სხეული და ინდრიები
კ: რატომ ამბობენ, რომ ადამიანის სხეული შედგება ხუთი ელემენტისგან, პანჩაბჰუტა?
პ: რადგანაც ის არის ხუთი ელემენტის პროდუქტი
კ: რომელია ეს ხუთი ელემენტი?
პ: აკასა, ვაიუ, აგნი, ჯალა, პრითჰვი, რაც შეესაბამება ეთერს, ჰაერს, ცეცხლს, წყალს და მიწას.
კ: საიდან მიეცათ დსაბამი ამ ელემენტებს?
პ: ყოველი მომდევნო ელემენტი წარმოშობილია მის წინ მდგომიდან.
კ: რა არის პირველის მიზეზი და შემდგომში დანარჩენი, ხუთი ელემენტის.
პ: ბრაჰმანი, უცვლელი, მუდმივი, საფუძველი.
კ: რა დამოკიდებულებაა ადამიანის სხეულსა და ხუთ ელემენტს შორის?
პ: ბრაჰმანისაგან წარმოიშვა იათჰნა და მაჰათჰ (ძალისხმევა და კოსმოსი); მათგან დაიბადა აკასა; აკასასგან – ვაიიუ, ვაიიუსგან – აგნი; აგნისგან – ჯალამ, ჯალამისგან პრითჰვი. ადამიანის სხეული შედეგია ამ ხუთი ელემენტის შეერთებისა.
კ: ეს ხუთი ელემენტი რა ფორმით იმყოფება სხეულში?
პ: ამ ელემენტებმა თავის მხრივ შექმნეს ხუთწევრიანი ნაერთები და შეადგინეს სხეულის კომბინაცია.
კ: პირველი არის აკასა; როგორია ის ხუთი, რომლადაც ის იქცა?
პ: შეცნობის სუბიექტი (ჯნატჰა), მანასა, Bბუდდჰი, აჰანკარა, პანჩაკა.
კ: რა სახით ვლინდებიან ისინი სხეულში?
პ: ისინი ვლინდებიან, როგორც “შინაგანი გრძნობები”.
კ: როგორია შემდეგი ელემენტის, ვაიიუს ხუთი ფორმა?
პ: სამანა, ვიიანა, უდანა, პრანა, აპანა.
კ: სხეულში ისინი როგორ იწოდებიან?
პ: პანჩა პრანა, ხუთი ვიტალური (სიცოცხლისეული) ენერგია.
კ: და აგნი, ცეცხლის ელემენტი?
პ: ეს ელემენტი გახდა გრძნობის ორგანოებად: ყურად, კანად, თვალად, ენად, ცხვირად.
კ: და ისინი როგორ არიან შემოსაზღვრული?
პ: როგორც ჯნიანენდრიები, ცოდნის ორგანოები.
კ: მითხარი მე, რა არის ჯალაპანჩაკა, ხუთი ფორმა, რომლადაც ელემენტი-წყალი ხდება?
პ: შაბდა, სპარშა, რუპა, რასა, განდჰა – ხმა, შეხება, ფორმა, გემო, სუნი.
კ: მათ აქვთ კიდევ რაიმე განსაკუთრებული დასახელება?
პ: მათ ასევე უწოდებენ პანჩა თჰანმაატრაა – ხუთ სიფაქიზეს.
კ: მიწა-ელემენტი რჩება ხუთიდან. ის როგორ მჟღავნდება სხეულში?
პ: მეტყველების ორგანოები, ხელები, ფეხები, გენიტალიები და გამოყოფის ორგანოები.
კ: და ისინი იწოდებიან …
პ: როგორც კარმენდრია, მოქმედების ორგანოები.
კ: იმის მაგივრად, რომ განვიხილოთ ადამიანის ეს სხეული, შედგენილი ასეთი სახით ელემენტებისგან როგორც ერთი მთლიანი, ვედანტის მიმდევრები ამბობენ, რომ არსებობს ბევრი ერთიანი სხეული! ეს სიმართლეა?
პ: ისინი “ბევრი” არ არის, არამედ სამი. ზოგიერთები ამბობენ, რომ ისინი ოთხია!
კ: ოჰ! და ისინი რას წარმოადგენს? მათ რა ეწოდებათ? მესამეს და მეოთხეს?
პ: სთჰულა დეჰა (უხეში სხეული); სუკშმა დეჰა (წმინდა სხეული) და კარანა დეჰა (მიზეზობრივი სხეული). კიდევ ერთი, მეოთხე რომელსაც უწოდებენ მაჰა კარანადეჰას (ზემიზეზობრივ სხეულს).
კ: ზუსტად, რა იგულისხმება სთჰულა დეჰაში, უხეშ სხეულში?
პ: ის აღნიშნავს სხეულს, შედგენილს ჩემს მიერ უკვე დასახელებული 25 ელემენტარული პრინციპით.
კ: მაშინ რას წარმოადგენს სუკშმა დეჰა, წმინდა სხეული?
პ: 5 ჯნანენდრია, 5 თჰან-მაატრა, ხუთი პრანა, მანასი და ბუდდჰი – ეს ჩვიდმეტი ელემენტი ერთდება და ქმნიან წმინდა სხეულს.
კ: ის იწოდება მხოლოდ სუკშმა დეჰად თუ აქვს კიდევ სხვა რაიმე დასახელებები?
პ: რატომ არ უნდა ჰქონდეს? აქვს. ის ასევე ცნობილია, როგორც თჰაიჯასა.
კ: და ის გამოიყოფა იმიტომ, რომ დაკავშირებულია რაიმე მდგომარეობასთან ან ავასთჰასთან?
პ: დიახ.
კ: და მას რა ჰქვია?
პ: ძილის მდგომარეობა.
კ: შენ გინდა თქვა, რომ უხეშ სხეულს არა აქვს მდგომარეობა დაკავშირებული მასთან?
პ: რა თქმა უნდა, მას აქვს.
კ: მითხარი მე ამ დგომარეობის სახელი.
პ: ეს არის მღვიძარე მდგომარეობა, ჯაგრატი.
კ: რა არის მიზეზობრივი სხეული, კაარნა დეჰა?
პ: იქ არის ჩითჰთჰამ ანუ ცნობიერება, რომელიც დაკავშირებულია შეცნობის სუბიექტთან, შემცნობ პრინციპთან, ჯნათჰასთან.
კ: ის რა არის, როგორ არის ცნობილი?
პ: პრააჯნა.
კ: და მდგომარეობა?
პ: სუშუპთჰის მდგომარეობა, ღრმა ძილი.
კ: მითხარი მე ასევე რას ნიშნავს ის ზემიზეზობრივი სხეული, მეოთხე?
პ: წმინდა შემეცნება, დაუკავშირებელი რაიმე თჰათჰვასთან, ანუ ელემენტარულ პრინციპთან, მუდმივი მოწმე, გაცისკროვნებული მე. ისინი ასახელებენ მას მაჰა კაარანა დეჰად.
კ: აქვს მას სახელი, როგორც დანარჩენ სხვებს?
პ: ის ცნობილია როგორც ჰირანიიაგარბჰა.
კ: და მდგომარეობა?
პ: ის მოკლებულია მდგომარეობას, ის იმყოფება ცნობიერების ყველა მდგომარეობის მიღმა, და ამიტომ ის აღიწერება, როგორც ა-კშარა პურეშა.
კ: დავუბრუნდეთ უხეშ სხეულს, როგორია კონკრეტული პროდუქტები დაკავშირებული ხუთ ელემენტთან რომლებიც შეერთდნენ მისი ფორმირებისთვის?
პ: მიწის არის ძვლები, კანი, ხორცი, ძარღვები, თმები.
კ: წყლის, ჯალას?
პ: სისხლი, შარდი, ნერწყვი, ლორწო, ტვინი.
კ: ცეცხლის?
პ: შიმშილი, წყურვილი, ძილი, სიზარმაცე, მეგობრობა.
კ: და ვაიიუს გამოვლინება?
პ: საქმიანობა, მოძრაობა, სიჩქარე, სირცხვილი, შიში.
კ: ელემენტი აკასაც, ალბათ შემძლე უნდა იყოს გამოვლინდეს სხეულში ანალოგიური სახით.
პ: დიახ; ვნებით, წყრომით, სიხარბით, სიამაყით და შურით.
კ: ადამიანი ბევრს იტანჯება, ასე არ არის? მისი კომპოზიციის ამ შედეგებს აქვთ რაიმე საერთო მის ტანჯვებთან?
პ: თქენ, მგონია, გაქვთ ზოგიერთი დაეჭვება ამაში. მიზეზი, ადამიანის ყველა ტანჯვისა, არის ამ უხეში თვისებების ჯგუფი. ტანჯვები კი არც ისე ბევრია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ, ისინი არის მხოლოდ ოთხი სახის და იწოდება ვასანებად.
კ: როგორია ოთხი ვასანი?
პ: სხეული, ჭკუა, სიმდიდრე და სექსი; მართალია არის სხვებიც, ყველა ისინი საბოლოოდ ფუძნდება ამათზე.
კ: ადამიანი ბრმაა თავის სიამაყეში. რა ეგოურობა უბიძგებს მას ამაზე? ეგოურობის რამდენი სახესხვაობა არსებობს?
პ: არსებობს ოთხი სახე: წარმომავლობის სიამაყე, სიმდიდრის სიამაყე, ახალგაზრდობის სიამაყე და სწავლულობის სიამაყე. თუმცა არსებობს სხვა სახეებიც, ისინი შეიძლება დავაჯგუფოთ ამათზე.