აგვისტო

1.08.2014
მოწაფეების რიცხვი სკოლებსა და კოლეჯებში მნიშვნელოვნად გადიდდა. ფორმალური განათლება რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო პრივილეგია რამდენიმე სწავლულის და მდიდარი ადამიანების ვაჟების ახლა არის თვით ყველას კარებთან. ადამიანები მხიარულობენ როდესაც სკოლები და კოლეჯები სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიოს ქვეყნებში, იმის გაუცნობიერებლად რაც ხდება ამის მეშვეობით. ომები, შიში და მღელვარება იზრდება არასწორი და არასრული განათლების გამო. განათლების პროცესი, რომელიც თვით არ არის ჩართული სათანადო ღირებულებეში ან განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს ზნეობას არის საშიში. აქედან გამომდინარე, პროცესის წარმონაქმნები, ვისაც არ აქვს ფასეულობების გრძნობა, თანდათანობით შედიან უფრო მაღალი გავლენის პოზიციებზე ეროვნებათა ადმინისტრაციების ძალიან მაღალ დონეებზე. ამიტომ მსოფლიო დგას კატასტროფის წინაშე. განათლება შეძლებს მშვიდობისა და აყვავების მოცემას მხოლოდ მაშინ როდესაც ტექნიკურ ჩვევებსა და ობიექტურ ინფორმაციასთან ერთად, მოწაფეები აღჭურვილი იქნებიან ზნეობის იდეალებით, უბიწო ცხოვრებით და სულიერი შორსმჭვრეტელობით.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 15, 1 მარტი, 1981.
2.08.2014
ბევრი გრძნობს სიამაყეს განათლების უზარმაზარი ზრდით ყველგან. ხარისხების შეძენა მაღალ ფასად და ინტელექტუალური სიამაყიდან ზიზღის განვითარება მშობლების მიმართ ან არის ნიშანი უმაღლესი განათლების. ქედმაღლობას, შურს და კვეხნას ადგილი არ უნდა ჰქონდეს განათლებულ პიროვნებაში. თავმდაბლობა არის ჭეშმარიტი განათლების განმასხვავებელი ნიშანი. განათლებული უნდა ემსახუროს ადამიანებს ოფლითა და შრომით. განათლებამ უნდა შთააგონოს ახალგაზრდებს მსახურების შეთავაზება, მსხვერპლის გაღება და დახმარება. მან არ უნდა შთააგონოს ახალგაზრდებს ფულის დაგროვება როგორც მათი მიზანი, და მოგზაურობა უფრო და უფრო შორს მის გამოსამუშავებლად უფრო და უფრო მეტი რაოდენობით. დაგროვილი ფული ხშირად ბადებს ქედმაღლობას და სხვა ნაკლთა არმიას. არ შეიძლება თქვენ გწყუროდეთ მშვიდობა და ბედნიერება და აკეთებდეთ რაიმე ისეთს რასაც მოაქვს უბედურება და შეშფოთება. როგორც ადამიანის არსებებად დაბადებულებმა თქვენ უნდა ეცადოთ ცხოველურ დონეზე მაღლა ასვლა და თქვენი ისე გადიდება რომ იყოთ ჭეშმარიტად ღმრთიური.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 15, 1 მარტი, 1981.
3.08.2014
თქვენ ჭამთ საჭმელს ყოველდღიურად, იღებთ ათასობით მარცვალს! თქვენ როდესმე დაგითვლიათ რამდენი მარცვალი ბრინჯი მოიხმარეთ? თუმცა იმ მომენტში როდესაც კენჭი გხვდებათ ბრინჯში რომელსაც თქვენ ჭამთ, თქვენ ხართ ძალიან უკმაყოფილო ამ დღით და ჩივით რომ თქვენს საკვებს აქვს ქვები. ამის მსგავსად თქვენი ცხოვრების სამი მეოთხედი არის ბედნიერების და ერთი მეოთხედი არის დარდის. მაგრამ თქვენ გახდით დარდის მსხვერპლი. თქვენ ირჩევთ რომ მისცეთ უფრო დიდი მნიშვნელობა დარდს ვიდრე ბედნიერებას. ეს არის ცხოველური ხარისხი (პაშუ ლაკშანამ). ასწავლეთ თქვენს ენას რომ არ დაკარგოს რეპუტაცია არასწორი გზის მიმდევრობით. თქვენი ენა არის შემძლე აგამაღლოთ თქვენ ღმრთიურებისკენ ან დაგადაბლოთ ცხოველურობამდე.. თუ ვინმე არის თქვენთვის კარგი, ენა აფასებს მას როგორც თვით ღმერთს. თუ ვინმე გაზიანებთ თქვენ მაშინ ენა უთანაბრებს მას ცხოველს. ასწავლეთ თქვენს ენას ყოველთვის იგალობოს უფლის სახელი და არასოდეს აკრიტიკოს ვინმე!
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 2, 9 მარტი, 1993.
4.08.2014
თქვენ ყველა ხართ ღმრთიურების ნაპერწკლები. როგორც ცეცხლის ნაპერწკალი გახურებული ღუმელიდან, გადაიქცევა ფერფლად, თქვენც აგრეთვე ივიწყებთ თქვენს ღმრთიურებას. მაშინ როდესაც თქვენ მისდევთ თქვენს განათლებას, თქვენ ასევე უნდა მისდიოთ სულიერ დისციპლინას, რომელმაც უნდა მიგიყვანოთ ღმრთიურებასთან. მათ ვინც სწავლობს დაწესებულებებში რომლებსაც აქვთ სულიერი დისციპლინა, უნდა ჩათვალონ თავიანთი თავები მეტისმეტად ბედნიერად. თუ თქვენ აირჩიეთ ნასწავლი იდეალების მიდევნა და აპრაქტიკებთ უფლის სწავლებების თუნდაც მცირე ნაწილს, თქვენ გააცნობიერებთ განათლების ჭეშმარიტ მიზანს და ადამიანის ცხოვრების ჭეშმარიტ მიზანს. განათლება კარგი ყოფაქცევის გარეშე არის არაფასეული. თქვენ უნდა გამოიყენოთ ის რასაც თქვენ შეისწავლეთ, არა მხოლოდ საარსებოდ გამომუშავებისთვის, არამედ ასევე საზოგადოების მსახურებისთვის. მხოლოდ შემდეგ თქვენს ხარისხებს ექნება რაიმე მნიშვნელობა. როგორი სამუშაოც არ უნდა აიღოთ თქვენზე, სადაც თქვენ არ უნდა მუშაობდეთ, თქვენ უნდა გააგრძელოთ სულიერი დისციპლინის პრაქტიკა და უნდა უმიზნოთ თვითრეალიზებას.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 15, 1 მარტი, 1981.
5.08.2014
რელიგიები გადმოცემულია იმისთვის რომ ადამიანებმა სიამოვნება მიიღონ ზნეობრივი ცხოვრების გატარების უპირატესობით. რელიგია არის სანაქებო სისტემა რომელიც აერთიანებს სხეულს, ჭკუას და გონებას. ქცევის სისუფთავე ან ჯანსაღობა არის ზნეობრიობა. მხოლოდ ზნეობრიობა იწოდება უბიწოებად (დჰარმად). მხოლოდ ზნეობრიობის პრაქტიკას შეუძლია დაეხმაროს მსოფლიოს აყვავების დიდი დონეების მიღწევაში. ყველა რელიგიას აქვს იგივე მიზანი და ყველა შთააგონებს იგივე ჭეშმარიტებას. მათი მთავარი მოვალეობა არის ადამიანის არსების ტრანსფორმირება ღმრთიურ არსებად. რელიგია ავლენს შინაგან ტრანსფორმირებას ადამიანის არსებაში. ეს უმიზნებს თავდაჯერების განვითარებას კარგი ცხოვრების გასატარებლად. ყველა რელიგია აშენებულია ზნეობის საიმედო საფუძველზე. თუ ზნეობრიობა უარესდება, არა მხოლოდ რელიგიები, არამედ კაცობრიობა მთლიანად უარესდება. ყველამ უნდა აპრაქტიკოს კარგ ადამიანად ყოფნა და უნდა ატაროს ზნეობრივი ცხოვრება. სიმდიდრის და აყვავების მიღწევა შეიძლება ზნეობრივი ფასეულობების პრაქტიკით.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 16, 23 ივლისი, 1989.
6.08.2014
‘ოჰ ენავ, შენ ერთადერთი ხარ შერჩეული ტკბილი გემოთი დასატკბობად; შენ ლაპარაკობ ჭეშმარიტებას რაც სიმბოლირებს მსხვერპლგაღებას! შენ პატივს სცემ შენს თავს და სხვებს. სახლიდან გაუსვლელად შენ ემსახურები შენს სამუშაოს, მეზობლებთან მეგობრობის ან უთანხმოების გარეშე.. რამდენად ტკბილი არის სიტყვები რომელსაც შენ ლაპარაკობ? ოჰ ერთადერთო კეთილშობილო შენ გადმოსცემ მშვენიერ ლექსებს და მღერი მშვენიერ სიმღერებს. როდესაც ნებისმიერი გემრიელი კერძი ან ხილი გეძლევა შენ კი არ იტოვებ მას, არამედ დაუყოვნებლივ საყლაპავით აგზავნი დაბლა კუჭში. როდესაც რაიმე მწარე გეძლევა შენ აფურთხებ მას გარეთ, იცავ კუჭს გაჭირვებისგან. შენ ხარ თავდაუზოგავი, შენ იღებ დიდ სიხარულს მონაწილეობით და ხარ მომთმენობის გადმომცემი. შენ ცხოვრობ 32 ბასრ კბილს შორის, მაგრამ გონივრულად და ტაქტიანად იქცევი და არ იღებ ერთ ჭრილობასაც კი. გეთაყვა არ დასრიალდე და არ წარმოთქვა უადგილო სიტყვები ოდესმე!~ ამგვარად შეახსენეთ ენას მისი კეთილშობილური ხარისხების შესახებ და ასწავლეთ მას არ დაკარგოს თავისი რეპუტაცია სხვების კრიტიკით.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 2, 9 მარტი, 1993.
7.08.2014
არც ერთ რელიგიას არასდროს არ უქადაგია მტრობა აღმსარებლობებს შორის. პიროვნებების გონებაშეზღუდულობა არის ის რაც გასაქანს აძლევს კონფლიქტებსა და უთანხმოებებს. სიმართლე რომ ითქვას იქ არ შეიძლება იყოს შესაძლებლობა ნებისმიერი ასეთი პაექრობისთვის. მაგალითად სიტყვა ‘ისლამი’ რომელიც ნიშნავს დანებებას და სიმშვიდეს – აღნიშნავს ღმერთისადმი მორჩილებას, და მშვიდობიან ცხოვრებას ახლობელ ადამიანებთან. ორი სიტყვა ყურანში არის მნიშვნელოვანი – სალაათი და ზაკაათი. სალაათი ნიშნავს ღმერთის თაყვანისცემას ურყევი ერთგულებით. ზაკაათი ნიშნავს გულმოწყალებას გაჭირვებულებისა და ღარიბებისადმი, და ახლობლების დახმარებას. ძველი ინდოელები ცხოვრობდნენ დევიზით `დაე ყველა არსება ყველა სამყაროში იყოს ბედნიერი~ (ლოკაჰ სამასტა სუკჰინო ბჰავანტუ) და `დაეხმარე ყველას არ ატკინო არავის~ (პაროპაკარაიაჰ პანიაია პარა პიიდანამ). ასეთი აფორიზმების როგორც თავის სასიცოცხლო სუნთქვაზე მოპყრობით, ყველა რელიგიის ადამიანები წარსულში ცხოვრობდნენ მეგობრობასა და ჰარმონიაში. ისინი განიხილავდნენ ჭეშმარიტებას, მშვიდობას, სიყვარულს და სულგრძელობას როგორც თავიანთ ნამდვილ სასიცოცხლო სუნთქვას.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 16, 23 ივლისი, 1989.
8.08.2014
ჭეშმარიტების გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი. რა განსხვავებაა ჭეშმარიტებასა და ფაქტს შორის? თქვენ შეიძლება დღეს ჩაიცვათ პალტო და ხვალ ატაროთ სხვა სამოსელი, ეს არ არის ჭეშმარიტება, ეს არის ფაქტი, რადგან ეს არის ცვლილებას დაქვემდებარებული. მაგრამ ჭეშმარიტება ყოველთვის რჩება იგივე. გიტა მიმართავს ჭეშმარიტებას როგორც რიტამ. ამგვარად ჭეშმარიტება არ არის იმის თხრობა რასაც თქვენ ხედავთ, ისმენთ ან განცდით. რასაც თქვენ ხედავთ და განცდით არის მიწიერი ჭეშმარიტება. ეს არ არის ჭეშმარიტება ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. ეს არის მხოლოდ გარეგანი ჭეშმარიტება (პრავრიტი სატიამ). მაგრამ შინაგანი ჭეშმარიტება (ნივრიტი სატიამ) რჩება იგივე წარსულში, აწმყოსა და მომავალში. სიმრავლის ამ სამყაროში არის ერთობის ფუძემდებლური პრინციპი. ყველა რიცხვში 1,2,3,4… და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვი არის 1. ყველა დანარჩენი რიცხვი არის მხოლოდ მოდიფიცირება რიცხვი 1-ის. 1+1 ხდება 2. 9-1 ხდება 8. ამრიგად 1 არის საფუძველი ყველა რიცხვის. ეს არის ერთიანობა სიმრავლეში, ეს ართიანობა არის ჭეშმარიტება.
– ღმრთიური საუბარი, 11 სექტემბერი, 1988.
9.08.2014
საფუძველი ყველაფრისთვის არის ზნეობრიობა. ზნეობრივი ფასეულობების გარეშე კაცობრიობა ვერ გადარჩება. ხშირად სხვადასხვა რელიგიის ადამიანებს აქვთ სხვადასხვა მიზანი, და ვერ ხედავენ საფუძვლში ჩადებულ რეალობას, და როგორც შედეგი აქვთ განსხვავებული აზრები. მაგალითად, ერთი ამბობს რუპია შედგება რუპიის 4 მეოთხედისგან, მეორე ამბობს ეს არის 2 ნახევარი რუპია და მესამე ამბობს ეს არის ათი 10 პაისიანი. ყველა ეს ღირებულება აღნიშნავს იგივე რუპიას. მხოლოდ უვიცი ადამიანები რომლებიც ხდებიან დოგმატურები და წარუმატებლები არიან ამ ერთიანობის აღქმაში, წარმოიდგენენ განსხვავებებს და მიმართავენ ყველა სხვის კრიტიკას. წმინდა წერილები გვასწავლის რომ არ უნდა არსებობდეს არგუმენტები ან დებატები რელიგიურ საკითხებზე. ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით. ყველა რელიგიის საერთო კურსს მიჰყავს ჭეშმარიტებისა და უბიწოების საბოლოო მიზნისკენ.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 16, 23 ივლისი, 1989.
10.08.2014
სინამდვილე რომელიც ინარჩუნებს კოსმოსს და უჯრედი არის ერთი, ყოვლის შემავსებელი ცნობიერება (ბრაჰმანი). როდესაც ეს უსასრულო სივრცე დაკავშირებული არის კოსმოსთან მას ეწოდება ‘უზენაესი ღმრთიურება’ (პარამატმა). მას ეწოდება ატმა როდესაც ის განხილულია როგორც ინდივიდუალური არსების ბირთვი. ეს სამივე არის ერთი პიროვნება, მაგრამ ის ‘მოჩანს’ როგორც სხვადასხვა და ატყუებს მოკლე თვალთახედვას. ეს დამახასიათებელი თვისება ცნობილია როგორც მაია. უზენაესი ძალა იყენებს სამ გუნას, სიმშვიდეს (სათვას), მოქმედებას (რაჯასს) და ინერციას (თამასს) თავის თავის განსხვავებულობით გამოსახატად. გუნები აქეზებენ ადამიანს ცოდნის, სურვილისა და მუშაობისკენ. როდესაც მაია აღძრავს ბრაჰმანს პროეცირდეს სათვა გუნას გამოყენებით, ის ჩნდება როგორც ეშვარა ან ღმერთი. ბრაჰმანი პროეცირებს თავის თავს როგორც ცოცხალ არსებას (ჯივის) რაჯო გუნას გამოყენებით. ის ხდება ბუნება (პრაკრიტი) როდესაც დაკავშირებულია ტამო გუნასთან. ამგვარად ბრაჰმანი არის ბაზისი სამივეს – ბუნების, ცოცხალი არსების და ღმერთის. მაია არის სარკე რომელშიც ბრაჰმანი აირეკლება.
– ღმრთიური საუბარი, 7 სექტემბერი, 1985.
11.08.2014
სიყვარული არის ძვირფასი ბრილიანტი რომელიც შეიძლება იშოვო მხოლოდ სიყვარულის სამეფოში და არსად სხვაგან. სიყვარულის სამეფო მდებარეობს სიყვარულით სავსე ყველა გულში. სიყვარული შეიძლება განცდილი იყოს მხოლოდ სიყვარულით მიმდინარე ჭკუაში. სიყვარულის ძვირფასი ბრილიანტის შეძენა შეუძლებელია უბრალოდ მედიტირების მეშვეობით ან დანიშნული წმინდა რიტუალების შესრულებით. უკეთეს შემთხვევაში ეს იძლევა მხოლოდ გონებრივ კმაყოფილებას. რამდენადაც დიდია თქვენი სიყვარული ღმერთისადმი, იმდენად დიდია ნეტარება რომელსაც თქვენ განცდით. როდესაც სიყვარული თქვენში მცირდება ასევე პროპორციულად მცირდება თქვენი სიხარულიც. ამიტომ თქვენ უნდა აავსოთ თქვენი გული სიყვარულით ღმერთისადმი. სიყვარული ვერ შევა თქვენს გულში თუ ის არის სავსე ეგოურობით და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით. ამიტომ დაივიწყეთ წვრილმანი მე და თქვენი აზრები დააკონცენტრირეთ ღმერთზე. თუ თქვენ გიყვართ ღმერთი თქვენ დაინახავთ მას ყველგან. ყველა სულიერი დისციპლინის დედააზრი მოთავსებულია სიყვარულში.
– ღმრთიური საუბარი, 2 სექტემბერი, 1991.
12.08.2014
უთხარით თქვენს ხელს, `ოჰ ხელო როგორი წმინდა ხარ შენ? შენ ხარ პერსონირებული ერთიანობა. ერთ თითს არ შეუძლია ასწიოს ფინჯანი; როდესაც ერთი თითი მიდის მის ასაწევად, თქვენ ყველა თუმცა განსხვავებულები სიდიდითა და ფორმით, მიიჩქარით დასახმარებლად და იჭერთ ფინჯანს! თქვენ არ ღელავთ ამის ან რაიმე განსხვავების გამო. ასეთი არის შენზე თანდაყოლილი ერთობა, შენს თითებს შორის. ოჰ ხელო, შენ ხარ ძალიან სასარგებლო ადამიანის სხეულის დაცვაში, შენ აშორებ პრობლემებს შენი მძიმე შრომით და ეხმარები სხვებს. შენ რატომ აკეთებ ზოგჯერ მოქმედებებს იმ მანერაში რაც ანვითარებს მტრობას? დღეს არ არსებობს ერთობა ნებისმიერ მრევლში, საზოგადოებასა თუ რელიგიაში. თუმცა შენ არ იცი სიძულვილი. გეთაყვა არასოდეს არ ჩაერთო არასწორ მოქმედებებში.~ ასე დაარიგეთ და მიმართეთ თქვენი ხელი რათა თქვენი მოქმედებები გახდეს წმინდა. როდესაც თქვენი აზრები, სიტყვები და საქმეები არის განწმენდილი, ყველა დანარჩენი ინსტრუმენტი ასევე მიედევნება ამ ქცევას და ამგვარად თქვენ მიაღწევთ გათავისუფლებას.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 5, თავი 2, 9 მარტი, 1993.
13.08.2014
უზენაეს უფალს შეუძლია მიიღოს უთვალავი ფორმა იმის ჩათვლით რაც არის მთელი კოსმოსი. ამიტომ წერილები აცხადებს, `მთელი კოსმოსი არის ღმერთის საბინადრო. ყველაფერი არის ღმერთის ფორმა.~ ღმერთის ინკარნირების ხილვისას ადამიანები ეჭვობენ აქვს კი ღმერთს ისეთი ზებუნებრივი ძალა მაშინ როდესაც მას აქვს ისეთივე სხეული როგორც თვით მათ აქვთ. ადამიანები რომლებიც ძნელად აღიქვამენ თავიანთ ერთიანობას უზენაეს მესთან (ატმასთან), უძლურნი არიან შეიცნონ ავატარი. ასეთი ადამიანები შეურაცხყოფენ უფალ კრიშნას როგორც მოარშიყეს და ქურდს. ასეთი ბრალდება დაბადებული ცდომილებიდან, ვერასდროს დაამცირებს მის სიდიდეს. უფალ კრიშნას ლიილები განკუთვნილი იყო მისი ღმრთიურების გამოსავლენად. ადამიანები უშვებენ იგივე შეცდომას თავის შესახებ; თავიანთი თანდაყოლილი ღმრთიურების დავიწყებით, ისინი თავის თავს იდენტიფიცირებენ თავის სხეულთან. უფალ კრიშნას ავატარი არის კაცობრიობის განსასწავლად რომ გადალახოს მისი სხეულისმიერი ცნობიერება.
– ღმრთიური საუბარი, 28 აგვისტო, 1994.
14.08.2014
გარეგანი არის შინაგანის ქმნილება. ბრაჰმანმა გააცხადა თავისი თავი როგორც სამყარო. ღმერთმა შექმნა მსოფლიო; მსოფლიომ მიანიჭა ‘შემოქმედის’ დიდება ღმერთს. მისი მცდელობის, წარმოსახვის და ინტენსივობის მეშვეობით ადამიანმა უზრუნველყო ღმერთი ფორმით და სახელით, და ატრიბუტების თაიგულით რომლიდანაც მას აქვს სარგებლობის იმედი. მაგრამ ღმერთი არის მაღლა და მიღმა ადამიანური შტრიხების და დახასიათებების, რომლებიც ცნობილია როგორც გუნები. კრიშნა ეუბნება არჯუნას ბჰაგავად გიტაში, `მე არ მჭირდება ჩემი თავის დასაქმება რაიმე მოქმედებაში. მაგრამ მე დაკავებული ვარ მოქმედებებში, იმისთვის რომ ავამაღლო სამყაროს კეთილდღეობა.~ გიტა გადმოსცემს მის თავებს როგორც იოგას. იოგა ნიშნავს მეს ერთიანობას მის წყაროსთან. როგორ გავაკეთოთ თვრამეტი თავი, თითოეული იოგა, რომ დაეხმაროს ადამიანს თავისი დანიშნულების შესრულებაში? გიტა იძლევა პასუხს: `სამატვამ იოგამ უჩიატე~ (იოგა არის არსებობა თანაბარგანწყობილების ან სიმშვიდის მდგომარეობაში).
– ღმრთიური საუბარი, 7 სექტემბერი, 1985.
15.08.2014
სამ მდგომარეობაში თქვენ არ გაქვთ თავისუფლება: მოვალეობის შესრულებისას (კარტავიამ), მოქმედებების იძულებით შესრულებისას (ნირბანდჰამ) და მოქმედებისას ვინმეს ნათესაობით წარმოშობილი ვალდებულებებიდან (სამბანდჰამ). თუ ღარიბი კაცი, რომელიც უძლურია იშოვოს საკვები, მიმართავს ქურდობას, მას არ შეუძლია განაცხადოს რომ ის სარგებლობს თავისი თავისუფლებით შიმშილის დასაოკებლად. მაშინაც კი, თუ საკუთარი ეგოური მოსაზრებით, ის ეცდება ქურდობის გამართლებას, მისი სინდისი ეტყვის მას რომ ის ჩადის სიბოროტეს. ნებისმიერი მოქმედება შესრულებული ადამიანის სინდისის საწინააღმდეგოდ არ არის თავისუფლების მოქმედება. ჭეშმარიტი თავისუფლება ხდება მხოლოდ მაშინ როდესაც ადამიანი არის თავისუფალი ჭკუის იმპულსებიდან. თავისუფლება (სვიჩჩა) შედგენილია სიტყვებიდან: სვა+იჩჩა. ‘სვა’ ნიშნავს ატმას. მხოლოდ მაშინ როდესაც ატმას ნება ბატონობს შეიძლება არსებობდეს ნამდვილი თავისუფლება. თქვენ და ღმერთი არ ხართ გაცალკევებული. ეს ერთიანობა არ უნდა იყოს უბრალოდ ინტელექტუალური გაგება. ეს უნდა იყოს ცხოვრების სინამდვილე. მაშინ თქვენ განცდით ჭეშმარიტ თავისუფლებას – სულის თავისუფლებას.
– ღმრთიური საუბარი, 31 მაისი, 1990.
16.08.2014
ძველ დროში ბრძენები ასრულებდნენ მკაცრ ეპიტიმიას ტყეში, ცხოვრობდნენ ველურ ცხოველებს შორის. ხელში იარაღის უქონლად ისინი ეყრდნობოდნენ თავიანთი სიყვარულის სულს თავის დასაცავად. ისინი ასრულებდნენ თავიანთ ეპიტიმიას სიყვარულით ყველა არსების მიმართ. მათი სიყვარული გარდაქმნიდა თუნდაც ველურ ცხოველებს სინშვიდეში მყოფად ბრძენებთან. სიყვარული გარდაქმნის ვეფხვებსაც კი მეგობარ არსებებად. იმ დროის ადამიანებს ჰქონდათ ნაზი და მოსიყვარულე გულები. ამგვარად უხსოვარი დროიდან სიყვარული მსახურებდა როგორც მძლავრი ძალა ადამიანის ბუნების გარდასაქმნელად ცხოველურიდან ადამიანურობისკენ. დღეს იმიტომ რომ ადამიანებმა დაკარგეს სიყვარულის გრძნობა, ისინი არიან აღვსილი ეგოურობითა და სიხარბით. რომ ასწავლოს კაცობრიობას ჭეშმარიტება ამ ღმრთიური სიყვარულის შესახებ ეს სიყვარული თვით ინკარნირებს დედამიწაზე ადამიანის ფორმაში. წერილები აცხადებს რომ ღმრთიურება ჩამოდის დედამიწაზე კაცობრიობისთვის უბიწოების, ჭეშმარიტების და სიყვარულის გზის სასწავლებლად.
– ღმრთიური საუბარი, 2 საქტემბერი, 1991.
17.08.2014
სიტყვა ‘კრიშნას’ ერთ-ერთი მნიშვნელობა არის `ის ვინც ამუშავებს გულის ნიადაგს~. კრიშნა იზიდავს ადამიანებს, თესავს, ზრდის და იღებს სიყვარულის მოსავალს გატეხილ გულებში, ჩუქნის უმაღლეს აღტაცებას. უფალ კრიშნას უყვარდა საქონელი და ზრუნავდა ძროხებზე. იმ დროს როდესაც მის ძმას ბალარამას ჰქონდა გუთანი როგორც მისი განუყრელი იარაღი. გუთანი არ არის დამანგრეველი იარაღი; ეს არის ინსტრუმენტი რაც ეხმარება სოფლის მეურნეობას რომელიც კვებავს კაცობრიობას. ამგვარად ორივე მათგანი აძლევდა თავის თავს ყველა ცოცხალ არსებას. გზავნილი თქვენთვის არის: `გამოიყენეთ თქვენი ცოდნა პრაქტიკაში და აუცილებელი მოსავლის აღებაში რომელიც ამაღლებს ყველა ცოცხალ არსებას.~ ყოველთვის ჰკითხეთ თქვენ თავს: `როგორი წვლილი შევიტანე მე ჩემი თანამოძმე ადამიანების ბედნიერებაში?~ გააფართოეთ თქვენი გული: დაე თქვენი სიყვარული შემოევლოს ყველას. შეინარჩუნეთ თავმოყვარეობა, განივითარეთ თავდაჯერებულობა. კრიშნას თაყვანს სცემენ კიდევ როგორც გოპალას (გო ნიშნავს ცოცხალ არსებებს). ასე როდესაც თქვენ ემსახურებით ახლობელ და ყველა არსებას უანგარო სიყვარულით და თანაგრძნობით თქვენ სთავაზობთ თაყვანისცემას კრიშნას, ის სიამოვნებით თანხმდება და გაძლევთ თქვენ წყალობას.
– ღმრთიური საუბარი, 7 სექტემბერი, 1985.
18.07.2014
ყველას აქვს რწმენა სიყვარულის ძალაში. მაგრამ როგორ უნდა იყოს ეს სიყვარული წახალისებული და განვითარებული? ეს საკითხი შეიძლება წამოიჭრას ბევრის ჭკუაში. როდესაც ადამიანები კითხულობენ, `ჩვენ როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი სიყვარული უფლის მიმართ?~ პასუხი არის, `არსებობს მხოლოდ ერთი გზა. როდესაც თქვენ დებთ პრაქტიკაში სიყვარულს რომელშიც თქვენ გაქვთ რწმენა, ასე სიყვარული იზრდება.~ ვინაიდან თქვენ არ აპრაქტიკებთ იმას რასაც ქადაგებთ, თქვენი რწმენა სუსტდება. ნარგავი გაიზრდება მხოლოდ მაშინ როდესაც მას რწყავენ რეგულარულად. როდესაც თქვენ დათესილი გაქვთ სიყვარულის თესლი, თქვენ შეიძლება გაზარდოთ ის მხოლოდ სიყვარულის წყლით ყოველდღიური მორწყვით. ეს სიყვარულის ხე გაიზრდება და მოგცემთ სიყვარულის ნაყოფს. ხშირად ადამიანები დღეს არ ასრულებენ იმ მოქმედებებს რომლებიც ხელს შეუწყობს სიყვარულს. როდესაც თქვენ გსურთ უფლისადმი სიყვარულის განვითარება, თქვენ განუწყვეტლივ უნდა აპრაქტიკოთ უფლის მოსიყვარულე ერთგულება.
– ღმრთიური საუბარი, 2 სექტემბერი, 1991.
19.08.2014
თქვენ უნდა მიემშვიდობოთ ორივეს ზაფხულსაც და ზამთარსაც, რადგან ეს ორივე არის აუცილებელი სიცოცხლის პროცესისთვის. სეზონების მონაცვლეობა გვამაგრებს და გვატკბობს ჩვენ. დაბადება და სიკვდილი ორივე არის ბუნებრივი მოვლენა. ჩვენ არ შეგვიძლია აღმოჩენა არც დაბადების არც სიკვდილის მიზეზის. ეს უბრალოდ ხდება. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბუნებრივი აწევების და დაცემების სფეროს მიმშვიდობება (პრაკრიტიკა). მეორე არის სოციალური სიმშვიდის სფერო: ჩვენ ხშირად ვცდილობთ რომელიმე პიროვნების ან შემთხვევის დადანაშაულებას ჩვენგან განცდილი ზიანის ან დანაკარგისთვის მაგრამ ნამდვილი მიზეზი არის ჩვენი საკუთარი კარმა (მოქმედება). როდესაც ცნბილია მოვლენის მიზეზი, მისი ზემოქმედება შეიძლება შემცირდეს ან იყოს უკუგდებულიც კი. ამიტომ თქვენ უნდა მიემშვიდობოთ თანაბარსულოვნებით დიდებასა და გაკიცხვას, პატივისცემასა და დაცინვას, მოგების მიღებასა და წაგებას, და სხვა ასეთ რეაქციებს საზოგადოებიდან რომელშიც ადამიანი იზრდება და იბრძვის.
– ღმრთიური საუბარი, 7 სექტემბერი, 1985.
20.08.2014
ღმერთისადმი სიყვარულის მისაღწევად ყველაზე ადვილი საშუალება არის ღმერთის, როგორც ფორმის მქონეს თაყვანისცემა. ღმერთის თაყვანისცემა არის სამი სახის: სათვიური, რაჯასური და თამასური. თაყვანისცემის თამასურ ფორმაში ინდივიდი ელოცება ღმერთს მაგრამ აგრძელებს ტკივილის გამომწვევ ძალადობას, რისხვას და მოჩვენებით მოქმედებებს. ნებისმიერი თაყვანისცემა რომელიც სრულდება სახელის, დიდების გულისთვის, პომპეზურობითა და ეგოურობით იწოდება თამასურ თაყვანისცემად. რაჯასური თაყვანისცემა სრულდება ანგარებითი ინტერესების შესრულებისა და ადამიანის ცხოვრებაში დიდი სიმაღლეების მიღწევის გულისთვის. ერთგულება გრძნობით რომ ადამიანი მარტოდ უნდა იყოს უსაფრთხოდ, ბედნიერი და კურთხეული, შემცველია სრული ეგოურობის. ასეთი ერთგული არ ცდილობს ან არ ფიქრობს ოჯახის და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სათვიური ერთგული ასრულებს თავის ყოველდღიურ დავალებას ღმერთის სიამოვნებისთვის, სრული მინდობით და დღის განმავლობაში შესრულებულ თავის ყველა დავალებას უძღვნის ღმერთს როგორც სასიყვარულო მსახურებას.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 7, 9 ივლისი, 1989.
21.08.14
პრიიამ, მოდამ და პრამოდამ არის ბედნიერების სამი ტიპი. მაგალითად, როდესაც თქვენ იხსენებთ თქვენს საყვარელ ხილს თქვენ განცდით გარკვეულ ბედნიერებას (პრიიამ). როდესაც თქვენ საკუთარი თვალით ხედავთ ხილს ბაზარში, თქვენ გრძნობთ უდიდეს სიხარულს! (მოდამ). ბოლოს როდესაც თქვენ ყიდულობთ და აგემოვნებთ ხილს, ეს გაძლევთ უდიდეს სიხარულს! (პრამოდამ). ამგვარად, პრიიამ არის სიამოვნება ან ბედნიერება რაც წარმოიქმნება მიბმულობასთან დაკავშირებით რომელიც გაქვთ თქვენ კონკრეტულ ნივთებთან, პიროვნებებთან ან საგნებთან. მოდამ არის ბედნიერება რომელსაც თქვენ განცდით მაშინ როდესაც თქვენ შედიხართ კონტაქტში ნივთებთან რომლებიც თქვენ მოგწონთ. პრამოდამ არის ექსტაზი, ნამდვილი ბედნიერება რომელსაც თქვენ განცდით როდესაც თქვენ სინამდვილეში ტკბებით თქვენი სასურველი საგნებისგან. ამის მსგავსად, თრთოლა რომელსაც თქვენ განცდით ღმერთის ძალაუფლების ცოდნით – მისი ღმრთიურების გაცხადების და მისი სიყვარულის წერილებიდან და ეპიკური პოემებიდან იწოდება პრიიამ. როდესაც თქვენ დებთ პრაქტიკაში რასაც თქვენ ისმენთ, თქვენ იღებთ ბედნიერებას მოდამ. თქვენ განცდით პრამოდამ, სიხარულისა და ნეტარების მარადიულ მდგომარეობას, მაშინ როდესაც თქვენ ხართ ერთიანი ღმერთთან.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 16, 23 ივლისი, 1989.
22.08.2014
ერთგული ადამიანები რომლებსაც არ აქვთ დაკვირვების და გარჩევის უნარი ვერ ახერხებენ გარკვევას რა არის რეალური და რა არარეალური. იმის გამო რომ მათ არ ყოფნით გაგების უნარი ისინი იწვევენ სხვების ტკივილს, თუმცა მათ არ აქვთ სხვების აღელვების არავითარი მიზანდასახულობა. ასეთი ადამიანები და ბევრი სხვაც ქადაგებს ერთგულებაზე დამახასიათებელი თვისებების მიღმა. ის ვისაც არ აქვს სხვებისთვის სასარგებლოობის ხარისხი, და ვინც მოკლებულია თანაგრძნობას და სიბრალულს, მასზე ამბობენ რომ დაუფლებულია დემონურ ერთგულებას. ზოგიერთი სხვა ადამიანი კარგავს ურთიერთობას თავის ახლობელ ადამიანებთან იმის ფიქრით რომ ობიექტი რომელიც არის მათთვის ახლობელი არის შორს. ასეთ ერთგულებს შეიძლება ეწოდოთ სიძულვილის მპრაქტიკებელი ერთგულები. დადექით შორს ყველა ასეთი პრაქტიკისგან. ჭეშმარიტი მაძიებელი არის ის ადამიანი ვისაც აქვს სიყვარული, თანაგრძნობა და მზრუნველობა ყველას მიმართ, მათი ჩათვლით ვინც ნაკლებად პრივილეგირებულია ვიდრე თვით ის. ისინი მუშაობენ მათთან და ეხმარებიან მათ სტატუსის შესაბამისი ხერხებით. სიყვარული არის თავდაპირველი ერთგულება.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 7, 9 ივლისი, 1989.
23.08.2014
ქარქაში არის ფუტლიარი ხმლისთვის. ბრინჯი შეფუთულია ჩენჩოში. თამარინდის თესლი შეფუთულია თამარინდის რბილ მასაში, რომელიც თავის მხრივ შეფუთულია გარე გარსით. ამგვარად როდესაც ერთი ნივთი ფარავს მეორე ნივთს და მის იდენტურობას, ამას ეწოდება გარსი. ყოველი ადამიანის სხეული შედგება ხუთი გარსისგან – ანამაია (საჭმლის) კოშას გარსი ფარავს პრანამაია (სიცოცხლის)კოშას. პრანამაია გარსი ფარავს მანომაია (ჭკუის) კოშას, რომელიც თავის მხრივ ფარავს ვიჯნანამაია (გონების) კოშას. ანანდამაია (ნეტარების) კოშა არის ვიჯნანამაია კოშაში დამალული ბირთვი, სადაც სული იმყოფება. მაშასადამე, ღმრთიური სული საიმედოდ არის დაცული ყოველ არსებაში გამონაკლისის გარეშე. აქედან გამომდინარე ყოველ ადამიანს აქვს თანაბარი უფლება და შესაძლებლობა მოძებნოს სული მის შიგნით. მაგრამ შემდეგ ადამიანმა უნდა იგრძნოს ბიძგი მის მისაღწევად და უნდა მიმართოს თავისი მოქმედება ამისკენ. დაბადებიდანვე, მისწრაფება ატმას მდგომარეობის მისაღწევად და განსაცდელად ჯილდოდ აქვს ყველას ავტომატურად.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 16, 23 ივლისი, 1989.
24.08.2014
ხუთივე ელემენტი არის წარმოდგენილი ადამიანის ფორმაში. სივრცის ელემენტიდან იბადება ემოციები, წინასწარ შექმნილი ცუდი აზრები, ცუდი წინათგრძნობები, შიში და მსგავსი რამეები. ელემენტი ჰაერი იწვევს სხეულში რეფლექსებს და მოძრაობებს მსგავსს სიარულის, სუნთქვის და ა.შ. შიმშილი, წყურვილი, ძილი და შიში არის ცეცხლის ასპექტები. სისხლი, ლორწო და ნერწყვი წარმოიქმნება წყლის ელემენტიდან. ბოლოს, კანი, კუნთები, ძარღვები, ძვლები და ფრჩხილები არის ასპექტები რომლებიც წარმოადგენს მიწის ელემენტს. როდესაც თქვენ აითვისებთ ამ ჭეშმარიტებას, ვინ დაგისაბუთებთ, `ეს არის ჩემი, ის არის შენი~, `მე ვარ უფრო დიდი შენ ხარ დაბალი~ და სხვა ამგვარს. ყველა ვინც ასე ლაპარაკობს არის ჩლუნგთავიანი და უძლური შეაფასოს და დაინახოს სინამდვილე. თუკი მათ ექნებათ ღრმა გაგება, ისინი შეძლებენ ქმნილებაში ჭეშმარიტების ჩაწვდომას. არასდროს არ ჩაეფლოთ ჭაობში ქვემოთ დროის ან გარემოებების ბატონებით. ეს შეადგენს ვიწრო ცხოვრების გატარებას. განივითარეთ ფართო ცხოვრების წესი და გულმოდგინედ იარეთ გზაზე რომელიც არის მუდამ ახალი, წმინდა და მარადიული.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 16, 23 ივლისი 1989.
25.08.2014
მსოფლიოში არსებობს ოთხი მიზანი (პურუშარტა) რისთვისაც ადამიანები ისწრაფიან. ეს არის უბიწოება (დჰარმა), სიმდიდრე (არტა), სურვილი (კამა) და გათავისუფლება (მოკშა). ღმერთის რეალიზება არის ადამიანის სიცოცხლის ღირსეული და უმაღლესი მიზანი. როდესაც ასეთი ღმერთი არის დანახული, გაგებული და დამყარებულია მჭიდრო კავშირი მასთან, ბედნიერება რომლითაც ადამიანი ტკბება შემდეგ არის გათავისუფლების მდგომარეობა, ეს სიყვარულის პრინციპი წოდებული იყო როგორც უმაღლესი თანრიგის ერთგულება (პარაბჰაკტი). ეს ერთგულება თავისთავად არის გათავისუფლება, ეს არის ღმერთთან ერთიანობის მიღწევა. გათავისუფლება არის მრავალსახეობაში ერთობის მოძებნის უნარი და არა მიდრეკილება ხილულ განსხვავებებზე. პარაბჰაკტის მიღწევა არ არის ადვილი. ეს უდაოდ შესაძლებელია მათთვის ვინც მოწყურებულია და მუშაობს ამ მიმართულებით. თავგზა არ აგებნეთ რომ თქვენ ხართ უნიკალური და სხვა ადამიანები სხვანაირი. თქვენ იქნებით დაეჭვებაში თუ თქვენ დაცილდებით ერთობის პრინციპს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მანამ სანამ იარსებებს დაეჭვება თქვენ ვერ გააცნობიერებთ მარადიულ ჭეშმარიტებას.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 7, 9 ივლისი 1989.
26.08.2014
დღეს არსებობს ბევრი დავა და კონფლიქტი რომელიც დუღს და გადმოდის ყველა რელიგიიდან. არც ერთ რელიგიაში არ არსებობს არაფერი ცუდი. ყველა რელიგია არსებობს კარგი შეგნების სასწავლებლად. ყველა რელიგია გთავაზობთ იგივე ჭეშმარიტებას, ეს რელიგიები აღმერთებენ იგივე ერთ ღმერთს და ყველა ტექსტის არსი არის იგივე. აქედან გამომდინარე ყველა არსება დამოკიდებული უნდა იყოს თავის საკუთარ სიწმინდესა და ზნეობაზე, და უნდა ეცადოს მათ ამაღლებას. ზნეობა არის ლამპა ყოველ ინდივიდში. ამ ლამპის გარეშე იარსებებდა მხოლოდ სიბნელე ირგვლივ. ეს არის საგალობლის არსი `წაგვიყვანე ჩვენ არაჭეშმარიტიდან ჭეშმარიტისკენ, სიბნელიდან სინათლისკენ და სიკვდილიდან უკვდავებისკენ (ასატომა სადგამაია, ტამასომა ჯიოტირგამაია, მრუტიორმა ამრუტამ გამაია)~ ბრძენები ეძებდნენ ღმერთს და ბოლოს განაცხადეს რომ მათ ამოიცნეს ის და იციან ის. სად ნახეს მათ ღმერთი? თავიანთ გულებში. მათ თქვეს რომ მათ ნახეს აბსოლუტური არსება ვინც არის ყველა სიბნელის ფარგლებს გარეთ.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 2, თავი 16, 23 ივლისი, 1989.
27.08.2014
სიამაყე სიმდიდრის, ძალის და ახალგაზრდობის ჩანს რომ გაბატონებულია აწმყოში. ფული არის ინერტული, იგი არის უსიცოცხლო. როგორ შეიძლება ეს იყოს ძლიერი? მისი ძალა ან უძლურება არის ანარეკლი ინდივიდის აზროვნების. სიმდიდრე ან განათლება არის სუფთა წყლის მსგავსი. როდესაც სუფთა წყალი არის ჩასხმული გარკვეული ფერის ბოთლში, წყალი გვეჩვენება იმ ფერის მქონედ. იგივენაირად, როდესაც სიმდიდრე არის ბოროტი ადამიანის ხელებში, იგი გამოიყენება მხოლოდ ცუდი საქმეებისთვის. თუ ფული არის სუფთა გულის მქონე ადამიანის ხელებში, მაშინ იგი გამოყენებული იქნება კეთილშობილური საქმეებისთვის. აქედან გამომდინარე სიმდიდრის და ცოდნის გამოყენება დამოკიდებულია იმ ადამიანების ხასიათზე, ვის ხელშიც არის იგი. ფული არ არის ცუდი. განზრახვა, რომლითაც თქვენ იყენებთ ფულს უნდა იყოს სიკეთისთვის. გამოიყენეთ სულიერება თქვენი ჭკუის სიკეთეზე დასაფოკუსირებლად.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 7, 9 ივლისი, 1989.
28.08.2014
სიცოცხლის დინება აღინიშნება სხვადასხვა სტადიით – ყოველ სტადიაზე თქვენ ხდებით ეგოურობის, ეჭვიანობის და მატყუარობის მსგავსი ნაკლოვანებების მსხვერპლი, ჭეშმარიტების, უბიწოების და მორჩილების განვითარების ნაცვლად. თქვენი ბავშვობის განმავლობაში, თქვენ ატარებთ უმანკო ცხოვრებას მიწიერ და წმინდა გზებს (პრეიო და სრეიო მარგას) შორის განსხვავების გაუცნობიერებლად. მაგრამ როგორც ასაკი წინ მიიწევს თქვენ იღებთ უპირატესად მიწიერ გზას ვიდრე ამაღლებულ გზას. ჩაყვინთული სურვილების მდინარეში, ბორგავთ ილუზიის ტალღებში, ეშვებით ოჯახური ცხოვრების წყლებში, და ჩაძირულს დაუმშვიდებლობასა და კამათებში, თქვენ გყლაპავთ დაუკმაყოფილებლობის ვეშაპი. ადამიანის სიცოცხლის შემოსატრიალებლად ამ ყოფითი არსებობიდან ღმრთიურებისკენ აუცილებელია კავშირის ქონა ჭეშმარიტებასთან, სატ სანგამ. სატ ეხება მას ვინც რჩება იგივე მიუხედავად დროის, ადგილის ან გარემოების. ადამიანმა უნდა გააერთიანოს თავისი თავი ამ ჭეშმარიტებასთან. ცნობიერების შერწყმით ამ ჭეშმარიტებასთან თქვენ უნდა განცადოთ ასეთი შეერთების ნეტარება.
– ღმრთიური საუბარი, 31 აგვისტო 1992.
29.08.2014
რა მნიშვნელობის მქონეა გამოთქმა განაპატი? გა ნიშნავს გონებას (ბუდჰის). ნა ნიშნავს სიბრძნეს (ვიჯნანას). განაპატი ნიშნავს გონების და სიბრძნის უფალს. ის არის აგრეთვე ყველა განას (სულიერი არსების) უფალი. განები ასევე სიმბოლირებს გრძნობებს. ასე რომ განაპატი არის გრძნობების უფალი. აქედან გამომდინარე განაპატის ამ ზეიმზე თქვენ უნდა გაასუფთაოთ თქვენი ჭკუა და იგი უნდა შესთავაზოთ მას. გონიერება ყვავის მხოლოდ მაშინ როდესაც ადამიანი არის სუფთა. მხოლოდ გონიერების ყვავილობისას მიიღწევა სიდდჰი (სულიერი მიზანი). ვინაიაკა თავმჯდომარეობს ბუდდჰის და სიდდჰის (ინტელექტს და სულიერ გაცნობიერებას). სიდდჰი ნიშნავს სიბრძნის გაცნობიერებას. აი ამიტომ ამბობს წერილები რომ სიდდჰი და ბუდდჰი არის ვინაიაკას მეუღლეები, და კშემა (კეთილდღეობა) და ანანდა (ნეტარება) არის მისი ორი ვაჟი.
– ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ტომი 3, თავი 7, 9 ივლისი, 1989.
30.08.2014
დიდი შეკრების დროს ადამიანები ლაპარაკობენ ბევრ ენაზე. თითოეული ადამიანი იგებს მხოლოდ თავის ენას და უნდა რომ ისინი ელაპარაკებოდნენ ამ ენაზე. მაგრამ არსებობს გულის ენა, რომელიც ყველას შეუძლია გაიგოს და ყველას ენდომება მისი მოსმენა. ეს ენა, რომელსაც მე ვამბობ, არის ენა რომელიც მოდის ჩემი გულიდან თქვენი გულებისკენ. როდესაც გული ლაპარაკობს გულთან, ეს არის სიყვარული რომელიც გადაეცემა რაიმე შენიშვნების გარეშე. გამოცდები, აურზაური და მღელვარებები მუდმივია მთელი კაცობრიობისთვის. თანამგრძნობი გული უსმენს ამას თანაგრძნობით და პასუხობს სიყვარულით. თითოეული ადამიანი ცდილობს იყოს ბედნიერი, ყველას უნდა იმუშაოს ნაკლები და მიიღოს მეტი, გასცეს ცოტა და მიიღოს უხვად, მაგრამ არავინ ატარებს ცდას სხვა მეთოდით, ესე იგი, ნაკლები რაოდენობის სურვილი და უფრო მეტის გაცემა. ყოველი სურვილი არის ბორკილი, რომელიც ხელს უშლის მოძრაობას, და არის ტვირთი ფეხზე. შეამცირეთ სურვილები; იცხოვრეთ უბრალოდ, ეს არის გზა ბედნიერებისკენ.
– ღმრთიური საუბარი, 15 მაისი, 1969.
31.08.2014
არავის ეყვარება ის ვინც არის თვითკმაყოფილი და თავის თავზე შეყვარებული. თუნდაც თქვენი მეუღლე და თქვენი საკუთარი შვილებიც კი, თუმცა გარეგნულად ისინი შეიძლება აჩვენებდნენ თქვენდამი პატივისცემას, არ იქნებიან თქვენით კმაყოფილი, მაშინ როდესაც თქვენ ხართ ამპარტავანი ადამიანი. არა მხოლოდ ეს, იქამდე ვიდრე თქვენ იქნებით ეგოთი სავსე, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა რომ თქვენ იყოთ ბედნიერი. ამიტომ დასაწყისიდანვე თქვენ უნდა მოშორდეთ თქვენი ეგოდან (აჰამკარადან). ზუსტად ასევე როდესაც თქვენ ხართ სავსე რისხვით, თქვენ ვერ შეძლებთ სიხარულის განცდას; თქვენ იქნებით საცოდავობის ზღვარზე. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ დაიმორჩილებთ რისხვას თქვენ შეძლებთ ბედნიერების განცდას. ამის მსგავსად, როდესაც თქვენ ხართ სავსე გაუმაძღარი სურვილებით, თქვენ ნამდვილად ვერ იგრძნობთ თავს მდიდრად. იმ მომენტში როდესაც თქვენ უარს იტყვით სურვილებზე, ყველა სიმდიდრე მოვა თქვენთან. თუ თქვენ დარჩებით ხარბი, თქვენ იქნებით გაუცხოებული ბედნიერებაზე. უარი თქვით სიხარბეზე, და თქვენ იგრძნობთ უზრუნველყოფას ყველა სიმდიდრით.
– ღმრთიური საუბარი, 25 აგვისტო, 1998.

სატია საი ბაბა