საი შთაგვაგონებს 2022 წლის 1 მაისი.
ჩვენ როგორ უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ცნობიერება ღმრთაებრივის განსაცდელად და მასში საცხოვრებლად? ბჰაგავანი სიყვარულით იმეორებს კვლავ ჩვენთვის დღეს.
შეხედეთ თქვენს ტანს, როგორც მოძრავ ტაძარს. სადაც კი თქვენ წახვალთ, ღმერთი არის თქვენთან. არ ჩაერთოთ კამათში იმაზე, თუ რა არის ღმერთი და სად არის ღმერთი. ღმერთი უნდა იყოს განცდილი რწმენითა და ნდობით. სადაც არის ნდობა, იქ არის სიყვარული. სადაც არის სიყვარული, იქ არის მშვიდობა. სადაც არის მშვიდობა, იქ არის ჭეშმარიტება. სადაც არის ჭეშმარიტება, იქ არის ნეტარება. სადაც არის ნეტარება, იქ არის ღმერთი. ნეტარება არის ყველგან. ნეტარება რომელიც თქვენშია შემოფარგლულია თქვენი ტანი-ცნობიერებით. თქვენ უნდა გააფართოვოთ ეს ნეტარება და გახადოთ იგი ყოვლისმომცველი. როდესაც ვაჟი იბადება, ის არის მარტოხელა ინდივიდი. როცა გაიზრდება, მას ჰყავს ცოლი და შვილები. როცა ბავშვები ქორწინდებიან ნათესაობა უფრო ფართოვდება. ურთიერთობების ეს გაფართოება ხდება ერთ ოჯახში. თქვენ უნდა გააფართოვოთ თქვენი მსოფლმხედველობა და გააფართოვოთ იგი მოსაცველად მთელი ადამიანური ოჯახის!
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 17 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 2 მაისი.
როგორ შეიძლება ჩვენ ვიცხოვროთ სიმშვიდესა და ნეტარებაში? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ ასე რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ფოკუსის დაკარგვა.
მეცნიერებას შეუძლია შემოგთავაზოთ თქვენ მხოლოდ დროებითი ამსოფლიური კომფორტები. მარტო სულიერებას შეუძლია მოგცეთ თქვენ არაწარმავალი ნეტარება. ყველა ხელსაყრელობა რაც უზრუნველყოფს დროებით კომფორტს ასევე იწვევს უბედურებას. ადამიანი შეიძლება იჯდეს ჰაერ-კონდიცირებულ ოთახში. მაგრამ მისი ჭკუა სავსეა მღელვარებითა და დარდით. მისი ტვინი გაცხელებულია. ის ვისაც აქვს ჭკუის სიმშვიდე არ განცდის დისკომფორტს თუნდაც ის იყოს ტყეში. მშვიდობა, აქედან გამომდინარე შეუძლებელია მიღებული იყოს მეცნიერების მეშვეობით. სინამდვილეში, დღეს მეცნიერება და ტექნოლოგია კაცს აშორებს მშვიდობისგან. დღეს ადამიანის ყველა სნეულება გამოწვეულია იმის გამო რომ მისი ჭკუა არასოდეს არის დასვენებული და მშვიდი. ჭკუა არის დაკავებული საზრუნავებით. უსულო მანქანასაც კი სჭირდება დასვენების გარკვეული პერიოდი. მაგრამ ჭკუას არ ეძლევა მოსვენება. თუ ჩვენ გვსურს მშვიდობა ინდივიდისთვის, საზოგადოებისთვის და ერისთვის, ეს მხოლოდ სულიერი საშუალებებით მიიღწევა.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 6 მაისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 3 მაისი.
ეიდ-ალ-ფითრის წმიდა დღესასწაულზე, ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს რა არის იყო ისლამის ჭეშმარიტი მიმდევარი და რა არის გზავნილი რაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გააცნობიეროს.
რადგანაც ისლამი ნიშნავს ღმერთისადმი დანებებას, ყველა ვინც დანებებისა და მიძღვნის სულით ცხოვრობს მშვიდობითა და ჰარმონიით საზოგადოებაში, რეალურად რომ ვთქვათ, ეკუთვნის ისლამს. ისლამი იჟინებს აზრს, სიტყვასა და საქმეს შორის სრულ კოორდინაციაზე. მუსლიმი წმინდა კაცები და ბრძენები ხაზს უსვამენ, რომ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ „მე-ს“ სინამდვილე რომელიც გრძნობს რომ ეს არის ტანი და „მე“ რომელიც გრძნობს რომ ეს არის ჭკუა და მივაღწიოთ დასკვნას, რომ ნამდვილი „მე“ არის მე მოწყურებული საყოველთაო მესთვის, ღმერთისთვის. რამზანის თვე, მარხვა და ლოცვები განკუთვნილია ამ რეალიზების გასაღვიძებლად და გამოსავლენად. როგორიც გინდა იყოს რელიგია, მისი აქცენტები არის ერთიანობაზე, ჰარმონიასა და თანასწორობაზე. ამიტომ კულტივირეთ სიყვარული, შემწყნარებლობა და თანაგრძნობა, და აჩვენეთ ჭეშმარიტება ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს არის მესიჯი რასაც მე გაძლევთ თქვენ ჩემი კურთხევებით.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ივლისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 4 მაისი.
რატომ არის უაზრო კამათი და განხილვა ღმერთის არსებობის შესახებ? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს მარტივი მაგალითების გამოყენებით.
თქვენ ხედავთ თვითმფრინავს ხმაურით მოძრავს ცაში; ვიღაც გეუბნებათ თქვენ რომ ის იმართება პილოტის მიერ, მაგრამ თქვენ უარს ამბობთ ამის დაჯერებაზე რადგან თქვენ ვერ ხედავთ მას იქიდან სადაც ხართ. არის ეს სწორი? თქვენ უნდა შეხვიდეთ თვითმფრინავში პილოტის სანახავად; თქვენ ვერ უარყოფთ მის არსებობას, მიწაზე მდგომი. თქვენ უნდა მიხვდეთ რომ თვითმფრინავს პილოტი უნდა ჰყავდეს. ამგვარადვე სამყაროს ხედვისას, თქვენ უნდა დაასკვნათ ღმერთის არსებობა, არ უნდა უარყოთ იგი რადგან თქვენ არ ხართ მისი დანახვის შემძლე. ადამიანებს არ აქვთ რწმენა ღმერთში, მაგრამ მათ სჯერათ გაზეთებისა და ახალი ამბების რასაც ესები აქვეყნებს იმ რამეების შესახებ რასაც ისინი არ ხედავენ ან ვერ ხედავენ. მათ სჯერათ ის რასაც მათი ყურები ისმენს, უფრო მეტად ვიდრე რასაც მათი თვალები ხედავს ან ჭკუები განცდის. ხალხი კამათობს და მსჯელობს, ღმერთის ყველაზე უმნიშვნელო ხსენებისას. ისინი ფიქრობენ რომ ამისთვის სხვაზე საკმარისად აღმატებულნი არიან. ღმრთაებრივი შეიძლება იყოს შეცნობილი მხოლოდ მათ მიერ ვინც იცის ნიშნები, მახასიათებლები და განსაკუთრებული უპირატესობები, წმინდა წერილების შესწავლით. არ გააკეთოთ ცილისწამება ღმერთის გზის ან ღმრთიურის წინააღმდეგ.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 19 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 5 მაისი.
როდესაც ჩვენ ყველანი ვიწყებთ პრასანტი ნილაიამის მონახულებას, რა უნდა შთააგონოს ჩვენში ღმრთაებრივის სამყოფელმა? ბჰაგავანი გვახსენებს აღებით პრასანტის დროშის რასაც იგი წარსულში აღმართავდა, როგორც სიმბოლოს.
მე ახლა ავწევ პრასანტის დროშას პრასანტი ნილაიამში. დროშა არის ნიშანი რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანისთვის. ეს არის თქვენი მოვალეობის შეხსენება საკუთარი თავის მიმართ, და ამიტომ, როცა მე ავწევ მას ამ შენობაზე, თქვენ უნდა გაშალოთ იგი თქვენს საკუთარ გულებში. ეს შეგახსენებთ თქვენ დაძლევას დაბალი სურვილების, ბრაზისა და სიძულვილის როცა თქვენი სურვილები ჩაიშლება; ეს მოგიწოდებთ თქვენ გააფართოვოთ თქვენი გული ასე რომ თქვენ გულში ჩაიკრათ მთელი კაცობრიობა, მთელი ცხოვრება და მთელი ქმნილება მათ საზღვრებში; ეს მიგმართავთ თქვენ დააწყნაროთ თქვენი იმპულსები და მშვიდად იმედიტიროთ თქვენს საკუთარ შინაგან რეალობაზე. ეს დაგარწმუნებთ თქვენ რომ, როცა თქვენ აკეთებთ ასე, თქვენი გულის ლოტოსი აყვავდება და მისი ცენტრიდან ამოვა ღმრთაებრივი ხედვის ალი, რაც გარანტირებს პრასანტის (უსასრულო მშვიდობას). მე ასევე უნდა გითხრათ თქვენ გარკვეული წინასწარი დისციპლინების შესახებ რაც თქვენ უნდა აპრაქტიკოთ მაშინ როცა თქვენ აქ ხართ; სამი დისციპლინა სიჩუმის, სისუფთავის და მოთმინების. სიჩუმეში თქვენ შეიძლება მოისმინოთ ღმერთის ხმა, არა ხმაურიან მხიარულებაში. სისუფთავის მეშვეობით თქვენ მიიღებთ სიწმინდეს. მოთმინებით თქვენ კულტივირებთ სიყვარულს.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 6 მაისი.
რა არის საბოლოო და ავთენტური სასურველი მიზანი რისთვისაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იბრძოლოს? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ, ყვება დედა იესვარამას ბოლო მომენტებს იესვარამას ამ ხელსაყრელ დღეზე.
იესვარამამ დაასრულა თავისი ბანაობა; მან დალია თავისი ყავა ჩვეულებისამებრ საკმაოდ გახარებულმა და დაიკავა თავისი სკამი შიდა ვერანდაზე. მოულოდნელად მან წამოიყვირა. “სვამი სვამი, სვამი”, სამჯერ. “ამაზე, მე ვუპასუხე: “მოვდივარ, მოვდივარ.” ამ პერიოდში მან გააკეთა მისი ბოლო ამოსუნთქვა. სიკეთის რა უფრო დიდი ნიშანი არის საჭირო? მას არ სჭირდებოდა მსახურება და ზრუნვა. სვამი მოდის მეხსიერებაში იმ დროს მხოლოდ ძალიან ცოტასთვის. ჭკუა ჩვეულებრივ ეძებს და რჩება ამა თუ იმ საგანზე, სამკაულებსა თუ ძვირფასეულობებზე. პირველი სართულიდან მან დმიძახა: “სვამი! სვამი!” მე ვუპასუხე: “მოვდივარ, მოვდივარ” და ის წავიდა. ეს ჰგავდა სპილო გაჯენდრას მოწოდებას და უფალმა აკურთხა იგი – ორმა მავთულმა მიაღწია შეერთებას, გათავისუფლება მყისიერად მოხდა! ეს არის ავთენტური დასრულება, რომლისკენაც ცხოვრება უნდა მიისწრაფოდეს. ეს არის იდეალური, თაყვანსაცემი ცხოვრების ნიშანი. ასეთი დამოკიდებულება თავისთავად უნდა გაჩნდეს და არა რაიმე გარე ძალის საშუალებით.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 მაისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 7 მაისი.
რა არის მნიშვნელოვანი ხარისხები საჭირო საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით და მტკიცედ გვიხსნის დღეს.
თქვენი ნამდვილი ბუნების გასაგებად, გააკეთეთ სამი რამ: მოხარეთ ტანი, გამოასწორეთ გრძნობები და დაამთავრეთ ჭკუა. პირველი ნაბიჯი არის “ტანის მოხრა”. ეს ნიშნავს თქვენ არ უნდა ანებოთ ეგოს განვითარდეს თქვენს ტანში. კულტივირეთ თავმდაბლობა და შეასრულეთ თქვენი მოვალეობები გულწრფელად. „შეასწორე გრძნობები“ მოუწოდებს გამოკვლევას როგორ იქცევა გრძნობები, ესები მიდრეკილია თუ არა გზააცდენისკენ, და მათ შესწორებასა და შეაკავებას როცა აუცილებელია. „ჭკუის დამთავრება“ მოუწოდებს ჭკუის კაპრიზების დამშვიდებას. ეს როგორ უნდა გაკეთდეს? ეს ხდება ჭკუის სხვა მიმართულებით შეტრიალებით. მაგალითად, არის საკეტი და გასაღები. როცა გასაღები მარცხნივ ტრიალდება, საკეტი იკეტება. თუ გასაღები არის მოტრიალებული მარჯვნივ საკეტი გახსნილია. ამრიგად, გასაღები ასრულებს როგორც ჩაკეტვის, ასევე გახსნის ფუნქციას. ადამიანში გული არის საკეტი. ჭკუა არის გასაღები. როდესაც ჭკუა შეტრიალებულია ღმერთისკენ, გული ავითარებს განცალკევებას. როცა ჭკუა შეტრიალებულია მსოფლიოსკენ, გული ავითარებს მიჯაჭვულობას. ამგვარად, განცალკევებაც და მიჯაჭვულობაც შედეგდება ჭკუის ფუნქციონირებიდან!
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 6 მაისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 8 მაისი.
რა არის ჭეშმარიტი სულიერება? ბჰაგავანი სიყვარულით ამარტივებს ჩვენთვის დღეს, ამასთანავე წყნარად და მტკიცედ გვახსენებს „ჩრდილოეთ ვარსკვლავს“, რომელიც ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში!
გახსოვდეთ თქვენი მიზანი არის სხვა არაფრი ნაკლები ვიდრე თქვენი თანდაყოლილი ღმრთაებრიობის რეალიზება. ძნელია ყველამ მიიღოს ამის მსგავსი შესაძლებლობა. მსოფლიოს მილიარდობით ადამიანს შორის რამდენს სურს განცადოს ღმრთაებრივი? თქვენ ხართ კურთხეულ და იღბლიან ცოტათ შორის. გამოიყენეთ ეს უზენაესი იღბალი და გარდაქმენით საკუთარი თავი ღმრთისმოსავ ადამიანებად და დაეხმარეთ სხვების გარდაქმნას. ეს არის ჭეშმარიტი სულიერება. გახსოვდეთ, სიყვარული არის ღმერთი; იცხოვრეთ სიყვარულში. ჭეშმარიტება არის ღმერთი; იცხოვრეთ ჭეშმარიტებაში. ნეტარება არის ღმერთი; იცხოვრეთ ნეტარებაში. ღმერთი არის თქვენთან. როცა თქვენ დადიხართ რწმენით: „ღმერთი ჩემთანაა, მე ღმერთში ვარ“, თქვენ არ გექნებათ შიში. მე იმედი მაქვს ამ გზით, თქვენ გაავრცელებთ მშვიდობასა და ჰარმონიას თქვენს შესაბამის ქვეყნებში.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 17 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 9 მაისი.
რატომ და როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ნაღვლიანობის ტენდენციას? ბჰაგავანი სიყვარულით აღგვაფრთოვანებს ჩვენ დღეს.
აი ილუსტრაცია ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებიდან. ბაზარში სიარულისას, თუ ადამიანი ხედავს ვიღაც ტირის ის ეკითხება მას: “შენ რატომ ტირი?” სხვა გამვლელებიც ეკითხებიაენ მას. თუ იმავე ბაზარში სხვა ადამიანი ხალისიან ხასიათზე დადის, არავინ მიდის მასთან მისი ბედნიერების მიზეზის გამოსაკითხად. ბედნიერება განიხილება კაცის ბუნებრივ მდგომარეობად. ის ეძებს მას მუდმივად. მწუხარება არის აუტანელი კაცისთვის. კაცის სისუსტეა მწუხარებისთვის ადგილის მიცემა. მწუხარების მსხვერპლად დაცემით მრავალ ცხოვრებაში, კაცი მუდამ ჩაძირულია მწუხარებაში. ადამიანისთვის ვისაც აქვს მტკიცე რწმენა ღმერთში არ იარსებებს მიზეზი მწუხარებისთვის. ისინი ვინც გზას აძლევენ მწუხარებას არიან ადამიანები ვისაც გაგებული არ აქვთ ღმრთაებრივი პრინციპი. ყველაფერი რაც დაკავშირებულია ტანთან არის დროებითი და წარმავალი. რაც კაცმა უნდა ეძებოს არის მედეგი ნეტარება. ბედნიერება არის ღმერთთან ერთობა.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 11 მაისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 10 მაისი.
რატომ არის რწმენა და დანებება ყველაზე მნიშვნელოვანი ერთგულში? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ ეპიზოდით მაჰაბჰარათადან.
ერთ საღამოს კრიშნამ არჯუნა შორს წაიყვანა დვარაკას ქალაქიდან და როცა ისინი იყვნენ მარტო ერთად, მან ანიშნა ჩიტზე, რომელიც ფრენდა მათ თავს ზემოთ და ჰკითხა: “არჯუნა, ეს მტრედი არ არის?” არჯუნა დაეთანხმა და თქვა რომ ეს მართლაც მტრედი იყო. უეცრად, კრიშნა მისკენ შებრუნდა და უთხრა: „არა, ეს არის ყვავი“. არჯუნა დათანხმდა და თქვა: “მაპატიეთ, ეს უდაოდ არის ყვავი”. მაშინვე კრიშნამ ჰკითხა მას: “ყვავი? არა, ეს უნდა იყოს ქორი. ასე არ არის?” და არჯუნა ისევ სასწრაფოდ დათანხმდა: “დიახ, ეს არის ქორი”. ამ დროს კრიშნამ გაიღიმა და ჰკითხა არჯუნას: “შენ ხარ შენს გონებებზე? ზუსტად შენ რას ხედავ? როგორ შეიძლება ერთი და იგივე ფრინველი იყოს მტრედი, ყვავი და ქორი?” არჯუნამ თქვა: “ვინ ვარ მე განვიხილო შენი განცხადება? შენ შეგიძლია ეს ყვავად გახადო თუნდაც იგი არ იყოს ეს, ან გადააკეთო იგი ძერად. მე აღმოვაჩინე რომ ყველაზე უსაფრთხოა შენთან დათანხმება, სრული რწმენით. მე არ ვიცი სხვა გზა.” მხოლოდ უდრეკი რწმენის ამ გამოცდის შემდეგ კრიშნა დარწმუნდა არჯუნას უფებამოსილებებში წმინდა გიტას მისაღებად.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 11 მაისი.
რა არის ღმრთაებრივი ბუნება რაც ჩვენ ყველამ უნდა გამოვხატოთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს თავისი ნექტარისებრი მანერით.
რამა არის მიმზიდველობის ძალის უმაღლესი სიმბოლო. ეს რამა არის არა დაშარათას ვაჟი არამედ სულიერი რამა ვინც არის ათმა-რამა (მცხოვრები ყოველ გულში). ათმა არის უნივერსალური მაგნიტი რომელიც იზიდავს ყველაფერს. როცა თქვენ ინახავთ ყვავილს აქ, ფუტკრები მოიზიდება შორიდან. ესები იზიდება ყვავილისკენ მასში არსებული ტკბილი თაფლის გამო. ერთი ფუტკარიც კი არ იქნება მიზიდული პლასტმასის ყვავილით. სიტკბო რაც იზიდავს ადამიანებს არის პრემა (სიყვარული). ეს სიყვარული შეიძლება გამოვლინდეს მრავალი ფორმით – დედობრივი სიყვარული, შთამომავლობის სიყვარული, ძმური სიყვარული, ცოლ-ქმრული სიყვარული, მეგობრული სიყვარული და ა.შ. ღმრთაებრივი სიყვარული არის მიზიდულობის ყველა ამ ფორმის საფუძველი. ეს არის ძლიერი მაგნიტი. ეს წარმოდგენილია ყველგან, ყველა ადამიანის ჩათვლით. ყველა ბავშვს აქვს მშობლების ანაბეჭდი. რადგან ყველა ადამიანი მოვიდა ღმერთისგან, მათ უნდა ატარონ შემოქმედის ნიშნები. კაცმა მიიღო დაბადება მასში ღმრთაებრივის გასაცხადებლად.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 20 ივლისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 12 მაისი.
რა არის ბარომეტრი პროგრესის გასაზომად როდესაც ჩვენ თავზე ვიღებთ უფლის სახელის გალობას? ბჰაგავანი სიყვარულით ხსნის დღევანდელ დღეს ორი კონტრასტული ერთგულის მაგალითებით!
რავანა იმეორებდა ხუთმარცვლიან შივა მანტრას „ნამაჰ შივაია“ მუდმივად მაგრამ არ თმობდა თავისი დემონური ხარისხების რომელიმეს, რადგან წარმოთქმა ხდებოდა მექანიკურად. მეორეს მხრივ, პრაჰლადა, თუმცა დემონის შვილი, იმეორებდა ნარაიანა მანტრას – „ომ ნამო ნარაიანა“ განუწყვეტლივ მთელი გულით და სულით. ეს ემსახურებოდა მის გადარჩენას ყველა საშინელი მძიმე განსაცდელისგან რასაც მამამისი ჰირანიაკაშიპუ, ზემოქმედებდა მის მიმართ. მამამ ის ხრამიდან გადააგდო, ჰყავდა ის სპილოების გასათელად, მიიყვანა ის შხამიანი ქვეწარმავლების დასაკბენად, უბიძგა მას ზღვაში, და ა.შ. მაგრამ ის გამოვიდა უვნებელი ყველა ამ განსაცდელისგან თავისი გულიდან უფლის სახელის გალობით. წამების ყოველი ინსტრუმენტი იქცა უფლის ფორმად! უფლის სახელის მთელი გულით წარმოთქმა არის ნამდვილი სმარანა. სახელის გალობა არ უნდა მოხდეს სხვების მოსაწონებლად ან საჩვენებლად. საკმარისია თუ ადამიანი უნარიანია ასიამოვნოს უფალს. ამ პროცესში ადამიანი ერთიანდება ღმრთაებრივთან!
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 14 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 13 მაისი.
რა არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჰანუმანის მოსიყვარულე მსახურებიდან უფალ რამასადმი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
„მანავა სევა არის მადჰავა სევა“ – კაცის მსახურება არის ღმერთის მსახურება. მაგრამ როდის? როცა თქვენ თქვენი გულის სიღრმეში გრძნობთ რომ ადამიანი, ვისაც ჩვენ ვემსახურებით არის იგივე ზღვის ტალღა საიდანაც თქვენ იღებთ თქვენს ინდივიდუალობას, თქვენს გემოვნებას, სახელსა და ფორმას. მე დაგიძახეთ თქვენ როგორც „მოხალისეები“, მოსაცემად თქვენთვის საშუალების აპრაქტიკოთ ეს მადჰავა სევას სადჰანა მანავა სევას მეშვეობით. მაშასადამე, არ მიიღოთ ეს როგორც ახალი უფლებამოსილება მოცემული თქვენზე, ან ტვირთი რომელიც დაჯდა თქვენს მხრებზე. ღმერთის ნების მიღებას აქვს მისი საკუთარი უპირატესობა; ის იძლევა უხვ ნაყოფს! ჰანუმანი არ გახდა თვითკმაყოფილი როცა რამამ ის აირჩია სამხრეთისკენ გადამწყვეტი ძებნისთვის და როცა რამამ მისცა მას ბეჭედი სიტასთვის გადასაცემად (დაარწმუნა ის ამ პროცესში, რომ ის აუცილებლად მიაღწევდა წარმატებას სიტას აღმოჩენაში); ის არც იყო შეშფოთებული შიშით, იმ უზარმაზარი პასუხისმგებლობის გამო რომელიც მასზე იყო დაკისრებული! მან უბრალოდ მიიღო ის, რაც მიეცა; ის არ იყო არც ბედნიერი არც უბედური. ის გრძნობდა რომ რამამ, უფალმა, იცოდა ყველაფერი და ამიტომ მისი მოვალეობა იყო მხოლოდ დამორჩილება!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 14 მაისი.
რა არის ორი ძლიერი სათნოება რაც დაგვეხმარება ჩვენ ექვსი კარდინალი მანკიერების დაძლევაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ადამიანი არასწორად იყენებს ღმრთაებრივის მიერ მისთვის მიცეულ ტალანტებს. ის თავისუფალ გამოსვლას აძლევს ექვს კარდინალ მანკიერებას ვნების, ბრაზის, სიხარბის და ა.შ. ესები არ არის ღმრთაებრივის საჩუქრები. ესები ხალისდება ხალხის მიერ მიღებული საკვებით. ესები არის ცხოველური ხარისხები რისგანაც თავი უნდა იყოს დახსნილი. ადამიანებმა უნდა ილაპარაკონ სიმართლე და თავი აარიდონ ლაპარაკს რაც არის უსიამოვნო თუნდაც ეს იყოს სიმართლე. ადამიანის ცხოვრების მთელი გამა დაფუძნებული უნდა იყოს სიმართლეზე. ბჰარატია (ინდურ) კულტურას უპირველეს ყოვლისა აქცენტი გაკეთებული აქვს „სიმართლის ლაპარაკზე; უბიწოდ მოქმედებაზე.” სიმართლის ლაპარაკი არის უზენაესი სათნოება ყველა ადამიანისთვის, ნებისმიერ ადგილას. ნებისმიერ ვითარებაში, ადამიანმა უნდა დაიცვას ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება არის ღმერთი ინკარნებული. უბიწოება თან უნდა ახლდეს ადამიანს როგორც ჩრდილი. როდესაც თქვენ გაქვთ ჭეშმარიტება და უბიწოება როგორც თქვენი მეგზური ვარსკვლავები თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს ცხოვრებაში. ყველა ძალა თანდაყოლილია ამ ორ სათნოებაში.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 11 მაისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 15 მაისი.
რა ხარისხები უნდა ვკულტივიროთ ჩვენ თუ გვსურს კეთილშობილური, ღმრთიური ცხოვრების გატარება? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ ასე რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ცხოვრებების შესწავლა და ტრანსფორმირება.
ადამიანები საუბრობენ სულიერ ვარჯიშებზე და ფუჭად კარგავენ თავიანთ ცხოვრებებს. ყველა ეს დევნა არის დროს კარგვა. საკმარისია თუ თქვენ განივითარებთ წმინდა გრძნობებს. მთავარი სადჰანა (სულიერი ვარჯიში) შედგება ცუდი აზრებისგან თავის დაღწევასა და კარგი ხარიხების კულტივირებაში. მლოცვარეთა რომელ ცენტრსაც კი თქვენ ეწვევით, ეცადეთ დაყაროთ თქვენი ცუდი მიდრეკილებები. განივითარეთ კარგი ხარისხები სანაცვლოდ. თქვენ უნდა ეცადოთ სიკეთის კეთებას მათთვის ვინც ზიანი მოგაყენათ თქვენ. თქვენ უნდა დაივიწყოთ ზიანი მოყენებული სხვების მიერ და ასევე ის სიკეთე რაც თქვენ გააკეთეთ სხვების მიმართ. ასე რომ თქვენ უნდა დაივიწყოთ ის რაც საჭიროა იყოს დავიწყებული და გახსოვდეთ ის რამეები რაც საჭიროა იყოს დამახსოვრებული. რა არის ის რამეები რაც უნდა გახსოვდეთ? სიკეთე რაც სხვებმა გააკეთეს თქვენს მიმართ. თქვენ უნდა გახსოვდეთ სიკეთე რაც გაკეთდა თქვენს მიმართ როგორც რაღაც წმინდა. თქვენ უნდა გამოხატოთ თქვენი მადლიერება მათ მიმართ. გახადეთ თქვენი ყველა ქმედება უბიწოების (დჰარმას) შესაფერისი. რა საქმეებსაც კი თქვენ აკეთებთ ღმერთის გახსენებით იქნება ნაკურთხი ამგვარად.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 11 მაისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 16 მაისი.
ჩვენ რაზე უნდა ჩავფიქრდეთ და რა უნდა გავაძლიეროთ ჩვენს პრაქტიკაში მშვიდობით სავსე მხიარული ცხოვრებისთვის? ბუდდჰა პურნიმას წმინდა დღესასწაულზე ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ბუდდჰას ბრძნულ გზავნილს!
ბუდდჰამ გააცნობიერა რომ თვითრეალიზება შეუძლებელია მიღწეული იყოს სინანულით, ლოცვით ან მკაცრი ზომებით. ბუდდჰამ ხაზი გაუსვა კარგი ხედვის (სამიაკ დრიშტის) განვითარების მნიშვნელობას. კარგ ხედვას მიჰყავს კარგი აზრების, კარგი მეტყველების და კარგი მოქმედებისკენ. მან დაადო მახვილი კარგ ადამიანებთან გაერთიანებაზე. კეთილთა კომპანია წინ მიუძღვება კარგი მოქმედებებისკენ. ოთხი წესი რაც უნდა იყოს დაცული არის: კულტივირეთ კარგი საზოგადოება, მოერიდეთ ბოროტ ადამიანებთან გაერთიანებას, აკეთეთ ღირსეული საქმეები ყოველთვის და გახსოვდეთ რა არის წარმავალი და რა არის სამარადისო. კარგი კომპანია არ ნიშნავს უბრალოდ გაერთიანებას კარგ ადამიანებთან. სათ მიუთითქბს ღმრთიურზე. რაც საჭიროა ეს არის ძებნა ღმერთის კომპანიის, ვინც არის ყოველგვარი ნეტარების წყარო. როდესაც ადამიანის აზრები ცენტრირებულია ღმერთზე, მისი გრძნობები, მეტყველება და მოქმედებები იღებს კურთხევას – სამიაკ ბჰავამ, სამიაკ სრავანამ და სამიაკ კრიია. ამას მიჰყავს შინაგანი გრძნობების განწმენდისკენ. სიწმინდე აზრში, სიტყვასა და საქმეში არის აუცილებელი ღმრთაებრივის განცდისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 11 მაისი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 17 მაისი.
რა სახის არის ერთგულება რაც სიამოვნებს უფალს ყველაზე მეტად? ბჰაგავანი ტკბილად გვახსენებს ჩვენ დღეს.
ეს არ არის ერთგულება – ეს გირლანდის ხელში დაჭერა და წმიდა ადგილებში უმნიშვნელო საუბარი. მე არ მინდა და არც ვაფასებ ვინმე ყვავილების და ხილის მომტანს ჩემს ყოფნაში. მომიტანეთ მე სუფთა გულის სურნელოვანი ყვავილი და სულიერი დისციპლინით დახვეწილი ჭკუის ნაყოფი – ეს მე ყველაზე მეტად მომწონს, არა ის რამეები არსებული თქვენს გარეთ რაც არის ნაღდი ფულით, საყიდლად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, რაც ჭკუას ამაღლებს. ამ სახის ძალისხმევის გემოს გასაგებად, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ დიდი და კარგი კაცების კომპანია და დატკბეთ კარგი აზრებით. რა საშუალებებითაც კი შესაძლებელია, გაზარდეთ თქვენი ნეტარების (ანანდას) მარაგი და გაიუმჯობესეთ დისკრიმინაციის ხარისხი და შეეცადეთ შეინახოთ ამ ორიდან იმდენად მეტი რამდენიც შესაძლებელია, ასე რომ გამოიყენოთ მარაგი სადაც კი საჭროება წარმოიქმნება!
– ღმერთის საუბარი, 1958 წლის 1სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 18 მაისი.
რა სახის არის ერთგულება რაც სიამოვნებს უფალს ყველაზე მეტად? ბჰაგავანი ტკბილად გვახსენებს ჩვენ დღეს.
ყველაში არის ჭეშმარიტების ნაპერწკალი; ვერავინ შეძლებს ცხოვრებას ამ ნაპერწკლის გარეშე. ყველაში არის სიყვარულის ალი; ცხოვრება ხდება ბნელი სიცარიელე მის გარეშე. ეს ნაპერწკალი, ეს ალი არის ღმერთი, იმდენად რამდენადაც ის არის მთელი ჭეშმარიტების და მთელი სიყვარულის წყარო. ადამიანი ეძებს ჭეშმარიტებას; ის ცდილობს შეიცნოს რეალობა, რადგან მისი ბუნება მიღებულია ღმერთისგან, ვინც არის ჭეშმარიტება. ადამიანი ეძებს სიყვარულს, გაცემას და გაზიარებას, რადგან მისი ბუნება არის ღმერთის და ღმერთი არის სიყვარული. ბრინჯის თესლის მსგავსად, რომელიც შეიცავს ბრინჯს, ქერქი არის ილუზია (მაია), რაც ფარავს თესლს შიგნით; ბრინჯი არის ინდივიდუალური სული, ხოლო ბრინჯის არსი, დაცული ელემენტი, საკვები – ეს არის უზენაესი ათმა. ასე რომ, განავითარეთ შინაგანი ხედვა; არ ინერვიულოთ სხვებზე და მათ შეცდომებზე. გააკეთეთ საკუთარი თავის მცირე გამოკვლევა. შეისწავლეთ უპანიშადები და სულიერი ტექსტები – ესები შეიძლება თქვენ ცოტათ დაგეხმაროთ. გახსოვდეთ, მხოლოდ მცირე დახმარება! ესები არის მხოლოდ რუკები და საგზაო ნიშნები. თქვენ უნდა განახორციელოთ ესები პრაქტიკაში; იმოქმედეთ და განცადეთ.
– ღმერთის საუბარი, 1958 წლის 1სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 19 მაისი.
ჩვენ რას უნდა მოვეკიდოთ უფრო მეტი პატივისცემით – უფლის სახელს თუ მის მშვენიერ ფორმას? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს თავის განუმეორებელ სტილში დასამახსოვრებელი მაგალითებით!
უფალი და მისი სახელი არის ორივე ერთი, მაგრამ სახელის სიტკბო იშვიათად იძებნება ფორმაში! როდესაც ყვავილის სახელი, ვარდი, არის ნახსენები, მისი სურნელი, ნაზი ფურცლები და ღრმა ფერი მოდის მეხსიერებაში; მისი ეკლები და უსიამოვნება ადამიანის განცდილი ყვავილის მოსაპოვებლად არის მთლიანად დავიწყებული. ნაცვლად, თუ მისი წარმოშობა და წინა ისტორია არის გააზრებული, და თუ მცენარე, ფოთლები და ტოტები არის მხედველობაში მიღებული, ყვავილი – ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე მიმზიდველი ნაწილი – სავარაუდოდ არის დავიწყებული და მხოლოდ “მცენარე” არის განხილული. შეხედეთ ამას სხვა კუთხით. როგორც კი სახელი მანგო არის ხსენებული, ადამიანს ახსენდება შეუდარებელი სიტკბო. ნაცვლად, თუ ნამდვილი მანგო დაჭერილია ხელში, ჯერ ეჭვი წარმოიშობა ჭკუაში იმის შესახებ ეს ტკბილია თუ მჟავე; შემდეგ ადამიანი დაკავებულია გარჩევით კანის, ბოჭკოს, წვენის, თხილის, ქერქის, თესლის და ა.შ. როცა მარტო სახელი არის ნათქვამი, ეს რამეები არ მოდის ჭკუა\ში. მხოლოდ სიტკბო მოიტანება მეხსიერებაში.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 7.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 20 მაისი.
როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება მსახურებისას და ჩვენ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი სადჰანა? ბჰაგავანი სიყვარულით და ხაზგასმით გვანმტკიცებს ჩვენ დღეს.
უფალი აფასებს გონებრივ დამოკიდებულებას თითოეული მოქმედების უკან. იად ბჰავამ თად ბჰავათი – რასაც გრძნობ, შენ იგი ხდები! გადააქციეთ ყოველი მოქმედება თაყვანისმცემლობის საგნად და მიიღეთ მაქსიმალური სიხარული. საი არის ყოველ არსებაში; ასე რომ, არ დაამციროთ რომელიმე. პატივი ეცით და ემსახურეთ ყველას, თქვენი საუკეთესო შესაძლებლობის ფარგლებში. როცა ვინმე წყალს გთხოვთ მისი წყურვილის მოსაკლავად და თქვენ სთავაზობთ მას ფინჯანს, იგრძენით რომ თქვენ მთავაზობთ მას მე; მაშინ, აქტი უფრო მეტად გასუფთავებთ თქვენ და უფრო მეტად გწმენდთ თქვენ! ეს არ არის კაცი გასაჭირში ვისაც თქვენ ემსახურებით; თქვენ ემსახურებით ღმერთს, ვინც არის თქვენში და მასში! კარმა არის ყვავილი და ჯნანა არის ნაყოფი. ყვავილი ხდება ნაყოფი დროს სისრულეში. მხოლოდ ადამიანმა უნდა დაიცვას იგი და შეინახოს მავნებლებისგან გათავისუფლებულად. ნახშირი არის ხე რამაც განიცადა ცეცხლით ნათლობა; დაე მან სრულად გაიაროს ეს ნათლობა; იგი ხდება თეთრი და მსუბუქი ფერფლი რაც ქართან ერთად დაფრინავს ოთხ მხარეს. ჭკუის წმენდა ვნებებისგან უნდა მოხდეს ჯნანას ცეცხლით მანამ, სანამ წარმატება მოიპოვება!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 21 მაისი.
რა არის საჭირო ინდივიდისთვის გასაცნობიერებლად მისი მთელი პოტენციალის? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ მარტივი მაგალითებით დღეს.
კაცი არის მხოლოდ ღმერთის ანარეკლი. კაცობრიობა არის ძალიან ახლოს ღმრთაებრიობასთან; მაგრამ კაცი იშვიათად შეიცნობს ამ სიახლოვეს. ის ნებას რთავს თავის ჭკუას დაადაბლოს ის ცხოველურ დონეში საიდანაც ის ცდილობდა აღმასვლას მრავალი დაბადებით. ალმასი შეიძლება გამოჩნდეს როგორც მინის ნაჭერი; მაგრამ მხოლოდ ის ვინც არ იცის მისი ღირებულება, გამოიყენებს მას როგორც პრესპაპიეს და შეინახავს მაგიდაზე ოფისის ოთახში. ბრძენი კაცი შეინახავს მას რკინის სეიფში, კლიტისა და გასაღების ქვეშ. კაცი არის ალმასი, არა შუშის ნაჭერი; მან უნდა ანათოს ბრწყინვალედ, „დაჭრის“ ან სამსკარას (დახვეწის) პროცესის გავლის შემდეგ. სამსკარა აქცევს კაცს ღმერთად – მანავას მადჰავად. ჩვენ მაჯაზე გვაქვს საათი, რომლიც ღირს 500 ან 600 ან თუნდაც 1000 რუპია. ფოლადი საიდანაც მთელი საათი იყო დამზადებული შეიძლება ღირდეს მხოლოდ ოთხი ანა; მაგრამ სამსკარამ რაც მან განიცადა ადამიანური უნარებისა და ინტელექტის საშუალებით აამაღლა მისი ღირებულება და სარგებლიანობა. კაცსაც შეუძლია ტრანსფორმოს თავისი თავი ფასდაუდებელ ინსტრუმენტად ღმერთის-შეცნობისთვის მისი ჭკუისა და ინტელექტის სათანადო გამოყენებით.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 6 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 22 მაისი.
რა არის ჭეშმარიტი სწავლულობა რასაც შეუძლია ბედნიერებისა და სიხარულის მინიჭება? ბჰაგავანი ჩვენ ხაზგასმით გვიხსნის დღეს.
ჩვენ ვგრძნობთ რომ ჩვენი ქვეყნის ხალხი იქნება ბედნიერი თუ ჩვენ მხოლოდ უზრუნველვყოფთ მათ საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით. ჩვენ ვგრძნობთ რომ ისინი იტანჯებიან იმის გამო რომ მათ ვერ მიიღეს ეს ყველაფერი ადეკვატური ზომით. ეს არის ილუზია, ვინაიდან, კმაყოფილება და ბედნიერება არის ჭკუის ატრიბუტები. ჭკუა უნდა იყოს გაწვრთნილი სიმშვიდის მისაღწევად და სიხარულის მისაღებად. ასეთი ჭკუის გარეშე ადამიანი უმწეოა ყველაზე მდიდარ პირობებშიც კი. ადამიანი შეიძლება იყოს ძლიერი და მომხიბვლელი; მაგრამ როცა მას დაკარგული აქვს მისი მხედველობა, ის კარგავს სიხარულს. არსებობს ბევრი ქვეყანა მატერიალური ცივილიზაციის მწვერვალზე და არიან ძალიან ამაყები იმ სიმაღლეებით, რასაც მიაღწიეს. მაგრამ, აქვთ მათ შეძენილი გონებრივი სიმშვიდე? მოშორდნენ ისინი შიშს, სიხარბეს ან სიამაყეს? ბუნებრივია, უნდა იყოს გარკვეული კომფორტი ადამიანისთვის, ფიზიკური და გონებრივი. მაგრამ, იმ ნივთების მოპოვება რაც იძლევა კომფორტს არ უნდა იყოს ცხოვრების მიზანი.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 6 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 23 მაისი.
რომელი არის ის სადჰანა რაც შეიძლება აიღოს ვინმემ და ასევე ჰქონდეს ძალა მიზიდოს თვით უფალი ასპირანტისკენ? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს დღეს!
სიმდიდრე საჭიროა მსოფლიოში ნებისმიერი ნივთის შესაძენად. სიმდიდრით, ნივთები შეიძინება, ამგვარად, აქედან გამომდინარეობს, რომ სიმდიდრე არის ზემდგომი მისით შეძენილ ნივთებზე, სწორია? სიმდიდრით, ადამიანს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ნივთი, ნებისმიერ დროს! ასევე, სიმდიდრის საშუალებით წოდებულით ნამა (სახელი), „უფლის რუპა (ფორმა)“ არის მოსაპოვები. თუ სიმდიდრე წოდებული სახელით ნამა არის სტაბილურად დაგროვილი, უფალი შეიძლება იყოს წარმოდგენილი მედიტირებით, მარტივად და სირთულის გარეშე. კიდევ ერთი განსაკუთრებული რამ ნამა-სმარანას შესახებ არის ეს: შესაძლებელია სხვადასხვა ოკულტური ძალების შეძენა იოგასა და ეფიტიმიის მეშვეობით. და არსებობს ყველა ალბათობა უფალი იყოს დავიწყებული როცა ეს ძალები მოვა! ამ სიამაყით დაბრმავებულმა, ადამიანმა შეიძლება გაუშვას მის მიერ სულიერ პრაქტიკებში მოპოვებული ძირითადი გამარჯვებაც კი. ასე არ ხდება სახელის გახსენებასთან, მის გამეორებასა და მედიტირებასთან! არავითარი ასეთი საფრთხე გარს არ ერტყმის ამ გზებს. ეს სამი გზა აიძულებს სიყვარულს ადამიანებში გაიზარდოს უფრო და უფრო მეტად. სიყვარულით, მშვიდობა მიიღწევა. როდესაც ჭკუის სიმშვიდე მიღწეულია, ყველა სხვა მდგომარეობა არის ავტომატურად მიღწეული.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 7.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 24 მაისი.
რა არის ტონიკი რაც ჩვენ უნდა მივიღოთ ფიზიკური სიძლიერისა და გონებრივი ჯანმრთელობისთვის? ბჰაგავანი ტკბილად გვახსენებს ჩვენ დღეს.
სიმამაცე არის ტონიკი როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი ჯანმრთელობისა და ძალის მისაღებად. დაანებეთ თავი ეჭვს, ყოყმანს და შიშს. არ მისცეთ რამე შანსი მათ გაუშვან ფესვები თქვენს ჭკუაში. ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ ნებისმიერ რამეს – ისინი შეიძლება გახდნენ თუნდაც მადჰავა (ღმერთი), შინაგანი ღმრთაებრივი ძალის საშუალებით, რითაც ისინი არიან აღჭურვილი. თქვენს დასახმარებლად შიშისა და ეჭვის დაძლევაში, ყოველთვის შეინახეთ უფლის სახელი თქვენს ენაზე და თქვენს ჭკუაში. იყავით უფლის უსასრულო ფორმებზე და მის უსაზღვრო დიდებაზე, იმ დროს როდესაც იმეორებთ სახელს. მიამაგრეთ თქვენი თავი მას; მაშინ თქვენი მიჯაჭვულობა ამ დროებით ობიექტებზე გაგეცლებათ; ან უკიდურეს, თქვენ დაიწყებთ მათ დანახვას სათანადო პროპორციით როგორც მქონეების მხოლოდ ფარდობითი სინამდვილის. როდესაც პაწაწინა ეგო უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს, ეს იწვევს მთელ ამ მოუსვენრობას! ეს არის ყველა ტანჯვის საფუძველი!
– ღმერთის საუბარი, 1958 წლის 2 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 25 მაისი.
რა არის მნიშვნელოვანი წარმატებისთვის ყველა ჩვენს მცდელობაში, საეროსა და სულიერში? ბჰაგავანი დღეს გვაძლევს ჩვენ მშვენიერ რჩევას, რომ ვიყოთ წარმატებული.
არასწორია თქვა რომ ხარისხები და მიღწევები საჭირო საერო წინსვლისა და სულიერი წინსვლისთვის განსხვავდება ერთმანეთისგან. სულიერი არის მხოლოდ საეროს განწმენდა. წარმატება ან წარუმატებლობა ორივეში დამოკიდებულია ერთმიზნობაზე (ეკაგრათაზე)! სამუშაოს თითოეული პუნქტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთმიზნობა. ესეც არის მხოლოდ სულიერი დისციპლინა. არსებობს ორი გზა, რომლითაც ეს სულიერი დისციპლინა შეიძლება დაიწყოს: უმიზნობა და მრავალმიზნობა! უმიზნობა არის ძილის სტადია; მას ასევე უწოდებენ უმეცრების ხარისხს (თამოგუნას). მრავალმიზნობა არის მოუსვენარი ხარისხის (რაჯოგუნას) შედეგი, რაც მიმართავს გახელილი თვალის ხედვას ქმნილებასა და მის სანახაობებზე. ამ ორივეს თავიდან აცილება, ამ ორ უკიდურესობაში მოხვედრის გარეშე თუ თვალი არც დახუჭულია როგორც ძილში და არც ფართოდ არის გახელილი როგორც სრულად მღვიძარე სტადიაზე, არამედ არის ნახევრად გახელილი და ცხვირის წვერისკენ მიმართული, სუფთა ხარისხი (სატვაგუნა) გახდება ადამიანის ბუნება და ჭკუის კონცენტრირებაც შეიძლება იყოს ადვილად შეძენილი!
– დჰიანა ვაჰინი, თავი 8.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 26 მაისი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ გავატაროთ ღმრთიურის გააზრების ცხოვრება მაშინაც კი როცა ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს? ბჰაგავანი სიყვარულით გვასწავლის ჩვენ, მაგალითის აღებით.
უარი არ თქვათ თქვენს ამსოფლიურ მოვალეობებზე, არამედ შეასრულეთ ესები ღმერთის სახელით თქვენს ბაგეებზე, ღმერთის წყალობის მიწვევიეთ თქვენს თავებზე. ნუ ჩაერთვებით თქვენ მეზობლების ან სხვების საქმეებში იმ ზომით, რომ თქვენ იყოთ ისე დაკავებული რომ თქვენ ვერ შეძლოთ საკუთარი თავის დაღწევა. გაატარეთ დრო ბუნების მშვენიერების ჭვრეტაში, რაც თქვენს წინაშეა გაშლილი მიწაზე და ცაში – თქვენს მიერ გამოზრდილი კულტურების მწვანე სივრცეები, გრილი ნიავი, რომელიც უბერავს კმაყოფილებას და სიხარულს, ფერადი ღრუბლების პანორამა, ჩიტების მუსიკა და ა.შ. იმღერეთ ღმერთის დიდება როცა თქვენ მიდიხართ მინდვრების მიწაყრილებზე და არხების ნაპირებზე. არ ილაპარაკო სიძულვილით სიყვარულის ამ ყველა მტკიცებულების შუაგულში, ნუ გაბრაზდებით ამ წყნარ მიდამოებში; არ შეაწუხოთ ცა თქვენი ყვირილითა და გინებით, და არ დააბინძუროთ ჰაერი შურისმგებელი კვეხნით.
– ღმერთის საუბარი, 1958 წლის 2 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 27 მაისი.
როგორ გავუმკლავდეთ უთავბოლო აზრებს რომლებიც ავსებს ჩვენს ჭკუას, როდესაც ვცდილობთ მედიტირებას? ბჰაგავანი გვიხსნის და გვამხნევებს ჩვენ დღეს.
როდესაც თქვენ ხართ დაკავებული სახელის გამეორებით და მედიტირებით, თავიდან შეიძლება სხვა აზრები შემოვიდეს, მაგრამ თქვენ ამაზე არ უნდა ინაღვლოთ. არ არსებობს დიდი საფრთხე მათ გამო. როდესაც თქვენ იწყებთ ღმერთის სახელის გახსენებას (ნამასმარანას), დაჯექით ენთუზიაზმით. თუ თქვენ შეუდგებით რამე დავალების შესრულებას მტკიცე გადაწყვეტილებით, ვერანაირი უწმინდურება ვერ შეძლებს თქვენს აღელვებას. თქვენი ერთადერთი საზრუნავი არის იმის ხედვა რომ თქვენ ხართ სრულიად სუფთა როდესაც იწყებთ სახელის გამეორებას. არ ინაღვლოთ ამის ფორმალობებზე. აირჩიეთ სახელი რომელიც თქვენ მოგწონთ და ამ სახელის ფორმა. ეს სახელი თავისთავად არის მანტრა. ეს მანტრა არის ყოველთვის სუფთა, ყოველთვის აქტიური, ყველაფერი. მაგრამ არ შეცვალოთ სახელი და ფორმა თქვენი გატაცების დასაკმაყოფილებლად და საუფლოდ ერთი რამის ერთ დღეს და მეორე რამის შემდეგ დღეს. რა სახელი და ფორმაც გინდა იყოს რამაც პირველად მოგცათ თქვენ კმაყოფილება, მოეჭიდეთ მყარად მათზე გადახვევის გარეშე. ეს ჩაინერგება გულში, უეჭველად. შემდგომ, ყველაფერი მოხდება მისი წყალობით!
– დჰიანა ვაჰინი, თავი 8.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 28 მაისი.
სად არის ნამდვილი ნეტარება ან ანანდა? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ ასე რომ ჩვენ შევძლოთ გავუდგეთ სწორ გზას.
ნამდვილი ნეტარების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ტრანსფორმირებით იმპულსების რომლებიც ჭკუას აღაგზნებს. იგი არ მოიძებნება სიმდიდრეში. თქვენ ფიქრობთ რომ მდიდარი კაცი არის ბედნიერი; მკითხეთ მე, მე გამოვავლენ თქვენთვის რომ ისინი სავსე არიან მწუხარებით, ვინაიდან ისინი ჩემთან დიდი რაოდენობით მოდიან შვებისთვის! მათ არ აქვთ სიმშვიდე საერთოდ. ძლიერი ტანმოსილება თავისთავად არ იძლევა სიმშვიდეს; არც სწავლულობა, ასკეტიზმი ან რიტუალები. მხოლოდ უფლის სახელთან მუდმივი ცხოვრება იძლევა ურყევ სიმშვიდეს, უმოქმედოს ცხოვრების აღმავლობითა და დაღმავლობით. ეს აქცევს კაცს გმირად! საი ბაბა იყო უფორმო სახელი თქვენთვის, მაგრამ ახლა ის მოვიდა ფორმით და თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ფორმა თქვენს ჭკუაში. ასევე, სახელს “რამა” აქვს ფორმა, და თქვენ უნდა წარმოიდგინოთ ფორმა როდესაც თქვენ იმეორებთ სახელს; მაშინ სახელი ხდება კონკრეტული და სახელის გახსენება ადვილია. იცხოვრეთ ყოველთვის ამ ფორმა-შევსებული სახელის დასწრებაში. მაშინ ცხოვრება გახდება უფლის ერთი უწყვეტი თაყვანისცემა!
– ღმერთის საუბარი, 1958 წლის 2 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 29 მაისი.
რატომ გვეჩვენება ზოგჯერ ჩვენი ჭკუა უფრო მოუსვენარი როდესაც ვცდილობთ სადჰანას კეთებას? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ლამაზი ანალოგიით.
სახელისა და ფორმის ღირებულება შედგება წვრთნებში რასაც ესები აძლევს ჭკუას. არსებობს საჭიროება ცხენის გაწვრთნის რომელიც უკვე გაწვრთნილია? ეს არის გაუწვრთნელი ცხენი რომელსაც ასწავლიან ასე ბევრი მეთოდით. მსგავსად, უმართავი ჭკუის მოსათვინიერებლად ჩვენ გვაქვს ლოცვა, ღმრთისმოსავი გალობა, სახელის გამეორება და სახელის გახსენება. საწყის ეტაპზე ცხენი დარბის მრავალი მიმართულებით, მაგრამ მწვრთნელი არ წუხდება. მას მყარად უნდა ეჭიროს სადავეები. ჭკუაც, ასევე, ბუნებრივად მირბის სხვადასხვა მიმართულებით როცა თქვენ იწყებთ სახელის გახსენებას და გამეორებას, მაგრამ თქვენ არ უნდა მიეცეთ სასოწარკვეთას, შფოთვას ან მერყეობას. მაგრად მოეჭიდეთ სადავეებს – სახელის (ნამას)! მოკლე დროში, თქვენი მეტყველება და აზრები მოვა თქვენს საკუთარ ხელჭერაში. მხოლოდ, არ ანებოთ რამეს მოვიდეს თქვენთან ახლოს რამაც შეიძლება გაიძულოთ თქვენ უფლის სახელის დავიწყება. თქვენ გააცნობიერებთ ამ სახელის სარგებლობას საჭირო დროს.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 8.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 30 მაისი.
ყველა ჩვენგანი ვცდილობთ შევინარჩუნოთ ტემპერამენტი. რას ვაკეთებთ ჩვენ ასეთ დროს? ბჰაგავანი გვაძლევს ჩვენ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას და ტკბილად გვაძლევს გამოწვევას საექსპერიმენტოდ მათით ჩვენს საკუთარ ცხოვრებაში!
როცა თქვენ მრისხანებთ და ბრაზდებით ვინმეზე, ჩუმად გაიმეორეთ უფლის სახელი მის დასაძლევად, ან დალიეთ ჭიქა ცივი წყალი ან გაშალეთ თქვენი საწოლი და დაწექით, სანამ მძვინვარების შეტევა არ გაივლის! გაბრაზებისას თქვენ შეურაცხყოფთ სხვას და ისინიც იგივეს აკეთებენ; ტემპერამენტი მატულობს, წარმოიქმნება სითბო და ხდება ხანგრძლივი დაზიანება! ბრაზის ხუთი წუთი ზიანს აყენებს ურთიერთობებს ხუთი თაობის განმავლობაში, გახსოვდეთ! ეს ჩონჩხის გალია ან ტანი (ასთიპანჯარამი) არის ჰასტინაპურამი, სადაც ჩვენ გვყავს ბრმა მეფე, დჰრითარაშტრა, მასიმბოლირებელი უმეცრების, ისევე როგორც იუდჰისთირა, მასიმბოლიზებელი სიბრძნის. დაე იუდჰისთირას ძალებმა გაიმარჯვოს, შრი კრიშნას დახმარებით. დაე ენამ მიჩვეულმა ამქვეყნიური ტრიუმფებისა და უბედურებების მარგოზას ნაყოფის სიმწარეს, დააგემოვნოს უფლის სახელის გახსენების ტკბილი თაფლი. ექსპერიმენტეთ ამით დროს განმავლობაში და თქვენ იქნებით გაკვირვებული შედეგით! თქვენ შეძლებთ იგრძნოთ უზარმაზარი გაუმჯობესება მშვიდობისა და სტაბილურობის თქვენში და თქვენს ირგვლივ. ისწავლეთ ეს მარტივი გაკვეთილი, ჩაიძირეთ სიხარულში და ანებეთ სხვებსაც ეზიარნენ ამ სიხარულს თქვენთან.
– ღმერთის საუბარი, 1958 წლის 2 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს 2022 წლის 31 მაისი.
ხანდახან ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ იმედგაცრუება რომ ნამასმარანას ჩვენი პრაქტიკა არ იძლევა ნაყოფს და მიდრეკილია უწესრიგობისკენ. ეს კარგია? ბჰაგავანი სიყვარულით განამტკიცებს რწმენის საჭიროებას სულიერ ვარჯიშებში.
არ მოისურვოთ ხილი ნერგის დარგვის მომენტში! არ მოკრიფოთ და დაღეჭოთ ფოთლები და ყლორტები დასკვნის გაკეთების იმედით ნაყოფის გემოზე! ამის გაკეთება არ დაგეხმარებათ თქვენ ხილის სიტკბოსგან სიამოვნების მიღებაში; გარდა ამისა, თვით მცენარე არ გადარჩება. მსგავსად, თქვენი ამოცანაა უბრალოდ კულტივიროთ ნერგი, რომელსაც ჰქვია “ღმერთის სახელი”. იმ დროს როცა ასე აკეთებთ, არ დაეჭვდეთ და არ შეამოწმოთ აქვს თუ არა მას მასზე მიკუთვნებული დიდება. უშეცდომოდ, ეს ნერგი გაიზრდება ხედ და მოგცემთ თქვენ ნაყოფს რის ჭამის იმედიც გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ მას. სახელი არის ამ ნაყოფის მოცემის უნარიანი. ასე რომ, ერთმიზნობრივი ყურადღების (ეკაგრათას) დანიშნულებაა თქვენი იძულება მიეწებოთ სახელზე, მისი შეცვლის გარეშე, და დაიჭიროთ მისი ფორმა მუდამ მხედველობაში. “უფლის სახელის ხსენების (ნამასმარანას)” ბადეს არ უნდა ჰქონდეს გაწყვეტილი ხვრელები; ანუ მას უნდა ჰქონდეს ადგილი ყოველთვის, შეწყვეტის გარეშე. თუ არის რამე ნახვრეტი, ხილი რომელიც ვარდება ბადეში შეიძლება გაიქცეს მისი მეშვეობით! იმედიტირეთ მანამ, სანამ თქვენი ჭკუა მტკიცედ არ მოხვდება თქვენს კონტროლქვეშ. ეს არის უპირველესი ამოცანა.
– დჰიანა ვაჰინი, თავი 8.
სატია საი ბაბა