მარტი

1.03.20.
დაუკვირდით წეროს; იგი საკმაოდ სწრაფად დადის წყალში. მაგრამ იმ დროს როდესაც დადის, მას არ შეუძლია თევზის დაჭერა; ამ მიზნისთვის იგი უნდა დაწყნარდეს და დადგეს უმოძრაოდ. ასევე, თუ ადამიანი იქცევა სიხარბით, ბრაზით, ეჭვიანობით და ა.შ. ის ვერ შეძლებს ჭეშმარიტების (სატიას), უბიწოების (დჰარმას) და მშვიდობის (შანთის) თევზის დაჭერას. ვინმეს როგორი სულიერი პრაქტიკაც გინდა ჰქონდეს, მან უწყვეტად უნდა აპრაქტიკოს სახელის ხსენება (ნამასმარანა). მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ის დაეუფლოს სიხარბის, სიბრაზის და ა.შ. ბუნებრივ ატრიბუტებს. ყველა წერილები (სასთრები) ასწავლის მხოლოდ ამ ერთ გაკვეთლს: რამდენადაც უფალი არის უნივერსალური მიზანი და ცხოვრების ამ მოგზაურობას აქვს ის როგორც მიზანი, მუდმივად დაიჭირეთ ის მხედველობაში და დაიმორჩილეთ ჭკუა რომელიც გაიძულებთ გზიდან გაქცევას. ყველა კარგი ხარისხი ავტომატურად იკრიბება იმ ადამიანის გარშემო, ვინც პრაქტიკებს მეტყველების კონტროლს და უფლის მუდმივ ჭვრეტას.
– პრემა ვაჰინი, თავი 56.
2.03.20.
შეშფოთებულებმა ეჭვებით იმის შესახებ რა მიიღონ და რა უარჰყონ, დაბრმავებულებმა ილუზიით, უუნაროებმა გარჩევის სიბნელისა და სინათლის, სიკვდილისა და უკვდავების, უნდა მიმართონ დიდ წმინდანებს მარადიული ჭეშმარიტების – მთელი ქმნილების თვითმანათობელი საფუძვლის გასაგებად. შემდეგ, ორივე ეს სამყაროც და ზეცაც გაერთიანდება იგივე ბრწყინვალებაში! ამ რელიზების მისაღწევად, უნდა გქონდეთ ღრმა წყურვილი და მყარი, დისციპლინის პრაქტიკა. ეს ადამიანად დაბადება შედეგია უამრავი კარგი საქმის და იგი არ უნდა უარჰყოთ; შანსი სრულად უნდა იქნას გამოყენებული! ყველასთვის ვინც ნამდვილად არის ცხოველი ადამიანის ფორმაში, სიამაყისა და ცხოველური თვისებების მონა, ამის დროულად გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, შორსმჭვრეტელი ინდივიდი თავის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალებით შეეცდება გაიგოს ძირითადი პრინციპები, დაეუფლოს სწავლებებს დიდი ადამიანების ვინც პრაქტიკებდა სულიერ გზას, და მიიტანოს ეს ყველაფერი, შეძლებისამებრ, თავისი საკუთარი გამოცდილების გაგებაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 57.
3.03.20.
ნაცვლად დამონების წამიერსა და ყალბზე და მათ დევნაზე ძვირფასი დროს კარგვის, მიუძღვენით ყოველი წუთი ჭეშმარიტების აღმოჩენას და მარად-ჭეშმარიტ, მარადიულ უფალზე ფიქრს. არ უნდა დაეცეთ ამსოფლიური ფუფუნების ან მაცდუნებელი სილამაზის შხამის მსხვერპლად. ერთ დღეს, ყველა ეს წარმტაცი სცენა გაქრება როგორც სიზმარში გამომჟღავნებული ისტორია! როგორ შეიძლება ჩვენ ვთქვათ რომ ობიექტური სამყარო, რომელიც ყოველ წუთს განიცდის ცვლილებებს, მიილევა და იზრდება გამოჩენისა და გაქრობის თვითნებობით, არის მარადიული ჭეშმარიტება? ამ ცრუ სამყაროში არ შეიძლება არსებობდეს ჭეშმარიტი ცხოვრება (სათია-აჩარა). აქ შეიძლება იყოს მხოლოდ ცრუ ცხოვრება (მიტია-აჩარა). ჭეშმარიტი ცხოვრება შედგება უფლის გაცნობიერებაში. ეს უნდა ატაროს ჭკუაში ყველამ თავისი ცხოვრების ყოველ მომენტში.
– პრემა ვაჰინი, თავი 58.
4.03.20.
სულიერმა ასპირანტმა ყურადღება უნდა მიაქციოს განსხვავებას ჩვეულებრივი (საჰაჯა) ადამიანისა და სულიერი ასპირანტის ქცევას შორის. ჩვეულებრივ ადამიანს არ აქვს მამაცობა (საჰანა), არის თავმომწონე (აჰამკარა), და სავსეა ამსოფლიოსთან (ჯაგატთან) დაკავშირებული სურვილებით, რითაც ადამიანი ცდილობს ჰქონდეს კმაყოფილი არსებობა. ასპირანტები, რომლებიც უფალზე ფიქრებით (სარვესვარა-ჩინთანით) არიან დაკავებულნი ისევე შეუჩერებლად, როგორც ზღვის (საგარას) ტალღები, აგროვებენ თანასწორობისა და ყველას მიმართ თანაბარი სიყვარულის სიმდიდრეს, (დჰანას) და კმაყოფილნი არიან იმ აზრით, რომ ყველაფერი უფლისაა და არაფერია მათი. ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, სულიერი მაძიებელი ადვილად არ იხრება მწუხარების ან დანაკარგის, გაბრაზების ან სიძულვილის ან ეგოიზმის, შიმშილის, წყურვილის ან ცვალებადობის წინაშე. წაჩხუბება ყველა მცირე წვრილმანზე, ხასიათის დაკარგვა, მცირედი პროვოცირების გამო დამწუხრება, გაბრაზება მცირე შეურაცხყოფის გამო, შეწუხება წყურვილის, შიმშილის და ძილის დაკარგვის გამო – ეს არასდროს შეიძლება იყოს ნამდვილი სულიერი ასპირანტის მახასიათებლები!
– პრემა ვაჰინი, თავი 59.
5.03.20.
ბრინჯი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში, და მოხარშული ბრინჯი – შეიძლება ეს ორი იყოს იგივე? ნატურალური ბრინჯის სიმაგრე მოხარშულში არ არსებობს. მოხარშული მარცვალი არის რბილი, უვნებელი და ტკბილი. მოუხარშავი მარცვალი არის მაგარი, თავმომწონე და ილუზიით სავსე. ამის მსგავსად ადამიანის არსებების ორივე ტიპი არიან სულები (ჯივები), მაგრამ ისინი ჩაძირულნი გარეგან ილუზიაში (ავიდია მაიაში) არიან ‘ადამიანები’, მაშინ როცა ჩაძირულნი შნაგან ილუზიაში (ვიდია მაიაში) არიან ‘სულიერი მაძიებლები. ღმერთი არ არის ჩაძირული არც გარეგან და არც შინაგან ილუზიაში. ის არის ორივეს მოკლებული. ის ვისაც არ აქვს გარეგანი ილუზია ხდება სულიერი ასპირატი, და როდესაც ის მოკლებულია შინაგან ილუზიებსაც კი, მას შეიძლება დაერქვას ღმერთი. ასეთი ადამიანის გული ხდება ღმერთის ადგილსამყოფელი. თუმცა უფალი მოთავსებულია ყველას გულში, სულიერი პრაქტიკა არის საჭირო იმიტომ რომ მათ აღმოაჩინონ ის თავისთვის, სწორია? ჩვენთვის შეუძლებელია საკუთარი სახის დანახვა! ჩვენ გვჭირდება სარკე რომ დავინახოთ მისი გამოსახულება. ასევე, ძირითადი გზა (მარგა), სულიერი პრაქტიკა, არის საჭირო რომ გავხდეთ ხარისხებს (გუნებს) მოკლებულნი.
– პრემა ვაჰინი, თავი 59.
6.03.20.
თუ თქვენ კარგად გაიგებთ კარგი კომპანიის სიძლიერეს და ძალას და გამოიყენებთ მას მაქსიმალურად უკეთესი შესაძლებლობებით, არსებობს ყველა შანსი იმისა, რომ თქვენ აკეთებთ დიდ საქმეებს. კარგი ადამიანები შეიძლება იცნოთ მათი კეთილი აზრებით, სიტყვებითა და საქმეებით. აქ არის პატარა მაგალითი: თუ შავი ნახშირის ნაჭერი დაჭერილია ნათელი წითელი ცეცხლის მახლობლად, არეა რომლითაც ეს შავი ნახშირი კონტაქტშია ნათელ ცეცხლთან, ასევე დაიწყებს ბრწყინვას. შავი ნახშირი არის თქვენი უმეცრება. ნათელი წითელი ცეცხლი არის კარგი კომპანია. ამ ორის ერთად მყოფადობით, გაიფანტება მხოლოდ თქვენი უმეცრების ნაწილი რომელიც გამოიფინება კარგი კომპანიის ეფექტებში. მაგრამ, თუ თქვენ იყენებთ სადჰანას როგორც სანიავებელს კონტაქტის არეს გასაზრდელად, მაშინ უმეცრების მთელი რეგიონი გახდება ნათელი. ამრიგად, ეს საკმარისი არ არის თუ თქვენ უბრალოდ კარგ კომპანიაში ხართ. თქვენ ასევე უნდა განავითაროთ სიყვარულის სადჰანა, და გახდეთ ძვირფასები კარგი ადამიანებისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 24 მაისი.
7.03.20.
სადაც არის სიყვარული, იქ ღმერთი არის უდაოდ აშკარა. გიყვარდეთ უფრო მეტი ადამიანი, გიყვართ უფრო და უფრო ინტენსიურად; გადააქციეთ სიყვარული მსახურებად და გადააქციეთ მსახურება თაყვანისცემად – ეს არის უმაღლესი სადჰანა. არ არსებობს ცოცხალი არსება სიყვარულის ნაპერწკლის გარეშე; გიჟ კაცსაც კი უყვარს რაიმე ან ვინმე ინტენსიურად. მხოლოდ თქვენ უნდა აღიაროთ ეს სიყვარული როგორც პრემასვარუპას (სიყვარულის განსახიერების) ანარეკლი რაც არის თქვენი რეალობა, ღმერთი ვინც თქვენს გულში ცხოვრობს. სიყვარულის იმ წყაროს გარეშე რომელიც თქვენს გულში იფარება ბუშტებით, თქვენ ვერ იქნებით ნაბიძგები ყველას სიყვარულისკენ. აღიარეთ ეს წყარო, დაეყრდნეთ მას უფრო და უფრო მეტად, განავითარეთ მისი შესაძლებლობები, შეეცადეთ მორწყათ ამით მთელი მსოფლიო, გათავისუფლდით თქვენზე ყველა შეხებით მისგან და არ ეძებოთ სანაცვლოდ რაიმე მისთვის მათგან ვისთანაც თქვენ გამოამჟღავნეთ იგი. თქვენს ყოველდღიურ საქმეებში ნუ შექმნით ფრაქციებს, ან მხიარულებას სიძულვილით. დაინახეთ სხვებში კარგი და საკუთარ თავში ხარვეზები. პატივი ეცით სხვებს რამდენადაც მათში დაყენებულია ღმერთი; პატივი ეცით საკუთარ თავს ასევე როგორც ღმერთის ადგილსამყოფელს. გაასუფთავეთ თქვენი გული ისე რომ მან შეძლოს იქ ცხოვრება.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 26 მარტი.
8.03.20.
წარსულის, აწმყოს, თუ მომავალის, ქალი არის წინსვლის ხერხემალი და ერის გული. სინამდვილეში ისინი არიან თვით მისი სუნთქვა. სიწმინდით დამუხტულნი, ისინი თამაშობენ მთავარ როლს ცხოვრების დჰარმაში.ვერც ერთი ერი ვერ აშენდება მისი ქალების კულტურაში ინვესტირების გარეშე. მსოფლიო თავის ბუნებრივ სიდიადემდე შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ ქალების მეშვეობით, რომლებიც დაეუფლებიან მეცნიერებას რეალობის რეალიზების შესახებ (ათმა-ვიდიას). თუ ერს უნდა ჰქონდეს მუდმივი აყვავება და მშვიდობა, ქალი უნდა განისწავლოს საგანმანათლებლო სისტემის საშუალებით რომელიც ხაზს უსვამს მორალურ ქცევასა და მორალურ ხარისხებს. ყველა ქალი უნდა იყოს ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნების პრობლემების გაგების შემძლე. მან უნდა გასწიოს ასეთი მსახურება და დაეხმაროს ოჯახს, საზოგადოებასა და ქვეყანას როგორც მას შეუძლია, თავისი რესურსებისა და უნარების ფარგლებში. ახლანდელი დაცემა მორალურ სტანდარტებში და სოციალური მშვიდობის არ არსებობა არის ქალთა განათლების ამ ასპექტის უგულვებელყოფის გამო.
– დჰარმა ვაჰინი, თავი 5.
9.03.20.
ბოლო დროს, მატერიალურ სფეროში ყველგან უზარმაზარი წინსვლაა, არსებობს კეთილდღეობისა და კომფორტის გაზრდის მრავალი სქემა და გეგმა. სკოლები, საავადმყოფოები, ოფისები და ქარხნები მრავლდება, მაგრამ ადამიანთა გულებში არ არის მშვიდობა. რატომ? იმიტომ რომ არ არსებობს ზნეობრივი ქცევის სათანადო ზრდა! „კაცი“ ნიშნავს, „მას ვისაც კონტროლი აქვს ჭკუაზე (მანასზე).“ თეთრი ქსოვილიდან ჭუჭყის მოსაშორებლად, თქვენ რას აკეთებთ? თქვენ ასველებთ მას თბილ წყალში, ათლით საპნის ბურბუშელას და სცემთ მაგარ ზედაპირზე. თქვენ არ ათეთრებთ მას; იგი უკვე თეთრია! თქვენ მხოლოდ ამოიღეთ არა-სითეთრე რეცხვის დროს, ასე არ არის? ასევე, არასოდეს დაივიწყოთ რომ თქვენი ინდივიდუალური სული სუფთაა! როდესაც ის არის დაჭუჭყიანებული, გაასუფთავეთ ის. მის სუფთად შესანახად, დაასველეთ ის კარგი ქცევით და კეთილშობილური ხასიათით, გაჟღენთეთ ის ღმერთზე მედიტირებით, გაათბეთ ის გონებით დახმარებული დისკრიმინაციული სიბრძნით, და ურტყით ის უარის თქმის ფილაზე.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 18 ივლისი.
10.03.20.
როდესაც ტაძარში ლამპა ანათებს, გახსოვდეთ, რასაც განათება სჭირდება არ არის ტაძარი ან ღმრთაება, ის არის თაყვანისმცემელი. ქვისა და დუღაბის მატერიალური ტაძარი შესაძლოა რამდენიმე ნათურისა და ლამპის საშუალებით იყოს განათებული, მაგრამ სინამდვილეში, ყოველი ადამიანი არის მოძრავი ტაძარი, გულის საკურთხეველში დაყენებული უფლით. ეს საკურთხეველი უნდა ბრწყინავდეს ნათლად და კაშკაშად. ახლა, ეს არის ჩაყვინთული სიცრუის, უსამართლობის, ულმობლობისა და სიამაყის სიბნელეში. ”განათების” მოქმედება გულისხმობს გულის განათებას, ეგოიზმისა და უმეცრების სიბნელის განადგურებას, ამგვარად რომ უფალი შეიძლება გამოაშკარავდეს მთელი თავისი დიდებით. უბედურება ის არის რომ თუმცა ცოდნა ყველა სფეროში სწრაფადაც კი იზრდება, სიბრძნე ჩამორჩება. ადამიანები არიან ვნებისა და სიამაყის მონები, და ყველგან ინფიცირებული არიან შურით, ცინიზმითა და ყოყოჩობით. ისინი ანებებენ თავიანთ ჭკუას ყურით მიათრიოს ისინი სადაც კი ის მოისურვებს! ჭკუის კონტროლი შეიძლება იყოს მიღწეული სულიერი დისციპლინითა და ვარჯიშით!
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 18 ივლისი.
11.03.20.
ერთგულებმა უნდა განიხილონ ტანი, როგორც მინდორი და კარგი საქმეები როგორც თესლები და უნდა კულტივირონ უფლის სახელი, გულის როგორც ფერმერის დახმარებით, იმისთვის რომ მიიღონ მოსავალი, უფალი თვით. როგორ შეიძლება ვინმემ მოსავალი მიიღოს კულტივირების გარეშე? მსგავსად ნაღების რძეში და ცეცხლის საწვავში, უფალი არის ყველაფერში. გქონდეთ სრული რწმენა ამაში. როგორიც რძე, ისე ნაღები; როგორიც საწვავი, ისე ცეცხლი; როგორიც სულიერი დისციპლინა, ისე უფლის პირდაპირი განცდა (საკშათკარა), სწორია? თუკი განთავისუფლების (მუკტის) მიღწევა უშუალოდ არ განხორციელდება როგორც უფლის სახელის შთანთქმის შედეგი, ოთხი ნაყოფი იქნება ნათლად აშკარა ყველასთვის ვინც გულწრფელად აკეთებს სადაჰანას: 1. კეთილთა და ღმრთისმოსავთა კომპანია 2. სიმართლე 3. კმაყოფილება და 4. გრძნობების კონტროლი. ამ კარიბჭეებიდან რომლიდანაც გინდა შევიდეს ვინმე, იქნება ის ოჯახის უფროსი, განდეგილი, თუ რომელიმე სხვა კლასის წევრი, მას შეუძლია მიაღწიოს უფალს მარცხის განცდის გარეშე. ეს უდაოა.
– პრემა ვაჰინი, თავი 60.
12.03.20.
ერთგულება არ არის მოწითალო-ყვითელი სამოსის ტარება ან ფესტივალების მოწყობა ან რიტუალური მსხვერპლშეწირვის ჩატარება ან თმის გაპარსვა ან წყლის ქოთნის ან კვერთხის ტარება ან თმის გამქრქალება და ა.შ. უფალი არასოდეს განგსჯით თქვენ ნებისმიერ დროს, საფუძველზე რელიგიის ან კასტის რომელსაც ეკუთვნით ან ქცევის მანერებით რომლებსაც თქვენ ტრადიციულად მისდევთ. ჭეშმარიტი ერთგულების რეალური მახასიათებლებია: (1) სუფთა ჭკუის (ანტაჰ-კარანას) ქონა (2) ღმერთზე უწყვეტი ჭვრეტა, რაც გინდა იყოს შენი პროფესია ყოველდღიურ ცხოვრებაში (3) განცდა რომ ყველაფერი არის უფლის ქმნილება და ამიტომ ერთი (4) ყველას მიღება თანაბარი სიყვარულით (5) გრძნობით ობიექტებთან არა-მიჯაჭვულობა, და 6) ნამდვილი მეტყველების პრაქტიკა. ვინც გინდა იყოთ, რა მდგომარეობაშიც გინდა იყოთ, თუ თქვენ არ მისცემთ ადგილს გულგატეხილობას, თუ თქვენ არ გაქვთ შიში საერთოდ, და თუ თქვენ გახსოვთ უფალი ურყევი რწმენით და ყოველგვარი დამალული მოტივის გარეშე, ყველა თქვენი ტანჯვა და მწუხარება უეჭველად განდგება.
– პრემა ვაჰინი, თავი 61.
13.03.20.
ხალხს სწყურია ამსოფლიური ბედნიერება. სწორად გაანალიზებული, ეს თავად დაავადებაა, და ტანჯვები არის მხოლოდ წამლები რომელსაც ჩვენ ვიღებთ. ამსოფლიური სიამოვნებების შუაგულში, ვინმე იშვიათად იღებს უფლის მიღწევის სურვილს. გარდა ამისა, აუცილებელია პიროვნების ყველა მოქმედების ანალიზი და დისკრიმინირება, ვინაიდან თვითაღკვეთის სული იბადება ამ ანალიზიდან. ამის გარეშე, თვითაღკვეთაც მისაღებად ძნელია. სიძუნწე ძაღლის ქცევას ჰგავს; ის უნდა გარდაიქმნას. ბრაზი არის სულიერი ასპირანტის ნომერ 1 მტერი; ეს არის როგორც ფურთხი და მოპყრობილი უნდა იყოს როგორც ასეთი. და სიცრუე? ეს არის კიდევ უფრო საზიზღარი – სიცრუით, ყველას სასიცოცხლო ძალები ისპობა. ეს მოპყრობილი უნდა იყოს როგორც თვით ნაგვის გატანა. ქურდობა ანგრევს სიცოცხლეს; ეს ხდის ადამიანის ფასდაუდებელ სიცოცხლეს ღვეზელზე იაფს; ეს არის როგორც დამპალი არასასიამოვნო სუნის ხორცი.
– პრემა ვაჰინი, თავი 61.
14.03.20.
ერთგულების სხვადასხვა ტიპისაგან საუკეთესოა სახელის ხსენება (ნამასმარანა). ქალის იუგაში, სახელი არის საკუთარი თავის გადარჩენის გზა. ჯეიადევამ, გურანგამ, თიაგარაჯამ, ტუკარამმა, კაბირმა, რამდასმა – ყველა ამ დიდმა ერთგულმა მიაღწია უფალს მხოლოდ ამ ერთი პრაქტიკის საშუალებით. რატომ ვილაპარაკოთ ათას რამეზე? პრაჰლადას და დჰრუვასაც კი შეეძლოთ დატკბობა უფლის ხილვით, შეხებითა და საუბრით (დარშანით, სპარშანითა და სამბჰაშანით) მხოლოდ სახელის გამეორებით, სწორია? არ შეიძლება იყოს გათავისუფლების (მუკთის) უკეთესი გზა ვიდრე უფლის სახელის მიჩნევა ნამდვილ სასიცოცხლო სუნთქვად და, სრული რწმენით კარგ აზრებსა და საქმეებში, ყველას მიმართ მსახურების სულისა და თანაბარი სიყვარულის განვითარება. ამის ნაცვლად, თუ ვინმე ჯდება განმარტოებით მყუდრო კუთხეში სუნთქვის დაჭერით, როგორ უნდა დაეუფლოს ის თანდაყოლილ ხარისხებს? როგორ უნდა გაიგოს მან რომ ის მათ დაეუფლა?
– პრემა ვაჰინი, თავი 62.
15.03.20.
ყველა ადამიანი მიდრეკილია შეცდომების ჩადენაზე ამის შესახებ ცოდნის გარეშე. თუმცა ბრწყინვალეა ცეცხლი ან სანთელი, რაღაც კვამლი გამოიცემა მისგან. ასევე, როგორი კარგი საქმეც კი ადამიანმა შეიძლება გააკეთოს, მასთან შერეული იქნება ბოროტების მცირე კვალი. მაგრამ ძალისხმევა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ბოროტება შემცირდეს, რომ სიკეთე უფრო მეტი იყოს, და ცუდი ნაკლები. ბუნებრივია, ახლანდელ ატმოსფეროში, თქვენ შეიძლება არ იყოთ წარმატებული პირველივე ცდაზე. თქვენ წინდახედვით უნდა იფიქროთ იმის შედეგებზე რასაც აკეთებთ, ლაპარაკობთ ან აღასრულებთ. სულიერი ასპირენტის ბუნება არ არის შეცდომების ძებნა სხვებში და მისი საკუთარის დამალვა. თუ თქვენი შეცდომები მონიშნებულია ვინმეს მიერ, არ გაბრაზდეთ და არ შეეცადოთ მტკიცებას რომ თქვენ იყავით სწორი, და არ იჯავროთ მათზე ამისთვის. აწონ-დაწონეთ ეს თქვენს შიგნით როგორია ეს შეცდომა და გაასწორეთ საკუთარი ქცევა. მისი რაციონალიზება თქვენი საკუთარი კმაყოფილებისთვის ან შურისძიების გამო იმ პირზე ვინც ეს მიგანიშნათ – ეს უდაოდ არ არის სულიერი ასპირანტის ან ერთგულის თვისებები.
– პრემა ვაჰინი, თავი 63.
16.03.20.
სულიერმა ასპირანტმა ყოველთვის უნდა ეძებოს ალალმართალი და სიხარულით აღსავსე, და თავი უნდა აარიდოს ყველა ცრუ, ნაღვლიან და დამთრგუნველ აზრს. დეპრესია, ეჭვი, პატივმოყვარეობა – ესები არის როგორც რაჰუ და კეტუ სულიერი ასპირანტის მიმართ. ესები დააზიანებს ადამიანის სულიერ პრაქტიკას. როდესაც ვინმეს ერთგულება კარგად არის დაარსებული, ესები შეიძლება მარტივად დაიყაროს თუ გამოჩნდება. ამ ყველაზე, სულიერი ასპირანტისთვის უმჯობესია იყოს მხიარული, გაღიმებული და ენთუზიასტი ყველანაირ გარემოებაში. ერთგულებასა და სულიერ სიბრძნეზე მეტადაც კი, ეს სუფთა დამოკიდებულება არის სასურველი. ისინი ვისაც ეს შეძენილი აქვს მიზნის მიღწევას იმსახურებენ პირველ რიგში. სიხარულის ეს ხარისხი ყველა დროში არის ნაყოფი წარსულ დაბადებებში გაკეთებული სიკეთის. პირი ვინც არის მუდამ შეწუხებული, დეპრესირებული და დაეჭვებული ვერასდროს შეძლებს ნეტარების მიღწევას, როგორ სულიერ პრაქტიკასაც გინდა შეუდგეს. სულიერი ასპირენტის პირველი ამოცანა არის ენთუზიაზმის კულტივირება. ამ ენთუზიაზმით, შესაძლებელია სულიერი ნეტარების (ანანდას) ნებისმიერი სახესხვაობის მიღება.
– პრემა ვაჰინი, თავი 63.
17.03.20.
შეცვალეთ თქვენი ხედვის კუთხე. როდესაც თქვენ აპრაქტიკებთ მსოფლიოს ხედვას ღმრთიურის ყველგანმყოფობის თვალთახედვით, თქვენ გარდაიქმნებით. თქვენ განცდით ღმრთიურის ძალას ქმნილების ყველაფერში. თქვენ ვერ დამალავთ რაიმეს ღმერთისგან. ბევრი წარმოიდგენს რომ სვამი ვერ ხედავს ისინი რას აკეთებენ. ისინი ვერ აცნობიერებენ რომ სვამის აქვს აურაცხელი თვალი. თქვენი თვალებიც კი ღმრთიურია. მაგრამ თქვენ არ იცით თქვენი ნამდვილი ბუნება. როდესაც გაქვთ რწმენა საკუთარ თავში, თქვენ გექნებათ რწმენა ღმერთში. გააცნობიერეთ რომ არ არსებობს არაფერი ღმერთის ძალის მიღმა. გიყვარდეთ ღმერთი უზენაესი რწმენით. მაშინ თქვენ მიიზიდებით ღმერთისკენ. მას სჭირდება სისუფთავე. მაგნიტი ვერ იზიდავს ჟანგით დაფარულ რკინის ნაჭერს. ამის მსგავსად ღმერთი არ მიიზიდავს თავისკენ უწმინდურ პიროვნებას. აქედან გამომდინარე, შეცვალეთ თქვენი გრძნობები და აზრები და განივითარეთ რწმენა, რომ ღმერთი არის ყველაფერი. ღმერთი უარს არ იტყვის თქვენზე როდესაც თქვენ გაქვთ ეს რწმენა.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 27 თებერვალი.
18.03.20.
არ შეცვალოთ სახელი და ფორმა რომელიც თქვენ გიყვართ, ელოლიავებით და არჩეული გაქვთ გასახსენებლად (სმარანასთვის). სახელისა და ფორმის შეცვლა არ არის შეცდომა თუ ეს გაკეთდა უმეცრებით, მაგრამ შემდეგ სახელის გამეორების და მედიტირების გაგრძელება ერთგულად ერთ სახელსა და ფორმაზე, და გაგების შემდეგ რომ შეცვლა არის მცდარი და საზიანო, კვლავ შეცვლა უდაოდ არასწორია. კონცენტრირება შეუძლებელია თუ თქვენ სახელს ძალიან ხშირად შეცვლით. თქვენი ჭკუა ვერ მიაღწევს ერთმიზნიანობას. სულიერი დისციპლინის მიზანი არის ეს ერთმიზნიანობა. ამიტომ თავი აარიდეთ უფლის სხვადასხვა სახელის მუდმივ მიღებასა და უარყოფას. აირჩიეთ ერთი სახელი გასამეორებლად ჯაფასთვის და მედიტირებისთვის. იყავით მტკიცედ და სავსებით დარწმუნებული რომ უფლის ყველა სახელი და ფორმა არის მხოლოდ იგივე სახელი და ფორმა რომლითაც თქვენ ლოცულობთ. თქვენმა არჩეულმა სახელმა და ფორმამ არ უნდა მოგცეთ ოდნავი არ მოწონების ან უკმაყოფილების გრძნობა. როგორ უხერხულობასაც თქვენ შეიძლება შეხვდეთ, გააგრძელეთ სულიერი პრაქტიკები შეწყვეტისა და სახეცვლილების გარეშე.
– პრემა ვაჰინი, თავი 64.
19.03.20.
როგორიც არ გინდა იყოს უხერხულობები რასაც ვინმე შეიძლება შეეჯახოს, ის უნდა ეცადოს სულიერი პრაქტიკების გაგრძელებას დისციპლინებში რაიმე შეწყვეტისა და სახეცვლილების გარეშე. ამსოფლიური ყველა დანაკარგის, ტანჯვის, და მწუხარების მიღებით როგორც უბრალოდ დროებითის და წარმავალის, და გაცნობიერებით რომ ყველა ეს სახელის გამეორება და მედიტირება არის მხოლოდ ამ დარდის გადასალახად, სულიერმა ასპირანტმა უნდა შეინახოს ორი რამ გაცალკევებულად, ორის შერევის გარეშე. ასპირანტმა უნდა გაიგოს რომ დანაკარგი, ტანჯვა და წუხილი არის გარეგანი, ამსოფლიოს კუთვნილება, და რომ სახელის გამეორება და მედიტირება არის შინაგანი, უფლის სამფლობელოს კუთვნილი. ამას ეწოდება უბიწო (პატივრატა) ერთგულება. ზუსტად განსაზღვრულ დროს, სულ მცირე შეახსენეთ ჭკუას მედიტირება და სახელის გამეორება შესრულებული იმავე დროს წარსულში, თუნდაც თქვენ იყოთ რკინიგზის მატარებელში, ავტობუსში, ან რაიმე მსგავს არასასიამოვნო გარემოცვაში. ამ გზით, დაგროვილი სულიერი სიმდიდრით, ადამიანი ნამდვილად შეიძლება გახდეს პატრონი და მიაღწიოს ათმას.
– პრემა ვაჰინი, თავი 64.
20.03.20.
ყველამ ისე უნდა გაატაროს ცხოვრება რომ ტკივილი არ მიაყენოს რომელიმე ცოცხალ ნივთს. ეს მათი უზენაესი მოვალეობაა. ასევე, ყველას ვისაც აქვს ეს ადამიანად დაბადების შანსი მთავარი მოვალეობაა დროდადრო დახარჯოს თავისი ენერგიების ნაწილი ლოცვაზე, უფლის სახელის გამეორებაზე, მედიტირებაზე და ა.შ. ყველამ უნდა გაიიგივეოს ცხოვრება ჭეშმარიტებასთან, უბიწოებასთან, სიმშვიდესთან და კარგ სამუშაოებთან რაც არის სხვებისთვის მსახურება. ადამიანს უნდა ეშინოდეს ისეთი მოქმედებების შესრულება, რომლებიც სხვებისთვის საზიანოა ან საქმეების რაც არის ცოდვილი როგორც ახლა მას ეშინია ცეცხლის შეხება ან კობრას შეწუხება. ადამიანს უნდა ჰქონდეს მეტი მიჯაჭვულობა და უდრეკობა კარგი საქმეების შესრულებაზე, სხვების გაბედნიერებაზე და უფლის თაყვანისცემაზე, როგორც მას ახლა აქვს ოქროსა და სიმდიდრის დაგროვებაზე. ეს არის ადამიანის დჰარმა.
– პრემა ვაჰინი, თავი 65.
21.03.20.
არსებობს დიდი განსხვავება წარსულში ღმერთის ჭვრეტაში (ბრაჰმა-ნიშთასში) დამკვიდრებულებსა და ბრაჰმას დღევანდელ მჭვრეტელებს შორის. ჯერ, საჭიროა ბრაჰმანის ჭვრეტის სიდიადის გაგება. წარსულში ეს სიდიადე იყო გაცნობიერებული და წმინდა ადამიანები ჩაძირული იყვნენ წმინდანობის განცდაში. იმის გამო რომ ეს დღევანდელმა წმინდა ადამიანებმა არ გააკეთეს ჩვენ თავზე დაგვატყდა სიღარიბე. შეიძლება გაჩნდეს კითხვა ასეთი წმინდა გრძნობები რატომ არ წარმოიქმნება ახლა. მაგრამ სინამდვილეში ესები არ არის არმყოფი. ცეცხლის გაზრდის ან შემცირებისთვის, საწვავი არის ერთადერთი მიზეზი; სხვა მიზეზი არ არსებობს. რაც უფრო მეტია საწვავი, მით უფრო მეტია განათება! ამ სამყაროში ყველა ინდივიდს აქვს უდავო უფლება კვებოს თავისი ცეცხლი საწვავით! თავისი ბუნებით, ცეცხლს აქვს სინათლის გამოცემის ძალა, მაგრამ მას სჭირდება საწვავი. საწვავი უარის თქმის, სიმშვიდის, სიმართლის, გულმოწყალების, მოთმინებისა და უანგარო მსახურების მუდმივად უნდა იყოს მოთავსებული სულიერი ასპირენტის ინტელექტის (ბუდდჰის) ცეცხლში. სწორედ ეს ცეცხლი წარმოშობს სიბრძნის სინათლეს. რაც უფრო მეტი სულიერი მაძიებელი გააკეთებს ამას, ისინი მით უფრო ქმედითი და სხივმოსილნი შეიძლება გახდნენ.
– პრემა ვაჰინი, თავი 67.
22.03.20.
მხოლოდ ნაყოფიერ ნიადაგზე მზარდ ხეებს შეუძლია კარგი ნაყოფის გამოიღება. რომლებიც მარილიან ნიადაგებზე იზრდება იქნება ცუდმოსავლიანი. ასევე, მხოლოდ შეუბღალავ გულებში შეძლებს წმინდა გრძნობები, ძალა და უნარები კაშკაშს დიდმშვენიერებით. დღევანდელი მჭვრეტები (ბრაჰმა-ნიშთასები) პრაქტიკებენ იგივე მედიტირებას და იგივე ომს (პრანავას) როგორც მათი სეხნიები წარსულში. მათ შორის განსხვავება წარმოქმნა თვითკონტროლის ვარდნამ, რამდენადაც სულიერი დისციპლინის სფერო შეეხო. როდესაც მცირდება დიდი სულების (მაჰა-პურუშების) რიცხვი ვინც განმარტოებულ ადგილებში დაკავებულია ღმერთის მტკიცე მედიტირებაში, დიდი ტანჯვა ეშვება მსოფლიოში. ისინი ვინც დღეს არიან ზიანს აყენებენ თავიანთ ჭვრეტას ღმერთზე შეგუებით დაბრკოლებების დაგროვებაზე თავიანთი სულიერი პრაქტიკების შესრულებისთვის, მონობის შოვნით ქებისა და დიდების განზრახვით, ილუზიაში გახლართვით, და დაუღალავი ძალისხმევით დიდების გამომუშავებისა და მათი დაარსებული ინსტიტუტების გაფართოებისთვის.
– პრემა ვაჰინი, თავი 67.
23.03.20.
მათ ვინც ესწრაფვიან საკუთარი თავის დამკვიდრებას ბრაჰმანის ჭვრეტაში (ბრაჰმა-ნიშთაში) უნდა ეძებონ მარტოობა, აპრაქტიკონ მედიტირება და სახელის გამეორება გარკვეულ დროს, და ამ სულიერი ვარჯიშებით უნდა შეიძინონ ერთმახვილობა. მათ ყოველთვის უნდა გულით ისურვონ ყველა ცოცხალი არსებისთვის კეთილდღეობის მომტანი საქმეების კეთება. ისინი ყოველთვის უნდა იყვნენ დაკავებულნი სამუშაოს შესრულებით აქედან ნაყოფზე რამე დაინტერესების გარეშე. მხოლოდ მაშინ როდესაც ასეთი ადამიანები მოვლენ დედამიწაზე ამით ყველა ტანჯვა შეწყდება. ეს არის ოქროს ხანის (კრიტა იუგას) ნიშანი. თუკი „დიდები” და ავტორიტეტები ამით არიან დაკავებულნი კაცობრიობის მსახურებაში და მსოფლიოს კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, ბოროტმოქმედები ვნების, სიძულვილის, სიამაყის, შურის, ეჭვიანობისა და პატივმოყვარეობის ვერ დაიპყრობენ კაცების ჭკუებს. ადამიანთა ღმრთიური სამფლობელოები, როგორიც არის დჰარმა, წყალობა, ჭეშმარიტება, სიყვარული, ცოდნა და სიბრძნე დაცული იქნება ზიანისგან.
– პრემა ვაჰინი, თავი 68.
24.03.20.
არ იდარდოთ რომ ახალი წელი გიქადით საშიშ პერსპექტივას. არავითარი საფრთხე არ დაატყდება ამ მსოფლიოს. წმინდა გრძნობებითა და ღმრთიური აზრებით კულტივირეთ სიყვარულის სული შიგნით. ისწავლეთ დღეს თქვენი გულების შევსება უანგარო სიყვარულით და შეამკეთ თქვენი ხელები მსხვერპლის სამკაულებით. მსხვერპლი არის ძვირფასეულობა თქვენი ხელებისთვის. სიმართლე არის ლამაზი ჯაჭვი რაც თქვენ უნდა ატაროთ. განივითარეთ ამ სამკაულებით მორთვის ჩვევა ახალი წლის ყოველ დღეს. ჭეშმარიტება არის ღმერთი. სიყვარული არის ღმერთი. უბიწოება (დჰარმა) არის ღმერთი. როდესაც თქვენ თაყვანს სცემთ ღმერთს ამ პრინციპების პრაქტიკით ყოველდღე, ის გამოავლენს თავის თავს. არ დაეჭვდეთ ამაში! იყავით მზად გამოწვევების გაბედულად შესახვედრად სიყვარულითა და ფართო თვალსაწიერით. მეგობრულად მოექეცით ღმერთს, თქვენ ვალდებული ხართ იყოთ წარმატებული თქვენს ყველა მცდელობაში! გიყვარდეთ ღმერთი გულწრფელად. თქვენ გაატარებთ ენთუზიაზმით სავსე ნეტარ და მშვიდობიან ცხოვრებას. ილოცეთ საერთო გრძნობით: სამანსტა ლოკა სუკჰინო ბჰავანტუ (დაე მთელი მსოფლიო იყოს ბედნიერი)! კულტივირეთ უანგარო სიყვარული და გულში ატარეთ მშვიდობა ყველა ერის მიმართ!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 18 მარტი.
25.03.20. უგადი
თქვენ შეიძლება ნაზეიმები გაქვთ ბევრი უგადის (ახალი წლის დღის) დღესასწაული თქვენს ცხოვრებაში. გარკვეული ტრადიციული პრაქტიკა მოდის ყოველი ფესტივალით, როგორიც არის წმინდა აბაზანის მიღება, ახალი ტანსაცმლის ტარება, სახლის დასუფთავება და მისი გაფორმება მწვანე ფოთლების გრატებით. სიდიადე მოიცავს გასუფთავებას ჩვენი აზრების, არა მხოლოდ ადამიანის წარმავალი სხეულის. ფესტივალის მნიშვნელობა არის არა ახალი სამოსის ტარება, არამედ ახალი და კეთილშობილური აზრების კულტივირება. სახლი უნდა იყოს მორთული არა მხოლოდ მწვანე ფოთლების გრატებით, არამედ სიყვარულის გრატებით. გაუზიარეთ თქვენი სიყვარული ყველას ვინც თქვენს სახლს სტუმრობს. მხოლოდ ამის შემდეგ იზეიმება ფესტივალი მისი ნამდვილი სულისკვეთებით. დღეს, კაცობრიობა მოცულია შიშითა და მოუსვენრობით. გამბედაობა და ძალა იკლებს, უწმინდური აზრებისა და ბოროტი გრძნობების გამო. თქვენი მტრები გარეთ არ არიან. ცუდი აზრები არის თქვენი ყველაზე უარესი მტრები და ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული კეთილშობილური აზრები არის თქვენი საუკეთესო მეგობრები!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 18 მარტი.
26.03.20.
კეთილშობილური და სათნო ლოცვები მოქმედებს როგორც მოწვევა უფლის მოსვლისთვისაც კი. გარე სამყაროში, როდესაც უბრალო ხალხს სჭირდება ხელსაყრელი პირობები, ისინი უახლოვდებიან ხელისუფლებს და თხოვენ მათ. ამის მსგავსად, შინაგან სფეროში, როდესაც არ არსებობს ერთგულების, ქველმოქმედების, მშვიდობისა და სიმართლის მიღწევისა და შეძენის შესაძლებლობა, კეთილშობილები და სათნოები, ვისაც სწყურია ამის გაზრდა, ელოცებიან უფალს. შემდეგ, მოისმენს რა მათ ლოცვებს, ის თავად მოდის და ღვრის თავის წყალობას. ეს ფაქტი კარგად არის ცნობილი. ბევრს წაკითხული ექნება რამაიანასა და ბჰაგავათაში – არ ინკარნირდა რამა და კრიშნა იმიტომ რომ უფალმა ყურადღება მიაქცია ბრძენთა ლოცვებს? წმინდა რამაკრიშნაც კი, თუმცა ღმრთაებრივად დაბადებული, ელოცებოდა ქალღმერთ ქალის, გამოეგზავნა ვინმე ვისაც შეეძლო მთელ მსოფლიოში ექადაგა, ქცევის (დჰარმას) კოდექსი რომელიც აღმოფხვრიდა უსამართლობას და ანგარებას. აქედან გამომდინარე, ლოცვები უნდა იყოს შეთავაზებული კვლავ და კვლავ ამ ამოცანის შესასრულებლად სასოწარკვეთისა და უარის თქმის გარეშე, თუ ეს ლოცვები არ იძლევა შედეგებს დაუყოვნებლივ.
– პრემა ვაჰინი, თავი 70.
27.03.20.
წმინდა ადამიანების მიერ შექმნილ გზებს შესაძლოა ახლა და შემდეგში დასჭირდეს შეკეთება ან მათ მიერ ვინც მოგზაურობს მათი გავლით ან მათ მიერ ვინც მათზე აცხადებს უფლებამოსილებას. სწორედ ამგვარი რემონტისთვის არის რომ უფალი დროდადრო აგზავნის ზოგიერთ უფლებამოსილ პირს, ბრძენს და ღმრთიურ ადამიანს. მათი კარგი სწავლებებით, წარსულის ღმერთ-კაცების მიერ გახსნილი გზები კვლავ ხდება ნათელი და გლუვი. ამრიგად, როდესაც უფლის ნება, სულიერი მაძიებლების მოთხოვნები და დიდი პიროვნებების სწავლებები წარმოქმნის მათ კომბინირებულ ეფექტს, სამყაროს ბედნიერება იქნება უზრუნველყოფილი და შეუმცირებელი. თუ მთელი კაცობრიობა ერთდროულად ლოცულობს მღელვარების, უსამართლობის, არეულობისა და სიცრუის გარდაქმნისთვის მშვიდობაში, ჭეშმარიტებაში, სიყვარულსა და ურთიერთ მსახურებაში, ყველაფერი უდაოდ გახდება უკეთესი. სხვა გამოსავალი არ არსებობს. შფოთვა უნაყოფოა. ეს არ არის საბაბი სასოწარკვეთისთვის. ადამიანების არსებითი ბუნების საწინააღმდეგოა განცხადოს სისუსტე. უარი თქვით ყველა სხვა საშუალების ძებნაზე! მიმართეთ ლოცვას, პატივისცემასა და მსახურებას. აღარ დააყოვნოთ მეტად უფრო დიდხანს; თქვენ მალე შეიძენთ კმაყოფილებას და სიხარულს!
– პრემა ვაჰინი, თავი 70.
28.03.20.
ხალხი ამბობს, რომ კაცობრიობისთვის მსახურება (მანავა-სევა) არის ღმერთისადმი მსახურება (მადჰავა-სევა). ეს არის ნამდვილი განცხადება. მაგრამ ლოზუნგის უბრალოდ გამეორება უსარგებლოა თუ მსახურება სრულდება ადამიანთა ღმრთიურებაში რწმენის გარეშე და თვალის ჭერით სახელსა და დიდებაზე და საკუთარი მოქმედებების ნაყოფზე. ვინმე რა ქმედებებსაც გინდა შეუდგეს თუ მას მუდმივ თანმხლებად აქვს ჭვრეტა უფალზე, და თუ მას აქვს რწმენა ადამიანთა არსებით ღმრთიურებაში, მაშინ განცხადება არის გამართლებული. ღმერთზე ფიქრების გარეშე, როგორ შეიძლება ღმერთისადმი მსახურება წარმოიშვას? ყველა ასეთი საუბარი არის უბრალოდ შოუ. მე არ ვარ თანახმა ამაზე. ამის ნაცვლად, რაც კი უფლით ჭკუაში არის გაკეთებული, ჭეშმარიტების გზაზე და დჰარმას ასპექტების მიხედვით, უნდა ჩაითვალოს როგორც უფლისადმი უანგარო მსახურება (სევა). სინამდვილეში, მათ ვინც უფლის განუწყვეტლივ ჭვრეტაშია ჩაძირული არ სჭირდებათ რაიმე სხვა დავალების შესრულება საერთოდ. მათი ლოცვის ნაყოფს შეუძლია მსოფლიო გახადოს წმინდა. თუმცა, ყველა არ შეიძლება იყოს ასე დაკავებული, ამიტომ შეეცადეთ მოემზადოთ ამ სტადიისთვის ჭკუის გასუფთავებითა და სურვილების შემცირებით.
– პრემა ვაჰინი, თავი 71.
29.03.20.
გაგება რომ ღმერთისთვის მსაუხრება და კაცობრიობისთვის მსახურება არის ერთი და იგივე დამოკიდებულია თქვენს ბედზე, წარსულის ქმედებებსა და სულიერ დისციპლინაზე. სანამ არ გაიგებთ ამ ერთიანობას, აკეთეთ მედიტირება და იმეორეთ სახელი, ასე რომ თქვენი ჭკუა გათავისუფლდეს აზრების ტალღებისგან და შეივსოს ღმრთიური ფორმით. ასევე, განახორციელეთ საქმეები სხვების კეთილდღეობისთვის. თქვენი დრო დაუთმეთ მსოფლიოს მსახურებას, ყურადღების მიუქცევლად იქიდან შედეგებზე. ამით თქვენ კურთხეული გახდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუმცა ტანი შეიძლება იყოს უმოქმედო, თქვენი ჭკუა იქნება ძალიან დაკავებული, მოქმედებების თვითნებურად ჩადენით. ხალხი ასეთი ჭკუით ეცემა ბედის (კარმას) მსხვერპლად მათი არაფრის მკეთებლობის მიუხედავად! როდესაც ადამიანს ჭკუა აქვს დაფიქსირებული ღმერთის ჭვრეტასა და ჭეშმარიტების ძებნაზე, თუმცა ტანი და გრძნობები აკეთებს მოქმედებებს, რომლებიც არის მსახურება მსოფლიოს მიმართ, ესები მათზე გავლენას არ მოახდენს; თუმცა ისინი აკეთებენ მოქმედებებს (კარმას), ისინი კვლავ არიან მოქმედებათა არმკეთებლები. ბჰაგავად გიტას გაკვეთილი ამაშია ჩადებული.
– პრემა ვაჰინი, თავი 72.
30.03.20.
არ არსებობს დროს ან ადგილის შეზღუდვა საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ყოვლისშემძლე უფლის განჭვრეტაში. არ არსებობს არაფერი წმინდა ადგილის ან განსაკუთრებული დროს მსგავსი. სადაც ჭკუა ტკბება ღმრთიურის ჭვრეტაში, ეს არის წმინდა ადგილი! როდესაც იგი ამას აკეთებს ეს არის ხელსაყრელი მომენტი! მაშინ და იქ უნდა იმედიტიროთ უფალზე. მსოფლიოს აყვავების მიღწევა შეუძლია დისციპლინირებული სულების მეშვეობით ვისი გულიც სუფთაა და ვინც დედამიწის მარილს წარმოადგენს. მსოფლიოს კეთილდღეობის ასამაღლებად მცდელობაში, ამ წუთიდანვე, თითოეულმა თქვენგანმა უნდა ილოცოს ასეთი ღმრთიური პირების მოსვლისთვის, და უნდა დაიმსახუროს დიდებულთა კურთხევა და თითეული უნდა შეეცადოს დაივიწყოს დღის ტანჯვა.
– პრემა ვაჰინი, თავი 73.
31.03.20.
არასოდეს მისცეთ საკუთარ თავს სხვათა ლანძღის ნება, რადგან იგივე ათმა აღწევს ყოველ ცოცხალ არსებას. თუ თქვენ აგინებთ სხვებს, ეს ნიშნავს საკუთარი თავის გინებას. თუ თქვენ არ მოგწონთ ისინი, თავი დაიჭირეთ მათგან შორს, მაგრამ არასოდეს შეურაცხყოთ ისინი. თქვენს მიერ შესრულებული კარგი საქმეების ნებისმიერი რაოდენობა ვერ იქნება სასარგებლო თუ თქვენ არ გამოავლენთ თქვენს ცუდ ხარისხებს და უარს არ იტყვით მათზე. თუ თქვენ ვერ შეძლებთ სხვებისთვის კარგის კეთებას, კარგი სიტყვები მაინც ილაპარაკეთ. თქვენ შეიძლება ყოველთვის არ იყოთ ვალდებული, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ ილაპარაკოთ თავაზიანად. თუ თქვენ ნახავთ ვინმეს შეწუხებულს, ეცადეთ დაეხმაროთ მას. დღეს ეს მათ მოუტრიალდა, მაგრამ ხვალ იგი შეიძლება თქვენი იყოს. ყოველთვის იქონიეთ ეს ჭკუაში. ვერავინ გაექცევა ტკივილსა და ტანჯვას. ყოველთვის იარეთ ჭეშმარიტებისა და ზნეობის გზით. ღმერთი არის სიყვარული. რასაც ის აკეთებს არის თქვენი საკუთარი სიკეთისთვის. ყოველთვის ილოცეთ ყველას კეთილდღეობისთვის, იმეორეთ საყოველთაო ლოცვა, “დაე მსოფლიოს ყველა ადამიანი იყოს ბედნიერი!”
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 25 დეკემბერი.

ბაბა