იანვარი

1.01.2012
ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უნდა იყოს ისეთი როგორიც არის გულსა და სხეულს შორის. ორივე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან; ისინი დამოკიდებული არიან ერთმანეთისგან თავიანთ არსებობაში. სიყვარულმა და მღელვარებამ უნდა არეგულიროს ურთიერთობა ამ ორს შორის და არა სიძულვილმა და შურმა. იმუშავეთ სიყვარულის სულით; ის მიგიყვანთ თქვენ თაყვანისცემასთან. ესე იგი, იმუშავეთ რაიმე გამორჩენის წილის გარეშე რომელსაც თქვენ მიიღებთ მისგან. იმუშავეთ რადგან ეს არის თქვენი მოვალეობა; იმუშავეთ რადგან თქვენ გიყვართ მუშაობა, რადგან ეს არის გზა რომლითაც თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ ღმერთს მადლიერება თქვენზე მონიჭებული უნარ-ჩვევების გამო. ამ სამუშაოს მოწონება მიგიყვანთ თქვენ სიბრძნესთან, რომელიც არის ღმრთიურების აღიარება ყოველ ცოცხალ არსებაში. დაე ახალმა წელმა მოგცეთ თქვენ გონებრივი სიმშვიდე და შეგისრულოთ თქვენი სიცოცხლის თვითშეცნობის იდეალი. დაე ყველა კეთილდღეობა და კმაყოფილება დაგემატოთ თქვენ, ეს არის ჩემი კურთხევა.
2.01.2012
თქვენ შეიძლება გაიკვირვოთ, განთავისუფლებული ადამიანები (ჯნანები) მაინც როგორ უნდა აკეთებდნენ მოქმედებას (მოქმედებას). კეთილი, ადამიანები ჩვეულებრივ მისდევენ მათ მიერ ჩამოყალიბებულ უმაღლეს იდეალს. მათი მოქმედებები აფორმირებს უბიწო ქცევებს (დჰარმას). თუ ჯანანები არიან უმოქმედო, როგორ გადაირჩენენ თავის თავს უბრალო მოკვდავები? მათ არ ეყოლებათ გზამკვლევი და დაიკარგებიან გრძნობითი სიამოვნების უბრალო გზაზე. ბრძენთა მოვალეობა არის სამართლიანობის ხელშეწყობა და სხვების წინაშე მისი პრაქტიკა, რომ სხვებიც ასევე შეგულიანდნენ მისდიონ იმედით რომ გახდებიან ისეთივე კმაყოფილი და გახარებული როგორც არიან ჯნანები. ბრძენები აკეთებენ და ასრულებენ, ხედავენ და აჩვენებენ ისეთი სახით იმიტომ რომ დანარჩენები დარწმუნდნენ მათი მაგალითის მიდევნაში. მზე და მთვარე ასრულებს მათთვის დადგენილ დავალებებს; ქარი და ცეცხლი ასრუკლებს თავის მოვალეობებს შეპასუხების გარეშე. მაშასადამე თითოეულმა ადამიანმაც უნდა შეასრულოს თავისი ამოცანა წარმატებით და მზრუნველობით.
3.01.2012
ბევრი ბავშვი დღეს არის თავქეიფა და საძაგელი, ვინაიდან მათ არ აქვთ სხვა მისაბაძი მაგალითი. სამწუხაროდ მშობლები, მასწავლებლები და ლიდერები ახალგაზრდების ჭკუაში აღვივებენ ვნებებს და ამხნევებენ მათ შეუფერებელ საქმეებში. ბალ ვიკასის თანასწორად უხუცესებმაც უნდა განცადონ ვიკასი (აყვავება ან განვითარება), და ატარონ უბრალოების, გულითადობის და მყარი სულიერი დისციპლინის სანიმუშო ცხოვრება. ბავშვები არ ამბობენ ერთ რამეს და არ აკეთებენ საწინააღმდეგოს. ისინი არიან ნამდვილად პირდაპირი მოწინევე და უმანკონი. თითოეულმა უნდა შეითვისოს ეს ბუნება მათგან, უფროსები მოშორდნენ ამ იდეალისგან. ასი რამის თქმის ნაცვლად უკეთესია გააკეთო ერთი რამე კარგად. აკურთხეთ თქვენი სიცოცხლე უანგარო სამუშაოს კეთებით. ადამიანს, ვინც ბევრს ლაპარაკობს არ აქვს დრო სამუშაოსთვის. თქვენს სიტყვებში დროის ფლანგვის ნაცვლად, გამოიყენეთ თქვენი დრო კაცობრიობის მსახურებისთვის, რომელიც არის მსახურება ღმერთისთვის, ყოველა დროს იმეორეთ უფლის სახელი.
4.01.2012
გახსოვდეთ რომ მსოფლიოში თითქმის ყველა არის შეზღუდული კარმის (მოქმედების) წესით. მაგრამ ადამიანები იმდენად ჩაძირული არიან უმეცრებაში რომ მათ არ იციან თავიანთი საკუთარი ზნეობრივი ან ინტელექტუალური მდგომარეობა და კარმას საიდუმლოებები. ასეთი ადამიანები შეიძლება იყვნენ დახსნილნი დიდების მაგალითის შთაგონებით. როგორი სითბოა თქვენს სხეულში ახლა? ის შეიძლება იყოს 98 გრადუსის ფარგლებში; ეს როგორ მოხდა? იმის გამო რომ მზე მრავალ მილიონჯერ ატარებს ამ სითბოს ამ მანძილზე, ასე არ არის? ახლა თუ მზე ჩათვლის რომ არ შეეგუება ყველა ამ ცეცხლს და გახდება ცივი, რა მოუვა კაცობრიობას? თუ ღმერთი თავს შეიკავებს მოქმედებიდან, წარმოგიდგენიათ როგორი იქნება ამ უზარმაზარი მსოფლიოს ბედი? სიბრძნის ადამიანი (ჯნანი) ასევე საჭიროებს დასაქმებას მოღვაწეობაში, ჩვეულებრივი კაცის სიზარმაცისა და უმეცრების მოსაშორებლად. ყველა ემორჩილება კარმას წესს, რაიმე გადახრის გარეშე.
5.01.2012
პრანაიამა არის პრაქტიკა (სადჰანა) რომლითაც თქვენ წმენდთ თქვენს სუნთქვას (პრანას). მისი მნიშვნელობა შეიძლება გაგებული იყოს როდესაც ჩვენ შევიცნობთ რომ არსებობს ხუთი სასიცოცხლო ჰაერი, სახელდობრ: პრანა, აპანა, ვიანა, უდანა და სამანა. პროცესი რომლითაც ეს სასიცოცხლო ჰაერები კონტროლდება იწოდება პრანაიამად და ეს იძლევა შინაგან ხედვას. პრანაიამაში არის სამი სხვადასხვა ტიპის მდგომარეობა: რეჩაკა (ამოსუნთქვა), პურაკა (ჩასუნთქვა) და კუმბჰაკა (სუნთქვის შეჩერება). რეჩაკით და პურაკით ადამიანს შეუძლია მიიღოს კონტროლი სხვადასხვა სასიცოცხლო ჰაერებზე და მათ შიგნით შესვლაზე. ჰაერთა (სუნთქვის) შეწყვეტის პროცესის ხანგრძლივობა არის კუმბჰაკა. ამასთან ერთად პრათჰიაჰარა უნდა იყოს ყურადღების ცენტრში ნეტარების მისაღწევად. ორგანოებს და ჭკუას ყოველთვის სურთ ხედონ და იზრუნონ გარეგაგან საგნებზე. ჭკუა ანვითარებს გრძნობით სურვილებს მათზე შეხედვით. როგორც ამ სურვილების შედეგი, ჭკუა ხდება უსუფთაო. პრათჰიაჰარა მოიცავს ჭკუის შებრუნებას შიგნით და მოშორებას გარეგანი საგნებიდან.
6.01.2012
ზემოთ მყოფი თვითმფრინავი, კიცხავს დედამიწას ქვემოთ? ისინი ვინც მიიღო მასში ყოფნით მგზავრობის უფლება ვერ აფრინდებიან მასთან! ამიტომ, რომ მიიღოს მგზავრები ის ეშვება დაბლა წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე სადაც ისინი იკრიბებიან, და შემდეგ ალივლივდება ჰაერში მათთან ერთად. სწორედ ასევე, სულიერად განვითარებულები (ჯნანები) ვისაც არ აქვს კარმის კეთების სურვილი ან წადილი, მოდის დაბლა და ეხმარება მათ ვინც სხვაგვარად ვერ პროგრესირებს. ქმედებების შესრულების სწორი გზა არის სამყაროს ყველა ასპექტის იდენტიფიცირება უნივერსალურ არსებასთან და ყველა მოქმედების მასზე მიძღვნა. ყოველთვის გახსოვდეთ რომ ის ვინც შეზღუდულია დეჰა-ატმა ბუდდჰით (მცდარი იდეით რომ ის არის მხოლოდ ეს სხეული და მეტი არაფერი) ვერასდროს შეძლებს ცხოვრების თამაშის მოგებას; უეჭველად რომ გაიმარჯვოს ადამიანმა უნდა შეიძინოს ბრაჰმა-ატმა-ბუდდჰი (ცნობიერების ამაღლება რომ ის არის ღმრთაებრივი).
7.01.2012
რა შეიძლება იყოს უფრო დიდი უბედურება ვიდრე ის რომ ჩააცივდე სხვის შეცდომებს და იყო ბრმა საკუთარის მიმართ; დასცინო სხვის შესახედაობას და არ შეამჩნიო საკუთარი სიმახინჯე? თუ გაქვს ასეთი ხარისხები დაბადებიდან – შეიძლება არსებობდეს ცოდვა უფრო დიდი ვიდრე ეს არის? არის ეს კულტურა? სიყვარულის ხორცშესხმებო! ზნეობის დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყველა მოქმედების და ყველა აზრის გაღმრთიურება და იდეალების ერთგულება – ეს ყველა ერთად შეადგენს კულტურას. სტუდენტები დღეს არ იწადინებენ საჭირო ძალისხმევას რომ გაიგონ ამ კულტურის სიწმინდე და ფასეულობა. სამსკრიტ, სამსკრიტი, სამსკარა ყველა არის ტერმინი რომლებიც მიღებულია ფესვებიდან სამ და კრიტ. ბჰარატია სანსკრიტი (ინდოეთის კულტურა) არის შემცველი სისუფთავის, ღმრთიურების, ამაღლებულობის და სილამაზის; არა ჭკუამოკლე იდეების და იდეალების. “ლოკა სამანსთჰაას-სუკჰინო ბჰავანტუ!” (დაე ყველა არსება ყველგან იყოს ბედნიერი) არის ჩვენი წმინდა კულტურის დალოცვილი დევიზი.
8.01.2012
თითოეულმა უნდა აკეთოს მოქმედება (კარმა); თუ არა თვით მსოფლიო მივა არარაობასთან. თითოეული ადამიანი მსოფლიოში შეზღუდულია კარმის ვალდებულებით. სიბრძნე (ჯნანა) არის ყველა კარმის საბოლოო მიზანი და შენაძენი; სიბრძნე არის განძი მოპოვებული ადამიანის ძალისხმევით ჭკუის გასუფთავებასა და ღმერთის წყალობის გამომუშავებაზე. რა არის სიბრძნე? სიბრძნის მეშვეობით თქვენ განცდით რომ ღმერთი არის ყველაში და ყველგან. ყველაფერი არის შენში და შენ ხარ ყველაფერში. თქვენ უნდა დაამაგროთ ეს რწმენა თქვენს ცნობიერებაში ანალიზის, გარჩევის და გონებრივი გამოკვლევის მეშვეობით. გააცალკევეთ და გაუშვით თქვენი შეგნებიდან გრძნობების, ჭკუის, გონების და ა.შ. შთაბეჭდილებები. თქვენ უნდა შეასრულოთ ყველა ცალკეული თქვენი მოქმედება ამ სიბრძნით (ჯნანით) როგორც მისი ფონი და მრწამსი.
9.01.2012
დაწყებით კლასებში ბევრი ბავშვი იქცევა მორჩილად, დისციპლინირებულად და გულკეთილად. როგორც კი ისინი გადადიან საშუალო სკოლაში, ისინი კარგავენ ზოგიერთ ამ ხარისხს. როდესაც ისინი მიდიან კოლეჯში, თითქმის ყველაფერი მიდის! რატომ? იმიტომ რომ მასწავლებლები ზრუნავენ მათი დისციპლინისა და კარგი ქცევისთვის დაწყებით სკოლაში. მაღალ კლასებსა და კოლეჯებში გაკეთებული არის რაიმე დამოძღვრით და პრაქტიკით ხასიათისა და სულიერების ხელშესაწყობად სტუდენტებს შორის? დღეს განათლებას ეძებენ სამუშაოს საშოვნელად; ეს არ არის მართებული. განათლება არის სწორი გაგების განვითარებისთვის. სტუდენტებმა უნდა აითვისონ კულტურაც აკადემიურ განათლებასთან ერთად. სულიერებას და ზნეობრიობას სტუდენტებს შორის უნდამიეცეს ხელშეწყობა. ყველა პროფესიებს შორის მსოფლიოში, ეს მასწავლებელის არის ყველაზე პატივსაცემი. მასწავლებელმა უნდა გაავრცელოს სტუდენტებში ის რაც არის კარგი და აკეთილშობილებს. ეს უნდა განვითარდეს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
10.01.2012
გრძნობების, ჭკუის, და გონების შთაბეჭდილებებს არაფერი ესაქმებათ ატმასთან (ღმრთიურ მე-სთან), რომელიც თქვენ სინამდვილეში ხართ. ატმა ხელშეუხებელია რაიმე სუბიექტისგან ან ობიექტისგან ან სიამოვნებისგან. ატმას ცნობა ისე როგორც არსების, ხელშეუხებლობის და მიუბმელობის, არის ჯნანას (სიბრძნის) საიდუმლო. ეს ცნობიერება გიხელმძღვანელებთ თქვენ ორივე გზაზე გარეგანზეც (პრავრიტი მარგაზე) და შინაგანზეც (ნივრიტი მარგაზე). ამ ცოდნამ არ უნდა დაბლოკოს მოქმედება არამედ უნდა შეავსოს ის მიზნით და მნიშვნელობით. მან უნდა შექმნას რწმენა, შთააგონოს ზნეობრივი ცხოვრება და მიიღოს ადამიანი თავის დასახსნელად ნიშკამა კარმას, მოქმედების რომელიც არ არის გამოწვეული სურვილით, გაზე. გათავისუფლების მისაღწევად, ჯნანა არის პირდაპირი გზა. ამის გამო ის არის შეუდარებლად წმინდა. ბუნებრივია, უვიცობის მიდევნა არის უეჭველად ყველაზე დიდი საზიზღრობა. “ხედეთ უნივერსალი კერძოში; ხედეთ კერძო უნივერსალში – ეს არის ჯნანას არსი,” განაცხადა კრიშნამ გიიტაში.
11.01.2012
თუმცა საკვები და ჩვევები შეიძლება იყოს განსხვავებული ერებს შორის, ჰარმონიულობისა და ერთობის სული ნაჩვენები სპორტში არის სასიამოვნო მაგალითი ყველასთვის. ეს არის სპორტის განსაკუთრებული თვისება რომ განსხვავებები დავიწყებულია და ადამიანები ებმებიან თამაშებში მეგობრობისა და ამხანაგობის ღმრთიურ სულში. სპორტი ეხმარება მოთამაშეებს არა მხოლოდ თავიანთი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, არამედ სიხარულის განცდაშიც. მიუხედავად ამისა ადამიანი არ უნდა დაკმაყოფილდეს მარტო ამ უპირატესობების შეცნობაზე. ადამიანთა მოდგმას აქვს სხვა სხეულიც ფიზიკურის გარდა. ეს არის წმინდა სხეული, სხვანაირად ცნობილი როგორც ჭკუა. თანაბრად მნიშვნელოვანია ჭკუის სისუფთავის ხელშეწყობა და დიდსულოვნების განვითარება. ჭეშმარიტი ადამიანურობა ყვავის მხოლოდ მაშინ როდესაც სხეული, ჭკუა და სული არის განვითარებული ჰარმონიულად. ენთუზიაზმი და ძალისხმევა რომელსაც თქვენ წარმოაჩენთ სპორტში ასევე ცხადად უნდა იყოს ნაჩვენები ზნეობასა და სულიერებაში.
12.02.2012
მთელი მსოფლიო ფარულად დაკავშირებული არის ღმერთ მზესთან. ის არის უფლის ხილული გამოცხადება. ინდოეთში, ღმერთი მზე (სურია) ითვლება უაღრესად წმინდად და მიენიჭა დიდი გურუს უნიკალური სტატუსი. მზე არის აგრეთვე დროის წყარო. მზე ზღვარს უდებს და არეგულირებს თითოეული ადამიანის სიცოცხლის წლების რაოდენობას. ის ასრულებს თავის მოვალეობას ჯილდოზე ფიქრის გარეშე და არის თავმდაბალი და სტაბილური. წარმოიდგინეთ მოთმინება რომლითაც მზე იტანს მთელ ამ უკიდურეს სიცხეს და იძლევა საკამრის სითბოს ადამიანის სხეულისკენ ყოველ ცალკეულ დღეს. ადამიანის არსებები აქტიურობითა და გონიერებით ასე სავსე არიან მზის ენერგიის ხარჯზე, რომელსაც შეითვისებენ. თუ მზე არის უმოქმედო რაიმე გაელვებაზე, მთელი მსოფლიო წავა სიცივესა და სიბნელეში. დიდების მოქმედებები არის იდეალი რომელიც დანარჩენებმა უდა მიიღონ მხედველობაში. ეს ასევე აჩვენებს რომ ყველაფერს მსოფლიოში დაკისრებული აქვს კარმას (მოქმედების) ვალდებულება.
13.01.2012
რაც უფრო მეტ სიმდიდრეს აგროვებთ თქვენ ხდებით მეტად შეზღუდული და ხვდებით მეტ მოუსვენრობაში, მღელვარებასა და შიშში. სიმდიდრით შეზღუდული ადამიანის ჭკუაში ვერ იქნება მშვიდობა. ადამიანები უმეცრად ეძებენ ამ მოუსვენრობას (აშაანტის) რადგან მათ არ იციან სად შეიძინონ ჭეშმარიტი მშვიდობა (შანტი). განათლებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს შანტის კარგი ხარისხი როგორც პირველი კვალიფიკაცია. ეს ნიშნავს, ადამიანი არ დაავადდება ქებით ან გაკიცხვით, წარუმატებლობით ან წარმატებით. ეგო არის ის რაც ადამიანს აგრძნობინებს გახარებას ან დამწუხრებას. ამიტომ აკონტროლეთ ეგო სიყვარულის გაშლით ყველა ცოცხალი არსების მიმართ. ეგო არის უსიყვარულობა. ეგოთი დაავადებულ ადამიანს არ შეუძლია იყოს გახარებული როდესაც სხვები არიან ბედნიერნი და შეიგრძნოს ტკივილი როდესაც სხვები არიან დამწუხრებულები. მხოლოდ უანგარო და არაეგოურ ადამიანს შეუძლია გაინაწილოს სხვების ბედნიერება და გადადგას პოზიტიური ნაბიჯები სხვების ტანჯვების შესამცირებლად. ღმერთი ყოველთვის იქნება უანგარო ადამიანების მხარეზე და არ არსებობს რაიმე რის მიღწევასაც ისინი ვერ შეძლებენ.
14.01.2012
დაფიქრდით ამაზე: როდესაც თქვენ ხართ კარგად, არავინ კითხულობს თქვენს ჯანმრთელობაზე. მაგრამ თუ თქვენ ხართ შეპყრობილი ავადმყოფობით ან მწუხარებით, თქვენ თავს გეყრებათ შემაშფოთების კითხვები. რატომ არის ეს შეშფოთება? იმიტომ რომ ადამიანის არსებითი ბუნება არის ბედნიერად და ჯანმრთელად ყოფნა. თქვენი ბუნება არის სიხარული. ამიტომ როდესაც თქვენ ხართ ბედნიერი და ჯანმრთელი, არავი არის გაოცებული ან შეწუხებული. დარდი და სევდა არის არაბუნებრივი, და არის შედეგი შეცდომის რომელმაც წალეკა ადამიანის ბუნება. თუ თქვენ აკეთებთ ამოცანას როგორც შეთხზულ დავალებას თქვენ აღმოაჩენთ შეგუების სირთულეს უსიამოვნებასა და ტკივილებზე რომლებიც შეიძლება მოვიდეს მასთან ერთად. დავალება ასევე წააქეზებს პატივმოყვარეობას ან გრძნობას ‘მე ვარ მოღვაწე’, რაც შედეგა გადადის დაქანცულობაში ან აღფრთოვანებაში, ზიზღში ან სიამაყეში. მეორე მხრივ როდესაც კარმა (მოქმედება) არის შესრულებული როგორც თქვენი ბუნება თქვენ შეძლებთ იყოთ მამაცი.
15.01.2012
განვიხილოთ მსახურება რომელსაც მზე (სურია) ეწევა ამ მსოფლიოში! ეს არის ყველას ყოველდღიურ განცდაში. მზე არის სიცოცხლის ყველა ფორმების წყარო ამ პლანეტაზე. მისი სხივების გარეშე დედამიწა იქნება უდაბნო ნარჩენები. მას ააქვს მაღლა ცაში ზღვების და წყალსატევების წყალი, და ღრუბლებიდან ასხამს წვიმას ნათესებზე. ის არის დჰარმადევათჰა (სათნოების ღმერთი), თავისი სხივების ერთნაირად მომფენი ყველაფერზე. მსახურება რომელსაც ის ეწევა და ბედნიერება რომელსაც ის ხელს უწყობს არის ის რასაც სხვა ვერავინ ვერ შეძლებს. ამის კეთების მიუხედავად მილიონობით წლების განმავლობაში, რაიმე სიამაყის გარეშე, ის მოძრაობს მიუბმელად თავისი ენერგიული მსახურების შედეგებზე. მზე ამით გვასწავლის რომ როდესაც ადამიანი არის თავისთავადი, არ იარსებობს დაუძლურება ან ხალისიანი განწყობა, ზიზღი ან სიამაყე. ესე იგი, მზის ამოცანა არ არის რაიმე ძალად თავს მოხვეული გარედან და თავის თავზე აღებული ძალდატანებით. ამიტომაც სრულდება ის სისტემატიურად და შეუფერხებლად.
16.01.2012
ადამიანად დაბადება ეძლევა ცოცხალ არსებას როგორც გვირგვინი მისი მიღწევების მრავალი სიცოცხლის განმავლობაში. იცოდეთ რომ ეს სიცოცხლე არის ძალიან არამდგრადი; სიკვდილი ყოველთვის დასდევს და არავინ იცის როდის მოკლავს ადამიანს. არ გადადოთ ცხოვრების სწორი მიზნის არჩევა და გადაწყვეტილების მიღება მათი მიღწევის საუკეთესო საშუალებებზე. შეტრიალდით გარე სამყაროდან და მისი ცდუნებებიდან ცნობიერების შიდა სამყაროში. ეს შინაგანი მოგზაურობა დაჯილდოვდება ექსტაზის ძვირფასი საგანძურით. ზღვა რიყავს ნაპირზე მხოლოდ ნაჭუჭებს და ქაფს. მაგრამ თუ ვინმე ყვინთავს სიღრმეში ისინი დაჯილდოვდებიან მარჯნით და მარგალიტით. ეს უნდა იყოს თქვენი ნამდვილი მისია. თუ თქვენ აცდებით ამას, თქვენ ცხოვრობთ და კვდებით როგორც ცხოველი რომელმაც არ იცის მისი სიხარულის შინაგანი წყარო. თუ თქვენ აღმოაჩენთ სიხარულის შინაგან წყაროს, თქვენ იქნებით აათჰმაა რაამა – ბედნიერი, კმაყოფილი, მშვიდობიანი და მოსიყვარულე.
17.01.2012
ღმერთმა შექმნა ეს მსოფლიო თავისი ინიციატივით და აკურთხა სხვადასხვა კოდექსებით მისი შენარჩუნებისა და მშვიდობიანი მოქმედებისთვის. არსებობდა წესები ყოველი ინდივიდისა და ადამიანთა ჯგუფისთვის. ისინი აყალიბებენ დჰარმის (უბიწო ქცევის) საფუძვლებს. სიტყვა დჰარმა მიღებულია ფესვიდან, ჰდრ, რაც ნიშნავს ‘ტარება’. დჰარმა ნიშნავს იმას რასაც ატარებენ ან იყენებენ. ეს არის უფლის წმინდა სამოსელი (პითჰამბარა). დჰარმა იცავს ორივეს პატიოსნებასაც და ღირსებასაც; მფარველობს და აძლევს სილამაზესა და სიხარულს, ასესხებს სიცოცხლის მშვენიერებას. როგორც ტანსაცმელი ხელს აშველებს იმ ადამიანის ღირსების შენარჩუნებას, ვინც მას ატარებს, ისე დჰარმა იცავს ყოველი ქვეყნის და მისი ხალხის კეთილშობილებას. ყოველ ცალკე ქვეყანას მსოფლიოში აქვს მისი საკუთარი სპეციალური დჰარმა ან უნიკალური მოვალეობა. ყოველი ქვეყანა (დეშა) არის უფლის სხეულის (დეჰას) ნაწილი, და დაცული არის იმ დჰარმით რომელიც არის გამოყენებული.
18.01.2012
ყველა შიში, მღელვარება, სისასტიკე და უსამართლობა, ესე იგი ის რაც აზიანებს დღეს მსოფლიოს, გამოწვეული არის მატერიალური განათლების მცდარი ტიპით. ისინიც კი ვინც გვპირდება სხეულის დაავადების განკურნვას მკურნალობენ მას თითქოს ის არის სხვადასხვა ნაწილები, ზემოქმედებენ შესაბამისად ცალკეული შესწავლით და მკურნალობით. მთელი ბუნება არის ღმერთის სხეული და განხილული უნდა იყოს როგორც ერთი. სულიერი განათლება ყურადღებას აქცევს ერთიანობას ყველა ხილული მრავალფეროვნების უკან. შემთხვევების ან დღესასწაულების აღსანიშნავად თქვენ შეიძლება მტვრისგან წმენდთ და ასუფთავებთ თქვენს სახლებს და მათ არემარეს, ღებავთ და ათეთრებთ კედლებს, ხაზავთ ხელშემწყობ მოხატულობას იატაკზე ან აწყობთ ყვავილების გვირგვინებს თქვენი კარების ზემოთ – ყველა ეს არის უბრალოდ გარე მორთულობა. რომ იყოთ ნამდვილად ბედნიერნი, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ეგოურობის, სიხარბის, სიძულვილის და ეჭვის ბოროტების მოშორება თქვენს შიგნით. მაშინ თქვენ ნამდვილად შეიცნობთ სინათლეს თქვენს შიგნით, და ატმა (უზენაესი სული) გადმოვა თქვენზე მთელ მის დიდებაში.
19.01.2012
აიღეთ ხუთი ელემენტი, პრაპანჩას (მსოფლიოს) შემადგენელი. მათგან წყალს აქვს მდინარება და სიცივე როგორც მისი დჰარმა; წვა და სინათლე არის ცეცხლის დჰარმა. თითოეულს ხუთი ელემენტიდან აქვს თავისი უნიკალური დჰარმა. ადამიანურობა კაცისთვის და ცხოველურობა ცხოველებისათვის – ეს იცავს მათ დაცემისგან. როგორ შეიძლება ცეცხლი იყოს ცეცხლი, თუ მას არ აქვს წვის და სინათლის ძალა? მან უნდა გამოამჟღავნოს დჰარმა თავისი ყოფნით. როდესაც ის კარგავს მას, ის ხდება უსიცოცხლო როგორც ნახშირის ნატეხი. ასეთნაირადვე ადამიანსაც აქვს ზოგიერთი ბუნებრივი დახასიათება, რომელიც არის მისი ნამდვილი სასიცოცხლო სუნთქვა; პიროვნება შეიძლება იდენტიფიცირებული იყოს ‘ადამიანად’ მხოლოდ მაშინ როდესაც ესწრება ეს ატრიბუტები. რომ შეინახო და აღზარდო ასეთი ხარისხები და უნარები, გარკვეული ტიპები ქცევის და აზრების მიმართულებები უნდა ჩაალაგო. ამას ეწოდება დჰარმა. ეს ხარისხები ვერ იქნება შემოტანილი გარედან, ვერც მოშორებული. ეს არის თქვენი ნამდვილი ბუნება, თქვენი უნიკალურობა.
20.01.2012
თქვენ უნდა განავითაროთ განუყოფელი მიბმულობის დამოკიდებულება უფალთან, ვინც არის თქვენი ნამდვილი მე. თუ ის არის ყვავილი, ჩათვალეთ თქვენი თავი ფუტკრად რომელიც აგემოვნებს მის თაფლს; თუ ის არის ხე, იყავით ჭიანჭველა რომელიც მას ეჭიდება; თუ კლდეა, მაშინ იგრძენით რომ თქვენ ხართ მასზე მდინარე პატარა ჩანჩქერი; თუ ის არის ცა, იყავით პაწაწინა ვარსკვლავი რომელიც ბრწყინავს მასზე. ყველაფერზე უწინ შეიცანით ჭეშმარიტება რომ თქვენ და ის ხართ შეკრული უზენაესი სიყვარულით. თუ თქვენ შეიგრძნობთ ამას ცხარედ ფაქიზი გონებით, მაშინ მოგზაურობა გახდება სწრაფი და მიზანი შეიძლება იყოს მიღწეული. არსებობს სხვაობა ფაქიზსა და უხეშ გონებას შორის. სთჰულა ბუდდჰი (გარეგანი ცოდნა ან უხეში გონება) სიარულით გატარებთ თქვენ, მაგრამ ფაქიზი გონება გაგაფრენთ დანიშნულების ადგილისკენ. უხეში ასევე დიდად არის მიბმული სხეულის ცნობიერებასთან სადაც ფაქიზი აბიჯებს სხეულის საზღვარს და ამსუბუქებს თქვენს ტვირთს.
21.01.12
უბიწო ქცევა (დჰარმა) არის ხარისხი რომელიც ქმნის ადამიანს ცხოველიდან. ადამიანის არსების ეს საჰაჯადჰარმა (ბუნებრივი ქცევა) დაძლეული იყო დროთა განმავლობაში; ისინი ვინც მხარს უჭერდა მას და ამხნევებდა, და იღებდა სიხარულს მისგან შემცირდნენ რიცხობრივად. ეს არის მონათესავე სარეველის რომელიც ძლევს ნათეს კულტურებს. ასე რომ ‘დჰარმას დამკვიდრება’ არის მინდვრის დაფარცხვის საქმე! ამ რკინის საუკუნეში (ქალიიუგაში), დჰარმა შემცირდა უბრალო სიტყვამდე. დჰარმა არ არის სიტყვების მანიპულირება. “სათჰიამ ვადა, დჰარმამ ჩარა” (ილაპარაკე ჭეშმარიტება და მოიქეცი უბიწოდ) – იყო უპანიშადების, ინდური კულტურის საცავების წკრიალა მოწოდება. თუმცა აწმყო დროში, “დჰარმამ ვადა”, (ილაპარაკე უბიწო ქცევის შესახებ) გახდა დღის წესრიგი! ეს არის პირველი ნაბიჯი დჰარმას დასაცემად! იცოდეთ რომ, რაც არ არის გამოყენებული შეუძლებელია გააჩნდეს ძალა. გაიგეთ ეს ჭეშმარიტება და გამოიყენეთ დჰარმა თქვენს ცხოვრებაში.
22.01.12
ერთი ღმერთი არის ყველა ადამიანის შინაგანი მამოძრავებელი (სარვაანთჰარიაამი). თუ ის არის ყველას შიგნით, ის როგორ არ იქნება ყველაფრის მხედველი. ნება მომეცით მე მოგიყვანოთ თქვენ მაგალითი. წარმოიდგინეთ კრიალოსანი სხვადასხვა ტიპის მძივების: მარჯნის, მარგალიტის, რეჰანის, რუდრაკშას, ბროლის, ნიჟარის და ა.შ. ძაფი გადის ყველა კრიალოსანში და იჭერს ყველა მძივს ერთად მაგრამ ის ჩანს მხოლოდ გამჭვირვალე მძივებში. სწორედ ასევე თქვენ უნდა გახადოთ თქვენი თავი გამჭვირვალე, თავისუფალი სურვილისა და ნებისგან, რომელიც მალავს და ნისლით ფარავს ღმერთს თქვენს შიგნით. მაშინ თქვენ შეძლებთ შინაგანი მამოძრავებლის დანახვას. ამ გამჭვირვალობის გამოსამუშავებლად განზრახვის სიწმინდე, იმპულსი და ინსტინქტი არის აუცილებელი. თქვენ შეგიძლიათ მისი მიღწევა სისტემატიური და გულწრფელი სულიერი დისციპლინით. კიბე უნდა იყოს ისეთი სიმაღლის, როგორი სიმაღლის მიწვდომაც თქვენ გინდათ. სწორედ ასევე თქვენი სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) უნდა ტარდებოდეს იქამდე ვიდრე თქვენ განცდით მას (უფალს).
23.01.2012
ნიანგის ძალა დამოკიდებულია მის წყალში ყოფნაზე; დჰარმას (უბიწო ქცევის) ძალა დამოკიდებულია მის პრაქტიკაზე. დჰარმა იქნება სუსტი როდესაც მას ამოიღებენ პრაქტიკიდან და დააგდებენ სიტყვების ქვიშაზე. სათჰია არის მეტყველების საგანი და ის ხდება ძალა როდესაც ის არის მუდმივად პრაქტიკებული. ტერმინს ‘ძალა’ აქვს ორი მნიშვნელობა: ცხოველის (ასურის) ძალა და დჰარმის ძალა. ეპოსში მაჰაბჰარათჰა, ბჰიმას (მეორეს პანდავების ხუთი ძმიდან) ჰქონდა ფიზიკური ძალა, მაგრამ რადგან მისი უფროსი ძმა დჰარმარაჯა იყო მის გვერდით, ბჰიმას ძალა გახდა დჰარმის. პანდავები გადარჩნენ მათი დჰარმის მიმდევრობით! მაგრამ მათი სწორი ქცევისთვის ისინი უნდა დატანჯულიყვნენ სწორედ დასაწყისშივე. და კაურავებმა (ასი ძმა რომლებსაც პანდავები ებრძოდნენ) როგორ წააგეს მათი დაუეჭვებელი ძალის მიუხედავად? ისინი განიცდიდნენ დჰარმის ძალის ნაკლებობას. ყველაფერი რაზეც ისინი შეიძლება მინდობოდნენ იყო ნამდვილად ცხოველის ძალა.
24.01.2012
გამოიჩინეთ შეუპოვრობა თქვენს სადჰანაში (სულიერ დისციპლინაში) თქვენი მიზნის მიღწევამდე. როდესაც კედლები მთლიანად აშენებულია ხარაჩოებს ხსნიან; სწორედ ასევე როდესაც რელობის ხედვა არის მიღწეული სადჰანას სხვადასხვა ფორმები (როგორიც არის მედიტირება, განჭვრეტა, თაყვანისცემა, ერთგული სიმღერა და ა.შ.) ათვისებული თქვენს მიერ ადვილად წავა. შესაფერისი კომპანია არის ძალიან აუცილებელი თქვენთვის რომ დარჩეთ თქვენს სადჰანაში. თქვენ ფორმირდებით კომპანიისგან რომელსაც მისდევთ; თქვენ დაჭუჭყიანდებით უსუფთაო აზრებით იმ ადამიანების ვისთანაც თქვენ მოძრაობთ. ამიტომ იყავით ყოველთვის ფრთხილი კომპანიის რომელსაც მისდევთ; სუფთა წყალი რომელიც მოდის წვიმის სახით ციდან იღებს ასობით გემოს და ფერს ნიადაგიდან რომელზეც ის ეცემა. იყავით ფხიზლად! თქვენ ასევე უნდა ხედოთ ყველა შანსი კეთილშობილურ აზრებზე დასამკვიდრებლად, აკეთოთ ამწევი და ალაგმოთ დაბლა დამწევი ეგოს დავალებები.
25.01.2012
ადჰარმას (ბიწიერების) სამეფოდან მსოფლიო უნდა შევიდეს დჰარმას (უბიწოების) ერაში. სპეციალური ძალისხმევა არის მოხმობილი იმ დროს როოდესაც თქვენ კულტივირებთ მცენარეებს; არავითარი ძალისხმევა არ არის საჭირო როდესაც სარეველებს და ველურ მცენარეებს ნება ეძლევათ გასაზრდელად. საჰაჯადჰარმას (თანდაყოლილი უბიწოების) ფასეული მოსავალი კულტივირებული უნდა იყოს ყოველგვარი მზრუნველობით და ყურადღებით. როდესაც დჰარმა არის განხორციელებული, ადჰარმა ეცემა თავისთავად. არავითარი სპეციალური დაძაბვა არ არის საჭირო მის მოსაცილებლად. დჰარმა, რადგან ის არის დაკავშირებული ჭეშმარიტებასთან, არის ურღვევი. იმისთვის რომ დჰარმა რომელიც გახდა ფარული, კვლავ გახდეს ხილული, მისი პრაქტიკა უნდა იყოს გაძლიერებული. ეს არის დჰარმასთჰააპანა (უბიწოების დანერგვა). გამოიყენა რა არჯუნა როგორც ინსტრუმენტი, უფალმა კრიშნამ სინათლეზე გამოიტანა ქცევის წესები და აზროვნების ხერხები რომლებიც საფუძვლად იყო დადებული დასაწყისიდანვე და ააღორძინა მათი პრაქტიკა. ეს არ არის სამუშაო რომელიც შეიძლება შესრულდეს ჩვეულებრივი ადამიანის მიერ. ამიტომ უნივერსალურმა უფალმა თავის თავზე აიღო ამოცანა და ასწავლიდა მსოფლიოს არჯუნას მეშვეობით.
26.01.2012 რესპუბლიკის დღე
გამარჯვება არჩევნებში უზრუნველყოფს ძალაუფლებას მხოლოდ განსაზღვრული პერიოდისთვის. როდესაც პერიოდი დასრულდება, პოლიტიკოსმა კვლავ უნდა გაიაროს კონკურსი და ეძებოს ხმები. ასევე კარგი ქმედებები ჩადენილი მიბმულობით უზრუნველყოფს ადგილს ზეცაში, მაგრამ როდესაც ეს საწინდარი გაიხარჯება ადამიანი ბრუნდება დედამიწაზე. ადამიანი რომელიც ჩადის ქალაქში მნიშვნელოვანი ფულით ხელში ის არის ყველა ბაზრის, კინოდარბაზის, სასტუმროს და ტაქსის მფლობელი, მაგრამ მხოლოდ იმ ზომით სადამდეც ფული გასწვდება. როდესაც ქისა დაცარიელდება ადამიანი გარბის უკან თავისი წარმოშობის სოფელში ან ქალაქში, შესაძლებელია, როგორც უბილეთო მოგზაური, შეწუხებული პოლიციელებისგან ყოველ გაჩერებაზე! არა, ზეცა არ არის სულის შიმშილის ხსნისთვის! მდინარემ უნდა მიაღწიოს ზღვას, არა უდაბნოს ქვიშებს; წყალი უნდა შეირწყმას წყალთან. ეს არის დასრულება, რომელსაც ეწოდება სახელად კაივალია ან სააიუჯია. აიღეთ ეს მიზანი შერწყმის ერთიან უფალთან, გქონდეთ ის მუდმივად თქვენს ფოკუსში და დააბით თქვენი მერყევი ჭკუა მუდმივად.
27.01.2012
თუ არჯუნა იყო პიროვნება მსგავსი სხვების, ის ვერ იქნებოდა ეფექტური ინსტრუმენტი, დიდი სწავლებების მიმღები და გადამცემი. ის არის გმირი რომელმაც დაამარცხა არა მხოლოდ გარეგანი მტრები არამედ შინაგანიც. სუსტი გული ვერ დაეუფლება გიიტას და ვერ ჩადებს მას პრაქტიკაში. ამის სრული ცოდნით კრიშნამ აირჩია არჯუნა და გადმოაღვარა მასზე თავისი უძლეველი წყალობა. ერთხელ კრიშნამ თქვა: `არჯუნა შენ ხარ ჩემი ყველაზე ახლობელი ბჰაკტა (ერთგული); შენ ხარ აგრეთვე ჩემი უძვირფასესი მეგობარი. ეს არის მიზეზი, რის გამოც მე მოგეცი შენ ეს უმაღლესი საიდუმლო სწავლება~. დაფიქრდით ამაზე! წოდების მიღება თვით უფლისგან არის უმაღლესი მანდატი და კარგი ბედი, რომელიც ასახავს რამდენად სუფთა გულის და დამსახურების იყო არჯუნა. ბჰაკტი (ერთგულება) უნდა იყოს მოპოვებული უსიტყვო მორჩილებით. მაგრამ მარტო ერთგულება არ არის საკმარისი. ამიტომ კრიშნამ გამოიყენა სიტყვა მითჰრა (მეგობარი). მეგობარს არ აქვს შიში; ეს ხდის მას უფრო სრულყოფილ მიმღებს.
28.01.2012
თქვენ ხართ სუფთა და ურღვევი; თქვენ ხართ ცხოვრების აწევებისა და დაშვებების მიღმა; თქვენ ხართ ჭეშმარიტი, მარადიული, უცვლელი ბრაჰმანი (ღმრთიური მე). უბრალო ხუთ წუთიანი გამოკვლევა დაგარწმუნებთ რომ თქვენ არ ხართ სხეული, გრძნობები, ჭკუა ან გონება, სახელი ან ფორმა; არამედ თქვენ ხართ თვით აატმა – იგივე აატმა რომელიც ჩნდება როგორც ეს მრავალსახეობა. როგორც კი თქვენ მიიღებთ ამ ჭეშმარიტების წუთიერ შთაბეჭდილებას ჩაეჭიდეთ მას; არ მისცეთ მას გასხლტომის ნება. დაეუფლეთ მას მუდმივად. შეხედეთ ყველას სიყვარულით, პატივისცემით და რწმენით მათ გულწრფელობაში. მოექეცით თქვენს მოსამსახურეებს კეთილად. არ შეუშვათ სიძულვილი ან ზიზღი თქვენს გულში. მოინანიეთ შეცდომების გამო რომელიც თქვენ დააფიქსირეთ და არასდროს არ გაიმეოროთ ის; ილოცეთ ძალისთვის თქვენი გადაწყვეტილების მხარდასაჭერად. არ მოძებნოთ ნაკლი სხვებთან. გაასუფთავეთ თქვენი გული კარგი ადამიანობით ყველას მიმართ.
29.01.2012
ზუსტად რას გულისხმობენ ადამიანები როდესაც ამბობენ მზე ამოვიდა ან ჩავიდა? ეს არის ისე როგორც ისინი ხედავენ; სულ ეს არის, ასე არ არის? მზე არ ამოდის და არ ჩადის. ღმერთის ინკარნირებაც არის ასევე ამის მსგავსი. გიიტაში კრიშნა ამბობს: `მე არ დავბადებულვარ, არც მოვკვდები. ჩვეულებრივი გონების კაცები თვლიან რომ მე დავიბადე ბევრჯერ და რომ მე მაქვს ბევრი საქმეები ყოველი დაბადების განმავლობაში. ყოველთვის როდესაც არსებობს მსოფლიოს აწევის საჭიროება, მე ვცხადდები, ვიღებ სახელს და ფორმას, სულ ეს არის. ამიტომ მე ვარ შემცნობი ყველა ჩემი გამოჩენის ყველა გამოვლინების. მე ვარ ყოვლისშემძლე, მე ვარ სარვაჯნა (ყოვლისმცოდნე). არა მხოლოდ მე შენც იცი ყველაფერი. მაგრამ შენი ჯნანა (სიბრძნე) წალეკილია აჯნანით (უმეცრებით). მე ვარ თვით ჯნანა. მე ვრჩები ყოვლისშემძლე და სარვაჯნა მუდმივად. მე ვარ დაუბადებელი, უკვდავი.~
30.01.2012
იყავით ჩუმად; ეს გამოიწვევს მყუდროებას სხვებში. არ მიეჩვიოთ ყვირილს, ხმამაღლა ან ხანგრძლივად ლაპარაკს. მინიმუმამდე შეამცირეთ კონტაქტები. ატარეთ თქვენთან მშვიდი განჭვრეტის ატმოსფერო, სადაც არ უნდა მოხვდეთ. არსებობს ზოგიერთი ვინც ცხოვრობს მუდმივი ხმაურის ტორნადოში. ისინი სადაც არ უნდა იყვნენ გამოფენაზე, ბაზრობაზე, სასტუმროში, ტაძარში ან თუნდაც პრაშანტი ნილაიამში; მათი ქიცინა ენა არ ჩერდება. ასეთი ადამიანები ვერ გაემგზავრებიან შორს ღმერთის სამფლობელოს გზაზე. არსებობენ სხვები, რომლებიც სიამოვნებას ღებულობობენ დავებით და არგუმენტებით; ისინი არასდროს არ კმაყოფილდებიან აშკარა ფაქტებით; მათ უნდა გამოიწვიონ ეჭვი სადაც ის არ იყო უწინ, და შეარყიონ რწმენა. ისინი დაობენ რაამა ხომ არის აღემატებული კრიშნაზე ან კრიშნა ხომ არის ღმერთობის სრული ინკარნირება! ასეთი აზრები არ არის სასარგებლო არც ერთი სულიერი მაძიებლისთვის. გაანიავეთ ნამდვილი მოჩვენებითიდან. იხედეთ შიგნით სიცოცხლის მნიშვნელობისა და მიზნის დედაარსისკენ.
31.01.2012
ავატარა პურუშებს (ღმრთიურ ჩამოსვლებს) არ აქვთ დამსახურებები ან ნაკლები დაგროვილი წინანდელ დაბადებებში, უბრალო მოკვდავებისგან განსხვავებით. მათ არ აქვთ რაიმე ბალანსები რომ დაფარონ ის დაბადებაში. მათი არის ლიილა (ღმრთიური თამაში) აღებული დაბადებაზე. კარგის სიკეთე და ცუდის უზნეობა არის ზომების მიღების მიზეზი უფლის ავატარისთვის. უფლის ჩამოსვლის შედეგად კარგები იქნებიან ბედნიერნი და ცუდები დაიტანჯებიან. ავატარს არ აქვს არც სიხარული არც დარდი, თუნდაც მაშინ როდესაც ის იფუთება სხეულში რომელიც მან მიიღო თავისზე. ავატარი არ შედგება ხუთი ელემენტისგან; ის არის ჩინმაია, არა მრინმაიია – სულიერი, არა მატერიალური; ის არასდროს არ აღელდება ეგოურობით ან გრძნობით ‘ჩემი’ და ‘შენი’; ის შეუხებელია უმეცრებით დაბადებული ილუზიით. თუმცა კაცი შეიძლება შეცდეს რომ ავატარი არის როგორც უბრალო ადამიანი, ეს არ მოქმედებს ავატარის ბუნებაზე; ავატარი მოდის ამოცანისთვის და არის ყოველთვის დაკავებული მისი შესრულებით.

ბაბა