს ქვეყანაში განათლების უზარმაზარი გაფართოებით. მაგრამ არსებობს ამ მდგომარეობით კმაყოფილების შეგრძნების რაიმე მიზეზი? განათლების არაჯანსაღი გაფართოება ისევე არასასურველია როგორც ტანის არაჯანსაღი გასივება. ხარისხების მოპოვება დიდი ხარჯებით და ინტელექტუალური სიამაყით უპატივცემლობის განვითარება მშობლების მიმართ არ არის სათანადო განათლების ნიშანი. თავმდაბლობა არის ჭეშმარიტი განათლების განმასხვავებელი ნიშანი. ქედმაღლობას, შურს და ტრაბახს არ უნდა ჰქონდეს ადგილი სათანადოდ განათლებულ ადამიანში! განათლებას სწორი ქცევის გარეშე ფასი არ აქვს. სრულად გამოიყენეთ რაც თქვენ ისწავლეთ, არა მხოლოდ ცხოვრებისთვის გამოსამუშავებლად არამედ საზოგადოებისთვის მსახურების გასაწევად. მხოლოდ მაშინ ექნება თქვენს ხარისხებს რაიმე მნიშვნელობა. რა სამუშაოც გინდა წამოიწყოთ, სადაც გინდა მუშაობდეთ, თქვენ უნდა გააგრძელოთ სულიერი დისციპლინის პრაქტიკა და უნდა ესწრაფოთ თვითრეალიზებას. სულიერი საფუძვლის გარეშე, განათლება არის უსარგებლო. თქვენ ყველას შეგიძლიათ გაატაროთ სამაგალითო ცხოვრება, მოუტანოთ ბედნიერება თქვენს მშობლებს და გაუწიოთ დახმარება საზოგადოებას.
– ღმერთის საუბარი,1981 წლის 1 მაისი.
6.05.18. ეშვარამას დღე
წერილები აცხადებს: პატივი ეცით დედას და მამას როგორც ღმერთს. დედის მუცელი არის ერთის და ყველას სამშობლო, იქნება ის უბრალო ადამიანი თუ თვით ავატარი. აქედან გამომდინარე ეთაყვანეთ დედას როგორც ღმერთს. დაიცავით მისი სახელი და პატივი ეცით მას. არ არსებობს დედის სიყვარულზე უფრო დიდი რამ. დედის სიტყვები არის ყოველთვის ტკბილი. ზოგჯერ მან შეიძლება გამოიყენოს უკმეხი სიტყვები, მაგრამ ესენი დანიშნულია თქვენს გამოსასწორებლად, არა თქვენს საზიანოდ. შეიძლება არსებობდეს ბოროტი შვილი მაგრამ არასდროს ბოროტო დედა ამ მსოფლიოში. უმეტესობა თანამედროვე ახალგაზრდების არ ზრუნას თავიანთ დედებზე. ისინი ფიქრობენ რომ ისინი არიან უმაღლესად განათლებულნი და რომ დედამ არ იცის არაფერი. ასე ფიქრი არის დიდი შეცდომა. არასოდეს შეხედოთ დედას ზემოდან ქვემოთ. დედამ ასევე არ უნდა აიძულოს თავისი შვილი შეუერთდეს მის სურვილებს. მან უნდა წაიყვანოს თავისი შვილები უბიწო გზაზე სიყვარულისა და გულწრფელობის მეშვეობით. ის უნდა ეცადოს რომ მისი შვილი იყოს კარგი, მათ არ სჭირდებათ იყვნენ დიდები!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 19 ნოემბერი.
7.05.18.
დემონმა რავანამ აღმოაჩინა რომ უფალს (რამას) და სურვილს (კამას) არ შეუძლიათ თანაარსებობა ჭკუაში. განივითარეთ მდგრადობა ღმერთის სახელის წარმოთქმასა და ამ სახელის ღირებულებაში. შემდეგ თუნდაც მთელმა მსოფლიომ თქვას, „გააკეთე ბოროტება“, თქვენ უარს იტყვით დამორჩილებაზე; თქვენი სისტემა აჯანყდება მის წინააღმდეგ. თუნდაც მთელმა მსოფლიომ რომ გთხოვოთ თავშეკავება, თქვენ დაიჟინებთ სწორად მოქცევას. თქვენი ტანი არის ღმერთის ტაძარი, ღმერთი დაყენებულია ყველა ტანში, იმის დამოუკიდებლად აღიარებს თუ არა ამას ტანის მფლობელი. ღმერთი არის ის ვინც შთაგაგონებთ თქვენ კარგი მოქმედებების შესრულებას და გაფრთხილებთ თქვენ ბოროტების წინააღმდეგ. ისმინეთ ეს ხმა. დაემორჩილეთ ამ ხმას და თქვენ არ მიიღებთ რაიმე ზიანს. თქვენ უნდა კულტივიროთ ოთხი სახის ძალა: ტანის, გონების, სიბრძნისა და ქცევის. შემდეგ თქვენ ხდებით ურყევი, და თქვენ ხართ სულიერი გამარჯვების გზაზე!
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 27 თებერვალი.
8.05.18.
ქვეყანა არ არის უბრალოდ მიწის ნაკვეთი; ეს არის შეჯგუფება მოქალაქეების. ქვეყნების წინსვლისთვის მისმა მოქალაქეებმა უნდა აღზარდონ მორალური, ეთიკური და სულიერი ფასეულობები. მოქალაქეებისა და ლიდერებისთვის შეუძლებელია ამ ფასეულობების აღზრდა თუ ისინი ამას არ აპრაქტიკებენ სწორედ ბავშვობიდანვე! სიცოცხლე ხდება უაზრო თუ ადრეული ასაკიდანვე არ იღებენ უბიწო ქმედებებს. თანამედროვე სტუდენტებს არ შეუძლიათ თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესება. ამიტომ მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა ითამაშონ აქტიური როლი სტუდენტების ცხოვრების ჩამოყალიბებაში. უპირველესად, მათ უნდა გამოიკვლიონ როგორ შეუძლიათ სტუდენტებს თავისი ბოროტი მიდრეკილებების მოცილება. მსგავსად როგორც ქვალოდი ხდება თაყვანისა და პატივის ცემის ღირსი როდესაც ეს ამოიკვეთება ლამაზ კერპად მოქანდაკის მიერ, ასე აგრეთვე სტუდენტები გახდებიან იდეალური მოქალაქეები თუ მათ გაზრდიან სწორ გარემოში. მშობლები და მასწავლებლები არიან პასუხიმგებლები კარგისა და ცუდისთვის სტუდენტებში.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 26 ივლისი.
9.05.18.
არ ეცადოთ დიდი ადამიანის სტატუსის შეძენას, ყოველთვის ეცადეთ გახდეთ კარგი ადამიანი. დიდობას შეუძლია აღძრას ადამიანი ცუდი საქმეების ჩადენაზე მაგრამ კარგი ადამიანის მოქმედებები მტკიცედ რჩება როგორც იდეალი სხვებისთვის. რავანა იყო დიდი ადამიანი. რამა არის უპირატესად კარგი ადამიანის მაგალითი. ორივე იყო ექსპერტი, მაგრამ რამდენად განსხვავებული იყო მათი დამოკიდებულება! რავანა, თუმცა ფლობდა ექსტრაორდინარულ სწავლებას, მან გაანადგურა თავისი თავი. მისი მთელი კლანის განადგურების ძირითადი მიზეზი იყო ‘სურვილის’ მისი ცუდი ხარისხი. ჰირანიაკასიპუ, ყველა ხუთი ელემენტის პატრონი დაინგრა რისხვის მისი ცუდი შტრიხით. დურიოდჰანა დაინგრა სიხარბით; მან უარი თქვა პანდავებისთვის ხუთი სოფლის მიცემაზეც კი. ყველა ეს მაგალითები დიდი ადამიანების ვინც მოსპო თავისი თავი და თავიანთი მთელი კლანი, გვასწავლის რომ ერთი ცუდი შტრიხი საკმარისია განადგურების გამოსაწვევად. წარმოიდგინეთ რამდენად უარესი იქნება ბედი თუ ადამიანს ექნება ყველა ექვსი ცუდი ხარისხი – ავხორცობა, რისხვა, სიხარბე, სიამაყე, შური და სიძულვილი!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 22 ნოემბერი.
10.05.18.
წერილები გვასწავლის რომ ყველა ქმედებამ და საქმიანობამ უნდა ბოლოს მიგვიყვანოს არა-მიჯაჭვულობასთან, ვინაიდან ეს არის საუკეთესო კვალიფიკაცია ბრაჰმანის ცოდნის განსავითარებლად. სამიდან: ერთგულება, სიბრძნე და განდეგილობა (ბჰაკტი, ჯნანა და ვაირაგია) ერთგულება არის დედოფალი. წესები და რიტუალები არის მსახურები-მოლოდინში; დედოფალი ეპყრობა თავის მსახურებს გულკეთილად და მფარველობით, უდაოდ, მაგრამ თუ ცერემონიები რომლებიც არის მხოლოდ „მსახურები“ და „დამხმარეები“, უგულვებელყოფს დედოფალს, ესენი უნდა იყოს შეუბრალებლად გაშვებული. ყველა ფორმალობა და რიტუალი ტაძრებში მაშასადამე უნდა შეეწივნოს დედოფლის განდიდებას, რაც არის ერთგულება; ეს არის ჯამი და არსი დჰარმის რაც უნდა ხელმძღვანელობდეს და მართავდეს ყველა ტაძარს. მხოლოდ შემდეგ შეძლებენ ინდივიდები მიზნის მიღწევას.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 10.
11.05.18.
უფალმა ბუდდჰამ მისცა უმაღლესი ხარისხის მიშვნელობა გრძნობებზე კონტროლს. თქვენი ჭკუის გასაკონტროლებლად თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი ხუთი გრძნობა. მხოლოდ შემდეგ შეძლებთ თქვენ ღმერთის შეცნობას. განივითარეთ დანებების სული. შეასრულეთ ყველა საქმე ღმერთის ერთგულების სულით და როგორც მისთვის შეთავაზება. მაშინ თქვენი ყველა მოქმედება გახდება ღმრთიური. ყველაფერის მიღწევა ამ მსოფლიოში შეიძლება მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით. სიყვარული არის ღმერთი, იცხოვრეთ სიყვარულით. ჩვენ შეიძლება გავიგოთ სულიერება მხოლოდ სიყვარულის კულტივირებით. აი ამიტომ ვამბობ მე ხშირად, „დაიწყეთ დღე სიყვარულით, შეავსეთ დღე სიყვარულით, გაატარეთ დღე სიყვარულით, დაასრულეთ დღე სიყვარულით – ეს არის გზა ღმერთისკენ“. მსოფლიო ვერ იარსებებს სიყვარულის გარეშე. ყველაფერი შესაძლებელია სიყვარულის ძალით. არასოდეს მიიღოთ ცუდი ან შეუფერებელი სურვილები, ეს მიგიყვანთ თქვენ დაღუპვამდე. თქვენ შეგიძლიათ აღზარდოთ თქვენი ჭკუა და გრძნობები, რომ იყოს მშვიდი და წმინდა ღმერთის სიყვარულით ყოველთვის.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 26 მაისი.
12.05.18.
სიყვარულის ტანმოსილნო! უპირველეს ყოვლისა შეამცირეთ თქვენი მიჯაჭვულობა ტანთან. როგორც დიდდება თქვენი მიჯაჭნულობა ტანთან, თქვენი ტანჯვაც დიდდება ასევე. ტანი არის ღმერთის ტაძარი. იფიქრეთ რომ ეს არის არა თქვენი ტანი არამედ ღმერთის ტაძარი. ტანი არის წმინდა რადგან ღმერთი იმყოფება მასში. ეს არის ღმერთის ნაჩუქარი ადამიანზე. გამოიყენეთ ტანი წმინდა საქმეების შესასრულებლად და იქედან ნეტარების მისაღწევად. როდესაც თქვენ გაანაწილებთ ნეტარებას სხვებთან, თქვენ განცდით ღმრთიურებას. გააგრძელეთ თქვენი სულიერი პრაქტიკები. მაგრამ დარჩით ყოველთვის წამსკდარი გრძნობით რომ ღმერთი არის თქვენში, თქვენს ზემოთ, თქვენს ქვემოთ და თქვენს ირგვლივ. არასოდეს იფიქროთ რომ ღმერთი არის თქვენგან შორს. „მე არ ვარ მარტო, ღმერთი არის ჩემთან“. გაამყარეთ ეს გრძნობა თქვენში და ჩამოაყალიბეთ თქვენი ცხოვრება შესაბამისად. ატარეთ თქვენი სიცოცხლე სიყვარულით.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 26 მაისი.
13.05.18.
დედის მუხლები არის სკოლა ყოველი ადამიანისთვის. ეს არის პირველი ტაძარი. დედა არის პირველი სიმდიდრე. საკუთარი დედის შესახებ ამ ჭეშმარიტების აღიარება არის ყოველი ადამიანის მოვალეობა. არ არსებობს დედაზე უფრო დიდი ღმერთი. მხოლოდ ღვაწლმოსილ დედებს შეუძლიათ შესთავაზონ ერს შვილები რომლებიც მისწრაფებული იქნებიან ქვეყნის დიდი მომავლისთვის. ჭეშმარიტება, მსხვერპლი და მშვიდობა არის ქალში გაბატონებული ხარისხები. ქალები ზრუნავენ საზოგადოების სისუფთავესა და კეთილდღეობაზე. კარგი დედები არიან უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე კარგი ცოლები. კარგი ცოლი ფასეულია მხოლოდ მისი ქმრისად. კარგი დედა კი არის ეროვნული ღირსება. ძველი დროდან, ინდური წერილები ამკობს მაგალითებს დიდი ქალების როგორიც არიან მაიტრეი, სიტა, და სავითრი. მათი ცხოვრება რჩება დღევანდელი დღის შთაგონების წყაროდ. ჩვენ არ შეგვიძლია მათი დავიწყება.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 11 სექტემბერი.
14.05.18.
ხე რომელსაც ფესვები ღრმად აქვს გადგმული მიწაში ვერ იქნება მოსპობილი როდესაც მის ფოთლებს ან ტოტებს მოჭრიან. ამის მსგავსად, როდესაც ბოროტ ხარისხებს როგორიც არის სიძულვილი და შური აქვს ღრმადგადგმული ფესვები, ესენი ვერ იქნება მოცილებული ზოგიერთ ტოტებზე დარტყმით. ცუდი აზრების პერიოდული ჩახშობით, ეს ბოროტებები ვერ იქნება აღმოფხვრილი. ნამდვილი მშვიდობის მისაღწევად ჭკუა მთლიანად უნდა დაიცალოს ყველა ბოროტი აზრისგან. ყოველი ცუდი აზრი უნდა ამოიძირკვოს მომენტში როცა ესენი წარმოიქმნება ჭკუაში. ომი ცუდი აზრების წინააღმდეგ არის მსგავსი ომის მტრის ჯგუფების წინააღმდეგ რომლებიც ცდილობენ შეღწევას ციხე სიმაგრეში მიწისქვეშა გვირაბით. როგორც კი ერთი წევრი მტრის გამოდის გვირაბიდან, ის უნდა დაიფშვნიტოს. თითოეული გრძნობის ორგანო – თვალები, ენა ან ყური – როდესაც ეს არის ცუდი აზრებისა და იმპულსების გავლენის ქვეშ სცდება გზიდან და იქცევა არასწორად. როცა ესენი არის კეთილი აზრებისა და იმპულსების გავლენაში, ესენი იქცევა ისეთნაირად რომ ქმნის სიხარულსა და კმაყოფილებას.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 31 ივლისი.
15.05.18.
„სულიერი სიბრძნე (ჯნანა“) არის პანაცეა ყველა სირთულის, უსიამოვნებისა და სიდუხჭირისთვის.“ აი ასე აღწერს ამას ვედები. ადამიანებში ვის სჭირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება? მას ვინც ძალიან ცუდად არის, სწორია? ასევე, ისინი ვინც ხელს აცეცებენ უმეცრებაში არიან პირველ რიგში უფლებამოსილნი სწავლებასა და წვრთნაზე წამყვანზე სულიერი სიბრძნის შეძენისკენ. არსებობს ბევრი გზა ამ სიბრძნის შესაძენად, და მათ შორის მთავარი არის ერთგულების (ბჰაკტის) გზა. როგორც ზეთი არის ალად ლამპაში, ასე არის ერთგულება სულიერი სიბრძნის ალად. სიბრძნის სიხარულის ზეციური ხე ყვავის ერთგულების გამაცოცხლებელ წყალზე. გაიგეთ ეს კარგად. სწორედ ამ მიზეზის გამო კრიშნამ, ვინც არის ღმრთიური სიყვარულის განსახიერება და ვინც გაჯერებულია წყალობის ხარისხით, განაცხადა გიტაში, „მე მიცნობენ ერთგულების მეშვეობით – ბჰაკტია-მამ აბჰიჯანატი“. რათ გაკეთდა ეს განცხადება? იმიტომ რომ ერთგულების გზაზე არ არსებობს დაბრკოლებები. ახალგაზრდა და მოხუცი, მაღალი და დაბალი, კაცი და ქალი – ყველა არის უფლებამოსილი იაროს ამ გზით.
– ჯნანა ვაჰინი, თავი 18.
16.05.18.
ჭკუა ესწრაფის რაიმეს შესაძენად დიდი ძალისხმევით და იმედით რომ ამის ფლობა მოუტანს კმაყოფილებას. მაგრამ კმაყოფილება მიღებული აქედან არ გრძელდება დიდხანს. და დარდი გამოწვეული მისი დაკარგვით არის დიდი. არსებობს სიძნელეები შეძენის პროცესის განმავლობაში. ფლობა იძლევა მხოლოდ დროებით კმაყოფილებას. ობიექტის დაკარგვა ტოვებს სიღარიბის კვალს. ძალიან ხშირად ტკივილი დანაკარგისგან აჭარბებს კმაყოფილებას მიღებიდან. ასეთი წარმავალი კმაყოფილების მიდევნა, ეს არის სიცოცხლის უსარგებლოდ ხარჯვა. აცნობიერებდნენ რა ასეთი მიდევნის უაზრობას ბრძენები პრაქტიკებდნენ თვითკონტროლს როგორც სანგრძლივი ბედნიერების მიღების საშუალებას. მათ განივითარეს გრძნობებისა და ჭკუის შიგნით შეტრიალების ტექნიკა ხანგრძლივი ნეტარების წყაროს მოსაძებნად. ჭკუის კონტროლი არის საშუალება მოკშის (გათავისუფლების). ჭკუის სისუფთავე არის პირველი აუცილებელი ელემენტი.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 31 ივლისი.
17.05.18.
ღმერთში ნამდვილი და ღრმა რწმენის გარეშე სრულიად უსარგებლოა გიტაში ყველა 700 ლექსის დასწავლა; ეს არის უბრალოდ ტვირთი მეხსიერებაზე. ვედების კითხვა, განმეორებითი წაკითხვა წერილების, წაკითხვა ან მოსმენა მოთხრობების დიდი ბრძენების შესახებ ზედაპირული ინტერესით უკეთეს შემთხვევაში არის, გონებრივი გიმნასტიკა, და მას აქვს მცირე სულიერი ფასეულობა! მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ კითხულობთ, სწავლობთ ან ისმენთ მათ ღრმა რწმენით და გულწრფელობით ესენი იწყებს შეჯახებას თქვენს აზრებსა და მოქმედებებზე. შემდეგ ესენი წყვეტენ გახდომას უბრალო მოთხრობებად და ხდებიან წყაროები შთაგონების და ნუგეშის თქვენი საკუთარი სიცოცხლის ტრანსფორმირებისთვის. გამოიტანეთ სწორი გაკვეთილები წერილებიდან. განივითარეთ თავდაჯერებულობა რომ შეხვდეთ ცხოვრების პრობლემებს კომპეტენტურად და მამაცურად. შეასრულეთ თქვენი მოვალეობა ყოველდღე ერთგულებით.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 31 ივლისი.
18.05.18.
ისევე როგორც ჭამის დროს თქვენ უარს ამბობთ ცუდ საკვებზე, თქვენ უნდა უკუაგდოთ ცუდი აზრები და უნდა მიიღოთ ჭკუაში მხოლოდ კარგი და სასარგებლო აზრები. არ ატაროთ რაიმე მტრობა მათ მიმართ ვინც შეიძლება თქვენ მოგაყენათ რაღაც ზიანი. ბოროტების დაბრუნებით ბოროტებისთვის, როგორ იქნებით თქვენ უკეთესი ვიდრე სხვა ადამიანი? მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ აკეთებთ სიკეთეს იმ ადამიანის მიმართაც კი ვინც მოგაყენათ თქვენ ზიანი თქვენ შეიძლება აჩვენოთ თქვენი უკეთესი ბუნება. თქვენი სახე არის თქვენი ჭკუის მაჩვენებელი. როდესაც თქვენ ატარებთ ბოროტ განზრახვას ვინმეს მიმართ, თქვენი მტრობა აირეკლება თქვენს სახესა და მანერებში. როდესაც თქვენ იღებთ კეთილ და სასიყვარულო აზრებს, თქვენი გული სავსეა სიხარულით და თქვენ განცდით ბედნიერების აღმავლობას. თუ თქვენ ავსებთ თქვენს გულს სიძულვილით, შურითა და სიამაყით, თქვენი სიცოცხლე ხდება მოჟამული უდაბნო. მეორეს მხრივ, თუ თქვენ ავსებთ თქვენს გულს სიყვარულით, თქვენი მთელი სიცოცხლე ხდება სიყვარულის საგა.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 31 ივლისი.
19.05.18.
უფლისთვის ეს დრამა სამი მოქმედებით – წარსულით, აწმყოთი და მომავლით არის გამჭვირვალე როგორც ბროლი. თვალის დახამხამებაში, ის ხელს კიდებს სამივეს, ვინაიდან ის არის ყველგანმყოფი, და ეს არის მისი გეგმა რომელიც სრულდება, და მისი დრამა რომელიც შესულია მოქმედებაში ქმნილების სტადიაზე. მაგრამ, მსახიობები და მხედველები იკარგებიან დაბნეულობაში, მისი განვითარების და მნიშვნელობის მიხვედრის უძლურობით! რადგან, ერთმა სცენამ ან მოქმედებამ როგორ შეიძლება გამოავლინოს მისი მნიშვნელობა? მთელი სპექტაკლი უნდა იყოს ნანახი თვით ისტორიის გამოსავლენად – ასე არ არის? როდესაც საიდუმლო ნათელყოფილია და სპექტაკლი აღმოჩნდა როგორც ‘უბრალო თამაში’, რწმენა ჩნდება რომ თქვენ ხართ მასში და ის არის თქვენში. აქედან გამომდინარე, სიბრძნის მაძიებლებო, ყოველთვის იცოდეთ ეს: უფალი არის ყოველ გულში, წმინდა და უხეშ ფორმაში. ღმერთი არის ჭიანჭველასა და სპილოში, ატომსა და ატმოსფეროში.
– ჯნანა ვაჰინი, თავი 19.
20.05.18.
ღმერთი არ არის განსხვავებული რწმენისგან. რწმენა და ღმერთი არის ერთი და იგივე. სიყვარული არის ღმერთი, ერთგულება არის ღმერთი – ესენი არ არის განსხვავებული არსები. რას ნიშნავს ერთგულება? ერთგულება არის ის რაც შესაძლებელს ხდის გამოუვლენელი ღმრთიური პრინციპის თვითგამოვლინებას ერთგულის შინაგან ხედვაში. შემდეგ, სუფთა ერთგულისთვის არაფერი სხვა არ არსებობს ღმერთის გარდა. ამ სტადიის მისაღწევად თქვენ უნდა შეასრულოთ თქვენი მოვალეობები ჭკუში ღმერთის მუდმივად მყოფობით. ყოფითი არსებობის ვრცელი და ღრმა ოკეანის გადასალახად, თქვენ გჭირდებათ ღმერთის სახელის პატარა ნავი. სულიერი მოგზაურობის დასაწყისში, უფლის სახელი არის საფუძველი წინსვლისთვის, მაგრამ ეს თანდათანობით უნდა გადაიზარდოს ყოველ დროს ღმერთის მიმართ მოსიყვარულე მსახურებაში. როგორ მსახურებასაც გინდა ეწეოდეთ თქვენ, იგრძენით რომ ემსახურებით არა სხვას, არამედ თქვენ ემსახურებით თვით ღმერთს. მაშინაც კი როდესაც თქვენ ემსახურებით თქვენი ოჯახის ან გაჭირვებული ადამიანების კვებას, ჩათვალეთ რომ ღმერთი მოსულია ამ ფორმით და თქვენ სთავაზობთ ამას თვით ღმერთს.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 30 მარტი.
21.05.18.
ხარისხებს შორის რომლებითაც შედგება უზადო ხასიათი, სიყვარული, მოთმინება, თავშეკავება, უდრეკობა, და ქველმოქმედება არის უმაღლესი და უნდა იყოს პატივნაცემი. ას პატარა საქმეს თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად გამოწრთობილ ჩვევებში; ეს ჩვევები აყალიბებს თქვენს შეხედულებას ცხოვრებაზე. ყველაფერი რასაც თქვენ ქსოვთ თქვენს წარმოსახვაში, ეძებთ და გწყურიათ, ტოვებს წარუშლელ ანაბეჭდს თქვენს ჭკუაზე და აფორმირებს თქვენი სამყაროს სურათს და შემდეგ თქვენ მიეჯაჭვებით მასზე. მაგრამ როგორიც გინდა იყოს თქვენი ხასიათი დღეს, ეს შეიძლება უსათუოდ შეიცვალოს თქვენი აზროვნების სტრუქტურის შეცვლით. არავის სიავკაცე არ არის გამოუსწორებელი. განა ყაჩაღი ანგულიმალა არ გარდაიქმნა კეთილ ადამიანად ბუდდჰას მიერ? არ გახდა ქურდი რატნაკარი ბრძენ ვალმიკიდ? თქვენ გაქვთ თქვენს მიღწევადობაში, უნარი გამოასწოროთ თქვენი საკუთარი ბოროტი მიდრეკილებები და შეცვალოთ ესენი. უანგარო მსახურებით, განდგომით, ერთგულებითა და ლოცვით, ძველი ჩვევები შეიძლება გადაყაროთ და შეიძლება შეიძინოთ ახალი ჩვევები რომლებიც წაგიყვანთ ღმრთიურ გზაზე.
– პრემა ვაჰინი, თავი 2.
22.05.18.
ჭეშმარიტი სიყვარული არის ფასდაუდებელი, ეგოიზმის კვალის გარეშე! ეს არის სუფთა, დაულაქავებელი და არ იცვლება. ეს არის სპონტანური, ყოველთვის იზრდება და არასოდეს მცირდება. ღმერთის სიყვარული არის ასეთი ბუნების: სპონტანური, თავისუფალი ეგოიზმისგან, ურყევი და ყოველთვის სრული. ჩვეულებრივი ადამიანური სიყვარული, მოტივირებული ეგოისტური მოსაზრებებით, შეიძლება შეიცვალოს ცვლილებებით დროსა და ვითარებაში! სუფთა სიყვარული ატარებს ჭეშმარიტების მანტიას და არ ექვემდებარება შურის ან სიძულვილის ძალებს ეს როგორი ძლევამოსილიც გინდა იყოს. სიყვარული აღმატებულია ყველა ნეგატივზე. კარგი და ღმრთიური ცხოვრებისკენ სწრაფვისას თქვენ შეიძლება შეხვდეთ ბევრ სიძნელესა და მღელვარებას. ეჭვები და კითხვები შეიძლება ასევე გაიზარდოს. მხოლოდ მაშინ როცა თქვენ შეეჯახებით სიძნელეებს პირდაპირ და გადაიტანთ სიძნელეებს მოთმინებითა და მამაცობით, თქვენ გაიგებთ ღმრთიურ სიყვარულს. არასოდეს ანებოთ საკუთარ თავს წაილეკოს სიძნელეებითა და დარდით, ეჭვებითა და იმედგაცრუებებით. გქონდეთ რწმენა, საკუთარი თავის ნდობა და ეცადეთ ღმერთის სიყვარულის მოპოვებას. სუფთა სიყვარულის გარდამქმნელი ძალა არის უსაზღვრო!
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 25 დეკემბერი.
23.05.18.
როდესაც თვალები ხედავს ვინმეს ვინც ითვლება მტრად, ჭკუაში ვითარდება არაკეთილგანწყობა. მეორეს მხრივ, როდესაც ადამიანი ხედავს ძვირფას მეგობარს რეაქცია არის სიყვარული და სიმპათია. როგორც დანახვის შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვისმენთ მას შეიძლება ჰქონდეს ასევე ცუდი ან კარგი შედეგები. სიტყვების ძალა რომელიც გავლენას ახდენს ჭკუაზე არის კიდევ უფრო დიდი. დიდი ვედური გამოთქმები როგორიცაა აჰამ ბრაჰმასმი (მე ვარ ღმერთი), თათ თვამ-ასი (შენ ხარ ის) და აიამ ათმა ბრაჰმა (ეს მე არის ღმერთი) შთააგონებს მისწრაფებას უმაღლესი მიზნისკენ. ესენი არ უნდა იყოს წარმოჩენილი ან გამოყენებული რაიმე მანერაში ეგოს გასაბერად. ყოველი გამოთქმა დამუხტულია თავისი საკუთარი ძალით. როდესაც სიტყვები არის შეურაცხმყოფელი ან ვულგარული, ესენი იწვევს აღგზნებას, რისხვას ან დეპრესიას. მაგრამ როდესაც გამოყენებული სიტყვები არის წმინდა, ესენი გენერირებს განმწმენდ და ამამაღლებელ ძალას. სიხარული ან უბედურება განცდილი ჭკუით არის გრძნობებით გადმოცემული შთაბეჭდილებების შედეგი.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 31 ივლისი.
24.05.18.
მიუძღვენით ყველა თქვენი აზრი და სწრაფვა ღმერთს და ჩააბარეთ თქვენი თავი ღმერთის ნებას. ჩაბარება შეიძლება მოგეჩვენოთ ძნელად, მაგრამ ეს ასე არ არის. ფაქტიურად ეს არის მსგავსი ბანკში ფულის შეტანის. თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ ფული თქვენი საბანკო ანგარიშიდან როდესაც თქვენ გჭირდებათ. ამის მსგავსად, როდესაც თქვენ ანდობთ თქვენს ყველა საზრუნავს ბჰაგავანს, თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ მისგან რაც კი თქვენ გჭირდებათ. რა დგას ჩაბარების გზაზე? ეს არის თქვენი ეგო, თქვენი მესაკუთრეობა და საკმაო რწმენის ნაკლებობა უფალში! ადამიანები იმედგაცრუებაში ებღაუჭებიან თავის საკუთრებას, ამბობენ: „ჩემი ფული, ჩემი სახლი და ა.შ.“ ამა თუ იმ დროს თქვენი სიმდიდრე წავა. მაგრამ, როცა თქვენ ნამდვილად ჩაბარდებით ღმრთიურს, თქვენ შეიძენთ უფლის წყალობას. წყალობა, ერთხელ გამომუშავებული, დაგიცავთ თქვენ და დააკმაყოფილებს ყველა თქვენს საჭიროებას. ღმერთს არ სჭირდება თქვენი სიმდიდრე. ის ყოველთვის არის ჩითთა ჩორა (გულების მიმტაცებელი), არა ვიტა ჩორა (სიმდიდრის მიმტაცებელი). თქვენ ხართ ის ვინც უნდა შეიცვალოს ვიტა ჩორადან ჩითთა ჩორად.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 17 ივლისი.
25.05.18.
თქვენ შეიძლება იყოთ ჯუნგლებში, მაგრამ თქვენი ჭკუა შეიძლება ხეტიალობდეს ბაზარში. ამის მსგავსად თქვენ შეიძლება იყოთ ბაზარში, მაგრამ სადჰანით (სულიერი პრაქტიკით) თქვენ შეგიძლიათ უზრუნველყოთ სიწყნარე და მშვიდობა თქვენს გულში ყველაზე დაკავებული გასასვლელის შუაგულში. თქვენმა ჭკუამ შეიძლება ააშენოს ჩუმი თავშესაფარი ან შეგბოჭოთ თქვენ რთული კვანძებით. იგი გკრავთ; იგი გისუსტებთ შებოჭვას. თქვენ შეიძლება შეცუროთ ყოფითი ცხოვრების ოკეანეში (სამსარაში) თუ თქვენ არ გაქვთ გაჟონვა ნავში, მაგრამ გაჟონვებით ვნების, რისხვის, სიხარბის, ილუზიის, სიამაყისა და შურის (კამა-კროდჰას, ლობჰას, მოჰას, მადას და მაცარიას), მიწიერი ცხოვრების წყლები შემოვა ნავში და იგი ჩაიძირება, და ჩაგითრევთ თქვენ გაუთავისუფლებლად. შეაჩერეთ ყველა გაჟონვა! შემდეგ თქვენ არ შეგაშინებთ სამსარას ოკეანეზე გასეირნება, თქვენ შეძლებთ სარგებლობას ყველა შანსით რასაც ეს გაძლევთ გრძნობების გასაწვრთნელად, გაფართოებით თქვენი სიყვარულის. გაღრმავებით განცდების და გაძლიერებით თქვენი განჯაჭვულობის.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 28 მარტი.
26.05.18.
დაე ბჰარათიას კულტურის საფუძვლიანობა გამოკვლეული იყოს რეალური ცხოვრებით, და მისი ფასეულობის საკუთარი აღმოჩენით, და სხვათა შეტყობინებით მათ მიერ ვინც განცადა აქედან მიღებული მშვიდობა და სიხარული. მე არ მინდა განდიდება წამლის პიროვნებების მიერ რომლებიც თვითონ არ განიკურნენ ამით. დღეს, თვით ქვეყანაში სადაც ეს კულტურა იზრდებოდა და ყვაოდა, ამორალურობამ და კორუფციამ მოსპო ბედნიერება და კმაყოფილება. ბევრი განსჯის ამას, მაგრამ ისინი არიან პიროვნებები ვინც იდენდა ბოროტებას რომელსაც ისინი დაიტირებენ. ინდოეთის ისტორიაში, თქვენ უნდა შეგენიშნათ რომ ყველა დიდი მოძრაობა და იმპერიები მოტივირებული იყო სულიერი ქვედინებებით, არა პოლიტიკური ან ეკონომიკური დაძაბულობით. თქვენ უნდა აიძულოთ პოლიტიკოსები შეეწივნენ ბჰარათიას კულტურის საფუძვლების ამაღლებისა და სრულყოფის მოთხოვნას.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 21 აპრილი.
27.05.18.
გაწვრთენით თქვენი ჭკუა საბინადროდ შინაგან მოწყობილობაზე და არა გარე ცდუნებებზე. გამოიყენეთ თქვენი ჭკუა თქვენი გრძნობების, იმპულსების, დამოკიდებულებების, მიდრეკილებებისა და ცნობიერების დონეების გასასუფთავებლად. დაე მან არ დააგროვოს ჭუჭყი გარე მსოფლიოდან და არ დადოს დეპოზიტად თავის შიგნით. თუ ის მიჯაჭვულია სამუშაოზე, მასზე მიებმება სამუშაოს შედეგები. მიუჯაჭველი სამუშაოები არის უსუფთავესი; ეს არ ავიწროვებს ჭკუას აღფრთოვანებით ან იმედგაცრუებით. ‘მე გავაკეთე ეს’, ‘ეს არის ჩემი’: ეს არის ორი ეშვი რაც ხდის ადამიანს შხამიანად. ამოაძვრეთ ეშვები, გველი შეიძლება დაიჭიროთ ხელში და ითამაშოთ როგორც შინაურ ცხოველთან! ყველა გაერთიანებამ და საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს სიფხიზლე ყურადღების მისაქცევად რომ ეგიოზმი და პიროვნული ფლობის, სიამაყის ან მიღწევის გრძნობა არ შეიჭრას მათში. ეს არის მიზანი, რაც უნდა გაითვალისწინოთ.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 21 აპრილი.
28.05.18.
ზოგიერთმა შეიძლება დაიჟინოს რომ მხოლოდ საი ბჰაჯანი უნდა იგალობონ, მხოლოდ სატია საის სახელი და ფორმა უნდა გამოიყენონ. ეს არის დიდი შეცდომა. ამგვარად თქვენ სახელს უტეხთ საის. თუ თქვენ თქვენს თავს უერთებთ საის და განაცალკევებთ კრიშნასგან, თქვენ იღებთ პლიუსს აქ და მინუსს იქ; შედეგი არის ნული. არ განავითაროთ ფანატიზმი ან სექტანტიზმი სულიერებაში. სხვებს შეიძლება ჰქონდეთ ეს, მაგრამ ეს არ არის მიზეზი რის გამოც თქვენ უნდა შეხვდეთ მათ იგივე სისუსტეებით. ყველაზე უკეთესია ეცადოთ თავის არიდება ასეთ ინფექციაზე. თუ სხვებს სჭირდებათ დახმარება, წადით და დაეხმარეთ მათ! ეს გააცნობიერებინებს მათ თქვენს საყოველთაო მოსიყვარულე ბუნებას. არასოდეს მოიწონოთ განსხვავება დაფუძნებული რეგიონზე, ენაზე, რელიგიაზე, ან სხვა ასეთ არამტკიცე საფუძველზე. ჭკუამოკლე იდეები ძირს უთხრის სულიერ მსოფლმხედველობას, ერთობისა და ერთიანობის დამოკიდებულებას რაც არის სულის ძირითადი პრინციპი. სულიერება არის სივრცე სადაც შინაგანი სიხარული, შინაგანი კმაყოფილება და შინაგანი სისუფთავე არის ყოველთვის მნიშვნელოვანი ვიდრე გარეგანი გამოსახვა!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 21 აპრილი.
29.05.18.
საკვები არის წამალი შიმშილის დაავადებისთვის; სასმელი, წყურვილის დაავადებისთვის; ბჰავა როგას (დაბადებისა და სიკვდილის ციკლის უბედურების) განსაკურნად, ღმერთი (ბჰაგავანი) არის წამალი; სურვილის დაავადებისთვის, ჯნანა (სიბრძნე) არის წამალი. აშანთის (მოუსვენრობის) ინფექციისთვის, წამალი არის ბჰაჯანები. ეჭვის, იმედგაცრუების და მერყეობის დაავადებისთვის, რაც არის საერთო ყველა მაძიებლისთვის, ყველაზე ეფექტური წამალი არის კარგის კეთება სხვებისთვის (პაროპაკარა). მსახურება დღეს გახდა ჩვეულებრივი სიტყვა მაგრამ მისი ღირებულება ძალიან გაუფასურდა. დასტურად ვამბობ, მხოლოდ მათ, ვინც დაავადებულია თანაბარი ტანჯვით, ტკივილისა და ტანჯვის, უბედურების ან დაავადების თვალსაზრისით აქვთ უფლება, ემსახურონ; რადგან ისინი არ ემსახურებიან სხვებს; ისინი ემსახურებიან თავის თავს, ემსახურებიან მოსაცილებლად ისე სწრაფად და ჭკვიანურად როგორც მათ შეუძლიათ, თავისი საკუთარი აგონიის! როდესაც თქვენ გრძნობთ რომ ემსახურებით თქვენს საკუთარ ტკივილს, თქვენ ლაგამს სდებთ თქვენს საკუთარ ეგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მსახურება აძლიერებს თქვენს თავმოყვარეობას და ანვითარებს უპირატესობის გრძნობას, რაც სულიერად საზიანოა.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 21 აპრილი.
30.05.18.
პირველ რიგში დაამყარეთ ერთობა ურთიერთშორის; არ ეძებოთ ნაკლოვანებები სხვებში ან აღმატებულება თქვენს საკუთარ თავში. ღმერთის მამობა და კაცის ძმობა – გქონდეთ სრული რწმენა ამაში და აღავსეთ თქვენი ყველა მოქმედება ამ თაყვანისცემით და სიყვარულით. თქვენ ვინც გინდა იყოთ, რა სამუშაოსაც გინდა ასრულებდეთ, შეასრულეთ ეს როგორც თაყვანისცემა, მიძღვნის მოქმედება, მოქმედება სადიდებლად ღმერთის ვინც არის შთამაგონებელი, მოწმე, პატრონი. არ დაყოთ თქვენი საქმიანობა ასე: „ეს არის ჩემი გულისთვის“ და „ეს არის ღმერთისთვის“. შეხედეთ ყველა სამუშაოს როგორც ერთს. როდესაც თქვენ მუშაობთ, აქ არ უნდა იყოს მომდევნო ქონებრივი უფლება, არავითარი მოლოდინი. დაასრულეთ ყველაფერი ამოწურვამდე. ესენი არ უნდა დაბრუნდეს კვლავ. თუ თქვენ სთავაზობთ ყველა მოქმედებას უფლის ტერფებს და ათავისუფლებთ მათ ეგოური მიჯაჭვულობის ნებისმიერი კვალისგან, შედეგი ვერ შეგზღუდავთ თქვენ: თქვენ ხართ თავისუფალი, თქვენ ხართ გათავისუფლებული, თქვენ გაქვთ მოკშა (გათავისუფლება).
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 21 აპრილი.
31.05.18.
არ არის ისე თითქოს მსოფლიოში არ არიან ადამიანები ვინც კარგად ერკვევიან ბჰაგავატას მსგავს წმინდა ტექსტებში, მაგრამ რაც შეიძლება ჰქონდეთ მათ შესწავლილი და როგორიც გინდა იყოს მათი სწავლულობა, თუ მათ არ შეუძლიათ ჩადონ პრაქტიკაში სულ ცოტა ნაწილი იმის რაც მათ აქვთ შესწავლილი, ისინი უბრალოდ დაკარგავენ თავიანთ დროს. ყველა სწავლულობა და ცოდნა არის უსარგებლო თუ ეს არ არის თანხლებული პრაქტიკით. დაფიქრდით ამ ანალოგიაზე: თუ ვირს თავისი ზურგით გადააქვს ზოგიერთი სურნელოვანი მასალა, შეიძლება იგი გახდეს სპილო? თქვენ შეიძლება გაქვთ სხვათა სწავლების ძალა იმიტომ რომ თქვენ ისწავლეთ ასე ბევრი წიგნიდან. ამის მიუხედავად, რაც კი თქვენ ისწავლეთ გახდება სრულიად უსარგებლო თუ ეს ჩადებული არ იქნება პრაქტიკაში. ნამდვილად, როდესაც აზრები, სიტყვები და მოქმედებები არის თანმიმდევრული, მათ უწოდებენ მაჰათმას (კეთილშობილს). ეს ასევე აღწერილია როგორც ‘კაცობრიობის ჭშმარიტი მეცნიერება არის ადამიანი’.
– ზაფხულის თავსხმები 1978, თავი 28.
ბაბა